Latin

ბაჭია, გაიქეცი - 14

Total number of words is 3522
Total number of unique words is 2083
30.7 of words are in the 2000 most common words
45.0 of words are in the 5000 most common words
52.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მიწისქვეშეთიდან ელაპარაკებოდა. ყრუ ხმა რომელიღაც
აკლდამიდან გამოდიოდა. რუთის საძინებელი ოთახი
ნახევრად ჩაბნელებულია. ქუჩის ფარანი, დაბლა დაწეულ
მთვარესავით, ჩრდილში ხვევს სავარძელს, დამძიმებულ
საწოლს, დაჭმუჭნილ ზეწარს, რომელიც მოიცილა, როდესაც
მიხვდა, რომ ტელეფონი გაჩერებას არ აპირებდა. მოპირდაპირე
მხარეს
ეკლესიის
კაშკაშა
როზეტი-ფანჯარა
კვლავაც
განათებულია – ლილისფერი, ოქროსფერი, ლურჯი და მწვანე
სხვადასხვაგვარი ზარების ხმებსა ჰგავს. ბაჭიას სხეული,
ნერვებისა და ძვლების კონსტრუქცია, ისე წკარუნებს და
თრთის, თითქოს მოვერცხლისფრო კანი თავიდან ფეხებამდე
პატარა ზანზალაკებით ყოფილიყოს დაფარული. საინტერესოა,
ეძინა თუ არა, და თუ ეძინა, რამდენ ხანს – ათი წუთი თუ
ხუთი საათი. იგი პოულობს თავის საცვლებს, სკამზე
გადაკიდებულ შარვალს და იცვამს. ხელები უკანკალებს,
თვალწინ განათებული წყვდიადი შარიშურობს. თეთრი
პერანგი
ბალახებში
ერთ
ღრუბლად
შეგროვილი
ციცინათელებივით მიცურავს. წამით ჩერდება, სანამ შიგ ხელს
შეყოფს, და ამ შეხებისგან ეს გროვა საიმედო, მკვდარ
ქსოვილად იქცევა, რომელიც მას პირქუში, სიმძიმისგან
ჩაზნექილი საწოლისკენ მიაქვს.
– ყური დამიგდე.
გადასაფარებლის ქვეშ მოქცეული გრძელი ხორგი არ პასუხობს.
ბალიშზე მხოლოდ მუქი კულული მოჩანს. ბაჭია გრძნობს, რომ
რუთს ღვიძავს.
– მომისმინე. უნდა წავიდე.
პასუხი არ ისმის. თუკი ქალს არ ეძინა, ყველაფერს მოისმენდა,
რაც მან ტელეფონით ილაპარაკა, მაგრამ ასეთი რა თქვა? ბაჭიას
216
აღარაფერი ახსოვს, გარდა იმისა, რომ მას მიაგნეს. მძიმე და
მდუმარე რუთი საწოლზე წევს, ტანი დაფარული აქვს. ისეთი
თბილი ღამეა, რომ ერთი ზეწარიც საკმარისია, რუთმა კი, ცივაო
და საბანი დაიხურა. მეტი არც არაფერი უთქვამს. არ უნდა
ეიძულებინა. თვითონაც არ იცის, ეს რატომ გააკეთა, თუმცა
იმწამს ეგონა, რომ ასე იყო საჭირო. ფიქრობდა, რომ ქალს
მოეწონებოდა, დამცირება მაინც მოეწონებოდა. თუ არ
უნდოდა, უარი რატომ არ უთხრა. სხვათა შორის, ამის იმედი
ჰქონდა. თითების ბოლოებით სულ სახეზე ეფერებოდა.
სურდა, აეყენებინა ქალი, მოჰფერებოდა, მადლობა გადაეხადა
და ეთქვა: საკმარისია, შენ კვლავ ჩემი ხარ, მაგრამ შეჩერებას
ვეღარ ახერხებდა და სულ ფიქრობდა: ცოტაც, კიდევ ერთი
წამი, მაგრამ დაგვიანდა და ყველაფერი დამთავრდა. უზომო
სიამაყის შეგრძნებაც მაშინვე სადღაც გაქრა. სამაგიეროდ
სირცხვილი გაჩნდა.
– ჩემი ცოლი მშობიარობს. მის სანახავად უნდა წავიდე.
რამდენიმე საათში დავბრუნდები. მიყვარხარ.
დაფარული სხეული და საბნის ქვეშიდან მომზირალი
ნახევარმთვარისებრი თმის კულული არც კი ირხევა. აშკარად
დარწმუნებული, რომ ქალს არ სძინავს, ბაჭია ფიქრობს, ხომ არ
მოვკალიო. სასაცილოა, ეს ვერ მოკლავდა. სად ეს და სად
სიკვდილი. მაგრამ ამის გაფიქრებაც კი დამბლას სცემს, ხელს
უშლის, რომ მიუახლოვდეს, შეეხოს, მოსმენა აიძულოს.
– რუთ, მე უნდა წავიდე, ეს ჩემი შვილია, ის კი ისეთი იდიოტია,
რომ მარტო ამას ვერ გაუმკლავდება. პირველი მშობიარობა
ძალზე მძიმე ფორმებში ჰქონდა. იქ უნდა ვიყო.
შესაძლოა, სხვაგვარად უნდა გადმოეცა თავისი აზრი, მაგრამ
ცდილობს, აუხსნას, ქალის აპათიურობა კი აშინებს და
აღიზიანებს კიდეც.
– მომისმინე, რუთ.
დავბრუნდები. რუთ!
თუ
არაფერს
მეტყვი,
აქ
აღარ
ქალი კვლავ არ ინძრევა. იგი ბრეზენტგადაფარებულ
დავარდნილ ცხოველს ან საავტომობილო კატასტროფაში
მოყოლილ მსხვერპლს ჰგავს. ბაჭია გრძნობს, რომ, თუ
მიუახლოვდება და წამოსწევს, ქალი გაცოცხლდება, მაგრამ ვერ
იტანს, როცა მასზე ზეწოლას ახდენენ და ბრაზობს. იგი პერანგს
იცვამს, პიჯაკსა და ჰალსტუხს გვერდზე მოისვრის, მაგრამ
217
წინდების ჩაცმას
წებოვანი გაუხდა.
ვერაფრით
ახერხებს

ფეხისგულები
***
როდესაც კარი იხურება, ქალს აუტანელი სევდა პირში ზღვის
წყლის გემოს უქრობს და მკვრივი ბურთივით ისე მოაწვება
ყელში, რომ იძულებულია, წამოჯდეს, რათა არ გაიგუდოს.
უჩინარი თვალებიდან ცრემლები მოედინება და პირის
კუთხეებში მლაშე კვალს ტოვებს, მისი სახლის ცარიელი
კედლები კი სიმკვრივესა და რეალობას იძენს. ასე დაემართა
თოთხმეტი წლის ასაკში, როდესაც მთელი სამყარო – ხეები,
მზე, ვარსკვლავები, – ყველაფერი უეცრად თავის ადგილზე
დადგებოდა, მას რომ მოეხერხებინა და ოციოდე გირვანქით
გამხდარიყო, მხოლოდ ოცი გირვანქით, რაც უფალი
ღმერთისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა –
მინდვრის უბრალო ყვავილიც კი ხომ მისი შექმნილი იყო.
ოღონდ ახლა ეს არ სჭირდება, ხვდება, რომ ეს ცრურწმენაა. მას
მხოლოდ იმის დაბრუნება სურს, რაც ორიოდე წუთის წინ
ჰქონდა. უნდა, მის გვერდით ის იყოს, ის, გულკეთილი
ადამიანი, რომელიც ახერხებდა, რომ იგი ყვავილად ექცია,
სხეულისგან გამოეთავისუფლებინა და ბუმბულის სიმსუბუქე
მიენიჭებინა. ჩემო საყვარელო, ასე მიმართავდა კაცი, და
ამჯერადაც ასე რომ დაეძახა, აუცილებლად უპასუხებდა და
ბაჭია კვლავ ამ ოთხ კედელში იქნებოდა. არა. მან ჯერ კიდევ
პირველ ღამეს იცოდა, რომ ცოლი გაიმარჯვებდა, ცოლები
მაგრად ებღაუჭებიან თავისას. იგი თავს საზიზღრად გრძნობს,
გულისრევის შეგრძნება ყველაფერს ავიწყებს, სააბაზანოში
შედის, ცივ მეტლახზე ჩაიჩოქებს და უნიტაზში წყლის წყნარ
ოვალს დასცქერის, თითქოს მას მისი დახმარება შეეძლოს.
იქნებ ახლა არც კი აღებინოს, უბრალოდ იმიტომ დგას, რომ
მოსწონს ასე დგომა, შიშველი ხელი უნიტაზის ყინულივით ცივ
ფაიფურის კიდეზე უდევს, იგი ეჩვევა სიმძიმეს კუჭში,
რომელიც არ იხსნება და მასთან რჩება, ქალი ბინდბუნდში
იძირება და ფიქრობს: ის, რისგანაც ცუდად გრძნობს თავს,
გარკვეულწილად მისი მეგობარიც კი არის.
218
***
გზას რუთის სახლიდან საავადმყოფომდე ბაჭია სირბილით
გადის. ერთი კვარტალი სამარ-სტრიტის გავლით, შემდეგ
უაიზერ-სტრიტის პარალელური იანგკვისტი, სადაც აგურის
საცხოვრებელი სახლები, დაწესებულებები და საწარმოებია:
ტყავის სუნით გაჟღენთილი ფეხსაცმლის სახელოსნოები,
ჩაბნელებული საკონდიტროები, სადაზღვევო კომპანიები,
რომელთა ფანჯრებზეც ქარიშხლით მიყენებული ზიანის
ამსახველი ფოტოსურათებია გამოკრული, უძრავი ქონებით
მოვაჭრე კანტორები ოქროსასოიანი აბრებით, წიგნის მაღაზია.
იანგკვისტ-სტრიტი ძველებური ხის ხიდით გადაკვეთს
სარკინიგზო ლიანდაგებს, რომლებიც გამურულ, თითქოს
ხავსით დაფარულ ქვის კედლებს შორის ქალაქის ცენტრზე
გადის ღრმა და ბნელი ხეობის გასწვრივ დაჭიმული ლითონის
სადენებივით და დაისის ვარდისფერ ანაბზინში მოლივლივე
მდინარესავით ირეკლავს რკინიგზის ქუჩაზე მდებარე
სასადილოების ნეონის განათებას. ქვემოდან მუსიკის ხმა
აღწევს. ძველი ხიდის სქელი, ორთქლმავლის კვამლისგან
გაშავებული ფიცრები ბაჭიას ფეხებქვეშ გრუხუნებს. იგი
პატარა დაბაში გაიზარდა და სულ იმის შიში აქვს, რომ ქალაქის
ჯურღმულებში ვინმემ დანა არ გაუყაროს. იგი ტემპს უმატებს.
ქვაფენილი
ფართოვდება,
ჩნდება
ავტოსადგომებთან
დაყენებული მრიცხველები და ახალი ბანკი მძღოლებისთვის –
მათ მანქანიდან გადმოუსვლელად შეუძლიათ მომსახურების
მიღება – ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის ძველებური
შენობის პირდაპირ. ბაჭია მოსახვევში კუთხეს ჩამოჭრის
ასოციაციასა და ცნობილ კირქვის ეკლესიას შორის, რომლის
ტყვიისჩარჩოიანი ფანჯრებიდან ბიბლიური სცენები ქუჩაში
უკანა მხრით მოჩანს. ვერაფრით გაუგია, რა არის მათზე
გამოსახული. ასოციაციის მაღალი ფანჯრიდან ბილიარდის
ბურთების კაკუნი ისმის, სხვა მხრივ კი შენობის ფართო
კედელს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობა. გვერდითი მინის
კარიდან ჩანს, თუ როგორ გვის მოხუცი ზანგი აკვარიუმივით
მწვანედ განათებულ ვესტიბიულს. ბაჭია ფეხქვეშ რომელიღაც
ხის ხორციან თესლს გრძნობს. ტროპიკული მცენარის მსგავსი
წვრილი ფოთლები შავი შუბებივით გამოშვერილა მუქი
ყვითელი ცის ფონზე. ეს ხეები ჩინეთიდან, ბრაზილიიდან ან
რომელიმე სხვა ქვეყნიდან შემოტანილს ჰგავს, თორემ
ჭვარტლსა და მომწამვლელ ანაორთქლებს ვერ გაუძლებდნენ.
219
წმინდა
იოსების
საავადმყოფოს
ავტოსადგომზეც,
მოასფალტებულ ზოლიან კვადრატზე, ასეთივე ხეები
წამოზრდილა. მათი კენწეროების თავზე, პირქუშ ღია
სივრცეში, ბაჭია დამწუხრებულ მთვარეს ხედავს, წამით
შეშდება ასფალტზე გამოსახულ თავის მრუდე ჩრდილზე, რათა
თვალი შეავლოს ამ ციურ სხეულს, რომელზეც ლითონის
ელვარებით ირეკლება მისი ცხელი კანის ქვეშ გულზე
დადებული ლოდი, და მას საუბარს გაუბამს. ისე გააკეთე, რომ
ყველაფერი კარგად დამთავრდეს, ევედრება მთვარეს და უკანა
კარით შენობაში შედის.
ბაჭია ლინოლეუმით დაფარულ, ეთერით გაჟღენთილ ჰოლს
გაივლის და მაგიდასთან მიდის.
– ენგსტრომი, – მიმართავს საბეჭდ მანქანასთან მჯდომ
მონაზონს, – აქ ჩემი ცოლი უნდა იყოს.
ქალის ფუნთუშა, მრეცხავივით უბრალო სახე ტილოს
კუწუბებშია მოქცეული, რაც მრგვალი ფორმის გამომცხვარ
კექსს ამსგავსებს. იგი კარტოთეკაში იქექება და ღიმილით
პასუხობს: «დიახ».
წვრილი ლითონისჩარჩოიანი
ლოყებს ეყრდნობა.
სათვალე
ბალიშივით
სქელ
– შეგიძლიათ, აქ დაელოდოთ, – მიუთითებს იგი ვარდისფერი
ბურთულიანი კალმისტრით. მეორე ხელი საბეჭდი მანქანის
გვერდით უდევს შავი კრიალოსნის თასმაზე, რომელიც იავური
ხის ყელსაბამის მძივების სიდიდისაა, ოდესღაც ჯენისს
საშობაოდ რომ აჩუქა. ბაჭია დგას და შეკითხვის მოლოდინში
მონაზონს შესცქერის: სად დაიკარგეთ? რამდენი საათია,
თქვენი ცოლი აქაა. ვერ წარმოუდგენია, რომ ქალი მის
გამოჩენას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს. მისი მზერის
თანხლებით, კრიალოსანი მონაზვნის თონთლო, თეთრი, შუქის
უნახავი ხელით მაგიდიდან მუხლებზე გადაინაცვლებს.
დარბაზში კიდევ ორი მამაკაცი ზის. ეს მთავარი ჰოლია – ხალხი
შემოდის
და
გადის.
ბაჭია
ხელოვნური
ტყავის,
მოქრომულსახელურებიან სავარძელში ჯდება. შემაშფოთებელ
სიჩუმეში ლითონთან შეხებისგან ეჩვენება, რომ პოლიციის
განყოფილებაშია, ის ორნი კი პოლიციელები არიან, რომლებმაც
იგი დააკავეს. ისეთი სახე აქვთ, თითქოს მას ვერც კი ამჩნევენ.
ბაჭია მოუთმენლად იღებს მაგიდიდან კათოლიკურ ჟურნალს
220
– «დაიჯესტი მკითხველისთვის» და ცდილობს, წაიკითხოს
ამბავი ერთი ინგლისელი იურისტისა, რომელიც მონასტრის
საკუთრების
კონფისკაციის
შესახებ
ჰენრიხ
VIII-ის
გამოცემულმა კანონსაწინააღმდეგო აქტმა აღაშფოთა, რომის
კათოლიკური ეკლესიის წევრი გახდა, ბოლოს კი ბერადაც
აღიკვეცა. მამაკაცები ერთმანეთში ჩურჩულებენ, მამა-შვილს
ჰგვანან. უმცროსი გამუდმებით ხელებს მუშტავს და უფროსს
თავის ქნევით ეთანხმება.
შემოდის ეკლზი. იგი თვალებს ახამხამებს, თეთრი საყელოდან
გამხდარი კისერი მოუჩანს. ეკლზი მაგიდასთან მჯდომ
მონაზონს ესალმება და სახელით მიმართავს – დაო ბერნარდა.
ბაჭია დგება. ფეხები ბამბასავით აქვს. ეკლზი მასთან მიდის.
წარბებს შორის ნაცნობი ნაოჭი საავადმყოფოს შუქზე
სიმკაცრეს გამოხატავს. შუბლზე ლილისფერი ხაზები აქვს
ამოტვიფრული. თმა შეუკრეჭია, ყურებს უკან სუფთად
გაპარსული ადგილები ისე უბზინავს, როგორც ნაცარა
ბუმბული მტრედის კისერზე.
– მან თუ იცის, აქ რომ ვარ? – ბაჭიას არ ეგონა, რომ თვითონაც
ჩურჩულით ილაპარაკებდა, ზიზღით ისმენს საკუთარ
შეშინებულ, ყრუ ხმას.
– ვთხოვ, გადასცენ, თუ გონება არ დაუკარგავს, – ისე ხმამაღლა
პასუხობს ეკლზი, რომ მოჩურჩულე მამაკაცები თავს მაღლა
სწევენ.
ეკლზი და ბერნარდასთან მიდის. მონაზონი ლაყბობის
წინააღმდეგი არაა. ორივენი იცინიან: ეკლზი ბაჭიასთვის
კარგად ნაცნობი გაოცებული ხითხითით, და ბერნარდა კი
ფლეიტასავით სუფთა და წვრილი, ქალწულისებრი კისკისით –
ოღონდ მას ოდნავ ახშობს გახამებული ფურჩალები სახის
ირგვლივ. როდესაც ეკლზი მაგიდას სცილდება, ქალი იდაყვთან
კაბის განიერი ნაკეცებით დაფარული ტელეფონის აპარატიდან
ყურმილს იღებს.
ეკლზი ბრუნდება, ბაჭიას სახეში უყურებს, ოხრავს და ისეთი
სახით სთავაზობს სიგარეტს, თითქოს ეს ობლატი ყოფილიყოს,
რომლითაც მონანიების შემდეგ აზიარებენ. ბაჭია შეთავაზებას
თანხმდება. მრავალთვიანი თავშეკავების შემდეგ პირველი
ნაფაზი კუნთებს უდუნებს და დაჯდომას აიძულებს. ეკლზი
მის გვერდით მაგარ სკამზე ეშვება და საუბრის დაწყებას არც
221
კი ცდილობს. ბაჭიას წარმოდგენა არა აქვს, გოლფის გარდა, რის
შესახებ შეიძლება მასთან საუბარი, ანთებული სიგარეტი
ხელიდან ხელში უხერხულად გადააქვს, მაგიდიდან კიდევ
ერთ ჟურნალს იღებს, ოღონდ წინასწარ რწმუნდება, რომ
რელიგიას არ შეეხება – ეს «სეთედი ივნინგ პოსტია». ჟურნალი
იმ გვერდზე იშლება, სადაც ავტორი, ფოტოსურათის მიხედვით
იტალიელი, ჰყვება, თუ როგორ გაატარა ცოლთან, ოთხ შვილსა
და სიდედრთან ერთად სამი კვირა კანადის კლდოვან მხარეში
მოწყობილ კემპინგში სულ რაღაც ას ოც დოლარად, თუ არ
ჩავთვლით პირველ შენატანს პატარა თვითმფრინავის იჯარით
აღებისთვის. ბაჭიას გონებას სიტყვებიდან აზრი ვერ გამოაქვს,
სამაგიეროდ, გვერდებიდან ცვივა და გრიგალივით ტრიალებს,
იტოტება, პატარა, ბუნდოვანი სურათებით ჭრელდება –
მყვირალა ჯენისი, ახალშობილის თავი სისხლის გუბეში,
მკვეთრი ცისფერი შუქი, რომელიც ქალს თვალწინ უდგას, თუ
მას გონება არ დაუკარგავს, როგორც ეკლზმა თქვა, ქირურგის
წითელი ხელები რეზინის ხელთათმანებში, მისი დოლბანდის
ნიღაბი და ჯენისის შავი, ბავშვური ნესტოები – ისინი
ფართოვდება, როდესაც ანტისეპტიკის სუნს შეისუნთქავენ, და
ეს ხმა ყოველი მხრიდან ესმის, სუნს, რომელიც შეთეთრებულ
კედლებზე მორბის, სუნი იმისა, რასაც რეცხავენ, რეცხავენ, –
სისხლისა, ნარწყევი მასისა, – მანამ რეცხავენ, სანამ ზედაპირი
ვედროს შიგთავსის სუნს არ აიღებს, რომელიც ვერასდროს
ჩამოირეცხება, ვინაიდან კვლავ და კვლავ გაივსება ჩვენი
განავლით. ბაჭიას ეჩვენება, რომ მისი გული თბილ და ნოტიო
ნაჭერშია გახვეული. სავსებით დარწმუნებულია, რომ მისი
ცოდვების გამო ჯენისი ან ბავშვი აუცილებლად მოკვდება. ეს
ცოდვა
გაქცევის,
სისასტიკის,
უხამსობისა
და
პატივმოყვარეობის კონგლომერატია, მშობიარობის დროს
დაღვრილი სითხის შავი შენადედი. თუმცა შიგნეულობა
ეჭიმება, რათა ეს შენადედი გადმოაგდოს, შეცვალოს, უკან
დააბრუნოს, წაშალოს ჩადენილი საქციელი, მის გვერდით
მჯდომი მღვდლისკენ არ ტრიალდება და ჯიუტად განაგრძობს
ერთი და იმავე ფრაზის კითხვას შესანიშნავი შემწვარი
კალმახის შესახებ.
მისი შიშის ხის უშორეს ტოტზე ეკლზი ზის, შავი ფრინველი,
რომელიც ჟურნალებს ფურცლავს და საკუთარ თავს ეჯღანება.
ბაჭიას ეჩვენება, რომ იგი არარეალურია. მისთვის ყველაფერი
არარეალურია, რაც მისი შეგრძნებების მიღმაა. ხელისგულებში
222
ჩხვლეტას გრძნობს, რაღაც ხან ფეხებზე აწვება, ხან კეფაზე.
იღლიებქვეშ ექავება, როგორც ბავშვობაში, ჯექსონ-როუდზე
რომ მიქროდა, როცა სკოლაში აგვიანდებოდა.
– მისი მშობლები სად არიან? – ეკითხება ეკლზს.
– არ ვიცი, – პასუხობს გაოცებული ეკლზი, – მონაზონს
ვკითხავ, – იგი წამოდგომას აპირებს.
– არა, არა, ღვთის გულისთვის, ნუ წუხდებით.
ეკლზის საქციელი ჰარის აღიზიანებს – ისე იქცევა, თითქოს
მასპინძელი ყოფილიყოს. ჰარის უნდა, შეუმჩნეველი იყოს,
ეკლზი კი ხმაურობს. ისე ენერგიულად ფურცლავს
ჟურნალებს, რომ მათ ტკაცატკუცი გააქვთ, თითქოს ვიღაც
ფორთოხლის ყუთებს ამტვრევს, და სიგარეტის ნამწვებს
ირგვლივ ჟონგლიორივით ფანტავს. შემოდის თეთრხალათიანი
ქალი, არა მონაზონი, და და ბერნარდას ეკითხება:
– შემთხვევით ავეჯის პოლიტურით სავსე ქილა ხომ არ
გინახავთ? ვერსად ვპოულობ. მწვანე ქილაა, ზემოდან
ჭიკარტის მსგავსი რაღაც უკეთია, დააჭერთ და აფრქვევს.
– არა, ძვირფასო.
იგი ქილას ეძებს, მიდის, წუთის მერე ბრუნდება და აცხადებს:
– აი, საოცრება, თუ გნებავთ.
ქვაბების, ეტლებისა და კარების ბრახუნში დღეს ღამე
მოსდევს, ღამეს – ისევ დღე. და ბერნარდას სხვა მონაზონი
ცვლის, ღრმად მოხუცი, ლურჯკაბიანი ქალი. თითქოს
წმინდანობის საფეხურებზე ცოცვით მიმავალს ზეცაში მოუწია
შეყოვნებამ. მოჩურჩულე მამაკაცები მაგიდას უახლოვდებიან,
რაღაც შეკითხვას სვამენ და მხრების აჩეჩით მიდიან. ბაჭია და
ეკლზი მარტო რჩებიან. ბაჭია სმენას ძაბავს, რათა
საავადმყოფოს ყრუ ლაბირინთის სიღრმიდან თავისი შვილის
ყვირილი გაარჩიოს. ხშირად ეჩვენება, რომ ესმის კიდეც:
ფეხსაცმლის ჭრაჭუნი, ეზოში ძაღლის ყეფა, მესასთუმლეს
ხითხითი – ნებისმიერ ხმას შეცდომაში შეჰყავს. ეჭვობს, რომ
ჯენისის ტანჯვის ნაყოფი რაიმე ადამიანური ბგერის
წარმოთქმას შეძლებს. სულ უფრო მეტად სჯერა, რომ ეს
ურჩხული იქნება, მის მიერ შექმნილი ურჩხული. თავში
ყველაფერი ერევა და ჩასახვის გამომწვევ შერწყმას სხვა
223
ცვლის, ის, რაც რუთს აიძულა რამდენიმე საათის წინ.
ავხორცობა აღარც კი ახსოვს, ფართოდ გახელილი თვალებით
წინ იყურება და საკუთარი გაშმაგებული თრთოლა აგონდება.
მთელი თავისი ცხოვრება უაზრო კონვულსიებად ეჩვენება,
მაგიურ, რწმენადაკარგულ ცეკვად. ღმერთი არ არსებობს.
ჯენისი, შესაძლოა, მოკვდეს – ეს ორი აზრი თავში
ერთდროულად მოსდის, ერთი და იმავე ნელი ტალღით.
ეჩვენება, თითქოს წყალქვეშ ჩაყვინთა და გამჭვირვალე
ლორწოს ბადეში გაება, თითქოს იმ ამონანთხევის აჩრდილები
იტაცებენ, რომელთაც ქალების ნაზ სხეულებში აფრქვევდა.
თითები, რომლებიც მუხლებზე უდევს, განუწყვეტლივ
სათითაოდ ეხება მწებვარე ძაფებს.
მერი ენი. თამაშის შემდეგ დაღლილი და დაძაბული, მაგრამ
ზანტი ძლიერებით სავსე, მას სკოლის მთავარი შესასვლელის
საფეხურებზე პოულობდა და ნოემბრის თეთრ ბურუსში
დამპალი ფოთლების გავლით მამამისის მანქანისკენ
მიდიოდნენ და სადმე მიდიოდნენ, რათა გამათბობელი
ჩაერთოთ
და
გაჩერებულიყვნენ.
გოგოს
სხეული

დატოტვილი, თბილი ბუდეებით სავსე ხე იყო, მაგრამ
გაუბედაობის შეგრძნება არ ასვენებდა. თითქოს ქალი საკუთარ
თავში დარწმუნებული არ იყო, თვითონ კი, გამარჯვებული, –
მასზე მეტად. იგი მასთან გამარჯვებული ცხადდებოდა, და ეს
გრძნობა შემდგომში ყოველთვის აკლდა. ზუსტად ასევე,
გოგოც ყველას სჯობდა, რადგან ბაჭია მას ყველაზე მეტს
აძლევდა, აძლევდა, მიუხედავად დაღლილობისა. ზოგჯერ
ტანვარჯიშის დარბაზში დამაბრმავებელი შუქი მის ოფლისგან
გაწითლებულ თვალებში ფრთხილ შეხებათა ბუნდოვან
წინასწარ ტკბობად იქცეოდა, რომლებიც მათ მანქანის რბილი,
რუხი სახურავის ქვეშ ელოდებოდა. და საკმარისი იყო, იქ
აღმოჩენილიყვნენ, რომ ცოტა ხნის წინ დამთავრებული
თამაშის მკვეთრი ანარეკლები ქალის გლუვ კანზე ინთებოდა,
რომელიც საქარე მინაზე წვიმის ჭავლების ჩრდილებით იყო
დახაზული. ამიტომ ეს ორივე გამარჯვება მის ფიქრებში
ერთმანეთს ერწყმოდა. ქალი მაშინ გათხოვდა, როდესაც იგი
ჯარში იყო. პოსტსკრიპტუმმა დედის წერილში იგი ნაპირიდან
ზღვაში შეაგდო და იმ დღიდან ტალღებს იყო მინდობილი.
მაგრამ
ახლა
სიხარულს
გრძნობს.
გაცვეთილ,
მოქრომულსახელურებიან სავარძელში ჯდომისგან მთელი
სხეული დაჰბუჟებია, სიგარეტის მოწევისგან გული ერევა,
224
მაგრამ პირველი ქალიშვილის გახსენება სიხარულს ჰგვრის,
გულიდან გამოტყორცნილი სისხლი სიხარულის დიდ,
თხელკედლიან ვაზას ავსებს, რომელსაც ეკლზის ხმა ძირს
აგდებს და ამსხვრევს.
– ჯეკ ჯენსენის სტატია თავიდან ბოლომდე წავიკითხე, მაგრამ
მაინც ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდოდა, – ამბობს ეკლზი.
– რა?
– ჯეკ ჯენსენის სტატია იმის შესახებ, თუ რატომ აპირებს
ბეისბოლისთვის თავის დანებებას. როგორც ვხვდები,
ბეისბოლისტებსა და ღვთისმსახურებს მსგავსი პრობლემები
აწუხებთ.
– შინ ხომ არ წახვიდოდით? რომელი საათია?
– ორი ხდება.
ვამჯობინებდი.
თუ
წინააღმდეგი
არა
ხართ,
დარჩენას
– ნუ გეშინიათ, არ გავიქცევი.
ეკლზი იცინის და ჯდომას განაგრძობს. თავდაპირველად
ჰარიზე შთაბეჭდილება მისმა შეუპოვრობამ მოახდინა, ახლა კი
ყველაფერი წაიშალა, რაც მან მათი მეგობრობის დროს შეიტყო
მის შესახებ, და მხოლოდ ის ერთი თვისება დარჩა.
– როდესაც საბრალო ნელსონზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობა
თორმეტ საათს გაგრძელდა, – ეუბნება ბაჭია.

ჩვეულებრივ,
მეორე
მშობიარობა
უფრო
იოლად
მიმდინარეობს, – ამბობს ეკლზი და საათზე იყურება, – ჯერ
ექვსი საათიც არ გასულა.
მოვლენები
ერთმანეთს
მისდევს.
პრივილეგირებული
მნახველების ოთახიდან მისის სპრინგერი გამოდის. იგი
მეტისმეტად თავდაჭერილად, თავის ოდნავი დაკვრით
ესალმება ეკლზს, შემდეგ ჰარის მოჰკრავს თვალს, მოღრეცილი
შავ-თეთრი ფეხსაცმელებით შემოსილ ავადმყოფ ფეხებს
რაღაცას წამოჰკრავს და წაბორძიკდება. ეკლზი დგება და
მასთან ერთად კარისკენ მიემართება. ცოტაოდენ ხანში
ორივენი
მისტერ
სპრინგერთან
ერთად
ბრუნდებიან,
რომელსაც ახალგაუთოებული პერანგი აცვია და წვრილად
განასკვული ჰალსტუხი უკეთია. ისე ხშირად იკრეჭს თავის
225
ქვიშისფერ ულვაშს, რომ ზედა ტუჩი უცნაურად დანაოჭებია.
– გამარჯობა, ჰარი, – ამბობს იგი.
ქმრისგან ჰარის არსებობის აღიარება, მიუხედავად საუბრისა,
რომელიც უეჭველად ექნებოდა მათთან ეკლზს, ქალს
აიძულებს, ჰარის მიუბრუნდეს და ღვარძლიანად უთხრას:
– თუ თქვენ, ახალგაზრდავ, აქ ფასკუნჯივით იმ იმედით
ზიხართ, რომ ჯენისი მოკვდება, შეგიძლიათ იქ წაბრძანდეთ,
საიდანაც მოხვედით, ვინაიდან იგი უთქვენოდაც მშვენივრად
ართმევდა თავს ყველაფერს და მომავალშიც გაართმევს.
მისტერ სპრინგერსა და ეკლზს სასწრაფოდ გაჰყავთ იგი,
მოხუცი მონაზონი კი თავისი მაგიდიდან მათ მისჩერებია და
უცნაურად იღიმება. იქნებ ყრუა? მისის სპრინგერის
გამოხდომა, ყველანაირად რომ ცდილობდა მის შეურაცხყოფას,
პირველი გამონათქვამი იყო, რომელიც რაღაცნაირად მაინც
შეესაბამებოდა საავადმყოფოს საპნის სუნის კედლის მიღმა
მიმდინარე საოცარ მოვლენას. ქალის სიტყვებამდე ბაჭიას
ეჩვენებოდა, რომ მარტო იყო ჯენისის მშობიარობის
ტკივილისგან წარმოქმნილ აირადი მზის გარშემო მბრუნავ
უსიცოცხლო
პლანეტაზე.
მისმა
ყვირილმა,
თუნდაც
სიძულვილით აღსავსემ, ბაჭიას მარტოობა გაარღვია. საშინელი
აზრი ჯენისის სიკვდილის შესახებ ხმოვანების შეძენის შემდეგ
სანახევროდ შემსუბუქდა. ჯენისისგან სიკვდილის უცნაური
სუნთქვა მოდის, რაც მისის სპრინგერმაც შეამჩნია, ეს მათ
აერთიანებთ და ბაჭიას იგი ამქვეყნად ყველაზე უძვირფასეს
კავშირად მიაჩნია.
მისტერ
სპრინგერი
ბრუნდება,
ჰოლის
გავლით
გასასვლელისკენ მიდის, სიძისთვის ავადმყოფურ, რთულ
ღიმილს იმეტებს, რომელიც ცოლის საქციელის გამო ბოდიშსაც
შეიცავს (ჩვენ ხომ მამაკაცები ვართ), მისგან თავის შორს
დაჭერის სურვილსაც (თქვენ აღმაშფოთებლად იქცეოდით, მე
ნუ შემეხებით) და თავაზიანობის მექანიკურ, ავტომანქანებით
მოვაჭრისთვის
დამახასიათებელ
რეფლექსსაც.
აჰ,
შე
არარაობავ, ფიქრობს ჰარი და ამ აზრს მიხურული კარისკენ
გზავნის, აჰ, შე ლაქიავ. საით მიდიან ყველანი? საიდან მოდიან?
რატომ არავინ ისვენებს? ეკლზი ბრუნდება, მას კიდევ ერთი
სიგარეტით უმასპინძლდება და კვლავ მიდის. ბაჭიას
სიგარეტისგან კუჭი უთრთის, ყელში ისეთი შეგრძნება აქვს,
226
თითქოს მთელი ღამე პირღია იწვა. ცხვირში ზოგჯერ საკუთარი
მყრალი სუნთქვა სცემს. ექიმი, გამოზნექილი გულმკერდითა
და წარმოუდგენლად პატარა რბილი ხელებით, ხალათის ჯიბის
წინ რომ დაუწყვია, ჰოლში გაუბედავად შემოდის.
– მისტერ ენგსტრომ? – მიმართავს იგი ჰარის, – მე დოქტორი
ქროუ ვარ.
ჰარი მას პირველად ხედავს. ნელსონზე ჯენისი სხვა მეანმა
ამშობიარა, მაგრამ მაშინ ყველაფერმა რთულად ჩაიარა და
ამჯერად მამამისმა ეს ექიმი აირჩია. ჯენისი მასთან თვეში
ერთხელ
დადიოდა,
მერე
კი
განუწყვეტლივ
მის
დელიკატურობაზე, რბილ ხელებსა და გულისხმიერებაზე
ლაპარაკობდა.
– გილოცავთ, შესანიშნავი გოგონა გყავთ.
იგი ისე ნაჩქარევად უწვდის ჰარის ხელს, რომ ეს უკანასკნელი
წესიერად წამოდგომასაც კი ვერ ასწრებს და ამიტომ ამ
სიახლეს ნახევრად მოხრილი ხვდება. ექიმის გაპრიალებული
ვარდისფერი სახე – მოხსნილი და ყურზე ჩამოკიდებული
სტერილური ნიღაბი უსიცოცხლო ხორციან ტუჩებს აჩენს, –
იდღაბნება, როდესაც ბაჭია ცდილობს, რომ მოულოდნელად
წარმოთქმულ სიტყვას – «გოგონა» – ფერი და ფორმა მისცეს.
– მართლა? ყველაფერი რიგზეა?
– შვიდი გირვანქა და ათი უნცია. თქვენს მეუღლეს გონება
ერთხელაც არ დაუკარგავს, მშობიარობის მერე შვილი ხელშიც
კი ეჭირა.
– რას მეუბნებით!
გაუჭირდა?
ხელში
აიყვანა?
როგორაა?
ძალიან
– არა. ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. თავიდან სპაზმები
ჰქონდა, მაგრამ ესეც მალე მოგვარდა.
– შესანიშნავია,
მადლობა.
დიდი
მადლობა,
ღმერთო
ჩემო,
დიდი
ქროუ ბაჭიას გვერდით დგას და გაუბედავად იღიმება.
სამყაროს უფსკრულიდან ამოსულს, სუფთა ჰაერზე ენა ებმის.
უცნაურია, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში იგი
ჯენისთან გაცილებით ახლოს იყო, ვიდრე ოდესმე ჰარი
227
ყოფილა, მის ფესვებში ფათურობდა, მაგრამ იქიდან არც
საიდუმლო წამოუღია, არც წყევლა-კრულვა და არც ლოცვაკურთხევა. ჰარი თავზარდაცემული ელოდება, რომ ექიმი
თვალებიდან ნაპერწკლებს გადმოყრის, მაგრამ ქროუს მზერაში
მრისხანების ნატამალიც არ არის. საყვედურიც კი. აშკარაა, რომ
ჰარი მისთვის მხოლოდ მორიგი წევრია მეტ-ნაკლებად
ვალმოხდილი ქმრების რიგში, რომელთა დაუფიქრებლად
ჩაგდებული თესლის ნაყოფსაც იგი მთელი სიცოცხლის
განმავლობაში იმკის.
– შეიძლება, ის ვნახო? – ეკითხება ჰარი ექიმს.
– ვინ?
ვინ? ის გარემოება, რომ ამიერიდან სიტყვა «ის» მეორე
მნიშვნელობასაც იძენს, ჰარის აშინებს. სამყარო რთულდება.
– ჩემი... ჩემი ცოლი.
– ოჰ, რასაკვირველია, – რბილი და თავაზიანი ქროუ თითქოს
გაოცებულიც კია, რომ ჰარი მისგან ნებართვას ითხოვს. მან,
ცხადია, ყველაფერი იცის, მაგრამ, ალბათ, გადაავიწყდა, რომ
ჰარისა და დანარჩენ სამყაროს ერთმანეთისგან დანაშაულის
უფსკრული ყოფს, – მეგონა, გოგონას გულისხმობდით.
აჯობებს, ხვალამდე მოიცადოთ, როდესაც მიღების საათები
იქნება, ახლა მომვლელი ქალიც არ არის, რომ გაჩვენოთ. თქვენი
მეუღლე კი გონზეა, როგორც გითხარით. ჩვენ მას ეკვანილის
დოზა მივეცით. ტრანკვილიზატორია ასეთი. მეპრობომატი.
მითხარით, – იგი ჰარის უჩოჩდება, ვარდისფერი კანითა და
სუფთა ქსოვილით შემოსილი, – წინააღმდეგი ხომ არა ხართ,
თქვენს მეუღლესთან დედამისი რომ შევიდეს სულ ცოტა
ხნით? მთელი ღამე არ მოგვასვენა, – იგი მას სთხოვს, მას –
გაქცეულს, მრუშს, ურჩხულს. ალბათ, ბრმაა და ვერ ხედავს.
იქნებ, როცა ადამიანი მამა ხდება, ყველა მზადაა, აპატიოს,
ვინაიდან ეს ერთადერთი რამაა, რისთვისაც ამ ქვეყანაზე
ვცხოვრობთ.
– რა თქმა უნდა, არა, შევიდეს.
– თქვენამდე თუ თქვენს მერე?
ჰარი ყოყმანობს, მაგრამ ახსენდება, რომ მისის სპრინგერმა იგი
ცარიელ პლანეტაზე ინახულა.
228
– თუ უნდა, ჩემამდეც.
– გმადლობთ. შესანიშნავია. ინახულებს და მაშინვე სახლში
გავუშვებთ. ეს ათიოდე წუთს წაიღებს. თქვენს მეუღლეს
მომვლელები ამზადებენ.
– ძალიან კარგი, – ჰარი ჯდება, რათა დაანახვოს, როგორი
დამჯერეა, მაგრამ მაშინვე დგება, – გმადლობთ. დიდი
მადლობა. ვერაფრით გამიგია, როგორ აკეთებთ ექიმები ამ
ყველაფერს.
– მას თავი ყოჩაღად ეჭირა, – მხრებს იჩეჩს ქროუ.
– როდესაც პირველს აჩენდა, შიშისგან კინაღამ გავაფრინე. ეს
უსასრულოდ გრძელდებოდა.
– სად იმშობიარა?
– სხვა საავადმყოფოში. ჰომეოპათებთან.
– გასაგებია, – და ექიმი, რომელიც ჯოჯოხეთში იმყოფებოდა და
იქიდან მეხი არ მოუტანია, კონკურენტი საავადმყოფოს
გაგონებაზე ზიზღის ნაპერწკლებს აკვესებს, ენერგიულად
აკანტურებს გაპრიალებულ თავს და ასე ქნევა-ქნევით მიდის.
ეკლზი ოთახში შედის და სკოლის მოწაფესავით ეცინება,
მაგრამ ბაჭია მის სულელურ ფიზიონომიას ყურადღებას არ
აქცევს. მღვდელი მას სამადლობელი პარაკლისის გადახდას
სთავაზობს და ისიც მორჩილად უქნევს თავს. ბაჭიას ეჩვენება,
რომ მისი გულის ყოველი ძგერა ფართო თეთრ კედელს
ეხეთქება და ბრტყელდება. თავს მაღლა სწევს და ჰგონია, რომ
ყველა საგანი გაცოცხლებულია და საცაა მიწას მოსწყდება. მისი
ბედნიერება პწკალა კიბეა, რომლის ბოლო საფეხურიდანაც
კიდევ უფრო მაღლა ახტომას ცდილობს – ასეა საჭირო და
იმიტომ.
ქროუს ფრაზა, მომვლელები ჯენისს ამზადებენო, უცნაურად
ჟღერს, თითქოს მაისის დედოფალზეა[25] ლაპარაკი.
როდესაც ბაჭია პალატისკენ მიჰყავთ, ელოდება, რომ ჯენისის
თმაში ლენტებს დაინახავს, საწოლის ირგვლივ კი – ქაღალდის
ყვავილებს. მაგრამ მის წინ მხოლოდ ძველებური ჯენისია
მაღალ რკინის საწოლზე ორ გატკიცინებულ ზეწარს შორის. იგი
თავს მისკენ ატრიალებს და ამბობს:
229
– შეხედეთ, ვინ მოსულა.
– გამარჯობა, – ამბობს ბაჭია და საკოცნელად ახლოს მიდის.
სურს, ეს ნაზად გამოუვიდეს. ეჩვენება, რომ შუშის
ყვავილისკენ იხრება. ქალს პირიდან ეთერის ტკბილი სუნი
ამოსდის. მისდა გასაოცრად, იგი ზეწრის ქვეშიდან ხელებს
ამოაცურებს, თავზე მოჰკიდებს და სახით თავის რბილ,
ეთერით სავსე პირზე მიიკრავს.
– ფრთხილად, – ეუბნება ბაჭია.
– ფეხები არა მაქვს, – ამცნობს ქალი, – რა სასაცილოა.
თმა თხემზე აქვს ატანილი და უბრალოდ განასკვული, სახეზე
კოსმეტიკის ნასახიც არ ეტყობა. პატარა თავი ბალიშზე მუქად
მოუჩანს.
– ფეხები არა გაქვს? – ჰარი ქვემოთ იყურება და ხედავს, რომ
ქალი ზეწრის ქვეშ ფეხებგაჩაჩხული წევს.
– ბოლოს ზურგის ტვინის ანესთეზია გამიკეთეს – მგონი, ასე
ეძახიან – და ვეღარაფერს ვგრძნობდი. უბრალოდ, ვიწექი და
მესმოდა, როგორ მეუბნებოდნენ, გაიჭინთეო, მერე კი
მოულოდნელად ვხედავ, რომ ერთი ციცქნა კოპებშეკრული
გოგონა, მთვარესავით მრგვალი სახით, გაბრაზებული
შემომცქერის. დედაჩემს ვუთხარი, რომ შენ გგავს, მაგრამ ამის
გაგონებაც კი არ სურს.
– გარეთაც გვარიანად დამგესლა.
– არ მინდოდა, შემოეშვათ. მე მისი კი არა, შენი დანახვა
მინდოდა.
– ჩემი? რატომ, პატარავ? მას შემდეგ, რაც ასე ღორულად
მოგექეცი.
– სულაც არ მოქცეულხარ ასე. მითხრეს, რომ აქ იყავი და სულ
იმაზე ვფიქრობდი, რომ ეს შენი შვილი იყო, მეჩვენებოდა, რომ
შენ გაჩენდი. იმდენი ეთერი მაყლაპეს, მეგონა, სადღაც
მივფრინავდი, ფეხები კი არ მქონდა. გაუთავებლად ლაპარაკი
მინდა, – იგი ხელებს მუცელზე იწყობს, თვალებს ხუჭავს და
იღიმება, – მთვრალივით ვარ. ნახე, როგორ გავბრტყელდი.
– ახლა შენი საბანაო კოსტიუმის ჩაცმასაც შეძლებ, – ღიმილით
ეუბნება ბაჭია, ეთერით გაჟღენთილ ლაქლაქში ერთვება და
230
ეჩვენება, რომ თვითონაც უფეხოა, ბუშტივით მსუბუქი, და
განთიადზე უწმინდეს, უზარმაზარ ზღვაში გახამებულ და
სტერილურ ზეწრებს შორის ზურგზე გაწოლილი მიცურავს.
შიში და სინანული სადღაც გაქრა, მადლიერება კი ისე
გაფართოვდა, რომ ბასრი გვერდები მოუმრგვალდა, – ექიმმა
თქვა, რომ თავი ყოჩაღად გეჭირა.
– რა სისულელეა. სულაც არა. საშინლად ვიქცეოდი. ვკიოდი.
ვყვიროდი, რომ ხელები დაემოკლებინა. მერე კი იმ საშინელმა
ბებერმა მონაზონმა მშრალი სამართებლით გაპარსვა დამიწყო.
– საბრალო ჯენისი.
– არა, კარგი იყო. მინდოდა, დამეთვალა, რამდენი თითი
ჰქონდა ფეხებზე, მაგრამ თავბრუ მეხვეოდა და ვერ შევძელი.
მერე მის თვალებზე გადავედი. აღმოჩნდა, რომ ორი ჰქონია.
ჩვენ ხომ გოგონა გვინდოდა? მითხარი, რომ ასე იყო.
– ჰო, მე გოგო მინდოდა, – ბაჭია უეცრად ხვდება, რომ ეს
სიმართლე იყო.
– ახლა მოკავშირე მეყოლება შენსა და ნელსონის წინააღმდეგ.
– ნელსონი როგორ არის?
– ოჰ, წამდაუწუმ ერთსა და იმავეს მეკითხებოდა: მამა დღეს
მოვა? ისე მომაბეზრა თავი, რომ მზად ვიყავი, ქამრით გამელახა
ის საბრალო. ნუღარ მახსენებ, მძიმე თემაა.
– დალახვროს ეშმაკმა, – ამბობს ბაჭია და ლოყებს ცრემლები
უწვავს, რომელთა არსებობა აღარც კი ახსოვდა, – ვერ ვიჯერებ,
რომ ეს მე ვიყავი. არც კი ვიცი, რატომ წავედი.
ქალი ბალიშში უფრო ღრმად ეფლობა და სახეზე კვლავ ღიმილი
ეფინება.
– მე პაწაწუნა შემეძინა.
– მაგარია.
– შენ ისეთი ლამაზი ხარ. მაღალი, – ქალი ამას თვალდახუჭული
ამბობს, და როდესაც ახელს, ისინი რაღაც აზრითაა სავსე. ბაჭიას
ასე მოელვარე ისინი არასდროს უნახავს. ქალი ჩურჩულებს, –
ჰარი, ჩემი მეზობელი, გვერდით საწოლზე რომ იწვა, დღეს
სახლში გაწერეს. მოგვიანებით მოდი, ჩუმად გადმოძვერი
231
ფანჯარაში და მთელი ღამე ერთად ვიწვებით, სხვადასხვა
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბაჭია, გაიქეცი - 15
  • Parts
  • ბაჭია, გაიქეცი - 01
    Total number of words is 3433
    Total number of unique words is 2215
    26.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 02
    Total number of words is 3499
    Total number of unique words is 2225
    26.3 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 03
    Total number of words is 3427
    Total number of unique words is 2194
    25.0 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 04
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2072
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 05
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 1933
    30.2 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 06
    Total number of words is 3617
    Total number of unique words is 1984
    27.5 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 07
    Total number of words is 3493
    Total number of unique words is 2095
    28.6 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 08
    Total number of words is 3486
    Total number of unique words is 2109
    28.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 09
    Total number of words is 3502
    Total number of unique words is 2013
    31.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 10
    Total number of words is 3544
    Total number of unique words is 2147
    28.5 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 11
    Total number of words is 3569
    Total number of unique words is 2032
    32.7 of words are in the 2000 most common words
    47.7 of words are in the 5000 most common words
    55.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 12
    Total number of words is 3510
    Total number of unique words is 2059
    30.6 of words are in the 2000 most common words
    45.5 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 13
    Total number of words is 3591
    Total number of unique words is 1943
    33.0 of words are in the 2000 most common words
    47.2 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 14
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 2083
    30.7 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 15
    Total number of words is 3577
    Total number of unique words is 2014
    32.1 of words are in the 2000 most common words
    46.9 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 16
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 2146
    29.1 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 17
    Total number of words is 3593
    Total number of unique words is 2071
    31.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 18
    Total number of words is 3688
    Total number of unique words is 1980
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 19
    Total number of words is 3592
    Total number of unique words is 2047
    31.0 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 20
    Total number of words is 3531
    Total number of unique words is 2076
    29.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 21
    Total number of words is 3534
    Total number of unique words is 2055
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 22
    Total number of words is 36
    Total number of unique words is 35
    22.8 of words are in the 2000 most common words
    36.9 of words are in the 5000 most common words
    39.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.