Latin

კენტავრი - 05

Total number of words is 3690
Total number of unique words is 2293
25.7 of words are in the 2000 most common words
38.4 of words are in the 5000 most common words
46.2 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ჩემს წარმოდგენაში ყველა ეს გვარი ერთ ფერიად იქცა, რომელსაც ბავშვური,
ჩამოუყალიბებელი ხელი ჰქონდა. ვინ იცის, იქნებ ფიდო ყველას უყვარდა?
- თუ გინდა დიდხანს იცოცხლო, ბევრი უნდა ჭამო, - წარმოთქვა ბაბუამ.
- ეს ბავშვი მე დამემსგავსა, მამილო, - უთხრა მამამ. - ერთხელ არ მახსოვს, წესიერი
ჭამა დამცლოდეს. ერთთავად ეს მესმოდა; „აბა, მალე აიბარგე მაგიდიდან!“
საშინელი რამ არის სიღარიბე.
ბაბუა აღელვებული კუმშავდა და შლიდა მუშტებს. კნოპებიან, მაღალყელიან
წაღებში გამოწყობილ ფეხებს ნერვიულად აბაკუნებდა. ბაბუაზე უარეს მოქიშპეს
მამაჩემი ვერსად იპოვიდა, სხვა მოხუცებივით ისიც დარწმუნებული იყო, რომ
თუკი გაუგონებდნენ, ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა და ყველა საქმის
მოგვარება შეეძლო.
- დოკ აპლტონთან წასვლაა საჭირო, - თქვა მან და ისე ფრთხილად ჩაახველა,
თითქოს თამბაქოს გასახვევი ქაღალდივით სიფრიფანა იყო მისი ნახველი. მამამისს კარგად ვიცნობდი. აპლტონები ყველაზე ადრე დასახლდნენ ამ ოლქში.
ბაბუა იჯდა, ფანჯრიდან შემოჭრილ მზის თეთრ სინათლეში გახვეული და
მრგვალთავიანი მამაჩემის გვერდით, რომელიც მბჟუტავი ბუხრის წინ თალხ
ზვინად აღმართულიყო, ზებუნებრივ არსებად გამოიყურებოდა. მამა წამოდგა.
როცა იქ მივდივარ, ეგ მკვეხარა მხოლოდ თავისთავზე ყბედობს.
სამზარეულოში ალიაქოთი ატყდა. კარმა გაიჭრიალა და ჯახუნით მიიხურა, ხის
იატაკზე ბრჭყალების მოუსვენარი ფხაკუნი გაისმა და ლედი სასადილო ოთახში
59
შემოვარდა. მერე ბედნიერებისაგან რეტდასხმული ხალიჩის კიდესთან შემცბარი
დააცხრა იატაკს, თითქოს ადგილზე ცურავსო, თათებით ბღაჯნიდა გახუნებულ,
წითელ ხალიჩას. ხალიჩა მთლად გახეხილი იყო, მაგრამ კიდევ შეიძლებოდა
იქიდან ბღუჯა-ბღუჯა ლილისფერი ღინღლის ამობდღვნა. ბებია, როცა ცოცხალი
იყო, ამ ლილისფერ ფთილებს „თაგვებს“ ეწახდა. მაშინ ეს ხალიჩა ჩვენს ძველ
სახლში გვეგო, ოლინჯერში. ლედის ცა გაეხსნა, რაკი ოთხში შემოუშვეს,
სასიხარულო ცნობასავით შემოიჭრა, აღტაცების ფაფუკ გრიგალად დატრიალდა.
იმ სკუნსის სუნი ასდიოდა, წინა
კვირას რომ შესანსლა. თავის ღმერთს დაეძებდა და ჯერ დააპირა მამას
მივარდნოდა, მერე ჩემს ფეხრთით დაეხვია, დივანზე ისკუპა და მადლიერების
გრძნობამოჭარბებულმა ბაბუას სახე აულოკა.
თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ბაბუამ საკმაოდ ბევრი იწვნია
ძაღლებისაგან და მათი შიში ჰქონდა.
- გასწი აქედან, გასწი, ძაღლო! - გაჯავრებით შეჰყვირა მან, სახე მოარიდა და
ლამაზი, დაძარღვული ხელები ლედის თეთრ მკერდზე ატაკა. ბაბუას ხახიდან
ამოსულმა ხმამ შემაკრთო. მომეჩვენა, რომ ეს ხმა ბნელი, საზარელი,
იდუმალებით მოცული ჯურღმულიდან ამოდიოდა.
აწრიალებული ძაღლი დრუნჩით ბაბუას ყურს ელამუნებოდა და კუდს ისე
გამეტებით იქნევდა, რომ ჟურნალები იატაკზე გადმოცვივდა. ყველაფერი
ამოძრავდა, მამა ფეხზე წამოვარდა საშველად, მაგრამ სანამ ის დივანს მიაღწევდა,
ბაბუაც წამოდგა. სამივენი, ძაღლის თანხლებით, რომელიც ფეხებში
გვებლანდებოდა, სამზარეულოში შევვარდით.
დედამ, ალბათ გადაწყვიტა, ჩემზე დამსჯელი რაზმი მოიწევსო და შეგვძახა:
- ვეღარ ავიტანე მაგისი საცოდავი წკმუტუნი და შემოვუშვი!
დედა ლამის ქვითინებდა. სახტად დავრჩი. თავი მოვიკატუნე, ძაღლი
მებრალება-მეთქი. მისი ყეფაც კი აღარ მესმოდა. დედაჩემის კისერი ერთიანად
დაეფარა წითელ ლაქებს და მივხვდი, რომ ჯავრობდა, უცებ გარეთ, სუფთა
ჰაერზე გასვლა მომინდა. ჩვენს შეხლა-შემოხლაში დედამ ისეთი
დამაბრმავებელი ვარვარება შემოიტანა, რომ ყველაფერი ცხელ, წებოვან
ბურუსში გაეხვია. საერთოდ, კაცი ვერ გაიგებდა, დედას რა სწყინდა; ამინდივით
იცვლიდა ხასიათს. ნუთუ მართლა მამას და ბაბუას წაკინკლავებამ გაამწარა ასე?
იქნებ, მე ვიყავი დამნაშავე, ამდენს რომ ვაყოვნებდი? სულაც არ მინდოდა მისი
გაბრაზება, ჩემს გაფშეკილ ქურთუკში გამოწყობილი მაგიდას მივუჯექი და ყავა
მოვხვრიპე. ყავა ჯერ ისევ ცხელი იყო. პირი დავიწვი და გემოს ვეღარ ვგრძნობდი.
60
- დალახვროს ეშმაკმა, - თქვა მამამ, - უკვე ათი უკლია. ახლავე თუ არ გავუდექით
გზას, სამსახურიდან მომხსნიან.
- ეს შენი საათით, ჯორჯ, - თქვა დედამ. - ეტყობა ჩემზე არ ბრაზობდა, რაკი
გამომესარჩლა. - ჩვენით კი ჩვიდმეტი წუთი კიდევ გვაქვს.
- თქვენი საათი სწორი არ არის, - მიუგო მამამ. - ზიმერმანი საბაბს ეძებს, რომ შარი
მომდოს.
- წავიდეთ, წავიდეთ, - ვთქვი და ავდექი.
პირველი ზარი სკოლაში ცხრის ოც წუთზე ირეკებოდა. მანქანით ოლინჯერამდე
ოცი წუთის სავალი იყო. თვალსა და ხელს შუა გამქრალი დრო სულ უფრო და
უფრო მჭიდროდ მიჭერდა მარწუხებს. ცარიელი მუცლის კედლები თითქოს
ერთმანეთს შეეზარდა.
ბაბუამ მაცივრისკენ გაიკვლია გზა და ლამაზად შეფუთული მეიერის პური
გადმოიღო. ისე აშკარად ცდილობდა, ჩვენ არ დაგვენახა, რომ ძალაუნებურად
მივაქციეთ ყურადღება, მერე ცელოფანის ქაღალდი გახსნა, თეთრი პური მოიჭრა,
ორად მოკეცა ნაჭერი და ერთბაშად გადაუძახა პირში. ეს პირი კი არა, ნამდვილი
საოცრება იყო. ისე
უსასრულოდ იწელებოდა. პური ჭაღარა ულვაშებქვეშ დაღებულ უკბილო ხახაში
გაუჩინარდა. დედა ვერ უძლებდა ამ საქციელის ყურებას, რომელსაც ბაბუა
მუდამ ვამპირის სიმშვიდით ასრულებდა.
- მამა, - უთხრა მან. - ნუთუ არ შეიძლება თავი შეიკავო და ამათ წასვლამდე პური
არ დაჯიჯგნო.
ცხელი ყავის უკანასკნელი ყლუპი შევსვი და კარისკენ გავემართე. ყველანი
ლინოლეუმის პატარა ნაგლეჯს ვტკეპნიდით კარსა და კედელს, - რომელზედაც
საათი ეკიდა, - წყლის ბაკანსა და მაცივარს შორის. ნაბიჯის გადადგმაც არ
შეიძლებოდა. დედა ცდილობდა ბაბუასათვის გვერდი აექცია და ღუმელთან
მისულიყო. ბაბუა მთლად მოიკუნტა, მიჯაჭვული ლანდივით აიტუზა მაცივრის
კართან. მამა, ჩვენს შორის ყველაზე მაღალი, გაუნძრევლად იდგა და ჩვენს
თავზემოთ უხილავ მაყურებელს მიმართავდა:
- გავსწიოთ სასაკლაოზე!
სიძულვილი.
წყეული
ბავშვები,
ნაწლავებში
მიზის
მათი
- როდის მოეღება ბოლო ამის ქაქანს! ასე მგონია, ვირთხები მიღრღნიან ტვინს, თქვა გაანჩხლებულმა დედამ და მის შუბლზე, თმის ძირებთან, ფსორიაზის
61
მეწამული კვალი აენთო. როგორც იქნა, დედამ ჩემამდე მოაღწია და ცივი
ორცხობილა და ბანანი მომაჩეჩა. წიგნები იღლიაში ამოვიჩარე და ჩამოვართვი.
- ჩემი საბრალო, უჭმელი ბიჭი, - თქვა დედამ. - ჩემი საუნჯე.
- წავედით სიძულვილის ფაბრიკაში! - გადმომძახა მამამ.
დედისთვის რომ მესიამოვნებინა, ცოტა კიდევ დავაყოვნე და ორცხობილა
ჩავკბიჩე.
- არაფერი ისე არ მეჯავრება, - თქვა დედამ, რომელიც, ალბათ, მე მომმართავდა,
მაგრამ რატომღაც ჭერს აჰყურებდა, როცა მამა დაიხარა და ტუჩებით მის ლოყას
შეეხო, - ის იშვიათად კოცნიდა დედას, - როგორც სექსის მოძულე ხალხი.
მაცივართან მიჭყლეტილმა ბაბუამ ხელები მაღლა აღაპყრო და პირგამოტენილმა
წაილუღლუღა:
- ღმერთო, შემიწყალე.
ბაბუა შემთხვევას არ გაუშვებდა ხელიდან, რათა ეს სიტყვები წარმოეთქვა, ისევე
როგორც საღამო ჟამს, როცა თავის „ხის გორაკზე“ ავიდოდა, აუცილებლად
ჩამოგვძახებდა: „ძილი ნებისა“. დალოცვისას ბაბუა ლამაზად აღაპყრობდა
ხელებს, თან ამას ისე ჩადიოდა, თითქოს მტერს ტყვედ ნებდება და მუჭში
მომწყვდეულ პატარა ანგელოზებს ათავისუფლებსო. ჩემზე კარგად არავინ
იცნობდა ამ ხელებს, რადგან მე ერთადერთს მქონდა ოჯახში ახალგაზრდა,
გამჭრიახი თვალი და დედას პინცეტით ბევრჯერ ამომიღია პატარა, შავი ხიწვები.
სარეველას გამარგვლის შემდეგ რომ ჩარჩებოდა ხოლმე ბაბუას ხმელსა და ნაზ,
დაწინწკლულ, გამჭვირვალე ხელისგულებში.
გმადლობთ, მამილო, მაგაზე უარი არ გვეთქმის, - მიუგო მამამ და კარი გამოაღო.
კარმა მკვახედ, მუქარით გაიტკაცუნა. მამა არასდროს ატრიალებდა სახელურს
ბოლომდე და რაზა მუდამ კარის წირთხლს ედებოდა.
- დავიღუპე, - თქვა მან, როცა თავის საათს დახედა.
სახლიდან რომ გამოვდიოდი, დედა ლოყით გამეხახუნა ლოყაზე.
- არაფერი ისე არ მეჯავრება ჩემს სახლში, - დაადევნა მან მამას, - როგორც
იაფფასიანი წითელი საათები.
მამამუკვე სახლის უკან შეუხვია, მე კიპარმაღზე გამოვედი თუ არა, მოვიხედე.
ნეტავ არ მომეხედა. ლუკმა პირში შემაცივდა. ეს სიტყვები რომ მიაძახა მამას,
დედამ თავი ვეღარ შეიმაგრა, კედელს მიაწყდა, ფანჯრის მინის გადაღმა ეს
ყველაფერი უხმაუროდ ხდებოდა, საათი კედლიდან ჩამოგლიჯა, ზეაღმართა,
62
თითქოს ძირს უნდა დაენარცხებინა და უცებ ბავშვივით ჩაიხუტა გულში, თან
ზონარს იატაკზე მიათრევდა. ღაწვებზე ცრემლი უბრწყინავდა. მერე ჩემს მზერას
შეეფეთა და თვალები უმწეოდ დაუმრგვალდა. ახალგაზრდობაში დედა ლამაზი
იყო და თვალები ოდნავადაც არ დაუბერდა. ყოველდღე თავიდან ეძლეოდა
გაკვირვებას, რომ ასე მძიმე ცხოვრება ხვდა წილად. ხოლო მის ზურგს უკან
მამამისს მორჩილად დაეხარა თავი, თან იღეჭებოდა, კაუჩუკივით მოქნილ პირს
წელავდა და თავის ადგილზე, სასადილო ოთახში მიფრატუნებდა. მინდოდა
დედასთვის თვალი ჩამეკრა, გამემხნევებინა, ან სასაცილო რამე მაინც მეთქვა,
მაგრამ შიშისგან სახე გამიქვავდა. მეშინოდა მისი და ამის გამო.
მაგრამ, ძვირფასო, თუმცა ჩვენ ასე ვტანჯავდით ერთმანეთს, არ იფიქრო, თითქოს
ცუდად ვცხოვრობდით ერთად. ფეხქვეშ წკრიალა მეტაფორების მტკიცე ნიადაგი
გვქონდა. მახსოვს, ჯერ კიდევ ოლინჯერში, სულ ბავშვი ვიყავი, როცა გავიგონე,
ბებიამ სიკვდილის წინ სუსტი ხმით როგორ ჩაილაპარაკა: „ნუთუ ეშმაკუნების
კერძი გავხდები?“ მერე წითელი ღვინო მოსვა და გათენების ჟამს სული დალია.
ოღონდაც, ღმერთს მოძულებული როდი ვყავდით!..
მამა იმ კორდზე მიაბიჯებდა, ზუმფარას ქაღალდს რომ ჰგავდა. ფეხდაფეხ
მივყვებოდი. ზაფხულში თხუნელებისაგან გათხრილი კორდი პაწია ბორცვებით
იყო მოფენილი. ფარდულის კედელი - უშნოდ აწოწილი, დალაქავებული
ხუთკუთხა ჩალანგარი - მზეს გაენათებინა.
- დედამ კინაღამ არ დაამსხვრია საათი, - ვუთხარი, როცა დავეწიე, მინდოდა
სირცხვილში ჩამეგდო.
- რა ეშმაკი შეუჯდა დღეს? - მკითხა მამამ. - ნამდვილი ქალია დედაშენი, პიტერ.
საქმოსანი რომ ვყოფილიყავ, ახალგაზრდობაში სცენაზე მოვაწყობდი,
ვოდევილებში ითამაშებდა.
- მაგას ჰგონია, ბაბუას განზრახ ახელებ.
- ა? რას ამბობ? მამილო კრამერისათვის ჭკუას ვკარგავ. ჩემს სიცოცხლეში არ
შემხვედრია მაგაზე უკეთესი ადამიანი. პირდაპირ ვაღმერთებ მაგ კაცს.
ლურჯი, ყინულივით ცივი ჰაერი, რომელიც ღაწვებს გვისუსხავდა, თითქოს
რანდავდა სიტყვებს. ჩვენი შავი, ოცდათექვსმეტი წლის გამოშვების, ოთხკარიანი
„ბიუიკი“ დაქანებულ ფერდობზე იდგა, ფარდულთან. წინათ მანქანას კოხტა,
კრიალა გისოსი ამშვენებდა. მამას, რომელიც მუდამ გულგრილად ეკიდებოდა
ნივთებს, რატომღაც ბავშვივით ეამაყებოდა ეს წვრილი, მოქრომვილი ზოლები.
მაგრამ შარშან, შემოდგომაზე, რეი დეიფენდორფის ძველი, ქეციანი „შევროლე“
სკოლასთან გაიჩხირა და მამამ, მისთვის ჩვეული ქრისტიანული თავდადებით
შესთავაზა, უკანიდან გიბიძგებო; როცა გვარიანი სიჩქარე განავითარეს, ტუტუც
63
დეიფენდორფს დამუხრუჭება მოეპრიანა, ჰოდა, ჩვენი მანქანის გისოსი
დეიფენდორფის ბამპერს შეელეწა. ამ ამბავს არ შევსწრებივარ, მერე მიამბო
დეიფენდორფმა, თან სიცილით იფხრიწებოდა. მამაჩემი კაბინიდან
გადმომხტარა, ლითონის ნამსხვრევებს აგროვებდა თურმე და თან
ლუღლუღებდა: „იქნებ, რამენაირად შედუღდეს, იქნებ, ჰამელმა შეადუღოსო“.
დაქუცმაცებული გისოსის შედუღებას ფიქრობდა! - დეიფენდორფი ისე
სასაცილოდ ყვებოდა, რომ მეც ვეღარ შევიკავე სიცილი.
ბრჭყვიალა
ნატეხები
ახლაც
ძარაში
ეყარა,
ჩვენი
„ბიუიკი“
კი
კბილებჩამტვრეული დარჩა. მანქანა გრძელი და მძიმე იყო. ძრავა შესაკეთებელი
ჰქონდა, აკუმულატორი - გამოსაცვლელი.
ჩავჯექით. მამამ შემწოვი და ანმთები ჩართო, თავი გვერდზე დახარა და ყური
მიუგდო, როგორ ატრიალებდა სტარტერი გაყინულ ძრავას. წინა შუშები
დაჭირხლულიყო და მანქანაში ბნელოდა. ძრავა ისე იყო გათოშილი, რომ
შეუძლებელი ჩანდა მისი მკვდრეთით აღდგენა. ჩვენ სუნთქვაშეკრულნი
ვისმენდით და, ალბათ, ორივემ ცხადად წარმოვიდგინეთ, იქ, უხილავი, შავი
ნაპრალის სიღრმეში როგორ თახთახებს შავი ლილვი, წელებზე ფეხს იდგამს,
მაგრამ უქმი ბრუნის მეტი არა გამოსდის რა და ილაჯგაწყვეტილი ისევ ჩუმდება.
ნაპერწკლის ნატამალი არ ჩანდა. თვალები დავხუჭე, და როცა ლოცვა ჩავათავე,
გავიგონე, როგორ თქვა მამამ:
- ეჰ, შვილო, ცუდადაა საქმე.
მერე მანქანიდან გადმოვიდა და შეჭირხლულ მინას გამალებით ფხეკდა
ფრჩხილებით, სანამ მძღოლის პატარა სამზერი არ გაათავისუფლა. მეც
გადმოვედი და აქეთ-იქიდან მთელი სიმძიმით მივაწექით მანქანას. ერთი... ორი...
ბოლოს, რაც ძალი და ღონე გვქონდა, მესამეჯერ შევუტიეთ.
საბურავები შრიალით მოსწყდა დამზრალ ნიადაგს. მანქანა ადგილიდან დაიძრა
და ნელა ჩაცურდა ქვევით. ორივენი შიგ შევხტით, კარი მოვიჯახუნეთ, მანქანამ
სიჩქარეს უმატა, გასრიალდა ხრეშით მოკირწყლულ გზაზე, ფარდული უკან
ჩამოიტოვა და მთის ძირისაკენ დაეშვა. კენჭებს ტკაცატკუცი გაუდიოდა
ბორბლებქვეშ, თითქოს ყინულის ნამსხვრევებიაო - მანქანამ სწრაფად გაიარა
დაღმართის ყველაზე უფრო ციცაბო ნაწილი. მამამ გადაბმულობა მოხსნა. ძარა
შეიძრა, ძრავა აქოთქოთდა, ამუშავდა, ამუშავდა და გავქანდით ლარივით სწორ
ვარდისფერ გზაზე გაცრეცილ მწვანე ჭალასა და ტრიალ, საანეულოდ ნაოშ ყანას
შორის. ამ გზაზე იშვიათად თუ დადიოდა ვინმე. შუა გზაში ბალახი ამოსულიყო.
მამაჩემს კრიჭა გაეხსნა. გაზს უმატა, გაუმაძღარი ძრავა
64
უნდა დაეცხრო. ახლა რომ ეღალატნა ძრავას, აღარაფერი გვიშველიდა - სწორ
გზაზე აღარ ჩაირთვებოდა. მამამ სანახევროდ მისწია შემწოვი. ძრავა უფრო
ხმამაღლა აგუგუნდა. მანქანის შუშაზე დაკრულ ყინულის თხელ გარსში გზა
მოჩანდა; ჩვენი მიწის საზღვარს გავცდით, ჭალის დასასრულს აღმართი
იწყებოდა. ჩვენი შავი ავტომობილი მხნედ ეკვეთა მოკლე, ციცაბო ფერდობს,
წამში გადასანსლა და ქვებთან ერთად შორს გამოაფურთხა. მარჯვნივ საილას
შელკოფის საფოსტო ყუთმა გაიელვა და გაშეშებული წითელი დროშით
მოგვესალმა. ჩვენი მიწა უკან დარჩა. მივიხედე: ჩვენი სახლი - ჭალის შორეულ
ნაპირზე გაშენებულ პაწია ნაგებობათა გროვა - ბუნდოვან სივრცეში
ინთქმებოდა. ფარდული და საქათმე ღია ვარდისფერი იყო. საცხოვრებელი
შენობის მობათქაშებულმა კუბმა უკანასკნელად აუშვა ცისკენ კვამლი - თითქოს
ახლახან გაეღვიძა და ბურანში ამოიოხრაო. მეწამული ხეების ფონზე კვამლი
ცისფერი ჩანდა. შემდეგ მოსახვევი იყო, ფერმა თვალს მიეფარა და მეჩვენებოდა,
ზურგს უკან გვითვალთვალებს-მეთქი. შელკოფს პატარა გუბურა ჰქონდა:
ყინულზე ძველი როიალის კლავიშებივით ყვითელი იხვები დაბაჯბაჯებდნენ.
მარცხნიდან ჯერ ფლეგლერის მაღალმა, თეთრმა ბოსელმა თითქოს თივის
ბღუჯა შემოგვაყარა. ბოსელის სიღრმეში ძროხა იცოხნებოდა - გაიელვა
მრგვალმა, ყავისფერმა თვალმა.
იქ, სადაც ჩვენი გზა ასოცდამეორე გზატკეცილზე გამოდიოდა, სახიფათო
აღმართი იწყებოდა. დიდი სიმარჯვე იყო საჭირო, თორემ სულ ადვილად
ჩავრჩებოდით გზაში. აქ მთელი ქუჩის გასწვრივ შოშიის ბუდეებივით
ჩამწკრივებულიყო საფოსტო ყუთები, სულ ბოლოში კი დანუჟრული ვაშლის ხე
აღმართულიყო და ეკიდა ჟანგმოდებული, ტყვიით დაცხრილული
გამაფრთხილებელი ნიშანი „სდექ!“ მამა დარწმუნდა, რომ გზატკეცილზე სხვა
მანქანები არ იყო, დაუმუხრუჭებლად გაქანდა და თვალისდახამხამებაში
გადაევლო ბორბლებისაგან ატალახებულ და გადაზელილ მიწას. ახლა,
მოასფალტებულ გზატკეცილზე, აღარაფერი იყო საშიში. მამამ მეორე სიჩქარე
ჩართო, ბრუნს უმატა, მერე მესამე სიჩქარეზე გადავიდა და ჩვენი „ბიუიკი“
ლაღად გაიჭრა წინ. ოლინჯერამდე თერთმეტი მილი იყო. აქედან სულ
თავდაღმართში უნდა გვევლო. ნახევარი ორცხობილა დავღეჭე. ცივი ნამცეცები
ჩემს მუხლებსა და სახელმძღვანელოებზე ცვიოდა. ბანანი გავფცქვენი და
შევჭამე, დედაჩემის ხათრით, თორემ სულაც არ მინდოდა. მერე ფანჯარა
ჩამოვუშვი და ნაფცქვენები ორცხობილას ნარჩენებთან ერთად გარეთ
გადავუძახე.
გზის პირზე მრგვალი, ოთხკუთხა და რვაკუთხა მყვირალა პლაკატები ელადა.
ერთ
65
ძველ ფარდულზე მთელ კედელს ფარავდა წარწერა: „საღეჭი თამბაქო პონი“.
ყანები, რომლებზეც ზაფხულში ემიშის დაქირავებული, კაპორებში და შავ
ქუდებში გამოწყობილი მუშები ოჯახებიანად პომიდორს კრეფდნენ და
ვიწროცხვირიან, წითელ ტრაქტორებზე შემომჯდარი ზორბა ჭაბუკები ქერის
ზღვაში დაცურავდნენ, ახლა გაძარცვულნი შესთხოვდნენ ზეცას - თოვლით
დაეფარა მათი გულსაკლავი სიშიშვლე. მოსახვევიდან ჩვენს შესახვედრად
გამოხტა გამაგრილებელი სასმელების დაგლეჯილ რეკლამებში შეფუთული
ორტუმბოიანი ბენზინის ჩამოსასხმელი სადგური, მერე ხტუნვა-ხტუნვით
დაიხია უკან და მანქანის სარკეში აირეკლა სასაცილოდ მოკუნტული, აბრაზე
დახატული, გათხუპნული ფრთიანი ცხენი. მანქანა შეინჯღრა და
ხელთათმანების ყუთის სახურავმა გაიჟღარუნა. გავიარეთ ფაირტაუნი. ოდესღაც
ამ სოფელში მხოლოდ ოთხი სახლი იყო, ფილებით ნაგები: წინათ აქ
ადგილობრივი კეთილშობილნი ცხოვრობდნენ. ერთ-ერთ სახლში თითქმის
ნახევარი საუკუნის მანძილზე მოთავსებული იყო სასტუმრო „მეათე მილი“ და
პარმაღთან აქამდე შემორჩა კადონი. ფანჯრები დაგმანული იყო. შემდეგ უფრო
ახალი ნაგებობანი იწყებოდა: წიდაბლოკებისაგან აშენებული სავაჭრო, სადაც
ყუთებით ყიდდნენ ლუდს; მაღალსაძირკვლიანი ორი ახალი სახლიდან პარმაღი
არც ერთს არ ჰქონდა,
თუმცა სახლები საცხოვრებელი იყო, განმარტოებით მონადირის ქოხი იდგა,
რომელსაც შაბათ-კვირას ჯგროდ აწყდებოდნენ მამაკაცები, ზოგჯერ მათ
ქალებიც ახლდათ, და მაშინ ფანჯრებში სინათლე ინთებოდა; რამდენიმე
ქალაქური ყაიდის მაღალი სახლიც იდგა, შიფერის სახურავით - ომამდელი, ბაბუა მარწმუნებდა, ეს სახლები შიმშილით დასიებული უკანონო ბავშვებით
არის სავსეო. გვერდი ავუარეთ სკოლის ნარინჯისფერ ავტობუსს, ჩვენს
შესახვედრად რომ მობობღავდა, ფაირტაუნის სკოლისაკენ. საცხოვრებელი
ადგილის მიხედვით მეც იქ უნდა მევლო, მაგრამ იმან მიხსნა, რომ მამაჩემი
ოლინჯერის სკოლაში ასწავლიდა. ჩვენი ოლქის ბიჭებისა მეშინოდა. ერთხელ
დედამ მაიძულა სკოლის მეურნეობის მოყვარულთა კლუბის წევრი
გავმხდარიყავი. ჩემს თანაკლუბელებს თვალების ირიბი ჭრილი და პრიალა,
შავტუხა კანი ჰქონდათ. ზოგი მათგანი ხეპრე და გულუბრყვილო იყო, ზოგიც
ჯიბიდან გავარდნილი, მაგრამ მე, მაღალი კულტურის მოტრფიალეს, ერთნიც და
მეორენიც ველურებად მიმაჩნდნენ. ჩვენ ეკლესიის სარდაფში ვიკრიბებოდით
და, მთელი საათის განმავლობაში საქონლის დაავადებათა და სიმინდის
დაიპოზიტივების თვალიერებით გაბეზრებულს, ამ ჭეჭყვაში სული
მეხუთებოდა; გაოფლილი ჩავიყურყუმელავებდი ხოლმე ცივ ჰაერში და
როგორც კი სახლში დავიგულებდი თავს, მაშინვე ვერმერის რეპროდუქციების
66
ალბომს ვეცემოდი იმ ადამიანივით, რომელიც ბეწვზე გადარჩა დახრჩობას და
ნაპირს ეპოტინება.
მარჯვნივ სასაფლაო გამოჩნდა. საფლავის ქვები შორიდან პაწია ბორცვებზე
უწესრიგოდ მიმობნეულ თხელ, ოთხკუთხა ფიქალებს ჰგავდნენ. მერე ხეების
თავზე ფაირტაუნის ლუთერანული ეკლესიის მაღალი ქვის სამრეკლო აღიმართა
და თავისი ცინცხალი ჯვარი წუთით მზის სხივებში შეაცურა. ოდესღაც ჩემი
ბაბუა აშენებდა ამ ტაძარს - ჩაზნექილ ფიცარნაგზე უზარმაზარი ქვებით სავსე
ურიკას ეზიდებოდა. ბაბუა თითების ლამაზი მოძრაობით ხშირად გვიხსნიდა,
როგორ იღუნებოდა ფიცრები სიმძიმის ქვეშ.
ფაირ-ჰილიდან დავეშვით - ოლინჯერსა და ოლტონს შუა მდებარე ორი
გორაკიდან ფაირ-ჰილი ნაკლებ ციცაბო იყო და გრძელი დაქანება ჰქონდა.
თითქმის შუა დაღმართზე გზის ნაპირებზე მოდარაჯე ხეების მწკრივი გაიპო და
საუცხოო სანახაობა გადმოგვეშალა. ჩემს წინ პატარა ხეობა გაწოლილიყო,
რომელიც დიურერის ნახატის უკანა ხედს მაგონებდა. ამ ბელტებიან მიწას და
ნაცრისფერი ქვის ღობეებით ერთიანად
დასერილ დამრეც კალთებს, რომელთა შორისაც კაჭრები ინგუშა ცხვრებივით
გაფანტულიყო, პაწია ქოხი დაპატრონებოდა, თითქოს მიწიდან ამოძვრაო;
სახურავზე ბოთლისებური საკვამლე მილი მოჩანდა, გაუთლელი ქვებისაგან
ცალფად ნაგები და თეთრად შეღებილი. თვალისმომჭრელად თეთრი, მრგვალი
საკვამურიდან, ქოხის ბრტყელ კედელთან ერთად ამ მთაგორიან პეიზაჟში რომ
ჩახლართულიყო, კვამლის მქრქალი სვეტი ამოდიოდა, იმის ნიშნად, რომ სახლში
ვიღაც ცხოვრობდა. ალბათ, მთელი ეს მხარე ასეთი იყო იმ დროს, როცა ბაბუა
ეკლესიას აშენებდა.
მამამ სულ მისწია შემწოვი. ტემპერატურის მაჩვენებელზე ისარი თითქოს
შეეწება ციფერბლატის მარცხენა კიდეს. ღუმელს სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ
ეტყობოდა. მანქანის მართვის დროს მამის ხელები მტკივნეული სისწრაფით
ეხებოდა ლითონს და მკვრივ რეზინას.
- ხელთათმანები რა უყავი? - ვკითხე მე.
- უკან არ აწყვია?
თავი მოვაბრუნე: ხელთათმანები, რომლებიც საშობაოდ ვაჩუქე, მანქანის უკანა
დასაჯდომზე ეყარა ზევით აშვერილი დანაოჭებული ხელისგულებით, ჩვენი
ოლქის დაჭმუჭნულ რუკასა და დაბურდულ საბუქსირო გვარლს შორის. ეს
ხელთათმანები თითქმის ცხრა დოლარი ღირდა. ფული მარწყვის მოსავალში
ავიღე, რომელიც სოფლის მეურნეობის კლუბის დავალებით მოვიწიე ჩემს
პატარა ნაკვეთზე. ვფიქრობდი ეს თანხა სამხატვრო სასწავლებლისათვის
67
გადამედო. ხელთათმანები ისე ძვირი დამიჯდა, რომ ძლივსღა მოვახერხე
დედისთვის წიგნი მეყიდა, ბაბუასათვის კი ცხვირსახოცი. ძალიან მინდოდა
მამას მეტი ყურადღება დაეთმო თავისი გარეგნობისათვის და ჩემი სკოლის
ამხანაგების მამებივით კარგად ჩაცმული ყოფილიყო. ხელთათმანები
მშვენივრად მოერგო. პირველ დღეს ჩაიცვა, მერე კი იქვე, საჭესთან დააგდო და
ხელი აღარ უხლია, ერთხელ, როცა წინ სამნი ვისხედით, უკანა საჯდომზე
მოისროლა.
- რატომ არ იცვამ? მამას მუდამ ბრალმდებლის კილოთი მივმართავდი. მეტისმეტად კარგია, - მომიგო, - საუცხოო ხელთათმანებია, პიტერ. ტყავისა
კარგად გამეგება. გაიყიდებოდი მაგ ხელთათმანების გულისათვის.
- არც იმდენად. არ გაგეყინა ხელები?
- გამეყინა. ძალიან სუსხია დღეს. აღარ ხუმრობს ზამთარი.
- მერე, რატომ არ ჩაიცვამ ხელთათმანებს?
მსრბოლავი გზის ფონზე უძრავად გამოკვეთილიყო მამის პროფილი. ის
ფიქრისაგან გამოერკვა და მომიბრუნდა:
- ასეთი ხელთათმანები
ავტირდებოდი.
ბავშვობაში
რომ
ეჩუქებინა
ვინმეს,
ალბათ,
ეს სიტყვები დილით ყურმოკრული საუბრის შემდეგ ისეც დადარდიანებულს,
მძიმე ლოდად დამაწვა გულზე. ვგრძნობდი, რომ მამას რაღაც შინაგანი ვარამი
აწუხებდა, და, ალბათ, ჩემი ხელთათმანების ტარებაც სწორედ ამიტომ არ
უნდოდა. მაგრამ იმასაც
ვხვდებოდი, რომ ის უკვე მეტისმეტად დიდი და ხნიერი იყო, და ძალიან რომ
ჰქონოდა დედის ხათრი, ვეღარ განიწმინდებოდა სიავისაგან, ვეღარაფერი
შეცვლიდა მას. წინ გადავიხარე და დავინახე, რომ ხელებზე, რომლებითაც საჭე
ჩაებღუჯა, კანი გაუთეთრდა. დანაოჭებული ხელები ჰქონდა, თითქოს
დახეთქიაო; და მის კანზე ამოწვერილმა შავმა ბალანმა ყინვადაკრული ბალახი
მომაგონა. ხელის ზურგს მქრქალი ყავისფერი მეჭეჭები უფარავდა.
- საჭე, ალბათ, ყინულივით ცივია, - ვთქვი და სწორედ ისეთი ხმა მქონდა,
როგორც დედას, როცა ამბობდა: „შეუძლებელია ამას გრძნობდეს კაცი“.
- მართალი გითხრა, პიტერ, მაგას ვერც კი ვგრძნობ, ისე მტკივა კბილი.
68
ამან გამაოცა და გამახარა კიდეც: წინათ კბილს არ უჩიოდა, შეიძლება სულაც ამან
გამოიწვია ყველაფერი. - რომელი კბილი? - ვკითხე.
მამამ პირი გააწკლაპუნა; პარსვისას გაჭრილი ლოყა დანაოჭებოდა, ჭრილობის
თავზე შავი სისხლი შედედებულიყო.
- იმკურნალებ და გაივლის.
- არც კი ვიცი, რომელი მტკივა. შეიძლება, ყველა ერთად. სულ ერთიანად უნდა
დავითხარო და ხელოვნური ჩავისვა. წავალ ერთი იმ ოლტონელ ყასბებთან,
კბილებს რომ აძრობენ ხალხს და მაშინვე პროტეზს უსვამენ, შიგ
დასისხლიანებულ ღრძილებში.
- რას ამბობ?
- მართალს გეუბნები. ისინი ხომ სადისტები არიან, პიტერ, ბრიყვი სადისტები.
- შეუძლებელია, - ვთქვი მე.
სანამ გორაკიდან ვეშვებოდით, ღუმელი გალღვა და ჟანგიან მილებში გამთბარი
ჭუჭყიანი ჰაერი ფეხებში მეცა. ყოველ დილას ხსნასავით ველოდი ამ წუთს. ახლა,
რაკი
კომფორტის პირველი ნიშნები გაჩნდა, რადიო ჩავრთე. თერმომეტრივით ვიწრო
მაჩვენებელზე მკრთალი ნარინჯისფერი სინათლე აინთო. ნათურები გახურდა
და ხრინწიანი ჩახლეჩილი ღამეული ხმები ამღერდა კამკამა, ცისფერ დილით.
თავზე თმა ამებურძგნა და ჟრუანტელმა დამიარა; ასე ზანგები მღერიან ხოლმე
სამხრეთში, ხმები ძლივს იგნებდნენ გზას, მელოდიის ხვეულებში
იკარგებოდნენ, თითქოს სალ კლდეზე ასვლას ლამობენ და უცებ ნაპრალში
ინთქმებიანო; და ამ უფსრკრულებით დაღარულ სივრცეში მოქცეულიყო მთელი
ჩემი სამშობლო. ამერიკა. ცადაწვდილ ნაძვებში, ზღვასავით თვალუწვდენელ
ბამბის პლანტაციებში, სამხრეთის თავაწყვეტილ, უნაპირო პრერიებში
ჩასაფრებულ ხმათა ლანდები შემოიჭრნენ და შმაგი სიყვარულის გაბზარული
ჰანგებით აავსეს ჩვენი პატარა, ვიწრო „ბიუიკი“. დამცინავი, შემპარავი რეკლამა
ნანასავით ჩამესმა, ჩამჩურჩულებდა დიდ ქალაქებზე, რომელთა ნახვასაც
ხშირად ვოცნებობდი, მერე ისევ სიმღერა გაისმა და რელსების ხმაური
მომაგონდა. სადღაც, ცხრა მთას იქით მიაქროლებდა მომღერალს, გიჟური
ლტოლვით შეპყრობილ მაწანწალასავით. მე და მამამ საოცარი აღცატება
ვიგრძენით,
სიმღერამ
ჩვენც
შორს
წაგვიღო,
გადაგვატარა
ჩვენი
მრავალტანჯული მიწა-წყლის მთები და ველები, ქვეყანა გათბა, ზამთრის სუსხი
აღარც კი გვახსოვდა. იმხანად რადიოს ჩემს მომავალში
69
გადავყავდი, როცა უკვე ყოვლისშემძლე ვიყავი: კარადები გამოტენილი იყო
ლამაზი ტანსაცმლით, კანი - სუფთა და რძესავით თეთრი მქონდა, და მე,
ფუფუნებისა და დიდების შარავანდედით გარემოცული, ღვთაებრივი
სიმშვიდით გამსჭვალულ სურათებს ვხატავდი, ისეთებს, ვერმერმა რომ დახატა.
ვიცოდი, რომ ეს ვერმერი ერთი ყარიბი და ღატაკი ვინმე იყო, მაგრამ თავს იმით
ვინუგეშებდი, რომ ის ჩამორჩენილ დროში ცხოვრობდა. ჩემი დრო კი არ იყო
ჩამორჩენილი. ამაზე ჟურნალებში წამეკითხა, მართალია, ოლტონში მხოლოდ მე
და დედამ ვიცოდით ვერმერის არსებობა, მაგრამ დიდ ქალაქებში, ალბათ,
ათასობით ადამიანი იცნობდა მას, და ისინი ყველანი მდიდრები იყვნენ. აი, მე
გარშემორტყმული ვარ ლარნაკებით და პრიალა ავეჯით. გახამებულ სუფრაზე
დევს შაქრის პური, ბრჭყვიალა კილიტებით გაბრწყინებული, როგორც
პუანტილისტების ტილოებზე. ჩემი აივნის მოაჯირს გადაღმა კი მუდმივი მზის
ქალაქი - ნიუ-იორკი გაშლილა, მილიონი ფანჯრის შუქით განათებული.
თეთრკედლებიან ოთახში შემოჭრილ მსუბუქ სიოს თაბაშირისა და მიხაკის
სურნელი დაჰკრავს. კარებში ქალი დგას და მე შემომცქერის. მოელვარე კედელში
მისი ლანდი მოჩანს. ქალს ქვედა, სავსე ტუჩი ოდნავ შეშუპებია, როგორც ჰააგის
გალერეაში გამოფენილ
სურათზე დახატულ
ლურჯდოლბანდიან გოგონას. და ყველა ამ
წარმოდგენას შორის, რომლებიც სიმღერამ ასე უეცრად გააცოცხლა სწრაფი
ფუნჯის მოსმით, მხოლოდ ერთი ადგილია ცარიელი - ჩემი სურათი, რომელსაც
მე ასე ლამაზად, ლაღად და განუმეორებლად ვხატავდი. ჩემ შემოქმედებას ვერ
ვხედავდი; მაგრამ მისი უსხეულო ბრწყინვალება ყველაფრის ცენტრი იყო,
თითქოს ის იყო კომეტის ბირთვი, რომლისთვისაც კუდზე ხელი ჩამევლო,
მივექანებოდი და მივაქროლებდი მამას ჩვენი ამღერებული სამყაროს ლოდინით
გაჟღენთილ სივრცეში.
გავცდით თუ არა გალილეის, რომელიც სიდიდით ფაირტაუნს არ აღემატებოდა
და მჭიდრო რკალად შემოჰკვროდა სასაუზმე „მეშვიდე მილსა“ და
წიდაბლოკებისაგან
ნაგებ
მაღაზია
„პოტეიჯერს“,
გზა
კეფაზე
ყურებგადასლექილ კატასავით გაშპა წინ. მამა აქ მუდამ თავბრუდამხვევი
სისწრაფით მიერეკებოდა მანქანას. ჩავუქროლეთ რძის ფერმას „სამყურას“ და მის
სანიმუშო ბოსელს, საიდანაც ნაკელი კონვეიერით გამოჰქონდათ, და გზა
ჩამოქცეული წითელმიწის ორ მაღალ კედელშუა შეიჭრა. აქ, ქვების გროვასთან,
ვიღაც კაცი გამვლელ მანქანას უცდიდა. მისი სილუეტი მკვეთრად მოჩანდა
თიხნარი ფლატის ფონზე, და როცა აღმართზე ასვლისას კაცს მივუახლოვდი,
შევნიშნე - უსაშველოს დიდი წაღები ეცვა, უცნაურად გამოშვერილი
საქუსარებით.
70
მამამ ისე ძლიერად დაამუხრუჭა, თითქოს ნაცნობს მოჰკრა თვალიო. კაცმა
წაღების ფრატუნით მანქანასთან მოირბინა. გაცვეთილი ყავისფერი,
თეთრზოლებიანი კოსტიუმი სასაცილოდ კოპწია იერს აძლევდა. გაზეთში
გახვეულ, ხეზით შეკრულ ფუთას მაგრად იხუტებდა გულში, თითქოს ამას
შეეძლო მისი გათბობა. მამა ჩემს თავზე გადმოიხარა, ფანჯარა ჩამოუშვა და
დაუყვირა:
- ოლტონში არ მივდივართ, აბებამდე მიგიყვანთ, თუ გნებავთ.
მგზავრი მანქანის კართან დაიხარა. შეშუპებულ წითელ ქუთუთოებს მალიმალ
აფახულებდა. საყელო აწეულ კისერზე მიჰკვროდა. ზედ ჭუჭყიანი, მწვანე შარფი
ჰქონდა მოხვეული. გამხდარი იყო და შორიდან უფრო ახალგაზრდა მეჩვენა.
ყინვას თუ სიდუხჭირეს ისე მოეშთო მისი გაფითრებული სახე, რომ ერთიანად
დაძარღვოდა. ლოყები გველივით დაკლაკნილი ყვითელი ზიგზაგებით
აჭრელებოდა. შესიებული ტუჩები რაღაცნაირად დამანჭვოდა. გავიფიქრე:
ბიჭების მოტრფიალე იქნება-მეთქი. ერთხელ, როდესაც ოლტონის საჯარო
ბიბლიოთეკასთან მამას ვუცდიდი, დაგლეჯილ ტანსაცმელში გახვეული ვიღაც
გლახაკი ფეხაკრეფით მომიახლოვდა და თუმცა მაშინვე გავიქეცი, მისი ბინძური
სიტყვები სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში. ვგრძნობდი, რომ სანამ
ქალიშვილების დევნაში დროს ამაოდ ვკარგავდი, ამ მხრივ სრულიად უმწეო
ვიყავი. სამკედლიან ოთახში რომელი ქურდი არ შევიდოდა? რატომღაც
საშინლად შემეზარა ეს კაცი. ღია ფანჯრიდან შემოჭრილმა სუსხმა ყურები
ამიწვა. სულ ასე ხდებოდა. მამაჩემის ქუდმოშვლეპილი თავაზიანობა საქმის
გარკვევის ნაცვლად ყველაფერს აურდაურევდა ხოლმე. დავიცადე, სანამ მისი
ტვინი ცოტათი გალღვებოდა და მამის ნათქვამი შიგ შეაღწევდა. „ოლტონში არ
მივდივართ“ გაიმეორა მამამ და მოუთმენლობისაგან უფრო მეტად გადაიხარა,
ისე, რომ მისი უზარმაზარი თავი ჩემს ცხვირწინ აღმოჩნდა; მოჭუტული თვალის
კუთხეები წვრილი, ბრინჯაოსფერი ნაოჭებით აევსო. მაწანწალამაც ჩემკენ
გადმოიწია და ვიგრძენი, რა სულელურად ვიყავი ჩაკვეხებული ორ
ლოყამომჩვარულ ბებერს შორის. რადიოდან კვლავ ბორბლების ხმაური აღწევდა
ჩემამდე და ისევ ცხრა მთას იქით მეწეოდა.
- სადამდე მიმიყვანთ? - ტუჩების შეუმჩნეველი მოძრაობით იკითხა მაწანწალამ.
კინკრიხოზე გადასლექილი თმა გათხელებოდა, ეტყობოდა, ძალზე დიდი ხნის
წინ გაკრეჭილიყო და აბურძგლული ბუწუწები ყურებამდე ჰქონდა
ჩამოზრდილი.
- ოთხ მილს გავივლით, დაჯექით, - უეცარი გადაწყვეტილება მიიღო მამამ. მან
კარს ხელი ჰკრა იმ მხარეს, საიდანაც მე ვიჯექი და მითხრა:
- ჩაიჩოჩე, პიტერ. წინ დავსვათ ჯენტლმენი, ღუმელთან.
71
- არა უშავს, უკან დავჯდები, - თქვა მგზავრმა და ამან ცოტა გამინელა
სიძულვილი მის მიმართ. მთლად სინდისიდან გარეცხილი არ ყოფილა. მაგრამ
ჩაჯდომის დროს უცნაურად მოიქცა. ჩემი ფანჯრისთვის ხელი არ მოუცილებია,
მეორე ხელით უხერხულად გააღო უკანა კარი, თან ფუთას ძლივს იმაგრებდა
იდაყვით, თითქოს გულმოწყალე მამაჩემი და მე, უწყინარი ბიჭი, საშიში,
ბოროტი მხეცები ვიყავით და ის, მონადირე, ხაფანგში გვიტყუებდა. როცა
მანქანაში ჩვენს უკან მოკალათდა, გულდამშვიდებულმა ამოიოხრა და წვრილი,
წიკვინა ხმით, თითქოს ახლავე უკან მიაქვს თავისი სიტყვაო, წარმოთქვა: - რა
მურტალი ამინდია. წამძვრა ყველაფერი.
მამამ გადაბმულობა მოხსნა, რადიო გამორთო, ვითომც აქ არაფერიაო და თავი
მიატრიალა, რომ უცნობისათვის ეპასუხა. ბორბლების რიტმული ხმაური ჩემი
ოცნების მსუბუქ ტვირთთან ერთად უფსკრულში გადაიჩეხა. ჩემი ფართო,
ნათელი მომავლის სურათი შეიკუმშა და უბადრუკი აწმყოთი დაიბინდა.
- კიდევ კარგია, რომ არ თოვს, - თქვა მამამ. - ყველაზე მეტად მაგის მეშინია. ყოველ
დილით ვლოცულობ: ღმერთო, ოღონდაც ნუ მოთოვს-მეთქი.
არ მივბრუნებულვარ, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ ქშინავდა მგზავრი ჩემს უკან,
მოუსვენრად წრიალებდა, სიცოცხლეს უბრუნდებოდა მყინვარებიდან
ამოთხრილი პირველყოფილი ურჩხულივით.
- შენა, ბიჭო? - თქვა მან და კეფით ვიგრძენი, რომ წინ გადმოიხარა. - შენ ალბათ
კიდეც გენატრება თოვლი, არა?
- საწყალ ბიჭს ახლა მაგის დარდი არა აქვს, - უთხა მამამ, - ქალაქში ცხოვრებას იყო
შეჩვეული და ეშმაკებში გადავკარგეთ.
- მაგას კი ეყვარება თოვლი, - ქვა მგზავრმა. - ეყვარება და მერე როგორ.
ჩანს, მისთვის თოვლი სულ სხვა რამეს ნიშნავდა: ეტყობოდა, რა ჩიტიც
ბრძანდებოდა. შიშის ნაცვლად სიბრაზემ ამიტანა. კარგია, მამა მყავდა
გვერდით. ცოტა არ იყოს, ისიც შეაფიქრიანა მგზავრის ასეთნაირმა ჩაციებამ.
- რაო, პიტერ, - მკითხა მამამ. - მართლა გენატრება თოვლი?
- არა, - მივუგე. მგზავრმა ხმაურით ჩაყლაპა ნერწყვი.
- სადაური ბრძანდებით, მისტერ? - ჰკითხა მამამ.
- ჩრდილოეთიდან ვარ.
- ოლტონში მიდიხართ?
- ვნახოთ.
72
- თუ ყოფილხართ ოლტონში?
You have read 1 text from Georgian literature.
Next - კენტავრი - 06
  • Parts
  • კენტავრი - 01
    Total number of words is 3340
    Total number of unique words is 2166
    24.6 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    44.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 02
    Total number of words is 3612
    Total number of unique words is 2290
    24.5 of words are in the 2000 most common words
    37.5 of words are in the 5000 most common words
    45.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 2221
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 04
    Total number of words is 3828
    Total number of unique words is 2253
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 05
    Total number of words is 3690
    Total number of unique words is 2293
    25.7 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 06
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2285
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 07
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2208
    28.2 of words are in the 2000 most common words
    40.8 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 08
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 2203
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 09
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2299
    26.9 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 10
    Total number of words is 3832
    Total number of unique words is 2203
    27.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 11
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2293
    26.4 of words are in the 2000 most common words
    39.1 of words are in the 5000 most common words
    46.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 12
    Total number of words is 3897
    Total number of unique words is 2212
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 13
    Total number of words is 3874
    Total number of unique words is 2126
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 14
    Total number of words is 3804
    Total number of unique words is 2211
    27.9 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 15
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2177
    28.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 16
    Total number of words is 3722
    Total number of unique words is 2183
    27.0 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 17
    Total number of words is 3736
    Total number of unique words is 2200
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 18
    Total number of words is 3771
    Total number of unique words is 2310
    27.4 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 19
    Total number of words is 3048
    Total number of unique words is 1793
    25.5 of words are in the 2000 most common words
    36.6 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.