Latin

ბაჭია, გაიქეცი - 04

Total number of words is 3509
Total number of unique words is 2072
29.9 of words are in the 2000 most common words
42.5 of words are in the 5000 most common words
50.8 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
დუმილის შემდეგ გაბზარული და ხრინწიანი ხმა აქვს.
კაცი მისკენ ტრიალდება. ბაჭია ასეთი უცნაური სახის დანახვას
არ ელოდა. შორიდან იგი დიდ დაღლილ ქონდრისკაცს ჰგავს:
მოზრდილი სიქაჩლეშერეული თავი, სქელი სპორტული
ქურთუკი, მსხვილი ნამორალი ფეხები ლურჯ, ძალიან გრძელ
შარვალში. ნაკეცები ფეხსაცმელებს უფარავს. ბაჭია სვლას
ანელებს და შეშფოთებული ფიქრობს, ტყუილად ხომ არ
მოვედიო.
მაგრამ ტოთერო ზუსტად საჭირო სიტყვებს წარმოთქვამს.
– ჰარი, – ამბობს იგი, – საოცარი ჰარი ენგსტრომი.
ტოთერო მას მარჯვენა ხელს უწვდის, მარცხენას კი მაგრად
ავლებს წინამხარში. ბაჭია იხსენებს, რომ მას ყოველთვის
ასეთი მტკიცე ხელი ჰქონდა. ტოთერო დგას, ბაჭია
ჩაუბღუჯავს და პირქუშად იღიმება. ცხვირი გაღუნული აქვს,
ცალი თვალი ფართოდ გაუღია, მეორეზე მძიმე ქუთუთო
ჩამოსწევია. წლებთან ერთად მისი სახე მეტ ასიმეტრიულობას
იძენს. თანაც არათანაბრად მელოტდება – დატკეპნილი ჭაღარა
და ღია ყავისფერი თმა ზოლებად უფარავს თხემს.
– თქვენი რჩევა მჭირდება, – ამბობს ბაჭია, – რაღა დაგიმალოთ
და ადგილი მჭირდება, სადაც გამოძინებას შევძლებ.
ტოთერო დუმს. მისი ძალა სწორედ ამგვარ უსიტყვო
პაუზებშია. ეს მისი პედაგოგიური ხერხია – პასუხის გაცემამდე
კარგა ხანს დუმდეს, სანამ სიტყვები მეტ წონას არ შეიძენს.
– სახლში რა მოხდა? – ეკითხება ის ბოლოს.
– ჩათვალეთ, რომ სახლში აღარ ვარ.
45
– რას გულისხმობ?
– იქ საძაგელი სიტუაცია იყო და გამოვიქეცი. მართლა.
მორიგი პაუზა. ბაჭია თვალებს ჭუტავს – ასფალტიდან
არეკლილი მზე უჭყიტინებს. მარცხენა ყურიც სტკივა. საცაა
მარცხნივ განლაგებული კბილებიც შეახსენებს თავს.
– არცთუ ისე გონივრული საქციელია, – ამბობს ტოთერო.
– ყველაფერი საშინლად იყო არეულ-დარეული.
– მაინც?
– არ ვიცი. ლოთი ცოლი მყავს.
– დახმარება თუ გიცდია?
– ცხადია. მაგრამ როგორ?
– მასთან ერთად არ დაგილევია?
– არა, სერ, არასდროს. ამ სისაძაგლეს ვერ ვინელებ, სუნსაც კი
ვერ ვიტან, – მზადყოფნით პასუხობს ბაჭია. ამაყობს, რომ
საკუთარ სხეულზე ზრუნავდა და ახლა შესაძლებლობა
ეძლევა, ამის შესახებ თავის ყოფილ მწვრთნელს მოახსენოს.
– შესაძლოა, ესეც უნდა გეცადა, – ამბობს ტოთერო ცოტა ხნის
დუმილის შემდეგ, – შენ რომ მისთვის თანამეინახეობა გაგეწია,
თავს უფრო მოერეოდა.
მზის შუქით დაბრმავებული და დაღლილობისგან გაშეშებული
ბაჭია ნათქვამის აზრს ვერ ხვდება.
– თუ არ ვცდები, შენი მეუღლე ჯენის სპრინგერია, არა? –
ეკითხება ტოთერო.
– დიახ. ღმერთო ჩემო, რა სულელია. ნამდვილი სულელი.
– ძალიან სასტიკ სიტყვებს ხმარობ, ჰარი. ასე ლაპარაკი არ
შეიძლება. არც ერთ ცოცხალ არსებაზე.
ბაჭია თავს უქნევს – ტოთერო ამაში, როგორც ჩანს, მტკიცედაა
დარწმუნებული. იგი სუსტდება მისი პაუზებისგან, რომლებიც
თანდათან ხანგრძლივდება, თითქოს ტოთეროც გრძნობს მათ
წონას. ბაჭიას შიში იპყრობს – ჭკუაზე ხომ არ შეიშალა მისი
ძველი მწვრთნელი? იგი თავიდან იწყებს:
46
– ვიფიქრე, იქნებ «მზის შუქში» ორიოდე საათი წამეძინა-მეთქი,
წინააღმდეგ შემთხვევაში, შინ მომიწევს წასვლა. მე კი
ყველაფერი ყელში ამომივიდა.
მისდა
გასახარად,
ტოთერო
აფუსფუსდება,
ხელკავს
გამოსდებს, მასთან ერთად ქუჩას უკან მიუყვება და ეუბნება:
– დიახ, ჰარი, დიახ. რა თქმა უნდა. საშინლად გამოიყურები,
ჰარი, საშინლად.
მას რკინის ხელით ჩაუბღუჯავს ბაჭია და წინ უბიძგებს. ბაჭიას
ძვლები ერთმანეთზე ეხახუნება. ტოთეროს ამ სასიკვდილო
ტაცში რაღაც გიჟურიც იგრძნობა. მისი ხმა ახლა მკაფიოდ,
აჩქარებულად, მხიარულად ისმის და ბასრ დანასავით ერჭობა
ბაჭიას ბამბასავით რბილ სხეულში.
– შენ მე ორი რამ მთხოვე, – ამბობს ტოთერო, – ორი რამე.
გამოსაძინებელი ადგილი და რჩევა. ჰოდა, ჰარი, მე მოგცემ
ადგილს, სადაც გამოიძინებ, ოღონდ ერთი პირობით. იმ
პირობით, ჰარი, რომ, როცა გაიღვიძებ, ჩვენ სერიოზული,
ხანგრძლივი და სერიოზული საუბარი გვექნება შენს ოჯახურ
ცხოვრებაში არსებული კრიზისის შესახებ. ახლავე გეტყვი,
ჰარი, მე შენზე იმდენად არ ვწუხვარ, რადგან ძალზე კარგად
გიცნობ და ვიცი, რომ არ დაიკარგები. ჰარი, მთავარი შენ კი არა
ხარ, ჯენისია. მას არ გააჩნია მოძრაობის შენნაირი
კოორდინაცია. მპირდები?
– დიახ, მაგრამ რას?
– დამპირდი, ჰარი, რომ მე და შენ ვიმსჯელებთ, როგორ
დავეხმაროთ ჯენისს.
– კარგი, ოღონდ ამას, ალბათ, ვერ შევძლებ. იმის თქმა მინდა,
რომ ის მე ძალიანაც არ მჭირდება. ადრე მჭირდებოდა, ახლა კი –
აღარ.
ისინი ცემენტის საფეხურებსა და ფიცრებით შემოჭედილ
შესასვლელს უახლოვდებიან. ტოთერო კარს გასაღებით აღებს.
შენობაში
არავინაა,
დადუმებული
ბარი
ნახევრად
ჩაბნელებულია, დაცარიელებული პატარა მრგვალი მაგიდები
სუსტი და მორყეული ჩანს. დახლს უკან, კედელზე
მოთავსებული ელექტრორეკლამა გამორთულია და მკვდარი –
დამტვერილი მილები და ზიზილ-პიპილები. ტოთერო
47
ხაზგასმით ხმამაღლა ამბობს:
– არ მჯერა. ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი საუკეთესო მოწაფე ასეთ
ურჩხულად იქცა.
ურჩხული – სანამ ისინი მეორე სართულზე ადიან, ეს სიტყვა
ბრახაბრუხით მიჰყვება მათ კიბის საფეხურებზე.
– ცოტას წავუძინებ, მერე კი ვეცდები, კარგად დავფიქრდე, –
ბოდიშის ტონით ამბობს ბაჭია.
– ყოჩაღ. ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენ გვჭირდება.
საინტერესოა, ვის – ჩვენ? ყველა მაგიდა ცარიელია. დაბალი,
ჭუჭყით გაშავებული ბატარეის ზემოთ მოთავსებულ ყავისფერ
შტორებზე მზე ოქროსფერ კვადრატებს ხატავს. მამაკაცების
ფეხებმა იატაკის ვიწრო, შიშველ ფიცრებზე ბილიკები
გაიყვანეს.
ტოთეროს ბაჭია კარისკენ მიჰყავს, რომლის იქითაც მას ფეხი
არასოდეს შეუდგამს. ხვეული კიბით, რომელიც კედელზე
მიმაგრებულ პწკალას ჰგავს, ისინი სხვენზე ადიან.
საფეხურებს შორის ელსადენები და დახეული შპალერი
მოჩანს. ზემოთ საკმაო სინათლეა.
– აი, ჩემი სავანე, – ამბობს ტოთერო და თავისი ქურთუკის
ჯიბეებთან რაღაცას ცოდვილობს.
ნამცეცა ოთახი აღმოსავლეთს გასცქერის. შტორის ღრეჩო მზის
შუქის გრძელ დანას გვერდითი კედლისკენ ისვრის,
გადასაფარებლის გარეშე მდგარი ჯარისკაცური საწოლის
თავზე. მეორე შტორი აწეულია. ფანჯრებს შორის კამოდი დგას,
რომელიც ოსტატურადაა გაკეთებული მავთულით გადაბმული
ლუდის ექვსი ყუთისგან – სამი სიმაღლეში და ორი სიგანეში.
ყუთებში აწყვია სამრეცხაოდან მოტანილი, ცელოფანის
ტომრებში ჩაწყობილი პერანგები, აკურატულად დაკეცილი
მაისურები და ტრუსები, წყვილ-წყვილად დაგორგლილი
წინდები, ცხვირსახოცები, გაპრიალებული ფეხსაცმელები და
ჯაგრისში ჩადებული სავარცხელი. მკვეთრი, მხიარული ფერის
მოკლე სპორტული ქურთუკები მხრებით ჩამოცმულია
საკიდრებზე, რომლებიც ორ მსხვილ ლურსმანზე ჰკიდია.
ტოთეროს საოჯახო საზრუნავი ტანსაცმელს იქით არ
ვრცელდება. იატაკი მტვრის გორგლებითაა სავსე. ყველგან
48
გაზეთებისა და ათასგვარი ჟურნალის შეკვრები დევს, «ნეშნლ
ჯიოგრაფიკით» დაწყებული და კომიქსებითა და სისხლის
სამართლის დამნაშავეების ბიოგრაფიებით დამთავრებული.
ტოთეროს საცხოვრებელი შეუმჩნევლად სხვენის დანარჩენ
ნაწილში გადადის – საწყობში, სადაც ინახება სხვადასხვა
თამაშის სატურნირო ცხრილები, ბილიარდის მაგიდები, რაღაც
დაფები, ლითონის ავზაკები და დამტვრეული სკამები
დაწნული
დასაჯდომებით,
წვრილმავთულიანი
ბადის
რულონი. ორ დახრილ ღერძზე დამაგრებულ მილზე ჰკიდია
სოფტბოლის სათამაშო კოსტიუმები, რომლებიც სათავსის
შორეული კუთხის ფანჯრიდან შემოსულ შუქს გზას უღობავს.
– ტუალეტი სად არის? – კითხულობს ბაჭია.
– ქვემოთ, ჰარი, – ტოთეროს გამოცოცხლებამ გაუარა და ახლა
ცოტათი შეცბუნებული ჩანს.
ტუალეტში ბაჭიას ესმის, როგორ დაფუსფუსებს ზემოთ
მოხუცი, მაგრამ უკან დაბრუნებული ვერავითარ ცვლილებას
ვერ აღმოაჩენს. ლოგინიც იმავე მდგომარეობაშია. ტოთერო
ელოდება. ბაჭია მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ ხვდება, რომ
ტოთეროს სურს დაინახოს, თუ როგორ იხდის იგი ტანსაცმელს.
ამიტომ აღარ აყოვნებს და ტრუსსა და მაისურში დარჩენილი,
გათელილ, თბილ ლოგინში წვება. ძალიანაც არ სიამოვნებს
მოხუცის ბუნაგში შეძრომა, მაგრამ მაინც უხარია, რომ
შეუძლია გაიჭიმოს, გვერდით მაგარი, გრილი კედელი
შეიგრძნოს და გაიგონოს, თუ როგორ დაქრიან ქვემოთ
ავტომობილები, რომლებიც, შესაძლოა, სწორედ მასზე
ნადირობენ. იგი თავს მოაბრუნებს, რათა ტოთეროს ორიოდე
სიტყვა უთხრას, მაგრამ გაოცებული აღმოაჩენს, რომ მარტო
დარჩენილა. სხვენის კარი მიხურულია, კიბის პირველ და
მეორე მარშზე ფეხის ხმა თანდათან წყდება, შემოსასვლელ
კარში გასაღები ფხაჭუნებს, ფანჯრის მიღმა რომელიღაც ჩიტი
გულის სწორს ეძახის, ქვემოდან, საძარე სახელოსნოდან, ყრუ
ღრჭიალი ისმის. მოხუცის მზერის გახსენებაზე ბაჭიას
აჟრჟოლებს. მაგრამ იგი დარწმუნებულია, რომ მის მწვრთნელს
ეს არ აინტერესებს. ტოთერო ყოველთვის ქალების მუსუსი იყო
და არა «პედიკი». მაშ, რატომღა უყურებდა? უეცრად ბაჭიას
გონება უნათდება. ტოთეროს ეს წარსულში აბრუნებდა. იგი
ხომ ყოველთვის იდგა გასახდელში და უყურებდა, როგორ
იცვლიდნენ მისი ბიჭები ტანსაცმელს. ამ ამოცანის ამოხსნის
49
შემდეგ ბაჭია თავს მოდუნების უფლებას აძლევს. მას
აგონდება ქალ-ვაჟი, რომლებიც ხელიხელჩაკიდებულნი
გარბოდნენ გზისპირა კაფეს ავტოსადგომისკენ დასავლეთ
ვირჯინიაში, და ნანობს, რომ თვითონ არ შეაბა ის ქალიშვილი.
თმა ზღვის წყალმცენარეებს მიუგავდა. წითური? იქ? მისი
წარმოდგენით,
დასავლეთვირჯინიელი
გოგონები,
ახალგაზრდა ტეხასელი ბოზების მსგავსად, გაუთლელები და
თავხედურად მოკისკისენი არიან. ისინი ისე ტკბილად
წელავდნენ სიტყვებს, თითქოს სულ დასცინოდნენ, მაგრამ
მაშინ ხომ მხოლოდ ცხრამეტი წლის იყო. ქუჩაში ჰენლისთან,
ჯეზილოსა და შემბერგერთან ერთად მიაბიჯებდა. ჯარისკაცის
ვიწრო ფორმა ნერვებს უშლიდა, დაბლობები ყველა
მიმართულებით ჰორიზონტს სცდებოდა, თვითონ ჰორიზონტი
კი მის მუხლებზე მაღლა არ ადიოდა. სახლების ფანჯრებში
კარგად ჩანდა, როგორ ისხდნენ ოჯახები დივანზე ქანდარაზე
მოკალათებული
ქათმებივით
და
ტელევიზორს
მისჩერებოდნენ. მანიაკი ჯეზილო ხმამაღლა ხარხარებდა.
ბაჭიას ვერაფრით დაეჯერებინა, რომ მისამართი შეეშალათ.
ფანჯარაში ყვავილები მოჩანდა, ნამდვილი, ცოცხალი
ყვავილები უწყინრად იდგა ფანჯარაზე. ერთი სული ჰქონდა,
ზურგი ექცია ყველაფრისთვის და გაქცეულიყო. ქალს,
რომელმაც კარი გააღო, თავისუფლად შეეძლო ტელევიზორში
კექსის გამოსაცხობი მშრალი ნარევისთვის გაეწია რეკლამა.
მაგრამ ამის ნაცვლად მან თქვა: «შემოდით, ბიჭებო, ნუ
გეშინია-ა-თ, შემოდით და ისე იგრძენით თავი, როგორც
საკუთარ სა-ა-ხლში», – თან ეს ისეთი დედობრივი ტონით
თქვა! იქ მართლაც იყვნენ ისინი, თუმცა არც ისე ბევრნი,
როგორც მას წარმოედგინა. სასტუმრო ოთახში გირჩებიან და
ხვეულებიან
ძველმოდურ
სკამებზე
ისხდნენ.
მათმა
გარეგნობამ ბაჭიას გამბედაობა შემატა – ფაბრიკის მუშებივით
საკმაოდ შეუხედავები იყვნენ, მათ ქალიშვილებსაც კი ვერ
უწოდებდა კაცი. სახე ფლუორესცენციული სხივებით
განათებულებივით უბზინავდათ. ჯარისკაცებს ოხუნჯობით
ართობდნენ – ნეტავ საიდან იგონებდნენ ამდენს. ბიჭებმა
სიცილი დაიწყეს, თან დაბნეულნი ერთ ჯგუფად იდგნენ. ის,
რომელიც მან აირჩია – უფრო სწორად, ქალმა აირჩია იგი, –
მასთან მივიდა და ხელზე შეეხო. ბლუზა მხოლოდ ქვედა ორ
ღილზე შეეკრა. ზემოთ ასვლის შემდეგ ტკბილი, გაბზარული
ხმით ჰკითხა, როგორ ერჩივნა – აენთო შუქი თუ ჩაექრო.
როდესაც ბაჭიამ მოგუდულად მიუგო, გამორთეო, გაეცინა,
50
მერე კი სულ იღიმებოდა და გულკეთილად იმეორებდა:
«ყოჩაღ, ბიჭუნი. რა ყოჩაღი ყოფილხარ. ჰო-ო. ბევრი რამ
გცოდნია».
როდესაც ყველაფერი დამთავრდა, ქალის პირის კუთხეებში
დაღლილი ნაკეცების მიხედვით, და კიდევ იმით, რომ მან მის
გვერდით უბრალოდ წამოწოლაზეც კი უარი განაცხადა,
ჯიუტად წამოდგა, რკინის საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და
ჩაბნელებული ფანჯრიდან ღამის მწვანე ცას შეაცქერდა, ბაჭია
მიხვდა, რომ ქალი მხოლოდ თავის როლს ასრულებდა. იგი ისე
გააბრაზა
მისმა
მდუმარე
ზურგმა
ბიუსტჰალტერის
მოყვითალო-მოთეთრო ზოლით, რომ მხარში ხელი წაავლო და
თავისკენ უხეშად შემოატრიალა. ბინდბუნდში ქალის
ძუძუების მძიმე ჩრდილები ისეთი დაუცველი მოეჩვენა, რომ
ვეღარ გაუძლო და ზურგი შეაქცია. «საყვარელო, შენ ხომ
მხოლოდ ერთის გადაიხადე», – ჩასჩურჩულა ყურში მან.
დიდებული ქალი იყო. ქალი და ფული – სწორედ მის შესახებ
იყო ნათქვამი. ქვემოდან, საძარე სახელოსნოდან, ყრუდ ისმის
ღრჭიალის ხმა. ეს ხმაური ამშვიდებს, ეუბნება, რომ
უსაფრთხოდაა, და სანამ აქ იმალება, ადამიანები ყველაფერს
საიმედოდ ამაგრებენ, რაც კი შესაძლებელია, მისი გული ამ
უსხეულო ხმებს სიბნელიდან მოკითხვას უგზავნის.
***
ბაჭია უაზრო და შფოთიან სიზმრებს ხედავს. ფეხები
ეკრუნჩხება. ტუჩები უმოძრავებს. როდესაც თვალის კაკლებს
ატრიალებს
და
მხედველობის
არის
შიგა
კედლებს
ათვალიერებს, ქუთუთოები უთრთის. სხვა მხრივ, გვამივით
მოუწყვლელია. მზის შუქის დანა კედელზე ნელ-ნელა ქვემოთ
გადაადგილდება, მკერდს უჭრის, იატაკზე მონეტასავით ეცემა
და ქრება. ჩრდილში გახვეულს მოულოდნელად ეღვიძება, მისი
აჩრდილისებრ
ცისფერი
ირისი
უცნობ
სიბრტყეებში
დაფათურობს მამაკაცური ხმების წყაროს საპოვნელად. ხმები
კი ქვემოდან ისმის. ბრახაბრუხის მიხედვით, ვიღაცები ავეჯს
აადგილებენ და მის ძებნაში წრეებს არტყამენ. მაგრამ მხოლოდ
ტოთეროს ნაცნობი მჟღერი ბანი გაისმის. ხმაური ქვემოთ ამ
ცენტრის ირგვლივ კრისტალდება და იმ ხმებს ემსგავსება, თან
რომ ახლავს ბანქოს თამაშს, სმას, უხეშ ხუმრობებსა და
51
მეგობრულ საუბრებს. ბაჭია თავის ცხელ ბუნაგში წრიალებს,
სახეს გრილი მეგობრისკენ – კედლისკენ მიაბრუნებს და კვლავ
იძინებს.
– ჰარი! ჰარი! – ხმა აჯანჯღარებს, თმას უჩეჩს. ბაჭია კედელს
ზურგს აქცევს და თვალებით გაუჩინარებულ მზის შუქს ეძებს.
ჩრდილში ტოთერო ზის მოუსვენარი, მუქი ლოდივით. იგი
ღიმილისგან დაბრეცილ, გაუმჭვირვალე, რძისფერ სახეს წინ
ხრის. ვისკის სუნი ასდის.
– ჰარი, შენთვის ქალი ვიპოვე!
– მაგარია. რაღას ელოდებით, შემოიყვანეთ.
მოხუცი იცინის. უხერხულად. რა ჩაუფიქრებია?
– ეს ჯენისია?
– უკვე შვიდი დაიწყო. ადექი, ჰარი, ადექი. პატარა ბავშვივით
გეძინა. მივდივართ.
– რატომ? – ეკითხება ბაჭია, თუმცა ის უფრო აინტერესებს, თუ
სად მიდიან.
– სადილობის დროა, ჰარი, სა-დი-ლო-ბის. ადექი, ჩემო ბიჭუნი.
ნუთუ არ გშია? შიმშილი. შიმშილი, – ნამდვილად გაგიჟდა, –
ოჰ, ჰარი, შენ ვერ მიხვდები, რა არის ბებრული შიმშილი.
ადამიანი ჭამს და ჭამს, მაგრამ სულ ეჩვენება, რომ სწორად არ
იკვებება. ხომ გითხარი, ამას ვერ გაიგებ-მეთქი, – იგი
ფანჯარასთან მიდის და ქუჩაში იყურება, ქვემოთ. მქრქალ
შუქში უშნო პროფილი ტყვიისას მიუგავს.
ბაჭია საბანს გადაიხდის, შიშველ ფეხებს იატაკზე გადმოყრის
და ცდილობს ჯდომის პოზიცია შეინარჩუნოს. საკუთარი
პარალელური, სუფთა და გლუვი თეძოების დანახვა
მოდუნებულ ტვინს ახალისებს. ფეხებზე წამოზრდილი თმა,
ოდესღაც წვრილი, წითური ბეწვი, გამუქებია და ხეშეშ
ბაკენბარდებს
დამსგავსებია.
ნესტოებში
საკუთარი
ნამძინარევი სხეულის სუნი უღიტინებს.
– ვინ არის ის გოგო? – ეკითხება მწვრთნელს.
– ვინ არის ის გოგო. დიახ, ვინ არის? ბოზია! – წამოისვრის
ტოთერო. ფანჯრიდან შემოსულ ნაცრისფერ შუქში სახე
ეწელება, ალბათ, თვითონაც უკვირს, ასეთი სისაძაგლე რომ
52
წამოსცდა. იმავდროულად, აკვირდება, თითქოს ცდას
ატარებსო. როდესაც შედეგს დაინახავს, საკუთარ ნათქვამში
შესწორება შეაქვს, – არა. უბრალოდ, ბრუერში ერთი ნაცნობი
ქალი მყავს, ასე ვთქვათ, გულის ვარდი. წელიწადში ერთხელ
რესტორანში სადილზე ვპატიჟებ ხოლმე. მეტი არაფერი.
თითქმის არაფერი. შენ ნამდვილი უმანკო ბალღი ხარ, ჰარი.
ტოთერო ისე არეულად ლაპარაკობს, რომ ბაჭიას ცოტა ეშინია
კიდეც. იგი საწოლიდან დგება.
– ჩემი წასვლის დროა, – შიშველ ტერფებზე იატაკის მტვერი
ეკვრის.
– ეჰ, ჰარი, ჰარი! – იძახის ტოთერო სიმწარეშერეული სინაზით,
მასთან მიდის და ხელს გადახვევს, – მე და შენ ერთმანეთს
ვგავართ, – დიდი მოქცეული სახე ნდობით შესცქერის ბაჭიას,
რომელიც ვერ მიმხვდარა, რაზეა საუბარი. მაგრამ მოგონებები
ამ კაცზე, მის ყოფილ მწვრთნელზე, აიძულებს, რომ სიტყვა არ
გააწყვეტინოს, – ჩვენ ვიცით, რა და როგორ. ჩვენ ვიცით... –
მიაღწევს თუ არა თავისი ტირადის დედააზრს, ტოთერო
გამოლენჩებულივით ჩერდება.
– ვიცით, ვიცით, – ამტკიცებს იგი და ხელს უშვებს.
– მეგონა, როცა გავიღვიძებდი, ჯენისზე ვისაუბრებდით, –
ამბობს ბაჭია. იგი იატაკიდან შარვალს იღებს და იცვამს. მისი
დაჭმუჭნილი შესახედაობა აშფოთებს, ახსენებს, როგორი
მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ამის გაფიქრებაზე
მუცელსა და ყელში ნერვიული სპაზმები ეწყება.
– ვისაუბრებთ, ვისაუბრებთ, – ეთანხმება ტოთერო, – როგორც
კი ჩვენს საზოგადოებრივ ვალდებულებებს შევასრულებთ, –
პაუზა, – დაბრუნება გსურს? მითხარი, თუ გინდა.
ბაჭიას აგონდება იდიოტური ხვრელი ჯენისის პირში, ისიც, თუ
როგორ ეხეთქება განჯინის კარი ტელევიზორს.
– ღმერთმა დამიფაროს.
ტოთერო
აჩერებს.
აღფრთოვანებულია,
ბედნიერებისგან
ენას
არ
– შესანიშნავია, შესანიშნავი, ჩავიცვათ. ბრუერში ჩაუცმელები
ვერ წავალთ. სუფთა პერანგი გინდა?
53
– თქვენი არ მომერგება.
– რატომ, ჰარი? რა ზომას იცვამ?
– ორმოცდაორს.
– მეც! ზუსტად! შენს სიმაღლესთან შედარებით, მოკლე
ხელები გაქვს. შესანიშნავია, ჰარი. სიტყვებით ვერც კი აგიხსნი,
რას ნიშნავს ჩემთვის ის, რომ, როცა დახმარება დაგჭირდა,
ჩემთან მოხვედი. მთელი ამ წლების განმავლობაში, – ამბობს
იგი, თვითნაკეთი კამოდიდან პერანგს იღებს და ცელოფანის
სახვევს აძრობს, – მთელი ამ წლების განმავლობაში ისე ხდება,
რომ ისინი ჩემს ხელებში გაივლიან და უკვალოდ ქრებიან. და
არასოდეს უკან აღარ ბრუნდებიან, ჰარი, აღარასოდეს
ბრუნდებიან.
ჰარი გაოცებულია, გრძნობს და დაბინდულ სარკეშიც ხედავს,
რომ ტოთეროს პერანგი თითქოს საგანგებოდ მისთვისაა
შერჩეული. როგორც ჩანს, ისინი ერთმანეთისგან, ძირითადად,
მხოლოდ ფეხების სიგრძით განსხვავდებიან.
ტოთერო კვლავ გაუთავებლად ლაქლაქებს სიამაყით აღვსილ
დედასავით და მის ჩაცმას შეჰყურებს. ახლა, როცა ბაჭია
მიხვდა, რის გაკეთებას აპირებენ, მას დაბნეულობა აღარ
ეტყობა, სიტყვებმაც მეტი აზრი შეიძინა.
– გულს უხარია, – ამბობს იგი, – ახალგაზრდობა სარკის წინაა.
გამოტყდი, ჰარი, როდის გაერთე უკანასკნელად? ალბათ, კარგა
ხანი გავიდა, არა?
– წუხელ, – პასუხობს ბაჭია, – დასავლეთ ვირჯინიაში
გავემგზავრე და უკანაც დავბრუნდი.
– მოგეწონება ჩემი ქალბატონი, აუცილებლად მოგეწონება,
ნამდვილი ქალაქის ყვავილია, – განაგრძობს ტოთერო, –
ქალიშვილი, რომელიც მასთან ერთად მოვა, არასდროს
მინახავს. მითხრა, მსუქანიაო. მას ამქვეყნად ყველა მსუქანი
ჰგონია. ერთი განახვა, ჰარი, საჭმელს როგორ მიირთმევს!
ახალგაზრდული მადა სულ სხვაა. როგორ კარგად გაგინასკვავს
ჰალსტუხი. ახლანდელმა თაობამ იმდენი რამ იცის, მე რომ არც
კი დამსიზმრებია.
– ჩვეულებრივი უინძორია.[6]
54
ჩაცმის შემდეგ ბაჭია კვლავ მშვიდდება. გამოღვიძებამ
როგორღაც იმავე სამყაროში დააბრუნა, რომელშიც რამდენიმე
საათის წინ იყო. აღარ აწუხებდა ჯენისის მომაბეზრებელი
სიახლოვე, აღარ ესმოდა შვილის ხმაურიანი მოთხოვნები,
ვეღარც საკუთარი სახლის კედლებს ხედავდა. თვითონაც არ
იცოდა, რას აკეთებდა. მაგრამ ახლა ეს რეფლექსები
ზედაპირული ნაკაწრებივით გაქრა და წინა პლანზე უფრო
ღრმა
ინსტინქტებმა
გადმოინაცვლა,
რომლებიც
არწმუნებდნენ, რომ არ ცდებოდა. იგი თავისუფლებას
შეისუნთქავდა, რომელიც ჟანგბადივით უხვად იყო მის
ირგვლივ. ტოთერო გრიგალს განასახიერებდა, შენობა, სადაც
იმყოფებოდა, და დასახლების ქუჩები მხოლოდ სივრცისკენ
მიმავალ კიბეებსა და გზებს წარმოადგენდა. თავისუფლება,
რომელშიც მსოფლიო ქაოსი მისი ნებისყოფის მცირედი
დაძაბვით დაკრისტალდა, იმდენად დასრულებული და
სრულყოფილია, რომ ყველა გზა თანაბრად მშვენიერი ეჩვენება,
ყველა მოძრაობა ერთნაირად ნაზად მოელამუნება კანზე, ის კი
არა და, ტოთერომ რომ განუცხადოს, ორი ქალის მაგივრად ორ
თხას უნდა შევხვდეთ, და ბრუერის ნაცვლად ტიბეტში
მივემგზავრებითო, კვლავაც ისეთივე ბედნიერების განცდა
ექნება. იგი დიდი გულმოდგინებით იკეთებს ჰალსტუხს,
თითქოს უინძორის კვანძის ხაზები, ტოთეროს პერანგის
საყელო და საკუთარი კისრის ფუძე ვარსკვლავის სხივები
ყოფილიყოს, რომლებიც ამ პროცესის დასრულებისთანავე
სამყაროს კიდეებამდე გადაიჭიმება. და საერთოდ, იგი დალაი
ლამაა. მისი მხედველობის არის კუთხეში ღრუბლად
გადაქცეული ტოთერო ფანჯარასთან მოცურავს.
– ჩემი მანქანა ისევ აქაა? – ეკითხება ბაჭია.
– ლურჯი? აქაა. ფეხზე ჩაიცვი.
– საინტერესოა, ვინმემ თუ შეამჩნია. სანამ მეძინა, რაიმე
საუბრისთვის ხომ არ მოგიკრავთ ყური? – ბაჭიას აგონდება,
რომ
მისი
თავისუფლების
თვალუწვდენელ
სუფთა
სიცარიელეში ლაქებიც არსებობს: მისი ცოლი, მათი სახლი,
ბავშვები – პატარ-პატარა გუნდებად დაყოფილი მრავალი
საზრუნავი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დროის სრბოლას
ისინი ასე სწრაფად გაედნო, მაგრამ ტოთეროს პასუხის
მიხედვით, ეს სწორედ ასე უნდა იყოს.
– არა, – პასუხობს ტოთერო და დასძენს, – თუმცა იქ არ
55
ვყოფილვარ, სადაც შენზე შეეძლოთ ლაპარაკი.
ბაჭიას
ის
აცოფებს,
რომ
ტოთეროსთვის
თანამგზავრია გასართობ მგზავრობაში.
მხოლოდ
– დღეს სამუშაოზე უნდა გავსულიყავი, – უხეშად ამბობს იგი,
თითქოს ყველაფერში მოხუცი ყოფილიყოს დამნაშავე, – შაბათი
ჩემთვის დიდი დღეა.
– სად მუშაობ?
– იაფი საქონლის მაღაზიებში სამზარეულო მოწყობილობა
«მაგიურ სახეხელას» ვუწევ რეკლამას.
– კეთილშობილური პროფესიაა, – ამბობს ტოთერო და
ფანჯარას ზურგს აქცევს, – ბრწყინვალეა, ჰარი. როგორც იქნა,
ჩაცმული ხარ.
– სავარცხელი ხომ არ მოგეძევებათ? ტუალეტშიც უნდა
შევიარო.
ქვემოთ სპორტული ასოციაცია «მზის შუქის» წევრები
ყოველგვარ სულელურ ხუმრობას ხმაურიანი სიცილხარხარითა და მხიარულებით ეგებებიან. ბაჭია წარმოიდგენს,
თუ როგორ ჩაუვლის მათ და შეკითხვას სვამს:
– მითხარით, აუცილებელია, ყველამ დამინახოს?
ტოთერო აღშფოთებას ვერ მალავს, როგორც თავის დროზე,
ვარჯიშისას, როდესაც ბიჭები, საქმის კეთების მაგიერ, ფარქვეშ
ლაზღანდარობას იწყებდნენ.
– ვისი გეშინია, ჰარი? იმ საცოდავი ბუჭყა ჯენის სპრინგერის?
ადამიანებს გადაჭარბებულად აფასებ. იგი არავის ადარდებს.
ახლა ჩვენ ავდგებით და ქვევით ჩავალთ. ოღონდ ტუალეტში
არ შეყოვნდე. სხვათა შორის, შენგან ჯერ მადლობის მსგავსიც
კი არ მომისმენია იმის გამო, რაც გაგიკეთე და კიდევ ვაკეთებ.
იგი ჯაგრისიდან სავარცხელს იღებს და ჰარის უწვდის.
იმის შიში, რომ თავისუფლება ჩაუმწარდება, ბაჭიას უბრალო
მადლობის სიტყვების თქმაში ხელს უშლის.
– გმადლობთ, – ჩაიბურტყუნებს ტუჩებმოკუმული.
ისინი ქვევით ჩადიან. ტოთეროს ნათქვამის მიუხედავად,
56
ყველა მამაკაცი – ძირითადად, მოხუცები, მაგრამ არც იმდენად,
რომ მათ უფორმო სხეულებს საბოლოოდ დაჰკარგოდათ
გულისამრევი სიმხნევე, – ინტერესით შეჰყურებს მას. ტოთერო
კი მისი წარდგენით არ იღლება:
– ფრედ, ეს ჩემი საუკეთესო მოწაფეა, შესანიშნავი
კალათბურთელი ჰარი ენგსტრომი. შენ, ალბათ, გახსოვს ეს
სახელი გაზეთებიდან. მან ორჯერ დაამყარა ოლქის რეკორდი –
პირველად 1950-ში, მერე კი თვითონვე გააუმჯობესა 1951-ში. ეს
გასაოცარი შედეგი იყო.
– რას მეუბნები, მარტი!
– ჰარი, თქვენი გაცნობა ჩემთვის დიდი პატივია.
ცოცხალი, მაგრამ უფერული თვალებით – მუქი პირივით
გადღაბნილი ლაქებით, – ლამის შეჭამონ მისი, ამ
ადგილისთვის უცნაური ფიგურა, შემდეგ კი მომჟავო
შთაბეჭდილებებს ქვევით გზავნიან, რათა თავიანთ საზიზღარ,
ლუდისგან გაბერილ მუცლებში მოინელონ. ბაჭიასთვის ცხადი
ხდება, რომ ტოთერო მათთვის მხოლოდ მასხარაა, და მის
მაგივრადაც რცხვენია და საკუთარი თავის გამოც. იგი
ტუალეტს აფარებს თავს. დასაჯდომზე საღებავი აქერცლილა,
უნიტაზი ერთიანად ცხელი წყლის ონკანიდან ჩამონაწვეთი
ჟანგიანი წყლის ნაჟონებითაა დაფარული. საკვირველია
ნამცეცა ოთახის სიმაღლე. ერთი კვადრატული იარდის ტოლ
ჭერს სქელი აბლაბუდა აჰკვრია, რომელშიც თეთრ აფსკში
გახვეული ბუზები ჰკიდია. თუ აქამდე ბაჭია დათრგუნვილი
იყო, ახლა ლამის დამბლა დაეცეს. იგი გამოდის, კოჭლობით
მოსიარულე და მანჭვა-გრეხაში გართულ ტოთეროს უერთდება
და ორივენი, თითქოს სიზმარში არიანო, იქაურობას ტოვებენ.
ტოთერო
მის
მანქანაში
მიძვრება.
ბაჭია
ბრაზობს
დაუპატიჟებელი შემოჭრის გამო, მაგრამ სიზმრის წესების
მიხედვით, ზედმეტ შეკითხვებს თავს არიდებს, საჭესთან
ჯდება და როდესაც მისი ხელ-ფეხი ბერკეტებსა და
სატერფულებთან კონტაქტს განაახლებს, კვლავ ძლიერდება.
სველი, დატკეპნილი თმა თავზე მჭიდროდ ეკვრის.
– მაშასადამე, თქვენი აზრით, ჯენისთან ერთად უნდა დამელია
ხოლმე, – ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობს იგი.
– გულის კარნახით იმოქმედე, – ურჩევს ტოთერო, – გული
ჩვენი ერთადერთი მრჩეველია, – მისი დაღლილი ხმა თითქოს
57
შორიდან ისმის.
– ბრუერში?
პასუხად დუმილია.
ბაჭია მანქანას დაძრავს, პოტერ-ავენიუზე შეუხვევს, რომლის
გასწვრივაც გაყვანილ არხში ადრე ხელოვნური ყინულის
ფაბრიკიდან წყალი მოედინებოდა, მერე მარჯვნივ მიდის,
უილბერ-სტრიტიდან შორს, სადაც მისი ბინა მდებარეობს.
კიდევ ორი მოსახვევი და ცენტრალურ ქუჩაზე გადის, რომელიც
მთას ბრუერის მიმართულებით უვლის გარს. მარცხნივ მიწა
ღრმა ნაპრალს ესაზღვრება, რომლის ძირშიც განიერი და
სწრაფი მდინარე მიედინება. გაჭენებული ცხენი. მარჯვნივ
განათებული ბენზინის სვეტები მოჩანს, ციმციმებენ ნაირფერი
ნათურების გირლანდები, მანქანების ფარები პროტესტს
გამოთქვამენ.
რაც უფრო იშვიათდება შენობები, მით მეტს ლაქლაქებს
ტოთერო.
– ჰარი, ჩვენ ახლა ქალბატონებს შევხვდებით. წარმოდგენა არა
მაქვს, მეორე ვინ არის, მაგრამ ვიცი, რომ ჯენტლმენივით
მოიქცევი. თავს ვდებ, რომ ჩემი მეგობარი მოგეწონება.
შესანიშნავი ქალიშვილია, ჰარი. დაბადებიდანვე ყველა
გარემოება მის წინააღმდეგ იყო, თუმცა მან დიდი საქმე
გააკეთა.
– ასეთი რა ქნა?
– ისინი ბრძოლაში გამოიწვია. ეს არის მთელი საიდუმლო –
ბრძოლაში გამოწვევა. არ მეთანხმები, ჰარი? მე ბედნიერი ვარ,
ბედნიერი, და პატივად ვთვლი, რომ მასთან თუნდაც ამგვარი,
ასე ვთქვათ, ძალზე შორეული ურთიერთობა მაქვს.
– მართლა?
– იცი თუ არა, ჰარი, რომ ახალგაზრდა ქალებს მთელი სხეული
თმით აქვთ დაფარული?
– ამაზე არ დავფიქრებულვარ, – ბაჭიას ყელზე ზიზღი ეხვევა.
– შენც ადექი და დაფიქრდი, – განაგრძობს ტოთერო, –
დაფიქრდი. ისინი მაიმუნები არიან, ჰარი. ქალები მაიმუნები
არიან.
58
ამას ისეთი სერიოზული
უნებლიეთ ეცინება.
ტონით
ამბობს,
რომ
ბაჭიას
ტოთეროც იცინის და ახლოს უჩოჩდება.
– მაგრამ ჩვენ ისინი გვიყვარს, ხომ ასეა, ჰარი? რატომ გვიყვარს?
მიპასუხე, ჰარი, და შენ ყოფიერების საიდუმლოს ამოხსნი, –
იგი ერთ ადგილზე ვერ ისვენებს, ფეხებს მოუსვენრად
ამოძრავებს, იხრება, ბაჭიას მხარზე ხელს უტყაპუნებს, მერე
უკან გადაწვება, ფანჯარაში იყურება, კვლავ ბაჭიასკენ
ტრიალდება და ისევ მხარზე ურტყამს ხელს, – მე საშინელი
ადამიანი ვარ, ჰარი. ადამიანი, რომელიც ზიზღს იწვევს. ახლა
რაღაცას
გეტყვი,
ჰარი,

მას
ადრეც
უყვარდა,
მწვრთნელობისას, ყველასთვის რაღაცის თქმა, – ჩემი ცოლი
ამტკიცებს, რომ მე სხვა ადამიანებში ზიზღს აღვძრავ. მაგრამ
თუ იცი, ეს ყველაფერი რით დაიწყო? მისი კანიდან. ერთხელ,
ათას ცხრაას ორმოცდასამი თუ ორმოცდაოთხი წლის
გაზაფხულზე, ომის დროს, ჩემი ცოლის კანი უეცრად საძაგელი
გახდა. თითქოს ათასი ხვლიკის ტყავისგან შეუკერავთო. თანაც
ცუდად. წარმოგიდგენია? იმის შეგრძნებამ, რომ მისი კანი
ცალკეული ნაჭრებისგან შედგებოდა, თავზარი დამცა! მისმენ,
ჰარი? არა, არ მისმენ. შენ იმას ფიქრობ, ნეტავ ამ კაცთან რატომ
მოვედიო.
– მე ის უფრო მაწუხებს, რაც თქვენ დილით ჯენისის შესახებ
მითხარით.
– ჯენისი! ჩემო ბიჭუნი, მოდი, ნუ ვილაპარაკებთ ჯენის
სპრინგერის მსგავს პატარა იდიოტებზე. დღეს ჩვენი საღამოა.
სიბრალული სხვა დროისთვის გადავდოთ. ხიდან ნამდვილი
ქალები ცვივიან, – იგი ხელებით უჩვენებს, ეს როგორ ხდება, –
დაიჭერ და შენია!
თუმცა ბაჭია ხვდება, რომ მოხუცს თავში მთლად ყველაფერი
რიგზე არა აქვს, მას მაინც შეიპყრობს მოუთმენლობა. ისინი
მანქანას
უაიზერ-სტრიტის
შორიახლოს
აჩერებენ
და
ქალიშვილებს ჩინური რესტორნის შესასვლელთან ხვდებიან.
ჟოლოსფერი ნეონის განათების ქვეშ მდგარი ქალები
ყვავილებივით ეფემერულები არიან. წითელი შუქი მათ ფაფუკ
თმას ოდნავი ჭკნობის შეფერილობას აძლევს. ბაჭიას ეჩვენება,
რომ გული ამოუვარდა, მას გადაასწრო და ქვაფენილზე ყრუ
კაკუნით წინ მიისწრაფვის. როდესაც მივლენ, ტოთერო მას
59
მარგარეტს აცნობს:
– მარგარეტ კოსკო, ჰარი ენგსტრომი, ჩემი საუკეთესო
სპორტსმენი. ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა ორი
ასეთი სახელგანთქმული ახალგაზრდა ერთმანეთისთვის
გამეცნო, – მოხუცის ქცევაში უცნაური რიდი იგრძნობა. ახლა,
ალბათ, ჩაახველებს კიდეც.
ამ გადაჭარბებული შექების შემდეგ ბაჭია გაოცებით აღმოაჩენს,
რომ მარგარეტი მხოლოდ და მხოლოდ ჯენისის ასლია –
ისეთივე მიწისფრად ფერმიხდილი ბუჭყა, იგივე შეუვალი
სიჯიუტე.
იგი
ტუჩების
შეუმჩნეველი
მოძრაობით
ლუღლუღებს:
– რუთ ლენარდი, მარტი ტოთერო და თქვენ, როგორც გქვიათ.
– ჰარი, – ამბობს ბაჭია, – იგივე ბაჭია.
– მართალია! – შესძახებს ტოთერო, – ბიჭები ბაჭიას გეძახდნენ,
მე კი დამავიწყდა, – იგი ჩაახველებს.
– საკმაოდ დიდი ბაჭიაა, – შენიშნავს რუთი.
მარგარეტის გვერდით იგი მსუქანი ჩანს, მაგრამ არცთუ
ძალიან. მკვრივი უფრო ეთქმის, მაგრამ მაღალია. მართკუთხა
ბუდეებში მქრქალი ცისფერი თვალები უზის. მსხვილი
თეძოები კაბაში ძლივს ეტევა. ჭუჭყისფრად წითური თმა
კეფაზე აქვს ატანილი. მის უკან, ბორდიურის გასწვრივ,
მრიცხველები მოჩანს წითელი ენებით, ლილისფერ თასმებში
მოქცეულ ფეხებთან კი ტროტუარის ოთხი ფილა ერთმანეთს X
ასოდ ერწყმის.
– მე მხოლოდ გარეგნულად ვარ დიდი, – ამბობს იგი.
– მეც, – ეხმაურება რუთი.
– ღმერთო ჩემო, როგორ მშია, – მიმართავს ბაჭია ყველას
ერთად, რათა რამე მაინც თქვას, თან რატომღაც ტანში
აჟრჟოლებს.
– შიმშილი, შიმშილი, – აიტაცებს მის სიტყვებს ტოთერო,
რომელიც გახარებულია, რომ სალაპარაკო თემა შემოუგდეს, –
საით ამჯობინებენ წასვლას ჩემი პატარები?
– აქეთ? – ეკითხება ჰარი.
60
იმის მიხედვით, თუ როგორ უყურებენ მას ქალები, ბაჭია
ხვდება, რომ მართვის სადავეები ხელში უნდა აიღოს. ტოთერო
კიბორჩხალასავით უკან იხევს და შემთხვევით გვერდით
ჩავლილ ხანდაზმულ წყვილს ეჯახება. სახეზე გაოცებული
გამომეტყველება უჩნდება და ისე ენაწყლიანად ბოდიშობს,
რომ რუთი თავშეუკავებლად ხარხარებს. მისი სიცილი
ასფალტზე დაყრილი მონეტებივით მთელ ქუჩას ედება. ეს
ბგერები დაძაბულობას ხსნის და ბაჭია გრძნობს, როგორ ივსება
თბილი ჰაერით მკერდის კუნთებს შორის არსებული სივრცე.
ტოთერო პირველი მიძვრება შუშის კარში, მას მარგარეტი
მისდევს, რუთი ბაჭიას ხელკავს გამოსდებს და ეუბნება:
– მე თქვენ გიცნობთ. დასავლეთ ბრუერის საშუალო სკოლაში
ვსწავლობდი და ორმოცდათერთმეტში დავამთავრე.
– მეც ასევე.
გამოდის, თანატოლები არიან. ბაჭიას ეს ახარებს, როგორც მისი
ხელისგულის შეხება, თითქოს ორივე მათგანმა ქალაქის
სხვადასხვა ბოლოში მდებარე სკოლაში ერთი და იგივე რამ
ისწავლა და ცხოვრების შესახებაც მსგავსი შეხედულებები
ჩამოუყალიბდათ. ორმოცდათერთმეტი წლის გამოშვების
შეხედულებები.
– თქვენ ჩვენ დაგვამარცხეთ, – ამბობს იგი.
– საძაგელი გუნდი გყავდათ.
– არაფერიც. მე სამ მოთამაშესთან ვმეგობრობდი.
– სამივესთან ერთად?
– ასე გამოვიდა.
– იმიტომაც ჰქონდათ მათ დაღლილი სახეები.
იგი კვლავ იცინის, ასფალტზე ისევ ცვივა მონეტები, და თუმცა
ბაჭიას თავისი სიტყვების რცხვენია, ქალი ძალზე გულთბილი
ჩანს, წლების წინ კი, შესაძლოა, ლამაზიც იყო. მართალია,
სახეზე ცუდი ფერი ადევს, მაგრამ ამას ხშირი თმის მიხედვით
ასკვნის.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბაჭია, გაიქეცი - 05
  • Parts
  • ბაჭია, გაიქეცი - 01
    Total number of words is 3433
    Total number of unique words is 2215
    26.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 02
    Total number of words is 3499
    Total number of unique words is 2225
    26.3 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 03
    Total number of words is 3427
    Total number of unique words is 2194
    25.0 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 04
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2072
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 05
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 1933
    30.2 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 06
    Total number of words is 3617
    Total number of unique words is 1984
    27.5 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 07
    Total number of words is 3493
    Total number of unique words is 2095
    28.6 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 08
    Total number of words is 3486
    Total number of unique words is 2109
    28.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 09
    Total number of words is 3502
    Total number of unique words is 2013
    31.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 10
    Total number of words is 3544
    Total number of unique words is 2147
    28.5 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 11
    Total number of words is 3569
    Total number of unique words is 2032
    32.7 of words are in the 2000 most common words
    47.7 of words are in the 5000 most common words
    55.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 12
    Total number of words is 3510
    Total number of unique words is 2059
    30.6 of words are in the 2000 most common words
    45.5 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 13
    Total number of words is 3591
    Total number of unique words is 1943
    33.0 of words are in the 2000 most common words
    47.2 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 14
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 2083
    30.7 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 15
    Total number of words is 3577
    Total number of unique words is 2014
    32.1 of words are in the 2000 most common words
    46.9 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 16
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 2146
    29.1 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 17
    Total number of words is 3593
    Total number of unique words is 2071
    31.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 18
    Total number of words is 3688
    Total number of unique words is 1980
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 19
    Total number of words is 3592
    Total number of unique words is 2047
    31.0 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 20
    Total number of words is 3531
    Total number of unique words is 2076
    29.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 21
    Total number of words is 3534
    Total number of unique words is 2055
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 22
    Total number of words is 36
    Total number of unique words is 35
    22.8 of words are in the 2000 most common words
    36.9 of words are in the 5000 most common words
    39.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.