Latin

ბაჭია, გაიქეცი - 08

Total number of words is 3486
Total number of unique words is 2109
28.7 of words are in the 2000 most common words
43.6 of words are in the 5000 most common words
51.1 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
დამუშავებული და მტკიცე, როგორც ჩანს, გულში ჩაკვრის
ტოლფასია. წამით ბაჭიას ეჩვენება, რომ მას თავს
ვეღარასდროს დააღწევს. გრძნობს, რომ გაება. ახლა დაიწყება
ახსნა-განმარტება, უხერხული ბოლომდე ართქმა, ვედრება,
შერიგება – ეს ყველაფერი მის წინაშე ნესტიანი უსიცოცხლო
კედლებივით
აღიმართება.
სასოწარკვეთილს
ტანში
ჟრუანტელი უვლის. მდევარში სიჯიუტე იგრძნობა.
მღვდელი მისი ხნისაა, შესაძლოა, ოდნავ უფროსი, მაგრამ
გაცილებით დაბალი. თუმცა სისუსტის არაფერი სცხია – შავი
პიჯაკის ქვეშ აშკარად არაფერში გამოსადეგი კუნთები
იმალება. რაღაცით განაწყენებული, დგას და მკერდი წინ
წამოუწევია. გრძელი წითური წარბები ცხვირის ძგიდის ზემოთ
114
ზრუნვით შეწუხებულ ნაოჭს ქმნის, პირის ქვემოთ პატარა,
უფერული,
გირჩასავით
წვეტიანი
ნიკაპი
მოუჩანს.
გაბრაზებული გამომეტყველების მიუხედავად, არის მასში
რაღაც მეგობრული და მოსულელო.
– საით გაგიწევიათ? – ეკითხება იგი.
– რა? არსად.
ბაჭიას თავგზას უბნევს ამ ტიპის კოსტიუმი, რომელიც
მხოლოდ ერთი შეხედვით არის შავი, სინამდვილეში კი მუქი
ლურჯია, სადა, მაგრამ ელეგანტური, მსუბუქი ქსოვილისგან
შეკერილი. გულისპირი, სამკერდული, თუ რაც ჰქვია,
ნახშირივით შავია. ეკლზს გაღიმება სურს, მაგრამ პირში
სიგარეტი უდევს და მხოლოდ ფრუტუნებს. იგი პიჯაკის ჯიბეს
ისინჯავს.
– შემთხვევით ასანთი ხომ არა გაქვთ?
– სამწუხაროდ, არა. აღარ ვეწევი.
– მაშასადამე, თქვენ ჩემზე სათნო ბრძანებულხართ, –
ჩაფიქრებული მღვდელი ჰარის შესცქერის, შეშინებული
წარბებს მაღლა სწევს. დაძაბულობისგან ნაცრისფერი თვალები
უმრგვალდება და შუშასავით უუფერულდება, – თუ გნებავთ,
მანქანით მიგიყვანთ.
– არა, დალახვროს ეშმაკმა. ნუ წუხდებით.
– თქვენთან გასაუბრება მინდოდა.
– არა მგონია, ეს მართლა გინდოდეთ, ხომ ასეა?
– დიახაც რომ მინდა. თანაც ძალიან.
– კარგი, – ბაჭია მიწიდან თავის ტანსაცმელს იღებს, «ბიუიკს»
წინიდან შემოუვლის და შიგ ჯდება. ცხვირში პლასტმასის
მძაფრი, მოტკბო სუნი ეცემა – ახალი მანქანის სუნი. ბაჭია მას
ღრმად შეისუნთქავს და ცოტათი მშვიდდება, – ეს ჯენისს
ეხება?
ეკლზი თავს უქნევს, მერე უკანა ფანჯარაში იყურება და
მანქანას დაძრავს. გულმოდგინებისგან ზედა ტუჩი ქვედაზე
გადმოეკიდება, დაღლილობისგან თვალის უპეები გამუქებია.
კვირა მისთვის მძიმე დღე იყო.
115
– როგორ არის? რას აკეთებს?
– დღეს თითქოს გაცილებით უკეთაა. მამამისთან ერთად
დილით ეკლესიაში იყო.
ისინი ქუჩას ქვევით მიუყვებიან. ეკლზი დუმს, თვალებს
ახამხამებს და საქარე ფანჯარაში იყურება. შემდეგ პანელზე
სიგარეტის მოსაკიდებელ ღილაკს თითს აჭერს.
– ასეც ვფიქრობდი, რომ მათთან წავიდოდა, – ამბობს ბაჭია.
ცოტათი გულდაწყვეტილია, მღვდელი რომ არ უყვირის.
როგორც ჩანს, ცუდად იცის თავისი საქმე.
ცეცხლის მოსაკიდებელი უკან გამოხტება. ეკლზს იგი
სიგარეტთან მიაქვს, ნაფაზს არტყამს და თითქოს აზრებს
იკრებს.
– ეტყობა, როდესაც ნახევარ საათში არ დაბრუნდით, – ამბობს
იგი, – თქვენს მშობლებს დაურეკა და მამათქვენს სთხოვა, ბიჭი
წამოეყვანა. როგორც ვხვდები, მან დაამშვიდა და უთხრა, რომ,
ალბათ, სადმე შეყოვნდით. მაშინ ჯენისმა გაიხსენა, რომ
ერთხელ შინ დაიგვიანეთ, რადგან ვიღაცებს ქუჩაში
ეთამაშებოდით, და გადაწყვიტა, რომ ისევ იქ წახვედით. მე
ისიც კი მგონია, რომ მამათქვენი ქალაქში დადიოდა და ეძებდა,
სადმე კალათბურთს ხომ არ თამაშობდნენ.
– ბებერი სპრინგერი სად იყო?
– თქვენს ცოლს მათთვის არ დაურეკავს. საბრალო, მათ
მხოლოდ ღამის ორ საათზე დაუკავშირდა, როდესაც იმედი
გადაეწურა.
«საბრალო» – ერთადერთი სიტყვაა, რომელსაც ადვილად
წარმოთქვამს.
– მხოლოდ ღამის ორ საათზე? – ეკითხება ბაჭია. მას შიში
იპყრობს, ხელებს ტანსაცმლის შეკვრას უჭერს, თითქოს
ჯენისის ნუგეშისცემა სურს.
– დაახლოებით. იმ დროისთვის უკვე ისეთ მდგომარეობაში
იყო სასმლისა და ყველაფრისგან, რომ დედამისმა ჩემთან
დარეკვა გადაწყვიტა.
– რატომ მაინცდამაინც თქვენთან?
116
– არ ვიცი. ხალხი ყოველთვის მე მირეკავს, – იცინის ეკლზი, –
ასეც უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ეს მე მანუგეშებს.
რატომღაც მეგონა, რომ მისის სპრინგერს ვძულდი. იგი ხომ
თვეობით არ დადის ეკლესიაში.
მღვდელი ბაჭიასკენ ტრიალდება, აინტერესებს, როგორი
შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ხუმრობამ, და წარბებს მაღლა
ეშმაკურად აზიდავს, რისგანაც ფართო პირი ძალაუნებურად
ეღება.
– ეს ღამის ორი საათისთვის მოხდა?
– ორსა და სამს შორის.
– მერწმუნეთ, ძალზე ვწუხვარ.
ლოგინიდან თქვენი წამოგდება.
სულაც
არ
მინდოდა
– ეგ რა სალაპარაკოა, – დანანებით აქნევს თავს მღვდელი.
– თავს უხერხულად ვგრძნობ.
– მართლა? ეს იმედს მინერგავს. თქვენს გეგმებზე რას იტყვით?
– არავითარი გეგმა არა მაქვს. მე, ასე ვთქვათ, სმენით ვუკრავ.
ეკლზის სიცილი ბაჭიას აოცებს, მაგრამ შემდეგ თავში
გაუელვებს, რომ მღვდელი დანგრეული ოჯახების, გაქცეული
ქმრების და მისთანების სწორედაც რომ სპეციალისტია და
გამოთქმამ – «სმენით ვუკრავ» ჩვეულ სქემაში რაღაც სიახლე
შეიტანა. იგი ნასიამოვნებია: ეკლზმა იცის, რა და როგორ.
– დედათქვენს ამ ყველაფერზე საინტერესო მოსაზრება აქვს, –
ამბობს ეკლზი, – ფიქრობს, რომ მე და თქვენი მეუღლე
ვცდებით, როდესაც გვგონია, რომ თქვენ მიატოვეთ. მისი
თქმით, ძალიან კარგი ახალგაზრდა ბრძანდებით და ასე არ
მოიქცევით.
– როგორც ვხედავ, ამ საქმით სერიოზულად ხართ დაკავებული.
– დიახ, გუშინ კი ერთ მიცვალებულზეც მომიწია ზრუნვამ.
– ოჰ, მაპატიეთ, თუ შეიძლება.
ისინი ზანტად მიუყვებიან ნაცნობ ქუჩებს, გასცდებიან
ხელოვნური ყინულის ფაბრიკას და კუთხეში შეუხვევენ,
საიდანაც მთელი ხეობა მოჩანს.
117
– იცით, რა, თუ მართლაც გსურთ ჩემი დახმარება, ბრუერში
წავიდეთ, – ამბობს ბაჭია.
– მეუღლის მონახულებას არ აპირებთ?
– არა, ბოდიში მომითხოვია. იმის თქმა მინდა, რომ ამას კარგი
არაფერი მოჰყვება, თქვენ რას იტყვით?
მღვდელი ცოტა ხანს დუმს. მისი მკაფიო დაღლილი პროფილი
თანამოსაუბრისკენ არის მიმართული, მზერა კი – საქარე
მინისკენ. უზარმაზარი მანქანა ყრუ გუგუნით მტკიცედ
მიგორავს წინ. ჰარი უკვე თავისი შეკითხვის გამეორებას
აპირებს, როდესაც ეკლზი პასუხობს:
– რა თქმა უნდა, არ მოჰყვება, თუ ამას თვითონ არ
მოინდომებთ.
როგორც ჩანს, თემა მარტივად ამოიწურა. ისინი პოტერავენიუთი გზატკეცილისკენ ეშვებიან. მზით განათებულ
ქუჩებში მხოლოდ ბავშვები ჩანან, ზოგი კვლავაც საკვირაო
სკოლის
ფორმაშია
გამოწყობილი.
გოგონებს
წელში
გამოყვანილი მარმაშის კაბები აცვიათ, ბაფთები წინდების
ფერის მიხედვით შეურჩევიათ.
– ისეთი რა გააკეთა, რომ მიატოვეთ? – ეკითხება ეკლზი.
– მთხოვა, მისთვის ერთი კოლოფი სიგარეტი მეყიდა.
ბაჭია იმედოვნებს, რომ ეკლზს გაეცინება, მაგრამ მღვდელი მის
სიტყვებს ოდნავ ზღვარგადასულ თავხედობად მიიჩნევს,
არადა, სინამდვილეში სწორედ ასე იყო.
– ეს სიმართლეა. მომბეზრდა ხელზე მოსამსახურედ ყოფნა,
მუდმივად მისი დატოვებული ჭუჭყისა და ნაგვის აღება. სულ
მეჩვენებოდა, რომ დამტვრეულ სათამაშოებს, ცარიელ ჭიქებსა
და ტელევიზორს უნდა ვყოფილიყავი მიჯაჭვული, დროულად
ჭამა მენატრებოდა. აღარ ვიცოდი, რა მექნა. მერე კი უეცრად
მივხვდი, რა იოლი ყოფილა გამოსავლის მოძებნა: უნდა ადგე
და წახვიდე, და დალახვროს ეშმაკმა, ასეც მოხდა.
– თუ ეს ორ დღეზე ნაკლებ ხანს გრძელდება, მართლაც
ადვილია.
– ეს მხოლოდ ადვილი არაა. ეს უცნაურიცაა, – და ამ
უცნაურობის აღწერის ნაცვლად, კითხულობს, – თქვენი
118
აზრით, ჯენისი რას აპირებს?
– თვითონაც არ იცის. თქვენი მეუღლე პარალიზებულივითაა.
არ უნდა, რომ ვინმემ რაიმე მაინც მოიმოქმედოს.
– საბრალო. რა იდიოტია.
– აქ რატომ ხართ?
– იმიტომ, რომ თქვენ გამომიჭირეთ.
– ვგულისხმობდი, საკუთარი სახლის წინ როგორ აღმოჩნდითმეთქი.
– სუფთა ტანსაცმლისთვის შემოვიარე.
– განა სუფთა ტანსაცმელი თქვენთვის გადამწყვეტია? რა
საჭიროა ზრდილობის წესების დაცვა, როცა ასე ადვილია
სხვებს გადაუარო?
ბაჭია გრძნობს, რომ საუბარი სახიფათო ხდება. საკუთარი
სიტყვები ბუმერანგივით უბრუნდება. ირგვლივ მახეები და
ხაფანგებია დაგებული.
– ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე მანქანა დავუბრუნე.
– რატომ? განა გასაქცევად არ გამოგადგებოდათ?
– ვიფიქრე, რომ მანქანა მას უფრო ეკუთვნოდა. მამამისმა
ფასდაკლებით დაგვითმო. თანაც მისგან ვერანაირ სარგებელს
ვერ მივიღებდი.
– ვერანაირს? – ეკლზი სიგარეტს საფერფლეში ჩააჭყლეტს და
ჯიბიდან ახალს იღებს. იგი მთას გარს გზის ყველაზე მაღალი
მონაკვეთით უვლის, სადაც ფერდობი ერთი მხრიდან ზემოთ
მიიწევს, მეორიდან კი ისეა დაქანებული, რომ იქ ვერც სახლი
აშენდება და ვერც ავტოგასამართი სადგური. ქვემოთ კი
მდინარე ბრჭყვიალებს ბუნდოვნად, – მე რომ ცოლის მიტოვება
გადამეწყვიტა, – ამბობს ეკლზი, – ჩავჯდებოდი მანქანაში და
ათას მილს გავივლიდი, – სიტყვები, რომლებიც მშვიდად
გაისმის თეთრი საყელოს ზემოდან, რჩევას უფრო წააგავს.
– მეც სწორედ ასე მოვიქეცი! – შესძახებს ბაჭია. აღტაცებულია,
რომ მათ ბევრი საერთო აღმოაჩნდათ, – დასავლეთ
ვირჯინიამდეც კი მივედი, მაგრამ მერე ყველაფერს
119
მივაფურთხე და დავბრუნდი, – არა, ბილწსიტყვაობას უნდა
შეეშვას. რატომ ილანძღება გამუდმებით? იქნებ იმიტომ, რომ
ეკლზისგან თავი შორს დაიჭიროს? გრძნობს, რომ რაღაც
სახიფათო ძალა ამ შავებში გამოწყობილი კაცისკენ ექაჩება.
– მიზეზს ხომ ვერ გამიმხელდით?
– წარმოდგენა არა მაქვს. მიზეზთა ერთობლიობაა. ნაცნობ
ადგილებში უფრო იმედიანად ხარ კაცი.
– იქნებ მეუღლის დასახმარებლად დაბრუნდით?
ბაჭიამ აღარ იცის, რა უპასუხოს.
– თქვენ ამბობთ, რომ არეულ-დარეულობა გულს გიმძიმებთ.
იმაზე თუ დაფიქრებულხართ, სხვა ახალგაზრდა წყვილები რას
გრძნობენ? რატომ გგონიათ, რომ გამონაკლისს წარმოადგენთ?
– თქვენ ფიქრობთ, რომ ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ,
მაგრამ ასე არ არის. ოდესღაც ხარისხიან კალათბურთს
ვთამაშობდი. მართლაც ხარისხიანს. მას შემდეგ, რაც ადამიანი
კარგ ხარისხს გემოს გაუგებს, ცუდი ხარისხი აღარ
აინტერესებს. ის კი, რაც მე და ჯენისს შორის არსებობდა,
სწორედაც რომ ცუდი ხარისხისა იყო და მეტი არაფერი.
კვლავ ცეცხლის მოსაკიდებელი გამოხტება. ეკლზი გააბოლებს
და ისევ გზას გასცქერის. უკვე ბრუერის გარეუბანში არიან.
– ღმერთის არსებობისა თუ გწამთ? – ეკითხება იგი.
ვინაიდან დილით რეპეტიცია უკვე გავლილი აქვს, ბაჭია
უყოყმანოდ პასუხობს:
– მწამს.
გაოცებული
ეკლზი
თვალებს
ახამხამებს.
პროფილში
ფუმფულა ქუთუთოს ძირს უშვებს, მაგრამ სახეს არ
ატრიალებს.
– მაშასადამე, თქვენი აზრით, ღმერთს სურს, რომ თქვენი
მეუღლე დატანჯოთ?
– ნება მიბოძეთ, გკითხოთ. როგორ ფიქრობთ, უნდა კი ღმერთს,
რომ ჩანჩქერი ხედ გადაიქცეს? – ბაჭია ხვდება, რომ ჯიმი
«მაუსკეტერის» ეს შეკითხვა სულელურად ჟღერს. მას ის
120
აღიზიანებს, რომ ეკლზს მისი გადაყლაპვა სურს, თანაც
ნაღვლიანი სახით ნაფაზის დარტყმის შემდეგ. მისთვის
ცხადია, რომ მის ნებისმიერ ნათქვამს ეკლზი ასევე
გადაყლაპავს. მისი პროფესია მოსმენაა. დიდი, ქერათმიანი
თავი თითქოს ყოველი გამვლელ-გამომვლელის ძვირფასი
საიდუმლოებებისა
და
სასოწარკვეთილი
პასუხებისგან
გაკეთებული რუხი თხელი ფაფით აქვს სავსე. და მისი
ახალგაზრდობის
მიუხედავად,
არაფერს
შეუძლია
ამ
ფაფისთვის ფერის შეცვლა. ბაჭია პირველად განეწყობა მის
მიმართ ანტიპათიურად.
– არა, – ამბობს ეკლზი ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ, – მაგრამ,
ჩემი აზრით, მას სურს, პატარა ხე დიდი გახდეს.
– თუ იმის თქმა გნებავთ, რომ მე ჯერ არ მოვმწიფებულვარ,
ამის გამო ტირილს არ ვაპირებ, იმიტომ, რომ, რამდენადაც
მესმის, მომწიფება იგივე სიკვდილია.
– არც მე ვარ მომწიფებული, – საჩუქარივით იმეტებს ეკლზი.
დიდი ვერაფერი საჩუქარია და ბაჭია მასზე უარს ამბობს.
– არ ვიცი, გეცოდებათ ის კრეტინი თუ არა, მაგრამ იცოდეთ,
რომ მასთან დაბრუნებას არ ვაპირებ. წარმოდგენა არა მაქვს,
რას ფიქრობს. უკვე მრავალი წელია. მე მხოლოდ ის ვიცი, რასაც
თვითონ ვგრძნობ. სულ ეს არის, რაც გამაჩნია. ის თუ იცით, რას
ვსაქმიანობდი ამ ბანდის შესანახად? იაფი საქონლის
მაღაზიებში ჩალის ფასად ღირებულ «მაგიურ სახეხელას»
ვუწევდი რეკლამას.
ეკლზი გაოცებისგან წარბებს მაღლა სწევს, ბაჭიას შესცქერის
და იცინის.
– აი, თურმე რას უნდა მივაწეროთ თქვენი ორატორული ნიჭი, –
ამბობს იგი.
ამ არისტოკრატიულ დაცინვაში აზრი მაინც არის – იგი ორივე
მათგანს
საკუთარ
ადგილს
მიუჩენს.
ბაჭია
უფრო
თავდაჯერებული ხდება.
– გამიჩერეთ, თუ შეიძლება, გადავალ, – სთხოვს იგი.
ისინი
უკვე
უაიზერ-სტრიტზე
არიან
და
დიდი
მზესუმზირისკენ მიემართებიან, რომელიც დღისით მკვდარია.
121
– თუ გნებავთ, იქ მიგიყვანთ, სადაც გადახვედით.
– არსად არ გადავსულვარ.
– თქვენი ნებაა, – პატარა ბიჭივით განაწყენებული ეკლზი
მანქანას ტროტუართან აღმართულ სახანძრო ჰიდრანტთან
აჩერებს. მკვეთრი დამუხრუჭებისგან საბარგულში ჩხაკუნის
ხმა ისმის.
– რაღაც გაგიტყდათ, – ამცნობს ბაჭია.
– ეს გოლფის სათამაშო ყვანჭებია.
– გოლფს თამაშობთ?
– ცუდად. თქვენ? – ეკლზს გამოცოცხლება ეტყობა, ხელში
ანთებული სიგარეტი უჭირავს, რომელიც თავისთვის იწვის.
– ოდესღაც ყვანჭებს დავატარებდი.
– ნება მომეცით, სათამაშოდ მიგიწვიოთ, – აჰა. ესეც სატყუარა.
ბაჭია
მანქანიდან
გადმოდის,
ტროტუარზე
მდგარს,
ტანსაცმლის შეკვრა მკერდზე მიუკრავს და სიხარულისგან
ლამის იცეკვოს, – როგორც იქნა, გათავისუფლდა.
– ყვანჭები არა მაქვს.
– შეგიძლიათ, იქირაოთ. უარს ნუ მეტყვით, გთხოვთ, – ეკლზი
მარჯვენა დასაჯდომისკენ იხრება, გაღებული კარისკენ, –
ძალიან მიჭირს პარტნიორების პოვნა. ჩემ გარდა, ყველა
მუშაობს, – იცინის იგი.
ბაჭიასთვის აშკარაა, რომ უნდა გაიქცეს, მაგრამ ფიქრი თამაშის
შესახებ და ის აზრი, რომ უსაფრთხოებისთვის უმჯობესია,
მონადირე მხედველობის არეში ჰყავდეს, ნაბიჯის გადადგმის
საშუალებას არ აძლევს.
– მოდი, არ გადავდოთ, თორემ კვლავ თქვენი სახეხელების
დემონსტრირებას მიჰყოფთ ხელს, – არ ეშვება ეკლზი, –
სამშაბათზე რას იტყვით? ორ საათზე? შემოგიაროთ?
– არა, თვითონ გამოგივლით სახლში.
– მპირდებით?
– დიახ, ოღონდ ჩემს დაპირებებს ნუ ენდობით.
122
– სხვა რა გზა მაქვს, – ეკლზი ჯაჯმაუნთში თავის მისამართს
ეუბნება და ერთმანეთს, როგორც იქნა, ემშვიდობებიან.
ტროტუარზე, კვირაობით დაკეტილი მაღაზიების გაშეშებული
ვიტრინების გასწვრივ, ასაკოვანი პოლიციელი დააბიჯებს.
ალბათ, ფიქრობს, რომ მღვდელი თავისი ახალგაზრდული
ჯგუფის ხელმძღვანელს ესაუბრება, რომელსაც ხელში
ღარიბებისთვის
განკუთვნილი
ფუთა
უჭირავს.
ჰარი
პოლიციელს უღიმის და მხიარულად მიუყვება აელვარებულ
ტროტუარს. სასაცილოა, რომ დედამიწის ზურგზე თითსაც კი
ვერავინ დააკარებს.
რუთი კარს უღებს. ხელში დეტექტივი უჭირავს, თვალები
ნამძინარევს მიუგავს. სხვა სვიტერი ჩაუცვამს. თმა თითქოს
გამუქებია კიდეც. ბაჭია ტანსაცმელს საწოლზე ყრის.
– საკიდარი თუ გაქვს?
– შენ რა, ფიქრობ, რომ ეს ბინა უკვე შენია?
– ჩემი შენ ხარ, – პასუხობს იგი, – შენ ჩემი ხარ, მზეც ჩემია და
ვარსკვლავებიც.
როდესაც ბაჭია ეხვევა, ეჩვენება, რომ ეს მართლაც ასეა. ქალი
თბილია, მკვრივი, მაგრამ არა მეგობრული. ბაჭიას ცხვირში
საპნის ნაზი სურნელი უღიტინებს, ნიკაპით კი სინესტეს
შეიგრძნობს. რუთს თავი დაუბანია. მუქი კულულები
აკურატულად გადაუვარცხნია უკან. სუფთაა, ძალიან სუფთა,
დიდი სუფთა ქალი. ბაჭია ცხვირს თავზე მიადებს და
მწკლარტე სუნით ტკბება. წარმოიდგენს, თუ როგორ დგას
შიშველი რუთი შხაპის ქვეშ და თავი მჩქეფარე წყლისთვის
შეუშვერია.
– მე შენ გაიძულებდი, რომ გაფურჩქნილიყავი, – ამატებს იგი.
– საოცრება ხარ, – ამბობს ქალი, მის მკერდს სცილდება,
უყურებს, როგორ აკურატულად ჰკიდებს ბაჭია თავის
კოსტიუმებს და ინტერესდება, – მიეცი ცოლს მანქანა?
– არავინ დამხვდა. შეუმჩნევლად შევედი და გამოვედი.
გასაღები შიგნით დავტოვე.
– ნუთუ ვერავინ გამოგიჭირა?
– უნდა ვაღიარო, რომ გამომიჭირეს. ეპისკოპალური ეკლესიის
123
მღვდელმა ბრუერამდე მომიყვანა.
– მითხარი, მართლა მორწმუნე ხარ?
– მე მისთვის არ მითხოვია.
– რა გითხრა?
– განსაკუთრებული არაფერი.
– რას წარმოადგენს?
– საკმაოდ გესლიანი ტიპია, სულ იცინის.
– იქნებ შენზე ეცინებოდა?
– სამშაბათისთვის გოლფის სათამაშოდ მიმიწვია.
– ხუმრობ?
– არა, მართლა. ვუთხარი, რომ თამაში არ ვიცი.
რუთი იცინის, დიდხანს იცინის, იმ ქალების მსგავსად,
რომლებსაც აღელვებ, მაგრამ ამის აღიარების რცხვენიათ.
– ჩემო საყვარელო ბაჭიავ! – წამოიძახებს ბოლოს
სინაზემორეული, – დღისით, მზისით, ქალაქში დახეტიალებ,
არა?
– თვითონ ამეკიდა, – ცდილობს თავის მართლებას, მაგრამ
გრძნობს, რომ თუ ყველაფერს აუხსნის, გაურკვეველი
მიზეზების გამო, ეს ქალის სიცილს გამოიწვევს, – მე არაფერ
შუაში ვარ.
– შე საბრალოვ, – ამბობს რუთი, – წინ ვერაფერი დაგიდგება.
ბაჭია შვებით იხდის ჭუჭყიან ტანსაცმელს და სუფთა
საცვლებსა და ქაღალდის ყავისფერ შარვალს იცვამს.
სამართებელი შინ დატოვა, მაგრამ რუთს აქვს პატარა საპარსი
იღლიისთვის. ბაჭია არჩევანს სპორტულ პერანგზე აჩერებს,
ვინაიდან გაზაფხულზე საღამოობით უცებ აცივდება ხოლმე.
ზამშის ფეხსაცმელების ჩაცმა უწევს, რადგან სხვა დაავიწყდა.
– სასეირნოდ წავიდეთ, – აცხადებს ჩაცმის დამთავრების
შემდეგ.
– ვკითხულობ, – რუთი სკამზე ზის. წიგნის წაკითხვა თითქმის
124
დამთავრებული აქვს. ჩანს, წიგნებს აკურატულად ეპყრობა,
თუმცა ისინი მხოლოდ 35 ცენტი ღირს – ქაღალდის ყდები
დაუზიანებელია.
– წავიდეთ, სუფთა ჰაერზე გავიდეთ, – ბაჭია ქალს
უახლოვდება და დეტექტივის წართმევას ცდილობს. წიგნის
სათაურია «მიცვალებულები ოქსფორდში». რა ხელი აქვს
მიცვალებულებთან ოქსფორდში, როდესაც მის წინ თვითონ
დგას, შეუდარებელი ჰარი ენგსტრომი?
– დამაცადე, – სთხოვს ქალი, წიგნს გადაფურცლავს და სანამ
ბაჭია მისკენ ხელს იწვდენს, რამდენიმე წინადადების
წაკითხვას ასწრებს, შემდეგ თვალებს ხუჭავს და წიგნს ხელს
უშვებს, – ღმერთო ჩემო, როგორი ჯიუტი ხარ.
ბაჭია წიგნში ნახმარ ასანთის ღერს დებს და ქალის შიშველ
ფეხებს შესცქერის.
– სპორტული ფეხსაცმელი ან რამე მაგის მსგავსი არა გაქვს?
მაღალ ქუსლებზე ხომ ვერ ივლი.
– არა. მეძინება.
– ადრე დავწვებით.
ამ სიტყვების გაგონებაზე ქალი თვალებს მიაპყრობს და
ტუჩებს ოდნავ კუმავს. არის მასში რაღაც ვულგარული:
ამგვარი შენიშვნა არასდროს გამოეპარება.
– წავიდეთ. დაბალქუსლიანები ჩაიცვი, თმას კი გავაშრობთ.
– მაღლებს ჩავიცვამ, – როდესაც ქალი ფეხსაცმელების
ჩასაცმელად იხრება, ბაჭია ღიმილით უყურებს თმის გამყოფ,
ზედმიწევნით სწორ ხაზს. ასე პატარა გოგონებს აქვთ ხოლმე
დაბადების დღეზე.
ისინი მთას პარკის გავლით უახლოვდებიან. ნაგვის ურნები და
ლითონის ძელსკამები ჯერ არ დაუდგამთ. ბეტონისა და ხის
დასაჯდომებზე დაუძლურებული მოხუცები მზეზე ძვლებს
ითბობენ, სხვადასხვა შეფერილობის რუხი ფრთებით
დაფარული დიდი მტრედების მსგავსად. პატარ-პატარა
ფოთლებით შემოსილი ხეები გამჭვირვალე ჩრდილებით
ნახევრად შიშველ მიწას მტვერავენ. პალოებზე გაბმული
თოკები ახალდათესილ გაზონებს დაუგველი მოხრეშილი
125
ბილიკებისგან გამოყოფს. მსუბუქი ნიავი, უწყვეტად რომ
უბერავს ფერდობიდან ცარიელი საორკესტრო სცენის
გასწვრივ, ჩრდილში საკმაოდ გრილია. შალის პერანგი სწორედ
რომ ზედგამოჭრილია. ვარდისფერ ფეხებზე დასაქოქი
სათამაშოებივით მოძრავი მტრედები ფუსფუსებენ, ხან
აფრინდებიან, ხან დაფრინდებიან, ფრთებს აბარტყუნებენ.
ვიღაც მაწანწალა გალეული სახით ზის სკამზე, ხელები ზურგის
გასწვრივ გაუჭიმავს და კატასავით მოხდენილად აცემინებს.
სპორტული თამაშებისთვის განკუთვნილი ნივთებით სავსე
დაკეტილ ფარდულთან, რომლის ყვითელ ფიცრებზეც ვიღაცას
წითელი საღებავით დაუწერია: «ტექსი და ჯოზი», «რიტა და
ჯეი», თოთხმეტ წლამდე ასაკის რამდენიმე ბიჭი შეგროვილა.
საინტერესოა, სად იშოვეს წითელი საღებავი? მქრქალი
ყავისფერი მიწიდან მრავლად ამოუღწევია მწვანე ძაფებს.
ბაჭია რუთს ხელს ჩაჰკიდებს. საორკესტრო სცენა-ნიჟარის წინ
მდებარე დეკორატიული ტბორიდან წყალი გაუშვიათ და
ნაგვით სავსე ფსკერი მოჩანს. მის მომრგვალებულ კიდეზე
ბილიკს მიუყვებიან და აქამდე მდუმარე ნიჟარა მათი
ნაბიჯების ექოს უკან აბრუნებს. მეორე მსოფლიო ომის
დროინდელ, ქანდაკებად ქცეულ ტანკს ლულები შორეული
ჩოგბურთის კორტებისკენ მიუმართავს, სადაც არც ბადეა
დაჭიმული და არც მოედანია დახაზული თეთრი საღებავით.
ხეები მუქდება, პავილიონები თავქვე ეშვება. რუთი და ბაჭია
პარკის ზედა ნაწილში მიდიან, სადაც ღამღამობით ხულიგნები
იკრიბებიან. კიბის პირველი საფეხურები ერთიანად ხშირი
ჯაგნარის ბარდებითაა მოფენილი, დაბერილი კვირტები ღია
ქარვისფრად შეფერილა. ბრუერისკენ მიმართულ მთის
ფერდობზე ეს კიბე მრავალი წლის წინ გააკეთეს, როდესაც
ფეხით სეირნობა მოდური იყო. საფეხურები ექვსფუტიანი,
გაფისული მორებია, რომელთა შორისაც მიწა ჩაუყრიათ და
დაუტკეპნიათ. მოგვიანებით ეს მრგვალი საფეხურები რკინის
მილებით გაამაგრეს, მიწას კი წვრილი, ცისფერი კენჭები
მოაყარეს. რუთი გაჭირვებით მიიწევს მაღლა. ბაჭია ხედავს,
რომ მისი მძიმე სხეული ძლივს ინარჩუნებს წონასწორობას
მიწაში ჩაფლულ წვეტიან ქუსლებზე. იგი კენჭების ფენით
დაფარულ უსწორმასწორო ზედაპირს ედება და ბორძიკობს,
უკანალი უყანყალებს, წონასწორობის შესანარჩუნებლად
ხელებს აქეთ-იქით იქნევს.
– ფეხსაცმელები გაიხადე, – ეუბნება ბაჭია.
126
– და ფეხები დავიმტვრიო? ძალიან კი ზრუნავ ჩემზე.
– მაშინ უკან დავბრუნდეთ.
– არა, არა. უკვე ცოტა დარჩა.
– ჯერ ნახევარი გზაც კი არ გაგვივლია. გაიხადე ფეხსაცმელები.
ეს ლურჯი კენჭები მალე დამთავრდება და დატკეპნილი მიწა
დაიწყება.
– შუშის ნამსხვრევებით.
მაგრამ მაინც იხდის ფეხსაცმელებსა და წინდებს. ბაჭია ხედავს
მსხვილ, თეთრ ნაკუთალებს თხელი კოჭების ზემოთ, ყვითელ
კანს ქუსლებზე. მადლიერების ნიშნად, თვითონაც იხდის
ფეხზე და მზადაა მისი ტკივილი გაიზიაროს. მიწა
დატკეპნილია, მაგრამ ალაგ-ალაგ შეუმჩნეველი კენჭები
ფეხებში ესობათ, როდესაც მთელი ტანით აწვებიან. ამასთან,
მიწა ცივიცაა.
– ვაი! ვაი! – იძახის ბაჭია.
– წინ, ჯარისკაცო! გამაგრდი.
ბოლოს ხვდებიან, რომ მორების ნაპირებში ამოსულ ბალახზე
უნდა იარონ. კიბე ნაწილობრივ ხის ტოტებითაა დაფარული,
რომლებიც მას ზემოთ მიმავალ გვირაბად აქცევს. ზოგიერთი
ადგილიდან ბრუერის სახლების სახურავები მოჩანს, რომელთა
შორისაც სასამართლოს ოცსართულიანი შენობა, ქალაქის
ერთადერთი ცათამბჯენი გამოირჩევა. ზედა ფანჯრებს შორის
ბეტონის რელიეფურ არწივებს გაუშლიათ ფრთები. ზემოდან
მათ შესახვედრად ორი ხანდაზმული წყვილი ეშვება ყელზე
შემოხვეული კუბოკრული შარფებით. როგორც კი ისინი მუხის
დაბრეცილ ტოტს მოეფარებიან, ბაჭია რუთს მიეჭრება, მაგრად
მოეხვევა და ოფლისგან მლაშე, არათანამგრძნობ ტუჩებში
კოცნის, ქალი თვლის, რომ ახლა ამის დრო არაა, მისი
ცალმხრივი ქალური გონება მთაზე ასვლითაა დაკავებული.
კაცს კი იმის გაფიქრება, რომ ეს ქაღალდივით ფერმკრთალი
ქალი მისი გულისთვის ფეხშიშველი მიაბიჯებს ქვებზე,
დაძაბულობისგან გაშმაგებით მფეთქავ გულს სიხარულით
უვსებს და სასოწარკვეთილი ადამიანის სისუსტით ეჭიდება
მის მკვრივ სხეულს. მათ თავზე გრუხუნით გადაიფრენს
თვითმფრინავი, რომელიც აჩქარებით მიაპობს ღრუბლებს.
127
– ჩემო დედოფალო, – ამბობს ბაჭია, – ჩემო მშვენიერო
ბედაურო.
– ჩემო რა?
– ბედაურო.
ზედ მწვერვალთან ფრიალო კლდე აღმართულა. აქ
რკინისმოაჯირებიანი ბეტონის კიბეა გაკეთებული, რომლის
«ძ» ასოს ფორმის სამი მალი სასტუმრო «ბელვედერის»
მოასფალტებულ ავტოსადგომამდე მიდის. ისინი კვლავ
იცვამენ ფეხსაცმელებს, კიბეზე ადიან და ქვემოთ განფენილ
ქალაქს გადასცქერიან.
ფლატეს ნაპირი მოაჯირებითაა შემოღობილი. ბაჭია თეთრ
კადონს ეყრდნობა, რომელიც მზეს გაუთბია, მკვეთრად რომ
ეშვება ზენიტიდან და პირდაპირ ქვემოთ, ტოტებგაფარჩხული
ხეებისკენ იყურება. ჯერ კიდევ ბავშვობიდან ახსოვს ეს
საშინელი სურათი, როდესაც თავში ყოველთვის ერთი
შეკითხვა უტრიალებდა: რა მოხდება, რომ გადახტეს, –
სასიკვდილოდ დაიმტვრევა თუ ამ რბილ მწვანე ბურთებზე
დაირწევა, სიზმარში გაჩენილ ღრუბლებს რომ წააგავს?
მხედველობის არის ქვედა ნაწილში მის ფეხებთან ციცაბო ქვის
კედელი ჩნდება, პერსპექტივით წვრილი დანის ზომებამდე
შემცირებული; ზედაში კი – ბორცვის ფერდობი დამრეცად
ეშვება თავქვე და აქა-იქ ბალახით გადავლილ ბილიკებს,
მდელოებსა და იმ საფეხურებს აჩენს, რომლითაც მაღლა
ავიდნენ.
რუთს, თითქოს წიგნს კითხულობსო, ქუთუთოები ჩამოუშვია
და ქალაქს თვალმოუშორებლივ გასცქერის. შესაძლოა,
ეჩვენება,
რომ
ინდიელია?
ხომ
ამბობდა,
სავსებით
შესაძლებელია, მექსიკური სისხლი მერიოსო.
კარგი. ისინი ამსიმაღლეზე ამოვიდნენ. რის სანახავად? ქალაქი
პარკის განაპირას თოჯინების სახლების რიგით იწყება, შემდეგ
ურიცხვ წითელ ყვავილის ქოთანში გადადის, რომელთა
შორისაც ტოლის სახურავები და მოელვარე მანქანები მოჩანს,
ბოლოს კი შორეული მდინარის თავზე დაკიდებული ნისლის
ვარდისფერი ანარეკლით მთავრდება. ამ ბურუსში მკრთალად
ციმციმებენ აირსაცავები, გარეუბნები მას შარფებივით
გასდევენ.
მხედველობის
არეში
მოქცეული
ქალაქი
128
უზარმაზარია და ბაჭია პირს აღებს, რათა ამქვეყნიურ
ჭეშმარიტებას ეზიაროს, თითქოს ჭეშმარიტება ისეთ სუსტ
ხსნარში შერეული საიდუმლოა, რომ მხოლოდ უსაზღვროებას
შეუძლია მისი გემო გვაგრძნობინოს. ჰაერი პირს უშრობს.
ბაჭიამ მთელი დღე ღმერთზე ფიქრში გაატარა: რუთის
დაცინვა, ეკლზის გაოცებული მზერა – რატომ გვასწავლიან
იმას, რისიც არავის სწამს? როცა აქ დგახარ, სავსებით ცხადია:
რადგან არსებობს იატაკი, არსებობს ჭერიც, ხოლო სივრცე,
რომელშიც ვცხოვრობთ, აშკარად ზემოთაა მიმართული. აი,
ახლაც კი ვიღაც კვდება. აგურის ამ უზარმაზარ გროვაში ვიღაც
აუცილებლად კვდება. ეს აზრი არსაიდან მოდის, მხოლოდ
სტატისტიკაა. ამ ქუჩებზე მდგარ რომელიღაც სახლში ვიღაც
მოკვდება – თუ ამ წუთში არა, შემდეგში მაინც, და ეჩვენება,
რომ სწორედ იმ ადამიანის მოულოდნელად გაქვავებულ
მკერდშია მოთავსებული ქვემოთ გადაშლილი ბრტყელი
ვარდის გული. თვალებით იმ ადგილს ეძებს – იქნებ
გაუმართლოს და დაინახოს, თუ როგორ მიისწრაფვის ცის
სილაჟვარდეში, თოკზე მცოცავი მაიმუნის მსგავსად, კიბოსგან
გაშავებული მოხუცის სული. ბაჭია სმენას დაძაბავს, იმ
მომენტის დაჭერა სურს, როდესაც მის ფერხთით განფენილი
აგურისფრად
წითელი
ილუზია
ამ
რეალობას
გაათავისუფლებს. სიჩუმე იმედს უმსხვრევს. ავტომობილების
მწკრივები სრულიად უხმაუროდ მოძრაობენ, ერთ-ერთი
სახლის ფანჯარაში რაღაც წერტილი გამოჩნდება. რას აკეთებს
აქ? რატომ ჰკიდია ჰაერში? რატომ შინ არაა? მას შიში იპყრობს
და რუთს სთხოვს:
– მომეხვიე.
ქალი დაუდევრად ემორჩილება – უახლოვდება, ხელს მოხვევს
და თეძოთი თეძოზე ეკვრის. ბაჭია მძლავრად მიიზიდავს მას
და თავს უკეთ გრძნობს. მათ ფეხებთან ბრუერი ჩამავალი მზის
სხივებით თბება. მისი უზარმაზარი წითელი საბურველი
ხეობიდან, რომელშიც ქალაქია ჩაფლული, ზემოთ მოიწევს,
როგორც მკერდი ჰაერის შესუნთქვის მერე. ბრუერი
ასეულათასობით ადამიანის მშობელი დედაა, სიყვარულის
თავშესაფარია,
გონებამახვილი
პიროვნებების
ხელით
შექმნილი კაშკაშა ქმნილება. ბოლოს ბაჭია თავს სრულიად
უსაფრთხოდ გრძნობს და განებივრებული ბავშვივით ქალს
ეშმაკურად ეკითხება:
129
– მართლა ბოზი იყავი?
მისდა გასაოცრად, რუთს სახე უქვავდება, უხეში მოძრაობით
ითავისუფლებს თავს და მუქარით ჩერდება ზედ მოაჯირის
კიდესთან. თვალებს ჭუტავს, ნიკაპის ფორმაც კი ეცვლება.
ბაჭია
ნერვიულად
კანკალებს,
თანაც
ამჩნევს,
რომ
მოასფალტებული მოედნის მეორე მხრიდან სამი ბოისკაუტი
ღიმილით მისჩერებია მათ.
– შენ კი მართლა ნაძირალა ხარ?
ბაჭია გრძნობს, რომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.
– ნაწილობრივ, კი.
– ძალიანაც კარგი.
ქვემოთ ჩასასვლელად ისინი ავტობუსში სხდებიან.
***
სამშაბათ დღეს ცა მოღრუბლულია. ბაჭია ავტობუსით
ჯაჯმაუნთში მიემგზავრება. ეკლზი ქალაქის ჩრდილოეთ
ნაწილში ცხოვრობს, ამიტომ მშვიდობიანად ჩაუვლის თავის
რაიონს, სპრუს-სტრიტზე ჩამოდის, მხნედ მიაბიჯებს და
ხმამაღლა ღიღინებს «ოჰ, ჰარიზე ვგიჟდები».
იგი მშვიდადაა. მან და რუთმა ორი დღე მისი ფული ხარჯეს,
მას კი კიდევ თოთხმეტი დოლარი რჩება. გარდა ამისა, დღეს
დილით, სანამ რუთი საყიდლებზე იყო წასული, მის კამოდში
იქექებოდა და აღმოაჩინა, რომ ბანკში მიმდინარე ანგარიშზე
უზარმაზარი თანხა ჰქონია – თებერვლის დასაწყისში – ხუთას
დოლარზე მეტი. მათ ერთხელ ბოულინგი ითამაშეს, ოთხჯერ
კინოში იყვნენ. ნახეს «ჯიჯი», «ზარი, წიგნი, სანთელი»,
«სასტუმრო «მეექვსე ბედნიერება» და «ბანჯგვლიანი ძაღლი».
გადაცემაში «მიკი მაუსის კლუბი» მას ამ უკანასკნელი ფილმის
მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი ჰქონდა ნანახი, ამიტომ
მთელი ფილმის ნახვა მოუნდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა,
თითქოს ფოტოსურათების ალბომს ათვალიერებდა, სადაც
ნახევარზე მეტი სახე კარგა ხნის წინ ჰქონდა ნანახი. სცენა,
რომელშიც რაკეტა სახურავში გადის, ფრედ მაკმარი კი
130
ყავადნით ხელში სახლიდან გამორბის, მან ზეპირად იცოდა.
რუთი ართობდა. ბოულინგს საშინლად თამაშობდა –
ბაჯბაჯით გარბოდა და ბურთი ხელიდან უვარდებოდა. პლუმ!
კინოში კი ყოველთვის, როდესაც სტერეოფონური დინამიკი
მათ ზურგს უკან ღრიალს იწყებდა, იქით მიტრიალდებოდა და
«შ-შ», «შ-შ»-ს სისინებდა, თითქოს დარბაზში ვინმე ხმამაღლა
ლაპარაკობდა. ფილმში «სასტუმრო «მეექვსე ბედნიერება»,
როგორც კი ეკრანზე ინგრიდ ბერგმანი გამოჩნდებოდა, თავს
ბაჭიასკენ დახრიდა და ჩურჩულით ეკითხებოდა: «მართლა
ბოზია?» ბაჭიას კი რობერტ დონატმა დასწყვიტა გული,
რომელიც საშინლად გამოიყურებოდა. იცოდა, რომ კვდებოდა.
წარმოიდგინეთ, რომ კვდებით, თქვენ კი თავი უნდა
მოიკატუნოთ, რომ ჩინელი მანდარინი ხართ. გუშინ საღამოს
კი, როდესაც ფილმი «ზარი, წიგნი, სანთელი» ნახეს, რუთმა
თქვა: «ჩვენთან რატომ არსად არ არის ბონგოს დოლები?» და
მან დაიფიცა, რომ რამდენიმე ცალს იშოვიდა. ნახევარი საათის
წინ კი, სანამ უაიზერ-სტრიტზე ავტობუსს ელოდებოდა,
მუსიკალური მაღაზიის «სიმები და დისკები» ვიტრინაში
სწორედ მათ მოჰკრა თვალი. კომპლექტის ფასი 19,95 დოლარი
იყო. ავტობუსში მთელი გზა მუხლებზე ბონგოს რიტმებს
აკაკუნებდა.
«ოჰ, ჰარიზე ვგიჟდები-ი-ი...»
ნომერი 61 დიდი, აგურის სახლია, ხით თეთრად
მოპირკეთებული, ბერძნული ტაძრის მსგავსი პარმაღითა და
დიდი თევზის ქერცლივით მბრწყინავი შიფერის სახურავით.
სახლს უკან, ეზოში, მავთულის ბადით შემოღობილი ყვითელი
საბავშვო საქანელები და საქვიშარი მოუწყვიათ. როდესაც ჰარი
ბილიკს მიუყვება, ამ მავთულის ბაკში ლეკვის წკავწკავი
ისმის. ბალახი ინტენსიური ზეთოვანი მწვანე ფერია, რომელიც
წვიმის წინ და ფერად სურათებზე იცის. ერთობლიობაში
ყველაფერს არანორმალურად მხიარული სახე აქვს – ბაჭია
ყოველთვის ფიქრობდა, რომ მღვდლები პირქუშ, შავი
სოლყავრით
გადახურულ
ქვის
ციხესიმაგრეებში
ცხოვრობდნენ.
მაგრამ
თევზის
ფორმის
კარზე
დასაკაკუნებლის ზემოთ მოთავსებულ პატარა დაფაზე
ამოტვიფრულია: «პასტორატი». იგი ორჯერ აკაკუნებს ამ
თევზით. არავინ ეხმაურება და კიდევ ორჯერ აკაკუნებს.
კარს მკვირცხლი ტანდაბალი ქალი აღებს ჭრელი მწვანე
131
თვალებით.
– ვინ გნებავთ? – მისი ხმა ისე ჟღერს, თითქოს უნდა, თქვას:
«როგორ გაბედეთ?»
როდესაც ქალი თავს მაღლა სწევს, რათა მის სიმაღლეს
მოერგოს, თვალები უფართოვდება და თეთრი გარსი მოუჩანს,
რომელშიც ხავსიანი მწვანე ირისია ჩარჭობილი.
უეცრად ბაჭია გრძნობს, რომ მისი გული მოინადირა, რომ მას
მოეწონა. ქალს წინწამოწეულ, ვიწრო და ნამზეურ ლაქებს
შორის ფერმკრთალი ცხვირის ზემოთ აპრეხილ წვერზე
ჭორფლი აყრია. ღია ფერის კანი აქვს, ბავშვივით ნაზი
სტრუქტურით.
ნარინჯისფერი
შორტები
აცვია.
ბაჭია
სითავხედემდე მისული მხიარულებით ამბობს:
– გაუ...
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბაჭია, გაიქეცი - 09
  • Parts
  • ბაჭია, გაიქეცი - 01
    Total number of words is 3433
    Total number of unique words is 2215
    26.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 02
    Total number of words is 3499
    Total number of unique words is 2225
    26.3 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 03
    Total number of words is 3427
    Total number of unique words is 2194
    25.0 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 04
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2072
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 05
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 1933
    30.2 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 06
    Total number of words is 3617
    Total number of unique words is 1984
    27.5 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 07
    Total number of words is 3493
    Total number of unique words is 2095
    28.6 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 08
    Total number of words is 3486
    Total number of unique words is 2109
    28.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 09
    Total number of words is 3502
    Total number of unique words is 2013
    31.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 10
    Total number of words is 3544
    Total number of unique words is 2147
    28.5 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 11
    Total number of words is 3569
    Total number of unique words is 2032
    32.7 of words are in the 2000 most common words
    47.7 of words are in the 5000 most common words
    55.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 12
    Total number of words is 3510
    Total number of unique words is 2059
    30.6 of words are in the 2000 most common words
    45.5 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 13
    Total number of words is 3591
    Total number of unique words is 1943
    33.0 of words are in the 2000 most common words
    47.2 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 14
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 2083
    30.7 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 15
    Total number of words is 3577
    Total number of unique words is 2014
    32.1 of words are in the 2000 most common words
    46.9 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 16
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 2146
    29.1 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 17
    Total number of words is 3593
    Total number of unique words is 2071
    31.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 18
    Total number of words is 3688
    Total number of unique words is 1980
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 19
    Total number of words is 3592
    Total number of unique words is 2047
    31.0 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 20
    Total number of words is 3531
    Total number of unique words is 2076
    29.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 21
    Total number of words is 3534
    Total number of unique words is 2055
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 22
    Total number of words is 36
    Total number of unique words is 35
    22.8 of words are in the 2000 most common words
    36.9 of words are in the 5000 most common words
    39.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.