Latin

ბაჭია, გაიქეცი - 03

Total number of words is 3427
Total number of unique words is 2194
25.0 of words are in the 2000 most common words
36.7 of words are in the 5000 most common words
43.6 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
აიღო. დიდი რაოდენობით ტკაცუნა კუპიურებთან შეხება
ნერვებს უმშვიდებს. ფერმერი ფარდულში შუქს აქრობს და
ათცენტიანით ხელში, მაგრამ ურუკოდ ბრუნდება. ჰარის
გაწვდილ ხელში მონეტას მსხვილი ცერათითით ჩაუდებს და
ეუბნება:
– ყველაფერი გადავქექე, მაგრამ ნიუ-იორკის შტატის რუკის
გარდა ვერაფერს მივაგენი. შემთხვევით, იქით ხომ არ
აპირებთ?
– არა, – პასუხობს ბაჭია და მანქანისკენ მიემართება. კეფის
თმით გრძნობს, რომ ფერმერიც უკან მიჰყვება. იგი
ავტომობილში ჯდება და კარს მიიჯახუნებს, კაცი კი თავისი
მომჩვარული ფიზიონომიით უკვე მასთანაა. იგი იხრება და
ფანჯარაში თავის შეყოფას ცდილობს. დახეთქილი თხელი
ტუჩები ღრმააზროვნად უმოძრავებს. ზედ ნაიარევი აქვს,
რომელიც ცხვირამდე აღწევს. სათვალე მეცნიერს ამსგავსებს.
– თუ სადმე მისვლას აპირებთ, ჯერ უნდა გაარკვიოთ, რა ჰქვია
იმ ადგილს.
ბაჭია ვისკის სუნს გრძნობს.
– მე ასე არ ვფიქრობ, – მშვიდად პასუხობს იგი.
ტუჩები, სათვალე, ცრემლის ფორმის ნესტოებიდან გამოჩრილი
შავი ბეწვები – არაფერი გამოხატავს ოდნავ გაოცებასაც კი.
ბაჭია მანქანას ქოქავს და იქაურობას ტოვებს.
იგი ლანკასტერში მიემგზავრება. სიმსუბუქის სასიამოვნო
შეგრძნება უკვალოდ ქრება. იმის გამო, რომ იმ ჭკუასუსტმა
არაფერი იცოდა, მთელი არემარე ავის მომასწავებლად
ეჩვენება. ჩერჩთაუნს იქით სიბნელეში ამიშების ოთხთვალას
გადაასწრებს. ადამის დროინდელ ცხენშებმულ ეკიპაჟში
წვერმოშვებულ მამაკაცსა და შავებში ჩაცმულ ქალს მოჰკრავს
თვალს. ორივეს ეშმაკივით ბოროტი მზერა აქვს. კაცს წვერი
31
ნესტოებიდან გამოჩრილ ბეწვებს მიუგავს. ბაჭია ცდილობს ამ
ადამიანების უბიწო ცხოვრებაზე იფიქროს, იმაზე, თუ როგორ
განერიდებიან ისინი მოსაჩვენებელ კეთილდღეობას, მეოცე
საუკუნის ვიტამინების რეკეტს, თუმცა ქალი და კაცი მისთვის
მაინც ეშმაკებად რჩებიან. ადვილი მოსალოდნელია, რომ ისინი
რომელიმე მანქანამ გაიტანოს, მაგრამ არაფერს ეპუებიან,
დაეხეტებიან
გზებზე
ოთხთვალაზე
დამაგრებული
ერთადერთი მქრქალი წითელი ამრეკლავით და ბაჭიასა და
მისნაირთა მიმართ, მათი უზარმაზარი უკანა შუქფარების
გამო, უსაზღვრო სიძულვილით არიან აღვსილნი. ნეტავ ვინ
ჰგონიათ თავი? ბაჭია მათ ვერაფრით ივიწყებს. უკანა ხედვის
სარკეში ისინი აღარ ჩანან. ჩაუქროლა და მათგან კვალიც კი
აღარ დარჩა. მხოლოდ წამიერად თვალის შევლება გვერდიდან
– ქალის ფართოყვრიმალებიანი სახე, როგორც კვამლის
სამკუთხედი კვადრატულ ჩრდილში. მაღალი, თმიანი კუბო
ცოცხალ-მკვდარი ჯაგლაგის ჩლიქების ბაკუნში გზაზე
მიხრიგინებს. ამიშები ხომ საქონელს სიქას აცლიან.
ფანატიკოსები. თავიანთ ქალებთან სქესობრივ კავშირს
ფეხდგომელა ამყარებენ, მინდორში, გაუხდელად, მხოლოდ შავ
ქვედაკაბას აიწევენ ზევით და ეგაა. მის ქვეშ არაფერი აცვიათ.
არანაირი საცვალი. ფანატიკოსები. ნეხვთაყვანისმცემლები.
ბარაქიანი მიწა თითქოს წყვდიადს ჰაერში უკუაგდებს. ღამით
მინდვრები
უსიცოცხლოდ
გამოიყურება.
როდესაც
ლანკასტერის განათება მანქანის ფარების სუსტ შუქს ერწყმის,
იგი შვებით ამოისუნთქავს. მანქანას კაფესთან აჩერებს. საათი
8:04-ს უჩვენებს. გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ შტატიდან
გასვლამდე არ ეჭამა. შესასვლელთან სტელაჟიდან რუკას
იღებს და სანამ კატლეტსა და სამ ფუნთუშას მიირთმევს,
ადგილმდებარეობაში გარკვევას ცდილობს. იგი ლანკასტერშია.
მის
გარშემო
პატარ-პატარა
ქალაქებია
სასაცილო
სახელწოდებებით: ბერდ-ინ-ჰენდი – დღევანდელი კვერცხი,
პარადაიზი – სამოთხე, ინტერკორსი – სქესობრივი კავშირი,
მაუნთ-ეარი – საჰაერო მთა, მესკეტი – თილისმა. ალბათ, როცა
მათში ცხოვრობ, ისინი სასაცილო აღარ გეჩვენება. როგორც
ჯაჯმაუნთი – მოსამართლე მთა. ეჩვევით. ხომ უნდა ერქვას
ქალაქს რაღაც სახელი.
ბერდ-ინ-ჰენდი, პარადაიზი – თვალები ძალაუნებურად კვლავ
ამ
ნატიფ
ასოებს
მისჩერებია
რუკაზე.
რესტორნის
სინთეტიკური ბრჭყვიალების შუაგულში მყოფს, სურვილი
32
უჩნდება, იქით გაემგზავროს. პატარა ფუმფულა ქალები,
ნამცეცა ძაღლები ქუჩებში, შაქარყინულის სახლები მზის
ლიმონისებურ სხივებში.
მაგრამ არა, მისი მიზანი სამხრეთის თეთრი მზეა, ცის
უზარმაზარი ბალიში. რუკის მიხედვით, სავარაუდოდ,
დასავლეთისკენ უფრო მიდიოდა, ვიდრე სამხრეთისკენ. იმ
ნეხვის ჭიას რუკა რომ ჰქონოდა, მე-10 გზით პირდაპირ
სამხრეთისკენ გაემართებოდა. ახლა კი ისღა დარჩენია,
ლანკასტერის ცენტრიდან 222-ე გზაზე გავიდეს და
მერილენდამდე იმგზავროს, მერე კი 1-ელ გზაზე გადაუხვიოს.
იგი იხსენებს «სეთედი ივნინგ პოსტში» გამოქვეყნებულ
წერილს, რომლის მიხედვითაც, გზა 1-ლი ფლორიდიდან
მენამდე მსოფლიოში ყველაზე თვალწარმტაც ადგილებს
გაივლის. იგი იღებს ჭიქა რძესა და ვაშლის ღვეზელს ხრაშუნა
ჰაეროვანი ქერქით, რომლისთვისაც საზრიან მცხობელებს
დარიჩინიც შეურევიათ. დედა ღვეზელს ყოველთვის ამატებს
დარიჩინს. ბაჭია ათიანს ახურდავებს, ანგარიშს ასწორებს და
ავტოსადგომისკენ
კმაყოფილი
მიემართება.
ბრუერთან
შედარებით, აქაური კატლეტები უფრო მსუყეა და თბილი,
ფუნთუშებიც კარგი გამომცხვარია. საქმე კარგად მიდის.
ქალაქიდან გასვლას ნახევარ საათს ანდომებს. 222-ე გზაზე
გასული,
სამხრეთისკენ
რეფტონს,
ჰესდეილს,
ნიუპროვიდენსს, კოუორვილს, მექანიკს-გროუვსა და იუნიკორნს
გაივლის, შემდეგ მოსწორებული ადგილები იწყება, ისეთი
უსიცოცხლო და უსიამოვნო, რომ მხოლოდ ოკვუდში
აცნობიერებს,
რომ
მერილენდს
მიაღწია.
რადიოში
განუწყვეტლივ გაისმის: «სხვისი არც ხელები მინდა, არც
ტუჩები», «სტაგერ ლი», «რეიკოს» ფირმის გამჭვირვალე
შალითები დასაჯდომებზე გადასაფარებლად, «ოჰ, ფეხებზე
რომ მეკიდოს» კონი ფრენსისის შესრულებით (რეკლამა
დისტანციურად მართვადი გარაჟის კარისა), მელ ტორმი – «შინ
მივრბივარ, რომ პატიება ვთხოვო», «ეს ძველი გრძნობა»,
ტელევიზორ «ვესტინჰაუზის» რეკლამა, რომელსაც დიდი
ეკრანი და ღილაკებით ავტომატურად აწყობის სისტემა აქვს –
«ზედმიწევნით მკაფიო გამოსახულება არა უშორეს ცხვირისა
ეკრანიდან», «იტალიელი კოვბოის სიმღერები», «აბა, კი»
დუეინ ედის შესრულებით, ბურთულიანი კალმის –
«ფეიფერმეიტის» რეკლამა, «მე უკვე დიდი ვარ», თმის
გამვლების რეკლამა, «წავიდეთ სახეტიალოდ», უკანასკნელი
33
ცნობები (პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა და დიდი ბრიტანეთის
პრემიერ-მინისტრმა მაკმილანმა დაიწყეს მოლაპარაკება
გეტისბერგში, ლჰასაში ტიბეტელები ჩინელ კომუნისტებს
ებრძვიან, დალაი ლამას, ამ შორეული და ჩამორჩენილი ქვეყნის
სულიერი
ლიდერის
ადგილსამყოფელი
უცნობია,
მოსამსახურემ
პარკ-ავენიუზე
მდებარე
სახლიდან
მემკვიდრეობით 250 ათასი დოლარი მიიღო, ხვალიდან
გაზაფხული იწყება), სპორტის სიახლეები («იანკებმა» მაიამიში
«მამაცები» დაამარცხეს, ვიღაცამ ვიღაცასთან ანგარიში
გაათანაბრა
ჩოგბურთში
ღია
პირველობაზე
სენტპიტერსბერგში, ადგილობრივი საკალათბურთო ტურნირის
შედეგები), ამინდი (დარია და სეზონის შესაფერისი სითბო),
«ბედნიერი ორგანი», «გამიშვით», სქულკილის სადაზღვევო
კომპანიის რეკლამა, «როკსვილი» (ბაჭიას ეს მოსწონს),
«სურათი, რომლის დახატვასაც ვერც ერთი მხატვარი ვერ
შეძლებს», რეკლამა საპარსი კრემისა «ბარბაზოლი – ახალი
ფორმულა», რომელიც კანს ასუფთავებს და რაღაცის
ემულსაციას ახდენს, «ფეხსაცმლის ვარდისფერი ზონრები»
დოდი სტივენსის შესრულებით, პატარა ბიჭის, ბილ ტესმანის
წერილი – მას მანქანა დაეჯახა და მადლობელი იქნება, თუ
წერილებსა და ღია ბარათებს გაუგზავნიან, «პტი ფლერ» (პაწია
ყვავილი),
«ფანგო»
(დიდი),
წმინდა
მატყლისგან
დამზადებული «ვულ-ტექსის» კოსტიუმების რეკლამა, ჰენრი
მანჩინის «ჩხუბი», «ყველას უყვარს ჩა-ჩა-ჩა», რეკლამა
ხელსახოცებისა «ღვთის წყალობა» და მაგიდის სუფრებისა
«საიდუმლო
სერობა»,
«ჩემი
გულისცემა»,
რეკლამა
საპრიალებელი პასტისა «სისწრაფე» და ლანოლინის კრემისა,
«ვენერა» და კვლავ იგივე ახალი ამბები. სად არის დალაი ლამა?
ოკვუდის გავლისთანავე ბაჭია 1-ელ გზაზე გადის; ცხელ-ცხელი
სოსისების კიოსკებს, სარეკლამო ფარებსა და ძელური ქოხების
შესახედაობის
გზისპირა
ტავერნებს
მოულოდნელად
უსიცოცხლობის ნიშანი ადევს. რაც უფრო შორს მიდის, მით
უფრო უძლიერდება იმის შეგრძნება, რომ მისკენ უზარმაზარი,
მოუწესრიგებელი კონგლომერატი მოიწევს – ამჯერად,
ბალტიმორი ნაცვლად ფილადელფიისა. იგი ჩერდება და ორი
დოლარის ბენზინს ასხამს. კაცმა რომ თქვას, ახალი რუკაც
სჭირდება. «კოკა-კოლას» ავტომატთან მდგარი, რუკას
გადაშლის და ფანჯრიდან შემოსულ შუქზე შეისწავლის,
რომელიც თხევადი ცვილის ქილების პირამიდისგან მწვანეა.
34
ახლა მთავარია, როგორ დააღწიოს თავი ბალტიმორვაშინგტონის კონგლომერატს, რომელიც ორთავიანი ძაღლის
მსგავსად, სამხრეთიდან სანაპიროსთან მდებარე გზატკეცილის
მისადგომებს
იცავს.
სამხრეთისკენ
ზღვის
გასწვრივ
მგზავრობის იოტისოდენა სურვილიც არა აქვს. თვალწინ ასეთი
სურათი უდგება: სამხრეთისკენ ცენტრიდან ეშვება, პირდაპირ
ქვეყნის რბილ მუცელში, და დილაადრიან გამოღვიძებული
ბამბის მინდვრები გაოცებით შესცქერიან მისი მანქანის
ჩრდილოურ ნომრებს.
ახლა ის დაახლოებით აქ არის. 23-ე გზა მარცხნივ მოუხვევს,
არა, მარჯვნივ. რუკაზე ეს ზევით წასვლას ნიშნავს, მერე კი
უკან, პენსილვანიისკენ. მაგრამ აქ, შოსვილთან, მას ვიწრო
გზის არჩევაც შეუძლია, რომელიც უნომრო წვრილი ლურჯი
ხაზითაა აღნიშნული, შემდეგ ცოტათი ქვემოთ დაეშვება და
საჭირო კურსს, 137-ს დაუბრუნდება. ამას მოჰყვება გრძელი
მრუდი და 482-ისა და 31-ის გადაკვეთა. ბაჭია უკვე გრძნობს,
როგორ მოაბრუნებს მანქანას და 26-ეს წითელ ხაზზე გადავა,
შემდეგ კი მას მომდევნო 340-მდე გაუყვება. ისიც წითლადაა
აღნიშნული. რუკაზე მას თითს აყოლებს და უეცრად ხვდება,
საითაც უნდა წავიდეს. მარცხნივ, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან
სამხრეთ-დასავლეთისკენ სამი პარალელური წითელი ხაზი
გადის, და ბაჭია ცხადად შეიგრძნობს, როგორ მისრიალებენ
ისინი ქვემოთ, აპალაჩების ხეობების გასწვრივ. ერთ-ერთ
მათგანს რომ დაადგეს, დილისთვის, თითქოს ღარზე დაეშვაო,
ბამბის ცნობილ დაბლობებში ამოყოფს თავს. დიახ. როგორც კი
იქ აღმოჩნდება, ყოველგვარი არეულ-დარეულობა და
აბურდული ფიქრები უკვალოდ გაქრება. ბაჭია ორ დოლარს
უხდის ბენზინის სვეტის თანამშრომელს, ახალგაზრდა, მაღალ
ზანგს, და უეცრად საოცრად მოუნდება მოეხვიოს ამ ზანტ,
მოქნილ სხეულს, ფართხუნა საფირმო კომბინეზონში რომ
გამოწყობილა. აქ გაცილებით მეტი სითბოა. თბილი ჰაერი
ყავისფერი და ლილისფერი რკალებით ვიბრირებს ბენზინის
სვეტის შუქსა და მთვარეს შორის. თხევადი ცვილის პასტით
სავსე მწვანე ქილების ზემოთ მდებარე ფანჯარაში საათი 9:10-ს
უჩვენებს. წამების მაჩვენებელი წვრილი, წითელი ისარი
აუღელვებლად ნთქავს ციფრებს და ბაჭიას ეჩვენება, რომ იგი
კარგ გზას ჰპირდება. თავის «ფორდში», გაცხელებულ,
დახუთულ მანქანაში ჯდება და «ყველას უყვარს ჩა-ჩა-ჩას»
ღიღინებს.
35
თავდაპირველად თამამად მიქრის შავ გუდრონზე, თეთრ
ასფალტზე,
ქალაქებსა
და
მინდვრებს
შორის,
გზაჯვარედინებზე, ვერაგულად რომ უხმობენ სირენების
ხმებით. ბაჭიას გვერდით რუკა უდევს. ზუსტად მიჰყვება
საჭირო ნომრებს და ჩანასახშივე იკლავს სამხრეთისკენ
მიბრუნების სურვილს. რაღაც ცხოველური ინსტინქტი
კარნახობს, რომ დასავლეთისკენ მიდის.
მხარე თანდათან სულ უფრო უდაბურდება. გზა დიდ ტბებს
გარს უვლის და ფიჭვების ტყეში გაჭრილ გვირაბში შედის.
საქარე მინის ზედა ნაწილში სატელეფონო სადენებს
ვარსკვლავები წამითაც არ ასვენებენ. რადიომიმღებში მუსიკა
ნელ-ნელა იყინება. ახალგაზრდულ როკ-ენ-როლს ძველებური
მოტივები, მელოდიები კინოფილმებიდან და ორმოციანი
წლების მანუგეშებელი სიმღერები ენაცვლება. ბაჭია გონებაში
მეუღლეთა წყვილებს ხედავს, რომლებიც ფილმის ნახვისა და
რესტორანში ვახშმობის შემდეგ შინ მიიჩქარიან, სადაც მათ
ძიძები ელოდებიან. შემდეგ მელოდიები საბოლოოდ ითიშება
და სადავეებს ნამდვილი ღამის მუსიკა ეუფლება: როიალი და
ვიბროფონი მყიფე ოქტავების მტევნებს ახვავებენ, კლარნეტი,
გუბის ზედაპირზე ჭავლის მსგავსად, წრეებს არტყამს,
საქსოფონები ერთსა და იმავე რვიანებს ხაზავენ. ბაჭია
უესტმინსტერს გასცდება. უსაშველოდ დიდხანს მიღოღავს
ფრედერიკამდე, გადის 340-ე გზატკეცილზე და პოტომაკს
გადაკვეთს.
შუაღამისთვის ძილი ერევა და ყავის დასალევად გზისპირა
რესტორანთან ჩერდება. იგი რაღაცით, თუმცა ვერ მიმხვდარა –
რით, განსხვავდება დანარჩენი კლიენტებისგან. ამას ისინიც
გრძნობენ და მძიმედ უმზერენ. ცალკეულ კაბინებში
ელვაშესაკრავიან
ქურთუკებში
გამოწყობილი
სამ-სამი
ახალგაზრდა კაცი და თითო ქალიშვილი ზის. ჭაბუკებს თეთრ
სახეებზე თვალები პატარა ლითონის ღილაკებივით მოუჩანთ,
გოგონებს ნარინჯისფერი თმა ზღვის წყალმცენარეებივით
ჩამოუშვიათ,
ზოგსაც
დაუდევრად
შეუკრავს
ოქროს
სამაგრებით, რომლებიც კაცს ძალაუნებურად მეკობრეთა
საგანძურს ახსენებს. დახლთან პალტოიან ცოლ-ქმართა
რამდენიმე
წყვილი
მოკალათებულა
და
ტუჩებწაგრძელებულები ნაცრისფერ სოდიან ნაყინს წრუპავენ.
საერთო გუგუნში, რომელიც მისმა გამოჩენამ გამოიწვია,
დახლს მიღმა მდგარი დაღლილი ქალის გადამეტებული
36
თავაზიანობა კიდევ უფრო უსვამს ხაზს იმას, რომ იგი აქ
უცხოა. აუღელვებლად შეუკვეთს ყავას, ცდილობს, მუცლის
სპაზმებს ყურადღება არ მიაქციოს და ჭიქის კიდეებს
ათვალიერებს. იგი ფიქრობდა, მას წაუკითხავს, რომ ზღვიდან
ზღვამდე ამერიკა ყველგან ერთი და იგივეა. საინტერესოა,
მხოლოდ ამათთვის არის უცხო თუ მთელი ამერიკისთვის?
ქუჩაში ძალიან ცივა. ბაჭიას ზურგს უკან მძიმე ნაბიჯების ხმა
ესმის და კრთება, მაგრამ საშიში არაფერია – შეყვარებულთა
წყვილი თავისი მანქანისკენ მიიჩქარის. მათი გადაჭდობილი
ხელები წყვდიადში ზღვის ვარსკვლავასავით ჩაიქროლებს.
სანომრე ფირფიტის ინდექსი დასავლეთ ვირჯინიაზე
მიუთითებს. მის გარდა ყველას იგივე ინდექსი აქვს. გზის
მოპირდაპირე მხარეს ტყე ისე მკვეთრად ეშვება ძირს, რომ
მთის ფერდობზე ხის კენწეროები დაკბილულ მუყაოს
ფურცელს წააგავს, რომელიც ოდნავ გახუნებულ ცისფერ
ზეწარს მიყრდნობია. ბაჭია ზიზღით ჯდება თავის «ფორდში»,
მაგრამ დახუთული ჰაერი მანქანაში მისი ერთადერთი
თავშესაფარია.
იგი
მომძლავრებულ
წყვდიადს
მიუყვება.
გზა
გამაღიზიანებელი ზოზინით იხლართება: საითაც უნდა
მიანათოს ფარები, ყველგან იგივე შავი კედელია აღმართული.
გუდრონი სალტეებს იწოვს. ბაჭია აცნობიერებს, რომ
სიბრაზისგან ლოყები უხურს. მას შემდეგ ბრაზობს, რაც
ქალებით
გადავსებული
სამიკიტნოდან
გამოვიდა.
გაბრაზებისგან პირი გაუშრა, ცხვირიდან სისველე სდის. ფეხს
ძლიერად აჭერს, თითქოს გზის გველის გასრესა სურს და
მოსახვევში კინაღამ მანქანას ამოაყირავებს – ორივე მარჯვენა
ბორბალი გზისპირა გრუნტზე აღმოჩნდება. ბაჭია საჭეს
იმორჩილებს, მაგრამ სპიდომეტრის ისარი მუდმივად სიჩქარის
დასაშვები ნორმის მარჯვნივ იხრება.
როდესაც რადიოს ჩართავს, მუსიკა ის მდინარე აღარაა, ქვემოთ
რომ მიაქროლებდა. იგი მას უზარმაზარი ქალაქების ხმით
ესაუბრება, სრიალა ხელებს თავში უტყაპუნებს. როგორც წესი,
მას ვერ ამჩნევთ. მაგრამ ბაჭია წარმოქმნილ სიჩუმეში აზრს არ
უშვებს. აღარ სურს ფიქრი, უნდა, დაიძინოს და რბილ, ქვიშის
ბალიშზე გაიღვიძოს. რა სულელია, ნამდვილი ვირია, რომ ასე
ნელა მიდის. უკვე შუაღამეა, ნახევარი ღამე ხელში შემოადნა.
არემარე კვლავ უცვლელია. თუმცა რაც უფრო წინ მიიწევს, ის
37
სულ უფრო მეტად ემსგავსება ჯაჯმაუნთის მიდამოებს. იგივე
ნაგავი გზისპირა ყრილების გასწვრივ, იგივე გაცვეთილი
ფარები იმავე საქონლის რეკლამით – გაუგებარია, ვის მოუვა
თავში მათი შეძენა. ფარების შორი შუქი გამხმარ ტოტებს იმავე
უსასრულო ბადეში აწნავს. ახლა იგი უფრო მკვრივიც კია.
ცხოველური საწყისი მას მძაფრ წინააღმდეგობას უწევს,
დასავლეთისკენ წასვლა არ სურს. ტვინი ჯიუტად თავისას
იჩემებს. აი, ერთადერთი საშუალება სადმე მოხვედრისთვის –
მტკიცედ უნდა გადაწყვიტო, სად მიდიხარ და გზას დაადგე.
ფრედერიკიდან მარცხნივ ოცდარვა მილი უნდა გაევლო, მაგრამ
ეს ოცდარვა მილი უკვე უკან მოიტოვა და თუმცა ინსტინქტი
კატეგორიულ უარზეა, იგი ყოველგვარი საგზაო ნიშნის გარეშე
მარჯვნივ, ფართო გზაზე უხვევს. თუმცა რუკაზე მისი სისქის
მიხედვით, მაჩვენებელი არც უნდა ყოფილიყო. მან ისედაც
იცის, რომ ეს უმოკლესი გზაა. იხსენებს, რომ, როდესაც მარტი
ტოთერო მისი მწვრთნელი გახდა, მას, ბაჭიას, არ სურდა
საჯარიმოების ქვემოდან სროლა, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა,
რომ სწორედ ასე იყო საჭირო. სამყარო ასეა მოწყობილი –
სწორი გზა თავდაპირველად მცდარი გვეჩვენება. ჩვენი
რწმენის გამოსაცდელად.
კარგა ხნის მანძილზე გზა ფართოა და საიმედო, მაგრამ მერე
მოულოდნელად დაკერებული მონაკვეთი იწყება, ზევითზევით ადის და ვიწროვდება. მაგრამ არა გეგმაზომიერად,
არამედ ბუნებრივად – გზისპირები პატარავდება და ორივე
მხრიდან ტყე ერტყმის. ამ ზეასვლისას გზა საოცრად
იკლაკნება, მერე კი უეცრად ასფალტის ტყავიდან გამოძვრება
და მატლივით მიხოხავს გრუნტში. ბაჭია უკვე მიხვდა, რომ ეს
ის გზა არაა, მაგრამ მანქანის გაჩერების და უკან მობრუნების
ეშინია.
უკანასკნელი
განათებული
სახლი
შორსაა
მოტოვებული. როდესაც ცდილობს, ხშირ ბალახს გვერდი
აუაროს, ბუჩქები მანქანას გვერდებს უკაწრავს. ფარების შუქში
მხოლოდ ხის ვარჯები და ქვედა ტოტები მოჩანს. მცოცავი
ჩრდილები ტევრის გავლით აბლაბუდის შავი გულისკენ
მიიწევს და ბაჭიას ეშინია, სინათლემ რომელიმე ცხოველი ან
აჩრდილი არ დააფრთხოს. თან მანქანა მიჰყავს, თან
ლოცულობს. ღმერთს ევედრება, რომ გზა ჩიხში არ შევიდეს,
თუმცა ისიც ახსოვს, რომ ჯაჯის მთაზე ყველაზე მიყრუებული,
ბალახით გადავლილი ტყის ბილიკიც კი საბოლოოდ ველზე
გადის. მალე ყურები უგუბდება. ეს სიმაღლის ბრალია.
38
ლოცვის საპასუხოდ, ლამის დაბრმავდეს. შორეულ მოსახვევში
ხეები ცეცხლის ენებივით იჭრება მაღლა. მოსახვევიდან
გამოვარდნილი ავტომობილი ჩართული შორი განათების
ფარებით პირდაპირ მისკენ მოქრის. ბაჭია საჭეს არხისკენ
აიღებს და სიკვდილივით უსახო მანქანა ტყვიასავით
ჩაუქროლებს გვერდით. ორი წუთის განმავლობაში ბაჭიას
მტვერში უწევს სვლა. მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო – ესე
იგი, გზა სადღაც მიდის. მალე იგი რომელიღაც პარკში
აღმოჩნდება. ფარების შუქში მწვანე სანაგვე ურნები მოჩანს
წარწერით: «გეთაყვა!» – ხეები სულ უფრო იშვიათდება და მათ
შორის
საზაფხულო
მაგიდების,
პავილიონებისა
და
ტუალეტების რიგები ჩნდება. მანქანებიც დგანან. ზოგს გზის
პირას დაუყენებია, მაგრამ მგზავრები არ ჩანან. ასე რომ,
საშინელებათა გზა სიყვარულის ბილიკი აღმოჩნდა.
კიდევ ასიოდე იარდის გავლის შემდეგ იგი მართი კუთხით
განიერ, სწორ გზატკეცილს ებჯინება, რომელსაც ზემოდან შავი
ღრუბელივით ქედი დაჰყურებს. ერთი მანქანა სტვენით მიქრის
ჩრდილოეთისკენ, მეორე კი – სამხრეთისკენ. მაჩვენებლები
არსად ჩანს. ბაჭია სიჩქარეთა გადართვის ბერკეტს ნეიტრალურ
მდგომარეობაში აყენებს, ხელის მუხრუჭს ამოსწევს, სალონში
შუქს ანთებს და რუკას სწავლობს. ხელ-ფეხი უკანკალებს.
ანთებული თვალების მიღმა დაღლილი ტვინი ფეთქავს.
ალბათ, უკვე პირველის ნახევარია, თუ მეტი არა. გზატკეცილი
ცარიელია. მას დაავიწყდა იმ გზების ნომრები და ქალაქების
სახელწოდებები, რომლებიც გამოიარა. ბოლოს ფრედერიკი
ახსენდება, მაგრამ ვერ პოულობს და ბოლოს ხვდება, რომ მას
ვაშინგტონის დასავლეთით ეძებს, სადაც არასდროს ყოფილა.
რუკაზე მრავალი წითელი და ლურჯი ხაზია, გრძელი
დასახელებები, პატარა ქალაქები, კვადრატები, წრეები და
ვარსკვლავები. ბაჭიას მზერა ზევით გადააქვს, მაგრამ
ერთადერთი ხაზი, რომელსაც ცნობს, პენსილვანიასა და
მერილენდს შორის გავლებული პუნქტირია. მეისონ-დიქსონის
ხაზი. იგი სკოლის კლასს იხსენებს, სადაც ამის შესახებ
ასწავლიდნენ: იატაკზე მიხრახნილი მერხები, დაჩხაპნილი
ლაქი, მოთეთრო გრიფელის დაფა, გასასვლელებში ანბანის
მიხედვით ჩამწკრივებული სიმპათიური გოგონები. ბაჭია
სულელურად აჭყეტს თვალებს. ესმის, როგორ აუტანლად
ნელა, ჩუმად და იშვიათად წიკწიკებს თავში საათი, თან
ტალღების
ხმაურს
ახსენებს
ნაპირზე,
რომლისკენაც
39
მიისწრაფვის.
დანისლული
თვალებით
კვლავ
რუკას
დასცქერის. მხედველობის არეში მაშინვე «ფრედერიკი»
ხვდება, მაგრამ სანამ მის ადგილმდებარეობას დააფიქსირებს,
კარგავს
და
გაშმაგებისგან
ცხვირის
ფუძე
სტკივა.
დასახელებები სადღაც ქრება და თვალწინ მთელი რუკა
წარმოუდგება – წითელი და ლურჯი ხაზებისა და
ვარსკვლავებისგან შემდგარი ქსელი. ქსელი, რომელშიც
დაიკარგა. გამძვინვარებისგან სუნთქვაშეკრული რუკას
ჩაბღუჯავს და დიდ სამკუთხედს მოახევს, დარჩენილს ორად
გაყოფს, ცოტათი წყნარდება, სამივე ნაგლეჯს ერთმანეთს
ადებს და ჯერ მას ხევს შუაზე, მერე – მიღებულ ექვსს და ასე
შემდეგ, სანამ იმხელა ნაგლეჯი არ რჩება, რომლის
დაჭმუჭნითაც პატარა ბურთს იღებს. ბაჭია ფანჯარას ძირს
უშვებს და ბურთს გარეთ ისვრის, რომელიც სკდება და
ქაღალდის ნაკუწები ფრინველის ბუმბულივით იფანტება
მანქანის თავზე. იგი ფანჯარას კეტავს. ყველაფერი იმ
სათვალიანი, ორპერანგიანი ფერმერის ბრალია. ნეტავ რას
ჩააცივდა.
ვერაფრით
ამოიგდო
თავიდან
მისი
თვითკმაყოფილება და სოლიდურობა. იქ ხომ წაჰკრა ფეხი,
ახლა არც აქ ასვენებს, ფეხებში ებლანდება, როგორც
ფეხსაცმლის გრძელი ზონარი ან შიგ ჩავარდნილი კენჭი. ის
ტიპი დაცინვას ასხივებდა – პირი, ხელების დინჯი მოძრაობა
თუ თმიანი ყურები ყოვლად გაუგებრად ამასხარავებდა ჰარის
უტყვ და მოკრძალებულ იმედს, ფეხქვეშ საყრდენს აცლიდა.
ჯერ გადაწყვიტე, სად გინდა წასვლა, და მერე წადი – ცხადია,
ეს არ არის მთავარი, მაგრამ მასში მაინც არის რაღაც, რაც უნდა
იყოს. ალღოს რომ მინდობოდა, უკვე სამხრეთ კაროლინაში
იქნებოდა. ახლა სიგარეტს გააბოლებდა კაცი. ის დაეხმარებოდა
იმის გარკვევაში, თუ რას კარნახობდა ალღო.
ამ დროს უკან, ხვევნა-კოცნის კორომში, მანქანის ძრავის
გუგუნი ისმის, ფარები წრეს ხაზავს და ბაჭიას კეფაში
ებჯინება.
თურმე
რუკის
შესასწავლად
შუა
გზაზე
გაჩერებულიყო. უნდა წავიდეს. მას უმიზეზო შიში ეუფლება,
თითქოს ვიღაც მისდევს. უკანა ხედვის სარკეში კვლავ მოჩანს
რომელიღაც მანქანის ფარები და ჭიქასავით პირამდე ავსებს.
ბაჭია შეჭიდულობის სატერფულს ფეხს უშვებს, მანქანას
პირველ სიჩქარეში აგდებს და ხელის მუხრუჭს ძირს სწევს.
გზატკეცილზე
გავარდნილი
ინსტინქტურად
მარჯვნივ,
ჩრდილოეთისკენ უხვევს.
40
შინ დაბრუნება გაცილებით ადვილია. მიუხედავად იმისა, რომ
არც რუკა აქვს და ბენზინიც თითქმის გაუთავდა,
ჰეიგერსთაუნთან, თითქოს ჯადოსნური ჯოხის აქნევით,
ჩნდება კომპანია «მობილის» სადღეღამისო ავტოგასამართი
სადგური და მწვანე სინათლეები, რომლებიც პენსილვანიის
ავტოსტრადისკენ მიმავალ გზას
მიუთითებს. რადიო
დამამშვიდებელ
ლირიკულ
სიმღერებს
გადმოსცემს,
ყოველგვარი რეკლამის გარეშე, და ჯერ ჰარისბერგიდან,
შემდეგ კი ფილადელფიიდან გამოგზავნილ რადიოსხივს
უშეცდომოდ მიჰყავს სწორი გზით. მან დასძლია დაღლილობის
ბარიერი და მშვიდ, ბრტყელ სამყაროში შეაბიჯა, სადაც
აღარაფერს
აქვს
მნიშვნელობა.
ჩვეულებრივ,
აქ
საკალათბურთო მატჩის ბოლო მეოთხედში გადმოინაცვლებდა
ხოლმე, როდესაც ქულებისთვის კი არ დარბიხარ, როგორც
მაყურებელს ჰგონია, არამედ ისე, საკუთარი სიამოვნებისთვის.
მოედანზე ხარ შენ, ზოგჯერ ბურთი და კიდევ ფარზე
მიმაგრებული რგოლი, იდეალურად მაღალი რგოლი ბადისგან
გაკეთებული კოხტა ქვედაწელით. იქ შენ ხარ, მხოლოდ შენ და
ეს ფოჩიანი რგოლი, და ზოგჯერ გეჩვენება, რომ იგი შენთან
პირდაპირ ციდან ჩამოეშვა, ზოგჯერ კი შორსაა, პატარაა და
მიუწვდომელი. უცნაურია: შენ უკვე დიდი ხანია, ყველაფერს
მიხვდი – თითებით, ხელებით, თვალებითაც კი (აზარტში
შესული ბაჭია კარგად არჩევდა, თუ როგორ იხვეოდა ზონრად
გვერგვს შემოწნული ძაფები), – მაყურებელი კი გაცილებით
გვიან იწყებს ყვირილსა და ტაშისკვრას. მაგრამ დასაწყისში,
მოთელვისას, როდესაც ხედავ, თუ როგორ ჰკრავენ ერთმანეთს
მუჯლუგუნებს იაფფასიან ადგილებზე მოკალათებული
ქალაქელი
გულშემატკივრები,
უფრო
მკვირცხლი
მასწავლებლები კი «მხარდამჭერთა ჯგუფის» გოგონებს
ეხუმრებიან, გეჩვენება, თითქოს მთელი ეს ბრბო შენ შიგნით
არის მოთავსებული – თირკმლებში, მუცელსა და ფილტვებში.
ერთმა მსუქანმა ახალგაზრდამ იმდენი მოახერხა, რომ ბაჭიას
მუცლის ფსკერზე მოთავსდა, რის გამოც ყველა ძარღვი
უთრთოდა. «ჰეი, მსროლელო! ესროლე! შეუნთე ცეცხლი!»
ახლა ბაჭია სიმპათიით იხსენებს მას – იმ კაცისთვის იგი
ნამდვილი გმირი იყო.
მთელი დილის, ადრეული, ბნელი საათების განმავლობაში
მუსიკა არ წყდება, საგზაო ნიშნები კი მას გზას მიასწავლის.
ტვინი, ეს თითქოს სუსტი, მაგრამ ცქვიტი ინვალიდი,
41
ბალიშებში ეფლობა, გრძელ დერეფნებში კი შიკრიკები მიდიმოდიან მთელი ამ მუსიკითა და ინფორმაციით გეოგრაფიის
სფეროდან. იმავდროულად, მას რაღაც არანორმალური
ზედაპირული მგრძნობელობა უჩნდება – თითქოს კანი
აზროვნებს. საჭის თვალი წვრილ მათრახს დამსგავსებია.
ოდნავ მობრუნებაზეც გრძნობს, როგორ მჭიდროდ ბრუნავს
ლილვი, როგორ შედის ერთმანეთში დიფერენციალის კბილანას
კბილები, ბურთულები კი საკისრების უხვად შეზეთილ
ღარებში დაგორავს. გზისპირა ფოსფორული ციმციმები
დიუპონების ახალგაზრდა ქალების შესახებ აღძრავენ ფიქრებს:
ისინი უზარმაზარსარკეებიან საცეკვაო დარბაზებში ირევიან,
ადვილი გამოსაცნობია, რომ მათი საღამოს კაბების
კილიტებქვეშ შიშველი სხეულები იმალება. ნეტავ მდიდარი
ქალიშვილები ფრიგიდულები თუ არიან? ის ამას ვერასდროს
შეიტყობს.
საინტერესოა, რატომაა უკანა გზაზე ამდენი საგზაო ნიშანი?
სამხრეთისკენ მიმავალს ისინი თვალში იშვიათად ხვდებოდა.
ცხადია, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, სად მიდიოდა. იგი
ავტოსტრადიდან ბრუერისკენ მიმავალ გზაზე უხვევს,
რომელიც იმ პატარა ქალაქში მიიყვანს, სადაც პირველად ჩაასხა
ბენზინი. როგორც კი გზაზე, მაჩვენებლით «ბრუერი 16»,
აღმოჩნდება, მთავარი ქუჩის მეორე მხარეს იმ ნეხვის ჭიის
ცერად დადგმულ ბენზინის სვეტებს და მბზინავი ნიჩბებით,
ანკესებითა და სხვა ინვენტარით სავსე ფარდულის მუქ
ფანჯარას ხედავს. ფანჯარა აშკარად კმაყოფილია. ჰაერს სულ
ოდნავ არხევს ლილისფერი აისი. რადიომუსიკის გრძელი
აისბერგი ორად იხლიჩება თბილი ამინდისა და სასოფლოსამეურნეო პროდუქციის ფასების შეტყობინებებს შორის.
ბაჭია ბრუერში სამხრეთიდან შედის. განთიადის წინ
ჩამოწოლილ ბურუსში ქალაქი ჯერ სახლების სახით
წარმოუდგება, რომლებიც სიღრმისკენ ერთმანეთს სულ უფრო
უახლოვდებიან გზის პირას გაშენებულ ხეებს შორის, შემდეგ
კი – ინდუსტრიულ უდაბნოდ ყოველგვარი მცენარეულობის
გარეშე: ფეხსაცმლის ფაბრიკები, ჩამოსასხმელი ფაბრიკები,
ქარხნების ავტოსადგომები, ელექტრონული მიკროსქემების
საწარმოო ქარხნებად გადაქცეული ტრიკოტაჟის ფაბრიკები და
სპილოსებრი აირსაცავები. ისინი ნარჩენებით სავსე ჭაობების
ზემოთ დგანან, მაგრამ იმ მთის ცისფერი თხემის ქვემოთ,
რომლის მწვერვალიდანაც ბრუერი აგურისფერი ძაფით
42
მოქსოვილ თბილ ხალიჩას წააგავს. მთის თავზე ვარსკვლავები
თავბრუდამხვევი სისწრაფით ქრებიან.
იგი გადადის მდინარე გაჭენებულ ცხენზე გადებულ ხიდზე და
მანქანა ახლა ნაცნობ ქუჩებში მიჰყავს. უორენ-ავენიუთი
ქალაქის სამხრეთ ნაწილს გადაკვეთს და ქალაქის პარკის
სიახლოვეს 422-ე გზაზე გადის. რამდენიმე მისაბმელიან
სატვირთო მანქანასთან ერთად მთას გარს უვლის. მათ
ბორბლებქვეშ განთიადის ნარინჯისფერი, შორეულ ბორცვს
მიბჯენილი ზოლი ბრიალებს. ცენტრალური ქუჩიდან ჯექსონროუდზე მარცხნივ მოხვევისას კინაღამ შუა გზაზე გაჩხერილ
რძემზიდს ეხახუნება. სვლას ჯექსონ-როუდით განაგრძობს,
გასცდება მშობლების სახლს და კიჯირაიზზე უხვევს. ცივი
ალიონი შენობებს მოულოდნელად მკრთალ ვარდისფრად
ღებავს. ბაჭია ჩაუვლის მიტოვებულ საქათმეს, მდუმარე საძარე
სახელოსნოს და მანქანას სპორტული ასოციაცია «მზის შუქის»
მოპირდაპირე
მხარეს
აყენებს,
რამდენიმე
ნაბიჯში
ზღურბლთან არსებული ფიცრული მიშენებიდან, სადაც მას
ყოველი გამომსვლელი აუცილებლად შეამჩნევს. ბაჭია იმედით
შესცქერის ჩაბნელებულ ფანჯარას მესამე სართულზე. თუ
ტოთერო იქაა, ესე იგი, ჯერ არ გაუღვიძია.
ბაჭია გადაწყვეტს, ცოტა წათვლიმოს. პიჯაკს იხდის და
მკერდზე საბანივით იფარებს. მაგრამ უკვე ნათდება, წინა
დასაჯდომი მოკლეა და მხრები საჭის თვალს ებჯინება. უკანა
დასაჯდომზე რომ გადაბარგდეს, ადვილად შეამჩნევენ, მან კი,
აუცილებლობის შემთხვევაში, აქაურობა წამში უნდა დატოვოს.
ამასთან არც ღრმად უნდა ჩაეძინოს, თორემ ტოთეროს ვერ
შეამჩნევს.
ამგვარად, უხერხულად, მოკუნტული წევს და საჭის ზემოდან,
წინა საქარე მინიდან, გაწითლებული თვალებით გასცქერის
დილის ცის ქორფა, დამამშვიდებელ სილაჟვარდეს. შაბათის ცა
მოწმენდილია და გამჭვირვალე. ბავშვობიდანვე, ყოველ ამ
დღეს, მოსალოდნელი მატჩის წინ, ცა მისთვის სუფთა ტაბლოს
წარმოადგენდა, რომელზეც ანგარიში ჯერ არ დაწერილიყო.
რუფბოლი, ჰოკეი, ტეთერბოლი, დარტსი...
მოსახვევში მანქანა გაივლის. ბაჭია თვალებს ხუჭავს. ყურებში
წუხანდელი, ავტომობილების დაუსრულებელი ხმაური
ჩაესმის. კვლავაც ხედავს ტყეებს, ვიწრო გზას. ჩაბნელებული
კორომი მანქანებით გადაჭედილა, თითოეულში თითო
43
მდუმარე წყვილი ზის. იგი ისევ თავის მიზანზე ფიქრობს –
როგორ წამოწვება დილაადრიან მექსიკის ყურის სანაპიროზე,
და ეჩვენება, რომ მანქანის ოდნავ ხორკლიანი ზედაპირი
სწორედ ის ქვიშაა, თანდათანობით გამოღვიძებული ქალაქის
შრიალი კი – ზღვის ჩურჩული.
მთავარია, ტოთერო არ გამორჩეს. იგი თვალს ახელს და ვიწრო
აკლდამიდან თავის დაღწევას ცდილობს.
ბაჭია შეშფოთებული ფიქრობს მანქანის ფანჯრებზე. იდაყვზე
წამოწეული ყოველ მათგანს ამოწმებს. ის, რომელიც მის
თავთანაა, ოდნავ ღიაა. მას საგულდაგულოდ ხურავს და
ჩამკეტ ღილაკებს თითს აჭერს. უსაფრთხოების განცდა
უიმედოდ ადუნებს. მოკუნტული სახეს დასაჯდომსა და
საზურგეს შორის არსებულ ნაკეცს მიაჭერს, მუხლებით მაგარ
ბალიშს ებჯინება და გულდაწყვეტილს საბოლოოდ ეღვიძება.
საინტერესოა, სად ეძინა მის შვილს, რას აკეთებდა ჯენისი, სად
ეძებდნენ მას მშობლები, პოლიციას თუ შეატყობინეს?
პოლიციის გაფიქრებაზე ცუდად ხდება. გამქრქალებული ღამე,
რომელიც უკან მოიტოვა აქ, ამ ქალაქში, მას სატელეფონო
საუბრებით,
ნაჩქარევი
გამგზავრებებით,
ცრემლების
ნიაღვრებითა და სიტყვების მწკრივებით მოქსოვილ ბადედ
ეჩვენება. ღამეში გაყრილი მოუსვენარი თეთრი ძაფები
გახუნდნენ, თუმცა ჯერაც აქ არიან, და ამ უხილავი, მიხვეულმოხვეული ქუჩების თავზე დაკიდებული ბადის ცენტრში, იგი
უშფოთველად წევს საკუთარ, მჭიდროდ დახურულ გალიაში.
ბამბა და თოლიები ბინდბუნდში, რა მშვენივრად გამოსდიოდა
ყველაფერი სხვის საწოლში, საკუთარში კი – არასოდეს. მაგრამ
კარგიც ახსოვს: ჯენისს ძალზე რცხვენოდა თავისი შიშველი
სხეულის ჩვენება ქორწინების შემდგომ რამდენიმე კვირის
განმავლობაში. ერთ საღამოს, ყოველგვარი წინასწარი
განზრახვის გარეშე, ბაჭია სააბაზანოში შევიდა და დაინახა, რომ
სარკე დაორთქლილიყო, ჯენისი კი, რომელსაც დაბანა
დაემთავრებინა, კმაყოფილი, ხელში პატარა ცისფერი
პირსახოცით, ზანტად იდგა ყოველგვარი სიმორცხვის გარეშე,
მობრუნდა და მისი გაშტერებული სახის გამომეტყველებაზე
გაეცინა, შემდეგ კი მისკენ საკოცნელად გამოიწია ორთქლისგან
ავარდისფრებული ტანითა და სრიალა რბილი კეფით. ბაჭია
მოხერხებულად ჯდება და მეხსიერებით ბნელ ნიშაში შედის.
ქალს სრიალა კეფა და დამყოლი ზურგი აქვს. ამ დროს იგი ფეხს
44
კარის სახელურს არტყამს და ტკივილი შორიახლოს მდებარე
საძარე სახელოსნოში ლითონზე ლითონის დარტყმის ხმას
ერწყმის. მუშაობა დაუწყიათ. რვა საათია? იმის მიხედვით, რომ
ტუჩები გამშრალი აქვს, საკმაო დრო უნდა გასულიყო. ბაჭია
იზმორება და წელში იმართება. მკერდზე დაფარებული პიჯაკი
ძირს უცურდება და დაორთქლილი ფანჯრიდან ტოთეროს
ხედავს, რომელიც ქუჩას მიუყვება. საცაა ძველ ფერმერულ
სახლს მოეფარება. ბაჭია მანქანიდან გადადის, პიჯაკს იცვამს
და უკან მისდევს.
– მისტერ ტოთერო! ეი, მისტერ ტოთერო! – მრავალსაათიანი
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბაჭია, გაიქეცი - 04
  • Parts
  • ბაჭია, გაიქეცი - 01
    Total number of words is 3433
    Total number of unique words is 2215
    26.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 02
    Total number of words is 3499
    Total number of unique words is 2225
    26.3 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 03
    Total number of words is 3427
    Total number of unique words is 2194
    25.0 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 04
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2072
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 05
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 1933
    30.2 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 06
    Total number of words is 3617
    Total number of unique words is 1984
    27.5 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 07
    Total number of words is 3493
    Total number of unique words is 2095
    28.6 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 08
    Total number of words is 3486
    Total number of unique words is 2109
    28.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 09
    Total number of words is 3502
    Total number of unique words is 2013
    31.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 10
    Total number of words is 3544
    Total number of unique words is 2147
    28.5 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 11
    Total number of words is 3569
    Total number of unique words is 2032
    32.7 of words are in the 2000 most common words
    47.7 of words are in the 5000 most common words
    55.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 12
    Total number of words is 3510
    Total number of unique words is 2059
    30.6 of words are in the 2000 most common words
    45.5 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 13
    Total number of words is 3591
    Total number of unique words is 1943
    33.0 of words are in the 2000 most common words
    47.2 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 14
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 2083
    30.7 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 15
    Total number of words is 3577
    Total number of unique words is 2014
    32.1 of words are in the 2000 most common words
    46.9 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 16
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 2146
    29.1 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 17
    Total number of words is 3593
    Total number of unique words is 2071
    31.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 18
    Total number of words is 3688
    Total number of unique words is 1980
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 19
    Total number of words is 3592
    Total number of unique words is 2047
    31.0 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 20
    Total number of words is 3531
    Total number of unique words is 2076
    29.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 21
    Total number of words is 3534
    Total number of unique words is 2055
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 22
    Total number of words is 36
    Total number of unique words is 35
    22.8 of words are in the 2000 most common words
    36.9 of words are in the 5000 most common words
    39.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.