Latin

ბაჭია, გაიქეცი - 12

Total number of words is 3510
Total number of unique words is 2059
30.6 of words are in the 2000 most common words
45.5 of words are in the 5000 most common words
52.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
საწამლავივით არიან. ირგვლივ დაცუნცულებენ, უნამუსო
თვალებს აქეთ-იქით აცეცებენ და საყოველთაო თანაგრძნობას
აღძრავენ. ჩემგან თანაგრძნობას ვერ ეღირსება. დაე,
მამაკაცებმა ღვარონ ცრემლები. მის მამამთილს რომ
მოუსმინოთ, მასზე ტანჯული არავინ ყოფილა ჟანა დ’არკის
დროიდან მოყოლებული.
ეკლზი კვლავ იცინის. ასეცაა.
– როგორ უნდა მოიქცეს ჰარი მისტერ ენგსტრომის აზრით?
– უკან მოხოხდეს. სხვა რა გზა აქვს? მოხოხდება კიდეც ჩემი
საბრალო ბიჭი. ის ხომ მამამისივითაა. კეთილი სულია. ალბათ,
ამიტომაც მართავენ კაცები მსოფლიოს. ყველანი ასეთები
არიან.
– საკმაოდ უცნაური თვალსაზრისია.
– ნუთუ? ეკლესიაში სწორედ ამას გვიმტკიცებენ. მამაკაცების
სულიერებასა და ქალების ხორციელებას. საინტერესოა, ტვინი
ვისა აქვს? ალბათ, ღმერთს.
ეკლზს ეღიმება და ფიქრობს: ნუთუ ლუთერანული ეკლესია
ყველას ამგვარ იდეებს შთააგონებს? თვითონ ლუთერიც
ნაწილობრივ ასეთი იყო – კომიკური მრისხანებისას ნახევრად
სიმართლეს აზვიადებდა. შესაძლოა, სწორედ იქიდან იღებს
181
სათავეს პირქუში პარადოქსების პროტესტანტული თეგვა.
მსგავს აზრებს ღრმად ჩანერგილი უიმედობა უდევს
საფუძვლად. ამპარტავნობას წვრილმანები არ აინტერესებს.
თუმცა ვინ იცის – მას უკვე საფუძვლიანად დაავიწყდა
თეოლოგია, რომელსაც ასე სტენიდნენ თავში. კარგი იქნებოდა,
ენგსტრომების პასტორი მენახაო, ფიქრობს იგი.
მისის ენგსტრომი
განაგრძობს.
კი
საკუთარი
აზრის
განვითარებას
– თუნდაც ჩემი ქალიშვილი, მირიამი ავიღოთ. თითქოს ჩვენი
სამყაროს ხნისაა, ყოველთვის მოხუცი იყო, მასზე არასოდეს
ვღელავ. მახსოვს, როცა კვირაობით ქვის სამტეხლოსკენ
გავისეირნებდით ხოლმე, ჰაროლდს სულ ეშინოდა – თორმეტ
წლამდე თუ იქნებოდა, – რომ მირიამი უფსკრულში არ
გადავარდნილიყო. მე კი ვიცოდი, რომ არ გადავარდებოდა.
საკმარისია, თვალი შეავლოთ. არასდროს გათხოვდება
სიბრალულის გამო, როგორც საცოდავი ჰასი მოიქცა, რათა მერე
მთელი ქვეყანა დაესიოს, როდესაც გათავისუფლებას
მოინდომებს.
– ვერ დაგეთანხმებით, რომ მთელი ქვეყანა დაესია. მე და მისი
სიდედრი სულ ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით, რომ ყველაფერი
სწორედაც პირიქითაა.
– ასე ტყუილად ფიქრობთ. ჯენისი ჩემგან თანაგრძნობას ნუ
ელის. ყველა მის მხარესაა, პრეზიდენტი ეიზენჰაუერიც კი.
ისინი მას თვალს აუხვევენ. თქვენც აუხვევთ თვალს. ესეც
კიდევ ერთი.
შემოსასვლელი კარი ისე ჩუმად იღება, რომ ეს მხოლოდ მას
ესმის. სამზარეულოში მისი ქმარი შემოდის, თეთრ პერანგსა და
ჰალსტუხში გამოწყობილა, თუმცა ფრჩხილებქვეშ შავი
ზოლები მოუჩანს – იგი ასოთამწყობია. ცოლივით მაღალია,
მაგრამ მასზე დაბალი ჩანს. ტუჩებს თავის დამამცირებლად
ამოძრავებს ცუდად მორგებული ხელოვნური კბილების
ზემოდან. ცხვირი, ეს აკურატული და გლუვი ღილი, ჰარისას
მიუგავს.
– შუადღე მშვიდობისა, მამაო ეკლზ, – ამბობს იგი, ორიდან
ერთია – ან კათოლიკეა, ან კათოლიკეთა შორის გაიზარდა.
– ძალზე მიხარია თქვენი გაცნობა, მისტერ ენგსტრომ, –
182
ენგსტრომის ხელი ნაპირებში უხეშია, ხელისგული კი – რბილი
და მშრალი, – თქვენს ვაჟიშვილზე ვსაუბრობდით.
– თავზარდაცემული ვარ ჰარის საქციელით.
ეკლზს სჯერა მისი. ერლ ენგსტრომს უფერული და ტანჯული
გამომეტყველება აქვს. ჩამოცურებული კბილების თავზე
ტუჩებს ისე კუმავს, როგორც კუჭმტკივანი კაცი ცდილობს
ბოყინის შეკავებას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს
შიგნიდან რაღაც ღრღნის. საღებავი იაფი მელანივით
გადასცლია თვალებიდან და თმიდან. პირდაპირი კაცია,
რომელმაც თავისი ცხოვრება პოლიგრაფიული სახაზავით
გაზომა, ყველა სტრიქონი საპწკრეში მჭიდროდ მოათავსა,
დილით კი მოვიდა და ნახა, რომ ვიღაცას მთელი ანაწყობი
დაუბნევია.
– იმდენს გაიძახის იმ ქალიშვილის შესახებ, გეგონებათ,
ღვთისმშობელი იყოს, – ამბობს მისის ენგსტრომი.
– ტყუილია, – რბილად ეპასუხება მისტერ ენგსტრომი და
სამზარეულოს მაგიდასთან ჯდება, რომელზეც ფაიფურის
თეთრი პლასტიკატია გადაკრული. სუფრა წლიდან წლამდე
ოთხ კაცზე იშლებოდა და ზოგიერთი ადგილი შავად
გადახეხილა, – ვერ გამიგია, როგორ მოუვიდა ჰარის თავში
ასეთი არეულ-დარეულობის მოწყობა. ბავშვობაში იგი ძალზე
მოწესრიგებული იყო. დაუდევარ გოგო-ბიჭებს კი არ ჰგავდა.
თანაც ყოველთვის კარგად მუშაობდა.
აქაფებული წითელი ხელებით მისის ენგსტრომი ქმარს ყავას
უდუღებს. ეს მცირედი ყურადღება მათ შეხმატკბილებას
იწვევს და ისინი, სხვა ძველი ოჯახური წყვილების მსგავსად,
გარეგნული უთანხმოების მიუხედავად, მოულოდნელად
ერთსა და იმავეს იმეორებენ.
– ეს ჯარში სამსახურის ბრალია, – განმარტავს ქალი, –
ტეხასიდან სულ სხვანაირი დაბრუნდა.
– სტამბაში მუშაობა არ მოისურვა, – ამბობს ენგსტრომი, –
ჭუჭყიანი სამუშაოაო.
– ყავას ხომ არ მიირთმევთ, მამაო ეკლზ? – ეკითხება მისის
ენგსტრომი.
როგორც იქნა, მისი დროც დადგა.
183
– არა, გმადლობთ, წყალს კი სიამოვნებით დავლევდი.
– წყალს? იქნებ ყინულით?
– სულერთია, მნიშვნელობა არა აქვს.
– დიახ, ერლი მართალია, – ამბობს ქალი, – ახლა ყველა ამბობს,
ჰარი ზარმაციაო, მაგრამ ასე არაა. იგი ზარმაცი არასოდეს
ყოფილა.
ჯერ
კიდევ
სკოლაში
სწავლისას
ზოგჯერ
წავიტრაბახებდით, რომ კალათბურთს კარგად თამაშობდა,
პასუხად კი გვესმოდა: «მაგისთვის ადვილია, აგერ
რამსიმაღლეაო». მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რამდენს
მუშაობდა იგი. ყოველ საღამოს დაღამებამდე ეზოში ბურთს
ტყორცნიდა, გვიკვირდა კიდეც, ამ სიბნელეში რას არჩევსმეთქი.
– თორმეტი წლიდან მეტს არაფერს აკეთებდა, – ადასტურებს
ენგსტრომი, – მისთვის ეზოში ბოძი ჩავარჭვე, რადგან გარაჟი
ძალზე დაბალი იყო.
– თუ რამეს გადაწყვეტს, ვერაფერი შეაჩერებს, – ამბობს მისის
ენგსტრომი. იგი ძლიერად აწვება ბერკეტით ყინულის
კუბურებს,
რომლებიც
ნაირფერი
ელვარებითა
და
ბრჭყვიალებით ტკაცუნით ცვივა გარეთ, – მას სურდა,
საუკეთესო ყოფილიყო და დარწმუნებული ვარ, რომ თავისას
მიაღწია კიდეც.
– მესმის, რისი თქმაც გსურთ, – ამბობს ეკლზი, – ჩვენ ზოგჯერ
გოლფს ვთამაშობთ ხოლმე და უკვე მჯობნის კიდეც.
ქალი კუბურებს ჭიქაში დებს, ონკანიდან წყალს ამატებს და
ეკლზს აწვდის, რომელსაც იგი ტუჩებთან მიაქვს. ერლ
ენგსტრომი კი დაჟინებით განაგრძობს:
– შემდეგ იგი ჯარიდან დაბრუნდა და გოგოების უკანალზე
ნადირობის მეტს არაფერს აკეთებდა.
– სიტყვები შეარჩიე, ერლ, – ეუბნება ცოლი და მაგიდაზე
ყვავილებიანი ფინჯნით ყავას დგამს.
კაცი თვალებს ძირს ხრის და ამბობს:
– მაპატიეთ. როდესაც ამ ბიჭის საქციელზე ვფიქრობ, ლამის
მთელი
გულ-მუცელი
ამომიტრიალდეს.
იგი
ტიპური
ბრუერელი უსაქმური გახდა. ერთი ხელში ჩამაგდებინა, მამაო,
184
და გეფიცებით, რომ მომკლას კიდეც, ჭკუაზე მაინც მოვიყვან.
მას მიწისფერი სახე პირთან
უფერული თვალები უელავს.
გაბრაზებით
ეჭმუხნება,
ეკლზი კვლავ სწევს ჭიქას, «არას» ჩასძახის, თითქოს
მეგაფონიაო,
ბოლომდე
წრუპავს
წყალს
ყინულის
კუბურებიდან, რომლებიც მის ცხვირწინ ირევა, ტუჩებს
იწმენდს და ამატებს:
– თქვენს ვაჟიშვილში ბევრი სიკეთეა ჩაბუდებული. როდესაც
მასთან ვარ, სრულიად უმიზეზოდ ისეთ მხიარულ ხასიათზე
ვდგები, რომ მისვლის მიზეზი მავიწყდება კიდეც, – იგი იცინის
და მისტერ ენგსტრომს შესცქერის, მაგრამ ღიმილის ნასახსაც
ვერ ამჩნევს და მზერა მისის ენგსტრომზე გადააქვს.
– აი, თქვენ გოლფს ეთამაშებით, – ამბობს მისტერ ენგსტრომი,
– რისთვის გჭირდებათ იგი? რატომ პოლიციას არ მიმართავენ
ჯენისის მშობლები? ჩემი აზრით, კარგად უნდა გაიტყიპოს,
თანაც სასწრაფოდ.
ეკლზი ალმაცერად გაჰყურებს მისის ენგსტრომს და გრძნობს,
რომ წარბები შუბლზე გამხმარ წებოსავით ეკვრის. ჯერ კიდევ
წუთის წინ არ ელოდა, რომ ქალის სახით მოკავშირეს
მიიღებდა, ამ დაქანცული კეთილი კაცის სახით კი – საკმაოდ
უხამს, მისი იმედის დამამსხვრეველ მტერს.
– სისულელეს ნუ ამბობ, ერლ, – ამბობს მისის ენგსტრომი, –
რაში სჭირდება მისტერ სპრინგერს, რომ მისი სახელი
გაზეთებში მოხვდეს? ისე ლაპარაკობ, თითქოს საბრალო ჰარი
შენი მტერი ყოფილიყოს.
– დიახაც, რომ ჩემი მტერია, – პასუხობს ენგსტრომი და ორივე
ხელით იღებს ფინჯანს, – იმ ღამიდან მოყოლებული, როცა
ქუჩა-ქუჩა დავეძებდი. შენ ამის განსჯის უფლება არა გაქვს. იმ
გოგოს სახე არ გინახავს.
– რა საქმე მაქვს მის სახესთან? რამდენადაც მესმის, ქუჩის
ქალებს ქორწინების მოწმობა წმინდანებად ვერ გადააქცევს. იმ
გოგოს ჰარის ხელში ჩაგდება უნდოდა და მიაღწია კიდეც
თავისას ერთადერთი ხერხით, რომელიც იცოდა, მარაგში კი
მეტი არაფერი აქვს.

ასე
ნუ
ამბობ,
მერი.
არაფრის
185
მომტანი
სიტყვებია.
წარმოიდგინე, მე რომ ჰარივით მოვქცეულიყავი.
– აი, თურმე რა ყოფილა, – ამბობს იგი და ეკლზი შეკრთება,
როცა დაინახავს, თუ როგორ ეძაბება ქალს სახე და ახალი
ჭურვის გასაშვებად ემზადება, – შენ გინდოდა ჩემი გულის
დაპყრობა და არა მე – შენი. თუ ვცდები?
– არა, არ ცდები, ეგრე იყო, – ბურტყუნებს კაცი.
– მაშინ შესადარებელიც არაფერია.
ენგსტრომი ჭიქის თავზე მხრებში იხრება და საკუთარ თავში
იკეტება.
– ეჰ, მერი, – ოხრავს იგი და სიტყვის თქმას ვეღარ ბედავს.
ეკლზი მის დაცვას ცდილობს – კამათის დროს ავტომატურად
ყოველთვის სუსტის მხარეს იჭერს.
– ვფიქრობ, მართალი არ ბრძანდებით. ჯენისი უეჭველად
დარწმუნებული იქნებოდა, რომ მათი ქორწინება ორმხრივი
გრძნობით იყო გამყარებული, – მიმართავს იგი მისის
ენგსტრომს, – ის რომ ანგარებიანი ინტრიგანი ყოფილიყო,
ჰარის ასე ადვილად გაქცევის საშუალებას არ მისცემდა.
ახლა, როცა მისის ენგსტრომი დარწმუნდა, რომ ქმარს თავისი
სათქმელი უთხრა, დისკუსიის გაგრძელების სურვილი გაუქრა.
მისი თვალსაზრისი – ჯენისი არ დაიკარგებაო – ისე
თვალნათლივ მცდარია, რომ დათმობაზე წასვლა უწევს.
– მას ჰარისთვის გაქცევის ნება არც მიუცია, – ამბობს
შერბილებული ტონით, – იგი მას უკანვე მიიღებს, ამაში მალე
დარწმუნდებით.
– თქვენც ფიქრობთ, რომ ჰარი დაბრუნდება? – მიმართავს
ეკლზი მისტერ ენგსტრომს.
– არა, – პასუხობს იგი და თავს ძირს ხრის, – არასოდეს. ძალზე
ღრმად შეტოპა. ახლა სულ უფრო და უფრო ქვემოთ დაეშვება,
სანამ არ ჩავთვლით, რომ საუკეთესო გამოსავალი მისი
დავიწყება იქნება. ოცდაერთი ან ოცდაორი წლის რომ იყოს,
კიდევ ჰო, მაგრამ მის ასაკში... ჩვენთან, სტამბაშიც
გამოჩნდებიან ხოლმე ასეთი ვაჟბატონები ბრუერიდან,
ყოვლად უმაქნისები. ინვალიდებს ჰგვანან, ეგაა, არ კოჭლობენ.
ნაძირალები არიან, ნაყარნუყარი ხალხი. უკვე ორი თვეა,
186
დანადგარს ვუზივარ და ვფიქრობ, რატომ იქცევა ასე ჩემი ჰარი,
მას ხომ ყოველთვის ეჯავრებოდა უწესრიგობა და არეულდარეულობა.
ეკლზი ჰარის დედისკენ ტრიალდება და გაოცებული ხედავს,
რომ იგი დგას, ნიჟარას დაყრდნობია და სათვალის ქვემოდან
სველი ლოყები უბრწყინავს. აღელვებული ფეხზე დგება.
რატომ ტირის? იმიტომ, რომ ქმარი სიმართლეს ამბობს, თუ
ხვდება, რომ ეს მის გასანაწყენებლად, იძულებითი აღიარების
სანაცვლოდ – ჩემი გულის დასაპყრობად მოსვენებას არ
მაძლევდიო, – ჯავრის ამოსაყრელად არის ნათქვამი?
– ვიმედოვნებ, რომ ცდებით, – ამბობს ეკლზი, – ჩემი წასვლის
დროა. ორივეს მადლობას მოგახსენებთ, რომ ეს საკითხი
ჩემთან ერთად განიხილეთ. წარმომიდგენია, რამდენად
არასასიამოვნო იქნებოდა ეს თქვენთვის.
მისტერ ენგსტრომი მას გასასვლელისკენ
ჩაბნელებულ სასადილო ოთახში კი ხელზე ეხება.
მიაცილებს,
– ისე უხაროდა, როცა ყველაფერი კარგად იყო, – ამბობს იგი, –
მისნაირი ბიჭი არასოდეს მინახავს. ავადმყოფურად განიცდიდა
ნებისმიერ ოჯახურ უსიამოვნებას, თუნდაც მე და მერის ეს, ასე
ვთქვათ, ხუმრობით გაგვეკეთებინა.
ეკლზი თანხმობის ნიშნად თავს აქნევს, თუმცა ეჭვი ეპარება,
რომ სიტყვა «ხუმრობით» ახლახან დანახულს შეესაბამებოდეს.
სასტუმრო ოთახის ბინდბუნდში უსახელო ზაფხულის კაბაში
გამოწყობილი გოგონა დგას.
– მიმ! ამწუთას მოხვედი?
– ჰო.
– ეს წმინდა მამაა... ანუ ღირსი...
– ეკლზი.
– დიახ, ეკლზი. იგი ჰარიზე სასაუბროდ მოვიდა. ეს კი ჩემი
ქალიშვილი მირიამია.
– გამარჯობა, მირიამ! ჰარი ყოველთვის დიდი სიყვარულით
გიხსენებთ.
187
– გაუ.
ამ სიტყვაზე გოგონას ზურგს უკან დიდი ფანჯარა კაფეს დიდი
ფანჯრის ინტიმურ ბრწყინვალებას იძენს. უკნიდან თითქოს
აგდებული მისალმების ხმები გაისმის, ირგვლივ სიგარეტის
კვამლი და იაფფასიანი სუნამოს სუნი ტრიალებს. გოგონას
სახეზე მისის ენგსტრომის ცხვირის დახვეწილი ვარიანტი
მოჩანს, რომელსაც სარაცინული თუ კიდევ უფრო ძველი,
ბარბაროსული სიმახვილე ამკობს. გრძელი ცხვირის მიხედვით
კაცმა
შეიძლება
იფიქროს,
რომ
გოგონას
სიმაღლე
მემკვიდრეობით დედისგან ერგო, მაგრამ როდესაც მამის
გვერდით დგას, აშკარაა, რომ სიმაღლით მას ჰგავს – დაღლილი
მამაკაცი და ლამაზი ქალიშვილი შუაზე გაჭრილი ვაშლივით
ჰგვანან ერთმანეთს. ორივენი დანის ბასრ პირს აგონებენ. ახლა,
როცა ეკლზმა მისის ენგსტრომის სათვალის ქვეშ ძველი,
გადახსნილი იარები დაინახა, ხვდება, რომ ამ დანას ტკივილის
მიყენებაც შეუძლია. მას აღიზიანებს მათი სივიწროვე და
თვინიერი მეშჩანობა. ეს ორნი არ დაიკარგებიან. იციან, რასაც
აკეთებენ. უმწეოებს – მათ და იმათაც, ვინც სულ ზევითაა,
სამწუხაროდ, არაფერი ეშველებათ. ისინი კი, რომლებიც მეტნაკლები
წარმატებით
ლავირებენ
შუაში,
მისი
არისტოკრატიული თვალსაზრისით, ერთსაც ქურდავენ და
მეორესაც. კართან მისტერ ენგსტრომი ქალიშვილს წელზე
ხელს ხვევს, ეკლზი კი მისის ენგსტრომზე ფიქრობს, შეშლილ,
სამზარეულოში უსიტყვოდ მდგომ ტყვეზე, მის სველ ლოყებსა
და წითელ ხელებზე. მაგრამ როდესაც გამოსათხოვრად ხელის
დასაქნევად შემოტრიალდება, ამ წყვილის აშკარა შეუსაბამობა
– საყურეებიანი არაბი ჭაბუკისა, რომელიც მისი, ეკლზის
პასტორის საყელოსადმი გულუბრყვილო ზიზღითაა სავსე, და
დაჯირჯვებული სახის მქონე ბებერი ასოთამწყობისა, ხმელხმელი, ერთმანეთზე მჭიდროდ მიკრული ადამიანებისა, –
უნებურად ღიმილს იწვევს.
განაწყენებული და წყურვილისგან გათანგული მანქანაში
ჯდება. ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში რაღაც
სასიამოვნო ითქვა, მაგრამ ვერაფრით იხსენებს. ერთიანად
დაკაწრულია, აბურძგნილი, სცხელა, ყელი უშრება, თითქოს
მთელი დღე ეკლიან ბარდებში გაეტარებინოს. ექვსიოდე კაცი
და ერთი ძაღლი ნახა, მაგრამ მის აზრს, რომ ჰარი ენგსტრომის
გადარჩენა შესაძლებელი და აუცილებელიც კი იყო, არავინ
დაეთანხმა. ჯაგნარში ჰარის არსებობა საერთოდ არ
188
იგრძნობოდა. იქ არაფერი იყო, შმორის სუნისა და შარშანდელი
უსიცოცხლო ღეროების გარდა.
ნათელი დღე ხანგრძლივი, ცისფერი, გაზაფხულის საღამოსკენ
იხრება. იგი გზაჯვარედინს გაივლის. ზედა სართულის ღია
ფანჯრიდან საყვირის ხმა ისმის. დუ-დუ-დო-დო-და-და-დიი.
დიი-დიი-და-და-დო-დო-დუ.
სამსახურიდან
შინისკენ
მიმავალი მანქანები ჩუმად მიშრიალებენ ასფალტზე. ეკლზი
დაბის დაცერებულ, განივ ქუჩებში ლავირებს, მთის შორეული
თხემის პარალელურად მოძრაობს. ფრიც კრუპენბახი,
ჯაჯმაუნთის ლუთერანი პასტორი, ოცდაშვიდი წლის
განმავლობაში სასაფლაოს სიახლოვეს, აგურის მაღალ სახლში
ცხოვრობს. მისი სტუდენტი ვაჟის ნახევრად დაშლილი
მოტოციკლეტი მისასვლელი გზის კიდესთან დევს. უცნაურად
განლაგებულ, დაქანებულ ტერასებზე გაზონს არაბუნებრივად
თანაბრად განაწილებული მომწვანო-მოყვითალო ფერი ადევს
– მას გულმოდგინედ ანოყივრებენ, კრეჭენ და მარგლავენ. კარს
მისის კრუპენბახი უღებს – საინტერესოა, ლუსი თუ იქნება
ოდესმე ასეთი მორჩილი და ჩაკუჭულლოყებიანი? ქალს
ნაცრისფერი კაბა აცვია, რომელსაც სულაც არ ადარდებს
წელიწადის დროები. მსხვილ ნაწნავებად დაწნული თმა
გვირგვინივით ადევს თავზე. თმაგაშლილს, ალბათ, ალქაჯის
შესახედაობა ექნება.
– გაზონს კრეჭს, – ამბობს ქალი.
– მასთან გასაუბრება მინდოდა. საქმე ორივე ჩვენგანის მრევლს
ეხება.
– მის ოთახში აბრძანდით. ახლავე დავუძახებ.
მთელი სახლი – შემოსასვლელი, დერეფნები, კიბე, ზემოთ
მდებარე პასტორის ტყავის კაბინეტიც კი, შემწვარი ხორცის
სუნითაა გაჟღენთილი. ეკლზი კრუპენბახის კაბინეტის
ფანჯარასთან მუხისზურგიან საეკლესიო სკამზე ზის,
რომელიც აქ, ალბათ, მორიგი რემონტის შემდეგ შემორჩა.
სკამზე დამჯდარს, როგორც ახალგაზრდობაში, ინსტინქტურად
ლოცვის სურვილი უჩნდება, მაგრამ ამის ნაცვლად, გოლფის
სათამაშო ბაც მწვანე მინდორს გაჰყურებს, რომელზეც
სიამოვნებით აღმოჩნდებოდა ჰარისთან ერთად. ეკლზის სხვა
პარტნიორები მასზე უკეთესად ან უარესად თამაშობენ, მაგრამ
მხოლოდ ჰარის შეუძლია თამაშის გამხიარულება, თითქოს
189
ვიღაც გულკეთილმა, მაგრამ ექსცენტრიკულმა მბრძანებელმა
ორივე მათგანი რაღაც სრულიად მიუღწევადის მოსაძებნად
ყოვლად უიმედო ექსპედიციაში გაგზავნა. ეს ძებნა ორივეში
დამცირების ცრემლებს იწვევს, მაგრამ ყოველ ნიშნულთან,
ყოველ მომდევნო ფოსოსთან, ყველაფერი თავიდან იწყება.
ეკლზი გულში კიდევ ერთ იმედს ატარებს – მას ჰარის
დამარცხება გადაუწყვეტია. გრძნობს – ის, რაც ჰარის
სიმტკიცეს აკარგვინებს, რაც მის მიერ შესრულებული
ბრწყინვალე მსუბუქი დარტყმის განმეორების საშუალებას არ
აძლევს, თვითონ ჰარისგანვე პრობლემებში იმალება, და თუ
მასზე გადამწყვეტ გამარჯვებას მოიპოვებს, იგი, ეკლზი,
დასძლევს ამ სისუსტეს, ამ წუნს, და ყველა პრობლემასაც
გადაჭრის. იქამდე კი სიამოვნებით ისმენს ჰარის შეძახილებს:
«აი, ასე, აი, ასე», «მაგარია!». მათი თანხმობა ეკლზში ისეთ
უზომო აღფრთოვანებას, ისეთ უწყინარ ექსტაზს იწვევს, რომ
მთელი სამყარო წვრილმანების უსასრულო მასით მწვანე
სფეროდ ეჩვენება.
სახლს პატრონის ნაბიჯები აზანზარებს. კრუპენბახი თავის
კაბინეტში ადის, უკმაყოფილოა, სათიბელას რომ მოსწყვიტეს.
ძველი შავი შარვალი აცვია, პერანგი ოფლს დაუფარავს.
ხელებზე უხეში ჭაღარა თმა მოუჩანს.
– გამარჯობა, ჩაკ, – წარმოთქვამს ბოხი საეკლესიო ხმით
ყოველგვარი მისასალმებელი ინტონაციის გარეშე. გერმანული
აქცენტისგან სიტყვები ქვებივით მძიმედ ეცემა ერთმანეთს, –
აბა, რა ამბავი მოიტანეთ?
ეკლზს ერიდება, რომ თავისზე უფროს ადამიანს ფრიცი
დაუძახოს, ამიტომ გაიცინებს და შესძახებს: «გამარჯობა!»
კრუპენბახი იბრიცება. მძიმე, კვადრატული თავი ბუძგურად
აქვს გაკრეჭილი. ეს ადამიანი აგურისგანაა გაკეთებული.
თითქოს ათეულობით წლებს თიხად დაბადებულისთვის
აგურის სიმტკიცე და ფერი მიუნიჭებია.
– აბა, რას იტყვით? – იმეორებს იგი.
– თქვენს მრევლში ენგსტრომების ოჯახი შედის.
– დიახ.
– მამა ასოთამწყობია.
190
– დიახ.
– მათმა შვილმა, ჰარიმ, ორი თვის წინ ცოლი მიატოვა, რომლის
მშობლებიც ჩემს ეკლესიას ეკუთვნიან.
– ვიცი, ვიცი. ის ბიჭი ნამდვილი Schьssel[23]-ია.
ეკლზს კარგად არ ესმის, ეს რას ნიშნავს. როგორც ჩანს,
კრუპენბახი იმიტომ არ ჯდება, რომ ოფლით ავეჯის დასვრა არ
სურს. საეკლესიო სკამზე გუნდის მომღერალი ბიჭივით
მჯდომი ეკლზი მთხოვნელს უფრო წააგავს. რაც მეტს
ლაპარაკობს მომხდარის შესახებ, მით უფრო მძაფრად
გრძნობს შემწვარი ხორცის სუნს. იგი ჰყვება, რომ ჰარი, ცოტა
არ იყოს, განებივრებული იყო სპორტული წარმატებებით. ისიც
უნდა ითქვას, რომ მისი ცოლი ქორწინებაში წარმოსახვის
უნარით ვერ დაიკვეხნიდა. თვითონ კი ცდილობდა,
ახალგაზრდა კაცი ნამუსზე შეეგდო, თუმცა მეუღლესთან
სასწრაფოდ დაბრუნებისკენ არ მოუწოდებდა, ვინაიდან ჰარის
მთავარი პრობლემა არა გრძნობათა უკმარისობა, არამედ მათი
აულაგმავი სიჭარბე იყო. მიზეზთა გამო, არც ერთის
მშობლებისგან დახმარება მოსალოდნელი არ იყო. სულ
რამდენიმე წუთის წინ შეესწრო ჩხუბს უფროს ენგსტრომებს
შორის და, შესაძლოა, სწორედ ეს ჩხუბი იძლევა იმ
საიდუმლოების გასაღებს, თუ...
– თქვენ ფიქრობთ, – აწყვეტინებს მას კრუპენბახი, – რომ
თქვენი ამოცანა ამ ადამიანების ცხოვრებაში ჩარევაა? კარგად
ვიცი,
ახლანდელ
სემინარიებში
რასაც
ასწავლიან

ფსიქოლოგიასა და მისთანებს. ამას არ ვეთანხმები. თქვენ
თვლით, რომ უფასო ექიმი უნდა გახდეთ, აქეთ-იქით
ირბინოთ, ხვრელები ამოავსოთ, კუთხეები მოამრგვალოთ. მე
კი სხვაგვარად ვფიქრობ. ეს არაა თქვენი მოვალეობა.
– მე მხოლოდ...
– ჯერ დამამთავრებინეთ. ჯაჯმაუნთში ოცდაშვიდი წელი
გავატარე, თქვენ კი მხოლოდ ორი. მე მოვისმინე თქვენი
ნაამბობი, მაგრამ იგი არაფერს მეუბნება იმ ადამიანებზე. ეს
არის მოთხრობა ღვთისმსახურზე, რომელმაც თავისი მისია
რამდენიმე უბადრუკ ჭორსა და გოლფის რამდენიმე პარტიაზე
გაცვალა. რა ხელი აქვს უფალ ღმერთს იმასთან, რომ
რომელიღაც ინფანტილური ქმარი თავის ინფანტილურ ცოლს
გაექცა? ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულხართ, რას ხედავს
191
ღმერთი? თუ თქვენ ამ ყველაფერზე მაღლა დგახართ?
– ცხადია, არა, მაგრამ მეჩვენება, რომ ჩვენი როლი ამგვარ
ვითარებაში...
– თქვენ გეჩვენებათ, რომ ჩვენი როლია, ვიყოთ პოლიციელები,
პოლიციელები, რომელთაც არც ხელბორკილები აქვთ და არც
პისტოლეტები, არაფერი, ადამიანური გულმოწყალების გარდა.
ასე არ არის? ნუ მიპასუხებთ, მხოლოდ იფიქრეთ, მართალი ვარ
თუ არა. ჰოდა, აი, რას გეტყვით – ეს ჯოჯოხეთური იდეაა. დაე,
პოლიციელები პოლიციელებად დარჩნენ და თავიანთ
კანონებზე იზრუნონ, რომლებსაც ჩვენთან საერთო არაფერი
აქვთ.
– გეთანხმებით, მხოლოდ ნაწილობრივ...
– რას ნიშნავს «ნაწილობრივ»? იმისთვის, რაც ჩვენ უნდა
გავაკეთოთ, არც წინა პირობებია საჭირო, არც ზომა, – იგი თავის
მსუქან საჩვენებელ თითს, რომელიც სახსრებს შორის თმით
არის დაფარული, ტყავის სავარძლის საზურგეზე აკაკუნებს და
სიტყვების მნიშვნელობას ხაზს უსვამს, – თუკი უფალი
გადაწყვეტს, რომ ტანჯვა უნდა შეწყდეს, ამას დაუყოვნებლივ
გვამცნობს, – ჯეკი გრძნობს, რომ სახეზე ალმური ედება, – თუ
გიფიქრიათ, რით გამოირჩევიან თქვენი არაფრის მაქნისი
მეგობრები იმ მილიარდობით ადამიანისგან, რომელთაც
ღმერთი ხედავს? ბომბეის ქუჩებში ყოველ წუთს იღუპება
ხალხი, თქვენ კი «როლს» გაიძახით. სინამდვილეში არც კი
იცით თქვენი როლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინ
ჩაიკეტებოდით და ილოცებდით. თქვენი როლი ჭეშმარიტი
რწმენის მაგალითის ჩვენებაა. აი, საიდან მოდის ნუგეში –
რწმენიდან და არა წვრილმანი ფუსფუსიდან, არა იქიდან, რომ
ჭიქაში ქარიშხალს იწვევთ. ამ წინ და უკან სირბილით იმ
მოვალეობას გაურბიხართ, რომელიც ღმერთმა დაგაკისრათ,
რათა რწმენა გაიმყაროთ, რათა საჭირო დროს მოწოდების
საპასუხოდ შეძლოთ წინ გამოსვლა და თქმა: «დიახ, ის
მოკვდა, მაგრამ მას ცაში შეხვდებით. დიახ, თქვენ იტანჯებით,
მაგრამ უნდა გიყვარდეთ ეს ტკივილი, ვინაიდან ეს იესო
ქრისტეს ტკივილია». სწორედ ამიტომ, კვირა დილით, მათ
წინაშე მწუხარებით გატანჯული კი არ უნდა წარვდგეთ,
არამედ ქრისტეზე ფიქრებით აღვსილნი უნდა ვიწვოდეთ, – იგი
თმიან ხელებს მუშტავს, – ვიწვოდეთ ფიქრებით ქრისტეს
შესახებ, ისინი ჩვენი რწმენის ძალით უნდა ავანთოთ. აი,
192
ამიტომ მოდიან ისინი. ამიტომ გვიხდიან ფულს. თუკი სხვა
რამეს ვეტყვით ან გავაკეთებთ, ამის თქმასა და გაკეთებას
ყველა შეძლებს. ამისთვის მათ ექიმები და იურისტები ჰყავთ.
ეს ყველაფერი საღვთო წერილშია ნათქვამი – ავაზაკი,
რომელმაც ირწმუნა, ყველა ფარისეველზე უფრო ძვირფასია. არ
შეცდეთ. სერიოზულად გეუბნებით. არ შეცდეთ. ჩვენთვის
მხოლოდ ქრისტე არსებობს. სხვა ყველაფერი, ზრდილობა თუ
გულმოდგინება, არაფერია, ეშმაკის ხრიკებია.
– ფრიც, – ისმის ქვემოდან მისის კრუპენბახის ფრთხილი ხმა, –
ვახშამი მზადაა.
პერანგისამარა
წითელსახიანი
დასცქერის და ეკითხება:
კაცი
ეკლზს
ზემოდან
– ხომ არ გსურთ, ჩემთან ერთად მუხლი მოიყაროთ და
ილოცოთ, რომ ქრისტემ ამ ოთახში მოწყალების თვალით
გადმოგვხედოს?
– არა. არა, არ მინდა. ძალზე გაბრაზებული ვარ. ეს პირფერობა
იქნებოდა.
უარი, წარმოუდგენელი ერისკაცისგან, კრუპენბახს გულს არ
ულბობს, მაგრამ ცოტათი ამშვიდებს კი.
– პირფერობა, – ამბობს წყნარად, – ეს არასერიოზულობაა.
ნუთუ საუკუნო ტანჯვისა არ გჯერათ? ნუთუ არ იცოდით,
რაზე მიდიოდით, როცა მაგ საყელოს ირგებდით?
მისი ვარდისფერი და მბრწყინავი თვალები უმნიშვნელო
წუნივით ჩანს სახის აგურისნაირ კანზე და თითქოს ძლიერი
სიცხისგან იწვის.
კრუპენბახი პასუხს აღარ ელოდება და სავახშმოდ ქვემოთ
ჩადის. ჯეკი უკან მიჰყვება და კარისკენ მიემართება.
უფროსებისგან დატუქსული ბავშვივით გული გამალებით
უცემს, გაშმაგებისგან მუხლები უკანკალებს. იგი ინფორმაციის
გასაცვლელად მოვიდა, მაგრამ სულელური, შეურაცხმყოფელი
მონოლოგის მსხვერპლი გახდა. გაბღენძილ ბებერ ჰუნს, ვითომ
მეხთამტყორცნელს, იოტისოდენა წარმოდგენაც კი არა აქვს
ეკლესიის, როგორც ქვეყნიერების შექმნის მახარობლის
დანიშნულების შესახებ, და იქ, ალბათ, საყასბოდან შეაღწია.
ჯეკი ხვდება, რომ ეს ღვარძლიანი და უღირსი ფიქრებია, მაგრამ
193
მათ განდევნას ვერ ახერხებს. ისე ღრმადაა სასოწარკვეთილი,
რომ მის გაღრმავებას ცდილობს და იმეორებს: ის მართალია, ის
მართალია, რათა, «ბიუიკის» იდეალურად მრგვალ, მწვანე
საჭესთან
მჯდომს,
ცრემლები
წასკდეს
და
ამ
უწმინდურობისგან განიწმინდოს. მაგრამ ვერ ტირის – შიგნით
ყველაფერი გამომშრალი აქვს. სირცხვილი და მარცხი გულზე
ძალზე მძიმე ტვირთად აწევს.
მან იცის, რომ შინ ლუსი ელოდება – თუ სადილი ჯერ მზად
არაა, ბავშვების დაბანასაც მოასწრებს. ნაცვლად ამისა, დაბის
ცენტრში მდებარე აფთიაქისკენ მიემართება. დახლს იქით
მდგომი, პუდელივით გაკრეჭილი ქალიშვილი – იგი მისი
ახალგაზრდული ჯგუფის წევრია – და ორი მრევლთაგანი,
რომლებიც წამლებს, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებსა
და
ტუალეტის
ქაღალდს
ყიდულობენ,
მხურვალედ
ესალმებიან. აი, თურმე სად დადიან ნუგეშის საპოვნელად.
ეკლზი უკეთაა. თავს ყველაზე კარგად საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილებში გრძნობს. ხელებს სუფთა, ცივ
მარმარილოზე აწყობს და სოდიან ვანილის ნაყინს უკვეთს
ნეკერჩხლის სიროფითა და თხილით. სანამ მოუტანენ, ორ ჭიქა
შესანიშნავ, გამჭვირვალე წყალს მიირთმევს.
***
კლუბი «კასტანიეტები», რომელმაც თავისი სახელწოდება ომის
დროს მიიღო, როდესაც მზერა ყველას სამხრეთ ამერიკისთვის
მიეპყრო, სამკუთხა შენობაა იქ, სადაც უორენ-ავენიუ მახვილი
კუთხით გაჭენებული ცხენის ქუჩას გადაკვეთს. ეს ბრუერის
სამხრეთი ნაწილია, აქ იტალიელები, ზანგები და პოლონელები
ცხოვრობენ და ბაჭიას საეჭვო დაწესებულებად მიაჩნია. მისი
ფანჯრები შუშის აგურებით აწყობილს ჰგავს, ფასადზე
თავხედურად რომ იცინიან და მას სიკვდილის ციხის იერს
აძლევენ, ხოლო მკრთალად განათებული გაპრიალებული
ინტერიერი მოდურ დამკრძალავ ბიუროს დამსგავსებია –
ყვავილებიანი ქოთნები, დამამშვიდებელი მუსიკა, ხალიჩების,
დღის განათების ლამპების, ჟალუზის ფირფიტების სუნი და
სპირტიანი სასმელების ოდნავ შესამჩნევი არომატი. თქვენ ჯერ
მას სვამთ, მერე კი მათი საშუალებით ბალზამირებას
გიკეთებენ. მას შემდეგ, რაც მათი ერთი მეზობელი ჯექსონ194
როუდიდან,
დამკრძალავი
ბიუროს
თანამშრომელი,
სამსახურიდან დაითხოვეს და ბარმენად დაიწყო მუშაობა,
ბაჭიას ეჩვენება, რომ ეს ორი პროფესია ერთმანეთთანაა
დაკავშირებული. მათი წარმომადგენლები რბილი, წყნარი
ხმით საუბრობენ, გარეგნული სისუფთავითაც გამოირჩევიან
და გამუდმებით ფეხზე დგანან. ის და რუთი შესასვლელთან
ახლომდებარე კაბინას იკავებენ და ფანჯრიდან მოციმციმე
წითელ ათინათებს ხედავენ, როდესაც აბრაზე ნეონის
კასტანიეტები წინ და უკან დარბიან და ტკაცუნის იმიტაციას
ახდენენ.
ამ ვარდისფერი თრთოლისგან რუთის სახე თითქოს ჰაერში
ეკიდება. იგი ბაჭიას პირდაპირ ზის. კაცი მისი წარსული
ცხოვრების
წარმოდგენას
ცდილობს

ამ
საძაგელ
დაწესებულებას, სადაც სხედან, ქალი, ალბათ, ისევე კარგად
იცნობს, როგორც იგი – სპორტდარბაზის გასახდელს. მარტო
ამის გაფიქრებაც კი ნერვებს უშლის. ქალის უთავბოლო
ცხოვრება, ისევე, როგორც მისი საკუთარი მცდელობა ოჯახის
შექმნისა, ისეთი რამეა, რომლის დავიწყებასაც მუდმივად
ცდილობს. ბაჭია ბედნიერი იყო – საღამოობით რუთის ბინაში
ისხდნენ. ქალი თავის დეტექტივებს კითხულობდა, ის კი ან
უსაქმურობდა, ან მაღაზიაში გარბოდა ჯანჯაფილის ლუდის
მოსატანად. ზოგჯერ კინოში მიდიოდნენ. მაგრამ ის, რაც აქ
არის, მას არ სჭირდება. იმ პირველ საღამოს დაიკირიმ,
შესაძლოა, არგო კიდეც, მაგრამ მას შემდეგ დასალევზე აღარ
უფიქრია და იმედოვნებდა, რომ ქალსაც იგივე განწყობა
ჰქონდა. თავდაპირველად მართლაც ასე იყო, მაგრამ ამ ბოლო
დროს რუთს რაღაც ღრღნის, იგი დამძიმდა და დროდადრო ისე
უყურებს, როგორც ღორს. ბაჭიამ არ იცის, ასეთი რა დააშავა,
მაგრამ გრძნობს, რომ სიმსუბუქე სადღაც გაქრა. დღეს კი
რუთის ეგრეთ წოდებული მეგობარი, მარგარეტი რეკავს. ამ
სატელეფონო ზარმა კინაღამ გული გაუხეთქა. ბოლო დროს
შეშინებული ელის, რომ პოლიცია, დედა ან სხვა ვინმე
მოაკითხავს. ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს მთის მეორე
მხრიდან რაღაც მოიწევს. მას შემდეგ, რაც აქ დასახლდა,
ტელეფონმა რამდენჯერმე დარეკა, ვიღაც დაბალი ხმით
კითხულობდა: «რუთი ხარ?» და ბაჭიას ხმის გაგონებაზე
ყურმილს ჰკიდებდა. შემდეგ კვლავ დარეკეს, რუთმა «არა,
არაო», და ყველაფერი ამით დამთავრდა. რუთმა იცის, როგორ
უნდა დაელაპარაკოს მათ, თანაც მხოლოდ ხუთმა ადამიანმა
195
თუ დარეკა. წარსული ვაზივით ამ ხუთ ულვაშზე იყო
მიმაგრებული. იოლად მოსწყდა მას და დარჩა ვაზი სუფთა,
ცისფერი და დაცარიელებული. მაგრამ დღეს იმ წარსულიდან
მარგარეტი გამოცხადდა და ისინი «კასტანიეტებში» დაპატიჟა.
რუთმა თანხმობა განაცხადა და ბაჭიაც თან გაჰყვა.
მრავალფეროვნებისთვის. გასამხიარულებლად.
– რას დალევ? – ეკითხება ბაჭია.
– დაიკირის.
– დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ხარ, რომ გული არ
აგერევა? – მან შეამჩნია, რომ რუთს ზოგჯერ თითქოს გული
ერევა და საჭმელზეც უარს ამბობს, ზოგჯერ კი ლამის მთელი
სახლი შეჭამოს.
– არა, არა ვარ დარწმუნებული, მაგრამ რატომ უნდა ამერიოს
გული?
– აბა, რა ვიცი. სხვებს ხომ არ ერევათ გული.
– მომისმინე, ცოტა ხნით მაინც დაივიწყე შენი ფილოსოფია.
იმაზე იზრუნე, რომ დასალევი მომიტანონ.
ნარინჯისფერ
კაბაში
გამოწყობილი
შოკოლადისფერი
ქალიშვილი, რომელიც სამხრეთამერიკელივით გამოიყურება,
მაგიდას უახლოვდება და ბაჭია ორ დაიკირის უკვეთს.
ოფიციანტი ბლოკნოტს ხურავს და მის მოშიშვლებულ ზურგზე
ბაჭია შავი ბიუსტჰალტერის ნაწილს ხედავს. სინათლეზე ქალი
სულაც არ არის შავი, სასიამოვნოდ მუქი ფერისაა, ბეჭებზე
იისფერი ჩრდილები დასთამაშებს. ოდნავ ბრტყელტერფიანია
და ფურჩალების ქნევით აუჩქარებლად მიდის. ოფიციანტი
ბაჭიას ყურადღებას არ აქცევს და ეს მოსწონს კიდეც. რუთი კი
ბოლო დროს ცდილობს, აგრძნობინოს მას, რომ რაღაცაში
დამნაშავეა.
– რას უყურებ? – ეკითხება ბაჭიას.
– არაფერს.
– შენთვის ეს არ შეიძლება, ბაჭიავ. ძალზე თეთრი ხარ.
– დღეს გამხიარულებული მეჩვენები.
– ყოველთვის ასეთი ვარ, – გამომწვევად იღიმება ქალი.
196
– ვიმედოვნებ, რომ არა.
ზანგი ოფიციანტი ბრუნდება და მაგიდაზე ორ დაიკირის
დგამს. ისინი ჩუმად არიან. უკნიდან კარი იღება და ცივი
ჰაერის ნაკადთან ერთად მარგარეტი შემოდის. მას ვიღაც ტიპი
ახლავს, რომლის დანახვაც ბაჭიას არ სიამოვნებს – რონი
ჰარისონი.
– გამარჯობა, – ეუბნება მარგარეტი ბაჭიას, – თქვენ ისევ ერთად
ხართ?
– დალახვროს ეშმაკმა, ეს ხომ სახელგანთქმული ენგსტრომია!
– იძახის ჰარისონი და თითქოს ყველაფერში ტოთეროს ჰბაძავს,
შემდეგ კი ამატებს, – შენზე რაღაც-რაღაცები გავიგე.
– რა გაიგე?
– ო-ო, სხვადასხვა რამე.
ბაჭიას ჰარისონი განსაკუთრებით არასდროს მოსწონდა და არც
ახლა შეცვლილა უკეთესობისკენ. გასახდელში მუდამ
ქალებთან თავის წარმატებებზე ლაპარაკობდა და ღმერთმა
იცის, რას საქმიანობდა. მას მოზრდილი თმიანი მუცელი
ჰქონდა, ახლა კი ღიპი დასდებია. ჰარისონი მსუქანია. მსუქანი
და სანახევროდ გამელოტებული. ხუჭუჭი ბრინჯაოსფერი თმა
გამეჩხერებია და, როდესაც თავს ატრიალებს, თხემიდან
ვარდისფერი კანი მოუჩანს. ეს ფერი ბაჭიას უხამსად ეჩვენება,
მაგრამ იხსენებს, რომ ერთხელ ჰარისონი მოედანზე მას შემდეგ
დაბრუნდა, რაც ვიღაცამ იდაყვით ორი კბილი ჩაუმტვრია, და
უნდა,
რომ
მისი
დანახვა
გაუხარდეს.
მოედანზე
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბაჭია, გაიქეცი - 13
  • Parts
  • ბაჭია, გაიქეცი - 01
    Total number of words is 3433
    Total number of unique words is 2215
    26.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 02
    Total number of words is 3499
    Total number of unique words is 2225
    26.3 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 03
    Total number of words is 3427
    Total number of unique words is 2194
    25.0 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 04
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2072
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 05
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 1933
    30.2 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 06
    Total number of words is 3617
    Total number of unique words is 1984
    27.5 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 07
    Total number of words is 3493
    Total number of unique words is 2095
    28.6 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 08
    Total number of words is 3486
    Total number of unique words is 2109
    28.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 09
    Total number of words is 3502
    Total number of unique words is 2013
    31.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 10
    Total number of words is 3544
    Total number of unique words is 2147
    28.5 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 11
    Total number of words is 3569
    Total number of unique words is 2032
    32.7 of words are in the 2000 most common words
    47.7 of words are in the 5000 most common words
    55.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 12
    Total number of words is 3510
    Total number of unique words is 2059
    30.6 of words are in the 2000 most common words
    45.5 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 13
    Total number of words is 3591
    Total number of unique words is 1943
    33.0 of words are in the 2000 most common words
    47.2 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 14
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 2083
    30.7 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 15
    Total number of words is 3577
    Total number of unique words is 2014
    32.1 of words are in the 2000 most common words
    46.9 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 16
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 2146
    29.1 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 17
    Total number of words is 3593
    Total number of unique words is 2071
    31.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 18
    Total number of words is 3688
    Total number of unique words is 1980
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 19
    Total number of words is 3592
    Total number of unique words is 2047
    31.0 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 20
    Total number of words is 3531
    Total number of unique words is 2076
    29.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 21
    Total number of words is 3534
    Total number of unique words is 2055
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 22
    Total number of words is 36
    Total number of unique words is 35
    22.8 of words are in the 2000 most common words
    36.9 of words are in the 5000 most common words
    39.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.