Latin

კენტავრი - 14

Total number of words is 3804
Total number of unique words is 2211
27.9 of words are in the 2000 most common words
41.3 of words are in the 5000 most common words
48.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
შენიშვნით და რბილად, შემპარავად ირკვევს:
197
- განა ჩვენ დამნაშავედ უნდა ვგრძნობდეთ თავს? მის კითხვაში დაუფარავი შიში
ისმის. აუცილებლად. ოღონდახლა არა.
ამაზე მისის ჰერცოგს ეღიმება და ღიმილი საოცრად არბილებს მის ტუჩებს.
ზიმერმანი ჰკოცნის ქალს და გრძნობს, რომ დიდი ხნის წყურვილის შემდეგ,
როგორც იქნა, პირი გაისველა; კოცნა, წყურვილის მოკვლის ნაცვლად, უარესად
უძლიერებს წყურვილს და ყოველი კოცნა იწვევს ახალს, კიდევ უფრო
მხურვალეს, ითრევს ბობოქარი და დაუოკებელი ვნებათაღელვის მორევში; და
ეს სრულიადაც არ ეჩვენება სისასტიკედ, პირიქით, ამაში ხედავს გულუხვი და
გარდაუვალი ბუნების დასტურს.
ტკივილი ხესავით იდგამს ფესვს მის ყბაში. დაიცადე, დაიცადე! კენის
რამდენიმე წუთს უნდა დაეცადა ნოვოკაინის ნემსის შემდეგ, მაგრამ ახლა დღის
ბოლოა და ის
უკვე დაღლილია, ჩქარობს. კენი კოლდუელის ერთ-ერთი პირველი
მოწაფეთაგანი იყო, ჯერ კიდევ ოცდაათიან წლებში. ახლა კი ეს უკვე
საგრძნობლად გამელოტებული ბიჭუნა მუხლით მიბჯენია სავარძლის
სახელურს და მის კბილს გაზით ეჯაჯგურება, ლაწალუწით აძრობს და ფშვნის
ცარცივით. კოლდუელს ეშინია, რომ კბილი დაიმსხვრევა გაზის მარწუხებში და
გაშიშვლებული ნერვის ნაგლეჯიღა შერჩება პირში. ტკივილი პირდაპირ
წარმოუდგენელია. ეს მთელი ხეა, მძლავრად აყვავებული, და თითოეული
ყვავილი უსიცოცხლო, ლურჯ ჰაერში ბღუჯა-ბღუჯა აბნევს კაშკაშა,
მოყვითალო-მომწვანო ნაპერწკლებს. ის თვალებს ახელს, არ სჯერა, რომ ეს
შეიძლება ამდენ ხანს გაგრძელდეს, მაგრამ ჰორიზონტს ფარავს მღვრიე
ვარდისფერი გარსი, ეს ექიმის პირია, მაგრად მოკუმული და მოღრეცილი,
ნივრის სუნით აყროლებული. უნიათო კაცის პირი. ეს ბიჭი ოცნებობდა
მედიცინის დოქტორი გამხდარიყო და ყასაბი კი გამოვიდა. კოლდუელს
ეჩვენება, რომ მის ტვინში გაბარდნილი ტკივილი მისივე მოღვაწეობაში
დაშვებული შეცდომის ნაყოფია, რადგან ამ მშფოთვარე სულს თანაგრძნობა და
მოთმინება ვერ შთაუნერგა. ამიტომ მორჩილებით იღებს ტკივილს. ხე საოცრად
გაიბადრა, დამსხვილდა; რტოები და ყვავილები ერთ ვერცხლის ჯიღად,
კონუსად, სვეტად შეერთდა, - ტკივილის ბოძად, რომელიც ცამდე მაღლდება,
მის
ძირში კი კოლდუელის თავის ქალაა დატანებული. განსაცვიფრებლად წმინდაა
ეს ვერცხლი. წვეთი, მისხალი, ნამცეცი, იოტის ოდენი შენაერთიც არ არის მასში.
198
- მორჩა, - კენეტ შროიერმა თავისუფლად ამოისუნთქა. ზურგი სველი აქვს,
ხელები უკანკალებს. კოლდუელს მარწუხებში გათანგულ ნადავლს უჩვენებს.
კოლდუელი, თითქოს ახლა გაეღვიძაო, უცებ ვერ ისაზრებს, რა მოხდა. მის წინ
პაწია, ვარდისფერი, მოღუნულ ფეხებზე შემდგარი, ნაცრისფერი და შავი
წინწკლებით დაფარული მქრქალი ძვლის პატარა ნაჭერია. ახლა უბრალოდ
დაუჯერებელია, რომ ეს არარაობა ასეთ მძვინვარე წინააღმდეგობას უწევდა
მარწუხებს.
გადმოაფურთხეთ, - ეუბნება ექიმი.
კოლდუელი საჩქაროდ ხრის თავს ყვითელ საფურთხებელზე და გამჭვირვალე
წყალს სისხლი ფერს უცვლის. ერთმანეთში არეულ სისხლსა და ნერწყვს
ნარინჯისფერი დაჰკრავს. კოლდუელის შეგრძნება, თითქოს თავი სუფთა
ვერცხლისაგან ჰქონდეს ჩამოსხმული, ჰაეროვანი სიმსუბუქით იცვლება. შიში
და სისაწყლე ღრძილში გაჩენილ ორმოში გაუჩინარდა. უეცრად ის უაზრო
მადლიერებით იმსჭვალება და შეჰხარის
ყოველივე არსებულს. მომინანქრებული საფურთხებლის გაწკრიალებულ ჯამს,
კრიალა გაღუნულ მილაკს, რომლითაც შიგ წყალი შედის, პატარა , კომეტასავით
კუდიან ჟანგიან ლაქას, რომელიც ნამცეცა ქარიბდს გამოუღრღნია იქ, სადაც
ჭავლს ძალა დაჰკარგვია. კბილის წამლის მძაფრ სუნს, ინსტრუმენტების
წკარუნს, როცა კენი მათ სტელირიზატორში აწყობს, თაროზე შედგმულ
რადიომიმღებს, რომლის ხრიალშიც ორღანის მთრთოლვარე ბგერები აღწევს.
დოქტორი რეჩიტატივით აცხადებს: „მე-მიყვარს-ფათერაკები!“ მერე ორღანი
კვლავ განაგრძობს უგონო სრბოლას.
- აფსუს!.. - ამბობს კენი, - ფესვები მაგარი გაქვთ, გვირგვინი კი სულ არ გივარგათ.
- ასეთი ყოფილა ჩემი ბედი, - მიუგებს კოლდუელი, - ფეხები ღონიერი მაქვს,
თავი კი - სუსტი.
ენა დაბუშტულ რბილობს ეხება. ის კიდევ ერთხელ გამოაფურთხებს. უცნაურია,
საკუთარი სისხლის დანახვა რატომღაც ამხნევებს.
კენი ფოლადის ინსტრუმენტით ჩიჩქნის კბილს, რომელიც სამუდამოდაა
ამოგლეჯილი მშობლიური ნიადაგიდან და ვარსკვლავივით მაღლიდან
დაჰყურებს იატაკს. მერე ამოგდებული, გაშავებული ბჟენის ნატეხი ცხვირთან
მიაქვს და ყნოსავს.
- მ-და, - ბურტყუნებს ის. - ამას არაფერი ეშველებოდა, ალბათ, ძალიან
გაწუხებდათ, არა?
- მარტო როცა გამახსენდებოდა. რადიოს დიქტორი განმარტავს:
199
- ამას წინათ დოკი და რეჯი მაიმუნების მიწისქვეშა დედაქალაქში დატოვეს.
(გაისმის მაიმუნის წკავწკავი, წრიპინი და სევდიანი ყმუილი). და აი, დოკი
მიუბრუნდა რეჯის (ხმები მიწყნარდება) და ეუბნება:
დოკი. როგორმე თავი უნდა დავაღწიოთ აქაურობას! პრინცესა გველოდება!
- ჩიპი, ჩიპ, უი, უი-ი-ი.
კენი კოლდუელს ანაცინის ორ აბს უწვდის ცელოფანის პაკეტში.
მიიღეთ, თუ კიდევ შეგაწუხებთ, როცა ნოვოკაინის მოქმედება გაივლის.
მას ჯერ არც დაუწყია მოქმედება, ფიქრობს კოლდუელი. წასვლის წინ ის
უკანასკნელად აფურთხებს. ღრძილიდან სისხლის დენა თითქმის შეჩერდა,
სისხლის ჭავლი ახლა უფრო თხელია და მკრთალი ფერისაა. ის გაუბედავად
უსვამს ენას სრიალა ორმოს და უეცრად სინანული იპყრობს. ეს დღეც წარსულს
ჩაბარდა - ერთ კბილს ჯანი გავარდა. (აფსუს, რა პოეტი იღუპება).
დერეფანში ჰელერი გამოჩნდა! პაკ-პუკ, პაკ-პუკ; დრამ-ბუმ-ბუმ! რამ შეაყვარა ამ
კაცს ასე თავისი უშველებელი ნეჭის ცოცხი!..
ქალთა საპირფარეშოს წინ ის ნაბიჯს შეანელებს, მზრუნველად აბნევს იატაკზე
წითელი სანთლის ნამცეცებს და აპრიალებს, სანამ ბრწყინვას არ დაიწყებს, მერე
ჩერდება, ას მეცამეტე კლასთან, სადაც მისს შრეკს ზეაუწევია ხელოვნება უხილავი
ღვთიური
სიდიადის
ამსახველი
ხილული
სარკე;
ას
მეთერთმეტესთან, სადაც
დაგლეჯილი შავი შალითებით პირშებურული საბეჭდი მანქანები გარინდულან
და აქა-იქ ამოუჩრიათ ვერცხლისფერი, კრიალა სახელურები; ას მეცხრესთან,
სადაც მოელვარე ნარინჯისფერი რუკა ჰკიდია და ზედ კაროლინგების
დროინდელი ევროპის ძველი სავაჭრო გზებია აღნიშნული, რომლებითაც
გადაჰყავდათ მონები და გადაჰქონდათ სანელებელი, ქარვა და ბეწვეული; ას
მეშვიდესთან, საიდანაც გოგირდოვანი გაზისა და გოგირდწყალბადის სუნი
ამოდის; ას მეხუთესთან, ას მესამესთან, ყველა ამ მქრქალი შუშით შემინული,
გამოკეტილი კარის წინ, მწვანე კარადების პირდაპირ, რომელთა მწკრივიც
პერსპექტივაში იკარგება, ჩაივლის ჰელერი და გზადაგზა გულდაგულ ჰგვის
ღილებს, ცელოფანს, თმას, ძაფებს, მანდარინის წიპწებს, სავარცხლის კბილებს,
პიტერ კოლდუელის ფუფხიდან დაცვენილ თეთრ ქერცლს და ყოველივე უღირს
მტვერსა და ნამცეცს, ნამსხვრევსა და ნაფცქვენს, მთელ ამ ბინძურ ნაქურთალს,
რისგანაც შედგება ეს სამყარო - ყველაფერს ის აქუჩებს. თან თავისთვის ჩუმად
ღიღინებს ძველებურ სიმღერას. ბედნიერია. სკოლა ახლა მისი საკუთრებაა.
200
თვალუწვდენელ ხის სივრცეში ყველა საათი ერთხმად რეკს 18.10-ს.
მიწისქვეშეთში ვეება ბოილერი თვალის დახამხამებაში ნთქავს ოთხ ტონა
მკვრივ, მოელვარე ნახშირს - პენსილვანიურ ანტრაციტს, უძველეს
ლეპიდოდენდრონებს,
სუფთად დაწნეხილ დროს. ღუმელის გული თეთრად გიზგიზებს, ქარსის
საჭვრეტით შეიძლება შიგ შეხედვა.
ჰელერს თავის ჟანგმოდებულ გულში ღრმად დაუმარხავს ამ დერეფნების
სიყვარული. უდიდესი ზეიმი იყო მისთვის ის დღე როცა აქ გადმოიყვანეს
დაწყებითი სკოლიდან, სადაც დარაჯად მუშაობდა. იქ პატარები ტკბილეულით
გამოძღებოდნენ ხოლმე და მერე სულ იმათი ნარწყევების ახვეტას და იატაკის
ქლორიანი კირით წმენდას უნდებოდა... აქ ასეთი უმსგავსოება არ ხდება,
201
მხოლოდ უშვერ სიტყვებს წერენ კედლებზე და ზოგჯერ იატაკს აბინძურებენ
ბიჭების ფეხსალაგში.
ადამიანებისა და ტანსაცმლის სუნი შემორჩენია დერეფანს. წყლის სასმელი
აუზები დაკეტილია, რადიატორები ღუღუნებენ. შორიახლოს კარის ჯახუნი
გაისმის; რომელიღაც კალათბურთელი შემოვიდა სპორტული ჩემოდნით
ხელში და გასახდელისაკენ დაეშვა. მთავარ შემოსასვლელთან მისტერ
კოლდუელი და მისტერ ფილიპსი ჩვეულებისამებრ შედგნენ და ერთი მაღალი,
ხოლო მეორე დაბალი, ალფონს და გასტონ კლოუნებივით, ერთმანეთს გზას
უთმობენ. ჰელერი იხრება და ფართო
აქანდაზში თავს უყრის ნაგვისა და ბურტყლის ნაცრისფერ გროვას, რომელშიაც
შიგადაშიგ გაზეთის ნახევები მოჩანს. ის კუთხისაკენ მიდის და ნაგავს დიდ
მუყაოს კოლოფში ჩაუძახებს. მერე ცოცხიანად მიაბიჯებს დერეფანში და
მოსახვევში იკარგება. დრამ-ბუმ-ბამ.
ის მოდის!!!
- ჯორჯ, გავიგე ბოლო ხანს შეუძლოდ ყოფილხართ, - ეუბნება ფილიპსი
კოლეგას. ის შუშის კარადასთან შეჩერდა, რადგან აქ, სინათლეზე შეამჩნია, რომ
კოლდუელს ტუჩის კუთხიდან სისხლი გადმოსდის. ყოველთვის რაღაც სჭირს
ამ კაცს, მუდამ მოუწესრიგებელია; გულის სიღრმეში ფილიპსი განიცდის ამას.
- ხან ისე ვარ, ხან ასე, - მიუგებს კოლდუელი. - ფილ, ძალიან მადარდებს ის
დაკარგული ბილეთები, 18001-დან 18145 ნომრამდე.
ფილიპსი ფიქრობს და ამ დროს - ჩვეულებისამებრ, ხან მარჯვნივ და ხან
მარცხნივ მხარს იცვლის, თითქოს ბეისბოლის მინდორზეაო.
- ბოლოს და ბოლოს ფარატინა ქაღალდია, - ამბობს ის. - ფულიც ფარატინა
ქაღალდია, - მიუგებს კოლდუელი.
მას ისეთი ავადმყოფური შესახედაობა აქვს, რომ ფილიპსი ურჩევს:
- რამე წამალი დაგელიათ. კოლდუელი ჯიუტად კუმავს ტუჩებს.
- საშიში არაფერია, ფილ. გუშინ ექიმთან ვიყავი და რენტგენიც გადავიღე.
ფილიპსი ახლა მხარმარცხნივ ამოუდგა.
- მერე რა უჩვენა რენტგენმა? - ეკითხება ის და თან თავის წაღებს დასჩერებია,
გეგონება ამოწმებს, ზონრები შეკრულია თუ არაო.
202
კოლდუელი, თითქოს ფილიპსის ჩუმი მრავალმნიშვნელოვანი ხმის ჩახშობა
უნდაო, ხმამაღლა, ყვირილით პასუხობს:
ჯერ არ გამიგია! ერთ წუთს არ მეცალა!
- ჯორჯ! შემიძლია მეგობრულად გითხრათ რამე? - რა თქმა უნდა, განა ჩვენ
ოდესმე გვისაუბრია სხვაგვარად?
აქამდე ვერ ისწავლეთ ერთი რამ - როგორ მოუაროთ საკუთარ თავს. გაიგეთ, ჩვენ
უკვე ისე ახალგაზრდები აღარ ვართ, ომამდე რომ ვიყავით, ახალგაზრდებივით
ვეღარ ვიცხოვრებთ.
- სხვანაირად ცხოვრება მე არ შემიძლია, ფილ, სულ ასეთი ბავშვი დავრჩები,
სანამ კუბოში არ ჩამაწვენენ.
ფილიპსი ნაძალადევად იცინის. მას უკვე ერთი წლის სტაჟი ჰქონდა, როცა
კოლდუელი
სკოლაში მოვიდა. და თუმცა დიდი ხანია ერთად მუშაობენ, აქამდე
ვალდებულად თვლის თავს, რომ კოლდუელის მფარველი და ხელმძღვანელი
იყოს. თანაც არ ასვენებს წინათგრძნობა, რომ კოლდუელი, რომელიც ესოდენ
აღსავსეა გაუგებრობით და მოულოდნელობით, უცებ სასწაულს მოიმოქმედებს
ან, ყოველ შემთხვევაში, რაიმე საკვირველს ანდა არაჩვეულებრივ
მნიშვნელოვანს მაინც იტყვის.
- გაიგეთ ოკის ამბავი? - ეკითხება ფილიპსი.
ამ ჭკვიანმა, თავაზიანმა, ძლიერმა და ლამაზმა ჭაბუკმა, სკოლა ოცდაათიან
წლებში დაამთავრა. ოკი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც უზომოდ ახარებს
მასწავლებლის გულს. ოდესღაც ასეთები ბევრნი იყვნენ ოლინჯერში, მაგრამ
ახალ, როცა ასე დაეცა საყოველთაო ზნეობა, ოკისთანა ახალგაზრდები თითზე
ჩამოსათვლელია.
- გავიგე, რომ დაღუპულა, - პასუხობს კოლდუელი, - მაგრამ დაწვრილებით
არაფერი ვიცი.
- ნევადაში მომხდარა, - ეუბნება ფილიპსი, - და წიგნებისა და რვეულების მძიმე
დასტა
ხელიდან ხელში გადააქვს, - ავიაციის ინსტრუქტორი იყო და მისმა მოწაფემ
შეცდომა დაუშვა. ორივე დაიღუპა.
203
- რა უაზრობაა. მთელი ომი ისე გამოიარა, რომ ერთი ნაკაწრიც არ ჰქონია და
მშვიდობიან დროს შეეწირა.
ფილიპს თვალები ღალატობს - დაბალი ტანის მამაკაცები საერთოდ უფრო
მგრძნობიარენი არიან - ვერაგულად უწითლდება, როგორც კი საუბარი რაიმე
სევდიანს შეეხება.
- საშინელებაა, როცა ახალგაზრდები კვდებიან, - ამბობს კოლდუელი.
მას ღვიძლი შვილებივით უყვარს ლამაზი და გამგონი მოწაფეები, თუმცა მისი
საკუთარი ვაჟი ჯიუტი და მოუხეშავია.
კოლდუელი დაინტერესდება: შუაში თმაგადაყოფილი ფილიპსის თავი უეცრად
ზარდახშის სახურავად მოეჩვენება, სადაც მისთვის აუცილებელი ძვირფასი
ცნობებია ჩაკეტილი.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ასაკს აქვს რაიმე მნიშვნელობა. გგონიათ, ისინი ნაკლებ
არიან მზად სასიკვდილოდ? განა თქვენ კი მზადა ხართ?
ფილიპსი ცდილობს გულისყური მოიკრიბოს და კარგად ჩაუკვირდეს ამ აზრს,
მაგრამ არაფერი გამოსდის, თითქოს ორი მაგნიტის ერთნაირ პოლუსს
აახლოვებდეს ერთმანეთთან; ისინი ერთმანეთს უკუაგდებენ.
- არ ვიცი, - აღიარებს ის და მერე დაუმატებს: - ამბობენ ყველაფერს თავისი დრო
აქვსო.
- არ მჯერა, - მიუგებს კოლდუელი, - მე სულ არა ვარ მზად და შიშით გული
მისკდება. რა უნდა ქნას კაცმა?
ორივე უხმოდ იცდის, სანამ ჰელერი არ ჩაივლის თავისი ნეჭის ცოცხიანად.
დამლაგებელი თავის ქნევით და ღიმილით მიესალმება მათ და ამჯერად აღარ
შეჩერდება, გზას განაგრძობს.
ფილიპსი კვლავ ამაოდ ცდილობს აზრის მოკრებას, მერე ისევ შვებით
მოიცილებს
თავიდან უსიამო ფიქრს და სხვა რამეზე გადააქვს საუბარი. ის დაჟინებით
აშტერდება კოლდუელის მკერდს, თითქოს იქ რაიმე საინტერესო შეენიშნოს.
- ზიმერმანს თუ ელაპარაკეთ? - ეკითხება ფილიპსი, - იქნებ, ყველაფერს აჯობებს,
ერთი წლით რომ დაისვენო?
- მაგის ნებას ვერ მივცემ ჩემს თავს. მერე ბავშვი? სკოლაში როგორ ივლის?
ავტობუსში უნდა დაემგზავროს ამ სოფლის ნახირს.
204
- არაფერიც არ მოუვა, ჯორჯ.
- ძალიან მეეჭვება. გამუდმებით ხელის შეწყობა ესაჭიროება, რომ საწყალი ბიჭი
კაცი დადგეს. უნდა გავმაგრდე, სანამ ფეხზე არ დავაყენებ. თქვენ რა გიჭირთ,
თქვენი ვაჟი უკვე გზას ეწია.
ეს უბადრუკი პირფერობაა და ფილიპსი თავს აქნევს. თვალები კიდევ უფრო
მეტად უწითლდება. რონი ფილიპსს, რომელიც ამჟამად პენსილვანიის
უნივერსიტეტის
პირველ კურსზე სწავლობს, ბრწყინვალე ნიჭი დაჰყვა ელექტრონიკაში. ჯერ
კიდევ სკოლაში იგი აშკარად დასცინოდა მამამისის გატაცებას ბეისბოლით.
205
გული სწყდებოდა, რომ მამის დაჟინებული მოთხოვნით ბავშვობაში მრავალი
ძვირფასი საათი შეწირა ამ თამაშს.
- მგონი, რონიმ იცის, რა უნდა. - ყოყმანით ამბობს ფილიპსი.
- მადლობა ღმერთს! - წამოიძახებს კოლდუელი. - ჩემს საბრალო ბიჭს კი
ყველაფერი ხონჩით მირთმეული ნებავს.
- მგონი, უნდოდა მხატვარი გამოსულიყო.
- ო-ოჰ, - ოხრავს კოლდუელი, თითქოს შხამი ჩაეწვეთა ნაწლავებში - შვილები
მტკივნეული საკითხია ორივესთვის.
- დღეს, ჩემი საკლასო ოთახიდან რომ გამოვდიოდი, ერთმა აღმოჩენამ გამიელვა.
თხუთმეტი წელია ვასწავლი და ძლივს მივედი ამ დასკვნამდე, - საუბრის თემას
ცვლის კოლდუელი.
- რაო? - მოუთმენლად ეკითხება ფილიპსი, ერთი სული აქვს, სანამ პასუხს
გაიგებდეს, თუმცა ადრე ბევრჯერ დარჩენილა პირში ჩალაგამოვლებული.
- ნეტარ იყვნენ არასმცოდნენი, - აცხადებს კოლდუელი და რაკი სიხარულით
გაცისკროვნებული სახის ნაცვლად ფილიპსის შეჭმუხნილ შუბლს ხედავს,
უფრო ხმამაღლა იმეორებს, ისე, რომ უსასრულო ცარიელ დერეფნებში
ექოსავით გაისმის: - ნეტარ იყვნენ არასმცოდნენი. ეს ცხოვრებამ მასწავლა.
- ღმერთმა ნუ ქნას, რომ მართალი იყოთ! - აჩქარებით წამოიძახებს ფილიპსი და
თავის საკლასო ოთახში წასასვლელად ემზადება. მაგრამ ისინი კიდევ ერთ
წუთს რჩებიან ერთად, ორივე მასწავლებელი ისვენებს ურთიერთ
საზოგადოებაში; საეჭვო სიამოვნებას პოულობს იმაში, რომ ერთი მეორეს
იმედს უქარწყლებს და მაინც არც ერთი არ რჩება ნაწყენი, ასე ეკვრის
ერთმანეთს ჭექაქუხილის დროს ერთ თავლაში დაბმული ორი ცხენი.
კოლდუელი, ალბათ, ლეგა ხალებიანი სინიბი იქნებოდა, სრულიად
ჩვეულებრივი, შეიძლება, ერთობ, გამგონიც; მას, ალბათ, ლურჯა ერქმეოდა,
ფილიპსი კი - მკვირცხლი, პატარა წაბლისფერი ქურანა, ლამაზი კუდითა და
ნატიფი ჩლიქებით - თითქმის პონი.
- ჩემი მოხუცი ისე მოკვდა, ჩემს ასაკსაც ვერ მიაღწია. არ მინდა, მეც ასე
ვუმტყუნო ჩემს შვილს, - წასვლის წინ ამბობს კოლდუელი.
ის ჭრაჭუნით და ბრახუნით ადგამს კარებთან მუხის ძველ პატარა მაგიდას; ამ
მაგიდაზე მატჩის ბილეთები უნდა გაყიდოს.
დარბაზს პანიკური ღრიანცელი ავსებს და უზარმაზარი სკოლის ყველაზე უფრო
შორეულ კლასებშიც კი მტვრის ბუღი დგება. ბევრი მაყურებელი ახლაღა იღებს
206
ბილეთს და კარიდან უწყვეტ ნაკადად მიედინება გაჩახჩახებულ დერეფანში.
ყინვისაგან ყურებაწითლებული, ქიმერებივით უცნაური, ახირებული
აღნაგობის მქონე ჭაბუკები, თვალებგადმოკარკლულნი და პირდაღებულნი
მიიკვლევენ გზას ნათურების ელვარე ბურთებქვეშ. კუბოკრულ პალტოებში
გამოწყობილი, უმეტესად უგულისყურო მეთუნის
მიერ
ნაჩქარევად
დამზადებული ლარნაკებივით მოუქნელი და
აჭრელებული,
ლოყებშევარდისფერებული, აღტყინებული
გოგონები მხურვალე
სიმჭიდროვეში ჩაჭედილან. მრისხანე, სულთამხუთავი და დაბრმავებული
ბრბო ადგილზე მოუსვენრად წრიალებს და ყრუ ბუბუნი გააქვს. წკრიალებს
ახალგაზრდული ხმები.
- ჰოდა მე ვუთხარი, რას იზამ, ბედი არა გაქვს, შე ძველო-მეთქი.
- მესმის, რომ მიკაკუნებ, მაგრამ შემოშვებით ვერ შემოგიშვებ.
- მერე, ეგ ხომ ნამდვილი უსინდისობაა!
- ის ძუკნა კი, ვითომ აქ არაფერიაო, გადაბრუნდა მეორე გვერდზე და მეუბნება:
„მოდი, კიდევო“.
- ცოტა აზრზე მოდი. როგორ შეიძლება ერთი უსასრულობა მეორეზე მეტი იყოს?
- ნეტავი გამაგებინა, ვინ ამბობს, რომ მან ასე თქვა, და მეტი არაფერი მინდა.
- მაგას ხელად დაეტყობა ხოლმე, იმიტომ რომ კისერზე მაშინვე ხალი
უწითლდება.
- მე რომ მკითხო, ეგ მარტო საკუთარ თავზეა შეყვარებული.
- გავიხედე და - სადღაა შენი საუზმე!
- მოდი, ასე ვთქვათ, ერთი უსასრულობა უდრის მეორე უსასრულობას. სწორე არ
არის?
- გავიგონე, რაღაც რომ თქვა, და ვეუბნები ყმაწვილს: რა მოხდა, არაფერი
მესმისმეთქი.
- თუ გაჩერება არ შეუძლია, ჯობდა საერთოდ არ დაეწყო.
- ეგ როდის იყო, ათასი წლის წინ?
- მაგრამ მარტო კენტი რიცხვები რომ აიღო, ყველა, რაც კი არსებობს, და შეკრიბო,
მაინც უსასრულობას მიიღებ, სწორი არ არის? გაიგე, ბოლოს და ბოლოს?
- ეს სად მომხდარა, პოსტვილში?
207
- ღამის პერანგი მაცვია, თხელზე თხელი.
- მაშ არა მაქვს ბედი? - ჩამძახის. - არა, არა გაქვს-მეთქი, ვეუბნები.
- როგორც იქნა! - იძახის პიტერი. პენის დანახვაზე, რომელიც მთელი დარბაზის
გავლით მისკენ მიეშურება. მარტოა, მისი გოგო მარტო მოვიდა მასთან; ამ
უბრალო ფიქრის მოზღვავებაზე გული გამალებით უცემს. „ადგილი შეგინახე!“
- უყვირის მას პიტერი. შუა რიგში ზის; პენისთვის დაკავებულ სკამზე სხვისი
პალტოები და შარფები აწყვია. პენი თამამად იკაფავს გზას რიგებს შორის,
მოუთმენლად მოუმუწავს ტუჩები და აიძულებს ყველას ადგნენ და გაატარონ;
სიცილით იბლანდება ვიღაცის გაჭიმულ ფეხებში. სანამ პალტოებს იღებენ
სკამიდან, პენი იძულებულია მიეკრას პიტერს, რომელიც სანახევროდ
წამომდგარია
თავისი
ადგილიდან.
მათი
ფეხები
უხერხულად
გადახლართულან; პიტერი ანცად უბერავს სულს სახეში და პენის ყურთან
ჩამოვარცხნილი თმა უთრთის. სახესა და კისერზე კანი სიმშვიდით უელავს,
თუმცა ირგვლივ ასეთი ალიაქოთი და აყალ-მაყალია და პიტერს ის ტკბილი,
სასურველი და მადისაღმძვრელი ეჩვენება. სულაც იმის გამო, რომ ასეთი
პატარაა. პატარა და მსუბუქი, ბუმბულივითაა, პიტერს სულ ადვილად
შეუძლია ხელში აიტაცოს. ამის გაფიქრებაზე პიტერი თვითონაც სიმჩატეს
გრძნობს სხეულში, თითქოს ვიღაც ზეეწევა. უკანასკნელი პალტოც აიღეს და აი,
ისინი მხიარული აურზაურით გარემოცულნი, ერთმანეთის გვერდით
სხდებიან მყუდრო სითბოში.
მოთამაშეები გლუვ, მოკრიალებულ ფიცრებზე დარბიან შუა დარბაზში. ბურთი
მაღალ მრუდეებს ხაზავს ჰაერში, მაგრამ ვერ აღწევს ჭერამდე, სადაც
სანათურებზე ლითონის ბადეებია გადაკრული. გაისმის სასტვენის ხმა. მსაჯები
საათებს აჩერებენ. შემორბიან გოგონები, ხმამაღლა ესალმებიან სპორტსმენებს,
რომელთა ყვითელ სვიტერებს ყავისფერი „ო“ ამშვენებს, და სარკინიგზო
ვაგონებივით მწკრივდებიან.
- ო!.. - მათი შეძახილი სპილენძის შვიდი საყვირივით გაისმის ჰაერში.
ერთმანეთს გადაჭდობიან იდაყვებით ისე, რომ ხელები ერთ უზარმაზარ
დგუშად შეუკრავთ.
- ო-ო-ო-ო! - საწყალობლად კვნესის ექო.
- ელ!..
- ელ!.. - აიტაცებს მაყურებელი.
- ი...
208
- აი-ი-ი! - გაისმის დარბაზის სიღრმეში. პიტერს აღელვებისაგან სუნთქვა ეკვრის,
მაგრამ მაინც სარგებლობს შემთხვევით და პენის მკლავზე ხელს უჭერს.
- უჰ, - ამბობს პენი, საშინლად კმაყოფილია, მის კანს ჯერ ისევ შემორჩენია
გარედან შემოყოლილი სუსხი.
- ენ!
დარბაზი კიდევ უფრო მკვირცხლად პასუხობს: „ენ!“; დარბაზსა და მისალმების
გუნდს შორის სულ უფრო და უფრო სწრაფი კავშირი მყარდება, ხმების მძაფრი
კორიანტელი გრიგალივით აწყდება მაყურებელთა რიგებს, მერე მაღლა-მაღლა
მიიწევს და ყველას ეჩვენება, რომ სხვა სამყაროში მიექანება.
- ოლინჯერი, ოლინჯერი! ოლინჯერი!
გოგონები გარბიან, თამაში გრძელდება, უზარმაზარი დარბაზი ახლა
ჩვეულებრივ ოთახად იქცევა, სადაც ყველა იცნობს ერთმანეთს. პიტერმა და
პენიმ საუბარი გააბეს.
- როგორ მიხარია, რომ მოხვედი, - ეუბნება პიტერი. - მართალი გითხრა, არ
მეგონა, ასე თუ გამეხარდებოდა.
- ნუთუ? დიდი მადლობა, - მშრალად ესიტყვება პენი. - მამაშენი როგორ არის?
- გაცოფებულია. წუხელ შინ არ მივსულვართ: მანქანა გაგვიტყდა.
- შე საწყალო.
- არა, ისე საინტერესოც კი იყო.
- წვერს იპარსავ?
- არა, რა იყო? საჭიროა?
- არა; მაგრამ ყურზე რაღაცა გაქვს მიმხმარი, გეგონება, საპარსი კრემიაო.
- იცი, ეს რა არის?
- რა, რა უნდა იყოს?
- ეს ჩემი საიდუმლოა. არ იცოდი, რომ საიდუმლო მაქვს?
- საიდუმლო ვის არა აქვს!
- ჩემი საიდუმლო განსაკუთრებულია.
- მაინც როგორი?
209
- თქმით ვერ გეტყვი. უნდა გაჩვენო.
- რა სასაცილო ხარ, პიტერ.
- არ გინდა? გეშინია?
- არა. შენი არ მეშინია.
- ძალიანაც კარგი. არც მე მეშინია შენი.
პენი იცინის.
- შენ არავისი არ გეშინია.
- ტყუილია. ყველასი მეშინია.
- მამაშენისაც?
- მამაჩემის ყველაზე მეტად.
- როდის მაჩვენებ შენს საიდუმლოს?
- იქნებ, სულაც არ გაჩვენო, ისეთი საშინელებაა.
- პიტერ, მაჩვენე, რა, ძალიან გთხოვ.
- პენი.
- რა იყო?
- მე შენ ძალიან მომწონხარ. პიტერი არ ეუბნება: „მიყვარხარო“, რადგან ეშინია,
ტყუილი არ გამოუვიდეს.
- მეც მომწონხარ.
- მერე აღარ მოგეწონები.
- მომეწონები. შენ რა, განგებ იგონებ სისულელეებს?
- შეიძლება. შესვენების დროს გაჩვენებ. თუ მეყო გამბედაობა.
- ახლა უკვე მართლა მაშინებ.
- შენ კიდევ ნუ შეშინდები. იცი, შენ ისეთი არაჩვეულებრივი კანი გაქვს.
- შენ ამას ძალიან ხშირად მეუბნები. რა ნახე ასეთი ჩემს კანში? პიტერი არაფერს
პასუხობს და ხელზე ეალერსება. პენი ხელს ართმევს.
- მოდი, ვუყუროთ, რომელი გუნდია წინ?
210
პიტერი თავს მაღლა სწევს, უყურებს ახალ საათს და ელექტრულ ცხრილს,
რომელიც 1946 წლის გამოშვების საჩუქარია.
- იმათი.
პენი უეცრად ჩვეულებრივ ტუჩშეღებილ პატარა როკაპს ემსგავსება და ყვირის:
- მიდი! მიდი!
მოზარდთა გუნდის მოთამაშენი - ხუთნი ოლინჯერის ფორმაში, ყავისფერები
ყვითლით, და ხუთნიც სამხრეთ ოლტონისაში, ლურჯები თეთრით შეშლილებივით დარბიან, თითქოს რეზინის ლანჩებით შეეწებნენ საკუთარ
ფერად ორეულს, რომელიც იატაკის გაპრიალებულ ფიცრებში მოჩანს,
თითოეული ზონარი, თმის ღერი, სახის გამომეტყველება დაძაბული,
გაზვიადებული და არაბუნებრივი აქვთ, ვიტრინაში გამოდგმული
ფიტულებივით.
თუმცა, კალათბურთის
მინდორს
მართლა ჰყოფს
მაყურებლებისაგან მოჩვენებითი, მაღალი, შუშის კედელი; მართალია,
მოთამაშეს შეუძლია თავი ასწიოს და დაინახოს ბრბოში ქალიშვილი,
რომელთანაც გუშინდელი ღამე გაატარა (იქნებ, მისი ფშლუკუნიც კი ახსოვდეს
და ისიც, მერე თვითონ ყელი როგორ უშრებოდა, მაგრამ ახლა ეს ქალიშვილი
მისგან მაინც წარმოუდგენლად შორს იმყოფება, და სრულიად ადვილი
დასაშვებია, რომ ის, რაც ჩაბნელებულ, უძრავ მანქანაში მოხდა, მას სიზმარში
მოელანდა. მარკ იანგერმანი ბალნიანი ხელის ზურგით შუბლიდან ოფლს
იწმენდს, ხედავს ბურთს, რომელიც მისკენ მოფრინავს, ხელებს მაღლა სწევს,
იჭერს მკვრივ დისკოს, გულში იხუტებს, თავს სხვა მხარეს შეატრიალებს,
მოწინააღმდეგე რომ მოატყუოს, გვერდს უქცევს სამხრეთ ოლტონის
დამცველებს, დროს იხელთებს და სირბილით აგდებს ბურთს კალათში.
ანგარიში გაიქვითა. ისეთი ღრიალი გაისმის, თითქოს ამაზრზენმა შიშმა მოიცვა
ყოველი დამსწრის სული.
კოლდუელი ბილეთების ნახევებს ჰგვის მაგიდიდან, როდესაც მას ფეხაკრეფით
უახლოვდება ფილიპსი და ეუბნება:
- ჯორჯ, თქვენ რომ თქვით, ბილეთები დამაკლდაო...
- ჰო, რვაათას პირველიდან რვაათას ას ორმოცდახუთამდე.
- მგონი, ვიცი, სადაც გაქრა...
- მაგას თუ მართალს ამბობთ, მძიმე ლოდი ამეხსნება გულიდან.
- დარწმუნებული ვარ, ლუისმა წაიღო...
- ზიმერმანმა? რაში დასჭირდა ბილეთის ქურდობა?
211
- ს-სს! - ფილიპსს მრავალმნიშვნელოვნად მოღრეცია ტუჩი და თვალით
დირექტორის კაბინეტზე ანიშნებს. მას სადღაც თავი მოაქვს იდუმალებით. ხომ იცით, უფროსი კლასების ხელმძღვანელია კალვინისტების საკვირაო
სკოლაში.
- როგორ არა. იქ ყველა მაგის მზეს ფიცულობს.
- მერედა ვეღარ შენიშნეთ, რომ ღირსი მამა მარჩი აქ არის?
- ჰო, თავად გავატარე. ფული არ გამოვართვი.
- ჰოდა საქმეც ეგ არის. იმიტომ არის აქ, რომ საკვირაო სკოლაში ორმოცამდე
კაცმა მიიღო უფასო ბილეთი და ყველა მოვიდა. ადგილი შევთავაზე
ტრიბუნაზე, მაგრამ უარი განაცხადა, მითხრა: კედელთან დგომა მირჩევნია,
ბიჭებს თვალყური უნდა ვადევნოო; ამ ბიჭების ნახევარი ელიდან არის, იქ
კალვინისტური ეკლესია არა აქვთ.
ოჰო, აი ვერა ჰამელიც! გრძელი ყვითელი პალტო შეხსნია, წითელი თმის ბღუჯა
ჩამოშლია, თმის სარჭები ვარცხნილობას ვეღარ უმაგრებს; ხომ არ მორბოდა? ის
კოლდუელს უღიმის და ფილიპსს თავს უქნევს; ფილიპსი, ეს კაფანდარა კაცუნა,
ერთადერთი მამაკაცია, რომელიც მასში არავითარ გრძნობებს არ იწვევს.
კოლდუელი სხვა საქმეა: ის მიძინებულ დედობრივ ინსტინქტს უღვიძებს.
ყოველ მაღალ მამაკაცში თავის მოკავშირეს ხედავს, იმდენად გულუბრყვილოა,
და პირიქით, თავისზე დაბალი
მამაკაცები მტრად მიაჩნია. კოლდუელი მეჭეჭებიან ხელს სწევს და
მეგობრულად ესალმება ვერას: ამ ქალის ყურება სიამოვნებს. როცა მისის ჰამელს
ხედავს, გრძნობს, რომ სკოლა მარტო მხეცების ხელში არ არის. ვერას ბიჭური
აგებულება აქვს: ფიცარივით სწორი მკერდი, გრძელი ფეხები, ჭორფლიანი,
გამხდარი მკლავები, უცნაურად მეტყველი და ამაღელვებელი, და მხოლოდ
თეძოს სიახლოვეს ემჩნევა ის განსაკუთრებული სისავსე, ოდითგან რომ
მოსდგამთ ქალებს; მარტო ამით შეიძლება მისი გამორჩევა მოსწავლე
გოგონებისაგან. თეძოები თაბაშირიდან გამოძერწილს მიუგავს და მკვეთრად
იხატება ლურჯ სპორტულ კოსტიუმში. ქალის პირველ გაფურჩქვნას აყვავება
მოსდევს და რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ თავიდან აყვავება. ადამიანის
ბიოლოგია ზოგჯერ საოცარ თავშეკავებას ამჟღავნებს. მას აქამდე შვილი არა
ჰყავს. ორ სპილენძისფერ ტალღას შუა ჩამჯდარი პატარა სამკუთხა შუბლი
შეჭმუხვნია; ცხვირი გრძელი აქვს და წვეტიანი, სახე ქრცვინს მიუგავს და
გაღიმებისას მომხიბვლელად აჩენს ღრძილებს. კოლდუელი ეძახის მას.
- თქვენი გოგონები თამაშობდნენ დღეს? - ეკითხება ის. ვერა კალათბურთელ
ქალთა გუნდის მწვრთნელია.
212
- ახლა იქიდან მოვდივარ, - გზადაგზა პასუხობს ქალი. - ჩვენები ჩაფლავდნენ.
ელი ვავახშმე და მაშინვე აქეთ გამოვქანდი, რომ ბიჭების თამაშს ვუყურო. ვერა
დერეფნით დარბაზის შესასვლელისაკენ მიემართება.
- ასე უნდა გიყვარდეს კალათბურთი, ამ ქალს რომ უყვარს, - ამბობს კოლდუელი.
- ელი მეტისმეტად ბევრს მუშაობს, - პირქუშად ამბობს ფილიპსი, - და ეგეც
მოწყენილია.
- მაგრამ მხიარულად კი გამოიყურება და ჩემს დღეში ჩავარდნილი კაცისათვის
ესაა მთავარი.
- ჯორჯ, თქვენი ჯანმრთელობა ძალიან მაფიქრებს.
- ღმერთს უყვარს მხიარული გვამები, - ნაძალადევი ხალისით ამბობს
კოლდუელი და გადაწყვეტილებით აღსავსე ეკითხება: - მაინც რაშია ამ
ბილეთების საიდუმლოება?
- ეს საიდუმლოება სულაც არ არის. ღირსმა მამა მარჩმა თქვა, რომ ლუისის
წინადადებით ეს ბილეთები წასახალისებლად დაურიგეს საკვირაო სკოლის
მოსწავლეებს, რომელთაც ახალ წლამდე არც ერთი მეცადინეობა არ
გაუცდენიათ.
- და ამიტომ ქურდულად შემოვიდა და მომპარა ბილეთები?
- ჩუმად. ეგ ბილეთები თქვენი არ არის, ჯორჯ, სკოლისაა.
- მაშ მე მაგათი ყურმოჭრილი ყმა ვყოფილვარ, უნდა ვიმუშაო და თან პასუხიც
ვაგო, არა?
ეგ უბრალო ქაღალდია, და ამ თვალითაც უნდა შეხედოთ. თქვენს დავთარში კი
ჩაწერეთ: „ქველმოქმედება“. რამე ამბავი თუ ატყდება, მე მხარს დაგიჭერთ.
- ხომ არ გიკითხავთ ზიმერმანისთვის, დანარჩენი ასი ბილეთი რაღა იქნა? თქვენ
ამბობთ, ორმოცი კაცი მოვიდაო. დანარჩენ ასსაც ხომ არ დაარიგებდა, მაშინ
უფასო ბილეთებით ოთხი წლის ბალღებიც კი მოფორთხდებოდნენ
კალვინისტური ბავშვთა ბაგებიდან.
- ჯორჯ, მესმის, რომ აღელვებული ხართ. მაგრამ ამ საქმეს ნუღარ გააზვიადებთ,
არაფერი ეშველება. ზიმერმანთან არ მილაპარაკია, ჩემი აზრით, არც ღირს.
დაწერეთ: „ქველმოქმედება“: და მორჩა. ლუისი, მართალია, არაფერს ერიდება,
მაგრამ ამ საქმეს წყალი არ გაუვა.
213
კოლდუელს მშვენივრად ესმის, რომ მეგობრის ბრძნულ რჩევას უნდა
დაუჯეროს, მაგრამ უკანასკნელად გადმოანთხევს გულისწყრომას:
- ამ ბილეთების ფასი ნაღდი ორმოცდაათი დოლარია, ჰოდა აღშფოთებული ვარ,
რომ იგი ჩვენს ძვირფას კალვინისტურ სკოლას მიართვეს.
ის გულწრფელად არის აღშფოთებული. მთელი ოლინჯერი, ისეთ პატარა
სექტებს თუ
არ ჩავთვლით, როგორიც არიან კათოლიკები, იეჰოვას მოწმენი და ბაპტისტები,
ორ დიდ ბანაკადაა გაყოფილი, რომლებიც მშვიდობიან მეტოქეობას უწევენ
ერთმანეთს, - ლუთერანებად და კალვინისტებად; ამასთან ლუთერანები უფრო
მრავალრიცხოვანნი არიან, კალვინისტები კი უფრო მდიდრები. თვითონ
კოლდუელი პრესვიტერიანული ოჯახიდან არის, მაგრამ კრიზისის პერიოდში
ცოლის სარწმუნოება მიიღო, ლუთერანი გახდა, და თუმცა ძალიან თვინიერია,
მაინც არ ენდობა კალვინისტებს, რომლებიც მის წარმოდგენაში ზიმერმანსა და
კალვინს უკავშირდება, ხოლო ისინი კი თავის მხრივ, - ამქვეყნად არსებულ
ყველა ბნელ, უსულგულო და დესპოტურ ძალებს.
ვერა დარბაზში შემოდის განიერი, ფართოდ გაღებული კარით, რომელსაც
რეზინის სოლები იჭერს. კარი რომ დაიხუროს, ეს სოლები ფეხისკვრით უნდა
ამოაგდონ თითბრის კოხტა ბუდეებიდან. შორეულ კუთხეში ის მამა მარჩს
ხედავს, - იგი დასაკეცი სკამების გროვას მიყრდნობია. ამ სკამებს კრებების,
სპექტაკლებისა და მშრომელთა საბჭოს სხდომების დროს შუა დარბაზში
გამართავენ ხოლმე, სადაც ახლა კალათბურთის მოედანია. უხეში შალის
შარვლებში ჩაცმული რამდენიმე ბიჭი აპარულა ამ გროვაზე და ფეხებს იქნევენ;
სკამებს უკან ჯგუფად დგანან კაცები, ბიჭები
და რამდენიმე გოგონა - მათ კისრები დაუგრძელებიათ, რათა უკეთ დაინახონ,
ზოგი მათგანი ღია კარებში დადგმულ სკამებზე ამძვრალა. ორი ახლაგაზრდა
კაცი, ასე ოცდახუთი წლისა, გაუბედავად ესალმება და გზას უთმობს ვერას;
ეტყობა, ორივე იცნობს მას, მაგრამ ვერას არ აგონდება მათი ვინაობა, ისინი
ძველი გმირები არიან, იმათგანნი, ვინც სანამ ცოლს შეირთავს ან სმას არ
გადაყვება, ან კიდევ სადმე ქალაქიდან ძალიან შორს არ დაიწყებს მუშაობას,
მუდამ ისწრაფის სკოლაში სპორტულ შეჯიბრებებზე, როგორც ძაღლს მიუწევს
გული იქით, სადაც დიდი ხნის წინ დამარხული გემრიელი ძვალი ეგულება. და
ისინი, ყოველ წელს სულ უფრო და უფრო მოშვებულნი, მობერებულნი,
ჯიუტად ცხადდებიან აქ, დატყვევებულნი გამუდმებული ცვლილებებით დარბაზსა და ეზოში, შემოდგომაზე, ზამთარში და გაზაფხულზე - ჭაბუკ
სპორტსმენთა სულ ახალ-ახალი შევსებით, რომლებიც მოჩვენებებივით
214
გაიელვებენ, მერე კი შეუმჩნევლად უერთდებიან მათ და მაყურებლებად
იქცევიან. მათ თავმდაბლად და მოკრძალებულად უჭირავთ თავი,
მოსწავლეებისაგან განსხვავებით, რომლებიც ტრიბუნებზე სხედან. იქ სახეებს,
თმებს, ბაფთებს, ღია ფერის ტანსაცმელს ერთი დიდი ტილო შეუქმნია, მოელვარე, ცოცხალი ალამი. ვერა თვალებს ჭუტავს და ბრბო მთრთოლვარე,
ფერად მოლეკულებად იშლება.
თითქოსდა ირგვლივ მოცახცახე მოვლენებით პოლარიზებული ეს ნაწილაკები
მის გამოჩენაზე მართლა ირხევიან და უხილავი, მახვილი ბოლოებით
ერთმანეთს მიზანში იღებენ. ვერა გრძნობს ამას, სიამაყით, სიმშვიდითა და
თვითდაჯერებით ივსება. ის არ ჩქარობს თვალის შევლებით გააბედნიეროს მამა
მარჩი, რომელიც უკვე აღფრთოვანებულია ვერას სახის გარშემო მიმობნეული
You have read 1 text from Georgian literature.
Next - კენტავრი - 15
  • Parts
  • კენტავრი - 01
    Total number of words is 3340
    Total number of unique words is 2166
    24.6 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    44.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 02
    Total number of words is 3612
    Total number of unique words is 2290
    24.5 of words are in the 2000 most common words
    37.5 of words are in the 5000 most common words
    45.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 2221
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 04
    Total number of words is 3828
    Total number of unique words is 2253
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 05
    Total number of words is 3690
    Total number of unique words is 2293
    25.7 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 06
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2285
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 07
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2208
    28.2 of words are in the 2000 most common words
    40.8 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 08
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 2203
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 09
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2299
    26.9 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 10
    Total number of words is 3832
    Total number of unique words is 2203
    27.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 11
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2293
    26.4 of words are in the 2000 most common words
    39.1 of words are in the 5000 most common words
    46.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 12
    Total number of words is 3897
    Total number of unique words is 2212
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 13
    Total number of words is 3874
    Total number of unique words is 2126
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 14
    Total number of words is 3804
    Total number of unique words is 2211
    27.9 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 15
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2177
    28.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 16
    Total number of words is 3722
    Total number of unique words is 2183
    27.0 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 17
    Total number of words is 3736
    Total number of unique words is 2200
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 18
    Total number of words is 3771
    Total number of unique words is 2310
    27.4 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 19
    Total number of words is 3048
    Total number of unique words is 1793
    25.5 of words are in the 2000 most common words
    36.6 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.