Latin

კენტავრი - 10

Total number of words is 3832
Total number of unique words is 2203
27.8 of words are in the 2000 most common words
41.5 of words are in the 5000 most common words
48.1 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ბევრჯერ ჰქონდა გატეხილი. ძარღვები გამეყინა, როდესაც სიჩქარეთა ბერკეტის
ჩამრთველი გასაღებისა და მაწოვარას განლაგებას ვამოწმებდი. მამამ თავი
დამიქნია და მუხრუჭს ხელი ვუშვი. როცა ის მანქანას აწვებოდა, სასაცილო
ლურჯი ქუდის მეტს ვერაფერს ვხედავდი. მანქანა დაიძრა და უკან-უკან წავიდა.
საბურავები სულ უფრო და უფრო ყურისწამღებად წიოდნენ; ქვევით ფერდობს
ოდნავ მეტი დაქანება ჰქონდა და ამან გასაქანის ფასდაუდებელი წვეთი შეგვმატა,
„ბიუიკის“
ინერცია
წამით
სავსებით
განთავისუფლდა.
მამამ
სასოწარკვეთილებით შესძახა:
- მიდი!
პედალს მაშინვე ფეხი ავუშვი, როგორც მან დამარიგა. მანქანა ადგილს მოწყდა,
ერთი გაიტკაცუნა და შეჩერდა, მაგრამ მისი მოძრაობა ჟანგმოდებული
კბილანების საშუალებით უკვე გადაეცა ძრავას, და ისიც სილაგაწნული
ბავშვივით ასლოკინდა. მერე ძრავა აძიგძიგდა, ცილინდრები აროხროხდნენ,
მანქანა შეინჯღრა, ნახევრად ჩავუშვი მაწოვარა, ძრავა რომ არ გაგუდულიყო და
გაზის პედალს ფეხი დავაჭირე; შეცდომა მომივიდა. ძრავა სულ ამოვარდა
კალაპოტიდან, ერთი-ორჯერ დაიხრიალა და ჩაკვდა.
მანქანა ახლა სწორ ადგილზე იდგა. შორს, ფაბრიკის კედელს იქით, ბარის კარი
გაიღო და ქუჩას სინათლის ზოლი დაეცა.
მამა მანქანის კარს მიუახლოვდა და მე გავიჩოჩე. მიწა რომ გამსკდომოდა
ფეხქვეშ, ის მერჩია. მთელი სხეული მეწვოდა, შარდი მომაწვა.
- უყურე ამ ვირიშვილს! - ვთქვი მე. მინდოდა მამაკაცური უხეშობით
გამომესყიდა ჩემი დოყლაპიობა.
- შენ არაფერ შუაში ხარ, - მითხრა მამამ და ქშენით დაიკავა თავისი ადგილი
საჭესთან. - ძრავა გაიყინა; მაგრამ ახლა უკვე ცოტათი გათბებოდა.
131
მისი შავი სილუეტი სეიფის ქურდივით ფრთხილად დაიხარა ფართან და გაზის
პედალს ფეხით შეეხო. ძრავა უთუოდ პირველსავე ცდაზე უნდა ჩართულიყო.
ასეც მოხდა. მამამ ერთხელ კიდევ გამოიწვია ნაპერწკალი და გადაისროლა
აქოთქოთებულ და გამოცოცხლებულ მექანიზმში. მადლიერებით აღსავსემ
თვალები დავხუჭე ადგილიდან დაძვრის მოლოდინში.
მაგრამ მანქანა არ განძრეულა. უკანიდან, სწორედ იქიდან, სადაც, ჩემი
წარმოდგენით, გვამებს აწყობდნენ, როცა მანქანა დასაფლავებათა ბიუროს
პატრონს ეკუთვნოდა, ჩუმი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხრჭიალი მოისმა. მამის შავმა
სილუეტმა სწრაფად, ერთი მეორის მიყოლებით ჩართო ყველა სიჩქარე; მანქანა
ყველაფერზე ჩუმი ღრჭიალით იძლეოდა პასუხს და ადგილიდან არ იძროდა;
მამამ ერთხელ კიდევ გამოსცადა თითოეული სიჩქარე. ძრავა ხმამაღლა
აგუგუნდა, მაგრამ მანქანა მაინც არ დაიძრა. ფაბრიკის კედელი ექოდ
ეხმაურებოდა ცილინდრების გაცოფებულ ღრიალს, რომელიც სულ უფრო და
უფრო თავაწყვეტილი ხდებოდა და ვშიშობდი, ამ ღრიანცელზე შორეული
ბარიდან ხალხი არ მოვარდნილიყო.
მამა საჭეს ხელებით დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო. წინათ ასე მარტო დედა
იქცეოდა. ჩხუბის დროს რომ გამწარდებოდა, ანდა ნაღველი შემოაწვებოდა,
მაგიდაზე დააწყობდა ხოლმე მკლავებს და სახეს შიგ ჩამალავდა. ეს მაკრთობდა
- მერჩივნა გაბრაზებულიყო, რადგან ამ დროს სახე მაინც მოუჩანდა.
- მამი?
მან არ მიპასუხა. ფარანს უცნაური ვარაყით შეემკო მისი ნაქსოვი ქუდი; სწორედ
ასე იყო პური დახატული ვერმერის სურათზე.
- როგორ გგონია, რა მოხდა?
მერე უცებ გავიფიქრე - იქნებ, „შეტევა“ აქვს და მანქანის ასეთი გაუგებარი
მოქმედებაც მამაჩემში მომხდარი კატასტროფის ანარეკლია და სხვა
არაფერიმეთქი. მინდოდა
ხელით შევხებოდი - საერთოდ მამას არასოდეს მივკარებივარ, - მაგრამ მან უცებ
თავი ასწია და ნაოჭებით და კოპებით დასერილ ყმაწვილურ სახეზე რაღაც
ღიმილის მსგავსმა გაუელვა.
- მე ასე უნდა ვეწამო ჩემი დღე და მოსწრება, მაგრამ შენ რაღას გერჩოდი, ამ
უბედურებაში რომ გაგრიე. ეშმაკმა იცის, რატომ არ მიდის ეს მანქანა. ალბათ,
132
იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ჩვენი მოცურავეთა გუნდი შეჯიბრებას ვერ
იგებს.
მან ისევ უმატა ბრუნს, მანქანის ფსკერს მიშტერებული გადაბმის პედალს ფეხს
აჭერდა და ისევ უშვებდა.
- გესმის, უკან რაღაც ხრჭიალებს? - ვკითხე მე. მან შემომხედა და გაიცინა.
- ჩემი საბრალო ბიჭი, - მითხრა, - გამარჯვებული მამის ღირსი იყავი და
ხელმოცარული პატრონი გხვდა წილად. მოდი, წავიდეთ, ნეტავი თვალით აღარ
დამანახა ეს ჯართი.
ის მანქანიდან გადმოვიდა და ისე ძლიერად მიაჯახუნა კარი, რომ კინაღამ
ფანჯრები არ დაიმსხვრა. შავი ძარა შეინძრა ჯიუტად გაშეშებულ ბორბლებზე,
ქაღალდივით სიფრიფანა ჩრდილი ესროლა მიწას და თვითკმაყოფილი გახევდა.
იქაურობას გავშორდით.
- მაგიტომ არ მინდოდა ფერმაში გადასვლა, - თქვა მამამ. - მანქანის მონად უნდა
იქცე. ნეტავი ღმერთმა იმდენი შემაძლებინოს, რომ ჩემი ფეხით ვიარო, სადაც
მინდა. ყველაფერს ის აჯობებდა, ჩემს დასაფლავებაზე საკუთარი ფეხით
მივსულიყავი. არა, ფეხები თუ გაყიდა კაცმა, ჯობია სიცოცხლეს გამოეთხოვოს.
ვაგზლის ახლო სადგომი გავიარეთ და მარცხნივ, ბუნსტრიტზე გავუხვიეთ,
ბენზინსაცავ „ესოსკენ“. ტუმბოებთან ბნელოდა, მარტო ვიწრო ჯიხურში
ციმციმებდა მიბნედილი ოქროსფერი შუქი. მამამ შიგნით შეიხედა და
ფანჯარაზე დააკაკუნა. ჯიხურში, მწვანე ლითონის სადგომზე, ერთმანეთში
ჩახლართული საბურავები, დანომრილი ყუთები და სათადარიგო ნაწილები
ეყარა. კოკა-კოლას გასაყიდი მაღალი ავტომატი აყანყალდა, ხმამაღლა გაირაკუნა
და ისევ მიჩუმდა, თითქოს შიგნით
დამწყვდეულმა სულმა უკანასკნელად გაიბრძოლაო. კედელზე „კვაკერ სტეიტ
ოილის“ ფირმის ელექტრული საათი 9.06 აჩვენებდა; წამების ისარმა უკვე მთელი
წრე მოხაზა, ჩვენ კი მაინც ვიცდიდით; მამამ კვლავ დააკაკუნა, მაგრამ არავინ
უპასუხა. მხოლოდ წამების ისარი მოძრაობდა ჯიხურში.
- მეშვიდე ქუჩაზე, მგონი, მთელი ღამე ღიაა, - ვთქვი მე.
- როგორ ხარ შვილო? ეს რა ჯოჯოხეთში ჩავვარდით. დედაშენს უნდა დავურეკო.
- მითხრა მამამ.
გზა განვაგრძეთ, ბუნ-სტრიტზე რკინიგზის ლიანდაგი გადავჭერით, აგურის
სახლების მწკრივი გავიარეთ და მუდამ ხმაურიანი, ახლა კი რატომღაც
ჩამკვდარი უაზერ-სტრიტით მეშვიდე ქუჩაზე გავედით, დიდ გარაჟთან,
133
რომელიც მართლა ღია იყო. გარაჟის ფართოდ დაღებულ თეთრ ხახაში
თანდათან ინთქმებოდა წკვარამი. გარაჟში ნაცრისფერ კომბინიზონებსა და
გადაჭრილთითებიან ხელთათმანებში გამოწყობილი ორი კაცი ავტომობილს
რეცხავდა, კასრებით ცხელ საპნიან წყალს ასხამდნენ. სწრაფად მუშაობდნენ, რომ
ლითონზე წყალი არ გაყინულიყო. გარაჟის ერთი ბოლო ქუჩაში გამოდიოდა,
მეორე კი, გამოქვაბულის მსგავსად, მანქანებს შორის იკარგებოდა. ერთ
კედელთან ჯიხური იდგა, ტელეფონის ჯიხურზე ცოტა უფრო დიდი, ტრამვაის
გაჩერებაზე რომ მგზავრებისთვის განკუთვნილი პავილიონებია, ისეთი, - ელიში
აქამდე იყო შემორჩენილი ერთი ასეთი პავილიონი, - და ის თითქოს გარაჟს
გულის მაგივრობას უწევდა. ჯიხურის კართან, ბეტონის მოედანზე, რომელზეც
ტრაფარეტული წარწერა იუწყებოდა: „ფრთხილად, საფეხურია!“ თეთრ
სმოკინგსა და თეთრ შარვალში მორთული კაცი იდგა და წამდაუწუმ პლატინის
საათზე იხედებოდა. საათი ისე ეკეთა ხელზე, რომ შავი ციფერბლატი შიგნით იყო
მოქცეული. ამ კაცის თითოეული მოძრაობა იმდენად ზუსტი და ერთფეროვანი
იყო, რომ პირველად ადამიანის სიმაღლის მექანიკური რეკლამა მეგონა.
ეტყობოდა, მას ეკუთვნოდა ნაცრისფერი, სადაფივით ბრჭყვიალა მანქანა,
„ლინკოლნი“, რომელსაც მუშები რეცხავდნენ. მამა მის წინ გაჩერდა, მაგრამ ის
მამას ვერ ხედავდა და სადაფის ღილებივით მრგვალი, ნაცრისფერი თვალებით
სადღაც, პირდაპირ იყურებოდა.
მამა ჯიხურთან მივიდა და კარი გააღო. ძალაუნებურად მეც შიგ უნდა
შევყოლოდი. ჯიხურში ჯმუხი მამაკაცი საქმიანი სახით ფათურობდა
ქაღალდებში. იგი ამას
ზეზეულად აკეთებდა; მის გვერდით მდგარი სავარძელი პირთამდე იყო
გავსებული ქაღალდებით, ბროშურებითა და კატალოგებით. ერთ ხელში
სიგარეტი და სწრაფმკერი ეჭირა, მეორეთი კი ქაღალდებს ფურცლავდა და თან
ტუჩებს აცმაცუნებდა.
- მაპატიე, მეგობარო, - მიმართა მამამ.
- ერთი წუთით, დავამთავრებ და მერე, კარგი? - მიუგო გამგემ.
მან გაბრაზებით ჩაჭმუჭნა ხელში რაღაც ლურჯი ქაღალდი, სწრაფად აგვიქცია
გვერდი და გარეთ გავიდა. ერთ წუთსაც არ გაუვლია, რომ უკანვე შემობრუნდა.
დროის მოსაკლავად და უხერხულობის გასაფანტად საღეჭი რეზინის ავტომატში
პენი ჩავაგდე. ამ ავტომატებს კლუბ „კივანების“ ოლტონის განყოფილება
უშვებდა. იშვიათი პრიზი მივიღე - შავი ბურთულა. ძალიან მიყვარდა
134
ძირტკბილა. მამასაც უყვარდა. მამიდა ალმამ მითხრა, რომ თურმე პასეიკში
მეზობლის ბავშვები მამას „ლოლუას“ ეძახდნენ, რადგან სულ ძირტკბილას
ფხვნილისაგან დამზადებულ ლოლუებს წუწნიდა.
- გინდა? - შევთავაზე მასაც.
- ღმერთმა დამიფაროს, - თქვა მან, თითქოს შხამს ვუწვდიდი. - არა, გმადლობ,
პიტერ. სულ უკბილოდ გინდა დამტოვო?
და ვიწრო ჯიხურში ისე აწრიალდა, რომ გადმოცემაც კი არ ძალმიძს, - ხან გზის
რუკების შეკვრას ეცემოდა, ხან, - სათადარიგო ნაწილების ნომრების ცხრილს, ხან
- კალენდარს; კალენდარზე ქალიშვილი ეხატა. სათხილამურო ქუდი ეხურა და
ქუდქვეშ წამახული ვარდისფერი ყურები მოუჩანდა: თეთრი ბეწვისყელიანი
ფეხსაცმელი ეცვა და უკან ფუმფულა ქუდი ჰქონდა მოგდებული. კუდი
კეკლუცად მოეშვირა ჩვენკენ. მამამ დაიკვნესა და შუბლით მინას მიეყრდნო.
სმოკინგიანი კაცი მაშინვე ჩვენკენ შემოტრიალდა. მუშები ახლა „ლინკოლნში“
შემძვრალიყვნენ და შიგ ფუტკრებივით ფუსფუსებდნენ. ისინი საქმიანი,
წრიული მოძრაობით წმენდნენ შუშებს. მამის მეჭეჭიანი მუშტი უმიზნოდ
ფათურობდა გაზეთებით სავსე მაგიდაზე, და თვალები გამგეს ეძებდნენ.
მეშინოდა, იქ გამეფებული იდუმალი წესრიგი არ დაერღვია და მკვახედ
ვუთხარი:
- მამა, დამშვიდდი.
- ნერვები აღარ მყოფნის, შვილო, - ხმამაღლა მომიგო მან. - საცაა რამეს
დავამტვრევ. დრო აღარ იცდის. სულ სიკვდილი მაგონდება.
- დაწყნარდი, - ვუთხარი, - მოიძრე ეგ ქუდი თავიდან. ამ კაცს, ალბათ, მათხოვარი
ჰგონიხარ.
მამას თითქოს არაფერი გაუგია; ფიქრს მიეცა. თვალები გაუყვითლდა, ამ
ქარვისებური ბრწყინვის შემყურე დედაჩემი შიშით შეჰყვიროდა ხოლმე.
უცნაურად ანთებული თვალებით მომჩერებოდა, ასე, ალბათ, წყალწაღებულს
უყურებს მშველელი.
- ჩემი თავი ჯანდაბას, - თქვა მან. - მაგრამ შენ რა უნდა გიყო?
- ჩემზე ნუ სწუხხარ, - მივუგე მშრალად, მაგრამ, გამოტეხილად რომ ვთქვა,
ცემენტის საშინლად ცივი იატაკი ჩემი ვიწრო წაღების ლანჩებში ატანდა.
თვალს არ დავუჯერე, როდესაც გამგე როგორც იქნა დაბრუნდა და მამას
თავაზიანად მოუსმინა. დაბალი, ჩასკვნილი კაცი იყო, თითოეულ ლოყაზე სამი
თუ ოთხი პარალელური ნაოჭი დაჰყვებოდა, - მხრები და თავი ისე ეჭირა, ერთ
135
დროს კარგი სპორტსმენი უნდა ყოფილიყო, ახლა მუშაობით დაქანცული და
დასუსტებული ჩანდა. გამელოტებულ თავზე შემორჩენილ ჭაღარა თმის გროვას
გამწარებით ისწორებდა, თითქოს ეშინოდა აზრი არ დასხლტომოდა. თავისი
გვარი - როუდზი - მსხვილი ნარინჯისფერი ასოებით ჰქონდა ამოქარგული
ყავისფერი კომბინეზონის ჯიბეზე. ნაწყვეტ-ნაწყვეტად, ქშენით ლაპარაკობდა:
- არ მომწონს ეგ ამბავი. თქვენი სიტყვით, ძრავა თუ მუშაობს და მანქანა კი
ადგილიდან მაინც არ იძვრის, ან ტრანსმისია უნდა იყოს გაფუჭებული, ან კიდევ
- კარდნის ლილვი. ძვრიას ბრალი რომ იყოს, - მან წარმოთქვა „ზვრია“ და მე
თვალწინ სულ სხვა რამ წარმომიდგა, რაღაც მთრთოლვარე, ცოცხალი და
საყვარელი, - „ჯიპს“ გავგზავნიდი, ახლა კი აღარ ვიცი, რა გავაწყო. ჩვენი
ბუქსირი გამოძახებულია, - მეცხრე გზატკეცილზე ავარია მოხდა. მუდმივი
გარაჟი თუ გაქვთ? - მან წარმოთქვა „კარაში“ და მახვილი პირველ მარცვალს
დაუსვა.
- ელ ჰამელის გარაჟით ვსარგებლობთ ოლინჯერში, - მიუგო მამამ.
- თუ გნებავთ, ხვალ დილიდან მივხედავ თქვენს მანქანას, - თქვა მისტერ
როუდზმა, - მანამდე კი არაფერი შემიძლია; აი ეს ორი, - მან მუშებზე მიუთითა,
რომლებიც ნატის ბალიშებით აპრიალებდნენ ბრჭყვიალა „ლინკოლნს“, ვიდრე
სმოკინგიანი კაცი რიტმულად ატლაშუნებდა ხელისგულზე ნიანგის ტყავის
საფულეს, - ათზე ამთავრებს მუშაობას, ვრჩებით მარტო მე და ორი კაცი,
რომლებიც ახლა გამოძახებით არიან წასული მეცხრე გზატკეცილზე. ასე რომ,
შეგიძლიათ თქვენ გარაჟსაც დაურეკოთ ოლინჯერში, დილიდანვე შეუდგნენ
საქმეს.
- მაშასადამე, თქვენი ავტორიტეტული აზრით, დღეს არაფერი გამოვა? - იკითხა
მამამ.
- თუკი ყველაფერი ისეა, როგორც თქვენ მიამბეთ, კარგს ვერაფერს შეგპირდებით,
- გულახდილად განაცხადა მისტერ როუდზმა.
- იქ უკან რაღაც ხრჭიალებს, - დავურთე მე, - თითქოს ორი კბილანა თვალი
ერთმანეთს ეხახუნებაო.
მისტერ როუდზმა შემომხედა, თვალები დაახამხამა და შეთხელებულ ჭაღარა
თმაზე ხელი გადაისვა.
- კარდნის ლილვი არ ვარგებულა. მანქანა ორმოზე უნდა დავაყენოთ და მთელი
უკანა ხიდი დავშალოთ. შორს ცხოვრობ?
136
- დასაკარგავში, ფაირტაუნს იქით, - მიუგო მამამ. მისტერ როუდზმა ამოიოხრა:
- რას იზამ. სამწუხაროა, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებით.
გრძელი, ხასხასა წითელი „ბიუიკი“, რომლის მოკრიალებულ ზედაპირზე
ცინცხალი ანარეკლების სამყარო დაცურავდა, ქუჩიდან გარაჟში შემოსრიალდა
და საყვირი აახმიანა. საყვირმა ისე გააყრუა ბეტონის დაბალი გამოქვაბული, რომ
მისტერ როუდზი ჩვენ უკვე აღარ გვისმენდა.
- ბოდიშს ნუ იხდით, მისტერ, თქვენ გულწრფელად მითხარით, რასაც ფიქრობთ,
ამაზე დიდი სიკეთე არ არსებობს ამქვეყნად, - აჩქარებით წარმოთქვა მამამ.
მაგრამ, როცა ისევ ბნელ ქუჩაში გამოვედით, მითხრა:
- ერთი ეგეც როტავს რაღა. მთელი ჩემი სიცოცხლე ბლეფის მეტი არაფერი
მომიჩმახავს და მაგან როგორ უნდა გამაცუროს. თვითონაც არ იცის საწყალმა,
რას ბოდავს. ნეტავ როგორ გახდა ამხელა გარაჟის გამგე! თავისი თავისთვის ვერ
მოუცლია. მაგრამ მაგის ადგილზე, ალბათ, მეც ასე მოვიქცეოდი.
- ახლა სად მივდივართ?
- მანქანასთან.
- ვეღარ გაიგე, რომ გატეხილია?
გავიგე, მაგრამ მაინც არ მჯერა. ასე მგონია, წავა-მეთქი. უბრალოდ, დასვენება
სჭირდება.
- ძრავა რომ გაყინულიყო, რამეს იღონებდა კაცი, მაგრამ წამყვანი ნაწილი
დაზიანდა!
- ის კაციც ამას ჩამჩიჩინებდა და ჭკუის სიმოკლით ვერ მივხვდი.
- უკვე ათი საათი ხდება. არ დავურეკოთ დედას?
- რა უნდა გაგვიკეთოს? კაცი არ არის ჩვენი მშველელი. უბედურსა ქვა აღმართში
მიეწევაო.
- ერთი საათის უკან თუ არ იძვროდა ეს მანქანა, ახლა რა ჯანდაბა დაძრავს? სულ
გავიყინე.
რაც შემეძლო ფეხს ავუჩქარე, მაგრამ მამამ ნაბიჯით მაინც გამასწრო და
ვერასგზით ვერ წამოვეწიე. მეშვიდე ქუჩაზე, ბნელი სადარბაზოდან ვიღაც
მთვრალი კაცი გამოვიდა და ბარბაცით აგვედევნა. ჯერ ჩვენი დილანდელი
მაწანწალა მეგონა, მაგრამ ეს უფრო დაბალი ტანისა იყო და უფრო
137
წყალწაღებულიც. აწეწილი თმა, როგორც ჭუჭყიან ლომს ფაფარი - ყალყზე
დასდგომოდა, თითქოს მისი თავი შარავანდედით შეუმკიათო.
ტანსაცმელი მთლად დაფლეთოდა; ზედ ძველი პალტო ჰქონდა მოხურული და
ცარიელი სახელოები ნებანება დაქანაობდნენ უცნობის გარშემო, როცა ის
მობორძიკობდა და აქეთ-იქით აწყდებოდა.
- სად მიგყავთ ეს ბიჭი? - ჰკითხა მან მამას.
მამამ ზრდილობიანად შეანელა ნაბიჯი, რათა უცნობი, რომელმაც ამ დროს ფეხი
რაღაცას წამოჰკრა და კინაღამ ძირს არ გაიშხლართა, როგორმე წამოგვწეოდა.
- ბოდიშს ვიხდი, მისტერ, რა მითხარით? - ჰკითხა მამამ.
უცნობი მკაფიოდ და ერთგვარი კმაყოფილებით მარცვლავდა სიტყვებს, თითქოს
მსახიობია და სცენაზე თავისივე თამაშით ტკბებაო.
- ჰა-ჰა-ჰა, - ჩუმად, მაგრამ გესლიანად ჩაიქირქილა მან. - ბინძურო, ბინძურო
ადამიანო!
უცნობმა საჩვენებელი თითი მამას ცხვირთან მიუტანა და დაემუქრა; შუშის
საწმენდი
ისარივით ათამაშებდა თითს, თან ცუღლუტურად მოგვჩერებოდა.
შემოგლეჯილი ტანსაცმლისა და ყინვის მიუხედავად, მხიარული ჩანდა;
მკვრივ, გაბრტყელებულ სახეზე, ღიმილის დროს სიმინდის მარცვლებივით
ჩარაზმული წვრილი კბილები მოუჩანდა.
- გაიქეცი, ბიჭო, სახლში, დედაშენთან, - მომიბრუნდა უცნობი.
იძულებული გავხდიშევჩერებულიყავი, რადგან ისწინ გადაგვეღობა.
- ეს ჩემი ვაჟია, - უთხრა მამამ.
უცნობი ისე სწრაფად შეტრიალდა მისკენ, რომ ტანსაცმელი აუფრიალდა და
მოულოდნელად აბურძგნულ ფრინველს დაემსგავსა. ტანსაცმლის მაგივრობას
ათასგვარი ჭინჭების გროვა უწევდა, რომელიც ფენა-ფენა მიჰკვროდა სხეულზე,
თითქოს კი არ ჩაუცვამს, ერთიანად ჩვრებში გამოხვეულაო; ხმაც უცნაური
ჰქონდა - ხრინწიანი, ჩახლეჩილი, სიტყვებს ძლივს ვარჩევდი.
- რატომ სტყუით ასე უსირცხვილოდ? - უთხრა მან მამას სევდიანად. -ეს პატარა
ამბავი ხომ არ გგონიათ? ახლავე სახლში გაუშვით ბიჭი, დედამისთან.
138
- სწორედ იქ მიმყავს, - მიუგო მამამ. - მაგრამ ეს წყეული მანქანა ადგილიდან არ
იძვრის.
- ეს მამაჩემია, - ვთქვი მე, რადგან იმედი მქონდა, რომ უცნობი დაგვეხსნებოდა.
მაგრამ ის სულ ახლოს მოვიდა. ფარნის მოცისფრო შუქზე სახე წითელი
შხეფებით მორწყულს უგავდა.
- ნუ ექომაგები, - მითხრა ნაძალადევი დაყვავებით. - არაა მაგის ღირსი, რამდენს
გაძლევს? თუმცა, სულ ერთია, რამდენიც არ უნდა მოგცეს, მაინც ცოტაა.
როგორც კი თავისთვის ახალ ბიჭს იშოვის, ქუჩაში გისვრის, ტროას ძველი
მკვიდრივით.
- მამა, წავიდეთ, - დავიძახე შემკრთალმა. მთლად გავითოშე. ღამის სუსხი
ძვალრბილში მივლიდა.
მამა შეეცადა უცნობისთვის გვერდი აექცია, მაგრამ ამ დროს მან მუშტი მოიღერა,
მაშინ მამამაც მოუღერა მუშტი. უცნობმა უკან დაიხია და დაბარბაცდა.
- დამარტყი, - თქვა მან და ყურებამდე გაიღიმა, ისე რომ ლოყებიც კი
გაუბრწყინდა. - დამარტყი, ღირსი ვარ, შენი სულის გადარჩენას რომ ვცდილობ.
მზადა ხარ აღსასრულისათვის?
მამა უძრავი კინოკადრივით ადგილზე გაშეშდა, უცნობმა კი საზეიმო კილოთი
გაიმეორა:
- მზადა ხარ აღსასრულისათვის?
მერე გვერდულად მომიახლოვდა, წელზე ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა.
პირიდან ისეთივე მყრალი სუნი ამოსდიოდა, როგორიც ხუთშაბათობით ას
მეშვიდე კლასში შესვლისას გვეცემოდა ხოლმე, როცა იქ უფროსკლასელებს
ჩაუტარებდნენ
ქიმიის გაკვეთილს
და მერე ჩვენ
შეგვიშვებდნენ
დამოუკიდებელი მეცადინეობისათვის, - ერთმანეთში არეული გოგირდისა და
შმორის მყრალი სუნი.
- ეჰ, - მითხრა მან, - რათბილი სხეული გაქვს. მაგრამძალიან გაძვალტყავებული
კი ხარ. არაფერს გაჭმევს ეს ნაბიჭვარი? შენ, ეი, - მიუბრუნდა ის მამას, - რა
ეკუთვნის ახლა შენისთანა გახრწნილ ბებერს? საწყალი ბიჭი ქუჩიდან აგიყვანია
და შიმშილით სულსა ჰხდი?
- მეგონა, აღსასრულისათვის მზად ვიყავი, - თქვა მამამ, - მაგრამ ახლა მთელ
ქვეყანაზე ისეთი კაცი არ მეგულება, რომ ამისთვის მზად იყოს; დარწმუნებული
ვარ, რომ ჭლექით, სუსუნატით, ათაშანგით და კბილის ტკივილით შეპყრობილი
139
ოთხმოცდაცხრამეტი წლის ჩინელიც კი არ არის მზად სიკვდილისათვის.
უცნობმა კინაღამ ნეკნები დამამტვრია, ძლივს დავუსხლტი ხელიდან.
- მამა, წავიდეთ!
- არა, პიტერ, - მითხრა მამამ, - ეს ჯენტლმენი საქმეზე ლაპარაკობს. თქვენ
თვითონ თუ ხართ მზად აღსასრულისათვის? - ჰკითხა მან უცნობს, - როგორ
გგონიათ?..
უცნობმა თვალები დაწკურა, მკერდი წინ გამოაგდო, მტრედივით გაიფუყა,
მამაჩემის გრძელ ჩრდილზე დადგა და, თავაწეულმა, ამაყად წარმოთქვა:
- მე მაშინ ვიქნები მზად აღსასრულისათვის, როცა შენა და შენისთანებს ციხეში
ამოაყოფინებენ თავს და კამერის გასაღებს შორს გადაისვრიან. საწყალ ბავშვებს
ამისთანა ღამეშიც კი არა აქვთ თქვენგან მოსვენება. - მან შეჭმუხნულ წარბებს
ქვევიდან შემომხედა და თქვა: - დავუძახო პოლიციას, ბიჭიკო? თუ გინდა აქვე
მივახრჩოთ ეს წუნკალი დედაკაცი? - მერე მამას შეეკითხა: - თქვენ რაღას
იტყვით, შეფო? რამდენს იკისრებთ, პოლიციამ ამ ყვავილთან რომ არ
ჩაგავლოთ?
მან ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, თითქოს დაყვირება უნდოდა, მაგრამ ქუჩა შორს,
ჩრდილოეთისაკენ მიიკლაკნებოდა, უსასრულობაში და ადამიანის ჭაჭანება არ
იყო, ჩანდა მხოლოდ აგურის სახლების მობათქაშებული ფასადები, მოაჯირიანი
პარმაღები, ასე ხშირი რომ იყო ოლტონში, ქვის საფეხურები, ზედ აქა-იქ ცემენტის
ლარნაკები ყვავილებისათვის და ტროტუარებზე ჩამწკრივებული ხეები,
რომლებსაც შიგადაშიგ ტელეფონის ბოძები ენაცვლებოდნენ; ხოლო უფრო შორს
შეუძლებელი იყო მათი
ერთმანეთისაგან გამორჩევა; ტროტუარებთან მანქანები იდგა, მაგრამ ამ
ადგილებში მანქანით იშვიათად მგზავრობდნენ, რადგან აქედან ორიოდე
კვარტალში ქუჩას ესიკის ფაბრიკის კედელი კვეთდა. ჩვენ ბლოკებით ნაგებ
ლუდის ქარხნის გრძელ, დაბალ საწყობთან ვიდექით; საწყობის დაღარული
მწვანე კარები მაგრად და ჯახუნით მიეკეტათ და ამ ჯახუნის გამოძახილს აქამდე
შეებორკა ჰაერი. უცნობს მამისთვის პალტოს საყელოში ჩაევლო ხელი და ცერსა
და სალოკ თითს შუა რაღაცას სრესდა, თითქოს ძაფის მოშორება, ან ტილის
მოკვლა უნდაო.
- ათი დოლარი, - წარმოთქვა მან. - ათი დოლარი და მუნჯი ვარ! - მან სამი
გალურჯებული თითი გასიებულ იისფერ ტუჩებზე მიიდო და ასე ეჭირა,
140
თითქოს უნდოდა ენახა, რამდენ ხანს შესძლებდა სუნთქვის შეკავებას. მერე
თითები უკან წაიღო, პირიდან ცხელი ოხშივარი ამოუშვა, გაიღიმა და თქვა: - მაშ
ასე, ათი დოლარი და თქვენი ვარ, მთელი ჩემი ჯიგრიანად, - რას იტყვი, ბიჭიკო,
მოვრიგდით? ეგ რამდენს გაძლევს? - თვალი ჩამიკრა.
- ეგ მამაჩე-ე-მ-ია, - გავიმეორე აღშფოთებით. ლარივით გაჭიმული მამა ფარნის
ქვეშ
იდგა და მეჭეჭებიან ხელებს იფშვნეტდა, ისე უსიცოცხლოდ გაშეშებულიყო,
თითქოს ეს-ეს არის ნაჯახით აქნეს და ახლა მიწაზე დაცვივაო.
- ხუთი დოლარი, - ხელად დაუწია ფასს მაწანწალამ. - ქეციანი ხუთი დოლარი. პასუხს აღარ დაელოდა და კიდევ დაუკლო: - ჯანი გავარდეს, ერთი იყოს.
საცოდავი დოლარიანი მაინც მომაშავეთ, ჩავასხა, თორემ ძაღლივით გავიყინები
სადმე. აბა, შეფო, გაინძერი, თუ გინდა ისეთ სასტუმროს მიგასწავლი, სადაც
შეკითხვებით თავს არ მოგაბეზრებენ.
- სასტუმროებზე ახალი რაღა უნდა გავიგო, - მიუგო მამამ. - კრიზისის დროს
ღამის მეკარედ ვმუშაობდი ამ დამპალ „ოსირისში“, სანამ არ დახურეს.
ბაღლინჯოები ბოზებივით დასუქდნენ იქა და კლიენტები ერთმანეთისაგან
ვეღარც კი არჩევდნენ. თქვენ, ალბათ, „ოსირისი“ არ გეხსომებათ? მაწანწალას
სახე მოეღუშა.
- მე თვითონ ისტონიდან ვარ, - თქვა მან.
გაოცებით შევნიშნე, რომ მამაზე გაცილებით ახალგაზრდა ყოფილა; მოკლედ,
ჩემისთანა ბიჭი იყო.
მამამ ჯიბე მოიჩხრიკა, ხურდა ამოკრიბა და ახალგაზრდა კაცს გაუწოდა.
- მეტსაც მოგცემდი, ჩემო მეგობარო, მაგრამ მართლა არა მაქვს. ეს ჩემი
უკანასკნელი ოცდათხუთმეტი ცენტია. სკოლაში ვმუშაობ მასწავლებლად. ჩვენ
უფრო ცოტას გვიხდიან, ვიდრე ფაბრიკებში. მაგრამ ისე მესიამოვნა თქვენთან
საუბარი, რომ მინდა ხელი ჩამოგართვათ. - და ხელი ჩამოართვა უცნობს. - თქვენ
ნათელი მოჰფინეთ ჩემს აზრს, - უთხრა მაწანწალას.
მერე უკან გატრიალდა და იქით წავიდა, საიდანაც მოვედით. მაშინვე უკან
გავყევი. ყველაფერი ის, რის ნახვასაც ასე ვესწრაფოდი - შავი მანქანა, ქვის სახლი,
ჩემი შორეული, ალბათ, შიშით გონდაკარგული დედა - ჩემს სხეულში
გადმოსახლდა და ამაღამდელი სიგიჟითა და ვარსკვლავების შუქით
აღგზნებული კანი თითქოს უსაზღვროდ გამეწელა და გამჭირვალე გახდა. ახლა
ქარის წინააღმდეგ მივდიოდით და სუსხი მინის ცივი ნიღაბივით მეკვროდა
სახეზე. ზურგს უკან მთვრალი მაწანწალა
141
უთავბოლოდ მოგვკიოდა, როგორც არწივი ქარიშხალში;
- აგაშენა ღმერთმა! აგაშენა!
- სად მივდივართ?
- სასტუმროში, - მომიგო მამამ. - ამ კაცმა ჭკუაზე მომიყვანა. სადმე უნდა გათბე.
შენ ხომ ჩემი სიამაყე და სიხარული ხარ, შვილო. განძს გაფრთხილება უნდა.
ახლა ძილი აუცილებელია შენთვის.
- დედას უნდა დავურეკოთ, - ვუთხარი.
- მართალს ამბობ, - მომიგო, - მართალს ამბობ. - რაკი ორჯერ გაიმეორა, რატომღაც
გავიფიქრე, რომ შესრულებით აღარ შეასრულებდა.
მარცხნივ უაზერ-სტრიტზე გავუხვიეთ. აქ ისე უხვად იღვრებოდა ნეონის შუქი,
რომ ჰაერი უფრო თბილი მეჩვენა. ერთ ფანჯარაში სოსისებს წვავდნენ.
გამვლელთა
სილუეტები სინათლეში სიმკვრივეს კარგავდა. მოედინებოდნენ. მხრები
აეწურათ და შიგ ჩარგული სახეები არ უჩანდათ, მაგრამ მათი ამქვეყნად
არსებობაც მამხნევებდა, მადლად მიმაჩნდა, სიცოცხლის რწმენას მინერგავდა.
მამამ ვიწრო სადარბაზოში შეუხვია, რომელიც უწინ არასდროს შემიმჩნევია.
ექვსი საფეხური ავიარეთ. ზევით ყრუ, ორმაგი კარი დაგვხვდა. კარს უკან მოულოდნელად შემაღლებული მოედანი. მოედანზე მაგიდა, ლიფტის გალია,
ვეებერთელა კიბე, რამდენიმე შელახული, დაჭმუჭნულ-ჩაღრმავებულ
საჯდომიანი სკამი. მარცხენა მხარე ქოთნის ყვავილებით იყო გადაღობილი და ამ
ცოცხალ ტიხარს მიღმა ლაპარაკი და მინაზე მინის თანაბარი წკარუნი ისმოდა,
თითქოს ზარს რეკდნენ შესასვლელ კართან. ისეთივე სუნი ტრიალებდა, როგორც
მონის სავაჭროში; მონის ნახევრად უნივერმაღი, ნახევრად რესტორანი ჰქონდა,
სადაც ბავშვობისას კვირა დღეობით ხამანწკების პაწია ქაღალდის ქილების
საყიდლად მგზავნიდნენ. მაღალი, ზორბა გერმანელი - მონი, მუდამ ღილებზე
შეკრულ შავ სვიტერს ატარებდა. მისი სავაჭრო ტრამვაის ლიანდაგთან,
მობათქაშებულ ქვის სახლში იყო მოთავსებული. მაშინ ქალაქს ტილდენი ერქვა.
როგორც კი კარს გასაღებად ჰკრავდნენ ხელს, მაშინვე ზარი ირეკებოდა, როცა
კარს ხურავდნენ, მაშინაც. კედლის გაყოლებით თამბაქოთი და ტკბილეულით
დატვირთული შავი დახლები
ჩარიგებულიყო. იქვე ეწყო სავახშმოდ გამზადებული ოთხკუთხა მაგიდები,
რომლებზეც გამჭირვალე სუფრები ეფარა. ისინი მუშტარს ელოდნენ. დღისით
142
სკამებზე მოხუცები ისხდნენ და რატომღაც მეგონა, რომ სწორედ მათ
შემოჰქონდათ საღეჭი თამბაქოს, საფეხსაცმლე ტყავის, დამტვრეული ხისა, და,
რაც მთავარია, ხამანწკების ის უცნაური სუნი, რომელიც მონისთან ტრიალებდა.
მახსოვს, მონისაგან ქაღალდის სრიალა ქილას რომ წამოვიღებდი, რომელსაც
საკვირაო სადილის ხელსახოცივით გადაკეცილი ხუფი ჰქონდა, თითქოს იქაური
ჰაერის ნაწილიც თან მომყვებოდა. ხამანწკების სუნი მსუბუქი, შავი ლანდივით
ამედევნებოდა საღამოს ცისფერ ბინდში და მოსახვევში მდგარი ხეები და
სახლები ამ სუნში ინთქმებოდნენ. ახლა სწორედ ის სუნი მეცა.
კუზიანმა მეკარემ, რომელსაც თუთუნის გასახვევი ქაღალდივით სიფრიფანა
კანი ჰქონდა და ართრიტისაგან თითები სახსრებში დაგრეხოდა, „კოლერსის“
კითხვას თავი ანება და დანაოჭებული სახე მამას მიაპყრო. მამამ საფულე ამოიღო,
მოწმობა უჩვენა და აუხსნა, მე ჯორჯ უ. კოლდუელი ვარ, ოლინჯერის სკოლის
მასწავლებელი. ეს კი ჩემი ვაჟია, პიტერი; ესიკის ფაბრიკის ახლოს მანქანა
გაგვიფუჭდა და რადგან შორს,
ფაირტაუნის იქით ვცხოვრობთ, ოთახი გვჭირდება, ფული კი არა გვაქვსო. ჩემს
თავში მაღალი მეწამული კედელი აღიმართა და მზად ვიყავ, მის ძირში
ქვითინით გავრთხმულიყავი. კუზიანმა არც კი დახედა მამაჩემის მოწმობას, ისე
უთხრა:
- გიცნობთ. ჩემი დისწული, გლორია დევისი, თქვენი მოწაფეა, ყოველთვის
პატივისცემით გიხსენიებთ ხოლმე.
- გლორია კარგი გოგონაა, - წაილუღლუღა მამამ.
- დედამისი ამბობს, ცელქიაო.
- არ შემიმჩნევია.
- ბიჭებიც ნამეტანი უყვარს.
- ჩემი თანდასწრებით მუდამ ისე იქცევა, როგორც ნამდვილ ლედის შეშვენის.
მოხუცი მიბრუნდა და დასწვდა გასაღებს, რომელზედაც ხის ნომერი იყო
დაკრული.
- მესამე სართულზე მოგცემთ ოთახს, ბარიდან ამოსულმა ხმაურმა რომ არ
შეგაწუხოთ.
- მადლობელი ვარ, - მიუგო მამამ, - ჩეკი გამოვწერო?
- დილითაც მოესწრება, - უთხრა კუზიანმა ღიმილით და სახეზე გამომხმარი კანი
აუპრიალდა. - მე არსად გაგექცევით.
143
ის ვიწრო კიბით მაღლა აგვიძღვა, პრიალა კლაკნილი მოაჯირი ჩემი
ხელისგულის ქვეშ იმ ნებიერი კატის ზურგივით ადი-ჩადიოდა, რომელსაც
ბეწვზე ეალერსები და სიამოვნებისაგან კრუტუნებს. კიბე გისოსებში ჩასმულ
ლიფტის შახტს გარს ეხვეოდა და ყოველ სართულზე ნოხით მოგებულ
დერეფნებს ვხედავდით; მერე ერთ-ერთ დერეფანში შევუხვიეთ და ნოხებს
შორის, გაშიშვლებულ ხის იატაკზე, ჩვენი ნაბიჯების ბრახუნი გაისმა. დერეფნის
ბოლოში, ფანჯარასთან, რომელიც უაზერ-სტრიტს გადაჰყურებდა, იქ, სადაც
ცენტრალური გათბობის ბატარეა იდგა, კუზიანმა გასაღები კარს მოარგო და
გადაატრიალა. აი, ისიც, ჩვენი მიზანი: მთელი საღამო
შეუცნობლად მოვისწრაფოდით ამ ოთახისკენ, რომლის მორთულობას ორი
საწოლი, ფანჯარა, ორი ტუმბო და უშუქსაფარო დასაკიდი ლამპა შეადგენდა.
კუზიანმა შუქი აანთო. მამამ ხელი ჩამოართვა და უთხრა:
- თქვენ ბრძენი ხართ და თან კეთილშობილი. წყურვილი გვკლავდა და წყალი
მოგვეცით. კუზიანმა დაღვლარჭნილი ხელი აიქნია.
- აბაზანა ამ კარს უკანაა, - თქვა მან, - იქ სუფთა ჭიქაც უნდა იყოს.
- მართლა ღვთის მოციქულად მოგვევლინეთ, - უთხრა მამამ. - საწყალი ბავშვი
საცაა წაიქცევა.
- ძალიანაც კარგად ვარ, - ვთქვი მე. და როცა მეკარე გავიდა, ჯერ ისევ აღრენილმა,
მამას ვკითხე:
- რა ჰქვია ამ ორმოს?
- ნიუ-იორკელი“, - მომიგო მამამ. - ნამდვილი ძველი ბაღლინჯოს ბუდეა, არა?
ახლა უკვე მამაჩემის უმადურობაზე მომივიდა გული.
- მადლობა თქვი, უფულოდ რომ შემოგიშვა.
- კაცმა არ იცის, ვინ სად გამოადგება, - მითხრა მამამ, - კისერს მოვიჭრი, იმ ძუკნა
დევისმა რომ იცოდეს, რა სამსახური გამიწია, ალბათ, ღამით კოშმარები
დაუფრთხობს ძილს.
- მაინც რატომ არა გვაქვს ფული? - ვკითხე მე.
144
- ორმოცდაათი წელია სულ ამას ვეკითხები ჩემს თავს. ყველაზე უარესი ის არის,
რომ ხვალ ჩეკზე უნდა მოვაწერო ხელი, ეს კი მოტყუება გამომივა, რადგან
ბანკში ჩემს ანგარიშზე მხოლოდ ოცდაორი ცენტია.
- ჯამაგირი? ნახევარი თვე ხომ გავიდა?
- ჩემი საქმეები ისე მიდის, - მომიგო, - რომ ჯამაგირი, იქნებ, თვალითაც ვეღარ
ვნახო. სკოლის საბჭოზე ზიმერმანის შეფასებას რომ წაიკითხავენ, ალბათ,
პირიქით დამაჯარიმებენ.
- ვიღა კითხულობს ახლა შეფასებებს? - წავიბურდღუნე გაანჩხლებულმა, რადგან
ვერ გადამეწყვიტა, ტანთ მისი თანდასწრებით გამეხადა თუ არა. არ მინდოდა
მისთვის ჩემი ლაქები მეჩვენებინა, მუდამ მტკივნეულად განიცდიდა ამას.
მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ის ხომ მამაჩემი იყო; ქურთუკი მოფამფალებულ,
მავთულით გამაგრებულ სკამზე გადავკიდე და წითელი პერანგის ღილები
შევიხსენი, მამა მიბრუნდა და კარის სახელურს წაეტანა.
- წავედი, - თქვა მან.
- სად მიხვალ? დაისვენე ერთ წუთს.
- დედაშენს უნდა დავურეკო და მანქანასაც დავკეტავ. დაიძინე, პიტერ, დღეს
უთენია აგაყენეთ. მიძნელდება ხოლმე შენი გაღვიძება, მე თვითონ ოთხი წელი
რომ შემისრულდა, მას აქეთ ხეირიანად არ გამომიძინია. დაგეძინება? თუ
მანქანიდან წიგნები წამოგიღო და გაკვეთილებს ისწავლი?
- არ გინდა.
ისე შემომხედა, თითქოს ერთსა და იმავე დროს ბოდიშსაც იხდიდა, ნანობდა
კიდეც, და თან რაღაცის შემოთავაზებაც სურდა; იყო ისეთი სიტყვა, - მე არ
ვიცოდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მამამ იცოდა, - რომელიც დიდი ხანია უნდა
გვეთქვა ერთმანეთისთვის, მაგრამ მან მხოლოდ ეს მითხრა:
- ეცადე დაიძინო, ნერვები სულ აღარ გივარგა. შენს ასაკში მე უფრო მშვიდი
ნერვები მქონდა.
გასვლისას ისე მოუთმენლად გამოაღო კარი, რომ საკეტელამ ხელზე გაიფხაჭუნა.
ცარიელი ოთახის კედლები სარკეებია, რომლებიც ჩვენი გონების თვალით
დანახულ ჩვენსავე ორეულს უთვალავჯერ არეკლავენ, და როცა მარტო დავრჩი,
მღელვარებამ ამიტანა, თითქოს უეცრად ბრწყინვალე, სახელგანთქმული და
ლამაზი ადამიანების საზოგადოებაში აღმოვჩნდი. ერთადერთ ფანჯარასთან
მივედი და უაიზერ-სკვერზე გამეფებულ ელვარე ქაოსს გადავხედე. ეს
ყოვლისმომცველი ლაბირინთი იყო, რაბი, ტბა, რომელშიც ქალაქის ყოველი
145
მხრიდან მოზღვავებული მანქანების შუქი იღვრებოდა. ორი კვარტლის
სიგრძეზე უაიზერ-სტრიტი ყველაზე ფართო ქუჩა იყო მთელ აღმოსავლეთის
შტატებში; თვით კონრად უაიზერმა დაასო აქ ბოძები, როცა მეთვრამეტე
საუკუნეში თავისუფალ, ვრცელსა და ნათელ ქალაქს გეგმავდა. ქუჩის
ლიფლიფები თითქოს სინათლის ვარდისფერ ტბაში დაცურავდნენ და
მეწამული ტალღები ჩემს ფანჯრებამდეც აღწევდა. სინათლის ამ მოლივლივე
ტბაში წყალმცენარეებივით ჩახლართულიყო მწვანე და წითელი სარეკლამო
წარწერები. ფოისთან, ოლტონის დიდ უნივერმაღში, ექვს რიგად გამწკრივებული
ვიტრინები ოთხკუთხა ვარსკვლავებივით ციმციმებდნენ, ისინი შერეული
ფქვილის ნამცხვარსაც წააგავდნენ: ნათურებით გაკაშკაშებული ქვედა ნაწილი
თითქოს ხორბლისგან იყო დამზადებული, ჩამუქებული ზედა ნაწილი კი ქერისაგან ანდა ჭვავისაგან. ქუჩის
გადაღმა, სახლების სახურავებს ზემოთ უზარმაზარი ნეონის ბურთი
ბრწყინავდა. სპეციალური ელექტრომოწყობილობის საშუალებით ბუ სამჯერ
ზედიზედ ინთებოდა და გაჩახჩახებული ბისკვიტი ფრთით ნისკარტთან
მიჰქონდა. ბუს ბრჭყალებთან ჩამწკრივებული სხვადასხვა ფერის ასოები
დროდადრო იუწყებოდნენ:
„ბუ“
ბისკვიტი საუკეთესოა
მსოფლიოში
„ბუ“
ბისკვიტი საუკეთესოა
მსოფლიოში
You have read 1 text from Georgian literature.
Next - კენტავრი - 11
  • Parts
  • კენტავრი - 01
    Total number of words is 3340
    Total number of unique words is 2166
    24.6 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    44.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 02
    Total number of words is 3612
    Total number of unique words is 2290
    24.5 of words are in the 2000 most common words
    37.5 of words are in the 5000 most common words
    45.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 2221
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 04
    Total number of words is 3828
    Total number of unique words is 2253
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 05
    Total number of words is 3690
    Total number of unique words is 2293
    25.7 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 06
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2285
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 07
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2208
    28.2 of words are in the 2000 most common words
    40.8 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 08
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 2203
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 09
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2299
    26.9 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 10
    Total number of words is 3832
    Total number of unique words is 2203
    27.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 11
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2293
    26.4 of words are in the 2000 most common words
    39.1 of words are in the 5000 most common words
    46.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 12
    Total number of words is 3897
    Total number of unique words is 2212
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 13
    Total number of words is 3874
    Total number of unique words is 2126
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 14
    Total number of words is 3804
    Total number of unique words is 2211
    27.9 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 15
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2177
    28.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 16
    Total number of words is 3722
    Total number of unique words is 2183
    27.0 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 17
    Total number of words is 3736
    Total number of unique words is 2200
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 18
    Total number of words is 3771
    Total number of unique words is 2310
    27.4 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 19
    Total number of words is 3048
    Total number of unique words is 1793
    25.5 of words are in the 2000 most common words
    36.6 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.