Latin

კენტავრი - 08

Total number of words is 3825
Total number of unique words is 2203
28.6 of words are in the 2000 most common words
41.4 of words are in the 5000 most common words
48.8 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ჯუნ ელისონისა და ივონა დე კარლოს გახუნებული ფოტოგრაფიები,
ფისოებითა და შოტლანდიური ტერიერებით მოხატული სათამაშო კარტი,
რომლის უკანა მხარეზე ვილები და ლაგუნები ეხატა და ჩამოფასებული
საქონელი - ცალი 19 ცენტად: გამჭვირვალე კამათლები, შიგნით დატანებული
ქვებით, ცელულოიდის ნიღბები - გადმოკარკლული თვალებითა და
დაკრეჭილი კბილებით, საიდანაც სასმელი წვეთ-წვეთად ისხმებოდა და
საღებავით შეფერადებული ძაღლის მჩორე. აქვე იყიდებოდა - წყვილი ხუთ
ცენტად - ყავისფერი ღია ბარათები - ოლინჯერის მუნიციპალიტეტის,
საახალწლოდ ფარნებითა და მუყაოს
სანთლებით მორთული ოლტონის ტრამვაის ხაზების, ფიჭის მთაზე აგებული
ახალი წყლის საწმენდი სადგურის, შეილ-ჰილის ხედებისა და ომში დაღუპულ
გმირთა ძეგლის სურათებით. გმირთა ძეგლი იმ დროს ჯერ კიდევ ხისა იყო,
რადგან მებრძოლთა სიას სულ ახალ-ახალი გვარები ემატებოდა, მერე კი მის
ადგილზე პატარა ქვის ობელისკი აღმართეს, რომელზეც მხოლოდ დაღუპულთა
სახელები ეწერა. აქ ყიდდნენ ღია ბარათებს, გვერდით ოთახში კი ერთ პენად
შეიძლებოდა მათი გაგზავნა; ყველაფერში ისეთი სიმეტრია იყო დაცული,
ლაქებიც კი ისე თანაბრად იყო განაწილებული იატაკსა და მოპირდაპირე
კედლებზე გაყვანილ სათბობ მილზე, რომ ბავშვობისას წარმოდგენილი მქონდა,
თითქოს მისის პესიფაი და მაინორ კრეცი საიდუმლო ქორწინებით იყვნენ
შეუღლებულნი. ღამით, და კვირა დღეებში, როცა ფანჯრები ჩაბნელებული იყო,
სახლის ამ ორ ნახევარს შორის აღმართული ტიხარი ქრებოდა და ისინი ერთად
შეყრისას მეგობრული, ქონმორეული და დაღლილი ოხვრით ავსებდნენ აგურის
შენობას.
102
მამა აქ შეჩერდა. მყიფე, მსუსხავ ჰაერში მისმა ფეხსაცმელებმა ასფალტზე
გაიფრატუნა და ტუჩები თოჯინას ტუჩებივით აუმოძრავდა.
- აბა, პიტერ, - მითხრა მან, - გაიქეცი ახალ მაინორთან და მე შემოგივლი, როგორც
კი დოკ აპლტონი გამათავისუფლებს.
- როგორ გგონია, რას გეტყვის? ცთუნება დიდი იყო. შეიძლება კაფეში პენი
ყოფილიყო.
- მეტყვის, კაჟივით ხარო, - თქვა მამამ, - ის ხომ ბებერი ჭოტივით ბრძენია.
- რატომ არ გინდა, რომ წამოგყვე?
შენ რა შეგიძლია, საბრალო ბავშვო? დარჩი აქ და ტყუილუბრალოდ თავს ნუ
იტანჯავ. წადი და ნახე შენი მეგობრები, რა მოხდა მერე, ცხვირს თუ იწევენ. მე
არასდროს მყოლია მეგობრები, ისე რომ არ შემიძლია ამის წარმოდგენა. ჩემი
შეგნება იშვიათად ეწინააღმდეგებოდა მამას. ამიტომ დათმობაზე წავედი.
- შევივლი, - ვუთხარი, - ერთი წუთით, მერე კი დაგეწევი.
- ნუ იჩქარებ, - მითხრა მან და უცებ ისე გაიწოდა ხელი, თითქოს მოაგონდა
უხილავი აუდიტორია, რომლის წინაშეც თამაშობდა. - აუარებელი დრო გაქვს
მოსაკლავი. შენს ასაკში იმდენი დრო მომიკლავს, რომ ხელები აქამდე
სისხლითა მაქვს მოსვრილი.
საუბარი გორგლიდან გამორღვეული უსასრულო ძაფივით გაუგრძელდა;
შემცივდა.
მერე მან მარტო განაგრძო გზა და შორიდან ახოვანი და ტანწვრილი მომეჩვენა.
შეიძლება, ყველა ადამიანი ზურგიდან უფრო წვრილი ჩანს. ჩემი ხათრით მაინც
ეყიდა რიგიანი პალტო! დავინახე, როგორ ამოიღო ჯიბიდან ნაქსოვი ქუდი და
თავზე ჩამოიფხატა. სირცხვილით ფეხქვეშ მიწა მეწვოდა, საფეხურები ავირბინე
და კაფეში შევვარდი.
მაინორის კაფე ნამდვილ ლაბირინთად გადაქცეულიყო. ისე იყო ხალხით
გატენილი, რომ გზის გაკაფვა ჭირდა; მაგრამ ჩემი სკოლელები იქ ძვირად თუ
შეიხედავდნენ. უმეტესობას სხვა ადგილები ჰქონდა ამოჩემებული; მაინორთან
მხოლოდ თავზეხელაღებული ჩხუბისთავები იყრიდნენ თავს და სასიამოვნო
იყო იმაზე ფიქრი, რომ მათ შორის აღმოვჩნდი, თუნდაც ეს შემთხვევით
ყოფილიყო. ისეთი გრძნობა
103
მქონდა, თითქოს ჩახუთულ ბინდბუნდში ურჩხული გატრუნულიყო,
ნესტოებიდან კვამლს უშვებდა და მის ტყავს ოხშივარი ასდიოდა. ამ ფარეხის
სითბოში გამომწყვდეული ხმები ერთთავად იმ ამბავზე განაგრძობდნენ
მითქმამოთქმას, რაც, მგონი, ჩემი მოსვლის წინ მომხდარიყო. იმ ასაკში მუდამ
მეჩვენებოდა, რომ ჩემს გვერდით რაღაც სხვა სამყაროც არსებობდა და იქ
ლეგენდასავით მიუწვდომელი და საიდუმლოებით აღსავსე ამბები
ტრიალებდა. გზა გავიკაფე მაგიდებს შორის, რომლებსაც მჭიდროდ დაგმანული
ალაყაფის კარებივით ჩაეხერგათ გასასვლელი. ჩავუარე ერთს, ორს, მესამე ნიშას
და აი ისიც. ის.
მითხარი, ძვირფასო, რისგან არის, რომ საყვარელ სახეს ყოველი შეხვედრისას
განახლებული იერი დაჰკრავს, თითქოსდა სწორედ ამ წუთს თავიდან
დაგვებეჭდა გულისფიცარზე? მიუკერძოებლად როგორ აგიწერო იგი? პატარა
იყო და სხვებისაგან არაფრით განირჩეოდა. მეტისმეტად აბურცული და
გამომწვევად თვითდაჯერებული ტუჩები ჰქონდა. პაჭუა, ნერვიული ცხვირი.
მძიმე და შეშუპებული, მოლურჯო ქუთუთოები, რაღაცით ზანგისას რომ
მიუგავდა, ასაკს ჰმატებდა და საოცრად არ ეხამებოდა მის ბავშვურად
გაოცებულ, ბალახივით მწვანე, უმანკო თვალებს. მგონი,
მისი მომხიბვლელობის იდუმალება სულაც ამ შეუსაბამობაში იმალებოდა - მის
ტუჩებსა და ცხვირს, თვალებსა და ქუთუთოებს შორის; ამ ჯვარედინ, მდინარის
ჩქერივით თქაფუნა და ჩუმ თრთოლაში მეხატებოდა მთელი მისი მშვენება,
თითქოს ნაკვთების ეს ნაზი დაუხვეწელობა ხდიდა მას ჩემს ღირსად.
მის გვერდით თავისუფალი ადგილი იყო. მაგიდის მოპირდაპირე მხარეს ორი
მეათეკლასელი იჯდა, გოგო და ბიჭი, - პენი მათთან მაინცდამიანც არ
მეგობრობდა; ის წყვილი ერთმანეთს ეხვეოდა და არაფერს ამჩნევდა გარშემო.
პენი მათ მიშტერებოდა. მივუახლოვდი და მუჯლუგუნი წავკარი.
- პიტერ!
ქურთუკი გავიხსენი და დარდიმანდული წითელი პერანგი გამოვაჩინე.
- მომეცი სიგარეტი.
- სადა ხარ მთელი დღე?
- სადღა არ ვიყავი! შენც გნახე. - პენიმ მოხერხებულად გამოაძრო სურნელოვანი
სიგარეტი გამოსაწევსახურავიანი წითელ-ყვითელი პლასტმასის
პორტსიგარიდან. მერე მწვანე, სხივიანი თვალები მომაპყრო და შავი,
იდეალურად მრგვალი გუგები გაუფართოვდა. აზრადაც არ მომდიოდა,
პირდაპირ არ მჯეროდა, რომ შემეძლო ამეღელვებინა იგი. მისი აღელვება კი
104
მსურდა; ეს იყო ნეტარება, რომელიც აქამდე არ განმეცადა; ჩვილი რომ გაიწევს
აკვნისკენ, ისე გაიწია ჩემმა ხელმა მისი მუხლებისკენ.
- წუხელ სიზმარში გნახე.
ის მიბრუნდა, თითქოს ალეწილი სახე მომარიდა.
- რა დაგესიზმრა?
- ის არა, რაც შენ გგონია, - მივუგე. - მესიზმრა, ვითომ ხედ იქეცი, და მე გეძახდი,
„პენი, პენი! დაბრუნდი-მეთქი!..“ მაგრამ შენ არ დაბრუნდი და მე სახით ხის
ტანს მივეკარ.
- რა სევდიანი სიზმარია, - გულგრილად თქვა პენიმ.
- ძალიან. საერთოდ სევდიანი დღეები დადგა ჩემთვის.
- კიდევ რა გჭირს?
- მამამ აიჩემა, ავად ვარო.
- რით არის ავად?
არ ვიცი. შეიძლება კიბო აქვს?
- რას ამბობ?!
სიგარეტისაგან გული მერეოდა და თავი საამოდ მიბრუოდა. მინდოდა
გადამეგდო, მაგრამ პენის დასანახავად უფრო მაგრად მოვქაჩე და კვამლი
ღრმად ჩავისუნთქე.
ტიხარი ჩემკენ დაიძრა. ჩვენს პირდაპირ მსხდარი შეყვარებულები ერთმანეთს
შუბლს ახლიდნენ, გონდაკარგული ცხვრებივით.
- ჩემო საბრალო ბიჭო. - მითხრა პენიმ. - დარწმუნებული ვარ, მამაშენი კარგად
იქნება: ჯერ არც ისე ბებერია.
- ორმოცდაათი წლისაა, - მივუგე. - სწორედ გასულ თვეში შეუსრულდა
ორმოცდაათი. სულ ამბობდა, ორმოცდაათ წელზე მეტს ვერ ვიცოცხლებო.
მან შუბლი შეიჭმუხნა, ჩემმა პატარა სულელმა გოგომ, სიტყვებს ეძებდა ჩემს
დასამშვიდებლად, თუმცა მე ყოველნაირად გავურბოდი ნუგეშისცემას. ბოლოს
მითხრა:
- მამაშენი ისეთი სასაცილოა, შეუძლებელია, რომ ის მოკვდეს.
105
პენი მეცხრე კლასში სწავლობდა და მამას მხოლოდ გაკვეთილების შემდეგ
ხედავდა, დამოუკიდებელი მეცადინეობისთვის განკუთვნილ დარბაზში,
მაგრამ, რა თქმა უნდა, მამას მთელი სკოლა იცნობდა.
- ყველა კვდება, - ვუთხარი.
- ჰო, მაგრამ ასე მალე არა.
- და მაინც როდესმე ასე უნდა მოხდეს.
საუბარი ჩვენი ცნობიერების ჩარჩოებს გასცდა და უკან დახევის გარდა
აღარაფერი დაგვრჩენოდა.
- ექიმს თუ ეჩვენა? - მკითხა მან და მაგიდის ქვეშ მისი მუხლი ჩემსას შეეხო, ისე
ანგარიშმიუცემლად, თითქოს ნიავმა ჩამოიქროლაო.
- ახლა სწორედ ექიმთანაა. - სიგარეტი მარჯვენა ხელში გადავინაცვლე და
მარცხენა ხელი ძირს დავუშვი, ვითომდა მუხლის მოსაფხანად. - მეც უნდა
წავყოლოდი, - ვუთხარი პენის, გულის სიღრმეში კი საკუთარი პროფილის
ხილვით ვტკბებოდი. წარმოვიდგინე როგორ ვუშვებდი კვამლს წინ
გამოშვერილი, მომრგვალებული ტუჩებიდან.
- რისთვის? შენ რის გაკეთება შეგიძლია?
- რა ვიცი. გავამხნევებდი. გვერდით ვეყოლებოდი.
ჩემი ხელი ისე ბუნებრივად გასრიალდა მის მუხლზე, როგორც წყალი
მოედინება ზევიდან ქვევით; ფავნის ტყავივით ხაოიანი ქვედატანი ეცვა.
პენი ისე იჯდა, ვითომც აქ არაფერიაო, მაგრამ მაინც ვიგრძენი, რომ დააბნია
ჩემმა შეხებამ. მან ენის ბორძიკით მითხრა:
- როგორ შეგიძლია? შენ ხომ მისი შვილი ხარ.
- ვიცი, - აჩქარებით მივუგე და ისეთი სახე მივიღე, თითქოს შემთხვევით
მომიხვდა ხელი, სრულიად უნებლიეთ. დაპყრობილ ტერიტორიაზე
მოხერხებულად მოვიკალათე, ხელის თითები გავჩაჩხე და ხელისგულით
მივეკარ სიმკვრივეს, რომელიც ადვილად მნებდებოდა, - მაგრამ მე ხომ მისი
ერთადერთი შვილი ვარ. - გავიმეორე მამის ნათქვამი და იმავე წუთს მამა
თითქოს ჩემს წინაშე აღიმართა; ის მთრთოლვარე ჰაერში ირხეოდა
თვალებდაწკურული, მოუსვენარი და ზურგში ოდნავ მოხრილი. - ჩემს მეტი
ხმის გამცემი არავინ ჰყავს.
- შეუძლებელია, - თქვა პენიმ ძალიან ჩუმად; მისი ხმა უფრო ნაზი იყო, ვიდრე
მისი სიტყვები. - მამაშენს ათასი მეგობარი ჰყავს.
106
- არა, - ვთქვი მე. - მას არ ჰყავს მეგობარი და არც სჭირდება. თვითონ მითხრა
დღეს.
და ცნობისმოყვარე სიმორცხვით, რომელიც მამაჩემს აიძულებდა უცნობებთან
საუბარში გადაჭარბებული თავაზიანობა გამოეჩინა, ჩემი უზარმაზარი ხელი
პენის სხეულის მთელ ფარულ სიუხვეს დაეპატრონა. თითები სანუკვარი
ფოსოსაკენ გავაპარე და ქვედატანის ხაოიან ქსოვილქვეშ ნეკით შევიგრძენი
აბრეშუმივით რბილი, წმინდა ორკაპი.
- ნუ იზამ, პიტერ, - მითხრა პენიმ, ისევე ისე ჩუმად, ცივი თითებით მწვდა ხელში
და კვლავ ჩემს მუხლზე დადო. მუხლზე დავირტყი ხელი და კმაყოფილს ოხვრა
აღმომხდა. ასეთ რამეზე ოცნებასაც ვერ გავბედავდი. ამიტომ უაზრობად,
ფარისევლურ გარყვნილებად მეჩვენა ის, რაც მან ჩურჩულით დაუმატა: - აქ
ძალიან ბევრი ხალხია.
თითქოს უმანკოება თავისმართლებას საჭიროებდეს! თითქოს, მარტო რომ
ვყოფილიყავით, მიწა გაირღვეოდა და ხელი გამიშეშდებოდა.
სიგარეტი ჩავაქრე და ვთქვი:
- მამაჩემთან უნდა წავიდე. - მერე ვკითხე: - თუ ლოცულობ?
- ღმერთს თუ ვეხვეწები?
- ჰო.
- კი.
ილოცებ მისთვის? მამაჩემისთვის?
- კარგი.
- გმადლობ. შენ კეთილი ხარ.
ორივეს გაგვიკვირდა ჩვენივე ნათქვამი. ვფიქრობდი, მკრეხელობა ხომ არ
ჩავიდინე-მეთქი, ღვთის შემწეობით რომ მინდოდა პენის გულს კიდევ უფრო
ღრმად ჩავწვდომოდი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ეს ასე არ იყო, რადგან
ნამდვილად შვება ვიგრძენი, როცა პენი დამპირდა - ვილოცებო. წამოდგომისას
ვკითხე:
- მოხვალ ხვალ კალათბურთზე?
- რატომაც არა.
- შეგინახო ადგილი?
107
- თუ გინდა.
- შენ კი ჩემთვის შეინახე.
- კარგი, პიტერ.
-ა?
- ნუ სწუხხარ ამდენს. ნუ გგონია, რომ ყველაფერში შენ ხარ დამნაშავე.
პენის თანაკლასელები, რომლებიც ჩვენს პირდაპირ ისხდნენ, ბონი ლენარი და
რიჩი ლორა შუბლს აღარ ახლიდნენ ერთმანეთს. მოულოდნელად რიჩიმ ერთსა
და იმავე დროს საზეიმო და დამცინავი კილოთი წამოიძახა:
- ეი შენ, პიტო-გვრიტო!..
ბონის იდიოტური სიცილი წასკდა და კაფეში, სადაც სულ ერთი წუთის წინ
გული საგულეს მქონდა, ჩემს ირგვლივ გესლიანი სიტყვები აზუზუნდა.
უფროსი ბიჭები, თავი რომ მოჰქონდათ დიდებივით ჩალურჯებული
თვალებით, მიყვიროდნენ: „ეი, გვრიტო, როგორა გყავს მოხუცი? როგორ არის
ჯორჯი ფოლადის ყრონჭი?“ ვისაც ოდესმე მასთან უსწავლია, თავის
სიცოცხლეში აღარ ავიწყდებოდა ის, მაგრამ მთელი მოგონება დაცინვაში
გამოიხატებოდა. ისინი ცდილობდნენ ჩაეხშოთ სინდისის ქენჯნა და
სიყვარული მისდამი, როცა თავს მესხმოდნენ მე, მითების პაწია მცველს. ამას
ვერ ვიტანდი, მაგრამ ასე თუ ისე, ის, რომ კოლდუელის ვაჟი ვიყავი, წონას
მმატებდა ხალხის თვალში და უმცროსი ყმაწვილების ერთფეროვან ბრბოზე
მაღლა მაყენებდა;
მამაჩემის წყალობით რაღაცას წარმოვადგენდი ამ ტიტანების თვალში. საჭირო
იყო მხოლოდ ტუჩებზე ღიმილის გამოსახვა, როცა ისინი სისასტიკითა და
ნეტარებით აღსავსე მოგონებებში ეფლობოდნენ:
- გახსოვს, ზურგზე რომ დაწვებოდა გასასვლელში და ღრიალებდა:
„რაღას უცდით, მოდით ბარემ, ზედ შემდექით, სულ ერთია, მაინც გამთელავთ!..“
- ...ჩვენ კი ექვსივემ წაბლით დავიტენეთ ჯიბეები...
- შვიდი წუთიღა აკლდა ზარის დარეკვას, რომ ყველა წამოხტა და როგორც ერთი,
მიაშტერდნენ, თითქოს შარვლის ზონარი ჰქონოდა შეხსნილი...
- ღმერთმანი ჩემს სიცოცხლეში ვერ დავივიწყებ...
108
- ერთი გოგო რომ წამოხტა ბოლო მერხიდან და უთხრა, მეათედების წინ მძიმეს
ვერ ვხედავო... მაშინ მივიდა ფანჯარასთან, რაფაზე რაც თოვლი იყო, მოხვეტა,
დააგუნდავა და... დაფას არე მიატყეპა!.. ახლა ხედავო?“ - ეუბნება.
- ეგ ხომ არის და არის...
- მამაშენი გენიალური ვინმეა, პიტერ!
განსაცდელი მუდამ ამისთანა შექებით მთავრდებოდა და ეს მალამოდ ეცხებოდა
ჩემს სულს. აღტაცებაში მოვდიოდი, როცა ამას თავზეხელაღებული ზორბა
ბიჭებისაგან ვისმენდი, რომლებიც ფეხსალაგში თამბაქოს ეწეოდნენ, ოლტონში
შინ გამოხდილი ვისკის სასმელად დადიოდნენ და ფილადელფიის
საროსკიპოებში ზანგის ქალებთან მრუშობდნენ. პირმოთნე ღიმილი სახეზე
შემაცივდა, მათ კი უეცრად ამითვალწუნეს და ზურგი მაქციეს. გასასვლელისკენ
გავემართე. ერთ მაგიდასთან ვიღაც მამალივით ყიოდა. მუსიკალური ავტომატი
დორის დეის ხმით მღეროდა „სენტიმენტალურ მოგზაურობას“. შორეულ
კედელთან ერთსულოვანი აღტაცების შეძახილები ისმოდა და აღშფოთებით
წკარუნობდა მექანიკური ბილიარდი, როცა მოთამაშენი ფულს არ ჩააგდებდნენ.
მოვიხედე და ამ აყალმაყალში დავინახე, რომ ჯონი დედმენი თამაშობდა;
შეუძლებელი იყო არ ეცნო კაცს მისი ფართო, ოდნავ სიმსუქნემორეული მხრები,
ყვითელი ველვეტის ქურთუკის აწეული საყელო და კისერზე ჩამოზრდილი
შავი, მბზინავი თმა. ჯონი დედმენი ჩემი ერთ-ერთი კერპთაგანი იყო. ის
ერთხელ უკვე დარჩა კლასში, მაგრამ ათასგვარი უაზრო სასწაულის ჩადენა
შეეძლო და სიმარდეში ვერავინ გაეჯიბრებოდა. საუცხოოდ ცეკვავდა,
ოსტატურად აგდებდა ბირთვს ბილიარდის ლუზში და მაღლა ასროლილ
დამარილებულ თხილს პირში იჭერდა. დამოუკიდებელი მეცადინეობის
დარბაზში ჯონი ჩემს გვერდით იჯდა და ცოტა რამ ვისწავლე მისგან,
მაგალითად, თითით ლოყის გაწევა და მერე პირის დატკაცუნება, ოღონდ სულ
ერთია, ისე ხმამაღლა მაინც არასდროს გამოდიოდა, როგორც ჯონის. ის
შეუდარებელი იყო და არც კი ღირდა თავის მტვრევა. ჩვილივით ვარდისფერი
სახე ჰქონდა. ზედა ტუჩს ოქროსფერი
109
ღინღლი უფარავდა: ჯონი სულაც არ იყო პატივმოყვარე და ხულიგნობას
ბოროტი ზრახვით როდი ჩადიოდა; უნდოდა და ხულიგნობდა. მართალია,
ნასამართლევი იყო: ერთხელ, ოლტონში თექვსმეტი წლისა ლუდით დაითვრა
და პოლიციელს გაარტყა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩხუბი არ ეპიტნავებოდა,
უბრალოდ, გადაწყვიტა გარემოს შეხამებოდა, სწორედ ისე, ცეკვის დროს ნაბიჯს
რომ შეუწყობდა ხოლმე ქალიშვილს და ატრიალებდა, ვიდრე ამ უკანასკნელს
თმა მთლად არ ჩამოეშლებოდა და სახე არ აელეწებოდა. მექანიკური ბილიარდის
ლუზში მუდამ ახვედრებდა, ამბობდა, „მიზანს ვგრძნობო“. კაცი იფიქრებდა, რომ
სულაც მან გამოიგონა ბილიარდი. ზუსტი მეცნიერებებიდან მარტო მექანიკაში
იჩენდა ნიჭს. ხელგარჯილობის გარდა ყველა საგანში ორიანი ჰქონდა. ამაში იყო
რაღაც ისეთი მშვენიერი, რომ სუნთქვა მეკვროდა. მაშინ თხუთმეტი წლისა
ვერნერით რომ არ ვყოფილიყავი გატაცებული, აუცილებლად ვიოცნებებდი,
ჯონი დედმენი გავმხდარიყავი. მაგრამ ჩემდა სავალალოდ ისიც ვიცოდი, რომ
ჯონი დედმენად ქცევა შეუძლებელია, ჯონი დედმენად უნდა დაიბადო.
გარეთ სახე ქურთუკის სახელოში ჩავმალე და ტრამვაის ხაზის გაყოლებით დოკ
აპლტონის სახლამდე ორი კვარტალი ფეხით გავიარე. ხაზების შესაყართან
ტრამვაი შემხვედრს უცდიდა და მალე, როცა მე და მამა სკოლიდან გამოვედით,
ისიც გამოჩნდა - ოლტონს მიმავალი ტრამვაი. ახლა სავაჭროდან მიმავალ
ნაცრისფერ კომბინეზონში გამოწყობილ მუშებსა და დიასახლისებს ელისკენ,
აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქისაკენ მიაქროლებდა. იქ ბოლო გაჩერება
იყო. კაფეში სულ ათ წუთს დავყავი. ქუჩაში სწრაფად მივაბიჯებდი. პენის
ვთხოვე, მამაჩემისთვის ილოცე-მეთქი და გულში მეც ვლოცულობდი: „ოღონდ
არ მოკვდეს, ოღონდ ჯანმრთელად იყოს“. ლოცვა ყველას შეეხებოდა, ვინც კი
ყურს დაუგდებდა; ის ტალღასავით გავრცელდა და მოედო ჯერ
ქალაქს, მერე კი შორეულ ჰორიზონტს და მთელ ცის თაღს. სახურავებს ზემოთ,
აღმოსავლეთით ცა უკვე მეწამული ხდებოდა, მაგრამ ჩემს თავზე ის ისეთივე
ლურჯი იყო, როგორც დღისით. ცის სილურჯე - ოპტიკური ილუზიაა, ეს მამამ
აგვიხსნა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე, მაგრამ მე მას ყოველთვის ისე
აღვიქვამდი, როგორც ღია ცისფერი, გამჭირვალე სფეროების გუნდს, რადგან
ერთმანეთზე დადებულ ორ გამჭვირვალე ცელოფანის ქაღალდს ვარდისფერი
გადაჰკრავს, მესამესაც თუ დაუმატებ, მუქი ვარდისფერი გახდება, მეოთხეს წითელი და მეხუთეს მეწამული, ვით გავარვარებული ღუმელის სიღრმეში
მბორგავი ცეცხლი. თუ ლურჯი თაღი ქალაქის თავზე ილუზიაა, რაოდენ დიდი
ილუზია იქნება, რაც მის იქით არსებობს. „გეთაყვა“, - დავსძინე ჩემს ლოცვას,
სწორედ ისე, ბავშვს რომ უკარნახებენ ხოლმე, თუკი დაავიწყდება.
110
დოკ აპლტონის მობათქაშებული სახლი, რომლის წინა ნახევარიც მისაღებსა და
კაბინეტს ეჭირა, ყვითელი იყო და ქვის მესერს გადაღმა ამწვანებულ ბორცვზე
იდგა. მესერი, ალბათ, მხრებამდე შემომწვდებოდა. კიბეს აქეთ-იქიდან ცემენტის
დიდი ბურთებით დაგვირგვინებული ქვის ორი ბოძი ამშვენებდა - ოლინჯერში
ეს
სახლის ჩვეულებრივი სამკაული გახლდათ, მაგრამ შემდეგ დავრწმუნდი, რომ
სხვა ქალაქში ასეთ რამეს იშვიათად თუ ნახავდა კაცი. როცა სადარბაზოსკენ
მიმავალი ბილიკი ავირბინე, ქალაქის ყველა ფანჯარაში შუქი აენთო, როგორც
ტილოზე ნათდება საღებავები, როცა მხატვარი ჩრდილს ჩაამუქებს. დღესა და
ღამეს შორის გავლებული ფართო ზოლი იმ ერთ წამში წაიშალა.
„კარი ღიაა. დარეკეთ და შემოდით“, რაკი პაციენტი არ ვიყავი, არ დამირეკია.
რატომღაც წარმოვიდგინე, რომ ზარს თუ დავრეკავდი, ექიმს უნდობლად
დაუწყებდნენ ცქერას და გასამრჯელოს აღარ გადაუხდიდნენ. ზღურბლზე
ღვედებისაგან მოწნული იატაკის საწმენდი ეგდო, გვერდით კი დიდი თაბაშირის
საყრდენი - ქოლგებისათვის, მასზე ფერადი შუშებით უაზრო სახეები იყო
ამოქარგული. საყრდენს ზევით მრისხანე ანტიკური სცენის ამსახველი
გულისამრევი შავი გრავიურა ეკიდა. ხელაპყრობილი და პირდაღებული ბრბოს
სასოწარკვეთა უსაშველოდ იყო გაზვიადებული, ხოლო მათი სხეულები
არაბუნებრივად დაჭიმული, და საერთო შთაბეჭდილება ისე მძიმე და
უსიცოცხლო იყო, რომ ერთხელაც ვერ ვაიძულე ჩემი თავი - წესიერად შემეხედა
და გამერკვია, რას გამოხატავდა, მგონი,
ფიზიკურ დასჯას. მზერა ისე სწრაფად ავარიდე, თითქოს პორნოგრაფიული
სურათი დამენახოს, მაგრამ თვალში მაინც მომხვდა რაღაც მსხვილი ხაზი მათრახი? - ობობას ქსელივით მქრქალად მოხაზული ტაძრის სიღრმეში
იკლაკნებოდა - ეს პერსპექტივისათვის იყო საჭირო. რამდენი წვალება
გამოუვლია მხატვარს, რამდენი მოთმინება და დრო დაუხარჯავს, რომ
ჭეშმარიტი ოსტატობითა და სიყვარულით შეექმნა ეს უგვანო, დამტვერილი და
გაშავებული გრავიურა, რომელიც აღარავის აღარ აღელვებდა; ჩემთვის კი
უსიტყვო გაფრთხილებას წარმოადგენდა, რისი გაგებაც ჯიუტად არ მსურდა.
მარჯვნივ გავუხვიე, დოკ აპლტონის მისაღებისაკენ. იქ, კედლების გასწვრივ და
ოთახის შუაგულში, მაგიდასთან მუხის ძველი ავეჯი იდგა. ავეჯზე გადაკრული
შავი ტყავი დამსკდარიყო. მაგიდაზე ძველი გაზეთები ეყარა - „ლიბერტი“,
„სეტედი ივნინგ პოსტ“ -ი. სამფეხა საკიდარი გაძვალტყავებული კუდიანივით
ატუზულიყო კუთხეში და იქიდან იბღვირებოდა. საკიდრის ზემოთ, თაროზე
ყვავის ფიტული იდგა, რომელსაც მტვრისაგან ნაცრისფერი დასდებოდა;
ღრიჭოდ დატოვებული კაბინეტის კარიდან მამაჩემის ხმა შემომესმა:
111
- იქნებ, გველეშაპი მწამლავს?
- ერთ წუთს მოითმინეთ, ჯორჯ, მგონი, ვიღაც მოვიდა.
ექიმის გამელოტებული, ფართო, შეყვითლებული სახიანი ბუს თავი კარში
გამოეკვეხა.
- ა, პიტერ, - თქვა მან და პირქუში სახლიწამით მოხუცის კეთილმა, ჭკვიანურმა
ღიმილმა გააშუქა. თუმცა დოკ აპლტონის ხელში დავიბადე, ის მხოლოდ მესამე
კლასიდან მახსოვს; მაშინ მშობლები ხშირად ჩხუბობდნენ და ძალიან
ვიტანჯებოდი. სკოლიდანაც მუდამ დამფრთხალი ვბრუნდებოდი - უფროსი
ბიჭები დამცინოდნენ, რადგან ნერვიულობისაგან სახეზე გამომაყარა; მერე
ციება დამემართა და აღარ იქნა ჩემი გამობრუნება. ღარიბები ვიყავით და ექიმს
მაშინვე არ ვეძახდით. მხოლოდ მესამე დღეს გამოუძახეთ, რაკი სიცხე არ
გამინელდა. მახსოვს მშობლების განიერ საწოლზე ვიჯექი ორ ბალიშს
მიყრდნობილი. კედლები, საწოლის ფეხები, საბანზე გაფანტული სურათებიანი
წიგნები - ყველაფერი ისეთი რბილი და უსხეულო მეჩვენებოდა, როგორც ეს
ციებ-ცხელების დროს იცის, და თუმცა გაუთავებლად ვიწმენდდი თვალებს და
ნერწყვს ვყლაპავდი, პირი მაინც მიშრებოდა და თვალები ერთთავად სველი
მქონდა. უცებ კიბე მტკიცე, აჩქარებულმა ნაბიჯმა ააჭრიალა და დედას
ჩასუქებული კაცი შემოჰყვა, ყავისფერკოსტიუმიანი, დიდი ყავისფერი
ჩემოდნით ხელში. მან შემომხედა, მერე დედას მიუბრუნდა და მკვეთრი, უხეში
ხმით ჰკითხა: - რა უყავით ბავშვს?
დოკ აპლტონს ორი უცნაურობა სჭირდა: ტყუპის ცალი და ჰყავდა და ჩემსავით
ფსორიაზისაგან იტანჯებოდა. მისი და, ესთერ აპლტონი, ჩვენთან სკოლაში
ლათინურსა და ფრანგულს ასწავლიდა. მორცხვი, ჩამრგვალებული შინაბერა
იყო, თავის ძმაზე უფრო დაბალი და თმაჭაღარა. ძმა კი დიდი ხნის წინ
გამელოტდა. მაგრამ ორივეს ერთნაირი, მოკაუჭებული ცხვირი ჰქონდა და
საერთოდ, მსგავსება ერთი შეხედვით გეცემოდათ თვალში. ის აზრი, რომ ეს ორი
დარბაისელი ხანშიშესული ადამიანი დედამ ერთ დღეს გააჩინა, ბავშვობაში
დაუჯერებლად მიმაჩნდა. ესთერი და ექიმი ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ექიმი
ცოლიანი იყო, ოღონდ მისი ცოლი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა თუ გაუჩინარდა
- მისი პიროვნება დიდი საიდუმლოებით იყო მოცული. ექიმს ვაჟიც ჰყავდა,
სახელად სკიპი, ჩემზე ერთი წლით უფროსი, მაგრამ ჩემსავით დედისერთა. ის
მამაჩემის მოწაფე იყო, მერე კი გადაწყვიტა ქირურგიას
112
დაუფლებოდა და სადღაც შუა დასავლეთში გაემგზავრა -კარგად არ მახსოვს,
ჩიკაგოში, სენტ-ლუისში თუ ომაჰაში. სკიპის დედის ბნელი ხვედრი კიდევ ერთი
ჩრდილით იყო გამუქებული: დოკ აპლტონი არც ერთ ეკლესიას არ ეკუთვნოდა,
არც რეფორმატულს, არც ლუთერანულს, და როგორც ამბობდნენ, საერთოდ არ
სწამდა ღმერთი. ეს მესამე უცნაურობა ყურმოკრული ამბავი იყო. ფსორიაზის
ამბავი კი დედამ გამიმხილა. ჩემს დაბადებამდე ეს საზიზღარი დაავადება მთელ
ქალაქში მხოლოდ ორ კაცს სჭირდა. როგორც დედამ მითხრა, დოკი თურმე
სწორედ ამის გამო არ გახდა ქირურგი - ალბათ, მკლავებს დაიკაპიწებდა თუ არა,
ავადმყოფს ვარდისფერი ფუფხი მაშინვე თვალში ეცემოდა და შეძრწუნებული
შეჰყვირებდა; „ექიმო, ჯერ შენ თვითონ განიკურნე!“ დედას ამაზე გული
წყდებოდა, რადგან მისი აზრით, დოკ აპლტონის მთელი უნარი მის ხელებში იყო
თავმოყრილი და მას ოპერაციის გაკეთება უფრო მეტად შეშვენოდა, ვიდრე
დიაგნოზის დასმა. ხშირად მიამბობდა, როგორ განკურნა ის დოკმა ყელის
ქრონიკული დაავადებისაგან გრძელ ჯოხზე წამოცმული ბამბის ტამპონის ერთი
მარჯვე მოსმით. ეტყობა, დედაჩემი ერთ დროს გულგრილი არ ყოფილა დოკ
აპლტონისადმი.
ახლა კი მისი ფერმკრთალი მრგვალი სახე ჩემკენ დახრილიყო ნახევრად ბნელ
მისაღებში. ის თვალმოჭუტული ათვალიერებდა ჩემს შუბლს. ბოლოს თქვა:
- კანი თითქოს სუფთა გაქვს.
- ჯერ კიდევ არა უშავს, - მივუგე, - ყველაზე უარესი მარტსა და აპრილში იქნება. სახეზეც თითქმის არაფერი გეტყობა, - თქვა მან.
მე კი მეგონა, სახეზე საერთოდ არაფერი მქონდა. მერე ჩემს ხელებს დასწვდა ალბათ, სწორედ ამ თვითდაჯერებულმა შეხებამ მოახდინა დედაზე
შთაბეჭდილება - და კაბინეტიდან გამოსულ ელექტრონის შუქზე ჩემს
ფრცხილებს დააკვირდა.
- ჰო, - თქვა მან. - არის კვალი. მკერდი როგორღაა? - საშინლად, - ვუპასუხე, თან
ვშიშობდი, არ გავესინჯე.
მან ძლიერად დააფახულა წამწამები და ხელი მიშვა. უპიჯაკოდ იყო, ჟილეტში,
პერანგის სახელოებზე, იდაყვებთან წვრილი სამგლოვიარო ბაფთის მსგავსი შავი
რეზინის ლეკვერთხები ეკეთა. ოქროს რკალად მოხრილი საათის ძეწკვი
ქანქარასავით ქანაობდა მის მუცელზე, ყავისფერი ჟილეტის ზემოთ. კისერზე
სტეტესკოპი ეკიდა. დოკ აპლტონმა შუქი აანთო და შავ ლითონის კარკასზე
დამაგრებული ყავისფერი და ნარინჯისფერი შუშის ჭაღიდან ჟურნალებით
მოფენილ მაგიდაზე სინათლის ტბორები დაიღვარა.
113
- პიტერ, რაიმე წაიკითხე, სანამ მამას გავისტუმრებ.
- შემოვიდეს ბიჭი, დოკ: დე მოისმინოს თქვენი განაჩენი. ჩემი ხვედრი მისი
ხვედრია. - მოისმა კაბინეტიდან მამაჩემის სერიოზული ხმა.
ოთახში შესვლა მერიდებოდა, მეშინოდა, მამა გახდილი არ ყოფილიყო, მაგრამ ის
ჩაცმული დამხვდა. ხის პატარა სკამზე იჯდა, რომელზედაც ტრაფარეტული
გერმანული ჩუქურთმა იყო ამოჭრილი. გაკაშკაშებულ კაბინეტში მომეჩვენა, რომ
მამას ტკივილისაგან სახე გათეთრებოდა. სახეზე კანი მოშვებოდა, ტუჩის
კუთხეები ღიმილს დაესერა და დორბლით დასველებოდა.
- რაც არ უნდა გელოდეს ცხოვრებაში, შვილო, - მითხრა მან, - იმედი მაქვს,
რექტოსკოპთან არასდროს მოგიხდება საქმის დაჭერა. ფუჰ!..
- უფ!.. - ამოიხვნეშა დოკ აპლტონმა და მოწყვეტით დაეშვა საწერ მაგიდასთან
მიდგმულ მბრუნავ სავარძელში, რომელიც თითქოს საგანგებოდ მისთვის იყო
გამოჭრილი. ექიმის მსუქანი მკლავები და მოქნილი თეთრი თითები ჩემთვის
ნაცნობი
მოძრაობით
მიესვენა
სავარძლის
ხვეულბოლოებიან,
მოჩუქურთმებულ ხის სახელურებზე. - თქვენი უბედურება ისაა, ჯორჯ, - თქვა
მან, - რომ საკუთარი თავის დაზოგვა არ იცით. ნახეთ, სადამდე მიიყვანეთ
თქვენი სხეული.
მათთვის ხელი რომ არ შემეშალა, მოშორებით დავჯექი, თეთრი ლითონის მაღალ
ტაბურეტზე, იმ მაგიდის ახლოს, რომელზეც ინსტრუმენტები ელაგა.
- მართალი ხართ,-მიუგო მამამ.- მე თვითონაც მეზიზღება ჩემი მახინჯი გვამი.
მიკვირს, ორმოცდაათ წელს როგორ გამიძლო!
დოკ აპლტონმა კისერზე ჩამოკიდებული სტეტესკოპი მოიხსნა და მაგიდაზე
დადო, სადაც ის მოკლული რეზინის გველივით დაიკლაკნა და გაქვავდა. მაგიდა
ფართო იყო, ძველებური, გასაწევ-გამოსაწევი და ზედ უწესრიგოდ ეყარა
ანგარიშები, პაკეტები აბებისათვის, რეცეპტის ბლანკები, ჟურნალებიდან
ამოჭრილი კარიკატურები, წამლის ცარიელი შუშები, ქაღალდის საჭრელი
ბრინჯაოს დანა, ბამბით გატენილი ლურჯი კოლოფი და „ომეგას“ ფორმის
ვერცხლის მოსაჭერი. კაბინეტი ორი ნაწილისაგან შედგებოდა: წინა ნახევარში
იდგა საწერი მაგიდა, სკამები, ინსტრუმენტების მაგიდა; აქვე იყო სასწორი,
მხედველობის შესამოწმებელი ცხრილი და ყვავილების ქოთნები. კაბინეტის
მეორე ნახევარში კი მქრქალი მინის ტიხარს იქეთ, თაროებზე წამლები
ინახებოდა, თითქოს ღვინის ბოთლები, ან ძვირფასი თვლებით სავსე ქილებიაო.
114
ავადმყოფის გასინჯვის შემდეგ ექიმი ტიხარს უკან გადიოდა ხოლმე და იქიდან
რამდენიმე სიგნატურებიანი შუშა გამოჰქონდა. წამლების თაროებიდან
უცნაური, გაურკვეველი სუნი მოდიოდა - შაქრის სიროფის, მენთოლის, ამიაკისა
და გამხმარი ბალახისა. ეს მაცოცხლებელი სურნელი ვესტიბიულშიც
იგრძნობოდა, სადაც ფეხსაწმენდი, გრავიურა და ქოლგებისათვის თაბაშირის
საყრდენი იყო. ექიმი ჩვენკენ შემოტრიალდა თავის სავარძელში. თავი სულ
მთლად მოტვლეპილი ჰქონდა, როგორც
მაინორ კრეცს - მაგრამ იმას კოპებით დაფარული თავის კანი ერთიანად
ულაპლაპებდა. დოკ აპლტონის ქალა კი გლუვი იყო, დაქანებული და
ვარდისფრად დაწინწკლული. წინწკლებს, ალბათ, მარტო მე ვამჩნევდი, რადგან
ვიცოდი, რომ ეს ფსორიაზია. ექიმმა ცერი მამაჩემისკენ გაიშვირა.
- ყველაფერი იმის ბრალია, ჯორჯ, - თქვა მან, - რომ თქვენ მხოლოდ სული გწამთ,
სხეულზე კი ხელი აგიღიათ და დოღის ცხენივით ერეკებით, სანამ ჩამოხტომის
დრო არ დადგება. ზედმეტად გადაიქანცეთ. სხეულს დაზოგვა უნდა. ასეთი
გადაღლა არაბუნებრივია. ნერვიული სისტემის მოშლილობაც ამით არის
გამოწვეული.
ისედაც ადგილს ვერ ვპოულობდი, დოკ აპლტონის ფილოსოფია კი მუდამ
გუნებას მიწამლავდა. გადავწყვიტე, განაჩენი უკვე გამოტანილია, და რაკი ექიმი
ჭკუის სწავლებას მოჰყვა, ალბათ, ყველაფერი რიგზეა-მეთქი. მაგრამ მაინც
გულის კოვზთან მწიწკნიდა, როცა დაგრაგნილ ზონდებსა და მრუდე
მაკრატლებს ვათვალიერებდი. ისინი ასობით ჩამწკრივებულიყვნენ მაგიდაზე
და უცნაურ სიტყვებს აკოწიწებდნენ. თითქოს გაიძახოდნენ „უი უიო“. ამ
ვერცხლის წამოძახილებს შორის - ნემსებს,
ლანცეტებსა და გაპრიალებულ მოსაჭერებს შორის - პატარა სამწახნაგოვანი
ჩაქუჩიც ერია, - მუხლზე რომ დაგარტყამენ და შეხტები, ისეთი, - მკვრივი
წითელი რეზინის თვალისმომჭრელი სახელურით; სახელური გაღუნული იყო,
ექიმს რომ უფრო მარჯვედ სჭეროდა ხელში, - მახსოვს, როცა ამ კაბინეტში
პირველად შემომიყვანეს, ამ ჩაქუჩმა განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება.
მუქი ნარინჯისფერი თავი ისრის ბურნუკს წააგავდა და რაღაც უძველეს ნივთს
მაგონებდა, თითქოს დანარჩენი ინსტრუმენტების პაპის პაპა ყოფილიყოს. ერთსა
და იმავე დროს ისრის ბურნუკსაც წააგავდა და ღერძსაც, და მეჩვენებოდა, რომ
ხანგრძლივი ხმარების შედეგად პაწია ღრმულებითა და ბზარებით დაფარული,
ის დროის უფსკრულში ეშვებოდა და იქ, მარადისობის ფსკერზე, ისეთი მარტივი
და უწონადო იყო, რომ შეეძლო სამყაროს ღერძად ქცეულიყო.
115
- ...თქვენ უკვე იცით
თქვენი თავის ამბავი, ჯორჯ, - ამბობდა დოკ აპლტონი.
მან ზევით ასწია ვარდისფერი, მკვრივი, ბავშვივით ფუნჩულა ხელისგული,
თითქოს ვიღაცას აფრთხილებსო, - რამდენი ხანია მასწავლებლობთ?
- თოთხმეტი წელია, - მიუგო მამამ. - ოცდათერთმეტი წლის ბოლოს დამითხოვეს
და მთელი ის წელი, როცა ბიჭი დაიბადა, უმუშევარი ვიყავი. ოცდაცამეტი წლის
ზაფხულში, ელ ჰამელი, თქვენ იცნობთ - მამილო კრამერის დისწულია, მოვიდა
და შემომთავაზა...
- თუ უყვარს მამას თავისი სამუშაო, პიტერ? უცებ ვერ მოვისაზრე, რომ მე
მეკითხებოდა.
- არ ვიცი, - მივუგე, - ზოგჯერ მეჩვენება, რომ უყვარს. - მაგრამ დავფიქრდი და
დავუმატე: - არა, ეჯავრება.
- რაიმე ხეირი რომ იყოს ამაში, კიდევ არა უშავს, - თქვა მამამ - მაგრამ წესრიგის
დამყარებას ვერ ვახერხებ. ვერც საწყალი მამაჩემი ახერხებდა.
- თქვენ მასწავლებელი არა ხართ, - უთხრა დოკ აპლტონმა. - თქვენ თვითონა
ხართ მოწაფე. სწორედ ეს არის ნერვიული აღგზნების მიზეზი. ნერვიული
აღგზნების გამო
ზედმეტი კუჭის წვენის გამოყოფა ხდება. მაშასადამე, ჯორჯ, ის სიმპტომები,
თქვენ რომ ამიწერეთ, შესაძლებელია ჩვეულებრივი კოლიტის ნიშანი იყოს.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუდმივი გაღიზიანება იწვევს ტკივილსა
სისავსის შეგრძნებას უკანა ტანში. მეტსვერაფერს ვიტყვი, ვიდრერენტგენი არ
გაკეთდება.
- კიდევ როგორმე გავათრევდი ამ ჭაპანს, ოღონდაც ვიცოდე, რომ ვინმეს რამეში
სჭირია, - თქვა მამამ. - ყველას ამას ვეკითხები და ერთხელ ვერ მივიღე პასუხი.
- ზიმერმანი რას ამბობს?
- არაფერს. მღვრიე წყალში თევზებს იჭერს. ზიმერმანისთვის ადვილია წესრიგის
დამყარება და დასცინის ჩემისთანა საწყლებს - საქმისთვის ვერ მოგივლიათო.
სულ ყურებში მიდგას მისი სიცილი.
- მე და ზიმერმანი, - თქვა დოკ აპლტონმა და ამოიოხრა, - ვერასდროს
ვთანხმდებოდით. ხომ იცით, სკოლაში ჩვენ ერთად ვსწავლობდით.
- არ ვიცოდი.
116
მამა ტყუოდა. ეს მეც კი ვიცოდი - იმდენჯერ ჰქონდა დოკ აპლტონს ნათქვამი.
საერთოდ დოკს არ შეეძლო ზიმერმანის გულგრილად ხსენება. ეტყობოდა, მასზე
ფიქრი არ ასვენებდა. მამაჩემის მორჩილებამ გამაცოფა - დაჯექი და უსმინე ახლა
ათასჯერ გადაღეჭილ, უთავბოლო მოგონებებს.
- როგორ?! - თქვა დოკ აპლტონმა და გაოცებისაგან თვალები დააფახულა, რომ
ასეთი საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტება მამას მხედველობიდან გამორჩა, მე და ის ერთად ვსწავლობდით, ოლინჯერის სკოლა ერთად დავამთავრეთ, - მან
მოხერხებულად მოიკალათა საგანგებოდ მისთვის გაკეთებულ სავარძელში. ოლინჯერი მერე დაარქვეს ამ ქალაქს, მაშინ კი, როცა ჩვენ დავიბადეთ, მას
ტილდენი ერქვა. იმ კაცის პატივსაცემად, რომელიც ასე უსირცხვილოდ
გააცურეს არჩევნებზე. იმ დროს მოხუცი ოლინჯერი უკვე დაპატრონებული იყო
მთელ მიწებს, ახლანდელი ტრამვაის ხაზების ჩრდილოეთით და იმ ადგილის
You have read 1 text from Georgian literature.
Next - კენტავრი - 09
  • Parts
  • კენტავრი - 01
    Total number of words is 3340
    Total number of unique words is 2166
    24.6 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    44.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 02
    Total number of words is 3612
    Total number of unique words is 2290
    24.5 of words are in the 2000 most common words
    37.5 of words are in the 5000 most common words
    45.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 2221
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 04
    Total number of words is 3828
    Total number of unique words is 2253
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 05
    Total number of words is 3690
    Total number of unique words is 2293
    25.7 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 06
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2285
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 07
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2208
    28.2 of words are in the 2000 most common words
    40.8 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 08
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 2203
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 09
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2299
    26.9 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 10
    Total number of words is 3832
    Total number of unique words is 2203
    27.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 11
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2293
    26.4 of words are in the 2000 most common words
    39.1 of words are in the 5000 most common words
    46.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 12
    Total number of words is 3897
    Total number of unique words is 2212
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 13
    Total number of words is 3874
    Total number of unique words is 2126
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 14
    Total number of words is 3804
    Total number of unique words is 2211
    27.9 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 15
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2177
    28.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 16
    Total number of words is 3722
    Total number of unique words is 2183
    27.0 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 17
    Total number of words is 3736
    Total number of unique words is 2200
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 18
    Total number of words is 3771
    Total number of unique words is 2310
    27.4 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 19
    Total number of words is 3048
    Total number of unique words is 1793
    25.5 of words are in the 2000 most common words
    36.6 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.