Latin

კენტავრი - 07

Total number of words is 3747
Total number of unique words is 2208
28.2 of words are in the 2000 most common words
40.8 of words are in the 5000 most common words
49.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ასვლისას, შიშველი ფეხებით ცხელ მარმარილოს ეხებოდნენ. ხირონმა
მოწაფეები ტოტებგაბარდნილი წაბლის ხის ჩეროში შეიყვანა, რომელიც,
გადმოცემის თანახმად თვითონ პელასგოსის მიერ იყო დარგული. უზარმაზარ
ხის ტანში მწყემსის ქოხი ჩაიდგმებოდა. ბიჭები, თითქოს დამარცხებული მტრის
სხეულებთან ჩაიმუხლესო, გამარჯვებული იერით ჩასხდნენ ხის ფესვებს შორის.
გოგონებმა ხავსზე მოიკალათეს. ხირონმა ღრმად ამიოხრა; ფილტვები
ბადაგივით ტკბილი ჰაერით აევსო. მოწაფეები სრულყოფის გრძნობას
ანიჭებდნენ. ისინი ხარბად ნთქავდნენ მასწავლებლის სიბრძნეს. მათში
დაბუდებული ცოდნის ცივი ქაოსი მზეზე გალღვა და მხიარული, ჭაბუკური
ფერებით შეიღება. ზამთარს ზაფხული სცვლიდა.
- ჩვენი საუბრის საგანი დღეს, - დაიწყო მან, და ხშირ, მწვანე ჩრდილში
მიმოფანტული ხეები, ვით ყვავილის გვირგვინი ნაწვიმარზე, გაიტრუნნენ და
სული განაბეს, - ყოველი არსის შექმნაა. თავდაპირველად, - განაგრძო კენტავრმა,
- ქარით განაყოფიერებულმა შავნაბადა ღამემ ვერცხლის კვერცხი დასდო
უკუნეთის საშოში. ამ კვერცხიდან გამოიჩეკა ეროსი, რაც ნიშნავს...
- სიყვარულს, - მიუგო ბავშვის ხმამ ბალახიდან.
- და სიყვარულმა აამოძრავა სამყარო. მან შვა ყველაფერი: მზე, მთვარე,
ვარსკვლავები, დედამიწა, თავისი მთებითა და მდინარეებით, ხეებით,
ბალახითა და ცოცხალი არსებებით. ოქროსფრთიანი ეროსი ოთხთავა იყო და
87
ორსქესიანი, ზოგჯერ ის ხარივით, ან ლომივით ღრიალებდა, ზოგჯერ
გველივით სისინებდა, ანდა ცხვარივით ბღაოდა. ვიდრე ის იყო მბრძანებელი,
ქვეყნად თანხმობა სუფევდა, როგორც ფუტკრების სკაში. ხალხი უზრუნველად
და უშფოთველად ცხოვრობდა; რკოთი, კენკრითა და ხის ტკბილი წვენით
იკვებებოდა; ცხვრისა და თხის რძეს სვამდნენ, არასოდეს ბერდებოდნენ, ბევრს
ცეკვავდნენ და მღეროდნენ. ადამიანებს ისევე არ ეშინოდათ სიკვდილის,
როგორც დაძინების. ხოლო შემდეგ სამეფო კვერთხი ურანოსს გადაეცა...
IV
გაკვეთილების შემდეგ ორას მეოთხე ოთხში ავედი, მამასთან. იქ ორი მოწაფე
დამხვდა. მტრული მზერა ვესროლე მათ, ჩემს დამაბრმავებელ წითელ პერანგში
ფანჯარას მივუახლოვდი და ოლტონს დავუწყე ცქერა. იმ დღეს გულში
დავიფიცე, მამაჩემს აღარავის დავაჩაგვრინებ-მეთქი და ეს ორი მოწაფე ზედმეტ
დროს რომ აკარგვინებდა, ახლა პირველი მტრები იყვნენ, ვისაც უნდა შევბმოდი,
ერთი მათგანი დეიფენდორფი იყო, მეორე კი - ჯუდი ლენჯერი. დეიფენდორფი
ამბობდა:
- სახელოსნოში მუშაობა, მანქანაზე ბეჭდვა ან სხვა ამგვარი კიდევ მესმის, მისტერ
კოლდუელ, მაგრამ კოლეჯში სწავლის გაგრძელებას მე არ ვაპირებ და
რიღასთვის ვზუთხო მილიონი წლის წინ ამოწყვეტილი ცხოველების სახელები,
რა აზრი აქვს?
- არავითარი აზრი არა აქვს, - მიუგო მამამ. - ორასი პროცენტით მართალი ხარ; რა
საქმე
გვაქვს გადაშენებულ ცხოველებთან? ამოწყდნენ და ჩვენი ჭირიც წაუღიათ, აი
ჩემი დევიზი. მეც თავი მომძულდა. მაგრამ რაკი მასწავლებელი ვარ და ფულს
ამაში მიხდიან, სულ ასე უნდა გიჩიჩინოთ, სანამ სული არ ამომხდება. ან შენ
გაიმარჯვებ, ან მე, დეიფენდორფ, და თუ ამ სისულელეს თავიდან არ
გამოილალავ, ტყავს გაგაძრობ, სანამ შენ დამასწრებდე. შიშველი ხელებით
დაგახრჩობ, თუ დამჭირდა. მე ჩემი სიცოცხლისათვის ვიბრძვი. ცოლი, შვილი და
მოხუცი სიმამრი მყავს სარჩენი. შენ გგონია, მე არ მინდა ქუჩაში გასეირნება?
ძალიან მეცოდები. ვიცი, რომ იტანჯები.
ხმამაღლა გავიცინე, მაგრამ ფანჯარას არ მოვშორებივარ. ამ გზით მინდოდა შური
მეძია დეიფენდორფზე, რომელსაც მამაჩემი უხილავ ქსელში გაება და სისხლს
ხარბად სწოვდა. ოჰ, ეს გულქვა ბავშვები! ჯერ გააცოფებენ (იქამდე, რომ
სიბრაზისაგან პირზე დუჟი მოადგება და თვალები ბასრი ალმასივით უკიაფებს),
ხუთი წუთის შემდეგ კი მოვლენ, გულს გადაუშლიან და უნდათ რომ მამამ
88
გაამხნევოს, რჩევა მისცეს. მაგრამ ზღურბლს გადააბიჯებენ თუ არა, მაშინვე მის
გაკილვას მოჰყვებიან. განზრახ ზურგით ვიდექი, ვიდრე ეს საზიზღარი საუბარი
დამთავრდებოდა.
ფანჯრიდან კორდს გავცქეროდი - იქ შემოდგომით სკოლის ორკესტრი
ვარჯიშობდა და გოგონების გუნდი სპორტსმენთა მისალმებას სწავლობდა.
გვერდით ჩოგბურთის კორტები, ხანაგისკენ მიმავალი გზის გაყოლებით
დარგული წაბლის ხეები და შორს, ცისფერ ჰორიზონტში შეჭრილი ქვის
სატეხებით დასერილი ოლტონის მთა მოჩანდა. მოსახვევში ჩვენკენ მომავალი
ტრამვაი გამოჩნდა, ნავაჭრით დატვირთული მგზავრებით გატენილი.
მოსწავლეები, რომლებიც ოლტონის მხარეს ცხოვრობდნენ, გაჩერებასთან
შეჯგუფებულიყვნენ. ქვევით, ბეტონის ბილიკებზე, რომლებიც ქალების
გასახდელთან იწყებოდა და შენობას ირგვლივ უვლიდა - ცხვირით გაყინულ
მინას მივეკარ, რომ უკეთესად დამენახა - ორ-ორად და სამ-სამად იშლებოდნენ
გოგონები, ერთმანეთში ირეოდა ბეწვეულის, წიგნებისა და შალის ლაქები. როცა
ისინი პირს აღებდნენ, ჰაერში ორთქლი იფანტებოდა. ხმები არ მესმოდა.
ვცდილობდი პენისთვის მომეკრა თვალი. მთელი დღე გავურბოდი მას, რადგან
მასთან მისვლა მშობლების ღალატს ნიშნავდა, რომელთათვისაც რაღაც
შეუცნობელი, ამაღლებული მიზეზის გამო ახლა განსაკუთრებით საჭირო ვიყავ.
- ...მარტო მე, არა? - ეუბნებოდა მამას დეიფენდორფი. ის მუდამ წრიპინებდა.
ასეთი
წვრილი ხმა სულ არ შეეფერებოდა მის მძლავრ, ტანწყობილ სხეულს. ხშირად
მინახავს შიშველი დეიფენდორფი გასახდელში. წითური ბანჯგვლით
დაფარული, სქელი ფეხები, ფართო, მკვრივი ტორსი, დაქანებული, ლაპლაპა
მხრები და გრძელი მკლავები ჰქონდა, პატარა, ნავის მსგავსი წითელი ხელის
მტევნებით. ნაღდი მოცურავე იყო.
- ეს მართალია, მარტო შენ არა ხარ ასეთი, - დაეთანხმა მამა. - მაგრამ, მაინც,
დეიფენდორფ, გეტყვი, რომ ყველაზე უარესი ხარ. წლეულს შენისთანა
გაუგონარი მოწაფე არ მყოლია.
მამამ გულგრილად წარმოთქვა ეს სიტყვები. მრავალი წლის განმავლობაში
სკოლაში მუშაობის შემდეგ მას შეეძლო ზუსტად განესაზღვრა მოსწავლის
მორჩილება, ათვისების უნარი, სპორტული მონაცემები.
გოგონებს შორის პენი არ ჩანდა. დეიფენდორფი დუმდა ჩემს ზურგს უკან,
გაოცებული, და, მგონი, ცოტა ნაწყენიც. მას ერთი სუსტი მხარე ჰქონდა. უყვარდა
მამაჩემი. მიმძიმს ვაღიარო, მაგრამ მამაჩემი და ეს პირუტყვი ძალზე გულთბილ
89
განწყობილებაში იყვნენ ერთმანეთთან. ეს ჩემს აღშფოთებას იწვევდა. ნერვები
მეშლებოდა, მამაჩემი ენად რომ
გაიკრიფა ამ ლაწირაკთან, თითქოს მთელ ამ სისულელეში, რასაც ისინი
როშავდნენ, საღი აზრის ნატამალი მოიძევებოდა.
- ჩვენმა გამჩენმა ბრძენმა მამებმა ასე განსაჯეს, - უხსნიდა მამაჩემი, - რომ
ბავშვები ზედმეტი ტვირთია მშობელთათვის. ამიტომ მათ შემოიღეს ციხეები,
რომლებსაც ეწოდება სკოლები და წამების იარაღი, რომელსაც ეწოდება
განათლება. თქვენ სკოლაში მაშინ გგზავნიან, როცა მშობლებს უკვე აღარ
შესწევთ თქვენი მოვლის უნარი, მუშაობის დაწყება კი ჯერ ადრეა. მე
საზოგადოების ნაყარნუყარის დაქირავებული ზედამხედველი ვარ, ავადმყოფთა, ხეიბართა, შეშლილთა და უვიცთა მეთვალყურე. ერთადერთი რამ
შემიძლია გირჩიო: სანამ გვიან არ არის, ჭკუაზე მოდი და რამე ისწავლე, თორემ
ჩემისთანა არარაობა გამოხვალ, და თავის სარჩენად იძულებული გახდები
მასწავლებლობას მიჰყო ხელი. როცა ოცდათერთმეტ წელში, კრიზისის დროს,
ქუჩაში მისროლეს, თავგზა ამებნა. სად უნდა წავსულიყავი? არაფერი ვიცოდი.
მთელი სიცოცხლე ღმერთი მყავდა შემწედ, თორემ ისე არაფრად ვვარგოდი.
კარგია, ჩემი სიმამრის ძმისწულმა, ელ ჰამელმა, სიკეთე გამოიჩინა და
მასწავლებლად მომაწყო. მაგრამ შენ ამას არ გისურვებ, ჩემო ბიჭიკო. მართალია,
ჩემი უბოროტესი მტერი ხარ, მაგრამ ამას მაინც არ გისურვებ.
ოლტონის მთას გავცქეროდი და ყურები მეწვოდა. რაღაცნაირად მიუწვდომლად,
თითქოს ანაზდად აღმოჩენილ კრიალა მინის ჭუჭრუტანიდან განმეჭვრიტოს,
თვალწინ წარმომიდგა მომავალი და იმ წუთს დანამდვილებით ვიცოდი, რომ
დეიფენდორფი მასწავლებელი გამოვიდოდა. ეს ეწერა და აუხდა კიდეც.
თოთხმეტი წლის შემდეგ, როცა მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი, ოლტონის
ერთ გარეუბანში დეიფენდორფს შევხვდი. მოჯაჯული ყავისფერი კოსტიუმი
ეცვა და გულჯიბიდან ფანქრები და კალმისტრები მოუჩანდა, როგორც ოდესღაც,
დიდი ხნის წინ დავიწყებულ დროს, მამაჩემს. დეიფენდორფს სიმსუქნე მორეოდა
და საგრძნობლად გამელოტებულიყო, მაგრამ ნამდვილად ის იყო. მან მკითხა,
გამბედაობა
ეყო
ეკითხა
ჩემთვის,
მეორეხარისხოვანი
ჭეშმარიტი
აბსტრაქციონისტისათვის, რომელიც ოცდამესამე ქუჩაზე, სხვენზე ზანგ
საყვარელთან ერთად ცხოვრობდა, გავხდებოდი თუ არა როდესმე
მასწავლებელი. მე ვუთხარი, „არა“- მეთქი. მაშინ მან გრძელი საუბარი გამიბა. თან
სერიოზულად შემომცქეროდა თავისი ჩამქრალი თვალებით: „პიტ, ხშირად
ვიგონებ, რასაც მამაშენი მეუბნებოდა მასწავლებლის მოწოდების შესახებ. ეს
ადვილი არაა, ამბობდა ის, მაგრამ ამქვეყნად ვერაფერი მოგანიჭებს ამგვარ
კმაყოფილებასო. ახლა თვითონ გავხდი მასწავლებელი და მივხვდი, რისი თქმაც
90
უნდოდა. შესანიშნავი ადამიანი იყო მამაშენი. თუ იცი ეს შენ?“ ახლა კი ის თავისი
წვრილი, წივანა ხმით რაღაც ამდაგვარს კნაოდა:
- მე თქვენი მტერი არა ვარ, მისტერ კოლდუელ. მე თქვენ მიყვარხართ. თქვენ
ყველა ბავშვს უყვარხართ.
- ჩემი უბედურებაც ესაა, დეიფენდორფ. მასწავლებლისათვის არაფერია ამაზე
უარეს. მე სულაც არ მინდა, რომ გიყვარდეთ. მე მხოლოდ ერთი რამ მინდა: რომ
თქვენ ჩუმად ისხდეთ ჩემს გაკვეთილებზე დღეში ორმოცდაათ წუთს, ხუთ
დღეს კვირაში. და კიდევ მინდა, დეიფენდორფ, რომ შენ შიშით კანკალებდე,
როცა ჩემს საკლასო ოთახში შემოდიხარ. კაციჭამია კოლდუელი - აი რას უნდა
ფიქრობდეთ ჩემზე. ჰურრაჰ!..
მათკენ შემოვტრიალდი და გავიცინე, გადავწყვიტე ჩავრეულიყავი. ისინი
გაცვეთილ, ყვითელ მაგიდას სხვადასხვა მხარეს მისხდომოდნენ და
ერთმანეთისკენ შეთქმულებივით გადმოხრილიყვნენ. მამა ფერმკრთალი იყო.
განაწამები, ჩაცვენილი საფეთქლები უპრიალებდა; მაგიდაზე ქაღალდები,
თუნუქის მოსაჭერები და თითქმის გომბეშოებად ქცეული პრესპაპიები ეყარა.
დეიფენდორფმა მთლად გაუწყვიტა მამას ქანცი; ძალიან ღლიდა სკოლაში
მუშაობა. ვხედავდი ამას, მაგრამ არაფრის გაკეთება არ
შემეძლო. დეიფიმ ბოროტად ჩაიცინა და ვიგრძენი, რა კმაყოფილებას
განიცდიდა, მამაჩემის მღელვარე ლაპარაკს რომ ისმენდა, რა ახალგაზრდა,
სუფთა, ლამაზი, თვითდაჯერებული და უძლეველი ეჩვენებოდა საკუთარი თავი
ამ დაუცხრომელი, დავარდნილი ბეხრეკის გვერდით. მამამ, რაკი გაბრაზება
შემატყო, შეცბა, საუბარი შეწყვიტა.
- რვის ნახევარზე სპორტკლუბთან მოდი, - მკვახედ ესროლა მან დეიფენდორფს.
საღამოსთვის ცურვაში შეჯიბრება იყო დანიშნული და დეიფენდორფი სკოლის
სახელით გამოდიოდა.
- იმათ ოხტში კი ამოვალთ, მისტერ კოლდუელ, - დაიქადნა დეიფენდორფმა. ძალიან გაყოყოჩდნენ. დროა თავის ადგილზე დავსვათ.
მთელი წლის განმავლობაში ჩვენ გუნდს ერთი შეხვედრაც არ მოუგია;
ოლინჯერი ნამდვილი სახმელეთო ქალაქი იყო. აუზიც არ გვქონდა, მდინარის
ფსკერი კი,
საგუბარში, ხანაგთან, ბოთლის ნამსხვრევებით იყო მოფენილი. ზიმერმანის ნებასურვილით, რომელიც მასწავლებლებს თავის ჭკუაზე ატრიალებდა, ღმერთმა
უწყის რატომ, მამა სკოლის მოცურავეთა გუნდის მწვრთნელად დანიშნეს, თუმცა
თიაქარის გამო წყალში შესვლა არც კი შეეძლო.
91
- გააკეთე ის, რისი ძალაც შეგწევს. შეუძლებელს ვერავინ მიაღწევს, - თქვა მამამ. წყალზე ჯერ არავის გაუვლია.
ახლა მგონია, რომ მამას მაშინ უნდოდა, რომ შევკამათებოდით, მაგრამ სამივემ
დუმილი ვამჯობინეთ.
საკლასო ოთახში ჯუდი ლენჯელიც იყო. მამა ამბობდა, მოხუცმა ლენჯელმა
დააშინა გოგონა - უფრო მეტს სთხოვს, ვიდრე მას შეუძლია გააკეთოსო. მაგრამ მე
ეჭვი მეპარებოდა ამაში. ჩემი აზრით, ჯუდი სრულიად ჩვეულებრივი გოგო იყო,
არც ჭკუით ბრწყინავდა და არც სილამაზით. ძალიან დიდი წარმოდგენისა იყო
თავის თავზე და სისხლს უშრობდა მამაჩემისთანა გულუბრყვილო
მასწავლებლებს. ჯუდიმ სიჩუმით ისარგებლა და თქვა:
- მისტერ კოლდუელ,
თქვენთვის.
მინდოდა
ხვალინდელ
საკონტროლოზე
მეკითხა
- ერთ წუთს მაცადე, ჯუდი.
დეიფენდორფი უკვე გაძღა და წასვლა უნდოდა. მიკვირს, როგორ არ აბოყინებდა,
როცა სკამიდან ადგა. მამამ ჰკითხა:
- დეიფი, თამბაქოს მოწევაზე რაღას იტყვი? თუ გაიგეს, რომ კიდე ეწევი,
გუნდიდან გაგაგდებენ.
წვრილმა, ბრიყვულმა ხმამ ზღურბლიდან დაიწივლა:
- შემოდგომიდან თამბაქო თვალითაც არ მინახავს, მისტერ კოლდუელ.
- ნუ ცრუობ, ჩემო ბიჭიკო. სიცოცხლე მეტისმეტად მოკლეა იმისათვის, რომ კაცმა
ტყუილები ილაპარაკოს. ადამინთა მოდგმის არანაკლებ ორმოცდაჩვიდმეტმა
წარმომადგენელმა მამცნო, რომ შენ ეწევი, და ზიმერმანის ყურამდე თუ მივიდა,
რომ ხელს გაფარებ, შავი დღე დამადგება.
- კარგი, მისტერ კოლდუელ, ყველაფერი გასაგებია.
- ჩემთვის საჭიროა, რომ შენ დღეს ბრასის სტილით ორასი მეტრი გაცურო და
გამარჯვებული გამოხვიდე.
- დამშვიდებული ბრძანდებოდეთ, მისტერ კოლდუელ.
თვალები დავხუჭე. ჩემთვის აუტანელი წამება იყო მამაჩემის ყურის გდება, როცა
ის მწვრთნელის კილოთი ლაპარაკობდა. მაგრამ უსამართლო ვიყავ, ბოლოს და
ბოლოს სულ იმას არე ვნატრობდი, რომ ის სხვა მამაკაცებივით
ალაპარაკებულიყო, მშვიდი, თვითდაჯერებული კილოთი, ურომლისოდაც ეს
ქვეყანა წარმოუდგენელია. იქნებ ის მტანჯავდა, რომ დეიფენდორფს შეეძლო
92
რაღაცით ეშველა მამაჩემისთვის - თავისუფალი სტილით ბრასით ორას მეტრს
თუ გაცურავდა, მე კი ამის უნარიც არ მქონდა. მე არ მისწავლია ცურვა, რადგან
ჩემი კანის გამოჩენისა მრცხვენოდა. წყლის სამეფო ჩემთვის მიუწვდომელი იყო
და მეც ჰაერი შევიყვარე, ჰაეროვან კოშკებს ვაგებდი და ამას მომავალს ვეძახდი,
ამით ვაპირებდი მამაჩემის დაჯილდოებას განვლილი ტანჯვის წილ.
- რაო ჯუდი, რა ამბავია? - ჰკითხა მამამ.
- ვერ გავიგე, რას შეგვეკითხებით.
- მერვე, მეცხრე და მეათე თავებს, ხომ გითხარით გაკვეთილზე.
- უჰ, რა ბევრია!
- შენც სწრაფად გადახედე, ჯუდი, შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ. იცი, როგორ უნდა
იმეცადინო.
მამამ უცებ გადაშალა წიგნი - სახელმძღვანელო, რომლის ნაცრისფერ ყდაზეც
მიკროსკოპი, ატომი და დინოზავრი ეხატა.
- განსაკუთრებით იმას მიაქციე ყურადღება, რაც კურსივითაა დაბეჭდილი. აი,
მაგალითად, მაგმა. რა არის მაგმა?
- ამას შეგვეკითხებით?
- ვერ გეტყვი, რას შეგეკითხებით, ჯუდი. ეს უსინდისობა იქნებოდა სხვების
მიმართ, მაგრამ მაინც უნდა იცოდე, მაგმა რა არის.
- ვულკანებიდან რომ ამოდის.
- ჰო, სწორეა. მაგმა ამოფრქვეული ქანია გამდნარ მდგომარეობაში. მერე.
დაასახელე მთის ქანების სამი ტიპი.
- ამას შეგვეკითხებით?
- ვერ გეტყვი, ჯუდი, გაიგე. მაინც რა ქანები არსებობს?
- ნარჩენი...
- მაგმური, დანალექი და მეტამორფული. მოიყვანე თითოეულის მაგალითი.
- გრანიტი, კირქვა და მარმარილო, - თქვი მე.
ჯუდიმ შემკრთალმა გადმომხედა.
- ან ბაზალტი, ქვიშა და ფიქალი, - თქვა მამამ. გამოლენჩებული გოგო ხან, მე
მიყურებდა და ხან მამას, თითქოს პირი შეგვეკრას მის წინააღმდეგ. თუმცა ასეც
93
იყო. ზოგჯერ, ბედნიერ წუთებში, მე და მამა განუყოფელ მთელად ვიქცეოდით
ხოლმე, პაწია რაზმად, რომელშიც მხოლოდ ორი კაცი შედიოდა.
- გინდა, საინტერესო რამ გიამბო, ჯუდი? - უთხრა მამამ. - ფიქალის ყველაზე
მდიდარი საბადოები ამერიკის კონტინენტზე პენსილვანიაშია, ჩვენს გვერდით.
ლიჰაის და ნორთჰემპტონის ოლქებში. - მამამ ხელი ზურგს უკან წაიღო და
დაფას მიუკაკუნა. - რაც დაფები ჰკიდია სკოლებში, სანაპიროდან სანაპირომდე,
სულ აქედან არის წაღებული.
- მაგრამ ეს ხომ არ უნდა ვიცოდეთ?
- სახელმძღვანელოში არ წერია. მაგრამ მე მეგონა, რომ დაგაინტერესებდა. ეცადე
დაინტერესდე. ნიშნებზე ნუ ფიქრობ, მამაშენი როგორმე გადაიტანს ამას.
მაგრად დადექი მიწაზე, ჯუდი. შენს ასაკში არც კი ვიცოდი, ახალგაზრდობა რა
იყო. არც მერე
გამიგია. აი რას გეტყვი, ჯუდი: ზოგი უხვად დაჯილდოებულია ნიჭით, ზოგი კი
არა. მაგრამ ერთი რამ ყველას აქვს, თუნდაც ეს მარტო სიცოცხლე იყოს.
გულმოწყალე ღმერთმა იმისათვის კი არ შეგვქმნა, რომ ის ვიდარდოთ, რაც არ
გაგვაჩნია. ერთ კაცს რომ ორი ტალანტი ჰქონდეს, და მეორეს ხუთი, პირველი
შურით არ უნდა აღივსოს მეორის მიმართ. შეგვხედე მე და პიტერს. მე ერთი
ტალანტიც არ გამაჩნია, მას კი ათი აქვს. მაგრამ ამისათვის როდი მეჯავრება.
მიყვარს. შვილია ჩემი.
ჯუდიმ პირი დააღო და, მეგონა, იტყოდა: „ამას შეგვეკითხებით?“ მაგრამ
არაფერი უთქვამს. მამამ სახელმძღვანელო გადაფურცლა.
- რა ეროზიული აგენტები იცით? - ჰკითხა მან.
ჯუდიმ გამბედაობა მოიკრიბა:
- დრო?
მამამ თავი აიქნია, თითქოს სახრე გადაუჭირესო. თვალები შესივებოდა, ლოყები
ავადმყოფურ სიწითლლეს დაესერა, კაცს ეგონებოდა, სილა გააწნეს და სახეზე
თითების ანაბეჭდი დარჩაო.
- მართალი გითხრა, ეს სულ აღარ მიფიქრია, - თქვა მან. - მე მხედველობაში
მქონდა წყალი, ქარი და მყინვარები. ჯუდიმ ეს ყველაფერი რვეულში ჩაიწერა.
- დიასტროფიზმი, - განაგრძო მამამ. - იზოსტაზია. რას ნიშნავს ეს? დახატე
სეისმოგრაფის სქემა. რა არის ბათოლითი?
- მაგრამ ამას ხომ არ გვკითხავთ?
94
- შეიძლება აღარც კი გკითხოთ, - მიუგო მამამ, - ნუ ფიქრობ საკითხებზე.
დედამიწაზე იფიქრე... ნუთუ არ გიყვარს ის? არ გინდა, მეტი იცოდე მის შესახებ?
იზოსტაზია მსუქანი ქალის წელზე შემოვლებულ სარტყელს ჰგავს.
ჯუდი სახედაძაბული უსმენდა. ფუმფულა ლოყებშუა ჩაჭყლეტილი ცხვირი
ძლივს მოუჩანდა ღრმა და მკაცრ ნაოჭებს შორის. ცხვირის წვერზე მესამე
ვერტიკალური ნაკეცი ჰქონდა. ტუჩებიც სუ ნაკეცებში ჩაფლობოდა და, როცა
ლაპარაკობდა, ყბები დევისპირას ყვავილივით აუდ-ჩაუდიოდა.
- რა იმას შეგვეკითხებით, რა ჰქვია... პროტოზანს?
- პროტოზოურ ერას? დიახ, ქალბატონო. ასეთი შეკითხვა სავსებით
მოსალოდნელია: თანმიმდევრობით ჩამოთვალეთ ექვსი გეოლოგიური ერა და
მიუთითე მათი მიახლოებითი ხანგრძლივობა. კაინოზოური ერა როდის იყო?
- მილიარდი წლის წინ?
- შენ ცხოვრობ მასში, ჩემო გოგონავ. ჩვენ ყველანი მასში ვცხოვრობთ. იგი
სამოცდაათი მილიონი წლის წინ დაიწყო. გარდა ამისა, შეიძლება, მაგალითად,
დავასახელო რამდენიმე გადაშენებული ცხოველი და გთხოვოთ მიუთითოთ,
თუ რომელ კლასს, ერას და სისტემას მიეკუთვნება ისინი. მაგალითად:
ჯავშნოსნები - ძუძუმწოვრები,
კაინოზოური ერა, მესამეული სისტემა, ეოცენის ეპოქა. ამის ცოდნა აუცილებელი
არ არის. იქნებ, შენ თვითონ დაგაინტერესოს იმ ამბავმა, რომ ჯავშნოსანი ძალიან
წააგავდა უილიამ ჰაუედ ტაფტს, ჩვენს იმდროინდელ პრეზიდენტს, როცა მე
შენოდენა ვიყავი.
დავინახე, როგორ ჩაიწერა ჯუდიმ რვეულში: „ერები არ არის საჭირო, და ამ
სიტყვებს ჩარჩო შემოავლო. მამა სულ ლაპარაკობდა, ის კი ამ დროს ჩარჩოს
სამკუთხედებით მოხატვას შეუდგა.
- ან ლეპიდოიდენდრონი - გიგანტური გვიმრა, პალეოზოური ერა, პენსილვანიის
სისტემა. ან ერიოპსი - ეს რაღაა, პიტერ? მე არ ვიცოდი.
- ქვეწარმავალია, - ვაჯახე ალალბედზე, - მეზოზოური ერა.
- წყალხმელეთა ცხოველია, - მომიგო მამამ. - უფრო ძველ პერიოდს მიეკუთვნება.
ან არქეოპტერიქსი, - განაგრძო მან, გამოცოცხლებულმა, დარწმუნებული იყო,
რომ ეს უკვე ნამდვილად გვეცოდინებოდა: - რა არის ეს, ჯუდი?
- როგორ, როგორ? არქა...
95
- არქეოპტერიქსი. - მან ამოიოხრა. - პირველი ფრინველი. ის ყვავისოდენა იყო.
ფრთები ქერცლისაგან განუვითარდა. გადახედე ცხრილებს ორას მესამე და
ორას მეხუთე გვერდზე. მთავარია სიმშვიდე, დაიხსომე, რაც ჩაიწერე და
ყველაფერი კარგად იქნება.
- როცა გაკვეთილებს ვსწავლობ, გული მერევა და თავბრუ მეხვევა, - გამოტყდა
ჯუდი. საცა იყო ატირდებოდა. მისი სახე გაუშლელ დამჭკნარ კვირტს
მაგონებდა. ის ფერმკრთალი იყო და მისი სიფითრე თვალისდახამხამებაში
მოედო მთელ ოთახს, ბრჭყვიალა კედლებს, რომლებსაც ტყეში მოგროვილი
აშმორებული თაფლის ტკბილი სურნელი დაჰკრავდა.
- ეს ახალი ამბავი არ არის, - თქვა მამამ და ყველაფერი ისევ თავის ადგილზე
დადგა. - ცოდნისაგან ყველას გული ერევა. ეცადე, რაც შეგიძლია, ჯუდი, და
მშვიდად იძინე. ნუ შეშინდები. გაივლის ოთხშაბათი და ყველაფერი
დაგავიწყდება. ვინ იცის, იქნებ, სულ მალე კიდევაც გათხოვდე და ექვსი შვილი
შეგეძინოს.
აღშფოთება ვიგრძენი, რადგან მივხვდი, რომ მამას შეეცოდა ჯუდი და მთელი
საკონტროლო საკითხები ჩამოუთვალა.
როცა ჯუდი წავიდა, მამა ადგა, კარი დაკეტა და თქვა:
- საბრალო, მაგის მამას შინაბერა შერჩება ხელში. ჩვენ ორნიღა ვიყავით ოთახში.
ფანჯარას მოვცილდი და ვთქვი:
- იქნებ მამამისს ასეც ურჩევნია.
წუთითაც არ მავიწყდებოდა, რომ წითელი პერანგი მეცვა; ოთახში სიარულის
დროს მისი წითელი ბზინვარება თვალის კუთხეში მიელავდა. ამის გამო ჩემი
სიტყვები მრავალმნიშვნელოვნად და ჭკვიანურად ჟღერდა.
- მაგას ტყუილად ფიქრობ, - თქვა მამამ. - გაავებულ ქალზე უარესი არაფერია
ამქვეყნად. დედაშენს ერთი ღირსება აქვს - არასგზით არ გაბოროტდება. შენ ამას
ვერ გაიგებ, პიტერ, მაგრამ მე და დედაშენს ბევრი კარგი რამ განგვიცდია ერთად.
მაინცდამაინც არ მჯეროდა მისი, მაგრამ ეს ისე წარმოთქვა, რომ დუმილის გარდა
არაფერი დამრჩენოდა. მერე მაგიდიდან მოცისფერო ქაღალდის ფურცელი აიღო
და მე გამომიწოდა.
- წაიკითხე და აქვითინდი, - მითხრა მან. ჯერ მეგონა, ის საბედისწერო დიაგნოზი
თუ არის-მეთქი და სისხლი გამეყინა. როდის მოასწრო-მეთქი, გავიფიქრე.
მაგრამ ზიმერმანის ერთ-ერთი ყოველთვიური შეფასება აღმოჩნდა.
96
ოლინჯერის საშუალო სკოლა დირექტორის
კანცელარია
10. 1. 47 წ.
მასწავლებელი ჯ. უ. კოლდუელი. საგანი - ბუნებისმეტყველება, მე-10 კლასი.
დასწრების დრო - დილის 11.05, 8.1. 47 წ.
მასწავლებელი გაკვეთილზე თორმეტი წუთის დაგვიანებით გამოცხადდა,
გაოცება ვერ დაჰფარა, როცა საკლასო ოთახში დირექტორი დაუხვდა. ეს
მოსწავლეებმა შეამჩნიეს. მასწავლებელი შეეცადა მოსწავლეების თანდასწრებით
დირექტორისთვის ახსნა-განმარტება მიეცა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი
განაცხადა მის მოსმენაზე. გაკვეთილის თემა მოიცავდა სამყაროს წლოვანებას,
ვარსკვლავებს, დედამიწის წარმოშობასა და სიცოცხლის ევოლუციის სქემას.
მასწავლებელმა არ დაინდო მოსწავლეთა რელიგიური გრძნობები.
საბუნებისმეტყველო დარგების ჰუმანური ღირებულება აუხსნელი დარჩა.
ერთხელ მასწავლებელმა ძლივს შეიკავა თავი, რომ არ ეთქვა „ეშმაკმა წაიღოს“.
საკლასო ოთახში გაკვეთილის დასაწყისშივე გამეფებული უწესრიგობა და
ხმაური თანდათან იზრდებოდა. მოწაფეები, ეტყობა, ცუდად იყვნენ
მომზადებული და ამიტომ მასწავლებელმა ლექციური მეთოდის გამოყენება
ამჯობინა. როდესაც ერთი წუთი აკლდა ზარის დარეკვას, მან ერთ-ერთ
მოსწავლეს ზურგზე
ფოლადის წნელი დაჰკრა. ასეთი ფიზიკური ზემოქმედება წარმოადგენს
პენსილვანიის შტატის კანონის უხეშ დარღვევას და მშობლების მხრივ საჩივრის
აღძვრის შემთხვევაში შეიძლება გახდეს მასწავლებლის დათხოვნის მიზეზი.
მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებელმა იცის თავისი საგანი და
გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსწრებული მაგალითი
მოიყვანა, რამაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ხელმოწერა: ლუის მ. ზიმერმანი.
სანამ ვკითხულობდი, მამამ ფარდები
ჩამობნელდა.
ჩამოუშვა
და
საკლასო ოთახში
- ხომ ხედავ, - ვუთხარი მე, - კარგი შთაბეჭდილება დაგიტოვებია.
- მაგაზე უარეს შეფასებას ეშმაკიც ვერ დაწერს. ალბათ, მთელი ღამე დასჭირდა ამ
შედევრის შესათითხნად. ეს ქაღალდი სკოლის საბჭოში რომ მოხვდეს, მაშინვე
გამაგდებენ, სტაჟს აღარ მიჰხედავენ.
- ვის დაარტყი? - ვკითხე მე.
97
- დეიფენდორფს. დევისის უნამუსო გოგომ ჭკუაზე შეშალა საწყალი.
- შენც იტყვი ერთი, საწყალი! ჯერ იყო და მანქანის გისოსი გაგვიტეხა, ახლა კი
მაგის გულისთვის სამსახურიდან უნდა დაგითხოვონ. ორი წუთის წინ არ იყო,
ამ ადგილას, მთელი შენი ცხოვრება რომ უამბე?
- ის არარაობაა, პიტერ. მეცოდება. აბა, რამ გაგვყო მე და ის? შური გადავყლაპე და
ვთქვი:
- მამა, ეს შეფასება არც ისე ცუდია.
- მაგაზე უარესი რაღა უნდა დაეწერა, - მომიგო მამამ, რომელიც მერხებშუა
მიდიოდა ფარდის ჩამოსაშვები ჯოხით ხელში. - გამანადგურა და ეგ არის. ახია
ჩემზე, თხუთმეტი წელია აქა ვმუშაობ და ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე. არ გინდა
თხუთმეტი წელი გაუძლო ამ ჯოჯოხეთს?
მან კარადიდან ჩვარი გამოიღო და კარისკენ გაემართა. კიდევ ერთხელ
გადავიკითხე შეფასება. მინდოდა ზიმერმანის განაჩენის აზრს ჩავწვდომოდი.
მაგრამ ჩემი ცდა ამაო იყო. მამა უკან დაბრუნდა, - დერეფანში გასულიყო ჩვრის
დასასველებლად. ის ხელის ფართო, რიტმული მოსმით შლიდა ნაწერს და
დაფაზე შავი, დაბრეცილი რვიანები რჩებოდა. საქმიანი შარიშური სიჩუმეს ხაზს
უსვამდა; მაღლა, კედელზე ელექტრულმა საათმა დაიჩხაკუნა და ზიმერმანის
კაბინეტში დაკიდებული მთავარი საათის ბრძანება რომ შეესრულებინა, ისარი
5..17-დან 5..18-ზე გადახტა.
- ეს რაღას ნიშნავს
ღირებულება?
-
საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა
ჰუმანური
- მიდი და ჰკითხე, - თქვა მამამ. - იქნებ, თვითონ იცოდეს. ალბათ, ატომის
სიღრმეში პატარა კაცუნა ზის სარწეველაში და საღამოს გაზეთს კითხულობს.
98
ამას მართლასკოლის საბჭოზე წაიკითხავენ?
- ღმერთმა ნუ ჰქნას ეგ, შვილო. უკვე საქმეშია ჩაკერებული. საბჭოში სამი
მოწინააღმდეგე მყავს, ერთი მეგობარი და ერთიც ვერ გავარჩიე, მტერია თუ
მოყვარე. ამ
მისის ჰერცოგს კაცი ვერაფერს გაუგებს. ისე, ყველას გაუხარდება, თავიდან თუ
მომიშორებენ. გამხმარი ხე უნდა მოიჭრას. დემობილიზაციის შემდეგ
აუარებელი ხალხი დაბრუნდა, ყველას სამუშაო სჭირდება. მამა ამას ცხვირში
დუდღუნებდა, სანამ დაფას წმენდდა.
- იქნებ, ჯობია, შენ თვითონ წახვიდე?
მე და დედა ხშირად ვმსჯელობდით ამის შესახებ და მუდამ საგონებელში
ვვარდებოდით, რადგან, როგორც არ უნდა გვემტვრია თავი, მაინც ნათელი იყო,
რომ თუ მამა ჯამაგირს დაკარგავდა, ვერ ვიცხოვრებდით.
- გვიანაა, - თქვა მამამ. - მეტისმეტად გვიანაა. - მან საათს დახედა. - დალახვროს
ეშმაკმა, მართლა ვაგვიანებ. დოკ აპლტონს დავპირდი ხუთის ნახევარზე
მოვალმეთქი.
შიშით სუნთქვა შემეკრა. მამას თავის დღეში არ უმკურნალია. პირველად
დავრწმუნდი, რომ მისი ავადმყოფობა გამონაგონი არ იყო. სენმა ლაქასავით
გამოჟონა მის სხეულზე.
- მართლა? მართლა ექიმთან მიდიხარ? უხმოდ ვემუდარებოდი, რომ „არა“
ეთქვა.
მამა მიმიხვდა და ერთხანს უსიტყვოდ შევცქეროდით ერთმანეთს. სადღაც
მთრთოლვარე სიბნელეში კარადის კარმა გაიჯახუნა, რომელიღაც ბიჭუნამ
დაუსტვინა, საათის ჩხაკუნი გაისმა.
- დღეს დავურეკე, - დამნაშავესავით თქვა მამამ, თითქოს რაღაც შეცდომას
ინანიებსო. - მივალ, ერთხელ კიდევ მოვისმენ, რა საუცხოოდ სწავლობდა
სამედიცინო ფაკულტეტზე.
მამამ სველი ჩვარი სკამის ზურგზე გადაკიდა გასაშრობად, ფანჯარასთან
მივიდა, ფანქრის სათლელი გაშალა და ნათალის ვარდისფერ ნაკადს სანაგვეში
გადაუძახა. საკლასო ოთახში ფიჭის სუნი დადგა, თითქოს საკმეველს აკმევენო.
- მეც წამოგყვები.
- არაა საჭირო, პიტერ, კაფეში წადი, დაჯექი შენს მეგობრებთან და დროც გავა.
ერთ საათში გამოგივლი და ოლტონში წაგიყვან.
99
- არა, შენთან წამოვალ. მე არა მყავს მეგობრები.
მამამ თავისი მოკლე პალტო კარადიდან გამოიღო და წავედით. მან 204-ე
ოთახის კარი დაკეტა, კიბეზე დავეშვით და პირველი სართულის დერეფანს
გავყევით, სადაც სპორტული პრიზებით გამოტენილი შუშის კარადა იდგა. ამ
კარადის დანახვა მუდამ სევდას მგვრიდა: როცა ის პირველად დავინახე,
მთლად ბავშვი ვიყავი და მაშინვე ცრუმორწმუნეობამ შემიპყრო - ყოველ
ვერცხლის თასში, როგორც ურნაში, მიცვალებულის დაფერფლილი გვამი
მელანდებოდა. ჰელერი, უფროსი დამლაგებელი, იატაკზე წითელი სანთლის
ნაფშვენებს აბნევდა და ნეჭის ცოცხით ჩვენკენ მოერეკებოდა.
- კიდევ ერთი დღე დაგვაკლდა, - უთხრა მამამ.
- აჰ, ja[6], - გამოეხმაურა დამლაგებელი. - სიბერემდე სიქაჩლეო.
ჰელერი ჯმუხი შავთმიანი გერმანელი იყო, ერთი ღერი ჭაღარაც კი არ ერია,
თუმცა სამოც წელს გადასცილდა. პენსნეს ატარებდა, რის გამოც
მასწავლებლებზე მეტად ჰგავდა სწავლულს. მისი ხმა მამის ხმის საპასუხოდ
გამოძახილივით გაისმა. ცარიელი დერეფნის ბოლოში, იქ, სადაც კარებიდან და
ფანჯრებიდან შემოსული სინათლის შუქი ეცემოდა, იატაკს მოელვარე სველი
ლაქა ჰფარავდა. დავმშვიდდი - ისეთ აბსოლუტურ, წმიდათაწმიდა და მრისხანე
მოვლენას, როგორიც სიკვდილია, ამ პაწია სამყაროსთან, რომელშიც უფროსები
ყოველდღიური, გაცვეთილი ფრაზებით მიმართავდნენ ერთმანეთს. მამამ
დაიცადა, სანამ გვერდით კორპუსში გადავირბინე და ჩემი კარადიდან
ქურთუკი და სახელმძღვანელოები გამოვიტანე; მეგონა, იმ საათებში დროს
გამოვძებნიდი გაკვეთილების მოსამზადებლად, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
როცა დავბრუნდი, გავიგონე, რომ მამა ბოდიშს უხდიდა ჰელერს იატაკზე რაღაც
კვალის დატოვებისათვის.
- არა, - ამბობდა ის, - ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენი კეთილშობილური შრომა
გავაორკეცე. მერწმუნეთ, კარგად მესმის, რას ნიშნავს ასეთ საღორეში
სისუფთავის დაცვა. აქ ისეც ყოველდღე ავგიას თავლაა.
- კარგით ერთი. - ჰელერმა მხრები აიჩეჩა.
როცა მივუახლოვდი, ის დაიხარა და მისი ჩრდილი ცოცხმა გადაკვეთა. მერე
ისევ გასწორდა და მე და მამას ხელისგული გამოგვიწოდა. ხელისგულზე
გამხმარი მოგრძო კოშტების გროვა ეყარა, ერთი შეხედვით ვერც გაიგებდა კაცი,
რა იყო.
- თესლია, - თქვა მან.
100
- ვინ მოიტანა სკოლაში თესლი? - გაიოცა მამამ.
- იქნებ, ფორთოხლისაა? - დაეჭვდა ჰელერი.
ესეც კიდევ ერთი საიდუმლოება, - თქვა რატომღაც შემკრთალმა მამამ და
ქუჩაში გამოვედით.
ცივი და ნათელი დღე იყო, მზე ქალაქის დასავლეთ ნაპირისაკენ იწურებოდა და
ჩვენს წინ გრძელი ჩრდილები გაწვა. მერე ჩვენი ჩრდილები ერთმანეთს შეერია
და ყალყზე შემდგარ ოთხფეხა ურჩხულს დაემსგავსა. ტრამვაიმ სტვენით
ჩაიქროლა სამხრეთით, ოლტონისკენ და ნაპერწკლები შემოგვაყარა. ბოლოს და
ბოლოს ჩვენი გზაც იქით იყო, მაგრამ აღთქმულ დრომდე დინებას აღმა
მივყვებოდით. უხმოდ გადავჭერით სკოლის წინ კორდი. მამის ყოველ ორ
ნაბიჯს ჩემი სამი ნაბიჯი უწევდა. ტროტუარის კედელზე შემინული დაფა ეკიდა
განცხადებებისათვის. განცხადებებს უფროსკლასელები წერდნენ მის შრეკის
ხატვის გაკვეთილებზე; დღეს დაფას ჩვენი სკოლის ფერებით დახატული
ოქროსფერი და ყავისფერი დიდი „კ“ ამშვენებდა და ეწერა:
კალათბურთი სამშაბათს 7 საათზე
გადავჭერით ასფალტის დაბრეცილი ზოლი, რომელიც სკოლის ტერიტორიას
ჰამელის გარაჟისაგან ყოფდა. ქვაფენილზე დაღვრილი ზეთის გუბეები
დამდგარიყო, გეოგრაფებისთვის უცნობი კუნძულებით, არქიპელაგებითა და
კონტინენტებით სავსე. ჩავუარეთ ბენზინსაცავს, კოხტა, თეთრ სახლს, რომლის
პარმაღთანაც შპალერზე
ჯვარცმული ხვიარა ვარდის ჟანგისფერი ჩონჩხი ეკიდა; ივნისში ვარდი ყვაოდა
და ყოველ გამვლელ ბიჭს უღვიძებდა ტკბილ ოცნებას, თუ რა ნეტარებაა ვერა
ჰამელის გაშიშვლება. კიდევ ორი სახლის იქით მაინორის კაფე იყო. ოლინჯერის
ფოსტაც იმავე აგურის შენობაში იყო მოთავსებული. ქუჩის მხარეს შენობას ორი
მოსარკული ფანჯარა ჰქონდა; პირველი ფანჯრის უკან ჩასქელებული მისის
პესიფაი იჯდა, მუშების დამქირავებელთა განცხადებებითა და საფოსტო
ინსტრუქციებით გარშემორტყმული, მარკებს ჰყიდდა და ფულად გზავნილებს
არიგებდა. მეორე ფანჯრის მიღმა კი, კვამლში გახვეული ჭაბუკური სიცილით
გარშემორტყმული ასევე ჩასქელებული მაინორ კრეცი ნაყინის ულუფებს
წონიდა და ლიმონიან კოქტეილებს ამზადებდა.
მაინორის ღია ყავისფერი მარმარილოს დახლი სარკესავით ირეკლავდა
ტიხარის იქით განლაგებულ მისის პესიფაის დაწესებულებას: ლინოლიუმით
მოგებულ იატაკს, გისოსებაკრულ ფანჯრებსა და სასწორს. ბავშვობისას ხშირად
101
შევიჭყეტდი ხოლმე ჩუმად ჭუჭრუტანიდან ფოსტის უკანა ოთახში, ვხედავდი
წერილებით გავსებულ თაროებს, ნაცრისფერი ტომრების გროვას და ლურჯ
შარვლებში გამოწყობილ ფოსტალიონებს, რომლებსაც ქუდები მოეხადათ,
ქურთუკები გაეძროთ და
საუბრობდნენ, როგორც მაშინ მეჩვენებოდა, რაღაც ძალზე მნიშვნელოვანზე; და
კიდევ, თითისტოლა ყმაწვილს მეჩვენებოდა, რომ შორეულ ტიხრებს გადაღმა,
სადაც უფროსი ბიჭები ისხდნენ, თამბაქოს კვამლში რაღაც დიდი, ჩემთვის
სასტიკად აკრძალული იდუმალება გამოკრთოდა და მას თვით ფედერალური
კანონი იცავდა. მექანიკური ბილიარდი და კომპოსტერი ერთფეროვან ხმაურს
გამოსცემდნენ; ფოსტაში მაგიდა იდგა, რომელზეც დაფლეთილი, ჭუჭყიანი
პრეს-პაპიე, რამდენიმე დამტვრეული საწერ-კალამი და ორი მოჩუქურთმებული
სამელნე ეყარა. კაფეში კი, სწორედ ისეთსავე ადგილას, ვიტრინაში გასაყიდად
გამოფენილი იყო პლასტმასის პორტსიგარები, მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული
You have read 1 text from Georgian literature.
Next - კენტავრი - 08
  • Parts
  • კენტავრი - 01
    Total number of words is 3340
    Total number of unique words is 2166
    24.6 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    44.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 02
    Total number of words is 3612
    Total number of unique words is 2290
    24.5 of words are in the 2000 most common words
    37.5 of words are in the 5000 most common words
    45.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 2221
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 04
    Total number of words is 3828
    Total number of unique words is 2253
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 05
    Total number of words is 3690
    Total number of unique words is 2293
    25.7 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 06
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2285
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 07
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2208
    28.2 of words are in the 2000 most common words
    40.8 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 08
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 2203
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 09
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2299
    26.9 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 10
    Total number of words is 3832
    Total number of unique words is 2203
    27.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 11
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2293
    26.4 of words are in the 2000 most common words
    39.1 of words are in the 5000 most common words
    46.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 12
    Total number of words is 3897
    Total number of unique words is 2212
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 13
    Total number of words is 3874
    Total number of unique words is 2126
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 14
    Total number of words is 3804
    Total number of unique words is 2211
    27.9 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 15
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2177
    28.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 16
    Total number of words is 3722
    Total number of unique words is 2183
    27.0 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 17
    Total number of words is 3736
    Total number of unique words is 2200
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 18
    Total number of words is 3771
    Total number of unique words is 2310
    27.4 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 19
    Total number of words is 3048
    Total number of unique words is 1793
    25.5 of words are in the 2000 most common words
    36.6 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.