Latin

ბაჭია, გაიქეცი - 20

Total number of words is 3531
Total number of unique words is 2076
29.7 of words are in the 2000 most common words
42.3 of words are in the 5000 most common words
50.1 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მიზეზი და პირველწყარო ცაა.
დღის ბოლოს ეკლზი მოდის დაკრძალვისთვის აუცილებელი
წვრილმანების
მოსაგვარებლად.
დასაფლავება
ხვალ,
ოთხშაბათს შედგება. როდესაც წასასვლელად ემზადება, ბაჭია
მას წინკარში აჩერებს და ეუბნება:
– თქვენი აზრი მაინტერესებს.
– რის შესახებ?
– ახლა როგორ უნდა მოვიქცე?
ეკლზი
ნერვიულობს.
იგი
ძალიან
დაიღალა.
გამოუძინებელი ბავშვივით ფერმკრთალი აქვს.
სახე
– ისე მოიქეცით, როგორც აქამდე იქცეოდით, – ამბობს იგი, –
იყავით კარგი მეუღლე. კარგი მამა. გიყვარდეთ ის, რაც
დაგრჩათ.
– ეს საკმარისია?
– იმისთვის, რომ პატიება დაიმსახუროთ, საკმარისია, თუ
სიცოცხლის ბოლომდე ასე იცხოვრებთ.
– იმის თქმა მინდოდა... – ჰარი ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ
ეკლზის წინაშე თავს ასე დაიმცირებდა, – ხომ გახსოვთ, ამას
წინათ რაზე ვსაუბრობდით? იმის შესახებ, რაც იქ, ყველაფერ
ამის იქით მდებარეობს...
– ჰარი, ხომ იცით, რომ ამის არ მჯერა, ყოველ შემთხვევაში, იმ
კუთხით, როგორც ეს თქვენ წარმოგიდგენიათ.
– კარგი, – იგი ხედავს, რომ ეკლზს წასვლა სურს, რომ მისთვის
აუტანელია მისი, ჰარის ყურება.
ეკლზი ხვდება, რომ ჰარი ამას გრძნობს, ამიტომ ცდილობს,
სიტყვებში ღრმა თანაგრძნობა ჩააქსოვოს და ანუგეშოს:
– ჰარი, მე ის არა ვარ, ვინც უნდა გაპატიოთ. თქვენ ჩემთვის
313
არაფერი დაგიშავებიათ. თქვენზე ნაკლები ბრალი კი არ
მიმიძღვის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ შეგვინდონ, უნდა
დავიმსახუროთ იმის დანახვის უფლება, რაც ამ ყველაფრის
მიღმა მდებარეობს. ჰარი, მე ვიცი, რომ შესაძლებელია
ადამიანების მიყვანა ქრისტეს შეცნობამდე. თვითონ ვარ ამის
მომსწრე. და, აი, კიდევ რაში ვარ დარწმუნებული – ქორწინება
წმიდათაწმიდა რამ არის და ამ საშინელმა ტრაგედიამ თქვენ
და ჯენისი, როგორც იქნა, წმინდა კავშირით შეგაერთათ.
მთელი დარჩენილი დღის განმავლობაში ბაჭია ამ აზრსაა
ჩაბღაუჭებული, თუმცა მას, ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი
აქვს საერთო დიდი, მწუხარებით სავსე სახლის ფერებსა და
ხმებთან, ჩამავალი მზის შტრიხებთან შუშის მაგიდის პატარა
ბარდებზე და მდუმარე ვახშამთან ჯენისის საძინებელში.
***
ბაჭია ღამეს სპრინგერების სახლში, ჯენისთან ერთად ათევს.
ქალს ძალზე ღრმად სძინავს. სუსტი ხვრინვა, რომელიც მისი
შავი პირიდან ისმის, მთვარის შუქს კიდევ უფრო ამკვეთრებს
და არ აძინებს. ბაჭია იდაყვზე ეყრდნობა და ცოლის სახეს
აკვირდება.
მთვარის
შუქში
იგი
მასზე
საშინელ
შთაბეჭდილებას ახდენს – პატარა, მუქი ლაქებითაა
დაფარული, რომლებიც თითქოს ადამიანურ სიცხადეს
მოკლებულ მასაშია ჩაბეჭდილი. რა სინდისით შეუძლია
მშვიდად ძილი. დილით, მზის სინათლეზე, გრძნობს, რომ იგი
წრიალებს და დგება, თვითონ კი უფრო ღრმად ეფლობა
ბალიშში, თავით საბნის ქვეშ მიძვრება და ჯიუტად არ სურს
გაღვიძება. დღეს დაკრძალვაა, არც სამსახურში მიდის, ამიტომ
ცოტა მეტხანს წაიძინებს.
ბაჭია ისეთ სიზმარს ხედავს, თავი ცხადში ჰგონია. მარტოა დიდ
სპორტულ მინდორზე თუ მოკენჭილ უშენ ადგილას. ცაში
ერთნაირი ზომის ორი, იდეალურად მრგვალი დისკი, ერთი –
თეთრი და გაუმჭვირვალე, მეორე კი – ოდნავ გამჭვირვალე,
ერთმანეთისკენ
მოძრაობს,
ამასთან,
გაუმჭვირვალე
გამჭვირვალეს თავზეა. მათი შეხების მომენტში ბაჭიას შიში
იპყრობს, ხმა თითქოს სტადიონის რეპროდუქტორიდან
ატყობინებს: ფურისულა ანწლს ყლაპავს. ზედა დისკი
314
შეუჩერებლივ მოცურავს ქვემოთ, სანამ სრულებით არ
დაფარავს ქვედას, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო ძლიერია, და
ბაჭიას თვალწინ მხოლოდ ერთი, სუფთა და მკრთალი წრე
რჩება. მისთვის ცხადია, რომ «ფურისულა» მთვარეა, «ანწლი» –
მზე, ხოლო ნანახი სიკვდილის ახსნა იყო – მშვენიერმა
სიკვდილმა მშვენიერი სიცოცხლე დაჩრდილა. ძლიერი
სულიერი აღმაფრენის პირობებში აცნობიერებს, რომ ეს
მინდორი უნდა დატოვოს და ახალი რელიგია დააფუძნოს. მის
თავზე მომაბეზრებლად იხრება დისკები, ექოსავით გაისმის
ხმა და თვალს ახელს. საწოლთან ყავისფერ ქვედაკაბასა და
უსახელო ვარდისფერ ბლუზაში გამოწყობილი ჯენისი დგას.
ნიკაპქვეშ ცხიმის რუხი ნაკეცი ადევს, რომელიც აქამდე
არასდროს შეუმჩნევია. უცნაურია, გულაღმა რომ წევს, მას ხომ
ყოველთვის მუცელზე სძინავს. ხვდება, რომ ეს სიზმარი იყო,
მაგრამ მას არაფერი აქვს სათქმელი სამყაროსთვის. იგი დგება
და ცოლს უღონოდ ჩამოშვებულ ხორკლიან ხელზე კოცნის.
ჯენისი ბაჭიას საუზმეს მისთვის ჩვეულ სტილში უმზადებს –
რძეში ჩაძირული სიმინდის ბურბუშელა და გადახარშული
ყავა. ნელსონთან ერთად დაკრძალვისთვის გამოსაწყობად
მიდიან. ბაჭია აღშფოთებულია, რომ ჯენისს სიარული
შეუძლია, მას უფრო მოსწონდა, როცა იგი უგონოდ იყო.
რადგან ქუჩაში სიარული შეუძლიათ, მაშასადამე, მათი
მწუხარება არც ისე დიდია. ვერაფრით ეგუება იმას, რომ მათი
ნაკვები სხეულები სივრცეში გადაადგილდება, სულები კი
ყველაფრისადმი გულგრილია, გარდა უმნიშვნელო, წვრილმანი
მოთხოვნილებებისა. ისინი თავიანთ შვილთან ერთად იმ
ქუჩებს მიუყვებიან, სადაც ოდესღაც, პატარაობისას, თვითონაც
დადიოდნენ. პოტერ-ავენიუს გასწვრივ არხი, რომელშიც ადრე
ხელოვნური ყინულის ფაბრიკიდან შლამიანი ნარჩენები
ჩაედინებოდა, კარგა ხანია, რაც დაშრა. სახლები, რომლებშიც ის
ხალხი აღარ ცხოვრობს, ვისაც სახეზე კარგად ცნობდა,
მატარებლიდან დანახულს აგონებს – ცარიელი აგურის
ფასადები მას გამოცანას სთავაზობს: რატომ ცხოვრობს აქ
საერთოდ ვინმე? რატომ სახლობს იგი აქ, რატომ არის მისთვის
მესამეხარისხოვანი ქალაქის ეს დასახლება სამყაროს ცენტრი
და
საზომი,
თავისი
თვალუწვდენელი
პრერიებით,
უდაბნოებით,
ტყეებით,
ქალაქებითა
და
ზღვებით?
გულუბრყვილო ბავშვური საიდუმლო – «ნებისმიერი
ადგილის» საიდუმლო, პრელუდია საბოლოო შეკითხვისა:
315
«რატომ ვარ მე მე?» – გულში შიშს აჩენს. სხეულს სიცივე
მსჭვალავს და ბაჭია გრძნობს, რომ მიწას მოსწყდა, თითქოს
აღსრულდა ის, რისიც ყოველთვის ეშინოდა – იგი ჰაერში
მიაბიჯებს. ქუჩა უსწორმასწორო ზოლია, რომლის გასწვრივაც
ქვაფენილი გაზონს ებჯინება. გაფისული სატელეფონო ბოძები
მას აღარაფერს ეუბნება. იგი არავინაა, თითქოს წამით თავის
სხეულსა და ტვინს დაშორდა, რათა ძრავის მუშაობისთვის
შეევლო თვალი, და სიცარიელეში შეაბიჯა, ვინაიდან «ის»
მხოლოდ რეფრაქცია იყო, ვიბრაცია ძრავის შიგნით, ახლა კი
უკან დასახევი გზა აღარ აქვს. ეჩვენება, რომ იმ სახლების
ფანჯრების მიღმა დგას, რომელთაც ისინი ჩაუვლიან, და
უყურებს, თუ როგორ დინჯად მისეირნობს სამსულიანი ოჯახი
და არაფრით ამჟღავნებს, რომ მათი სამყარო შეირყა, –
არაფრით, გარდა ქალის ჩუმი ცრემლებისა. მოულოდნელად
ჯენისს თვალზე ცრემლი ადგება, როგორც ნამი, რომელიც
დილის ქორფა ქუჩების სახემ გამოიძახა.
ბინაში შესვლისთანავე ჯენისი ხმამაღალი კვნესით ეკვრის
ბაჭიას მკერდზე. შესაძლოა, არ ელოდა, რომ ოთახები მზის
შუქით იქნებოდა გაჩახჩახებული. რძესავით თეთრ სინათლეში
მოცახცახე მტვრის ნაწილაკების კონტრფორსები იატაკის
შუაგულიდან ფანჯრების ზედა კიდეებამდე ირიბად მიიწევენ
მაღლა და ყოველივეს უმანკოების ელფერს აძლევენ. ბაჭიას
განჯინა შემოსასვლელი კარის გვერდითაა, ამიტომ თავიდანვე
ბინის სიღრმეში შესვლა არ სჭირდებათ. კარადის კარს რაც
შეიძლება ფართოდ აღებს, ცდილობს, ტელევიზორს არ შეახოს,
შიგნით ხელს ყოფს, ცელოფანის პარკზე ელვაშესაკრავს ხსნის
და ლურჯი კოსტიუმი გამოაქვს, ზამთრის შალის კოსტიუმი.
სხვა მუქი ფერის ჩასაცმელი არა აქვს. გახარებული ნელსონი
ოთახებში დარბის, სააბაზანოშიც შედის, თავის ოთახში კი
რეზინის ძველ დათუნია-პანდას პოულობს და მისი წამოღება
სურს. მისი მოუსვენარი ფუსფუსი ბინიდან ხიფათს აძევებს,
ამიტომ ბედავენ და საძინებელში შედიან, სადაც ჯენისის
ტანსაცმელი ჰკიდია. გზად იგი სავარძელზე მიუთითებს:
– ორშაბათ დილით აქ ვიჯექი და მზის ამოსვლას შევცქეროდი.
უსიცოცხლო ხმა აქვს. ბაჭიამ არ იცის, რისი გაგონება სურს მას
პასუხად და ხმას არ იღებს. გატრუნულია.
საძინებელში ერთი სასიამოვნო წუთის რიგიც დგება. ჯენისი
ქვედაკაბასა და ბლუზას იხდის, რათა ძველი შავი კოსტიუმი
316
მოიზომოს, და როდესაც კომბინაციის ამარა ხალიჩაზე
ფეხშიშველა დააბიჯებს, ბაჭიას იმ ქალიშვილს ახსენებს,
ოდესღაც რომ იცნობდა – ქალიშვილს წვრილი კოჭებითა და
მაჯებით და პატარა მორცხვი თავით. შავი კოსტიუმი ჯერ
კიდევ სკოლაში სწავლისას აქვს ნაყიდი და ცოტათი უჭერს –
მშობიარობის შემდეგ მუცელი კვლავაც დიდი აქვს. იქნებ
დედამისივით გასუქება დაიწყო. ქალი დგას და წელზე
ქვედაკაბის შეკვრას ცდილობს, რძისგან გათქვირებული
ძუძუები ბიუსტჰალტერიდან გამოხტომას ლამობს. მართლაც
მოუმატებია წონაში, რაც ბაჭიას მოსწონს. იგი ფიქრობს: ჩემია,
ჩემი ქალია. მაგრამ, აი, ჯენისი სწორდება და მისი
ნამტირალევი სახე გაცეცხლებული გამომეტყველებით მყისვე
აქრობს მასში დაუფლების სიხარულს. ქალი მისთვის
ტვირთად იქცევა, რომელიც მტკივნეულად აწვება მკერდზე. ეს
როკაპია, რომელზეც იმ ორშაბათიდან სიცოცხლის ბოლომდე
უნდა იზრუნოს.
– არ მეტევა! – ყვირის ქალი, ქვედაკაბას იხდის და მოისვრის,
რომელიც
უზარმაზარი
ღამურას
მსგავსად,
ოთახის
მოპირდაპირე კუთხისკენ მიფრინავს.
– სხვა არაფერი გაქვს?
– როგორ მოვიქცე?
– დაწყნარდი. წავალთ და შენებთან დავბრუნდებით. ეს ბინა
ნერვებს გიშლის.
– მაგრამ ჩვენ ხომ აქ უნდა ვიცხოვროთ!
– ჰო, ოღონდ დღეს არა. წავედით.
– ჩვენ აქ ვერ ვიცხოვრებთ.
– ცხადია, ვერ ვიცხოვრებთ.
– აბა, სად ვიცხოვრებთ?
– მერე მოვიფიქრებთ. წავედით.
ჯენისი მოუხერხებლად იცვამს ქვედაკაბასა და ბლუზას,
ბაჭიასკენ ზურგით ბრუნდება და მორიდებით სთხოვს:
– ღილები შემიკარი.
317
როდესაც ბაჭია ვარდისფერ ბლუზას ქალის უძრავი ხერხემლის
გასწვრივ კრავს, იგი ტირილს იწყებს. ცხელი ცრემლები
თვალებს უწვავს და კაცი ბავშვის ღილებს ხედავს მრგვალი
წყლიანი ლაქების მტევნებში, აყვავილებული ვაშლის
ფურცლებს რომ ჰგავს. ცრემლები წამწამებზე ეკიდება და ნელა
ჩამოსდის ლოყებზე. შესანიშნავი სისველეა. იგი სიამოვნებით
იტირებდა საათობით, თუმცა ეს ხანმოკლე ნაკადიც შვებას
ჰგვრის, მაგრამ მამაკაცები ცოტას ტირიან და ბინიდან
გასვლამდე ცრემლები უკვე გამშრალი აქვს. კარის დაკეტვისას
გრძნობს, რომ მთელი თავისი უცრემლო ცხოვრება ამ კარის
გაღება-დახურვას მოანდომა.
ნელსონს თან თავისი რეზინის პანდა მოჰყავს და ყოველთვის,
როცა მას აწრიპინებს, ბაჭიას მუცლის ტკივილი ეწყება. ქალაქი
მზითაა გაუფერულებული, რომელიც ზენიტს უახლოვდება.
***
დრო ნელა გადის, მოვლენები თითქოს განუწყვეტლივ
მეორდება. ჯენისი და დედამისი ოთახიდან ოთახში გადადიან,
ერთმანეთს მოკლე რეპლიკებით ესაუბრებიან. შემდეგ
ორივენი ზევით ადიან და ნახევარი საათის შემდეგ ჯენისი
მისის სპრინგერის შავ, ქინძისთავებით დავიწროებულ კაბაში
გამოწყობილი ჩამოდის, რომელშიც ძალიან ჰგავს მას.
– როგორ ფიქრობ, ჰარი, მიხდება?
– რას მიედ-მოედები? მოდების შოუსთვის ხომ არ ემზადები? –
ყვირის ბაჭია, თუმცა მაშინვე ბოდიშის ტონით ამატებს, –
შესანიშნავად გამოიყურები.
მაგრამ სათქმელი უკვე ნათქვამია. შეშინებული ჯენისი
წამოიყვირებს და ზემოთ მიექანება, მისის სპრინგერს უკან
მიაქვს შემწყნარებლობის ის მცირე დოზა, რომელიც
ბაჭიასთვის დიდსულოვნად გაიმეტა. სახლი კვლავ ივსება
გამოუთქმელი მტკიცებით, რომ იგი მკვლელია. ბაჭია
მადლიერებით იღებს ამ აზრს: დიახ, მკვლელია, – და
სიძულვილი პატიებაზე მეტად მოსწონს. სიძულვილში
ჩაძირულს, შეუძლია გულზე ხელი დაიკრიფოს და ერთგვარად
დამბლადაცემულივით დარჩეს. სასტიკი სიძულვილი მისთვის
318
საფარია.
დღის პირველი საათია. ოთახში მისის სპრინგერი შემოდის.
– ბუტერბროდს არ მიირთმევთ? – ეკითხება იგი.
– გმადლობთ, არაფერი მინდა.
– ჯობდა, რამე მაინც გეჭამათ.
ბაჭიას მისი დაჟინება ისე უცნაურად ეჩვენება, რომ
სამზარეულოში მიდის. ნელსონი მაგიდას მარტო უზის და
სუპს, უმ სტაფილოსა და ძეხვის ბუტერბროდს მიირთმევს.
ისეთი სახე აქვს, თითქოს არ იცის, გაუღიმოს მამას თუ არა.
მისის სპრინგერი მისკენ კვლავ ზურგით დგას.
– დღისით თუ ეძინა? – ეკითხება ჰარი.
– შეგიძლიათ, ზემოთ აიყვანოთ, – პასუხობს იგი.
ზემოთ, ოთახში, სადაც ცალთვალა დათუნია ცხოვრობს, ჰარი
ნელსონს წიგნს უკითხავს «ოქროს ბიბლიოთეკიდან» პატარა
ორთქლმავალ «ჩუ-ჩუ»-ს შესახებ, რომელსაც გვირაბების
ეშინოდა. ნელსონს შიში თანდათან უქრება და იძინებს. ჰარი
ქვემოთ ბრუნდება. ჯენისი თავის ოთახში ისვენებს. მისის
სპრინგერი კაბის გადაკეთებითაა დაკავებული და საკერავი
მანქანის კაკუნი ჩიტების ჟღურტულსა და საღამოსპირა ყრუ
ხმებს ერწყმის.
ისმის შემოსასვლელი კარის გაჯახუნების ხმა – სასტუმრო
ოთახში მისტერ სპრინგერი შემოდის და სკამზე მჯდარი ჰარის
დანახვაზე შეკრთება. ყველა შტორი დაშვებულია.
– ჰარი! გამარჯობა.
– გამარჯობა.
– სასამართლოში ვიყავი, ელ ჰორსტს ვესაუბრე, კორონერს.
დამპირდა, რომ მკვლელობის ბრალდებას არ წაუყენებენ.
ამაზე ყველა თანხმდება. უბედური შემთხვევა იყო. უკვე
ყველას ელაპარაკა და როგორმე თქვენთან შეხვედრა უნდა,
არაოფიციალურად.
– კი ბატონო.
სპრინგერი
დროს წელავს
და მოწონების რაიმე ნიშანს
319
ელოდება.
– მე რატომ არ მაპატიმრებენ? – აინტერესებს ჰარის.
– ეს ძალზე ნეგატიური მიდგომაა, ჰარი. მთავარია, მომავალში
დანაკლისი თავიდან ავიცილოთ.
– დიახ, მართალი ბრძანდებით. მაპატიეთ.
იმის გაფიქრება, რომ მართლმსაჯულების კლანჭებს თავი
დააღწია, მასში ზიზღს იწვევს. შენი გულისთვის თავს არავინ
შეიწუხებს, არავინ ჩამოგხსნის კაუჭიდან.
სპრინგერი ზემოთ, ქალებთან ადის. იქიდან ყრუ ბრაგუნი
ისმის. ჰარის ზურგს უკან შუშის სერვანტში ძვირფასი
ჭურჭელი
ზრიალებს.
ცრუ
ბუხარზე
მდგარი
ვერცხლისფერციფერბლატიანი საათის მიხედვით, ჯერ ორი
საათი არ შესრულებულა.
მუცელი, ალბათ, იმიტომ სტკივა, რომ ბოლო ორი დღის
განმავლობაში თითქმის არაფერი უჭამია. სამზარეულოში
გადის და ორ კრეკერს ჭამს. ყოველი ნატეხი შიგნეულობას
უკაწრავს. ტკივილი უძლიერდება. ონკანებიან მბრწყინავ
ნიჟარასა და კარადების ფოლადის კარებს თითქოს
უარყოფითი მუხტები მოაქვთ, რომლებიც მას თავიდან
იშორებენ და აწვებიან. იგი დაბინდულ სასტუმრო ოთახში
ბრუნდება და ფანჯრიდან ვიწრო შორტებში გამოწყობილ
თოთხმეტიოდე წლის ორ გოგონას ხედავს, რომლებიც მზით
განათებულ ტროტუარზე დახეტიალებენ. სხეული უკვე
მომწიფებიათ, მაგრამ სახეზე ჯერაც გულუბრყვილობა
ემჩნევათ.
ყმაწვილი
გოგონები
ცოტათი
ყოველთვის
სასაცილოდ გამოიყურებიან, სახეზე ხარბი მოუთმენლობა
აწერიათ. ბევრი კანფეტის ჭამისგან მთელი კანი მუწუკებით
აქვთ სავსე. კუს ნაბიჯებით დადიან, ისევე, როგორც დრო
გადის დაკრძალვის წინ. თითქოს რაც უფრო ნელა ივლიან, მით
უფრო გარდაუვალად განიცდიან სასწაულებრივ გარდაქმნას
მოსახვევში. ქალიშვილები, ისინი ვიღაცის ქალიშვილები არიან.
აი, ჯუნიც... ბაჭია ცდილობს, მასზე არ იფიქროს. გვერდით
ჩავლილი
გოგონები,
თავხედურად
გამობზეკილი
საჯდომებით, სექსში თავიანთ დროს რომ ელოდებიან,
უგემოვნონი და არარეალურნი ჩანან, თვითონ კი, მათ რომ
ფანჯრიდან აკვირდება, მხოლოდ ლაქაა მინაზე. რატომ არ
წაშლის სამყარო ასეთ ბინძურ, უმნიშვნელო ბუჭყას? იგი
320
საკუთარ ხელებზე იყურება და საოცრად მახინჯი ეჩვენება.
ბაჭია ზემოთ ადის და გულმოდგინედ იბანს სახეს, ხელებსა და
კისერს. სპრინგერების მდიდრულ პირსახოცებთან შეხებას ვერ
ბედავს. სააბაზანოდან სველი ხელებით გამოდის, დერეფანში
სპრინგერს ხვდება და ეუბნება:
– სუფთა პერანგი არა მაქვს.
– მოითმინეთ, – ჩურჩულით პასუხობს სპრინგერი და მისთვის
პერანგი და შავი საკინძეები მოაქვს.
ჰარი იმ ოთახში იცვამს, სადაც ნელსონს სძინავს. მზის შუქი
ჩამოშვებული ფარდების ქვემოდან მოცოცავს, რომლებიც
ბავშვის მძიმედ სუნთქვის ტაქტში ირხევა. თუმცა ჰარი მთელი
ძალით ცდილობს ჩაცმის გაჭიანურებას და თითოეული
საკინძის შეკვრას რამდენიმე წუთს უთმობს, ეს გაცილებით
სწრაფად მთავრდება, ვიდრე ელოდა. შალის კოსტიუმში
სცხელა, თითქოს არც მისი ზომაა, მაგრამ რაღაც ხელს უშლის,
რომ პიჯაკი გაიხადოს და ვინმეს სიამოვნება მიანიჭოს – ვის,
თვითონაც არ იცის. უზადოდ ჩაცმული, ვიწრო პერანგში
გამოწყობილი, სასტუმრო ოთახში ფეხაკრეფით ჩადის, ჯდება
და შუშის მაგიდაზე ტროპიკულ მცენარეებს ათვალიერებს.
თავს ისე აბრუნებს, რომ ფოთლები მონაცვლეობით ეფარებიან
ერთმანეთს, ელოდება, რომ ამოაღებინებს. შიგნეულობა
საშინელებათა მაგრად შეკუმშული გუნდაა, დაძაგრული
ბუშტი, რომელსაც ვერაფერი გახვრეტს. საათი მხოლოდ ორ
საათსა და ოცდათხუთმეტ წუთს უჩვენებს.
ყველაზე მეტად თავის მშობლებთან შეხვედრის ეშინია. მას
შემდეგ, რაც უბედურება მოხდა, ვერაფრით შეძლო, რომ ძალღონე მოეკრიბა და ისინი მოენახულებინა. ორშაბათ საღამოს
მისის სპრინგერმა დედამისს დაურეკა და დაკრძალვაზე
დაპატიჟა. ამის შემდეგ მისი ოჯახის დუმილი მასში შიშს
იწვევდა. მაგრამ ერთია საყვედურების მოსმენა უცხო
ადამიანებისგან და სულ სხვა – საკუთარი მშობლებისგან.
ჯარიდან დაბრუნების შემდეგ მამამისი ერთთავად სტამბაში
მუშაობაზე მის უარს ახსენებდა ხოლმე და ბოლოს იმდენი ქნა,
რომ ჰარის გულში მისთვის ადგილი აღარ დარჩა. მთელი მისი
სირბილე და გულკეთილობა, რომელიც მოხუცს ოდესმე
მისდამი გამოუჩენია, არაფრად იქცა. დედასთან ყველაფერი
სხვაგვარადაა – იგი ჯერაც ცოცხალია და მისი ცხოვრების
321
ჭიპლარს არის მიჯაჭვული. თუ მოვა და დატუქსავს, ვერ
მოითმენს, ამას სიკვდილი ურჩევნია. სხვას რას უნდა
ელოდოს? რაც უნდა თქვას მისის სპრინგერმა, აინუნშიც არ
ჩააგდებს, ვინაიდან ამ ქალს მასთან შერიგების გარდა სხვა
გამოსავალი არა აქვს, ზოგჯერ ისიც კი ეჩვენება, რომ მის
შეყვარებას ცდილობს. დედა კი სულ სხვაა – მას არ შეუძლია
უყვარდეს შვილი ან არ უყვარდეს, ისინი ორი სხვადასხვა
ადამიანიც კი არ არიან, ბაჭია მის მუცელში გაჩნდა და თუ
დედამ სიცოცხლე მისცა, მისი წართმევაც შეუძლია, მაგრამ თუ
ზურგს შეაქცევს, ეს მისი აღსასრული იქნება. ყველაზე
ნაკლებად დედის ნახვა უნდა. იგი მარტოდმარტო ზის და იმ
დასკვნამდე მიდის, რომ ან თვითონ უნდა მოკვდეს, ან – დედა.
საკმაოდ სულელური დასკვნაა, მაგრამ მას კვლავ და კვლავ
უბრუნდება, სანამ ხმაური – მის ზემოთ სპრინგერები იცვამენ –
ყურადღებას სხვა რამეზე არ გადაატანინებს.
იქნებ ზემოთ უნდა ავიდეს? არ უნდა, რომ ვინმე ჩაუცმელი
დახვდეს. ბოლოს ყველანი ერთიმეორის მიყოლებით ჩამოდიან:
მისტერ სპრინგერი კოხტა, დაუჭმუჭნელი, მუქი ნაცრისფერი
პერანგით, ნელსონი – გოგოს თასმებიანი კოსტიუმით,
ქალბატონი – პირბადიანი ფეტრის შლაპით, რომელზეც
ხელოვნური იისფერი კენკრის კუნწულაა მიმაგრებული
მაგარი ღეროთი, და ჯენისი – რაღაცნაირად დაბნეული და
უფორმო ნაჩქარევად მორგებულ დედის კაბაში.
– მშვენივრად გამოიყურები, – უმეორებს ბაჭია.
– სად არის დიდი შავი მანქანა? – ხმამაღლა კითხულობს
ნელსონი.
ამ მოლოდინში არის რაღაც უღირსი. როდესაც სპრინგერები და
ბაჭია სასტუმრო ოთახში დგანან და დროის მოსაკლავად
წამდაუწუმ ვერცხლისფერციფერბლატიან საათს შესცქერიან,
იმ მორთულ-მოკაზმულ ბავშვებს ჰგვანან, მოუთმენლად რომ
ელიან ზეიმის დაწყებას. სახლის წინ დამკრძალავი ბიუროს
«კადილაკის» დანახვაზე ყველანი ფანჯარას მისცვივდებიან,
მაგრამ როდესაც მეკუბოვე ბილიკს გაივლის და ზარს
დარეკავს, სასწრაფოდ კუთხეებში იფანტებიან, თითქოს
ოთახის შუაგულში მომწამვლელი ბომბი აფეთქდაო.
322
***
შენობა, სადაც დამკრძალავი ბიუროა განთავსებული, ადრე
საცხოვრებელი
სახლი იყო, მაგრამ ახლა სრულიად
სხვაგვარადაა მოწყობილი. რბილბეწვიანი ბაცი მწვანე
ხალიჩები ფეხის ხმას ახშობს. კედლებზე შუაზე გაყოფილი
ვერცხლისფერი მილაკები სუსტ შუქს ჩრდილავს. ირგვლივ
ყველაფერი – კედლები, პორტიერები და სხვა – ისეთ
არაბუნებრივ ფერებადაა შეღებილი, რომლებსაც ნორმალური
ადამიანი თავის ბინაში არ გამოიყენებს: ნარინჯისფერმოვარდისფროდ, ზღვის ტალღებისფრად და იისფრად. ამგვარი
იისფერი
ფხვნილით
ავტოგასამართი
სადგურების
საზოგადოებრივ ტუალეტებში მიკრობებს ხოცავენ. მათ
პატარა, ვარდისფერ, გვერდითა ოთახში მიუძღვებიან. იქიდან
მთავარი დარბაზი მოჩანს, სადაც რამდენიმე რიგად
ჩამწკრივებულ სკამებზე ექვსი კაცი ზის, მათ შორის ხუთი
ქალია. მათგან ბაჭია მხოლოდ ერთს იცნობს – პეგი გრინგს,
რომლის გვერდითაც მისი შვილი ტრიალებს – ის მეშვიდეა.
თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ცერემონიას მხოლოდ
ეს ორი ოჯახი დაესწრებოდა, მაგრამ შემდეგ სპრინგერებმა
რამდენიმე ახლო მეგობარი დაპატიჟეს. ბაჭიას მშობლები ჯერ
არ ჩანან. უხილავი უძვლო ხელები ელექტროორგანის
კლავიშებზე წინ და უკან დაქრის. ინტერიერის არაბუნებრივი
შეფერილობის აპოგეა სათბურის ყვავილებია, რომლებითაც
პატარა თეთრი კუბოა მორთული. ოქროსფერსახელურებიანი
კუბო შემაღლებულ ადგილზე დგას და მუქი ლილისფერი
გადასაფარებელი
აკრავს.
ჰარის
ეჩვენება,
რომ
გადასაფარებელი საცაა ჩამოცურდება და ჯადოსნური ჯოხის
გაქნევით იქ ცოცხალი ახალშობილი გაჩნდება. ჯენისი
დარბაზში შეიხედავს და ქვითინებს. დამკრძალავი ბიუროს
თანამშრომელი, ქერათმიანი ახალგაზრდა, გვერდითა ჯიბიდან
ნიშადურის სპირტით სავსე ფლაკონს იღებს. ჯენისის დედას
იგი შვილის ცხვირთან მიაქვს, რომელიც ზიზღით იჭმუხნება,
წარბებს მაღლა სწევს და თხელი ქუთუთოებიდან თვალის
კაკლები მოუჩანს. ჰარი მას ხელს ჰკიდებს და ისე
შეატრიალებს, რომ დარბაზში მომხდარს თვალი ვეღარ
მოჰკრას.
გვერდითი ოთახის ფანჯრიდან ქუჩა მოჩანს, სადაც ბავშვები
და მანქანები დადიან.
323
– ვიმედოვნებ, მღვდელს არ დავავიწყდით, – ამბობს
შეწითლებული ახალგაზრდა მამაკაცი და მოულოდნელად
ჩაიქირქილებს. აქაურობა აშკარად მოსწონს. სახეზე თითქოს
ვარდისფერი უსვია.
– ეს ხშირად ხდება? – ეკითხება მას მისტერ სპრინგერი.
იგი მეუღლის უკან დგას, წინ ცნობისმოყვარეობით იხრება და
ღია ფერის ულვაშს შორის შავ, ჩიტის პირის ხვრელს აღებს.
მისის სპრინგერი სკამზე ზის და ხელისგულებს პირბადეს
ადებს. მავთულის ღეროზე მიმაგრებული იისფერი კენკრა
უცახცახებს.
– წელიწადში ორჯერ, – გაისმის პასუხად.
ტროტუართან ნაცნობი ძველი «პლიმუთი» ჩერდება. იქიდან
ბაჭიას დედა გადმოდის და შესასვლელ კარს გაბრაზებულ
მზერას შეავლებს. ბაჭიას ლამის გული გადაუტრიალდეს.
– ჩემი მშობლები მოვიდნენ, – ამბობს იგი.
ყველანი შეფუცხუნდებიან. მისის სპრინგერი დგება, ჰარი
მასსა და ჯენისს შორის იკავებს ადგილს. სპრინგერებთან
ერთად ერთ მწკრივში ყოფნით დედას იმას მაინც აჩვენებს,
რომ გამოსწორდა, თვითონაც შეურიგდა ბედს და მასაც
შეურიგდნენ.
ბიუროს
თანამშრომელი
ენგსტრომების
შესახვედრად გადის. ჰარი ხედავს, რომ ისინი გაკაშკაშებულ
ტროტუარზე დგანან და ვერ გადაუწყვეტიათ, რომელ კარში
შევიდნენ. მიმი ოდნავ განზე დგას. უკოსმეტიკოდ და სადა
კოსტიუმში გამოწყობილი, იგი ბაჭიას უწინდელ უმცროს
დაიკოს აგონებს. მშობლების შემყურე ვერაფრით მიმხვდარა,
რატომ ეშინია მათი.
ოთახში პირველად დედა შემოდის. იგი მწკრივს თვალს
შეავლებს და ხელებგაშლილი ბაჭიას უახლოვდება.
– ჰარი, ეს რა დაგმართეს? – ხმამაღლა ამბობს და შვილს
ეხუტება, თითქოს უკან უნდა რომ წაიყვანოს, ცაში, საიდანაც
ორივე ჩამოვარდა.
სცენა ისევე სწრაფად მთავრდება, როგორც დაიწყო.
მორცხვობის ბიჭური რეფლექსის გავლენით, ბაჭია დედისგან
თავს დაიხსნის და წელში სწორდება. თითქოს საკუთარი
სიტყვების მნიშვნელობა არ ესმისო, დედა შემობრუნდება და
324
ჯენისს ეხვევა. მამა რაღაცას ბურტყუნებს და სპრინგერს ხელს
ართმევს. მიმი ჰარისთან მიდის და მხარზე ეფერება, მერე კი
ჩაცუცქდება და ნელსონს რაღაცას ეჩურჩულება, – ისინი
ყველაზე პატარები არიან. ჰარი მათთან ადამიანურ კავშირს
გრძნობს. მისი ცოლი და დედა ერთმანეთს ეხვევიან. მისის
ენგსტრომი ხელებს მექანიკურად შლის, თუმცა თავისი
მწუხარებით მათში გამოცოცხლება შეაქვს. სახეზე ტკივილი
აღბეჭდვია. თმაგაწეწილი და სუნთქვაშეკრული ჯენისი მის
გრძნობას მაინც ეხმაურება და შავი სახელოებით შემოსილი
ხელებით ცდილობს მოეხვიოს მასზე მიკრულ მძლავრ
სხეულს. მისის ენგსტრომი მას რამდენიმე სიტყვით
თანაუგრძნობს. დანარჩენები გაოცებულნი არიან, მხოლოდ
ჰარი ხედავს თავისი სიმაღლიდან, რომ დედამისს ინსტინქტი
ამოძრავებს, რომელიც ყველა ჩვენგანს აიძულებს, მოვეხვიოთ
მათ, ვისაც ტკივილს ვაყენებთ. ამასთან, ქალმა იგრძნო, რომ
ორივენი ერთსა და იმავე, ოდითგანვე დაჩაგრულ მონათა ტომს
მიეკუთვნებიან. იმასაც მიხვდა, რომ შვილს კი იბრუნებს,
მაგრამ მომავალში კვლავაც მიტოვებული აღმოჩნდება.
ბაჭია ფიზიკურად გრძნობს, თუ როგორ გადის დედის გული
მწუხარების ყველა სტადიას. ამას ისიც მოწმობს, რომ მისი
ხელები სულ უფრო მაგრად იხუტებს მკერდში ჯენისს. ბოლოს
რძალს თავს ანებებს და სევდიანი თავაზიანობით სპრინგერებს
მიმართავს. მათ მისი პირველი შეძახილი ამ უბედურებით
გამოწვეულ განცდას მიაწერეს – აბა, სიძისთვის ცუდი არაფერი
გაუკეთებიათ, პირიქით, ჰარი იყო მათ წინაშე დამნაშავე. მისი
გათავისუფლება მათთვის შეუმჩნეველი დარჩა. ჰარის
გვერდით კი დგანან, მაგრამ სულ უფრო მეტად შორდებიან.
სიტყვები «შვილო ჩემო», რომლითაც დედამისმა ჯენისს
მიმართა, უკვალოდ იკარგება უმყოფობაში. მიმი ფეხზე დგება,
მამას ნელსონი ხელში აჰყავს. მათი მოძრაობები ბაჭიას ოდნავ
გვერდით ჩააჩოჩებენ.
ამასობაში მისი გული ერთ ბრუნს აკეთებს და მეორე,
გაცილებით დიდ წრეზე მიდის უფრო გაიშვიათებულ
გარემოში, რომელიც ოდნავ თუ უკავშირდება გარე სამყაროს.
რომელიღაც სხვა კარიდან შემოსული ეკლზი მათ შორიდან
უხმობს
თავისთან.
შვიდივენი,
ნელსონთან
ერთად,
დაწალიკებით მიემართებიან ყვავილებით სავსე დარბაზისკენ
და პირველ რიგში სხდებიან. შავებში გამოწყობილი ეკლზი
325
თეთრი
კუბოს
წინ
სულის
მოსახსენებელ
ლოცვას
კითხულობს. ბაჭია უკმაყოფილოა, რადგან ეკლზი მასსა და მის
ქალიშვილს შორის დგას. მოულოდნელად ახსენდება, რომ
არავის უხსენებია, გოგონა რომ მოუნათლავი დარჩა. «მე ვარ
აღდგომა და სიცოცხლე, თქვა უფალმა. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც
რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს
ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე».
ეს საგულისხმო სიტყვები ჰარის თავზე მოუხერხებელი შავი
შაშვებივით გადადიან. იგი გრძნობს მათ უსაზღვრო
შესაძლებლობებს. სამაგიეროდ ეკლზი ვერ გრძნობს ამას, მას
სერიოზული და არაფრის მთქმელი სახე აქვს. ხმა ყალბად
ჟღერს. ყველა ეს ადამიანი ყალბია, გარდა მისი გარდაცვლილი
გოგონასი და ოქროთი გაწყობილი თეთრი ყუთისა.
მწყემსი, ბატკნები, ხელები. ჰარის თვალები ცრემლებით
ევსება. მისი გოგონა მოკვდა. ჯუნმა იგი მიატოვა. გული
სევდით აქვს სავსე, სულ უფრო ღრმად ეშვება დანაკარგის
უძირო მორევში. ვეღარასოდეს გაიგონებს მის ტირილს, ვერ
დაინახავს მის მარმარილოს კანს, ვეღარასოდეს შეიგრძნობს
ხელებზე მის მსუბუქ სხეულს, ვერ დაინახავს, როგორ
მოატრიალებს ლურჯ თვალებს მისი ხმის გაგონებაზე.
ვეღარასოდეს. ეს სიტყვა აღარასოდეს გაქრება. მის სისქეში
შუქი ვერასდროს გააღწევს.
ისინი სასაფლაოზე მიდიან. მას, მამამისს, ჯენისის მამასა და
დამკრძალავი
ბიუროს
თანამშრომელს
თეთრი
ყუთი
კატაფალკისკენ მიაქვთ. ყუთი მძიმეა, მაგრამ ეს მხოლოდ ხის
სიმძიმეა. ისინი მანქანებში სხდებიან და აღმართს შეუყვებიან.
პროცესიის დანახვაზე მთელი დასახლება დუმდება. პარმაღზე
თეთრეულით სავსე კალათით გამოსული ქალი ერთ ადგილზე
შეშდება, ბურთით მოთამაშე ბიჭი სირბილს წყვეტს და მათ
ჩავლას ელოდება. ისინი ნაჭედი რკინის თაღით შემკულ
გრანიტის ორ ბოძს გასცდებიან. დღის ოთხი საათისთვის
სასაფლაო მშვენივრად გამოიყურება. მოვლილი ბალახი ძილღვიძილში მზის სხივების პარალელურად ფერდობებით ძირს
ეშვება. ირგვლივ საფლავის ქვების გრიფელის გრძელი
ჩრდილები გაწოლილა. პროცესია ხრაშუნა ცისფერი კენჭებით
მოფენილი ხეივნის გავლით მეორე სიჩქარით მიიწევს უბრალო
მწვანე ბალდახინისკენ, რომელსაც მიწისა და გვიმრების სუნი
ასდის. მანქანები ჩერდება. ყველანი გადმოდიან. შორს შავ
326
ნახევარმთვარესავით მოჩანს ტყე – სასაფლაო მაღალ ბორცვზე
მდებარეობს მასსა და დასახლებას შორის. ფეხებქვეშ მილები
ბოლავენ. განაპირას, გაცვეთილქონგურებიანი საფლავის ქვებს
შორის, ვიღაც კაცი დადის მექანიკური გაზონსაკრეჭით.
მერცხლების დიდი გუნდი რამდენიმე წამით ქვის სახლზე –
აკლდამაზე ეშვება და მალევე ისევ თავის გზას განაგრძობს.
კატაფალკის
სიღრმიდან
თეთრ
კუბოს
მარჯვედ
ჩამოასრიალებენ გორგოლაჭებით ალისფერ სტროპებზე,
რომლებიც საიმედოდ იჭერს მას პატარა, კვადრატული, მაგრამ
ძალიან ღრმა საფლავის თავზე. სიჩუმის მინას ჩუმი ჭრიალი და
დაძაბული ოხვრა კაწრავს. სიჩუმე. ხველა. ყვავილები მათ
კვალდაკვალ მოიტანეს და ახლა ისინი ტენტის ქვეშაა
დახვავებული. ჰარის უკან კორდის კუბურებით დაფარული
კოხტა პატარა ბორცვი, მოთმინებით რომ ელოდება ძველ
ადგილზე დაბრუნებას, მიწის სუნით სუნთქავს. მეკუბოვეები
კმაყოფილნი
არიან,
ხელები
შარვლის
ბარტყებთან
ჩამოუშვიათ. სიჩუმეა.
«ღმერთი – მწყემსია ჩემი, ამიტომ არაფერი გამიჭირდება»...
ღია ცის ქვეშ ეკლზის ხმა სუსტად ისმის. მექანიკური
სათიბელას შორეული ჭრიჭინი ღვთისმოსავ დუმილში
გადადის.
ბაჭია
აღელვებისა
და
ძალისგან
თრთის.
დარწმუნებულია, რომ მისი გოგონა ცად ამაღლდა. ეს რწმენა
ეკლზის დეკლამაციას ისევე ავსებს, როგორც კანს – ცოცხალი
სხეული. «უფალო, ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, რომლის
საყვარელმა შვილმაც მიიღო და დალოცა თავისი პატარა
ბავშვები, შეგვიწყალე, შეისმინე ჩვენი ლოცვა, მიიღე უბიწო
ახალშობილის სული და აჩუქე შენი უდიდესი წყალობა და
საუკუნო სიყვარული, გვიჩვენე ჭეშმარიტი გზა ცათა
სასუფევლისკენ შენი ძის, იესო ქრისტეს დახმარებით. ამინ».
– ამინ, – ჩურჩულით იმეორებს მისის სპრინგერი.
დიახ. ეს ასეცაა. ბაჭია გრძნობს, რომ ყველანი, ვინც მის
გარშემოა, საფლავის ქვებივით უძრავნი, ბალახსა და
სათბურის ყვავილებს შეერწყნენ, ყველანი, დამკრძალავი
ბიუროს თანამშრომლები, სასაფლაოს უხილავი დარაჯი,
რომელმაც სათიბელა გამორთო, ყველანი ერთად შეიკრიბნენ,
რათა მის მოუნათლავ შვილს ზეცად ასვლის ძალა მისცენ.
ტრიალებს
ელექტროამომრთველი,
327
სტროპები
საფლავში
კუბოს ჩაშვებას იწყებს, მერე კვლავ ჩერდება. ეკლზი
სახურავზე ქვიშით ჯვარს გამოსახავს, ქვიშის მარცვლები
მოჩუქურთმებული სახურავიდან ერთიმეორის მიყოლებით
ცვივა ორმოში. ვიღაცის ვარდისფერი ხელი დაჭმუჭნილ
ფურცლებს ყრის. «გაანათლე შენი ლოცვა-კურთხევით ყველა
მგლოვიარე, მიიღე შენს მხრებზე მათი ტვირთი»...
კვლავ ჭრიალებენ სტროპები. ბაჭიას გვერდით მდგარი ჯენისი
ბარბაცებს. იგი ხელს შეაშველებს და ქსოვილის ზემოდანაც კი
გრძნობს სიმხურვალეს. მსუბუქი ნიავი ბალდახინს არხევს.
ყვავილების სუნი მაღლა იწევს. «დიდება მამასა და ძესა და
წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ».
ეკლზი ლოცვანს ხურავს. ერთმანეთის გვერდით მდგარი ჰარის
მამა და ჯენისის მამა თავს მაღლა სწევენ და თვალებს
აფახულებენ. მეკუბოვეები თავიანთი ინვენტარის გარშემო
ფუსფუსებენ, საფლავიდან თასმებს იღებენ. იქ მყოფნი
მზისგულზე გადიან. მიიღე შენს მხრებზე მათი ტვირთი... მას
ცა ესალმება. ძალის საოცარ მოზღვავებას გრძნობს. თითქოს
დიდხანს ხოხავდა ბნელ გამოქვაბულში და აჩხორილი
კლდეების კიდეზე ნათელი ლაქა დაინახა. იგი ტრიალდება და
მწუხარებისგან გაშტერებული ჯენისი სახეს უჩრდილავს.
– მე ნუ მიყურებ, – ამბობს იგი, – მე არ მომიკლავს.
მისი სიტყვები ძალზე მკაფიოდ გაისმის, იმ უბრალოების
შესაფერისად, რომელსაც ყველაფერში გრძნობს. მკაცრი ხმის
გაგონებაზე ერთმანეთთან ჩუმად მოსაუბრე ყველა თავი
ერთდროულად მოტრიალდება მისკენ.
ისინი ვერ ხვდებიან. მას მხოლოდ სიცხადის შეტანა სურს. იგი
თავებს განუმარტავს:
– ყველანი ისე იქცევით, თითქოს ეს მე გავაკეთე. მე
ახლომახლოც კი არ ვყოფილვარ. ეს მან ჩაიდინა.
ეს სიტყვები სილის გაწვნასავით გაისმის. ბაჭია ჯენისისკენ
ტრიალდება და ქალის დარბილებული სახე უსაშველოდ
შორეულად ეჩვენება.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბაჭია, გაიქეცი - 21
  • Parts
  • ბაჭია, გაიქეცი - 01
    Total number of words is 3433
    Total number of unique words is 2215
    26.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 02
    Total number of words is 3499
    Total number of unique words is 2225
    26.3 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 03
    Total number of words is 3427
    Total number of unique words is 2194
    25.0 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 04
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2072
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 05
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 1933
    30.2 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 06
    Total number of words is 3617
    Total number of unique words is 1984
    27.5 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 07
    Total number of words is 3493
    Total number of unique words is 2095
    28.6 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 08
    Total number of words is 3486
    Total number of unique words is 2109
    28.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 09
    Total number of words is 3502
    Total number of unique words is 2013
    31.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 10
    Total number of words is 3544
    Total number of unique words is 2147
    28.5 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 11
    Total number of words is 3569
    Total number of unique words is 2032
    32.7 of words are in the 2000 most common words
    47.7 of words are in the 5000 most common words
    55.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 12
    Total number of words is 3510
    Total number of unique words is 2059
    30.6 of words are in the 2000 most common words
    45.5 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 13
    Total number of words is 3591
    Total number of unique words is 1943
    33.0 of words are in the 2000 most common words
    47.2 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 14
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 2083
    30.7 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 15
    Total number of words is 3577
    Total number of unique words is 2014
    32.1 of words are in the 2000 most common words
    46.9 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 16
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 2146
    29.1 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 17
    Total number of words is 3593
    Total number of unique words is 2071
    31.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 18
    Total number of words is 3688
    Total number of unique words is 1980
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 19
    Total number of words is 3592
    Total number of unique words is 2047
    31.0 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 20
    Total number of words is 3531
    Total number of unique words is 2076
    29.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 21
    Total number of words is 3534
    Total number of unique words is 2055
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 22
    Total number of words is 36
    Total number of unique words is 35
    22.8 of words are in the 2000 most common words
    36.9 of words are in the 5000 most common words
    39.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.