Latin

კენტავრი - 13

Total number of words is 3874
Total number of unique words is 2126
29.5 of words are in the 2000 most common words
42.1 of words are in the 5000 most common words
49.5 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მოვიდა ზიმერმანთან. მოეწონა ზიმერმანი. დანახვისთანავე მოეწონა.
ტანსრული, ტლანქი და შემპარავი. მან ერთი უცნაური კაცი მოაგონა, რომელიც
მამამისთან ერთად სწავლობდა სემინარიაში; ის კაცი კვირაობით ესტუმრებოდა
ხოლმე კოლდუელებს და არასოდეს ავიწყდებოდა თან მოეტანა ძირტკბილას
კამფეტები - „კოლდუელის ვაჟკაცისათვის“. ჯორჯისთვის კამფეტები,
ალმასთვის კი ბაფთი, აუცილებლად, ისე რომ, ალმას მოჩუქურთმებული
კოლოფი მალე ბაფთებით აივსო. კოლდუელს მოეწონა ზიმერმანი და როგორც
ჩანს, ზიმერმანსაც მოსწონა იგი. ზიმერმანმა რაღაც იხუმრა მამილო კრამერზე.
კოლდუელს აღარ ახსოვს, რაზე იცინეს მაშინ, მაგრამ ახლაც ღიმილს ჰგვრის იმის
გახსენება, თუ როგორ ხუმრობდნენ თხუთმეტი წლის წინათ. კოლდუელი უფრო
მტკიცედ
მიაბიჯებს; ანაზდად მონაბერი სიოსავით უეცრად გამოაცოცხლა აზრმა, რომ
მომაკვდავი ასე წელგამართული ვერ ივლიდა.
სპორტული პრიზების კარადის ქეშად, რომელიც ურიცხვ ათინათს ფანტავს,
ზიმერმანის
მყუდრო
კაბინეტია;
კარი
დაკეტილია.
კოლდუელის
მიახლოებისთანავე კარი უეცრად იღება და იქიდან მისის ჰერცოგი გამოდის.
ისინი ერთმანეთს გაოცებით აშტერდებიან: მისის ჰერცოგს ყავისფერი, რქის
180
ბუდეში ჩასმული ვიწრო სათვალის მიღმა ფართოდ დაუჭყეტია თვალები.
ფარშავანგის ფრთით გაწყობილი ქუდი გვერდზე მოქცევია. შუახანს მიღწეული
კოლდუელისათვის ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალია, მისი უფროსი ვაჟი ჯერ
მხოლოდ მეშვიდეშია. ამ ბიჭის გამო ყველა მასწავლებელს შავი დღე ადგას.
დედამისი სკოლის საბჭოში გაძვრა და უნდა პირადად ადევნოს თვალი
საკუთარი ბავშვების გონებრივ აღზრდას. კოლდუელი მასწავლებელია და
მიტომ ვერ იტანს მშობლებს, რომლების ყველგან ცხვირს ყოფენ; მათ წესიერად
არც კი ესმით, რა უღრანი ტყე და ეშმაკის მახეა ეს სწავლა-განათლება. მისის
ჰერცოგს ღია ფერის პომადით მოსვრილი ტუჩები ოდნავ გაპობია და ღიმილის
ნაცვლად ისინი აშკარა გაოცებას გამოხატავენ, სახურავმოშლილი საფოსტო
ყუთის პირდაფჩენილი ხვრელივით.
სიჩუმეს კოლდუელი არღვევს. ყმაწვილური თავხედობა იღვიძებს მასში, იმის
გამო, რომ კარი კინაღამ შიგ სახეში არ თხლიშეს და წარბშეკრული ეუბნება მისის
ჰერცოგს, სკოლის საბჭოს წევრს:
- რა ცხვირწინ გამომიხტი, გუგული ხომ არ ხარ, შე დალოცვილო!
შეურაცხმყოფელი ღირსების გამომეტყველება სასაცილო იერს სძენს მისის
ჰერცოგს - ის ხომ ჯერ ორმოცისაც არ არის. ამგვარ მისალმებაზე ის შეშდება და
კარის სახელურს ეჭიდება. კოლდუელი კი მას ზედაც აღარ უყურებს და გზას
აგრძელებს დერეფანში. მაშინღა, როცა მინებზე ლითონის ბადეგადაკრულ,
ორმაგ კარს შეაღებს და ყვითელი კედლის გაყოლებით, საიდანაც უკვე
გადაუფხეკიათ უშვერი გინება, კიბეზე დაეშვება, მუცელი ეწვის და გული
ეკუმშება. წასულია მისი საქმე! რა უნდოდა მაინც იმ კახპას? გრძნობს, რომ
კაბინეტში კედელს გადაღმა ზის ზიმერმანი და ცა იქუფრება; გასაღების
ჭუჭრუტანაშიც კი ატანს მისი პირქუში სული. ამ ქალმაც ისე გამოაღო კარი, რომ
ნამდვილად ზურგში მიმდინარე ამბით იყო გართული და ფრონტიდან შეტევას
სულ არ ელოდა. მაგრამ ახლა კოლდუელი ისეთ მდგომარეობაშია, რომ კიდევ
ერთი მტრის
შეძენა ყოვლად დაუშვებელია. ბილეთები, 18001 დან 18145 ნომრამდე,
ზიმერმანის შეფასება, სადაც ცისფერზე შავით წერია, რომ მან საკლასო ოთახში
დაარტყა მოსწავლეს და ახლა ესეც: მისის ჰერცოგს შეეჩეხა იმ დროს, როცა მას
ტუჩებზე პომადა ჰქონდა გადღაბნილი. ყელში ბურთივით აწვება ბოღმა და
ქუჩაში გამოსული ამოგმინვისას ყლაპავს ჰაერს. ტყვიასავით მძიმე,
დაფლეთილი ღრუბელი დაბლა ეშვება და საცაა ქალაქის შიფერის სახურავებზე
გაწვება. სახურავები ბზინავენ, თითქოს დაუპოხიათო, თან გამომწვევად და
იდუმალად ციმციმებენ. ჰაერს ათრთოლებს ბედისწერის აჩქარებული ნაბიჯები.
კოლდუელი თავს სწევს, ნესტოებს ბერავს და მძაფრი სურვილი იპყრობს:
დაოთხილი წინ გაშპეს, ჩაუქროლოს ჰამელის გარაჟს, ჭიხვინით შევარდეს
181
ოლინჯერის პირველივე სახლის სადარბაზო კარში, უკანა გასასვლელიდან,
გაიჭრას, გადაევლოს ბუჩქნარს შეილ-ჰილის ნაცრისფერ, ყინვით დამზრალ
ფერდობზე და გაჭენდეს შორს, შორს, იმ გორაკებს გადაღმა, ქვევიდან რომ ასე
თანაბარი და ცისფერი მოჩანს; სულ წინ, წინ, სამხრეთაღმოსავლეთით,
გადაუქროლოს გზატკეცილებსა და ყინვით შებოჭილ მდინარეებს, რომლებიც
ასფალტივით მკვრივია, სანამ ბოლოს უსულოდ არ დაეცემა, ბალტიმორისკენ
კისერგაწვდილი.
მაინორის კაფე დაცარიელდა. სამი კაციღა დარჩა: თვითონ მაინორი, ჯონი
დედმენი და ის საშინელი ეგოცენტრიკი - პიტერ კოლდუელი,
ბუნებისმეტყველების მასწავლებლის ვაჟი. ასეთ დროს მხოლოდ გზას
აცდენილნი, უმწეონი და მიუსაფარნი არ სხედან სახლში. ექვსს ოცი წუთი
უკლია. ფოსტა უკვე დაკეტილია. მისის პესიფაიმ, რომელიც ავადმყოფ ფეხებს
ძლივსღა ითრევს, ფანჯრებზე გისოსები ჩამოუშვა, სხვადასხვა ფერის საფოსტო
ნიშნებით სავსე ყუთები შიგნით შესწია და დათვლილი ფული კორინთულ
სტილში გამოჭრილ სეიფში შეინახა. უკანა ოთახი საველე ჰოსპიტალს ჰგავს,
სადაც უგონოდ დაყრილან სიბნელის ნარკოზით გაბრუებული, მახინჯი, უშნოდ
გაშოტილი და გამოფატრული ნაცრისფერი საფოსტო ტომრები. მისის პესიფაი
ოხრავს და ფანჯარასთან მიდის. ქუჩაში გამვლელს მისი ფართო, მრგვალი სახე
ალბათ ბავშვის სასაცილოდ გასიებულ სახედ მოეჩვენება, რომელიც თავს
დატრიალებს მოოქროვილ წარწერას - „ფოსტა“ და ცდილობს რომელიმე ასოში
გამოიჭყიტოს.
გვერდით კი, კედელს გადმოღმა, მაინორი უხეშ, თეთრ ტილოს სათითაოდ სჩრის
დაორთქლილ ხახაში კოკა-კოლას ჭიქებს და მერე ბაკანთან დაფენილ
ხელსახოცზე ალაგებს. ცივ ჰაერში ჭიქები მაინც ამოისუნთქავენ ორთქლის
გამჭირვალე ტალღებს.
ფანჯრის მიღმა, რომელსაც ნისლი ჩამოსწოლია, ტრამვაის ხაზების გასწვრივ შინ
მიმავალი ავტომობილების ნიაღვარი მოედინება და ქუჩა კრიალა ნაყოფით
დახუნძლულ რტოს ჰგავს: კაფეში ისეთი სიცარიელეა, როგორც სცენაზე
ანტრაქტის დროს. აქ კამათია გახურებული. მაინორი ბრაზით ბუყბუყებს:
ბალნით ამოვსებული ნესტოები საორთქლე ქვაბის სარქველივით უთახთახებს.
- მაინორ! - უყვირის მას პიტერი თავისი მაგიდიდან. - თქვენი შეხედულებები
მოძველდა. კომუნიზმში ცუდი არაფერია. ოც წელიწადში აქაც დადგება და
თქვენც ჩავარდებით ქერის ორმოში.
მაონორი ფანჯარას შორდება, მელოტი თავი ულაპლაპებს, გაშმაგებულია.
- ბებერი ფდრ[12] საიქიოს რომ არ წაბრძანებულიყო, მაშინ, რაღა თქმა უნდა,
აგრეც იქნებოდა, - ამბობს ის და ღვარძლიანად იცინის, ისე, რომ ნესტოები
182
ებერება, - მაგრამ არ ვიცი, თვითონ მოიკლა თავი, თუ სიფილისმა გადაიტანა.
ღვთის განაჩენს ვერავინ წაუვა, დაიხსომეთ ჩემი სიტყვები.
- ეგ ხომ თვითონაც არ გჯერათ, მაინორ. ნორმალურ ადამიანს არ შეუძლია ამის
დაჯერება.
- ძალიან კარგადაც მჯერა, - მიუგებს მაინორი. - ტვინი გამომპალი ჰქონდა, როცა
იალტაში მიდიოდა, თორემ ახლა ამ დავიდარაბაში არ ვიქნებოდით გახვეული.
- რა დავიდარაბა? მაინც, რა, მაინორ? ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოს მართავს!
ბომბები ჩვენა გვაქვს და ბომბდამშენები.
183
რ-რ-რ-, - მაინორი დახლისკენ ტრიალდება - რა
დავიდარაბა? რაო, მაინორ? რა დავიდარაბა?
მაინორი ისევ პირს იბრუნეს და ამბობს:
- ერთი წელიც არ გავა, რომ რუსები საფრანგეთსა და იტალიაში გაჩნდებიან.
- მერედა რა? რა, მერე, მაინორ? კომუნიზმი, ასე თუ ისე, აუცილებელია. ეს
ერთადერთი გზაა სიღარიბისაგან თავის დასაღწევად.
ცალკე მაგიდასთან მჯდარი ჯონი დედმენი ბოლო საათს მერვე სიგარეტ
„ქემელს“ -ს ეწევა და ზედიზედ უშვებს კვამლის რგოლებს. უეცრად ის
შეჰყვირებს: „ომი“! და თითებს აბრახუნებს ყავისფერ ამომრთველზე, რომელიც
ზონარზე ჰკიდია მის თავთან.
მაინორი ისევ დახლს მიღმა, თავის ვიწრო ხვრელში ინთქმება, რომ იქიდან
უფრო მოხერხებულად ელაპარაკოს ბიჭებს, რომლებიც ბნელ კუთხეებში
უსხედან მაგიდას.
- აღარ უნდა გავჩერებულიყავით, როცა ელბამდე მივედით!. აგვეღო ბარემ
მოსკოვიც, რაკი იყო ამის საშუალება. იმათთან ყველაფერი ძირგამომპალი იყო,
თითის განძრევაც არ დაგვჭირდებოდა. რუსი ჯარისკაცისთანა ლაჩარს მეორეს
ვერ ნახავ! გლეხებიც სიხარულით შემოგვეგებებოდნენ. მოხუცი ჩერჩილი არ
ცდებოდა, ამას რომ გვთავაზობდა. მართალია, დიდი გაქნილი ვინმეა,
სამაგიეროდ, ჭკუის კოლოფია. ბებერი ჯო მაგას მაინცდამაინც არ ეპიტნავება.
ბებერი ჯო ჯერ არც არავის ყვარებია მსოფლიოში, მეფე ფრანკლინის გარდა.
- თქვენ მართლა ჭკუაზე შეიშალეთ, მაინორ, ლენინგრადზე რაღას იტყვით?
მაშინაც ხომ არ ილაჩრეს? - ამბობს პიტერი.
- ლენინგრადის ბრძოლა მაგათ კი არა, ჩვენ მოვიგეთ. დიახ, ჩვენ. ჩვენმა იარაღმა.
ჩვენმა ტანკებმა. ჩვენმა ზარბაზნებმა. კარგი იყო, ზედიზედ რომ იღებდნენ
მუქთა ამანათებს თქვენი მეგობარი ფდრ-საგან?! ამერიკელი ხალხი გაღლიტა
რუსების გადასარჩენად, ისინი კი ახლა შეტრიალდნენ და საცაა ალპებით
იტალიაში გადავლენ.
- მას ჰიტლერის დამარცხება უნდოდა, მაინორ, განა გადაგავიწყდათ? ადოლფ
ჰიტლერის.
- ჰიტლერისთვის ვირევი, - აცხადებს ჯონ დედმენი, - თურმე ახლა არგენტინაში
ცხოვრობს.
184
- ჰიტლერისთვის მაინორიც კი ირეოდა, - ამბობს პიტერი, რომელსაც
სიბრაზისაგან ხმა ლერწამივით უწვრილდება და სხეული უხურს. - არა,
მაინორ, თქვენ არ იძახდით, ჰიტლერი კარგი კაციაო?
ეგ მე არასოდეს მითქვამს, - ამბობს მაინორი. - მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ
ჰიტლერი მირჩევნია ბებერ ჯო სტალინს. ეგ ნამდვილი ხორცშესხმული მავნეა.
დამიჯერეთ რასაც გეუბნებით.
- მაინორ, ვერ გამიგია თქვენ რა უნდა გქონდეთ კომუნისტების საწინააღმდეგო?!
ისინი არც კი გამუშავებენ. მეტისმეტად მოხუცი ხართ და ავადმყოფი.
- ბახ! ბახ! - ღრიალებს ჯონ დედმენი. - ატომური ბომბი უნდა ჩამოგვეგდო
მოსკოვში, ბერლინში, პარიზში, საფრანგეთში, იტალიაში, მეხიკო-სიტიში და
აფრიკაში. ბახ! ხო-ხო, რა მიყვარს ეს კვამლის სოკოები!
- მაინორ! - გასძახის პიტერი, - მაინორ! რატომ გვატყავებთ ასე უწყალოდ ჩვენ,
საცოდავ მოზარდებს? რადა ხართ ასე შეუბრალებელი? მექანიკური
ბილიარდიც ისე გაქვთ მოწყობილი, რომ ჯონი დედმენის გარდა ვერავინ
ახერხებს ლუზში მოხვედრას, რომ ერთხელ უფასოდ ითამაშოს; მაგრამ ის ხომ
გენიოსია.
- დიახაც, გენიოსი ვარ, - ადასტურებს დედმენი.
- მათ ყოვლის შემქმნელი უფალიც კი არა სწამთ, - აცხადებს მაინორი.
- ნეტავი ვიღასა სწამს? - შესძახებს პიტერი და წითლდება თავისივე საქციელზე,
მაგრამ გაჩერება არ ძალუძს, ისე უნდა ამ კაცის კბენა, რომელიც თავისი
შეუსმენელი რესპუბლიკური სიჩლუნგით და ჯიუტი, მხეცური ძალით
განასახიერებს ამქვეყნად ყველაფერ იმას, რაც კლავს პიტერის მამას; ოღონდაც
უნდა მოასწროს იერიში, სანამ მაინორი დახლისკენ არ გატრიალებულა.
- თქვენ არ გწამთ. მე არ მწამს. არავისაც არ სწამს. ფაქტია!..
და მაშინვე ხვდება, რომ ვერაგულად გაყიდა მამა. ეჩვენება, თითქოს
დარტყმისაგან
გაბრუებული
მამამისი
ორმოში
ვარდება.
ის,
მოუთმენლობისაგან სასაგამშრალი, ხარბად ელის, რომ მაინორი შეესიტყვება,
რანაირად - ეს სულ ერთია, ოღონდ კი კამათის ღრიანცელში როგორმე
მიკიბულმოკიბული გზით მოახერხოს უკან დახევა. ახლა უკვე მთელი არსებით
სწადია ნათქვამის უკან წაღება.
- აგრეა, მართალი ხარ, - უბრალოდ ეთანხმება მაინორი და ზურგს აბრუნებს.
უკან დასახევი გზა მოჭრილია.
185
ორ წელიწადში, - ხმამაღლა ანგარიშობს ჯონი დედმენი, - ომი იქნება. მე მაიორი
გავხდები. მაინორი - უფროსი სერჟანტი, პიტერი კი კარტოფილს გაფცქვნის
სამზარეულოში, ნარეცხის ვედროებთან.
ის ფრთხილად უშვებს კვამლის უზარმაზარ რგოლს, და მერე - საოცრებავ!
მომუწული ტუჩების ჭუჭრუტანასავით ვიწრო ნახვრეტიდან პაწია რგოლს
უშვებს, რომელიც დიდში მიძვრება. იმავე წუთს ორივე რგოლი იშლება და ახლა
კვამლის ქულა ელექტრონის მავთულისაკენ გაწვდილ ხელს ემსგავსება.
დედმენი - ჭმუნვით მოსილი შემოქმედი - ოხრავს.
ტვინი ჰქონდა გამომპალი, როცა იალტაში მიდიოდა! - ყვირის მაინორი
დახლის შორეული ბოლოდან. - ტრუმენმაც მიჰქარა პოტსდამში. იმდენი ჭკუა
არ ჰყოფნიდა, რომ ერთი საგალანტერიო მაღაზიისათვის მოევლო, გაკოტრდა
და მაშინვე შეერთებული შტატების მმართველად დაჯდა. კარი იღება და
ბნელიდან ზღურბლზე იბადება ლურჯქუდიანი ფიგურა.
- პიტერი აქაა?
- მისტერ კოლდუელ, - უპასუხებს მაინორი, თავდაჭერილი ბოხი ხმით,
რომელსაც მხოლოდ უფროსებთან ლაპარაკში ხარჯავს. - დიახ, აქ არის. ეს-ეს
არის თავი კომუნისტად და უღმერთოდ გამოაცხადა.
- ალბათ, გაგეხუმრათ. თქვენც კარგად იცით, მთელს ქალაქში არავის სცემს
პატივს პიტერი, როგორც მაინორ კრეცს. არ იფიქროთ, რომ მე და დედამისი ამას
არ ვაფასებთ.
- მამა!.. - ამბობს პიტერი და წითლდება მამის მაგიერ.
კოლდუელი მაგიდებისაკენ გაემართება. თვალების ხამხამით, თითქოს თავსი
ვაჟს ვერც ამჩნევდეს, ის დედმენის მაგიდასთან ჩერდება.
- ეს ვიღაა? ოჰ, დედმენი. აქამდე არ მოუციათ შენთვის ატესტატი?
- ჩვენს ძმას სალამი, - მიუგებს დედმენი. კოლდუელი მაინცდამაინც კარგს არ
ელის თავისი მოწაფეებისაგან, მაგრამ ისე მაინც მიმართონ, როგორც წესი და
რიგია, ზრდილობიანად. ისინი, რაღა თქმა უნდა, მშვენივრად ხვდებიან
ყველაფერს.
სულელური გულკეთილობა გონიერ სისასტიკეს იწვევს, - გავიგე, თქვენ გუნდს
ისევ წაუგია. რომელი ადგილი აიღეს, მეოთხმოცე?
- ბიჭები ძალიან ცდილობდნენ. - მიუგებს კოლდუელი. - მაგრამ ბანქო თუ
გიმტყუნებს, ის ხელი სხვას დარჩება.
186
- დაიცათ, მაქვს ბანქო! - ამბობს დედმენი. ლოყებზე ალმური ასდის და გრძელი
წამწამები აპრეხია. - შეხეთ, როგორი ბანქო მაქვს, ჯორჯ!
- მოაშორე! - ყვირის დახლში მდგარი მაინორი. ელექტრონის შუქზე მაინორს
თავის კანი თეთრად უპრიალებს და კოკა-კოლას ცარიელი ჭიქები ცივ
ნაპერწკლებს ისვრიან.
კოლდუელს არაფერი ესმის. ის იმ მაგიდისაკენ მიეშურება, რომელსაც მისი ვაჟი
უზის და მენთოლიან სიგარეტს ეწევა. თითქოს ვერ ამჩნევს სიგარეტს,
მაგიდასთან პიტერის პირდაპირ ჯდება და ეუბნება:
- რომ იცოდე, რა სასაცილო ამბავი შემემთხვა წეღან.
- რა ამბავი? მანქანისა რა იცი?
მანქანა. შენ წარმოიდგინე, შეაკეთეს. არ მესმის, როგორ ახერხებს ჰამელი ამას.
ნამდვილი გაჭირვების ტალკვესია. - მერე ახალი აზრი ეუფლება და უკან
იხედება. - დედმენ! შენ კიდევ აქა ხარ?
დედმენს ბანქოს დასტა ტუჩებთან მიაქვს და სულს უბერავს. მერე თავს ასწევს.
თვალები უბრწყინავს.
- რა იყო?
- იქნებ, სკოლას თავი დაანებო და ჰამელთან დაიწყო მუშაობა? შენ ხომ
რამდენადაც მახსოვს, მექანიკოსადა ხარ დაბადებული.
ამ მოულოდნელი თანაგრძნობის პასუხად დედმენი ცივად იჩეჩავს მხრებს და
ამბობს:
- მე ომს ველოდები.
- ასე შეიძლება მეორედ მოსვლამდეც იცადო, ჩემო კარგო, - ეუბნება
მასწავლებელი. - ნიჭს მიწაში ნუ დამარხავ. ისე მოიქეც, რომ გაბრწყინდეს შენი
სანთელი. შენი უნარი რომ მქონდეს, ჩემი საწყალი ბიჭი ყოველდღე
ხიზილალას მიირთმევდა.
- ნასამართლევი რომ ვარ?
- ბინგ კროსბიც ნასამართლევი იყო და პავლე მოციქულიც, მაგრამ ამას
იმათთვის ხელი არ შეუშლია. ტყუილად იმიზეზებ. მოელაპარაკე ელ ჰამელს.
ამ ქალაქში მან ყველაზე დიდი მეგობრობა გამიწია, ისეთ დროს დამეხმარა,
როცა შენზე გაცილებით უარესი მდგომარეობა მქონდა. შენ მხოლოდ
თვრამეტი წლისა ხარ, მე კი ოცდათხუთმეტისა ვიყავი.
187
პიტერი ღელავს, ნერვიულად ქაჩავს სიგარეტს, მაგრამ მამის საქციელით
დარცხვენილი, უხერხულად აქრობს, თუმცა ნახევრამდეც არ მოუწევია.
ცდილობს ბანზე ააგდოს სიტყვა, რადგან იცის, დედმენი მერე ამ ამბავს
საოხუნჯო მასალა აქცევს.
- ჰო, მართლა, მამა, რა იყო, რა ამბავი შეგემთხვა?
კვამლისაგან ტკბილი შხამით ევსება ფილტვები და უეცრად ზიზღით
იმსჭვალება ამ ყოველდღიური ფუჭი სისაძაგლის მიმართ. სადმე, შორს, ალბათ,
არსებობს სხვა ქალაქი, სადაც თავისუფალი იქნება. მამა ხმას დაუწევს ისე, რომ
ნათქვამი მხოლოდ პიტერმა გაიგონოს:
- ათი წუთის წინ დერეფანში მივდიოდი, უცებ ზიმერმანის კაბინეტის კარი
გაიღო და როგორ გგონია, ვინ გამოვიდა იქიდან? მისის ჰერცოგი.
- მერე რა არის ამაში სასაცილო? ის ხომ სკოლის საბჭოს წევრია.
იქნებ, არც ღირდეს შენთვის ამის თქმა, მაგრამ უკვე არც ისე პატარა ხარ; ზედ
ეწერა, იქ რითაც იყვნენ გართული. პიტერი
გაოცებით ხითხითებს:
- სიყვარულით?
-პიტერი ისევ ხითხითებს.
ფარისევლობად ეჩვენება.
ნანობს,
სიგარეტი
რომ
ჩააქრო.
ახლა
ეს
- ქალებს მაშინვე ეტყობათ სახეზე. იმასაც ეტყობოდა, ვიდრე შემნიშნავდა.
- კი მაგრამ, როგორ? ხომ ჩაცმული იყო?
- რა თქმა უნდა, ოღონდ ქუდი გვერდზე ჰქონდა მოქცეული და პომადაც
გათხაპნოდა.
- ოჰო!
- სწორედაც რომ ოჰო!.. სულაც არ იყო საჭირო, რომ ეს მე დამენახა.
- მერედა რა შენი ბრალია, შენ ხომ შემთხვევით გაიარე დერეფანში!
- სულ ერთია, მაინც ჩემი ბრალია; ასე თუ იმსჯელა კაცმა, დამნაშავე აღარავინ
იქნება. ფაქტი ის არის, შვილო, რომ დიდ ხათაბალაში ჩავვარდი, ზიმერმანი
თხუთმეტი წელია კატათაგვობანას მეთამაშება; ახლა კი ყველაფერი
დამთავრდა.
188
- ოჰ, მამა. შენ რომ არ მოიგონებ, ისეთი არაფერია. ალბათ საქმეზე შევიდა
ზიმერმანთან, ხომ იცი, ზიმერმანი მიღების საათებს არც უყურებს, ყოველთვის
შეიძლება მასთან შესვლა.
- შენ არ დაგინახავს, როგორი თვალები გაუხდა, როცა მე შემამჩნია.
- შენ როგორღა შეხვდი?
- ტკბილად გავუღიმე და ჩემი
გამჟღავნებულია და მან ეს იცის.
გზით
წავედი,
მაგრამ
საიდუმლო
- მამა, აბა დაფიქრდი. რა საერთო უნდა იყოს მასა და ზიმერმანს შორის? ქალმა
უკვე შუა ხანს მიაღწია.
პიტერს უკვირს, რად ეღიმება მამამისს.
კოლდუელი ამბობს:
- ამ ქალზე ათასნაირი ხმა დადის ქალაქში. ამბობენ, ქმარზე ათი წლით
უმცროსიაო. ფულიანი, ხანშიშესული კაცი მოუნახავს.
- მაგრამ, მამა, მისი ვაჟი ხომ უკვე მეშვიდე კლასშია! - პიტერს
სასოწარკვეთილება იპყრობს, რომ მამამისი უბრალო ამბავში ვერ გარკვეულა:
იმ
189
ქალებს, რომლებიც სკოლის საბჭოში სხედან, სქესი აღარ გააჩნიათ, რაღა დროს
მათი ახალგაზრდობაა! მაგრამ როგორ აუხსნას ეს მამას, ისე, რომ გული არ
ატკინოს. პიტერს ეშინია, მამამ საკუთარ თავზე არ მიიღოს ნათქვამი და ენა
ებმება.
მამა ისევ კუმშავს ყავისფერ მეჭეჭებიან ხელებს, რომ თითების კვანჩხრები
უყვითლდება. მერე ქშენით ამბობს:
- გული მიგრძნობდა, რომ საავდრო ღრუბელივით გაშავებული ზიმერმანი იქ
იჯდა, კაბინეტში; ახლაც თვალიდან არ მშორდება მისი სახე.
- ოჰ, მამა, - ჯავრობს პიტერი. - რა სასაცილო ხარ. ბუზს აქლემად გადააქცევ
ხოლმე. ზიმერმანი სულაც არ არის ისეთი, როგორც შენ წარმოგიდგენია: ერთი
დორბლიანი, ყეყეჩი ვინმეა. ისე, ცოტა კი უყვარს გოგოების ხელის ფათური.
მამა თავს სწევს, დანაოჭებულ ლოყებზე გაოცება ემჩნევა.
- შენსავით რომ ვყოფილიყავი ჩემს თავში დარწმუნებული, პიტერ, - ამბობს ის, დედაშენს სცენაზე მოვაწყობდი, რომ ვოდევილები ეთამაშა და შენ არასოდეს
გაჩნდებოდი ამქვეყნად. - ამაზე მკვახე პიტერს ჯერ არაფერი სმენია
მამამისისაგან. ბიჭს ლოყებზე ალმური ასდის.
- დედაშენს უნდა დავურეკოთ! - ამბობს კოლდუელი და მაგიდიდან დგება. სულ მეშინია, მამილო კრამერი კიბიდან არ ჩამოვარდეს. თუ ცოცხალი დავრჩი,
უსათუოდ დავაყენებ მოაჯირს. ის დახლთან მიდის, პიტერი უკან მიჰყვება.
- მაინორ, - მიმართავს კოლდუელი, - გულს თან ხომ არ გამოაყოლებთ, ამ
ათდოლარიანის ხურდა რომ გამოგართვათ? - კოლდუელი ათ დოლარიანს
უწვდის მას და ეკითხება: - როგორ ფიქრობთ, მალე ჩამოვლენ რუსები
ოლინჯერში? ალბათ, ახლა უკვე ელიდან მომავალ ტრამვაიში სხდებიან.
- დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო, არა, მაინორ? - ადგილიდან ყვირის
ჯონ დედმენი.
- როგორ დაგიხურდავოთ? - ეკითხება კოლდუელს მოღუშული მაინორი.
- ხუთიანი, ოთხი დოლარიანი, სამი ოცდახუთცენტიანი, ორი ათცენტიანი და
ერთიც ნიკელი, - მიუგებს კოლდუელი. - იმედია, მართლა მოვლენ და ჩვენი
ქალაქისთვის ეს ყველაზე დიდი სიკეთე იქნება ინდიელების წასვლის დღიდან.
ყველა ჩვენისთანა ბებერ ჯაგლაგს ფოსტის კედელთან გაამწკრივებენ და
გვიხსნიან წამებისაგან.
190
მაინორს არ სურს ყურის დაგდება, გაჯავრებული ფრუტუნებს, კოლდუელი კი
წვრილი, სევდიანი ხმით ჩვეულებისამებრ, ცნობისმოყვარულად ეკითხება:
როგორ გგონიათ, სად არის გამოსავალი? იმდენი ჭკუა მაინც არ გვეყოფა, რომ
სხვების დაუხმარებლად დავიხოცოთ.
როგორც ყოველთვის, მისი კითხვა ახლაც უპასუხოდ რჩება. ის ჩუმად იდებს
ხურდას ჯიბეში და ხუთ დოლარს პიტერს აძლევს.
- ეს რიღასთვის?
- საჭმელი იყიდე. ადამიანი ძუძუმწოვარია, რომელსაც სმა-ჭამა ესაჭიროება.
მაინორი უფასოდ ხომ ვერ გაჭმევს, თუმცა ვიცი, რომ ჭეშმარიტად
კეთილშობილი კაცია და ამაზე უკან არ დაიხევდა.
- ნეტავ საიდან გაქვს ეს ფული?
- მაგას არა აქვს მნიშვნელობა.
პიტერი მაშინვე ხვდება, რომ მამამ ფული კვლავ სკოლის სპორტული
ფონდიდან ისესხა, რომელიც მას ებარა. პიტერი ვერ ერკვევა მამის ფინანსურ
საქმეებში, მაგრამ იმას კი გრძნობს, რომ ამ მხრივ საქმე ხელიდანაა წასული. ჯერ
კიდევ ბავშვმა, ოთხი წლის წინ, სიზმარში ნახა, ვითომ მამას ასამართლებდნენ.
სიკვდილივით გაფითრებული მამამისი, რომელსაც სიშიშვლეს მხოლოდ
მაკარონის შესაფუთი მუყაოს ყუთი უფარავდა და ყუთქვეშ წვრილი,
გაყვითლებული ფეხები მოუჩანდა, ბარბაცით ჩამოდიოდა მუნიციპალიტეტის
კიბეებზე, ოლინჯერელთა ბრბო კი
ლანძღვით და ღრჭენით გარს შემორტყმოდა და უცნაურ, შავ, წებოვან გუნდებს
ესროდა, რომლებიც ყუთს გამაყრუებელი ხმაურით ხვდებოდა. და როგორც
ყოველთვის ხდება სიზმარში, როდესაც ადამიანი ერთსა და იმავე დროს
მოქმედი პირიც არის და ავტორიც, ადამიცა და ღმერთიც. პიტერი მიხვდა, რომ
მუნიციპალიტეტში სასამართლოს სხდომა დამთავრებულიყო. მამა დამნაშავედ
სცნეს, ყველაფერი, რაც გააჩნდა, ჩამოართვეს, გაამათრახეს და ქუჩაში ისროლეს,
როგორც უკანასკნელი ვიგინდარა. საშინლად ფერმკრთალი იყო - პიტერი
გრძნობდა, რომ ვერ გადაიტანდა ამ სირცხვილს და სასოწარკვეთილი ყვიროდა
სიზმარში: „არა! თქვენ ვერ გაიგეთ! შეჩერდით!“ მისი ხმა სუსტი იყო, ბავშვური.
ის შეეცადა ხმამაღლა აეხსნა გამძვინვარებული ბრბოსათვის, რომ მამა
დამნაშავე არაა, ეამბნა, თუ რა ბევრს მუშაობდა, როგორ აწყდებოდა აქეთ-იქით,
ადგილს ვერ პოულობდა, მაგრამ ბრბო წიხლის კვრით იშორებდა და არავის
სურდა მისთვის ყურის დაგდება. ისე გამოეღვიძა, რომ მათ ვერაფერი შეასმინა.
ახლა კი, კაფეში, ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მამამისს ტყავი ააგლიჯეს და
ამ ნაგლეჯს საფულეში იდებდა, რათა დაეხარჯა ბიფშტექსებში, ლიმონის
191
კოკტეილებში, მექანიკურ ბილიარდსა და თხილიან შოკოლადში, რომელიც
მისთვის ასე მავნებელია.
ტელეფონის ავტომატი კედელზე ჰკიდია, კომიკსებით გამოტენილი თაროს
გვერდით. ათცენტიანისა და ნიკელის ჩაგდების შემდეგ კოლდუელი
ფაირტაუნს იძახებს:
- ხესი ხარ? ჩვენ კაფეში ვართ... მანქანა შეაკეთეს. კარდნის ლილვი იყო
გატეხილი... ელი ამბობს, ოც დოლარამდეაო, მაგრამ ჯერ არ უანგარიშებია,
სამუშაო რა დაჯდება. მამილოს გადაეცი, ელმა გიკითხა-თქო. კიბიდან ხომ არ
ჩამოვარდნილა?.. კარგი, კარგი, გეხუმრები; იმედი მაქვს, კარგადაა. არა, არა,
წუთითაც არ მეცალა, ხუთ წუთში კბილის ექიმთან უნდა ვიყო... არა, ხესი,
მართალი გითხრა, მეშინია მისი განაჩენის... ვიცი... ვიცი... ალბათ,
თერთმეტისთვის. პური თუ გაქვთ სახლში. წუხელ იტალიური სენდვიჩი
გიყიდე, მანქანაში დავტოვე... ა? არა უშავს, ხუთი დოლარი მივეცი, რამეს
შეჭამს... ახლავე, - კოლდუელი პიტერს აძლევს ყურმილს. - ელაპარაკე
დედაშენს.
პიტერი უკმაყოფილოა, რადგან დედა აქაც იჭრება, კაფეში - მისი
დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში. დედის ხმა მკაცრია და სუსტი, თითქოს
შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, რომ სატელეფონო კომპანიამ ამ ლითონის
ყუთში გამოამწყვდია. ტელეფონის მავთულებით დედის განწყობილება ხელად
გადაეცემა პიტერს და ეჩვენება, რომ თვითონაც დაპატარავდა:
- ჰო, - ამბობს პიტერი.
- როგორ გამოიყურება?
- ვინა?
- ვინა და მამაშენი. სხვა ვინ უნდა იყოს!..
- რა ვიცი, დაღლილია, თან ნერვიულობს. ხომ იცი, მაგას კაცი ვერაფერს გაუგებს.
- საშინლად ვღელავ, შენა?
- ვღელავ, რა თქმა უნდა!
- რატომ არ დაურეკა დოკ აპლტონს?
- ალბათ, იმიტომ, რომ რენტგენის სურათი ჯერ არ იქნება გამჟღავნებული, პიტერი
მამისკენ იხედება, თითქოს მისგან დასტურს ელის. მაგრამ მამამისი ამ დროს
მაინორ კრეცს ფეხქვეშ ეგება.
192
- ...თქვენი დაცინვა სულაც არ მიფიქრია წეღან, როცა კომუნისტებზე
გელაპარაკებოდი. მე ისინი თქვენზე უარესად მძულს, მაინორ.
ტელეფონის ყურმილში ისმის იმათი ლაპარაკი და დედა კითხულობს:
- ვის ელაპარაკება?
- მაინორ კრეცს.
- მაგას ეგეთ ხალხზე ამოსდის მზე და მთვარე, - მწარედ შენიშნავს ქალის სუსტი
ხმა პიტერის ყურთან.
რუსებზე ლაპარაკობენ.
ყურმილში რაღაც ხველის მსგავსი გაისმის და პიტერი ხვდება, რომ დედა
ტირის. გული ეკუმშება. ირგვლივ იხედება, ცდილობს რამე სანუგეშო გაიხსენოს
და მისი მზერა ბუზივით აცხრება თაბაშირისაგან გამოძერწილ ძაღლის მჩორეს.
- ძაღლი როგორ არის? - ეკითხება.
დედა ხმამაღლა სუნთქავს, ეტყობა, ცდილობს, თავს მოერიოს. ნაწყვეტ-ნაწყვეტ
სლოკინში ხმა ნელ-ნელა უმტკიცდება და არაბუნებრივად უქვავდება.
- მთელი დილა სახლში იყო და ნასაუზმევს გარეთ გავუშვი. სკუნსს გამოეკიდა
და მერე უკან დაბრუნდა. ბაბუა ნაწყენია ჩემზე, ოთახიდან აღარ გამოდის.
მუდამ უკმაყოფილოა, როცა სახლში პური არ არის.
- როგორ გგონია, დაიჭირა ლედიმ სკუნსი?
- ალბათ. კბილებს კრეჭდა, თითქოს იცინოდა.
- მამა კბილის ექიმთან აპირებს წასვლას.
- ვიცი. მაგრამ ახლა ნამეტანი გვიანაა.
ჩუმი ცრემლების ახალი ტალღა ხვდება პიტერს ყურში. ცხადად ხედავს
დედამისის სველ, გაწითლებულ თვალებს და გრძნობს ფაფისა და ბალახის
სურნელს.
- რატომ, ასე გადაჭრით, გვიან!.. - ამბობს პიტერი.
მისი სიტყვები ყალბად და მაღალფარდოვნად ჟღერს, მაგრამ რამე ხომ უნდა
თქვას. ავტომატის გარშემო ბიჭებისა და გოგოების მიერ დაჩხაპნილი
ტელეფონის ნომრები ხტის და ერმანეთში ირევა.
- პიტერ...
- გისმენ!
193
- მამას გაუფრთხილდი.
- ვეცდები. მაგრამ ეს არც ისე ადვილია.
- ნუთუ? შენ მას ძალიან უყვარხარ.
- კარგი, ვეცდები. ისევ მამას დავუძახო?
- არა, - ის ერთხანს დუმს და მერე, მსახიობივით, რომელსაც სცენაზე თავი
ლაღად უჭირავს, - ეტყობა, მამის ფანტაზიებში მისი თეატრში მოწყობის
შესახებ მართლა იყო რაღაც ჭკვიანური, - აკანკალებული ხმით,
მრავალმნიშვნელოვნად იმეორებს: - არა.
- კარგი, გნახავ მაშ საათის თერთმეტზე.
პიტერი მუდამ იტანჯება, როცა დედის ხმა ესმის და ვერ გრძნობს მისი სხეულის
მანუგეშებელ სითბოს. ასეთ დროს ის გაცილებით უფრო დაჩაგრული,
მიუწვდომელი და გაქვავებული ეჩვენება.
- რადიოთი გადმოსცეს, თოვლია მოსალოდნელიო.
- ჰო, იგრძნობა!
- კარგი, პიტერ, დაკიდე ყურმილი, არაფერში გარგია საწყალ ბებრუხანასთან
დროს დაკარგვა. შენ კარგი ბიჭი ხარ. ნუ იღელვებ.
- კეთილი, ნუღარც შენ. შენ კარგი ქალი ხარ.
ეს რა უთხრა მშობელ დედას! პიტერი ყურმილს კიდებს და თვითონვე უკვირს
საკუთარი საქციელი. ამ სისხლის აღმრევი საუბრის შემდეგ ქალთან, რომლიც
მისი საიდუმლოების მოზიარეა, ფუფხი ექავება.
- რაო, ცუდ ხასიათზეა? - კითხულობს მამა.
- ჰო, რაღაც ვერ არის გუნებაზე: ალბათ პაპამ ისევ აურია.
- მაგას მეტი რა შეუძლია. - კოლდუელი მაინორისკენ ტრიალდება და უხსნის: ჩემი სიმამრი ოთხმოცდაოთხი წლისაა და ისე მოგშხამავს ენით, რომ
სიკვდილი სანატრელი დაგირჩება. თუ მოუნდა, გასაღების ჭუჭრუტანიდან
მოგწამლავს.
მუხასავით ფესვმაგარია, კიდევ ბევრ ჩვენისთანას გაისტუმრებს საიქიოს.
- რ-რ, - ჩუმად ბურდღუნებს მაინორი და აქაფებული რძით სავსე ჭიქას აწვდის.
კოლდუელი ორ ყლუპად ცლის ჭიქას, უკანვე დგამს დახლზე. ტანში
აჟრჟოლებს და ბოყინს იმაგრებს.
194
- ღმერთო ჩემო, - ამბობს ის, - ეტყობა, რძე იქ არ მოხვდა, სადაც საჭიროა. - სიტყვა
„რძეს“ ის ჯერ კიდევ რბილად გამოთქვამს, როგორც ნიუ-ჯერსიში იციან. მერე
წინა კბილებს ენას უსვამს, თითქოს იწმენდსო. - წავედი ახლა ექიმ კბილის
მთხრელთან.
- წამოგყვე? - ეკითხება პიტერი.
ექიმის ნამდვილი სახელი და გვარია კენეტ შროიერი, მისი კაბინეტი სკოლიდან
ორ კვარტალზე ტრამვაის ხაზებს გადაღმაა, ჩოგბურთის კორტების პირდაპირ.
შროიერს დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე მუდამ რადიო აქვს
ჩართული, ამ დროს დიასახლისებისათვის განკუთვნილ სარეკლამო
რადიოდადგმებს გადასცემენ. გაზაფხულიდან შემოდგომამდე ოთხშაბათობით
და კვირაობით ის, თეთრ-სპეტაკ შარვალში გამოწყობილი, გადაჭრის ტრამვაის
ხაზებს და ოლქის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად იქცევა. გაცილებით
უკეთესად თამაშობს ჩოგბურთს, ვიდრე კბილებს მკურნალობს. დედამისი
სკოლის კაფეტერიაში მუშაობს.
ღმერთმა დამიფაროს, - ამბობს კოლდუელი, - შენ რა უნდა გამიკეთო, პიტერ?
სულ ერთია, აღარაფრად ვარგივარ. ჩემისთანა წყალწაღებული ბეხრეკისათვის
არც ღირს თავის შეწუხება. დარჩი აქ, სითბოში, შენს მეგობრებთან.
და პიტერი იმით შეუდგება დედის დანაბარების აღსრულებას - მამას
გაუფრთხილდიო, რომ მზერას გააყოლებს ამ გატანჯულ, ტკივილისაგან
გამწარებულ კაცს, რომელიც თავის შეხსნილ, ვიწრო პალტოსა და ყურებზე
ჩამოფხატულ მრგვალ, ნაქსოვ ქუდში მორთული მიდის სიბნელეში ახალი
ტანჯვა-წვალების შესახვედრად.
- პიტერ, გესმის?! შენ და მამაშენი ერთად რომ იდექით სინათლეზე, ვერც კი
ვარჩევდი, ვინ მამაა და ვინ შვილი, - ძმაკაცურად უყვირის თავისი ადგილიდან
ჯონი დედმენი.
- ის ჩემზე მაღალია, - მკაცრად მიუგებს პიტერი.
მოსაწყენია, როცა დედმენს გულღია და კეთილ ბიჭად მოაქვს თავი.
საღამოვდება და
პიტერი გრძნობს თავის თავში მომწიფებული მანკიერების ყოვლისშემძლე
ძალთა მოზღვავებას. ჯიბეში ხუთი დოლარი უდევს, ხელში წონის თითოეულ
მათგანს და საზეიმოდ ეუბნება მაინორს:
- ორი ბიფშტექსი. უკეტჩუპოდ. ერთი ჭიქა თქვენი წყალ-წყალა რძე და ხუთი
ნიკელიც მოაყოლეთ ამ თაღლითური მექანიკური ბილიარდისათვის!..
195
პიტერი ისევ თავის მაგიდასთან ბრუნდება და უკიდებს მენთოლის სიგარეტს,
წეღან რომ ჩააქრო. ხარბად ყლაპავს ცივ, პოლარულ ჰაერს, თავს იწონებს
ცარიელ სცენაზე, მაინორის კაფეში, დარწმუნებული, რომ მთელი მსოფლიო
მიჩერებია. მას ახლა შეუძლია აკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს და
ბავშვური ოცნება თავისუფლებაზე ისე აღელვებს მის გულს, რომ საცაა
გაუსკდება და ნახევრად ჩაბნელებული კაფე ალისფრად იფეთქებს. მაპატიე.
- სულიკო, მოიცა.
- ა?
- ნუთუ არ შეგიძლია სხვა ადგილის გამონახვა შენი კაბინეტის გარდა?
- არა. ყოველ შემთხვევაში ზამთარში შეუძლებელია.
- უკვე რომ დაგვინახეს?
- შენ დაგინახეს.
- მაგრამ ის ყველაფერს მიხვდა! სახეზე ეტყობოდა, რომ ყველაფერს მიხვდა.
ჩემზე მეტად იმას შეეშინდა.
- კოლდუელმა ნამდვილად არაფერი იცის.
196
შენ მას ენდობი?
- ჩვენ ჯერ ისეთი დამოკიდებულება არ გვქონია, რომ ნდობის საკითხი
დასმულიყოს.
- ახლა?
- ვენდობი.
- შენ ადგილას მე არ ვენდობოდი. არ შეიძლება მისი თავიდან მოშორება?
პასუხად ხარხარი გაისმის. ქალი იბნევა. მუდამ ასეა - გვიან იკბენს ხოლმე ენაზე,
როცა სისულელეს წამოროშავს.
- შენ მე ყოვლისშემძლე გგონივარ! ეს კაცი თხუთმეტი წელია მუშაობს.
მეგობრები ჰყავს და სტაჟი აქვს.
- მაგრამ ის ხომ შეუფერებელია ამ ადგილისათვის?
ზიმერმანს არ სიამოვნებს, რომ ქალი მის მკლავებშიც კი არ იშლის რაღაცის
მტკიცებას და კამათს განაგრძობს. საკვირველია, ვერაფრით შეეჩვია მშვენიერი
სქესის სიჩლუნგეს და მუდამ ეჩოთირება.
- შენ ასე მიგაჩნია? ამის დადგენა არც ისე ადვილია. მთავარია, რომ ის მათთანაა
განსაზღვრული დროის განმავლობაში. ამას გარდა, ის არ მიმტყუნებს. არ
მიმტყუნებს.
- ტყუილად იცავ. მას შეუძლია ორივე დაგვღუპოს. ის კვლავ იცინის.
- კარგი, კარგი, ჩემო გვრიტო. კაცის დაღუპვა ისეთი უბრალო ამბავი არ არის, შენ
რომ გგონია.
თუმცა ზიმერმანს აღიზიანებს ეს შფოთიანი სცენები, მაგრამ ამ ქალთან
სიახლოვე უდიდეს შვებას ანიჭებს და თავდავიწყებით ეძლევა განცხრომას,
დაუფიქრებლად ლაპარაკობს, რაც კი ენაზე მოადგება, ისე ანგარიშმიუცემლად,
როგორც მდინარე ეშვება ზემოდან, ან გაზი შთაინთქმება სიცარიელეში.
ზიმერმანი გრძნობს, რომ ქალი მის მკლავებში ასპიტივით ენამწარე და კაპასი
ხდება.
- არ მომწონს ეს კაცი, მაგის სულელურ, ყმაწვილურ ღიმილს ვერ ვიტან.
- უბრალოდ, როცა მას უყურებ, თავს დამნაშავედ გრძნობ. ის გაოცებულია ამ
You have read 1 text from Georgian literature.
Next - კენტავრი - 14
  • Parts
  • კენტავრი - 01
    Total number of words is 3340
    Total number of unique words is 2166
    24.6 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    44.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 02
    Total number of words is 3612
    Total number of unique words is 2290
    24.5 of words are in the 2000 most common words
    37.5 of words are in the 5000 most common words
    45.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 2221
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 04
    Total number of words is 3828
    Total number of unique words is 2253
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 05
    Total number of words is 3690
    Total number of unique words is 2293
    25.7 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 06
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2285
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 07
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2208
    28.2 of words are in the 2000 most common words
    40.8 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 08
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 2203
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 09
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2299
    26.9 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 10
    Total number of words is 3832
    Total number of unique words is 2203
    27.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 11
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2293
    26.4 of words are in the 2000 most common words
    39.1 of words are in the 5000 most common words
    46.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 12
    Total number of words is 3897
    Total number of unique words is 2212
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 13
    Total number of words is 3874
    Total number of unique words is 2126
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 14
    Total number of words is 3804
    Total number of unique words is 2211
    27.9 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 15
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2177
    28.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 16
    Total number of words is 3722
    Total number of unique words is 2183
    27.0 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 17
    Total number of words is 3736
    Total number of unique words is 2200
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 18
    Total number of words is 3771
    Total number of unique words is 2310
    27.4 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 19
    Total number of words is 3048
    Total number of unique words is 1793
    25.5 of words are in the 2000 most common words
    36.6 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.