Latin

ბაჭია, გაიქეცი - 01

Total number of words is 3433
Total number of unique words is 2215
26.7 of words are in the 2000 most common words
39.6 of words are in the 5000 most common words
46.6 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ჯონ აპდაიკი
ბაჭია, გაიქეცი
ოთხტომეული
ტომი I
მთარგმნელი პაატა ჩხეიძე
ჯონ აპდაიკი (1932-2009)
ამერიკელი პროზაიკოსი, პოეტი, ლიტერატურული კრიტიკოსი
და ხელოვნებათმცოდნე ჯონ ჰოიერ აპდაიკი პენსილვანიის
შტატის ქალაქ შილინგტონში, ნიდერლანდელი იმიგრანტის –
მასწავლებლისა და დიაკვნის ოჯახში დაიბადა. სკოლის
დამთავრების შემდეგ, ჰარვარდის უნივერსიტეტში ინგლისურ
ლიტერატურას სწავლობდა. 1954 წ. ინგლისში, ოქსფორდის
ხელოვნების სკოლის ფერწერის ერთწლიანი კურსი დაამთავრა
იმ მიზნით, რათა აეხდინა ბავშვობის ოცნება – უოლტ დისნეის
კინოკომპანიაში
მხატვარ-მულტიპლიკატორად
ემუშავა.
მაგრამ განზრახვა განუხორციელებელი დარჩა. სამაგიეროდ,
ჟურნალ «ნიუ-იორკერში» შეუდგა საქმიანობას და სწორედ ამ
გამოცემის ფურცლებზე გამოაქვეყნა პირველი მომცრო
მოთხრობები. ორწლიანი მუშაობის შემდეგ ჯონ აპდაიკი
ჟურნალის კრიტიკის განყოფილებას ჩაუდგა სათავეში.
აპდაიკის პირველ ლიტერატურულ ნაშრომებს მკითხველთა
დაინტერესება მოჰყვა, რამაც უბიძგა, პროფესიონალური
მწერლობის გზას დასდგომოდა. 1957 წ. ბოსტონის მახლობლად
მდებარე «ბევერლი ფარმსში» გადავიდა საცხოვრებლად და
იქიდან მოყოლებული, წელიწადში თითო ნაწარმოებს
გამოსცემდა. ლექსების ორ კრებულს 1959 წ. მოჰყვა პირველი
რომანი – «ბაზრობა თავშესაფარში» (Poorhouse Fair).
მომდევნო წელს დღის სინათლეზე გამოვიდა რომანი «ბაჭია,
გაიქეცი», რომელმაც ფართო გამოხმაურება პოვა და შემდგომში
საყოველთაოდ ცნობილი ტეტრალოგიის პირველ ნაწილად იქცა
(სწორედ ამ ტეტრალოგიას ვთავაზობთ მკითხველს «ჩემი
რჩეული მსოფლიოს» სერიით, ჯონ აპდაიკის ოთხტომეულის
სახეით).
პროვინციული
ქალაქის
ჩვეულებრივი
1
მცხოვრების,
ახალგაზრდა ჰარი ენგსტრომის – მეტსახელად ბაჭიას
მაგალითზე,
მწერალი
ე.წ.
საშუალოსტატისტიკური
ამერიკელის ცხოვრებას გადმოგვცემს და ამ თითქოსდა
უპრეტენზიო ამოცანის გადაჭრისას, 60-იანი წლების აშშ-ის
ყოფის შთამბეჭდავ, განზოგადებულ სურათს გვიხატავს.
თუმცა ტეტრალოგიამ თავისი საბოლოო სახე მრავალი წლის
შრომის შედეგად მიიღო და მის ჩამოყალიბებას 30 წელიწადი
დასჭირდა. მეორე რომანი – «ბაჭია ბრუნდება» 1971 წ.
გამოვიდა. მანამდე კი, 1968 წ. აპდაიკმა გამოაქვეყნა რომანი –
«(საქორწინო) წყვილები», რომელიც ბესტსელერად იქცა. მას
მოჰყვა სხვა სქელტანიანი ნაწარმოებებიც, კრიტიკული
სტატიები და ესეები, რომლებშიც აპდაიკი» ყველაზე ხშირად,
რელიგიისა და სექსის პრობლემებს სვამდა, თანამედროვე
საზოგადოების მანკიერებებს ეხებოდა და შედეგად, ე.წ.
«ქრისტიანული მწერლის» სახელი დაიმკვიდრა.
ტეტრალოგია ბაჭიას შესახებ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში
აშშ-ის განვითარების სხვადასხვა ეტაპს ასახავს და მთავარი
გმირის ცხოვრების ფონზე საზოგადოებისთვის საჭირბოროტო
პრობლემებს ეხმიანება. «ბაჭია, გაიქეცი» (1960): ბაჭია
ენგსტრომი კოლეჯის დამთავრების შემდეგ ცდილობს, თავი
დააღწიოს
მოსაწყენ
ყოველდღიურობას,
ცოლ-შვილზე
ზრუნვას, რასაც საბოლოოდ, გაქცევით ახერხებს... «ბაჭია
ბრუნდება»
(1971):
ბაჭია
ვერ
ახერხებს
საკუთარი
განუმეორებელი ინდივიდუალობისა და თვითგამოხატვის
რეალიზებას და ოჯახში ბრუნდება. მოქმედება ათწლეულში
განვითარებული სამოქალაქო მოძრაობების – ჰიპებისა და
შავკანიანთა საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლის ფონზე
ვითარდება; სათანადო ასახვას პოვებს აგრეთვე აშშ-ისთვის
ნაციონალური ტრიუმფით – მთვარეზე ადამიანის გადასხმით
გამოწვეული სიამაყე, და სახელმწიფოს უდიდესი მარცხით –
ვიეტნამში ომით გამოწვეული სიმწარე. «ბაჭია გამდიდრდა»
(1981): ბაჭია «მშვიდდება», მდორე ცხოვრებას მისდევს,
წარმატებულ საქმოსნად, სანიმუშო ოჯახის მამად იქცევა და
გოლფის თამაშით იქცევს თავს. ახლა მისთვის ორი ძირითადი
ფასეულობა – კეთილდღეობა და სექსი არსებობს და
მნიშვნელობა დაკარგა ცხოვრების აზრის უწინდელმა ძიებამ...
«ბაჭია ისვენებს» (1990): პრეზიდენტ რეიგანის დროინდელ
ამერიკაში მცხოვრები ბაჭიასთვის ერთადერთ მიზნად
გამდიდრება ქცეულა, რადგან სექსი ძალზე სახიფათო გახდა –
2
შესაძლოა, შიდსით დასნეულდე. მაგრამ ცხოვრება უამრავ სხვა
დაავადებასა
თუ
ხიფათსაც
შეიცავს
და
ბაჭიასაც
კალათბურთის თამაშისას ერთ-ერთი მათგანი ჩაუსაფრდება...
თუმცა, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს – თქვენ ხომ ჯერ მხოლოდ
ტეტრალოგიის პირველი ტომი გიჭირავთ ხელში...
***
კეთილი ზრახვები, გულქვაობა, გარეშე გარემოებები.
ბლეზ პასკალი, «აზრები», 507
ბიჭები ტელეფონის ბოძზე მიხრახნილი ფარის გარშემო
კალათბურთს თამაშობენ. ფეხთა სიმრავლე, ცალკეული
შეძახილები. ხრეშზე კედების ფრატუნი და შარიშური
კატაპულტივით ისვრის ამ ხმებს სადენებს ზემოთ მარტის ცის
ტენიან სილაჟვარდეში. პატარა შესახვევში საქმიან კოსტიუმში
გამოწყობილი ბაჭია ენგსტრომი მოაბიჯებს. მოთამაშეთა
დანახვაზე ჩერდება და მათკენ იყურება, თუმცა ოცდაექვსი
წლისაა, სიმაღლით ექვსი ფუტი და სამი დუიმი. ბაჭიის
კვალობაზე ის, ცოტა არ იყოს, მაღალია, მაგრამ ფართო თეთრი
სახე, მქრქალი ცისფერი თვალების გარსი და მოკლე ცხვირის
ქვეშ ზედა ტუჩის ნერვიული ტოკვა პირში სიგარეტის
ჩადებისას ნაწილობრივ მაინც ამართლებს ბავშვობაში
შერქმეულ ამ მეტსახელს. დგას და ფიქრობს: იზრდებიან
ბიჭები, ყოველი მხრიდან გვავიწროებენ.
ბიჭებს ეუცნაურებათ მისი იქ ყოფნა. ისინი ხომ საკუთარი
სიამოვნებისთვის თამაშობენ და არა ვიღაც ბიძასთვის,
კაკაოსფერი ორბორტიანი პიჯაკით ქალაქში რომ დაეხეტება.
ისე, საინტერესოა, რატომ დადის ფეხით ქუჩაში ამხელა კაცი.
მანქანა სად ჰყავს? კბილებში გაჩრილი სიგარეტი მრისხანე
სახეს აძლევს. იქნებ იმათნაირია, სიგარეტის ან ფულის
სანაცვლოდ ბიჭებს ხელოვნური ყინულის ფაბრიკისკენ
გასეირნებას რომ სთავაზობს? მათ სმენიათ ამგვარი რამ,
მაგრამ არცთუ ძალიან ეშინიათ – ისინი ხომ ექვსნი არიან
ერთის წინააღმდეგ.
ბურთი რგოლს ხვდება, ექვსივეს თავზე გადაუფრენს და
სწორედ იმ ერთის ფეხებთან ეცემა, რომელიც ელვისებურად
3
ეუფლება მას. ადგილზე გაშეშებული ბიჭები გაოცებით
შესცქერიან
მის
მუქ
სილუეტს,
ქარხნის
მილივით
მოულოდნელად რომ გამოჩნდა გაზაფხულის ცის ფონზე.
თამბაქოს ცისფერი კვამლისგან თვალებმოჭუტული კაცი
ფრთხილად გადაადგილდება და ნერვიულად ატრიალებს
ბურთს გაფარჩხულ ვეება თითებში. ფრჩხილებზე ფართო,
თეთრი
ნახევარმთვარეები
მოუჩანს.
მოულოდნელად
ჩაიკუზება,
ბურთი
პიჯაკის
მარჯვენა
გადანაკეცზე
გასრიალდება, მხარს მოსწყდება და თითქოს ფარისკენ არც კი
მიფრინავს – მას ხომ არ დაუმიზნებია. მაგრამ, აი, იგი კალათში
თავსდება და მორიდებული შრიალით ბადეში ეშვება.
– ჰეი! – ამაყად იძახის ბაჭია.
– გამართლებაა, – ამბობს რომელიღაც ბიჭი.
– ოსტატობაა, – პასუხობს ბაჭია, – შეიძლება, თქვენთან ერთად
ვითამაშო?
პასუხის
ნაცვლად
ბიჭები
ერთმანეთს
გაოცებულნი
შესცქერიან. ბაჭია პიჯაკს იხდის, აკურატულად კეცავს და
სანაგვე ყუთის სუფთა სახურავზე დებს. შემდეგ მის უკან
ამოძრავებულ სარჟის კომბინეზონებში შეიჭრება და ერთ-ერთს
სუსტი ხელებიდან ბურთს გამოსტაცებს. გადატკეცილი
ნაცნობი ზედაპირის შეხება სხეულში უწინდელ მოქნილობას
უღვიძებს. ეჩვენება, რომ შორეული წლების გავლით
ახალგაზრდობას დაუბრუნდა. ფრთებად გადაქცეული ხელები
ზევით თავისით მიილტვის და რეზინის სფერო მისი
კინკრიხოდან კალათისკენ მიქრის. ამჯერად ვერ აწვდენს. ისე
ზუსტად ჰქონდა დამიზნებული, რომ ძირს ჩამოვარდნილი
ბურთის დანახვაზე თვალებს გაოცებით ჭუტავს და ფიქრობს,
იქნებ კალათში ისე ჩაეშვა, ბადეს არც კი შეეხოო.
– ეი, ჩემს მხარეს ვინ ითამაშებს? – კითხულობს იგი.
ხანმოკლე უსიტყვო ფუსფუსის შემდეგ მისკენ ორ ბიჭს
გზავნიან. სამნი ოთხის წინააღმდეგ. და თუმცა ბაჭიამ
თავიდანვე არახელსაყრელი პოზიცია დაიკავა ფარიდან
ათიოდე ფუტში, ეს მაინც უსამართლობაა. ანგარიშს არავინ
ითვლის,
პირქუში
დუმილი
აღიზიანებს.
ბიჭები
ერთმანეთისთვის თითო-ოროლა სიტყვას თუ იმეტებენ, მას კი
ვერავინ უბედავს რაიმეს თქმას. გაგანია თამაშში ბაჭია
გრძნობს, თუ როგორ ირევიან ისინი მის გარშემო, ცხარობენ,
4
ბრაზობენ, ცდილობენ, ფეხი დაუდონ, მაგრამ ხმას არ იღებენ.
მას კი სულაც არ სჭირდება ასეთი პატივისცემა. სურს უთხრას,
რომ მის ასაკს ყურადღება არ მიაქციონ, რომ ეს არაფერს
ნიშნავს. ათიოდე წუთის შემდეგ მისი ერთ-ერთი პარტნიორი
მეტოქის მხარეს გადადის და ბაჭია ენგსტრომი მეორე ბიჭთან
ერთად ხუთის წინააღმდეგ რჩება. ბიჭი პატარაა, მაგრამ უკვე
მორცხვობს, ცოტათი გაუბედავია, თუმცა მსუბუქად მოძრაობს
და ექვსეულიდან ნამდვილად საუკეთესოა. წარბებამდე
ჩამოფხატულ მწვანეპომპონიან ნაქსოვ ქუდში იდიოტივით
გამოიყურება. თანდაყოლილი, ხალასი ნიჭის პატრონია. მისი
ცქერა ერთი სიამოვნებაა – თითქოს დაფრინავს, მიწას ფეხს არც
კი აკარებს. თუ გაუმართლებს, დროთა განმავლობაში მაღალი
კლასის სპორტსმენი გახდება, სკოლის ჩემპიონი. ბაჭიასთვის
ეს უცხო არ არის. თითო-თითო საფეხურით თანდათან მაღლა
მიიწევ, ყველა «ვაშას» გაჰყვირის, ოფლი თვალებს გივსებს,
ხმაურისა და შეძახილების ტალღას ზევით აჰყავხარ, მერე კი
თამაშიდან გადიხარ. თავდაპირველად კვლავაც ახსოვხარ,
მაგრამ მაინც თამაშგარე მდგომარეობაში ხარ, და თავს კარგად,
გრილად და ლაღად გრძნობ. მაღლა და მაღლა ასული, თითქოს
წყალში გაიხსენი, განზავდი და ამ ბიჭებისთვის უფროსების
სამყაროს, ცის ნაწილი გახდი, თავის ყოველ აწევაზე თვალში
რომ ეჩხირებათ. მათ იგი არ დავიწყებიათ. უფრო უარესი – მის
შესახებ არც კი სმენიათ. ბაჭიას კი თავის დროზე მთელ ოლქში
ჰქონდა სახელი განთქმული. საშუალო სკოლის ბოლოსწინა
კლასში «ბ» ლიგის რეკორდი დაამყარა შედეგიანობის მხრივ,
მომდევნო წელს კი თავადვე გააუმჯობესა იგი, რომელიც
მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ, ანუ ოთხი წლის წინ იქნა
მოხსნილი.
ბაჭია ზედიზედ ათავსებს ბურთს კალათში ერთი ხელით,
ორით, ქვემოდან, ადგილიდან, ტრიალში. ნახტომში, ორი
ხელით მკერდიდან. სათამაშო სფერო რბილად და ნარნარად
მიფრინავს წინ. ბედნიერია, რომ ხელები კვლავაც მტკიცედ
უმოძრავებს. გრძნობს, როგორ თავისუფლდება ხანგრძლივი
დაღვრემილობისგან. სამაგიეროდ ტანი უმძიმდება და
ქოშინებს, რამაც ლამის გააცოფოს. როდესაც ხუთეული კვნესას
უმატებს და სიჩქარეს აგდებს, ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც
შემთხვევით წააქცია, დგება და მოთხუპნილი სახით
კოჭლობით ტოვებს იქაურობას. ბაჭიაც წასასვლელად
ემზადება.
5
– კარგი. ბებერიც მიდის. სამგზის «ვაშა», – ამბობს ის და თავის
პომპონიან პარტნიორს მიმართავს:
– აბა, მშვიდობით, ვარსკვლავო.
იგი უსაზღვროდ მადლიერია ამ ბიჭისა, რომელიც უანგარო
აღფრთოვანებით კიდევ დიდხანს ვერ აცილებს მას თვალს,
მაშინ, როცა დანარჩენები კუშტად გაფხორილან.
ბაჭია დაკეცილ პიჯაკს იღებს, ხელში წერილივით იჭერს და
გარბის.
შესახვევში.
ჩაურბენს
ხელოვნური
ყინულის
მიტოვებულ ფაბრიკას თავისი დამპალი ღარებით სატვირთავი
პლატფორმის გასწვრივ; სანაგვე ყუთებს, გარაჟებს, მკვდარი,
შარშანდელი ყვავილების დომხალს მავთულიანი ბადის
მესრებში. მარტი დგას. ყველაფერი თავიდან იწყება. მომწარო,
სიყვარულისგან გამჭვირვალე ჰაერში ბაჭია რაღაც ახალ
დანაპირებს გრძნობს, პერანგის გამობერილი ჯიბიდან
სიგარეტის კოლოფს იღებს და სვლის შეუნელებლად ვიღაცის
ნაგვის ურნაში ისვრის. საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილია.
ზედა ტუჩი მაღლა ეწევა და კბილებს უშიშვლებს. დიდი
ზამშის ფეხსაცმელები ყრუდ მიტყაპუნობს შესახვევში
მიმოფანტულ ნაგავზე.
იგი გარბის. გზაჯვარედინზე მეორე ქუჩაზე შეუხვევს. ეს
უილბერ-სტრიტია ჯაჯმაუნთის დასახლებაში, ბრუერის,
პენსილვანიის შტატის სიდიდით მეხუთე ქალაქის გარეუბანში.
აღმართს მიუყვება. გასცდება დიდი სახლების ჯგუფს –
აგურითა და ცემენტით ნაგებ სიმაგრეებს ფერადშუშიანი
კარებითა და ნაირგვარი ყვავილების ქოთნებით, საცხოვრებელ
რაიონს ნახევარი ქუჩით ზემოთ, ერთბაშად რომ ააგეს
ოცდაათიან წლებში. დაწყვილებული ხის სახლები მთის
ფერდობზე
კიბის
საფეხურებივითაა
განლაგებული.
თითოეული მათგანი ქვედაზე ექვსი ფუტით მაღლა
მდებარეობს და ამ სივრცეში ორ-ორი განიერი, დაბინდული,
რომელიღაც მხეცის თვალებივით მომზირალი ფანჯარა
ნაირფერი ხის ყავრითაა შემოჭედილი – სისხლჩაქცევის ფერით
დაწყებული
და
ნაკელის
ფერით
დამთავრებული.
საღებავაქერცლილი
ფასადები
ოდესღაც
თეთრად
გამოიყურებოდა.
იქვე
ერთ
რიგად
თხუთმეტამდე
სამსართულიანი სახლი ჩამწკრივებულა, თითოეულს ორი
შესასვლელი კარი აქვს. მეშვიდე კარი მისია. ხის საფეხურები
გადახეხილა, კიბის ქვეშ ნაგავია დაგროვილი, საიდანაც
6
მივიწყებული სათამაშო, პლასტმასის ჯამბაზი ამოჩრილა. მან
მთელი ზამთარი აქ გაატარა, თუმცა ბაჭიას ეგონა, რომ
რომელიმე ბავშვი მას თვალს აუცილებლად მოჰკრავდა და
წაიღებდა.
იგი აქოშინებული ჩერდება ნახევრად ბნელ ვესტიბიულში. აქ
ნათურას დღისითაც კი არ აქრობენ. ყავისფერი ბატარეის
თავზე სამი ცარიელი, თუნუქის საფოსტო ყუთი ჰკიდია.
დერეფნის მეორე მხრიდან წყენით იყურება ერთი სართულით
ქვემოთ მცხოვრები მეზობლის დაკეტილი კარი. სახლში მუდამ
იგრძნობა რაღაცის სუნი. შესაძლოა, მიზეზი მოხარშული
კომბოსტო, ორთქლით გათბობის ჟანგიანი სუნთქვა ან
კედელში ჩარჩენილი რაიმე რბილი ნივთის ლპობაა, მაგრამ
ამის დადგენა ბაჭიას ძალას აღემატება. იგი სულ ზევით ადის,
თავის ბინაში.
კარი დაკეტილია. იგი საკეტში პატარა გასაღებს უყრის.
სირბილის შემდეგ, მიუჩვევლობის გამო, ხელი უკანკალებს,
გასაღები არ ემორჩილება და ლითონს კაწრავს. როდესაც
გააღებს, ხედავს, რომ სავარძელში მოკალათებულ ცოლს ხელში
კოქტეილ «ძველმოდურით» სავსე ჭიქა უჭირავს და დაბალ
ხმაზე ჩართულ ტელევიზორს უყურებს.
– აქ ყოფილხარ, – ამბობს იგი, – კარი რატომ ჩაკეტე?
ქალი მას ამღვრეული, ტელევიზორთან დიდხანს ჯდომისგან
გაწითლებული მუქი თვალებით მისჩერებია.
– თავისით მიიხურა.
– თავისით მიიხურა, – იმეორებს კაცი, მაგრამ იხრება და ცოლს
გადატკეცილ შუბლზე კოცნის. მინიატიურული ქალია,
წენგოსფერი და ისეთი დაჭიმული კანით, თითქოს შიგნიდან
რაღაც მთელი ძალით ცდილობს პატარა სხეულის გაწელვას.
გუშინდელს აქეთ ბაჭიას იგი ძველებურად ლამაზი აღარ
ეჩვენება. ამის მიზეზი ორი პატარა ნაოჭია ტუჩების
კუთხეებში, რაც პირს სიხარბის იერს აძლევს. აგრეთვე,
გამეჩხერებული თმა, რომლის ქვეშაც თავის ქალა ილანდება.
სიბერის ამ უმცირესმა ნიშნებმა ისე შეუმჩნევლად წამოყო
თავი, რომ ხვალ ისინი, შესაძლოა, კვლავაც გაქრნენ და ჯენისი
ისევ მისი გოგო გახდება. ახლა კი იგი ამის გაკეთებას
ხუმრობით ცდილობს.
7
– რისი გეშინია? ვინ შემოგივარდება ამ კარში? ეროლ ფლინი?[1]
ქალი არ პასუხობს. კაცი პიჯაკს აკურატულად ასწორებს,
განჯინასთან მიდის და მავთულის საკიდარს იღებს. განჯინა
სასტუმრო ოთახში აქვთ და მისი კარი მხოლოდ სანახევროდ
იღება, რადგან წინ ტელევიზორი უდგას. ბაჭია ცდილობს,
კარის მეორე მხარეს არსებულ როზეტში შეერთებულ სადენს
არ გაედოს. ერთხელ ჯენისს, რომელიც ორსულობისა და
სიმთვრალის დროს ძალზე მოუხერხებლად მოძრაობდა, ფეხი
ამ სადენში გაეხლართა და ასორმოცდაცხრადოლარიანი
ტელევიზორი კინაღამ ძირს გადმოაგდო. საბედნიეროდ, ბაჭიამ
სწორედ მაშინ მიირბინა, როდესაც ტელევიზორი სახიფათოდ
შექანდა, პანიკაში მყოფ ჯენისს კი ჯერაც არ დაეწყო
გაშმაგებით ფეხის ქნევა მისი გათავისუფლების მიზნით. რამ
შეცვალა ასე? რისი ეშინია? მისთვის დამახასიათებელი
გულმოდგინებით იგი მარჯვედ უყრის საკიდარს პიჯაკში,
გრძელ ხელს იწვდენს და მას შეღებილ მილზე, დანარჩენი
ტანსაცმლის გვერდით ჰკიდებს. იქნებ ლაცკანიდან ფირმის
ემბლემა მოხსნას? არა, არ ღირს – ხვალ ამავე კოსტიუმს
ჩაიცვამს. მას სულ ორი კოსტიუმი ჰქონდა, თუ მუქ ლურჯს არ
ჩავთვლით, ამ სეზონისთვის ძალზე თბილს. იგი კარს ხელს
ჰკრავს და ისიც ტკაცუნით იკეტება, მაგრამ მაშინვე იღება
ერთი-ორი დუიმით. გააწყალა გული – თითქოს ის არ კმაროდა,
რომ საკეტის გაღებისას ხელი ბებრულად უკანკალებდა,
ჯიბრზე ჯენისმაც გაიგონა ეს ხმაური.
– თუ აქა ხარ, მანქანა სადღაა? ქუჩაში არ არის, – ეკითხება იგი
და მისკენ ტრიალდება.
– დედის სახლთან დგას. გაიწიე, ხელს მიშლი.
– დედის სახლთან? დალახვროს ეშმაკმა, უკეთესი ადგილი ვერ
შეარჩიე?
– რა ხმაური იყო იქ?
– სად იქ? – კაცი გვერდზე გაიწევა, რათა ტელევიზორს არ
ჩამოეფაროს.
ქალი უყურებს, თუ როგორ ასრულებს «მაუსკეტერებად»[2]
წოდებული ბავშვთა ჯგუფი მუსიკალურ ნომერს, რომელშიც
დარლენი[3] პარიზელ მეყვავილეს თამაშობს, კუბი[4] –
პოლიციელს, მაღალი მოცინარი ახალგაზრდა კი – შეყვარებულ
8
მხატვარს. ეს სამნი და კარენი (მოხუცი ფრანგი ქალის
კოსტიუმში გამოწყობილი, რომელსაც პოლიციელი კუბი
ქუჩაში გადასვლაში ეხმარება) ერთად ცეკვავენ.
შემდეგ იწყება სარეკლამო გადაცემა, რომელშიც შოკოლად
«ტუტსის» ხუთი ნატეხი შესაფუთი ქაღალდიდან გამოდის და
ხუთ ასოდ გადაიქცევა: «ტ-უ-ტ-ს-ი». ისინიც ცეკვავენ და
მღერიან, მერე კი სიმღერ-სიმღერით უკანვე ბრუნდებიან. ხმა
მუცლიდან წამოსულს, ექოკამერისას ჰგავს. ბაჭიას ეს ასჯერ
მაინც ექნება ნანახი, ახლა კი გული ერევა. გული უფანცქალებს,
ყელი უშრება.
– ჰარი, სიგარეტი არა გაქვს? – ეკითხება ჯენისი, – ჩემი
დამიმთავრდა.
– რა? გზაში მთელი კოლოფი ნაგვის ყუთში გადავაგდე. აღარ
ვეწევი, – მისთვის გაუგებარია, როგორ შეუძლია ვინმეს
მოწევაზე ფიქრი, როდესაც მას აზიდებს.
– ნაგვის ყუთში გადააგდე? დიდებულია. აღარ სვამ, ახლა
აღარც ეწევი. წმინდანობას ხომ არ აპირებ?
– ჩუ-უ.
გამოჩნდა სახელგანთქმული მაუსკეტერი ჯიმი – მოზრდილი,
მრგვალი,
მიტყეპებული
შავი
ყურებით.
ბაჭია
მას
ყურადღებით აკვირდება, პატივსაც სცემს და იმედოვნებს, რომ
მისგან
რაიმე
სასარგებლოს
გადმოიღებს
თავისი
სამუშაოსთვის – იგი ბრუერის იაფი საქონლის მაღაზიებში
ერთი სამზარეულო მოწყობილობის დემონსტრირებას ახდენს.
«ანდაზებში, ანდაზებში არის ბევრი სიმართლე, – მღერის ჯიმი
და გიტარას აჩხაკუნებს, – ისინი ჩვენ გვასწავლიან, რა ვქნათ,
თუ არ გვიმართლებს. ანდაზები გვეხმარება გავხდეთ უკეთესი
მაუს-კე-ტერები».
შემდეგ ჯიმი გიტარას გვერდზე გადადებს, ღიმილს მოისხეპს
და ეკრანიდან ქადაგებს: «შეიცან თავი შენი, – თქვა ოდესღაც
ერთმა ბრძენმა მოხუცმა ბერძენმა. შეიცან თავი შენი. რას
ნიშნავს ეს, ძვირფასო ბიჭებო და გოგონებო? ეს ნიშნავს, რომ
უნდა იყოთ ის, რაც ხართ. ნუ ეცდებით, დაემსგავსოთ სალის,
ჯონს ან ფრედს. ნუ შეიცვლებით. ღმერთს არ უნდა, რომ ხე
ჩანჩქერად გადაიქცეს, ყვავილი კი – ქვად. უფალი ყოველი
ჩვენგანისთვის იმეტებს რაღაცის განსაკუთრებულ ნიჭს».
9
ჯენისი და ბაჭია უჩვეულოდ მიყუჩდნენ. ორივე მათგანი
მორწმუნეა. ღვთის სახელის ხსენებაზე ისინი დანაშაულს
გრძნობენ. «ღმერთს სურს, რომ ზოგი ადამიანი მეცნიერი
გახდეს, ზოგი – მხატვარი, ზოგიც – მეხანძრე, ექიმი ან
აკრობატი. იგი ყოველ ჩვენგანს ამ მიზნის მისაღწევად
განსაკუთრებული ნიჭით აჯილდოებს, ოღონდ იმ პირობით,
რომ ვიმუშავებთ და მათ განვითარებაში წვლილს შევიტანთ.
ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ბიჭებო და გოგონებო. მაშასადამე,
შეიცან თავი შენი. ჩასწვდი საკუთარ ნიჭს, მერე კი იმუშავე და
მისი განვითარება სცადე. ასეთია ბედნიერებისკენ მიმავალი
გზა». ჯიმი ტუჩებს კუმავს და მაყურებელს თვალს უკრავს.
ეს კარგი იყო. ბაჭია ცდილობს, გაიმეოროს ტრიუკი – ტუჩები
მოკუმოს, თვალი ჩაუკრას, თავი მოუყაროს თავის მაყურებელს
და მათთან ერთად გაილაშქროს უხილავი მტრის წინააღმდეგ,
რომელიც შენს ზურგს უკან ჩასაფრებულა, – ეს გინდ უოლტ
დისნეი იყოს და გინდ უნივერსალური «მაგიური სახეხელას»
მწარმოებელი ფირმა. შენ კი იცი, რომ ეს სიცრუეა, მაგრამ,
დალახვროს ეშმაკმა, მაყურებელს ხომ მოზიდვა უნდა. ჩვენ,
ყველანი, ერთი თოკით ვართ დაკავშირებულნი. სამყაროს
ტყუილით უდგას სული. ის არის ჩვენი ეკონომიკის
საფუძველი. ვიტეკონომია – თანამედროვე დიასახლისის
პაროლია, ერთადერთი სიტყვა, რომელიც ნიშნავს ვიტამინების
შენარჩუნებას
უნივერსალური
«მაგიური
სახეხელას»
საშუალებით.
ჯენისი დგება და როცა ეკრანზე უკანასკნელი ამბების
გამოშვება უნდა გაჩნდეს, ტელევიზორს თიშავს. პატარა
შუქვარსკვლავი ნელ-ნელა ქრება.
– ბავშვი სად არის? – ეკითხება ბაჭია ცოლს.
– დედაშენთან.
– დედაჩემთან? ავტომობილი – დედაშენთან, ბავშვი –
დედაჩემთან. ღმერთო ჩემო, როგორ გეხერხება ყველაფრის
აწეწვა!
ქალი დგება. კაცი ლამის გაცოფდეს ამ უაზრო და უფორმო
ბელტის დანახვაზე, რადაც იგი ორსულობამ გადააქცია. მას
სპეციალური კაბა აცვია მუცელზე U-ს ფორმის ამონაჭრით,
ბლუზის ქვეშ კი კომბინაციის თეთრი ნახევარმთვარე მოუჩანს.
10
– დავიღალე.
– აბა, რა იქნებოდა. ეს მერამდენეა? – ეკითხება იგი და
«ძველმოდურით» სავსე ჭიქაზე მიუთითებს.
– დედაჩემთან შევლამდე ნელსონი დედაშენს მივუყვანე.
ქალაქში ვაპირებდით გასვლას, – ცდილობს ქალი ახსნას, – მისი
მანქანით წავედით, მაღაზიებში შევიარეთ, ვიტრინებში
საგაზაფხულო ტანსაცმელი შევათვალიერეთ. მან კროლთან
ფასდაკლების აქციაზე თავისთვის მშვენიერი შარფი იყიდა.
ქიშმირის, ჭრელი, შოტლანდიური, – მას ენა ებმის, რომელიც
უფერული კბილების ორი რიგის დაძლევას ვერ ახერხებს.
კაცს შიში იპყრობს. დაბნეულობის დროს ჯენისი საშინელი
სანახავია:
ორბიტიდან
გადმოცვენილი
თვალები,
ჩამოვარდნილი ქვედა ყბა, პირის ნაცვლად – იდიოტური
ხვრელი. მას შემდეგ, რაც მბზინავ შუბლთან თმა შეუთხელდა,
ბაჭიას ყოველთვის ეჩვენება, რომ იგი დასუსტდა, ნაკლებად
მოძრავი გახდა და მალე მის წინაშე ერთიანად დანაოჭებული
და გამეჩხერებულთმიანი ბებრუხანა იდგება. ცოლი მან
შედარებით გვიან მოიყვანა, ოცდასამი წლისამ, და თუმცა იმ
დროისთვის ჯენისს სკოლა ორი წლის დამთავრებული
ჰქონდა, კვლავაც მოზარდს ჰგავდა პატარა, მორცხვი მკერდით
– დაწოლილს ორი პატარა ბორცვი მოუჩანდა. ნელსონი
ეპისკოპალურ
ეკლესიაში
გამართული
საქორწილო
ცერემონიიდან შვიდი თვის თავზე დაიბადა, ხანგრძლივი და
მძიმე მშობიარობის შედეგად, ამიტომ ბაჭიას ახლანდელი შიში
წარსულისას ერწყმის და სინაზეში გადადის.
– რა იყიდე?
– საბანაო კოსტიუმი.
– საბანაო კოსტიუმი? მარტში? ბრ-რ!
წამით ქალი თვალებს ხუჭავს; ალკოჰოლის მსუბუქი სუნისგან
ბაჭიას ზიზღის გრძნობა უჩნდება.
– მომეჩვენა, რომ თუ ამას ვიყიდდი, დრო უფრო სწრაფად
გავიდოდა და მალე მომერგებოდა.
– რა გაშფოთებს? თუ სხვა ქალებს მოსწონთ ორსულობა, შენ რა
ჯანდაბა გემართება? მითხარი, რა უცნაურობა გჭირს?
11
ქალი თაფლისფერ თვალებს ახელს და ცრემლებით ევსება,
ქვედა
ქუთუთოებიდან
გადმოსდის
და
წყენისგან
ავარდისფრებულ ლოყებზე მოედინება. ქმარს შეხედავს და
ჩაფიქრებით წარმოთქვამს:
– ნაძირალა ხარ.
ბაჭია ცოლს უახლოვდება, ხელებს მოხვევს, მსწრაფლ
შეიგრძნობს ცრემლებისგან გაცხელებულ სუნთქვას და
გაწითლებულ
თვალებში
ჩასცქერის.
მოზღვავებული
სინაზისგან მუხლებს ხრის და ცდილობს, თეძოებზე მიეკრას,
მაგრამ ქალის დიდი მუცელი ხელს უშლის. იგი კვლავ წელში
იმართება, ცოლს ზემოდან დაჰყურებს და ამბობს:
– კეთილი. მაშასადამე, საბანაო კოსტიუმი გიყიდია.
დანარჩენი სამყაროსგან ქმრის მკერდითა და
გამიჯნული ჯენისი მხურვალედ წარმოთქვამს:
ხელებით
– არ გამექცე, ჰარი. მე შენ მიყვარხარ.
ბაჭია ცოლისგან გრძნობების ასეთ გამოხატვას არ ელოდა.
– მეც მიყვარხარ. კარგი, დამშვიდდი და თხრობა განაგრძე.
მაშასადამე, შენ საბანაო კოსტიუმი იყიდე.
– წითელი, – ამბობს დასევდიანებული ქალი და კაცს ეკვრის,
მაგრამ სიმთვრალეში მისი სხეული მყიფე და შეხებისას
უსიამოვნოდ მოუწესრიგებელი ხდება, – ზემოთ განასკვულია,
თან დაპლისული ქვედაწელი მოჰყვება, რომელიც საბანაოდ
წასვლისას შეგიძლია გაიხადო. გზაში ფეხებზე ვენები ისე
ამტკივდა, რომ მე და დედა კროლის სარდაფში ჩავედით და
შოკოლადის ნაყინი ავიღეთ სოდიან წყალთან ერთად. მათ კაფე
მთლიანად გადაუკეთებიათ და ახლა იქ ბარი აღარ არის. მაგრამ
ტკივილმა არ გამიარა და დედამ შინ წამიყვანა, თან მითხრა,
რომ შენთვის რთული არ იქნებოდა მანქანისა და ნელსონის
წამოყვანა. თანაც ვიფიქრე, სასმელი ტკივილს დამავიწყებსმეთქი.
– გასაგებია.
– მეგონა, უფრო ადრე დაბრუნდებოდი. სად იყავი?
– არსად, ქალაქში დავეხეტებოდი. ქუჩაში ბიჭებს კალათბურთს
ვეთამაშებოდი.
12
ისინი ერთმანეთს დასცილდნენ.
– წაძინება ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. დედამ მითხრა,
დაღლილი სახე გაქვსო.
– ასეც უნდა იყოს. შენ ხომ თანამედროვე დიასახლისი ხარ.
– თვითონ კი აღმა-დაღმა დაეხეტები და თორმეტი წლის
ბიჭივით ერთობი.
ბაჭია ბრაზობს, ცოლმა მისი ხუმრობა რომ ვერ გაიგო
დიასახლისის – იმ წარმოსახვითი პიროვნების შესახებ,
რომელსაც «მაგიური სახეხელას» ფირმის აგენტებმა თავიანთი
საქონელი უნდა მიჰყიდონ, ვერ იგრძნო მასში ჩადებული
ირონია, სიბრალული და სიყვარული. ვერაფერს გააწყობ კაცი –
სულელია და მორჩა.
– არც შენ ხარ ჩემზე უკეთესი. დამჯდარხარ და აღუა ბავშვების
გადაცემებს უყურებ.
– საინტერესოა, ვინ სისინებდა, მოსმენაში ხელს მიშლიო?
– ეჰ, ჯენის, – ოხრავს კაცი, – ერთი გემოზე უნდა მოგეფერო.
ისე, არც ადრე გაწყენდა.
ქალი მას დიდხანს შესცქერის წყნარად, ბოლოს კი ეუბნება:
– წავალ, ვახშამს მოვამზადებ.
კაცს მონანიების სურვილი უჩნდება:
– მე კი გავიქცევი და მანქანით ბავშვს მოვიყვან. საბრალო ბიჭი,
ალბათ, ჰგონია, რომ მივატოვეთ. ნეტავ რატომ ფიქრობს
დედაშენი, რომ დედაჩემს სხვის ბავშვებზე ზრუნვის გარდა
საქმე არა აქვს?
მასში კვლავ მატულობს აღშფოთება – ამ ქალს არ ესმის, რომ
გადაცემაში ჯიმის ყურება სამუშაოსთვის სჭირდება. ხომ უნდა
იშოვოს ფული იმ შაქრისთვის, რომელსაც იგი იმ დაწყევლილ
«ძველმოდურში» იყრის.
ქალი სამზარეულოში მიდის – გაბრაზებული, მაგრამ არცთუ
ძალიან. ან სერიოზულად უნდა განაწყენებულიყო, ან არაფრად
ჩაეგდო, – კაცმა ხომ მხოლოდ ის თქვა, რაც მრავალჯერ
გაუკეთებია. ყოველ სამ დღეში ერთხელ სამი წლის
13
განმავლობაში. რამდენი გამოდის? დაახლოებით სამასი. ასე
ბევრი? მაშ, რატომ ითხოვს ეს ამდენ ძალისხმევას?
ქორწინებამდე გაცილებით ადვილი იყო. მაშინ თვითონ ამას
სწრაფად ახერხებდა. ახალგაზრდა გოგო იყო. ნერვები ახალ
ძაფს მიუგავდა. კანსაც ნორჩი ბამბის სუნი ასდიოდა. სამუშაოს
შემდეგ ბრუერში თანამშრომლის ბინაში მიდიოდნენ. რკინის
საწოლი, ვერცხლისფერი მედალიონებით გაწყობილი შპალერი,
დასავლეთით გამავალი ფანჯრებიდან მდინარის ნაპირას
უზარმაზარი აირსაცავები მოჩანდა. იმ პერიოდში ორივენი
კროლის უნივერმაღში მუშაობდნენ: იგი ჯიბიანი თეთრი
ხალათით, რომელზეც «ჯენი» იყო ამოქარგული, შაქარყინულსა
და თხილს ყიდდა, ბაჭია კი ცხრიდან ხუთ საათამდე
სართულით მაღლა შეფუთულ ჩარჩოებს შლიდა და რბილ
სავარძლებსა და ჟურნალის ხის მაგიდებს ეზიდებოდა.
ყუთებში ჩაყრილი ბურბუშელებისგან ცხვირი და თვალები
ეწვოდა. ლიფტების უკან ნაგვის ვედროები ჭუჭყიან შავ
ნახევარწრეზე
განელაგებინათ;
იატაკი
გაღუნული
ლურსმნებით იყო მოფენილი. ხელები სწრაფად უშავდებოდა
და ის პედერასტი ჩანდლერი საათში ერთხელ მათ დაბანას
აიძულებდა,
რათა
ავეჯი
არ
დასვრილიყო.
საპონი,
სახელწოდებით «ლავა». ნაცრისფერი ქაფი. ჩაქუჩისა და
თათიანი
ძალაყინისგან
ხელებზე
ყვითელი
კოჟრები
უჩნდებოდა. 5:30-ზე საზიზღარი სამუშაო დღე სრულდებოდა
და ისინი ერთმანეთს გასასვლელთან ხვდებოდნენ, სადაც
ჯაჭვი გაებათ, რათა მყიდველები აღარ შემოსულიყვნენ. ორმაგ
კარში მწვანე შუშით გაწყობილი მდუმარების კამერა იყო
მოთავსებული. იქვე, არცთუ ისე ღრმა ვიტრინებში, ფრთიანი
შლაპებითა და ვარდისფერი მარგალიტების ფარღულებით
მორთული
უსხეულო
მანეკენების
თავები
გამოსამშვიდობებელ ჭორებს ისმენდნენ. კროლის ყველა
თანამშრომელს სძულდა უნივერმაღი, მაგრამ დღის ბოლოს მას
ნელა, თითქოს ცურვით ტოვებდნენ. ჯენისი და ბაჭია
ერთმანეთს ამ მკრთალად განათებულ, მწვანეიატაკიან
კართაშორის კამერაში ხვდებოდნენ, რომელიც წყალქვეშა
სამყაროს წააგავდა. ერთადერთ, ჯაჭვით დაუბმელ კარის
საგდულს ხელს ჰკრავდნენ და გარეთ გამოდიოდნენ. იქ კი,
იმის დაუზუსტებლად, თუ სად მიდიოდნენ, ნაზად
ხელიხელჩაკიდებულნი,
წყნარად
მიემართებოდნენ
ვერცხლისფერი მედალიონებისკენ სამუშაოდან მომავალი
მანქანების საპირისპირო მხარეს და ფანჯრიდან გადმოღვრილი
14
საღამოს შუქის ჰორიზონტალურ სხივებში სიყვარულით
ტკბებოდნენ. კაცის შემოხედვაზე ჯენისი სირცხვილით
იწვოდა, ამიტომ მას თვალების დახუჭვას აიძულებდა. საშინაო
ფეხსაცმელივით,
აბრეშუმივით
მაშინვე
რბილად
გადაიხსნებოდა ხოლმე. ბოლოს, როდესაც უკანასკნელ
ზღვარსაც გადალახავდნენ, უცხო საწოლში დაკარგულებივით
იწვნენ. მედალიონების ვერცხლი და მიმავალი დღის ოქრო.
სამზარეულო პაწაწინა ოთახს წარმოადგენს სასტუმრო ოთახის
უკან,
ვიწრო
გასასვლელს
ხუთიოდე
წლის
წინ
ულტრათანამედროვედ მიჩნეულ მანქანებს შორის. ჯენისს
ძირს რაღაც ლითონის საგანი უვარდება – ეს ან ქვაბია, ან ჭიქა.
– რამე არ დაიწვა! – გასძახის ბაჭია.
– შენ ისევ აქ ხარ? – ეხმაურება ჯენისი.
კაცი განჯინასთან მიდის და პიჯაკს იღებს, რომელიც ეს-ესაა
აკურატულად ჩამოკიდა. ფაქტობრივად, ის ერთადერთია, ვინც
აქ წესრიგის დაცვას ცდილობს. ოთახში დიდი არეულობაა:
«ძველმოდურის» ჭიქა ფსკერზე ამჟავებული ნალექით;
სავარძლის სახელურიდან გადმოსავარდნად გამზადებული,
სიგარეტის ნამწვით სავსე საფერფლე; დაჭმუჭნილი ხალიჩა;
ძველი, მწებვარე გაზეთების დაუდევრად დაწყობილი
შეკვრები; ყველგან მიმოფანტული დამტვრეული სათამაშოები
– თოჯინას ფეხი, მუყაოს გაღუნული ნაჭერი; გუნდა-გუნდა
მტვერი ბატარეების ქვეშ. უსასრულო, უიმედო ქაოსი მტკიცე
ბადედ იყრის თავს მის ზურგზე. იგი ფიქრობს და ვერ
გადაუწყვეტია, ჯერ რომელს მიაკითხოს – მანქანას თუ შვილს.
იქნებ ჯერ შვილს შეუაროს? ცხადია, მისი ნახვა უფრო უნდა.
სამაგიეროდ, მისის სპრინგერი უფრო ახლოს ცხოვრობს.
მაგრამ, ვაითუ, იგი ფანჯარაში იყურება, რათა დანახვისთანავე
მიახალოს, რომ ჯენისს დაღლილი სახე აქვს? საინტერესოა, ვინ
არ დაიღლება შენთან ერთად მაღაზიებში წანწალით, შე
წუწურაქო! სქელუა ალქაჯო, ბებერო ბოშავ! შვილთან ერთად
მისულს, შესაძლოა, არაფერი უთხრას. ბაჭიას ჭკუაში უჯდება
ბიჭთან ერთად გასეირნების აზრი. ნელსონი ორ-ნახევარი
წლისაა და კავალერისტივით ტაატით დადის. მინავლებულ
დღის სინათლეზე ისინი ხეებს შორის გაივლიან, უეცრად
ტროტუართან, მთვარიდან ჩამოვარდნილივით, მამამისის
მანქანა გაჩნდება. ეს უფრო მეტ დროს წაიღებს, – დედა
ყოველგვარი ქარაგმების გარეშე ეტყვის მას, რომ ჯენისი
15
არაფრის მაქნისია. ამგვარი საუბარი ბაჭიას ყოველთვის
აღიზიანებდა. სავსებით შესაძლებელია, რომ დედას მხოლოდ
კბილის გაკვრა სურდა, მაგრამ იგი მის სიტყვებს ყოველთვის
სერიოზულად აღიქვამდა, დედას ხომ მბრძანებლობა უყვარდა,
ყოველ შემთხვევაში, მის მიმართ მაინც. აჯობებს, ჯერ მანქანა
წამოიყვანოს, მერე კი შვილს გაუაროს. მაგრამ ასე რატომღაც არ
უნდა. არ უნდა და მორჩა. მას თავგზა ებნევა და ამ
დომხალისგან გული ერევა.
– ერთი კოლოფი სიგარეტიც გამოიყოლე, საყვარელო, კარგი? –
იძახის სამზარეულოდან ჯენისი ჩვეულებრივი, მშვიდი ხმით.
ესე იგი, მას აპატიეს და ყველაფერი ძველებურად რჩება.
შემოსასვლელის თეთრ კარზე ბაჭია საკუთარ უსიცოცხლო,
ყვითელ ჩრდილს მოჰკრავს თვალს და ადგილზე შეშდება.
გრძნობს, რომ მახეში გაება. ამას წყალი არ გაუვა. იგი
სახლიდან გამოდის.
ქუჩაში უკვე ბნელა და გრილა. ნორვეგიული ნეკერჩხლებიდან
ნორჩი წებვადი კვირტების სუნი იფრქვევა. უილბერ-სტრიტის
გასწვრივ, სასტუმრო ოთახების განიერი ფანჯრებიდან
მოვერცხლისფრო ტელევიზორების ეკრანების მიღმა მდებარე
სამზარეულოებში ანთებული ნათურების ნაზი, გამოქვაბულის
სიღრმეში დანთებული ცეცხლის მსგავსი შუქი მოჩანს. დღე
მთავრდება. ბაჭია დაღმართს მიუყვება. დროდადრო გზად ხის
ხორკლიან ქერქს ან ცოცხალი ღობის გამხმარ ტოტს შეავლებს
ხელს, რათა მატერიის სტრუქტურა ოდნავ მაინც შეიგრძნოს.
კუთხეში,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბაჭია, გაიქეცი - 02
  • Parts
  • ბაჭია, გაიქეცი - 01
    Total number of words is 3433
    Total number of unique words is 2215
    26.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 02
    Total number of words is 3499
    Total number of unique words is 2225
    26.3 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 03
    Total number of words is 3427
    Total number of unique words is 2194
    25.0 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 04
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2072
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 05
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 1933
    30.2 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 06
    Total number of words is 3617
    Total number of unique words is 1984
    27.5 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 07
    Total number of words is 3493
    Total number of unique words is 2095
    28.6 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 08
    Total number of words is 3486
    Total number of unique words is 2109
    28.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 09
    Total number of words is 3502
    Total number of unique words is 2013
    31.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 10
    Total number of words is 3544
    Total number of unique words is 2147
    28.5 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 11
    Total number of words is 3569
    Total number of unique words is 2032
    32.7 of words are in the 2000 most common words
    47.7 of words are in the 5000 most common words
    55.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 12
    Total number of words is 3510
    Total number of unique words is 2059
    30.6 of words are in the 2000 most common words
    45.5 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 13
    Total number of words is 3591
    Total number of unique words is 1943
    33.0 of words are in the 2000 most common words
    47.2 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 14
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 2083
    30.7 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 15
    Total number of words is 3577
    Total number of unique words is 2014
    32.1 of words are in the 2000 most common words
    46.9 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 16
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 2146
    29.1 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 17
    Total number of words is 3593
    Total number of unique words is 2071
    31.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 18
    Total number of words is 3688
    Total number of unique words is 1980
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 19
    Total number of words is 3592
    Total number of unique words is 2047
    31.0 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 20
    Total number of words is 3531
    Total number of unique words is 2076
    29.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 21
    Total number of words is 3534
    Total number of unique words is 2055
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 22
    Total number of words is 36
    Total number of unique words is 35
    22.8 of words are in the 2000 most common words
    36.9 of words are in the 5000 most common words
    39.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.