Latin

კენტავრი - 16

Total number of words is 3722
Total number of unique words is 2183
27.0 of words are in the 2000 most common words
40.0 of words are in the 5000 most common words
47.5 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
თითქოს აჩრდილი გაეგმიროს? ნეტავ რას გულისხმობდა ზიმერმანი?
დირექტორი უკან ბრუნდება:
- ჰო, მართლა, ჯორჯ...
აჰა, დაიწყო, კატათაგვობანა.
- იმ ბილეთებზე.
- დიახ.
ნუ ეტყვით ფილიპსს ამის შესახებ, - ზიმერმანი თვალს უკრავს. - ხომ იცით, რა
ბუზღუნა ვინმეა. - კეთილი. გასაგებია.
დირექტორის კაბინეტის კარი მიიხურა - თეთრად გაიელვა შეღებილმა შუშამ.
კოლდუელს ვერ გაუგია, ნამდვილად შეღავათი იგრძნო, თუ ავადმყოფობის
ბრალია, მუხლები ასე რომ უკანკალებს და ხელები ერთმევა. მაგრამ ფეხები ჯერ
ისევ სჭირდება, ისინი კი აღარ ემორჩილებიან. მისი ტორსი ნელა მიცურავს
დერეფანში. მოსახვევში მასწავლებლის გამოჩენამ დააფრთხო გლორია დევისი.
კეჯერაიზს ის კუთხეში მიუჭყლეტია და მისი ფეხი მუხლებში აქვს
გამომწყვდეული. ამანაც იპოვა რაღა ხვითო - რა აღარ უნახავს და უკეთესი ვერ
უშოვია! კოლდუელი მათ ყურადღებას არ აქცევს, დარბაზში შედის და გვერდს
უქცევს შეჯგუფებულ ყოფილ მოსწავლეებს, ერთ-ერთი მათგანი ჯეკსონია,
დანარჩენების გვარი აღარ ახსოვს. ისინი თამაშს უყურებენ, მკვდარი სულები.
რახანია, სკოლასთან აღარაფერი აკავშირებთ და იმდენი ჭკუაც არ ყოფნით ამ
უბედურებს, რომ ახლა მაინც მოსცილდნენ აქაურობას. ახსენდება, ჯექსონი რომ
მოინახულებდა გაკვეთილების შემდეგ, გულის გამაწვრილებელ გეგმებს
გადაუშლიდა და ერთთავად ასტრონომიის სიყვარულზე ელაპარაკებოდა,
230
უამბობდა, თავისი ხელით როგორ გააკეთა ტელესკოპი ბანდეროლის მუყაოს
მილებისა და გამადიდებელი შუშებისაგან. ახლა კი ამ საცოდავს ხელობაც კი არა
აქვს, წყალსადენის ოსტატს დაუდგა შეგირდად, საათში 75 ცენტს იღებს და
იმასაც სასმელში ხარჯავს. მაგრამ რას იზამ, ძალიანაც რომ გინდოდეს, რას
უშველი? ის თვალს არიდებს თავის ნამოწაფრებს, ეს ყურჩამოყრილი სიფათები
ოთხში ამოღებულ და გამოშიგნულ საკლავს აგონებენ, კავებზე რომ ჰკიდია
უზარმაზარ სასტუმრო ატლანტიკ-სიტის მაცივარში, სადაც ის ოდესღაც
მუშაობდა. დამპლები. გვერდით გაუხვია და პირდაპირ შეეჩეხა ბებერ კენი
კლეგლს, უმცროს პოლიციელს - ეს გაჭაღარავებული, თმაგადასლექილი კაცუნა,
მოუსვენარი თვალებითა და კეთილი, ბებრული ღიმილით, დიდი ამბით რომ
გამოჯგიმულა თავის ლურჯ მუნდირში, სკოლაში ღამის მორიგედ მუშაობს და
ღამეში ხუთ დოლარს იღებს; ის ბრინჯაოს ცეცხლმქრობის გვერდით დგას და
იმაზე მეტად არც ფასობს - რამე რომ მოხდეს, ერთიც ფურთხებას მოჰყვება და
მეორეც. დიდი ხანია, რაც კლეგლი ცოლმა მიატოვა, მაგრამ აქამდე არ იცის ამის
მიზეზი. რომ გაიგოს, აქვე გადაბრუნდება და სულს განუტევებს.
ნაგავი, სიდამპლე, სიცარიელე, ღრიანცელი, სიმყრალე, სიკვდილი. ამ
მრავალსახოვან აჩრდილს გამოქცეული კოლდუელი ღვთის წყალობით მამა
მარჩს გადააწყდა - შავებში გამოწყობილი, თეთრსაყელოიანი მღვდელი
დასაკეცი სკამების გროვას მიყრდნობილი კუთხეში იდგა ვერა ჰამელის
გვერდით.
- მგონი, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, - ეუბნება კოლდუელი. - მე ჯორჯ
კოლდუელი ვარ, აქ ბუნებისმეტყველებას ვასწავლი.
მარჩი იძულებულია ვერასთან საუბარი შეწყვიტოს, გაწვდილი ხელი
ჩამოართვას და თავშეკავებით, მოკლედ შეკრეჭილ ულვაშებში ჩამალული
ღიმილით მიუგოს:
- თითქოს მართლა არ შევხვედრილვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბევრი მსმენია
თქვენზე და შორიდან გიცნობთ.
- მე ლუთერანი ვარ და თქვენს სამწყსოს არ ვეკუთვნი, - უხსნის კოლდუელი. იმედია, ხელი არ შეგიშალეთ. საქმე ის არის, რომ ძალიან ბევრი რამ მიშფოთებს
სულს.
მარჩი აღელვებით ადევნებს თვალს ვერას, რომელიც განზე იხედება და საცაა,
ხელიდან დაუსხლტება, და ეკითხება:
- ნუთუ? მაინც, რა არის ამის მიზეზი?
231
- ყველაფერი, თუნდაც საქმეთაგან განმართლება. ძალიან მიჭირს ამის გაგება და
თქვენი შეხედულება მაინტერესებს.
მარჩი თვალებს მოუსვენრად აცეცებს, კოლდუელს არ უყურებს, ბრბოს
ათვალიერებს, იქნებ ვინმე ისეთი მოინახოს, რომელიც ამ აყლაყუდა,
აბურძგლული მანიაკისაგან იხსნის.
- ჩვენი შეხედულება დიდად არ განსხვავდება ლუთერანულისაგან, - მიუგებს
იგი. - იმედია, ოდესმე, რეფორმაციის ყველა შვილები კვლავ შეერთდებიან.
- თუ ვცდები, შემისწორეთ, თქვენო მაღალღირსებავ, - ეუბნება კოლდუელი, მაგრამ, რამდენადაც მესმის, განსხვავება იმაშია, რომ ლუთერანები ამტკიცებენ
- იესო ქრისტეს
უნდა მიენდოო, კალვინისტები კი ამბობენ: რაც უნდა მოგივიდეს, ყველაფერი
წინასწარ განსაზღვრულიაო.
მოთმინებადაკარგული და ბრაზისაგან გაოგნებული მარჩი ვერასაკენ იშვერს
ხელს, თითქოს უნდა დააკავოს ამ უგუნური ჩარევით დამფრთხალი.
- სასაცილო მსჯელობაა, - ორთოდოქსალური კალვინიზმი, მე კი უფრო
ორთოდოქსად ვთვლი ჩემს თავს, ისევე ქრისტოცენტრულია, როგორც
ლუთერანული მოძღვრება, და შეიძლება, მეტადაც, რადგან ჩვენ არ ვცნობთ
წმინდანებს და არც რაიმე სუბსტანციურ გარდაქმნას ზიარების
საიდუმლოებაში.
- მე მღვდლის შვილი ვარ, - უხსნის კოლდუელი. - ჩემი მოხუცი
პრესვიტერიანელი იყო, და როგორც მან შემაგონა, არსებობენ რჩეულნი და
უბრალო მოკვდავნი; რაც ღმერთს ერთისთვის მიუცია, მეორე იმას
მოკლებულია და ვერც ვერასოდეს შეიძენს. მაგრამ ჩემი სისულელით იმაში
ვეღარ გავრკვეულვარ, რაღა უბრალო მცოდავნი გაჩნდნენ პირველად. ამის
ახსნა, ალბათ, მხოლოდ ერთი რამით შეიძლება - ღმერთისათვის აუცილებელი
იყო, რომ ვინმესთვის მაინც ეკრა თავი ჯოჯოხეთში.
ოლინჯერის კალათბურთელები ანგარიშს ზრდიან და მარჩი იძულებულია ხმას
აუწიოს, რათა კოლდუელს გააგონოს.
- ბედისწერას,
-
ყვირის
ის,
-
უფლის
განუზომელი
გულმოწყალება
აწონასწორებს. ხმაური კლებულობს.
- სწორედ ეგ არ მესმის, - მიუგებს კოლდუელი. - ვერ გამიგია, რაღაში
გამოიხატება უფლის განუზომელი გულმოწყალება, თუკი ის არაფერს
232
შეცვლის; იქნებ, იგი მართლაც განუზომელია, მაგრამ ჩვენგან განუზომელი
მანძილითვეა დაშორებული, - სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია.
მარჩს მუქ თვალებში სიანჩხლე უკრთის, ტანჯული გამომეტყველება აქვს.
გრძნობს, რომ ვერას ევსება მოთმინების ფიალა.
- რა უაზრობაა! - გაჰყვირის ის. - კალათბურთის მატჩი შეუფერებელი ადგილია
ასეთი საუბრისათვის. იქნებ, როგორმე შემოიაროთ ჩემთან, მისტერ...
- კოლდუელი, ჯორჯ კოლდუელი. აი, ვერა მიცნობს.
სახეგაბადრული ვერა მათკენ შემობრუნდა.
- ვინ მახსენა? ღვთისმეტყველებისა არაფერი გამეგება.
- ჩვენ უკვე მოვრჩით კამათს, - ეუბნება მამა მარჩი. - თქვენს მეგობარს, მისტერ
კოლდუელს ძალიან თავისებური და მცდარი წარმოდგენა აქვს საბრალო,
უმართებულოდ სახელგატეხილ ჟან კალვინზე.
- მე მასზე არაფერიც არ ვიცი, - თავს იცავს კოლდუელი, ხმა საცოდავად და
უსიამოდ უწვრილდება, - ვცდილობ, ახლა მაინც გავიგო.
- შემომიარეთ დილით, როცა გნებავთ, ოთხშაბათის გარდა, - ეუბნება მარჩი. კარგ წიგნებს მოგცემთ წასაკითხად.
და ამჯერად უკვე საბოლოოდ, გადააქვს ყურადღება ვერაზე, კოლდუელისაკენ
ტრიალდება ლამაზი, თვითდაჯერებული პროფილით, რომელიც ძველ,
რომაულ მონეტაზე გამოკვეთილს ჰგავს.
დახე ამ შინგაზრდილ არისტოკრატებს, მაგათთან ნერონიც გახუნდება, ფიქრობს
გამობრუნებული
კოლდუელი.
სიკვდილის
აჩრდილით
დამძიმებული და დაბანგული, თითქოს წყლის ზანტი, გამჭვირვალე
მტაცებელია და ოკეანის ალმასივით მკვრივ სიღრმეებში შხამიან საცეცებს
დააცეცებსო, მაყურებელთა ზურგსუკან მიიპარება და თვალებით დაეძებს ვაჟს.
ბოლოს მხარმარჯვნივ, წინა რიგებში დაინახავს პიტერს.
საწყალ ბიჭს თმა აქვს შესაკრეჭი. მაგრამ დღეს კოლდუელი უკვე მორჩა საქმეებს,
შინ უნდა წავიდეს და პიტერი წაიყვანოს. ადამიანები, რომლებიც მუდამ
აღტაცებას იწვევდნენ მასში, დღეს ეზიზღება - მიკრობებივით ფუსფუსებენ ამ
დახუთულ დარბაზში. ამას ხესის მწირი ფერმაც კი ჯობია. გარეთ კი ბარდნის.
პიტერს არ აწყენდა გამოძინება.
233
მაგრამ პიტერის გვერდით, მრგვალი, ქერათმიანი თავი მოჩანს. კოლდუელმა
იცნო - მეცხრეკლასელია, ფოგლმენის ქალი. ორი წლის წინ კოლდუელი მის ძმას
ასწავლიდა.
ეს ფოგლმენები ისეთი ხალხია, შიგანიანად გადაგსანსლავენ, ძვლებს კი
ნარეცხის კასრში გამოაფურთხებენ. გულქვა გერმანელები, თფუ!.. ტყუილად არ
ზის პიტერი გვერდით, გაუელვებს თავში უეცრად. ნუთუ ეს შესაძლებელია?
პიტერი ხომ ჭკვიანი ბიჭია. მაგრამ კოლდუელს მაშინვე აგონდება, რომ არა
ერთხელ უნახავს პიტერი და პენი ერთად დერეფანში, კუთხე-კუთხე: წყლის
სასმელ აუზთან - იდგნენ და იცინოდნენ; კარადასთან - მიყუჟულები,
ჩაფიქრებულ პოზაში. კარებში - თითქოს ჩარჩოში იყვნენ ჩასმულნი, თეთრი
სინათლის ფონზე ერთ მუქ სილუეტად შერწყმულნი. ხედავდა, მაგრამ
ვერაფერს ხვდებოდა. ახლა კი მიხვდა და სიმარტოვე კიდევ უფრო მწვავედ
შემოეგზნო. გამაყრუებელი ღრიანცელი შემოესმა - ანგარიში ოლინჯერის
სასარგებლოდ იზრდება, და ბრმა სიშმაგე ოთხასი ენის წვერით ლოკავს
მასწავლებლის შეწუხებულ გულ-გვამს.
ოლინჯერი იგებს.
პიტერი თვალს არ აშორებს კალათბურთის მოედანს, მაგრამ მოთამაშეებს ვერც
კი ამჩნევს, მისი შინაგანი ხედვა ცოცხალ მოგონებას შეუპყრია: ის სახით ეკვრის
მღელვარე სიცარიელეს პენის ფეხებს შორის. ვინ დაიჯერებს, რომ ის, ჯერ ისევ
ყმაწვილი ბიჭი, ასეთი წყალობის ღირსი გახადეს?! ვინ იფიქრებდა, რომ მეხი არ
გავარდებოდა და შურისმაძიებელი დემონები არ გაიღვიძებდნენ? ამ ხალხით
გატენილ, გაჩახჩახებულ დარბაზში ვინ წარმოიდგენდა, რა უსასრულო წკვარამს
ეკონებოდა ის ტუჩები? ეს მოგონება თბილი ნიღაბივით ელამუნება სახეზე და
ვერ ბედავს თავისი სატრფოსაკენ მოხედვას, ეშინია, რომ პენი უეცრად საზარელ
წვერს დაინახავს, შიშისა და სირცხვილისაგან შეჰყვირებს და სახეზე ჭირის
ოფლი დაასხამს.
როცა პიტერი მამასთან ერთად სკოლიდან გამოდის და თოვლში მიაბიჯებს,
ეჩვენება, ეს თოვლის წარღვნა ჩემმა მკრეხელობამ გამოიწვიაო. თავაწყვეტილი
ქარი, რომელიც აღარაფერს ეპუება, წამდაუწუმ გამწარებით აყრის თბილ სახეში
წკრიალა, ყინულოვან ქვიშრობს. პიტერი თოვლს გადაეჩვია. ეს ყოველი
მხრიდან მომსკდარი დაუსრულებელი ღაღადისია. ის ცას უყურებს და თვალში
ხვდება
რაღაც
მოვარდისფრო-მოლურჯო,
იასამნისფერი,
ჩამქრალი
მოყვითალო-მარგალიტისფერი. თანდათანობით თვალს თუ შეაჩვევ, ძირს
ჩამოსული მკრთალი ფერების ნიაღვარი ფრთის ბოლოს ემსგავსება, მერე კი
მთელი ფრთა მოჩანს, ურიცხვი ბუმბულით
234
დაფარული. ეს ფრთა თითქოს გარშემო ყველაფერს გადაეფარა და შორს, შორს
გაიშალა უხილავ ჰორიზონტს იქით. ახლა, როცა თვალები ამ სიხშირეზე
მოიმართა, ყველგან ეს თეთრი თრთოლვაა. ქალაქსა და ყოველ შენობას
მოღაღადე თეთრი ჯარი შესევია.
პიტერი ჩერდება ფარნის ქვეშ, რომლებიც ავტომობილების სადგომის უახლოეს
კუთხეს დარაჯობს. ის განცვიფრებით იხედება ფეხებქვეშ. ქათქათა თოვლზე,
რომელსაც უკვე დაუფარავს მიწა, კოღოებივით ირევა რაღაც შავი წერტილები.
მერე ისინი სხვადასხვა მიმართულებით გარბიან და ყველა ერთ წერტილში
ქრება. პიტერი თვალს ადევნებს მათ და ხედავს, რომ ყველა ისინი ამ
წერტილისაკენ ისწრაფვიან და რაც უფრო შორს მიდიან, მით უფრო მატულობს
მათი სისწრაფე. პიტერი კიდევ რამდენიმეს აკვირდება: ყველა ქრება. ეს მოვლენა
ზებუნებრივი ჩანს. მაგრამ პიტერი უცებ გონივრულ ახსნა-განმარტებას
პოულობს და მშვიდდება. ეს ფიფქების ჩრდილებია, რომლებსაც ფარანი
ფანტავს. ფარნის ქვეშ მათი ფარფატით ცვენა უწესრიგო რხევად აიხსნება
თოვლზე, მაგრამ ფარნის გარშემო, იქ, სადაც სხივები ირიბად ეცემა, ჩრდილის
სიჩქარე, რომელიც თავისი ფიფქის შესახვედრად მიისწრაფის, პროპორციულად
იზრდება. უსასრულობიდან ჩამოსული
პაწია ჩრდილები ნელ-ნელა თრთის, უკანსაკნელ წუთს თვალისმომჭრელად
შავად გაკრთება და მაშინვე ქრება, როგორც კი მისი ორეული ქათქათა ზედაპირს
აკოცებს. ეს სურათი აჯადოებს პიტერს; სამყარო, მისი უსაზღვრო
მრავალფეროვნებითა და ცვალებადი მშვენიერებით, ახლა თითქოს ჯვარზე
გართხმულა, გაჭიმულა, და მილურსმული პეპელასავით უძრავად გახევებულა
უცილობელი გეომეტრიული ჭეშმარიტების ჩარჩოში. რაც უფრო უახლოვდება
ჰიპოტენუზა ვერტიკალს, მით უფრო ნელა მცირდება სამკუთხედის კათეტი: ეს
კანონია. ფიფქების მიზანდასახული ჩრდილები ჭიანჭველებს ჰგავს, მაღალი
კოშკის ქვის იატაკზე რომ დაფუსფუსებენ. პიტერი ახლა სწავლულია და
აუღელვებლად ცდილობს მიაგნოს კოსმოგრაფიაში, რომელსაც მამა ასწავლიდა,
ანალოგიას მის წინ მიმდინარე მოვლენასა და სპექტრში წითელი ფერების
გადაადგილებას შორის, რომლის წყალობითაც გვეჩვენება, რომ სისწრაფე,
რომლითაც ვარსკვლავები გვშორდება, ჩვენსა და მათ შორის არსებული
მანძილის პროპორციულია. იქნებ, აქაც ისეთი ილუზიაა, იქნებ, - ის ცდილობს
ნათლად წარმოიდგინოს ეს გონებაში - ვარსკვლავები მართლა ნელა მოძრაობენ
ჩვენი მხედველობის არის კონუსში, რომლის ღერძსაც დედამიწის ტელესკოპები
წარმოადგენს. მართლა ყველაფერი ისე ჰკიდია ამ სამყაროში, როგორც მტვერი
მიტოვებულ მეზონინში. კიდევ რამდენიმე ნაბიჯიც და პიტერი იმ მიჯნას
აღწევს, სადაც ფარნის შუქი მთრთოლვარე ბინდში ინთქმება. ამას იქით
ჩრდილების სიჩქარე უსასრულოა; პატარა სამყარო აქ თავდება და იწყება მეორე,
235
უსაზღვრო. პიტერს ფეხები დაუსველდა და გაეყინა. ამ ამბავმა კოსმიური
ფიქრები აუმღვრია. ვიწრო ოთახიდან გამოსულივით ეუცხოვება ქალაქის
სივრცე, - გარეთ დაეხეტება შეზარხოშებული ქარი, თითქოს უკანასკნელი
სადღეგრძელოც რომ შესვა და ისე გადმოეშვა ციდან.
პიტერი მანქანაში შედის, თითქოს გამოქვაბულს ეხიზნება; მამის გვერდით
ჯდება, სველ წაღებს იძრობს, შეჟინჟღლულწინდებიანი ფეხები ზევით ააქვს და
ფეხმოკეცილი ჯდება. მამას უკუსვლით სწრაფად გაყავს მანქანა სადგომიდან და
მოსახვევით ბიუკენენ-როუდისაკენ მიემართება. თავიდანვე გადააჭარბა
სიჩქარეს და უკანა ბორბლები ოდნავ აღმართზეც ბუქსაობენ. - დალახვროს
ეშმაკმა, - ამბობს კოლდუელი. - რა ოხრობა მოუვიდა! დღევანდელი
აღმოჩენისაგან პიტერს ნერვები დაწყვეტაზე აქვს, აღრენილია.
- რა იქნებოდა, ორი საათით ადრე რომ წამოვსულიყავით შინ? - ეკითხება ის. ახლა აბებს ვეღარ გავივლით. როდის აქეთია, შენ ის ბილეთები გაყიდე.
თამაშის დამთავრებას რაღას უცდიდი?
- ზიმერმანთან ვმუსაიფობდი. - მოგვიანებით პასუხობს კოლდუელი. ეშინია,
საყვედური არ გამოუვიდეს, - შენზე მითხრა, ველაპარაკეო... პიტერი თავს
დამნაშავედ გრძნობს და მკვახედ პასუხობს:
- თვითონ მომვარდა და რა უნდა მექნა: ქორივით ჩამაფრინდა დერეფანში.
- და შენც ადექი და იმ დაკარგულ ბილეთებზე უთხარი!
- სიტყვამ მოიტანა. ისეთი არაფერი მითქვამს.
- შენი შეწუხება სულაც არ მინდა, ჩემო შვილო, მაგრამ, რომ არ გეთქვა, მერჩია.
- მერე ამით ვის რა დააკლდა? გინდა, რომ მთელი სიცოცხლე ვიცრუო, არა?
- ხომ არ გითქვამს... თუმცა ეს უკვე სულ ერთია... მაგრამ... ისიც ხომ არ უთხარი,
მისი კაბინეტის წინ მიმ ჰერცოგს რომ შევეჩეხე?
- არა, რა თქმა უნდა, ეს ამბავი საერთოდ დამავიწყდა. შენს მეტს ყველას
დაავიწყდა. შენ გგონია, რომ მთელმა ქვეყანამ პირი შეკრა შენს წინააღმდეგ.
- ბევრი ვეცადე, მაგრამ ზიმერმანს ბოლომდე მაინც ვერ გავუგე, ალბათ, ესაა ჩემი
უბედურება.
- მანდ არაფერია გასაგები. ერთი აღვირახსნილი ბებერი მრუშია და თვითონაც
არ ესმის, რას აკეთებს. შენს გარდა ეს ყველამ იცის. მამა, რატომ ხარ ასეთი... პიტერს უნდოდა ეთქვა „სულელიო“, მაგრამ მეოთხე მცნება გაახსენდა და
236
ენაზე იკბინა. - ...ასეთი ეჭვიანი? ყველაფერს მნიშვნელობას ანიჭებ. რატომ არ
მოისვენებ? ასე რა ნერვებმა უნდა გაგიძლოს!
გაანჩხლებულმა ბიჭმა მუხლი წაჰკრა ფარს და ხელთათმანების ყუთის
სახურავმა გაიჟღარუნა. მამის თავი მოკრძალებული ლანდივით შეყუჟულა
პატარა ნაქსოვ ქუდში,
რომელიც პიტერის თვალში მამამისის
ქარაფშუტობასა და სიჯიუტეს განასახიერებს.
დამცირებას,
უგერგილობას,
კოლდუელი ოხრავს და ამბობს:
- არ ვიცი, პიტერ. ალბათ, ნაწილობრივ ეს მემკვიდრეობით გადმომეცა,
ნაწილობრივ კი გარემოს ბრალია.
მის ხმაში ისეთი დაღლილობა იგრძნობა, რომ, ეტყობა, უკანასკნელ ღონეს
იკრებს ამ ახსნა-განმარტების მისაცემად.
მამაჩემს ვკლავ, - ფიქრობს გულმოწყლული პიტერი.
თოვლი უფრო სქლად ბარდნის. ფიფქები ჯარად აწყდებიან ფარანს, ციმციმით
ირევიან, ქრებიან და მერე ახალი ჯარი მოდის. არ ცხრება ფანტელის ნიაღვარი.
შემხვედრი ავტომობილები თითო-ოროლაა. ხანაგის უკან სახლების
განათებული ფანჯრები სულ უფრო და უფრო მეჩხერდება, ინთქმება ქარბუქში.
ღუმელი ირთვება და მისი სითბო თითქოს იმის ნიშანია, რომ ისინი მოწყდნენ
სამყაროს. შუშის საწმენდი ისარი სულ უფრო და უფრო მოკლე რკალებს ავლებს
და ბოლოს შუაზე ორი პაწია გამჭვირვალე წერტილიღა რჩება. ძრავა
ფრთხვინვით მიაქანებს მათ ხაფანგისაკენ.
როცა ისინი ფერდობზე ეშვებიან, ებრაელების სასაფლაოსთან, სადაც „მშრალი
კანონის“ დროინდელი ცნობილი ოლტონელი განგსტერი ებ კონი ასაფლავია,
მანქანა გვერდზე გაისრიალებს. კოლდუელი სწრაფად ატრიალებს
გაჯიუტებულ საჭეს და საჭე სწორდება. ისინი მშვიდობიანად აღწევენ გორაკის
ძირს, სადაც ბიუკენენ-როუდი თავდება და ასოცდამეორე გზატკეცილზე
გამოდიან. მარჯვნივ გამოჩნდა თოვლიან ბურუსში გახვეული აბების მთა.
მებუქსირე
საბარგო
მანქანა
ზლაზვნით
მიცურავს
ოლტონისაკენ.
სრიალსაწინაღო ჯაჭვებს დამფრთხალი რახარუხი გააქვს. მერე ფარების
წითელი შუქი ციმციმით იკარგება სიბნელეში და ისინი მარტო რჩებიან
გზატკეცილზე.
ზევით აღმართი უფრო ციცაბოა. კოლდუელი პირველ სიჩქარეს რთავს და
ერთხანს ასე მიდის, სანამ ბორბლები ბუქსაობას არ იწყებენ, შემდეგ კი მეორეზე
გადადის. მანქანა
237
კიდევ რამდენიმე ათეული მეტრით მიიწევს წინ გაუკვალავ თოვლში; მერე
ბორბლები ისევ ბუქსაობენ და იმედგაწყვეტილი კოლდუელი მესამე სიჩქარეს
რთავს. ძრავამ ხმა გაწყვიტა. კოლდუელი გამეტებით ექაჩება ხელის მუხრუჭს,
რომ ძირს არ ჩაცურდნენ. ნახევარი ფერდობი უკვე აიარეს. ახლა, როცა ძრავა
მიწყნარდა, ქარის სევდიანი კვნესაღა ისმის. ძრავა ისევ ირთვება, მაგრამ უკანა
ბორბლები თოვლზე სრიალებს; დანჯღრეული მძიმე „ბიუიკი“ საცაა ქვევით
დაეშვება და გზის პირას გავლებულ მავთულის დაბალ ღობეს შეასკდება.
კოლდუელს სხვა აღარაფერი დარჩენია, რომ კარი გააღოს, მანქანიდან თავი
გამოყოს და ფარების ვარდისფერ შუქზე, რომელიც ახლა მათი ერთადერთი
მეგზურია, მანქანა უკანა სვლით ძირს დააცუროს. ასე იხევს უკან ოლინჯერის
მოსახვევის გავლით იმ დაბლობამდე, რომელიც აბებსა და ოლინჯერის გზაზე
მდებარე პატარა გორაკს შუა ძევს.
მანქანა ახლა ინერციით მოძრაობს და უფრო სწრაფად მიდის, მაგრამ გზის
პირთან ისევ ბუქსაობს და ჩერდება, იმ ადგილიდან ცოტა მოშორებით, სადაც
პირველად გაეჩხირა. ფარების შუქზე მუქად მოჩანს მათი ადრინდელი
ნაკვალევი.
უეცრად გზატკეცილს მათი ჩრდილები ეცემა. რომელიღაც მანქანა ამოდის
ფერდობზე. მისი ფარები დიდდება, ბრწყინავს, ყივილივით იჭრება ქარბუქში
და წრეს უვლის მათ გარშემო. ეს ახალთახალი მწვანე „დოჯია“. ის ჯაჭვების
ჩხარუნით აგრძელებს გზას, თვალისდახამხამებაში ფარავს ფერდობის ყველაზე
უფრო ციცაბო ნაწილს, სიჩქარეს უმატებს და თვალიდან იკარგება: „ბიუიკის“
უძრავი ფარები ჯაჭვების ანაბეჭდებს ანათებს ახლად გაჩენილ კვალზე. ისევ
თოვს და ბრჭყვიალა ფანტელი ცვივა მიწაზე.
- ჩვენც ჯაჭვი უნდა ჩავაცვათ ბორბლებს, - ეუბნება მამა პიტერს, - გზამდე ოცი
ნაბიჯიღაა. ფაირ-ჰილზე ასეთი ციცაბო აღმართი აღარ არის.
- ნახე, ამ არამზადამ არც კი შემოგვთავაზა ბუქსირზე აყვანა.
- შენ რა, მაგას მოელოდი თუ? თვითონაც ძლივს ავიდა.
- მაგის ადგილას მე ასე არ მოვიქცეოდი.
- შენისთანები ახლა აღარ არიან, მამა! შენისთანები აღარ არიან ამქვეყნად.
ის უკვე ყვირის, რადგან ხედავს, რომ მამამ მაგრად ჩასჭიდა საჭეს ხელები და
თავი ჩაქინდრა. პიტერს აშინებს ეს უნუგეშო პოზა. უნდა მამა გაამხნევოს, მაგრამ
სიტყვები ბურთივით ეჩხირება ყელში. ბოლოს გაუბედავად ეკითხება:
- გაქვს ჯაჭვები?
238
მამა სწორდება და ამბობს:
- არის, ოღონდ აქ ვერ ჩავაცმევთ, მანქანა დომკრატზე დაცურდება. ისევ სწორ
ადგილას უნდა ჩავიდეთ.
ის ისევ აღებს კარს, თავს გარეთ ჰყოფს და მანქანა უკან-უკან იხევს, ქვევით,
ფარებით განათებულ ვარდისფერ თოვლზე. ღია კარიდან შემოფრენილი
ფიფქები პიტერს სახეს და ხელებს უსუსხავს. ის ქურთუკის ჯიბეებში ჰყოფს
ხელებს.
გორაკის ძირში ორივე გადმოდის მანქანიდან. საბარგეს ხსნიან და ცდილობენ
დომკრატით ასწიონ უკანა ბორბლები. გადასატანი ლამპა არ აქვთ და ამის გამო
ძალიან
უჭირთ. გზის პირას თოვლის სისქე ექვსი დიუმი იქნება და ბორბლის აწევის
დროს დომკრატის ლარტყას მეტისმეტად მაღლა ეწევიან. მანქანა გვერდზე
იხრება, ამოვარდნილი ლარტყა ისარივით მიფრინავს და შუა გზაზე ენარცხება.
- დასწყევლოს ღმერთმა! - ამბობს კოლდუელი. - ასე ორივეს სული გაგვძვრება.
ის უძრავად დგას. პიტერი მიდის და ლარტყა მოაქვს. მას ცალ ხელში ლარტყა
უჭირავს და გზის პირას ქვას ეძებს, რომ წინა ბორბლებს შეუყენოს, მაგრამ მიწას
თოვლი ფარავს.
მამამისი დგას და გასცქერის ქარში მოლივლივე ნაძვების კენწეროებს; თითქოს
მათ ზემოთ შავი ანგელოზები დაცურავენ. პიტერს ეჩვენება, რომ კოლდუელის
ფიქრები ფართო წრეებს ხაზავს ჰაერში, როგორც ძერა კრავს ხოლმე ირაოს ცის
მოლურჯო ნისლში და აქეთ-იქით აწყდება. მერე მისი ფიქრები კვლავ მიწაზე
ეშვება, მამა-შვილი ცდილობს დომკრატი ბამპერს შეუდგას და ამჯერად
ახერხებენ ბორბლების აწევას. მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ჯაჭვის დამაგრება არ
იციან, ბნელში ვერაფერს ხედავენ და ყინვისაგან გაშეშებული თითები აღარ
ემორჩილებათ. პიტერი დიდხანს უცქერის, როგორ ფორთხავს მამა თოვლში
ბორბლის გარშემო. გამვლელი მანქანები აღარ ჩანს,
ასოცდამეორე გზატკეცილზე უკვე შეწყდა მოძრაობა. მამამ თითქმის დაამაგრა
ჯაჭვი, მაგრამ უეცრად ჯაჭვი ხელიდან უსხლტება. გმინვითა და წყევლით,
რომელსაც ქარი ახშობს, კოლდუელი სწორდება და რკინის რგოლების ხლართს
ორივე ხელით მოისვრის რბილ თოვლში. ჯაჭვი, ჩამოვარდნილი
ფრინველივით, ორმოს აჩენს თოვლში.
- ჯერ სასხლეტი უნდა დამაგრდეს შიგნიდან, - ეუბნება პიტერი.
239
მას თოვლის ორმოდან ამოაქვს ჯაჭვი, მუხლებზე დგება და მანქანის ქვეშ
მიბობღავს. უკვე წარმოიდგინა, როგორ ეუბნება მამა დედას: „მე უკვე აღარ
ვიცოდი, რა მექნა, ამან კი დაავლო ჯაჭვს ხელი, შეძვრა მანქანის ქვეშ და
მშვენივრად დაამაგრა, პირდაპირ საკვირველია, საიდან მოსდევს ასეთი ნიჭი
ტექნიკაში“. ბორბალი ხელში სრიალებს. რამდენიმეჯერ, როცა პიტერმა
თითქმის უკვე ჩამოაცვა ვეება აბჯარი საბურავს, ბორბალი ზანტად შეტრიალდა
და გადააგდო ჯაჭვი, თითქოს ქალიშვილმა კაბა გაიძროო. მამა ბორბალს იჭერს
ხელით და პიტერი თავიდან იწყებს საქმეს. ძარის ქვეშ რეზინის, დამყაყებული
ჟანგის, ბენზინისა და ზეთის შერეული, მძიმე სუნი დგას,
ჰაერი მუქარით არის გამსჭვალული. პიტერს აგონდება, როგორ გადმოვარდა
მანქანა დომგრატიდან, გონების თვალით ნათლად ხედავს, რესორები და ღერძი
როგორ უჭეჭყავს ტვინს. ერთი რამაა კარგი - ძარის ქვეშ ქარი არ უბერავს და არ
თოვს.
მთავარია, როგორმე პატარა სასხლეტი დაამაგროს. ამ სასხლეტს პოულობს და
ცდილობს ხელის ფათურით განსაზღვროს, როგორ მაგრდება ის. ამასაც თავს
ართმევს. ახლა ცოტა ხელის მოჭერაა საჭირო. პიტერი ისე მაგრად აჭერს ხელს,
რომ მთელი ტანი უთრთის; მუცლის ქვედა ნაწილში საამო ტკივილი უვლის;
ლითონი იჭრება თითებში. ის ლოცულობს და შეძრწუნებული ხვდება, რომ
ლითონი არავითარ შემთხვევაში იოტის ოდენსაც არ დაუთმობს. სასხლეტი
ჯიუტობს და პიტერი ყვირის, სასოწარკვეთილი:
- არაფერი გამოდის!
მამა ყვირილითვე პასუხობს:
- ჯანდაბას მაგისი თავი, გამოძვერი!
პიტერი უსიტყვოდ დგება, თოვლს იფერთხავს. მამა-შვილი დაბნეული
შესცქერის ერთმანეთს.
- არაფერი გამოვა, - ამბობს პიტერი, თუმცა ეს ისედაც ნათელია.
- შენ მაინც ჩემზე უკეთესად გაართვი თავი. დაჯექი, ოლტონში წავალ ღამის
გასათევად. ერთხელ თუ უკუღმა წაგივიდა საქმე, მერე სიკეთეს აღარ უნდა
ელოდე.
ჯაჭვს საბარგეში დებენ და დომკრატის დაშვებას ცდილობენ, მაგრამ უკან
დასახევი გზაც მოჭრილია. ბერკეტი, რომელმაც დომკრატის მიმართულება
უნდა შეცვალოს, უმწეოდ ქანაობს საკუთარ ღერძზე, სახელურის ყოველ
გადატრიალებაზე მანქანა სულ უფრო და უფრო მაღლა იწევს. თოვლი სახეში
სცემს; ქარი ყურთასმენის წამღებად წივის. მეტის მოთმენა უკვე შეუძლებელია,
240
თითქოს თვითონ შრიალა, აცახცახებული ქარბუქი
დასწოლია ამ დაწყევლილ, მოშლილ დომკრატს.
მთელი
სიმძიმით
- მაგას ახლავე ვაჩვენებ სეირს, - ამბობს კოლდუელი. - გაიწი, ერთი, შვილო.
ის საჭესთან ჯდება, ძრავას რთავს და წინ სწევს მანქანას. წუთით დომკრატის
ლარტყა რკალად იხრება და პიტერი ელოდება, რომ ის კვლავ ისარივით
გაიზუზუნებს ქარში. მაგრამ ახლა ბამპერი ვეღარ უძლებს დაწოლას და მანქანა
უცებ ისეთი ხმაურით ვარდება რესორებზე, თითქოს ყინულის ლოლუები
იმსხვრევაო. უკანა ბამპერის ქვედა კიდესთან ჩაჭყლეტილი ნახევარწრე
ყოველთვის მოაგონებს მათ ამ ღამეს. პიტერი დომკრატის ნაწილებს აგროვებს,
საბარგეში ყრის და მამის გვერდით ჯდება.
კოლდუელი სარგებლობს იმით, რომ მანქანას გვერდზე იქნევს, აბრუნებს მას და
ოლტონის მიმართულებით უხვევს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ გზაზე გაიარეს,
ერთი საათი გვიდა; კიდევ დიუმზე დადო თოვლი და გზა გატკეპნილი აღარ
არის, რადგან მოძრაობა უკვე შეწყდა. პატარა აღმართი, რომელიც აბების მთის
ძირში გაწოლილ დაბლობს მოსდევს, ისე ოდნავ დამრეცი, რომ სხვა დროს
შეუმჩნევლად გაიქროლებს ხოლმე ავტომობილქვეშ, ახლა ციცაბო და
მიუდგომი ჩანს. უკანა ბორბლები განუწყვეტლივ ბუქსაობენ. წინა შუშებზე
გამჭვირვალე ნაპრალები კიდევ უფრო ვიწროვდება, ფაფუკი გარსით იფარება;
ზეციური ხარო, საიდანაც ისედაც უხვად ცვიოდა თოვლი, ახლა მთლად
გადაიხსნა. „ბიუიკს“ სამჯერ მიაქვს ფერდობზე იერიში
და სამჯერვე თოვლში ეფლობა. ბოლოს კოლდუელი მთლიან გაზს რთავს და
მანქანა გზის პირას უკანა ბორბლებით ჭრაჭუნით ეფლობა თოვლის ყამირში;
სწორედ ამ ადგილას პატარა ხრამია. კოლდუელი პირველ სიჩქარეს რთავს და
ცდილობს მანქანის ამოთრევას, მაგრამ თოვლს მაგრად ჩაუბღუჯია ის უხილავი
მკლავებით. კოლდუელს ტუჩებზე ვერცხლისფერი დუჟი ადგება. ის
იმედგაწყვეტილი რთავს უკანა გადაცემას, მანქანა მკვეთრი მოძრაობით იხევს
უკან და საბოლოოდ იჭედება თოვლში. კოლდუელი ძრავას ახშობს.
ამდენი გულისხეთქვის შემდეგ, როგორც იქნა, მშვიდი სიწყნარე დგება. მანქანის
სახურავზე რაღაც შრიალებს, თითქოს იქიდან ქვიშას ყრიანო. კაპოტქვეშ
გადახურებული ძრავის ჩუმი რაკუნი ისმის.
- ფეხით უნდა წავიდეთ, - ამბობს კოლდუელი. - ოლინჯერში დავბრუნდეთ და
ჰამელებთან გავათენოთ ღამე. სამი მილი არც კი იქნება იქამდე. გაივლი
ამდენს?
- მეტი რა გზაა, - მიუგებს პიტერი.
241
- რა უბედურებაა, კალოშებიც კი არ გაცვია.
- არც შენ გაცვია.
- მე რას მიყურებ, ჩემი საქმე წასულია! - ის ცოტა ხანს დუმს და მერე დაუმატებს:
- აქ ხომ არ დავრჩებით!
- ჯანდაბას, - ამბობს პიტერი. - ვიცი. ყველაფერი ვიცი და ნუღარაფერს მეუბნები.
კმარა ლაპარაკი. წავიდეთ.
- მამაშენი რომ კაცი ყოფილიყო, ამ აღმართს გავივლიდით.
- და სადმე სხვაგან ჩავრჩებოდით. შენ არა ხარ დამნაშავე, არავინაა დამნაშავე,
ყველაფერი ღმერთის ბრალია. გაჩუმდი. გთხოვ.
პიტერი მანქანიდან გადმოდის და ცოტა ხანს მამის წინ მიაბიჯებს. ისინი
„ბიუიკის“ მიერ დატოვებულ კვალს მიჰყვებიან აღმართზე, ებრაელების
სასაფლაოსაკენ. პიტერს უჭირს ერთი ფეხი პირდაპირ მეორის წინ დადგას, ასე
თურმე ინდიელები დადიან. ქარი აიძულებს წელში მოიხაროს. ნაძვნარში ქარი
უფრო სუსტია, მაგრამ მაინც
დაჟინებით უბერავს, თმას უწეწავს პიტერს და მის თავს ყინულივით ცივი
თითებით ელამუნება. სასაფლაო ნაცრისფერი ქვით არის შემოღობილი,
თოვლიდან ამოშვერილ ქვებს გრძელი, თეთრი წვერი ჩამოზრდიათ. სადღაც
მქრქალი ბურუსის მიღმა ებ კონი წევს თავის მყუდრო, სვეტებიან აკლდამაში. ეს
რატომღაც ამშვიდებს პიტერს. ეჩვენება, რომ მისი „მეც“ საიმედოდ არის
დაცული თავის ქალის ძვლოვან გუმბათქვეშ.
სასაფლაოს გადაღმა, ვაკეზე, ნაძვები მეჩხერდება და ქარი კვლავ მძვინვარებს,
ძვალ-რბილში ატანს. პიტერი სრულიად გამჭვირვალე ხდება, ფიქრებისაგან
ჩამოქნილი ჩონჩხი. ის ცნობისმოყვარეობით აკვირდება, თითქოს შორიდან
უცქეროდეს, საკუთარ ფეხებს, რომლებიც შინაური საქონელივით მორჩილად
მიაბოტებენ ფხვიერ თოვლში; შეუსაბამობა მისი ნაბიჯის სიგრძესა და
ოლინჯერამდე დარჩენილ მანძილს შორის ისე დიდია, რომ პიტერი თავის წინ
უსასრულობას ჭვრეტს და შეჰხარის მოცალეობას. ამ დროს ის ახმარს ისეთი
მოვლენის განხილვას, როგორიც უკიდურესი ფიზიკური დაძაბვაა. ეს
მდგომარეობა მკვეთრი უბრალოებით ხასიათდება. ჯერ ყველა ფიქრს
დაგავიწყებს, წარსულზეც და მომავალზეც, მერე გრძნობები გიჩლუნგდება, შენს
ირგვლივ აღარაფერს აღიქვამ. ბოლოს, კიდურები გერთმევა - ხელები, ფეხები,
თითები. თუ დაძაბვა კიდევ გრძელდება, თუ ჯიუტი სწრაფვა უკეთესისაკენ
კვლავ ცოცხლობს ადამიანში, ვეღარ გრძნობ ცხვირის წვერს, ნიკაპს და თავსაც
კი; ისინი სრულებით არ ქრებიან, მაგრამ, ასე ვთქვათ, სცილდებიან ამ
242
შეზღუდული და მინიმალური, საოცრად მკვრივი და დახშული სივრცის
მიჯნებს, რომელიც დარჩა ადამიანური „მე“-ს ოდესღაც უსაზღვრო და ამაყი
სამეფოსაგან. პიტერი თითქოს შორიდან ხედავს, რომ მამამისი, ახლა უკვე მის
გვერდით მიმავალი, საკუთარი სხეულით იფარავს ქარისაგან, ნაქსოვ ქუდს
იხდის და შვილს გაყინულ თავზე ახურავს.
VIII
მისმინე, ჩემო საყვარელო. ხომ არ გძინავს? თუმცა, სულ ერთია. დასავლეთ
ოლტონში ქალაქის მუზეუმი საუცხოო პარკით იყო გარშემორტყმული, სადაც
ყოველი ხის სახელწოდებას ზედ დაკიდებული ფირფიტა იუწყებოდა.
თავმომწონე შავი გედები წყვილ-წყვილად დაცურავდნენ პატარა, მღვრიე
ტბაზე, რომელსაც საგუბართან ქმნიდა არცთუ ისე ღრმა ნაკადული. ნაკადულს
აქაურები ლინეიპს ეძახდნენ, ოლინჯერში კი მას ტილდენ-კრიკი ერქვა.
კვირაობით მე და დედა ხშირად დავდიოდით მუზეუმში, კულტურის
ერთადერთ საგანძურში, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყო.
მუზეუმისაკენ მყუდრო, დაჩრდილული ბილიკი მიდიოდა, რომელიც
ნაკადულის ნაპირს მიჰყვებოდა ერთი ქალაქიდან მეორეში. ეს სივრცე,
დაახლოებით ერთი მილი, წარსულის ნაშთი იყო. გადავჭრიდით ხოლმე
ბალახით დაფარულ, მიტოვებულ ძველ იპოდრომს და გავივლიდით თუ არა
რამდენიმე ფილაქნისსახლებიან ფერმას - ყოველ ფერმას დედის კალთას
ჩაფრენილი ბავშვივით მიტმასნოდა ახალი მინაშენი, ისიც ფილაქნისა, სწრაფად გადავდიოდი გზატკეცილზე, რომელიც ამ სამ სხვადასხვა სიფართის
გზად იტოტებოდა და მუზეუმის პარკის ვიწრო ხეივანში ამოვყოფდით თავს. იქ
ჩვენს წინ იშლებოდა ძველი სამყარო, არკადია. იხვები და ბაყაყები ხრინწიანი,
საზეიმო ხმით განუწყვეტლივ ყიყინებდნენ დაჭაობებულ ტბაზე, რომელიც
ალუბლის, ცაცხვის, აკაციისა და ველური ვაშლის ბარდებში მოჩანდა.
დედაჩემმა ყველა მცენარე და ჩიტი იცოდა, ყველაფრის სახელს მეუბნებოდა
ხოლმე, მე კი იქვე მავიწყდებოდა, სანამ ხრეშით მოკირწყლულ ბილიკს
გავივლიდით, რომელიც ალაგ-ალაგ ფართოვდებოდა და პაწია, მრგვალ
მოედანს ქმნიდა, სადაც აუზებში ჩიტები ჭყუმპალაობდნენ და გრძელ სკამებზე
ერთმანეთს ეხვეოდნენ შეყვარებულები. ჩვენს დანახვაზე ისინი მუდამ
ფრთხებოდნენ
და
ჩამუქებული,
დამრგვალებული
თვალებით
მოგვჩერებოდნენ, ვიდრე გავივლიდით. ერთხელ დედას ვკითხე, რას
აკეთებენმეთქი, და მან უცნაური სინაზით მიპასუხა: „ბუდეს იშენებენო“.
მერე კი ტბიდან ცივი ნიავი დაგვიბერავდა, გედების მლაშე, მკვეთრი ყივილი
აღწევდა ჩვენამდე და გამოჩნდებოდა მაღალი წიფლის ზღაპრული, შავი
243
ფოთლებით დაბურული მუზეუმის ყვითელი ლავგარდანი, მის ზევით კი მზეზე მოელვარე შუშის სახურავი, მომწვანო, ფისტისფერი ჩარჩოებით.
ჩავუვლიდით ავტომობილების სადგომს, რომელიც მუდამ აღმიძრავდა ხოლმე
შურისა და სირცხვილის გრძნობას,
რადგან მაშინ ჯერ არ გვქონდა ავტომობილი, და ბავშვებით გარშემორტყმულნი,
რომლებსაც პურის ნამცეცებით სავსე პაკეტები მოჰქონდათ მტრედებისათვის,
ქვეითად
მოსიარულეთათვის
განკუთვნილ
ბილიკს
მივყვებოდით.
ამოვდიოდით ფართო კიბეზე, სადაც ლამაზ, საზაფხულო ტანსაცმელში
გამოწყობილი ხალხი ფოტოაპარატებს აჩხაკუნებდა, ცელოფანის ქაღალდში
გახვეულ ბუტერბროდებს ხსნიდა, იღეჭებოდა და მუზეუმის ტაძარივით
მაღალთაღიან ვესტიბიულში შედიოდა. შესვლა უფასო იყო. მუზეუმის
სარდაფში
ზაფხულობით
ბუნებისმოყვარულთა
წრის
მეცადინეობა
ტარდებოდა, ისიც უფასო იყო. ერთხელ დედამ შემომთავაზა, ჩვენც
You have read 1 text from Georgian literature.
Next - კენტავრი - 17
  • Parts
  • კენტავრი - 01
    Total number of words is 3340
    Total number of unique words is 2166
    24.6 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    44.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 02
    Total number of words is 3612
    Total number of unique words is 2290
    24.5 of words are in the 2000 most common words
    37.5 of words are in the 5000 most common words
    45.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 2221
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 04
    Total number of words is 3828
    Total number of unique words is 2253
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 05
    Total number of words is 3690
    Total number of unique words is 2293
    25.7 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 06
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2285
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 07
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2208
    28.2 of words are in the 2000 most common words
    40.8 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 08
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 2203
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 09
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2299
    26.9 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 10
    Total number of words is 3832
    Total number of unique words is 2203
    27.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 11
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2293
    26.4 of words are in the 2000 most common words
    39.1 of words are in the 5000 most common words
    46.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 12
    Total number of words is 3897
    Total number of unique words is 2212
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 13
    Total number of words is 3874
    Total number of unique words is 2126
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 14
    Total number of words is 3804
    Total number of unique words is 2211
    27.9 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 15
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2177
    28.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 16
    Total number of words is 3722
    Total number of unique words is 2183
    27.0 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 17
    Total number of words is 3736
    Total number of unique words is 2200
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 18
    Total number of words is 3771
    Total number of unique words is 2310
    27.4 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 19
    Total number of words is 3048
    Total number of unique words is 1793
    25.5 of words are in the 2000 most common words
    36.6 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.