Latin

კენტავრი - 01

Total number of words is 3340
Total number of unique words is 2166
24.6 of words are in the 2000 most common words
36.7 of words are in the 5000 most common words
44.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
1
ჯონ აპდაიკი
გადადით ლინკზე და მოიწონეთ გვერდი
კენტავრი
ჯონ აპდაიკი ........................................................................................................................................... 1
კენტავრი ..................................................................................................................................................... 1
I ..................................................................................................................................................................... 1
II .................................................................................................................................................................. 42
III ................................................................................................................................................................ 81
IV................................................................................................................................................................. 87
V ................................................................................................................................................................ 152
VI............................................................................................................................................................... 156
VII ............................................................................................................................................................. 172
VIII ............................................................................................................................................................ 242
IX............................................................................................................................................................... 268
ეპილოგი ................................................................................................................................................. 273
ჯონ აპდაიკი ........................................................................................................................................... 274
I
მიბრუნდა თუ არა კოლდუელი, იმწამსვე კოჭში ისარი შეესო. კლასში ხარხარი
გაისმა. ტკივილი აჰყვა წვივის სიფრიფანა შუაგულს, მუხლის თავი გაბურღა და
გამძვინვარებული მუცელში ეძგერა. კოლდუელმა თვალი დააშტერა დაფას,
რომელზედაც ის-ის იყო ცარცით დაწერა 5.000.000.000 - სამყაროს არსებობის
სავარაუდო ხანა.
2
კლასის სიცილი, გაოცებით აღმომხდარ წკმუტუნს რომ ჰგავდა, თავაშვებულ
ხორხოცად იქცა, რკალად შემოერტყა და მოუსპო სასურველი მარტოობა. მას კი
ისე უნდოდა ტკივილთან პირისპირ დარჩენილიყო: გაეზომა მისი ძლიერება,
ყური მიეგდო, როგორ მიყუჩდებოდა თანდათან, გულდასმით დაჰკვირვებოდა.
ტკივილმა ახლა კეფაში დაასო საცეცები, შეიშმუშნა, სველი ფრთები გაშალა მის
მკერდში და სისხლიანი ნისლით თვალდაბინდულს მოეჩვენა, თვითონაც
უზარმაზარი, ძილდამფრთხალი ფრინველი ვარო. წინა ღამით გარეცხილი,
რძისფრად ჩამოწუწული დაფა თეთრ საბურველად გადაეფარა მის გონებას.
ტკივილმა ბანჯგვლიანი თათები
მოუჭირა გულზე, ფილტვებზე, მერე ყელთან მიაწვა, და ახლა მას წარმოუდგა,
რომ მისი ტვინი ხორცის პატარა ნაჭერივით იდო თეფშზე და აწვდილი ხელით
მაღლა ეჭირა, რათა მტაცებლის ნისკარტისაგან ეხსნა. ცისარტყელას ყველა
ფერის ელვარე პერანგებში გამოწყობილი რამდენიმე ბიჭი ასაკეც მერხებზე
ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით ახტა და გამომწვევი ზიზღით უცქერდა
მასწავლებელს.
შეუძლებელი იყო ამ აურზაურის ატანა. კოლდუელი კოჭლობით წავიდა
გასასვლელისაკენ და გაშმაგებული ზარ-ზეიმი კარს უკან მოიტოვა.
ბარბაცით მიჰყვებოდა დერეფანს. ისრის ფრთიანი ბოლო ყოველი ნაბიჯის
გადადგმისას იატაკს ეხახუნებოდა. ლითონის ღრჭიალი და ხისტი შარიშური
უსიამოდ ერწყმოდა ერთმანეთს. გულ-მუცელი ემღვრეოდა. დერეფნის ბაცი
ყვითელი ფერის გრძელი კედლები ქანაობდა მის თვალწინ; მქრქალი,
ოთხკუთხედი შუშით შემინული კარები, რომლებზედაც საკლასო ოთახების
ნომრები იყო მიკრული, ჰგავდა რომელიღაც საცდელი დანადგარის
რადიაქტიურ სითხეში ჩაშვებულ ფირფიტებს, რომელიც ბავშვურ ხმებს
გამოასხივებდა. ხმები მელოდიურად გამოთქვამდნენ
ფრანგულ
სიტყვებს,
გალობდნენ
რელიგიურ
ჰიმნებს,
არჩევდნენ
სოციოლოგიურ საკითხებს: Avez – vous une maison jolie? Oui, j’ai une maison tres
jolie[1], რადგან ყანებში ოქროსფრად ღელავს თავთავი, მთებს მზის სხივები
ჰმოსავს, ხოლო ველებს უხვი სიმწვანე ფარავს, დრომ და ისტორიამ, ბავშვებო,
(ეს ფოლოსის ხმაა), ავტორიტეტი მოუხვეჭა ფედერალურ მთავრობას,
გაიზარდა მისი ძალაუფლება და გავლენა. მაგრამ არც იმის დავიწყება
გვმართებს, ბავშვებო, რომ ჩვენი ქვეყანა შეიქმნა, როგორც სუვერენულ
რესპუბლიკათა კავშირი, შეერთებული... ღმერთო, აკურთხე ჩვენი მხარე და
ძმობის მადლი მოჰფინე ალალ-მართალ მიწასა ზედა - საამო საგალობელი
გაბმით ჩაესმოდა კოლდუელს ყურში, - აღმობრწყინდი ზღვასა ზედა...
მრავალჯერ სმენია ეს აბდაუბდა, ჯერ კიდევ პასეიკში. რა საოცრად შეიცვალა
მას შემდეგ! ეჩვენებოდა, რომ მისი ტანის ზედა ნახევარი ვარსკვლავებით
3
მოოჭვილ მკვრივ თაღს მიბჯენოდა და იქ, მარადიულ არსთა და ნორჩ,
მოგალობე ხმათა შორის დაცურავდა; ხოლო წელს ქვემოთ თანდათან სულ
უფრო ღრმად ეფლობოდა ჭაობში, წამისწამ ჩაყლაპვას რომ უქადდა. ისრის
ფრთიანი ბოლო იატაკს ედებოდა და წყლულს უარესად უღიზიანებდა.
ცდილობდა მტკივან ფეხს არ დაბჯენოდა, მაგრამ სამი დანარჩენი შეუწყობელი
ფლოქვი ისე ხმამაღლა მიბაკუნობდა, რომ შიშობდა, რომელიმე კარი არ
გამოღებულიყო და იქიდან გამოსულ მასწავლებელს არ შეფეთებოდა. ამ
გაჭირვების ჟამს სხვა მასწავლებლები ჩასაფრებულ ტარტაროზებად მიაჩნდა,
რომლებიც კვლავ საკლასო ოთახში, მოსწავლეებთან შეგდებით ემუქრებოდნენ.
მუცელში მსუბუქად დაუარა ჭვალმა, და სპორტული პრიზებით გამოტენილ
შუშის კარადას რომ ჩაუარა, საიდანაც ასი ვერცხლის თვალი იმზირებოდა,
სარკესავით გაპრიალებულ იატაკზე, ნაბიჯი არ შეუნელებია, ისე დატოვა მუქი
ფერის ოხშივრიანი ჩონჩორიკი. განიერი, ამლაყი ფერდები ზიზღით
შეუთრთოლდა, მაგრამ თავი და მკერდი, ჩაძირული ხომალდის ჭვინტივით
ჯიუტად მიიწევდა წინ.
განის კარს ზემოთ მკრთალ, წყლისფერ ლაქას ხედავდა და შეუცნობლად
იზიდავდა იგი. იქ, დერეფნის შორეულ ბოლოში, ფანჯრებს მიღმა,
რომლებზედაც ველურებისაგან თავის დასაცავად რკინის რიკულები აეკრათ,
სკოლის შენობაში დღის სინათლე ატანდა და ხშირ, სქელ ბინდში გაჩხერილი,
თითქოს ნავთით სავსე რეზერვუარში მოხვედრილი წყალიაო, შიგნით გზას ვერ
იკვლევდა. სწორედ ამ მოცისფრო ბუშტისაკენ ეწეოდა ფარვანას ინსტინქტი
კოლდუელის მაღალ, ლამაზ, გაორებულ სხეულს. ტკივილისაგან შიგნეული
უძრწოდა. სასაში ხორკლიანი საცეცები
დაფათურობდნენ, მაგრამ იცოდა, რომ მალე სუფთა ჰაერის ნაკადს
ჩაისუნთქავდა და ამ წუთს სიამით ელოდა. მოსინათლდა. ხელი ჰკრა და გააღო
ორმაგი შუშაბანდიანი კარი, რომლის ჭუჭყიანი შუშები ლითონის ბადით იყო
გამაგრებული. ბეტონის მოედანზე მოკლე კიბით რომ ეშვებოდა, ისარი
მოაჯირის ფოლადის ანჯამებს ედებოდა და მწველ ტკივილს ჰგვრიდა.
რომელიღაც მოსწავლეს კიბეზე არბენისას ბნელ გასასვლელში კრიალა
კედელზე ფანქრით უშვერი გინება წაეწერა. კოლდუელმა პირი მაგრად მოკუმა,
შიშით თვალმოხუჭული კარის თითბრის სახელურს სწვდა და გარეთ გაიჭრა.
მისი ნესტოებიდან ორთქლის ორი ფაფუკი ბოლქვი გამოვარდა და სუსხიან
ჰაერში განიბნა. იანვარი იდგა. ლურჯი, კამკამა ცა დაჰყურებდა თავზე, ცხადი
და მაინც იდუმალებით გამსჭვალული. სკოლის უკან გადაჭიმული
ვეებერთელა, გულდაგულ მოცელილი კორდი, კუთხეებში ჩარიგებული
ნაძვებით, ამწვანებულიყო ამ შუაგულ ზამთარში, მაგრამ ეს დამზრალი,
4
გაცრეცილ-გათოშილი სიმწვანე არ იყო ბუნებრივი. სკოლის გალავანს გადაღმა
ელიში მიმავალი დაცარიელებული ტრამვაი მირახრახებდა - დილის
თერთმეტი საათი იყო და ყველა საწინააღმდეგო მიმართულებით, ოლტონს
მიეშურებოდა სავაჭროდ. ტრამვაი ნელა ირწეოდა რელსებზე; დაწნული ჩალის
სკამები ფანჯრებში ოქროსფერ ნაპერწკლებს ისროდნენ. გარეთ, უსაზღვრო,
დიდებულ სივრცეში ტკივილი დაშოშმინდა. დათრგუნვილმა, დაჩიავებულმა
და სიანჩხლით გაკერპებულმა ისევ კოჭში დაიბუდა. კოლდუელის უცნაური
აღნაგობა ღირსებით აღივსო; მხრები, ცოტა არ იყოს ვიწრო ესოდენ დიდი
არსებისათვის, გაშალა და ახლა მედიდურად თუ არა, თავდაჭერილი,
მოწამებრივი სინატიფით მიაბიჯებდა, კოჭლობაც კი დაიმშვენა. კოლდუელმა
დაჭირხლულ კორდსა და მის მომიჯნავე ავტომობილების სადგომს შორის
გაჭრილ მოკირწყლულ გზაზე გადაუხვია. მის ფაშვთან ზამთრის ქათქათა
მზეზე ბრწყინავდა ავტომობილების კბილებდაკრეჭილი რადიატორები.
მოქრომვილ ლითონზე ნაკაწრი ალმასივით ელავდა. სიცივემ სუნთქვა შეუკრა.
უკან სკოლის მოწითალო, აგურის შენობაში ზარი დაირეკა - უზედამხედველოდ
დარჩენილი მოწაფეები დაითხოვეს. ბავშვები ზანტი ბუბუნით ინაცვლებდნენ
ერთი საკლასო ოთახიდან მეორეში.
ჰამელის გარაჟი ოლინჯერის სკოლის ტერიტორიას ეკვროდა, მათ შუა მხოლოდ
ასფალტის ვიწრო, უსწორმასწორო ზოლი მიიკლაკნებოდა. ეს უბრალოს
შემთხვევითი
მეზობლობა როდი იყო. წინათ ჰამელი მრავალი წლის მანძილზე სკოლის
საბჭოს წევრი იყო, ხოლო მისი მეუღლე ვერა, ჟღალთმიანი ახლგაზრდა ქალი,
ახლაც ასწავლიდა გოგონებს ფიზკულტურას. სკოლის მოსწავლეებსა და
მასწავლებლებს შორის გარაჟს ბევრი კლიენტი ჰყავდა. უფროსკლასელები აქ
სარემონტოდ ტოვებდნენ თავიანთ დაჟეჟილ-დაჭეჭყილ მანქანებს, უმცროსები
კი უსასყიდლოდ ბერავდნენ კალათბურთის ბურთებს. კარს უკან, დიდ ოთახში
სადაც ჰამელი ანგარიშებს ინახავდა და სათადარიგო ნაწილების შებოლილი
კატალოგები დახვავებულიყო, ერთმანეთთან მჭიდროდ მიდგმულ ხის ორ
მაგიდაზე უწესრიგოს ეყარა ძველი გაზეთები, ქაღალდები და ჟანგიან
საჩხვლეტზე ჩამოცმული ვარდისფერი ქვითრების სქელი შეკვრები. აქვე იდგა
გაბზარულსახურავიანი მქრქალი მინის ყუთი - ელვასავით დაკლაკნილ
ბზარებზე საბურავების წებოვანი სალბუნი ჰქონდა დაკრული, - ტკაცუნა
ქაღალდებში გახვეული ტკბილეულით სავსე, იგი ბავშვებისაგან გროშებს
ელოდა. ცემენტის ხუთფუტიანი ორმოს გასწვრივ, რომელშიაც პირდაპირ
ქუჩიდან შეიძლებოდა მანქანის შეყვანა, გაზინთული დასაკეცი სკამები
ჩაემწკრივებინათ. მასწავლებლები - მართალია ამ ბოლო დროს სულ უფრო და
უფრო იშვიათად - ისხდნენ ხოლმე აქ შუადღისას, ეწეოდნენ თამბაქოს,
ღეჭავდნენ კარამელსა და
5
ნიგვზიან შოკოლადს, ან ესიკის ფაბრიკაში დამზადებულ ხველის
საწინააღმდეგო დრაჟეს წუწნიდნენ; ზონრით გულდასმით შეკრულ,
გაპრიალებულ ფეხსაცმელებს, ორმოს ირგვლივ შემოვლებულ მოაჯირზე
შემოაწყობდნენ, რომ აწეწილი ნერვები ოდნავ მაინც არის დაეცხროთ, ვიდრე
ქვემოთ, სამკედლიან ორმოში, ჰამელის შავტუხა მუშები მზრუნველად, თითქოს
ლითონის უზარმაზარ ბავშვს აბანავებენო, რეცხავდნენ ავტომობილს.
გარაჟის
მთავარი,
ყველაზე
დიდი
განყოფილებისაკენ
დამრეცი
მოასფალტებული გზა ეშვებოდა. დატეხილ-დამსკდარი ღრანტეებიანი და
დალაქავებული ასფალტი შიგადაშიგ გაქვავებული ლავის ნაკადივით
ამობერილიყო. ტრანსპორტისათვის განკუთვნილ, მწვანედ შეღებილ, ფართო
ალაყაფის კარებში, კაცის სიმაღლის ჭიშკარი იყო გამოჭრილი და ზედ,
საგდულებქვეშ, ლურჯი საღებავით გამოყვანილი დაბრეცილი ასოებით ეწერა:
„კარი დახურეთ“. კოლდუელმა რაზა გადასწია და შევიდა. კარის დასაკეტად
რომ შემოტრიალდა, უნებლიეთ დაჭრილ ფეხს დაეყრდნო და ტკივილმა
გააბრუა.
სიბნელეში ბუღი ტრიალებდა და ნაპერწკლების კორიანტელი იდგა. პირქუში
გამოქვაბულის იატაკი ზეთისაგან შავად გალიპულიყო. ხელსაწყოების გრძელი
მაგიდის ბოლოს თვალსაფარი სათვალით შეიარაღებული ორი უფორმო
სილუეტი თავს დასტრიალებდა მარაოსებურ ცეცხლოვან ნაკადს. ცეცხლი,
რომელსაც
ფრთხილად
მიმართავდნენ
სადღაც
ქვევით,
ირგვლივ
გავარვარებულ შხეფებს აფრქვევდა. მესამე, შავგვრემან სახეზე თვალის გარსი
თეთრად რომ უელავდა, ზურგზე გაწოლილი ფორთხვით გაუჩინარდა
ავტომობილქვეშ. კოლდუელმა სიბნელეს თვალი შეაჩვია და გაარჩია გარშემო
დახვავებული ავტომობილის ნაწილები, მყიფე და მოჩვენებასავით უცნაური:
მანქანის ფრთები კუს გამოშიგნულ ბაკნებს ჰგავდა, აფოფრილი ძრავები
ამოგლეჯილი გულებივით ეყარა. მტრედისფერ ჰაერს დროდადრო შიშინი და
ბრაზიანი
ტკაცატკუცი
ათრთოლებდა.
იქვე
მახლობლად
ძველი,
მუცელგაბერილი ღუმელი გადამსკდარი ნაწიბურებიდან დამაბრმავებლად,
წითლად ვარვარებდა. კოლდუელს არ უნდოდა მოშორებოდა ამ სითბოს, თუმცა
ფეხში გაჩხერილი ისარიც გათბა და მუცელში უსიამოვნო თრთოლა მოჰგვარა.
კარში თავად ჰამელი შეეგება. ერთმანეთის შესახვედრად რომ მიდიოდნენ,
კოლდუელს თავშესაქცევი აზრი აეკვიატა, სარკეს ვუახლოვდებიო, რადგან
ჰამელიც მოკოჭლაობდა. ბავშვობისას დაეცა, ფეხი მოიტეხა და ახლა ცალი ფეხი
მეორეზე მოკლე ჰქონდა. ბეჭებში მოხრილი ჰამელი ფერდაკარგული და
დაღლილ-დაქანცული გამოიყურებოდა, მძიმე ცხოვრებამ გატეხა ხელოვანი
მექანიკოსი. ფილიალებმა - „ესომ“ და „მობილგესმა“ ზედ ქალაქის
შესასვლელთან, ჰამელის გარაჟიდან სულ რამდენიმე კვარტალში, ტექნიკური
6
მომსახურების საკუთარი სადგურები გახსნეს. ამასთან ომის დროს მონახვეჭი
ფულით ახალთახალი ავტომობილი ყველასთვის ხელმისაწვდომი შეიქნა და
ჰამელმა მუშტარი დაკარგა - ომის შემდეგ რემონტის შეკვეთები თითქმის
შეწყდა.
- რაო, ჯორჯ! განა უკვე შესვენების დროა? - ჰამელის არც ისე ძლიერი, მაგრამ
მჭახე ხმა ჩვეულებრივ ფარავდა სახელოსნოს ხმაურს.
კოლდუელმა უპასუხა, მაგრამ ლითონზე მკვეთრი და ხშირი დარტყმები
ახშობდა მის სიტყვებს. საკუთარი წვრილი და დაძაბული ხმა თვითონაც კი არ
ესმოდა.
- ოჰ, არა. ახლა გაკვეთილზე უნდა ვიყო.
- მაშ რაღა ამბავია?!
ჰამელის სათნო, ნაცრისფერ სახეზე, წამოზრდილ ჭაღარა ჯაგარს თეთრად რომ
დაეწინწკლა, მოლოდინი და შეშფოთება აღიბეჭდა. თითქოს ყოველგვარ
მოულოდნელობას უთუოდ ტკივილი უნდა მიეყენებინა მისთვის. კოლდუელმა
იცოდა, რომ ამას იგი ცოლმა შეაჩვია.
- აი, დახედეთ, - თქვა კოლდუელმა, - ერთმა ეშმაკის ფეხმა რა მიყო.
მან დაჭრილი ფეხი იქვე დაგდებულ ავტომობილის ფრთაზე შემოდგა და
შარვლის ტოტი აიკაპიწა.
მექანიკოსი დაიხარა. ფრთა დაკვირვებით მოსინჯა. თითებში ჭუჭყი და ზეთი
გასჯდომოდა და აბრეშუმივით რბილი იყო მათი შეხება.
- ფოლადისაა, - ჩაილაპარაკა ჰამელმა, - თქვენი ბედი, რომ წვერი შიგ არ
ჩარჩენილა.
ჰამელმა ანიშნა, რომ ბორბლებზე შეყენებული მომცრო სამფეხა შავ,
ოღროჩოღრო იატაკზე ჟღარუნით გამოგორდა მათკენ. ჰამელი იდაყვის
საყრდენებიან საკვეთელს დასწვდა, რათა უფრო გრძელი ბერკეტი ჰქონოდა.
კოლდუელი ისე აიტანა შიშმა, რომ ტანის მთელი სიმძიმე დოყლაპია ბავშვის
ხელიდან დამსხლტალი ჰაერბურთივით განეშორა მის სხეულს. საოცარი
სიმჩატე იგრძნო და ამ დამარეტიანებელ, უწონადო მდგომარეობაში
ჩავარდნილი კოლდუელი შეეცადა საკვეთლის ძალთა დიაგრამა წარმოედგინა:
მოგება ძალაში უდრიდა ხახუნის ძალით შემცირებულ დაწოლის ძალას,
გამრავლებულს, ბერკეტის AO მხრის შეფარდებაზე (სადაც O - საკვეთლის ღერძს
წარმოადგენს), OB მხართან (B - საკვეთლის მოკაკულ, ალესილ პირთა ისართან
შეხების წერტილია), გამრავლებულს საკვეთლის დამხმარე ბერკეტისაგან
მიღებულ მომგებ ძალაზე, და ყოველივე ამას, გადამრავლებულს ჰამელის
7
მტკიცე, გარუჯული მარჯვენის დაწოლით მიღებულ მომგებ ძალაზე, რასაც
ზამბარასავით დაჭიმული კუნთები და ხუთი ღონიერი თითი ანიჭებდა. BC X BC
X 5BC =ტიტანის ძალას. ჰამელი დაიხარა. ახლა კოლდუელს შეეძლო მხარზე
დაყრდნობოდა მას, მაგრამ მექანიკოსისა მოერიდა და ისევ გაშეშებული დგომა
არჩია. თვალი მაღლა აღაპყრო. ჭერის ნესტიანი, დაჭვარტლული ფიცრები
აბლაბუდას მოეხატა და შავ ხავერდს ჰგავდა. კოლდუელმა
მუხლით შეიგრძნო როგორ ძაგძაგებდა ხელსაწყოსთან ერთად ჰამელის
მოხრილი ზურგი. წინდის ქვეშ, შიშველ კანზე ეხებოდა ლითონი. ავტომობილის
ფრთა ყანყალებდა. ჰამელს მხრების კუნთები დაებერა. კოლდუელმა კბილს
კბილი დააჭირა, ყვირილი რომ არ დასცდენოდა, - თითქოს ბასრი საკვეთლები
ლითონის ნაცვლად მისი სხეულიდან ამოშვერილ ნერვს დაეტაკა. ნამგალა
ყბებმა ხრჭიალი მოიღეს, ტკივილმა ფეხი გასერა, მოკლე ნახტომით ავარდა
სხეულის ზედა ნაწილში და მთელ ტანში ელვასავით დაუარა; ჰამელმა მხრები
მოუშვა.
- არაფერი გამოვა, - უთხრა მექანიკოსმა. - ჭრუვი მეგონა, მაგრამ შევცდი. ჯორჯ,
რა გაეწყობა, წამოდით ხელსაწყოების მაგიდასთან.
კოლდუელი ძლივს ითრევდა აკანკალებულ ფეხებს, რომლებიც ველოსიპედის
თვლის ღერძებივით დაწვრილებოდა. მუხლი ეკვეთებოდა, მაგრამ მაინც გაჰყვა
ჰამელს და მორჩილად დადგა ფეხი კოკა-კოლის ყუთზე, რომელიც მექანიკოსმა
მაგიდის ქვეშ გამოქექა. კოლდუელი ისრის შეხედვას უფრთხოდა და თვალზე
ლიბრგადაკრულივით გახევებულიყო. მზერა ქვევით რომ არ გაჰპარვოდა,
დაჟინებით მიაშტერდა
გაფუჭებული ბენზოტუმბოებით სავსე დიდ კალათას. ჰამელმა უშუქსაფარო
ელექტრონათურა ჯაჭვით თავისკენ მიიწია. ფანჯრის მინებში შუქი არ აღწევდა,
რადგან გარედან სქლად იყო შეღებილი; ორ ფანჯარას შორის, კედელზე ეკიდა
ზომის მიხედვით ჩამწკრივებული ხრახნის გასაღებები, სახელურებზე
რეზინდაკრული მრგვალთავა ჩაქუჩები, ელექტრული ხვრეტელები, იარდის
სიგრძე საშალები, და კბილანა თუ მუხლებიანი რთული ხელსაწყოები, კოლდუელს მათი დანიშნულება არ ესმოდა; იქვე ეწყო გულდასმით დახვეული
ძველი მავთულის შულოები, ყალიბმზომი, ტუჩბრტყელები; კედელი
მოჩითული იყო ნაპრალებში ბოლოებჩაჩურთული ძველი, გამოხუნებული,
კიდეებშემოცვეთილი პლაკატებით. ერთ-ერთ მათგანზე კატა ეხატა
შემართული თათით, მეორეზე - გოლიათი, რომელიც ამაოდ ცდილობდა
პატენტიანი ამძრავი ღვედის გაგლეჯას. ერთი პლაკატი მოუწოდებდა:
„უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა!“, მეორეზე, რომელიც ზედ ფანჯრის
შუაზე იყო გაკრული, ეწერა:
8
გაუფრთხილდი თვალებს ახალს ვერავინ ჩაგიდგამს!
უხეში ქმნილების უხეშ სადიდებელს ღაღადებდა მაგიდაზე დახვავებული
რეზინის
შლანგები, სპილენძის მილები, გრაფიკის ღეროები, კუთხვილი რკინის
მუხლები, საზეთეები, ხის თამასები, ათასგვარი დამსხვრეული ნამსხვრევები და
ნატეხები. ხელსაწყოებისა და მასალის ამ ქაოსს დროდადრო მაგიდის ბოლოში
ავარდნილი თვალისმომჭრელი შუქი ანათებდა. იქ ორი მექანიკოსი მუშაობდა
რაღაც უცნაურ ნივთს სჭედდნენ, რომელიც წელწვრილი და თეძოგანიერი
ქალის ბრინჯაოს მოჩუქურთმებულ ქამარს წააგავდა. ჰამელმა მარცხენა ხელი
აზბესტის ხელთათმანში გაუყარა და ნივთების გროვაში თუნუქის ფართო
ზოლი შეარჩია. მერე შუაგული ამოჭრა, სხარტი მოძრაობით ისეთნაირად
დაახვია, რომ თუნუქმა ჩაზნექილი ფარის ფორმა მიიღო და კოლდუელის ფეხში
გარჭობილ ისარს წამოაცვა.
- რომ არ დაგწვათ, - აუხსნა მან და თავისუფალი ხელის თითები გაატკაცუნა. არჩი, ერთი სანთურა მომეცი!
თანაშემწემ იატაკზე დაგდებულ შლანგს ფრთხილად გადმოაბიჯა და
აცეტილენის სანთურა მიაწოდა. პატარა შავი ქოთნიდან თეთრი, ნაპირებში
მომწვანო ალი ამორბოდა. ენის წვერთან სიმწვანე გამჭვირვალე სიცარიელეში
გადადიოდა. კოლდუელი შიშს ებრძოდა. ისარი მისთვის ცოცხალ ნერვად
ქცეულიყო და მან პირი მოკუმა, გაკერპდა გარდაუვალ ტკივილთან შებმის
მოლოდინში.
მაგრამ ტკივილი არ უგრძვნია, რაღაც ჯადოს ძალით გარსშემოერტყა
უსასრულო, შეუღწევადი შარავანდედი. ალი მკვეთრად გამოსახულ სამკუთხა
ჩრდილებს ათამაშებდა კედლებსა და მაგიდაზე. ჰამელი ხელთათმანიანი
ხელით თუნუქის ფარს იშველიებდა, და რადგან უსათვალოდ იყო, მოჭუტული
თვალით დააცქერდა მოშიშინე ალისაგან ავარვარებულ კოლდუელის კოჭის
რბილობს. მკვდარივით გაფითრებული სახე მთლად დაუნაოჭდა, გამჭრიახ
თვალებში აკვიატებული აზრი უელავდა. კოლდუელმა დაბლა დაიხედა და
დაინახა, რომ ჰამელს შუბლზე ჭაღარა თმის თხელი ბღუჯა ჩამოეშალა, შეაშრა
და მერე გაქრა, თითქოს კვამლის ცხელმა ნაკადმა შეისრუტაო. მუშები მათ
უხმოდ შესცქეროდნენ. უეცრად კოლდუელმა მხურვალება შეიგრძნო;
გავარვარებული თუნუქი უდაღავდა ფეხს. მაგრამ თვალდახუჭულმა
წარმოიდგინა, თუ როგორ იღუნება, დნება, მოლეკულებად იშლება ისარი.
ლითონის მცირე საგანმა იატაკზე ჟღარუნი მოიღო. მარწუხები, ფეხზე რომ
უჭერდა, მოეშვა.
9
კოლდუელმა თვალი გაახილა - სანთურა ჩამქრალიყო. ელექტრონის ყვითელი
შუქი ყავისფრად ეჩვენა.
- რონი, ჩვარი დაასველე ერთი, - გასძახა ჰამელმა. - გავაცივებთ და ისე
გამოვიღებთ, - აუხსნა კოლდუელს.
- ოქროს ხელი გაქვთ, - უთხრა კოლდუელმა. მისი ხმა მოულოდნელად სუსტად
გაისმა და შექება უფერული გამოვიდა.
კოლდუელმა დაინახა, როგორ აიღო ცალთვალა, მხარბეჭიანმა ჭაბუკმა რონის
გაზეთილი ჩვარი და ჩაუშვა ოდნავ მოშორებით, ნათურის ქვეშ მდგარ შავი
წყლით სავსე კასრში. ამღვრეულ წყალში სინათლის ათინათები ალიცლიცდნენ,
აწრიალდნენ, თითქოს წყლიდან თავის დაღწევას ლამობენო. რონიმ ჩვარი
მიაწოდა ჰამელს, ხოლო ეს უკანასკნელი ჩაცუცქდა და ჩვარი ისარს შემოახვია.
კოლდუელს ცივი წყალი წურწურით ჩაეღვარა ფეხსაცმელში, გაისმა შიშინი და
ნესტოებში საამო სურნელებამ შეუღიტინა.
- ახლა კი ცოტა შევიცადოთ, - თქვა ჰამელმა. ჯერ ისევ ჩაცუცქული იყო და
ფრთხილად ეჭირა კოლდუელის შარვლის ტოტი ჭრილობის ზემოთ.
კოლდუელმა ჰამელის სამივე თანაშემწის მზერა დაიჭირა, - მესამე
ავტომობილის ქვეშიდან გამოძვრა და უბადრუკად გაიღიმა. ახლა, როცა
ტანჯვა დასასრულს უახლოვდებოდა, უხერხულობა იგრძნო და დაირცხვინა.
მისი ღიმილის საპასუხოდ მუშებმა წარბი შეიკრეს. მათთვის ეს იგივე იყო,
მანქანას რომ უეცრად ენა ამოედგა. კოლდუელმა იქ მყოფთ თვალი აარიდა და
შორეულზე ფიქრს მიეცა: მწვანე მინდვრებზე, ოდესღაც ლამაზ და მოხდენილ
ხარიკლოზე, პიტერზე, როცა ბიჭი სულ პაწაწა იყო, ჩასვამდა ხოლმე
საჭემიმაგრებულ ბორბლებიან სკამში და ორკაპი ჯოხით უბიძგებდა. ასე
დაასეირნებდა წაბლის ხეებით დაჩრდილულ ქუჩებში. ღარიბები იყვნენ და
საბავშვო ეტლის ყიდვა არ შეეძლოთ; ბიჭუნამ დამოუკიდებლად ისწავლა
სკამის მართვა, მეტისმეტად ადრე ხომ არა? კოლდუელი ზრუნავდა ბავშვზე,
როცა კი დროს იშოვიდა.
- ახლა კი გამაგრდით, ჯორჯ, - უთხრა ჰამელმა. ისარმა უკან დაიხია და
ჭრილობიდან გამოსრიალებისას ერთხელ კიდევ უჩხვლიტა. კმაყოფილებისა
თუ ნათურის სიმხურვალისაგან სახეალეწილი ჰამელი გასწორდა. მისი სამივე
ბრიყვი თანაშემწე
შექუჩდა, წრე შეკრეს და ერთმანეთს არ აცლიდნენ ვერცხლისფრად მოლივლივე
ფოლადის დათვალიერებას. ისრის ბოლო სისხლით იყო შეღებილი.
კოლდუელმა გათავისუფლებულ კოჭში შვება იგრძნო. სისუსტემ დაუარა:
თითქოს ფეხსაცმელი ნელ-ნელა ევსებოდა რაღაც თბილი სითხით. ტკივილმა
10
ფერი იცვალა და ეს ახალი სპექტრი განკურნებას უქადდა. ტანმა იგრძნო ეს.
ტკივილი ახლა რიტმული ძგერით ადიოდა გულთან - ეს ბუნების სუნთქვა იყო.
ჰამელი დაიხარა, იატაკზე რაღაცას დასწვდა და ცხვირთან მიიტანა, დაყნოსა,
მერე კოლდუელს გაუწოდა. სითბოშერჩენილი ისრის ბურნუკი იყო,
სამწახნაგოვანი და ისეთი წვერწამახული, რომ წიბოები მოქნილ რკალად
იდრიკებოდა; მეტისმეტად მოქნილი და ნატიფი იყო ასეთი ჭრილობისათვის.
ჰამელი ჯერ კიდევ მძიმედ სუნთქავდა. ხელისგულზე ლაქები გამოსვლოდა
ძალდატანებისაგან; შუბლი ცივმა ოფლმა დაუცვარა.
- რაღად დაყნოსეთ? - ჰკითხა კოლდუელმა.
- ვიფიქრე, მოწამლული ხომ არ არის-მეთქი.
- მერე?
11
რა ვიცი, ახლანდელი ბავშვებისაგან ყველაფერს უნდა მოელოდე, - უთხრა
ჰამელმა. - ისე სუნი არა აქვს.
- ამას არ ჩაიდენდნენ, - დარწმუნებით მიუგო კოლდუელმა და თვალწინ
წარმოუდგა აქილევსის და ჰერაკლეს, იაზონისა და ასკლეპიოსის სახეები,
სასოებით რომ იჭერდნენ მის ყოველ სიტყვას.
- ნეტავ ვიცოდე, საიდან აქვთ ამ ბავშვებს ფული! - თქვა ჰამელმა, თითქოს
ცდილობდა კოლდუელი ბნელი ფიქრებიდან გამოეფხიზლებინა. მერე ისარი
აიღო და სისხლი ხელთათმანით გაწმინდა.
- კარგი ფოლადია, - ჩაილაპარაკა მან. - ცოტა ფული კი არა ღირს!
- მამები აძლევენ ფულს ამ საძაგლებს, - თქვა კოლდუელმა. ახლა თავს უფრო
მხნედ გრძნობდა. ფიქრი დაეწმინდა. უნდა დაბრუნდეს სკოლაში,
გაკვეთილზე.
- მეტისმეტად ბევრი ფული გაუჩნდა ხალხს, - თქვა მოხუცმა მექანიკოსმა. მის
ხმას დაღლილი კაცის სიანჩხლე დაეტყო. - დეტროიტში დამზადებულ ნაგავს
ერთმანეთს ხელიდან გლეჯენ.
ჰამელს სიწითლემ გაუარა და კვლავ ნაცრისფრად გადაეტეტკა აცეტილენით
დამწვარი სახე. კილიტის დაჭმუჭნული ქაღალდივით დანაოჭებულ და
მოშვებულ სახეზე ახლა ჩუმი სევდა გადაჰკვროდა და თითქმის ქალური ჩანდა.
კოლდუელი შეწუხდა.
- ელ, რამდენია ჩემზე? უნდა წავიდე. ზიმერმანი თავს წამაცლის.
- არაფერი, ჯორჯ. ნუ გაირჯებით. მოხარული ვარ, რომ დაგეხმარეთ. - მან
გაიცინა. - ყოველდღე როდი მიხდება ფეხიდან ისრის გამოძრობა.
- მართალი გითხრათ,
სპეციალისტს...
სინდისი
მქენჯნის.
გთხოვთ
როგორც
ოსტატს,
კოლდუელმა ყოყმანით წაიღო ხელი ჯიბისაკენ.
- კარგი ერთი, ჯორჯ! სულ ერთი წუთის საქმე იყო. დიდსულოვნად მიიღეთ
ჩემგან ეს მცირე სამსახური. რამდენჯერ უთქვამს ვერას თქვენზე, მაგისთანა
წესიერ კაცს იშვიათად ნახავ სკოლაში, სხვები სიცოცხლეს მიმწარებენო.
კოლდუელმა იგრძნო, რომ სახე უქვავდებოდა; იცის კი ჰამელმა, რა უმწარებს
ვერას სიცოცხლეს!.. უნდა დაბრუნდეს.
- ელ, მერწმუნეთ, სულით და გულით გმადლობთ.
12
მუდამ ასეა. წესისამებრ მადლობის გადახდაც კი არ ეხერხება. მთელი სიცოცხლე
ამ ქალაქში გაატარა, შეეთვისა აქაურ ხალხს, ვერ კი გამოუხატავს.
- მოიცათ! - მიაძახა ჰამელმა. - ამას თან ხომ არ წაიღებთ? - და კრიალა ზრო
გაუწოდა. ბურნუკი კოლდუელმა ადრევე ანგარიშმიუცემლად ჩაიდო ჯიბეში.
ეშმაკსაც წაუღია. დაიტოვეთ.
- რა ჯანდაბად მინდა? აქ ისედაც ბევრი ნაგავია. ზიმერმანს უჩვენეთ. განა
დასაშვებია, რომ ჩვენს სკოლაში ასე აბუჩად იგდებდნენ მასწავლებელს?
- კარგი, ელ, დაგიჯერებთ ამას. გმადლობთ. დიდი მადლობა.
ისრის გრძელი ვერცხლისფერი ღერო ჯიბიდან ავტომობილის ანტენასავით
ამოჩრილიყო.
- უნდა
დაიცვან
მასწავლებლები
ასეთი
მოწაფეებისაგან.
იჩივლეთ
ზიმერმანთან. - თვითონ იჩივლეთ, თქვენ იქნებ დაგიჯეროთ.
- ვინ იცის, იქნებ, დამიჯეროს კიდეც. სერიოზულად გეუბნებით. სრულიად
ადვილი შესაძლებელია.
- ხუმრობა აზრადაც არ მომსვლია.
- ხომ იცით, სკოლის საბჭოს წევრი ვიყავი, როცა ის მასწავლებლად დანიშნეს.
- ვიცი, ელ.
- მერე კი ბევრჯერ ვინანე...
- ამაოდ.
- ნუთუ?
- არ არის უჭკუო კაცი.
- ჰო... რა თქმა უნდა... მაგრამ რაღაც აკლია.
- ზიმერმანმა იცის, როგორ
დისციპლინა ვერ დაამყარა.
უნდა
გამოიყენოს
ძალაუფლება,
ოღონდ
კოლდუელს წვივი და მუხლი კვლავ გაუსერა ტკივილმა. მოეჩვენა, რომ ბოლოს
და ბოლოს შეიცნო, რა კაციცაა ზიმერმანი და სრულიად მიუდგომლად განსაჯა
კიდეც. ჰამელი კი გულისგამაწვრილებელი სიჯიუტით იმეორებდა ერთხელ
აჩემებულს:
- რაღაც აკლია მაინც.
13
კოლდუელი გრძნობდა, რომ იგვიანებდა და მოუსვენრობისაგან გულის
კოვზთან წიწკნიდა.
- მეჩქარება. - თქვა მან.
- აბა, ბედნიერად. ხესის გადაეცით, ქალაქში უთქვენოდ მოგვეწყინება-თქო.
- ღმერთო ჩემო, ხესი იქ ტოროლასავით ლაღად გრძნობს თავს. მთელი
სიცოცხლე ამაზე ოცნებობდა.
მამილო კრამერი რაღასა იქს?
- კაჟივითაა. ას წელიწადს იცოცხლებს.
- აღარ მოგბეზრდათ ყოველდღე აქეთ-იქით მგზავრობა?
- მართალი გითხრათ, მეხალისება კიდეც. შვილს ხანდახან მაინც
გამოველაპარაკები ხოლმე. ქალაქში რომ ვცხოვრობდით, ბავშვს თითქმის ვერ
ვხედავდი.
- ვერა ამბობს, ჭკვიანიაო.
- დედას ჰგავს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩემი სიმახინჯეც გამოჰყვეს.
- ჯორჯ, შეიძლება რაღაც გითხრათ?
- რა თქმა უნდა.
- თქვენი სიკეთე მინდა და იმიტომ გეუბნებით.
- თქვით, ელ. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ.
- იცით თქვენი უბედურება რა არის?
- ჯიუტი და სულელი ვარ.
- არა, მართლა.
უბედურება ისაა, - გაიფიქრა კოლდუელმა, - რომ ფეხი მტკივა, საშველი აღარაა.
- რა მაინც?
- მეტისმეტად თავმდაბალი ხართ.
- ნიშანში მოარტყით, ელ, - მიუგო კოლდუელმა და წასასვლელად შეტრიალდა.
- მანქანა როგორღაა, წესრიგშია? - არ ეშვებოდა ჰამელი.
ფერმაში გადასვლამდე, რომელიც ქალაქიდან ათი მილით იყო დაშორებული,
კოლდუელები უმანქანოდაც იოლად გადიოდნენ. ოლინჯერში არ ჭირდა
14
ფეხით სიარული, ოლტონამდე კი ტრამვაი დადიოდა. მაგრამ როცა მოხუცი
კრამერის სახლი უკანვე გამოისყიდეს, მანქანა აუცილებელი გახდა. ჰამელმა
შეურჩია ოცდათექვსმეტ წელს გამოშვებული
„ბიუიკი“, სულ რაღაც სამას
სამოცდათხუთმეტ დოლარად.
- მშვენივრად. საუცხოო მანქანაა. ვერ მომინელებია, რომ გისოსი გამიტყდა.
- აღარ შედუღდება, ჯორჯ. ძრავა ხომ კარგად მუშაობს?
- საუკეთესოდ. ელ, უსაზღვროდ მადლობელი ვარ თქვენი.
ძრავა წესრიგში უნდა იყოს. თქვენი წინამორბედი ნელა დადიოდა, საათში
ორმოც მილს არ აჭარბებდა. დამკრძალავი ბიუროს პატრონი არ იყო!.. ჰამელი
ამას მეათასეჯერ მაინც იმეორებდა. როგორც ჩანს, ეს აზრი იზიდავდა.
- ეს სრულებით არ მადარდებს, - მიუგო კოლდუელმა, მივხვდი, რომ ჰამელის
წარმოდგენით მანქანაში სულები ბუდობდნენ. ბოლოს და ბოლოს
ჩვეულებრივი ოთხკარიანი მსუბუქი ავტომანქანა იყო. მიცვალებულს შიგ
ვერაფრით დაატევდა კაცი. ეს კია, რომ ასე კუპრივით შავი კოლდუელს ჯერ
არაფერი ენახა. ძველი „ბიუიკებისათვის“ შელაქს არ იშურებდნენ.
ჰამელთან მოსაუბრე კოლდუელი ნერვიულობდა. ყურში ერთთავად საათის
ტიკტიკი ჩაესმოდა; სკოლა მბრძანებლურად უხმობდა. ჰამელის გასავათებული
სახე ველური ხმების კორიანტელში როკავდა. ავტომობილის დახარისხებული
დეტალები, აგლეჯილი კუთხვილის ზიგზაგები, ნახშირის შრეები,
დაღვლარჭნილი ლითონის ნაჭრები არეკლილიყო ამ სახის კარგად ნაცნობ
ნაკვთებში. ნუთუ ჩვენც ასე ნაწილ-ნაწილ დავიშლებით? ტვინი კი გამალებული
კაკუნით გადასცემდა ეთერში: შელაქი „ბიუიკებზე“, შელაქი, შელაქი.
- ელ, - უთხრა მან, - ძალზე დავიგვიანე. მაშ ფულს არ აიღებთ?..
- კმარა ამაზე, ჯორჯ!
უცნაურები არიან ეს ოლინჯერელი არისტოკრატები. ფულს არასგზით არ
გამოგართმევენ, ქედმაღლური ლაპარაკი კი უყვართ. თავს მოგახვევენ სიკეთეს
და მერე ღმერთებს ბაძავენ.
კოლდუელი კარისკენ წავიდა, ჰამელი კოჭლობით გაჰყვა მას. სამმა კიკლოპმა
ისეთი
ხორხოცი მორთო, რომ ორივე შემოტრიალდა. არჩი, გამაყრუებელი ხითხითით,
თითქოს ასი ნაუცბათევად დაკლული ქათამი კრიახებსო, იატაკზე
მიუთითებდა. ჭუჭყიან ცემენტზე სველი ნაკვალევი დარჩენილიყო.
15
კოლდუელმა დაჭრილ ფეხზე დაიხედა: ფეხსაცმელი სისხლით იყო
გაჟღენთილი; მუქ სინათლეზე სისხლს შავი ფერი დაჰკრავდა და ქუსლთან
წვეთავდა.
- ჯობს ექიმთან წახვიდეთ, - უთხრა ჰამელმა.
-შესვენებაზე ჩავირბენ. დე იდინოს სისხლმა, - მას შხამზე ფიქრი არ ასვენებდა. ჭრილობა გასუფთავდება.
მან კარი გამოაღო და ცივი ჰაერის ნაკადმა ყველანი დასუსხა. გასვლისას
კოლდუელმა დაჭრილი ფეხი გაუფრთხილებლად დააბიჯა და მოულოდნელი
ტკივილისაგან შეხტა.
- უთხარით ზიმერმანს, - არ ცხრებოდა ჰამელი.
ვეტყვი.
- არა, მართლა, ჯორჯ, უთხარით.
- სულ ერთია ვერაფერს გააწყობს, ელ. ახლანდელი ბავშვები არ ჰგვანან
უწინდელებს. თანაც ზიმერმანს კიდეც უხარია, ბავშვები ცოცხლად რომ
გვჭამენ.
ჰამელმა ამოიოხრა. ნაცრისფერი კომბინეზონი ტომარასავით ეკიდა. თმაში
ლითონის ნაქლიბი უბრწყინავდა.
- ცუდ დროში ვცხოვრობთ, ჯორჯ.
კოლდუელს მოგრძო, გამხდარი სახე შეუტოკდა. რატომღაც ხუმრობის
ხასიათზე დადგა, რაც იშვიათად ემართებოდა. საერთოდ მისთვის უცხო იყო ის,
რასაც უმრავლესობა „იუმორის გრძნობას“ უწოდებს.
- რაც მართალია მართალია, ოქროს ხანა არ არის.
კოლდუელს შეებრალა ჰამელი და სკოლისკენ მიმავალი მასზე ფიქრობდა.
მარტოდმარტოა საწყალი, ხმის გამცემიც კი არ ჰყავს, რამდენ ხანს შეიყოლია.
ვიღას სჭირდება ახლა ასეთი მექანიკოსები; ყველგან მასობრივი წარმოებაა.
ნივთი თუ გაცვდა, ახლის ყიდვაა საჭირო, მორჩა და გათავდა! ჯართის ადგილი
სამტვრევზეა. მხოლოდ ცალთვალა ყეყეჩები თუ დაყაბულდებიან ახლა მასთან
მუშაობას, ცოლი თითქმის ყოველ შემხვედრთან ღალატობს, „მობილგესი“
You have read 1 text from Georgian literature.
Next - კენტავრი - 02
  • Parts
  • კენტავრი - 01
    Total number of words is 3340
    Total number of unique words is 2166
    24.6 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    44.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 02
    Total number of words is 3612
    Total number of unique words is 2290
    24.5 of words are in the 2000 most common words
    37.5 of words are in the 5000 most common words
    45.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 2221
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 04
    Total number of words is 3828
    Total number of unique words is 2253
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 05
    Total number of words is 3690
    Total number of unique words is 2293
    25.7 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 06
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2285
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 07
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2208
    28.2 of words are in the 2000 most common words
    40.8 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 08
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 2203
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 09
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2299
    26.9 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 10
    Total number of words is 3832
    Total number of unique words is 2203
    27.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 11
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2293
    26.4 of words are in the 2000 most common words
    39.1 of words are in the 5000 most common words
    46.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 12
    Total number of words is 3897
    Total number of unique words is 2212
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 13
    Total number of words is 3874
    Total number of unique words is 2126
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 14
    Total number of words is 3804
    Total number of unique words is 2211
    27.9 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 15
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2177
    28.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 16
    Total number of words is 3722
    Total number of unique words is 2183
    27.0 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 17
    Total number of words is 3736
    Total number of unique words is 2200
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 18
    Total number of words is 3771
    Total number of unique words is 2310
    27.4 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 19
    Total number of words is 3048
    Total number of unique words is 1793
    25.5 of words are in the 2000 most common words
    36.6 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.