Latin

კენტავრი - 17

Total number of words is 3736
Total number of unique words is 2200
28.7 of words are in the 2000 most common words
42.1 of words are in the 5000 most common words
49.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
დავესწროთო. პირველ მეცადინეობაზე შუშის ყუთში ჩასმული გველი ვნახეთ,
აწივლებულ მინდვრის თაგვს ცოცხლად რომ ყლაპავდა. მეორე მეცადინეობაზე
აღარ წავსულვარ. ზედა სართულში გამოფენა იყო მოწყობილი სკოლის
მოსწავლეებისათვის - გაშეშებული ფიტულები და ძველი ესკიმოსური, ჩინური
და პოლინეზიური ნაწარმი; მკაცრად კლასიფიცირებული და ჰერმეტულად
დახურული ვიტრინები ერთმანეთს მისდევდა. იქ ერთი უცხვირო მუმიაც იყო
და მის გარშემო მუდამ ხალხი ირეოდა. ბავშვობაში ეს სართული შიშს
მინერგავდა. ყველგან სიკვდილი მეფობდა; ვინ იფიქრებდა, რომ ქვეყნად
ამდენი სიკვდილია? მეორე სართული ხელოვნების
ნაწარმოებებისათვის გახლდათ განკუთვნილი; იქ უმთავრესად ადგილობრივ
მხატვართა ნამუშევრები ეკიდა. მართალია, ეს სურათები დაუხვეწელი იყო,
მაგრამ უბრალოებითა და იმედით ბრწყინავდა - იმ იმედით, რომ შესაძლებელია
დაიჭირო და სამუდამოდ დაატყვევო ის, რაც ყოველთვის იბადება, როგორც კი
ფუნჯი ტილოს შეეხება. ამას გარდა იქ ინდიელებისა და სხვადასხვა ღმერთების
პატარა ფიგურებიც იყო, ხოლო დიდი, ოვალური დარბაზის ცენტრში კიბესთან,
შავნაპირებიანი აუზის შუაგულში, იდგა ნატურალური სიდიდის შიშველი,
მწვანე ქალი. ეს შადრევანი იყო. ქალს ტუჩებთან ზღვის სავარცხლულას
ბრინჯაოს ნიჟარა ეჭირა, ოდნავ გაპობილი ლამაზი ტუჩები წყლის
ჭავლისათვის შეეშვირა, მაგრამ შადრევანი ისე იყო მოწყობილი, რომ წყალი
ერთთავად ნიჟარის კიდეზე იღვრებოდა და მის ტუჩებს არ ეხებოდა. მარად
მომლოდინეს, პატარა მკერდითა და ურჩი, მწვანე კულულებით, ცალი ფეხის
წვერზე მდგარს, ნიჟარა დიუმის დაშორებით ეჭირა სახიდან, რომელიც,
დახრილი ქუთუთოებითა და გაპობილი ბაგეებით, მძინარეს მიუგავდა.
ბავშვობაში მტანჯავდა მისი წარმოდგენილი წყურვილი და მუდამ ისე
244
ვდგებოდი, რომ იმ დიუმის სიფართე სიცარიელისათვის მეცქირა, რომელიც მის
ბაგეებს საშუალებას არ აძლევდა წყალს დასწაფებოდნენ. წყალი კი,
მთრთოლვარე, წვრილი,
მომწვანო-მარგალიტისფერი ბაფთივით, ნიჟარას მოსწყდებოდა თუ არა, მაშინვე
სპირალივით იკლაკნებოდა და განუწყვეტელი თქაფანით ირიბად ეცემოდა
აუზში, ხოლო შხეფები, რაღაც უცნაური ძალის ზეგავლენით, ფიფქებივით
ცვიოდნენ აუზის ნაპირზე და შავ მარმარილოზე დადებულ ხელს
მისუსხავდნენ. ამ ქალის უსიტყვო, მარად დაუკმაყოფილებელი, მოთმინებით
აღჭურვილი ლოდინი აუტანელი მეჩვენებოდა და ჩემს თავს ვარწმუნებდი,
ღამღამობით, როცა მუმიას, პოლინეზიურ ნიღბებსა და შუშისთვალებიან
არწივებს სიბნელე ეუფლება, ბრინჯაოს წვრილი მაჯა შეუმჩნევლად
ამოძრავდება და ის სვამს-მეთქი. წარმოვიდგენდი ხოლმე, დიდ, ოვალურ
დარბაზში, რომელსაც შუშის სახურავიდან ჩამოსული მთვარის შუქი ანათებს,
როგორ წყდება წყლის რაკრაკი. და სწორედ ამ შეგრძნებით - იმის შეგრძნებით,
რომ დაღამებასთან ერთად წყლის გამჭვირვალე ბაფთა ქრება და მისი რაკრაკი
წყდება, - ვამთავრებ ჩემს მოთხრობას.
მანქანების გაუთავებელი ხმაური, ნანასავით რომ ჩამესმის ყურში, უხვად
აწყდება ჩვენი მანსარდის ფანჯრების სიფრიფანა შუშებს, ისე დამტვერილს, რომ
მათი ნაზი, გრაფიტივით რბილი, რუხი ფერი მარადიული ჩანს, ვით ტაძრის
ჩამუქებული
სარკმელი. ორი სართულით ქვევით, კაფეტერიის ნეონის აბრა რიტმულად
ციმციმებს და შუშებს ვარდისფრად ღებავს. ჩემი უზარმაზარი ნახატები - რა
ძვირი ჯდება ტილო და საღებავები და როგორ საოცრად უფასურდება, როცა
ხელოვნების
ნაწარმოებად
იქცევა
სინათლის
ფონზე
უცნაურ,
კვადრატულმხრებიან ფიგურებად მოჩანს. შენი სუნთქვა ფანჯრის ვარდისფერ
ციმციმთან არის შერწყმული. ამაყი ბაგე გაგპობია ძილში, ზედა ტუჩი ოდნავ
ამობურცული გაქვს, თითქოს დარტყმისაგან შეგისივდა, - ეს შენი რასის ნიშანია.
შენი ძილი ისეა გაჟღენთილი უმანკოებით, ვით ღამე - ნამით. მისმინე:
მიყვარხარ. მიყვარს შენი ამაყი, აბურცული ტუჩები, მკაცრად მოკუმული, როცა
არ გძინავს და მლანძღავ; მიყვარს შენი მუქი კანი, რადგან მას შეუძლია
შეიწყნაროს ჩემი. მიყვარს შენს ვარდისფერ, რბილ ხელისგულში ჩამალული
საუკუნეობრივი მორჩილება. მიყვარს შენი კისერი, რომელიც ტიტას ღეროს
მაგონებს. როცა ღუმელთან დგახარ, შენდა შეუმჩნევლად, წყალს დაწაფებული
ქათამივით ირწევი. როცა შიშველი ლოგინისაკენ მიდიხარ, ტერფები შიგნით
გაქვს შეწეული, თითქოს ვიღაცასთან ბორკილებით იყო გადაბმული და ის შენს
უკან მოაბიჯებდეს. როცა ერთმანეთს ვეალერსებით, ზოგჯერ ჩემს სახელს
245
ჩურჩულებ და ასეთ წუთებში უსაზღვროდ მწამს საკუთარი თავისა. მიხარია,
რომ შეგხვდი; მიხარია,
ვამაყობ, მიხარია; მარტო საღამოობით მომენატრება, და ისიც სულ ოდნავ, ის
უეცარი, თეთრი სიცილი, ელვასავით რომ იფეთქებს ხოლმე, იქ, სადაც სულები
მიუღწევლის აღსრულებას ლამობენ. მამაჩემი, თუმცა კი სევდიანი იყო მისი
ხვედრი, მუდამ ასეთი სიცილით იყო გარშემორტყმული. გაოცდებოდი,
მამაჩემი რომ გაგეცნო. მე მუდამ მაოცებდა. ყველაზე კარგად მისი ფეხები
მახსოვს, მისი სხეულის ზედა ნაწილი კი ჩემთვის მუდამ ბურუსით იყო
მოცული.
მისმინე, მისმინე, ჩემო მბრძანებელო. მიყვარხარ და შენს საამებლად მსურს
ზანგი ვიყო, ბრძნული, კუნაპეტივით შავი, პრიალა სახითა და დოლივით
გაბერილი ლოყებით; დიდ, მუქ სათვალეს ვატარებდე, ღამის სამ საათზე
ნახევრად ბნელ სარდაფში ვიჯდე, იასამნისფერი, მკრთალი შუქით
გარემოცული; ამქვეყნად ყველაფერი დავივიწყო და მხოლოდ ჩემი მკერდიდან
აღმომსკდარ სიმღერას ვუგდო ყური. მაგრამ ეს არ ძალმიძს. არ ძალმიძს
სრულიად გარდაქმნა. ვერ შევძლებ უკანასკნელი მიჯნის გადალახვას. მე ხომ
მამაჩემის შვილი ვარ! საღამოობით, როცა გარშემო ფერდაკარგული დღის
სინათლე წყდება და ელის, როდის განგმირავენ მას ცათამბჯენები ჩრდილთა
ისრებით, რომლებიც უკვე მიფრინავენ უზარმაზარ სახლებს
შუა გართხმული ქუჩების ლაბირინთებისაკენ, მახსენდება მამაჩემი და მის
მამასაც კი ნათლად ვხედავ - ეჭვით დანისლული თვალებითა ჭაღარა,
აბურძგნული ულვაშებით, - კაცს, რომელიც არასოდეს მინახავს; მღვდელი,
მასწავლებელი, მხატვარი, - გადაგვარების კლასიკური სურათია.
მომიტევე, რადგან მიყვარხარ და ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილი. ტიბეტელი
ლამასავით განვშორდები ხოლმე საკუთარ სხეულს და საწოლზე ამაღლებული
ზევიდან გადმოვყურებ, ჩვენ, იანი და ინი[13], როგორ ვიქცევით ერთ არსებად.
მაგრამ საღამოს, სწორედ იმ საათს, როცა მე და მამა ჩვეულებისამებრ შინ
მივემგზავრებოდით, ვათვალიერებ ამ ოთახს, სადაც იატაკი ჩვენი შიშველი
ფეხებით არის გაპრიალებული, სადაც ჭერზე დამჩნეული ლაქები
პირველაღმომჩენის მცდარ რუკაზე დახატულ კონტინენტებს წააგავს,
კედლებთან კი გულმოდგინედ ნათითხნი, მორცხვად წაფარებული ტილოები
აყუდებულან, რომლებიც ამაოდ - ახლა უკვე მეც ეჭვი მეპარება ამაში ცდილობენ აუწერელის გადმოცემას, და შიში მიპყრობს. ვფიქრობ ჩვენს
საერთო ცხოვრებაზე, დღეებზე, ანგარიშმიუცემლად რომ მისდევს ერთმანეთს
და მზის ამოსვლას და ჩასვლას არ დაგიდევს; მთელ ამ გარემოზე, რომელიც
სულ უფრო და
246
უფრო მიმქრალ გრძნობას უცნაური სახეებით მოუქარგავს და ბრაკის ნახევრად
წაშლილ, ბუნდოვან სურათს მაგონებს; ფროიდისტული და აღმოსავლური
სექსუალური მისტიციზმის მოსაწყენ ნარევზე და ჩემს თავს ვეკითხები: ნუთუ
ამას შესწირა სიცოცხლე მამაჩემმა?
ახლა, როცა შენს გვერდით ვწევარ ვარდისფერ ბინდში, ძილდაკარგულს
მაგონდება ის შორეული დილა, როცა ვერა ჰამელის სასტუმრო ოთახში
გამომეღვიძა. ირგვლივ ყველაფერი თეთრად ქათქათებდა. სიზმარში ვნახე
დამახინჯებული, წყალში ჩაშვებული ჯოხის ანარეკლივით გადატეხილი
ლანდი იმისა, რაც აქამდე შემემთხვა, - მძვინვარე ქარიშხალში ბარბაცით როგორ
გავიარეთ უკანასკნელი მილი, როგორ აკაკუნებდა მამა ჩაბნელებული სახლის
კარებზე, მერე მუშტებით აბრახუნებდა, გულსაკლავად კვნესოდა და
სასოწარკვეთილი ხელებს იფშვნეტდა, და მისი სიჯიუტე ახლა უკვე აღარ
მეჩვენებოდა სისულელედ ანდა სიშმაგედ, ის აუცილებელი იყო ჩემთვის,
სრულიად აუცილებელი, რადგან უგრძნობლად ვიყავ გათოშილი; შემდეგ
თეთრ, უხვად განათებულ სამზარეულოში ვერა ჰამელი დავინახე, ამთქნარებდა და თვალებს ახამხამებდა სინათლეზე; ცისფერი ხალათი ეცვა და
თმა
მხრებზე ჩამოშლოდა, მერე მკლავები სახელოებში გაუყარა და ხელები გულთან
მიიკრა მთქნარებით; კიბეზე ფეხათრეული ლოდი ჩამოგორდა - მისი ქმარი,
რომელმაც უხმოდ მოისმინა მამაჩემის ნაწყვეტ-ნაწყვეტი ახსნა-განმარტება და
გაუთავებელი მადლობები. სასტუმრო ოთახში დაგვაწვინეს, ძველ,
დანჯღრეულ საწოლზე, რომელიც მისტერ ჰამელს დედამისმა, ჰანამ
უმემკვიდრა - ჩემი ბაბუის დამ. საწოლი ბუმბულითა და სახამებლის სუნით იყო
გაჟღენთილი და ისე ჰგავდა ჰამაკს, რომ მე და მამა, როცა გავიხადეთ და
ჩავწექით, ხელებით კიდეებს უნდა ჩავჭიდებოდით, შუაგულისაკენ რომ არ
დავცურებულიყავით. რამდენიმე წუთს ისევ დაძაბული ვიყავ; მეჩვენებოდა,
თითქოს მთელი ჩემი სხეული თეთრი, მოფუთფუთე ატომებით იყო დატენილი.
მერე მამაჩემის დუდღუნა ხვრინვის პირველი მიყრუებული გრუხუნი
შემომესმა. გარეთ ქარმა ღრმად ამოიოხრა და თითქოს ამ რხევამ და შრიალმა
ყველაფერი ამიხსნა, მაშინვე დავწყნარდი.
ოთახი ბრწყინავდა. თეთრ ჩარჩოებსა და ლითონის ყვავილებით დამაგრებულ
მუსლინის ფარდებს მიღმა მუქი ლურჯი ცა გაჭიმულიყო. ეს დილა წინათ
არასოდეს ყოფილა-მეთქი, გავიფიქრე და ზეიმით აღვსილს მომეჩვენა, რომ
ხომალდის ქიმზე ვდგავარ, რომელიც დროის ცისფერ ოკეანეს მიაპობს.
ირგვლივ მიმოვიხედე. მამა წასულიყო. შუა ლოგინში ვიწექი. თვალებით საათი
მოვძებნე, მაგრამ არსად იყო. მერე მარცხნივ მივაბრუნე თავი, რომ მზით
247
განათებული გზა, მინდორი და საფოსტო ყუთი დამენახა, მაგრამ ფანჯრის წინ
მხოლოდ კაფეს აგურის კედელი აღმართულიყო. ფანჯარასთან ძველებური
კომოდი იდგა, ისეთი დაბრეცილი, თითქოს ვიღაცას ემანჭებაო,
მუცელგაბერილი, შუშის სახელურებითა და მძიმე ხვეული ფეხებით,
რომლებმაც კარიკატურული დათვის უთითო ტორები მომაგონა. გარედან
შემოჭრილი თეთრი შუქი ამკვეთრებდა შპალერზე ვერცხლისფერ ფოთლებსა
და ღეროებს. თვალები დავხუჭე, ყური მივუგდე, საიდანღაც მტვერსასრუტის
ზუზუნი მომესმა და მერე, ალბათ, ისევ ჩამეძინა.
როცა ხელახლა გამომეღვიძა, უჩვეულო განცდამ, რომ სხვის სახლში ვიმყოფები,
რომ დღე ასეთი ნათელი და გონიერია გუშინდელი სიგიჟის შემდეგ და რომ
ირგვლივ ასეთი სიჩუმეა (რატომ არ გამაღვიძეს? მერე სკოლა? დღეს ხომ
ოთხშაბათია?), აღარ დამაძინა; ავდექი და შეძლებისდაგვარად გამოვეწყვე. ჩემი
წაღები და წინდები, რომლებიც რადიატორზე შრებოდა, ჯერ ისევ სველი იყო.
უცხო კედლებსა და
დერეფნებში, სადაც ყოველ მოსახვევში დაფიქრება და მხნეობის მოკრება იყო
საჭირო, სისუსტე მომერია. აბაზანა მოვძებნე, სახეზე ცივი წყალი შევისხი და
კბილებს სველი თითი მივუს-მოვუსვი. ფეხშიშველა დავეშვი დაბლა
სართულზე. კიბეზე ჩალისფერი, ხაოიანი საფენი ეგდო, რომელიც ყოველ
საფეხურქვეშ თითბრის წნევით იყო დამაგრებული. ეს ტიპიური ოლინჯერული
სახლი იყო, მამაპაპური, მკვიდრად ნაგები, შიგ ყველაფერი ისე იყო მოწყობილი,
როგორ წესი და რიგია, - სწორედ ასეთ სახლში მინდოდა მეცხოვრა. თავს
ჭუჭყიანად და აქაურობის უღირსად ვგრძნობდი ჩემს ჩაფერფლილ წითელ
პერანგსა და სმი დღის წინ გამოცვლილ თეთრეულში.
შემოვიდა მისის ჰამელი, ქინძისთავით დამაგრებულ თავსაკრავსა და
ვარსკვლავისებური ანემონებით მოქარგულ წინსაფარში. მას კოხტად მოწნული
კალათი მიჰქონდა ნაგვისათვის, გამიღიმა და მოელვარე ღრძილები გამოუჩნდა.
- დილა მშვიდობისა, პიტერ კოლდუელ! - მომესალმა ის.
და როცა მან სრულად აღმოთქვა ჩემი სახელი და გვარი, რატომღაც ვიგრძენი,
რომ სასურველი სტუმარი ვიყავ მის სახლში. ის სამზარეულოსაკენ გამიძღვა და
როდესაც
უკან გავყევი, გაოცებით შევნიშნე, რომ თითქმის მისი სიმაღლე ვიყავ და ერთი
დიუმით უფრო მაღალიც. ოლინჯერში ის ტანად ქალად ითვლებოდა, მე კი
მასში ისევ მაღალ ქალღმერთს ვხედავდი, როგორიც წარმოდგა იგი ჩემს წინ,
როცა პირველად მოვედი სკოლაში, დალეული მეშვიდეკლასელი, მხრებით
ცარცის ღარაკს ძლივს რომ ვწვდებოდი. ახლა, ეტყობა, ის მოზრდილად
248
მთვლიდა. ქაშანურით მოპირკეთებულ სამზარეულო მაგიდას მივუჯექი და ისე
მომართვა საუზმე, თითქოს ჩემი ცოლი ყოფილიყოს. მან ჩემს წინ ფორთოხლის
წვენით სავსე დიდი სასმისი დადგა, რომლისაგანაც ქაშანურს ნარინჯისფერი
ჩრდილი დაეცა და თითქოს ჭაშნიკი უკვე მეგემოს, ვიგრძენი, რომ სიამოვნება
მელოდა. საამო იყო იქ ჯდომა, წვენის წრუპვა და მისი ყურება. ლურჯი საშინაო
ფეხსაცმელებით ისე დასრიალებდა ჭურჭლის კარადიდან მაცივრამდე, მერე
იქიდან ბაკნამდე, თითქოს აქ ყველაფერი მისი ნაბიჯების სიგრძის მიხედვით
იყო გამოზომილი. ეს ვრცელი, კარგად მოწყობილი სამზარეულო სრულებით არ
ჰგავდა ვიწრო სახელდახელოდ შეთითხნილ სოროს, სადაც დედაჩემი საჭმელს
გვიმზადებდა. ვერაფრით ვერ გამეგო, რატომ ხდება, რომ ზოგი
საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრას მაინც ახერხებს, მაშინ როდესაც
სხვებს, ჩემი მშობლების მსგავსად, მთელი სიცოცხლე უვარგისი ავტომობილით
სიარული და უფეხსალაგო, გაყინულ სახლში ცხოვრება უწერიათ. ოლინჯერში
არასოდეს გვქონია მაცივარი, მის ნაცვლად ხის ყუთს ვხმარობდით, რომელშიც
ყინული გვეწყო და ბებიაჩემი ჩვენთან ერთად არასოდეს ჯდებოდა მაგიდასთან,
ღუმელთან იდგა და ხელით შეექცეოდა საჭმელს, თან კვამლისაგან თვალებს
წკურავდა. სახლში ყველაფერი ნაჩქარევად, უთავბოლოდ კეთდებოდა. ამის
მიზეზსაც მივხვდი - ოჯახის უფროსი, მამაჩემი, სულ იმის ფიქრში იყო, რომ
მალე კვლავ ახალ ადგილზე მოგვიწევდა გადასვლა. ეს შიში და იმედი მუდამ
ლანდივით სდევდა ჩვენს ოჯახს.
- სად წავიდა მამაჩემი? - ვკითხე მე.
- რა ვიცი, პიტერ, - მიპასუხა, - რა გირჩევნია, ხორბლის ბურბუშელა, ბრინჯის
დაბრაწულა თუ კვერცხი?
- დაბრაწულა. ოვალური, სპილენძისფერი საათი კედელზე 11.10 უჩვენებდა. სკოლაში რა ამბავია? - ვკითხე.
- გარეთ არ გაგიხედავს?
- როგორ არა, აღარ თოვს.
- რადიოში გამოაცხადეს, თურმე თექვსმეტ დიუმზე მოუთოვია. ოლქში ყველა
სკოლა დაკეტილია, ოლტონის სამრევლო სკოლაც კი დაკეტეს.
- ნეტა ცურვაში ვარჯიში თუ იქნება საღამოს?
- არა მგონია. ვინ იცის სახლი როგორ მოგენატრა!
- აბა რა. ასე მგონია, საუკუნეა არ ვყოფილვარ.
249
- მამაშენი ისე სასაცილოდ გვიამბობდა დღეს თქვენს თავგადასავალს. ბანანი
გინდა დაბრაწულაში?
- აჰა! რა თქმა უნდა, თუ შეიძლება.
ამ მხრივ დიდი განსხვავება იყო ჩვენსა და ოლინჯერელებს შორის. მათ
შეეძლოთ ბანანის მომარაგება. ფაირტაუნში მამა იშვიათად ყიდულობდა
ბანანებს - მწვანევე ლპებოდნენ, ვერ ასწრებდნენ დამწიფებას. ის ბანანი კი,
რომელიც მისის ჰამელმა ჩემი თეფშის გვერდით დასდო, ნამდვილი სასწაული
იყო. მისი კანი თანაბრად იყო დაფარული ოქროსფერი წინწკლებით, როგორც
ოთხფეროვანი ჟურნალის ჩანართ, ფერად ფურცელზეა. კოვზით ვჭრიდი მას და
თითოეული ნაჭრის შუაგულში თესლებისაგან შექმნილი, იდეალური პატარა
ვარსკვლავი იყო.
- ყავას ხომ სვამ?
- ვცდილობ ყოველ დილით დავლიო, მაგრამ ვერ ვასწრებ ხოლმე. ისედაც
საშინლად შეგაწუხეთ.
- მორჩი ერთი. რაღა შენ და რაღა მამაშენი!
ამ „მორჩი ერთიმ“, რომელიც ჩვენმა სიახლოვემ წარმოშვა, რაღაც უცნაური
ძალით რამდენიმე საათით უკან გადამისროლა, როცა ღრმად მეძინა ჩემი
პაპიდის - ჰანას საწოლზე, მამა კი მას ჩვენს თავგადასავალს უამბობდა და თან
რადიოს უსმენდნენ. ნეტავი, მისტერ ჰამელიც თუ იყო მასთან! ნეტავ რა იყო
იმის მიზეზი, რომ მთელ სახლს ეს მშვიდი, აუმღვრეველი ბრწყინვალება
მოჰფენოდა!
გავბედე და ვკითხე:
- მისტერ ჰამელი სადღაა?
- გზის გასაწმენდად წავიდა. საწყალი ელი ხუთი საათიდან ფეხზეა. ქალაქის
სამმართველოსთან კონტრაქტი აქვს დადებული, თოვლიან ამინდში უნდა
დაეხმაროს ქუჩების გაწმენდაში.
- ა-ა. საინტერესოა, ჩვენი საცოდავი მანქანა როგორღაა? გუშინ აბებთან
დავტოვეთ.
- მითხრა მამაშენმა. როცა ელი დაბრუნდება, წაგიყვანთ იქ საბარგო მანქანით.
- რა გემრიელი დაბრაწულაა! ის ბაკანს მოშორდა და გაოცებით გამიღიმა.
- ეს ხომ მზად ნაყიდია!
250
აქ, სამზარეულოში აშკარად იგრძნობოდა მისი გერმანული კილო. მისის ჰამელს
მუდამ ბუნდოვნად ვუკავშირებდი კულტურას, ნიუ-იორკს და ყოველივე
ამდაგვარს; ის განირჩეოდა სხვა მასწავლებლებისაგან და ზოგჯერ წამწამებსაც
კი იღებავდა, მაგრამ საკუთარ სახლში სრულიად ჩვეულებრივი, ადგილობრივი
ქალი იყო.
- როგორ მოგეწონათ გუშინდელი თამაში? - ვკითხე მე.
თავს ძალიან დაძაბულად ვგრძნობდი, მაგრამ საუბრის შეწყვეტა
მეუხერხულებოდა. რადგან მამაჩემი აქ არ იყო, გადავწყვიტე შემთხვევით
მესარგებლა და სისრულეში მომეყვანა ჩემი საკუთრი შეხედულებები
კულტურული მოქცევის შესახებ, რასაც მამა ყოველთვის წინ აღუდგებოდა
ხოლმე. სახელოებს განუწყვეტლივ ძირს
ვექაჩებოდი, რომ გამონაყარი არ გამომჩენოდა. მისის ჰამელმა ორი ნაჭერი
შებრაწული პური და შავ თეფშზე დასხმული ქარვისფერი ვაშლის ჟელე
მომიტანა.
- წესიერად არც კი ვუყურებდი, - რაღაც მოაგონდა და გაეცინა. - მამა მარჩი ისე
მართობდა. ნახევრად ბავშვია, ნახევრად მოხუცი, ვერასოდეს მიხვდები,
ვისთან გაქვს საქმე.
- მართლა აქვს მედლები მიღებული?
- ჰო, მგონი, მთელი იტალია გაიარა.
- უცნაურია, არა, რომ ყოველივე ამის შემდეგ ისევ მღვდლობას დაუბრუნდა?
მან წარბები აზიდა. ნეტავი, თუ იქნის წარბებს? მაგრამ როცა ახლოს
დავაკვირდი, გადავწყვიტე, რომ - არა. ბუნებრივად წვრილი წარბები ჰქონდა.
- ჩემი აზრით, ეს კარგია; შენ როგორ გგონია?
- ოჰ, კარგია, რა თქმა უნდა. მით უმეტეს, მთელი იმ საშინელებების შემდეგ, რაც
მან იქ ნახა.
- მაგრამ ომებზე ბიბლიაშიც კი წერია.
ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის მაინც
გავიცინე. ეტყობა, ეს ესიამოვნა, მერე ცელქურად დამეკითხა:
- შენ თვითონ თუ ადევნებდი თვალს თამაშს? შენ გგონია, ვერ დავინახე,
ფოგლმენის გოგო რომ გეჯდა გვერდით? მხრები ავიჩეჩე.
- ვინმეს გვერდით ხომ უნდა ვმჯდარიყავი.
251
- პიტერ, იცოდე, ფრთხილად იყავი. ისე გიყურებდა...
- თორემ სულ ჩემი დარდი აქვს!
ის ხუმრობით დამემუქრა თითქოს, როგორც სოფლელებმა იციან:
- აბა-აბა! ხელში არ ჩამივარდე.
ეს სულ ბაბუაჩემივით თქვა და სიამოვნებისაგან გავწითლდი. პურზე ჟელეს
წასმას შევუდექი და მან ფუსფუსი განაგრძო.
მომდევნო ორი საათი ჩემთვის სრულიად უჩვეულო ვითარებაში გავატარე.
მარტო ვიყავ ქალთან, რომელიც ასაკის მიუწვდომელ საფეხურზე იდგა, ისე
მაღლა, რომ არც კი ვიცოდი მისი წლოვანება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში,
ორჯერ ჩემზე უფროსი მაინც იყო. ქალთან, რომელიც გარემოსილი იყო
დიდების შარავანდედით; სკოლის ნაძირალებს შორის გავრცელებული
ლეგენდები მის სამიჯნურო საქმეებზე ჭუჭყიანი მონეტებივით ხელიდან ხელში
გადადიოდა. უფროს ქალთან, რომელიც ქონების პატრონი იყო და გარკვეული
ადგილი ეჭირა საზოგადოებაში, ყოველ კუნჭულში იგრძნობოდა მისი
სიახლოვე. ის თბობის რეგულატორს შეეხო და ოთახში სითბო დატრიალდა.
მერე ზედა სართულში გაისმა მისი ნაბიჯები და მტვერსასრუტი აზუზუნდა.
ზოგჯერ ჩუმად იცინოდა, ან ავეჯს აჭრიალებდა. ისე დაფრთხიალებდა
ზევით, როგორც უჩინარი ფრინველი დაფრთხიალებს ხოლმე ტყეში, ტანაყრილ
ხეთა რტოებში. ვერა ჰამელი სახლის ყოველი კუთხიდან შემომცქეროდა, იგი
გაპრიალებული ხის ყოველ ჩრდილსა და ღუნში სუფევდა. ის ცოცხლობდა
სარკეების ბრწყინვაში, ჰაერის მსუბუქ რხევაში, რომელიც ფარდებს ატოკებდა,
სავარძლის სახელურების ფაფუკ ღუნღლში, რომელზედაც თითქოს
მიჯაჭვული ვიყავ.
დაღონებული ვიჯექი ჩამუქებულ სასტუმრო ოთახში, სათითაოდ ვიღებდი
გაპრიალებული
თაროდან
„რიდერზს
დაიჯესტს“
და
ყველაფერს
თანმიმდევრულად ვკითხულობდი. იქამდე ვიკითხე, სანამ სულ არ
გამოვტვინდი. მარტო ორი წერილი გადავიკითხე ნაჩქარევად, ისინი ერთმანეთს
მისდევდნენ: „სასწაულმოქმედი საშუალება კიბოს წინააღმდეგ“ და „ღვთის
არსებობის დამადასტურებელი ათი საბუთი“. მაგრამ ორივემ გამიცრუა
მოლოდინი და ეს მით უფრო მწარე იყო, რომ წუთით ანთებულმა იმედმა იქამდე
მთვლემარე შიში გამიღვიძა. შიშის დემონები რკინის კლანჭებით
მიღადრავდნენ სულს. ყველა ამ ჭკვიანური, მყვირალა ფრაზების და
ენციკლოპედიური ცოდნით შეიარაღებული დარბაისლური სვეტების
მიუხედავად, აშკარა იყო, რომ არავითარი საბუთი და სასწაულთმოქმედი
საშუალება არ არსებობდა.
252
სიტყვების წინაშე შიშით შეპყრობილმა სასოწარკვეთილი ლტოლვა ვიგრძენი
ხელშესახები საგნებისადმი, მაგიდიდან მაქმანის პაწია სუფრა ავიტაცე და
ხელში მაგრად ჩავბღუჯე მოღიმარე ელფის პატარა ფიგურის სტატუეტი,
მოკლე, დაწინწკლული ფრთებით. ლურჯმა საშინაო ფეხსაცმელებმა სწრაფად
გაიშრიალეს საფენით მოგებულ კიბეზე და მისის ჰამელი ჩვენთვის მეორე
საუზმის მზადებას შეუდგა. უხვად განათებულ სამზარეულოში ყოფნა
მიმძიმდა, ერთთავად მეშინოდა, რომ ჩემი ლაქები მას თვალში ეცემოდა.
ვიფიქრე, უხერხული ხომ არ იქნება, რომ წავიდე-მეთქი, მაგრამ სულ ერთია,
ვერაფრით ვაიძულებდი ჩემს თავს ამ სახლის დატოვებას, ან თუნდაც
ფანჯარაში გახედვას; და კიდევაც რომ წავსულიყავ, სად უნდა წავსულიყავ ანდა
რისთვის? მამაჩემი თითქოს ცამ ჩაყლაპა. მთლად დავიბენი. მისის ჰამელმა ათას
წვრილმანზე გამიბა საუბარი და რატომღაც მისმა სიტყვებმა მიძინებული შიში
გამიცხოველა. ჩვენს შორის გაჩხერილი მაგიდის კრიალა სიღრმეში
ვეფლობოდი; ეტყობოდა, სიცილს ჰგვრიდა ჩემი ყურება. მან თავსაფარი
მოიძრო და თმა ცხენის ფაფარივით გაიკრა. როცა მაგიდის ალაგებაში
ვეხმარებოდი და თეფშები ბაკნისაკენ მიმქონდა, რამდენჯერმე შევხედეთ
ერთმანეთს. ასე გავატარე ეს ორი საათი - სიყვარულთან და შიშთან ჭიდილში.
მამა რომ დაბრუნდა, უკვე მეორე საათი იყო დაწყებული. მე და მისის ჰამელი
ჯერ კიდევ სამზარეულოში ვიყავით. თავისი გეგმა გამიზიარა: სახლს უკან
აივანი უნდა მივაშენო, იქ მშვიდად დავისვენებ ზაფხულში და ქუჩის ხმაური
აღარ შემაწუხებსო. აივნის კედლებზე სურო იქნება შემოვლებულიო. და მე
წარმოვიდგინე იქ ჩემი თავი მასთან ერთად.
მამა თავის მრგვალ ქუდში და თოვლისაგან დამძიმებულ
ზარბაზნიდან გასროლილი კაცივით გამოიყურებოდა.
პალტოში
- ხო-ხო, რა ამბავია, - გვითხრა მან, - ზამთარმა თავისი გაიტანა.
- სად იყავი? - ვკითხე მე. ცრემლები მომაწვა და ხმა სამარცხვინოდ
მიკანკალებდა. მან ისე შემომხედა, თითქოს ახლა გაახსენდა ჩემი არსებობა.
- აქვე, ახლოს, - თქვა მან. - სკოლაში. არ მინდოდა შენი გაღვიძება, პიტერ,
ვიფიქრე, გამოიძინოს-მეთქი. ისედაც ძალიან გაწვალდი. ჩემი ხვრინვა, ალბათ,
გიშლიდა, არა?
- არა.
პალტო და შარვალი ერთიანად თოვლში ჰქონდა ამოსვრილი, ეტყობა, ყველგან
იყო, და შურით ვდნებოდი. მისის ჰამელი ახლა მხოლოდ მასღა უყურებდა, სულ
იცინოდა, მაშინაც კი, როცა მამა დუმდა. მამას ხორკლიანი სახე გაწითლებოდა.
253
კარებთან დაგებულ მოწნულ საფენზე ფეხების ბაკუნით ჩამოიფერთხა თოვლი
წაღებიდან. მინდოდა ტკივილი მიმეყენებინა მისთვის და გაანჩხლებულმა
ვკითხე:
- რას აკეთებდი სკოლაში ამდენ ხანს?
- ღმერთმანი, მიყვარს ეს სახლი, როცა იქ მოწაფეები არ არიან. - მე კი არ
მომმართავდა, არამედ მისის ჰამელს. - იცით, ვერა, რა უნდა უყოს კაცმა ამ
აგურის ბოსელს? უნდა გაყარო იქიდან ყველა მოწაფე და შიგ მარტო ჩვენ,
მასწავლებლებმა ვიცხოვროთ; ეს ერთადერთი ადგილია, სადაც არა ვგრძნობ,
რომ ვიღაცა კისერზე მაზის.
მისის ჰამელმა გაიცინა და თქვა:
- მაშინ იქ საწოლებიც უნდა დაგვიდგან.
- მე ჯარისკაცის უბრალო საწოლი მეყოფა, - უთხრა მამამ. - ორი ფუტის სიფართე
და ექვსი ფუტის სიგრძე. როცა ვინმეს გვერდით ვწევარ, ყოველთვის საბანს
მაძრობენ. შენზე არ ვამბობ, პიტერ. წუხელ ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ,
ალბათ, მე თვითონ გადაგაძრე საბანი. ჰო, მართლა, შენ გაინტერესებდა,
სკოლაში რას ვაკეთებდი. ჟურნალები მოვაწესრიგე. პირველად არის, რომ
ახალი წლიდან ყველაფერი შევსებული და გაფორმებულია; თითქოს ლოდი
მოვიშორე. ხვალ რომ რამე დამემართოს, ახალი მასწავლებელი უწვალებლად
ჩაიბარებს საქმეებს; თავისი უბედურება ეყოფა, საწყალს. ერ-თი და მორჩა. წინ,
მეგობარო, შემდეგი გაჩერება სანაგვეზეა. იძულებული ვიყავი გამეცინა.
მისის ჰამელი მაცივართან მივიდა და შეეკითხა:
- ჯორჯ, თუ ისაუზმეთ? არ გინდათ როსტბივიანი ბუტერბროდი?
- ვერა, რომ იცოდე, რა კეთილი ხარ! მაგრამ მართალი გითხრათ, როსტბივს
ვერაფერს
მოვუხერხებ, გუშინ საღეჭი კბილი ამომიღეს. თავს ასჯერ უფრო უკეთესად
ვგრძნობ, მაგრამ იმხელა ორმო მაქვს პირში, შიგ მთელი ატლანტიდა
მოთავსდება. მონისთან ფინჯანი ბულიონი შევსვი. თუმცა გულახდილად უნდა
ვაღიარო, რომ თქვენ და პიტერი ყავას თუ დალევთ, არც მე ვიტყვი უარს.
დამავიწყდა, ჩემი შვილი ყავას სვამს თუ არა.
- როგორ თუ დაგავიწყდა? - ვკითხე მე. - სახლში ყოველ დილით ვცდილობ
დავლიო, მაგრამ დრო აღარ მრჩება.
- ჰო, მართლა, ეგ სულ აღარ გამახსენდა. მინდოდა დედაშენისთვის დამერეკა,
მაგრამ ხაზი გაწყვეტილია. ნამცეცი საჭმელი არა აქვს სახლში, მეშინია, მამილო
254
კრამერმა ძაღლი არ შესანსლოს. თუ აქამდე კიბიდან არ ჩამოვარდა. ღმერთო,
რა ბედი შემეწეოდა: ახლა იქამდე რომელი ექიმი მიაღწევს!
- ჩვენ როდისღა მივაღწევთ?
- მალე, შვილო, მალე. დრო და ჟამი არავის ელოდება. - ის მისის ჰამელს
მიუბრუნდა: არასოდეს მოგლიჯოთ ბავშვი დედის კალთას. - და ენაზე იკბინა, ეტყობა,
შეშინდა, უადგილო ნათქვამი ხომ არ გამომივიდაო, რადგან მისის ჰამელს, არ
ვიცი, რა მიზეზით, შვილი არ ჰყავდა. მისის ჰამელმა კი, ხაზგასმული
მდუმარებით, მსახური ქალივით უხმოდ დაუდგა წინ ყავა, რომელსაც ოხშივარი
ასდიოდა. უეცრად ძირს ჩამოშლილმა თმის კულულმა მის ლოყაზე გაიშრიალა
და ის ყველა სიტყვაზე უფრო მჭევრმეტყველი იყო. მამაჩემის ხმაში ფარული
მღელვარება ვიგრძენი, როცა მან მისის ჰამელს უთხრა: - სპრუს-სტრიტზე ელი
დავინახე, უკვე შინ ბრუნდება. მართლა სასწაულებს ატრიალებდა თავისი
საბარგო მანქანით. ჩვენი ქალაქისათვის ეს თოვლი ნამდვილი უბედურებაა.
მაგრამ ახლა მანქანები ყველგან დადიან, მხოლოდ მოსახვევში და შეილ-ჰილის
მიდამოებშია შეჩერებული მოძრაობა. ღმერთმანი, მე რომ ქალაქის მმართველი
ვიყო, ხალხი მთელი თვე თხილამურებით ივლიდა. - ის მხიარულად
იფშვნეტდა ხელებს, ეტყობა, ეს სურათი ცხადად წარმოიდგინა. - სამხრეთ
ოლტონში გუშინ ტრამვაი გადავარდნილა რელსებიდან. მისის ჰამელმა თმა
გაისწორა და ჰკითხა:
- მსხვერპლი არის?
- არა. რელსებიდან გადავარდა, მაგრამ არ გადაბრუნებულა. აქედან წასული
ტრამვაები მხოლოდ შუადღისას ჩასულან ელიში. ოლტონში, თურმე, ნახევარი
მაღაზიები დაუკეტიათ.
გაოცებული ვისმენდი ამ ცნობებს და წარმოვიდგინე, როგორ იგებდა მამა ახალ
ამბებს, როგორ მიაპობდა ნამქერს, როგორ აჩერებდა სატვირთო მანქანებს, რომ
მძღოლებისათვის ყველაფერი გამოეკითხა, როგორ დაქროდა წინ და უკან თავის
მოკლე პალტოში, ასაკგადაცილებულ ონავარ მოწაფესავით. ალბათ, სანამ მე
მეძინა, მთელი ქალაქი შემოირბინა.
როცა ყავის სმას მოვრჩი, ერთბაშად ამიტანა საოცარმა გულგრილობამ,
რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ნერვები ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა.
უკვე აღარ ვუსმენდი მამაჩემს, მისის ჰამელს თავის თავგადასავალს რომ
უყვებოდა. მერე მისტერ ჰამელი შემოვიდა, ქანცგაწყვეტილი და
სახეჩატეტკილი და თმიდან თოვლი ჩამოიბერტყა. ცოლმა საუზმე მოიტანა.
როცა ჭამა მოათავა, მისტერ ჰამელმა მე გადმომხედა და თვალი ჩამიკრა:
255
- მოგენატრა, სახლი, პიტერ?
ქურთუკი, წინდები და დაბრეცილი ნოტიო წაღები ჩავიცვი და ისევ
სამზარეულოში დავბრუნდი. მამამ ბაკანში ჩადგა ფინჯანი და ნაქსოვი ქუდი
თავზე ჩამოიფხატა.
- თქვენ ისეთი სულგრძელობა გამოიჩინეთ, ელ... მე და პიტერი ამას არ
დაგივიწყებთ. - მისის ჰამელს კი უთხრა: - უღრმესი მადლობა, ვერა, მართლა
მეფის შვილებივით მიგვიღეთ.
და მერე, ძვირფასო, მოხდა ყველაზე უცნაური იმ უცნაური ამბებიდან,
რომლებსაც მე გიყვები, - მამა დაიხარა და მისის ჰამელს ლოყაზე აკოცა.
ნირწამხდარმა, თვალი ავარიდე მათ, დაწინწკლული ლინოლეუმით მოგებულ
იატაკს დავაშტერდი და დავინახე, რომ ლურჯ ფაჩუჩებში გამოწყობილი მისის
ჰამელის ფეხები ცერებზე შემაღლდა, როდესაც მან მორჩილად მიუშვირა მამას
ლოყა საკოცნელად.
მერე მისი ქუსლები ისევ იატაკზე დაეშვა და მან მამას მეჭეჭებიან ხელზე ხელი
მოუჭირა.
- როგორ მიხარია, რომ ჩვენთან მოხვედით, - უთხრა მან მამას ისე, თითქოს
მარტონი ყოფილიყვნენ. - ცოტა ხნით მაინც გამოცოცხლდა ეს გამოყრუებული
სახლი.
როცა მადლობის გადახდის ჯერი ჩემზე მოვიდა, ვერ გავბედე ვერასთვის
მეკოცნა, სახე განზეც კი გავწიე იმის დასამტკიცებლად, რომ ასეთი რამ
ფიქრადაც არ მომსვლია. მან გამიღიმა და გაწვდილი ხელი ორივე ხელით
ჩამომართვა.
- შენ ყოველთვის ასე თბილი ხელები გაქვს, პიტერ?
გარეთ, პარმაღთან იასამნის ბუჩქი ირმის რქებს დამსგავსებოდა. ჰამელის
სატვირთო მანქანა ბენზინის კოლონასთან იდგა; ეს არცთუ ისე დიდი ზომის,
ალაგ-ალაგ ჟანგმოდებული „შევროლეს“ მარკის პიკაპი იყო, ნარინჯისფერი
თოვლის სახვეტით. როცა დავიძარით, მომეჩვენა, რომ მრავალხმიანი გუგუნი
შემოიჭრა ჰაერში. მამისა და ელ ჰამელის შუა ვიჯექი; კაბინაში ღუმელი არ იყო
და მიხაროდა, მათ შორის რომ ვიჯექი. ბიუკენენ-როუდზე გამოვედით. ჩვენი
ძველი სახლი თოვლს დაეფარა, თოვლის ბაბუის სასახლეს ჰგავდა და ის
კედელი, რომელთანაც ბავშვობაში ჩოგბურთის ბურთით ვთამაშობდი ხოლმე,
მზეზე ბრწყინავდა. ქუჩაში ბავშვებს
სხლტეებიდან თოვლი ძირს ჩამოეყარათ. მარტო წაბლის ხეებს სწყდებოდა
დროდადრო სწრაფი, თეთრი ჩანჩქერი.
256
ქალაქის ბოლოს, ფერდობებზე, ჭუჭყიანი ნამქერის უწყვეტ კედელს გადაღმა,
რომელიც კაცის სიმაღლე იქნებოდა, ხელუხლებელი, ქათქათა თოვლის ყამირი
გაშლილიყო,
ტყით
დაფარული
მოლურჯო-მოყავისფრო
გორაკები
წინანდებურად მოჩანდა ჰორიზონტზე, ოღონდ ახლა საღებავები მიმქრალიყო,
როგორც კლიშეს გასაწმენდად გამზადებულ ტვიფარზე.
ახლა, როცა იმ დაღლილობას ვიგონებ, ღონე მერთმევა და თხრობა მიძნელდება.
კაბინაში ვიჯექი, სანამ მამა და ჰამელი, რომლებიც წინა შუშის კადრში
ბუნდოვნად მოჩანდნენ, როგორც ორი კომიკოსი ძველ მუნჯ ფილმში,
ცდილობდნენ ამოეთრიათ ჩვენი ძველი „ბიუიკი“ - სატვირთო მანქანებმა
ასოცდამეორე გზატკეცილის წმენდის დროს თითქმის სახურავამდე ჩამარხეს
ის თოვლში. ცხვირი საძაგლად მექავებოდა შიგნიდან, ყელი მეფხანებოდა და
ვგრძნობდი, რომ ტყუილუბრალოდ არ ჩამივლიდა წაღებში ჩამჯდარი
აშმორებული სისველე. ახლა უკვე გორაკის ჩრდილი გვეცემოდა, მსუბუქმა
ქარმა დაუბერა. მზის ოქროსფერი, გრძელი სხივები მარტო ხის კენწეროებსღა
ანათებდა. ჰამელმა მტკიცე ხელით ჩართო ძრავა, უკანა ბორბლებს
მოხერხებულად ჩამოაცვა ჯაჭვები და დაამაგრა რომელიღაც ინსტრუმენტით,
რომელიც ბრტყელტუჩას ჰგავდა. მერე კი ამ ორმა, მოლურჯო ბინდში
გაურკვეველი ფორმის ლაქებივით რომ მოძრაობდნენ, გაითამაშეს პანტომიმა
საფულით, რომლის ფინალი ჩემთვის გაუგებარი დარჩა. ისინი გამწარებით
იქნევდნენ ხელებს და ბოლოს ერთმანეთს გადაეხვივნენ გამოსამშვიდობებლად.
ჰამელმა მანქანის კარი გამიღო, სუსხში გადავეშვი და დაბეგვილი სხეული
ძლივს მივიტანე ჩვენს კატაფალკამდე.
როცა სახლის გზას დავადექით, მას შემდეგ განვლილი დღეები, რაც ეს გზა
უკანასკნელად ვნახე, ძველი ნაჭრილობებივით შეხორცდა და წაიშალა. აი აბები,
აი ის მოსახვევი და აყალო ფერდობი, სადაც მაწანწალა ჩავისვით; აი რძის ფერმა
„სამყურა“, საიდანაც ძროხის ნაკელი კონვეიერით გამოჰქონდათ და
ვერცხლისფერი სავენტილაციო მილებიდან სახურავზე გამოსული ორთქლი
თეთრად მოჩანდა ვარდისფრად მბრწყინავი ცის ფონზე; მერე პირდაპირი,
სწორი გზა იწყებოდა, სადაც ოდესღაც პირდაღებული შოშია გავსრისეთ; მერე
გალილეა, ყოფილი სასტუმრო
„მეშვიდე მილი“ და მის გვერდით პოტეიჯერის მაღაზია, სადაც საჭმლის
საყიდლად შევჩერდით. მამამ გამოცდილი მეაფთიაქესავით, რომელიც
რეცეპტის მიხედვით არჩევს წამლებს, თაროები შემოიარა, აიღო პური, ატმის
ჩირი, კრეკერები, ხორბლის ბურღული და ყველაფერი დახლზე დააწყო ჩარლი
პოტეიჯერის წინ, რომელიც ოდესღაც ფერმერი იყო, ხოლო წყნარი ოკეანიდან
დაბრუნებულმა ფერმა გაყიდა და ეს მაღაზია გახსნა. ის ჩვენს ვალებს
257
ხუთცენტიან პატარა, ყავისფერ ბლოკნოტში იწერდა ხოლმე და თუმცა ზოგჯერ
გადახდიდან გადახდამდე თანხა სამოც დოლარს აღწევდა, ერთ ცენტსაც არ
გვაპატიებდა.
- ღორის ძეხვის რგოლიღა მოგვეცით, ჩემს სიმამრს ძალიან უყვარს და ნახევარი
გირვანქა შებოლილი ძეხვი ჩემი ბიჭიკოსათვის, - უთხრა მამამ.
იმ დღეს ძალიან გულუხვობდა, თუმცა ჩვეულებრივ ხელმოჭერილი იყო და
You have read 1 text from Georgian literature.
Next - კენტავრი - 18
  • Parts
  • კენტავრი - 01
    Total number of words is 3340
    Total number of unique words is 2166
    24.6 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    44.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 02
    Total number of words is 3612
    Total number of unique words is 2290
    24.5 of words are in the 2000 most common words
    37.5 of words are in the 5000 most common words
    45.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 2221
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 04
    Total number of words is 3828
    Total number of unique words is 2253
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 05
    Total number of words is 3690
    Total number of unique words is 2293
    25.7 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 06
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2285
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 07
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2208
    28.2 of words are in the 2000 most common words
    40.8 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 08
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 2203
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 09
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2299
    26.9 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 10
    Total number of words is 3832
    Total number of unique words is 2203
    27.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 11
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2293
    26.4 of words are in the 2000 most common words
    39.1 of words are in the 5000 most common words
    46.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 12
    Total number of words is 3897
    Total number of unique words is 2212
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 13
    Total number of words is 3874
    Total number of unique words is 2126
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 14
    Total number of words is 3804
    Total number of unique words is 2211
    27.9 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 15
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2177
    28.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 16
    Total number of words is 3722
    Total number of unique words is 2183
    27.0 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 17
    Total number of words is 3736
    Total number of unique words is 2200
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 18
    Total number of words is 3771
    Total number of unique words is 2310
    27.4 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 19
    Total number of words is 3048
    Total number of unique words is 1793
    25.5 of words are in the 2000 most common words
    36.6 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.