Latin

კენტავრი - 03

Total number of words is 3652
Total number of unique words is 2221
27.8 of words are in the 2000 most common words
39.7 of words are in the 5000 most common words
47.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
- ჯორჯ, ხომ გითხარით, მერე-მეთქი, - გაიმეორა ზიმერმანმა. - ჩემი თხოვნაა, რომ
ახლა გაკვეთილს შეუდგეთ. მე კი, რაკი სულ ერთია, დილანდელი გეგმა
ჩამეშალა, ბოლო მერხზე დავჯდები. ასეა თუ ისე, თვეში ერთხელ ხომ მაინც
31
უნდა დაგესწროთ გაკვეთილზე. ბავშვებო, გეთაყვათ, ყურადღებას ნუ
მომაქცევთ.
კოლდუელი შიშით ძრწოდა დირექტორის ამ ყოველთვიური დასწრების
გახსენებაზე. მანქანაზე დაბეჭდილ მოკლე შეფასებებს, რომლებიც ამას
მოსდევდა, გესლიანი
შენიშვნებისა და პედაგოგიური ტერმინებისაგან შეთითხნილ აბდაუბდას, დიდი
ხნით გამოჰყავდა ხოლმე წონასწორობიდან. თუ შეფასება კარგი იყო,
სიხარულისაგან გაბრუებული ადგილს ვერ პოულობდა, ხოლო თუ ცუდი, კოლდუელს ეს შეფასებანი თითქმის ყოველთვის უარყოფითი ეჩვენებოდა,
რადგან სამსალასავით მწარე, ორაზროვანი სიტყვების მნიშვნელობა კარგად
ესმოდა, - კვირეების განმავლობაში კარგავდა მოსვენებას. ჯიბრზე, ზიმერმანი
სწორედ ახლა დარჩა შესამოწმებლად, ახლა, როცა ტკივილით ნაგვემი და
უსამართლოდ დამცირებული სულაც არ იყო მზად გაკვეთილისათვის.
დირექტორმა კატასავით შემპარავი ნაბიჯებით ჩაუარა დაფას. ფართო,
კუბოკრული ზურგი მოეკაკვა იმის დასამტკიცებლად, რომ სურდა შეუმჩნეველი
დარჩენილიყო. ზიმერმანი ბოლო მერხს მიუჯდა, ყურპანტურა, მუწუკებიანი
მარკ იანგერმანის უკან. მაგრამ დაჯდა თუ არა, მაშინვე შენიშნა გვერდით
მწკრივში, ბოლო მერხზე მჯდომი ირის ოზგუდი, ხბოსავით ზანტი და
დამძიმებული, ჩასუქებული მზეთუნახავი. ზიმერმანი მისკენ გადაიხარა და
ჩურჩულით და ხელის მოძრაობით რვეულის ფურცელი სთხოვა.
გათქვირებულმა გოგომ აჩქარებით ამოხია ფურცელი;
დირექტორმა გამოართვა, თან მოურიდებლად უჭვრეტდა გულამოჭრილ,
ხალვათად მომდგარ აბრეშუმის ბლუზაში.
მოწიწებული განცვიფრებით აღვსილი კოლდუელი თვალს ადევნებდა ამ ამბავს.
ხედავდა, ფერადი ლაქები როგორ შეჩოჩქოლდნენ მერხებზე. ზიმერმანი
ელექტრონივით მოქმედებდა ბავშვებზე. უნდა დაიწყოს. მაგრამ კოლდუელს
აღარ ახსოვდა, ვინ იყო, რამ მოიყვანა აქ, რა უნდა ესწავლებინა. მაგიდასთან
მივიდა, ისარი დადო, ჟურნალის ამონაჭერი დაინახა და გაახსენდა:
„კლივლენდელი
სწავლულის
მიერ
შედგენილი
სამყაროს
შექმნის
ქრონოლოგია“. საკლასო ოთახის ბოლოში ზიმერმანის სახე უშველებელი ჩანდა.
- დაფაზე, ჩემს ზურგს უკან, - დაიწყო კოლდუელმა, - დაწერილია ციფრი ხუთი
ცხრა ნოლით. ხუთი - რა? გაუბედავმა, წვრილმა ხმამ დაარღვია სიჩუმე:
- ტრილიონი.
32
ეს, რა თქმა უნდა, ჯუდი ლენჯელია. ოლოლო, გამოიცნო! არა, მაგას საშველი
არასოდეს დაადგება: მამამისს, ამ მეტიჩარას, უძრავი ქონებით მოვაჭრეს, ჰგონია
მისი ქალიშვილი აუცილებლად „გაზაფხულის დედოფალი“, პირველი
მოსწავლე და მთელი ჯგუფის თვალისჩინი უნდა იყოს, რადგან მან, ბებერმა
ლენჯელმა, ხუთი პროცენტი საკომისიო გასამრჯელოს აღებით ქონება
შეაკოწიწა. საწყალი ჯუდი, ღმერთს ჭკუა არ მიუცია მისთვის.
- მილიარდი, - თქვა კოლდუელმა. - ხუთი მილიარდი წელი. ასეთია,
თანამედროვე მეცნიერების აზრით, სამყაროს წლოვანება. შეიძლება, უფრო
მეტიც იყოს, ოღონდ ნაკლები - არავითარ შემთხვევაში. ახლა კი, ვინ მეტყვის, რა
არის მილიარდი?
- ათასი ათასი? - წამოიკნავლა ჯუდიმ.
რა ლენჩია ეს უბედური, სხვები მაინც მიეხმარონ. რატომ ვინმე საზრიანი არ
მიპასუხებს, აი, თუნდაც კეჯერაიზი? კეჯერაიზი იჯდა, ფეხებით ჩაეხერგა
გასასვლელი, უაზროდ ჩაჰკირკიტებდა რვეულს და რაღაცას უღიმოდა.
კოლდუელმა თვალებით პიტერი მოძებნა, მაგრამ გაახსენდა, რომ მისი ვაჟი ამ
კლასში არ იყო. ის
მეშვიდე გაკვეთილზე იქნება. ზიმერმანმა რაღაც ჩაიწერა და თვალი ჩაუკრა
ოზგუდის გოგოს, რომელიც თავისი მოკლე ჭკუით ვერ მიმხვდარიყო,
დირექტორი საით უმიზნებდა. სად იყურები, შე ბოთე, შენა!
- ათასჯერ ათასი ათასი! - აუხსნა კოლდუელმა. - ათასი მილიონი. აი რა არის
მილიარდი. დედამიწაზე ახლა ორ მილიარდზე მეტი კაცი ცხოვრობს, ადამიანი
კი გაჩნდა დაახლოებით მილიონი წლის უკან, როცა ჩერჩეტი მაიმუნი ხიდან
მიწაზე ჩამოვიდა და გაოცებულმა ირგვლივ მიმოიხედა.
კლასში სიცილი გაისმა, დეიფენდორფი კი - ერთ-ერთი იმ ბიჭებიდან, ფერმიდან
სკოლაში ავტობუსით რომ დადიოდნენ, - თავისა და იღლიების ქექვას მოჰყვა,
თან მაიმუნივით ბურტყუნებდა.
კოლდუელმა ამ საქციელს თვალი აარიდა, რადგან ბიჭი საუკეთესო მოცურავე
იყო მის გუნდში.
- მილიარდებთან კიდევ მაშინ გვიხდება საქმის დაჭერა, როცა ჩვენს ეროვნულ
შემოსავალზე ვლაპარაკობთ, - განაგრძო კოლდუელმა. - ამჟამად საკუთარი
თავისა გვმართებს ორას სამოცდაათამდე მილიარდი დოლარი. დაახლოებით
სამას ორმოცდაათი დაგვიჯდა ჰიტლერის მოსპობა. და კიდევ მილიარდებით
თვლიან ვარსკვლავებს. ასამდე მილიარდი ვარსკვლავია ჩვენს გალაქტიკაში,
რომელსაც ჰქვია - რა?
33
- მზის სისტემა? - უკარნახა ჯუდიმ.
- ირმის ნახტომი, - გაუსწორა კოლდუელმა. - მზის სიტემაში მხოლოდ ერთი
ვარსკვლავია. - აბა რომელი?
კოლდუელი დაჟინებით მისჩერებოდა ბოლო მერხებს, მაგრამ თვალი მოჰკრა
ისევ ჯუდის, რომელიც კვლავ აპირებდა გამოხტომას.
- ვენერა?
ბიჭებს გაეცინათ: ვენერა, ვენეროლოგიური, ვენერიული სნეულებანი. ერთმა
ტაშიც კი შემოჰკრა.
- ვენერა - ყველაზე ნათელი პლანეტაა, - აუხსნა ჯუდის კოლდუელმა. - მას
ზოგჯერ ვარსკვლავსაც უწოდებენ, დიდი სიკაშკაშის გამო. მაგრამ, რა თქმა
უნდა, ერთადერთი ნამდვილი ვარსკვლავი, რომელიც ჩვენგან ახლოა, ეს...
- მზეა, - თქვა ვიღაცამ;
კოლდუელი ვერ ხედავდა, რადგან მიშტერებოდა ჯუდი ლენჯერის ჩლუნგ,
დაძაბულ სახეს და უსიტყვოდ შთააგონებდა, მამის ხმას არ აჰყოლოდა. წელებზე
ფეხს ნუ იდგამ, ჩემო გოგონა, მოეშვი ამ ოხერ სწავლას. შენ გინდა ახლა ბიჭებში
გავლა და მერე შვილები მრავლად. (ისე, ლექსს არა უშავს, ვალენტინას
დღისთვის გამოდგება. ზოგჯერ კოლდუელს პოეტური აღმაფრენა ეწვეოდა).
- სწორია, - თქვა მასწავლებელმა. - მზე. ახლა კი მე ასეთ ციფრს დავწერ. და დაწერა
დაფაზე: 6 000 000 000 000 000 000 000
- როგორ უნდა წავიკითხოთ ეს? - მერე თვითონვე უპასუხა: - ექვსი, - ყოველ სამ
ნოლს
ქვეშ ხაზს უსვამდა: ათასი, მილიონი, მილიარდი, ტრილიონი, კვადრილიონი,
კვინტილიონი, სექსტილიონი. ექვსი სექსტილიონი. - რას გამოხატავს ეს ციფრი?
- უტყვი სახეები გაოცებით და დაცინვით უმზერდნენ და მან თვითონვე უპასუხა:
- მიწის მასას ტონებში. მზე კი, - დასძინა მან, - რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო
მეტს იწონის. - კოლდუელმა დაწერა 333 000 და თქვა ისე, რომ კაცი ვერ გაიგებდა,
კლასს მიმართავდა თუ დაფას: - სამი, სამი, სამი, ნოლი, ნოლი. გავამრავლოთ და
გამოვა... - კრ-კრ, - ცარცი დაიფშვნა, როცა ჯამს წერდა. - ერთი ცხრა, ცხრა, რვა და
ოცდაოთხი ბატის კვერცხი.
მან უკან დაიხია და დაფას შეხედა; ნერვის დაძაბვისაგან გული ერეოდა.
1998 000 000 000 000 000 000 000 000
34
ნოლებს ჭრილობასავით დაეღოთ პირი და თითოეულიდან შხამი წვეთავდა. ასეთია მზის მასა, - თქვა კოლდუელმა. - მაგრამ განა ჩვენთვის სულ ერთი არაა?
სიცილმა იქუხა. ღმერთო, სად მოხვდა?
- არსებობს მზეზე უფრო დიდი ვარსკვლავები, - თქვა მან. პირში ენას ძლივს
აბრუნებდა, - და მასზე პატარაც. ჩვენთვის ყველაზე მახლობელი ვარსკვლავი
კენტავრის ალფა, ჩვენგან დაშორებულია ოთხი სინათლის წელიწადით.
სინათლე გადის ერთი, რვა, ექვსი, ნოლი, ნოლი, ნოლ მილს სეკუნდში. - მან
დაწერა ეს ციფრი. დაფაზე თითქმის აღარ დარჩა ადგილი. - ეს უდრის ექვს
მილიარდ მილს წელიწადში. - თითით წაშალა რიცხვი 5, რომელიც სამყაროს
წლოვანებას გამოხატავდა, და დაწერა 6. - კენტავრის ალფა ჩვენგან
დაშორებულია ოცდაოთხი ტრილიონი მილით. - მუცელი ტყვიასავით
დამძიმებოდა და ბოყინი შეიმაგრა. - ოდესღაც ადამიანები ფიქრობდნენ, ირმის
ნახტომით გარდაცვლილთა სულები ზეცაში ხვდებიანო, მაგრამ მთელი ირმის
ნახტომი მხედველობის მცდარობაა და სხვა არაფერი, მისი მიღწევა
შეუძლებელია. ის ნისლივით დნება თქვენს გარშემო. ეს ვარსკვლავების ნისლია,
და ასეთი იმიტომ გვეჩვენება, რომ მას გალაქტიკის მიღმა ვხედავთ. გალაქტიკა მბრუნავი დისკოა, რომლის სიგანე ასიათას სინათლის წელიწადს უდრის. არ
ვიცი, ვინ სტყორცნა ეს დისკო. მისი ცენტრი მშვილდოსნის თანავარსკვლავედის
მახლობლად მდებარეობს, მშვილდოსანი კი იგია, ვინც მშვილდიდან
სტყორცნის. წინა გაკვეთილზე მეჯდა მე აქ ერთი ასეთი მშვენიერი მოსწავლე.
ჩვენი გალაქტიკის მიღმა სხვებიც არიან,
მეცნიერების გამოთვლით სამყაროში სულ მცირე, ასი მილიარდი გალაქტიკა
მაინც არის და თითოეულზე ასი მილიარდი ვარსკვლავია. რას გეუბნებათ ეს
ციფრები?
- არაფერს. - თქვა დეიფენდორფმა.
თავხედური გამოხტომა რომ მოეგერიებინა, კოლდუელი მაშინვე დაეთანხმა
მოსწავლეს. მას საკმაო გამოცდილება ჰქონდა და თუ საჭიროება მოითხოვდა,
შეეძლო ყინულზე გაეცურებინა ეს საზიზღრები.
- არც მე. მხოლოდ სიკვდილს მაგონებენ. ადამიანის ტვინის შესაძლებლობანი
შეზღუდულია. ჰო და ეშმ... - გონს მოეგო, ზიმერმანი გაახსენდა. დირექტორის
ვეებერთელა სახე ფხიზლად ამოიწვერა მერხის ზემოთ - ჰოდა კისერიც
უტეხიათ!.. მოდი ახლა ვცადოთ და წარმოვიდგინოთ ხუთი მილიარდი წელი
ჩვენი მასშტაბით. ვთქვათ, სამყარო სულ სამი დღეა რაც არსებობს. დღეს
ხუთშაბათია, ახლა, - მან საათს დახედა, - თორმეტს ოცი წუთი აკლია. - რჩება
სულ ოცი წუთი, უნდა მოასწროს. - მაშ ასე. ორშაბათს თორმეტ საათზე მოხდა
35
უდიდესი აფეთქება, როგორიც კი მოსწრებია სამყაროს. ისეთი პანღური
ამოგვკრეს, რომ აქამდე განვაგრძობთ წინ სრბოლას და
გაჩერება არ ძალგვიძს. როცა სხვა გალაქტიკებს ვუყურებთ, ისინი სხვადასხვა
მიმართულებით გაგვირბიან. რაც უფრო შორს მიდიან, მით უფრო მეტია მათი
სიჩქარე.
გამოანგარიშებანი
გვიჩვენებს,
რომ
ყველა
ისინი
უნდა
აღმოცენებულიყვნენ ერთ ადგილას დაახლოებით ხუთი მილიარდი წლის წინ.
მილიარდი, ტრილიონი, კვადრილიონი და ასე შემდეგ - უსასრულოდ შეიძლება
მათი კვადრატში აყვანა - ტონა მატერია, რომელიც სამყაროში არსებობს, შეიკრა
მაქსიმალური შესაძლებელი სიმკვრივის სფეროდ, როგორი სიმკვრივეც
შეიძლება დაუშვან ატომური ბირთვების მოცულობებმა. ამ პირველყოფილი
კვერცხის ერთი კუბური სანტიმეტრი ორას ორმოცდაათ ტონას იწონის.
კოლდუელს ეჩვენებოდა, რომ სწორედ ასეთი კუბური სანტიმეტრი
გაჩხერილიყო მის მუცელში. ღამით ტანში ზოგჯერ ასტრონომია გაუჯდებოდა
ხოლმე. როცა გასავათებული იწვა ლოგინში, ეგონა, თითქოს მისი ნაგვემი
სხეული ფანტასტიკურად დიდი იყო და თავის შავბნელ ჯურღმულებში
მილიარდობით ვარსკვლავს იტევდა.
ზიმერმანი დახრილიყო დარაღაცას ეჩურჩულებოდა ოზგულის ლამაზგოგოს;
თხელი
ქსოვილით
დაფარულ,
ნაზად
შემრგვალებულ
მკერდს
თვალებით
ეალერსებოდა. ნამდვილი გარყვნილების ბუდე იყო ეს ზიმერმანი. აღგზნება
მოსწავლეებსაც გადაედო. ბეკი დევისი იშმუშნებოდა; მის უკან დეიფენდორფი
იჯდა და ფანქრის წვერზე მიმაგრებული საშლელით კისერში უღიტინებდა. ბეკი,
ჭუჭყიანი მაწანწალა სადღაც ოლინჯერთან ახლოს ცხოვრობდა. მისი სამკუთხა
თეთრი სახე ვერცხლისფერი კულულების ჩარჩოში იყო ჩასმული. სულელია და
თან ბინძური. კოლდუელმა თავს ძალა დაატანა და განაგრძო:
შეკუმშვა ისე ძლიერი იყო, რომ ეს ნივთიერება არამდგრადი აღმოჩნდა:
აფეთქდა ერთ წამში - ჩემს და თქვენს წარმოდგენაში არსებული დროის წამში კი
არა, ჭეშმარიტი დროის ჭეშმარიტ წამში. ჰოდა, - ყურადღებით უსმინეთ, - ჩვენს
სამდღიან მასშტაბში, ორშაბათს, ნაშუადღევს, ენერგიით გატენილი სივრცე
გავარვარებული იყო და ბრჭყვიალებდა, საღამოსთვის კი მატერია ისე დაიქსაქსა,
რომ დაბნელდა, სამყარო უკუნმა მოიცვა. და აქამდე კოსმოსური მტვერი,
პლანეტები, მეტეორები, ნამსხვრევები, ქვები, ათასი უბედურება - ერთი
სიტყვით, მთელი ჩაბნელებული მატერია
მნიშვნელოვნად აღემატებოდა სინათლის მფრქვეველ მატერიას. ამ პირველ
ღამეს ნივთიერების ნიაღვარი დაიშალა გიგანტური გაზის ღრუბლებად,
36
პროტოგალაქტიკებად და მათში მიზიდულობის ძალის მოქმედების შედეგად
წარმოიქმნა გაზის სფეროები, რომლებიც ისევ მკვრივდებოდნენ, ინთებოდნენ
და დაახლოებით სამშაბათ დილისათვის ვარსკვლავები აციმციმდნენ. ხომ
მიგდებთ ყურს? ეს ვარსკვლავები გარშემორტყმული იყო გრიგალისებური
სისწრაფით მსრბოლი მატერიის ნაფლეთებით, რომლებიც თავის მხრივ
მკვრივდებოდნენ. ჩვენი დედამიწაც ერთ-ერთი ასეთი ნაფლეთია. ის ისეთი ცივი
იყო, ბავშვებო, რომ მარტოოდენ წყლის ორთქლი კი არ იყინებოდა, არამედ
აზოტიც, ნახშირბადის ჟანგები, ამიაკი, მეთანი; ეს გაყინული გაზები
ფანტელების სახით კრისტალდებოდნენ მყარი მატერიის ნაწილაკების გარშემო;
ფანტელები ერთმანეთს იზიდავდნენ, ჯერ ნელა, მერე უფრო და უფრო სწრაფად.
მალე ისინი მზარდ მიწაზე ეცემოდნენ, ისეთი სიჩქარით, რომელიც უკვე
საკმარისი იყო მნიშვნელოვანი გახურების გამოსაწვევად. კოსმოსური თოვლი
დნებოდა და კვლავ სივრცეში ორთქლდებოდა. მისგან გამოიყო ელემენტების
გადამდნარი ნარევი, რომელიც სამყაროში ძალზე მცირე რაოდენობით არსებობს,
ერთ პროცენტს არ აღემატება. მაშ ასე, ერთი დღე გავიდა, რჩება კიდევ ორი. მეორე
დღეს,
შუადღისათვის დედამიწის ქერქი წარმოიშვა. შესაძლებელია, ის ბაზალტისა იყო.
მას მთლიანად ფარავდა პირველყოფილი ოკეანე. შემდეგ ეს ქერქი დასკდა და
ბზარებიდან გავარვარებული გრანიტი იფრქვეოდა, - ასე გაჩნდა პირველი
კონტინენტები. ამასობაში გავარვარებული, ლავაზე უფრო მძიმე რკინა,
ცენტრისკენ დაეშვა და იქ გამდნარ ბირთვად ჩაიღვარა. გოლფის ბურთი თუ
გაგიჭრიათ ვინმეს?
კოლდუელი გრძნობდა, რომ კლასის ყურადღება ისე იბერტყებოდა მისგან,
როგორც წიდა გაციებული რკინიდან. ბურთის ხსენებაზე მოსწავლეები ოდნავ
გამოცოცხლდნენ, მაგრამ მაინცდამაინც თავი არ შეუწუხებიათ. საათიანი ხელი,
წერილს რომ გადასცემდა, გასასვლელში ჩამოეკიდა; დეიფენდორფი აღარ
უღიტინებდა ბეკი დევისს, კეჯერაიზმა თავის რვეულს მოაშორა თვალი,
ზიმერმანმაც კი ასწია თავი. კოლდუელს ვერ გაეგო, ეჩვენებოდა, თუ ეს ბებერი
კამეჩი მართლა უსვამდა ხელს ირის ოზგუდ რძესავით თეთრ მკლავზე. ყველაზე
მეტად აგიჟებდა იდიოტური, ავხორცი და შემპარავი ღიმილი, ბეკი დევისს რომ
მოჰფენოდა გათხუპნულ სახეზე. კოლდუელი ისე დაჟინებით დააცქერდა ბეკის,
რომ ამ უკანასკნელმა, თითქოს თავს იცავსო, შეღებილი ტუჩებით ჩაილაპარაკა: ლურჯია.
დიახ, - ნელა წარმოთქვა კოლდუელმა, - ბურთის შიგნით, რეზინის გარსის
ქვეშ პატარა პარკუჭია, ლურჯი სითხით სავსე.
37
აზროვნების ძაფი გაუწყდა. საათს დახედა - თორმეტი წუთი რჩებოდა. მუცლის
ტკივილი არ ეშვებოდა. ცდილობდა სიმძიმე მტკივან ფეხზე არ გადაეტანა;
ჭრილობა შემხმარიყო და კოჭში მწვავე ჩხვლეტას გრძნობდა.
მთელი დღე, - განაგრძობდა ის, - სამშაბათ შუადღიდან ოთხშაბათ
შუადღემდე, დედამიწა უნაყოფო რჩება. სიცოცხლე არ არის მასზე. არის მხოლოდ
მახინჯი კლდეები, ჭაობები, ვულკანები, რომლებიც ლავას აფრქვევენ, ყველაფერი დნება და იღვენთება, ზოგჯერ კი იყინება, რადგან მზე, გამურულ
მოშლილ ლამპასავით, ხან ინთება და ხან ქრება ცაში. მაგრამ გუშინ შუადღისას
სიცოცხლის პირველი ნიშნები გაჩნდა; დიდი არაფერი, - მხოლოდ ლორწოს
პაწაწკინტელა ნაფლეთები. გუშინ, შუადღიდან საღამომდე, და თითქმის მთელი
ღამის განმავლობაში სიცოცხლე მიკროსკოპული რჩებოდა. კოლდუელი
მიბრუნდა და დაფაზე დაწერა:
Corycium enigmaticum
Leptothrix Volvox
პირველი სტრიქონი ძლივს დაამთავრა, რომ ცარცი უცებ მის ხელში უზარმაზარ
თბილ, გალიპულ თავკომბალად იქცა. კოლდუელმა ზიზღით განზე ისროლა ის
და კლასში სიცილი გაისმა.
კორიციუმ ენიგმატიკუმ. - წაიკითხა კოლდუელმა - ზღვის ამ უმარტივესი
ორგანიზმის ნაშთები ნაპოვნია ფინეთის მთებში, მათი ასაკი ვარაუდით ერთნახევარი მილიარდი წელია. „ენიგმატიკუმ“ ნიშნავს „გამოუცნობს“, და
მართლაც, სიცოცხლის ეს უმარტივესი ფორმა ჩვენთვის გამოცანად რჩება, მაგრამ
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს მოლურჯო-მომწვანო ფერის წყალმცენარეები იყო,
მონათესავე იმ მცენარეებისა, რომლებითაც დღესაც გადაფერადებულია ოკეანის
უზარმაზარი ფსკერი.
ქაღალდის თვითმფრინავი აფრინდა ჰაერში და ყანყალით დავარდა ძირს; თავი
დაახალა იატაკს შუა გასასვლელში, თეთრ ყვავილად გადაიშალა და
გაკვეთილის გამოსვლამდე ბავშვივით იცრემლებოდა. მისი დაკოდილი
ფურცლებიდან წვეთ-წვეთად იღვრებოდა უფერული სითხე და კოლდუელმა
გულში დამლაგებლებს ბოდიში მოუხადა.
ლეპტოთრიქსი, - თქვა კოლდუელმა, - მიკროსკოპული ცოცხალი გუნდაა,
რომლის სახელწოდება ბერძნულად „წვრილ ბეწვს“ ნიშნავს. ამ ბაქტერიას უნარი
ჰქონდა რკინის მარილებიდან სუფთა რკინის ნამცეცები გამოეყო. შეიძლება ეს
დაუჯერებლად მოგვეჩვენოს, მაგრამ ლეპტოთრიქსი ისე გამრავლდა, რომ
ურიცხვი რაოდენობით დააგროვა რკინის მადნის შემცველი ნალექები - მათ
დღესაც ამუშავებს კაცობრიობა. მესაბის ქედი მინესოტაში თავდაპირველად
38
ამერიკის იმ მკვიდრთა მიერაა შექმნილი, რომელთა მრავალი ათასეულიც
თავისუფლად მოთავსდებოდა ქინძისთავის წვერზე. მეორე მსოფლიო ომში
გამარჯვების მისაღწევად ჩვენ იქიდან მოვიპოვეთ ყველა სამხედრო გემი, ტანკი,
ჯიპი, ორთქმავალი, და მერე ტურებისაგან დაღრღნილი ლეშივით მივაგდეთ
საბრალო მესაბის ქედი. ჩემი აზრით ეს საშინელებაა. როცა პატარა ვიყავი და
პასეიკში ვცხოვრობდი, ყველა ისე ლაპარაკობდა მესაბის ქედზე, თითქოს ეს
მშვენიერი სპილენძისფერთმიანი ქალი ყოფილიყოს, რომელიც დიდი ტბების
პირას ისვენებდა.
დეიფენდორფი, რომელიც აქამდე ფანქრით უჩხიკინებდა გოგონას, ამას აღარ
დასჯერდა, და ახლა ხელები მის მხარზე დააწყო, თან ცერს კისერზე, ნიკაპქვეს
უცაცუნებდა. ბეკის სიამოვნებისაგან სულ უფრო და უფრო ემანჭებოდა სახე.
ვოლვოქსი, - ხმამაღლა თქვა კოლდუელმა; გამაბრუებელ ღრიანცელში
სულს ძლივს ითქვამდა, - მესამეა სამყაროს ადრეულ მკვიდრთაგან და
საინტერესოა ჩვენთვის იმით, რომ მან გამოიგონა სიკვდილი. არ არსებობს
შინაგანი მიზეზი, რომელიც ბოლოს მოუღებდა პლაზმის არსებობას. ამებები
არასოდეს კვდებიან და მამაკაცის სასქესო უჯრედები, მიზანს რომ მიაღწევენ,
საფუძველს უყრიან ახალ სიცოცხლეს, რომელშიაც მამრი განაგრძობს არსებობას.
მაგრამ ვოლვოქსმა, წყალმცენარეთა მოძრავმა, გაორებულმა გორგალმა,
რომელიც ვეგეტაციური და რეპროდუქციული უჯრედებისგან შედგება და
მცენარესა და ცხოველს შორის გარდამავალ საფეხურს
წარმოადგენს, - ის ციბრუტივით ტრიალებს მიკროსკოპის ქვეშ, როგორც
მოცეკვავენი საშობაო მეჯლისზე, - პირველად განახორციელა თანამშრომლობის
იდეა და აზიარა სიცოცხლე გარდაუვალი, უეცარისაგან განსხვავებული
სიკვდილის სამეფოს, რადგანაც, - მოითმინეთ, ბავშვებო, სულ შვიდი წუთის
წვალებაღა დაგრჩათ, - თუმცა პოტენციურად ყოველი უჯრედი ცალკე უკვდავია,
მაგრამ როგორც კი ნებაყოფლობით კისრულობს დამოკიდებულ ფუნქციას
უჯრედების ორგანიზებულ თანამეგობრობაში, ის მაშინვე არახელსაყრელ
გარემოცვაში ხვდება. ბოლოს და ბოლოს იგი კვდება და იღუპება. თავს
მსხვერპლად სწირავს მთელი ორგანიზმის კეთილდღეობას. ამ უჯრედებს
მობეზრდათ მუდმივად მოლურჯო-მომწვანო ქაფში ჯდომა და თქვეს:
„გავერთიანდეთ და შევქმნათ ვოლვოქსი“. ისინი იყვნენ პირველი
ქველმოქმედნი. ახლა თავზე ქუდი რომ მეხუროს, მოვიხდიდი მათ წინაშე.
კოლდუელმა ხელით ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს ქუდს იხდიდა და
მთელი კლასი აჭყივლდა. მარკ იანგერმანი წამოხტა და მისი გავარვარებული
მუწუკებისაგან კედელზე ალისფერი ცისკარი დაენთო; მეწამულმა კვამლმა
39
იფეთქა და გვერდიდან რგოლებად, ზლაზვნით გადაუარა დაფას. მუშტები,
თითები
იდაყვები, თვალისმომჭრელ ალიაქოთში აელვარდნენ ლაპლაპა, დასერილ
მერხებს ზემოთ; გაცოფებულ აურზაურში გამოირჩეოდნენ ზიმერმანი და ირის
ოზგუდი. ზიმერმანს დრო ეხელთა, გასასვლელი გადაეჭრა და ქალიშვილს
მისჯდომოდა. მის ირისისათვის მხრებზე ხელი მოეხვია და სახე სიამაყისაგან
უბრწყინავდა. ირისი არ იძვროდა, ზიმერმანის მკლავებში უნიათოდ
გახევებულიყო, თვალები ძირს დაეხარა, მხოლოდ მკრთალი ლოყები
შევარდისფერებოდა ოდნავ. კოლდუელმა საათს დახედა. რჩებოდა ხუთი წუთი,
მთავარი კი ჯერ წინ იყო.
დღეს, დაახლოებით დილის ოთხის ნახევარზე, - თქვა კოლდუელმა, - როცა
თქვენ ჯერ ისევ საწოლში გეძინათ, გაჩნდა ყველა ბიოლოგიური ტიპის
განვითარებული ფორმები, გარდა ქორდიანებისა. როგორც გაქვავებული
ნაშთები მოწმობენ, ამას დასჭირდა აი რამდენი, - აქ მან თითები გაატკაცუნა, გათენებამდე ყველაზე ღირსშესანიშნავი ცხოველი მსოფლიოში იყო
ტრილობიტი - პატარა მახინჯი, რომელმაც მთელი ოკეანის ფსკერი გაავსო.
ეტყობა, ბიჭმა, რომელიც ფანჯარასთან იჯდა, ჩუმად მიათრია საკლასო ოთახში
ქაღალდის პაკეტი, და ახლა, როგორც კი მეზობელმა იდაყვი წაჰკრა, იატაკზე
გამოყარა პაკეტის მთელი შიგთავსი - ცოცხალი ტრილობიტების მოძრავი
გორგალი. ტრილობიტების უმრავლესობა სიგრძით ერთ-ორ დიუმს არ
აღემატებოდა, მაგრამ ზოგი მათგანი ფუთამდე აღწევდა. ისინი უზარმაზარ
ცხრაფეხებს ჰგავდნენ, ოღონდ მოწითალო ფერისას. ყველაზე დიდებს წითელ
ფარიკებზე ამონაზარდები ჰქონდათ, რეზინის ქუდის მაგვარი, როგორსაც
ნიღბიან მეჯლისზე იხურავენ ხოლმე. ისინი მერხების გაღუნულ რკინის ფეხებს
შორის გაიფანტნენ და უტვინო თავებს გოგონების ფეხებს ახეთქებდნენ, ამ
უკანასკნელებს კი წივილით აეშვირათ ფეხები მაღლა და თეთრი ბარკლები და
ნაცრისფერი ნიფხვები უჩანდათ. რამდენიმე შეშინებული ტრილობიტი
გროვაგროვად შექუჩებულიყო და დანაწევრებულ ბურთულას ჰქმნიდა. ბიჭები
გასართობად მძიმე სახელმძღვანელოებს ესროდნენ ამ პირველყოფილ
ფეხსახსრიანებს; ერთი გოგონა, ჭუჭყიანი ბუმბულით შემოსილ დიდ
ვარდისფერ თუთიყუშს რომ ჰგავდა, მერხის ქვეშ შეძვრა და პატარა ტრილობიტს
ხელი დასტაცა. ტრილობიტი სასოწარკვეთილებით ფართხალებდა, ორად
გაყოფილ წვრილ თათებს იქნევდა. კნაწ!.. გოგონამ შეღებილი ნისკარტით
გაკვნიტა ტრილობიტი და ნელა შეუდგა ღეჭვას.
კოლდუელი ხედავდა, რომ ბავშვებმა ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბეს, მაგრამ
ზარამდე უნდა გაეძლო ამ ჯოჯოხეთისათვის.
40
დღეს შვიდი საათისათვის, - თქვა მან და მოეჩვენა, რომ ზოგიერთი
ბუნდოვანი ლაქების მსგავსი ჯერ კიდევ უსმენდა, - ოკეანეში პირველი თევზები
გაჩნდნენ. მიწის ქერქმა აიწია.
ფეტს ფრაიმოიერი წელში მოიხარა და პატარა ბილი შუპი მერხიდან გადმოაგდო.
გაძვალტყავებული, დიაბეტით დაავადებული ბიჭუნა ხმაურით დაენარცხა
იატაკს. როცა ის ადგომას შეეცადა, ვიღაცის ხელი დააწვა თავზე და კვლავ
იატაკზე დასცა.
რვის ნახევარზე ხმელეთზე გაჩნდნენ პირველი მცენარეები. ჭაობიდან
ამოძვრნენ ორგვარადმსუნთქავი თევზები, რომლებმაც შლამზე ხოხვა ისწავლეს.
რვა საათისათვის უკვე არსებობდნენ წყალხმელეთა ცხოველები. დედამიწაზე
თბილოდა. ანტარქტიდას ჭაობი ფარავდა. გიგანტური გვიმრის ხშირი ტევრები
აღმოცენდებოდნენ და იღუპებოდნენ და ჩვენს შტატში ფენებად აწყობდნენ
ნახშირის შრეებს. სწორედ ამ შრეებმა მისცეს სახელწოდება გეოლოგიურ
სისტემას. როცა ვამბობთ „პენსილვანიის“,
აუცილებელი არ არის რომელიმე ბრიყვი გერმანელი გაგვახსენდეს; ეს შეიძლება
ეხებოდეს პალეოზოური ერის დასაწყისსაც.
ბეტი ჯინ შილინგი საღეჭ რეზინს ცოხნიდა და ბუშტებს ბერავდა; და უეცრად ჰოი, საკვირველებავ! - გოგონას ტუჩებზე პინგ-პონგის ბურთის ოდენა ბუშტი
გაფუვდა. დაოსებული ბეტი ჯინი მასწავლებელს ალმაცერად ადევნებდა
თვალებს, რომლებიც მეტისმეტი მონდომებისაგან კინაღამ ბუდეებიდან
გადმოუცვივდა. მაგრამ ჯადოსნური ბუშტი გასკდა და ნიკაპი ვარდისფერმა
ქაფმა მოურწყა.
გაჩნდნენ და გამრავლდნენ მწერები. ზოგიერთი სახის ჭრიჭინობელას
ფრთების სიგრძე ოცდაათ დიუმს აღწევდა. მიწაზე ისევ აცივდა, წყალხმელთა
ცხოველების ნაწილი ზღვაში დაბრუნდა; ნაწილმა კი მიწაზე იწყო კვერცხის
დება. ასე გაჩნდნენ მცოცავნი და ორი საათის განმავლობაში, როცა მიწაზე ისევ
დათბა, ისინი ბატონობდნენ მსოფლიოში. ორმოცდაათ გირვანქიანი
პლეზიოზავრები ზღვას აქაფებდნენ, პტეროზავრები ჰაერში დაფარფატებდნენ
და გადამტვრეული ქოლგებივით ირხეოდნენ. უტვინო გიგანტები ხმელეთს
აზანზარებდნენ.
დათქმული ნიშნის მიცემისთანავე კლასში ყველა ბიჭი ერთხმად აზუზუნდა.
პირები მოემუწათ; თვალებს უმანკო კრავებივით აცეცებდნენ აქეთ-იქით, მაგრამ
უტიფარი, საზეიმო გუგუნი მთელ კლასს ავსებდა. კოლდუელს ისღა
დარჩენოდა, რომ ფეხის ხმას აჰყოლოდა.
41
ბრონტოზავრი ოცდაათ ტონას იწონიდა, მისი ტვინი კი - სულ ოც უნციას.
ანატოზავრს ორი ათასი კბილი ჰქონდა, ტრიცერატოპსს - რქოვანი ძვლის
მუზარადი, რომლის სიგრძე შვიდ ფუტს აღწევდა. ციცქნა წინათათებიანი მეუფე
ტირანოზავრი, რომელსაც კბილები ექვსდიუმიან საჭრელს მიუგავდა,
პრეზიდენტად აირჩიეს, ის ყველაფერს ჭამდა - ლეშს, ცოცხალ არსებებს,
გახრწნილ ძვლებს...
პირველი ზარი დარეკეს. მორიგეები საკლასო ოთახიდან გავარდნენ და ერთმა
მათგანმა გასასვლელში ანემონს დაადგა ფეხი. ყვავილმა შესაბრალისად
დაიწივლა. ორი ბიჭი კარებში შეეჩეხა ერთმანეთს. მათ ერთი მეორეს ფანქრით
დაუწყეს ჩხვლეტა. კბილებს კრაჭაკრუჭი გაჰქონდა; ორივეს სისხლი სდიოდა
ცხვირიდან. ზიმერმანს მოეხერხებინა ირის ოზგუდისათვის ბლუზისა და
ლიფის შეხსნა და გოგონას
გათქვირული ძუძუები მერხზე ელაგა, მადის აღმძვრელ, გაწყვილებულ უძრავ
მთვარესავით.
ორი წუთიღა დარჩა! - შესძახა კოლდუელმა. მისი ხმა უფრო და უფრო
წივანა ხდებოდა, თითქოს თავში შკივს უტრიალებენო. - ადგილებიდან ნუ
დაიძვრებით! გადაშენებულ ძუძუმწოვრებსა და ყინულის ხანას შემდეგ
გაკვეთილზე განვიხილავთ. მოკლედ რომ მოვჭრათ, ერთი საათის წინ
ყვავილოვანი მცენარეებისა და ბალახების კვალდაკვალ დედამიწას ჩვენი
ერთგული მეგობრები, ძუძუმწოვრები დაეპატრონენ; და ერთი წუთის წინ, ერთი
წუთის წინ...
დეიფენდორფმა ბეკი დევისი გასასვლელში გამოათრია, ის კი ხითხითით
უსხლტებოდა გრძელი, ბალნიანი ხელებიდან.
ერთი წუთის წინ, - გაიმეორა კოლდუელმა მესამედ, და ამ დროს სახეში
შეეყარა მთელი მუჭა ბურთულსაკისრები. კოლდუელმა თვალები დაახამხამა,
მარჯვენა მკლავი აიფარა და ღმერთს მადლობა შესწირა, რომ ბურთულები
თვალში არ მოხვდა. ახალ თვალებს არავინ ჩაგისვამს! მისი მუცელი ფეხის
საცოდაობას ვეღარ უძლებდა და თანაგრძნობისაგან ტკივილით იკრუნჩხებოდა.
...სულელი მაიმუნისაგან, რომელსაც ცხოვრების განსაკუთრებული
პირობების გამო გაუჩნდა ბინოკულარული მხედველობა, ხელებზე
დაპირისპირებული ცერები და მაღალგანვითარებული ტვინი, სულელი
მაიმუნისაგან, ვისი ნაშთიც შემდეგ იავაზე იპოვეს...
ქალიშვილს დაჭმუჭნული ქვედა კაბა წამოხდილი ჰქონდა. ბეკი წელში
გახრილიყო, სახით მერხს დაკრობოდა, დეიფენდორფი კი ვიწრო გასასვლელში
მშფოთვარედ სცემდა ფლოქვებს იატაკზე. სახეზე ანცი, შემპარავი ღიმილი
42
უთრთოდა: ეტყობოდა, თავისი გაინაღდა. საკლასო ოთახში თავლის სუნი
ავარდა. კოლდუელი გაცოფდა. ხელი დაავლო მაგიდაზე დაგდებულ ლაპლაპა
ისარს, ნაჩქარევად დახურული სახელმძღვანელოების გამაღიზიანებელ
ტყაპატყუპში ადგილიდან მოწყდა და... ერთი ორი გამწარებით მოინაცვლა,
დაჰკრა ამ აყროლებულ საქონელს შიშველ ზურგზე. სულაც ამან არ გაუტეხა
მანქანის გისოსი! ორი თეთრი შრამი აიბურცა დეიფენდორფის მხრებზე.
კოლდუელი გაშრა იმის დანახვაზე, თუ როგორ გაწითლდა ნელ-ნელა ეს თეთრი
ზოლები. ნაჭრილობევი დარჩება. წყვილი გადამტვრეული ყვავილივით
გაშორდა ერთიმეორეს. დეიფენდორფმა მასწავლებელს მიაპყრო ორი პატარა,
ყავისფერი, აცრემლებული თვალი; ქალიშვილმა მოჩვენებითი გულგრილობით
გაისწორა თმა. კოლდუელი ხედავდა, რომ ზიმერმანი რაღაცას გამალებული
ბღაჯნიდა ფურცელზე.
მასწავლებელი გულდამძიმებული დაბრუნდა დაფასთან. ღმერთმანი, არ
უნდოდა ბიჭისთვის ასე ძლიერად დაერტყა. ფოლადის ზრო ცარცისთვის
განკუთვნილ ღარაკში ჩადო. მერე ისევ კლასს მიუბრუნდა, თვალები დახუჭა და
ტკივილმა ისევ გაშალა სველი ფრთები მეწამულ უკუნში. კოლდუელმა პირი
გააღო; მთელი არსებით სძულდა ის, რაც ახლა უნდა ეთქვა:
ერთი წუთის წინ, ალესილ კაჟთან, გაღვივებულ ძენძთან, სიკვდილის
მოლოდინთან ერთად დედამიწას მოევლინა კიდევ ერთი, ტრაგიკული ბედის
მქონე ცხოველი... - ზარი დარეკეს, უზარმაზარი შენობის დერეფნები გუგუნით
აივსო; კოლდუელს წამით სისუსტე მოერია, მაგრამ თავი შეიმაგრა, რადგან
დაიფიცა, დავამთავრებო, - რომელსაც ჰქვია ადამიანი.
II
ჩემი მშობლები რაღაცაზე საუბრობდნენ. ახლა ხშირად ვიღვიძებ სიბნელეში შენს
გვერდით, შიშისაგან აცახცახებული, რადგან კოშმარები მიხუთავენ სულს და
უნდობლობის მწარე ნალექს მიტოვებენ (გუშინ მესიზმრა, თითქოს ჰიტლერი,
ჭაღარა, ჭკუაშეშლილი, ენაგადმოგდებული მოხუცი, არგენტინაში შეიპყრეს).
მაგრამ იმხანად მუდამ მშობლების ხმები მაღვიძებდა, ხმები, რომლებიც მაშინაც
კი აღგზნებულად და გამომწვევად ჟღერდა, როცა სახლში სრული თანხმობა
სუფევდა. სიზმარში ხე ვნახე, ტანკენარი ხე ვიყავი, და ამ ხმებმა კვლავ ლოგინში
მწოლარე ბიჭად მაქციეს. მაშინ, ორმოცდაშვიდში, თხუთმეტი წელი
შემისრულდა. იმ დილით უჩვეულო საგანზე იყო ლაპარაკი. გარკვევით ვერ
დავადგინე რაზე, მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს სიზმარში რაღაც
ცოცხალი გადამეყლაპოს და ახლა ეს საზარელი გორგალი შეინძრა ჩემში.
43
- არაფერია, ხესი, ნუ სწუხხარ, - ამბობდა მამა. - შემკრთალი ხმა ჰქონდა. ალბათ,
დედისკენ ზურგშექცეული იწვა. - ისედაც ბედი მქონია, რომ ამდენ ხანს
ვიცოცხლე.
- ჯორჯ, ტყუილად თუ მიხეთქავ გულს, ასეთი ხუმრობა არ ვარგა, იცოდე, უთხრა დედამ.
დედა ისე ხშირად გამოხატავდა ჩემს აზრებს, რომ ჩავფიქრდებოდი თუ არა,
ყურში მუდამ მისი ხმა მედგა; მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ახლაც
ხშირად დედის ხმით ვიტყვი, ან წამოვიძახებ რაიმეს. გუმანით მივხვდი, რაზე
ჰქონდათ ლაპარაკი: მამამ აიჩემა, ავად ვარო.
- ხესი, - თქვა მან, - ნუ გეშინია. არ უნდა გეშინოდეს. მე არ მეშინია. მამა ერთთავად
ამას იმეორებდა და თან ხმა უწყდებოდა.
- არა, გეშინია, - უთხრა დედამ, - აი თურმე ღამე რისთვის დგებოდი წამდაუწუმ
ლოგინიდან. დედასაც უღალატა ხმამ.
- ვგრძნობ ამ სისაძაგლეს, - მიუგო მამამ. - შხამიანი მორგვივითაა. ვერ ამომიგდია.
ასე მკაფიოდ აღქმა დედას დაუჯერებელი ეჩვენა.
- შეუძლებელია ამას გრძნობდეს კაცი, - მოულოდნელად ჩუმად, დატუქსულ
გოგონასავით თქვა დედამ. მამამ ხმა აიმაღლა:
- თითქოს დახვეული შხამიანი გველი მიზის ნაწლავებში. ფუჰ!
ლოგინში წარმოვიდგინე, მამა ამ ხმას როგორ გამოსცემდა - თავი ისე უცახცახებს,
რომ ყბებს ძაგძაგი გაუდის, ტუჩები დაპრანჭვია და შეერთებისას მთრთოლვარე
ლაქას წარმოქმნის. ეს ისე ცხადად დამიდგა თვალწინ, რომ გამეღიმა. მშობლებმა
თითქოს იგრძნეს, რომ არ მეძინა, და საუბრის თემა შეცვალეს, ახლა უფრო
დამშვიდებული ხმები მოისმოდა. მათი ცოლქმრული ცხოვრების უფერულ,
გულის ამაჩუყებელ, თოვლის ფიფქივით პაწაწინა ნაგლეჯს წამით ფარდა აეხადა
ჩემს წინაშე, ვისაც თავი
ჯერ ისევ ხედ მიმაჩნდა და მერე კვლავ მიიჩქმალა ყოველგვარ აზრს მოკლებული
კამათის ჩვეულ საფარველქვეშ; თავი მივაბრუნე, ძილი დავიფრთხე და
ფანჯარაში გავიხედე. შუშის ზედა ნაწიბურებს ყინულის ანდაზი ჩამოსტიროდა.
მოუკირწყლავი გზის გადაღმა გაშლილ ვრცელ ტაფობზე მზეს ოქროსფერ
სხივებში გაეხვია ნაწვერალი. გზა ვარდისფრად მოჩანდა. მზით განათებული,
გაშიშვლებული ხეები თეთრად ქათქათებდა; ტოტებს საოცარი მოწითალო
ელვარება დაჰკრავდა. ირგვლივ ყველაფერი გათოშილიყო. ტელეფონის
44
მავთულების წყვილი ხაზი ცის კამკამა სილურჯეს შეჰყინვოდა. იდგა იანვარი.
ორშაბათი. ახლა უკვე ვხვდებოდი ყველაფერს. ყოველი კვირის დასაწყისში მამა
სიმხნევეს იკრებდა სკოლაში გამგზავრების წინ. საშობაო არდადეგების
განმავლობაში მთლად მოეშვა და ახლა გამძვინვარებული ქანჩებს უჭერდა.
„დიდ მანძილზე გადარბენა“, - ასე ეძახდა მამა შობიდან აღდგომამდე დარჩენილ
დროს. თანაც გასულ კვირას, ახალი წლის პირველ კვირას მოხდა ის ამბავი,
რომელმაც მამა ასე შეაშინა. მან მოსწავლეს დაარტყა ზიმერმანის თანდასწრებით;
მეტი არაფერი უთქვამს ჩვენთვის.
- ტრაგედიას ნუ შექმნი, ჯორჯ, - უთხრა დედამ. - წესიერად გამარკვიე, რა
მოგდის?
- ვიცი, სადაც ზის. - მამაჩემი ისე ელაპარაკებოდა ხოლმე დედას, თითქოს
სცენაზე თამაშობდა უხილავი მაყურებლით სავსე დარბაზში. - ყველაფერი ამ
წყეული ბავშვების ბრალია. ვძულვარ ამ არამზადებს და მათი სიძულვილი
ობობასავით მიზის ნაწლავებში.
- ეს სიძულვილი არაა, ჯორჯ, - უთხრა დედამ. - ეს სიყვარულია.
- სიძულვილი, ხესი. დღე არ გავა, რომ მათი სიძულვილი არ ვიგემო.
- არა, სიყვარული, - დაიჟინა დედამ. - მათ უნდათ, რომ ერთმანეთი უყვარდეთ,
შენ კი ხელს უშლი. შენი შეძულება შეუძლებელია, ჯორჯ, შენ იდეალური
ადამიანი ხარ.
- მე მათ ჭირივით ვძულვარ. ერთი სული აქვთ, საფლავში როდის ჩამიყვანენ და
You have read 1 text from Georgian literature.
Next - კენტავრი - 04
  • Parts
  • კენტავრი - 01
    Total number of words is 3340
    Total number of unique words is 2166
    24.6 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    44.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 02
    Total number of words is 3612
    Total number of unique words is 2290
    24.5 of words are in the 2000 most common words
    37.5 of words are in the 5000 most common words
    45.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 2221
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 04
    Total number of words is 3828
    Total number of unique words is 2253
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 05
    Total number of words is 3690
    Total number of unique words is 2293
    25.7 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 06
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2285
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 07
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2208
    28.2 of words are in the 2000 most common words
    40.8 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 08
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 2203
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 09
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2299
    26.9 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 10
    Total number of words is 3832
    Total number of unique words is 2203
    27.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 11
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2293
    26.4 of words are in the 2000 most common words
    39.1 of words are in the 5000 most common words
    46.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 12
    Total number of words is 3897
    Total number of unique words is 2212
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 13
    Total number of words is 3874
    Total number of unique words is 2126
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 14
    Total number of words is 3804
    Total number of unique words is 2211
    27.9 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 15
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2177
    28.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 16
    Total number of words is 3722
    Total number of unique words is 2183
    27.0 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 17
    Total number of words is 3736
    Total number of unique words is 2200
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 18
    Total number of words is 3771
    Total number of unique words is 2310
    27.4 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 19
    Total number of words is 3048
    Total number of unique words is 1793
    25.5 of words are in the 2000 most common words
    36.6 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.