Latin

ბაჭია, გაიქეცი - 18

Total number of words is 3688
Total number of unique words is 1980
30.8 of words are in the 2000 most common words
44.8 of words are in the 5000 most common words
52.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
განათებული ქუჩები. მას ეს ყველაფერი ახსენდება და
სახლიდან გადის.
უცნაურია, მაგრამ ბაჭიას წასვლისთანავე ჯენისი იძინებს: ამ
ბოლო დროს მარტო ძილს მიეჩვია, ფიზიკურ შვებას გრძნობს
იმისგან, რომ ქმარი საწოლში არაა და არავინ მიარტყამს
280
გახურებულ ფეხს და არც ზეწრებს დაგრეხს თოკებად. დილის
ოთხი საათისთვის ბეკი ყვირილით აღვიძებს. იგი დგება. ღამის
პერანგი რბილად ელამუნება ფეხებზე. კანი ძალიან
მგრძნობიარე გაუხდა. ჯენისი ბავშვს სახვევებს უცვლის და
საწოლზე ჯდება, რათა შვილს აჭამოს. როდესაც ბეკი ძუძუს
წოვს, ქალს ეჩვენება, რომ სხეულში სიცარიელე უჩნდება. ჰარი
არ დაბრუნდა.
ბავშვს პირიდან წამდაუწუმ უვარდება ძუძუ – ჯენისი
ვერაფრით ახერხებს, რომ მთელი ყურადღება შვილს მიაპყროს,
გაფაციცებით უსმენს, საკეტში ჰარის გასაღები ხომ არ
ჩხაკუნებს.
დედას მეზობლები სიცილით მოკვდებიან, თუ კვლავ
დაკარგავს ქმარს. ჯენისი მათ აინუნშიაც არ ჩააგდებდა, რომ
არა დედა, რომელიც მას, სანამ მშობლებთან ცხოვრობდა,
მუდამ ახსენებდა მათ ღვარძლიანობას, თანაც მის გვერდით
თავი სულელად და ულამაზოდ მიაჩნდა, ყველა იმედიც
გაუცრუა. ჯენისი ფიქრობდა, რომ დაქორწინება ყველაფერს
შეცვლიდა – გათხოვდებოდა და საკუთარი სახლი ექნებოდა.
თავიდანვე ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ გოგონასთვის დედის
პატივსაცემად მისი სახელი დაერქმია – იქნებ ასე მაინც აღარ
მომაბეზროს თავიო, მაგრამ ამის ნაცვლად საბრალო პატარა
ბრმად რქენს პირით მკერდში, დედამისს ახსენებს და ჯენისს
ეჩვენება, თითქოს ბოძის თავზე წევს, მარტოა და მთელ ქალაქს
ხედავს. მას სცივა. ბავშვი ძუძუს პირში ვერ იჩერებს, იგი
არავის სჭირდება.
ჯენისი დგება და ოთახში დადის, თან ბეკი მხარზე შემოუდევს
და ზურგზე ეფერება, რათა ჰაერის გამოშვებაში დაეხმაროს,
პატარა კი ისეთი მოთენთილი და დასუსტებულია, რომ
შიგადაშიგ ქვემოთ მოცურავს და თავის შესამაგრებლად
უძვლო ფეხებით მის მკერდში ჩამალვას ცდილობს. ღამის
პერანგი ქარისგან ფრიალებს და ფეხებსა და, როგორც ქმარმა
თქვა, მის ძვირფას უკანალს ეკვრის. ისე იტყვიან, ლამის
ტალახში ამოგგანგლონ – წესიერი სიტყვებიც კი არ იციან
სხეულის ნაწილების აღსანიშნავად.
ახლა რომ საკეტში გასაღები გადატრიალდეს და ქმარი
შემოვიდეს, ჯანდაბას, ყველაფრის გაკეთების ნებას მისცემს,
ბოლოს და ბოლოს, გათხოვილი ქალია. მაგრამ ამაღამ ეს
იმდენად უსამართლო იყო, რომ ყველაფერი სტკივა. მთელი ამ
281
დროის განმავლობაში თავის ბოზთან იწვა, მას კი ისე
მოუთმენლად ეუბნება, მეორე გვერდზე გადაბრუნდიო,
თითქოს სურს, რაც შეიძლება ჩქარა მოიცილოს თავიდან.
როგორ უნდა აუკრძალოს რამე, ხომ მისცა გაქცევის ნება. მაშ,
არც სიამაყის გამოვლენის უფლება აქვს და არც საკუთარი
თავის პატივისცემისა? აი, რატომ უნდოდა დაემტკიცებინა,
რომ ჰქონდა. ჰარის ეგონა, ვერ გაბედავდა, რადგან გაქცევის
უფლება მისცა. სასაცილოა, ქმარი ცუდად მოიქცა, მას კი
სიამაყის ნატამალიც არ უნდა გააჩნდეს, სანარცხე ვედრო უნდა
იყოს. ისე გადაეკიდა, ეტყობა, გვარიანი პრაქტიკა გაიარა. ამან
ქალს ის დრო გაახსენა, როდესაც ჰარი, ღმერთმა იცის, სად
დაეხეტებოდა და რას აკეთებდა, თვითონ კი სრულიად უმწეო
იყო, დედასა და პეგის ებრალებოდათ, სხვები იცინოდნენ და
ამის ატანა აღარ შეეძლო.
შემდეგ იგი ეკლესიაში მიდის და შინ ჟინმორეული ბრუნდება.
რა უფლება ჰქონდა, ეკლესიაში რომ წავიდა? რაზე
ესაუბრებოდა ღმერთს იმ ქალების ზურგს უკან, ერთმანეთს
რომ თვალს უკრავენ? ყველაზე მეტად ის აცოფებს, რომ
სიყვარულის დროს სიყვარულზე კი არა, ათას სხვა რამეზე
ფიქრობენ. თითებით მიხვდები, შენზე ფიქრობენ თუ არა.
დღეს ჰარი თავდაპირველად მასზე ფიქრობდა, მაგრამ მერე
ძალზე საძაგელი გახდა და ჯენისიც გაბრაზდა, რადგან კაცს
საკუთარი თავის გარდა არაფერი ადარდებდა, არც ის, რომ იგი
დაიღალა, რომ ყველაფერი სტკიოდა. ეს ნამდვილი უხეშობა
იყო.
უხეშობა იყო და მორჩა. მასზე ამბობს ხოლმე, რომ სულელია,
არადა, თვითონაა სულელი – არ ესმის, როგორ ცუდადაა,
როგორ შეიცვალა მისი გაქცევის შემდეგ. უნდა ელაქუცოს, თუ
უნდა, რომ კვლავ შეიყვაროს. ადრეული ბავშვობიდანვე
თავზარს სცემდა ის, რომ ან არავინ იცოდა მისი გრძნობების
შესახებ, ან არავის ადარდებდა. არ მოსწონს და არც არასოდეს
მოსწონდა საკუთარი კანი – იტალიელივით ძალიან მუქი,
თუმცა სხვა გოგოებივით ხუწუწები არ ჰქონდა. იმ დღეებში,
როცა ორივენი კროლთან მუშაობდნენ – მაშინ იგი მარილიან
თხილს ყიდდა, – და როცა ერთად იწვნენ მერი ჰენეკერის
საწოლზე, ჰარის ძალიან მოსწონდა ვერცხლისფერი შპალერი,
თვალებს ხუჭავდა და კანი თითქოს ჰაერში ეხსნებოდა. ჯენისი
ფიქრობდა, რომ სწორედ მაშინ დამთავრდა ყველაფერი და იგი
უკვე მარტო კი არა, ვიღაცასთან ერთად იყო. მაგრამ შემდეგ
282
ისინი
დაქორწინდნენ
(ადრე
საოცრად
ეშინოდა
დაფეხმძიმების, მაგრამ ჰარი მთელი წელი დაქორწინებაზე
ლაპარაკობდა და გაეცინა, როცა ეს ამბავი შეატყობინა,
მაგარიაო, ასე თქვა, მას კი საშინლად შეეშინდა, მან კი კვლავ –
მაგარიაო და ბავშვივით ხელში აიყვანა. იგი საუცხოოდ
იქცეოდა, როცა ჯენისი ამას სრულებით არ ელოდა. მასში
იმდენი კარგი იყო, ჯენისი ვერავის უხსნიდა, როგორ შეეშინდა,
დაფეხმძიმება რომ გაიგო, ჰარიმ კი აიძულა, ამით ეამაყა), ის კი
კვლავაც პატარა, მოუხერხებელ მუქკანიან ჯენის სპრინგერად
რჩებოდა, ქმარი თავდაჯერებული რეგვენი ჰყავდა, რომელიც,
მისტერ სპრინგერის თქმით, არაფრად ვარგოდა. როდესაც
ცოტას დალევდა, მარტოობის გრძნობა სადღაც იწრიტებოდა.
ეს გუნდას არ ადნობდა, მხოლოდ გვერდებს უმრგვალებდა და
ცისარტყელასავით აკაშკაშებდა.
ჯენისი ოთახებში დადის და მანამ ეფერება ბავშვს, სანამ ხელფეხი არ ასტკივდება. ბოლოს და ბოლოს, პატარა რძით სავსე
ძუძუს ხელებს მოხვევს და იძინებს. კიდევ ხომ არ აჭამოს. არა,
არ არის საჭირო, ეძინოს, რადგან სძინავს. ჯენისი საბრალო
უწონო ბალღს ოფლიან მხარს მოაშორებს და საწოლზე, გრილ
ჩრდილში აწვენს. უკვე თენდება, მთის აღმოსავლეთ
ფერდობიდან დილა ადრიანად შემოდის ქალაქში. ჯენისი
ლოგინში წვება, მაგრამ სინათლე, რომელიც სულ უფრო
მკვეთრად მოჩანს თეთრ ზეწრებზე, დაძინების საშუალებას არ
აძლევს. თავიდან ეს სიამოვნებს კიდეც – დამდეგი დილა
იმდენად სუფთაა, რომ ისეთივე გრძნობა უჩნდება, როგორიც
ჰარის არყოფნის მეორე თვეს. ფანჯრის ქვეშ დედის იაპონური
ალუბალი ყვაოდა, ბალახიც მოიწევდა ნიადაგიდან, მიწას კი
სინესტის, სითბოსა და ნაცრის სუნი ასდიოდა. მან ყველაფერი
აწონ-დაწონა და შეურიგდა იმ აზრს, რომ მისი ქორწინება
დასრულდა. ბავშვს გააჩენს, განქორწინდება და აღარასოდეს
გათხოვდება. მონაზონივით იქნება, როგორც შესანიშნავ
ფილმში ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით, ახლახან რომ ნახა.
თუ ჰარი დაბრუნდება, მაშინაც ყველაფერი იოლად
გადაწყდება – ყველაფერს აპატიებს და სმასაც მიატოვებს,
რადგან ასე აღიზიანებს, თუმცა ვერ გაუგია, რატომ, და
კვლავაც საამურად, წმინდად და უბრალოდ გააგრძელებენ
ერთად ცხოვრებას. ჰარი ყველაფერ ცუდს თავიდან ამოიგდებს
და ძალიან ეყვარება იგი, რადგან ჯენისი ყველაფერს აპატიებს,
მას კი ეცოდინება, როგორ გაუწიოს კარგი ცოლობა. ჯენისი
283
ყოველ კვირადღეს დადიოდა ეკლესიაში, პეგისთან საუბრობდა
და ლოცულობდა, ახლა კი მიხვდა, რომ გათხოვება
თავშესაფრის შეძენას კი არ ნიშნავდა, არამედ იმას, რომ
ყველაფერი ქმართან ერთად გაეყო, ფიქრობდა, რომ ჭირსაც და
ლხინსაც ჰარისთან ერთად გაიზიარებდა. შემდეგ კი სასწაული
მოხდა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველაფერი
მართლაც ასე იყო.
მაგრამ მოულოდნელად ჰარიმ ყველაფერი გააფუჭა, იმ ბოზის
ჭუჭყით დასვარა, თანაც უნდოდა, ეს მოსწონებოდა.
უსამართლობის განცდისგან გულამოსკვნით ტირის, თუმცა
ჩუმად, თითქოს იმ რაღაცის ეშინია, საწოლზე მის გვერდით
რომ დევს.
შემდეგ პანიკური შიშისა და სულის ხუთვის შეგრძნება
ეუფლება. დგება და ოთახში დაბორიალებს. ერთი მკერდი
გაუსივდა,
ძუძუში
ჩხვლეტას
გრძნობს.
ფეხშიშველა
სამზარეულოში გადის და ვისკისგან დაცლილ ჭიქას ყნოსავს,
რომლის დალევაც ჰარიმ აიძულა. მკვეთრი, მწკლარტე, მძაფრი
სუნი ასდის. ჯენისი ფიქრობს, რომ ერთმა ყლუპმა, შესაძლოა,
უძილობისგან განკურნოს. დაიძინებს, მერე კი, როცა საკეტში
გასაღების ჩხაკუნი გააღვიძებს და სახლში დარცხვენით
შემოსულ დიდ სხეულს დაინახავს, ეტყვის: დაწექი, ჰარი,
ყველაფერი კარგადაა, ის გამიკეთე, რაც გსურდეს, რაც შენ
გინდა, მეც ის მინდა, მართლა მინდა.
იგი ცოტა ვისკს ისხამს და იმდენივე წყლით აზავებს, რათა
დიდხანს არ სვას. რომ არ იხმაუროს და ბავშვები არ გააღვიძოს,
შიგ ყინულის კუბურებს არ ყრის. ვისკიანი ჭიქით
ფანჯარასთან მიდის, დგას და ტოლით დახურული სამი
სახლის მიღმა გაწოლილ მძინარე ქალაქს გადაჰყურებს. ალაგალაგ, შორეულ სამზარეულოებსა და საძინებლებში, სინათლე
ინთება. მანქანა ფარების მკრთალი დისკებით, რომლებიც
მილეულ ბინდში სხივებს არ ირეკლავს, ნელა მიუყვება
უილბერ-სტრიტს დასახლების ცენტრისკენ. გზატკეცილს,
რომელიც ტყიანი ნაპირების მქონე მდინარესავით სანახევროდ
სახლების სილუეტებით არის დაფარული, სალტეების
სიმრავლისგან შრიალი გაუდის. ქალი გრძნობს, რომ სამუშაო
დღე ახლოვდება, რომ ქვემოთ ორფერდასახურავებიანი
სახლები მალე გაიღვიძებენ, ციხესიმაგრეებივით კარებს
გააღებენ და თავიანთ მამაკაცებს გარეთ გამოუშვებენ. გული
284
სწყდება, რომ ამ რიტმში, რომელშიც საცაა ახალი ტაქტი
დაიწყება, მისი ქმარი არ მონაწილეობს. რატომ მაინცდამაინც
ის? რა არის მასში ისეთი განსაკუთრებული? ჯენისს ჰარის
გამო წყენის ტალღა აწვება, მის ჩასახშობად ჭიქას ცლის და
ფანჯარას ზურგს შეაქცევს. ოთახში ყველა ნივთი ყავისფერია,
ოღონდ სხვადასხვაგვარი ელფერით. ჯენისს ეჩვენება, რომ
გვერდი გაუმრუდდა, გამოსაწოვი მკერდის სიმძიმე ქვევით
ექაჩება.
იგი სამზარეულოში მიდის და ამჯერად უფრო მეტ ვისკის
ისხამს – ცოტა
სიამოვნებაც ხომ უნდა იგრძნოს.
საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ საკუთარ თავზე
ფიქრისთვის ვერც კი მოიცალა. ფიქრი სიამოვნების შესახებ
მოძრაობებს სიმსუბუქესა და სისწრაფეს მატებს, ფეხშიშველა
გარბის ხაოიან ხალიჩაზე ფანჯრისკენ, თითქოს იქ მისთვის
ახლა
სპექტაკლი
უნდა
დაიწყოს.
თეთრ
ხალათში
გამოწყობილი, ყველაფერზე მაღლა დგას, რისი დანახვაც კი
შეიძლება და ისე ძლიერად იჭერს თითებს მკერდზე, რომ რძე
გამოდის და თეთრ ქსოვილზე თბილ ლაქებს აჩენს.
სისველე სხეულს მიუყვება და სიგრილეში შრება. ფეხზე
დიდხანს დგომისგან ვენები სტკივა. იგი ფანჯარას
მოსცილდება და ჭუჭყიან ყავისფერ სავარძელში ჯდება. გული
ერევა,
როდესაც
ხედავს,
თუ
როგორ
უერთდება
დალაქავებული კედელი ცომივით გაყვითლებულ ჭერს.
ზევით-ქვევით აქანავებს და ლამის მთელი შიგნეულობა
ამოუტრიალდეს. შპალერზე გამოსახული ნახატი ცოცხალივით
მოძრაობს, ბურუსში ყვავილების ყავისფერი ლაქები მიცურავს,
რომლებიც ერთმანეთს ეწევიან და შთანთქავენ. რა
საზიზღრობაა. იგი ტრიალდება და ყურადღებით უყურებს
უსიცოცხლო ტელევიზორის მწვანე ეკრანს. ღამის პერანგის
წინა მხარე შრება და გაუხეშებული ქსოვილი მკერდს წიწკნის.
წიგნში ახალშობილების მოვლის შესახებ წერია: ძუძუს თავები
სუფთა უნდა გქონდეთ. ფრთხილად გაისაპნეთ – ნაკაწრებში
მიკრობები აღწევენ. ჯენისი ჭიქას სავარძლის სახელურზე
დგამს, დგება, პერანგს თავს ზემოდან იხდის და კვლავ ჯდება.
ხავსიანი ზედაპირი რბილად ზამბარებს შიშველი სხეულის
სიმძიმის ქვეშ. ქალი დაჭმუჭნილ პერანგს მუხლებზე იდებს,
ფეხის თითებით ტაბურეტს მარჯვედ მიიჩოჩებს, ზედ ფეხებს
შემოდებს და მათი ცქერით ტკბება. მას ყოველთვის მიაჩნდა,
რომ ლამაზი ფეხები ჰქონდა. მათი ქვემოთ დავიწროებული
285
ბუნდოვანი სილუეტები მუქი ხალიჩის ფონზე თეთრად
ელვარებს. მკრთალი შუქი ლურჯ ვენებს ფარავს, რომლებიც
ბეკის მუცლად ყოფნისას დაეტყო. ნუთუ დედასავით
საშინელი ფეხები ექნება? იგი მუხლის სისხო კოჭების
წარმოდგენას ცდილობს და ეჩვენება, რომ თითქოს მართლაც
უსივდება. იგი იხრება, კოჭის ვიწრო, მტკიცე ძვლებს თითებით
ეხება და გზად მხარს სავარძლის სახელურზე მდგარ ვისკიან
ჭიქას გაჰკრავს. შიშველ ტანზე ცივი ჰაერის შეხებას იგრძნობს
და წამოხტება, კანი ეხორკლება. რა სასაცილოა. ამას რომ ჰარი
ხედავდეს. საბედნიეროდ, ჭიქაში თითქმის აღარაფერი იყო
დარჩენილი. იგი მტკიცედ მიემართება სამზარეულოსკენ,
ბოზივით სრულიად შიშველი, მაგრამ შეგრძნება, რომ ვიღაც
უთვალთვალებს, – ეს მაშინ გაუჩნდა, როცა ფანჯარასთან იდგა
და მკერდს იწურავდა, – საგრძნობლად უძლიერდება. იგი
საძინებელში დურთავს თავს, ცისფერ საბანაო ხალათში ეხვევა
და ვისკიში წყალს ურევს. დაღლილობისგან ქუთუთოები
ეწვის, მაგრამ ლოგინში დაწოლის სურვილი უქრება. საწოლი
თავზარს სცემს, ვინაიდან იქ ჰარი არაა. მისი არყოფნა ხვრელია,
რომელიც სულ უფრო ფართოვდება, და მასში ცოტა ვისკის
ასხამს, მაგრამ ეს საკმარისი არაა, და როცა მესამეჯერ მიდის
ფანჯარასთან, უკვე გვარიანადაა გათენებული და ირგვლივ
არსებული დაღვრემილობაც კარგად მოჩანს. ვიღაცას ერთ-ერთ
ტოლგადაფარებულ სახურავზე ბოთლი გაუტეხია. უილბერსტრიტზე
არხები
ახალმშენებლობებიდან
ჩამომდინარე
ჭუჭყითაა სავსე. სანამ ფანჯარაში იყურება, გრძელ, მკრთალ
ჯაჭვში ჩაბმული ქუჩის ფარნები ერთიმეორის მიყოლებით
ქრება. ჯენისი ელექტროსადგურში ჩამრაზის ამომრთავ
მამაკაცს წარმოიდგენს – დაბალ, ჭაღარა, მხრებში მოხრილ და
ნამძინარევ ადამიანს. იგი ტელევიზორს უახლოვდება და
მწვანე მართკუთხედზე მოულოდნელად გაჩენილი სინათლის
ზოლები გულს სიხარულით უვსებს, მაგრამ ჯერ ძალიან
ადრეა. ეს მხოლოდ უაზროდ მოციმციმე ლაქაა, ხმა კი
თანაბარი. სტატიკური ხმაური. ქალი ზის და ცარიელ ნათებას
შესცქერის, იმის შეგრძნებისგან, რომ ვიღაც უთვალთვალებს,
რამდენჯერმე მკვეთრად ტრიალდება. ამას ძალზე სწრაფად
აკეთებს,
მაგრამ
ყოველთვის
რჩება
თვალისთვის
მიუწვდომელი სივრცე, რომლისთვისაც იმ კაცს თავის
შეფარება შეეძლო. ეს სულ ტელევიზორის ოინებია – მან
დაუძახა ჯენისს ოთახში, მაგრამ როგორც კი გამორთავს,
მაშინვე ტირილს იწყებს. ქალი ზის, სახეზე ხელები აუფარებია,
286
ცრემლები თითებს შორის აღწევს, მისი სლუკუნი მთელ ბინაში
გაისმის. თავის შეკავებას არც კი ცდილობს – უნდა, ვინმემ
მაინც გაიღვიძოს, რადგან მარტო ვეღარ ძლებს. მოთეთრო
შუქში ავეჯი და კედლები სულ უფრო მკვეთრად მოჩანს, ისინი
საკუთარ ფერებს იბრუნებენ, ყავისფერი ლაქები კი თავის
თავშივე იკარგებიან.
ჯენისი ბავშვს დახედავს. საბრალო წევს და ზეწარში ფშვინავს,
პატარა ხელები ყურებთან აუწევია. იგი მის თავზე იხრება და
ცხელ,
გამჭვირვალე
შუბლზე
ეფერება,
შემდეგ
კი
ჩასველებული გოგონა საწოლიდან ამოჰყავს და ფანჯარასთან
მდგარ სავარძელში ჯდება, რათა ძუძუ მოაწოვოს. ცის
მკრთალი, თანაბარი სილაჟვარდე შუშაზე დახატულს ჰგავს.
აქედან არაფერი ჩანს, ამ ცის გარდა, თითქოს ასი მილის
სიმაღლეზე საჰაერო ბურთის კალათში სხედან. სახლის მეორე
ნახევარში კარი გაჯახუნდება და ჯენისი შეკრთება, მაგრამ ეს,
ალბათ, რომელიმე მცხოვრებია, სავარაუდოდ, მისტერ კაპელო,
ტკბილ სიტყვას რომ ვერავისთვის იმეტებს, სამსახურში
მიდის, მისი მძიმე ნაბიჯებისგან კიბე უხალისოდ ჭრაჭუნებს.
ხმაურზე ნელსონი იღვიძებს და ჯენისს საქმე ემატება.
საუზმის მომზადებისას ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა
სამზარეულოს ნიჟარაში უვარდება და ტყდება. როდესაც
ნელსონისკენ იხრება, რათა ბრინჯის ბურბუშელა მისცეს, ბიჭი
ცხვირშეჭმუხნილი უყურებს დედას, გრძნობს მის ნაღველს და
ამ ნაცნობი შეგრძნებისგან ნაცნობი შიში ეუფლება.
– მამიკო წავიდა?
კეთილი ბიჭია. ამას იმიტომ კითხულობს, რომ დედას
მდგომარეობა შეუმსუბუქოს. მას მხოლოდ დათანხმება
დარჩენია.
– არა, – პასუხობს იგი, – მამიკო დღეს ადრე წავიდა
სამსახურში, როცა გეძინა. როგორც ყოველთვის, ვახშმისთვის
მოვა.
ბიჭი იღუშება, მერე კი იმედით იმეორებს:
– როგორც ყოველთვის?
შეშფოთებული, თავს მაღლა სწევს და მისი კისერი ვიწრო
ღეროს ემსგავსება, რომელიც ძალიან წვრილია იმისთვის, რომ
მრგვალი თავი და ბალიშისგან აწეწილი თმა შეიკავოს.
287
– მამიკო მოვა, – იმეორებს ჯენისი. რადგან სიცრუე იტვირთა,
გასამხნევებლად ვისკი სჭირდება. მის შიგნით წყვდიადს
დაუსადგურებია, რომელიც უნდა გაანათოს, რათა არ წაიქცეს.
იგი თეფშებს ნიჟარაში აწყობს, მაგრამ ყველაფერი ხელიდან
უვარდება, ჭურჭლის გარეცხვას არც კი ცდილობს. ბოლოს
მოაფიქრდება, რომ ხალათი უნდა გაიხადოს და კაბა ჩაიცვას,
მაგრამ სააბაზანოსკენ მიმავალს, გზაში ავიწყდება, რისთვისაც
მიდიოდა და საწოლის გასწორებას იწყებს. აბურდულ
ლოგინში ვიღაცის ყოფნა იმდენად აშინებს, რომ უკან იხევს და
სხვა ოთახში გადის ბავშვებთან. როდესაც მათ უთხრა, მამა
ჩვეულ დროს მოვაო, თითქოს ოთახში მოჩვენება შემოუშვა.
მაგრამ ეს სხვა კაცი ჰარის კი არა, მძარცველს ჰგავს, რომელიც
მის ჯიბრზე ოთახიდან ოთახში დაქრის.
ჯენისს კვლავ ამოჰყავს ბავშვი საწოლიდან, სველ სახვევებს
ხელით უსინჯავს და მისი გადახვევა სურს, მაგრამ ჭკვიანი
ქალია – გრძნობს, რომ მთვრალია და, შესაძლოა, შემთხვევით
ქინძისთავით რამე დაუზიანოს. ამაყობს, ამის მოფიქრება რომ
შეძლო და საკუთარ თავს უბრძანებს, ბოთლს აღარ გაეკაროს
და სახვევების შეცვლა ერთი საათით გადადოს. ჯენისი
მშვენიერ ბეკის უკანვე აწვენს, რომელიც, მისდა გასაოცრად,
ერთხელაც არ წამოიტირებს. ის და ნელსონი სხედან და
დეივიდ ჰეროუემის გადაცემის ბოლო ნაწილს უყურებენ,
შემდეგ კი იმას, თუ როგორ დაპატიჟა ელიზაბეტმა სახლში
სტუმრად თავისი ქმრის მეგობარი – შინაბერა კაცი, რომელსაც
ტურისტულ ლაშქრობებში სიარული უყვარს და როგორც
აღმოჩნდება, საჭმლის კეთება ელიზაბეტზე უკეთ იცის. ეს
პროგრამა ჯენისს რატომღაც აღიზიანებს და იგი – მხოლოდ
იმიტომ, რომ ტელევიზორის ყურებისას სმას არის მიჩვეული, –
სამზარეულოში გადის და დარჩენილ ვისკიში ყინულის ბევრ
კუბურას ყრის, რათა დაგმანოს უზარმაზარი ხვრელი, რომელიც
შიგნით ლამის ამოუტრიალდეს. ერთი ყლუპი და, ლურჯი
შუქის აფეთქებასავით, ყველაფერს ნათელი ეფინება. მან
მხოლოდ ხიდი უნდა გადოს ამ პატარა უფსკრულის თავზე,
საღამოს კი ჰარი სამსახურიდან მოვა და ვერავინ ვერაფერს
გაიგებს, არავინ დასცინებს. ეჩვენება, რომ ნელსონის თავს
ზემოთ მის დასაცავად გადაჭიმული ცისარტყელაა, რომლის
თაღის ქვეშაც ჰარი საბავშვო სათამაშოსავით უსასრულოდ
პატარა ჩანს. კარგი იქნებოდა, ნელსონთან ეთამაშა – მისთვის
მავნებელია მთელი დღე ტელევიზორის ყურება. ჯენისი
288
ტელევიზორს გამორთავს, სურათებიან გასაფერადებელ წიგნს
და ფერად ცარცს პოულობს, ნელსონთან ერთად ხალიჩაზე
ჯდება და მოპირდაპირე გვერდებს აფერადებს.
შიგადაშიგ ჯენისი ნელსონს ეფერება, სასაცილო ამბებს უყვება
და სიამოვნებით აფერადებს სურათებს. სკოლაში ერთადერთი
საგანი ხატვა იყო, რომლისაც არ ეშინოდა და ამიტომ
ყოველთვის კარგ ნიშნებს იღებდა. მან ლამაზად გააფერადა
გვერდი, სადაც ფერმის ეზო ეხატა და აღფრთოვანებული
იღიმება. მის თითებში ფერადი ჩხირები აკურატულ,
პარალელურ შტრიხებს ავლებს, ვაჟიშვილის პატარა სხეული კი
დედას მჭიდროდ ეკვრის. საბანაო ხალათი მარაოსავით
ვარდება ძირს და საკუთარი ტანი დიდი და ლამაზი ეჩვენება.
იგი განზე დგება, რათა ნახატს შუქი არ დაეცეს და ხედავს, რომ
ქათმის ნახევარი მწვანედ გაუფერადებია, კონტურიდან
გამოსულა და თავისი გვერდი დაუმახინჯებია. ჯენისი
ტირილს იწყებს, უსამართლობაა, რომ ვიღაც თითქოს მის
ზურგს უკან დგას და ეუბნება, ცუდად აფერადებო, თუმცა
თვითონ ამ საქმის არაფერი გაეგება. ნელსონი თვალებს მაღლა
სწევს, უმოძრაო სახე გაეშლება და ყვირის: «ნუ ტირი, დედიკო!
ნუ ტირი!»
ჯენისი ელოდება, რომ შვილი თავს მუხლებში ჩაურგავს,
მაგრამ ბიჭი წამოხტება და კოჭლივით ბორძიკ-ბორძიკით
საძინებელ ოთახში გარბის, იატაკზე ეცემა და ფეხებს იატაკზე
ურტყამს.
ჯენისი
ხალიჩიდან
დგება
და
მშვიდი
ღიმილით
სამზარეულოში გადის, სადაც, როგორც ახსოვს, ვისკიანი ჭიქა
დატოვა. ყველაზე მთავარია, რომ ჰარის დასაცავად დღის
ბოლომდე უფსკრულის თავზე ხიდის გადება მოასწროს.
სისულელეს ჩაიდენს, თუ კიდევ ერთ ყლუპს არ დალევს,
რომელიც ამას შეაძლებინებს. იგი სამზარეულოდან გამოდის
და ნელსონს ეუბნება:
– დედიკო აღარ ტირის, ჩემო კარგო. მან გაიხუმრა. დედიკო
აღარ ტირის. დედიკო კარგადაა. მას შენ ძალიან უყვარხარ.
ბიჭუნა დედას შესცქერის, სახე გაჭუჭყიანებული აქვს. ამ
დროს მუხანათურად გაისმის ტელეფონის ზარის ხმა. ჯენისი
სიმშვიდეს ინარჩუნებს და ყურმილს იღებს.
– ალო.
289
– ეს შენ ხარ, ძვირფასო? მამა გელაპარაკება.
– ჰო, მამა! – იძახის გახარებული ჯენისი. მამა დუმს.
– ჩემო კარგო, ჰარი ავად ხომ არ გახდა? უკვე თორმეტი
დაიწყო, ის კი არ ჩანს.
– არა, ჯანმრთელადაა. ყველანი ჯანმრთელად ვართ.
კვლავ პაუზა. მამისადმი მისი სიყვარული მდუმარე სადენებს
მიუყვება.
ნეტავ
ასეთი
საუბარი
დაუსრულებლად
გრძელდებოდეს. მამას ეს კარგად ეხერხება, დედა კი მაინც
უკმაყოფილოა მისით.
– აბა, სად არის? სახლშია? მასთან დალაპარაკება მინდა.
– სახლში არ არის, მამა. დილით ადრე წავიდა.
– სად წავიდა? არც ფილიალში მისულა.
ჯენისს მილიონჯერ მაინც ექნება გაგონილი, თუ როგორ
წარმოთქვამს იგი სიტყვა «ფილიალს» – დამაჯერებლად,
დაბალი და მედიდური ხმით, თითქოს მასში მთელი სამყარო
იყოს თავმოყრილი. ყველაფერი კარგი, რაც კი ჯენისს
ბავშვობაში ჰქონია – კაბები, სათამაშოები, სახლი, – ყველაფერი
იქიდანაა, «ფილიალიდან».
ჯენისი აღფრთოვანებულია – საუბარი მანქანების გაყიდვის
შესახებ ერთადერთია, რაც მისთვის გასაგებია.
– სახლიდან ძალიან ადრე გავიდა, «კომბი» უნდა ეჩვენებინა
ვიღაც კლიენტისთვის, რომელიც სამუშაოზე თუ კიდევ სადღაც
უნდა წასულიყო. მაცალე, მამა, გავიხსენო. მითხრა, ეს კაცი
დილით ადრე ალენთაუნში მიემგზავრებაო. ალენთაუნში
უნდა გამგზავრებულიყო, ჰარი კი მისთვის «კომბის» ჩვენებას
აპირებდა. ყველაფერი კარგადაა, მამა. ჰარის ძალიან მოსწონს
სამუშაო.
მესამე პაუზა ყველაზე ხანგრძლივია.
– შვილო, დარწმუნებული ხარ, რომ შინ არაა?
– რა სასაცილო ხარ, მამა. ცხადია, არა. ვერ ხედავ? – იგი
ტელეფონის ყურმილს ცარიელ ოთახში ატრიალებს, თითქოს
მას თვალები ჰქონდეს. ეს მხოლოდ ხუმრობაა, მაგრამ, როგორ
290
უცნაურადაც უნდა ჩანდეს, მხოლოდ ხელის აწევაც კი მასში
გულისრევის შეგრძნებას იწვევს. მას ყურმილი კვლავ ყურთან
მიაქვს და მამის შორეული ვიბრირებული ხმა ესმის:
– ძვირფასო. ყველაფერი კარგად
ინერვიულო. ბავშვები შენთან არიან?
იქნება.
არაფერზე
ჯენისს თავბრუ ეხვევა და ყურმილს ჰკიდებს. ეს შეცდომა იყო,
მაგრამ, საერთო ჯამში, არ დაბნეულა და ახლა სრული უფლება
აქვს, დალიოს. ყავისფერი სითხე ყინულის ორთქლიან
კუბურებზე მოედინება და მოედინება, თუმცა იგი უბრძანებს,
რომ შეწყდეს. ჯენისი გაბრაზებით სწევს მაღლა ბოთლს და
ნიჟარაში წვეთები ეცემა. ჭიქით ხელში სააბაზანოში მიდის,
იქიდან კი ცარიელი ხელებით ბრუნდება. პირში კბილის პასტის
სუნი აქვს. ჯენისი იხსენებს, რომ სარკეში ჩაიხედა, თმა
გაისწორა და კბილები გაიხეხა. ჰარის ჯაგრისით.
მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სადილს ამზადებს. ზუსტად
ისე, როგორც ჟურნალში განთავსებულ რეკლამაშია: გრძელ,
ცისფერსახელურიან ტაფაზე ბეკონის ნაჭრები შიშხინებს.
სათამაშო იარაღის ტყვიისოდენა ცხიმის ბურთულები ჰაერში
პარკში მოწყობილი შადრევნის შხეფებივით იფანტება. უკვირს,
როგორ სწრაფად ხაზავენ ისინი რკალებს, თან ხელს უწვავენ,
რომლითაც ტაფა უჭირავს, ამიტომ გაზის ალს ამცირებს. იგი
ნელსონისთვის ჭიქაში რძეს ასხამს, ღორის ქადას თავს
რამდენიმე ფურცელს აცლის, ყვითელ პლასტმასის თეფშზე
დებს და მიირთმევს. თავდაპირველად თავისთვის თეფშს არ
იღებს, მაგრამ მერე გადაიფიქრებს, რადგან კუჭში თრთოლას
გრძნობს, ალბათ, შიმშილისგან. ერთ ადგილზე გაშეშებულს,
თეფში ორივე ხელით უჭირავს და მკითხაობს, თუ რატომ იყო
მამა დარწმუნებული, რომ ჰარი შინ იყო. მან იცის, რომ ბინაში
კიდევ არის ვიღაც, მაგრამ ეს ჰარი არაა, ამიტომ აქ მას არაფერი
ესაქმება. გადაწყვეტს, რომ ამ ადამიანს ყურადღება არ
მიაქციოს და სუფრის გაშლას განაგრძობს, თან გრძნობს, რომ
სხეული უბუჟდება. ჯენისს მაგრად უჭირავს ხელში ყოველი
ნივთი, სანამ მშვიდობიანად არ მიუჩენს მათ თავ-თავიანთ
ადგილს.
ნელსონი ჩივის, რომ ბეკონი ცხიმიანია და კვლავ ეკითხება
დედას, წავიდა თუ არა მამა, და მისი წუწუნი ბეკონის შესახებ,
რომელიც ჯენისმა ასე მარჯვედ და მოხერხებულად შეწვა, ისე
აცოფებს, რომ, როდესაც ბიჭი მეოცედ ამბობს უარს თუნდაც
291
სალათის პატარა ფურცლის შეჭმაზე, მაგიდაზე გადაიხრება და
თავხედურად მომზირალ სახეში ხელს გაარტყამს. სულელი
ბავშვი თავდაპირველად ტირილსაც ვერ ახერხებს, ზის, დედას
მისჩერებია და ფშვინავს, მერე კი ღრიალს მორთავს. მაგრამ,
საბედნიეროდ, ჯენისი მოწოდების სიმაღლეზეა, სრულიად
მშვიდადაა. ხედავს შვილის მოთხოვნათა უსაფუძვლობას და
დაშინების უფლებას არ აძლევს. უეცრად მოვარდნილი
ტალღასავით, ჯენისი შვილს ხელს ჰკიდებს, მოაშარდვინებს,
საწოლში აწვენს და ბოთლს აძლევს. ნელსონი ჯერაც თრთის
ქვითინის შემდეგ, თუმცა ბოთლს პირში იდებს. მისი
ყურადღებიანი თვალების მიხედვით ჯენისი ხვდება, რომ
ბავშვი მალე დაიძინებს. იგი საწოლთან დგას და საკუთარი
ძალა და შეუპოვრობა აოცებს.
ტელეფონი კვლავ რეკავს, ამჯერად უფრო გაბრაზებით. ჯენისი
მისკენ გარბის, რათა ნელსონს დაძინებაში ხელი არ შეუშალოს,
გრძნობს, რომ სუსტდება, ყელში საზიზღარ, შმორის გემოს
გრძნობს.
– ალო.
– ჯენის, – დედის ხმაა, მკვეთრი და თანაბარი, – ახლახან
დავბრუნდი ბრუერიდან – საყიდლებზე ვიყავი. მამა თურმე
დილიდან მეძებს. ფიქრობს, რომ ჰარი ისევ წავიდა. ეს
სიმართლეა?
– ალენთაუნში გაემგზავრა, – თვალდახუჭული პასუხობს
ჯენისი.
– რატომ?
– მანქანის გასაყიდად.
– ნუ სულელობ, ჯენის. კარგად ხარ?
– რას გულისხმობ?
– დალიე?
– რა დავლიე?
– ნუ ღელავ, ახლავე მოვალ.
– არ გინდა, დედა. ყველაფერი კარგადაა. ნელსონი ეს-ესაა,
დავაწვინე.
292
– მაცივრიდან რამეს გამოვიღებ, უცებ წავიხემსებ და მაშინვე
მანდ გავჩნდები. შენ კი დაწექი.
– დედა, ნუ მოხვალ, გთხოვ.
– ნუ მეკამათები, ჯენის. როდის წავიდა?
– შინ დარჩი, დედა. ის საღამოს მოვა, – ჯენისი მიაყურადებს და
ამატებს, – გეყოფა ტირილი.
– ნუ ტირიო, მეუბნები, თვითონ კი მხოლოდ იმას აკეთებ, რომ
გვარცხვენ. თავდაპირველად მეგონა, რომ ყველაფერში ის იყო
დამნაშავე, მაგრამ ახლა ამაში დარწმუნებული აღარ ვარ.
გესმის? სულაც არა ვარ.
ამ სიტყვებისგან ჯენისს ისე ძლიერად ერევა გული, რომ
უკვირს კიდეც, ყურმილი ხელიდან რომ არ უვარდება.
– არ მოხვიდე, დედა, – ეხვეწება იგი, – არ მოხვიდე, გთხოვ.
– ცოტას შევჭამ და ოც წუთში მანდ ვიქნები. შენ კი დაწექი.
ჯენისი ყურმილს დებს და შეშინებული იყურება ირგვლივ.
ბინაში ყველაფერი თავდაყირა დგას. იატაკზე სურათებიანი
წიგნები და ჭიქები ყრია, ლოგინი აულაგებელია, ყველგან
ჭუჭყიანი ჭურჭელი აწყვია. ჯენისი იმ ადგილას მიირბენს,
სადაც ის და ნელსონი ხატავდნენ და ფიქრობს, დაიხაროს თუ
არა. ბოლოს მუხლებზე ეშვება და სწორედ ამ დროს გოგონა
ტირილს იწყებს. იმის გაფიქრებისგან თავზარდაცემული, რომ,
შესაძლოა, ნელსონს გაეღვიძოს და ჰარის არყოფნის დამალვა
მოუწევს, საწოლს მივარდება და ხედავს, რომ იქაურობა
ნარინჯისფერი ფაფითაა მოთხვრილი.
– ჯანდაბა, ჯანდაბა, – კვნესის იგი, საწოლიდან პატარა
ჭუჭყიანი სხეული ამოჰყავს და ფიქრობს, სად წაიყვანოს.
ბოლოს ბავშვს სავარძელზე აწვენს და ტუჩების კვნეტით
სახვევებს უხსნის.
– ოჰ, შე პატარა საძაგელო, – ბურტყუნებს და გრძნობს, რომ
მისი ხმა მას, იმ სხვა ადამიანს, მისკენ რომ მოიწევს, ახლოს არ
უშვებს.
მას სველი, ჭუჭყიანი სახვევები სააბაზანოში მიაქვს, უნიტაზში
აგდებს, ჩაიმუხლებს და ცდილობს, აბაზანის ხვრელს საცობი
დაუცოს. შემდეგ ორივე ონკანს ბოლომდე მოუშვებს.
293
გამოცდილებით იცის, რომ საჭირო ტემპერატურის წყალს
მიიღებს. წყალი კი მოსჩქეფს. ჯენისი წყლიანი ვისკით სავსე
ჭიქას ამჩნევს, რომელიც უნიტაზის ავზზე დავიწყებია, გვარიან
ყლუპს მოსვამს და ფიქრობს, სად დადგას ჭიქა. რებეკა
განუწყვეტლივ ყვირის, თითქოს ესმის, რომ მოთხვრილია.
ჯენისს ჭიქა თან მიაქვს, რომელსაც მუხლს გაჰკრავს, როდესაც
გოგონას პერანგსა და კოფთას ხდის, და სასმელს ხალიჩაზე
ღვრის. სველ ტანსაცმელს ტელევიზორზე აწყობს, მუხლებზე
ეშვება და ცდილობს, ფერადი ცარცი კოლოფში ჩატენოს. ამ
ფუსფუსისგან ჯენისს თავის ტკივილი ეწყება. ცარცი
სამზარეულოში მიაქვს, დაუმთავრებელ ბეკონსა და ღორის
ქადას ნიჟარის ქვეშ მოთავსებულ ქაღალდის პარკში ყრის,
მაგრამ პარკის პირი სრულად არ არის გახსნილი და ფოთლები
მის უკან, ბნელ სივრცეში ცვივა. ჯენისი იხრება და ნიჟარას
თავს ურტყამს, მაგრამ მაინც ცდილობს მათ პოვნას და
თითების ჩავლებას, თუმცა ვერ ახერხებს. ამდენი ხოხვისგან
მუხლები სტკივა. ბოლოს ხელს ჩაიქნევს და, თავისდა
გასაოცრად, აღმოაჩენს, რომ სამზარეულოს ტაბურეტზე ზის და
კოლოფიდან გამოჩრილ ცარცის ნატეხებს მისჩერებია. დამალე
ვისკი. წამით მისი სხეული ადგილიდან არ იძვრის, მაგრამ
როგორც კი ამოძრავებდა, ჯენისი ხედავს, რომ მისი ხელები
ჭუჭყიანი ფრჩხილებით ვისკის ბოთლს კარადის ქვედა
თაროზე დგამს, სადაც ჰარის ძველი პერანგები აწყვია,
რომლებსაც ტილოებად იყენებს. ჰარი არასდროს იცვამს
დაკერებულ პერანგს, თუმცა ჯენისს დაკერება მაინც არ
ეხერხება. იგი კარს ხურავს, რომელიც მიჯახუნდება, მაგრამ არ
იკეტება. ნიჟარის ქვეშ დაგებული ლინოლეუმიდან პატარა
ცილინდრის მსგავსი ბოთლის სახურავი მიშტერებია. ჯენისი
მას ნაგვის პარკში აგდებს. ახლა სამზარეულო მილაგებულია.
სასტუმრო ოთახში ხაოიან სავარძელზე ტიტველი რებეკა წევს,
ყვირილისგან მუცელი გაბერვია, მობრეცილ წითელ ფეხებს
ასხმარტალებს. ყოველ წამოტირებაზე სახე უწითლდება.
ჯენისი თვალებს ხუჭავს და ფიქრობს, რომ საშინელებაა, როცა
დედა მოსვლასა და მთელი დღის ჩამწარებას მხოლოდ
იმისთვის აპირებს, რათა დარწმუნდეს, რომ ჰარიმ იგი
ხელმეორედ მიატოვა. წუთსაც კი არ მოიცდის, ოღონდ
ყველაფერი სწრაფად გაიგოს. ეს საძაგელი ბავშვიც რომ აღარ
ჩერდება? ტელევიზორზე სველი ტანსაცმელია შემოდებული.
ჯენისს ისინი სააბაზანოში მიაქვს, უნიტაზში სახვევებზე ყრის
და ონკანებს კეტავს. წყლის ტალღოვანი ნაცრისფერი ზოლი
294
თითქმის აბაზანის პირამდე აღწევს. ზედაპირზე ჭავლი
გადაირბენს, ქვეშ კი უფერო, მომლოდინე მასა გაშეშებულა.
შხაპის მიღება არ აწყენდა. სიმტკიცით აღვსილი სასტუმრო
ოთახში ბრუნდება. სავარძლიდან პატარა რეზინის არსების
აყვანას ცდილობს, თავბრუ ეხვევა და მუხლებზე ეცემა, რებეკა
ხელში აჰყავს, მკერდზე იკრავს და სააბაზანომდე გაჭირვებით
მიდის. სიამაყის გრძნობა ეუფლება – ამ საქმეს ბოლომდე
მიიყვანს, დედის მოსვლის დროისთვის ბავშვის დაბანას მაინც
მოასწრებს. დიდი და წყნარი აბაზანის წინ მუხლებზე
ფრთხილად ეშვება. მოულოდნელად
აღმოაჩენს, რომ
სახელოები სველი აქვს. წყალი უზარმაზარი ხელებით
წინამხრებზე ეხვევა და მის თვალწინ ვარდისფერი
ახალშობილი ნაცრისფერ ქვასავით ეშვება ქვემოთ.
ჯენისი ვითარების გამოსწორებას ცდილობს და ქვითინით
მიიწევს ბავშვისკენ, მაგრამ წყალი წინააღმდეგობას უწევს და
ხალათს ჩაითრევს, სრიალა გუნდა კი ხელიდან უსხლტება და
მასაში იმალება, რომელიც მოულოდნელად გაუმჭვირვალე
ხდება. საბოლოოდ მაინც ახერხებს მის დაჭერას, ცერის ქვეშ
გულისცემაც ესმის, მაგრამ შემდეგ ისევ კარგავს. წყლის
ზედაპირზე მკრთალი წაგრძელებული ათინათები დაქრიან,
მაგრამ მას, რომელსაც სიმყარე აქვს, ვერაფრით მოიხელთებს.
ეს ყველაფერი ერთ წამს გრძელდება, მაგრამ ეს წამი სხვა,
უფრო მკვრივი დროით იზომება. მერე ჯენისი მტკიცედ
ჩაავლებს ბეკის ორივე ხელს და, მაშასადამე, ყველაფერი
რიგზეა.
მას პატარა არსება აბაზანიდან ამოჰყავს და გალუმპულ
მკერდზე იკრავს. წყალი ორივეს წურწურით ჩამოსდის და ქვის
ფილებზე იღვრება. ჯენისი შვებით შეავლებს თვალს ბავშვის
სახეს, რომელიც მასზე ფანტასტიკურ შთაბეჭდილებას ახდენს
– ეს რაღაც უფორმო შენადედია. სასოწარკვეთილი ბუნდოვნად
იხსენებს, როგორ კეთდება ხელოვნური სუნთქვა და მისი ცივი
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბაჭია, გაიქეცი - 19
  • Parts
  • ბაჭია, გაიქეცი - 01
    Total number of words is 3433
    Total number of unique words is 2215
    26.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 02
    Total number of words is 3499
    Total number of unique words is 2225
    26.3 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 03
    Total number of words is 3427
    Total number of unique words is 2194
    25.0 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 04
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2072
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 05
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 1933
    30.2 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 06
    Total number of words is 3617
    Total number of unique words is 1984
    27.5 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 07
    Total number of words is 3493
    Total number of unique words is 2095
    28.6 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 08
    Total number of words is 3486
    Total number of unique words is 2109
    28.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 09
    Total number of words is 3502
    Total number of unique words is 2013
    31.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 10
    Total number of words is 3544
    Total number of unique words is 2147
    28.5 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 11
    Total number of words is 3569
    Total number of unique words is 2032
    32.7 of words are in the 2000 most common words
    47.7 of words are in the 5000 most common words
    55.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 12
    Total number of words is 3510
    Total number of unique words is 2059
    30.6 of words are in the 2000 most common words
    45.5 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 13
    Total number of words is 3591
    Total number of unique words is 1943
    33.0 of words are in the 2000 most common words
    47.2 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 14
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 2083
    30.7 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 15
    Total number of words is 3577
    Total number of unique words is 2014
    32.1 of words are in the 2000 most common words
    46.9 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 16
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 2146
    29.1 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 17
    Total number of words is 3593
    Total number of unique words is 2071
    31.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 18
    Total number of words is 3688
    Total number of unique words is 1980
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 19
    Total number of words is 3592
    Total number of unique words is 2047
    31.0 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 20
    Total number of words is 3531
    Total number of unique words is 2076
    29.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 21
    Total number of words is 3534
    Total number of unique words is 2055
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 22
    Total number of words is 36
    Total number of unique words is 35
    22.8 of words are in the 2000 most common words
    36.9 of words are in the 5000 most common words
    39.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.