Latin

კენტავრი - 02

Total number of words is 3612
Total number of unique words is 2290
24.5 of words are in the 2000 most common words
37.5 of words are in the 5000 most common words
45.9 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
თანდათან ყველაფერს ეპატრონება. ამბობენ, დიდად არც „ტექსეიკო“
ჩამორჩებაო; ალბათ, ჩალის ფასადაც აღარ უღირს ჰამელს სიცოცხლე! ბურნუკიც
რომ დაყნოსა, სერიოზულად შეეშინდა, მოწამლული ხომ არ არისო! ფუი!..
16
ვიდრე კოლდუელი სკოლისკენ მიჩაქჩაქებდა და გაცრეცილ კოსტიუმში სიცივე
ძვალ-რბილში ატანდა, გული სულ სხვა ჰანგზე აუძგერდა. გარაჟში თბილოდა.
ეს კაცი მუდამ კარგად ექცეოდა, დიდი ხნიდან მოყოლებული. ჰამელი მამილო
კრამერის ცოლის ძმისწული იყო. სწორედ მან იშუამდგომლა სკოლის საბჭოში
და კოლდუელი სკოლაში აიყვანეს მძიმე კრიზისის დღეებში, როცა ყველა
ზეთისხილის ხე გახმა და დემეტრე მიწაზე დაეხეტებოდა, მოტაცებულ
ქალიშვილს გლოვობდა. იქ, სადაც მისი ცრემლი დაეცა, ბალახი აღარ ამოსულა.
ყვავილწნული, მას რომ თავს უმკობდა, საწამლავს ასხურებდა და ყოველ
სადგომთან შხამიანი სურო ამოიზარდა. იქამდე ბუნებაში ყოველივე
სწყალობდა ადამიანს. თითოეული ველური ნაყოფი ნაზ გრძნობებს აღვივებდა
და პელიონიდან ოთხამოღებით მომავალმა იხილა ნორჩი ხარიკლო, რომელიც
ქორფა ხაჭიჭორას კრეფდა.
უზარმაზარი ნარინჯისფერი კედელი ახლოვდებოდა. საკლასო ოთახებიდან
გამოჭრილმა ხმებმა თოვლის ფანტელებივით დასეტყვა იგი. ვიღაცა ფანჯრის
თხელ მინას ლითონის რაღაც საგანს ურაკუნებდა. ფანჯარაში ფოლოსი
გამოჩნდა ფარდის გასაწევი ჯოხით ხელში და შემცბარი მიაჩერდა კოლეგას.
17
ფოლოსის დიდი, ძველმოდური სათვალე გაოცებით ბზინავდა გულმოდგინედ
დავარცხნილი და შუაგაყოფილი თმის ქვეშ; ოდესღაც ფოლოსი ბეისბოლის
ნაკრებში იყო - ყურს ზემოთ აქამდე ემჩნეოდა მუზარადის კვალი, თუმცა უკვე
ახალგაზრდა აღარ იყო და მისი ფართო შუბლი ნაოჭებს დაესერა. კოლდუელმა
მრავალმნიშვნელოვნად დაუქნია ხელი მეგობარს და განზრახ უარესად
აკოჭლდა, - აი, რატომ არა ვარ კლასშიო. ათცენტიან მოსამართ სათამაშოსავით
ხტოდა, მაგრამ თავის მოკატუნება არც იყო საჭირო: გულმხურვალე დახმარების
შემდეგ, ჰამელმა რომ აღმოუჩინა, კოჭი საშინლად სტეხდა.
ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ფეხი თითქოს სულ უფრო ღრმად ეფლობოდა
გავარვარებულ მიწაში. კოლდუელმა ძლივს მიაღწია მახლობელ კარამდე და
თითბრის სახელურს ჩაეჭიდა. ვიდრე საკლასო ოთახში შევიდოდა, მთელი
მკერდით ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი და მკვეთრი მოძრაობით თავი უკან
გადააგდო, თითქოს ზევიდან ძახილი შემოესმაო. ნარინჯისფერი კედლის თავზე
ზეცის აუმღვრეველ სილურჯეში დაუსრულებლად ჟღერდა ერთმარცვლოვანი
„მე“.
კარს უკან რეზინის ფეხსაწმენდზე შედგა და სული მოიბრუნა. კრიალა ყვითელი
კედლიდან კვლავ ლანძღვა უმზერდა. პირველ სართულზე ზიმერმანის
კაბინეტის წინ უნდა გაევლო, ამიტომ მიწისქვეშა გასასვლელი აირჩია. ქვევით
დაეშვა. გვერდი აუარა ბიჭების გასახდელს. კარი ღია დაეტოვებინათ;
ტანსაცმელი უწესრიგოდ ეყარა აქა-იქ, ჰაერში ჯერ არ გაბნეულიყო კვამლი.
კოლდუელმა ხელი ჰკრა მავთულის ბადეგადაკრულ შუშის კარს და
დამოუკიდებელი მეცადინეობისათვის განკუთვნილ დარბაზში შევიდა. აქ
უჩვეულო სიჩუმე სუფევდა. მოსწავლეებს ხმა ჩაეკმიდათ. მედუზა, რომელსაც ეს
სანიმუშო წესრიგი დაემყარებინა, მასწავლებლის მაგიდას უჯდა. მან თავი ასწია.
აწეწილ თმაში ყვითელი ფანქრები ჰქონდა გარჭობილი.
კოლდუელმა თვალი აარიდა მას. თავაწეული და პირმოკუმული, ის მხოლოდ
პირდაპირ იყურებოდა. ასე განვლო მანძილი მარჯვენა კედლის გასწვრივ.
კედლის მეორე მხარეს, სახელოსნოდან, სადაც ხელგარჯილობას ასწავლიდნენ,
უეცრად ტანჯული ხის კვნესა მოესმა: ქსზ-ზზ-ზ! უ-ი-ი!.. ხელმარცხნივ
მოწაფეები ნაპირზე გადმომსკდარი ტალღის ქვეშ მოქცეული კენჭებივით
ასრიალდნენ. კოლდუელს გვერდზე არ გაუხედია, ვიდრე შორეული კარის
ზღურბლს მშვიდობიანად არ მიაღწია. აქ მოიხედა - იატაკზე კვალი ხომ არ
დავტოვეო.
მართლაც,
მის
უკან
ქუსლით
აღბეჭდილი
წითელი
ნახევარმთვარეების ჯაჭვი გაჭიმულიყო. დარცხვენილმა ბაგე მომუწა: რა
გაეწყობა, დამლაგებლებს ყოველივეს აუხსნის და ბოდიშს მოიხდის.
18
სკოლის კაფეტერიაში მწვანეხალათებიანი ქალები ფუსფუსებდნენ, მაგიდაზე
აწყობდნენ რვაცენტიანი რძიანი შოკოლადით სავსე ჭიქებს, დაჰქონდათ
ლანგრები, რომლებზედაც ცელოფანში გახვეული ბუტერბროდები ეწყო და
ქვაბებში წვენს კოვზით ურევდნენ. დღეს ტომატის წვნიანი მოეხარშათ.
გულისამრევი მძაფრი სუნი ტრიალებდა შორენკეცით მოპირკეთებულ კედლებს
შორის. ჩასუქებულმა დეიდა შროიერმა, ადგილობრივი კბილის ექიმის დედამ,
რომელსაც მთელი დღე ღუმელთან ტრიალისაგან წინსაფარი სულ მთლად
გაშავებოდა, ხის ჩამჩა დაუქნია. ბავშვივით გახარებულმა კოლდუელმა
ღიმილით და ხელის ქნევით უპასუხა. მუდამ კარგად გრძნობდა თავს სკოლის
მოსამსახურე პერსონალს შორის, ცეცხლფარეშებთან, დამლაგებლებთან და
მზარეულებთან. ისინი იმ უბრალო ადამიანებს აგონებდნენ, ბავშვობის წლებში
რომ შეხვედროდა პასეიკში, ნიუჯერსის შტატში, სადაც მამამისი ღარიბი
მრევლის ღარიბი მღვდელი იყო. ქუჩაზე, სადაც ის ცხოვრობდა, ყველა
პროფესიას უბრალო სახელი ერქვა: მერძევე, მეტყევე, მბეჭდავი, კალატოზი.
კოლდუელი იქ თითოეულ სახლს იცნობდა, განუმეორებელი ბზარებით,
ფარდებითა და ყვავილის ქოთნებით. ბუნებით მოკრძალებულს, სკოლის
სარდაფში ყოფნა ყველაფერს ერჩივნა. აქ თბილოდა, მილებში ორთქლი
ღუღუნებდა; საუბარი ალალმართალი იყო და გასაგები.
სკოლის დიდი შენობა სიმეტრიული იყო. კაფეტერიიდან გამოსულმა
კოლდუელმა რამდენიმე საფეხური აიარა და ქალების გასახდელთან აღმოჩნდა,
აკრძალულ ადგილას; მაგრამ ბიჭების გასახდელში გამეფებული არეულობა
მოწმობდა, რომ ფიზკულტურის გაკვეთილს ახლა მათ უტარებდნენ და ამ წუთს
იქ ყოფნა
მკრეხელობად არ ჩაეთვლებოდა. ტაძარი ცარიელი იყო. ღრიჭოდ დატოვებული
მწვანე, მძიმე კარის ვიწრო ჭუჭრუტანაში მოჩანდა ცემენტის იატაკის ზოლი,
გრძელი ყავისფერი მერხის კიდე, გამოკეტილი მაღალი კარადების მწკრივი და
მათ ზემოთ - ფანჯრის მქრქალი მინები.
სდექ!
ჰო, აი აქ იყო. დაღლილობისაგან აღარაფერი ახსოვდა. ის თავის კლასში
მიდიოდა. თვალები სტეხდა, რადგან სანამ საქვაბეში თბებოდა, საკონტროლო
რვეულების მთელი დასტა გაასწორა. სკოლის შენობაში ბინდი იპარებოდა.
მოსწავლეები წავიდ-წამოვიდნენ და ჩაბნელებული საკლასო ოთახებიდან
საათების ხმაშეწყობილი ტაკატუკი მოისმოდა. სწორედ ამ ადგილას მიეყინა
ფეხები ცემენტის ხორკლიან იატაკზე, როცა უეცრად თავს წაადგა ვერა ჰამელს:
მაშინაც ასე ღრიჭოდ იყო დარჩენილი ეს მწვანე კარი და ის იდგა ორთქლის
19
ბოლქვებში, მის თვალწინ, ცისფერი პირსახოცი თვალისმომჭრელ სიშიშვლეს
ვერ უფარავდა, თმის ოქროსფერ სამკუთხედზე ნამი თეთრად უბრწყინავდა.
რად მიცქერს ჩემი ძმა ხირონი[2], ვითარცა სატირი? განა ღმერთები უცხონი
არიან მისთვის?
ვენერა, ჩემო ქალბატონო, - მან მშვენიერი თავი მოიდრიკა. - შენმა
სიტურფემ ისე მომაჯადოვა, რომ ჩვენი ნათესაობაც კი დამავიწყდა.
ქალღმერთს გაეცინა, ოქროსფერი თმა მხრიდან აიკრიფა, ხელით გაწურა და
პირსახოცით ზანტად შეიმშრალა.
ვიცი, რომ სიამაყის გამო ჩვენი ნათესაობა გეთაკილება. შენ ხომ მუცლად
გიყო ფილირამ, ოდეს მამაშენი კრონოსი სიჭაბუკის ჟამს ულაყის სახით
გამოეცხადა. მე კი მაშინ დავიბადე, როცა მან ურანოსის თესლი ზღვის ქაფში
ნაგავივით გადაისროლა.
ქალღმერთმა თავი მიიბრუნა, თმა გულმოდგინედ დაგრიხა და დაუდევრად
შემოიგრაგნა კეფაზე. წყლის პაწია ჭავლი სწრაფად ჩამოსრიალდა მის ლავიწზე.
სველი თმის მოწითალო გრეხილის ქვეშ კისერი გამჭვირვალე მოუჩანდა. მერე
თვალდახრილი პროფილით მისკენ შემობრუნდა. ხირონს სული შეუგუბდა,
ყველა
ძარღვი ქნარის სიმებივით ამღერდა მასში და თუმცა ქალღმერთის სინანული,
რომ ასე უაზროდ მოევლინა ქვეყნიერებას, აშკარა თავის მოკატუნება იყო,
ხირონი მაინც შეეცადა მის დამშვიდებას.
მაგრამ დედაჩემიც ხომ ოკეანის ასულია, - მიუგო მან და მაშინვე მიხვდა,
რომ კადნიერება გამოიჩინა, რადგან კეკლუცი ქალღმერთის თვითგვემა
სერიოზულად მიიღო.
ვენერას თაფლისფერმა თვალებმა ცეცხლი დააკვესეს და ხირონს
ქანდაკებასავით ცივი ეჩვენა ქალღმერთის ლამაზი სხეული; შარავანდედით
მოსილი მისი ტანი ღვთაებრივი მრისხანების ჭურჭლად ქცეულიყო.
ეგ მართალია, - უთხრა ქალღმერთმა. - ფილირა ისეთი ზიზღით
განიმსჭვალა ურჩხულის მიმართ, რომელიც თვითონვე შობა, რომ
გულმხურვალედ შეევედრა ღმერთებს, ცაცხვად მაქციეთო, ოღონდ კი ძუძუ არ
ეწოვებინა შენთვის.
ხირონი წამსვე გულჩათხრობილი გახდა. თავისი შეზღუდული ქალური
გონებით
20
ქალღმერთმა ყველაზე მწარე ტკივილი აუშალა. მაგრამ იმ ქალის ხსენებით, ვისი
მიტევებაც ასე უმძიმდა, ვენერამ მხოლოდ მისსავე მიმართ აღძრული
სიძულვილი განუმტკიცა. მოაგონდა ლეგენდა პაწაწკინტელა კუნძულზე,
დაუდევარი ზვირთების ტორტმანში ძლივს რომ ჩანდა, როგორ ეგდო და
ცახცახებდა ყველასაგან მიტოვებული, შიშით გათანგული პაწია, ბანჯგვლიანი,
გალიპული გუნდა - ჩვილი ხირონი; და როცა ფიქრში განსჯიდა ხოლმე ამ ამბავს,
რომელიც ასე საოცრად ჰგავდა სხვა დანარჩენ ლეგენდებს. - რა ვუყოთ, რომ
ამჯერად მისი სახელი ერქვა ვიღაცას, - ცხოვრებისა და ისტორიის ცოდნით
დაბრძენებულ, მოწიფულ ხირონს ებრალებოდა ფილირა, ოკეანისა და ტეთისის
მშვენიერი, მაგრამ გონებასუსტი ასული, რომელსაც შმაგი კრონოსი დაეუფლა.
და როცა ამ უკანასკნელს ანაზდად წაასწრო ფხიზლად მოდარაჯე რეამ, კრონოსი
ულაყად იქცა და გაჰქუსლა. ხოლო ოკეანის უბიწო ასულის საშოში ნაადრევად
დაინთხა თესლი და იმ თესლისგან მახინჯი ნაყოფი აღმოცენდა. საბრალო
ფილირა! დედამისი. ბრძენი ხირონი ფიქრში ხედავდა მას: ვეება, ცრემლით
მორწყული სახე ცისკენ აღეპყრო, იმ ცისკენ, რომლის თავდაპირველი ხატება
შემდგომ უკვალოდ წაიშალა, და ემუდარებოდა ღმერთებს, ბედისწერა
ამარიდეთო; ბედისწერა კი, რომელიც ყველა დედაკაცს აკისრებდა ბავშვების
ჩასახვასა და შობას, თვით
ასხელიანთა მოდგმასაც სდევნიდა და იმ უძველესი დროიდან არსებობდა, როცა
შეგნება ბნელში მოფარფატე მტვრის ნაწილაკი იყო მხოლოდ; შეჰღაღადებდა
გულქვა ზეცას: ნუ შემრისხავო ძალადობის მახინჯი ნაყოფის გამო!.. ნაყოფისა,
რომელსაც ბუნდოვანი წინათგრძნობითა და მორცხვი ნდომით ელოდა. სწორედ
ეს წუთი წამოუდგებოდა ხოლმე ხირონს ყველაზე ნათლად, დედის უკანასკნელი
წუთი სახეცვალებამდე. გაახსენდა ახლად შეღერებული ჭაბუკი როგორ მივიდა
ცაცხვებთან,
ნაღვლიანი
ფიქრებით
დამძიმებული,
დადინჯებული
თვითშეგნების ღირსებით, რაც ტკივილის დაფარვაში შველოდა და ღვთისნიერი
სიმტკიცით, რამაც შემდგომ დედის ალერსს მოკლებული მრავალი ობოლის
მფარველად აქცია. ბრძენსა და ძლიერს ახლად აშლილი ფაფარი და მბზინვარე
ტყავი შვენოდა. როცა ხირონი ტოტებგაბარდნილი ცაცხვის მსუბუქ ჩეროში
იდგა, ირწმუნა: დახრილი ტოტების გაუბედავი ლაციცი და გულისებრი,
მთრთოლვარე ფოთლების სრიალი იყო დედის მღელვარება, ადამიანის სახის
დაბრუნების იმედი და დავაჟკაცებულ შვილთან შეყრის სიხარული. და ეს
ყოველივე, აგრეთვე ცაცხვის ყვავილის ნექტარის გულმოდგინე გამოკვლევა,
დედის ხატებას ანიჭებდა გემოს, ტკბილ სურნელს და იმ გულისმომწყვლელ
მშობლიურ სინაზეს, რომელიც შეიცნო წამიერი გახელებისას, როცა ხე მოეფერა.
ადამიანის სახე
21
რომ შერჩენოდა ფილირას, ყოველივე ეს მარტოოდენ დედაშვილური ალერსი
იქნებოდა და ლიტონი სიტყვები, თავდაჭერილი მზრუნველობა და
მოვალეობით ნაკარნახევი სიყვარული ხვდებოდა წილად. ხირონი შუბლით ხის
ტანს მიეყრდნო, ჩურჩულით წარმოთქვა მისი სახელი. სულითა და გულით
ლამობდა მიტევებას, მაგრამ ახლაც, წარსულზე დარბაისლურ ფიქრებში
ჩაფლულს, აგონდებოდა ლეგენდა თავისი წარმოშობისა და მივიწყებული
ბავშვური წყენა კვლავ იღვიძებდა.
სიცოცხლის პირველივე დღეები მტანჯველმა წყურვილმა მოუშხამა და ასიოდე
ნაბიჯის სიგრძის პაწაწინა კუნძული, - სადაც ის, ტომის პირველი წინაპარი, ვისაც
ბუნებამ თავშესაფრად გამოქვაბული მიუჩინა, ღია ცის ქვეშ ეგდო, - მისთვის
განასახიერებდა ქალის ესოდენ მერყევ, ორგულსა და თავკერძ ბუნებას. დიახაც
თავკერძს. მათი შეცდენა ისევე ადვილია, როგორც მათი დათმობა. ნებისყოფა
გრძნობას ობობას ქსელით შეუბოჭავს და საკუთარი სისუსტის მონამორჩილნი,
თავიანთ სისხლსა და ხორცს წყლის პირად დასალპობად გასწირავენ მხოლოდ
იმიტომ, რომ ცხენის ბალანს შეუმოსავს. ლეგენდა მისთვის იქცა პრიზმად,
რომლის ერთ წახნაგში დამცინავი, ნატიფი ქალღმერთი საბრალო ჩანდა,
მეორეში კი - საძულველი, ხოლო ორივე შემთხვევაში დამარცხებული. ხირონმა
თავი შეიკავა და შემდეგი თქვა მხოლოდ:
- ცაცხვს ბევრი სამკურნალო თვისება აქვს.
ეს იყო მოკრძალებული საყვედური, თუ ქალღმერთი ინებებდა და ყურად
იღებდა, თუ არა და - მხოლოდ უწყინარი და ეჭვმიუტანელი სამედიცინო ფაქტი.
ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე სამეფო კარისათვის ჩვეულ თავაზიანობას
დაუფლებოდა ხირონი.
ქალღმერთმა აუჩქარებლად შეიმშრალა ტანი პირსახოცით, თან ხირონს
აკვირდებოდა; ოდნავ ჭორფლიანი მხრები ჰქონდა. წყლის გამჭირვალე წვეთები
კანს კიდევ უფრო თეთრად აჩენდა.
- როგორც ვხედავ, ქალები არ გყვარებია, - უთხრა ქალღმერთმა. ეტყობოდა, სულ
არ ააღელვა ამ აღმოჩენამ.
ხირონი დუმდა.
ქალღმერთმა გაიცინა. უზენაესი ნათელი, აქამდე უხვად რომ იღვრებოდა მის
თვალებში, უეცრად მიბნედილმა მხეცურმა ელვარებამ შეცვალა. იგი ნაპირზე
გამოვიდა. ცალი ხელით ზურგზე დაუდევრად მოგდებულ პირსახოცს
იმაგრებდა, და მეორე, თავისუფალი ხელი ხირონის მკერდს შეახო. მისი
მოძრაობით შეშფოთებული წყლის ზედაპირი ფართო წრეებად შეიკრა და
22
მაშინვე გაიშალა. ტალღები აწყდებოდნენ დამრეც ნაპირს, რომელიც უხვად იყო
მოფენილი ლერწმებით, ნარგიზებითა და ნორჩი ზამბახის დასახეთქად
შეღერებული კვირტებით; ქალღმერთის ცისფრად დაძარღვულ, თხელ
ტერფებქვეშ მიწა ხავსითა და ნაზი ბალახით მოწნულ ხალიჩას ჰგავდა, რომელიც
აქა-იქ იებს მოექარგა. ხოლო იქ, სადაც ადონისის სისხლის წვეთები დაეპკურა,
ტყის ფერმკრთალი ანემონები ხარობდნენ.
- მის ადგილზე, - თქვა ქალღმერთმა, და მისმა ხმამ ტვინის ყველა სხეულში
დაუარა ხირონს, მერე თითის წვერებით მსუბუქად დაგრიხა ოქროს საწმისი
კენტავრის მკერდზე და განაგრძო, - მის ადგილზე მე ბედნიერი ვიქნებოდი,
თუკი გავზრდიდი ქმნილებას, რომელშიაც ადამიანის გონიერება და სიქველე
შერწყმულია... - ქალღმერთმა ქუთუთოები დახარა და ოქროსფერი წამწამები
ღაწვებზე დაეფინა, თან
თავი ოდნავ მიატრიალა და კენტავრმა დაინახა, რომ ვენერამ მის გავას ესროლა
მზერა... - ცხენის შეუპოვარ ძლიერებასთან.
ტანის ქვედა ნახევარი, რომელიც მის ნებას არ ემორჩილებოდა, თვითნებურად
შეიმართა, და უკანა ფლოქვებმა კიდევ ორი ნახევარმთვარე ამოკვეთეს
ხავერდოვანი მოლით დაფარულ რბილ მიწაზე.
- შეერთებისას, ჩემო ქალბატონო, შემადგენელი ნაწილები ხშირად კარგავდნენ
ყველაზე მნიშვნელოვანს.
ქალღმერთმა უაზროდ გაიღიმა და ჩვეულებრივ თავქარიან, კეკლუც ასულს
დაემსგავსა.
- ეს შენიშვნა სამართლიანი იქნებოდა, ძმაო ჩემო, შენ რომ ცხენის თავი და
მხრები, ხოლო ტან-ფეხი მამაკაცისა გამოგყოლოდა.
ხირონი კენტავრთა იმ მცირე რიცხვს ეკუთვნოდა, რომელთაც განათლებულ
ხალხთან
ხშირი ურთიერთობა ჰქონდა და ასეთი ხუმრობა წინათაც ბევრჯერ სმენია;
მაგრამ ქალღმერთის სიახლოვე ისე უჩვეულოდ მოქმედებდა მასზე, რომ
ნათქვამმა კვლავ სიცილი მოჰგვარა და ყურთასმენის წამღები ჭიხვინი აუვარდა,
ეს კი ოდნავადაც არ შეეფერებოდა დინჯ, დამრიგებლურ კილოს, ამ გოგონასთან
საუბარში რომ აეთვისებინა მას ასაკისა და ნათესაობის წყალობით.
- ღმერთები არ დაუშვებდნენ ასეთ უაზრობას, - მიუგო ხირონმა. ქალღმერთი
დაფიქრდა.
23
- გული ამიღელვა ღმერთებისადმი
დავიმსახურეთ ასეთი თაყვანისცემა?
ესოდენ
ურყევმა
რწმენამ.
რით
- ღმერთებს მათი საქმეების გამო როდი ვეთაყვანებით, - უთხრა ხირონმა, არამედ საერთოდ იმიტომ, რომ ღმერთები არიან.
და საკუთარმა საქციელმა თვითონვე განაცვიფრა, როცა მკერდი მალულად წინ
გამოზნიქა, ქალღმერთის ნებს უფრო მჭიდროდ რომ მიტმასნოდა. ქალღმერთი
მოულოდნელად გაგულისდა და მკერდზე უჩქმიტა.
- ო, ხირონ. შენ რომ მათ ისე იცნობდე, როგორც მე ვიცნობ! მიამბე რამე
ღმერთებზე. მე ისეთი გულმავიწყი ვარ. დამისახელე ისინი. როცა შენ ახსენებ
ღმერთებს, მართლა დიდებულად ჟღერს მათი სახელები.
ვენერას სილამაზით დამორჩილებულმა ხირონმა, იმედით შეპყრობილმა,
ქალღმერთი ახლა მაინც მოიშორებს პირსახოცსო, ღაღადით წარმოთქვა:
- ზევსი, მეუფე ცათა, ღრუბელთშემყრელი და მეხთამტეხი.
- გარყვნილი მაწანწალა.
- მისი მეუღლე ჰერა, წმინდა ქორწინების მფარველი.
- უკანასკნელად როცა ვნახე, ზევსზე გამწყრალი, რომელიც აგერ უკვე წელიწადია
გაურბის მის სარეცელს, მსახურ ქალს თმით ითრევდა. იცი, პირველად ზევსმა
როგორ დაიმორჩილა? გუგულად იქცა.
- ოფოფად, - შეუსწორა ხირონმა.
- არა, ჩერჩეტ გუგულად, საათებიდან რომ გამოხტებიან ხოლმე. მერე,
დანარჩენებიც დაასახელე. რა სასაცილოები არიან!..
- პოსეიდონი, ფაფარაშლილი ზღვის მბრძანებელი.
- ჭკუიდან შეშლილი ბებერი მეზღვაური. თმას ლურჯად იღებავს. წვერი
დამპალი თევზივით უყარს. აფრიკული პორნოგრაფიული სურათებით
გატენილ ზანდუკს თვალისჩინივით უფრთხილდება. დედით ზანგია - თვალის
გარსზე ეტყობა. ჰო, შემდეგ!..
ხირონი გრძნობდა, რომ შორს შეტოპა, მაგრამ ავსიტყვაობა ფარულ სიამეს
ჰგვრიდა, რადგან მრავალი თვისებით თვითონაც მასხარას ჩამოჰგავდა.
24
- ბრწყინვალე აპოლონი, - წამოიძახა ხირონმა, - ყოვლისმხედველი უფალი მზისა,
ვისი დელფური წინასწართქმანიც წარმართავენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას,
ყოვლისჩამწვდომი სული კი გვაზიარებს ხელოვნებასა და კანონებს.
- ოჰ, ის მკვეხარა. ტკბილმოუბარი მკვეხარა, რომელიც მუდამ საკუთარ თავზე
ლაპარაკობს; გულს მირევს მისი პატივმოყვარეობა. ის ხომ უწიგნურია!
- ამას კი ნამდვილად აზვიადებ.
- ენდე ჩემს სიტყვას. აიღებს გრაგნილს და ზის ერთ წერტილს უაზროდ
მიშტერებული.
- არტემიდე, აპოლონის ტყუპის ცალი, მზეთუნახავი მონადირე, რომელსაც მისი
ხელით განგმირული მხეცებიც კი აღმერთებენ?!
- ჰა!.. მიზანში ვერასოდეს ახვედრებს და იმიტომ. ტყე-ტყე დახუნტრუცობს
ვასარის[3]
გომბიოების
ხროვასთან
ერთად,
რომელთა
განთქმულ
სიქალწულესაც ვერც ერთი არკადიელი ექიმი...
- ჩუ, ბავშვო!
კენტავრმა ხელი გაიწოდა, თითქოს ქალღმერთის ჩაჩუმება სურდა, და შიშით
გონებადაბნეული კინაღამ მართლა არ შეეხო მის ბაგეს. ზურგს უკან
მიყრუებული ქუხილი შემოესმა.
ხირონის თავხედობით გაოცებულმა ქალღმერთმა უკან დაიხია. მერე კენტავრის
მხართან ცას აჰხედა, და რაკი მიხვდა მისი შეკრთომის მიზეზს, სიცილი წასკდა;
პირქუში იყო ეს სიცილი, აუტანლად ღვარძლიანი და გამომწვევად გაბმული:
სიცილს დაეღმიჭა მისი უზადო ნაკვთები და უშნოდ წაგრძელებულ სახეზე
ქალურობის ნატამალიც აღარ შერჩენოდა. ლოყები, შუბლიდა კისერი ერთიანად
გაუწითლდა და ასე შეჰბღაოდა ზეცას;
- ჰო, ძმაო, ჰო, ვგონებ ღმერთებს! აი ისინი, შენი ღმერთები!.. მისმინე: უქმად
მოლაყბე ცუდმეცნიერი დიაცი, კუდიანი ბინძური ბებრუცანა, რომელსაც არყის
სუნი ასდის. შარაგზის ყაჩაღი, შეშლილი ლოთი და უბადრუკი, საცოდავი,
მყრალი, ჭაღარა, რქიანი ქვაბების მკალავი...
- ის ხომ ქმარია შენი! - გააწყვეტინა კენტავრმა, ჯერ კიდევ ჰქონდა ზეცის
მოწყალების იმედი. ცუდი დღე ადგა ხირონს. იცოდა, რომ გულლმობიერი
ზევსი არას ავნებდა მის ნორჩ დეიდას. სამაგიეროდ შეეძლო მრისხანება თავს
დაეტეხა მეხად უდანაშაულო მსმენელისათვის, ვისი მდგომარეობაც ოლიმპოს
მთაზე უამისოდაც საკმაოდ მერყევი და ორაზროვანი იყო. კარგად უწყოდა,
როგორ შურდა ზევსს მისი სიახლოვე ადამიანებთან. თავად ოლიმპოს
25
მბრძანებელი მხოლოდ იმისთვის მოევლინებოდა მოკვდავთ, რომ ძალადობა
მოემოქმედებინა - ასეთ დროს იგი ფრინველის ბუმბულით, ანდა მხეცის
ტყავით იმოსებოდა. მართლაც ხმა დაირხა, თითქოს კენტავრნი ზევსს საშიშ
ტომად მიაჩნდა, რომელთაც ღმერთების გაბიაბრუების ძალა შესწევდათ, მაგრამ
ჩამუქებული ცა მდუმარებდა. მადლიერებით გამსჭვალულმა ხირონმა
დაწყებული საუბარი განაგრძო:
- შენ არ აფასებ ქმარს. - უთხრა მან ვენერას. - ჰეფესტომ იცის თავისი საქმე. მერე
რა კეთილია! განა ყოველი სამჭედლო, ყოველი სამეთუნეო ორმო მისი
საკურთხეველი არ არის? ის კი მუდამ თავმდაბალია. ლემნოსზე
ბედუკუღმართი დაცემის შემდეგ მისი გული განიწმინდა ყოველგვარი
ქედმაღლობისაგან, და თუმცა მხრებში მოხრილია, კეთილშობილი სული
უდგას.
ქალღმერთმა ამოიოხრა.
- ვიცი. მაგრამ როგორ უნდა მიყვარდეს ეს დოყლაპია? მე რომ მკითხო, კაცს უხეში
სული უნდა ჰქონდეს. შენ, ალბათ, ფიქრობ, - თქვა მან, და უყურადღებო
მოსწავლე გოგონასავით, უნდობელი და შემწყნარებლური გამომეტყველება
მიიღო, - რაკი მამაჩემი მახინჯი იყო, დანაშაულის კომპლექსი მდევნის და
გული უხეში მამაკაცებისაკენ მიმიწევს. ხომ არ გგონია, რომ თავს დამნაშავედ
ვგრძნობ და სასჯელს დავეძებ?
ხირონს გაეღიმა: იგი ახალმოდური თეორიების მიმდევარი არ იყო. ღრუბლები
გაიფანტა მათ თავზე. ხირონი დარწმუნდა, საშიშროებამ განვლოო, გამბედაობა
მოიკრიბა და ქალღმერთს შეჰკადრა:
- ერთი ღვთაება გამოგრჩა.
ღმერთებს შორის უბოროტესს, არესს გულისხმობდა. ქალღმერთმა
თავი გაიქნია და სპილენძისფერი თმა ჩამოეშალა. -მივხვდი, რისი
თქმა გსურს, არც მე ვარ დანარჩენებზე ნაკლები, ასეა, არა? მაინც
რა სახელს მიწოდებ მე, კეთილშობილო ხირონ? ქვეცნობიერ
ნიმფომანს? თუ უბრალოდ კახპას?
- არა, არა, შენ ვერ გამიგე. მე სხვა მყავდა მხედველობაში. მაგრამ ქალღმერთმა
ყური არ ათხოვა და შესძახა:
26
- რა უსამართლობაა! - მან აჩქარებით შემოიხვია პირსახოცი. - რად უნდა
მოვიკლო ის ერთადერთი სიამოვნება, რომელიც ბედმა გულმავიწყობით
შეგვარჩინა? მოკვდავნი ფლობენ ბრძოლის სიხარულს, თანაგრძნობის
ბედნიერებას, მამაცობის აღმაფრენას, ხოლო ღმერთები სრულყოფილნი არიან.
ხირონმა თავი დაუქნია: სასახლის ძველმა კარისკაცმა კარგად იცოდა, რა ხშირად
ასხამენ დიდგვაროვანნი ქება-დიდებას, იმათ, ვინც სულ ერთი წუთის წინ
მიწასთან გაასწორეს. ნეტავი თუ იცის ამ ქალბატონმა, რაოდენ ახლოს იდგა
ჭეშმარიტებასთან, როცა ღმერთების გაკილვით ენას იფხანდა? ქედი უნდა
მოედრიკა. სად მისწვდებოდა მაღალ ღმერთებს!
- მხოლოდ უკვდავებით ვართ სრულყოფილნი. მამა უსულგულოდ წამართვეს.
ზევსმა საყვარელ ფისუნიად გადამაქცია, ღვიძლი გრძნობები კი მხოლოდ
საკუთარი ასულების - არტემიდესა და ათენასათვის აქვს შემონახული. მათ
მიმართ მუდამ გულმოწყალეა. ჩემსავით მალიმალ როდი მიეჭრება ხოლმე იმათ
გიგანტი, რათა ნაუცბათევად დაიცხრონ თავისი ჟინი - ვნების ეს უბადრუკი
საზღაური. რაა პრიაპოსი, მამობრივ გრძნობას მოკლებული გულქვა ძალის
უგვანო ასლი? პრიაპოსი - უმახინჯესი ჩემს პირმშოთაგან, ამგვარი ჩასახვის
ღირსია სწორედ. დიონისე ხომ ისე მომექცა, ვით მორიგ ჭაბუკს!..
ის კვლავ შეეხო კენტავრის მკერდს, თითქოს სურდა დარწმუნებულიყო, ხომ არ
გაქვავდაო.
- შენ იცნობდი მამაშენს, როგორ მშურს შენი! ნეტავ შემეძლოს ურანოსის დანახვა,
მისი ხმის გაგონება. მისი შებილწული გვამის გონჯი ნაყოფი და უღირსი
ჩრდილი რომ არ ვიყო, ისეთივე შეურყეველი ვიქნებოდი, ვითარცა ჰესტია,
დეიდაჩემი, ოლიმპოს ერთადერთი მკვიდრი, ვისაც ნამდვილად ვუყვარვარ.
მაგრამ ახლა ისიც ჩამოაგდეს ოლიმპოდან, საცოდავ შინაურ ღვთაებად აქციეს.
ნორჩი ქალღმერთის მბორგავი ფიქრი ახალ კალაპოტს მიაწყდა.
- შენ კარგად იცნობ ადამიანებს, მითხარი, რისთვის შეურაცხმყოფენ? რად იწვევს
სიცილს ჩემი სახელი, რატომ მხატავენ ფეხსადგილის კედლებზე? ვინ
ემსახურება მათ ჩემზე უკეთ? ღმერთებიდან ვინ ანიჭებს მათ ერთბაშად
ძლიერებასა და აღუშფოთველ სიმშვიდეს? რა დავაშავე?
- ეს ყოველივე, ჩემო ქალბატონო, შენი ეჭვებია მხოლოდ.
გულახდილი აღსარების ნიაღვარი დაშრა და ქალღმერთი ახლა ცივად მოჰყვა
მის გამოჯავრებას.
27
- შენ ისეთი შორსმჭვრეტელი და ბრძენი ხარ, კეთილი ხირონი, ჩვენი სწავლული,
ჩვენი მოძღვარი. სათუთი გულის პატრონი. გიფიქრია, განა ძმისწულო, იმაზე,
ვისი გული გიძევს მკერდში - ადამიანისა თუ ცხენის?
- ამბობენ, რომ წელზევით ადამიანისაგან არ განვირჩევი, - მშრალად მიუგო
ხირონმა.
- მომიტევე. სიკეთისათვის ღვთაებრივ ჯილდოს გიძღვნი, - ქალღმერთი დაიხარა
და ანემონი მოწყვიტა. - საბრალო ადონისი, - თქვა მან და ზანტად შეახო თითი
ვარსკვლავისებურ ფურცელს. - ჟუჟღივით უფერული სისხლი ჰქონია ბედშავს.
მოგონებებმა სიოსავით ააღელვა მისი ხშირი თმა - ფაფუკი, შემშრალი გვირგვინი.
ქალღმერთი მიბრუნდა, თითქოს დაირცხვინაო, ყვავილი ტუჩებთან მიიტანა, და
ოდნავ სველი თმის ჭავლები ლამაზი ჩანჩქერივით ჩამოეშალა ოლიმპოს ქათქათა
თოვლივით თეთრსა და ხავერდოვან სხეულზე. ვარდისფერი, ოდნავ ხორკლიანი
დუნდულები ჰქონდა მას; წვივებზე ოქროს მტვერი შეფრქვეოდა. ქალღმერთმა
აკოცა ყვავილს, გადააგდო და შეცვლილი სახე კენტავრისკენ მიატრიალა;
მთრთოლვარე, ალეწილი, დანისლული, ყოყმანით აღსავსე.
- ხირონ, - ბრძანა ქალღმერთმა, - დამეუფლე!
კენტავრის ვეებერთელა გული ნეკნებს ეხეთქებოდა; მან აკანკალებული ხელი
აიქნია.
- მაგრამ, ჩემო ქალბატონო, წელს ქვემოთ მე ცხენი ვარ.
ქალღმერთმა უზრუნველად წადგა წინა ნაბიჯი და იები გადათელა. პირსახოცი
ძირს დავარდა.
- გეშინია? - დაიჩურჩულა მან. - როგორ აკეთებ ამას ხარიკლოსთან? ხირონმა
გამშრალი ტუჩები შეატოკა და ძლივს გამოსცრა:
- ეს ხომ სისხლის აღრევაა.
- ასე ხდება ნიადაგ; განა ყველა ქაოსიდან არ წარმოვდგებით?
- მაგრამ ახლა დღეა.
- მით უკეთესი; დღისით ღმერთები ძილს ეძლევიან. ნუთუ ისე
ზიზღისმგვრელია სიყვარული, რომ ბნელში უნდა იმალებოდეს? ან იქნებ
გძულვარ მრუშობისათვის? მაგრამ ესოდენ განსწავლულს, გმართებს იცოდე,
რომ ყოველი განბანის შემდეგ სიქალწულე კვლავ მიბრუნდება.
28
ძალამ კი არა, უღონობამ აიძულა ხირონი აცახცახებული ქალისთვის მკლავები
შემოეჭდო; ასე ციებ-ცხელებით გათანგულ ბავშვს აიტაცებენ ხოლმე.
მოსხლეტილი და მოდუნებული სხეული მორჩილად დაჰყვა მის ნებას.
თითებით შეიგრძნო ქალღმერთის ნაზი ბუსუსით დაფარული ზურგის მოქნილი
ღარი და მოუთმენლობისაგან ფაშვი შეუთრთოლდა, ნესტოებიდან ჭიხვინი
აღმოხდა. ქალი კისერზე შემოეჭდო. სუმბულივით მსუბუქი წვივები ოდნავ
ეხებოდა მის მუხლებს. ცხელი სუნთქვა სახეს უდაღავდა და ნაწყვეტნაწყვეტი
ჩურჩული ჩაესმოდა ყურში:
- რაშო, უნაგირი დამადგი, დამიპყარი, გადამხან!..
ქალის სხეული მძაფრ, მათრობელა სურნელებას აფრქვევდა ფერად-ფერად
ყვავილებისას, რომელიც მიწაში შეზელილივით მოისრა მის სუნში, ცხენის
სუნში. თვალდახუჭული კენტავრი თბილ, მოლანდებულ ველზე მოწითალო
ხეებს შორის დაცურავდა.
მაგრამ ხირონი შიშს შეებორკა. ერთთავად ჭექა-ქუხილზე ფიქრობდა. ვაითუ
ზიმერმანი ჯერ ისევ აქ იყოს: ის ხომ თავის კაბინეტში ათენ-აღამებს. კენტავრმა
მიაყურა, - გრგვინვის ხმა თუ აღწევსო ზევიდან და მყისვე ყველაფერი შეიცვალა.
ქალღმერთი ადგილს მოსწყდა და ბუჩქებში უკანმოუხედავად გაუჩინარდა.
ასობით მწვანე ფოთოლმა დაფარა მისი კვალი. სიყვარულმა არ იცის ლაჩართა
შენდობა. კოლდუელი კი იდგა, სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა დგას, ცემენტის
იატაკზე, მარტოდმარტო, ნირწამხდარი, და როგორც მაშინ, ახლაც ყრუ,
მტანჯველი შეგრძნებით აღსავსე შეუყვა კიბეს, რადგან შეუცნობელი და
აუხსნელი საქციელით კვლავ უნებლიეთ განარისხა ღმერთი - მისი ყოველი
ნაბიჯის ფხიზელი დარაჯი.
მისი საკლასო ოთახი მეორე სართულზე იყი. ფეხები არ ემორჩილებოდა. კიბის
დამრეც საფეხურებზე ასვლისას თავისივე უგერგილობა სტანჯავდა. ტკივილის
ყოველ ახალ შემოტევაზე გაოგნებული იყურებოდა მხოლოდ წინ და ხედავდა
კედლის მონაკვეთს, რომელზედაც ვიღაცას მუდმივი კალმით ზიგზაგი გაევლო,
მოაჯირის მოლაპლაპე, თავწაცლილ საყრდენ ბოძს, მოედნის კუთხეში
შექუჩებული სილისა და მტვრის შავ, გაქვავებულ გროვას, ჟანგიანი გისოსებით
გამაგრებული ფანჯრის მქრქალი გარსით დაფარულ მინას და მერე ისევ
უსიცოცხლო, ყვითელ კედელს. საკლასო ოთახის კარი დაკეტილი დაუხვდა.
გააფთრებულ ღრიანცელს ელოდა, მაგრამ კარს უკან
ავისმომასწავებელი დუმილი ჩასაფრებულიყო. ტანში ცივმა ჟრუანტელმა
დაუარა. ნუთუ ზიმერმანმა ხმაური გაიგონა და საკლასო ოთახში ჩასვლა ინება?
29
მის შიშს ამაოდ არ ჩაუვლია. კარი შეაღო თუ არა, კოლდუელის შემკრთალი
მზერა მაშინვე შეეფეთა ზიმერმანის მოღრეცილ სახეს, რომელიც მისგან ორიოდე
ნაბიჯის დაშორებით ძალაუფლების გამომხატველი გიგანტური ღერბივით
ეკიდა ჰაერში. კოლდუელი გახევდა და სხვა აღარაფერი დაუნახავს. სახე
ბოროტად შეირხა და კიდევ უფრო უზარმაზარი გახდა. შუშის სათვალის
ზემოდან, რომლის ქვეშაც დირექტორის თვალები საზარლად დიდი ჩანდა,
შუაგული შუბლიდან დამნაცვრელი ელვა გამოხტა და გაშეშებული მსხვერპლი
განგმირა. გარინდებული შესცქეროდნენ ერთმანეთს და ეს თავზარდამცემი
სიჩუმე მეხის გავარდნაზე უარესი იყო.
ზიმერმანი კლასს მიუბრუნდა. კლასი ამჯერად წარმოადგენდა დაშოშმინებულ,
შემკრთალ მოსწავლეთა ლარივით სწორ რიგებს. - მისტერ კოლდუელმა ჩვენთან
დაბრუნება ინება. ჯგუფმა თანაგრძნობის ნიშნად ჩაიქირქილა.
- ჩემი აზრით, საქმისადმი ასეთი ერთგულება პატარა ოვაციის ღირსია.
და მან მაგალითი მისცა: მოდუნებული ხელისგულები შეაერთა და ერთი მეორეს
მოხდენილად მოუცაცუნა. ჩასკვნილ ტანსა და დიდ თავთან შედარებით
ზიმერმანს მეტისმეტად მოკლე კიდურები ჰქონდა. ბამბის სამხრეებით
გამოტენილი სპორტული პიჯაკი ეცვა და ფართო კუბოკრული ქსოვილი
ზედმიწევნით თვალში საცემს ხდიდა მისი სხეულს ამ ხინჯს. კოლდუელმა
თვალი გადაავლო მოსწავლეებს, რომლებიც ირონიული გამომეტყველებით
უკრავდნენ ტაშს და აქა-იქ ქვეშ-ქვეშა ღიმილი დაიჭირა. თავლაფდასხმულმა
მასწავლებელმა გაფიცხებული ტუჩები გაილოკა.
- გმადლობთ, ბავშვებო, - განაცხადა ზიმერმანმა. - საკმარისია.
ხმადაბალი ტაში მაშინვე მიწყნარდა. დირექტორი კვლავ კოლდუელს
მიუბრუნდა; ოღროჩოღრო სახე ცაში მოცურავე ქედმაღალ საავდრო ღრუბელს
მიუგავდა. კოლდუელმა რაღაც გაურკვეველი წაილუღლუღა, რათა თავისი
აღტაცება და ერთგულება დაედასტურებინა.
- მერე ვილაპარაკოთ, ჯორჯ. ბავშვები მოუთმენლად ელიან გაკვეთილის
დაწყებას.
კოლდუელს კი თავისმართლება სურდა, მიტევება სწყუროდა. ის დაიხარა,
შარვლის ტოტი აიკარწახა. მოულოდნელმა და შეუწყნარებელმა საქციელმა
კლასის მხურვალე მოწონება დაიმსახურა. გულის სიღრმეში კოლდუელსაც ეს
ეწადა.
ზიმერმანს არაფერი გამოჰპარვია. ყველაფერს მიხვდა, თუმცა კოლდუელმა
მაშინვე ჩამოუშვა შარვლის ტოტი და გაიჯგიმა. ზიმერმანი ისევ ქვევით
30
იცქირებოდა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს კოლდუელის კოჭი
უსასრულოდ შორს იყო, მაგრამ მაინც ვერ ემალებოდა ზიმერმანის
ყოვლისმხილველ თვალებს.
- მგონი, ცალ-ცალი წინდა ჩაგიცვამთ, - თქვა დირექტორმა. - ამის თქმა გსურდათ?
ბავშვებს მუცლები ხელით ეჭირათ. ზიმერმანმა დაიცადა, ვიდრე მისი ხმა
სიცილის უკანასკნელმა ნაფლეთებმა არ დაფარა.
- ჯორჯ, ჯორჯ, კარგია ასე რომ გიყვართ კოხტაობა, ოღონდ ამან წესრიგი როდი
უნდა დაგავიწყოთ. წესრიგი ხომ მასწავლებლის მეორე განუყრელი ჩვევაა!
კოლდუელს მუდამ ისე ცუდად ეცვა, ისე საცოდავად გამოიყურებოდა თავის
გაცვეთილ კოსტიუმში, რომ ბავშვებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ დირექტორის
სიტყვებში უხვად ჩაქსოვილი იუმორი. თუმცა ბევრ მათგანს თავგზა აებნა ზიმერმანის სარკასტული კოხტაპრუწაობა ზოგიერთისათვის მეტისმეტად
დახვეწილი
გამოდგა.
დირექტორმა
ზიზღით
გაიშვირა
თითი
მასწავლებლისაკენ.
- ეს რაღა გაქვთ, მეხამრიდი? დიდი წინდახედულება გამოგიჩენიათ ზამთრის
უღრუბლო ამინდში.
კოლდუელმა ხელით მოსინჯა ისრის გლუვი, ცივი ზრო, რომელიც ჯიბიდან
ამოჩროდა. მერე ისარი ჯიბიდან ამოიღო და ზიმერმანს გაუწოდა, თან
გამწარებული ეძებდა სიტყვებს, რათა ყველაფერი აეხსნა; ჰო, ზიმერმანი კისერზე
მოეხვევა და გადაკოცნის გმირულად გადატანილი წამებისათვის, თანაგრძნობის
ცრემლები დაალბობს ამ მბრძანებლობას ჩვეულ, გასიებულ სახეს.
- აი, - უთხრა კოლდუელმა. - არ ვიცი, ბიჭებიდან რომელმა...
ზიმერმანმა არ ინება ხელის შევლება. პროტესტის ნიშნად ხელები გაასავსავა,
თითქოს ვერცხლისფრად მოლივლივე ფოლადის ზრო რაიმე საფრთხეს ფარავდა
და აჩქარებით დაიხია უკან. სხარტად ამოძრავებდა კოტიტა ფეხებს, რომელთაც
აქამდე შემორჩენოდათ სპორტული მოქნილობა. ზიმერმანმა ჯერ კიდევ
სკოლაში გაითქვა სახელი: ჩემპიონი იყო მძლეოსნობაში. ღონიერი კუნთებისა
და მარდი ხელ-ფეხის წყალობით გამარჯვებული გამოდიოდა ყველა
შეჯიბრებაში, სადაც კი სისწრაფე და ძალა იყო საჭირო - ბადროს ტყორცნა
იქნებოდა ეს, თუ გრძელ ანდა მოკლე დისტანციაზე სირბილი.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - კენტავრი - 03
  • Parts
  • კენტავრი - 01
    Total number of words is 3340
    Total number of unique words is 2166
    24.6 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    44.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 02
    Total number of words is 3612
    Total number of unique words is 2290
    24.5 of words are in the 2000 most common words
    37.5 of words are in the 5000 most common words
    45.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 2221
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 04
    Total number of words is 3828
    Total number of unique words is 2253
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 05
    Total number of words is 3690
    Total number of unique words is 2293
    25.7 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 06
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2285
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 07
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2208
    28.2 of words are in the 2000 most common words
    40.8 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 08
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 2203
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 09
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2299
    26.9 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 10
    Total number of words is 3832
    Total number of unique words is 2203
    27.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 11
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2293
    26.4 of words are in the 2000 most common words
    39.1 of words are in the 5000 most common words
    46.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 12
    Total number of words is 3897
    Total number of unique words is 2212
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 13
    Total number of words is 3874
    Total number of unique words is 2126
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 14
    Total number of words is 3804
    Total number of unique words is 2211
    27.9 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 15
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2177
    28.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 16
    Total number of words is 3722
    Total number of unique words is 2183
    27.0 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 17
    Total number of words is 3736
    Total number of unique words is 2200
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 18
    Total number of words is 3771
    Total number of unique words is 2310
    27.4 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 19
    Total number of words is 3048
    Total number of unique words is 1793
    25.5 of words are in the 2000 most common words
    36.6 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.