Latin

ბაჭია, გაიქეცი - 17

Total number of words is 3593
Total number of unique words is 2071
31.1 of words are in the 2000 most common words
45.2 of words are in the 5000 most common words
52.2 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
და, როცა იგი დაუფარავი ინტერესით მიაშტერდება ხოლმე,
სასწრაფოდ ცდილობს მათ დამალვას. მაგრამ ბაჭია გრძნობს
განსხვავებას ამჟამინდელ მდგომარეობასა და სიყვარულის
პირველ დღეებში არსებულს შორის. ჯენისი საკუთარ თავს
ნაკლებ ყურადღებას აქცევს, ზოგჯერ შიშველიც კი გამოდის
სააბაზანოდან ბავშვის რწევით, დაუდევრად ჩამოიწევს
პერანგის კალთებს და, საერთოდ, ისე იქცევა, როგორც მანქანა,
დამჯერე, შერწყმისთვის, შვილის მუცლად ტარებისა და
263
ძუძუთი კვებისთვის გამზადებული თეთრი მანქანა. ბაჭიასაც
მოსჭარბებია გრძნობები. ბლანტი, ტკბილი სიყვარული გულს
უვსებს და უნდა, ოდნავ მაინც შეეხოს ცოლს. იცის, რომ ქალი
სისხლდენადი ჭრილობაა, მაგრამ ოდნავ მაინც შეეხოს, რათა
საკუთარი «რძისგან» გათავისუფლდეს და მას მისცეს. თუმცა
ეთერით დაბანგული ჯენისი ამბობდა, რომ მასთან სიახლოვე
სურდა, ლოგინში ბაჭიას ზურგს აქცევს და თითქოსდა
აკრძალვით დამძიმებული იძინებს. მაგრამ ბაჭია ძალზე
მადლიერია, ამაყობს კიდეც მისით, და წინააღმდეგობას არ
უწევს.
მთელი
კვირის
განმავლობაში
ქალი
მისი
თაყვანისცემის ობიექტია.
ეკლზი მათ მოსანახულებლად მოდის და ეკლესიაში
ეპატიჟება. მისგან ძალზე დავალებულნი არიან და
ჰპირდებიან, რომ ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად მოვა.
უფრო ჰარი, ვინაიდან ჯენისს არ შეუძლია, კვირას მხოლოდ
ცხრა დღე შესრულდება, რაც საავადმყოფოდან გამოეწერა. ჯერ
დაღლილია, დასუსტებული და გატანჯული. ორშაბათიდან
ჰარი უკვე ახალ სამსახურშია. ეკლესიაშიც სიამოვნებით
მიდის. არა მარტო ეკლზისადმი სიმპათიის გამო. მთავარი ისაა,
რომ ბედნიერია, გაუმართლა, მასზე მადლი გადმოვიდა, ეპატია
და მადლიერების გამოხატვა სურს. მას უხილავი სამყაროს
არსებობა ინსტინქტურად სწამს და ეჭვიც კი არავის შეაქვს
იმაში, რომ მისი საქციელი ხშირად ამ სამყაროსთან გარიგების
შედეგია. იგი ახალ ნაცრისფერ კოსტიუმს იცვამს და
ზაფხულის ბუნიაობის წინადღეს, კვირა დილით, თერთმეტს
რომ თხუთმეტი წუთი აკლია, სახლიდან გადის. მშვენიერი
დარი დგას. ყოველთვის სიამოვნებდა ხალხზე დაკვირვება,
დარბაისლურად რომ მიემართებოდნენ რუთის სახლის
პირდაპირ მდებარე ეკლესიისკენ, ახლა კი თვითონაც მათ
შორისაა. წინ პირველი საათი ელოდება მთელი კვირის
განმავლობაში,
რომელსაც
იგი
სპრინგერების
გარეშე
გაატარებს, ეს გინდ ჯენისი ყოფილიყო სახლში და გინდ
მამამისი – სამსახურში. სამუშაო რთული სულაც არ იქნებოდა,
რომ არა გაუთავებელი სიცრუე. შუადღისთვის გაწურულ
ლიმონს ჰგავს. უყურებს ამ ჯაბახანებს – გარბენი 80 ათასი
მილი, დგუშები ისეა გაცვეთილი, რომ ზეთი მდინარესავით
მოედინება. ხედავს, როგორ რეცხავენ მათ, სპიდომეტრს უკან
ატრიალებენ, მალე საკუთარი ხმაც ესმის: ეს ხომ თითქმის
მუქთადაა. პატიება უნდა ითხოვოს.
264
იგი ვერ იტანს მათ, ვისაც ახლა ქუჩაში ყოველდღიური
ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია, საჩვენებლად გამოუფენია
საკუთარი რწმენა იმისა, რომ სამყარო უფსკრულის პირასაა,
რომ სიკვდილი ყველაფრის დასასრულია და მისი, ბაჭიას
აბურდული ძაფი არსაით მიდის. და, შესაბამისად, უყვარს
ისინი, ვინც ეკლესიისთვის კარგად გამოწყობილა – სოლიდური
მამაკაცების
საგარეო
გაუთოებული
კოსტიუმები
რესპექტაბელურობასა და წონას მატებს უხილავისადმი მის
საიდუმლო განცდას, მათი ქალიშვილები ნამდვილი ყვავილები
არიან, ყოველი მათგანის სხეულიც ყვავილია ტიულისა და
ფურჩალების ფურცლებით. ბაჭიას თვალში მათ შორის
ყველაზე შეუხედავებიც კი სილამაზით, რწმენის სილამაზით
არიან განათებული. მოჭარბებული მადლიერებისგან მზადაა
მათ ფეხებიც კი დაუკოცნოს – ისინი შიშისგან თავის დახსნაში
ეხმარებიან. როდესაც ეკლესიაში შედის, მასში ძალზე ბევრი
სიხარულია, რათა პატიება ითხოვოს. ბაჭია მუხლს მოიყრის
პატარა წითელ სკამზე – მართალია, იგი რბილია, მაგრამ არც
იმდენად, რომ სხეულის სიმძიმის ქვეშ მუხლები არ ეტკინოს.
სიხარულისგან ყურები უწივის, სისხლი თავში უვარდება,
აღფრთოვანებულს, ერთმანეთში ერევა არეულ-დარეული
სიტყვები:
ღმერთო,
რებეკა,
გმადლობთ.
ადამიანები,
რომელთაც ღმერთი შეიცნეს, ირგვლივ მოძრაობენ და
შრიალებენ, წყვდიადში მის დახმარებას ცდილობენ. ბაჭია
კვლავ ჯდება და მის მზერას ერთი ქალი მიიპყრობს წინა
რიგიდან, რომელსაც ფართოფარფლებიანი ჩალის ქუდი
ახურავს. საშუალოზე დაბალია, ვიწრო, ჭორფლიანი მხრებით,
ალბათ, ახალგაზრდაა, თუმცა ზურგიდან ქალები ყოველთვის
უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან. ფართო შლაპა
გრაციოზულად ეხმაურება თავის ყოველ მოძრაობას და კეფაზე
ქერა კულულს საიდუმლოებად აქცევს, რომელიც მხოლოდ
მისთვისაა გახსნილი. კისერსა და მხრებს სინათლის სხივებში
მოციმციმე ნაზი, წვრილი თმის ღერების გამჭვირვალე ნათება
ეფინება. ბაჭიას ეღიმება, როცა ტოთეროს სიტყვები ახსენდება
– ყველა ქალი თავით ფეხებამდე თმით არის დაფარულიო.
ნეტავ ტოთერო ხომ არ მოკვდაო, ფიქრობს და ღმერთს
ევედრება, მის მწვრთნელს სიცოცხლე შეუნარჩუნოს. ბაჭია
მოუთმენლად ელოდება, როდის შემოტრიალდება ქალი, რათა
მისი პროფილი დაინახოს შლაპის – დიდი, დაწნული მზის
კბილანის ქვემოდან, რომელსაც ქაღალდის იების თაიგული
ამშვენებს. ქალი კი ქვევით, თავის ფეხებთან მისჩერებია
265
რაღაცას. კაცს სუნთქვა ეკვრის, ლოყის თხელი ნახევარმთვარე
ინთება და ისევ ქრება. ქალის მხართან ვარდისფერი ლენტის
ნაჭერი ჩნდება. უეცრად ბაჭია ჯოის ეკლზის ცნობისმოყვარე,
აღფრთოვანებულ სახეს ხედავს. იგი აჩქარებით ფურცლავს
დავითნს და როდესაც ორგანის ხმები გაისმის, მისგან ხელის
გაწვდენის მანძილზე ფეხზე ეკლზის ცოლი დგება.
ეკლზი ფეხებს მძიმედ მიათრევს და გასასვლელისკენ
ეკლესიის მსახურთა და მგალობელთა ნაკადს მიჰყვება.
საკურთხევლის ზღუდის იქით იგი თითქოს დაბნეულია და
ბუზღუნა, შორეული, უსხეულო და უძრავი, ნამდვილი
იაპონური თოჯინაა მღვდლის შესამოსელში. აფექტური,
დუდღუნა-ღვთისმოსავი
ხმა,
რომლითაც
ლოცვებს
კითხულობს, ბაჭიას ყურში უსიამოვნოდ ხვდება. მას სულ არ
მოსწონს ეპისკოპალური წირვა მისი დაძაბული დაცემითა და
აღმაფრენით, გაზეპირებული ვედრებითა და სწრაფი, მოკლე
საგალობლებით. იგი უხერხულად დგას მუხლებზე, წელი
სტკივა; უკან რომ არ გადავარდეს, იდაყვებით წინა რიგის
სკამის საზურგეს ეყრდნობა. მას აშკარად აკლია ნაცნობი
ლუთერანული ლიტურგია, რომელიც მის სულში უამინდობით
წაშლილი წარწერასავით არის ჩაჭედილი. ამ ღვთისმსახურების
განმავლობაში უცნაურად ტკეპნის სიბნელეში ერთ ადგილს და
იმას აწყდება, რაც წირვის წესის თვითნებურ დამახინჯებად
მიაჩნია. ბაჭია თვლის, რომ შემოწირულობათა შეგროვებას აქ
ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ქადაგებას თითქმის არ
უსმენს.
მასში საუბარია ორმოც დღესა და ღამეზე, იესოს ცდუნებაზე
უდაბნოში, დიალოგზე მასსა და ეშმაკს შორის. აქვს თუ არა ამ
ამბავს რაიმე კავშირი ჩვენთან, აქ, ახლა? მეოცე საუკუნის
ამერიკის შეერთებულ შტატებში? გარკვეული აზრით, ყველა
ქრისტიანს უნდა შეეძლოს ეშმაკთან საუბრის წარმართვა,
ყველამ უნდა შეისწავლოს მისი ჩვეულებები, გაიგოს მისი ხმა.
ამ ლეგენდას ძალზე დიდი ხნის ტრადიცია აქვს, იგი ჯერ კიდევ
ადრეულ ქრისტიანებში გადაეცემოდა ზეპირად თაობიდან
თაობას. ეკლზი თვლის, რომ მისი უფრო ღრმა მნიშვნელობა,
იდუმალი აზრი, შემდეგში მდგომარეობს: ტანჯვა, დანაკარგი,
უნაყოფობა, გაჭირვება, სიღარიბე – ეს ყველაფერი აღზრდის,
ქრისტესთან ზიარების აუცილებელი პირობაა. ეკლზი
კათედრაზე დგას და ცდილობს, ჩაიხშოს წრიპინა ნოტები,
რომლებიც მის ხმაში იჩენს ხოლმე თავს. წარბები ანკესზე
266
წამოგებული
თევზივით
უთამაშებს.
ეს
უსიამოვნო,
ნაჯახირევი სანახაობაა, იგი ერთიანად იკრუნჩხება. მანქანას
გაცილებით ბუნებრივი ღვთისმოსაობით მართავს. თავის
სამოსელში
რომელიღაც
მომაბეზრებელი
მისტერიის
თვალბედით ქურუმს ჰგავს. ჰარის ეზიზღება ქრისტიანობის
ბნელი, დახლართული, შინაგანი მხარე, მისი თვისება
ჭირთათმენისა, სიკვდილში შესვლისა და ტანჯვისა, რათა
გამოისყიდოს ისინი და რაღაც სრულიად საპირისპიროდ
გადააქციოს – ამოტრიალებულ ქოლგად. იგი მოკლებულია
შეგნებულ ნებელობას, იაროს პარადოქსების პირდაპირი გზით.
როგორც უნდა სცემდეს სინათლე ბადურას, იგი თვალებით
მაინც მისკენ მიიწევს.
ჩალის ფარის მიღმა ლუსი ეკლზის მკვეთრად განათებული
ლოყა ხან გამოჩნდება, ხანაც იმალება. გოგონა – იგი მთლიანად
სკამის საზურგითაა დაფარული, მხოლოდ ლენტი მოუჩანს –
დედას რაღაცას ეჩურჩულება, ალბათ, ეუბნება, რომ იგი მათ
უკან ზის. მაგრამ ქალი ჯიუტად მხოლოდ წინ იყურება. ეს
უაზრო უგულებელყოფა ბაჭიას აღაგზნებს. იგი მხოლოდ მის
პროფილს ხედავს – ორმაგი ღაბაბის რბილი ნაკეცი უფრო
მკვეთრადაა გამოკვეთილი, როდესაც იგი იღუშება და გოგონას
ზემოდან დასცქერის. ქალის კაბა ვიწრო ცისფერი ზოლებითაა
გაწყობილი, რომლებიც ერთმანეთს ნაკერებში მრავალი
მახვილი კუთხით უერთდება. ელეგანტური ქსოვილი და კაბის
ფასონი ეკლესიისთვის არცთუ ისე შესაფერისია. არის რაღაც
ეროტიკული იმაში, თუ როგორ წყნარად ზის იგი ტაძარში და
უდრტვინველად ემორჩილება მის მკაცრ, დახავსებულ წესებს.
ბაჭია თავს ინუგეშებს – ეჩვენება, რომ სინამდვილეში ქალს
ყურადღება უკან, მისკენ აქვს მიპყრობილი. დახრილი თავების
პირქუში, ჭრელი მოხატულობის, ფერადი მინების, კედლებზე
გაყვითლებული მემორიალური დაფებისა და ღვლარჭნილი
ჩუქურთმების – სკამების საზურგეებზე ხის გირჩებისა და
მძივების – ფონზე ქალის თმა, კანი და შლაპა ცეცხლის ალის
ნაირფერ ანარეკლებს ერთიმეორეს გადასცემენ.
ამიტომ, როდესაც ქადაგებას ფსალმუნი მოსდევს და ლუსი
ეკლზის მბზინავი კეფა ლოცვა-კურთხევის მისაღებად იხრება,
როდესაც ნერვიული დუმილის წუთი გადის, ქალი კი დგება
და, ბოლოს და ბოლოს, მისკენ მოტრიალდება, ბაჭიას
იმედგაცრუებას საზღვარი არა აქვს, რადგან მკაფიო
წერტილების გამოფენას ხედავს – თვალებს, ნესტოებს,
267
ჭორფლსა და პატარ-პატარა ფოსოებს, რომლებიც პირის
კუთხეებში დამცინავ ღიმილად იქცევა. იგი შეცბუნებულიც კია
ქალის სახით – ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ბრწყინვალე
სურათი, რომლითაც მთელი საათის განმავლობაში ტკბებოდა,
ასე სწრაფად დაპატარავდებოდა რომელიღაც უმნიშვნელო
პიროვნების ზომებამდე.
– სალამი, სალამი, – ამბობს ბაჭია.
– გამარჯობა. არ მეგონა, აქ თუ გნახავდით.
– რატომ?
– არ ვიცი. იმ ადამიანს არ ჰგავხართ, რომელიც საყოველთაოდ
მიღებულ ჩარჩოებში ჯდება.
ბაჭია ქალს სახეში შესცქერის – აინტერესებს, კიდევ ჩაუკრავს
თვალს თუ არა. კარგა ხანია, აღარ სჯერა, რომ რამდენიმე
კვირის წინ ეს მართლაც მოხდა. ქალი მას პირდაპირი მზერით
პასუხობს და იგი, ბოლოს და ბოლოს, თვალებს ძირს ხრის.
– გამარჯობა, ჯოის. როგორ ხარ? – მიმართავს იგი ბავშვს.
გოგონა
დედის
ზურგს
უკან
იმალება,
რომელიც
გასასვლელისკენ მიემართება და მის ირგვლივ მყოფი
ცხვრებისთვის ღიმილს არ იშურებს. მას გარემოსთან შეგუების
საოცარი უნარი აქვს.
კართან ეკლზი გულთბილად ესალმება ბაჭიას და ღონივრად
უჭერს თავის ფართო ხელს მაშინ, როცა პირიქით, უნდა
შეასუსტოს.
– მიხარია, აქ რომ გხედავთ, – ამბობს ადგილიდან
ფეხმოუცვლელად. ბაჭია გრძნობს, რომ უკნიდან ხალხი
მოადგა.
– მეც ძალიან მომეწონა. შესანიშნავი ქადაგება იყო, – ამბობს
იგი.
ეკლზი დაძაბული ღიმილით უყურებს, ლოყები ისე შეფაკვლია,
თითქოს ებოდიშებაო. იგი იცინის. წამით ბაჭია მის სასას
ხედავს, შემდეგ კი ესმის, თუ როგორ მიმართავს ლუსის:
«დაახლოებით ერთ საათში».
– ხორცი უკვე აირღუმელშია. როგორი გინდა – ცივი თუ კარგად
268
შემწვარი?
– კარგად შემწვარი, – პასუხობს იგი. შემდეგ სერიოზული
სახით ჩაჰკიდებს ხელს პატარა ჯოისს და ეუბნება, –
გამარჯობა,
მისის
ცეროდენა.
დღეს
ბრწყინვალედ
გამოიყურებით.
ბაჭია მოულოდნელობისგან შეკრთება და ხედავს, რომ მის
უკან მდგარ მსუქან ქალსაც იგივე ემართება. მისი ცოლი
ნამდვილად
არ
აზვიადებდა,
ეკლზმა
ზედმეტის
წამოყრანტალება იცის. ლუსი ჯოისის თანხლებით მასთან
მიდის და ჩერდება. ჩალის ქუდი მხრებამდე სწვდება.
– მანქანით ხართ?
– არა. თქვენ?
– არც მე. ხომ არ გაგვაცილებდით?
– სიამოვნებით.
მიპატიჟება იმდენად თავხედურია, რომ ალბათ არაფერს
ნიშნავს. მკერდში მაინც უთრთის ქალის ტალღაზე აწყობილი
სიმი. ფოთლებში მზის შუქი ციმციმებს. დილის სხივებმა
თავისი რძისფერი სითეთრე დაკარგა და ქვაფენილსა და
ტროტუარებს ხვატი აწვება. ასფალტზე ქარსის ნამცეცები
ბრწყინავს. ჩავლილი მანქანების ფანჯრები და კაპოტები
ჰაერში კაშკაშა თეთრ ათინათებს ფანტავენ. ლუსი ეკლზი
შლაპას იხდის და ჩამოშლილ თმას აქეთ-იქით გაიქნევს. მათ
უკან მრევლი თანდათან თხელდება. ტროტუარსა და
ქვაფენილს შორის დარგული ნეკერჩხლების ქორფა, კრიალა
ფოთლების მუქი ჩრდილი რიტმულად იცვლება მზით
განათებული ადგილებით და ქალის სახე და მამაკაცის პერანგი
თეთრზე თეთრად მოჩანს. ძრავების გუგუნი, სამბორბლიანი
ველოსიპედის წრიპინი, სახლში ჭიქის ლამბაქზე მიკაკუნება –
ეს ხმები ბაჭიასკენ თითქოს მოელვარე ფოლადის ძელაკზე
მოგორავს. იგი აკანკალებული დგას სინათლის ამ ნაკადში,
რომელსაც თითქოს თვითონვე ასხივებს.
– თქვენი მეუღლე და შვილი როგორ არიან?
– კარგად. შესანიშნავად.
– ჩინებულია. მოგწონთ ახალი სამსახური?
269
– არც ისე.
– ოჰ, ეს, ალბათ, ცუდის ნიშანია.
– არ ვიცი. ჩემი აზრით, არავინ ელის, რომ ადამიანს მისი
სამუშაო მოეწონება. თუ მოსწონს, ეს უკვე სამუშაო აღარ არის.
– ჯეკს მოსწონს თავისი სამუშაო.
– მაშასადამე, ეს სამუშაო არ ყოფილა.
– თვითონაც ამ აზრისაა. ამბობს, რომ ეს არ არის სამუშაო იმ
გაგებით, როგორც მე მესმის. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ
მის იდეებს ჩემზე ცუდად არ იცნობთ.
ბაჭია ხვდება, რომ ქალი მის გახელებას ცდილობს, მაგრამ იგი
უამისოდაც საკმარისადაა აღგზნებული.
– ჩემი აზრით, მე და ის, გარკვეულწილად, ერთმანეთს
ვგავართ.
– ვიცი, ვიცი, – უცნაური აჩქარებისგან, რომლითაც ქალი ამას
ამბობს, ბაჭიას გული უფრო სწრაფად უცემს, – მაგრამ მე,
ბუნებრივია, განსხვავებებს უფრო ვამჩნევ, – ქალის ხმა
მშრალად ეხრახნება წინადადების დასასრულს, ქვედა ტუჩი
ებრიცება.
ეს რაღას ნიშნავს? ბაჭიას ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს
შუშას შეეხო. მან არ იცის, ეს უწყინარი საუბარია თუ კოდი
უფრო ღრმა მნიშვნელობის გასაგებად. არ იცის, ქალი
შეგნებულად კეკლუცობს თუ შეუგნებლად. იგი გამუდმებით
ჰპირდება საკუთარ თავს, რომ შემდეგ ჯერზე მასთან მტკიცედ
ილაპარაკებს, ეტყვის, რომ შეუყვარდა, ან რაიმე ამგვარს,
სიმართლეს არ დაუმალავს, მაგრამ მისი თანდასწრებით
მუნჯდება, სუნთქვისგან მინა იორთქლება, აღარ იცის, რა
თქვას და სისულელეებს ამბობს. მხოლოდ ერთი რამ იცის –
მათი აზრებისა და მდგომარეობის მიუხედავად, ამ ქალზე
ბატონობის უფლება აქვს, თითქოს მემკვიდრეობით მიეღოს
შორეული მიწის ნაკვეთი, და რომ მთელი თავისი ფიბრებით,
თმის ღერებით, ძარღვებითა თუ ვენებით, ქალი მზადაა,
დამორჩილდეს, ოღონდ ამ მზადყოფნას წინ გონება უდგას.
– მაგალითად, რაში? – ეკითხება ბაჭია.
– თუნდაც იმაში, რომ ქალების არ გეშინიათ.
270
– ვის ეშინია მათი?
– ჯეკს.
– ასე ფიქრობთ?
– დარწმუნებული ვარ. მოხუცებსა და ტინეიჯერებს, მათ, ვინც
მას პასტორის საყელოთი ხედავს, ასე თუ ისე, ეწყობა. მაგრამ
დანარჩენებს ეჭვის თვალით შესცქერის, არ უყვარს ისინი.
თვლის, რომ მათ ეკლესიაში არ უნდა იარონ, ვინაიდან იქ
ბავშვებისა და ლოგინის სუნი მოაქვთ. ეს მარტო ჯეკის კი არა,
ქრისტიანობის
დამახასიათებელი
თვისებაა.
ძალზე
ნევროტული რელიგიაა.
ქალის მიდრეკილება ფსიქოლოგიისადმი ბაჭიას რატომღაც ისე
სულელურად ეჩვენება, რომ საკუთარი უგუნურება აღარც კი
ახსოვს. მაღალი ტროტუარიდან ჩამოსვლისას იგი თანამგზავრს
ხელს აშველებს. მთის ფერდობზე გაშენებულ ჯაჯმაუნთში
ბევრი მაღალი ბორდიურია, რომელთა მოხდენილად დაძლევაც
ტანდაბალ ქალებს საკმაოდ უჭირთ. ბაჭიას თითები ცივ ხელს
ეხება.
– თქვენს შეხედულებებს მრევლს ნუ გაუმხელთ.
– ხომ ხედავთ! თქვენც ჯეკივით ლაპარაკობთ.
– ეს კარგია თუ ცუდი? – აი, ასე. კარგი ტესტი გამოვიდა. ახლა
ქალი თავს ვეღარ დაიძვრენს. როგორც უნდა უპასუხოს, ეს
ვითარებაში სიცხადეს შეიტანს.
მაგრამ ქალი დუმს. ისინი მოპირდაპირე ტროტუარზე ადიან და
ბაჭია უხერხულად უშვებს ქალს ხელს. მაგრამ, ამ
უხერხულობის მიუხედავად, მაინც გრძნობს, რომ ისინი
ერთმანეთის შესაფერისნი არიან.
– დედა!
– რა?
– რას ნიშნავს როტული?
– როტული? ა-ა, ნევროტული. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას თავი
მთლად წესრიგში არა აქვს.
– თავი სტკივა?
271
– ჰო, რაღაც მაგის მსგავსი. და სერიოზული. მაგრამ შენ ნუ
წუხხარ, ძვირფასო. ეს თითქმის ყველას ემართება. ჩვენი
მეგობრის, მისტერ ენგსტრომის გარდა.
გოგონა თვალებს მაღლა სწევს და დედის თეძოს
ამოფარებული, ბაჭიას მორცხვი, მაგრამ თავხედური ღიმილით
უყურებს და ამბობს:
– იგი ურჩია.
– არც ისე, – პასუხობს დედა.
პასტორატის აგურის კედლის ბოლოში მიტოვებული ცისფერი
სამბორბლიანი ველოსიპედი დგას. ჯოისი, რომელსაც ზღვის
ტალღისფერი საკვირაო პალტო აცვია და თმაში ვარდისფერი
ლენტი უკეთია, მასთან მიირბენს, ჯდება და აქეთ-იქით
დაატარებს. ლითონი ჭრიალებს და ჰაერში მუცლითმეზღაპრის
ხმის გრეხილ ძაფებს აწნავს. წუთით ორივენი ბავშვს
შესცქერიან. შემდეგ ლუსი ეკითხება:
– სახლში ხომ არ შემოხვალთ?
პასუხის მოლოდინში იგი მის მხარს ათვალიერებს, მას კი
ზემოდან ეჩვენება, რომ ქალს თვალები თეთრი ქუთუთოების
ქვეშ აქვს დამალული. ტუჩები გახსნილი აქვს. ენა, ყბის
მოძრაობის მიხედვით, სასას ედება. შუადღის მზე მკვეთრად
აჩენს სახესა და დამსკდარ პომადას. ბაჭია ხედავს, როგორ
ეხება კბილებს ქვედა ტუჩის შიგა ნაწილი. დაგვიანებული
ქადაგების სიო მტკივნეული ზნეობრივი მოძღვრების გემოთი
უდაბნოს მტვრიანი ქარივით ეხვევა მის სხეულს და თვალწინ
გროტესკული
სახით
წარმოუდგება
ჯენისის
მწვანესისხლძარღვებიანი ნაზი ძუძუები. ამ საძაგელ ბუჭყას
კი სურს, რომ იგი მათ დააშოროს.
– არა, გმადლობთ. არ შემიძლია.
– ნუ ინაზებით. ეკლესიაში ყოფნისთვის ჯილდო გეკუთვნით.
ყავა მიირთვით.
– იცით, რა, – ამბობს იგი რბილად, მაგრამ მნიშვნელოვნად, –
სიმპათიური დედოფალა ხართ, მაგრამ ახლა ცოლი მყავს, – იგი
ხელებს მაღლა სწევს, რათა რაღაც აუხსნას, მაგრამ ლუსი
ნაჩქარევად იხევს უკან.
272
– ბოდიშს გიხდით.
ბაჭია მხოლოდ მისი თვალების მწვანე გარსის ლაქებიან
ნაწილს ხედავს, რომელიც შავი გუგების გარშემო პაპიროსის
ქაღალდის ნაგლეჯებს ჰგავს, შემდეგ კი ქალის მრგვალი,
მკვრივი უკანალი ქნევა-ქნევით ტოვებს იქაურობას.
– მაინც დიდი მადლობა, – მიაძახებს ბაჭია ყრუ, მისუსტებული
ხმით. მას სიძულვილის ეშინია.
ქალი ისე ძლიერად გაიჯახუნებს კარს, რომ მასზე
მიმაგრებული დასაკაკუნებელი თევზი თავისით ცარიელ
პარმაღთან დამატებით ხმებს გამოსცემს.
ბაჭია სახლისკენ მიემართება. ფიქრებში გართული, მზესაც კი
ვერ ამჩნევს. რატომ გაბრაზდა ლუსი? იმიტომ, რომ მისი
წინადადება არ მიიღო, თუ იმის გამო, რომ მიანიშნა, სურვილს
მიგიხვდიო? იქნებ ქალმა მოულოდნელად გააცნობიერა, რასაც
წარმოადგენდა თვითონ სინამდვილეში? დედამისმაც ასე იცის
ორთქლის გამოშვება უხერხულ სიტუაციაში. ასეა თუ ისე,
საკვირაო კოსტიუმში გამოწყობილი, იგი ხეების ქვეშ
მიაბიჯებს, გრძნობს, რომ ელეგანტურია, მაღალი და ღონიერი.
უგულებელყო ეკლზის ცოლი თუ არასწორად გაიგო მისი
ნათქვამი, ქალმა მაინც გამოაცოცხლა და ბაჭია თავის სახლში
ცივი გონებით, მაგრამ ჟინით აღვსილი შედის.
***
ჯენისთან მისი დაწოლის სურვილი პატარა ანგელოზს ჰგავს,
რომელსაც ტყვიის საძირავები მიამაგრეს. ახალშობილი თავის
საწოლში წევს, გაუთავებლად ღნავის. ჰნნნნნნნნაჰ-აჰ-აჰნნნნჰ, გამოსცემს ხმებს, თითქოს სუსტი ხელით თავის შიგნით
რომელიღაც კარს ფხოჭნის. ნეტავ რა უნდა? რატომ არ სძინავს?
ბაჭია ეკლესიიდან ჯენისთან ძვირფასი საჩუქრით დაბრუნდა,
მაგრამ მის მირთმევას ვერაფრით ახერხებს. ხმაური ოთახს
შიშით ავსებს. მას მუცელი სტკივა. როდესაც გოგონა ხელში
აჰყავს, რათა ამოაბოყინებინოს, თვითონ ეწყება ბოყინი –
კუჭში წნევა მაგრად დაჭიმულ ბუშტს ქმნის. ასეთივე ბუშტს
ბავშვის კუჭში ჯიუტად არ სურს გასკდომა. ნამცეცა, რბილი,
მარმარილოსებრი, ქაღალდივით მსუბუქი სხეული ჯერ
273
დაიძაბება მის მკერდზე, მერე კი მოდუნდება. ცხელი პატარა
თავი ისე მოუსვენრად ტრიალებს, თითქოს მხრებს უნდა
მოსწყდესო.
– ბეკი, ბეკი, ბეკი, – ამბობს ბაჭია, – დაიძინე, დაიძინე.
ხმაურზე ნელსონი ჭირვეულობს და სლუკუნს იწყებს. იგი
თითქოს ყველაზე ახლოსაა იმ ბნელ კართან, რომლიდანაც
ცოტა ხნის წინ ახალშობილი გამოვიდა და ყველაზე მძაფრად
აღიქვამს იმ საფრთხეს, რომლის შესახებაც ბავშვი მათ
გაფრთხილებას ცდილობს. საკმარისია, რებეკა მარტო დარჩეს,
რომ მისკენ რაღაც ბუნდოვანი ჩრდილი მოიწევს, რომელსაც
დიდების უფრო სრულყოფილი გრძნობათა ორგანოები ვერ
აღიქვამენ. ბაჭია მას კალათში აწვენს და ფეხაკრეფით
სასტუმრო ოთახში გადის. სუნთქვაშეკრულები სხედან.
შემდეგ სიჩუმის მემბრანა საშინელი ჭრიალით სკდება და
კვლავ გაისმის წყვეტილი კვნესა: ნნნჰ, ა-ნნნნნიჰ!
– ღმერთო ჩემო, – ამბობს ბაჭია, – ჯანდაბა. ჯანდაბა.
ხუთი საათისთვის ჯენისი ტირილს იწყებს. მას თვალებიდან
ცრემლი წასკდება, რომლებიც მოთენთილ, მუქ სახეზე
მიედინება.
– სულ გამოვშრი. რძე აღარ მაქვს, – მან უკვე რამდენჯერმე
მიუტანა მკერდი ბავშვს.
– მიაფურთხე, – ეუბნება ბაჭია,
სამზარეულოში ცოტა ვისკი დარჩა.

მოითმენს.
დალიე.
– რას ჩამცივებიხარ, დალიე, დალიეო? ვცდილობ, არ დავლიო.
მეგონა, არ მოგწონდა, რომ ვსვამდი. მთელი დღე სიგარეტს
ეწევი და დალევისკენ მიბიძგებ.
– ვფიქრობდი, რომ თავს უკეთ იგრძნობდი. ერთთავად
დაძაბული ხარ.
– შენზე მეტად არა. რა გემართება? რა გაქვს ჩაფიქრებული?
– სად გაქრა შენი რძე? რატომ ვერ აჭმევ ბავშვს ნორმალურად?
– ბოლო სამ საათში უკვე სამჯერ ვაჭამე. აქ მეტი აღარაფერია, –
და გულახდილი შესაბრალისი ჟესტით კაბის ზემოდან
მკერდზე იჭერს ხელს.
274
– რამე დალიე.
– მომისმინე, რა გითხრეს ეკლესიაში? შინ წადი და ცოლი
დაათვრეო? თუ დალევა გინდა, დალიე, მე რას მიყურებ.
– სულაც არ მინდა დალევა.
– მაგრამ ვერ ისვენებ. ეს შენ აღიზიანებ ბეკის. დილით, სანამ აქ
არ იყავი, არაფერი აწუხებდა.
– დაივიწყე ეს. ნუ ფიქრობ ამაზე. ნუღარ იფიქრებ ამ
სისაძაგლეზე და მორჩა.
– დაიკო ტირის!
ჯენისი ნელსონს ეფერება.
– მესმის, ჩემო საყვარელო. მას სცხელა. ახლავე შეწყვეტს.
– დაიკოს სცხელა?
ისინი ცოტა ხანს მიაყურადებენ, მაგრამ ჩხავილი არ წყდება.
სასოწარკვეთილ, უღონო გაფრთხილებას მტანჯველი სიჩუმე
ენაცვლება,
მერე
კი
ყველაფერი
თავიდან
იწყება.
გაფრთხილებულები, კაცმა არ იცის, რის შესახებ, შეუჩერებლივ
დაქრიან საკვირაო გაზეთის ნაგლეჯებს შორის, მთელ ბინაში
რომ
არის
მიმოფანტული,
სახლის
კედლები
ციხის
კედლებივით დაორთქლილა. ფანჯრებს იქით უკვე მრავალი
საათია მეფურად მოწმენდილი ცა ბრწყინავს და ბაჭიას კიდევ
უფრო აშფოთებს აზრი, რომ ასეთ ამინდში მშობლები
ყოველთვის დიდხანს ასეირნებდნენ მას და მიმის, თვითონ კი
მშვენიერ კვირადღეს კარგავენ, მაგრამ სახლიდან გასვლას
ვერაფრით ახერხებენ. გაასეირნებდა ნელსონს, მაგრამ
გაურკვეველი შიშით შეპყრობილი ბიჭი დედის კალთას
ებღაუჭება. ბაჭიას ჯერაც არ დაუკარგავს ჯენისის დაუფლების
იმედი და გვერდიდან არ სცილდება, როგორც კრიჟანგი
განძეულს. მისი ჟინი მათ ერთმანეთს აწებებს.
ქალი ამას გრძნობს და ეს კიდევ უფრო თრგუნავს.
– რატომ არ გაისეირნებ? ბავშვს ნერვებს უშლი. მეც ნერვებს
მიშლი.
– ნუთუ დალევა არ გინდა?
275
– არა, არა. მხოლოდ ის მინდა, რომ დაწყნარდე, სიგარეტის
მოწევასა და ბავშვის ხელში რწევას თავი დაანებო. და მეც
შემეშვა. ისედაც მცხელა. ჩემი აზრით, აჯობებს, ისევ
საავადმყოფოში დავწვე.
– რამე გტკივა? სად, ქვემოთ?
– ყველაფერი კარგად იქნებოდა, ბავშვი რომ არ ტიროდეს. უკვე
სამჯერ ვაჭამე. ახლა კი თქვენც უნდა გავახშმოთ. ო-ოჰ. ვერ
ვიტან კვირას. ეკლესიაში რას აკეთებდი? რატომ წრიალებ?
– სულაც არ ვწრიალებ. ვცდილობ, დაგეხმარო.
– ვხედავ. სწორედ ეს არ არის ნორმალური. შენს კანს რაღაც
უცნაური სუნი ასდის.
– რისი სუნი ასდის?
– აჰ, არ ვიცი. თავი დამანებე.
– მიყვარხარ.
– გეყოფა. არ შეიძლება. ახლა ჩემი სიყვარული არ შეიძლება.
– ცოტა ხნით დივანზე წამოწექი, მე სუპს მოვამზადებ.
– არა, არა, არა. ნელსონი აბანავე. მე კი ვეცდები, პატარას
ვაჭამო. საბრალო, იქ ისევ არაფერია.
ისინი გვიან ვახშმობენ. ჯერ არ ჩამობნელებულა – წელიწადის
ერთ-ერთი უგრძესი დღეა. სუპს რებეკას განუწყვეტელი
ტირილის
თანხლებით მიირთმევენ. მაგრამ როდესაც
სამზარეულოს ნიჟარაში ჩაწყობილ თეფშებზე, გაცვეთილ,
დანესტიანებულ ავეჯსა და კუბოსავით ჩაღრმავებულ
დაწნულ
კალათზე
ჩრდილები
ჩამოწვება,
გოგონა
მოულოდნელად წყნარდება და ბინაში საზეიმო, მაგრამ
დანაშაულის შეგრძნებით სავსე მშვიდობა მყარდება. მათ
პატარა მიატოვეს. მათ შორის შემთხვევით აღმოჩნდა
უცხოქვეყნელი, რომელიც ინგლისურად ვერ ლაპარაკობდა,
მაგრამ დიდი და მძიმე წუხილით იყო შეპყრობილი. როცა
დაღამდა, ბედის ანაბარა მიგდებული, სიბნელემ საცოდავი
მტვრის ნამცეცივით წაიღო.
– ეს მუცლის ბრალი არაა, პატარებს არ სტკივათ ხოლმე, –
ამბობს ჯენისი, – იქნებ შია, მე კი რძე გამითავდა.
276
– რა ვიცი, ფეხბურთის ბურთებს კი მიგიგავს ძუძუები და...
ჯენისი ალმაცერად უყურებს და ხვდება, თუ საით მიჰყავს
ქმარს საქმე.
– ეგ არც კი გაიფიქრო.
მაგრამ ბაჭიას ეჩვენება, რომ მის სახეზე ღიმილი გამოკრთა.
ნელსონი ზედმეტი ლაპარაკის გარეშე მიდის დასაძინებლად –
ასე მაშინ ხდება, როცა თავს შეუძლოდ გრძნობს. დაიკომ ქანცი
გააცალა. ბიჭუნას მუქი თავი მძიმედ ეფლობა ბალიშში. იგი
ხარბად მიიწევს პირით ბოთლისკენ, ბაჭია კი ელოდება, ამაოდ
ეძებს სიტყვებს ერთდროულად ავბედითი და კეთილი
წუთიერი ფიქრების გადასაცემად, შეუმჩნევლად და სწრაფად
რომ გვეხებიან, როგორც ფუნჯის მსუბუქი მოსმა. მას
გაურკვეველი
მწუხარების
შეგრძნება
ეუფლება.
ეს
მწუხარების სიმწარეა, რომელიც დროსა და სივრცეს არ
ემორჩილება, ტკივილი იმ სამყაროში ცხოვრების გამო, სადაც
მუქთავიანი ბიჭები ვიწრო საწოლებზე იძინებენ და
მადლიერებით მიიწევენ ტუჩებით რეზინისა და შუშის
ბოთლებისკენ. იგი ნელსონს ხელს კოპებიან შუბლზე ადებს.
ბიჭი მის მოცილებას ცდილობს და გაბრაზებით აქნევს
ნამძინარევ თავს. ჰარი ხელს იღებს და სხვა ოთახში გადის.
იგი ჯენისის დაყოლიებას ახერხებს. თვითონ უზავებს ვისკის
სანახევროდ წყლით – სპირტიან სასმელებში ცუდად ერკვევა.
რა სისაძაგლეა, ამბობს ჯენისი, მაგრამ სვამს.
ლოგინში ბაჭიას ეჩვენება, რომ ცოლი ახლა სხვაგვარად იქცევა.
ქალის სხეული თითქოს თავისით მოიწევს მისკენ და
დამჯერედ ექცევა მის ხელისგულებში. ღამის პერანგის
კალთიდან კისრამდე იგი ჯერ კიდევ მისია. გვერდულად
წვანან სახით ერთმანეთისკენ. ბაჭია ზურგს უზელს, ჯერ
მსუბუქად, მერე უფრო ძლიერად, მკერდზე იკრავს და მისი
დამყოლობა ისეთ ძალას მატებს, რომ იდაყვზე წამოიწევს და
მის ზემოთ დაეკიდება, მაგარ, მუქ სახეს უკოცნის, რომელსაც
სასმლის სუნი ასდის. ქალს თავი მორჩილად უჭირავს და კაცი
მის უძრავ პროფილში უარს ვერ კითხულობს. იგი
უკმაყოფილებას გულში იკლავს და თავს აიძულებს, ქალის
სინელეს შეეგუოს. თავისი უსაზღვრო მოთმინების გამო
სიამაყის გრძნობით აღვსილი, კვლავ ზურგის ზელაზე
გადადის. ჯენისის კანი მის ენასავით ინახავს თავის
277
საიდუმლოს. ნეტავ რაიმეს თუ გრძნობს? რუთის შემდეგ იგი
გაუგებარ, პირქუშ, ყველაფრისადმი გულგრილ ხორგად
ეჩვენება. შეძლებს კი მასში ნაპერწკლის გაღვივებას? წელის
ტკივილი თავს ახსენებს. ბაჭია გაბედავს და ღამის პერანგზე
ორ ღილს შეუხსნის, ქსოვილის კუთხეს გადასწევს და ქალის
თბილი ძუძუები გაშიშვლებულ მკერდზე ეკვრის. ჯენისი
უდრტვინველად ემორჩილება ამ მანევრს და იმის გაფიქრება,
რომ ცოლს გრძნობა გაუღვიძა, ბაჭიას გულს უხარებს. იგი
კარგი საყვარელია. ბაჭია მოხერხებულად ეწყობა თბილ
ლოგინში და პიჟამის შარვალზე თასმებს ხსნის. ნაზად და
ფრთხილად მოქმედებს, არც ქალის ჭრილობა ავიწყდება და
მტკივნეულ ადგილებს გვერდს უვლის. ამიტომ საშინლად
გაცეცხლდება, როდესაც ყურში სულელი ქალის წვრილი,
გამკინავი, წრიპინა ხმა ჩაესმის:
– ჰარი, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ძილს ვაპირებ?
– მერე თავიდანვე ვერ მითხარი?
– არ ვიცოდი. არ ვიცოდი.
– რა არ იცოდი?
– არ ვიცოდი, რას აკეთებდი. მეგონა, გინდოდა ჩემთვის
გესიამოვნებინა.
– მაშასადამე, არ გსიამოვნებს?
– ცხადია, არ მსიამოვნებს, როცა არაფერი შემიძლია.
– რაღაც მაინც შეგიძლია.
– არა, არ შემიძლია. დაღლილი რომც არ ვიყო და რებეკას
ჩხავილისგან გადარეული, ჩემთვის მაინც არ შეიძლება. ექვსი
კვირის განმავლობაში. ეს შენც კარგად იცი.
– როგორ არ ვიცი,
შეცბუნებულია.
მაგრამ
მეგონა...

ბაჭია
ძალზე
– რა გეგონა?
– მეგონა, მაინც გეყვარებოდი.
– რასაკვირველია, მიყვარხარ, – ამბობს ქალი ცოტაოდენი
დუმილის შემდეგ, – რა მოგივიდა, ვერ იძინებ?
278
– ჰო, ვერ ვიძინებ. ძალიან მიყვარხარ.
სულ რაღაც ერთი წუთის წინ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ
ამ საუბარმა ყველაფერი შეაზიზღა. ისედაც არაფერი
გამოსდიოდა ხოლმე, ქალის უსიცოცხლობამ და სიჯიუტემ კი
სურვილი სულ გაუქრო. ჯენისი ყველაფერს კლავს, როდესაც
მასში სიბრალულის, სირცხვილისა და საკუთარი უგუნურების
გრძნობას აღვივებს. სიამოვნებისგან მხოლოდ აუტანელი
სიმძიმე დარჩა და კიდევ სასაცილო უუნარობა – ქალის
მუცლის უსიცოცხლო, მაგრამ ცხელი კედლით ესარგებლა და
ყველაფერი სწრაფად შეეწყვიტა. ჯენისი მას ხელს ჰკრავს.
– შენ მხოლოდ ჩემი გამოყენება გინდა, – ეუბნება იგი, – ეს
საზიზღრობაა.
– გთხოვ, პატარავ.
– ეს სიბილწეა.
როგორ გაბედა ამის თქმა? ბაჭია გაცოფებულია. მაგრამ თავში
გაუელვებს, რომ მისი არყოფნის სამი თვის განმავლობაში
ქალს
სიყვარულის
შესახებ
სრულიად
არარეალური
წარმოდგენა შეჰქმნია. იგი მის მნიშვნელობას აზვიადებს,
ჰგონია, ეს რაღაც იშვიათობაა, ძვირფასი ნივთი. ბაჭიას ამ
ყველაფრის სწრაფად დამთავრება სურს, რათა დაიძინოს, მერე
კი პირდაპირ გზას გაუყვეს – მისი გულისთვის. ყველაფერი
მხოლოდ მისი გულისთვის.
– მეორე გვერდზე გადაბრუნდი, – ეუბნება მას.
– მიყვარხარ, – შვებით ამოისუნთქავს ჯენისი, რომელსაც
ჰგონია, რომ ქმარმა თავი დაანება. მას გამოსამშვიდობებლად
სახეზე ეხება და ზურგს შეაქცევს.
ბაჭია ქალის დუნდულებს უკნიდან მიადგება, ეს მეტნაკლებად გამოსდის. მას უკვე ეჩვენება, რომ ყველაფერი
კარგად მიდის, როცა ჯენისი მისკენ თავს მოაბრუნებს და
ეკითხება:
– ეს შენმა ბოზმა გასწავლა?
ბაჭია ცოლს მხარზე ხელს არტყამს და საწოლიდან
გადმოხტება. პიჟამის შარვალი იატაკზე ვარდება. ჟალუზიდან
ღამის გრილი ნიავი უბერავს. ჯენისი საწოლის შუაში ზურგზე
279
წვება და განმარტავს:
– მე ის ბოზი არა ვარ, ჰარი.
– მოკეტე, მას შემდეგ, რაც შინ დაბრუნდი, პირველად გთხოვე
რაღაც.
– შესანიშნავი იყავი.
– გმადლობთ.
– სად მიდიხარ?
ბაჭია ჩაცმას იწყებს.
– სუფთა ჰაერზე. მთელი დღე ამ დაწყევლილ სოროში
გავატარე.
– დილით ხომ გახვედი.
ბაჭია შარვალს იცვამს.
– ნუთუ არ შეგიძლია, რომ ჩემზეც იფიქრო? მე ხომ ეს-ეს არის,
ვიმშობიარე.
– შემიძლია. შემიძლია, მაგრამ არ მინდა, ფეხებზე მკიდია.
მთავარია, მე რა მსურს. მე კი გარეთ გასვლა მომინდა.
– არ წახვიდე, ჰარი, არ წახვიდე.
– ბრძანდებოდე აქ შენს უძვირფასეს უკანალთან ერთად. ჩემ
მაგიერ აკოცე.
– ღმერთო ჩემო! – ყვირის ჯენისი, საბნის ქვეშ მიძვრება და
სახეს ბალიშში რგავს.
ახლაც კი შეუძლია დარჩენა. სიყვარულის სურვილი გამქრალია
და წასვლაც აღარაა აუცილებელი. ჟინი აღარ აწვალებს, ამიტომ
მის გვერდით დაწოლა და დაძინებაც შეიძლებოდა. ყველაფერი
ჯენისის ბრალია – ბელტივით დევს და კვნესის, ქვემოთ კი,
დასახლებაში, მანქანის ძრავა ღმუის, იქ ჰაერია და ფარნებით
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბაჭია, გაიქეცი - 18
  • Parts
  • ბაჭია, გაიქეცი - 01
    Total number of words is 3433
    Total number of unique words is 2215
    26.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 02
    Total number of words is 3499
    Total number of unique words is 2225
    26.3 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 03
    Total number of words is 3427
    Total number of unique words is 2194
    25.0 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 04
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2072
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 05
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 1933
    30.2 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 06
    Total number of words is 3617
    Total number of unique words is 1984
    27.5 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 07
    Total number of words is 3493
    Total number of unique words is 2095
    28.6 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 08
    Total number of words is 3486
    Total number of unique words is 2109
    28.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 09
    Total number of words is 3502
    Total number of unique words is 2013
    31.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 10
    Total number of words is 3544
    Total number of unique words is 2147
    28.5 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 11
    Total number of words is 3569
    Total number of unique words is 2032
    32.7 of words are in the 2000 most common words
    47.7 of words are in the 5000 most common words
    55.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 12
    Total number of words is 3510
    Total number of unique words is 2059
    30.6 of words are in the 2000 most common words
    45.5 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 13
    Total number of words is 3591
    Total number of unique words is 1943
    33.0 of words are in the 2000 most common words
    47.2 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 14
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 2083
    30.7 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 15
    Total number of words is 3577
    Total number of unique words is 2014
    32.1 of words are in the 2000 most common words
    46.9 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 16
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 2146
    29.1 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 17
    Total number of words is 3593
    Total number of unique words is 2071
    31.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 18
    Total number of words is 3688
    Total number of unique words is 1980
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 19
    Total number of words is 3592
    Total number of unique words is 2047
    31.0 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 20
    Total number of words is 3531
    Total number of unique words is 2076
    29.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 21
    Total number of words is 3534
    Total number of unique words is 2055
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 22
    Total number of words is 36
    Total number of unique words is 35
    22.8 of words are in the 2000 most common words
    36.9 of words are in the 5000 most common words
    39.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.