Latin

კენტავრი - 11

Total number of words is 3700
Total number of unique words is 2293
26.4 of words are in the 2000 most common words
39.1 of words are in the 5000 most common words
46.7 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ეს და სხვა უფრო მომცრო რეკლამებიც - ისარი, საყვირი, მიწის თხილი, ტიტა, ჰაერში ანარეკლებს ფანტავდნენ და მოედნის თავზე გაშლილ გამჭირვალე
სიბრტყეზე ელავდნენ ჩემი ფანჯრის სიმაღლეზე. ავტომობილები, შუქნიშნები,
გამვლელთა მთრთოლვარე სილუეტები - ყველაფერი ეს მაგარი სასმელივით
მაბრუებდა. თვალებით ხარბად ვნთქავდი უცნაურ სასმელს და ამ ბუღში
მომავალს ვჭვრეტდი. ქალაქი. ის ჩემს წინაა გაშლილი: ოთახის კედლებზე, სადაც
აქამდე მარტო ვიდექი,
რეკლამების ჩრდილები დახტოდნენ. მე ყოვლისმხილველი და ყველასაგან
უხილავი მაყურებელი, ფანჯარას მოვცილდი და ტანთ გახდა განვაგრძე; ისეთი
გრძნობა მქონდა, თითქოს ჩემი ფუფხის ნაცვლად უხეშ, დაწინწკლულ ფოთლებს
ვეხებოდი, რომლებიც ნაზსა და სათუთ, ვერცხლისფერ ნაყოფს ფარავდნენ.
ტრუსების ამარა ვიდექი მორევის პირად; ლერწმებს შორის, ქვიშაზე, ჩემი
შიშველი ფეხების ნაკვალევი მოჩანდა; ოლტონი უკვე ღამეულ ტბაში ბანაობდა.
ფანჯრის უსწორ-მასწორო მინებში სველი ჩირაღდნების ცეცხლი იმტვრეოდა.
146
აკრძალულისა და მიუწვდომელის უბიწო განცდამ ქარიშხალივით მომცელა, და
უეცრად ვიგრძენი, მარტორქა ვარ-მეთქი.
ოლტონი განივრცო. სინათლით მოფენილ ქუჩებს თეთრი მკლავებივით
იწვდიდა მდინარისაკენ. მბრწყინავი თმა ტბის ზედაპირზე მიმოეფანტა.
ვიგრძენი, რომ მეც ვიზრდებოდი, ვიზრდებოდი იქამდე, ვიდრე მოყვარულმა და
სასურველმა, მხილველმა და ხილულმა, რამდენიმე მძლავრი ამოსუნთქვით
მთლად არ შევიწოვე საკუთარი თავი, ქალაქი და მომავალი და ამ წუთებში
ჭეშმარიტად ყველაფრის ცენტრში აღმოვჩნდი, დრო დავთრგუნე. ვზეიმობდი.
მაგრამ ქალაქი კვლავ ცოცხლობდა და ციმციმებდა ფანჯრის მიღმა, მან გამჭოლი
ტყვიასავით თავისუფლად
გამიარა და განმეშორა ქედუხრელი; მე კი, ყველაფრისაგან დაცლილი,
დავჩიავდი და არარაობად ვიქეც. აჩქარებით გადავიცვი თეთრეული, თითქოს
ჩემი ნამცეცა სხეული გამდნარი კრისტალების გროვა იყო და თუ ავკრეფდი,
სამუდამოდ გაქრებოდა; მერე საწოლში შევწექი და კედლისკენ გადავბრუნდი;
ცივი ზეწრები მარმარილოს ფოთლებივით აიშალა და მიწის წიაღში ჩაკარგული
გამხმარი თესლივით ვიგრძენი თავი.
უფალო შემიწყალე, შემიწყალე, დაიფარე მამაჩემი, დედაჩემი, ბაბუაჩემი და
ძილი მომანიჭე.
როგორც კი ზეწრები გათბა, კვლავ ადამიანის ტოლა გავხდი, თვლემა მომერია და
უზარმაზარის შეგრძნება, ერთსა და იმავე დროს ცოცხალიც და მოდუნებულიც,
ისევ გამიჯდა ყველა უჯრედში; ახლა უკვე თავი გოლიათად მეჩვენებოდა,
რომლის ერთ ნეკა თითშიც სამყაროს მთელი გალაქტიკები მოქცეულიყო. ეს
გრძნობა დროსაც ისევე მოიცავდა, როგორც სივრცეს; ისე უბრალოდ, როგორც
იტყვიან ხოლმე: „წუთი გავიდაო“, ჩემთვის მარადისობამ განვლო მას შემდეგ,
რაც ლოგინიდან ავდექი,
წითელი პერანგი გადავიცვი, დედას ფეხი დავუბაკუნე, მავთულის გაყინულ
ღობეში ხელი გავყავი, რომ ძაღლს მოვფერებოდი და ჭიქა ფორთოხლის წვენი
გადავკარი. ამ მოგონებებმა ვარსკვლავების შორეულ ნისლზე დაბეჭდილი
ფოტოსურათებივით გამიელვა თვალწინ; მერე ლორენ ბეკელისა და დორის
დეის სახეები ამოტივტივდა და ამ სახეების წყალობით ყოველდღიურ
სინამდვილეს დავუბრუნდი. ახლა უკვე დეტალებს ვამჩნევდი: შორეული ხმების
გუგუნს, ჩემგან სულ რამდენიმე ფუტის დაშორებით სკამის ფეხზე დახვეულ
მავთულის სპირალს და ოთახის კედლებზე მოციმციმე სინათლის ათინათებს,
რომლებიც საშინლად მაღიზიანებდა. ლოგინიდან ავდექი, ფარდები ჩამოვუშვი
და ისევ დავწექი. როგორ თბილოდა ამ ოთახში იმ ოთახთან შედარებით,
ფაირტაუნში რომ მქონდა! დედა გამახსენდა და პირველად ვიგრძენი, რომ
147
მომენატრა; მინდოდა კვლავ მეყნოსა ფაფის სურნელი, ყველაფერი დამვიწყნოდა
და მეცქირა, როგორ ფუსფუსებდა ის სამზარეულოში. როდესაც ვნახავ,
აუცილებლად ვეტყვი, რომ მივხვდი, რატომ მიუწევდა გული ასე ფერმისკენ, და
რომ სრულებით არ ვამტყუნებ. ბაბუას მიმართაც მეტი პატივისცემა უნდა
გამოვიჩინო და დავუჯერო, რასაც მეტყვის, რადგან...
რადგან... მისი დღეები დათვლილია.
მგონია, მამა სწორედ ამ წუთს შემოვიდა ოთახში - მე ალბათ უკვე მეძინა.
ვგრძნობდი, რომ ტუჩები დამისივდა, შიშველი ფეხები დამიგრძელდა და
დამირბილდა, თითქოს ძვლები გამოეცალათ. მამის დიდმა, შავმა სილუეტმა
კუთხეში ჩამოშვებული ფარდის კიდესთან გაწოლილი სინათლის ვარდისფერი
ზოლი გადაჭრა. ვიგრძენი, როგორ დადო ჩემი სახელმძღვანელოები.
- გძინავს, პიტერ?
- არა, სად იყავი?
- დედაშენს და ელ ჰამელს დავურეკე. დედამ შემოგითვალა, არაფერზე არ
იდარდოო, ელი კი ხვალვე მოგვაშველებს საბარგო მანქანას. ელმა თქვა, ალბათ
კარდნის ლილვია ფაფუჭებულიო და ნახმარის შოვნას დამპირდა.
- თავს როგორ გრძნობ?
- მშვენივრად. ახლა ვესტიბიულში ერთ ჯენტლმენს ველაპარაკე, საუცხოო
ადამიანია:
აღმოსავლეთ შტატებში მოგზაურობს, მსხვილ მაღაზიებს და კომპანიებს
სარეკლამო რადიოგადაცემების მოწყობის თაობაზე კონსულტაციას უწევს. ოცი
ათასი აქვს წლიური შემოსავალი, თანაც ორ თვეს ისვენებს. ავუხსენი, რომ შენ
სწორედ ასეთი შემოქმედებითი მუშაობა გიზიდავს; მითხრა, სიამოვნებით
გავიცნობო. მინდოდა ამოსვლა და შენი დაძახება, მაგრამ მერე ვიფიქრე, ალბათ
სძინავს-მეთქი.
- გმადლობ, საჭირო არ არის, - მივუგე.
მამის სილუეტი, ვიდრე იგი პიჯაკს, ყელსახვევსა და პერანგს გაიძრობდა,
ბოლთასა სცემდა და სინათლის ზოლს ფარავდა.
გაეცინა.
148
- მაშ, ჯანდაბამდე გზა ჰქონია, არა? მგონი, ასე აჯობებს. ეგ ისეთი ხალხია, ცენტის
გულისთვის ყელს გამოგღადრავენ. მაგისთანების მეტი რა მინახავს, თვალსა და
ხელს შუა გაგაცურებენ.
როგორც იქნა, მამა ჩაწვა, ზეწრების შარიშური შეწყდა. როცა სიჩუმე ჩამოვარდა,
მითხრა:
- ნუ ჯავრობ შენს მოხუცზე, პიტერ, ღმერთი მოწყალეა.
- არ ვჯავრობ. ღამე მშვიდობისა. ცოტა ხანს ისევ სიჩუმე ჩამოწვა, მერე კი ბნელში
გაისმა:
- ძილი ნებისა, როგორც ჩვენი ბაბუა იტყოდა.
უეცრად, ბაბუას ხსენებაზე, უცხო ოთახში ისე ვიგრძენი თავი, როგორც საკუთარ
სახლში და ჩამეძინა, თუმცა დერეფანში ვიღაც ქალი ხითხითებდა და ყოველ
სართულზე კარის განუწყვეტელი ჯახუნი ისმოდა.
მშვიდი და ღრმა ძილით მეძინა, სიზმარს კი კანტიკუნტად ვხედავდი და როცა
გამეღვიძა, სიზმრიდან გამომყვა მხოლოდ უსასრულოდ გრძელი ქიმიური
ლაბორატორია,
სადაც
თითქოს
უთვალავ
სარკეში
არეკლილიყო,
მომრავლებულიყვნენ ჩვენი სკოლის ას მეშვიდე ოთახისეული კოლბები,
სინჯარები და ბენზინის სანთურები. მაგიდაზე შუშის პატარა ქილა იდგა,
სწორედ ისეთი, როგორშიც ბებია ვაშლის ხილფაფას ინახავდა ხოლმე. შუშა
მქრქალი მინისა იყო. ავიღე, სახურავს ყური მივადე და ჩუმი, მაგრამ მკაფიო ხმა
გავიგონე, - ასე ექიმები ასახელებენ ციფრებს, როცა ვისიმე სმენას ამოწმებენ;
ოდნავ გასაგონი ხმა გარკვევით იმეორებდა: „სიკვდილი მწყურია, სიკვდილი
მწყურია“.
მამა ამდგარიყო და ტანთ ჩაეცვა. ფარდა გადაეწია, ფანჯარასთან იდგა და
გაჰყურებდა, როგორ ეუფლებოდა ნაცრისფერი დილა ქალაქს. ცა ამღვრეული
იყო; ღრუბლები უზარმაზარი ფუნთუშებივით ეკიდა ქალაქის აგურისფერ
ჰორიზონტზე. მამამ ფანჯარა გამოაღო, რათა ოლტონის სული შეეგრძნო. ჰაერი
გუშინდელს აღარ ჰგავდა: უფრო ლბილი, მღელვარე და ფრთხილი გამხდარიყო.
რაღაც უნდა დაგვტყდომოდა თავს.
ქვევით, ჩვენი წუხანდელი მეკარის ნაცვლად სხვა დაგვხვდა, უფრო
ახალგაზრდა. გამოჯგიმული იდგა თავის მაგიდასთან და არ იღიმებოდა.
- მოხუცი ჯენტლმენი უკვე შეცვალეს? - იკითხა მამამ.
- სასაცილო ამბავი მოხდა, - მიუგო ახალმა მეკარემ, გაღიმება არც ახლა უცდია, ჩარლიმ წუხელ სული განუტევა.
149
- რაო? როგორ?
- აბა რა ვიცი. როგორც ამბობენ, დაახლოებით დილის ორ საათზე მომხდარა. მე
რვაზე უნდა შემეცვალა. ამდგარა, საპირფარეშოში შესულა, დაცემულა და
მომკვდარა. ალბათ, გული გაუსკდა. სასწრაფოს გამოუძახეს, არ გაგიგიათ?
- მაშ ჩემი მეგობრისათვის მოჰკიოდა სირენა? ვერ დამიჯერებია. ნამდვილი
ქრისტიანივით მოგვექცა.
- მაინცდამაინც კარგად არ ვიცნობდი.
გრძელი ახსნა-განმარტების შემდეგ მეკარე ჭოჭმანით დათანხმდა მამას ჩეკის
აღებაზე.
მე და მამამ ჯიბეები ამოვიფხიკეთ და ხურდას მოვუყარეთ თავი, რომ მოძრავ
რესტორანში გვესაუზმა. საფულეში დოლარიანი მეგულებოდა, მაგრამ არაფერი
ვთქვი, შავი დღისთვის შემოვინახე. რესტორანში, დახლთან, გამოუძინებელი,
მოღუშულსახეებიანი მუშები ირეოდნენ. გულზე მომეშვა, როცა დავინახე, რომ
სამზარეულოს ჩვენი გუშინდელი მაწანწალა მგზავრი არ განაგებდა. მაჭკატები
და ლორი შევუკვეთე და საუზმეს მრავალი წლის მანძილზე პირველად ჩავატანე
გემო. მამამ რძიანი ხორბლის ბურბუშელა მოითხოვა, რამდენიმე კოვზი
გადაყლაპა და განზე გასწია თეფში. მერე საათს დახედა. 7.25. უჩვენებდა. მამამ
ბოყინი შეიმაგრა, გაფითრდა და თვალები ჩაუცვივდა. როცა შემატყო, რომ
შეშინებული ვაკვირდებოდი, მითხრა:
- ვიცი, ჯოჯოხეთის მაშხალას ვგავარ. პირს სკოლაში გავიპარსავ საქვაბეში,
ჰელერი მომცემს პირსაპარსს.
ერთ დღე-ღამეში წამოზრდილი ჯაგარი დილის ჭირხლივით ნაცრისფრად
მოსდებოდა მის ლოყებსა და ნიკაპს.
რესტორნიდან გამოვედით და სამხრეთისკენ გავემართეთ, სადაც სახურავებს
ზემოთ
გამოკიდული ნეონის მილებისაგან ნაკეთები ბუ ჩამქრალიყო და
გაქვავებულიყო. დათბა. ზამთრის გამჭვირვალე ნისლი ახლა სველ ასფალტს
ლოკავდა. მეხუთე ქუჩისა და უაიზერ სტრიტის კუთხეში ტრამვაიში ჩავსხედით.
თითქმის ცარიელ ვაგონში თბილოდა, ჩალის სკამები მხიარულად ელავდნენ. ამ
მიმართულებით იშვიათად თუ იმგზავრებდა ვინმე, ქალაქი იზიდავდა ყველას.
ოლტონი შეთხელდა; მჭიდროდ ჩარაზმული შენობები ალაგ-ალაგ
ჩაფშვნილიყო, როგორც მდინარემ იცის ყინულთმსხვრევის დროს; შორეულ
150
ფერდობს მეჩხერი სიმწვანე ფარავდა. მთის ძირში კი ერთმანეთს მიკვროდნენ
ახალი, პაწია, თითქოს პასტელით ნახატი სახლები. გრძელი დაღმართი
ჩავიარეთ. გამოჩნდა ნაყინის გამყიდველის კიოსკი, რომელსაც დიდი თაბაშირის
ჭიქა ამშვენებდა, მერე დაიწყო ფერადი აგურით ნაგები ოლინჯერის სახლები.
მარცხნივ სასკოლო ნაკვეთი და მოწითალო-ნარინჯისფერი აგურის შენობა
დავინახე; მაღალი საქვაბე მილი სოლივით შეჭრილიყო ცაში. ჰამელის გარაჟთან
გადმოვედით. ჩვენი „ბიუიკი“ ჯერ არ მოეტანათ. დღეს არ დაგვიგვიანია;
პირველი მანქანები ეს-ეს არის შებობღდნენ სადგომზე. ნარინჯისფერმა
ავტობუსმა გზის პირთან მოუხვია და უცებ დაამუხრუჭა. ნაირფერ ტანსაცმელში
გამოწყობილი მოსწავლეები, რომლებიც შორიდან ჩიტის ტოლა ჩანდნენ, წყვილწყვილად გამოფრთხიალდნენ ავტობუსიდან.
მე და მამა იმ ქუჩას დავყევით, რომელიც სკოლისპირა პაწია მდელოს ჰამელის
გარაჟისაგან ჰყოფდა, ქვაფენილზე კორიანტელი ავარდა და წინ გაგვიძღვა. დიდი
ხნის დამჭკნარი, მკვდარი პეპელას ფრთებივით მსხვრევადი ფოთლები,
ცისფერი კამფეტის ქაღალდი, მტვერი და ნაგავი, თხრილიდან ამოხვეტილი
ბალახბულახი დაშრიალებდა და დაფარფატებდა ჩვენს თვალწინ; გუმანით
ვგრძნობდი, რაღაც უხილავი არსება ტრიალებდა ამ ქარაშოტში, აქეთ-იქით
აწყდებოდა ქუჩის ნაპირებს და მის შრიალა ოხვრასთან ერთად უაზრო სიტყვები
ჩამესმოდა ყურში; გაჩერება მინდოდა, მაგრამ მამა გზას განაგრძობდა. ქარი
შარვლის ტოტებს უფრიალებდა. რაღაც ცივი წვივებში მეძგერა და თვალები
დავხუჭე. როცა ირგვლივ მიმოვიხედე, ქარაშოტი ჩამდგარიყო.
სკოლასთან ერთმანეთს დავშორდით. წესისამებრ მე, სხვა მოსწავლეებთან
ერთად, შუშის კართან უნდა დამეცადა. მამა შევიდა და გრძელ დერეფანში
თავაწეული მიაბიჯებდა. ნაქსოვი ლურჯი ქუდი მოეხადა და გრუზა თმა
ასწეწოდა. კრიალა ფიცარნაგზე მისი ქუსლების ხმამაღალი ბაკუნი ისმოდა.
ფიცრის ამ პერსპექტივაში ის თანდათან დაპატარავდა და როცა ორეულ კარს
მიაღწია, იქცა ჩრდილად, ფარვანად, და ძლივსღა ჩანდა იმ შუქის ფონზე,
რომლის ნათელშიაც შთაინთქა. კარი გაიღო. ის
კარს უკან გაუჩინარდა. ჭირის ოფლმა დამასხა და შიშისაგან ტკივილით
შემეკუმშა გული.
139
152
V
ჯორჯ უ. კოლდუელი, მასწავლებელი, ორმოცდაათი წლისა. მისტერ
კოლდუელი დაიბადა 1896 წლის 21 დეკემბერს ნიუ-იორკის შტატის კუნძულ
სტატენზე. მამამისი, ნეტარხსენებული ჯონ უესლი კოლდუელი, პრინსტონის
უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის სასულიერო სემინარიის აღზრდილი იყო.
დატოვა რა სემინარიის კედლები, სამოღვაწეოდ მან პრესვეტერიანული
მღვდლის გზა აირჩია და მეხუთე თაობად ერთგულად ემსახურებოდა თავისი
წინაპრების სარწმუნოებას. მისი მეუღლე, ქორწინებამდე ფილის ჰართორნი,
სამხრეთის მკვიდრი იყო, ტენესის შტატის ნეშვილის მიდამოებიდან. ამ
მანდილოსანში გარეგნული სილამაზე და შინაგანი მიმზიდველობა შერწყმოდა
გულმხურვალე ღვთისმოსაობას, რაც ესოდენ დამახასიათებელია სამხრეთის
საუკეთესო ოჯახებიდან გამოსული ქალებისათვის. მას არაერთხელ მიუცია
რიცხვმრავალი მრევლისათვის ჭეშმარიტი მორწმუნეობისა და ქრისტიანული
სიმტკიცის მაგალითი; როდესაც მისტერ კოლდუელი, ტრაგიკულად ადრეულ
ასაკში, დაბადებიდან სულ ორმოცდაცხრა წლისა, მოწოდებულ იქნა სხვა
საკურთხევლის წინაშე უზენაესი ვალის მოსახდელად, მისის კოლდუელმა
მეუღლის
ხანგრძლივი ავადმყოფობის მთელი იმ მძიმე წლის მანძილზე შეცვალა იგი
ეკლესიაში და კვირაობით მრავალგზის გვიხილავს კათედრაზე.
უფალმა ორი შვილით დააჯილდოვა ეს ცოლ-ქმარი. ამათგან ჯორჯი უმცროსი
იყო. 1900 წლის მარტში, როცა ჯორჯს სამი წელი შეუსრულდა, მამამისმა
დატოვა თავისი მრევლი კუნძულ სტატენზე, რადგან ნიუ ჯერსის შტატის
პასეიკის პრესვეტერიანულ ეკლესიაში მიიღო მიწვევა. გრიუვ-სტრიტისა და
პასეიკ-ავენიუს კუთხეში ყვითელი მარმარილოთი ნაგები ეს დიდებული შენობა
დღესაც არსებობს, ის სულ ახლახანს შეაკეთეს და გააფართოვეს. ორი
ათწლეულის მანძილზე ჯონ კოლდუელს წილად ხვდა ეკმია თავისი ცოდნის,
გონებამახვილობისა და შეურყეველი რწმენის ნათელი და დაეტკბო მისკენ
სასოებით მზირალი მრევლი. აქ, პასეიკში, რომელიც ოდესღაც აკვაკანონკად
იწოდებოდა, მდინარისპირა წყნარ ქალაქში, რომლის სოფლური მშვენება
იმხანად ჯერ კიდევ ვერ დაეჩრდილა მძლავრად განვითარებულ მრეწველობას,
გაატარა თავისი ყრმობა ჯორჯ კოლდუელმა.
153
დღესაც ბევრს ახსოვს ამ ქალაქში მხიარული ბიჭუნა, საუცხოო სპორტრსმენი,
რომელსაც შეეძლო მეგობრების არა მარტო შეძენა, არამედ მათი შენარჩუნებაც.
ზედმეტსახელად „ლოლუას“ ეძახდნენ, - ალბათ, უჩვეულო სიგამხდრის გამო.
ჯორჯი მამის კვალზე მიდიოდა და თავიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა
განყენებული მეცნიერებისადმი, თუმცა, მოგვიანებით ხშირად უთქვამს
ხუმრობანარევი თავმდაბლობით, რაც ასე ამშვენებდა მას, - ჩემი სანუკვარი
ოცნება მეაფთიაქედ ყოფნააო. ოლინჯერის ახალგაზრდობის მთელი თაობის
საბედნიეროდ ჯ. კოლდუელის ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა.
სიჭაბუკის წლები მისტერ კოლდუელს მამის უდროოდ გარდაცვალებამ და
ამერიკის პირველ მსოფლიო ომში ჩაბმამ მოუწამლა. ბუნებრივმა და
შთაგონებულმა პატრიოტიზმმა აიძულა იგი 1917 წელს სამოცდამეთვრამეტე
დივიზიონის საშტაბო რაზმში ჩაწერილიყო. ფორტ-დიკში არმიის ბანაკებში
მძვინვარე ინფლუენცის ეპიდემიის დროს ძლივს გადაურჩა დაღუპვას. ნომერი
24.14.722, იგი მზად იყო სამსახურებრივი მოვალეობის აღსასრულებლად
გემით გამგზავრებულიყო ევროპაში, მაგრამ ამასობაში ზავი ჩამოვარდა. ეს იყო
ერთადერთი შემთხვევა, როცა ჯორჯ კოლდუელმა კინაღამ არ დატოვა
სამშობლო, რომელიც მას - მოკრძალებულ
მშრომელს, მასწავლებელს, სამაგალითო მრევლთაგანსა
მოქალაქეს, შვილს, მეუღლესა და მამას უნდა გაემდიდრებინა.
და
მოწინავე
დემობილიზაციის შემდეგ ჯორჯ კოლდუელმა დედაზე მეურვეობა იკისრა მისი და გათხოვდა. მან მრავალი სპეციალობა გამოიცვალა. გასაყიდად
დაჰქონდა ენციკლოპედია, მუშაობდა საექსკურსიო ავტობუსის მძღოლად
ატლანტიკ-სიტიში, მწვრთნელად - პეტერსონის სპორტკლუბ „აქა-ში“,
ცეცხლფარეშად ნიუ-იორკ - სასკუიჰანასა და დასავლეთის ხაზზე; ერთხანს
სასტუმროს მედერეფნედ და რესტორნის ჭურჭლის მრეცხავადაც იყო. 1920
წელს ფილადელფიის მახლობლად, ლეიკის კოლეჯში შევიდა და 1924 წელს
დამოუკიდებლად, ყოველგვარი მატერიალური მხარდაჭერის გარეშე,
წარჩინებით დაამთავრა იგი ქიმიის განხრით, ამასთან შესანიშნავი წარმატება
ჰქონდა ყველა საგანში. ის სწავლას მუშაობასთან ათავსებდა, ამას გარდა,
სპორტული საზოგადოების სტიპენდიაც დაიმსახურა, რომელიც სანახევროდ
ფარავდა მისი სწავლის ხარჯებს. სამი წლის განმავლობაში ის სტუდენტ
ფეხბურთელთა გუნდის უცვლელი მეკარე იყო და ამ ხნის მანძილზე სულ
ჩვიდმეტჯერ დატოვა მინდორი გატეხილი ცხვირით; ორჯერ მუხლის
სერიოზული
დაზიანებით, და ერთხელ წვივისა, ერთხელაც ლავიწის გაბზარვით. იქ, წარმტაც
სტუდენტურ ქალაქში, მუხის ჭალებით გარშემორტყმული ანკარა ტბის პირას,
154
რომელიც ლენი-ლენაპეს[8] ტომს („პირველ ადამიანებს“, როგორც ისინი
უწოდებდნენ საკუთარ თავს) ოდესღაც წმინდად მიაჩნდა, მან გაიცნო და
შეიყვარა მის ხესი კრამერი, რომელიც წამოშობით ოლტონის ოლქის ქალაქ
ფაირტაუნიდან იყო. 1926 წელს ისინი დაქორწინდნენ მერილენდის შტატის
ქალაქ ჰეიჯერზტაუნში და მომდევნო ხუთი წლის მანძილზე შემოიარეს
აღმოსავლეთის მრავალი შტატი და აგრეთვე ოჰაიო დასავლეთ ვირჯინიაში,
რადგან ჯორჯი იქ სატელეფონო და სატელეგრაფო კომპანია „ბელმა“ ხაზის
ამწყობად დანიშნა.
როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელიაო. 1931 წელს სამშობლოს ხვედრმა
კვლავ შესცვალა კოლდუელის ბედი; მწვავე ეკონომიური მდგომარეობის გამო,
რომელიც თავს დაატყდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჯორჯ კოლდუელი
ამორიცხულ იქნა ინდუსტრიული გიგანტის საგადასახადო უწყისებიდან,
რომელსაც პატიოსნად და უმწიკვლოდ ემსახურებოდა. მეუღლესთან ერთად,
რომელიც მალე აპირებდა მისი პასუხისმგებლობის გადიდებას ახალი ოჯახის
წევრის შემატებით, ის კრამერების ჭერს
შეეკედლა ოლინჯერში, სადაც მისტერ კრამერმა რამდენიმე წლით ადრე პატარა,
ლამაზი თეთრი სახლი შეიძინა ბიუკენენ-როუდზე. ამჟამად ეს სახლი დოქტორ
პოტერს ეკუთვნის. 1933 წლის შემოდგომაზე მისტერ კოლდუელი ოლინჯერის
საშუალო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა და სიკვდილამდე ერთგულად
ასრულებდა ამ მოვალეობას.
როგორ შევაფასოთ მისი პედაგოგიური მოღვაწეობა? იგი იყო თავისი საგნის
შესანიშნავი მცოდნე და უსაზღვროდ მოყვარული თავისი კოლეგებისა,
რომლებიც არ იყვნენ დაჯილდოებული ესოდენ დიდი უშუალობით; ცოცხალი
შედარებების უბადლო ოსტატი, მასალის გადაცემის დროს ის მუდამ ადვილად
პოულობდა
სარწმუნო
მაგალითებს
ყოველდღიური
ცხოვრებიდან,
შესანიშნავად იყენებდა უხვად მომადლებულ არტისტულ ნიჭსა და
ძალდაუტანებელ ენამახვილობას; ამასთან შეუძლებელია არ აღინიშნოს მისტერ
კოლდუელის მოუსვენარი და ცნობისმოყვარე ხასიათი, რაც გამუდმებით
აიძულებდა, სრულეყო თავისი პედაგოგიური ხელოვნება. ყოველივე
ზემოთჩამოთვლილი მის ღირსებათა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს შეადგენს.
ყოფილი მოსწავლეების მეხსიერებაში (რომელთა რიცხვს ამ სტრიქონების
155
ავტორიც მიეკუთვნება) განსაკუთრებით ღრმად აღიბეჭდა მისი სწორუპოვარი
უანგარობა, განუწყვეტელი ზრუნვა ადამიანებზე, რის გამოც ის ყოველთვის
უარს ამბობდა საკუთრ კეთილდღეობასა და დამსახურებულ დასვენებაზე.
მისტერ კოლდუელის მოწაფედ ყოფნა ნიშნავდა ამქვეყნიურზე ამაღლებას და
უზენაესის წვდომას. და თუმცა, მისივე გულმხურვალების მიზეზით ხშირად
იშლებოდა საზღვარი მასსა და კლასს შორის, მაინც მუდამ იგრძნობოდა, რომ „ის
კაცი იყო, ვით შეჰფერის კაცსა კაცობა“[9].
სასკოლო პროგრამით გაუთვალისწინებელი სერიოზული დატვირთვის
პარალელურად, რაც გამოიხატა ჩვენი სახელოვანი მოცურავეთა გუნდის
წვრთნაში, კალათბურთის, მძლეოსნობისა და ბეისბოლის ყველა შეჯიბრზე
ბილეთების განაწილებასა და, აგრეთვე, მეკავშირეთა წრის ხელმძღვანელობაში
- მისტერ კოლდუელი ფართო საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. ის იყო
ოლინჯერის „ფილთაქვების“ კლუბის მდივანი, ბოისკაუტების მეთორმეტე
ჯგუფის
კონსულტანტი,
ქალაქის
პარკის
შექმნის
წინადადების
განმახორციელებელი კომიტეტის წევრი, „ლომების“ კლუბის ვიცეპრეზიდენტი
და უსინათლო ბავშვთა
სასარგებლოდ ელექტრონათურების ყოველწლიური გაყიდვის საკლუბო
კომისიის წევრი. უკანასკნელი ომის განმავლობაში უბნის თავდაცვას
მეთაურობდა და დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვების საქმეში. დაბადებით
რესპუბლიკელი და პრესვიტერიანელი, იგი დემოკრატად და ლუთერანად იქცა
და ბევრი რამ გააკეთა როგორც თავისი პარტიის, ისე ლუთერანული
ეკლესიისათვის. დიდი ხნის მანძილზე მისტერ კოლდუელი იყო ოლინჯერში
არსებული მაცხოვრის ლუთერანული ტაძრის საეკლესიო საბჭოს მამასახლისი
და წევრი, ხოლო მას შემდეგ, რაც ფაირ-ტაუნის მახლობლად მდებარე წარმტაც
სოფლის სახლში, მისი მეუღლის საგვარეულო ბუდეში გადასახლდა, სულ მალე
ფაირ-ტაუნის ევანგელიკურ-ლუთერანული ეკლესიის საბჭოს მამასახლისად
და წევრად მოგვევლინა. ასეთი მოკლე მიმოხილვა ნებას არ გვაძლევს სრულად
ჩამოვთვალოთ სიქველისა და კეთილი ნების ყველა ის ურიცხვი გამოვლენა,
რომელთა წყალობითაც მისტერ კოლდუელი, თავდაპირველად სრულიად
უცხო ოლინჯერში, მოქალაქეობრივი და ძმური კავშირით ასე მკვიდრად
შეესისხლხორცა ამ ქალაქს.
მან დატოვა და - ალმა ტერიო, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკის შტატის ქალაქ
ტროაში ცხოვრობს, აგრეთვე სიმამრი, მეუღლე და ვაჟი, რომლებიც ფაირტაუნში
ცხოვრობენ.
156
VI
კლდეზე მიჯაჭვული ვიწექი და მრავალნი მოდიოდნენ ჩემს სანახავად.
პირველი მისტერ ფილიპსი მოვიდა, მამაჩემის კოლეგა და მეგობარი, სწორედ ის,
თმაზე ბეისბოლის მუზარადის კვალი რომ აჩნდა. მან ხელი ასწია, ყურადღება
მოითხოვა და მაიძულა მონაწილეობა მიმეღო თამაშში, რომელიც, მისი აზრით,
გონების სიმკვირცხლეს ანვითარებდა.
- ოთხს მივუმატოთ ორი, - თქვა მან სწრაფად, - გავამრავლოთ სამზე,
გამოვაკლოთ ექვსი, გავყოთ ორზე, მივუმატოთ ორი, რამდენია?
- ხუთი. - წამოვაყრანტალე, რადგან მისი ტუჩების ცმაცუნს თვალი ვეღარ
მოვწყვიტე და ანგარიში ამერია.
- არა, ათი, - მითხრა მან და საყვედურით გადააქნია გასლექილი თავი. საოცრად
უყვარდა სიზუსტე და ოდნავ სიყალბესაც ვერ იტანდა.
- ექვსი გავყოთ სამზე, - თქვა მან, - მივუმატოთ ათი, გავამრავლოთ სამზე,
მივუმატოთ ოთხი, გავყოთ ოთხზე, რამდენია?
- არ ვიცი, - ვთქვი საცოდავად. პერანგი ცეცხლივით მწვავდა კანს.
- ათი, - თქვა მან და რეზინივით გაწელილი ტუჩები მწუხარედ მომუწა. - კარგი,
საქმეს შევუდგეთ. - ის საზოგადოებრივ მეცნიერებებს ასწავლიდა, ჩამოთვალე ტრუმენის კაბინეტის წევრები. გაიხსენე ჯადოსნური
ალფაბეტური წესი.
- დინ აჩესონი, სახელმწიფო მდივანი, - ვთქვი მე და მეტი ვერავინ გავიხსენე. მაგრამ მისმინეთ, მისტერ ფილიპს, თქვენ ხომ მისი მეგობარი ხართ, მითხარით,
- შევევედრე, - განა ეს შესაძლებელია? სულებს რაღა მოსდით?
- თ, - მომიგო მან, - თანატოსს, სიკვდილის დემონს მიაქვს მკვდრები. აბა, ჩემო
კეთილო, ორი პლიუს სამი, ცოცხლად, ცოცხლად!
ის მსუბუქად გახტა განზე, - დაიხარა და რაღაც აიტაცა. მერე გულში ჩაიხუტა,
ნელა
მობრუნდა და მაღლა, ჰაერში შეისროლა. ეს ფრენბურთის ბურთი იყო და ჩემს
უკან მთები აღმუვლდნენ. წინ გავიჭერ, მინდოდა ბურთი ბადის იქეთ
157
გადამეგდო, მაგრამ მაჯები გაკავებული მქონდა ყინულითა და სპილენძის
ჯაჭვით. ბურთს თვალები და სიმინდის ფუჩეჩივით თმა გაუჩნდა.
დეიფენდორფმა სახე სულ ახლოს მოსწია და მისი მყრალი სუნთქვა ვიგრძენი.
მან ხელები ისე შეაერთა, რომ ხელისგულებს შორის პატარა რომბისებური
სიცარიელე რჩებოდა.
- გაიგე, მათთვის საჭიროა, რომ შენ აი აქ იყო, - მითხრა მან - ყველანი ერთნაირები
არიან, მეტი არაფერი უნდათ, მარტო იარე წინ და უკან.
- მაგრამ ეს ხომ ღორობაა, - ვთქვი მე.
- რა თქმა უნდა, საზიზღრობაა, - დამეთანხმა ის, - მაგრამ რას იზამ. წინ და უკან,
წინ და უკან და მეტი არაფერი. პიტერ, აკოცე რამდენჯერაც გინდა, მოეხვიე,
ლამაზი სიტყვები უთხარი - მაგათთვის სულ ერთია, შეაყარე კედელს ცერცვი.
იძულებული ვარ ასე მოვიქცე.
მან ფანქარი პირში ჩაიდო და სახე შეერთებულ ხელისგულებთან მიიტანა;
ფანქარი ისე ჰქონდა გარჭობილი ჯოჯოხეთურ კბილებში, რომ საშლელიანი
ბოლო გარეთ იყო მოქცეული და იმ წუთს, როცა თვალებდაჭყეტილი ხარბად
ვნთქავდი მის ყოველ მოძრაობას, ამ სახის იქით ჩემთვის აღარაფერი არსებობდა.
დეიფენდორფი გასწორდა, ხელები ერთმანეთს დააშორა და მარცხენა
ხელისგულზე ორ პაწია ნებს თითებით მიეალერსა.
- მაგრამ თუ მას მეტისმეტად მსუქანი ბარძაყები აღმოაჩნდა, - თქვა მან, - შიგნით
ვერც შეაღწევ, გაიგე?
- მგონი, გავიგე, - ვთქვი მე. კანი აუტანლად მექავებოდა იქ, სადაც წითელი
პერანგი შემომტმასნოდა.
- ასე რომ, გამხდრებს მაინცდამაინც ნუ დასცინი, - გამაფრთხილა
დეიფენდორფმა და ზიზღით შევნიშნე, რომ სერიოზული და დაკვირვებული
სახე გაუხდა. სწორედ ასეთ გამომეტყველებას იღებდა ხოლმე, როცა მამაჩემის
გულის მოგება სურდა. - ავიღოთ, მაგალითად, გლორია დევისისნაირი კნაჭა, ან
მაღალი, ფუნთუშა ქალი, როგორიც მისის ჰამელია, - ასეთებთან შეგიძლია
დამშვიდებული იყო. გესმის, პიტერ?
- მერე? კიდევ რას იტყვი?
- გინდა, გასწავლო, როგორ უნდა გამოიცნო, ვნებიანია თუ არა?
- მინდა. როგორ არა.
ის ნაზად შეეხო ხელისგულს იქ, სადაც ცერი იწყებოდა.
158
- მიყურე. აი ვენერას ბორცვი. რაც უფრო დიდია, მით უფრო მეტი აქვთ.
- რა აქვთ მეტი?
- შტერი ნუ ხარ. - ისე ძლიერად მატაკა თითი გვერდში, რომ სუნთქვა შემეკრა; მართლა, ეგ რა ყვითელი ლაქა გაქვს შარვლის უბეზე?
მან გადაიხარხარა და ჩემს ზურგს უკან კავკასიონის მთები ახორხოცდნენ. ისინი
პირსახოცებს უტყაპუნებდნენ ერთმანეთს და ვერცხლისფერ სხეულებს
აზანზარებდნენ.
მერე კი ისევ ჩვენი ქალაქი მოვიდა ჩვენთან, ინდიელივით შეღებილი, ამაოდ
დაღვრილი ცრემლისგან ჩამქრალი სახით.
- შენ მაინც უნდა გახსოვდეს, - უთხარი მე. - ჩვენ სულ ტრამვაის ხაზების
გაყოლებით დავდიოდით, მე სულ ვჩქარობდი, რომ არ ჩამოვრჩენილიყავ.
- მახსოვხართ? - მან აბნეულად მოისვა ხელი ლოყაზე და თითები სველი თიხით
დაესვარა. - რამდენი ხალხია...
- კოლდუელები, - თქვი მე. - ჯორჯი და პიტერი. ის სკოლაში მუშაობდა
მასწავლებლად, როცა ომი დამთავრდა, ძია სემად იყო გადაცმული და აღლუმს
წინ მიუძღოდა სახანძრო კოშკთან, იქ, სადაც წინათ ტრამვაი დადიოდა.
- იყო ერთი ასეთი, - თქვა მან, ჩაფიქრდა და ქუთუთოები მთვარეულივით
აუცახცახდა, - მსუქანი კაცი...
- არა! გამხდარი, მაღალი.
-თქვენ ყველას, - თქვა მან მოულოდნელად სინანულით, - წარმოგიდგენიათ,
თითქოს რაკი აქ რამდენიმე წელი გიცხოვრიათ, მე უნდა... მე უნდა...
თქვენისთანა ათასია. ათასები იყო და იქნება... ჯერ „პირველი ადამიანები“. მერე
ვალიელები, კვაკერები, გერმანელები ტალპეჰოკენ ველიდან... და ყველას უნდა,
რომ მე მახსოვდეს. სინამდვილეში ძალზე სუსტი მეხსიერება მაქვს. - ამ
აღსარების შემდეგ სახე ღიმილმა დაუნაოჭა და ისე გაუშუქა მიწისფერი ლაქები
ლოყებზე, რომ იმ წუთს უძლურიც კი მიყვარდა. - რაც უფრო ვბერდები, რაც
უფრო მაფართოვებენ, რაც მეტ ქუჩებს აშენებენ შეილჰილზე და ახალ
კვარტალებს უმატებენ ოლტონის მხრიდან, მით უფრო ნაკლები... მახსოვს,
უფრო გულგრილი ვხდები.
159
- „ლომების“ კლუბის წევრი იყო, - მოვაგონე. - მაგრამ ვერ იქნა და ვერ აირჩიეს
პრეზიდენტად. ქალაქის პარკის მომწყობ კომიტეტშიც შედიოდა. იმდენი კარგი
საქმე
გაუკეთებია. ქუჩებში ხეტიალი უყვარდა და ხშირად დადიოდა ჰამელის
გარაჟში, აი იმ კუთხეში.
მან თვალები დახუჭა და სახის კანიც ქუთუთოებივით სიფრიფანა და
დაჭიმული გაუხდა, წვრილი ძარღვებით დასერილი, მიცვალებულის
ნიღაბივით უტყვი. აქა-იქ საღებავის შეუმშრალი ლაქები უბრწყინავდა.
- ეს ჰამელის მოსახვევი როდისღა გაასწორეს? - წაილუღლუღა მან თავისთვის. იქ სადურგლო სახელოსნო იყო და ერთი ბრმა ცხოვრობდა, ომის წლებში
დაბრმავდა, გაზით იერიშის დროს. მოიცა ვიღაც კაცი მოდის... ჯიბეში
გაცვეთილი კალმები უყრია.
- ეგ მამაჩემია! - შევძახე მე. მან გაჯავრებით გააქნია თავი და ნელა ასწია
ქუთუთოები.
- არა, - თქვა მან, - არავინაა. ხის ჩრდილი ყოფილა.
მან ჩაიცინა, ჯიბიდან ნეკერჩხლის ფარფლებიანი თესლი ამოიღო, ცერის
ფრჩხილით გახლიჩა და ცხვირზე მიიწება, როგორც ბავშვობაში ჩავდიოდით
ხოლმე, - პატარა მწვანე რქა გამოუვიდა. ყვითელი საღებავით მოთხუპნულმა
სახემ ავის მომასწავებელი იერი მიიღო. ნეშომპალასავით უძირო და
მაზუთივით შავი თვალები ჰქონდა.
- გაიგე, - მკაფიოდ მითხრა მან, - თქვენ გადახვედით. არ უნდა გადასულიყავით.
- ჩემი ბრალი არაა. დედა...
ზარი დარეკეს. საუზმის დრო იყო, მაგრამ ჩემთვის საჭმელი ჯერ არ მოეტანათ.
მე ჯონი დედმენის პირდაპირ ვიჯექი და ჩვენს გარდა კიდევ ორი სხვა ბიჭიც
იყო. ჯონიმ ბანქო ჩამოარიგა. რადგან მე თვითონ არ შემეძლო ხელში აღება,
ჯონის სათითაოდ სწრაფად მოჰქონდა ისინი ჩემს სახესთან, და დავინახე, რომ
ეს უბრალო ბანქო არ იყო. ჩვეულებრივი სურათების ნაცვლად მასზე მქრქალი
ფოტოები იყო აღბეჭდილი.
ტუზი გული: თეთრი ქალი, არც ისე ახალგაზრდა, სკამზე ზის შიშველი და
იღიმება.
160
ვალეტი აგური: თეთრი ქალი და ზანგი მამაკაცი ზიარი სიყვარულის აქტს
ასრულებენ. ათიანი ჯვარი: ოთხნი კვადრატულად წვანან, ქალი და კაცი
მონაცვლეობით - ერთი ზანგია, დანარჩენები - თეთრები.
ბანქო იაფიანი იყო და ცუდად დაბეჭდილი, რის გამოც ზოგიერთი წვრილმანი,
რომლის ნახვასაც მოუთმენლად ვისწრაფოდი, ბუნდოვნად ჩანდა და
დაბნეულობა რომ დამემალა, გულგრილად შევეკითხე:
- სად იშოვნე?
- ოლტონში, თამბაქოს საწყობში, - თქვა ჯონიმ, - ოღონდ უნდა იცოდე, ვის
მიმართო.
- მართლა ორმოცდათორმეტივე ასეთია? ნამდვილი სასწაულია.
- ყველა ამ ერთის გარდა, - თქვა მან და ყვავის ტუზი მიჩვენა. ჩვეულებრივი
ყვავის ტუზი იყო.
- აფსუს!
- მაგრამ თუ გადმოაყირავებ, სულ სხვაა, - თქვა მან; ახლა ტუზი ვაშლს ჰგავდა,
რომელსაც მსხვილი შავი ყუნწი ჰქონდა.
თვალებს არ ვუჯერებდი.
- დანარჩენიც მაჩვენე, - შევევედრე.
ჯონიმ შემომხედა თავისი ეშმაკური თვალებით და ღინღლით დაფარული
ლოყები შეუფაკლდა.
- მოითმინე, მასწავლებლის შვილიკო, - თქვა მან. - ამაში ფული უნდა
გადაიხადო. მე მუქთად კი არ მომცეს.
- კი მაგრამ, რომ არა მაქვს ფული. წუხელ ღამე სასტუმროში გავათენე და მამა
იძულებული შეიქნა მეკარისათვის ჩეკი მიეცა.
- მიჰქარავ! დოლარი რა უყავი? დაგავიწყდა, შენს ბებრუხანას რომ დაუმალე?
უკანა ჯიბე კარგად მოიჩხრიკე, საფულეში გიდევს.
- სულ ერთია, მაინც ვერ ამოვიღებ, ხელები გაკავებული მაქვს.
161
- შენი ნებაა, - თქვა მან. - მაშინ წადი და საკუთარი ბანქო იყიდე, ცრუპენტელავ.
მან ბანქოს დასტა მაშინვე ჩაიდო ლამაზი, უხეში ქსოვილისაგან შეკერილ
ხასხასა მწვანე პერანგის ჯიბეში: აწეული საყელო კეფაზე მისლექილ თმაზე
ელამუნებოდა.
საფულის ამოღება ვცადე. მხრები გამიშეშდა და კუნთები მტკიოდა, თითქოს
ზურგით კედელზე ვიყავი მიჯაჭვული. პენი - ის ჩემს გვერდით იყო და
უმანკოების სუსტ, შეუმჩნეველ სურნელს ავრცელებდა, სახით კისერზე მომეკრა
და საფულის ამოღებას ცდილობდა.
- თავი გაანებე, პენი, - ვუთხარი, - არ ღირს, ეს ფული მაინც დაგვჭირდება. დღეს
ხომ უნდა შევჭამოთ რამე ქალაქში კალათბურთის წინ.
- მაინც რა ძალა გადგათ, ფერმაში რომ გადადიოდით? - მკითხა მან. - ნეტავ რისი
გულისთვის იტანჯებით?!
- მართალი ხარ, - ვთქვი მე. - სამაგიეროდ ასე შემიძლია შენთან უფრო დიდხანს
ვიყო.
- შენ ამით არასოდეს სარგებლობ, - მითხრა მან.
- ერთხელ ხომ ვისარგებლე, - ვთქვი თავის გასამართლებლად და გავწითლდი.
- ჯანდაბას შენი თავი, პიტერ, ჰა, უყურე, - ამოოხვრით თქვა ჯონიმ. - და მერე არ
თქვა, რომ რამე მენანება.
მან ბანქოს დასტა გადაარჩია, ისევ მაჩვენა ჯვრის ათიანი. ეს სურათი ძალიან
მომწონდა: სრული დახვეწილობა და სიმეტრია. ხორცის ბობოქარი მორევი.
სახეებს თეთრი, გათქვირული თეძოები და ქალების გრძელი, გაშლილი თმა
ფარავდა.
მაგრამ სილამაზეც კი მამაზე წუხილს და დარდს მიღვიძებდა, როგორც ფანქრით
გაშავებულ ფურცელზე გამოკრთება ხოლმე მერხზე დიდი ხნის წინ ამოჭრილი
და საღებავგადაცლილი ინიციალები.
- როგორ გგონია, რას უჩვენებს რენტგენი? - ცალყბად შევეკითხე ჯონის.
მან მხრები აიჩეჩა, დუდღუნით რაღაც გამოითვალა და თქვა: - შანსები
თანაბარია. ასეც შეიძლება მოხდეს და ისეც.
- ოი, ღმერთო! - შესძახა პენიმ და თითი ტუჩთან მიიტანა, - სულ დამავიწყდა,
რომ მელოცა მისთვის.
162
- არა უშავს, - ვთქვი მე. - ნუ იფიქრებ ამაზე. დაივიწყე, რომ გთხოვე. ოღონდ შენი
ბიფშტექსიდან ცოტა მომიჭერი. სულ პატარა ნაჭერი.
სიგარეტის კვამლი სახეში მცემდა; თითქოს ჰაერის ყოველ ჩასუნთქვაზე
გოგირდს ვყლაპავდი.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - კენტავრი - 12
  • Parts
  • კენტავრი - 01
    Total number of words is 3340
    Total number of unique words is 2166
    24.6 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    44.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 02
    Total number of words is 3612
    Total number of unique words is 2290
    24.5 of words are in the 2000 most common words
    37.5 of words are in the 5000 most common words
    45.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 2221
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 04
    Total number of words is 3828
    Total number of unique words is 2253
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 05
    Total number of words is 3690
    Total number of unique words is 2293
    25.7 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 06
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2285
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 07
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2208
    28.2 of words are in the 2000 most common words
    40.8 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 08
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 2203
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 09
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2299
    26.9 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 10
    Total number of words is 3832
    Total number of unique words is 2203
    27.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 11
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2293
    26.4 of words are in the 2000 most common words
    39.1 of words are in the 5000 most common words
    46.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 12
    Total number of words is 3897
    Total number of unique words is 2212
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 13
    Total number of words is 3874
    Total number of unique words is 2126
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 14
    Total number of words is 3804
    Total number of unique words is 2211
    27.9 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 15
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2177
    28.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 16
    Total number of words is 3722
    Total number of unique words is 2183
    27.0 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 17
    Total number of words is 3736
    Total number of unique words is 2200
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 18
    Total number of words is 3771
    Total number of unique words is 2310
    27.4 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 19
    Total number of words is 3048
    Total number of unique words is 1793
    25.5 of words are in the 2000 most common words
    36.6 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.