Latin

კენტავრი - 19

Total number of words is 3048
Total number of unique words is 1793
25.5 of words are in the 2000 most common words
36.6 of words are in the 5000 most common words
43.6 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
აღელვებს, შეიძლება შეადგენდეს პოეზიის საგანს. პოეტის თვალით დანახული,
ერთი შეხედვით სულ უმნიშვნელო წვრილმანი, მისივე მადლიანი ნიჭის
მეოხებით ჭეშმარიტ პოეზიად იქცა. ჯონ აპდაიკს უყვარს სიტყვა, დიდი
უშუალობით და ნატიფი გემოვნებით იყენებს მას. აპდაიკის ლექსები: „ხის
ქათამი“ და „ტელეფონის ბოძები“ აღიარებულია პოეზიის შედევრად.
სიცოცხლის სიყვარულით აღსავსე, მსუბუქი იუმორითა და მოხდენილი
სიტყვით გამსჭვალული აპდაიკის ლექსები იტევენ ყოველდღიური ცხოვრების
ამაოებასაც და ნიუ-იორკის გარეუბანში გატარებული ბანალური დღის
მომხიბვლელობასაც. ტყუილად კი არ უწოდა მას გაზეთმა „სეტედი რევიუმ“
„საზღვართა გრძნეული გადამლახველი!..“
მაგრამ ჯონ აპდაიკი, უპირველეს ყოვლისა, რომანისტია. მკითხველთა ფართო
წრემ იგი გაიცნო ზედიზედ გამოქვეყნებული ორი რომანით: „ბაზრობა ღარიბთა
თავშესაფარში“ (The Poorhouse Fair, 1959) და „მოჰკურცხლე, ბაჭიავ!“ (Rabbit,
Run, 1960).
275
„ბაზრობა ღარიბთა თავშესაფარში“ აპდაიკის პირველი რომანია და მისი
პირველი სერიოზული წარმატება. ეს ძალზე საინტერესო, ნახევრად
რეალისტური, ნახევრად-იმპრესიონისტული ნაწარმოებია, რომელიც ღარიბთა
თავშესაფარში დაბინავებულ მოხუც პენსიონერთა ცხოვრებასა და საქმიანობას
აღწერს. თავშესაფრის ბინადარი - ამაყი და უსუსური არსებანი, მოთმინებით
მოელიან სიკვდილს; მათი მოლოდინი ზოგჯერ ბრძნულია, ზოგჯერ კი ბავშვური, შიშით შებორკილი. იმ დრომდე, სიკვდილამდე, ისინი
შეძლებისდაგვარად იცავენ თავს უსაქმურობისაგან, მოწყენილობისაგან,
სიმარტოვისაგან, სიღატაკისაგან და... ადმინისტრაციისაგან. მათი ბებრული
ყოფის სიცარიელე ავტორს მიაჩნია კანონზომიერ გაგრძელებად მათივე
წინამდებარე ცხოვრების სიცარიელისა, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ
აზრს, მნიშვნელოვან იდეას, აღსავსეა უბადრუკი მითქმა-მოთქმითა და
ლუკმაპურისათვის დამამცირებელი ზრუნვით.
აპდაიკის ამ ნაწარმოებს ბოლომდე გასდევს ცხოვრების ამაოებაზე ფიქრი.
მაგრამ, საბედნიეროდ, აპდაიკი არ ვარდება უიმედო პესიმიზმში და ცხოვრების
უაზრობის იდეას არ წამოჭრის ნაწარმოების ცენტრალურ პრობლემად. მის
რომანში ზემოთ აღნიშნული მიმართულება დაქვემდებარებულია და აშკარად
ემორჩილება ავტორისავე მკვეთრ ჰუმანისტურ კრიტიციზმს. აპდაიკის ეს
რომანი ბრალდებაა ცხოვრების არაადამიანური პირობების წინააღმდეგ.
„ბაზრობა ღარიბთა თავშესაფარში“ - რამდენადმე „კაპკასეულ წყვდიადს“
მოგვაგონებს, მაგრამ, კაპკასაგან განსხვავებით, აპდაიკის რომანში აღწერილი
ამბავი არ დაჰყავს საზარელ ფანტასმაგორიამდე. ის სიფრთხილით ადევნებს
თვალყურს, რომ მოქმედებამ არ გადალახოს წინასწარ მიჩენილი საზღვრები.
მწერალი მხოლოდ გვიჩვენებს უფერულ, პაწია სამყაროს, რომელსაც ძალზე
სუსტი კავშირი აქვს დიდ ქვეყანასთან, თავშესაფრის კედლებს მიღმა რომ არის
გადაშლილი.
იუმორი და ირონია, რომლებმაც უკვე იჩინეს თავი აპდაიკის ლექსებსა და
მოთხრობებში, მთელი ძალით ჩქეფს რომანში - „მოკურცხლე ბაჭიავ!“ მთავარი
გმირი - ჰარი ანგსტრომი სიჭაბუკეში მოსწავლეთა შორის ჩემპიონი იყო
კალათბურთში. სპორტმა ასწავლა მას, რომ არსებობს საკუთარი თავის შეცნობის,
საკუთარ თავზე ამაღლების, წარმატების მოხვეჭის, სისხლსავსე ცხოვრების
შესაძლებლობა. მაგრამ სიჭაბუკის მოლოდინი ცხოვრებამ არ გაუმართლა და
ანგსტრომმა თავისი მიზნები სრულად კი არა, ოდნავადაც ვერ განახორციელა.
ანგსტრომი უაზროდ ქორწინდება ბავშვივით უმწეო ქალზე, რომელიც მასზე
უფრო გამოფიტული და მდარე პიროვნებაა და რომლისთვისაც მხოლოდ
წვრილმანი ბურჟუაზიული ღირებულებები არსებობს. ჰარის მეუღლის
მშობლები ქადაგებენ და ანგსტრომსაც თავს აბეზრებენ სიყალბეზე
დაფუძნებული, მატერიალისტური „იდეალებით“.
276
ჰარი ანგსტრომში ცხოველური საწყისი სჭარბობს. („რაღაც ცხოველური
ინსტინქტით გრძნობდა, რომ დასავლეთისაკენ მიემგზავრება“). მას არ შესწევს
ცხოვრების გონიერად განსჯის უნარი. ანგსტრომის სულიერი თვისებები მის
გარეგნულ პორტრეტშიც მჟღავნდება: მაღალი ტანისაა, ფართო სახე აქვს და
პაჭუა ცხვირი; ზედა ტუჩი ნერვიულად უტოკავს, როცა პირში სიგარეტს გაიჩრის
ხოლმე. მარტო მაშინ გრძნობს სამშვიდობოზე თავს, როცა ჩუმადაა. მსჯელობას
თუ მოჰყვება, ფიქრი მოუწევს და
ამისი ეშინია. ბაჭია აღმერთებს თავის ინსტინქტებს, ემორჩილება თითოეულ
წუთიერ სურვილს და ის, თავისი სურვილის მონა, არ ფიქრობს, რა მოჰყვება მის
მოქმედებას შემდეგ.
ანგსტრომის ორ კეთილისმყოფელს, ერთი მხრივ, საშუალო სკოლიდან
შემორჩენილ მწვრთნელსა და, მეორე მხრივ, მის სულიერ მოძღვარს, არ
შეუძლიათ, ანდა უბრალოდ არ იციან, რითი დაეხმარონ მას. საერთოდ იმ ხალხის
უმეტესობას, ჰარი ანგსტომის ირგვლივ რომ ტრიალებს, დახმარების სურვილი
კი აქვს, მაგრამ უფრო ზიანს აყენებს, ვიდრე სიკეთე მოაქვს მისთვის; ანგსტრომის
„კეთილისმყოფელები“ მოთმინებით იტანენ მის გამოხდომებს, თავს
იკატუნებენ, თითქოს „ესმოდეთ“ მისი; თავიანთი შეხედულებისამებრ
ცდილობენ ჰარის „გამოსწორებას“, ხელს უშლიან მას იქონიოს და მით უმეტეს ჩამოაყალიბოს საკუთარი შეხედულებები; ერთი სიტყვით გულმოწყალედ
ეკიდებიან.
სინამდვილეში კი ანგსტრომს არც გულმოწყალება სჭირდება და არც პატიება,
არც ყალბი თანაგრძნობა და არც - აბუჩად აგდება. ის ინსტიქტურად ისწრაფის
ძალისაკენ, რომელიც საშუალებას მისცემს მას ამაღლდეს საკუთარ თავზე.
აწმყოთი უკმაყოფილო ჰარი ანგსტრომი სევდით იგონებს წარსულს - იმ დროს,
როცა თავი ყოვლისშემძლე ესახებოდა. ამას გარდა, მას ასწავლეს შემოქმედების
დაუოკებელი წყურვილი, შეუცნობელი ეგოიზმით შეპყრობილი ანგსტრომი
ეძებს სრულყოფილ სიყვარულს და ვერ პოულობს. მას აკლია გონიერება,
გამჭრიახობა, ნებისყოფა, მაგრამ არ აკლია გულთბილობა და სიფაქიზე.
მართალია ანგსტრომისათვის უპირატესად მნიშვნელოვანია ცხოვრების
ფიზიკური მხარე, მაგრამ ის არ არის ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრების უნარს
მოკლებული. ოღონდ თავისი ამ ღირსების გამოვლინება და თავის თავთან
ბრძოლა მას არ შეუძლია და ამიტომაც ის გარბის. ბაჭიასავით ქურდულად
მიიპარება შინიდან. მაგრამ გაქცეულსაც ყველგან მახე ელანდება.
ავტოსტრადაზე გაწოლილი ხეთა ჩრდილებიც კი ავისმომასწავებელ ხაფანგად
ეჩვენება. გაქცეულ „ბაჭიას“ ყოველთვის ხელახლა ატყვევებენ ხოლმე, თითქოს
კისერზე რკინის საყელური ჰქონდეს შებმული; ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც
ან რაღაც, უხილავი თოკით მოჰქაჩავს და უკანვე დააბრუნებს.
277
ჰარის მეუღლეს - ჯენისს საკუთარი მოქმედების გააზრების კიდევ უფრო
ნაკლები უნარი შესწევს. მას ვისკი სწყურია და - ისიც სვამს გამუდმებით. როცა
არ ითვრება, საშინელი მოწყენილობა ეუფლება და მაშინ თვალს არ აშორებს
ტელევიზორს; ოღონდ საკუთარ თავთან მარტო არ დარჩეს და სულ ერთია, რასაც
უყურებს. ორივე მეუღლე უნებისყოფოა, უმიზნო, არ იციან, რისთვის იცხოვრონ,
რა უყონ დროს. მაგრამ ორივე კარგად ხვდება ურთიერთის ნაკლს, ერთმანეთის
შველა კი არ ძალუძთ და ჯენისი ხსნას ჰპოვებს ვისკიში, ხოლო ბაჭია - გაქცევაში.
კალათბურთის ყოფილ ჩემპიონს - ბაჭიას თანა სდევს მოგონებები, ეს
მოგონებები ამაღლებს დანარჩენებზე, უფლებას აძლევს იფიქროს, რომ ვერ
გაუგეს და უკმაყოფილოდ იგრძნოს თავი. ანგრსტომის ყოფილი მწვრთნელი
ტოტერო, ყოველნაირად ხელს უწყობს მასში საკუთარი თავისადმი რწმენის
გამტკიცებას, უღვიძებს თავმოყვარეობას. ბოლოს და ბოლოს ბაჭია ისე უყურებს
თავის გაქცევას, როგორც ჭეშმარიტების მაძიებლის კეთილშობილურ მისიას.
როდესაც მღვდელი ეკლზი უსაყვედურებს: „ყველა მაწანწალას ჰგონია, რომ
ჭეშმარიტებას ეძებსო“ - ბაჭია თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, თითქოს სილა
გააწნესო, ეკლზის სიტყვები გულზე
ეკლად ესობა და მაშინვე მიუგებს: „მაშინ თვით ქრისტეც არასახარბიელო
მდგომარეობაში აღმოჩნდებაო“. ბაჭიას ასეთი უსაფუძვლო პრეტენზიები
მხოლოდ
ღიმილს
თუ
გამოიწვევს.
სად
ცხოვრების
წვრილმანი
უსიამოვნებებისაგან გაქცევა და სად - ჭეშმარიტების ძიება?!
მაგრამ არც მოძღვარი ეკლზი და არც თვითონ ავტორი ხელაღებით არ ჰკიცხავს
ჰარის. გულის სიღრმეში ეკლზი კიდევაც თანაუგრძნობს მას, როგორც მღვდელი,
ის ვალდებულია ურყევად სწამდეს ქორწინების სიწმინდე და ცდილობს
დაარწმუნოს ჰარი, დაუბრუნდეს ოჯახს. მაგრამ თუ ჰარი დაბრუნდა, ყველაფერი
კვლავ ძველებურად წარიმართება და ამით მოძღვარი ეკლზი აღიარებს, რომ
ანგსტრომის ცხოვრება აქამდე სწორი გზით მიედინებოდა. მაგრამ ეკლზი
ჭკვიანი კაცია და ესმის, რომ ბაჭიას ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთია. ის
უბედურია და გარკვეული აზრით - მსხვერპლიც.
მარტო თვითონ რომ იყოს დამნაშავე, ყველაფერი სულ ადვილი მოსაგვარებელი
იქნებოდა. ცხოვრების პირობები რომ იყოს ყველაფრის მიზეზი, ანდა ის ხალხი,
რომელიც მას გარს არტყია, საკითხი აქაც უბრალოდ, მარტივად გადაწყდებოდა.
მაგრამ აპდაიკი ისეთ სიტუაციას გვიჩვენებს, სადაც გმირის უბედურებაში
ყველას მიუძღვის თავისი წილი დანაშაული - თვითონ გმირს, გარემოს და იმ
საზოგადოებასაც, რომელმაც ის ჩამოაყალიბა და რაკი ყველას ბრალი მიუძღვის,
დამნაშავეც აღარავინ არის. ხოლო თუკი ვინმე დამნაშავეა, მართალიც უნდა იყოს
ვინმე. ყოველივე ამის გარდა, ერთი კითხვაც წამოიჭრება, განა ბაჭია დამნაშავეა,
რომ ქერა თმა და პაჭუა ცხვირი დაჰყვა? განა მას შეუძლია აქ რამე შეცვალოს?!
278
„ვინმე თქვენგანი ზრუნვიდეს და შემძლებელი არის იგი შეძინებად ჰასაკისა
თაჳსსა წყალთა ერთ ერთ?“ - ეკითხება ხალხს იესო და ანუგეშებს, ღვთის ნებას
მიენდეთო.
- „ღმერთმაგამაჩინა ასეთი, როგორიც ვარ“, - ფიქრობს ბაჭია. განა ღმერთს უნდა,
რომ ჩანჩქერი ხედ იქცეს?“ - ეკითხება ის ეკლზს და მისი კითხვა უსაფუძვლო
როდია.
განა ადამიანები ერთნაირები იბადებიან? ისინი იბადებიან ისეთი მონაცემებით,
რომლებისთვისაც თვითონ როდი აგებენ პასუხს. არსებობს პიროვნების
ფსიქიკური წყობის მთელი რიგი თავისებურებანი, რომლებიც ისევე მცირედ
არის დამოკიდებული
მათი მფლობელის პირად სურვილზე, როგორც ფიზიკური წყობის
თავისებურებანი. ეს ნათელია, მაგრამ ჯიუტად ხაზგასმული ეს ფაქტი
სერიოზულ საფრთხეს შეიცავს, რაშიც აპდაიკი ბაჭიის მაგალითზე გვარწმუნებს.
ბედისწერის საკითხებზე ბევრს ფიქრობს
კოლდუელიც, რომელიც ბაჭიის ანტიპოდია.
რომან
„კენტავრის“
გმირი
ჩვენ ვხედავთ, რომ აპდაიკი ეძებს პასუხს კითხვებზე;
რამდენად პასუხისმგებელია ადამიანი თავის საქციელზე, ხასიათსა და თავის
ხვედრზე?
აპდაიკი ცდილობს ეს პრობლემები მორალურ-ეთიკურ პლანში გადაჭრას.
შემთხვევითი არ არის, რომ რომანის „მოკურცხლე, ბაჭიავ!“ ერთ-ერთ მთავარ
გმირად გამოყვანილია პროტესტანტი მოძღვარი ეკლზი. ეკლზი რომანის
ერთადერთი გმირია, რომელსაც აზროვნების უნარი შესწევს. ეკლზი და მასთან
ერთად ავტორიც, ხშირად მიმართავენ ცნებებს: „კეთილი“ და „ბოროტი“, „ცოდვა“
და „მადლი“. აპდაიკის ყურადღების ცენტრში მუდამ მორალურეთიკური
პრობლემები დგას.
რომან „კენტავრში“ (Centaur, 1963) მწერალი კვლავ ამ პრობლემებს უბრუნდება.
„კენტავრი“ უფრო რთული ნაწარმოებია, ვიდრე „მოკურცხლე, ბაჭიავ!“
„კენტავრშიც“ ომისშემდგომი ამერიკის ცხოვრებაა აღწერილი, კვლავ ვხვდებით
ძველ გმირებს - წვრილმანი ინტერესებით გამსჭვალულ ფილისტერებს. ასეთ
გარემოცვაში კოლდუელი და მისი თხუთმეტი წლის ვაჟი პიტერი განწირულნი
არიან ცხოველური არსებობისათვის. „ბაჭიაში“ კონფლიქტი თვით ამ მეშჩანურ
სამყაროშივე წამოიჭრება. ბაჭია გაჭრილი ვაშლივით ჰგავს იმ ხალხს, რომელიც
მას გარს არტყია. კოლდუელი და მისი ვაჟი კი - განდგომილები არიან. ისინი არ
ჰგვანან სხვებს, მათთვის უცხოა შური, სიხარბე, ისინი აღსავსენი არიან სიკეთითა
და კეთილშობილებით. მათ შესწევთ უნარი უყვარდეთ თავისი ახლობლები,
279
ხალხი, კაცობრიობა. გარემომცველ მეშჩანურ წრესთან მათ კონფლიქტს ღრმა
საფუძველი აქვს. ამ კონფლიქტს აპდაიკი განმარტავს, როგორც მატერიალურ და
იდეალურ, ხორციელ და სულიერ სფეროთა წინააღმდეგობას.
აპდაიკის გმირები ცდილობენ გადაჭრან კაცობრიობის მარადიული
საჭირბოროტო პრობლემები. მაგრამ რა მარადიულ პრობლემებზე შეიძლება
მსჯელობა, როცა მათ თვალწინ მიყრუებული ქალაქია. წვრილმანი კინკლაობითა
და ამაო საზრუნავით
გართული! ადამიანის სულის რომელ სიღრმეებს შეიძლება ჩაწვდეს კაცი,
რომელსაც უბადრუკ, გამოფიტულ კაცუნებთან უხდება ურთიერთობა!
იმ მიზნით, რომ აღწერილი ამბისათვის უფრო ღრმა მნიშვნელობა და სიდიადეც
კი მიენიჭებინა, აპდაიკმა რომანში შემოიღო თხრობის მეორე - მითოლოგიური
პლანი. ამისდა მიუხედავად, აპდაიკის რომანი მთლიანად რეალურ ნიადაგზე
რჩება.
მითოლოგიური და რეალური საწყისების შეთავსებისაკენ სწრაფვამ განაპირობა
რომანის უჩვეულო ფორმა. ორი
პლანის - კონკრეტულისა და
განზოგადოებულსიმბოლურის შეხამება დამახასიათებელია XX საუკუნის ბევრი
ევროპელი რეალისტი მწერლისთვის. ამის ნათელი მაგალითია თომას მანის
შემოქმედება. XIX საუკუნის კლასიკურ რეალიზმზე დაფუძნებული XX საუკუნის
რეალიზმი იყენებს სხვადასხვა, როგორც წარსულ, ასევე თანამედროვე სკოლათა
და მიმართულებათა მიღწევებსაც. გამომხატველ საშუალებათა ძიებისას
რეალისტი მწერლები ხშირად მიმართავენ ანტიკურ ლიტერატურას, ბიბლიურ
თქმულებებს, XVIII საუკუნის ფილოსოფიურ მოთხრობებს; აპდაიკმა არჩევანი
შეაჩერა ძველ ბერძნულ მითოლოგიაზე.
ანტიკურ ეპოქას, მისთვის დამახასიათებელი ეკონომიური ურთიერთობებით,
მარქსმა კაცობრიობის ბავშვობა უწოდა. მომდევნო თაობებს ძველი საბერძნეთი
ესახებოდა ადამიანისა და საზოგადოების ჰარმონიული განვითარების
იდეალად. ანტიკური სამყაროსათვის უცხო იყო თეორიისა და პრაქტიკის,
მეცნიერებისა
და
ხელოვნების,
ფიზიკურისა
და
სულიერის
ურთიერთწინააღმდეგობანი. ათასწლეულის პრიზმაში დანახული უძველესი
სამყარო დიდებული, მშვენიერი ესახება აპდაიკს. იგი იზიდავს მწერალს,
როგორც „ბავშვობის ბედნიერი ხანა“. ანტიკური ეპოქის მიმართულება კიდევ
უფრო ძლიერია, როდესაც აპდაიკის შეგნებაში იგი უპირისპირდება სხვა
სამყაროს - კაპიტალისტურ სამყაროს, რომელიც ოსტატურად შენიღბულა,
მაგრამ მაინც ვერ ფარავს შინაგან მიხრწნილებას.
აპდაიკის რომანის გმირი პროვინციის მასწავლებელია. იგი ძალზე ნიჭიერი,
თავდადებული მასწავლებელია. მაგრამ ავტორს სურს, კიდევ უფრო აამაღლოს
280
ეს სახე, მაშტაბური და დიდებული გახადოს, ამიტომ თავმდაბალ მასწავლებელს
აიგივებს უკვდავ კენტავრთან, რომელიც საკუთარ თავს მსხვერპლად სწირავს
კაცობრიობის საკეთილდღეოდ.
ზოგ შემთხვევაში მითის გამოყენება რომანში სატირულ მიზნებს ემსახურება.
მაგალითად, ჭეშმარიტად გროტესკული ხასიათი აქვს სკოლის დირექტორის ზიმერმანის ზევსთან გაიგივებას[15].
კენტავრის ვაჟი - პიტერ კოლდუელი ყველგან მხოლოდ საკუთარი „ადამიანური“
სახით გვევლინება. თუმცა რომანში იგულისხმება, რომ მისი პარალელი
ნაწილობრივ ხირონის ასული ოკიროეა, ნაწილობრივ კი - პრომეთე, ვისთვისაც,
მითის თანახმად, ხირონმა მსხვერპლად გაიღო საკუთარი უკვდავება. მაგრამ ეს
მხოლოდ თეორიული ვარაუდია. რომანში პიტერი მხოლოდ რეალურ პლანშია
გამოსახული. მეორე პლანი განუხორციელებელია. ეს, ალბათ, იმით აიხსნება,
რომ პიტერი ავტორის „მეა“. რომანის ბევრ სცენას ჩვენ ვხედავთ მისი თვალით,
ჩვენი თანამედროვის თვალით და არა მითოლოგიური გმირის თვალით. ამას
გარდა, ავტორის ჩანაფიქრის თანახმად, რომანის სიმძიმის ცენტრი
კონცენტრირებულია კოლდუელის სახის ირგვლივ. პიტერის დანიშნულებაა ამ
სახის კიდევ უფრო ნათლად გამოკვეთა; პიტერის პრომეთესთან სრული
გაიგივება რომ მომხდარიყო, მაშინ ის მეტოქეობას გაუწევდა კოლდუელის სახეს.
მასწავლებელ კოლდუელსა და მის ვაჟს ადრეც შევხვედრივართ მწერლის
შემოქმედებაში. აპდაიკის მოთხრობებში ხშირად მონაწილეობენ ბიჭი, რომელიც
ოცნებობს გახდეს მხატვარი და მამამისი, რომელიც საკუთარ პირმშოს
ერთიდაიმავე დროს კიდეც უყვარს და კიდეც ეთაკილება.
თუ ჰარი ანგსტრომი ახალგაზრდა „ანტიგმირია“, პიტერმა მემკვიდრეობით
შეისისხლხორცა სიკეთე, სამართლიანობის გრძნობა და ის თვალსაზრისი, რომ
ცხოვრება - მოვალეობის აღსრულებაა. მას არ ახასიათებს მამის სუსტი მხარეები
და არც მისი ახირებულობა. პიტერი მაღლა დგას თანატოლებზე, მას არ ჰყავს
მეგობრები. მაინორი და დედმენი, რომლებიც პიტერს მისტირიან და ოცნებობენ
ატომური ბომბის საშუალებით დაიპყრონ მსოფლიო, პიტერს აღშფოთებას და
ზიზღს ჰგვრის. ეს გონებაშეზღუდული, გაბოროტებული ადამიანები პიტერის
თვალში განასახიერებენ ყველაფერს, რაც ჰკლავს მამამისს, და ის მზად არის,
თავი უღმერთოდ და კომუნისტადაც გამოაცხადოს, რათა მათ გაემიჯნოს.
პიტერისათვის აწმყო - დამამცირებელი სიღატაკე, შელახული თავმოყვარეობა
და სიმარტოვეა. სამაგიეროდ მომავალში მას საკუთარი თავი თავისუფალ,
დამოუკიდებელ მხატვრად
ესახება, რომელიც განცხრომით ცხოვრობს დიდ ქალაქში. წიგნის ფინალიდან
ვგებულობთ, რომ ის მართლა გადასახლდა ნიუ-იორკში და გახდა მხატვარი,
მაგრამ ახლაც მწვავე უკმაყოფილებას განიცდის; „ვათვალიერებ ამ ოთახს, სადაც
281
იატაკი ჩვენი შიშველი ფეხებით არის გაპრიალებული, სადაც ჭერზე დამჩნეული
ლაქები პირველაღმომჩენის მცდარ რუკაზე დახატულ კონტინენტებს წააგავს,
კედლებთან კი გულმოდგინედ ნათითხნი, მორცხვად წაფარებული ტილოები
აყუდებულან, რომლებიც ამაოდ - ახლა უკვე მეც ეჭვი მეპარება ამაში ცდილობენ აუწერელის გადმოცემას, და შიში მიპყრობს. ვფიქრობ ჩვენს საერთო
ცხოვრებაზე, დღეებზე, ანგარიშმიუცემლად რომ მისდევენ ერთმანეთს და მზის
ამოსვლას და ჩასვლას არ დაგიდევს, მთელ ამ გარემოზე, რომელიც სულ უფრო
და უფრო მიმქრალ გრძნობას უცნაური სახეებით მოუქარგავს და ბრაკის
ნახევრად წაშლილ, ბუნდოვან სურათს მაგონებს; ფროიდისტული და
აღმოსავლური სექსუალური მისტიციზმის მოსაწყენ ნარევზე, და ჩემს თავს
ვეკითხები: ნუთუ ამას შესწირა სიცოცხლე მამაჩემმა?“
და მაინც არ შეიძლება პიტერს უბედური ვუწოდოთ. მასში იგრძნობა
მთლიანობა, დაურღვეველი, მყარი საფუძველი. მას აქვს მოწოდება, ცხოვრების
მიზანი, და თუმცა
სიყალბისა და თაღლითობის გარემოცვაშია, თვალწინ მამის კეთილშობილი
მაგალითი აქვს. პიტერმა თავისდაშეუმჩნევლად, ქვეშეცნობილად გადაჭრა
ავტორის მიერ წამოჭრილი საჭირბოროტო კითხვები: ის დაემორჩილა სიკეთისა
და თავგანწირვის დიად ზეგავლენას. მისთვის ძალაში რჩება „მოძველებული“
ჰუმანისტური იდეალები, რადგან მათ ყალბი სახელმძღვანელოებიდან, ან
ფარისევლური ქადაგებებიდან როდი იცნობს. ის გაიზარდა ატმოსფეროში,
სადაც ეს იდეალები ყოველდღიურად ტარდებოდა ცხოვრებაში.
პიტერისა და მამამისის ამბავი მრავალ სხვადასხვა პლანშია მოთხრობილი.
რომანი იწყება ობიექტური თხრობით, იმის აღწერით, თუ რა გადახდა თავს
ჯორჯ კოლდუელს 1947 წლის ზამთარში, სამი დღის განმავლობაში. შემდეგ
პიტერ კოლდუელი, უკვე დავაჟკაცებული მხატვარი, უამბობს ზანგ საყვარელს
თავისი სიყმაწვილის ისტორიას. რომანში გამოყენებული ალეგორიული
თქმულება აღწერს მითიური უკვდავის ტანჯვას, რომელიც წელსზევით კაცია და
წელსქვევით - ცხენი. ქება-დიდებით გამსჭვალული ნეკროლოგი საგაზეთო ენით
აჯამებს ჯორჯ კოლდუელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
მდიდრულად არის გადახლართული ერთიმეორეში უძველესი მითი და
თანამედროვე ამბავი: კოლდუელი დაჭრილია კოჭში მოწამლული ისრით,
რომელიც, ისევე როგორც ხირონს - აქილევსმა, მას ერთ-ერთმა მისმა მოწაფემ
სტყორცნა. ცეცხლი, რომელიც პრომეთე-პიტერმა ღმერთებს მოსტაცა, მისი
არტისტული ნიჭია. ხოლო სასჯელი ის არის, რომ შეწუხებულია მკვეთრად
გამოხატული არასასიამოვნო ალერგიით და ამ დაავადებასთან დაკავშირებული
აკრძალვებით. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ დაავადებით, რომელსაც არასასიამოვნო
სახელი - „ფსორიაზი“ ჰქვია, - პიტერი მტკიცედ არის მიჯაჭვული მიწირ
282
ცხოვრებას. პიტერის მეგობარი პენი ყმაწვილს საკუთარივე სექსუალობის
პანდორას ყუთს უხსნის, მაგრამ მამის მიერ გაღებული მსხვერპლი მას ყველა
დაბრკოლებას გადაალახვინებს, დააძლევინებს ყრმობის ასაკს და აქცევს კაცად.
დამოკიდებულება კეთილი განზრახვებით აღსავსე, მაგრამ უიღბლო
კოლდუელსა და მის ვაჟს შორის რომანის ერთ-ერთი მთავარი თემაა. პიტერს
უყვარს მამამისი, მაგრამ აღშფოთებულია კოლდუელის უუნარობით, რომელსაც
არ შეუძლია სხვებისაგან თავი დაიცვას. პიტერის თვალში ის სასაცილო
იდეალისტია, მძიმედ დაჭრილი ბრიყვი მოსწავლეებისაგან, სიღარიბისაგან და
ხანდაზმული ასაკისაგან.
პიტერი ბოლოს ურიგდება ადამიანთა ნაკლოვანებებს, გაუგებს მამას, ის ხომ
დამცირებული და გატანჯული კაცობრიობის სიმბოლოა; კაცობრიობისა,
რომლის საუკეთესო ნაწილი - სიბრძნე და მშვენიერება ცისაკენ მიილტვის,
უარესი კი - ძალა და ვნება - მიწას ვერ ასცილებია.
რომან „ფერმაში“ (Of the Farm, 1965) ჯონ აპდაიკი ეჭვის თვალით უცქერის
ბურჟუაზიულ ცივილიზაციისათვის ჩვეულ ნორმებს. რომანის წაკითხვის
შემდეგ მკითხველს გამოაქვს დასკვნა, რომ ასეთი ცივილიზაციის ჩარჩოებში
გატარებული სიცოცხლე ტყუილუბრალოდ იფლანგება. ეს წიგნი კიდევ ერთხელ
ამტკიცებს, რომ ჯონ აპდაიკი სერიოზულად და საფუძვლიანად იკვლევს
თანამედროვე საზოგადოებას. „ფერმაში“ იგი კიდევ ერთხელ მოგვევლინება,
საუცხოო მთხრობელად, რომელიც დაუფლებულია ფსიქოლოგიზმის
საიდუმლოებებს და შესწევს ადამიანის შინაგანი სამყაროს პლასტიკური ასახვის
არაჩვეულებრივი უნარი.
რომან „წყვილებში“ (Couples,1968) აპდაიკმა ზურგი აქცია მშობლიურ წყაროებს,
რათა გარეუბნის გადაგვარებული მოდერნისტების მორალურ კრახზე
დაფიქრებულიყო, კრახზე, რომელიც მთლიანად სექსის გარშემო არის
კონცენტრირებული.
აპდაიკის, როგორც რომანისტისა და მწერლის, შეხედულებებს გადაკვრით
გვამცნობს მისი რომანი „ბეჰი: წიგნი“ (Bech: a Book, 1970). ამ წიგნის გმირი
გასაჭირში ჩავარდნილი მწერალია. 50-იან წლებში ჰენრი ბეჰს მისმა პირველმა
რომანმა
მნიშნელოვანი
ავტორიტეტი
მოუხვეჭა,
განსაკუთრებით
ახალგაზრდებს შორის, მაგრამ ამის შემდეგ მისი წიგნები თანდათან გაუარესდა,
სანამ ხელოვანი ჩიხში მომწყვდეული არ აღმოჩნდა. ის რჩება მეორეხარისხოვან
პოპულარულ მწერლად, რომელსაც სთხოვენ წაიკითხოს საჯარო ლექციები,
ირჩევენ ამერიკის ლიტერატურისა და ხელოვნების აკადემიის წევრად, მაგრამ
თვითონ ბეჰმა კარგად იცის, რომ მიღწეული ძალზე მცირეა.
283
რკინის ფარდის მიღმა, რომელიც ჰყოფს ამა ქვეყნის რჩეულთ ჩვეულებრივ
მოკვდავთაგან, ჩვენ ვხედავთ ბეჰს. ის „კულტურულ გაცვლას“ ანხორციელებს,
ოღონდ ვერ ახერხებს ჭეშმარიტად ჰუმანურ ურთიერთობათა დამყარებას; ბეჰი
შვებულებას ახალ ინგლისში ატარებს ცნობისმოყვარე ქალბატონებსა და
მოწიწებით აღსავსე ყოფილ სტუდენტებს შორის, შემდეგ სტუმრად ეწვევა თავის
გამომცემელს კონსერვატიულ ლონდონში და თვითონაც ოდნავ იმსჭვალება
კონსერვატიზმით, ლექციებს კითხულობს ვირჯინიის კოლეჯში, რომელიც
მზეთუნახავი ლენჩებით არის
გამოტენილი და აკადემიის მოწყენილობას იზიარებს. მაგრამ ეს მოგზაურობა
არაფერს აძლევს - საყვარლები მალე მოგონებებად იქცევა, უცხო ხალხის
აღტაცება შეურაცხყოფს მასში საკუთარი მარცხის რწმენას, ხოლო ის „დიდი რამ“,
რისი დაწერაც წინათ ჰქონდა განზრახული, ის წიგნი, რომელსაც ბოლო უნდა
მოეღო მისი უმოქმედობისათვის, დაუწერელი რჩება. ბეჰი, მაინც აგრძელებს
ცხოვრებას, აგრძელებს იმ სახიფათო ურთიერთობებს, რომლებსაც ყველგან
სთავაზობენ; თუმცა ზოგჯერ პრინციპულობასაც იჩენს და უარს აცხადებს ამ
ურთიერთობაზე. ბეჰის უკანასკნელი სიტყვები „რაღა დარჩა?“ აჯამებს მის
დანაკარგსა და კერპ მომჭირნეობას.
ჯონ აპდაიკის ეს წიგნი თავისებური პროტესტია იმ გარემოებათა წინააღმდეგ,
რომლებსაც თვითონ მწერალი უწოდებს „აბრეშუმგადაკრულ მექანიზმს, სადაც
ამერიკა საკუთარ მწერლებს თავს ახვევს სიჩლუნგესა და სიყალბეს“, როგორც
ჰენრი ბეჰი ამბობს.
სულ ახლახან გამოქვეყნდა ჯონ აპდაიკის კიდევ ერთი რომანი „განკურნებული
ბაჭია“ (Rabbit Redux). ამ რომანში მწერალი კვლავ მოგვითხრობს ჰარი
ანგსტრომზე „მოკურცხლე ბაჭიას“ მთავარ გმირზე. მაგრამ ამჯერად ჰარი გაქცევაზე სულ არ
ფიქრობს: მან სულიერი სიმშვიდე მოიპოვა, რასისტული ცრურწმენებით
შეიარაღდა და „კონსერვატორი გახდა“. იგი ზიზღით უცქერის შავკანიანებს და
ვიეტნამელთა ხოცვა-ჟლეტას თანაუგრძნობს.
ჯონ აპდაიკის წიგნებში წამოჭრილია მნიშვნელოვანი მორალურფილოსოფიური
პრობლემები; ოსტატურად შენიღბული სევდა, რომელიც ჰარმონიულ
ცხოვრებაზე ოცნებით არის გამოწვეული, ამ წიგნებს თავისებურ ელფერს
ანიჭებს.
აპდაიკის შემოქმედება, ისევე, როგორც ყველა მწერლისა, კრიტიკულ მიდგომას
საჭიროებს, მაგრამ შეუძლებელია იმ დიდი როლის უარყოფა, რომელსაც მისი
ნაწარმოებები ასრულებენ დღევანდელ ამერიკულ ლიტერატურაში.
284
აპდაიკის შემოქმედებაში საბჭოთა მკითხველისათვის ყველაზე უფრო
ძვირფასია რეალური, ცხოვრებისეული კონფლიქტების სიმწვავის შეგრძნება,
დაკვირვების და ძიების უნარი, თანამედროვე ყოფის სერიოზული შესწავლა.
როგორც რომან „მოკურცხლე, ბაჭიას“ წვრილმანი საყოფაცხოვრებო დეტალების
ნატურალისტური
აღწერის დროს, ასევე რომან „კენტავრის“ რთული მითოლოგიური სახეების
გადმოცემისას, აშკარად იჩენს თავს ავტორის გაბედული, გამჭრიახი,
კრიტიკული თვალი. დალი ინწკირველი
[1]ლამაზი სახლი გაქვთ? დიახ, ძალზელამაზი. (ფანგ.).
[2]
ბერძნული საკუთარი სახელების გადმოქართულებისას ვცდილობდი
დამეცვა ბერძნულ სახელთა ქართულად გადმოცემის არსებული წესი.
გამონაკლის შემთხვევაში წესიდან გადახვევა აიხსნება ქართული
მწიგნობრული ტრადიციის გაგრძელებით (მთარგმნ.).
[3]
„ვასარი“ - ცნობილი ქალთა კოლეჯი ამერიკაში.
[4]
დოკ - შემოკლებული doctor (ექიმი, ინგლ.).
[5]
ამერიკული კლუბების სახელებია.
[6]
დიახ (გერმ.).
[7]
ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაცია.
[8]
დელავართა ინდური ტომის ადგილობრივი მოსახლეობა.
[9]
ჰამლეტის სიტყვები.
[10] რა
ესე ბრძანა, პირი იბრუნა, ყელმა იელვა ვარდის ნათელით; თმის
გვირგვინი, ვით ამბროზია, ზეციურ სურნელს აფრქვევდა კეფაზე; მოწყდა
სამოსი ტალღისა მსგავსად და მის ტერფებთან განერთხა მიწას, როს
ჭეშმარიტად ღვთაებრივი კდემით ვიდოდა.
(ვერგილიუსი, „ენეიდა“, თარგმანი დ. ინწკირველისა).
[11] დიახ. (ფრანგ.).
[12] ფრანკლინ დელანო რუზველტი.
[13] მამაკაცური და ქალური დასაბამი ადამიანში, ძველი ჩინური ფილოსოფიის
მიხედვით.
285
[14] „კოჭში უკურნებელი იარისაგან გაწამებული, იგი თავს აფარებს გამოქვაბულს
და უნდა, იქ დალიოს სული, მაგრამ არ შეუძლია, რადგან უკვდავია. მაშინ
პრომეთეს ნაცვლად საკუთარ თავს სთავაზობს ზევსს, თუმცა კი უკვდავება
ელოდა, და ასე ამთავრებს თავის სიცოცხლეს“. (ბერძ). აპოლოდორე,
II, 85.
[15] ამ
პარალელიზმს, სიმეტრიას ძველსა და ახალს შორის, სხვა სახეების
გამოძერწვის დროსაც იყენებს ავტორი და ამას ხაზს უსვამს იდენტური
ინიციალებით: პრომეთე - პიტერი, ვენერა - ვერა, ჰეფესტო - ჰამელი, პანდორა
- პენი, დედალოსი - დედმენი, ასკლეპიოსი - აპლტონი, პასიფაა - მისის
პესიფაი, ფოსტაში მომუშავე ქალი, ჰერა - მისის ჰერცოგი, ოლიმპო - პატარა
ქალაქი ოლინჯერი. ინგლისურ ტექსტს თან ერთვის აპდაიკის მიერ
შედგენილი მითოლოგიურ სახელთა საძიებელი.
[1]ლამაზი სახლი გაქვთ? დიახ, ძალზელამაზი. (ფანგ.).
[2]
ბერძნული საკუთარი სახელების გადმოქართულებისას ვცდილობდი
დამეცვა ბერძნულ სახელთა ქართულად გადმოცემის არსებული წესი.
გამონაკლის შემთხვევაში წესიდან გადახვევა აიხსნება ქართული
მწიგნობრული ტრადიციის გაგრძელებით (მთარგმნ.).
[3]
„ვასარი“ - ცნობილი ქალთა კოლეჯი ამერიკაში.
[4]
დოკ - შემოკლებული doctor (ექიმი, ინგლ.).
[5]
ამერიკული კლუბების სახელებია.
[6]
დიახ (გერმ.).
[7]
ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაცია.
[8]
დელავართა ინდური ტომის ადგილობრივი მოსახლეობა.
[9]
ჰამლეტის სიტყვები.
[10] რა
ესე ბრძანა, პირი იბრუნა, ყელმა იელვა ვარდის ნათელით; თმის
გვირგვინი, ვით ამბროზია, ზეციურ სურნელს აფრქვევდა კეფაზე; მოწყდა
სამოსი ტალღისა მსგავსად და მის ტერფებთან განერთხა მიწას, როს
ჭეშმარიტად ღვთაებრივი კდემით ვიდოდა.
(ვერგილიუსი, „ენეიდა“, თარგმანი დ. ინწკირველისა).
[11] დიახ. (ფრანგ.).
[12] ფრანკლინ დელანო რუზველტი.
286
[13] მამაკაცური და ქალური დასაბამი ადამიანში, ძველი ჩინური ფილოსოფიის
მიხედვით.
[14] „კოჭში უკურნებელი იარისაგან გაწამებული, იგი თავს აფარებს გამოქვაბულს
და უნდა, იქ დალიოს სული, მაგრამ არ შეუძლია, რადგან უკვდავია. მაშინ
პრომეთეს ნაცვლად საკუთარ თავს სთავაზობს ზევსს, თუმცა კი უკვდავება
ელოდა, და ასე ამთავრებს თავის სიცოცხლეს“. (ბერძ). აპოლოდორე,
II, 85.
[15] ამ
პარალელიზმს, სიმეტრიას ძველსა და ახალს შორის, სხვა სახეების
გამოძერწვის დროსაც იყენებს ავტორი და ამას ხაზს უსვამს იდენტური
ინიციალებით: პრომეთე - პიტერი, ვენერა - ვერა, ჰეფესტო - ჰამელი, პანდორა
- პენი, დედალოსი - დედმენი, ასკლეპიოსი - აპლტონი, პასიფაა - მისის
პესიფაი, ფოსტაში მომუშავე ქალი, ჰერა - მისის ჰერცოგი, ოლიმპო - პატარა
ქალაქი ოლინჯერი. ინგლისურ ტექსტს თან ერთვის აპდაიკის მიერ
შედგენილი მითოლოგიურ სახელთა საძიებელი.
261
You have read 1 text from Georgian literature.
  • Parts
  • კენტავრი - 01
    Total number of words is 3340
    Total number of unique words is 2166
    24.6 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    44.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 02
    Total number of words is 3612
    Total number of unique words is 2290
    24.5 of words are in the 2000 most common words
    37.5 of words are in the 5000 most common words
    45.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 2221
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 04
    Total number of words is 3828
    Total number of unique words is 2253
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 05
    Total number of words is 3690
    Total number of unique words is 2293
    25.7 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 06
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2285
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 07
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2208
    28.2 of words are in the 2000 most common words
    40.8 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 08
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 2203
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 09
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2299
    26.9 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 10
    Total number of words is 3832
    Total number of unique words is 2203
    27.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 11
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2293
    26.4 of words are in the 2000 most common words
    39.1 of words are in the 5000 most common words
    46.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 12
    Total number of words is 3897
    Total number of unique words is 2212
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 13
    Total number of words is 3874
    Total number of unique words is 2126
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 14
    Total number of words is 3804
    Total number of unique words is 2211
    27.9 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 15
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2177
    28.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 16
    Total number of words is 3722
    Total number of unique words is 2183
    27.0 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 17
    Total number of words is 3736
    Total number of unique words is 2200
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 18
    Total number of words is 3771
    Total number of unique words is 2310
    27.4 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 19
    Total number of words is 3048
    Total number of unique words is 1793
    25.5 of words are in the 2000 most common words
    36.6 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.