Latin

ბაჭია, გაიქეცი - 07

Total number of words is 3493
Total number of unique words is 2095
28.6 of words are in the 2000 most common words
42.0 of words are in the 5000 most common words
49.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
– არა, – მას მაგრად უჭირავს იგი.
– გამიშვი.
– ნუ მაშინებ, – ბურტყუნებს ბაჭია და კიდევ უფრო
მოხერხებულად ეკვრის მას.
ბოლოს
ქალი
თავის
დახსნას
97
ახერხებს
და
დგება,
შეღვიძებული კაცი გრძნობს, რომ დარბილებული ტუჩებიდან
მშრალი ჰაერი ამოსდის.
– ეი, ჭიქა წყალი მომიტანე.
ქალი საწოლთან დგას, შიშველი გაცილებით უფორმო ჩანს.
შემდეგ, როგორც წესია, სააბაზანოსკენ მიდის. ბაჭიას
ეჩოთირება ეს ქალური წესი. თვითონვე ექცევიან საკუთარ
თავს ისე, როგორც ძველ, მრავლისმნახველ შალითას. მილები
მილებში, აბა, ჩქარა ჩამოირეცხე კაცის ჭუჭყი – საწყენია, სხვა
რომ არაფერი იყოს. ონკანები ღრიალებენ. რაც მეტად ეღვიძება,
მით მეტი სევდა ეუფლება. ბალიშში ღრმად ჩაფლული,
ვიტრაჟის ჰორიზონტალურ ზოლს მისჩერებია ეკლესიის
ფანჯარაში, რომელიც აწეული შტორიდან მოჩანს. ნუგეშად
მხოლოდ ეს ბავშვური ბრწყინვალება დარჩა.
შუქი, რომელიც სააბაზანოს დახურული კარიდან გამოდის,
ოდნავ ანათებს საძინებელ ოთახს. წყლის ჩხრიალი მას
ბავშვობას აგონებს, როდესაც შუაღამეს გამოეღვიძებოდა და
ხვდებოდა, რომ მშობლები საძინებელში ასულიყვნენ, რომ
მალე მთელი სახლი წყვდიადში ჩაიძირებოდა, მერე კი უნდა
გათენებულიყო. როდესაც დაბანილი რუთი, მთვარის შუქში
ფავნს რომ ჰგავდა, ჩუმად გამოდის სააბაზანოდან და ბაჭიას
გვერდით წვება, მას უკვე სძინავს.
***
ბაჭია მკაფიო სიზმარს ხედავს. სამზარეულოს მაგიდის
გარშემო დედასთან, მამასა და კიდევ ვიღაცასთან ერთად ზის.
ეს მათ ძველ სახლში ხდება. მაგიდასთან მჯდომი გოგონა
გრძელ, სამაჯურიან ხელს იწვდის და ხის საყინულეს აღებს.
ბაჭიას ცივი ჰაერი უტევს. ოთხკუთხა კამერის ღია კარიდან
რამდენიმე დუიმში იგი შელღობილ, გვერდმრუდ, მაგრამ
ჯერაც დიდ ყინულის ძელაკს ამჩნევს. ლითონის შავი მასის
ცენტრში,
ხელოვნური
ყინულის
ფაბრიკის
ღარიდან
ჩამოვარდნილი ყველა სხვა ყინულის ძელაკის მსგავსად,
თეთრი ფენა ბრწყინავს. იგი იხრება და თუნუქით გაჟღენთილი
ყინულის სუნთქვას მიჰყვება. ეს მისთვის ლითონთან
ასოცირდება, რომლისგანაც კამერის კედლები და წიბოვანი
საყრდენებია გაკეთებული. ლითონი ღია ნაცრისფერია,
98
მარტორქის
ფერისა,
დაწინწკლული.
ლინოლეუმის
მსგავსად
მუქად
იგი უფრო ქვემოთ იხრება და წყალნარევი ზედაპირის ქვეშ
მოლივლივე უამრავ, ფოთლის კაპილარების მსგავს ძარღვს
ხედავს, თითქოს ყინულიც ცოცხალი უჯრედებისგან შედგება.
სულ ბოლოს, სიღრმეში, ბუნდოვანი და მერყევი, გვერდებზე
დაკბილული,
თითქოსდა
აფეთქებით
წარმოქმნილი
ღრუბელია, რომლის ეპიცენტრშიც სინათლის გარდატეხისგან
აკაშკაშებული ვარსკვლავი დაცურავს, მისი პირდაპირი და
გრძელი სხივები დიაგონალურად ეცემა კუბის ყველა გვერდს.
დაჟანგული წიბოები, რომლებზეც ყინულის ძელაკია
მოთავსებული,
ცალყბა
ღიმილის
დროს
დაკრეჭილი
კბილებივით მოძრაობს მის თვალწინ. ბაჭიას შიში იპყრობს –
ეს ცივი ხორგი ცოცხალია.
– კარი მიკეტე, – ეუბნება დედა.
– მე არ გამიღია.
– ვიცი.
– მან გააღო.
– ვიცი. ჩემი ყოჩაღი ბიჭი არავის აწყენინებს.
მაგიდასთან მჯდომი გოგონა თეფშზე ჩანგლით საჭმელს
ჩიჩქნის. გაბრაზებული დედა მისკენ ტრიალდება და
საყვედურებით ავსებს. სიტყვების ეს უაზრო, ერთფეროვანი,
უწყვეტი ნაკადი ძლიერ შინაგან სისხლდენას ჰგავს.
სისხლდენა თვითონ სჭირს. გოგონა შეურაცხყოფილია, სახე
უგრძელდება და ეჩვენება, რომ დიდ, თეთრ ღრუბლად
გადაიქცა.
– ეს ქუჩის გოგო მაგიდასთან პატარა ბავშვივით იქცევა, –
ამბობს დედა.
– გეყოფა, გეყოფა, გეყოფა! – ყვირის ბაჭია დის დასაცავად.
დედა ჩაიცინებს და განზე გადგება. ისინი ორ სახლს შორის
არსებულ ვიწრო გასასვლელში დგანან, მხოლოდ ორნი არიან –
ის და გოგონა. ეს ჯენის სპრინგერია. იგი მისთვის დედის
საქციელის ახსნას ცდილობს. ჯენისი მას გაუბედავად
შესცქერის. როდესაც ბაჭია მოეხვევა, მის გაწითლებულ
99
თვალებს ხედავს. თუმცა სახეები მიტყუპებული არა აქვთ,
გოგოს ცრემლებისგან გაცხელებულ სუნთქვას გრძნობს. ისინი
ჯაჯმაუნთში არიან, საცეკვაო დარბაზის უკან, სარეველებითა
და ბოთლების ნატეხებით მოფენილ, გათელილ ნაკვეთზე.
კედლის მიღმა რეპროდუქტორიდან მუსიკის ხმა ისმის.
ჯენისს ვარდისფერი სამეჯლისო კაბა აცვია. იგი სლუკუნებს.
გულდამძიმებული ბაჭია უმტკიცებს, რომ დედას მისი კი არა,
ბაჭიას გამოლანძღვა უნდოდა, მაგრამ გოგონა ტირილს
განაგრძობს და იგი თავზარდაცემული აღმოაჩენს, რომ
გოგონას სახე ედღაბნება, ძვლებს თანდათანობით კანი
სცილდება, მაგრამ აღარც ძვლებია. კანქვეშ მხოლოდ მდნარი
მასაა. ბაჭია პეშვებს შეუშვერს – ამ გადმომდინარი მასის
შეგროვება და უკანვე მიწებება სურს, მაგრამ, როდესაც იგი
ხელში ჩაეღვრება, ჰაერი მისივე ყვირილისგან თეთრდება.
ეს სითეთრე სინათლეა. მზისგან თვალწინ ბალიში ბრწყინავს.
ჩამოშვებულ შტორზე მინების დეფექტები ირეკლება. მათ და
ფანჯარას შორის ზეწარქვეშ ქალი მოკუნტულა. მზის სხივები
ბალიშზე გაშლილ თმას წითურ, მუქ ყავისფერ, ოქროსფერ, შავ
და თეთრ ფერებად ღებავს. ბაჭია შვებით ამოისუნთქავს,
ეღიმება, იდაყვზე დაყრდნობილი ქალს მსუქან, რბილ ლოყაზე
კოცნის და ფორების მკაფიო სტრუქტურებით აღფრთოვანებას
ვერ მალავს. სუსტი ვარდისფერი სინათლის ზოლებში ნათლად
მოჩანს, რომ სიბნელეში სახე ცუდად გაუწმენდია. იგი კვლავ
იმ პოზას უბრუნდება, რომელშიც ეძინა, მაგრამ ბოლო
რამდენიმე საათის განმავლობაში ისედაც ძილად იყო ქცეული.
ბაჭია
მორიგ
სიზმარში
შესასვლელს
ეძებს.
მათ
გამაცალკევებელ
მომცრო
სივრცეში
ხელს
ქალის
გაშიშვლებული სხეულისკენ იწვდენს, ზემოდან ქვემოთ
ეფერება ფართო, თბილ, ახალი ღვეზელის მსგავს ფერდობებს.
რუთი ზურგით წევს. ბაჭია მის თვალებს ვერ ხედავს. ქალი
მძიმედ ამოიოხრებს, გაიზმორება და შემოტრიალდება.
მხოლოდ მაშინ ხვდება კაცი, რომ ქალმა მისი ალერსი იგრძნო.
დილის შუქში კვლავ სიყვარულის მორევში ეშვებიან,
ერთმანეთს ნამძინარევი, მოდუნებული ტუჩებით კოცნიან.
ქალის ძუძუები წიბოვან გულმკერდზეა განფენილი. კერტები
თავჩაქინდრული ყავისფერი კოკრებია, ბუჩქი – სპილენძის
ქაფი. ბაჭიას იგი ზედმეტად გაშიშვლებული ეჩვენება. ამ უხვი,
მბრწყინავი კანის გვერდით საკუთარი ვნება სუსტად და
უმნიშვნელოდ მიაჩნია. ეჭვი აქვს, რომ ქალი თვალთმაქცობს.
100
მაგრამ რუთი ამბობს, რომ არა – დღეს ყველაფერი, მართალია,
სხვაგვარად, მაგრამ მაინც კარგად მოხდა. ნამდვილად კარგად.
იგი კვლავ იმალება ზეწრის ქვეშ, ქალი კი ოთახში ფეხშიშველი
დადის და ჩაცმას იწყებს. სასაცილოა – ჯერ ბიუსტჰალტერი,
მერე კი ტრუსი. როდესაც იცვამს, კაცი მის ფეხებს ცალკეულ
მსხვილ, ვარდისფერ, მერხევ, ქვემოთ დაწვრილებულ
კანფეტების სამკუთხა პარკების მსგავს საგნებად აღიქვამს.
მოძრაობისას ისინი ერთმანეთს ვარდისფერ ათინათებს
ესვრიან. ქალი მას ცქერას არ უშლის. ბაჭია კმაყოფილია და
თავს უფრო იმედიანად და გულდაჯერებულად გრძნობს.
შინაურულად.
ეკლესიის ზარები ხმამაღლა რეკავენ. ბაჭია საწოლზე ქალის
მხარეს ჩოჩდება, რათა თვალი შეავლოს, თუ როგორ მიდიან
გაუთოებულ კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები კირქვით
ნაგებ ეკლესიაში, რომლის განათებულმა ფანჯარამაც წუხელ
ძილი მოჰგვარა. იგი ხელს იწვდენს და შტორს მაღლა სწევს.
ფანჯარა-როზეტი განათებული აღარაა, ეკლესიისა და
ჯაჯმაუნთის თავზე კი, ცის ლაჟვარდოვან ფასადზე, მზე
ანათებს. სამრეკლოს გრილ, მომცრო ჩრდილში, როგორც
ნეგატივზე, საღილეში ყვავილგარჭობილი რამდენიმე მამაკაცი
დგას და ჭორაობს, მაშინ, როცა რიგითი ცხვრები,
თავჩაქინდრულები, ფარასავით შედიან ეკლესიაში. იმის
გაფიქრება, რომ ადამიანებმა სახლები დატოვეს და აქ
სალოცავად მოვიდნენ, ბაჭიას ახარებს და ამხნევებს. თვალებს
ხუჭავს და თავს შეუმჩნევლად ხრის, რათა რუთმა ვერ
შეამჩნიოს. დამეხმარე, უფალო. მომიტევე. ჭეშმარიტ გზაზე
დამაყენე. აკურთხე რუთი, ჯენისი, ნელსონი, დედა, მამა,
მისტერ და მისის სპრინგერები, ჯერ კიდევ მუცლად მყოფი
პატარა. შეუნდე ტოთეროსა და ყველა დანარჩენს. ამინ.
ბაჭია თვალს ახელს, მომავალ დღეს ეგებება და ამბობს:
– აქ საკმაოდ დიდი მრევლი ყოფილა.
– კვირა დილაა, – პასუხობს ქალი, – ამ დღეს ყოველთვის გული
მერევა.
– რატომ?
– ფუჰ, – ამბობს რუთი მოკლედ, თითქოს კაცს პასუხი
წინასწარ სცოდნოდეს. ცოტა ხანს დაფიქრდება და როცა
დაინახავს, რომ იგი სერიოზულად იყურება ფანჯრიდან,
101
ამატებს, – ერთხელ აქ ერთი ტიპი მყავდა, რომელმაც დილის
რვა საათზე გამაღვიძა, რადგან ათის ნახევარზე საკვირაო
სკოლაში უნდა ექადაგა.
– არაფრის არ გჯერა?
– არა. შენ გჯერა?
– კი. ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია.
ბაჭიას ქალის გაბრაზებული, მტკიცე ტონი ყურში ცუდად
ხვდება და თავის ნათქვამში ეჭვი ეპარება. თუ იტყუება,
სიცარიელის ცენტრში ყოფილა ჩამოკიდებული. ეს აზრი არ
სცილდება და გულს სტკენს. მოპირდაპირე მხარეს
სადღესასწაულო ტანსაცმელში გამოწყობილი რამდენიმე
ადამიანი შელახული აგურის სახლების რიგის გასწვრივ
ტროტუარს მიუყვება – მიწას ფეხს არ აკარებენ? ნუთუ?
ტანსაცმელი! თავიანთი საუკეთესო ტანსაცმელი ჩაუცვამთ.
აღგზნებული, ამ აზრს ებღაუჭება: იგი უხილავი სამყაროს
არსებობის ხილულ მტკიცებულებად მიაჩნია.
– თუ მორწმუნე ხარ, აქ რას აკეთებ? – ეკითხება ქალი.
– რა მოხდა? შენ რა, საკუთარ თავს ეშმაკად ხომ არ თვლი?
მოულოდნელობისგან ქალს სავარცხელი ხელში უშეშდება,
მერე კი სიცილი აუვარდება.
– გწამდეს, რამდენიც გენებოს, თუ ეს შვებას გაძლევს.
– რატომ არ გწამს არაფერი? – არ ეშვება კაცი.
– მეხუმრები?
– სულაც არა. ნუთუ არასდროს,
დაფიქრებულხარ, რომ ეს ისედაც ცხადია?
წამითაც
კი
არ
– რა არის ცხადი? რომ ღმერთი არსებობს? არა. პირიქით, ჩემი
აზრით, ცხადია, რომ არ არსებობს. ეს ცხადზე უცხადესია.
– მაგრამ თუ ღმერთი
ყველაფერი დანარჩენი?
არ
არსებობს,
რატომ
არსებობს
– რატომ? როგორ თუ რატომ? უბრალოდ არსებობს და მორჩა, –
ქალი სარკის წინ დგას, სავარცხელი თმას უკან უქაჩავს და
ზედა ტუჩს მაღლა უწევს, როგორც ეს კინოფილმის კადრში
102
ხდება.
– შენ შესახებ ასე არ ვიტყოდი. შენ არსებობ და მორჩა.
– მომისმინე, იქნებ ჩაიცვა, ნაცვლად იმისა, რომ იკოტრიალო და
ღვთის სიტყვებით მესაუბრო.
ეს შენიშვნა, აგრეთვე, ის მოძრაობა, რომლითაც თმას
გადაიყრის და მისკენ მიბრუნდება, მასში სურვილს აღძრავს.
– მოდი აქ, – ეძახის კაცი. ცუდი არ იქნება, საქმით დაკავდნენ,
როდესაც ეკლესიები ხალხითაა სავსე. ეს განზრახვა მას
აღაგზნებს.
– არა, – პასუხობს რუთი. იგი მართლაც ცოტა გაბრაზებული
ჩანს. აღიზიანებს, რომ ბაჭიას ღმერთი სწამს.
– აღარ მოგწონვარ?
– შენთვის სულერთი არ არის?
– კარგად იცი, რომ არა.
– ადექი ჩემი საწოლიდან.
– მე ხომ შენი თხუთმეტი დოლარი მმართებს.
– არაფერი გმართებს. მოსცილდი აქაურობას.
– რაო? მარტოობისთვის გაგწირო? – ბაჭია ამას თითქოს
ხუმრობით ამბობს და სანამ ქალი მოულოდნელობისგან ერთ
ადგილს არის მილურსმული, იგი რაღაც ტანსაცმელს ხელს
სტაცებს, სააბაზანოში გადის და კარს ხურავს, ცოტა ხანში კი
იქიდან საცვლების ამარა გამოდის, მასხრობას განაგრძობს და
ვითომდა დამწუხრებული ამბობს, – მე შენ აღარ მოგწონვარ, –
იგი სკამისკენ მიემართება, რომელზეც მისი აკურატულად
დაკეცილი შარვალი დევს. მის არყოფნაში რუთს ლოგინი
გაუსწორებია.
– საკმარისად მომწონხარ.
– საკმარისად რისთვის?
– საკმარისად.
– რატომ მოგწონვარ?
103
– იმიტომ, რომ ჩემზე მაღალი ხარ, – იგი საწოლის მეორე
კუთხისკენ გადადის და გადასაფარებელს ასწორებს, – ლამის
ბოღმისგან გავსკდე, როდესაც ეს პატარა ქალები, ყველა
პიკანტურად რომ მიიჩნევს, ყველაზე მაღალი კაცების
დათრევას ცდილობენ.
– არის მათში რაღაც, – ამბობს ბაჭია, – დაყოლიებაც უფრო
ადვილია.
– მაგაში, მგონი, მართალი ხარ, – იცინის ქალი.
ბაჭია შარვალს იცვამს და ქამარს იკრავს.
– კიდევ რატომ მოგწონვარ?
ქალი მას სახეში შესცქერის.
– გითხრა?
– მითხარი.
– იმიტომ, რომ არ ნებდები. მართალია, სულელურად, მაგრამ
მაინც იბრძვი.
ბაჭიას სიამოვნებს ამის მოსმენა, კმაყოფილება ნერვებს
ტკბილად ელამუნება და აგრძნობინებს, რომ ძალიან დიდია.
მაგრამ ჩვეული ამერიკული თავმდაბლობის გავლენით
ტუჩების ბრეცით წარმოთქვამს:
– სრულყოფილებისკენ სწრაფვა.
– ის საცოდავი ბებერი ნაძირალა, – გაგებით ამბობს ქალი, –
ნამდვილი ნაძირალა.
– იცი, რა, – ამბობს ბაჭია, – მაღაზიაში ჩავირბენ და
საუზმისთვის რამეს ვიყიდი.
– შენ, მგონი, აქ დარჩენას აპირებ.
– რატომაც არა? ვინმეს ელოდები?
– არავის არ ველოდები.
– ძალიანაც კარგი. შენ ხომ თქვი გუშინ, საჭმელების კეთება
მიყვარსო.
– ოდესღაც მიყვარდა.
104
– რადგან ოდესღაც გიყვარდა, ესე იგი, ახლაც გიყვარს. რა
ვიყიდო?
– რა იცი, რომ მაღაზია ღია იქნება?
– განა არა? ცხადია, ღია იქნება. სუპერმარკეტების გადამკიდე,
ამ პატარა მაღაზიებს შემოსავალი მხოლოდ კვირაობით აქვთ, –
იგი ფანჯარაში იხედება. ასეცაა, კუთხეში კარი იღება და
იქიდან კაცი გამოდის გაზეთით ხელში.
– ჭუჭყიანი პერანგი გაცვია, – ეუბნება რუთი.
– ვიცი, – იგი ქუჩიდან გადმოღვრილი შუქიდან გამოდის, – ეს
ტოთეროს პერანგია. სახლიდან რაღაც ტანსაცმელი უნდა
ავიღო. მაგრამ ჯერ მაღაზიაში შევივლი. რა ვიყიდო?
– შენ რა გიყვარს?
ბაჭია კმაყოფილი მიდის. თუ რუთს რამე გააჩნია, ეს სიკეთეა.
ამას სწორედ მაშინ მიხვდა, როდესაც ქალი ავტოსადგომზე
ნახა მრიცხველების გვერდით. მუცელი ძალიან რბილი ჰქონდა.
ქალებთან მუდმივად ეჩეხები წვეტიან კუთხეებს, იმიტომ,
რომ მათ სულ სხვა რამ სჭირდებათ, ვიდრე კაცებს, ქალები
სულ სხვა რასას წარმოადგენენ. ან ყველაფერს იძლევიან, ან
ქვებივით იკაწრებიან. არაფერია ამქვეყნად ქალურ სიკეთეზე
უკეთესი. როდესაც ბაჭია თავისი ჭუჭყიანი პერანგით
მაღაზიისკენ მიიჩქარის, ქვაფენილს ფეხსაც კი არ აკარებს. შენ
რა გიყვარს? ეს ქალი მას ვეღარ გაექცევა. მან იცის, რომ ასეც
იქნება.
მას მოაქვს ცელოფანში გახვეული სოსისიანი რვა ფუნთუშა,
გაყინული, წვრილად დაჭრილი კარტოფილის პაკეტი, ერთი
კვარტი რძე, ცხარე საწებლის ქილა, ქიშმიშიანი პური, წითელ
ქაღალდში გახვეული ყველი და პენსილვანიური ტკბილი
ღვეზელი «შვეიცარიელი დედილოსგან». ეს ყველაფერი ორი
დოლარი და ორმოცდასამი ცენტი ღირს. რუთი პროდუქტებს
პატარა ფერად სამზარეულოში აწყობს და ამბობს:
– როგორც ვხედავ, დიეტაზე ყოფილხარ.
– მინდოდა, ცხვრის დაბეგვილი ხორცი ამეღო, მაგრამ მხოლოდ
სოსისი, სალიამი და მოშუშული ხორცის კონსერვი ჰქონდათ.
სანამ ქალი საუზმეს ამზადებს, ბაჭია სასტუმრო ოთახში
105
დაბორიალებს და ჟურნალის მაგიდის თაროზე რამდენიმე
დეტექტივს პოულობს. ფორტ-ჰუდში მისი მეზობელი სულ
ამგვარ წიგნებს კითხულობდა. რუთი ფანჯარას აღებს. მარტის
გრილი ჰაერი თაკარა ტეხასის გახსენების შემდეგ უფრო ცივი
ეჩვენება. მტვრიანი, კოპლებიანი ფარდები ცახცახებს, მარმაში
ქარით ივსება და ბაჭიასკენ მოიწევს, რომელიც სხვა, უფრო
სასიამოვნო მოგონებას გაუშეშებია: ბავშვობა ახსენდება, შინაა,
საღამოს ნიავი ფანჯარაში იჭრება და კვირის გაზეთებს
აშრიალებს, სამზარეულოში დედა ჭურჭელს აჩხარუნებს. მალე
საქმეს მორჩება და ყველას სასეირნოდ წაიყვანს – მამას, მას და
პატარა მირიამს. მირიამი ჯერ ერთი ციცქნაა, ამიტომ სულ
ცოტას გაივლიან, მხოლოდ რამდენიმე კვარტალს, შესაძლოა,
ხრეშის ძველ კარიერამდეც მივიდნენ, სადაც ზამთრის ყინული
რამდენიმე დუიმის სიღრმის ტბად ქცეულა. წყალში არეკლილი
ქვიანი ნაპირი რეალურზე ორჯერ მაღალი ჩანს. მაგრამ ეს
მხოლოდ წყალია. ისინი კიდევ რამდენიმე ნაბიჯს დგამენ
ფლატეს პირას და ამ ახალი კუთხით ტბორი მზეს ირეკლავს,
გადაბრუნებული ქვების ილუზია ქრება და წყლის წყნარი
ზედაპირი მტკიცე ყინულს ჰგავს. ბაჭიას მაგრად ჩაუვლია
ხელი პატარა მიმისთვის.
– მომისმინე, – ეძახის რუთს, – გადასარევი იდეა მაქვს. მოდი,
სასეირნოდ წავიდეთ.
– სასეირნოდ? მაგის მეტს ისედაც არაფერს ვაკეთებ.
– ჯაჯის წვერზე ავიდეთ.
როგორც ახსოვს, არასოდეს ასულა მთაზე ბრუერის მხრიდან.
სანამ წინასწარ ტკბება ამ სიამოვნებით და აღფრთოვანებული
შეაქცევს ზურგს ქარისგან გაბერილ ფარდებს, დიდი
საეკლესიო ზარების რეკვა გაისმის.
– წავიდეთ! მოდი,
სამზარეულოში.
წავიდეთ!

გასძახის
იგი
რუთს
ეკლესიიდან ხალხი გამოდის, ხელში მწვანე ტოტები უჭირავთ.
რუთს საუზმე მოაქვს და ბაჭიასთვის აშკარაა, რომ იგი
ჯენისზე უკეთესად ამზადებს – ისე მოახერხა სოსისის
მოხარშვა, რომ ერთიც არ გამსკდარა. ჯენისს კი ისინი სუფრაზე
ყოველთვის დაგლეჯილ-დაგრეხილი შემოჰქონდა, ნაწამებს
ჰგავდნენ. ის და რუთი სამზარეულოს პატარა თეთრ მაგიდაზე
106
საუზმობენ. როგორც კი ჩანგალს მოიმარჯვებს, მაშინვე
ჯენისის ცივი სახე ახსენდება თავის სიზმარში, რომელიც გადნა
და ხელებში ჩაეღვარა. მოგონება მადას უფუჭებს და ლუკმა
ყელში არ გადასდის.
– გადასარევია, – ამბობს მაინც, გაბედულად იწყებს ჭამას და
თანდათანობით კვლავ მადაზე მოდის.
მაგიდის გლუვი ზედაპირის მკრთალი ანარეკლი ბაჭიას
პირდაპირ მჯდომი რუთის სახეს ეცემა, რომელსაც ფართო
შუბლზე კანი ულაპლაპებს, ცხვირთან ორი ხუწუწი კი
დაღვრილი სითხის ლაქებს წააგავს. ქალი გრძნობს, რომ
მიმზიდველობა დაკარგა და აჩქარებით, თითქოსდა მალულად,
საჭმელს ნამცეც-ნამცეც მიირთმევს.
– მომისმინე.
– რა?
– ჩემი მანქანა ჯერაც ჩერი-სტრიტზე დგას.
– იდგეს მერე, კვირაობით მრიცხველები არ მუშაობს.
– ჰო, მაგრამ ხვალ იმუშავებს.
– გაყიდე.
– რაო?
– გაყიდე მანქანა.
გამდიდრდები.
ცხოვრებას
გაიმარტივებ.
მაშინვე
– არა, საქმე ეგ როდია. იქნებ ფული გჭირდება? რომ იცოდე,
ოცდაათი დოლარი კიდევ დამრჩა. თუ გინდა, ახლავე მოგცემ, –
და ხელი ჯიბისკენ მიაქვს.
– არა, არა, რას ამბობ. ამას არ ვგულისხმობდი. საერთოდ
არაფერი მიგულისხმია. ისე წამოვაყრანტალე, – რუთი
შეცბუნებულია, კისერი ლაქებით ეფარება. ბაჭიას ეცოდება – რა
მშვენიერი ეგონა ეს ქალი ჯერ კიდევ გუშინ.
– მინდა გითხრა, რომ ჩემი სიმამრი ნახმარი მანქანებით
ვაჭრობს. როცა დავქორწინდი, ეს მანქანა საკმაოდ შეღავათიან
ფასად მომყიდა, – განმარტავს ბაჭია, – ფაქტობრივად, იგი ჩემს
ცოლს ეკუთვნის, და ვინაიდან ბავშვიც მასთან რჩება, უპრიანი
107
იქნება, მანქანაც მასთან იყოს. თანაც, შენ თვითონ თქვი, რომ
ჭუჭყიანი პერანგი მაქვს. ამიტომ რაღაც ტანსაცმლის მოტანა
მომიწევს. ვიფიქრე, საუზმის შემდეგ შინ შევივლი, მანქანას
დავტოვებ და ჩემს ნივთებს წამოვიღებ-მეთქი.
– იქ რომ დაგხვდეს?
– არ დამხვდება. დედამისთანაა.
– ასე მგონია, ძალიან გაგიხარდება, შინ რომ აღმოჩნდეს, –
ამბობს რუთი.
ვინ იცის, იქნებ ასეცაა? წარმოიდგენს, როგორ აღებს კარს და
ხედავს ჯენისს, რომელიც სავარძელში ზის და ტელევიზორს
უყურებს, გვერდით კი ცარიელი ჭიქა უდგას. თითქოს შიგნით
რაღაც ჩაუწყდაო, თითქოს, როგორც იქნა, ყელში გაჩხერილი
ლუკმის გადაყლაპვას ახერხებს, უდიდეს შვებას გრძნობს იმის
გამო, რომ ქალს მისთვის ჩვეული სულელური და ჯიუტი
გამომეტყველება აქვს.
– არა, – ამბობს იგი, – სულაც არ გამიხარდება. მე მისი მეშინია.
– წარმომიდგენია, – ამბობს რუთი.
– არის მასში რაღაც ისეთი, – დაჟინებით განაგრძობს ბაჭია, –
საშიში ადამიანია.
– ის საბრალო, რომელიც მიატოვე? საშიში თვითონ ხარ.
– არა.
– კი-მეთქი. თავი ბაჭიად წარმოგიდგენია, – სიტყვები
დამცინავად და გამაღიზიანებლად გაისმის, თუმცა გაუგებარია,
რატომ, – საინტერესოა, ნივთებს რას უპირებ? – ეკითხება ქალი.
– აქ მოვიტან, – აღიარებს ბაჭია.
რუთი სულს მოითქვამს, თითქოს რაღაცის თქმას აპირებს,
მაგრამ დუმს.
– მხოლოდ დღეისთვის, – კაცის ხმაში ვედრება გაისმის, – შენ
ხომ არსად მიდიხარ?
– შესაძლოა... არ ვიცი. ალბათ, არა.
– შესანიშნავია. მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ.
108
ქალი ჭურჭლის გასატანად დგება, ჩერდება, თეთრი მაგიდის
შუაგულს დასცქერის, თავს ნელა აქნევს და ამბობს:
– შენ უსიამოვნო სიურპრიზი ხარ.
მისი
განიერი,
წინწკლებიანი
ყავისფერი
ქვედაკაბით
შემოტმასნილი მენჯი მსხვილი სვეტის საძირკველივით მძიმეა
და სიმეტრიული, და ეს მასიური სვეტი ბაჭიას გულს კვლავ
გაღვიძებული სიყვარულის მომხიბლავი შეგრძნებით ავსებს,
თუმცა ქალს სახეში შეხედვას ვერ უბედავს.
– ვერაფერს გააწყობ, – ამბობს იგი, – სამაგიეროდ, შენ ხარ
სასიამოვნო სიურპრიზი.
ბაჭია «შვეიცარიელი დედილოს» ღვეზელის სამ ნაჭერს
მიირთმევს. როდესაც დამშვიდობებისას რუთს კოცნის, მისი
პირის კუთხეში მიკრული ნამცეცი ქალის სვიტერზე გადადის.
იგი რუთს ჭუჭყიან ჭურჭელთან ტოვებს და მანქანისკენ
მიემართება, რომელიც ჩერი-სტრიტზე შუადღის სიგრილეში
ელოდება. მის დანახვაზე ისეთი შეგრძნება ეუფლება, თითქოს
სახლის ერთი ოთახი დინებამ ტროტუარის კიდესთან მიაგდო,
მაგრამ გადარჩა, ღამის უკუქცევის შემდეგ ქვიშაზე საღსალამათად დგას, უცნაურად ბრწყინავს და გასაღების
გადატრიალებისთანავე მზად არის, ახალ ნაოსნობაში
გაემართოს.
მიუხედავად
დაჭმუჭნილი
და
ჭუჭყიანი
ტანსაცმლისა, ბაჭიას სხეული სუფთა, თხელი და მჟღერია. იგი
უყვართ. მანქანას რეზინის, მტვრისა და მზისგან გახურებული
შეღებილი ლითონის დამამშვიდებელი სუნი ასდის. ის
ქარქაშია, თვითონ კი დანა, რომელიც კვირადღის ქალაქს კვეთს
– აგურის სახლების რბილ რიგებსა და მოაჯირშემოვლებულ
უშფოთველ ხის ვერანდებს. ბაჭია გარს უვლის ჯაჯის მთის
დიდ გვერდს, რომლის ფერდობიც გზატკეცილის გასწვრივ
მოყვითალო-მომწვანო ნორჩი ფოთლებითაა დაფარული,
უფრო ზემოთ კი მარადმწვანე ხეები ჰორიზონტს შავ ზოლად
ერტყმის. აქ მისი უკანასკნელად ყოფნის შემდეგ პეიზაჟი
საგრძნობლად შეცვლილა. გუშინ დილით ცა განთიადისწინა
ღრუბლების ვიწრო ზოლებს დაეფარა, თვითონ კი,
დაღლილობით
გაწამებული,
ქსელის
ცენტრისკენ
მიემართებოდა – მხოლოდ იქ თუ შეიძლებოდა დასვენება.
შუადღემ ღრუბლები დაწვა, წინა საქარე მინიდან ცარიელი და
ცივი ცა მოჩანს, წინ კი არაფერია, არაფერი, როგორც რუთის
ცისფერ თვალებში. მან თქვა, რომ არაფერს აკეთებს, არაფრის
109
სწამს. გული გამუდმებით ამ ცარიელი ცისკენ მიილტვის.
საკმარისია, ბაჭია ჯაჯმაუნთის ნაცნობი სახლებისკენ დაეშვას,
რომ მისი სულიერი წონასწორობისგან აღარაფერი რჩება. აქეთიქით იყურება, ნერვიულობს. გაივლის ჯექსონსტრიტს,
პოტერსტრიტსა და უილბერსტრიტს და გარეგნული ნიშნებით
ცდილობს იმის დადგენას, არის თუ არა ვინმე შინ. სინათლის
მიხედვით ვერაფერს ხვდება – მზე ზენიტშია. სახლის წინ
მანქანის კვალიც კი არ ჩანს. იგი კვარტალს გარშემო ორ წრეს
არტყამს, კისერწაგრძელებული ცდილობს ფანჯარაში ვინმეს
სახის გარჩევას, მაგრამ მაღალი შუშები თვალშეუვალია. რუთი
შეცდა – მას სულაც არ სურს ჯენისის ნახვა.
ამგვარ შესაძლებლობაზე ფიქრიც კი იმდენ ძალას ართმევს,
რომ მანქანიდან გადმოსული, მზის შუქმა ლამის წააქციოს.
კიბეზე ადის, საფეხურები კი მეორე მხარეს მბრუნავი
კბილანას ბასრი კბილებივით შიშისგან დაუძლურებულ მის
სხეულს ქვემოთ ექაჩება. გასაქცევად მომზადებული კარზე
აკაკუნებს. არავინ ეხმაურება. კვლავ აკაკუნებს, მიაყურადებს
და ჯიბიდან გასაღებს იღებს.
ბინა ცარიელია, მაგრამ ისე ძლიერ იგრძნობა იქ ჯენისის ყოფნა,
რომ
ბაჭიას
ტანში
აჟრჟოლებს,
ტელევიზორისკენ
შეტრიალებული სავარძლის დანახვაზე კი მუხლები ეკეცება,
იატაკზე
მიმოფანტული
ნელსონის
დამტვრეული
სათამაშოებისგან თვალთ უჭრელდება. საკუთარი თავი მილის
სახით წარმოუდგენია, რომელშიც რუხი ნივთიერება, სმენისა
და მხედველობის აპარატი უწესრიგოდ შეჯგუფებულა.
სინუსები გატენილი აქვს, ვეღარ გაურკვევია, დაცემინება
უნდა თუ ტირილი. სასტუმრო ოთახი მტვერს დაუფარავს.
შტორები ჩამოშვებულია. ჯენისი დღისით ყოველთვის ასე
იქცევა, რათა ტელევიზორის ეკრანს შუქი არ მოხვდეს. ვიღაცას
წესრიგის დამყარება უცდია და საფერფლე და ცარიელი
ბოკალი გაუტანია. ბაჭია ბინისა და მანქანის გასაღებს
ტელევიზორზე დებს, ხისნაირად ყავისფრად შეღებილ
ლითონის ყუთზე. როდესაც განჯინას აღებს, კარის სახელური
ტელევიზორის კუთხეს ედება. ჯენისის რამდენიმე კაბა აღარ
ჩანს.
ტანსაცმლის გამოღების ნაცვლად, ბაჭია ტრიალდება და
სამზარეულოსკენ მილასლასებს, თან თავის საქციელში
გარკვევას ცდილობს. შტორებიდან შემოსული გაფილტრული
110
მზის შუქი ჩაზნექილ საწოლს ეფინება. კარგი საწოლი
არასდროს ჰქონიათ. ეს ჯენისის მშობლების საჩუქარია.
კამოდზე აწყვია მისი ფლაკონები, სამანიკიურე მაკრატელი,
თეთრი ძაფი და ნემსი, თითბრის თმის სამაგრები,
სატელეფონო
ცნობარი,
მაღვიძარა
მანათობელი
ციფერბლატით, ჟურნალიდან ამოხეული რეცეპტი, რომლითაც
არასდროს უსარგებლიათ, იავური, მოჩუქურთმებული ხის
მძივებისგან გაკეთებული ყელსაბამი – ბაჭიას საშობაო
საჩუქარი. კედელზე დიდი ოვალური სარკეა მიყრდნობილი,
რომელიც აქ მაშინ გადმოიტანეს, როდესაც ჯენისის მშობლებმა
თავისთან ახალი სააბაზანო მოიწყვეს. ბაჭიას მუდამ უნდოდა,
რომ იგი ჯენისის კამოდის თავზე დაემაგრებინა, მაგრამ
სჭვალების ყიდვას თავი ვერ მოაბა. ფანჯრის რაფაზე
აშმორებული და ბუშტუკებიანი წყლით სანახევროდ
ავსებული ჭიქა მზის მქრქალ თინათინებს აჩენს ცარიელ,
სარკისთვის განკუთვნილ ადგილზე. იქვე, კედელზე, სამი
გრძელი, პარალელური ნაკაწრი გაჩენილიყო. საიდან? როგორ?
გასწორებული ლოგინის იქით სააბაზანოს ლინოლეუმის
თეთრი სამკუთხედი მოჩანს. შხაპის მიღების შემდეგ ჯენისს
ორთქლისგან ზურგი უვარდისფრდება, იგი გახარებული
მიილტვის მისკენ საკოცნელად, იღლიებქვეშ ერთმანეთზე
მიკრული სველი თმა მოუჩანს, რა დაუპატიჟებელმა
სიხარულმა შეიპყრო ჯერ იგი, მერე კი ბაჭია?
სამზარეულოში მის თვალწინ უცნაური სურათი იშლება:
ტაფაზე მივიწყებული, სიკვდილივით ცივი დაბეგვილი ღორის
ხორცის კატლეტები გამაგრებულ ცხიმში განისვენებენ. ჯერ
მათ გადაუძახებს ნიჟარის ქვეშ მოთავსებულ ქაღალდის
პარკში, შემდეგ კი იმავე გზას პატარა ნიჩბით მოფხეკილ
ცხიმის ნაჭრებს გაუყენებს. პარკს ქვემოდან მუქი ყავისფერი
ლაქები გასჩენია და ხრწნის ტკბილი სუნი ასდის. ბაჭია
გაშტერებული შესცქერის მას. ნაგვის ყუთი ქვემოთ დგას,
სახლის კუთხეში, მაგრამ არ სურს ზედმეტად მოხვდეს ვინმეს
თვალთახედვის არეში. გადაწყვეტს, ამაზე აღარ იფიქროს. იგი
ცხელ წყალს უშვებს და ტაფას დასალბობად ნიჟარაში დებს.
ორთქლის სუნთქვა აკლდამაში ჩურჩულს ჰგავს.
შიშით შეპყრობილი ბაჭია საჩქაროდ იღებს ერთი უჯრიდან
სუფთა ტრუსებს, მაისურებსა და წინდებს, მეორიდან –
ცელოფანით გადაჭიმულ ცისფერ მუყაოში ჩაწყობილ სამ
პერანგს, მესამიდან – გარეცხილ ყავისფერ, ქაღალდის შარვალს.
111
წაღება რომ გაუადვილდეს, წვრილმან ნივთებსა და სპორტულ
პერანგს განჯინიდან გამოღებულ ორ კოსტიუმში ახვევს.
მუშაობისგან ოფლში იხვითქება. შეკვრას ხელებითა და
მუხლში მოხრილი ფეხით იჭერს, ერთხელაც მოათვალიერებს
ოთახს. ავეჯი, ხალიჩები, შპალერი – ყველაფერი, მისი სახის
მსგავსად, სქელი მუქი საბურველითაა დაფარული. ოთახებში
უწესრიგობაა, ამიტომ აქედან წასვლა უხარია. კარი
სამუდამოდ გაჯახუნდება. მისი გასაღები შიგნით რჩება.
კბილის ჯაგრისი. სამართებელი. საკინძები. ფეხსაცმელი.
კიბეზე ჩასვლისას, ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე, ის ნივთები
ახსენდება, რომლებიც დაავიწყდა. ჩქარობს, ფეხების კაკუნი
ისმის. ვესტიბიულში მაღლა ხტება და კინაღამ შავ სადენზე
ჩამოკიდებულ ნათურას ეხება. ეჩვენება, რომ საფოსტო ყუთზე
დაწერილი მისი სახელი თავისკენ უხმობს. ლურჯი მელნით
გამოყვანილი ასოები უტყვი შეძახილებით ავსებენ ჰაერს. იგი
მზეზე გადის და საკუთარ თავზე ეცინება – სწორედ იმ
საიდუმლოებით მოცულ ქურდებს ჰგავს, რომელთა შესახებაც
გაზეთის ბოლო გვერდებზე წერენ – ფულისა და ვერცხლის
ნაცვლად ფაიფურის ჭურჭლის სარეცხი ჯამი, ოცი რულონი
შპალერი და ძველი ტანსაცმელი მიაქვთ.
– შუადღე მშვიდობისა, მისტერ ენგსტრომ.
ეს მათი მეზობელია, მის არნდტი. მას ლილისფერი შლაპა
ახურავს, რომელსაც ეკლესიაში იხურავს ხოლმე, ხელში კი
მწვანე ტოტი უჭირავს.
– ოჰ, გამარჯობა. როგორ ბრძანდებით?
ეს ქალი მათგან სამი სახლის დაშორებით ცხოვრობს. როგორც
ამბობენ, კიბო აქვს.
– შესანიშნავად, – პასუხობს იგი, – პირდაპირ შესანიშნავად.
თან, ბრწყინვალებისგან გახელებული, თავის ბრტყელ
ტერფებზე მზეზე დგომას განაგრძობს, თავდაღმართში
მიმავალი ინსტინქტურად ქვაფენილისკენ იხრება. მათ
საეჭვოდ ნელა ჩაუვლის მწვანე მანქანა. მის არნდტი ბაჭიას
გზაზე
ეღობება.
სასიამოვნოდ
შეცბუნებული.
იგი
მადლიერებით არის აღსავსე, თუმცა გაუგებარია, რისთვის,
ალბათ, მხოლოდ იმისთვის, რომ ქვაფენილზე დგას, როგორც
ბუზი, ჭერზე რომ მიცოცავდა და შეჩერდა, რათა საკუთარი
112
თავით აღტაცებულიყო.
– ამინდზე რას იტყვით? – ეკითხება ბაჭია.
– ოჰ, ძალიან მომწონს, აღტაცებული ვარ. ბზობის კვირადღე
ყოველთვის ცისფერია. სისხლიც კი უფრო სწრაფად მოძრაობს
ძარღვებში, – იცინის ქალი.
ბაჭიაც იცინის. მის არნდტი თითქოს ცხელ ასფალტს შეზრდია
ორი ახალგაზრდა ნეკერჩხლის სახეებიან ჩრდილში. აშკარაა,
რომ მან არაფერი იცის.
– მე კი საგაზაფხულო წმენდის ჩატარება გადავწყვიტე, –
განმარტავს, როდესაც ქალი მის ხელებს მიაჩერდება, და
თვალსაჩინოებისთვის შეკვრას ანჯღრევს.
– შესანიშნავია, – მოულოდნელად სარკასტული ღიმილით
ამბობს მის არნდტი, – ახალგაზრდა ქმრები მუდამ
თავაშვებულები მიქრიან, – მერე შეტრიალდება და შესძახებს, –
აი, მღვდელიც!
მწვანე მანქანა ნელი სვლით მოდის მათკენ შუა ქუჩაში. ბაჭიას
შეშფოთებას ტანსაცმლის შეკვრა აორმაგებს. ხედავს, რომ
გაება. ამიტომ სწრაფად გასცდება პარმაღს, ჩაუქროლებს მის
არნდტს და ქალის ღრმააზროვანი შენიშვნის საპასუხოდ: «არა,
ეს მისი ყოვლადღირსება კრუპენბახი არ არის», ჩაილაპარაკებს:
«მეჩქარება, უნდა გავიქცე».
რა თქმა უნდა, ეს კრუპენბახი არ არის. ბაჭია სახეზე კი ცნობს
მას, მაგრამ ვინაობა არ იცის. ეპისკოპალური ეკლესიის
მღვდელია. სპრინგერები ეპისკოპალურ ეკლესიაში დადიან –
ეს კიდევ ერთი ფანდია, რომლის საშუალებითაც მოხუცი
ნაძირალა უმაღლეს საზოგადოებაში შეღწევას ცდილობს. ადრე
ისინი რეფორმატორულ ეკლესიას მიეკუთვნებოდნენ. ბაჭია არ
გარბის, მაგრამ თავდაღმართში ტროტუარი მას ფეხდაფეხ
მისდევს და აჩქარებს. შეკვრა გზის დანახვაში ხელს უშლის.
მოსახვევს მაინც მიაღწიოს. მხოლოდ ის აიმედებს, რომ
მღვდელი ვერ იცნობს. გრძნობს, რომ მწვანე მანქანა კვალში
უდგას. იქნებ ნივთები გადაყაროს და მოუსვას? ხელოვნური
ყინულის ძველი ფაბრიკის უკან დაიმალებოდა, მაგრამ იქამდე
მთელი კვარტალია. რუთმა ჭურჭელი, ალბათ, უკვე გარეცხა და
მას მთის მეორე მხარეს ელოდება. ზვიგენის მსგავსად, უხმოდ
რომ მიაპობს წყალს, მანქანის მწვანე ფრთა ჰაერის ტალღებს
113
აგორებს, რომლებიც ბაჭიას უკნიდან მუხლებში ურტყამს. რაც
უფრო სწრაფად მიაბიჯებს, მით უფრო ძლიერად ეხეთქება
ტალღა. მალე ვიღაცის ბავშვურად წვრილი ხმა წრიპინით
წარმოთქვამს:
– მაპატიეთ, თქვენ ჰარი ენგსტრომი არა ხართ?
ბაჭია გრძნობს, როგორ უქრება ტყუილის თქმის სურვილი,
თავს აბრუნებს და ნახევრად ჩურჩულით ამბობს:
– დიახ.
ახალგაზრდა ქერათმიანი მამაკაცი კისერზე ჩამოკიდებული
რაღაც თეთრი დუშაყებით მარცხენა ტროტუარისკენ უხვევს,
ხელის მუხრუჭს ზევით სწევს, ძრავას აქრობს და მანქანას
მოძრაობის საპირისპიროდ, თანაც ცერად აყენებს. სასაცილოა,
როგორ უგულებელყოფენ ეს მღვდელმსახურები წვრილწვრილ წესებს. ბაჭიას ახსენდება, რომ კრუპენბახის ვაჟი
ქალაქში მოტოციკლეტით დაქროდა, რაც მას ყოველთვის
ღვთის გმობად მიაჩნდა.
– მე ჯეკ ეკლზი ვარ, – ყოვლად უადგილო ხითხითით ამბობს
მღვდელი. თეთრ საყელოსთან ერთად ტუჩებზე მიკრული
აუნთებელი სიგარეტის თეთრი ზოლი კომიკურ ეფექტს
ახდენს.
იგი
მანქანიდან,
ორმოცდათვრამეტ
წელს
გამოშვებული ოთხკარიანი «ბიუკიდან» გადმოდის და ბაჭიას
ხელს უწვდის. ბაჭია იძულებულია, ტანსაცმლის შეკვრა
გაზონზე დადოს ქვაფენილსა და ტროტუარს შორის.
ეკლზის
ხელის
ჩამორთმევა,
ენერგიული,
კარგად
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბაჭია, გაიქეცი - 08
  • Parts
  • ბაჭია, გაიქეცი - 01
    Total number of words is 3433
    Total number of unique words is 2215
    26.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 02
    Total number of words is 3499
    Total number of unique words is 2225
    26.3 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 03
    Total number of words is 3427
    Total number of unique words is 2194
    25.0 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 04
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2072
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 05
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 1933
    30.2 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 06
    Total number of words is 3617
    Total number of unique words is 1984
    27.5 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 07
    Total number of words is 3493
    Total number of unique words is 2095
    28.6 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 08
    Total number of words is 3486
    Total number of unique words is 2109
    28.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 09
    Total number of words is 3502
    Total number of unique words is 2013
    31.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 10
    Total number of words is 3544
    Total number of unique words is 2147
    28.5 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 11
    Total number of words is 3569
    Total number of unique words is 2032
    32.7 of words are in the 2000 most common words
    47.7 of words are in the 5000 most common words
    55.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 12
    Total number of words is 3510
    Total number of unique words is 2059
    30.6 of words are in the 2000 most common words
    45.5 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 13
    Total number of words is 3591
    Total number of unique words is 1943
    33.0 of words are in the 2000 most common words
    47.2 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 14
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 2083
    30.7 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 15
    Total number of words is 3577
    Total number of unique words is 2014
    32.1 of words are in the 2000 most common words
    46.9 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 16
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 2146
    29.1 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 17
    Total number of words is 3593
    Total number of unique words is 2071
    31.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 18
    Total number of words is 3688
    Total number of unique words is 1980
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 19
    Total number of words is 3592
    Total number of unique words is 2047
    31.0 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 20
    Total number of words is 3531
    Total number of unique words is 2076
    29.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 21
    Total number of words is 3534
    Total number of unique words is 2055
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 22
    Total number of words is 36
    Total number of unique words is 35
    22.8 of words are in the 2000 most common words
    36.9 of words are in the 5000 most common words
    39.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.