Latin

ბაჭია, გაიქეცი - 09

Total number of words is 3502
Total number of unique words is 2013
31.7 of words are in the 2000 most common words
43.6 of words are in the 5000 most common words
51.7 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
– გამარჯობა.
– მაპატიეთ, მისი ღირსება ეკლზი შინაა?
– სძინავს.
– დღისით?
– თითქმის მთელი ღამე არ ეძინა.
– საბრალო.
– შემოხვალთ?
– არც კი ვიცი. მითხრა, რომ მოვსულიყავი. თვითონ მითხრა.
– სავსებით შესაძლებელია. შემობრძანდით, გეთაყვა.
ჰოლისა და კიბის გავლით ქალს იგი მაღალჭერიან გრილ
ოთახში შეჰყავს, სადაც ვერცხლისფერი შპალერი, პიანინო,
კედლებზე აკვარელის პეიზაჟები, ჩაშენებულ სტელაჟზე
მრავალი წიგნი და ბუხარია, რომელზეც საათი დგას ოთხი
ბურთულისგან შემდგარი ქანქარით, რომლებიც, წესით,
არასდროს უნდა გაჩერდეს. ყველგან ჩარჩოში ჩასმული
ფოტოსურათებია. ავეჯი მუქი მწვანე და მუქი წითელია, თუ
არ ჩავთვლით გრძელ დივანს გაზნექილი საზურგითა და
სახელურებით, კრემისფრად მოთეთრო გადასაკრავით. ოთახში
ყინულივით ცივი გულგრილობა იგრძნობა. შორიდან უფრო
132
თბილი სუნი მოდის: იქ ღვეზელს აცხობენ. ქალი ხალიჩის
შუაში ჩერდება და ამბობს:
– გესმით?
ბაჭია ჩერდება. ყრუ კაკუნი, რომელიც მანაც გაიგონა, აღარ
მეორდება.
– მეგონა, ბავშვს ისევ ეძინა, – განმარტავს ქალი.
– თქვენ ძიძა ხართ?
– ცოლი ვარ, – აცხადებს იგი და დასამტკიცებლად თეთრი
დივნის შუაში მოკალათდება.
ბაჭია მის პირდაპირ რბილ, მაღალთავმისადებიან სავარძელში
ჯდება. ხორკლიანი ლილისფერ-მოწითალო გადასაკრავი
შიშველ ხელებს ოდნავ უკაწრავს. მას იდაყვებამდე
დაკაპიწებული კუბოკრული სპორტული პერანგი აცვია.
– აჰ, მაპატიეთ, – რა თქმა უნდა, ქალს გადაჯვარედინებულ
შიშველ ფეხებზე დაბერილი ვენების ლურჯი კვალი ემჩნევა.
დამჯდარს სახე ისეთი ახალგაზრდული აღარ აქვს, როგორიც
კართან ჰქონდა. როდესაც თავს დივნის საზურგეს ადებს,
ორმაგი ღაბაბი მოუჩანს. მადის მომგვრელი ფუნთუშაა. მაგარი
ძუძუებით.
– რამდენისაა თქვენი პატარა?
– ორი მყავს. ორი გოგო – სამი წლისა და ერთი წლის.
– მე ბიჭი მყავს. ორი წლისაა.
– ბიჭი მეც მინდოდა, – ამბობს ქალი, – გოგონებთან პირადი
ხასიათის პრობლემები მაქვს. ერთმანეთს ძალიან ვგავართ.
ყოველთვის იცი, მეორე რას ფიქრობს.
შვილები არ უყვარს! ბაჭია შეცბუნებულია – რაც უნდა იყოს,
მღვდლის ცოლია.
– თქვენი ქმარი თუ ამჩნევს ამას?
– ოჰ, ჯეკი აღფრთოვანებულია. სიამოვნებს, როცა ქალები მის
გამო ჩხუბობენ. ეს მისი ჰარამხანაა. დარწმუნებული ვარ, ბიჭის
შეეშინდებოდა. თქვენ არ გეშინიათ თქვენის?
133
– ჩემი შვილის? ცხადია, არა. ის ხომ მხოლოდ ორი წლისაა.
– მერწმუნეთ, ეს ორ წელზე გაცილებით ადრე იწყება.
სექსუალური ანტაგონიზმი პრაქტიკულად დაბადებისთანავე
იჩენს თავს.
– მე ეს არ შემიმჩნევია.
– მით უკეთესი თქვენთვის. ალბათ, პრიმიტიული მამა
ბრძანდებით.
ჩემი
აზრით,
ფროიდი
ღმერთივით
ყოვლისშემძლეა. თქვენ ამის აშკარა მტკიცებულება ხართ.
ბაჭია იღიმება – ალბათ, ფროიდი რაღაცნაირად კავშირშია
ვერცხლისფერ შპალერსა და სასახლისა და არხის აკვარელის
გამოსახულებასთან მის თავზე. მაღალი კლასია. თითების
ბოლოებით ქალი საფეთქლებს ეხება, თავს უკან სწევს,
თვალებს ხუჭავს და ღია ფუმფულა ტუჩებით ოხრავს. ბაჭია
განცვიფრებულია – წამით ქალი რუთის დაპატარავებულ და
დახვეწილ ასლად ეჩვენება.
კიბიდან ეკლზის წვრილი,
გაძლიერებული ხმა ისმის:
საკუთარ
სახლში
უცნაურად
– ლუსი! ჯოისი ჩემს ლოგინში მოძვრება!
ლუსი თვალს ახელს და ამაყად აცხადებს:
– ხომ ხედავთ.
– მეუბნება, რომ შენ დართე ნება, – საწყალობელი ხმა
მოაჯირების, კედლებისა და შპალერის ფენების გავლით
მოდის.
მისის ეკლზი დგება და კარისკენ მიემართება. ნარინჯისფერი
შორტები უკნიდან დაჭმუჭნია და ზევით ასწევია. თეძოები
დივანზე თეთრი აქვს. ჯდომისგან გაწითლებული კანი
თანდათან უფერმკრთალდება.
– მსგავსი არაფერი მითქვამს! – გასძახის მაღლა და თეთრი
ხელით თავის ელეგანტურ დაჭმუჭნილ შორტს ისწორებს,
რომლის
მარჯვენა
ამოზნექილ
მხარეს
შავი
ძაფით
დალიანდაგებული ჯიბე იწონებს თავს, – ჯეკ, – განაგრძობს
იგი, – შენთან სტუმარია! ძალიან მაღალი ახალგაზრდა კაცი.
ამბობს, დამპატიჟაო.
134
– გოლფის სათამაშოდ, – ამატებს ბაჭია და ფეხზე დგება.
– გოლფის სათამაშოდ! – ექოსავით იმეორებს ქალი.
– ღმერთო ჩემო, – თავის თავს ეუბნება ხმა, ხმამაღლა კი
გაიძახის, – გამარჯობა, ჰარი! ახლავე ჩამოვალ.
– დედამ, კიო! დედამ, კიო! – სლუკუნებს ზემოთ ბავშვი.
– გაგიმარჯოს! – პასუხობს ბაჭია.
მისის ეკლზი თავაზიანად ატრიალებს მისკენ თავს:
– ჰარი?..
– ენგსტრომი.
– რას საქმიანობთ, მისტერ ენგსტრომ?
– სიმართლე გითხრათ, ამჟამად უმუშევარი ვარ.
– ენგსტრომი. რა თქმა უნდა. თქვენ ის არა ხართ, რომელიც
გაუჩინარდა? სპრინგერების სიძე?
– ის გახლავართ, – მხნედ პასუხობს ბაჭია და სწორედ იმ წამს,
როდესაც მისი პასუხის გაგონებისთანავე ქალი ქედმაღლურად
შეაქცევს ზურგს, დაუფიქრებლად წამოარტყამს ხელს
კეკლუცად მოქანავე უკანალზე. ძლიერად არა – ეს მსუბუქი
მიტყაპუნებაა, ერთდროულად საყვედურიცაა და მოფერებაც.
ქალი ადგილზე ბზრიალასავით ტრიალდება, სახით მისკენ,
საჯდომით დაცული ზურგისკენ. ჭორფლი ქინძისთავის
ნაჩხვლეტებივით
მკვეთრად
აყრის
აღშფოთებისგან
გაფითრებულ სახეზე. გაშეშებული ცივი მზერა იმდენად
შეუსაბამობაშია
შემწყნარებლურად
ზანტ
და
თბილ
გრძნობასთან, რომელსაც ბაჭია მისდამი განიცდის, რომ იგი
სულელურად იმანჭება – მოჩვენებითი მონანიებით ზედა ტუჩს
ქვედაზე გადმოსდებს.
კიბეზე საშინელი გრუხუნი კედლებსაც კი აზანზარებს.
წონასწორობადაკარგული ეკლზი ლამის კიბეზე მოგორავს და
თავის შეკავებას ძლივს ახერხებს, რათა მათ არ შეასკდეს.
შემდეგ ჭუჭყიან თეთრ პერანგს დაჭმუჭნილ ყავისფერ
შარვალში იტანიებს. ფაფუკი წამწამების მიღმა ამღვრეული
თვალები ეცრემლება.
135
– მაპატიეთ, – ამბობს იგი, – არ იფიქროთ, რომ დამავიწყდა.
– დღეს მაინც ღრუბლიანი დღეა, – უნებური ღიმილით
პასუხობს ბაჭია. ქალის უკანალი სიმპათიური, მკვრივი და
მოქნილი ეჩვენა. ახლა თავის ქმარს, ალბათ, ყველაფერს
ჩაუკაკლავს და მისი საქმე წასულია. ეგრე იყოს. თვითონაც ვერ
გაუგია, აქ რამ მოიყვანა.
იქნებ ქალს ეთქვა კიდეც, მაგრამ ქმარი დაუყოვნებლივ იწყებს
მის ნერვებზე თამაშს.
– ფიქრი ნუ გაქვთ, გაწვიმებამდე
გავივლით, – ეუბნება ბაჭიას.
ცხრა
ფოსოს
მაინც
– ჯეკ, აბა, როგორ წახვალ გოლფის სათამაშოდ, როცა თვითონ
თქვი, კიდევ რამდენიმე ვიზიტი უნდა გავაკეთოო.
– ისინი დილით მოვისტუმრე.
– ორი. მხოლოდ ორი. ფრედ დევისსა და მისის ლენდისს
ესტუმრე. არადა, მათ ყველაფერი წესრიგში აქვთ. ფერის ოჯახს
რას უპირებ? ნახევარი წელია, მათზე ლაპარაკით ყურები
გამომიჭედე.
– მათ განსაკუთრებული არაფერი სჭირთ. ეკლესიისთვის
არასდროს არაფერს აკეთებენ. მისის ფერი შობის პირველ დღეს
გამოცხადდა და გუნდის გავლით გავიდა, ჩემთვის თავი რომ
აერიდებინა.
– ცხადია, არაფერს აკეთებენ ეკლესიისთვის. სწორედ ამიტომაა
საჭირო მათი მონახულება და ეს მშვენივრად მოგეხსენება.
დიახ, მათში არაფერია განსაკუთრებული, გარდა იმისა, რომ
თვითონაც თვეობით იტანჯები და სხვებსაც არ ასვენებ იმაზე
მსჯელობით, თუ რატომ გავიდა მისის ფერი სხვა კარიდან. თუ
ინებებს და აღდგომას მობრძანდება, იგივე განმეორდება. თუ
ჩემი აზრი გაინტერესებს, შენ და მისის ფერი შესანიშნავად
შეეთვისეთ ერთმანეთს: ორივენი ერთნაირად ინფანტილური
ხართ.
– ლუსი, იმის გამო, რომ მისტერ ფერის ფეხსაცმელების
ფაბრიკა აქვს, ისინი ვერ გახდნენ იმათზე უკეთესი
ქრისტიანები, ვინც მათთან მუშაობს.
– ოჰ, ჯეკ, როგორი მომაბეზრებელი ხარ. უბრალოდ გეშინია,
136
უარი არ გტკიცონ და თუ შეიძლება, გეყოფა თავის
გასამართლებლად ბიბლიის ციტირება. სულ არ მაინტერესებს,
ივლიან თუ არა ფერები ეკლესიაში. ასემც უქნიათ, იეღოვას
მოწმეები გამხდარან.
– იეღოვას მოწმეები პრაქტიკულად მაინც ახორციელებენ იმას,
რაც სწამთ, – ეკლზი ჰარისკენ ტრიალდება და შეთქმულივით
ხითხითებს თავისი გესლიანი შენიშვნის შემდეგ, მაგრამ
სიმწარე სიცილს აწყვეტინებს, ტუჩები ძაფივით უწვრილდება,
კბილები წინ გამოსდის, თავი კი პატარა ნიკაპთან ერთად
დაღრეჭილ თავის ქალას მიუგავს.
– არ ვიცი, ამით რისი თქმა გსურს, მაგრამ როცა ხელი მთხოვე,
მე გაგაცანი ჩემი შეხედულებები, შენ კი თქვი, ყველაფერი
რიგზეაო.
– დიახ, იქამდე, სანამ შენი გული მადლისთვის ღიაა, – ეკლზი
ამ სიტყვებს ისე ომახიანად ეუბნება, რომ კაშკაშა სიწითლე
შუბლსაც კი უფარავს.
– დედიკო, გამოვიძინე, – მოულოდნელად გაისმის ბავშვის
მორიდებული ხმა. ნოხგადაფარებული კიბის ზედა მოედნის
მოაჯირზე შავგვრემანი, ტრუსის ამარა გამოსული პატარა გოგო
გადმოწეულა. ბაჭიას აზრით, იგი მშობლებთან შედარებით
ძალზე შავგვრემანია, ძალზე დაღვრემილია მკრთალ ჩრდილში,
საიდანაც მისი ბავშვურად ფუმფულა, მაგრამ მაგარი ფეხების
სილუეტი მოჩანს. გაბრაზებული, ხელებს იქნევს და შიშველ
მკერდს იწიწკნის. დედას ჯერ პირი არ გაუღია, მან კი პასუხი
უკვე იცის.
– ჯოის! შენს საწოლში დაწექი, შენში-მეთქი! – და დაიძინე.
– არ შემიძლია, ხმაური შემოდის.
– ჩვენ ზუსტად მის ქვემოთ ვღრიალებდით, – ეუბნება ეკლზი
ცოლს.
– ეს შენ ღრიალებდი მადლის შესახებ.
– საშინელი სიზმარი ვნახე, – აცხადებს
მოუხერხებლად ჩამოდის ორ საფეხურზე.
ჯოისი
და
– შენ არაფერი გინახავს, არც კი გძინებია, – მისის ეკლზი კიბეს
უახლოვდება.
137
– რა ნახე სიზმარში? – ეკითხება ეკლზი გოგონას.
– ლომმა ბიჭი შეჭამა.
– ეგ სიზმარი არ ყოფილა, – მიახლის მისის ეკლზი, მერე კი
ქმარს მიუბრუნდება და განაგრძობს, – სულ იმ ბელოკის[9]
საზიზღარი ლექსების ბრალია, განუწყვეტლივ რომ უკითხავ.
– თვითონ მთხოვს.
– საზიზღარია, ბავშვს ტრავმას აყენებს.
– მე და ჯოისი კი ვთვლით, რომ სასაცილოა.
– მაშასადამე, ორივეს გაუკუღმართებული იუმორის გრძნობა
გქონიათ. ყოველ საღამოს იმ დაწყევლილი პონის, ტომის
შესახებ მეკითხება და აინტერესებს, რას ნიშნავს სიტყვა
«მოკვდა».
– მერედა, აუხსენი, რასაც ნიშნავს. შენ რომ ჩვენი და ბელოკის
მსგავსად ზებუნებრივის არსებობისა გჯეროდეს, ეს სრულიად
უწყინარი შეკითხვები მოთმინებას არ დაგაკარგვინებდა.
– ნუ წუწუნებ, ჯეკ. ამ დროს საშინელი სანახავი ხარ ხოლმე.
– გინდოდა გეთქვა, რომ საშინელი სანახავი ვარ, როცა
სერიოზულად აღგიქვამ.
– ღვეზელი მიგეწვებათ, – ამბობს ბაჭია.
ქალი ყინულივით ცივ მზერას მიაპყრობს, მაგრამ ამ მზერაშიც
კი იმალება ფარული მოწოდება, სუსტი ყვირილი დახმარების
შესახებ მტრის ბუნაგიდან. ბაჭიას ესმის ეს, მაგრამ განზრახ არ
იმჩნევს, დაუდევრად შეავლებს თვალს მის კინკრიხოს და
მგრძნობიარე ნესტოებს უჩვენებს, დამწვრის სუნი რომ
იგრძნო.
– ნეტავ მართლა სერიოზულად აღმიქვამდე! – ეუბნება ცოლი
ქმარს და მარჯვე შიშველი ფეხებით გარბის პასტორატის
პირქუშ დერეფანში.
– ჯოის, შენს ოთახში ადი, პერანგი ჩაიცვი და ძირს ისე ჩამოდი,
– ყვირის ეკლზი.
გოგონა კიდევ სამი საფეხურით ინაცვლებს ქვემოთ.
138
– ვერ გაიგონე, ჯოის, რაც გითხარი?
– შენ მომიტანე პერანგი, რა, მამიკო.
– მე რატომ? მე ხომ უკვე ქვემოთ ვარ?
– არ ვიცი, სად არის.
– არა, იცი. კამოდზე გიდევს.
– არ ვიცი, სად არის ჩემი კამოდი...
– შენს ოთახშია, ჩემო კარგო. მშვენივრად იცი, სადაც. მომიტანე
პერანგი და ქვემოთ ჩამოსვლის ნებას მოგცემ.
მაგრამ გოგონამ კიბის ნახევარი უკვე ჩამოიარა.
– ლომის მეშინია-ა-ა, – ოხრავს ჯოისი ღიმილით, რომლის
მიხედვითაც აშკარაა, რომ თავის თავხედობას კარგად გრძნობს.
სიტყვებს ნელა და ფრთხილად წარმოთქვამს. ასეთივე
სიფრთხილის ნოტები დაიჭირა ბაჭიამ დედამისის ხმაშიც,
როდესაც იმავე მამაკაცს აჯავრებდა.
– რა უნდა სახლში ლომს! იქ არავინაა, ბონის გარდა, მას კი
სძინავს. ბონის არ ეშინია.
– გეხვეწები რა, მამიკო. გეხვეწები, გეხვეწები, გეხვეწები,
გეხვეწები, გეხვეწები, – იგი უკვე ძირს ჩამოვიდა და მამას
მუხლებზე ხელი მაგრად მოხვია.
ეკლზი იცინის, წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობს და
გოგონას საკმაოდ დიდ თავს ეყრდნობა, რომელსაც მისნაირი
ბრტყელი კინკრიხო აქვს.
– კარგი, აქ იყავი და ამ სასაცილო ბიძიას დაელაპარაკე, –
ამბობს და მოულოდნელად სპორტული სიმსუბუქით არბის
კიბეზე.
– ჯოის, შენ კარგი გოგო ხარ? – ეკითხება ბაჭია.
ბავშვი მუცელს გამოზნექს და თავს მხრებში რგავს. ამასთან,
მსუბუქი ხორხისმიერი ბგერა «ქხხ» აღმოხდება. იგი თავს
აქნევს და ბაჭიას ეჩვენება, რომ თავისი ფოსოების უკან უნდა
დამალვა. მაგრამ მოულოდნელად მტკიცედ განაცხადებს:
– დიახ.
139
– დედაშენიც კარგია?
– დიახ.
– რატომ არის კარგი? – იმედოვნებს, რომ ლუსის
სამზარეულოში ყველაფერი ესმის. ქურასთან აჩქარებული
ფუსფუსი წყდება.
ჯოისი მას შესცქერის და კუთხეზე მოქაჩული ზეწრის
მსგავსად, შიშისგან სახე ეჭმუხნება. თვალები ნამდვილი
ცრემლებით ევსება. იგი იქით გარბის, სადაც დედა ეგულება.
მარტო დარჩენილი ბაჭია გაუბედავად დადის ჰოლში წინ და
უკან
და
მღელვარების
დასაცხრობად
კედლებზე
ჩამოკიდებულ სურათებს ათვალიერებს. აქ არის უცხო
ქვეყნების დედაქალაქები, თეთრებში გამოწყობილი ქალი
ოქროსფოთლებიანი ხის ქვეშ, წმინდა იოანეს ეპისკოპალური
ეკლესიის გამოსახულება, კალმით აგურ-აგურ პედანტურად
გამოყვანილი, – 1927 წლით დათარიღებული და დიდი ასოებით
ხელმოწერილი: «მილდრედ ლ. კრამერი». პატარა მაგიდის
თავზე მხატვრული ფოტოსურათი ჰკიდია: ვიღაც მოხუცი
შეთეთრებული საფეთქლებითა და პასტორის საყელოთი
თითქოს სამყაროს შუაგულს მისჩერებია. იქვე იმავე
ჯენტლმენის
გაზეთიდან
ამოჭრილი
გაყვითლებული
ფოტოსურათია
ჩამაგრებული

სიგარიანი
მამაკაცი
შეშლილივით იცინის საეკლესიო სამოსში გამოწყობილ სამ
ტიპთან ერთად. იგი ცოტათი ჯეკს წააგავს, ოღონდ უფრო
ძვალმსხვილია და მკვრივი. სიგარა მუჭში უჭირავს. შემდეგი
ფერადი რეპროდუქციაა – სცენა სახელოსნოში, სადაც
დურგალი თავისი შეგირდის თავიდან გადმოსულ შუქში
მუშაობს.[10] ზედ აფარებულ შუშაში ბაჭიას თავი ირეკლება.
წინკარში რაღაცის მძაფრი სუნი დგას. ლაქების ამომყვანის?
ახალი ლაქის? ნაფტალინის? ძველი შპალერის? – მკითხაობს ის,
ის,
«ვინც
გაუჩინარდა».
«სექსუალური
ანტაგონიზმი
პრაქტიკულად დაბადებიდანვე იჩენს თავს». ნამდვილი ბოზია.
მაგრამ მასში არის სასიამოვნო ცეცხლი, როგორც მის ფეხებზე
ქვემოდან ზემოთ მიმართული შუქი. ეს მბრწყინავი თეთრი
ფეხები. ასეთმა იცის, რაც უნდა. ფუნთუშაა. სურნელოვანი
ვანილის ფუნთუშა. მიუხედავად ყველაფრისა, ეს ქალი
მოსწონს.
სახლში, როგორც ჩანს, კიდევ ერთი კიბეა, ვინაიდან ესმის,
როგორ ცდილობს ეკლზი ჯოისის დაყოლიებას, რომ სვიტერი
140
ჩაიცვას, ლუსის კი ეკითხება, ცოტა ღვეზელი თუ მაინც
გადარჩაო. მან არ იცის, რომ ბაჭიას ყურები სულ ახლოსაა და
ამბობს:
– არ გეგონოს, რომ ვერთობი. ეს სამუშაოა.
– სხვაგვარად ვერ დაელაპარაკები?
– მას ეშინია.
– საყვარელო, შენ რომ კაცმა მოგისმინოს, ყველას ეშინია.
– ჩემიც კი ეშინია.
– რა ვიცი, საკმაოდ მხნედ კი შემოაბიჯა ამ კარში.
სწორედ დროა, რომ დაამატოს: და ხელი მომარტყა მადის
მომგვრელ უკანალზე, რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნის და
შენი მფარველობის ქვეშ იმყოფება.
როგორ! შენს მადის მომგვრელ უკანალზე? მოვკლავ მაგ
არამზადას! პოლიციას გამოვუძახებ!
სინამდვილეში ლუსის ხმა სიტყვაზე «კარი» წყდება, ეკლზი კი
იმაზე ლაპარაკობს, რომ თუ ასეთი და ასეთი დარეკავს... სად
არის გოლფის სათამაშო ახალი ბურთები? ჯოის, შენ ნამცხვარი
ათი წუთის წინ აიღე, და, ბოლოს, ძალზე მშვიდი ხმით,
თითქოს მათი კამათის ნაკაწრები დიდი ხანია, რაც შეხორცდა,
ამბობს «ნახვამდის». ბაჭია დერეფნის მეორე ბოლოში
ბრუნდება და რადიატორს ეყრდნობა, როდესაც ახალგაზრდა
ბუს დამსგავსებული ეკლზი, მოუქნელი და უკმაყოფილო,
სამზარეულოდან მოქრის.
ისინი მანქანისკენ მიდიან. წვიმის საფრთხის ქვეშ «ბიუიკის»
მწვანე ტყავი ცვილისებრ ელფერს იძენს. ეკლზი სიგარეტს
უკიდებს. მანქანა ქვემოთ მიემართება, გადაკვეთს 422-ე
გზატკეცილს, დაბლობზე გადის და გეზს გოლფის სათამაშო
მინდვრისკენ იღებს. ეკლზი რამდენიმე ღრმა ნაფაზს არტყამს
და აცხადებს:
– მაშასადამე,
უკავშირდება.
თქვენი
უბედურება
– რა თქვით?
141
ურწმუნოებას
არ
– ჩვენი ბოლო საუბარი გავიხსენე. ხისა და ჩანჩქერის შესახებ.
– აი, თურმე რა ყოფილა. ეს იდეა მე მიკი მაუსს მოვპარე.
შეფიქრიანებული ეკლზი იცინის. ბაჭია ამჩნევს, რომ ამ დროს
იგი პირს არ აღებს, შიგნით მიმართული კბილები მომენტს
ელიან, ისევე, როგორც წარბები, რომლებიც ზევით-ქვევით
მოძრაობენ.
– სიმართლე გითხრათ, ცოტათი გაოცებული ვარ, – აღიარებს
იგი და თავის კეკლუც მღვიმეს კეტავს, – თქვენ ისიც თქვით,
თითქოს იცით, შიგნით რა გაქვთ. მთელი შაბათ-კვირა
ვფიქრობდი ამის შესახებ. ხომ ვერ ამიხსნიდით?
ბაჭიას არაფრის ახსნა არ სურს. რაც მეტს ლაპარაკობს, მით
მეტს კარგავს. თავისი კანის საფარქვეშ სრულიად უსაფრთხოდ
გრძნობს თავს და იქვე უნდა დარჩენა. ეს ტიპი ცდილობს,
გარეთ გამოიტყუოს, სადაც თავის ჭკუაზე ატარებს. მაგრამ
თავაზიანობის ულმობელი კანონი პირს ახსნევინებს.
– განსაკუთრებული არაფერია, – პასუხობს იგი, – უფრო
სწორად, ყველაფერი. თქვენც ხომ ასე ფიქრობთ?
ეკლზი თავს აქნევს, თვალებს ახამხამებს და გზას განაგრძობს.
იგი თავისებურადაა დარწმუნებული საკუთარ თავში.
– ჯენისი როგორაა? – ეკითხება ბაჭია.
ეკლზი არ ელოდა, რომ იგი ასე სწრაფად შეცვლიდა თემას.
– ორშაბათ დილით შევუარე, რათა მეთქვა, რომ აქ იყავით,
ოლქში. თქვენი მეუღლე ეზოში შვილთან და, როგორც მივხვდი,
თავის ძველ მეგობართან, მისის ფოსტერთან თუ მისის
ფოლგმენთან ერთად სეირნობდა.
– როგორ გამოიყურება?
– წესიერად ვერ დავაკვირდი. მისმა სათვალემ თავგზა ამიბნია.
სარკისებური იყო, ძალიან ფართო «ყურებით».
– ა-ა, პეგი გრინგი. საშინელი იდიოტი. იმ უეშმაკო მორის
ფოსნაჰტს გაჰყვა ცოლად.
– დიახ, დიახ, ფოსნაჰტი. იმასაც მივაქციე ყურადღება, რომ
თითქოს გერმანული გვარი ჰქონდა.
142
– აქ ჩამოსვლამდე
გსმენიათ?
ფოსნაჰტის[11]
შესახებ
არასდროს
– არა. ჩვენთან, ნორუოლკში ამგვარი არაფერი გამიგია.
– მახსოვს, როდესაც ექვსი თუ შვიდი წლის ვიყავი – ბაბუა
ათას ცხრაას ორმოც წელს გარდამეცვალა და იმიტომ, – იგი
ყოველთვის ზევით რჩებოდა, სანამ ქვევით ჩამოვიდოდი, რათა
«ფოსნაჰტი» არ გავმხდარიყავი. ბაბუა მაშინ ჩვენთან
ცხოვრობდა, – ბაჭიას თავში გაუელვებს, რომ უკვე მრავალი
წელია, თავის ბაბუაზე არ უსაუბრია.
– რა სასჯელი ელოდა მას, ვინც «ფოსნაჰტი» გახდებოდა?
– დამავიწყდა. რატომღაც არავის უნდოდა ამ ტიტულის
მოპოვება. მოითმინეთ. ერთხელ ქვემოთ ბოლო ჩამოვედი და
ყველა დამცინოდა, ეს არ მომეწონა, გავიბუტე და, მგონი,
ვიტირე კიდეც. ყოველ შემთხვევაში, მოხუცი ამიტომაც იცდიდა
ზემოთ.
– მამათქვენის მამა?
– არა, დედაჩემის. ჩვენთან ერთად ცხოვრობდა.
– მე კი მამაჩემის მამა მახსოვს, – ამბობს ეკლზი, – იგი ზოგჯერ
კონექტიკუტში ჩამოდიოდა ჩვენთან და მამას საშინლად
ეჩხუბებოდა. ბაბუაჩემი პროვიდენსის ეპისკოპოსი იყო და ისე
ცდილობდა, მისი ეკლესია უნიატურად[12] არ გადაქცეულიყო,
რომ კინაღამ თვითონ გახდა უნიატი. საკუთარ თავს დეისტდარვინისტს[13]
უწოდებდა.
მამა,
წინააღმდეგობის
გრძნობიდან გამომდინარე, საშინელი ორთოდოქსი, ლამის
ანგლოკათოლიკური ეკლესიის მიმდევარი გახდა. მას უყვარდა
ბელოკი და ჩესტერტონი. ყოველთვის გვიკითხავდა იმ
ლექსებს, რომელთა წინააღმდეგაც, როგორც თავად მოისმინეთ,
ჩემი ცოლი ილაშქრებს.
– ლომის შესახებ?
– დიახ. ბელოკი ზოგჯერ მწარედ ირონიულია, რასაც ჩემი
მეუღლე არ იწონებს. იგი ბავშვებს დასცინის, ეს კი ლუსის
მისთვის
ვერაფრით
უპატიებია.
ყველაფერი
მისი
ფსიქოლოგიით გატაცების ბრალია. ფსიქოლოგია ბავშვებს
ერთგვარ
წმინდანებად
განიხილავს.
რას
ვამბობდი?
მიუხედავად თავისი ძალზე ბუნდოვანი თეოლოგიური
143
თეორიებისა, რელიგიურ პრაქტიკაში ბაბუამ გარკვეული
ორიგინალობა, რიგორიზმიც კი შეინარჩუნა, რომელიც
მამაჩემმა პირწმინდად დაკარგა. ბაბუა მამას ძალზე დაუდევარ
ადამიანად მიიჩნევდა, რადგან ყოველ საღამოს ოჯახურ
ღვთისმსახურებას არ აწყობდა. მამა ზოგჯერ პასუხობდა, არ
მინდა ბავშვებს თავი მოვაბეზრო აზრებით ღვთის შესახებ, ისე,
როგორც მე მიწვრილებდნენ ამით გულს პატარაობისას, და
საერთოდ, რა აზრი აქვს, ჯუნგლების ღმერთს სასტუმრო
ოთახში ევედროო? «მაშ, შენ არ გჯერა, რომ ღმერთი ტყეებში
ბინადრობს? გგონია, რომ მხოლოდ ვიტრაჟებს მიღმაა?» –
ჰკითხავდა ხოლმე ბაბუა. და ასე შემდეგ. ძმებთან ერთად
შიშისგან ვცახცახებდი, რადგან ბაბუასთან კამათი საბოლოოდ
მამაჩემის სასტიკ დეპრესიას იწვევდა. თქვენ ხომ იცით,
როგორ ხდება ხოლმე – თქვენ ხომ იცით, როგორ ხდება ხოლმე
მამებთან მიმართებაში – მუდამ ეჭვობ: იქნებ ისინი მაინც
მართლები არიან? პატარა, ხმელ-ხმელი მოხუცი, წარმოთქმით
ტიპური იანკი, საშინლად საყვარელი. მახსოვს, ჭამისას,
რომელიმე ჩვენგანს მუხლზე თავის გაძვალტყავებულ ხელს
ჩაავლებდა ხოლმე და წაიყიყინებდა: «ნუთუ მან გაიძულა, რომ
ჯოჯოხეთის არსებობა დაგეჯერებინა?»
ჰარი იცინის – ეკლზი კარგად აჯავრებს, მოხუცის როლი
მისთვის ზედგამოჭრილია.
– მერე? გჯერათ?
– ალბათ, კი. ჯოჯოხეთის, როგორც ეს იესოს ესმოდა. როგორც
ღმერთისგან განდგომა.
– მაშინ ჩვენ, ყველანი, გარკვეული აზრით ჯოჯოხეთში ვართ.
– მე ასე არ ვფიქრობ. არავითარ შემთხვევაში. მიმაჩნია, რომ
ყველაზე თავაწყვეტილი ათეისტიც კი ვერ ხვდება, რას ნიშნავს
ნამდვილი განდგომა. გარეთ ჩამოწოლილი წყვდიადი. ჩვენ კი,
ასე ვთქვათ, შიგა წყვდიადში ვცხოვრობთ, – სიცილით ამბობს
ეკლზი და ჰარის შესცქერის.
ეკლზის მსჯელობა ბაჭიას სიფხიზლეს უდუნებს. სურს, რაღაც
საკუთარი შეიტანოს მათ გამყოფ სივრცეში. მეგობრობის,
შეჯიბრობითობის გრძნობით აღელვებული, ხელებს მაღლა
სწევს და იქნევს, თითქოს აზრები კალათბურთის ბურთები
ყოფილიყოს, და ბოლოს და ბოლოს, აცხადებს:
144
– მე, ცხადია, თეოლოგიაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ვგრძნობ, რომ
ამ ყველაფრის იქით, – იგი ხელით წრეს ხაზავს. ისინი ახლა
სწორედ გოლფის სათამაშო მოედნის აქეთა მხარეს
საცხოვრებელ რაიონს მიუყვებიან – სართულნახევრიანი
სახლები ხითა და აგურითაა აშენებული, ბულდოზერებით
მოტკეპნილ ბრტყელ ეზოებში სამბორბლიანი ველოსიპედები
და დამჭკნარი სამწლიანი ხეები მოჩანს – ამაზე უბადრუკი
ადგილი, ალბათ, დედამიწის ზურგზე არ მოიპოვებოდა, – არის
რაღაც ისეთი, რის პოვნასაც ვაპირებ.
ეკლზი აკურატულად აქრობს სიგარეტს მანქანის საფერფლეში.
– რასაკვირველია, ყველა მაწანწალა ფიქრობს, რომ რაღაც
მნიშვნელოვანს უდგას კვალში. საწყის ეტაპზე მაინც.
ბაჭია თვლის, რომ ამგვარ სილას არ იმსახურებს, მით უმეტეს
ახლა, როცა მას ნაწილობრივ გული გადაუშალა. მღვდლებს,
ალბათ, მხოლოდ ერთი რამ სურთ – ყველა ადამიანის ერთ
ზომაზე გაკრეჭა.
– თუ ასეა, თქვენი მეგობარი იესო საკმაოდ სულელურად
გამოიყურება.
ღვთის ამგვარ მოხსენიებაზე ეკლზს სახე წითელი ლაქებით
ეფარება.
– ტყუილად როდი ამბობდა, რომ ვინც წმინდანის ხვედრი
აირჩია, არ უნდა დაქორწინდეს, – აცხადებს მღვდელი.
ისინი გზატკეცილიდან გადაუხვევენ და მიხვეულ-მოხვეული
გზებით კლუბისკენ მიემართებიან – წიდა-ბლოკისგან
აგებული შენობისკენ, რომლის ფასადზეც «კოკა-კოლას» ორ
ემბლემას შორის გრძელი აბრა იწონებს თავს: გოლფის
სათამაშო მინდორი «წაბლის კორომი». როდესაც ჰარი ყვანჭებს
დაატარებდა, აქ მხოლოდ ერთი ფიცრული ქოხი იდგა შეშის
ღუმლით, ძველი შეჯიბრებების ცხრილებით, ორი სავარძლითა
და
დახლით
კანფეტებისა
და
გოლფის
სათამაშო
ბურთებისთვის, რომლებიც ჭაობში ხშირად ცვიოდა. იქიდან
ამოღებულს მისის ვენრიჰი ყიდდა. ალბათ, დიდი ხნის წინ
გარდაიცვალა.
ეს
იყო
გამხდარი
მოხუცი
ქვრივი,
ფერუმარილწასმულ ჭაღარა თოჯინას ჰგავდა. ბაჭიას
ყოველთვის
ეცინებოდა
მის
მსჯელობაზე
გრინების,
დივოტების, ჩემპიონატების ან, ვთქვათ, წყვილი ფოსოებისა
145
და ჰანდიკაპის შესახებ.[14]
ეკლზი მანქანას მოასფალტებულ ავტოსადგომზე აჩერებს და
ამბობს:
– ჰო, სანამ არ დამვიწყნია.
– რა? – ეკითხება ბაჭია და ხელს კარის სახელურს ჰკიდებს.
– სამუშაო ხომ არ გჭირდებათ?
– რა სახის?
– ჩემს მრევლთაგანს, მისის ჰორეის სმიტს, რვა აკრ ფართობზე,
არმისული ეპლბორომდე, ბაღი აქვს გაშენებული. მის ქმარს
როდოდენდრონებზე აბოდებდა. სხვათა შორის, «აბოდებდა»
ცუდი სიტყვაა, ძალიან საყვარელი მოხუცი იყო.
– მებაღეობის არაფერი გამეგება.
– არავის გაეგება, ყოველ შემთხვევაში, მისის სმიტი ასე
ფიქრობს. დედამიწის ზურგზე ერთი მებაღეც კი აღარ დარჩა.
კვირაში ორმოც დოლარად მაინც.
– საათში დოლარი. ცოტაა.
– ორმოცი საათიც არ გამოდის. თავისუფალი გრაფიკი. თქვენ
ხომ სწორედ ეს გინდათ, თავისუფლება, რათა ქადაგებისთვის
დრო დაგრჩეთ.
ეკლზში მართლაც არის რაღაც საზიზღარი. მასსა და ბელოკში.
პასტორის
საყელოს
მოხსნით
იგი
საკუთარ
თავს
თავისუფლებას აძლევს. ბაჭია მანქანიდან გადმოდის. ეკლზიც.
ახლა სახურავს ზემოთ მისი თავი ლამბაქზე დადებულს ჰგავს.
იგი თავის ფართო პირს აღებს.
– იფიქრეთ ამ წინადადებაზე.
– არ შემიძლია. შესაძლოა, ამ ოლქში აღარც კი დავრჩე.
– განა ის გოგო გაგდებას გიპირებთ?
– რომელი გოგო?
– რა ჰქვია? ლენარდი. რუთ ლენარდი.
– როგორც ვხედავ, თქვენ არაფერი გამოგეპარებათ, – ნეტავ ვინ
146
უთხრა? პეგი გრინგმა? ტოთერომ? უფრო იმ ქალმა, ტოთეროს
რომ ახლდა. რა ერქვა? ჯენისის ასლი. ფეხებზე ჰკიდია.
სამყარო, ასეა თუ ისე, მაინც დიდნახვრეტებიანი ბადეა და
მასში, ადრე თუ გვიან, ყველაფერი გადის, – პირველად მესმის.
ლითონზე არეკლილ მზის შუქში ლამბაქზე დადებული თავი
იღრიჭება.
ისინი ერთად მიემართებიან კლუბის წიდა-ბლოკით აგებული
შენობისკენ. გზაში ეკლზი ამბობს:
– საოცარია, რომ მისტიკოსებისთვის
ქვედაკაბაშია გამოწყობილი.
ექსტაზი
ხშირად
– სხვათა შორის, სულაც არ ვიყავი ვალდებული, თქვენთან
გამოვცხადებულიყავი.
– მართალი ბრძანებაა. მაპატიეთ. დღეს რატომღაც გული
დამძიმებული მაქვს.
ამ შენიშვნაში არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ იგი ბაჭიას
შინაგან ვარცხნილობას საწინააღმდეგო მხარეს ქოჩრავს.
თითქოს ეწებება კიდეც. და ამბობს: «შემიბრალე. შემიყვარე».
იგი ისე მაგრად უწებებს ტუჩებს, რომ ბაჭია პასუხის
გასაცემად პირის გაღებასაც ვერ ახერხებს. როდესაც ეკლზი მის
მაგივრადაც იხდის, იგი მადლობის თქმასაც გაჭირვებით
ახერხებს. ისინი მისთვის ყვანჭებს არჩევენ, ბაჭია კი დუმს და
ისე უხალისოდ იყურება, რომ ჭორფლიან ბიჭს, ინვენტარს რომ
განაგებს,
ნამდვილად
გონებადაქვეითებული
ჰგონია.
ეკლზთან ერთად პირველი ნიშნულისკენ მიმავალი, თავს
დამცირებულად გრძნობს, როგორც ნალდაუკვრელ ჯაგლაგთან
ერთად შებმული ბედაური.
იმავეს გრძნობს ბურთიც, ის ბურთი, რომელსაც ეკლზის
მოკლე ინსტრუქციის შემდეგ ურტყამს. ბურთი გვერდით
მიდის, არასწორად ჩახვეული დარტყმა მის ფრენას
ადამბლავებს და ისიც, თიხის გუნდასავით, უხალისოდ ეცემა
მიწაზე.
– ასეთი შესანიშნავი პირველი დარტყმა ჩემს სიცოცხლეში არ
მინახავს, – იცინის ეკლზი.
– ეს არ არის პირველი დარტყმა. როდესაც სხვის ყვანჭებს
დავატარებდი, ზოგჯერ საცდელად მისინჯავს კიდეც მოქნევა.
147
ასე რომ, ახლა უკეთესად უნდა დამერტყა.
– ძალზე მომთხოვნი ხართ საკუთარი
შემომხედეთ და მაშინვე შვებას იგრძნობთ.
თავისადმი.
მე
ბაჭია განზე გადგება და გაოცებული უყურებს, რომ ეკლზი,
რომელიც არცთუ ისე მოუქნელია, ყვანჭს ორმოცდაათ წელს
გადაცილებული, სახსრებგაშეშებული ადამიანივით იქნევს.
თითქოს ღიპი უშლიდეს ხელს. ბურთს მოკლე შებრუნებული
დარტყმით გზავნის, რომელიც წრფეზე, თუმცა ძალზე მაღლა
და სუსტად მოძრაობს. ეკლზი კი საკუთარი თავით ძალზე
კმაყოფილია და გაბღენძილი მიაბიჯებს მოკლედ შეკრეჭილ
ბალახზე. ჰარი მძიმედ მიჩანჩალებს მის უკან. რბილი კორდი,
ამასწინანდელი ლეღმის[15] დაკვრისგან ცივი და სველი, მისი
დიდი ზამშის ფეხსაცმელების ქვეშ ჭყაპუნებს. ისინი თითქოს
საქანელაზე არიან – ეკლზი მაღლა, თვითონ დაბლა.
გოლფის მინდვრის წარმართულ კორომებსა და მწვანე
ხეივნებში
ეკლზი
გარდაიქმნება.
იგი
საოცრად
აფუნდრუკებულია: იცინის, ყვანჭს იქნევს, კრიახებს, ყვირის.
ჰარის მისდამი სიძულვილი უკვე გაუნელდა – ახლა მხოლოდ
საკუთარი
თავი
ეზიზღება.
უცოდინარობა
სათაკილო
დაავადებასავით გარს ეხვევა, და მადლობელია ეკლზის, რომ
არ გაურბის. იგი ჰარის უკვე ორმოცდაათი ფუტით უსწრებს,
მაგრამ ეკლზი, რომელიც აღელვებული, როგორც წესი, წინ
გარბის ხოლმე, შიგადაშიგ ჰარის მიერ დაკარგული ბურთის
მოსაძებნად ბრუნდება. ბაჭია ვერაფრით აცილებს თვალს იმ
ადგილს, სადაც იდეალურ შემთხვევაში ბურთი უნდა დაეცეს –
პატარა, უზადოდ გაკრეჭილ ხელსახოცთან მოხდენილი ალმით.
იმის დანახვა, თუ სად დაეშვა ბურთი სინამდვილეში, მის
თვალებს არ ძალუძს.
– აი, იქ არის, ფესვთან, – ამბობს ეკლზი, – საშინლად არ
გიმართლებთ.
– თქვენთვის ეს, ალბათ, პირდაპირ კოშმარია.
– სულაც არა, სულაც არა. ძალზე იმედის მომცემი ბრძანდებით.
თქვენ პირველად თამაშობთ და მაინც, ბურთი ბოლომდე ჯერ
არ გაგიფუჭებიათ.
ეკლზმა იგი გათვალა. ბაჭია უმიზნებს და უდიდესი სურვილი,
რომ ფესვის მიუხედავად, ბურთს კარგად მოსდოს, დარტყმას
148
აფუჭებინებს, ამჯერად, საბოლოოდ.
– თქვენი ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ საკუთარი სიმაღლის
გამოყენებას ცდილობთ, – ეუბნება ეკლზი, – არადა, მოქნევის
გასაოცარი, თანდაყოლილი ნიჭი გაქვთ.
ბაჭია კვლავ ურტყამს ბურთს, რომელიც გაჭირვებით აღწევს
თავს ფესვს და ყანყალით მიფრინავს რამდენიმე იარდის
მანძილზე.
– ბურთისკენ უფრო მეტად დაიხარეთ, – ურჩევს ეკლზი, –
წარმოიდგინეთ, რომ ჩაჯდომა გსურთ.
– უფრო დაწოლა, – ჰარის გული ერევა, თავბრუ ეხვევა და
გრძნობს, რომ სულ უფრო მეტად ითრევს მორევი, რომლის
ზედაპირსაც აყვავებული ხეების უშფოთველი კენწეროები
აკრავს. ეჩვენება, რომ აქ უკვე ნამყოფია. გუბეები მის
შესრუტვას ცდილობენ, ხეები ნთქავენ, გამუდმებით ეფლობა
მდელოების ნაპირებზე გაწოლილ საზიზღარ ტალახში.
კოშმარი სწორედ რომ ზედგამოჭრილი სიტყვაა. ცხადში
მხოლოდ სულიერ საგნებს შეუძლიათ ასე ცახცახი და კლაკნა.
უსულო საგნებთან პრობლემა არასდროს ჰქონია. ბურთზე ამ
არაბუნებრივი დარტყმებისგან გონება ემღვრევა, დაბინდული
ტვინი უცნაურ ხრიკებს უწყობს და გაჭირვებით აცნობიერებს,
რა ხდება. გულში ყვანჭებს ისე ესაუბრება, როგორც ქალებს.
ლითონისთავიანი ყვანჭები თხელია და მსუბუქი, მაგრამ მის
ხელებში საოცრად ვერაგულად იქცევიან: ეს ჯენისია. მოდი აქ,
სულელო, დამშვიდდი. აი, ასე. ჩუმად, ყველაფერი კარგადაა.
როდესაც ყვანჭის დაღარული თავი ბურთის უკან მიწას აყრის
და მხარში მკვეთრ დარტყმას გრძნობს, ეჩვენება, რომ ჯენისმა
დაარტყა. რა სულელია, იდიოტი, ეშმაკმა წაიღოს მისი თავი.
გააფთრებისგან კანი ისე ეწელება, რომ მასში მთელი გარე
სამყარო აღწევს. შიგნეულობა ჩხვლეტია ბუჩქების პატარა
მშრალი ეკლებით ეკაწრება. მათში სიტყვები ჰკიდია –
მუხლუხოების ბუდეები, რომელთაც ვერაფრით ამოშანთავ.
იგი ურტყამს, ურტყამს, ურტყამს. მიწას ყავისფერი პირი
დაუღია. როდესაც ხელში ვუდები, ხისთავიანი ყვანჭები
უჭირავს, «იგი» – რუთია. ბაჭიას ხელში ვუდი ნომერი სამი
უჭირავს, თვალს არ აცილებს წითელ, მსხვილ თავს, ბალახოვან
ლაქებს წინიდან და აკურატულ თეთრ ზოლებს კიდეებზე, თან
ფიქრობს, უყურე, რა ეშმაკიაო. მერე მაგრად უჭერს ხელს
149
სახელურს და ურტყამს. უ-უჰ! რახან ასე ადვილად დამნებდი,
ახლა ნუღარ გაკერპდები! გადაყვლეფილი ბალახი, ბურთი
გარბის, სკუპ, სკუპ და ბუჩქებში იმალება, თეთრი კუდი.
როდესაც ბაჭია ბუჩქს უახლოვდება, დალახვროს ეშმაკმა, ეს
უკვე ბუჩქი კი არა, ადამიანია. დედამისი ყოფილა. იგი
ქვედაკაბასავით მაღლა სწევს ნაწყენ ტოტებს, საშინლად
რცხვენია, მაგრამ თვალს ადევნებს, რომ არ დაიმტვრეს,
ტოტები ფეხებში სცემს, იგი კი ცდილობს თავისი ნებისყოფა
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბაჭია, გაიქეცი - 10
  • Parts
  • ბაჭია, გაიქეცი - 01
    Total number of words is 3433
    Total number of unique words is 2215
    26.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 02
    Total number of words is 3499
    Total number of unique words is 2225
    26.3 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 03
    Total number of words is 3427
    Total number of unique words is 2194
    25.0 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 04
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2072
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 05
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 1933
    30.2 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 06
    Total number of words is 3617
    Total number of unique words is 1984
    27.5 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 07
    Total number of words is 3493
    Total number of unique words is 2095
    28.6 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 08
    Total number of words is 3486
    Total number of unique words is 2109
    28.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 09
    Total number of words is 3502
    Total number of unique words is 2013
    31.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 10
    Total number of words is 3544
    Total number of unique words is 2147
    28.5 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 11
    Total number of words is 3569
    Total number of unique words is 2032
    32.7 of words are in the 2000 most common words
    47.7 of words are in the 5000 most common words
    55.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 12
    Total number of words is 3510
    Total number of unique words is 2059
    30.6 of words are in the 2000 most common words
    45.5 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 13
    Total number of words is 3591
    Total number of unique words is 1943
    33.0 of words are in the 2000 most common words
    47.2 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 14
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 2083
    30.7 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 15
    Total number of words is 3577
    Total number of unique words is 2014
    32.1 of words are in the 2000 most common words
    46.9 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 16
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 2146
    29.1 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 17
    Total number of words is 3593
    Total number of unique words is 2071
    31.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 18
    Total number of words is 3688
    Total number of unique words is 1980
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 19
    Total number of words is 3592
    Total number of unique words is 2047
    31.0 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 20
    Total number of words is 3531
    Total number of unique words is 2076
    29.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 21
    Total number of words is 3534
    Total number of unique words is 2055
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 22
    Total number of words is 36
    Total number of unique words is 35
    22.8 of words are in the 2000 most common words
    36.9 of words are in the 5000 most common words
    39.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.