Latin

კენტავრი - 06

Total number of words is 3683
Total number of unique words is 2285
27.7 of words are in the 2000 most common words
39.6 of words are in the 5000 most common words
47.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
- წინათ ვყოფილვარ.
- რას აკეთებთ?
- ე-ე-ე... მზარეული ვარ.
- მზარეული საუცხოოა, იმედი მაქვს, არ მატყუებთ. როგორია თქვენი გეგმები?
ოლტონში დარჩებით?
- მ-მ... ცოტა ფულს მოვუყრი თავს და სამხრეთისკენ გავსწევ.
- იცით, მისტერ, - უთხრა მამამ, - სულ იმაზე ვოცნებობდი, მთელი ცხოვრება
ხეტიალში გამეტარებინა, როგორც ჩიტები ცხოვრობენ. დაუბერავს, თუ არა
ცივი ქარი, გაშალე ფრთები, და ჰერი, სამხრეთისაკენ.
შემცბარმა მგზავრმა ჩაიხითხითა. მამა
განაგრძობდა:
- ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ფლორიდაში გვეცხოვრა, მაგრამ შორიდანაც არ
მინახავს. სამხრეთის მიმართულებით მერილენდს ვერ გავცდი.
- დიდი არაფერია ეგ მერილენდი.
- მახსოვს, ჯერ კიდევ სკოლაში, პასეიკში, - თქვა მამამ, - მასწავლებელი ხშირად
გვიამბობდა ხოლმე ბალტიმორის თეთრ პარმაღებზე. თურმე ყოველ დილას
დიასახლისები კასრებითა და ჯაგრისებით ხელში მიადგებიან და მანამდე
ხეხავენ მარმარილოს საფეხურებს, სანამ არ გაქათქათდება და ბრწყინვას არ
დაიწყებს. თუ გინახავთ ეს?
- ბალტიმორში ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს.
- ასეც ვიცოდი. გვატყუებდნენ. ნეტავ ვინ სულელი გადაყვება მთელი სიცოცხლე
თეთრი მარმარილოს საფეხურებს, როცა გაწმენდ თუ არა, ვინმე რეგვენი
გამოივლის ტურტლიანი წაღებით და ყველაფერს დათხვრის? ეს არასდროს
მჯეროდა.
- არ მინახავს, - თქვა მგზავრმა, თითქოს ნანობდა, რომ მისი მიზეზით მამას ასე
გაუცრუვდა იმედი. უცნობებთან საუბრის დროს მამა ისეთ დაუცხრომელ
ცნობისმოყვარეობას იჩენდა, რომ ისინი გაოგნებულნი პასუხს ვეღარ
პოულობდნენ მის შეკითხვებზე. ის კი არ დაგიდევდათ, ჰქონდათ თუ არა
ადამიანებს ამის სურვილი, მაინც ჩაითრევდა ხოლმე მათ სიმართლის ამაო,
მაგრამ შეუპოვარ ძიებაში. იმ დილით მამაჩემი რაღაც განსაკუთრებული
73
სიჯიუტით ჩაეძია, თითქოს ეშინოდა, რომ ვეღარ მოასწრებდა. შემდეგი კითხვა
მან თითქმის წამოიყვირა:
- როგორ მოხდა, ამ ადგილებში რომ ჩარჩით? თქვენს ადგილზე მე დიდი ხანია
ფლორიდაში ამოვყოფდი თავს. ჩემი ბუნდღაც არ იქნებოდა აქ.
- აქ ერთთან ვცხოვრობდი ოლბენიში, - ძალდატანებით აღმოხდა მგზავრს.
ჩემს გულს ბაგაბუგი გაჰქონდა - გამართლდა ჩემი შიში! მამაჩემს კი, ეტყობა,
დაავიწყდა, რა სახიფათო ზონაში შევიჭერით.
- მეგობართან? - ჰკითხა მან.
- დიახ, ასე ვთქვათ. - მერე? ცარიელზე დაგსვათ?
მგზავრი აღტაცებისაგან მთელი ტანით წინ გადმოიხარა.
- დიახ, ჩემო კეთილო, - უთხრა მან მამას. - სწორედ ეგრე ქნა იმ ნაბიჭვარმა...
შენთან ბოდიში, ბიჭიკო.
- არაფერია, - მიუგო მამამ. - მე ალბათ მთელ ჩემს სიცოცხლეში ვერ გავიგონებ,
რასაც ეს საწყალი ბავშვი ერთ დღეში ისმენს ხოლმე. დედას ჰგავს: უნდა თუ არა,
ყველაფერს ამჩნევს. მე, მადლობა ღმერთს, სანახევროდ ვერაფერს ვხედავ და სამ
მეოთხედს ერთ ყურში რომ შევუშვებ, მეორედან გამოვუშვებ. ღმერთია
ალალმართალთა მფარველი.
ძალაუნებურად შევნიშნე, რომ მამამ დედა და ღმერთი შეაერთა და ორივეს
მოუწოდა შემწედ მყოლოდნენ, ჯებირივით წინ გადამდგმოდნენ ჩვენი
თანამგზავრის ბაგეთაგან აღმომსკდარ ბინძური აღსარების ნიაღვარს; მაგრამ
მაინც აღშფოთებული ვიყავი იმით,
რომ მამაჩემს შეეძლო ამ კაცთან ჩემზე ელაპარაკნა და ამით ტალახში ამოვესვარე.
ძნელი ასატანი იყო იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ცხოვრება ერთი მხრივ ვერმერს
ეხებოდა და მეორე მხრივ ამ მაწანწალას.
თუმცა ხსნა არც ისე შორს იყო. უკვე აბებთან ვიყავით მისული. სწორედ ეს იყო ის
მეორე, უფრო ციცაბო ბორცვი ოლტონში მიმავალ გზაზე. ამ ბორცვს
გავცდებოდით თუ არა, ოლინჯერისკენ გავუხვევდით - მგზავრი იქ უნდა
გადმოსულიყო. გორაკიდან ძირს დავეშვით. ჩვენს შესახვედრად, ზევიდან
ტვირთმიბმული საბარგო მანქანა მოდიოდა, ისე ნელა, თითქოს გადაყვლეფილი
საღებავი სულ ამ გზაზე გადასცლიაო. გზის გადაღმა რუდი ესიკის უზარმაზარი
ყავისფერი სახლი წამოჭიმულიყო.
74
აბების მთას ეს სახელი მისი მფლობელის, ხველის საწინააღმდეგო აბების
პატრონის პატივსაცემად ეწოდა. [წუწნე ესიკის აბები, ყველა სენს
გაუმკლავდები!] ამ აბებს მილიონობით ამზადებდნენ ოლტონის ფაბრიკაში,
საიდანაც რამდენიმე კვარტალზე ვრცელდებოდა მენთოლის სუნი. აბები, პაწია
ვარდისფერი კოლოფებით იყიდებოდა აღმოსავლეთის ყველა შტატში. ერთხელ
მანჰატენში ვიყავი და გამიკვირდა, რომ შუა
ედემის ბაღში ცენტრალური სადგურის ფარდულში ნაცნობი, ძნელად
შესამჩნევი კოლოფები დავინახე. თვალს არ დავუჯერე და ერთი კოლოფი
ვიყიდე. ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო: კოლოფის უკანა მხარეს, ფაბრიკის
პატარა, მაგრამ შთამბეჭდავი გამოსახულების ქვეშ, წვრილი ასოებით ეწერა:
„დამზადებულია ოლტონში, პენსილვანია“. როცა გავხსენი, ბრუბეიკარსტრიტის
გრილი, ნოტიო სურნელი ცხვირში მეცა. ჩემს ცხოვრებაში არსებული ორი
ქალაქი, წარმოდგენილი და ჭეშმარიტი, ერთმანეთს გადაეფარა. ვერასოდეს
ვიფიქრებდი, რომ ოლტონს შეეძლო ნიუ-იორკს შეხებოდა. აბი პირში ჩავიდე,
უფრო ცხადად რომ მეგრძნო ეს საამო აღრევა; პირი სიტკბოთი ამევსო; ჩემს
თავზემოთ, მაღალთაღიან ჭერზე, ვით ბივრილისფერ ცის ტატნობზე, ციმციმა
ელექტრონათურების თანავარსკვლავედი ბრწყინავდა, მის ქვეშ დამრეცი
კედელი, ხოლო ჩემს თვალწინ მამაჩემის ყვითელსახსრებიანი მუშტი
ნერვიულად იკუმშებოდა, რადგან მატარებელზე გვაგვიანდებოდა. მე უკვე აღარ
ვბრაზობდი მამაზე და მასავით მოუთმენლად ველოდი მატარებელს - შინ
დაბრუნება მომინდა. მთელი ამ მოგზაურობის მანძილზე, - მამიდას სანახავად
ჩავედით ორი დღით, - მამა შემკრთალი და უმწეო ჩანდა. ქალაქის სიდიდემ
დააბნია. ფული სულ შემოეხარჯა, ყიდვით კი ვერაფერი იყიდა. ბევრი ვიარეთ
ქუჩებში, მაგრამ ვერ იქნა და
ვერ მივაღწიეთ იმ მუზეუმებამდე, რომელთა შესახებაც ადრე წამეკითხა.
ერთხელ მუზეუმში, ფრიკის კოლექციაში, ვერმერის ნახატიც ერია: კაცს
განიერფარფლებიანი ქუდი ჰხურავს, ქალი იცინის, ქალის ხელისგულზე
სინათლის ათინათი ლიცლიცებს, მაგრამ ამას ვერ ამჩნევს; სურათების სხვა
კრებულში, „მეტროპოლიტენში“, გოგონას პორტრეტი იყო: გახამებულჩაჩიანი
გოგონა კრძალვით გადმოხრილა ვერცხლის სურაზე. მახსოვს, სურაზე
გავლებულ მოცისფრო, ვერტიკალურ შტრიხს ჭაბუკობისას თაყვანს ვცემდი, ვით
სულიწმინდას. ამ სურათების რეპროდუქციებზე პირდაპირ ვლოცულობდი და
ჩემთვის ისინი ისეთი იდუმალებით იყვნენ მოცულნი, რომ არც კი მჯეროდა, თუ
მართლა არსებობდნენ, ხოლო როცა გავიფიქრებდი, რომ შემეძლო ამ
ტილოებთან ახლოს ვმდგარიყავ, ხელითაც კი შევხებოდი მათ, საკუთარი
თვალით მენახა ნამდვილი ფერები, საღებავები, დაბზარული იქ, სადაც ტილოში
დრო ჩაქსოვილიყო, - ვით იდუმალება იდუმალებაში, - ჭეშმარიტ სამყაროსთან
75
ესოდენ ცხადი შეხლა ისე მაკრთობდა, არ გავოცდებოდი, მის ზღურბლზე
მომკვდარი რომ დავცემულიყავ. მაგრამ მამამ იმდენი იბორიალა, ყველაფერი
ჩაგვეშალა. მუზეუმში არ ვყოფილვართ და არც სურათები გვინახავს.
სამაგიეროდ, სასტუმროს ნომერში ვიყავით, სადაც მამიდაჩემი იყო გაჩერებული.
მამიდას ოთახი მეოცე სართულზე ეჭირა, მაგრამ ნომერში რატომღაც ისეთი სუნი
იდგა, დედაჩემის ბეწვისსაყელოიან, სქელ, მწვანე შოტლანდიური შალის
ზამთრის პალტოს რომ ასდიოდა; მამიდა ალმა ნება-ნება წრუპავდა რაღაც
ყვითელ სასმელს და შეღებილი ტუჩების კუთხეებიდან სიგარეტის კვამლს
უშვებდა. მას შალზე თეთრი კანი და ჭკვიანი, გამჭვირვალე თვალები ჰქონდა.
როცა მამას უყურებდა, თვალებს სევდიანად წკურავდა. მამაზე სამი წლით
უფროსი იყო. მთელი საღამო იგონებდნენ, როგორც ცელქობდნენ და
ებუტებოდნენ ხოლმე ერთმანეთს პასეიკში, მღვდლის სახლში. უკვე დიდი ხანი
იყო, რაც ეს სახლი აღარ არსებობდა; როცა მას ახსენებდნენ, თავისტკივილი და
გულისრევა მეწყებოდა, თითქოს დროის უფსკრულში ვიყავ ჩაკიდებული.
ოცსართულიანი სიმაღლიდან ვხედავდი, ტაქსის ფარები როგორ ქსოვდნენ
სინათლის მარყუჟებს და მათრობდა მათი შორიდან თვალთვალი. დღისით
მამიდა ალმამ, რომელიც საბავშვო ტანსაცმლის შესასყიდად იყო ჩამოსული,
ჩვენი თავის ანაბარა დაგვტოვა. მამა გამვლელებს აჩერებდა, მაგრამ მის
დაბნეულ, მომაბეზრებელ კითხვებზე პასუხის გაცემა არავის სურდა.
გამვლელების უხეშობისა და მამაჩემის უმწეობის გამო თავს დამცირებულად
ვგრძნობდი, ბრაზი ყელში მაწვებოდა და ის იყო, უნდა ავფეთქებულიყავ, მაგრამ
ხველის საწინააღმდეგო აბებმა მრისხანება გამიქარვა. მე
შევუნდე მას. შევუნდე ყავისფერი მარმარილოთი ნაგებ ტაძარში და მზად ვიყავი,
მადლობაც კი მეთქვა, იმის გამო, რომ იმ ოლქში დავიბადე, რომელიც
ტკბილეულით უვსებდა სტომაქს სამოთხეს. მეტროთი პენსილვანიის
სადგურამდე მივედით, მატარებელში ჩავჯექით და ვიდრე სახლს არ მივაღწიეთ,
ასე ვისხედით, ტყუპებივით ჩაკრულები; ახლაც, ორი წლის შემდეგ, როცა
ყოველდღე მანქანით ავუვლით და ჩავუვლით აბებს, მუდამბუნდოვნად
მაგონდება ნიუ-იორკი და ელექტრული თანავარსკვლავედები, რომელთა
შორისაც ჩვენ ორნი, აქაურ მიწას მოწყვეტილნი, დავფარფატებდით.
იმის ნაცვლად, რომ მანქანა გაეჩერებინა, მამამ რატომღაც ოლინჯერის
გადასახვევს გვერდი აუქცია.
- საითკენ მიდიხარ? - დავუყვირე მე.
- არაფერია, პიტერ, - მითხრა მან ჩუმად - ძალიან ცივა.
მისი სახე აუღელვებელი ჩანდა იდიოტური ნაქსოვი ქუდის ქვეშ. არ უნდოდა,
მგზავრს
76
თავი უხერხულად ეგრძნო, ოლტონში მის წასაყვანად ასე ძლიერ რომ უნდა
გაგვემრუდებინა გზა.
ისე აღვშფოთდი, რომ უკან მიბრუნებაც კი გავბედე და მგზავრს
გამანადგურებელი მზერა ვესროლე. მაწანწალას სიფათი გაულღვა. საშინელი
შესახედავი იყო; ბინძური წუმპე. ის ვერ მიმიხვდა, რა მინდოდა, ღიმილით
სახეგაბადრული ჩემკენ გადმოიხარა და მყრალი გრძნობები შემომაფრქვია.
ადგილზე შევხტი და მოვიკუნტე. ფარზე რომელიღაც დეტალმა გაიელვა.
თვალები დავხუჭე, რათა შემეჩერებინა ეს ჭუჭყიანი, უაზრო ნიაღვარი, რომელიც
მე გამოვიწვიე. ყველაზე უფრო ზიზღისმომგვრელი მასში რაღაც მადლიერი,
ქალიშვილური გაუბედაობა იყო. მამამ თავისი დიდი თავი მიატრიალა და
შეეკითხა:
- როგორია თქვენი აზრი?
მის ხმაში ისეთი ტკივილი იყო, რომ მგზავრი დაიბნა. ჩვენს ზურგსუკან დუმილი
სუფევდა, მამა ელოდა.
- ვერ გავიგე, რა თქვით.
- რა დასკვნა გამოიტანეთ? აღტაცებული ვარ თქვენით. ვაჟკაცობა გეყოთ
გაგეკეთებინათ ის, რისი გაკეთებაც ყოველთვის მსურდა: მეხეტიალა
ქალაქიდან ქალაქში. როგორ გგონიათ, ბევრი დავკარგე?
- არაფერიც არ დაგიკარგავთ, - მისი სიტყვები ნემსით ნაჩხვლეტი საცეცებივით
იკრუნჩხებოდნენ.
- რაიმე კარგი მოგონება თუ დაგრჩათ, წუხელ მთელი ღამე თვალი არ
მომიხუჭავს, სულ ვცდილობდი სასიამოვნო ამბები გამეხსენებინა და ვერაფერი
გავიხსენე. სიღატაკე და შიში - აი ჩემი მოგონებები.
ამან გული მატკინა. სხვა თუ არა, მე ხომ ვყავდი. მგზავრის ღრჭენა გაისმა - იქნებ
ჩაიცინა.
- მაგის რჯული არ იყოს, გასულ თვეში ძაღლი შემომაკვდა, - თქვა მან. - ვის
გაუგონია
ასეთი რამე? ეს ზღმურდლიანები გამოხტებიან ბუჩქებიდან და მაინცდამაინც
ფეხში უნდა გებდღვნან. მეც ასეთი შემთხვევისათვის ერთი მსხვილი ჯოხი
დავითრიე. მოვდივარ, და ის ძუკნაც ამ დროს არ შემომახტა? კარგადაც ვთხლიშე.
კი გაჭიმა ფეხი მაშინვე, მაგრამ ერთი ორი კიდევ ჩავცხე, ყოველი
შემთხვევისთვის, ჰოდა, ერთი ძაღლი მოაკლდა ამ ქვეყანას. დე იცოდნენ, რომ არ
77
უნდა ეცნენ კაცს, რაკი მანქანა არა აქვს და ფეხით დაჩანჩალებს. ღმერთმანი,
ხელად თვალებშუა ვატაკე. მამა ნაღვლიანად უსმენდა.
- ძაღლი იშვიათად თუ აწყენინებს ვისმეს, - თქვა მან, - უბრალოდ
ცნობისმოყვარეები არიან, ჩემსავით. ჩემზე კარგად ვის ესმის ძაღლების
ავანჩავანი! ჩვენც გვყავს ძაღლი და ძალიან მიყვარს. ჩემი ცოლი სულს ლევს იმ
ძაღლის გულისთვის.
- არა, იმ ძუკნას კი კარგად გავუმასპინძლდი, - თქვა მგზავრმა და ნერწყვი
გადაყლაპა. - შენ თუ გიყვარს ძაღლები, ბიჭო? - მკითხა.
- პიტერს ყველა უყვარს, - მიუგო მამამ, - რას არ მივცემდი, მაგისთანა კეთილი
რომ
ვიყო. მაგრამ თქვენი კარგად მესმის, მისტერ, თუ ძაღლი ღამით მოგვარდება,
უცხო გზაზე...
- მე შენ გეტყვი, ვინმე მოიფიქრებს, რომ მანქანაში ჩაგისვას. - თქვა მგზავრმა, მთელი დღე ყინვაში ვეგდე, კინაღამ სული ამომძვრა სიცივით, ახლაც საათზე
მეტია, ვიცდი და პირველმა თქვენ გამიჩერეთ მანქანა.
- მე ყოველთვის ვაჩერებ, - უთხრა მამამ, - სულელებს ზეცა რომ არ ფარავდეს,
ახლა თქვენს ადგილას ვიქნებოდი. თქვენ, მგონი, მითხარით, მზარეული ვარო?
- მ-მ-მ, ჰო, ვიყავი წინათ.
- ქედს ვიხდი თქვენს წინაშე. ხელოვანი ყოფილხართ.
თავში მატლივით შემიძვრა აზრი, ამ მაწანწალას მამაჩემი ჭკუიდან შეშლილი
ხომ არ ჰგონია-მეთქი. მინდოდა პატიება მეთხოვა უცნობისათვის, მუცელზე
მეხოხა მის წინაშე, ამეხსნა, მამამ უბრალოდ ასე იცის, უყვარს უცნობი ხალხი,
გული მუდამ რაღაცაზე შემოჰკვნესის-მეთქი.
- რა დიდი რამეა, ეგ არის, ტაფაზე ქონი არ უნდა მიგეწვას, - გაისმა ფრთხილი
პასუხი.
- ტყუით, მისტერ! - შესძახა მამამ. - პატარა საქმე როდია მილეთის ხალხისთვის
საჭმლის მომზადება. მე მილიონ წელიწადშიც ვერ ვისწავლიდი.
- ერთი თქვენც, ალთაბალთას მიედ-მოედებით, - უტიფარი გულახდილობით
მიუგო მგზავრმა. - ამ თაღლითებს ოღონდ თხელი ბიფშტექსი დაუმზადე და
დანარჩენი ფეხებზე ჰკიდიათ. ქონი გაასაღე და ხორცი გადაანარჩუნე. აბა ერთი
ვინმემ კრინტი დასძრას! ას იმდენს ვეტყვი პასუხად. ყველანი დოლარზე
ლოცულობენ. იმათ ყავას რა დამალევინებს! ნამდვილი შავკანიანის შარდია.
78
მგზავრი თანდათან გამოცოცხლდა, მე სულ მთლად მოვიკუნტე, კანი საშინლად
მექავებოდა.
- მე კი მინდოდა, მეაფთიაქე გავმხდარიყავი, - უთხრა მამამ. - მაგრამ, კოლეჯი
რომ დავამთავრე, სულ სხვა ჰანგზე ავმღერდი. მამაჩემმა ბიბლია და უამრავი
ვალები დაგვიტოვა. კი არ ვამტყუნებ, - საბრალო, ცდილობდა ნამუსიანად
ეცხოვრა. ზოგი ჩემი
მოსწავლე - სკოლაში ვმუშაობ მასწავლებლად - ფარმაცევტულ სკოლაში შევიდა
და როცა იმათ ლაპარაკს ვისმენ, ვრწმუნდები, რომ საამისოდ ტვინი არ
მეყოფოდა. აფთიაქში თავიანი კაცია საჭირო.
- შენ ვინ გიდა გამოხვიდე, ბიჭუნა?
მამას ყოველთვის რცხვენოდა იმის გამხელა, რომ მხატვარი მინდოდა
გამოვსულიყავი.
- ამ საცოდავსაც გზა-კვალი აერია, ჩემი არ იყოს, - თქვა მამამ. - ეგ სულ უნდა
მოშორდეს აქაურობას და სადმე, მზიურ მხარეში გადავიდეს საცხოვრებლად.
კანი აქვს ისეთი, რომ გაიტანჯა პირდაპირ.
მამამ თითქოს ტანსაცმელი შემომაძარცვა და ჩემი აქავებული ფუფხი გააშიშვლა.
სიბრაზისაგან თვალთ დამიბნელდა და მამაჩემის სახე ცივ, უტყვ ლოდად
მეჩვენებოდა.
- მართლა, ბიჭიკო? რა გჭირს?
- ლურჯი კანი მაქვს, - ვთქვი მე. თავს ძლივს ვიკავებდი.
- ხუმრობს, - მიუგო მამამ. - მაგრამ ყოჩაღი ბიჭია. მაგისთვის ყველაზე კარგი
იქნებოდა, ფლორიდაში რომ წასულიყო. თქვენ, რომ ყოფილიყავით მაგის მამა,
ალბათ, იქ იცხოვრებდით.
- ვაპირებ იქით გასეირნებას ორ-სამ კვირაში. - თქვა მგზავრმა.
- ესეც წაიყვანეთ! - შესძახა მამამ. - ეს ბავშვი ნამდვილად უკეთესი ცხოვრების
ღირსია. მე კი ჯიბეში გახვრეტილი გროშიც არ მომეძევება; დროა სხვა მამა
მონახოს, მე უკვე აღოღებული ნაგავი ვარ.
გზის იქით მამამ ოლტონის დიდ სანაგვეს მოჰკრა თვალი. აჭრელებულ გროვაზე
აქა-იქ მხრჩოლავი კოცონი ბოლავდა. ამქვეყნად ყველაფერი იხრწნება, იჟანგება
და მერე ხელახლა აღორძინდება შავი, სიდამპლის შვიტასავით ფუმფულა,
ხაოიანი, უცნაური სხეულებიდან. მდინარიდან მონაბერ პირქარს შამბნარის
79
მაღალ ღეროებზე
გაშეშებულიყო
ფერადი
ქაღალდის
ნაკუწები
მიეტმასნა
და
ზედ
მოჩვენება-ალმებად.
მოშორებით
კი
მდინარე
„გაჭენებული
ცხენი“
მოედინებოდა და შავი წყლის მოსარკულ ზედაპირზე ზემოდან გადმომხობილი,
უტყვი, ლურჯი ლაჟვარდი არეკლილიყო. აირსაცავები რუხი სპილოებივით
დარაჯობდნენ ქალაქის აგურისფერ ჰორიზონტს, უზარმაზარი ცილინდრები
ადი-ჩადიოდა; ოლტონი, იდუმალი ქალაქი, ვარდისფერი და მეწამული
ყაითანივით გაწელილიყო მომწვანო-მოწითალო გორაკების ძირში. ოლტონის
მარადმწვანე მთის ციცქნა ქედი მუქი ნაპრალივით აჩნდა ცას. ხელი თავისით
ამოძრავდა, თითქოს ტილოზე ფუნჯის მოსმას ლამობდა. გზატკეცილის
გასწვრივ რკინიგზის ლიანდაგის ვერცხლისფერი ზოლები გარბოდნენ;
ფაბრიკების ახლოს, მანქანების სადგომებზე ტევა აღარ იყო; გზატკეცილი
ქალაქის გარეუბნის ქუჩამ შეცვალა, რომელიც ავტომობილის სააგენტოებს,
დაჟანგულ, მოძრავ რესტორნებსა და შიფერის სახურავიან სახლებს შორის
მიიკლაკნებოდა.
- აი ისიც. ვრცელი და დიდებული ქალაქი ოლტონი, - უთხრა მამამ მგზავრს, ბავშვობაში რომ ეთქვა ჩემთვის ვინმეს, სიცოცხლეს ოლტონში, პენსილვანიის
შტატში დაასრულებო, სიცილს დავაყრიდი. იმ დროს არც კი ვიცოდი, ასეთი
ქალაქი თუ არსებობდა.
- პატარა, ბინძური ქალაქი, - თქვა ჩვენმა მგზავრმა.
მე კი ის მშვენიერი მეჩვენება.
მამამ მანქანა ასოცდამეორე ქუჩისა და ტრამვაის ხაზების გზაშესაყარზე გააჩერა,
წითელ
შუქნიშანთან.
მარჯვნივ ლიანდაგები
ბეტონის
ხიდისკენ მიემართებოდნენ, „გაჭენებული ცხენის“ გადაღმა. ნამდვილი
ოლტონი სწორედ მდინარის გაღმა იწყებოდა. მარცხნივ სამ მილზე ოლინჯერი
იყო და კიდევ ორზე - ელი.
- რა გაეწყობა, - თქვა მამამ, - იძულებული ვარ ყინვაში გადმოგსვათ.
მგზავრმა კარი გააღო. იმ წუთიდან, როცა მამამ ჩემი კანის ამბავი უთხრა, მისი
ჭუჭყიანი გრძნობების ნიაღვარმა იკლო, მაგრამ მაინც ვიგრძენი, როგორ შეეხო
ჩემს კეფას, იქნებ შემთხვევითაც. ჩასვლისას მაწანწალამ მაგრად ჩაიხუტა ფუთა.
მისი ფაფისებური სახე ისევ გამკვრივდა.
- ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, - უთხრა მამამ. მგზავრი გაიკრიჭა:
- მ-და...
80
კარმა გაიჯახუნა. მწვანე სინათლე აენთო. გული ახლა მშვიდად მიცემდა. ჩვენმა
მანქანამ მშვიდად გადაუარა ტრამვაის რელსებს და ოლტონში მიმავალი
ავტომობილების ხროვას ეკვეთა. უკან მივიხედე.
მანქანის მტვრიან შუშაში ჩვენი მგზავრი დავინახე - ფუთით ხელში
დამტარებელს ჰგავდა. მალე ის პატარა, ყავისფერ ლაქასავით მოჩანდა ხიდის
თავთან, მერე ზევით აფრინდა და გაუჩინარდა.
- ეს კაცი ჯენტლმენია, - სერიოზული გამომეტყველებით მითხრა მამამ.
გულში დაგუბებული ბრაზი მახრჩობდა. გადავწყვიტე, სანამ სკოლაში
მივიდოდით, ყველაფერი მამაზე გადმომენთხია.
- დიდსულოვნებაც ამას ქვია, - დავიწყე მე. - დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინე.
სულთამხუთავივით მაჩქარებდი, ლუკმა ყელში გამეჩხირა და მერე ვიღაც
ქეციანი მაწანწალა ჩასვი, ზედმეტი სამი მილი გაიარე, მადლობა მაინც ეთქვა.
ახლა რომ დავიგვიანებთ, მაგას არ უნდა ბევრი ლაპარაკი. წამომიდგენია,
როგორ იყურება ზიმერმანი საათზე და შენს ძებნაში დერეფნებში დარბის.
ბოლოსდაბოლოს ერთხელ მაინც არ შეგიძლია ისე მოიქცე, რომ სისულელე არ
ჩაიდინო. რა ნახე ამ მაწანწალებში? ესე იგი ყველაფერი ჩემი ბრალი ყოფილა მე რომ არ დავბადებულიყავ, შენც მაწანწალა გახდებოდი, არა? ფლორიდა! ჩემს
კანზე მაინც რაღას უყვებოდი. კარგი სამსახური კი გამიწიე, დიდი მადლობა!
ბარემ გეთქვა და პერანგსაც გავიხდიდი. იქნებ, ჩემი დაფუფქული ფეხებიც
უნდა მეჩვენებინა. რა საჭიროა, ყველა გამვლელ ვიგინდარას რომ ჩაუკაკლო
ყველაფერი? თუ გგონია, ვინმეს რამეში ენაღვლება?! ამ იდიოტმა მარტო ის
იცის, ძაღლები როგორ დახოცოს და კეფაში როგორ შემომასუნთქოს.
ბალტიმორის მარმარილოს კიბეები!.. თუ ღმერთი გწამს, მითხარი ერთი, მამა,
რაზე ფიქრობ, გუდას პირს რომ მოხსნი ხოლმე?
მაგრამ, რამდენიც გინდა ლანძღე კაცი, თვითონ ხმას თუ არ იღებს. მეორე მილი
ოლინჯერამდე ისე გავიარეთ, რომ არც ერთს კრინტი არ დაგვიძრავს. მამას
დაგვიანებისა ეშინოდა და თავქუდმოგლეჯილი ერეკებოდა მანქანას,
ავტომობილების მთელ მწკრივს გაუსწრო. ზედ ტრამვაის ხაზზე მიქროდა.
ბორბლები რელსებზე სრიალებდნენ და საჭე ხელიდან უსხლტებოდა.
საბედნიეროდ მალე მივედით. როცა ქუჩაში გამოკრულ დაფას ჩავუქროლეთ,
საიდანაც „ლომები“, „როტარიანელები“, „კივანები“ და „ცხენ-ირმები[5]“
მოგვძახოდნენ, „კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო“, მამამ მითხრა:
- ნუ დარდობ, პიტერ, შენი კანის შესახებ რომ შეიტყო, დაავიწყდება.
მასწავლებლებზე კარგად არავინ იცის, რომ ხალხი ყველაფერს ივიწყებს.
ყოველდღე ამ ჩლუნგ სახეებს მივჩერებივარ და სულ სიკვდილი მახსენდება.
81
არაფერი რჩება ამ ბავშვების თავში. მახსოვს, როცა ჩემმა მოხუცმა იგრძნო, რომ
კვდებოდა, ლოგინში თვალი გაახილა, დედას, ალმას და მე გადმოგვხედა და
გვკითხა: „როგორ გგონიათ, საუკუნოდ დამივიწყებენ?“ ამაზე ხშირად
დავფიქრებულვარ. საუკუნოდ. საშინელებაა, როცა მღვდელი ამას იტყვის.
შიშით კინაღამ გული გამისკდა.
სკოლას რომ მივუახლოვდით, მოსწავლეების უკანასკნელი ნაკადი ჯგროდ
აწყდებოდა კარს. ზარი უკვე დარეკეს. სახელმძღვანელოები ავიღე და სანამ
მანქანიდან გადმოვიდოდი, უკანა საჯდომს შევავლე თვალი.
- მამა! - დავიყვირე, - ხელთათმანები გაქრა!
მამას რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგმული ჰქონდა შენობისაკენ. ის
მანქანისაკენ შემოტრიალდა, მეჭეჭებიანი ხელი თავზე გადაისვა და ლურჯი
ქუდი გადაიძრო. თმა აბურძგნოდა.
- რას ამბობ? იმ საძაგელმა გაიყოლია?
- აბა სხვა ვინ! აქ აღარ არის, მარტო გვარლი და რუკაა.
მამა ხელად შეურიგდა ამ ამბავს.
- რას იზამ, - თქვა მან. - ეტყობა, იმას ჩემზე უფრო სჭირდებოდა.
და გზა განაგრძო. ფართო ნაბიჯებით კეცავდა ბეტონის ბილიკს. მე ვერ ვეწეოდი.
სახელმძღვანელოები ხელიდან მიცვივდებოდა და თანდათან ჩამოვრჩი.
მუცელი უსიამოდ მძიძგნიდა იქ, სადაც სახელმძღვანელოები მაჭერდა. ვერ
მომენელებინა, რომ მამამ არაფრად ჩააგდო ჩემი საჩუქარი. მე კი რად მიღირდა!
მამა ყველაფერს სხვებს ურიგებდა, ჯერ აგროვებდა ნივთებს და მერე ფანტავდა,
ლამაზ ტანსაცმელსა და ფუფუნებაზე ოცნებაც მისგან გადმომედო, და ახლა,
პირველად, მამის სიკვდილი, თუმცა უაზრო და ვარსკვლავებივით შორეული,
პირქუშ და საზარელ მუქარად მეჩვენა.
III
შეგვიანებული ხირონი ჩქარი ნაბიჯით მიჰყვებოდა იალღუნის, ურთხელის,
დაფნის ხისა და კერმესის მუხის მწვანე დერეფანს. კედრებისა და
ვერცხლისფერი ნაძვების ძირში,
რომელთა კენწეროები ოლიმპური სილაჟვარდით ელავდა, მარწყვის ხის,
ველური მსხლის, შინდის, ბზისა და დანდურის ნორჩი ბარდნარი უხვად
ჰყვაოდა და ჰაერი ტყეში ყვავილების წვენისა და ქორფა ყლორტების სურნელით
82
იყო გაჟღენთილი. აყვავებული რტოები აქა-იქ ცინცხალ სახეებად ჩაქარგულიყო
მწვანედ მოხასხასე გამოქვაბულის მერწევ კედლებში და ხირონს შიგ ფეხი
ებლანდებოდა. მან ნაბიჯი შეანელა. კენტავრის უტყვ და უხილავ თანამგზავრად
ქცეულმა ჰაერის ნაკადმა, მის მაღლა შემართულ თავს რომ ევლებოდა, აგრეთვე
შეაჩერა სრბოლა. მწვანე ამონაყარით გადაბურდულმა და ჩიტების სწრაფი,
ნაწყვეტ-ნაწყვეტი მოძახილით გაყრუებულმა კორდებმა ხირონს ბავშვობიდანვე
ნაცნობი მღვიმეები მოაგონა. ხმები თითქოს ნაირ-ნაირი ელემენტებით
დახუნძლული სახურავიდან ცვიოდა. (ერთმანეთში ირეოდა
წყლის და სპილენძის, გაპრიალებული ხისა და ჩანავლებული, მბჟუტავი
ცეცხლის ხმა.) სიმშვიდე დაეუფლა. მოწაფის თვალით - რამეთუ მასწავლებელი
სხვა არა არის რა, თუ არა აღზრდილი მოწაფე, - ადვილად აგნებდა ბუჩქნარში
კენტად მიმალულ ბაზილიკას, შხამას, ნაღველას, რძიანას, კილამურას, ბრიონიას,
აკონიტსა და ზღვის ხახვს. ბალახის ერთფეროვან ზღვაში ყვავილის, ფოთლის,
ღეროსა და ეკლის მოყვანილობის მიხედვით განასხვავებდა იქსიას, მარწყვაბალახას, ტკბილ მაიორანს და ლევკოიონს, და როცა მათ გამოიცნობდა,
მცენარეებიც, თითქოს გმირს ესალმებიანო, წელში იმართებოდნენ და
შრიალებდნენ.
შხამა დამღუპველია ცხენის ჯიშისთვის. თრიმლი რამდენიც არ უნდა თელო,
უარესად გამრავლდება. ხირონი თავისდაუნებურად აღადგენდა მეხსიერებაში
სამკურნალო ბალახების შესახებ დიდი ხნის წინ შეძენილ ცოდნას.
იმ მცენარეთაგან, სტრიქნოზულს რომ უწოდებენ, ერთნი ძილს იწვევენ,
მეორენი კი გონებას ვნებენ. პირველთა ფესვი, მიწიდან ამოღებული, - თეთრია,
გახმობის შემდეგ კი სისხლივით გაწითლდება. მეორე მცენარეთ ზოგნი
თრიონს უხმობენ, სხვანი კი პერიტონს. ამ მცენარის სამი მეოცედი უნცია სხეულს ამაგრებს, ორმაგი დოზა
ბოდვას იწვევს, სამმაგი კი - გონების უკურნებელ დაბნელებას. კიდევ უფრო
დიდი დოზა სასიკვდილოა.
ქონდარი არ იზრდება იმ ადგილებში, რომლებიც ზღვის ქართაგან დაცულია.
მისი ფესვის ამოთხრისას ისე უნდა დადგე, რომ ქარი სახეში გცემდეს.
გამოცდილი შემკრები ამბობს, რომ პეონის ფესვის ამოთხრა მხოლოდ ღამით
შეიძლება, რადგან ამ დროს კოდალამ თუ დაგინახა, სწორი ნაწლავი
გამოგვარდებაო. ხირონს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ეს ცრუმორწმუნეობა, მას
ხალხის სიბნელიდან დახსნა უნდოდა. აპოლონი და არტემიდე დაჰპირდნენ,
რომ შემწეობას აღმოუჩენდნენ. მიწავაშლას გარშემო ხმლით სამმაგი წრე უნდა
შემოხაზო და ისე ამოთხარო, რომ სახე აღმოსავლეთისკენ გქონდეს
83
მიქცეული. დახუჭუჭებულ წვერს ზემოთ ღიმილმა გააპო ხირონის ჭიაფერი
ტუჩები, როცა გაახსენდა, რამდენი წვალება და ფიქრი გადახდა, ვიდრე
ჭეშმარიტად სამკურნალო ბალახს მიაგნებდა. მიწავაშლას შესახებ მთავარია ის
იცოდე, რომ საჭმელში თუ შეურევ, კარგად შველის ნიკრისის ქარს, უძილობას,
დევსურას და სქესობრივ უძლურებას. ველური კიტრის ფესვი ჰკურნავს ცხვარს
თეთრი
სიდამპლისა
და მუნისაგან. ზეითუნის ზეთში დანაყილი დენგრას ფოთლები ძვლის
მოტეხილობას და ჩირქოვან ჭრილობებს ახორცებს, ხოლო მისი ნაყოფი ხელს
უწყობს ნაღველის გაწმენდას. კრაზანა, რომელიც ორასი წლის მანძილზეც არ
კარგავს ძალას, კარგია, როგორც ნაწლავების, ისე კუჭის გასაწმენდად. ყველაზე
უკეთესი ბალახი ჩრდილოეთში იცის, ცივ და მშრალ ადგილებში,
განსაკუთრებით ევბეაზე. კარგი ბალახი იზრდება აიგესა და ტელეთრიონში.
ყველა სურნელოვანი მცენარე გარდა ზამბახისა, აზიიდან არის შემოტანილი:
კასია, დარიჩინი, ილი, ნარდი, სტირაქსი, ზმირნი, კამა. შხამიანი
მცენარეულობა კი ადგილობრივია: შხამა, კონიო, შემოდგომის ენძელა,
ხაშხაში, ბაია; რძიანა სასიკვდილოა ძაღლთათვის და ღორთათვის; თუ გსურს
გაიგო, გადარჩება თუ არა ავადმყოფი, აურიე დანაყილი რძიანა ზეთსა და
წყალში, მიღებული მალამოთი დაზილე ავადმყოფი და ასე შეინახე სამ დღეს.
თუ ამას გადაიტანს, იცოდე, რომ იცოცხლებს.
მის თავზე ჩიტმა, თითქოს ნიშანს აძლევსო, ლითონის მკვეთრი ხმით დაიძახა:
„ხირონ! ხირონ!“ ძახილი ისარივით ავარდა ზევით, წამოეწია მას, ზედ ყურთან
გაიწკრიალა და მერე უცხო და ბედნიერი, ლაღად აიჭრა იქ, სადაც ტყის ბილიკის
ბოლოს მზის სხივებში გახვეული გაბარდნილი კარავი ირწეოდა.
ხირონი ტრიალ მინდორზე გამოვიდა. იქ ელოდნენ მოწაფეები: იაზონი,
აქილევსი, ასკლეპიოსი, და კიდევ ოლიმპოს მეფეთა ათიოდე შთამომავალი,
რომლებიც მისი ზედამხედველობის ქვეშ იზრდებოდნენ, და რომელთა შორისაც
ხირონის ასული ოკიროეც იმყოფებოდა. სწორედ ისინი უხმობდნენ ხირონს.
მოწაფეები ნახევარ წრედ დამსხდარიყვნენ თბილ, მწვანე ბალახზე და
მხიარულად მიესალმნენ მას. აქილევსმა, რომელსაც შვლის ძვალი ეჭირა და
ტვინს წუწნიდა, თავი ასწია. ნიკაპზე ფუტკრის ფიჭის ნამცეცები მიჰკვროდა.
ჭაბუკის ლამაზ სხეულს სიმსუბუქე მორეოდა. ფართე, თეთრ მხრებზე ქალური
სისავსე გამჭვირვალე მოსასხამივით დაჰფენოდა და ეს ცოტა არ იყოს მოუქნელს
ხდიდა მის ნაწრთობ სხეულს, თვალებში ცეცხლს უქრობდა. ამ მომწვანო,
ფირუზისფერ თვალთა გამოხედვა ორჭოფული და მწველი იყო. მოწაფეებიდან
არავინ აწვალებდა ასე ხირონს, მაგრამ აქილევსივით არც არავინ საჭიროებდა
მასწავლებლის ქებას და არც სხვებივით გაუბედავი სიყვარულით უყვარდა
84
მოძღვარი. იაზონისადმი გულგრილი იყო ხირონი. კაფანდარა იაზონი თავის
ასაკთან შედარებით მთლად ნორჩი ჩანდა და თავი გამომწვევად ეჭირა, შავ
თვალებში უკრთოდა მშვიდი გადაწყვეტილება: ყველაფერი აეტანა. ასკლეპიოსი,
მისი უსაყვარლესი მოწაფე, წყნარი და თავშეკავებული, უკვე ბევრ რამეში ჯობდა
მასწავლებელს. ისრით განგმირული მოღალატე კორონიდეს საშოდან
ამოგლეჯილი ასკლეპიოსიც უდედოდ, ღვთაებრივი მამის შორეული
მეურვეობით იზრდებოდა. ხირონი მას ისე ეპყრობოდა, თითქოს მოწაფე კი არა,
მისი ამხანაგი ყოფილიყო და შესვენების დროს, ვიდრე სხვები მხიარული
თამაშით იქცევდნენ თავს, ეს ორი გულბრძენი სწავლული ცოდნის
საიდუმლოებაში ეფლობოდა.
მაგრამ ყველაზე ნაზად ხირონის მზერა ასულის ოქროსთმიან თავს ევლებოდა.
სიცოცხლე დუღდა მის პაწია ქალში. თმის ტალღები ეხვეოდა და ერთმანეთში
ეხლართებოდა, როგორც ფაფარაშლილ ცხენების რემას, როცა მას ზევიდან
დაჰყურებს. ეს მისი საკუთარი სიცოცხლეა, რომელსაც ზევიდან დაჰყურებს.
მისმა პლაზმამ ასულში ჰპოვა უკვდავება. ხირონმა მზერა შეაჩერა გოგონას
თავზე, რომელიც უკვე ქალური და თავნება გახლდათ. ეს მისი თესლია - ამ
დაუდგრომელ, ჟინიან, დიდშუბლა და გრძელფეხებიან გოგოს ოდესღაც მის
გვერდით, ხავსზე წამოწოლილი ხარიკლო ძუძუს აწოვებდა და გამოქვაბულის
შესასვლელს ზემოთ ვარსკვლავები ჩურჩულებდნენ. გოგონა მეტისმეტად
ჭკვიანი იყო და ამან ბავშვობა მოუწამლა; ხშირად კარგავდა წონასწორობას და
აღონებდა მშობლებს, ვისი სული და გულიც იყო.
მამაზე მეტად ოკიროეს სტანჯავდა წინასწარჭვრეტის უნარი; მამას კი ვერაფერი
ეღონა, ვერას შველოდა ხირონის ვერა სამკურნალო ბალახი; წელიწადის
უმოკლეს ღამით, პსოფიდის ახლოს, ქვა-ნიადაგიდან შუაღამისას ამოთხრილი
ყოვლისმკურნავი ფესვიც ვერაფერს რგებდა, ამიტომ ხირონი არასოდეს
უჯავრდებოდა, რა ღვარძლიანად და მკაცრადაც არ უნდა დაეცინა შვილს
მამისათვის. მშვიდად იტანდა ყოველივეს, ოღონდ შეენდო ოკიროეს, რომ მამას
არ შეეძლო მისი ტანჯვის შემსუბუქება.
საღამოს გუნდში თითოეული ბავშვის ხმას საკუთარი ფერი ჰქონდა ხირონის
თვალში. მრავალხმიანობა ცისარტყელად ენთებოდა. ხირონს თვალი ცრემლმა
დაუსველა. ყოველდღე, მეცადინეობის წინ, ბავშვები ჰიმნს უმღეროდნენ ზევსს.
ისინი იდგნენ კენტავრის წინ თავიანთ მსუბუქ ტანსაცმელში გამოწყობილნი და
მათ ტანს ჯერ არ მიეღო ჭურჭლის ან მახვილის სახე, რათა დაეთრგუნა ანდა
აღვსილიყო, იარაღად ქცეულიყო არესის ანდა ჰესტიას ხელში. ერთნაირები
იყვნენ, თუმცა სხვადასხვა სიმაღლისანი: ერთ სალამურად შეკრული
85
ტანწვრილი და ფერმკრთალი ლერწმები საგალობელს აღავლენდნენ ჭეშმარიტი
ყოფიერების ღმერთის, ზევსის სადიდებლად:
მეუფევ,
ვისაც
ზევსო,
შენს
შეგვმოსე
გრიგალთა
ცათა
გმორჩილებს
დიადო
სადიდებელს
ნათლის
მოგვეც
ღვთაებავ ელვა-ჭექის!
სიმხნევე
შინა,
დარი,
ღმერთო.
ვმღერით!
სხივით,
მბრძანებელო,
სულის,
მსუბუქი, მძაფრი ქარი აღიტაცებდა სიმღერას და გაჰქონდა იგი ისევე, როგორც
ქალიშვილების მხრებზე შემოხვეულ შარფებს აფრიალებს ხოლმე.
შარავანდედის
მფენო,
მზეზე
სიღრმით უძირო
ზღვაზე ვრცელო,
აღსავსე
ნათელო
აიდის
ღმერთო,
დარო,
ჰარმონიით,
ცის
ტახტის
დამამშვენო,
ქვეყნად გაბრწყინდა შენი
ყოველი
არსი
მადლით!
კენტავრის სერიოზული ხმა გაუბედავად შეუერთდა უკანასკნელ საგალობელს:
ო,
ზევსო,
დიდო
ღმერთო,
მოკვდავთ
ნუგეში
შენ
ხარ,
იმედო,
ჩვენო
შენს
სიკეთე
წინ
ბურჯო,
ვცახცახებთ
შიშით.
მოგვანიჭე,
ღვთიურ
წყალობის
ნიშნად,
გვაუწყე
ნება
შენი,
ისმინე ჩვენი ლოცვა!
ისინი დუმდნენ. მდელოზე, მხარმარცხნივ, ხის კენწეროების თავზე, ზუსტად
მზის
86
პირდაპირ, შავი არწივი აფრინდა. ხირონი წამით შეკრთა, მაგრამ მერე მიხვდა,
რომ არწივი აფრინდა მისგან მარცხნივ, მაშასადამე - მარჯვნივ ბავშვებისაგან.
მარჯვნივ და ზევით - ორმაგი წყალობის ნიშანია. (ოღონდ, მისგან კი მარცხნივ),
მოწაფეებმა მოწიწებით ამოიხვნეშეს და როცა არწივი მზის ნაირფერად
შარავანდედში შთაინთქა, აღელვებულნი ახმაურდნენ. ხირონს გაეხარდა, როცა
შენიშნა, რომ თვით ოკიროეზეც მოახდინა ამან შთაბეჭდილება.
გოგონას სახე გახსნოდა. მისი თმის ბზინვარება გაბრწყინებულ თვალებს კიდევ
უფრო აეელვარებინა და ოკიროე ჩვეულებრივ, მხიარულ და უზრუნველ
გოგონას დაემსგავსა. ღვთისმოსაობა დაბადებიდან სძულდა და ამტკიცებდა, დადგება დღე, როცა ზევსს უბადრუკ სათამაშოდ ჩათვლიან, რომელიც ხალხმა
თვითონ გამოიგონა. მაშინ სიცილს დააყრიან მას, ოლიმპოდან უფსკრულში
გადაუძახებენ და ბოროტ დამნაშავედ გამოაცხადებენო.
არკადიის მზე სულ უფრო და უფრო მხურვალე ხდებოდა. ჩიტების გალობა
შეწყდა. ხირონი მთელი თავისი არსებით გრძნობდა, მზის გულზე როგორ
ნებივრობდნენ
ზეთისხილის ხეები. ქალაქელი მლოცველები, ტაძრის თეთრ საფეხურზე
You have read 1 text from Georgian literature.
Next - კენტავრი - 07
  • Parts
  • კენტავრი - 01
    Total number of words is 3340
    Total number of unique words is 2166
    24.6 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    44.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 02
    Total number of words is 3612
    Total number of unique words is 2290
    24.5 of words are in the 2000 most common words
    37.5 of words are in the 5000 most common words
    45.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 2221
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 04
    Total number of words is 3828
    Total number of unique words is 2253
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 05
    Total number of words is 3690
    Total number of unique words is 2293
    25.7 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 06
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2285
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 07
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2208
    28.2 of words are in the 2000 most common words
    40.8 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 08
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 2203
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 09
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2299
    26.9 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 10
    Total number of words is 3832
    Total number of unique words is 2203
    27.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 11
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2293
    26.4 of words are in the 2000 most common words
    39.1 of words are in the 5000 most common words
    46.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 12
    Total number of words is 3897
    Total number of unique words is 2212
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 13
    Total number of words is 3874
    Total number of unique words is 2126
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 14
    Total number of words is 3804
    Total number of unique words is 2211
    27.9 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 15
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2177
    28.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 16
    Total number of words is 3722
    Total number of unique words is 2183
    27.0 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 17
    Total number of words is 3736
    Total number of unique words is 2200
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 18
    Total number of words is 3771
    Total number of unique words is 2310
    27.4 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 19
    Total number of words is 3048
    Total number of unique words is 1793
    25.5 of words are in the 2000 most common words
    36.6 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.