Latin

კენტავრი - 18

Total number of words is 3771
Total number of unique words is 2310
27.4 of words are in the 2000 most common words
39.9 of words are in the 5000 most common words
47.2 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მუდამ ერთი დღის სამყოფ საჭმელს ყიდულობდა, თითქოს იმედი ჰქონდა, რომ
ხვალ ნაკლები ხალხი ეყოლებოდა დასაპურებელი. ქორფა ბანანების მტევანიც
კი იყიდა: სანამ პოტეიჯერი ფანქრის ნაღრღენით გულმოდგინედ ანგარიშობდა
დანახარჯს, მამა მომიბრუნდა და მკითხა:
- დალიე ლიმონათი?
აქ ყოველთვის ვსვამდი ლიმონათს, თითქოს ცივილიზაციას ვეთხოვებოდი
გამოყრუებულ ქვესკნელში ჩაშვების წინ, რომელიც რაღაც მცდარი მიზეზის
გამო ჩვენ სახლად იქცა.
- არა, - ვუთხარი მე. - არ მინდა, წავიდეთ.
- ჩემი საბრალო ბიჭი, - ხმამაღლა განუცხადა მან მონადირის წითელ ქუდებში
გამოწყობილ უსაქმურთა მცირე ჯგუფს, რომლებიც ასეთ ავდარშიც კი
მაღაზიაში შეკრებილიყვნენ და თამბაქოს ღეჭდნენ, - ორი ღამეა სახლში არ
უძინია და დედა მოენატრა.
გაოცებული გამოვვარდი მაღაზიიდან. გზის გადაღმა თოვლის ჩარჩოში
ჩასმული ტბა სარკის უკანა მხარესავით შავი იყო. ნაადრევი ბინდი
ჩამოწოლილიყო, როდესაც ზოგიერთი მძღოლი ფარებს ანთებს, სხვები საშუქელას, ზოგიც კი საერთოდ არ რთავს ჯერჯერობით შუქს. მამა ისე
მიერეკებოდა მანქანას, თითქოს გზატკეცილი ცარიელი
ყოფილიყო. აქა-იქ გზა გაეწმინდათ და ამ ადგილების გავლისას ჯაჭვები სხვა
ხმაზე ჟღარუნობდნენ. როცა ფაირჰილის აღმართის ნახევარი გავიარეთ (პაწია
ჯვრით დამშვენებული ეკლესია თითქოს მელნით დაეხატათ მუქ ლურჯ ცაზე),
ერთი ჯაჭვი ჩამოვარდა და მთელი უკანასკნელი მილის განმავლობაში
ხმაურით ეხებოდა მარჯვენა უკანა ფარს. სიბნელეში ფაირტაუნის სახლების
ჯგუფი აციმციმდა, მხოლოდ ქვედა სართულების ფანჯრებში მიმქრალი
ნაღვერდალივით კიაფობდა მკრთალი შუქი. სასტუმრო „მეათე მილი“ აჭედილი
და ჩაბნელებული იდგა.
ჩვენი გზა არ გაეწმინდათ. ფაქტიურად, იქ ორი გზა იყო, ერთი ემიშის
მინდვრების გავლით, მეორე კი მისი განტოტება, - ის ჩვენს ფერმას ჩაუვლიდა
258
და მერე ისევ გზატკეცილზე გამოდიოდა საილას შელკოფის თავლასთან და
საგუბართან. ჩვენ მეორე, ქვედა გზით წავედით, ხოლო უკან ზედა გზით
დავბრუნდით. მამა გამეტებით ეკვეთა ნამქერს და ჩვენი „ბიუიკი“ ათი ფუტის
შემდეგ თოვლში გაიჭედა. ძრავა ჩაქრა. მამამ ანმთები გამორთო და ფარები
ჩააქრო.
- ხვალ როგორღა გავაღწევთ აქედან? - ვკითხე მე.
- მოითმინე, ყველაფერს თავისი დრო აქვს, - მითხრა მამამ. - ჯერ შინ უნდა
მიგიყვანო. შეგიძლია სიარული?
259
მეტი რაგზაა.
გაუკვალავი თოვლი გრძელ, ვიწრო ნაცრისფერ ზოლად გაწოლილიყო გზაზე,
რომელსაც ორივე მხარეს ახლად დარგული ხეები მწკრივად მისდევდა. აქედან
სინათლის ნატამალი არსად ჩანდა. ჩვენს თავზე, ნათელ, ჯერ ისევ უვარსკვლავო
ცაზე, თხელი, ფერმკრთალი ღრუბლები დასავლეთისაკენ მიცურავდნენ
უზარმაზარი მარმარილოს ფთილებივით, ისე ნელა, რომ მათი მოძრაობა
დედამიწის ბრუნვით გამოწვეულ ილუზიად მეჩვენებოდა. კოჭებამდე
ვეფლობოდი თოვლში და მალე წაღები თოვლით ამევსო. ვცდილობდი
მამაჩემის კვალდაკვალ მევლო, მაგრამ ის ძალიან ფართო ნაბიჯებს ადგამდა.
ხმაური, რომელიც გზატკეცილიდან მოდიოდა, თანდათან მიწყნარდა ჩვენს
უკან და სამარისებური სიჩუმე დამკვიდრდა. ცისკიდურზე ეული ვარსკვლავი
ბრწყინავდა, ისეთი კაშკაშა, რომ მის თეთრ შუქზე მეგონა, გავთბებოდი.
- ეს რა ვარსკვლავია? - ვკითხე მამას.
- ვენერა.
- ყოველთვის პირველი ამოდის?
- არა. მაგრამ ზოგჯერ უკანასკნელი ქრება. რამდენჯერ ყოფილა, ავმდგარვარ
დილით, მზეს უკვე ტყის გულში შეუღწევია, ვენერა კი ისევ დანათის ემიშის
მთას.
- შეიძლება მისი დახმარებით გზის გაგნება?
- არ ვიცი. არ მიცდია. ისე, საინტერესო კია.
- ვერასოდეს ვპოულობ პოლარულ ვარსკვლავს. ვერ დამიჯერებია, რომ ასეთი
პატარაა, - ვთქვი მე.
- მართალია. ნეტავი რაში დასჭირდათ, ასეთი პატარა რომ გააკეთეს!
მამა ისე იყო სანოვაგით დატვირთული, რომ მისი სილუეტი ადამიანისას არ
ჰგავდა, მის ადგილას ცხენის თავი და კისერი მეჩვენებოდა და რადგან
დაღლილობისაგან ფეხებს აღარ ვგრძნობდი, ასე მეგონა, ცხენზე ამხედრებული
მივიწევდი წინ. ზევით ავიხედე და დავინახე, რომ ლურჯი გუმბათი
მარმარილოს ფთილებისაგან გაწმენდილიყო და მორცხვად ინთებოდნენ
ვარსკვლავები. გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებული ნორჩი ხეები გაიფანტა და
ჩვენი ზედა მინდვრის გრძელი, დაბალი, პირქუშად მოელვარე კუზი გამოჩნდა.
- პიტერ?
მისი ხმის გაგონებაზე გამაჟრჟოლა - მეგონა, მარტო ვიყავი.
260
- რა იყო?
- არაფერი, უბრალოდ, მინდოდა დავრწმუნებულიყავ, რომ აქა ხარ.
სხვაგანსად უნდა ვიყო?
- შენ ეგა თქვი!
- მომეცი პაკეტი.
- არ გინდა, იყოს, ცუდი დასაჭერია, თორემ ისე მძიმე სულ არ არის.
- რაღას ყიდულობდი ამ ბანანებს, თუ ნახევარი მილი ფეხით გვქონდა
გასავლელი?
- გიჟი ვარ და იმიტომ. მემკვიდრეობითი სიგიჟე მჭირს.
ეს მისი საყვარელი ახსნა-განმარტება იყო.
მინდორს გადაღმა ლედიმ ყეფა ატეხა ჩვენი ხმების გაგონებაზე. ბგერათა
მიყრუებული, სწრაფი დუპლეტები პეპლებივით დაბლა მოფრინავდნენ მიწაზე
ჩვენკენ, ოდნავ ეხებოდნენ ფაფუკ ფენას და ვერ ბედავდნენ მაღლა ჰაერში აჭრას,
გლუვი ციცაბო თაღისაკენ, რომელიც ასეული მილების სიგრძეზე
გადაჭიმულიყო პენსილვანიის თავზე; გზის განშტოებიდან ნათელ ამინდში
კარგა შორს მოჩანდა
ყველაფერი, ალიგენის ლურჯ ციხექალაქებამდე. ქვევით დავეშვით, მთის
ძირისაკენ. ჯერ ხეები გამოჩნდა ბაღში, მერე ფარდული და ბოლოს, ერთმანეთში
გადახლართულ შიშველ რტოებს მიღმა დავინახე ჩვენი სახლი. ქვედა
სართულის ფანჯრებში სინათლე ენთო, მაგრამ როცა ცარიელ ეზოში
მივაბიჯებდით, დარწმუნებული ვიყავი, ეს სინათლე - მოჩვენებითია, ოჯახი
ამოწყდა და შუქი გამოურთავი დარჩათ-მეთქი. ჩემს გვერდით მამამ საცოდავად
დაიკვნესა:
- ღმერთო ჩემო, ასეც ვიცოდი, რომ ბაბუაშენი იმ დაწყევლილი კიბიდან
ჩამოვარდებოდა.
მაგრამ სახლის გარშემო ბილიკი გაკვალული იყო და პარმაღიდან ტუმბომდე
თოვლს უთვალავი ნაფეხური აჩნდა. ლედი აშვებული იყო, სიბნელიდან
გამოვარდა, ხახაში ღრენა უთრთოდა, მაგრამ გვიცნო თუ არა, ისე ამოხტა
თოვლიდან, როგორც თევზი წყლიდან და დრუნჩს სახეში გვახლიდა, თან ნაზად
და შესაბრალისად წკმუტუნებდა. ჩვენთან ერთად ის ხმაურით შევარდა
სამზარეულოში ორმაგი წინკარიდან და იქ, სითბოში, ვიგრძენი, რომ სკუნსის
ნაცნობი სუნი ასდიოდა.
261
ყველაფერი თავის ადგილზე იყო: უხვად განათებული სამზარეულო,
თაფლისფერი კედლები და ორი საათი - წითელი, ელექტრული სრულიად
შეუსაბამო დროს უჩვენებდა, რადგან ქარბუქის შემდეგ შუქი არ იყო, ახლა კი ის
კვლავ ყოჩაღად წიკწიკებდა; დედა, თავისი დიდი ხელებითა და ღიმილით
გაბადრული ქალიშვილური სახით ჩვენკენ გამოიქცა და მამას პაკეტი
ჩამოართვა.
ჩემი გმირები! - თქვა მან. მამა მაშინვე
თავის მართლებას მოჰყვა:
- შევეცადე ამ დილით შენთვის დამერეკა, ხესი, მაგრამ ხაზი გაწყვეტილი იყო.
რა, ძალიან გაგიჭირდა? მაგ პაკეტში ბუტერბროდია.
- მშვენივრად ვიყავით. - თქვა დედამ. - მამამ შეშა დახერხა და დღეს ვაშლებიანი
ხორცის კონცენტრატისაგან წვნიანი მოვხარშე, როგორც ბებია აკეთებდა, როცა
საჭმელი გამოგველეოდა.
და მართლაც, ღუმელიდან მოხარშული ვაშლის ღვთაებრივი სუნი მოდიოდა და
ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა.
- მართლა? - ეტყობა, მამას უკვირდა, რომ უმისოდაც გრძელდებოდა ცხოვრება. მამილო როგორ არის? სად გაქრა?
ამ სიტყვებით ის მეორე ოთახში გავიდა - იქ, თავის საყვარელ ადგილზე,
დივანზე იჯდა ბაბუა, გამხდარი ხელები მკერდზე დაეწყო და პატარა
დაფლეთილი ბიბლია გაუშლელად ედო მუხლებზე.
- მაშ შეშა დააპეთ, მამილო? - ხმამაღლა ჰკითხა მამამ. - ფეხადგმული საოცრება
ხართ. ალბათ, ღმერთმა უმწიკვლო ცხოვრებისთვის დაგაჯილდოვათ და
სასწაული ჩაგადენინათ.
- ჯორჯ, ეგ-გოისტობა არ დამწამოთ, მაგრამ შემთხვევით ხომ არ გაგახსენდა,
რომ ჩემთვის „სანი“ წამოგეღო?
ფოსტალიონი, რა თქმა უნდა, ვერ მოაღწევდა აქამდე და ეს დიდი დანაკლისი
იყო ბაბუასათვის, რომელსაც იმის დაჯერებაც კი არ შეეძლო, რომ ქარბუქი
ამოვარდა, სანამ ამის შესახებ გაზეთში არ წაიკითხავდა.
- ეშმაკმა წაიღოს ჩემი თავი, მამილო! - შესძახა მამამ. - დამავიწყდა. ეს როგორ
მომივიდა, ეტყობა, სულ გამოვჩერჩეტდი.
262
დედა ძაღლის თანხლებით ფეხდაფეხ შემოგვყვა სამზარეულოში. ლედის სული
კბილით ეჭირა, ისე უნდოდა ვინმესთვის გაეზიარებინა ჩვენი დაბრუნების
სასიხარულო ამბავი, დივანზე შეხტა და ბაბუას მთელი ძალით ეძგერა ყურში.
- გამშორდი, გამ-შო-რდი! - დაიყვირა ბაბუამ, ბიბლიას ხელი სტაცა და წამოდგა.
- დოკ აპლტონმა დარეკა, - უთხრა დედამ მამას.
- მართლა? განა ტელეფონი მუშაობს?
- დღეს, როცა ელექტროდენი შეაკეთეს, სატელეფონო ქსელის ამწყობიც მოვიდა.
ჰამელებს დავურეკე და ვერამ მითხრა, უკვე წამოვიდნენო. ასე ტკბილად ჯერ
არ დამლაპარაკებია.
რა თქვა აპლტონმა? - ჰკითხა მამამ, რომელიც ამ დროს ჩემს გლობუსს
ათვალიერებდა.
- რენტგენმა არაფერი უჩვენაო.
-მართლა? რას ამბობ? როგორ გგონია, ხესი, ხომ არ მატყუებს?
- შენც კარგად იცი, რომ ის არასოდეს ტყუის. სრულიად სუფთა სურათია. დოკი
ამბობს, ყველაფერი ნერვების ბრალიაო. რაღაც იოლი ფორმა აქვსო...
დამავიწყდა რა თქვა... ჩაწერილი მაქვს. - დედა ტელეფონთან მივიდა და
ტელეფონის წიგნზე დადებულ ქაღალდის ნაგლეჯზე წაიკითხა, - ქრონიკული
კოლიტისო. ბევრი ვილაპარაკეთ; ხმაზე ეტყობა, რომ დაბერებულა.
უეცრად სიცარიელე და უღონობა ვიგრძენი; ქურთუკის გაუხდელად დავჯექი
დივანზე და ბალიშებს მივეყრდენი. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, წავიქცეოდი.
ძაღლმა თავი მუხლებზე დამადო და ყინულივით ცივი დრუნჩი ჩემი ხელის
ქვეშ შეყო. მშობლების ფიგურები უზარმაზარი და ტრაგიკული მეჩვენებოდა.
მამა ჩვენკენ შემობრუნდა - მისი დიდი სახე დაძაბული იყო და ვერაფრით
გადაეწყვიტა უკანასკნელი კვანძის გახსნა, რომლითაც იმედი იყო შეკრული.
- მაშ ასე გითხრა?
- მაგრამ ამბობს, დასვენება სჭირდებაო, სკოლაში მუშაობა
მეტისმეტი გადაღლაა და ჯობია სხვა რამეს მოჰკიდოს ხელიო.
მაგისთვის
- რაო? დალახვროს ეშმაკმა, ამის გარდა, მე არაფრისათვის ვარგივარ, ხესი.
მარტო მაგაში მაქვს ნიჭი. ვერ წავალ სკოლიდან.
- ორივემ ვიცოდით, რომ ასე იტყოდი.
263
- როგორ გგონია, ხესი, მაგას მართლა გაეგება რამე რენტგენის სურათებისა?
ნეტავი თუ ესმის ამ ბებერ მატყუარას, რასაც ამბობს?
მადლიერებით აღსავსემ თვალები დავხუჭე. ვიღაცის ცივი ხელი შუბლზე
შემეხო. დედის ხმამ თქვა:
- ჯორჯ! რა უყავი ბიჭს? იწვის ბავშვი.
ხის ტიხარს უკან ბაბუამ მიყრუებული ხმით ჩამოგვძახა:
- ძილი ნებისა.
მამამ იატაკის მოფამფალებულ ფიცრებზე გაიარა სამზარეულოსკენ და ზევით
ბაბუას ასძახა:
გაზეთის გულისთვის ნუ გამიჯავრდებით, მამილო! ხვალ წამოგიღებთ.
დამიჯერეთ, იქამდე არაფერი შეიცვლება. რუსები ჯერ ისევ მოსკოვში სხედან
და ტრუმენი ისევ მეფობს.
- დიდი ხანია, რაც ეს დაგემართა? - მკითხა დედამ.
- არ ვიცი, - მივუგე. - დილიდან სისუსტეს ვგრძნობ, მეც არ ვიცი, რა მემართება.
- წვენი გინდა?
- სულ ცოტა, ორი კოვზი. რა კარგია, რომ მამას არაფერი აღმოაჩნდა, არა? კიდევ
კარგი, კიბო არა აქვს.
- ჰო, - თქვა დედამ. - ახლა სხვა რამეს მოიგონებს, რომ თავი შეგვაცოდოს.
მის მოგრძო სახეზე, რომელიც ჩემზე მუდამ ასე დამამშვიდებლად მოქმედებდა,
სიმწარემ გაიელვა და გაქრა.
იმ პაწია, საიდუმლოებით მოცულ სამყაროში დაბრუნებას შევეცადე, რომელიც
მარტო მე და დედას გვეკუთვნოდა და სადაც ჩვენ მუდამ ალერსით
დავცინოდით მამას:
- მაგან მეტი რა იცის, ალბათ, მარტო ამაში აქვს ნიჭი, - კვერი დავუკარი დედას.
მამა ოთახში დაბრუნდა და განაცხადა:
- ეშმაკმა დალახვროს, რა ხასიათი აქვს ამ მოხუცს! მართლა გაბრაზდა - რატომ
გაზეთი არ წამომიღეო. რკინაა მამაშენი, ხესი, რკინა. მაგის ადგილას მე უკვე
ოცი წელი საფლავში ვიდებოდი.
264
თუმცა ძილი მერეოდა და ისეთი გაბრუებული ვიყავ, რომ აზროვნების თავი
აღარ მქონდა, მაინც შევნიშნე, რომ მან ჩვეულების წინაღმდეგ თავისი
სიცოცხლის ვადა გაახანგრძლივა.
მშობლებმა მაჭამეს, ლოგინში ჩამაწვინეს და თავიანთი საბანი დამახურეს, მალე
რომ გავმთბარიყავ. კბილების რაკუნი ამიტყდა და არც კი ვცდილობდი, ის
საშინელი ცახცახი შემეკავებინა, რომლისგანაც მთელ ტანში ცივი ჟრუანტელი
მივლიდა, დედა კი მხურვალე, მაგრამ უმწეო მზრუნველობით დამტრიალებდა
თავს. მამა იდგა და ხელებს იფშვნეტდა.
- მეტისმეტად თავმოყვარეა ეს საბრალო, - ამოიგმინა მამამ.
- ჩემი თვალისჩინი, - ეს, მგონი, დედამ თქვა.
მათი ხმები თანდათან დამშორდა, მიწყნარდა და ჩამეძინა. მაგრამ არც ისინი
დამსიზმრებია, არც პენი, არც დეიფენდორფი, არც მაინორ კრეცი და არც მისტერ
ფილიპსი. ძილმა განვლილ წელთა მბრუნავ სამყაროში წამიღო, როცა ჯერ არც
ერთი მათგანი არ არსებობდა და მხოლოდ ბებიაჩემის შორეული,
განცვიფრებული და შეშინებული სახე კრთოდა ხანდახან; ასეთი სახე ჰქონდა
265
მას იმ წუთებში, როცა მიყვიროდა - ხიდან ჩამოდიო. ეს სახე ჩემთან ერთად
დაცურავდა შეუცნობელის ცვალებად, დაუდგრომელ ნიაღვარში და
განუწყვეტლივ მესმოდა საკუთარი უკმაყოფილო ხმა, ხოლო როცა გამეღვიძა,
აუტანლად მომინდა გარეთ გასვლა. მშობლების ხმები ჩემი საკუთარი
გაორებული
ხმის
გაგრძელებად
მომეჩვენა.
ფანჯარაში
დილის
მოყვითალოლიმონისფერი შუქი იღვრებოდა. გამახსენდა, რომ ღამით, ძილში
წასულმა, კოშმარებით გაბრუებულმა, სახეზე ხელის შეხება ვიგრძენი და ოთახის
კუთხიდან მამაჩემის ხმა შემომესმა:
- ჩემი საბრალო ბიჭი, ნეტავი შემეძლოს ჩემი რკინისებური ჯანმრთელობა მაგას
მივცე. ახლა კი ეს ხმა, წვრილი და გაანჩხლებული, შოლტივით სცემდა დედას
სახეში:
- გეუბნები, ხესი, მე უკვე მტკიცედ გადავწყვიტე. მგლებში რომ მოხვდები,
მგლურად უნდა იღმუვლო - აი, ჩემი დევიზი. რაკი ეს არამზადები საშველს არ
მაძლევენ, არც მე მივცემ.
- ასეთი მსჯელობა არა პედაგოგიურია. ამიტომაცაა, რომ მთელი გულ-ღვიძლი
გადმოტრიალებული გაქვს.
- სხვანაირად შეუძლებელია, ხესი. სხვანაირად მოქცევა თვითმკვლელობას
უდრის. კიდევ ათი წელი რომ გამაძლებინა სკოლაში, ოცდახუთი წლის სტაჟი
მექნება, პენსიას დამინიშნავენ და აღარ დაგვჭირდება ამდენი თავის მტვრევა.
რა თქმა უნდა, ზიმერმანმა და იმ ძუკნა ჰერცოგმა მანამდე თუ არ
გამომაპანღურეს.
- მარტო იმიტომ, რომ შენ დაინახე, როგორ გამოდიოდა ის კაბინეტიდან? ჯორჯ,
რატომ აზვიადებ ასე, გინდა ყველა ჭკუიდან შეგვშალო? მითხარი, შენ რა
შეგემატება, ჩვენ რომ ჭკუიდან შევიშალოთ?
- არ ვაზვიადებ, ხესი, იმ ქალმა იცის, რომ მე ვიცი, და ზიმერმანმაც იცის, რომ მე
ვიცი, რომ იმ ქალმა იცის.
- ალბათ, საშინელებაა ერთბაშად ამდენის ცოდნა. დუმილი.
- ჰო, - თქვა მამამ. - ეს ჯოჯოხეთია.
ისევ დუმილი.
- ჩემი აზრით, დიკი მართალია, - თქვა დედამ. - უნდა წახვიდე სკოლიდან.
- ნუ ბავშვობ, ხესი. დოკ აპლტონი სისულელეს როტავს, რამე ხომ უნდა თქვას.
მერე, ვის რაში უნდა გამოვადგე? სხვაგან არსად მიმიღებენ.
266
- სხვა სამუშაოს თუ ვერ იშოვნი, მეურნეობას გავუძღვებით ერთად, - მას ხმა
გაუბედავი და ქალიშვილურად გაუბედავი გაუხდა; გული შემეკუმშა, ისე
შემეცოდა. - მშვენიერი ფერმა გვაქვს, - თქვა მან, - რატომ არ შეგვიძლია, ჩემი
მშობლებივით რომ ვიცხოვროთ, ისინი ბედნიერები იყვნენ აქ. ასე არ არის, მამა?
ბაბუამ არაფერი უპასუხა. დედა, უხერხულობის გასაქარწყლებლად ნერვიულ
ოხუნჯობას მოჰყვა:
- წარმოიდგინე, ჯორჯ, ფიზიკური შრომა ბუნების წიაღში. ადამიანად იგრძნობ
თავს. ახლა მამას გაუხდა სერიოზული სახე:
- ხესი, მე მინდა შენთან გულახდილი ვიყო, ბოლოს და ბოლოს, ჩემი ცოლი ხარ.
მე ბუნებას ვერ ვიტან. ის სიკვდილს მაგონებს. ჩემთვის ბუნება - მხოლოდ
ნაგავი, ქაოსი და სიმყრალეა, სკუნსის სიმყარე, ფუჰ!
- ბუნება, - განაცხადა ბაბუამ მისთვის ჩვეული საზეიმო კილოთი და მტკიცედ
ჩაახველა, - დედასავითაა, - ერრ-თი და იმავე ხელით კიდეც გსჯის და კიდეც
გეფ-ფ-ერება.
ნერვიული დაძაბულობა თხელი გარსივით მოედო მთელ სახლს და ვიცოდი,
რომ დედამ ტირილი დაიწყო: მეც მასთან ერთად ვტიროდი მისი ცრემლებით და
მაინც მიხაროდა მისი დამარცხება - შიში მიპყრობდა იმის გაფიქრებაზე, რომ
მამას შეეძლო ფერმერი გამხდარიყო. მაშინ მეც მიწასთან ვიქნებოდი
მიჯაჭვული.
საწოლთან ღამის ჭურჭელი იდგა და მორჩილად მოვიდრიკე მუხლი მის წინ. ამას
მარტო შპალერის ყვითელი რგოლები ხედავდნენ. ჩემი წითელი პერანგი, ახლად
გაძრობილი ტყავივით, დაჭმუჭნული ეგდო იატაკზე, კედელთან. ლოგინიდან
რომ წამოვდექი, მეტი სიცხადით შევიგრძენი ჩემი ავადმყოფობა. ფეხები
მიკანკალებდა, თავი მისკდებოდა, ყელში კი თითქოს შუშები გამეჩხირა. მაგრამ
ცხვირიდან წყალი აღარ მდიოდა და გაჭირვებით ჩავახველე. ისევ ჩავწექი და
გონების თვალით წარმოვიდგინე ავადმყოფობის ნაცნობი მსვლელობა. ხველა
დამიცხრება, ცხვირში ასე მაგრად აღარ მომიჭერს, სიცხე გამინელდება - მოკლედ,
სამ დღეს მაინც მომიწევს წოლა. ჩვეულებრივ, როცა გამოჯანმრთელებას
ვიწყებდი, მომავალი განსაკუთრებით ახლოს მეჩვენებოდა, მღელვარებით
ვფიქრობდი იმაზე, როგორ გავხდებოდი მხატვარი და ნათელ ოცნებებს
ვეძლეოდი. საწოლში მყოფი ფერთა ვეება ლანდებზე
ვმბრძანებლობდი და სამყარო თითქოს მხოლოდ იმისთვის არსებობდა, რომ ჩემს
ოცნებებს განხორციელება შესძლებოდათ.
267
მამამ გაიგონა, როგორ ავდექი და ჩემთან ამოვიდა. თავისი ვიწრო პალტო ეცვა და
იდიოტური, ნაქსოვი ქუდი ეხურა. უკვე წასასვლელად გამზადებულიყო. იმ
დღეს მე აღარ ვაფერხებდი. მხიარული სახე ჰქონდა.
- როგორ ხარ, შვილო? დასწყევლოს ეშმაკმა, რანაირად გაწვალდა ამ სამ დღეს,
ყველაფერი ჩემი ბრალია.
- შენ რა შუაში ხარ. რა მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
- ა? რენტგენზე ამბობ? ჰო, ეტყობა ბედნიერ ვარსკვლავზე დავიბადე. ღმერთს
უნდა მივენდოთ და არ გაგვწირავს.
- დარწმუნებული ხარ, რომ დღეს სწავლა იქნება?
- ჰო, რადიოში გამოაცხადეს, უკვე ყველა მზად ყოფილა. მხეცები მზად არიან
საწრთვნელად.
- მამა.
- რა იყო?
- შენ თუ სკოლიდან წასვლა გინდა, ან ერთი წლით შვებულების აღება, როგორც
ხელს გაძლევს, ისე მოიქეცი, ჩემი გულისთვის არ გადაიფიქრო.
- მაგაზე ნუ სწუხხარ. ნუ სწუხხარ შენს მოხუცზე, პიტერ, შენ შენი საზრუნავიც
გყოფნის. მთელი ჩემი სიცოცხლე ასპროცენტიანი ეგოისტივით ვირჯებოდი.
მეორე მხარეს გადავბრუნდი და ფანჯარაში დავიწყე ცქერა. მალე ფანჯარაში მამა
გამოჩნდა - მისი ლარივით გაჭიმული ფიგურა თოვლზე მუქად მოჩანდა. და
თუმცა სიარული უჭირდა, წელში მაინც არ იხრებოდა; ასე გამართულმა გადაჭრა
ეზო, საფოსტო ყუთს ჩაუარა, მერე ფერდობს აუყვა და ბოლოს ხილნარს მიეფარა.
ხეების
მზით განათებული ნახევარი თეთრად ჭვიოდა. დაწყვილებული ტელეფონის
მავთულები ირიბად კვეთდნენ ნათელ, ლურჯ ზეცას. შიშველ ქვის კედელს
მოყავისფრო ფერი დაჰკრავდა. მამაჩემი თეთრ ნაფეხურებს სტოვებდა ქათქათა
თოვლზე. ვიცოდი, რასაც ვხედავდი - პენსილვანიის მიყრუებულ კუთხეს 1947
წელს, - და მაინც ვერ გამეგო; მსუბუქი ციებ-ცხელებით შეპყრობილი უგონოდ
ვიყავ მისვენებული ათასფრად მბრწყინავ ოთხკუთხედზე. ძალიან მინდოდა
ფუნჯით გადმომეცა მთელი ეს სიდიადე და იდუმალება; და თავში გამიელვა
აზრმა, რომ ბუნებასთან შეიარაღებული უნდა მიხვიდე! პერსპექტივას თავი
უნდა ანებო და ფართო, გამჭვირვალე ტილოსავით გადაეფარო ზევიდან, იმ
იმედით, რომ თუკი მას სრულიად დანებდები, მშვენიერი სიმართლის ანაბეჭდი
შეგრჩება.
268
და მერე, თითქოს ამ დასაბამიერი მღელვარების საკუთარ სხეულში გატარებით
კეთილსინდისიერი ჯაფა შემესრულებინოს, დაღლილობა ვიგრძენი, თვალები
დავხუჭე, ჩამთვლიმა და როცა დედამ ფორთოხლის წვენი და ხორბლის ფაფა
მომიტანა, ძილ-ღვიძილში მყოფმა პირისკენ გზა ვეღარ გავუკვლიე.
IX
მარტო მიდიოდა თეთრ სივრცეში. მზით გახურებულ, კირქვიან პლატოზე
ფლოქვებს ჭახაჭუხი გაუდიოდა, ცალი ფლოქვი კი ღრჭიალებდა (ძვალი
ძვალზე). ნეტავი როგორია ეს თაღი - რკინისაა თუ ბრინჯაოსი? ამბობენ,
გრდემლის ციდან მიწაზე ჩამოვარდნას ცხრა დღე და ღამე სჭირდებოდაო;
მიწიდანაც ცხრა დღე და ცხრა ღამე ვარდებოდა, მხოლოდ მეათე დღეს აღწევდა
ის ჯოჯოხეთს. პირველ ხანებში, როცა ურანოსი ღამ-ღამობით გეასთან იყოფდა
სარეცელს, ეს მანძილი, ალბათ, უფრო მოკლე იყო. ახლა კი ის, ალბათ, გაიზარდა;
ალბათ, - ამის გაფიქრებაზე ტკივილი უარესად გაუმიზეზდა - ციდან
ჩამოვარდნილი გრდემლი ვეღარასოდეს მიაღწევს მიწას. და მართლაც, დედა გეა,
რომელმაც ოდესღაც თავისი ნესტიანი წიაღიდან შვა ასხელიანები, ლითონთა
მბრძანებელი ცალთვალა, მშფოთვარე, უძირო ოკეანოსი, კოოსი და კრიოსი,
ჰიპერიონი, იაპეტი, თეია და რეა, თემიდა და მნემოსინე, ოქროს გვირგვინოსანი
ფებოსი და მშვენიერი ტეთისი, ფილირას დედა; გეა, რომელმაც მეუღლის
ჭრილობიდან
დანთხეული
სისხლის
წვეთებით
მორწყულმა
შვა
შურისმაძიებელი ერინიები და მათზე თვინიერი მელიადები, ზევსის
გამზრდელი,
ტანკენარი ტირიფის ნიმფები; გეა, რომელმაც გორგონას სისხლის წვეთებიდან
შვა პეგასი და ტარტაროსთან შეუღლებით შობა თავისი უმცროსი ვაჟი, საზარელი
ტიფოევსი, ვისი ტანის ქვედა ნაწილი ერთმანეთში გადახლართული, სამკვდროსასიცოცხლოდ შებმული ორი გველისაგან შედგებოდა, - იგი მზის ამოსვლიდან
მზის ჩასვლამდე წინ გაწვდილი ხელებით საკუთარი სისხლით მორწყულ მთებს
ისროდა და თვით ზევსსაც კი ამოსჭრა მყესები, როცა ეს უკანასკნელი დათვის
სახით შემოეყარა; განა დედა გეა, რომელმაც თავისი შავი საშოდან ასე ადვილად
ამოსტყორცნა ყველა ეს ურჩხული, ახლა უცნაური სიმშვიდით არ იყო
შეპყრობილი? საითაც არ გაიხედავდა კენტავრი, თეთრი, თეთრი იყო სპექტრების
შენაჯერი და თვით სიკვდილსაც თეთრი ფერი ჰქონდა. ნეტავი, ცის დაკოდვა თუ
არისო იმის მიზეზი, ასე საზარლად უნაყოფო რომ შეიქნა გეა, თუმცაღა საბრალო
ხმამაღლა ითხოვდა შველას და ხსნას ელოდა?
გზის პირად, რომლითაც ის მიდიოდა, მოსაწყენი და ერთფეროვანი მცენარეები
ხარობდა: მინდვრის ბალახი - დემეტრეს ყალმის მოსმა, კანის მომწამლავი
თუთუბო, შინდი, რომლის ქერქსაც სასაქმებლად ხმარობენ და ველური
269
ალუბალი, ყოველთვის ასე რომ ჭარბობს სხლტეებში. შიშველი რტოები.
წელიწადის ამ დროს მათ
უკვე დაკარგული ჰქონდათ თავიანთი სილამაზე და თოვლის საფარველი
მკაფიო დამწერლობას მოეხატა. ის შეეცადა ამოეკითხა ეს ნიშნები, მაგრამ ვერ
შესძლო; შველად კი არავისგან ელოდა. თორმეტთაგან ყველას სათითაოდ
ჰკითხა რჩევა, მაგრამ ვერავინ მიუთითა საშველი. ნუთუ მუდამ ღვთის უტყვი
მზერა ეყოლება მეგზურად? თვალების ტკივილი დამწყვდეული ძაღლების
ხროვასავით ყეფდა და შიგნეულს უჯიჯგნიდა. გამოუშვით. ღმერთო,
გამოუშვით ისინი! თითქოს ლოცვას ყური მოჰკრესო, ჰეკატების საზიზღარ,
მყრალ სუნთქვასავით ეძგერა მის ტვინს გააფთრებული მახინჯი ურჩხულების
ბრბო, სამყაროს შექმნის შემდეგ დარჩენილი ნაგავი - ბოყინი, რომელიც ყოველი
არსის წინაპრის, ტუჩმოხეული ქაოსის მთქნარებას მოჰყვა. ფუჰ!.. ამ საზარელი
იერიშის წინაშე ხირონის სიბრძნე უმწეოდ უკან იხევდა და ის მხოლოდღა
არცნობის ნეტარებასა და თავდავიწყებას შესთხოვდა ზეცას. ხირონი
შორსმჭვრეტელი იყო და ოდითგან წესად ჰქონდა: ღმერთებისათვის მხოლოდ ის
ეთხოვა, რაზედაც მათ უარის თქმა არ შეეძლოთ. ბჭენი მართლაც დაიხშნენ:
ღმერთებმა მოწყალედ დართეს ნება, მცირე რამ დაევიწყებინა.
აწუხებდა ის, რაც უკან დარჩა. ციებ-ცხელებით შეპყრობილი პირმშო. ხირონის
გული
სიბრალულით განიმსჭვალა მისი ერთადერთი ნაშიერის - გრძელთმიანი
ოკიროესადმი. თმა შესაკრეჭი აქვს საბრალოს. მეტისმეტად ბევრი სჭირდება მას.
სიღატაკე. შვილსაც იმას უტოვებს, რაც თვითონ მიიღო მემკვიდრეობით - უამრავ
ვალებსა და ბიბლიას. სიღატაკე ჭეშმარიტად გეას ნაბოლარა პირმშოა.
ტკივილით გახელებული, დასაჭურისებული ცა ზეაიჭრა და ხრიოკ უდაბნოს
შეატოვა თავისი ნაშობი, რომელსაც მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე
გაუშლია ხელები.
მაგრამ ზამთრის ყინვისაგან დამზრალ, გაძარცულ რტოებში იმალება პაწია,
შეუმჩნეველი კვირტები. მაცხოვარი სუსხიან ყინვაში დაიბადა. ფოთლები ცვივა,
მაგრამ რჩება ქარვისფერი ფესვი, მსუბუქი ნაფეხური, რომელსაც მომავალში
ამანათივით გახსნიან. აი, საამისოდ ელავდა მის თავზე, შავ ტოტებში, მოწითალო
ნაპერწკლები. კენტავრის ჩამქრალი მზერა ლაკმუსივით აღნიშნავდა ყველაფერ
ამას; მისი ფიქრების მდინარება დუნედ მიედინებოდა. სხლტეში ჩამონაშუქი
კარებს ჰგავდა და გაახსენდა, როგორ დაჰყვებოდა მამას სამრევლო საქმეებზე
პასეიკში, სადაც ქუჩა ყოველ ნაბიჯზე საფრთხეს უქადდა: შაბათი იყო და
გოგირდის მაღაროს მუშები ლოთობდნენ. სალუნის ორმაგ კარს იქით ცვიოდა
შხამიანი სიცილის შხეფები,
270
რომელშიაც თითქოს თავს იყრიდა მთელი ამქვეყნად არსებული სიმკაცრე და
სიბილწე. და უკვირდა, როგორ შეიძლებოდა ასეთი ღრიანცელი ყოფილიყო
სამყაროში, რომელიც მამამისის ღმერთმა შექმნა. იმხანად უკვე შეჩვეული იყო
საკუთარი გრძნობების დამალვას, მაგრამ, ეტყობა, მაინც გასცა მღელვარებამ,
რადგან მამა თავის თეთრ საყელოში მისკენ შეტრიალდა, ყური მიუგდო
სალუნიდან გამოსულ სიცილს და შვილს ღიმილით უთხრა:
- შვებაი ყოველი უფლისაგან არს.
მამა, რა თქმა უნდა, ხუმრობდა; მაგრამ ბიჭს გულზე მოხვდა მისი სიტყვები.
შვებაი ყოველი უფლისაგან არს. რასაც არ უნდა გაეხარა სულიერად - ჭუჭყში,
ჩოჩქოლში, სიღატაკეში - ყველგან გამოჩნდებოდა ღმერთი და თავის უფლებებს
განაცხადებდა: ბარებში, ბორდელებში, სკოლებში, ფურთხით მოფენილ
მოსახვევებში, რაც არ უნდა ბნელი, გულის ამრევი და მივარდნილი ყოფილიყო
ისინი; ჩინეთში, აფრიკაში, ანდა ბრაზილიაში, ყველგან სადაც კი ხალხს თუნდაც
წუთით მოიცავდა სიხარული, შეიპარებოდა ღმერთი და განავრცობდა თავის
მარადიულ საუფლოს. ხოლო სხვა
ყოველივე, რაც სიხარული არ იყო, გაქრა - დათრგუნვილი, დამხობილი,
არარსებული. გაახსენდა, როგორ შეჰხაროდა მისი ცოლი ფერმას, მამილო
კრამერი - გაზეთს, ვაჟი - მომავალს და თვითონაც - როგორ უხაროდა, როგორი
მადლობელი იყო, რომ შეუძლია კიდევ რამდენიმე ხნით გაუხანგრძლივოს მათ
ეს სიხარული. რენტგენის სურათი სუფთაა: წინ დღეთა თეთრი სივრცეა
გადაშლილი. დრომ საბატონოდ მიუბოძა უკიდეგანო ზეცა, რომელშიაც ის
ლაღაც დაცურავს, ვით ეს შეჰფერის ოკეანოსის ჭეშმარიტ შვილიშვილს. მიხვდა,
რომ რადგან სიცოცხლე სხვებს მიუძღვნა, უსაზღვრო თავისუფლება მოიპოვა.
ცისფერი სიშორიდან იდისა და დიქტის მთები უეცრად მომსკდარი
ზვირთებივით ორივე მხრიდან მოისწრაფოდნენ მისკენ და მის ახოვან სხეულში
კვლავ შეუღლდა ცა და მიწა. რამეთუ ხოლო სიკეთე არს უკჳდავ და ეგოს იგი
უკუნისადმდე.
გზის მოსახვევამდე მიაღწია. მისგან ას ნაბიჯზე შავ ხახასავით, რომელშიაც ის
უნდა დანთქმულიყო, იდგა „ბიუიკი“, ძველი კატაფალკი. შავი ლაქა ნამქერის
ფონზე. არ იცის, შესძლებს თუ არა მის ამოთრევას; მარჯვნივ, მინდვრის დამრეც
შუბლზე, ემიშის სასილოსე კოშკი აღმართულიყო ღარული რკინის
თავწამახული სახურავით. უძრავად იდგა მიტოვებული ქარის წისქვილი.
ყვავყორანი დასეოდა დამარხულ ნაწვერალს.
მკაცრი პეიზაჟი.
უხილავმა სივრცემ, რომელმაც წუთით მოიცვა მისი არსება, ტკივილით განგმირა
იგი და გაქრა. მანქანას შეხედა და გული შეეკუმშა. ტკივილმა მუცელთან გაუარა,
271
იქ, სადაც ცხენისეული ადამიანურს უერთდებოდა. გადასვლის ადგილები
განსაკუთრებით მტკივნეული აქვთ ურჩხულთ.
სიშავე.
ჰო, შელაქს როდი იშურებდნენ ამ ომამდელი „ბიუიკებისათვის“. როცა ხირონი
უფრო ახლოს მივიდა, გატეხილი გისოსის ადგილას დარჩენილმა
პირდაფჩენილმა ღრმულმა გაკვირვებით დაკრიჭა კბილები და ხირონი მიხვდა,
რომ ეს იმ გვირაბის შესასვლელია, მან რომ ფორთხვით უნდა გაიაროს;
მოწაფეებს, რომელთა მეურვეობაც მას მიანდეს, ხორცსაკეპის მბრუნავი
დანებივით ცისარტყელას ფრთებით აელვარებდა მისი ანთებული შინაგანი
ხედვა. მეტისმეტად დიდხანს სწავლობდა ბედი. უკანასკნელ დღეებში
ყოველივეს ეთხოვებოდა, წესრიგში მოიყვანა ჟურნალები და ახალი გზისათვის
განემზადა, მაგრამ მოგზაურობა არ შედგა. ატროპოსმა მაკრატელი
გააჩხაკუნა, დაფიქრდა, გაიღიმა და შეჩერდა: დე, ცოტა ხანს კიდევ იტრიალოს
ცხოვრების ჯარამ.
ხირონმა ბოყინი შეიმაგრა და აზრის მოკრებას შეეცადა. დაღლილობა მის წინ
ციცაბო კლდესავით აღმართულიყო. ის აზრი, რომ კვლავ უნდა ეთვალთმაქცა
ზიმერმანთან, მისის ჰერცოგთან, მთელ ამ ოლინჯერულ უზარმაზარ, დესპოტურ
ბრბოსთან, გულს ურევდა და თავბრუს ახვევდა; როგორ შეეძლო უსაზღვრო
შესაძლებლობებით აღსავსე მამამისის თესლს ამ უღონო, მწირ და მტრულ მიწის
ნაკვეთზე საცოდავად მომწყვდეული, ორას მეოთხე კლასის ყრუ კედლებში
ჩაკირული და უტყვი სახეებით გარემოცული ნაშიერი მოეცა?
როცა იმდენად მიუახლოვდა მანქანას, რომ მისი დაგრძელებული და
დამახინჯებული ლანდი ფრთაში აირეკლა, მიხვდა: ეს ეტლი იყო, რომელიც
ზიმერმანმა გამოუგზავნა. გაკვეთილები. თავს უნდა მოერიოს და
გაკვეთილებისათვის მოემზადოს.
რატომ ვეთაყვანებით ზევსს? იმიტომ, რომ სხვა
ღმერთი არ არსებობს. დაასახელეთ ხუთი
მდინარე მკვდართა სამეფოში!
სტიქსი, აქერონტი, ფლეგეთონტი, კოკიტოსი და ლეთე.
ვინ იყვნენ ნერევსის ქალიშვილები? აგავე, ავტონოე, აკტაიე, ამფიტრიტე,
გალატეია, გალენე, გლავკე, გლავკომონე, დინამენე, დორიდა, დოტო, ევაგორე,
ევარნე, ევდორე, ევკრატე, ევლიმენე, ევნეიკე, ევპომპე, ეიონა, ერატო, თემისტო,
თეტიდა, თოე, კიმო, კიმოდოკე, კიმოთოე, ლაომედეა, ლეიაგორე, ლისიანასა,
მელიტე, მენიპე, ნემეტრე, ნესაიე, ნესო, პანოპე, პასითეე, პლოტო, პოლინოე,
272
პონტოპორეია, პროთო, პრონოე, პროტომედეა, პსამათე, საო, სპეიო, ფერუსა,
ჰალიე, ჰალიმედე, ჰიპოთოე, ჰიპონოე.
ვინ არის გმირი? - გმირი ღმერთია, ჰერასავით მსხვერპლად შეწირული.
ხირონი პლატოს კიდესთან მივიდა; ფლოქვებმა კირქვა გაფხაჭნეს. მრგვალი,
თეთრი კენჭი ხმაურით დაგორდა უფსკრულში. კენტავრმა ცის ლურჯი
თაღისკენ აღაპყრო მზერა და მიხვდა, დიდი ნაბიჯი ჰქონდა გადასადგმელი. ჰო,
ჭეშმარიტად დიდი ნაბიჯი, რომლისთვისაც ვერ მოემზადა მთელი თავისი
მოხეტიალე
ცხოვრების მანძილზე. მძიმეა ეს ნაბიჯი, გზაც მძიმეა, მის გასავლელად
მარადიულობაა საჭირო, ისევე, როგორც გრდემლის მიწაზე ჩამოსავარდნად.
ტკივილით ნაგვემი შიგანი მოუდუნდა. მწარედ სტკიოდა დაჭრილი ფეხი; თავი
უწონადო გაუხდა. კირქვის სიდიდე თვალს სჭრიდა. ხრამის პირას მდგარს
მსუბუქმა ნიავმა დაჰბერა სახეზე. კენტავრის ალმასივით ბასრ ნებისყოფას
აბსოლუტური შიშის დაწოლამ უკანასკნელი სიტყვა ამოანთხევინა:
აღსრულდა.
ανιατον δε εχωγ το ελχος εις το αππηλαιον απαλλασσσεται. χαχει τελευτησαι
βουλομενος χαι μη δυναηεγο, επειπερ αξαγατος ηγ, αγτιδογτοςς Δυ Προμηξεως
αυτον αντ αντου γενηδομενον αξανατον, ουτως απεξανεν.[14]
ხირონი შეხვდა სიკვდილს.
273
ეპილოგი
ზევსს უყვარდა თავისი ძველი მეგობარი და ზეცად აღავლინა, სადაც
ვარსკვლავთა შორის ბრწყინავს მშვილდოსნის თანავარსკვლავედად ქცეული.
აქ. ზოდიაქოში, ხან ცის კაბადონზე მოციმციმე, და ხან ჰორიზონტს
მიფარებული, იგი მონაწილეობს ჩვენი ბედიღბლის აღსრულებაში, თუმცა
უკანასკნელ დროს მოკვდავთაგან თითო-ოროლა თუ აღაპყრობს მოწიწებით
თვალს ცისაკენ და კიდევ უფრო ცოტანიღა განიბრძნებიან ვარსკვლავთა
მიხედვით.
274
ჯონ აპდაიკი
ჯონ აპდაიკი დაიბადა 1932 წელს პენსილვანიის პატარა ქალაქ შილინგტონში,
მასწავლებლის ოჯახში. როგორც მწერალი ამბობს, ყრმობა მან გაატარა
„სამყაროში, რომელიც დუმილით შეებოჭა ორ უჩინარ კატასტროფას - 30-იანი
წლების კრიზისსა და მეორე მსოფლიო ომს“.
აპდაიკი მრავალმხრივ განათლებულია და მით განსხვავდება თავის ამერიკელ
თანამოკალმეთაგან, რომლებიც ხშირად თავსაც კი იწონებენ იმ გარემოებით,
რომ „აკადემიები არ დაუმთავრებიათ“. მან უმაღლესი ჰუმანიტარული
განათლება მიიღო სამშობლოში. სწავლობდა აგრეთვე ინგლისში, ოქსფორდის
სახვითი ხელოვნების სკოლაში. ჰარვარდის უნივერსიტეტის დამთავრების
შემდეგ ჯონ აპდაიკმა ხელი მოჰკიდა ლიტერატურულ მოღვაწეობას; იგი გაზეთ
ნიუ-იორკერისათვის“ წერდა წერილებს, იუმორისტულ მოთხრობებსა და
ლექსებს.
კომპოზიციურად დახვეწილი აპდაიკის ნოველები ზოგჯერ მხოლოდ პირობით
ჩანახატებს შეიცავდა, მაგრამ სასიამოვნო საკითხავია და ხშირად თავშესაქცევიც. ამ მოთხრობების სიუჟეტი ქარგად ხშირად პირობითია; ზოგჯერ
სიუჟეტი არცა ჩანს. უფრო სწორად, აპდაიკი ირჩევს ისეთ ლიტერატურულ
ფორმას, რომლის დროსაც ნაწარმოების სიუჟეტად იქცევა გმირის სულიერი
განწყობილება.
აპდაიკის მომხიბვლელი პოეტური ნიჭი ნათლად აირეკლა მის ლექსებში,
რომელთა თემატიკა მეტისმეტად ვრცელია. ყველაფერი, რაც კი ადამიანის სულს
You have read 1 text from Georgian literature.
Next - კენტავრი - 19
  • Parts
  • კენტავრი - 01
    Total number of words is 3340
    Total number of unique words is 2166
    24.6 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    44.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 02
    Total number of words is 3612
    Total number of unique words is 2290
    24.5 of words are in the 2000 most common words
    37.5 of words are in the 5000 most common words
    45.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 2221
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 04
    Total number of words is 3828
    Total number of unique words is 2253
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 05
    Total number of words is 3690
    Total number of unique words is 2293
    25.7 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 06
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2285
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 07
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2208
    28.2 of words are in the 2000 most common words
    40.8 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 08
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 2203
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 09
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2299
    26.9 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 10
    Total number of words is 3832
    Total number of unique words is 2203
    27.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 11
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2293
    26.4 of words are in the 2000 most common words
    39.1 of words are in the 5000 most common words
    46.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 12
    Total number of words is 3897
    Total number of unique words is 2212
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 13
    Total number of words is 3874
    Total number of unique words is 2126
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 14
    Total number of words is 3804
    Total number of unique words is 2211
    27.9 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 15
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2177
    28.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 16
    Total number of words is 3722
    Total number of unique words is 2183
    27.0 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 17
    Total number of words is 3736
    Total number of unique words is 2200
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 18
    Total number of words is 3771
    Total number of unique words is 2310
    27.4 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 19
    Total number of words is 3048
    Total number of unique words is 1793
    25.5 of words are in the 2000 most common words
    36.6 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.