Latin

ბაჭია, გაიქეცი - 05

Total number of words is 3479
Total number of unique words is 1933
30.2 of words are in the 2000 most common words
44.0 of words are in the 5000 most common words
51.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ნაცრისფერ ტილოს კიტელში გამოწყობილი ახალგაზრდა
ჩინელი შუშის დახლთან მათ გზას უღობავს, სადაც ამერიკელი
გოგონა გაცვეთილ ასიგნაციებს ითვლის.
61
– მაპატიეთ, რამდენი ხართ?
– ოთხნი, – პასუხობს ბაჭია, როდესაც დარწმუნდება, რომ
ტოთერო დუმს.
მოულოდნელად რუთი დიდებული ჟესტით იხდის მოკლე
თეთრ პალტოს და ბაჭიას უწვდის. ბუკლეს რბილი
ქსოვილიდან სუნამოს ტალღები მოდის.
– ოთხნი? აქეთ მობრძანდით, გეთაყვა.
ოფიციანტი
მათ
წითელი
კაბინისკენ
მიუძღვის.
დაწესებულება მხოლოდ ცოტა ხნის წინ იქცა ჩინურად,
კედლებზე კი ჯერაც პარიზის ვარდისფერი ხედები ჰკიდია.
რუთი ცოტათი ბარბაცებს. მის უკან მიმავალი ბაჭია ამჩნევს,
რომ ქალის ფეხები ლილისფერი თასმებით მაღალ, წვრილ
ქუსლებზეა
მილურსმული
და
დაძაბულობისგან
გაყვითლებული ქუსლები დროდადრო სხვადასხვა მხარეს
მისრიალებს. მაგრამ ბრწყინვალე მწვანე კაბაში მოქცეული
ფართო უკანალი სიმშვიდეს ინარჩუნებს. მკვრივი წელი სახის
სწორი ნაკვთებივით აკურატულად არის მოჭიმული. უკნიდან
ამოჭრილი კაბა მსუქან ზურგს სამკუთხედად აშიშვლებს.
კაბინასთან მისვლისას ბაჭია მას ეჯახება და ცხვირით
კინკრიხოს ეხება. თმისა და სუნამოს სუნი ერთმანეთში ირევა.
შეჯახების მიზეზი ისაა, რომ ტოთერო გადაჭარბებული
ცერემონიულობით მიაცილებს მარგარეტს მისი ადგილისკენ –
ნამდვილი
სტუმართმოყვარე
ქონდრისკაცია
საკუთარი
გამოქვაბულის შესასვლელთან. სანამ ისინი სხდებიან, ბაჭია
აღფრთოვანებით ფიქრობს, თუ როგორ შეამჩნევს რესტორნის
ფანჯარასთან ჩავლილი რომელიმე უცნობი, რომ იგი ქალთან
ერთადაა. თვითონაც ხომ ასე დაემართა გუშინ საღამოს,
როდესაც დასავლეთ ვირჯინიის ერთ-ერთ კაფესთან აღმოჩნდა.
მას ეჩვენება, რომ სწორედ თვითონაა ის უცნობი, შურით რომ
მისჩერებია ფანჯრიდან ქალისა და მის სხეულებს. რუთი
ოდნავ წინ იხრება და თავისი ადგილისკენ გაძრომას
ცდილობს. მხრებზე კანი ჯერ ენთება, მერე კი, კაბინის
ჩრდილში, უფერმკრთალდება. ბაჭია მის გვერდით ჯდება,
გრძნობს, როგორ ცდილობს რუთი უფრო მოხერხებულად
მოკალათებას და ქალისთვის დამახასიათებელი ფუსფუსით
კაბას ისე აშრიალებს, თითქოს ბუდეს იკეთებსო.
მისი პალტო თურმე კვლავაც ბაჭიასთანაა. ფერწასული რბილი
62
ტყავი მუხლებზე თვლემს. იგი ხელს გაიწვდენს და ფეხზე
აუდგომლად პალტოს საკიდრის კაუჭზე ჰკიდებს.
– კარგია გრძელი ხელები, – ამბობს ქალი, ჩანთაში იხედება და
იქიდან სიგარეტის კოლოფს იღებს. «ნიუპორტია».
– ტოთერო კი მეუბნება, მოკლე ხელები გაქვსო.
– სად გამოქექეთ ეს ბებერი უსაქმური? – განზრახ ხმამაღლა,
ტოთეროს გასაგონად ეკითხება რუთი.
– იგი უსაქმური არაა, ჩემი ყოფილი მწვრთნელია.
– სიგარეტი არ გინდათ?
– თავი დავანებე, – ყოყმანით პასუხობს იგი.
– მაშასადამე, ეს ბებერი უსაქმური თქვენი მწვრთნელი იყო, –
ოხრავს
ქალი.
შემდეგ
«ნიუპორტის»
ფირუზისფერი
კოლოფიდან სიგარეტის ღერს ამოაძვრენს, ნარინჯისფერ
ტუჩებს შორის გაიჩრის, შუბლშეკვრით დახედავს ქაღალდის
ასანთის ნაცრისფერ თავს და ქალურად მოუხერხებლად
გაჰკრავს. ამასთან, სიგარეტი გვერდულად უჭირავს, რის გამოც
ღერი იღუნება და მხოლოდ მესამე ცდაზე ინთება.
– რუთ! – ამბობს მარგარეტი.
– უსაქმური? – იმეორებს ტოთერო და დამძიმებული,
არაჯანსაღი სახე კეკლუცი ღიმილისგან ისე ებრიცება, თითქოს
დნობას იწყებსო, – დიახაც, უსაქმური გახლავართ. საზიზღარი
ბებერი უსაქმური, რომელიც პრინცესების გარემოცვაში
მოხვდა.
მარგარეტი ამ სიტყვებში თავის დამამცირებელს ვერაფერს
ხედავს, მაგიდაზე ხელზე ხელს ადებს და მომაკვდინებელი
სერიოზულობით აცხადებს:
– სულაც არა ხართ უსაქმური.
– სად არის ჩვენი ახალგაზრდა კონფუციანელი? – ტოთერო
მეორე ხელს ასწევს, აქეთ-იქით იყურება და მოახლოებულ
ოფიციანტს ეკითხება, – ალკოჰოლური სასმელები თუ გაქვთ?
– მეზობლებიდან მოგვაქვს ხოლმე.
სასაცილოა,
რომ
ჩინელებს
წარბები
63
წინ
კი
არა
აქვთ
გამოწეული, არამედ კანში ჩაჭყლეტილს მიუგავთ.
– ორმაგი შოტლანდიური ვისკი, – ამბობს ტოთერო, – თქვენ,
ძვირფასო?
– დაიკირი, – მარგარეტის პასუხი ხუმრობასავით ჟღერს.
– თქვენ, ბავშვებო?
ბაჭია რუთს შესცქერის. ქალს სახეზე ნარინჯისფერი მტვერი
აყრია. მისი თმა, რომელიც თავდაპირველად ფერფლისფრად
თუ მქრქალ წაბლისფრად მოჩანდა, სინამდვილეში ნაირფერია
– წითური, ყვითელი, ყავისფერი და შავი. კაშკაშა სინათლეზე
ყოველი ღერი, ძაღლის ბეწვივით, სხვადასხვა შეფერილობას
იძენს.
– ეშმაკმა უწყის, – პასუხობს იგი, – ალბათ, დაიკირი.
– სამი, – ეუბნება ბაჭია ოფიციანტს. მას ჰგონია, რომ დაიკირი
ლაიმის წვენის მსგავსი სასმელია.
– სამი დაიკირი, ერთი ორმაგი შოტლანდიური ვისკი ყინულით,
– იმეორებს ოფიციანტი და მიდის.
– როდის გაქვთ დაბადების დღე? – ეკითხება ბაჭია რუთს.
– აგვისტოში. რატომ მეკითხებით?
– ჩემი თებერვალშია. გაჯობეთ!
– მაჯობეთ, – ეთანხმება ქალი და თითქოს ხვდება მის აზრს: არ
შეიძლება იგრძნო სრული უპირატესობა შენზე უფროს
მანდილოსანზე.
– მე თუ მიცანით, ტოთერომ რაღა დაგიშავათ? ის ხომ ჩვენი
გუნდის მწვრთნელი იყო.
– მწვრთნელებს ვინ უყურებს? მათგან კაცი სარგებელს
ვერაფერს ნახავს.
– როგორ თუ ვერ ნახავს? სკოლის გუნდი – მხოლოდ
მწვრთნელია, არ მეთანხმებით?
– სკოლის გუნდი – მხოლოდ ბავშვები არიან, – ამბობს
ტოთერო, – ტყვიისგან ოქროს ვერ მიიღებ. დიახ, ტყვიისგან
ოქროს ვერაფრით მიიღებ.
64
– თქვენ კი ეს შეძელით, – არ ეთანხმება ბაჭია, – როდესაც
სკოლის გუნდში მოვხვდი, ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი
თავსა და... – იგი შეყოვნდა, რაც უნდა იყოს, სუფრასთან
მანდილოსნები ისხდნენ, – ...იდაყვს.
– არჩევდი, ჰარი, თანაც ძალიან კარგად. მე შენთვის არაფერი
მისწავლებია. უბრალოდ, შენი თავი შენვე მოგანდე, – იგი
გამუდმებით აქეთ-იქით იყურება, – შენ ახალგაზრდა ირემი
იყავი დიდი ფეხებით.
– რა ზომის? – ინტერესდება რუთი.
– ორმოცდაოთხის, – პასუხობს ბაჭია, – თქვენ?
– მე პატარაზე პატარა მაქვს, – ამბობს რუთი, – ნამცეცა
ფეხუცები.
– მე კი მომეჩვენა, რომ ფეხსაცმელებში ჩატევა უჭირდათ.
იგი უკან იზნიქება, რათა მაგიდის ქვეშ შეიხედოს, წყალქვეშა
ბინდბუნდში, სადაც პერსპექტივით დამოკლებული ქალის
ნაკუთალები ორ ოქროსფერ თევზს წააგავს. ისინი სკამის ქვეშ
აფარებენ თავს.
– ასე დაჟინებით ნუ მომჩერებიხართ, თორემ კაბინის გარეთ
აღმოჩნდებით, – წყენით ამბობს რუთი. ეს კარგია. ქალებს
მოსწონთ, როცა შეცბუნებულნი არიან. ამას არაფრისდიდებით
არ აღიარებენ, მაგრამ ეს ფაქტია.
ოფიციანტს დასალევი მოაქვს, თეფშებქვეშ ხელსახოცებს
ათავსებს, იქვე კი – სუფრის მქრქალ ვერცხლეულს. როდესაც
ტოთეროსთან გადადის, ეს უკანასკნელი ვისკის ჭიქას
მაგიდაზე დგამს და გამოცოცხლებული მტკიცე ხმით
წარმოთქვამს:
– ჩანგლები და კოვზები? აღმოსავლური კერძებისთვის? ნუთუ
ჩხირები არა გაქვთ?
– ჩხირები როგორ არა გვაქვს.
– ყველას ჩხირები, – გადაჭრით აცხადებს ტოთერო, – სადაც
წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო.
– ჩემსას არ შეეხოთ! – კივის მარგარეტი და თავის ჩანგალსა და
კოვზს ხელს აფარებს, როდესაც ოფიციანტი მათ აღებას
65
დააპირებს, – არანაირი ჩხირი არ მსურს.
– ჰარი და რუთი რას იტყვიან? – კითხულობს ტოთერო, – თქვენ
რას ამჯობინებთ?
დაიკირის მართლაც ლაიმის სუნი ასდის, რომლის გემო
კარაქივით განეფინება მწკლარტე სითხის გამჭვირვალე
ზედაპირზე.
– ჩხირებს, – დაბალი, მჟღერი ხმით პასუხობს ბაჭია, თან
უხარია, რომ მისი ნათქვამი მარგარეტს გულზე მოხვდება, –
ტეხასში ჩინურ კერძებთან ლითონს არასდროს ვხმარობდით.
– რუთ? – ტოთერო მას მორიდებით და დაძაბულად შესცქერის.
– თუ ამ ოტროველას შეუძლია, მეც შევძლებ, – იგი სიგარეტს
აქრობს და კოლოფიდან ახალ ღერს იღებს.
როგორც პატარძლის ხელისმომკიდეს მიაქვს თაიგული,
ოფიციანტიც
ისევე
მიდის
უარყოფილი
სუფრის
ვერცხლეულით. მარგარეტი მარტო რჩება და ეს აღიზიანებს.
ბაჭია კმაყოფილია: ეს ქალი მის ბედნიერებას ჩრდილივით
ეფარება.
– თქვენ ტეხასში ჩინურ კერძებს მიირთმევდით?
– გამუდმებით. სიგარეტი მომეცით.
– თქვენ ხომ აღარ ეწევით.
– ისევ დავიწყე. ათი ცენტი მომეცით.
– ათი ცენტი! ჯიბე გაამზადეთ!
რუთის ზედმეტად მკვეთრი უარი ბაჭიას გულს სტკენს. ქალს
თითქოს ეშინია, არ მოტყუვდეს. რატომ ჰგონია, რომ ბაჭია მის
გაძარცვას აპირებს? ან კი რა აქვს წასართმევი? ბაჭია ჯიბიდან
ხურდა ფულს იღებს, ათცენტიანს შეარჩევს და სპილოს ძვლით
გაწყობილ მუსიკალურ ავტომატში აგდებს, ნაზად რომ
ანათებს მათი მაგიდის სიახლოვეს. შემდეგ გადაიხრება,
მელოდიების სიას შეათვალიერებს და «B» და «7» ღილაკებს
აჭერს ხელს – «როქსვილი».
– ბოსტონს თუ არ ჩავთვლით, ტეხასში ჩინური სამზარეულო
მთელ აშშ-ში საუკეთესოა, – აცხადებს იგი.
66
– ყურადღებით მოუსმინეთ სახელგანთქმულ მოგზაურს, –
ამბობს რუთი და მას სიგარეტს აწვდის. ამის გამო ბაჭია ქალს
ათცენტიანის არმიცემას პატიობს.
– მაშასადამე, თქვენ თვლით, – ჯიუტად განაგრძობს ტოთერო,
– რომ მწვრთნელები არაფერს აკეთებენ.
– ისინი არავის სჭირდება, – თავისას არ იშლის რუთი.
– კარგი, რა, – ერთვება ბაჭია.
ოფიციანტი ჩხირებითა და ორი მენიუთი ბრუნდება. ბაჭია
იმედგაცრუებულია – ჩხირებს ისეთი შესახედაობა აქვს, რომ
ხის კი არა, პლასტმასის გეგონებათ. სიგარეტი ჩალასავითაა.
იგი მას პირიდან გამოიღებს. საკმარისია. აღარასოდეს მოსწევს.
– თითოეულმა ჩვენგანმა ერთი კერძი შეუკვეთოს, მერე კი
ერთმანეთს გავუყოთ, – სთავაზობს მათ ტოთერო, – ვის რა
უყვარს?
– მე მომჟავო-მოტკბო ღორის ხორცი, – აცხადებს მარგარეტი,
რომელსაც გამბედაობას ვერავინ წაართმევს.
– ჰარი?
– არ ვიცი.
– ესეც თქვენი
შენიშნავს რუთი.
ჩინური
სამზარეულოს
სპეციალისტი,

– აქ ინგლისურად წერია, მე კი ჩინური მენიუს მიხედვით ვარ
შეჩვეული შეკვეთის მიცემას.
– კარგი, გეყოფათ. ის მაინც მითხარით, ყველაზე გემრიელი რა
არის.
– შემეშვით, უკვე თავგზა ამიბნიეთ.
– თქვენ ტეხასში არასოდეს ყოფილხართ, – ამბობს რუთი.
ბაჭიას ახსენდება სახლი იმ უცნობ, უხეებო ქუჩაზე,
პრერიებისთვის დამახასიათებელი მწვანე ღამე, ფანჯარაში
გამოფენილი ყვავილები და პასუხობს:
– ცხადია, ვიყავი.
– იქ რას აკეთებდით?
67
– ჯარში ვმსახურობდი.
– ჯარში? ეგ არ ითვლება. ასე ყველა მსახურობდა ჯარში
ტეხასში.
– თქვენი გემოვნებით შეუკვეთეთ, – ეუბნება ბაჭია ტოთეროს.
მას აღიზიანებენ ეს არმიელი ვეტერანები, რომელთაც რუთი,
როგორც ჩანს, იცნობდა, და დაძაბულად უსმენს იმ სიმღერის
ბოლო ტაქტებს, რომელსაც ათცენტიანი დაახარჯა. ამ ჩინურ
დაწესებულებაში ხმა თითქოს სამზარეულოდან ისმის და
ოდნავ თუ წააგავს იმ თამამ მელოდიას, ასე რომ ამხნევებდა
წუხელ მანქანაში.
ტოთერო ოფიციანტს შეკვეთას აძლევს და როცა ის მიდის,
რუთის გადარწმუნებას ცდილობს. მოხუცს ტუჩები ვისკით
დასველებია.
– მწვრთნელი, – ამბობს იგი, – მწვრთნელი ცხოვრებისგან
ბოძებული სამი იარაღის განვითარებაზე ზრუნავს. ესაა: თავი,
სხეული და გული.
– და საზარდული, – ამატებს რუთი.
გაისმის სიცილი. ვინ იფიქრებდა? ეს მარგარეტია. იგი ბაჭიას
როგორღაც აშტერებს.
– ახალგაზრდა ქალბატონო, თქვენ მე გამომიწვიეთ, ამიტომ
ყურადღებას
ვითხოვ,

ტოთერო
სერიოზულობის
განსახიერებაა.
– რა სისულელეა, – ჩუმად პასუხობს რუთი და თვალებს ხრის,
– თავი დამანებეთ, – ქალი გაბრაზებულია, ნესტოები თეთრად
მოუჩანს, უხეშად შეღებილი სახე უმუქდება.
– უპირველესად თავი. სტრატეგია. ბიჭების უმეტესობა
კალათბურთის მწვრთნელთან ეზოებიდან მიდის
და
წარმოდგენა არა აქვთ – როგორ გითხრათ, – წარმოდგენა არა
აქვთ ორფარიან მოედანზე თამაშის ელეგანტურობაზე. იმედია,
დამეთანხმები, არა, ჰარი?
– რა თქმა უნდა. სწორედ გუშინ...
– მეორე – დავასრულებ, ჰარი, და მერე თქვი, – მეორე სხეულია.
ბიჭებისთვის სპორტული ფორმის გამომუშავება. მათი
68
ფეხებისთვის სიმტკიცის მიცემა, – იგი გაპრიალებულ
მაგიდაზე ხელს მომუშტავს, – სიმტკიცე. სირბილი, სირბილი
და სირბილი. სანამ ფეხებით მიწაზე დგანან, სულ უნდა
ირბინონ. მაგრამ ეს მაინც ცოტა იქნება. მესამე, – მეორე ხელის
ცერა და საჩვენებელი თითებით იგი პირის კუთხეებიდან
ოფლს იწმენდს, – ეს გულია. აქ კარგი მწვრთნელის წინაშე, მე
კი, ახალგაზრდა ქალბატონო, ცდას არ ვაკლებდი, რომ ასეთი
ვყოფილიყავი, და როგორც ვიღაც-ვიღაცები ამტკიცებენ, ვიყავი
კიდეც, აქ მის წინაშე ყველაზე სერიოზული შესაძლებლობები
ჩნდება.
ბიჭებში
სრულყოფილებისკენ
სწრაფვის
გამომუშავება.
მე
ყოველთვის
მიმაჩნდა,
რომ
ეს
გამარჯვებისკენ სწრაფვაზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან
სრულყოფილების მიღწევა წაგების დროსაც კი შესაძლებელია.
აიძულო ისინი, რომ შეიგრძნონ, დიახ, ეს სიტყვა, ალბათ,
ყველაზე ზუსტია, შეიგრძნონ სრულყოფილების სიწმინდე,
გაიგონ, რომ თითოეულმა მათგანმა ყველაფერი უნდა
გააკეთოს, რაც კი შეუძლია, – იგი ცოტას შეისვენებს,
რიგრიგობით შესცქერის მსმენელებს და შეპასუხების
სურვილს უკარგავს, – ბიჭი, ვისი გულის გაკეთილშობილებაც
შეძლო შთაგონებულმა მწვრთნელმა, – ასრულებს იგი თავის
გამოსვლას, – აღარასოდეს გახდება, ამ სიტყვის ყველაზე ღრმა
მნიშვნელობით, წარუმატებელი და მარცხიანი ადამიანი
ცხოვრების გაცილებით დიდ თამაშში, – იგი ხელს მაღლა სწევს,
– ახლა კი ღმერთს შევევედროთ. უფალო, შეგვიწყალე, et cetera...
[7] – მას ტუჩებთან ჭიქა მიაქვს, რომელშიც აღარაფერია,
ყინულის კუბურების გარდა, გადაიპირქვავებს და ისინიც
რაკარუკით ეშვებიან პირში.
რუთი ბაჭიას მიუბრუნდება და წყნარად, ალბათ, საუბრის
თემის შეცვლის მიზნით, ეკითხება:
– რას საქმიანობთ?
– დარწმუნებული არა ვარ, რომ რამეს ვსაქმიანობ, – იცინის
ბაჭია, – დღეს დილით სამსახურში უნდა წავსულიყავი. მე... ეს
საკმაოდ რთული ასახსნელია... არსებობს ერთი მოწყობილობა
– «მაგიური სახეხელა», რომელსაც რეკლამას ვუწევ.
– და ეჭვი არ მეპარება, რომ ბრწყინვალედაც გამოსდის, –
ერთვება ტოთერო, – დარწმუნებული ვარ, რომ, როდესაც
კორპორაცია
«მაგიური
სახეხელას»
საბჭოს
წევრები
ყოველწლიურ სხდომაზე იკრიბებიან და ისმის შეკითხვა: «ვინ
69
შეუწყო ყველაზე მეტად ხელი ჩვენი საქმის წარმატებას
ამერიკის საზოგადოებაში?» – სიაში პირველ ადგილზე ბაჭია
ჰარი ენგსტრომის სახელია.
– თქვენ რაღას საქმიანობთ? – ინტერესდება თავის მხრივ ბაჭია.
– არაფერს, – პასუხობს რუთი, – არაფერს, – მისი ქუთუთოები
გაქონილ ცისფერ ფარდასავით ეშვება დაიკირის ბოკალის
თავზე, ნიკაპზე კი სითხის მომწვანო ანარეკლი ედება.
მოაქვთ ჩინური კერძები. ბაჭიას პირში ნერწყვი მოსდის.
ტეხასის მერე ისინი მართლაც არ გაუსინჯავს. ბაჭიას უყვარს
ეს საჭმელი, რომელშიც ვერავინ მიაგნებს დაკლული
ცხოველების კვალს – ძროხის უკანა ნაწილის სისხლიან
ნაჭრებს თუ ქათმის ძარღვიან ჩონჩხს. ისინი ძალზე
წვრილადაა დაჭრილ-დაქუცმაცებული და უმტკივნეულოდაა
შერეული უსულო ბოსტნეულთან, რომელთა გაფუებული
მწვანე სხეულები მასში უწყინარ მადას აღძრავს. შესანიშნავია.
ეს ყველაფერი ბრინჯის ულუფაზე დევს, რომელსაც ორთქლი
ასდის. თითოეული მათგანი ამგვარ აკურატულ, ცხელ
ულუფას იღებს. მარგარეტი სასწრაფოდ გადაზელს თავისას
ჩანგლით, ყველანი სიამოვნებით მიირთმევენ. ოვალური
თეფშებიდან ყავისფერი ღორის ხორცის, მწვანე ბარდის,
წიწილის,
სქელი
ტკბილი
საწებლის,
კრევეტების,
ჭუღუმბურისა და კიდევ ვინ იცის, რისი მწკლარტე სუნი
იფრქვევა. სახეზე ოთხივეს ჯანსაღი სიწითლე გადაჰკრავს.
საუბარიც ცოცხლად მიმდინარეობს.
– იგი გასაოცარი იყო, – ამბობს ბაჭია ტოთეროს შესახებ, –
ოლქის უდიდესი მწვრთნელი. მის გარეშე ვერაფერს
მივაღწევდი.
– არა, ჰარი, ცდები. შენ უფრო მეტი გააკეთე ჩემთვის, ვიდრე მე
შენთვის. გოგოებო, პირველივე შეხვედრაში ოცი ქულა
დააგროვა.
– ოცდასამი, – აზუსტებს ბაჭია.
– ოცდასამი ქულა! ხომ წარმოგიდგენიათ! – ქალიშვილები
ჭამას განაგრძობენ, – ჰარისბერგში გამართული შეხვედრა თუ
გახსოვს შტატის პირველობაზე, და ის მკვირცხლი ჯუჯა
დენისტონიდან?
70
– ცხადია. მართლაც ქონდრისკაცს ჰგავდა, – ეუბნება ჰარი
რუთს, – ხუთი ფუტი და ორი დუიმი, მაიმუნივით მახინჯი.
თანაც უნამუსო.
– მართალია, მაგრამ თავისი საქმე კარგად იცოდა, – ამბობს
ტოთერო, – თავისი საქმე იცოდა. ჰარი ძლიერ მეტოქეს
გადააწყდა.
– ხომ გახსოვთ, ფეხი რომ დამიდო?
– ჰო-ო, ეგ კი დამავიწყდა, – ადასტურებს ტოთერო.
– ის ჯუჯა ფეხს მიდებს და ყირაზე გადავდივარ. კიდევ კარგი,
კედელზე რბილი ჭილოფები იყო აფარებული, თორემ
სიკვდილს ვერ გადავურჩებოდი.
– მერე რა მოხდა, ჰარი? სამაგიერო არ გადაუხადე? ეს
შემთხვევა თავიდან ამომივარდა, – ამბობს ტოთერო საჭმლით
გატენილი პირითა და შურისძიების მოლოდინით აღვსილი.
– არა, – ნელა პასუხობს ბაჭია, – მე წესებს არასოდეს
ვარღვევდი. მსაჯმა ყველაფერი დაინახა, და ვინაიდან ეს უკვე
მეხუთე შემთხვევა იყო, იგი მოედნიდან გააძევა. ამის მერე
ხელი აღარ გავანძრევინეთ.
ტოთეროს იმედის ნაპერწკალი უქრება, სახე ემჩვარება და
უდუნდება.
– მართალი ხარ, შენ არასდროს არღვევდი წესებს. არასდროს.
ჰარი ყოველთვის იდეალისტი იყო.
– ამის საჭიროება არ იყო, – მხრებს იჩეჩს ბაჭია.
– ჰარის მეორე გასაოცარი თვისება ის იყო, რომ ტრავმას არ
იღებდა, – ამცნობს ტოთერო გოგოებს.
– არა, ერთხელ მაჯა დამეჭიმა, – უსწორებს ბაჭია, – მაგრამ თუ
რამე მართლაც მეხმარებოდა, ეს...
– მერე რა მოხდა? საშინელებაა, ყველაფერი დამავიწყდა.
– მერე? მერე პენოუკის ჯერი დადგა. არაფერიც არ იყო.
დაგვამარცხეს.
– იმათ გაიმარჯვეს? ჩვენ არა?
71
– არა, დალახვროს ეშმაკმა. ისინი მაგრად თამაშობდნენ. ხუთი
ძლიერი მოთამაშე ჰყავდათ. ჩვენ კი, გულახდილად რომ
ვთქვათ, მხოლოდ ერთი – მე. ჩვენთან ჰარისონიც იყო, კარგად
თამაშობდა, მაგრამ იმ საფეხბურთო ტრავმის შემდეგ
ვეღარაფრით გამოჯანმრთელდა.
– რონი ჰარისონი? – კითხულობს რუთი.
– იცნობთ? – ეკითხება შეშფოთებული ბაჭია. ჰარისონი
მექალთანედ ითვლებოდა.
– დარწმუნებული არა ვარ, – საკმაოდ გულგრილად პასუხობს
რუთი.
– საშუალო სიმაღლის, ხუჭუჭა. ცოტათი კოჭლობს.
– არა, არ ვიცნობ, – ამბობს ქალი, – სხვა მეგონა.
იგი მარჯვედ ხმარობს ჩხირებს ცალი ხელით. მეორე მუხლზე
უდევს ზურგით ქვემოთ. ბაჭია სიამოვნებით აკვირდება,
როგორ ხრის ქალი თავს, როგორ მოდის წინ მსხვილი
გულუბრყვილო კისერი, მხრის ძარღვები კი იჭიმება, ტუჩები
ლუკმის გარშემო ემუწება. ჩხირებით ზუსტად გათვლილი
მოძრაობით იღებს საჭმელს. გასაოცარია, რამდენი სინაზეა
მსუქან ქალებში. მარგარეტი კი სხვაა. იგი ჩანგალს ნიჩაბივით
ხმარობს.
– ჩვენ წავაგეთ, – იმეორებს ტოთერო, ოფიციანტს ეძახის და
იმავე სასმელს უკვეთს.
– მე აღარ მინდა, გმადლობთ, – ამბობს ბაჭია, – ისედაც
მთვრალი ვარ.
– თქვენ დიდი გამგონე ბიჭი ხართ, – ამბობს მარგარეტი. მან
ჯერაც ვერ დაიმახსოვრა მისი სახელი. ღმერთო ჩემო, როგორ
ეზიზღება ეს ქალი.
– რაზეც მე ვსაუბრობდი და რაც, თქვენივე სიტყვებით,
მართლაც დამეხმარა, ერთი ეშმაკობა იყო – ბურთის ორივე
ხელით ისე დაჭერა, როცა ცერები ერთმანეთს თითქმის ეხებიან.
სწორედ მაშინ ჩნდება დიდებული სიმსუბუქის გრძნობა.
ბურთი თავისით, სტვენით მიფრინავს წინ, – იგი ცდილობს,
ხელებით აჩვენოს, ეს როგორ ხდება.
– ეჰ, ჰარი, – ამბობს დაღვრემილი ტოთერო, – როდესაც ჩემთან
72
მოხვედი, სროლა უკვე იცოდი. მე მხოლოდ გამარჯვებისკენ
სწრაფვა შთაგაგონე. სწრაფვა სრულყოფილებისკენ.
– რომ იცოდეთ, ჩემი საუკეთესო თამაში ის კი არ იყო, როცა
ალენვილთან მატჩში ორმოცი ქულა დავაგროვე, არამედ
ბოლოსწინა კლასში. სეზონის დასაწყისში ოლქის შორეულ
ბოლოში გავემგზავრეთ, პატარა სასაცილო პროვინციულ
სკოლაში, სადაც ექვსივე კლასში ასიოდე მოსწავლე
სწავლობდა. რა ერქვა? ჩიტის ბუდე? თუ რაღაც ამის მსგავსი.
თქვენ გემახსოვრებათ.
– ჩიტის ბუდე? არა, არ მახსოვს, – პასუხობს ტოთერო.
– მე მგონი, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ისინი
შეჯიბრების პროგრამაში ჩავრთეთ. იქ ერთი ციცქნა სასაცილო,
კვადრატული სპორტდარბაზი იყო, მაყურებლები კი სცენაზე
ისხდნენ. სახელწოდებაც სასაცილო ჰქონდა.
– ჩიტის ბუდე, – იმეორებს ტოთერო. იგი შეწუხებულია და
გამუდმებით ყურს ისრესს.
– ორიოლი![8] – შესძახებს გახარებული ბაჭია, – საშუალო
სკოლა «ორიოლი». პატარა, მიყრუებული ქალაქი. ეს
სპორტული სეზონის დასაწყისში მოხდა, ასე რომ, ჯერ კიდევ
თბილოდა და ავტობუსით მგზავრობისას მინდვრებზე ჩალის
ბულულები ვიგვამებივით მოჩანდა. მთელი სკოლა სიდრით
იყო გაჟღენთილი, მახსოვს, ამის შესახებ იხუმრეთ კიდეც. ისიც
მითხარით, ეს ყველაფერი გულთან ახლოს არ მიმეტანა, აქ
სავარჯიშოდ ჩამოვედით და არა მათ გასანადგურებლადო.
– შენ ჩემზე უკეთესი მახსოვრობა გქონია, – ამბობს ტოთერო.
ოფიციანტი ბრუნდება, ტოთერო აღარ ელოდება, როდის
დააწყობს იგი ყველაფერს მაგიდაზე და ჭიქას პირდაპირ
ლანგრიდან იღებს.
– მაშ, ასე, – განაგრძობს ბაჭია, – ჩავდივართ და თამაშს
ვიწყებთ, მათი ფერმერების ხუთეული კი ერთ ადგილს
ტკეპნის. სწრაფად ვაგროვებთ თხუთმეტ ქულას, მე კი
გულთან ახლოს არაფერი მიმაქვს. სცენაზე ოცამდე
მაყურებელი ზის. შეხვედრა ამხანაგურია, სანერვიულოც
არაფერია. საოცარი გრძნობა მიჩნდება – თითქოს ყველაფერი
შემიძლია, მხოლოდ უნდა ვირბინო, პასები გავაკეთო და მეტი
არაფერი. უეცრად ვხვდები, ხომ გესმით, ვხვდები, რომ
73
ყველაფრის უნარი შემწევს. მეორე ნახევარში სულ რაღაც
ათჯერ ვტყორცნი, ყოველ ჯერზე ბურთი პირდაპირ კალათში
მიფრინავს და ისე ვარდება შიგ, რომ ბადეს არც კი ეხება,
თითქოს ჭაში კენჭებს ვისროდე. ეს ტეტიები კი აქეთ-იქით
დაქრიან, ოფლში იწურებიან, მხოლოდ ორი სათადარიგო
მოთამაშე ჰყავთ, მაგრამ ჩვენი გუნდი მათ ლიგაში არაა და
მათთვისაც სულერთია. ერთადერთი მსაჯი სცენის კიდეზე
იხრება და მათ მწვრთნელს ესაუბრება. საშუალო სკოლა
«ორიოლი». აი, ასე. შემდეგ კი მათი მწვრთნელი გასახდელში
მოდის, სადაც ორივე გუნდი ტანსაცმელს იცვლის, კარადიდან
სიდრით სავსე დოქს იღებს და წრეზე ჩამოატარებს. ნუთუ არ
გახსოვთ? – უცნაური და სასაცილოც კია, რომ ვერაფრით
ხვდებიან, რა არის ამაში განსაკუთრებული. ბაჭია თავის
თეფშს უბრუნდება. დანარჩენებმა უკვე მიირთვეს და მეორე
ჭიქას სვამენ.
– დიახ, სერ, როგორც გქვიათ, მართლაც საყვარელი ბიჭი ხართ,
– ამბობს მარგარეტი.
– ყურადღებას ნუ მიაქცევ, ჰარი, – წარმოთქვამს ტოთერო, –
ბოზები ყოველთვის ასე ლაპარაკობენ.
მარგარეტის ხელი ტანს მოსწყდება, მაგიდას გადასწვდება და
კაცს პირდაპირ კბილებში ხვდება.
– ტუშე, – გულგრილად ამბობს რუთი.
ყველაფერი ისე წყნარად ხდება, რომ ჩინელი, რომელიც
მაგიდიდან ზედმეტ თეფშებს იღებს, ვერაფერს ამჩნევს და არც
არაფერი ესმის.
– ჩვენ მივდივართ, – აცხადებს ტოთერო და წამოდგომას
ცდილობს, მაგრამ თეძოთი მაგიდას ეჯახება, ჩერდება და
კუზიანივით მოხრილი დგას. დარტყმისგან პირი ოდნავ
მოღრეცია. ბაჭია თვალს არიდებს ყოყოჩობის, სირცხვილისა და,
რაც უფრო უარესია, სიამაყის თუ პატივმოყვარეობის ამ
ორაზროვან, ავადმყოფურ ნარევს. ცალყბა ღიმილისგან
დაღმეჭილი ტუჩებიდან ორი სიტყვა მოფრინავს, – მოდიხართ,
ძვირფასო?
– ბოზიშვილი, – პასუხობს მარგარეტი. მაგრამ მისი კაკალივით
მკვრივი სხეული კაბინიდან გასხლტება, იგი უკან იხედება,
ამოწმებს, მაგიდაზე სიგარეტი ან საფულე ხომ არ დარჩა, –
74
ბოზიშვილი, – იმეორებს იგი. არის რაღაც ლამაზი იმ
აღუშფოთველობაში, რომლითაც ამ სიტყვას წარმოთქვამს.
ახლა ორივენი უფრო მშვიდად გამოიყურებიან.
ბაჭიას მაგიდიდან წამოხტომა სურს, მაგრამ ტოთერო
საჩქაროდ ადებს მხარზე ხელს. მოთამაშეთა სკამზე მჯდარ
ბაჭიას ხშირად უგრძნია მწვრთნელის მტკიცე ხელის შეხება
ზურგში მსუბუქად წამორტყმის წინ, რაც სათამაშოდ გასვლის
მანიშნებელი იყო.
– არა, არა, ჰარი. დარჩი. ჩვენს უხეშობას ყურადღებას ნუ
მიაქცევ. ცოტა ხნით მანქანას ხომ ვერ მათხოვებდი?
– რა? მე ხომ მის გარეშე ვერსად წავალ.
– ჰო, ჰო, მართალი ხარ, მაპატიე, გეთაყვა.
– არა, მინდოდა მეთქვა, რომ თუ გჭირდებათ... – მას არ სურს იმ
მანქანის თხოვება, რომელიც მისი მხოლოდ სანახევროდაა.
ტოთერო ამას ხვდება.
– არა, არა. სულელური იდეა იყო. ღამე მშვიდობისა.
– დაჯირჯვებული ბებერი ყეყეჩი, – ეუბნება მას მარგარეტი.
ტოთერო თანამგზავრს მზერას შეავლებს და მაშინვე
ფაცხაფუცხით ხრის თვალებს. ჰარი ხედავს, რომ ქალი
მართალია.
ტოთერო
მართლაც
გაფიჟვინებულა,
სახე
ჩაფუშული ბუშტივით მოღრეცია. მაგრამ ეს ბუშტი ბაჭიას ისე
შესცქერის,
როგორც
რაღაც
მნიშვნელოვანი
აზრით
გაჯერებული, წყალივით მძიმე და უფორმო.
– შენ სად წახვალ? – ეკითხება ტოთერო.
– ყველაფერი კარგად იქნება. ფული მაქვს. სასტუმროში
ნომერს ავიღებ, – პასუხობს ბაჭია. მას შემდეგ, რაც ტოთეროს
თხოვნაზე უარი უთხრა, უნდა, რომ იგი მალე წავიდეს.
– ჩემი სავანის კარი ღიაა, – ამბობს ტოთერო, – მართალია, იქ
მხოლოდ ერთი საწოლი დგას, მაგრამ მატრასის გაკეთებაც
შეიძლება...
– არა, არა, – გადაჭრით ეწინააღმდეგება ბაჭია, – თქვენ მე
სიცოცხლე შემინარჩუნეთ, მაგრამ არ ვაპირებ ტვირთად
75
დაგაწვეთ. ყველაფერი კარგად იქნება. ისედაც არ ვიცი,
მადლობა როგორ გადაგიხადოთ.
– ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ, – ჰპირდება ტოთერო და მარგარეტს
უკანალზე ხელს თითქოს შემთხვევით წამოარტყამს.
– იცოდე, მოგკლავ, – ეუბნება მარგარეტი და ორივენი მიდიან.
უკნიდან ისინი მამა-შვილს ჰგვანან, დახლს გაივლიან, სადაც
ოფიციანტი ამერიკელ ქალიშვილს ესაუბრება და შუშის კარით
გარეთ გადიან. მარგარეტი წინ მიდის. თითქოს ასეც უნდა
იყოს, თითქოს ხის ფიგურები არიან, რომლებიც ძველებურ
ბარომეტრს ტოვებენ და კვლავ უბრუნდებიან.
– ღმერთო ჩემო, ტოთერო საშინელ ფორმაშია.
– ვინღაა ახლა კარგ ფორმაში? – ამბობს რუთი.
– თუნდაც თქვენ.
– გინდათ მითხრათ, რომ კარგ მადაზე ვარ?
– მომისმინეთ, თქვენ, მგონი, კომპლექსი გაწუხებთ დიდი
სხეულის გამო. სულაც არა ხართ მსუქანი. ჩემი აზრით, ძალზე
პროპორციული აღნაგობა გაქვთ.
ქალი იცინის, შემდეგ ჩუმდება, ბაჭიას შესცქერის, კვლავ
იცინის, ორივე ხელს მხარზე ადებს და ეუბნება:
– ბაჭიავ, თქვენ ნამდვილი ქრისტიანი ჯენტლმენი ხართ.
ქალის პირიდან საკუთარი სახელის გაგონებაზე კაცი სითბოს
მოზღვავებას გრძნობს.
– ნეტავ რა მიზეზით დაარტყა? – კითხულობს იგი და
ხითხითებს, თან ეშინია, ქალმა მხარზე დადებული ხელი
ხუმრობით ფერდზე არ მიაჭიროს. მისი მტკიცე ტაცი ამგვარ
შესაძლებლობას სულაც არ გამორიცხავს.
– მას მოსწონს ხალხის ცემა. ერთხელ მეც დამარტყა.
– ალბათ, აიძულეთ, რომ ასე მოქცეულიყო.
ქალი მისი მხრიდან ხელებს იღებს და მაგიდაზე აწყობს.
– ტოთერომაც აიძულა. მასაც მოსწონს, როდესაც ურტყამენ.
76
– თქვენ მას ასე კარგად იცნობთ?
– მარგარეტი მიყვებოდა მის შესახებ.
– ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მას იცნობთ. ის ქალი
სულელია.
– რაც მართალია, მართალია. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ,
როგორი სულელია.
– ძალიან კარგადაც წარმოვიდგენ. მის ტყუპისცალზე ვარ
დაქორწინებული.
– აუჰ! დაქორწინებული.
– ერთი იმაში გამარკვიეთ, რონი ჰარისონზე რას ამბობდით?
იცნობთ?
– თვითონ რას ამბობდით? დაქორწინებული ვარო, არა?
– ვიყავი დაქორწინებული. ახლაც დაქორწინებული ვარ.
იგი ნანობს, რომ ამ საკითხს შეეხო. უზარმაზარი ბუშტუკი,
საკუთარი საოცარი მდგომარეობის გაცნობიერება გულზე
მძიმედ აწვება. ასე ადრეც ემართებოდა, ბავშვობაში, როდესაც
შაბათ საღამოს სახლისკენ მიმავალი უეცრად გრძნობდა, რომ
ირგვლივ ყველაფერი – ხეები თუ ქვაფენილი – ცხოვრება იყო,
ერთადერთი და განუმეორებელი რეალობა.
– ახლა სად არის?
ესღა აკლდა – თუ ბიჭი ხარ, უპასუხე: სად შეიძლებოდა
წასულიყო ჯენისი?
– ის, ალბათ, თავის მშობლებთანაა. მე მხოლოდ გუშინ
მივატოვე.

ოჰ,
მაშასადამე,
მიგიტოვებიათ.
შვებულებაში
ყოფილხართ.
არ
– არა, არა, მგონი, მივატოვე.
ოფიციანტს მათთვის შირბახტის ღვეზელი მოაქვს. ბაჭია
გასასინჯად ერთ ცალს იღებს, ფიქრობს, რომ მაგარია, ჩაკბეჩს
და ძალზე ნასიამოვნები რჩება, როდესაც თხელი ქერქიდან
პირში რბილი, ბლანტი ჟელე ეღვრება.
77
– თქვენი მეგობრები აღარ დაბრუნდებიან? – კითხულობს
ოფიციანტი.
– მაგაზე ნუ დარდობთ. მე გადავიხდი, – პასუხობს ბაჭია.
ჩინელი თავის მიჭყლეტილ წარბებს მაღლა სწევს, იღრიჯება
თუ იღიმება და მიდის.
– მდიდარი ხართ? – აინტერესებს რუთს.
– არა, ღარიბი.
– ნუთუ მართლა სასტუმროში აპირებთ ღამის გათევას?
ორივენი კიდევ რამდენიმე ღვეზელს იღებენ. თეფშზე სულ
ოცამდეა.
– დიახ. ახლა ჯენისზე მოგიყვებით. მე მის მიტოვებას იმ
წუთამდე არ ვაპირებდი, სანამ მისგან არ წამოვედი. ჩემთვის
უეცრად ცხადი გახდა, რომ სხვაგვარად შეუძლებელი იყო. იგი
ხუთი ფუტი და ექვსი დუიმია, შავგვრემანი...
– არავითარი სურვილი არა მაქვს, მის შესახებ რაიმე
მოვისმინო, – გადაჭრით ამბობს რუთი. როდესაც თავს
გადასწევს და ჭერზე სანათებს ათვალიერებს, მისი ნაირფერი
თმა ერთგვაროვანი, მუქი შეფერილობის ხდება. სინათლე თმას
უფრო უხდება, ვიდრე სახეს – ჰარისკენ მომართულ მხარეს,
პუდრის ქვემოდან, რაღაც ლაქების თუ ხუწუწების კვალი
მოჩანს.
– სურვილი არა გაქვთ, – ამბობს ბაჭია. მკერდიდან ბუშტუკი
მოგორავს. თუ ეს არავის ადარდებს, მას რატომღა უნდა
აწუხებდეს? – კარგი. რაზე ვისაუბროთ? რამდენს იწონით?
– ას ორმოცდაათს.
– ერთი ციცქნა ყოფილხართ. მეორე ქვესაშუალო წონა. არ
გეხუმრებით. ვის რაში სჭირდება ცარიელი ძვალი და ტყავი?
თქვენი წონის ყოველი გირვანქა ნამდვილი საგანძურია.
იგი უმიზნოდ ლაქლაქებს, უხარია და იმიტომ. მაგრამ მის
სიტყვებში რაღაც ისეთი გაისმის, რაც ქალს ყურებს
დააცქვეტინებს.
– თქვენ ძალიან ჭკვიანი ხართ, – ამბობს იგი და თვალებთან
78
ცარიელ ბოკალს მიიტანს. ეს არის ბრტყელი პატარა ვაზა
მოკლე ფეხზე, სწორედ ისეთი, რომლებშიც დაბადების დღის
აღსანიშნავ პიჟონურ წვეულებებზე ნაყინს დებენ. ქალის
სახეზე არეკლილი სინათლის მკრთალი რკალები მიცურავს.
– არც საკუთარი წონის შესახებ გსურთ საუბარი. ჰმ, – იგი
პირში მორიგ ღვეზელს გადაუშვებს და ელოდება, თუ როდის
გაუვლის ჟელეს ცხარე გემოს პირველი შეგრძნება, – კეთილი.
მოდი, ფირფიტა გადავატრიალოთ. იცით, რა გჭირდებათ თქვენ
– მის ამერიკას? «მაგიური სახეხელა». ინარჩუნებს ვიტამინებს.
სპობს ზედმეტ ცხიმებს. პლასტმასის ხრახნის ერთი ბრუნი და
შეგიძლიათ გახეხოთ სტაფილო ან გათალოთ თქვენი მეუღლის
ფანქრები. ერთი სიტყვით, ყველაფერში გამოიყენებთ.
– კარგი, რა. მორჩით სისულელეებს.
– კარგი.
– მოდი, რაიმე სასიამოვნოზე ვილაპარაკოთ.
– თანახმა ვარ. თქვენ დაიწყეთ.
იგი ღვეზელს მოკბეჩს და პირგამოტენილი ბაჭიას შესცქერის,
დაბერილი ტუჩების კუთხეები სასაცილოდ დაუშვია. ღეჭვის
დროს სახეზე უსაზღვრო კმაყოფილება ეტყობა. ბოლოს იგი
ლუკმას გადაყლაპავს, მრგვალ ცისფერ თვალებს ფართოდ
დააჭყეტს, ერთს ამოიოხრებს, რაღაცის თქმას დააპირებს,
მაგრამ ამის ნაცვლად სახეში შესცინებს.
– მაცალეთ, – ამბობს იგი, – ახლავე, – შემდეგ თავის ბოკალში
ჩაიხედავს, დაძაბულად ფიქრობს, მაგრამ მხოლოდ ამის თქმას
ახერხებს, – არ არის საჭირო სასტუმროში ცხოვრება.
– მომიწევს. მითხარით, რომელია უკეთესი.
მას ინტუიცია კარნახობს, რომ ქალმა ბევრი რამ უნდა იცოდეს
სასტუმროების შესახებ. იქ, სადაც მისი კისერი შეუმჩნევლად
გადადის მხარზე, თეთრად მოჩანს პატარა ღრმული, და კაცი
ყურადღებიან მზერას სწორედ ამ ნაწილს მიაპყრობს.
– ყველა ძვირი ღირს, – ამბობს რუთი, – ყველა. პატარა ოთახიც
კი ძვირია.
– თქვენი ბინა სად მდებარეობს?
79
– აქვეა. სამარ-სტრიტზე. მეორე სართული, ექიმის კაბინეტის
თავზე.
– მარტო ცხოვრობთ?
– დიახ. მეგობარი გამითხოვდა.
– თუ არ მუშაობთ, ბინის ქირას როგორ იხდით?
– ამით რისი თქმა გსურთ?
– არაფრის. თვითონვე მითხარით, რომ არსად მუშაობთ. ფასს
ხომ არ მეტყოდით?
რუთი მას დაძაბული ცნობისმოყვარეობით შესცქერის,
რომელიც
კაცმა
თავიდანვე
შეამჩნია,
ჯერ
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბაჭია, გაიქეცი - 06
  • Parts
  • ბაჭია, გაიქეცი - 01
    Total number of words is 3433
    Total number of unique words is 2215
    26.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 02
    Total number of words is 3499
    Total number of unique words is 2225
    26.3 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 03
    Total number of words is 3427
    Total number of unique words is 2194
    25.0 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 04
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2072
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 05
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 1933
    30.2 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 06
    Total number of words is 3617
    Total number of unique words is 1984
    27.5 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 07
    Total number of words is 3493
    Total number of unique words is 2095
    28.6 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 08
    Total number of words is 3486
    Total number of unique words is 2109
    28.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 09
    Total number of words is 3502
    Total number of unique words is 2013
    31.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 10
    Total number of words is 3544
    Total number of unique words is 2147
    28.5 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 11
    Total number of words is 3569
    Total number of unique words is 2032
    32.7 of words are in the 2000 most common words
    47.7 of words are in the 5000 most common words
    55.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 12
    Total number of words is 3510
    Total number of unique words is 2059
    30.6 of words are in the 2000 most common words
    45.5 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 13
    Total number of words is 3591
    Total number of unique words is 1943
    33.0 of words are in the 2000 most common words
    47.2 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 14
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 2083
    30.7 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 15
    Total number of words is 3577
    Total number of unique words is 2014
    32.1 of words are in the 2000 most common words
    46.9 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 16
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 2146
    29.1 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 17
    Total number of words is 3593
    Total number of unique words is 2071
    31.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 18
    Total number of words is 3688
    Total number of unique words is 1980
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 19
    Total number of words is 3592
    Total number of unique words is 2047
    31.0 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 20
    Total number of words is 3531
    Total number of unique words is 2076
    29.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 21
    Total number of words is 3534
    Total number of unique words is 2055
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 22
    Total number of words is 36
    Total number of unique words is 35
    22.8 of words are in the 2000 most common words
    36.9 of words are in the 5000 most common words
    39.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.