Latin

კენტავრი - 09

Total number of words is 3813
Total number of unique words is 2299
26.9 of words are in the 2000 most common words
40.1 of words are in the 5000 most common words
47.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
აღმოსავლეთით, სადაც ახლა მუყაოს ფაბრიკაა. მისი სახე კარგად მახსოვს.
ბევრჯერ მინახავს ცხენების რემით ოლტონს მიმავალი; გალეული, ჩია მოხუცი
იყო, ხუთი ფუტის სიმაღლე თუ იქნებოდა, შავი ფერის ქუდი, და ისეთი
უზარმაზარი ულვაშებით, რომ სუფრის
ვერცხლეულის გასაფერად გამოდგებოდა. სამი ვაჟი ჰყავდა: კოტი, ღამით რომ
ჭკუაზე შეცდა და სამ მოზვერს თოხით სული გააცხობინა; ბრაინი, რომლისგანაც
მათ მზარეულს, ზანგის ქალს ბავშვი შეეძინა, და გაი, უმცროსი, - ამან მიწა ჩარჩს
მიჰყიდა და იმ ფულის გაფლანგვას თან გადაჰყვა. კოტი, ბრაინი და გაი! ახლა
სამივენი მიწაში წვანან. რაზე დავიწყე ეს ლაპარაკი?
- თქვენი და ზიმერმანის ამბავს ჰყვებოდით, - შევახსენე.
მას მხედველობიდან არ გამოჰპარვია ჩემი თავხედური მოუთმენლობა. მამაჩემის
მხარზემოთ გადმომხედა და დაფიქრებით მოღრიცა ქვედა ტუჩი.
- ჰო, - თქვა მან და მამას მიუბრუნდა. - მე და ლუისი ერთ კლასში ვსწავლობდით,
კლასები კი იმ დროს მთელ ქალაქში იყო გაფანტული. პირველი და მეორე
კლასი პებლკრიკის უკან იყო, სადაც ამჟამად ახალი მოძრავი რესტორანია.
მესამე და მეოთხე - მისის ებერჰარდის ფარდულში, რომელიც მან ქალაქს
მიაქირავა დოლარად წელიწადში; მეხუთე და მეექვსე - ქვის სახლში, შავ
მინდორში, როგორც მაშინ ეძახდნენ, რადგან აქ ნოყიერი შავმიწა ნიადაგი იყო,
ყოფილი იპოდრომის უკან.
სამშაბათობით, როცა დოღი იმართებოდა, გაკვეთილებიდან გვითხოვდნენ,
რადგან ბიჭები სჭირდებოდათ - ცხენების გასაწმენდად და მათ ბილიკზე
გამოსაყვანად. ხოლო როცა მეექვსე კლასი დავამთავრე, საშუალო სკოლა ააგეს
117
ელმ-სტრიტის კუთხეში. მაშინ ეს დიდ ფუფუნებად მიგვაჩნდა, ახლა იმ შენობაში
დაწყებითი სკოლაა, პიტერ, საცა შენ სწავლობდი.
- არ ვიცოდი, - ვთქვი მე, ვცდილობდი წეღანდელი უხეშობა გამომესყიდა.
დოკ აპლტონს, ეტყობა, ესიამოვნა. ისე გადაწვა თავის ჭრაჭუნა სავარძელში, რომ
დაჭმუჭნული მაღალყელიანი წაღები გაცვეთილ ნოხს ძლივსღა სწვდებოდა.
- ლუის მ. ზიმერმანი, - განაგრძო მან, - ჩემზე ერთი თვით უფროსი იყო. ქალები
ბუზებივით ეხვეოდნენ. მისის მეტცლერს, ჩვენს მასწავლებელს პირველ და
მეორე კლასში - სიმაღლით ექვსი ფუტი იქნებოდა და ფეხები თამბაქოს
საწყობის ირგვლივ დარჭობილ ხარიხებს მიუგავდა - მზე და მთვარე
ამოსდიოდა ლუისზე, ასევე მის ლიტსა და მისის მებრისაც, რომლებიც
მომდევნო კლასებში გვასწავლიდნენ. მოკლედ, ზიმერმანს ყველა ფეხქვეშ
ეგებოდა და ვიღას ახსოვდა საცოდავი ტეტია - ჰარი აპლტონი. თავიდანვე ფხა
გამოიჩინა, სიმკვირცხლით გვაჯობა.
- მეც ეგ არ უნდა მეთქვა! მიუგო მამამ. - წელში რომ გავწყდე, მაგას მაინც ვერ
შევედრები.
- მერე რა არის, იცით! - განაგრძო დოკ აპლტონმა, თან ლაპარაკის დროს ბალნიან
ხელებს სასაცილოდ იშველიებდა, ზოგჯერ ხელისგულებს შეაერთებდა, ხანაც
ცალი ხელის თითებს მეორე ხელის გულზე ათამაშებდა, - ყველაფერში ბედი
სწყალობს. ჯერ არ იცის რა არის დამარცხება, ამიტომ არის ასე უხასიათო.
თანდათან იზრდება - მან თეთრი ხელით წრე მოხაზა ჰაერში, - ავთვისებიან
სიმსივნესავით. სანდო არ არის ეგ კაცი, თუმცა ყოველ კვირას საღვთო წერილს
უკითხავს ხალხს კალვინისტების ეკლესიაში. უჰ! ჩემი ნება რომ იყოს, ჯორჯ,
ავიღებდი დანას, - მან ხელი ასწია და ცერი ისე შემართა, რომ ის უცებ მკვრივი
და ბასრი მომეჩვენა, - და ამოვკვეთდი იმ სიმსივნეს.
ნამგალივით მოხრილმა ცერმა ჰაერი სწრაფად გასერა, თითქოს სქელი ფენა
ჩამოათალაო.
- თქვენს გულახდილობას ვაფასებ, დოკ, - უთხრა მამამ, - მაგრამ მე და ბევრ
ჩემისთანას სკოლაში მაგის იქით გზა არა გვაქვს. ამ ქალაქში ყოველი ათი
კაციდან ცხრა ზიმერმანის სახელს ფიცულობს, შაქარივით დნებიან მის
დანახვაზე.
- ხალხი სულელია, - თქვა დოკ აპლტონმა და წინ გადაიხარა. ფეხსაცმელებმა
რბილად გაიტყლაშუნა ნოხზე. - სამედიცინო პრაქტიკამ მარტო ეს ერთი რამ
118
მასწავლა. ლენჩებითაა სავსე ეს ქვეყანა. - მან ხელი დაკრა მამას მუხლზე,
ერთხელ, მეორედ, მესამედ და განაგრძო. ახლა უკვე თითქმის ჩურჩულით
ლაპარაკობდა, თითქოს საიდუმლოს გამხელა სწადიაო. - მერე, როცა პენს
გავემგზავრე, სამედიცინო ფაკულტეტზე სასწავლებლად, იქ მაშინვე
გადაწყვიტეს - სოფლელი ტეტიააო. მაგრამ გავიდა ერთი წელი და სხვა თვალით
დამიწყეს ყურება. შეიძლება, ზოგიერთებივით მკვირცხლი არ ვიყავი, მაგრამ
ჩემი საქმე ვიცოდი. არსად მეჩქარებოდა და წიგნებს ჩავუჯექი. წლის ბოლოს,
როგორ გგონიათ, ვინ იყო პირველი? აბა, პიტერ, შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ, რას
იტყვი?
- თქვენ, - მივუგე.
არ მინდოდა მისი წყენინება, მაგრამ ძალით ამომგლიჯა ეს სიტყვა ყელიდან. ეს
ოლინჯერელი ბობოლები ყველანი ერთმანეთს ჰგავდნენ.
დოკ აპლტონმა შემომხედა, მაგრამ არც ღიმილით და არც თავისქნევით არ
მაგრძნობინა, რომ ჩემი ნათქვამი გაიგო. მერე მამას მიაჩერდა სახეში, თავი
დააქნია და თქვა:
- პირველი არ ვყოფილვარ, მაგრამ სოფლელი ტეტიასთვის არცთუ ცუდად
გავართვი თავი. ხომ გესმით, ჯორჯ?
და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, როგორც ეს ლაყბობის მოყვარულ
ხალხს სჩვევია, უცებ შეწყვიტა საუბარი, თითქოს მისი დრო ამოიწურაო, ფეხზე
წამოდგა, ძგიდეს მიეფარა და იქ რაღაც დიდხანს აწკარუნა. მერე უკან დაბრუნდა.
ხელში რაღაც ალუბლისფერსითხიანი შუშა ეჭირა, შუშაში სითხე
ვერცხლისწყალივით ხტოდა და ციმციმებდა. მან შუშა მამას მეჭეჭიან ხელში
ჩაუდო და უთხრა:
- სუფრის კოვზი დღეში. სანამ რენტგენის სურათი არ გვექნება, მეტის თქმა არ
შემიძლია. დაისვენეთ და მაინცდამაინც ფიქრს ნუ მიეცემით. სიკვდილი რომ არ
არსებობდეს ქვეყნად, მაშინ სიცოცხლეც არ იქნებოდა. ჯანმრთელობა, - თქვა მან
და ქვედა ტუჩი ღიმილმა შეუტოკა, - ცხოველური მდგომარეობაა. ყველა
სნეულება უმეტეს წილად ტვინიდან ან ზურგიდან იწყება. ჩვენ ორი შეცდომა
დავუშვით; ორ ფეხზე დავდექით და ფიქრი დავიწყეთ. ეს კი ზურგის ტვინისა
და ნერვების დაძაბვას იწვევს. ტვინი კი მთელი ორგანიზმს წარმართავს. - ის
გაბრაზებული მომიახლოვდა, თმა უხეშად გადამიწია უკან და შუბლზე
დამაშტერდა. - თავზე შენ უფრო ნაკლები ლაქები გაქვს, ვიდრე დედაშენს,
მითხრა მან და ხელი გამიშვა. მაშინვე გავისწორე თმა. სახეზე, ალბათ, ალმური
ამდიოდა.
- სკიპისაგან რა ისმის? - ჰკითხა მამამ.
119
ექიმი ხელად მოლბა, მოეშვა. წლებით დამძიმებულ ჩვეულებრივ მოხუცს
დაემსგავსა თავის ჟილეტსა და ლეკვერთხებში.
- კლინიკაში დატოვეს, სენტ-ლუისში, - თქვა მან.
- თავს ნუ იკატუნებთ, - თქვა მამაჩემმა. - თითქოს სულ არ ამაყობდეთ. მე თვითონ
ვამაყობ - ჩემი ბიჭის შემდეგ ის ყველაზე ძლიერი იყო ჩემს მოსწავლეებს შორის
და მადლობა ღმერთს, ჩემი სულელური ჯიუტობა არ გამოჰყვა.
- გამოცხადებული დედამისია, - თქვა დოკ აპლტონმა მცირე ხნის დუმილის
შემდეგ და მაშინვე ყველაფერზე მუქი ჩრდილი გაწვა. მისაღები ოთახი უეცრად
მიტოვებული მომეჩვენა და შავი მგლოვიარე ავეჯი გულჩათხრობილ ლანდებს
დაემსგავსა. ჩვენი ხმები და ნაბიჯები მტვერში ჩაიძირა და ათი წლის შემდეგ
დაბადებული ვიღაც სულიერი მომავლიდან მათვალიერებდა. მამამ ექიმს
გასამრჯელო შესთავაზა, მაგრამ მან ფული არ გამოართვა და თქვა:
- შედეგს დაველოდოთ.
- მადლობელი ვარ, რომ არაფერი დამიმალეთ, - უთხრა მამამ.
როცა ტკაცუნა, ბოროტ, დამაბრმავებელ ყინვაში გავედით, მამამ მითხრა:
- აი, ხომ ხედავ, პიტერ? მაინც ვერ გავიგე, რისი გაგებაც მინდოდა. მაგათგან
ვერაფერს გაიგებს კაცი.
- ჩემს მოსვლამდე რაღა იყო?
- ჯვარზე მაცვა, და მერე რენტგენი დამინიშნა ოლტონის ჰომეოპათიურ
კლინიკაში დღეს ექვსი საათისათვის.
- ეგ რიღასთვის?
- დოკ აპლტონს რას გაუგებ. იმიტომაცა აქვს ასეთი რეპუტაცია.
- ეტყობა, ზიმერმანი არ უყვარს, მაგრამ ვერ გავიგე, რატომ.
- საქმე ის არის, პიტერ, რომ ზიმერმანი - შენთვის შეიძლება ამის თქმა, პატარა
აღარა ხარ, - ზიმერმანზე ამბობენ, დოკ აპლტონის ცოლთან რომანი ჰქონდაო. ეს
შენს დაბადებამდე იყო, თუ საერთოდ მართალია. ზოგიერთებმა ეჭვიც კი
გამოთქვეს, რომ ის არის სკიპის მამა.
- კი მაგარმ სად არის ახლა მისის აპლტონი?
- არავინ იცის სად წავიდა. იქნებ, აღარც არისცოცხალი.
120
- რა ერქვა?
- კორინა.
იქნებ აღარც არის ცოცხალი, რომანი ჰქონდა, შენს დაბადებამდე - ჩვენს ირგვლივ
მოლივლივე უძირო ღამე ამ სიტყვებში ჩაქსოვილი იდუმალებით განიმსჭვალა
და სადღაც, მის უსასრულო წიაღში მამაჩემის სიკვდილი მახრჩობელა გველივით
დახვეულიყო და ნელ-ნელა იკუმშებოდა. მაგრამ სახლების სახურავებზე
ჩამოწოლილი სიბნელე, რომლებშიც ვარსკვლავები ოკეანეში გაფანტული
ქარსის წინწკლებივით ელავდნენ, ისეთი უზარმაზარი იყო, რომ ამ მრისხანე და
წარმოუდგენელ მოვლენასაც კი იტევდა. მამას ავედევნე - მისი სახე ქუჩის
ფარნების შუქზე მკრთალი და მოღუშული ჩანდა და ლანდივით წინ გამირბოდა.
მამამ ნაქსოვი ქუდი დაიხურა, მე კი თავი მთლად გამეყინა.
- ოლტონში, - თქვა მან. - რენტგენის სურათს გადავიღებ კლინიკაში და მერე იქვე,
სპორტკლუბ აქა-ში[7] შევივლი. შენ კინოში წადი. გათბი, სული მოითქვი და
მერე გამომიარე. რვის ნახევარზე მოდი, ან რვას რომ თხუთმეტი დააკლდება.
შეჯიბრება, ალბათ, რვისთვის დამთავრდება. ახლა დაახლოებით ექვსის
თხუთმეტი წუთია. გეყოფა ფული ბიფშტექსისათვის?
- მეყოფა. ახლა როგორა ხარ, კიდევ გტკივა?
- ახლა უკეთესად ვარ, პიტერ. ჩემზე ნუ სწუხხარ. უბრალო მომაკვდავი იმით
მაინც არის ბედნიერი, რომ შეუძლებელია მარტო ერთ სატკივარზე იფიქროს.
- გამოიძებნება რაიმე საშუალება შენს მოსარჩენად, - ვუთხარი მე.
- ჩემს მოსაკლავად, - მომიგო მან. ცივ და ბნელ ქუჩაში ეს სიტყვები უცნაურად
ჩამომესმა ზევიდან; მისი სახე და სხეული კი ისევ აჩქარებით მიიწევდა წინ. სიკვდილი ყველაზე უებარი წამალია.
დასავლეთისაკენ წავედით. სკოლის მიმართულებით - „ბიუიკი“ იქ გვქონდა
დატოვებული. მანქანაში ჩავჯექით და ოლტონისკენ გავსწიეთ. ქუჩის ორივე
მხარეს შუქი განუყრელად გვდევდა თან მთელი სამი მილის მანძილზე, მარტო
ხანაგის გარშემო, სიმინდის ყანებზე და მდინარე „გაჭენებულ ცხენზე“ გადებულ
ხიდთან ბნელოდა - სწორედ იმ ადგილას, სადაც ჩვენი მგზავრი ჰაერში აფრინდა
თავისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით. ქალაქის გაჩირაღდნებული ცენტრი
გავიარეთ, გადავჭერით სანაპირო ქუჩა, პიჩონი-ავენიუ, უაზერ სტრიტი და
კონრად უაიზერ-სტრიტის გავლით მეექვსე ქუჩით, სადგურის ახლოს,
მანქანების სადგომს ჩავუარეთ. მერე კი ერთ ვიწრო ქუჩას ჩავყევით, რომლის
არსებობაც, ალბათ, მამაჩემის მეტმა არა კაცმა არ იცოდა. მოსახვევში, ესიკის
ფაბრიკასთან, რომელიც გარშემო გულისამრევ, ტკბილ სურნელებას
121
ავრცელებდა, რკინიგზის მიწაყრილის ფართო ზოლი გაჭიმულიყო. აქა-იქ
მიწაყრილზე წიდა ბრჭყვინავდა. ესიკის ფაბრიკაში მომუშავენი ამ მიწაყრილის
მარცხენა ფერდობს მანქანების სადგომად იყენებდნენ, რადგან ნაკლებად
დამრეცი იყო, თუმცა ის რკინიგზას ეკუთვნოდა. მამამაც აქ გააჩერა მანქანა და
გადმოვედით. კარის ჯახუნი ექომ გაიმეორა. მანქანა საკუთარ ჩრდილს
გადაემხო, თითქოს ბაყაყი სარკეში იყურებაო. ლურჯი შუქნიშანი გულცივი
ანგელოზივით დაგვტრიალებდა თავს.
მე და მამა სადგურთან დავცილდით ერთმანეთს. ის მარცხნივ წავიდა,
საავადმყოფოსკენ. მე უაიზერ-სტრიტს გავყევი, სადაც ხუთი კინოთეატრის
აფიშა იყო გამწკრივებული. სამსახურიდან გამოსული ხალხი ნიაღვარივით
აწყდებოდა ქუჩას. დილის სეანსები დამთავრებულიყო; მაღაზიების კარებს,
რომელთა ვიტრინები გაჭედილი იყო ბამბის გროვებითა და „იანვრის თეთრი
ვაჭრობის“ რეკლამებით, კლიტეებს ადებდნენ და ბოქლომებს ჰკიდებდნენ.
რესტორნებში მაგიდებს საღამოსთვის შლიდნენ; ბისკვიტებით მოვაჭრე
მოხუცები ჩონჩხებს ბრეზენტს აფარებდნენ და სტოვებდნენ იქაურობას.
ყველაზე მეტად ასეთ წუთებში მაღელვებდა ქალაქი, როცა მამა მარტო მიშვებდა
და მეც აღმა მივყვებოდი დინებას, მივაპობდი ამ საერთო ნიაღვარს; უსახლკარო,
თავისუფალი, ნება-ნება მივყვებოდი ქუჩას და შევყურებდი ოქრომჭედელთა
ვიტრინებს, თუთუნით მოვაჭრეთა საუბარს ვუსმენდი, ვსუნთქავდი
საკონდიტროების ჰაერით, სადაც პენსნეებსა და თეთრ ხალათებში
გამოწყობილი ჩასუქებული ქალები მარციპანებით, ნაზუქებით, ნიგვზის
რულეტებითა და თაფლის კვერებით სავსე ლანგრებთან თვლემდნენ. ასეთ
დროს, როდესაც მუშა-მოსამსახურეები და დიასახლისები ფეხით, მანქანით,
ავტობუსით, ან ტრამვაით შინ მიეშურებოდნენ, სადაც მათ საქმეები ელოდა, მე
დროებით ყველაფრისგან მოცლილი
ვიყავი, და მამა არათუ ნებას მაძლევდა, მიბრძანებდა, რომ კინოში წავსულიყავი,
რაც ორი საათით სხვა სამყაროში გადამისვრიდა. ჭეშმარიტი სამყარო, ჩემი
სამყარო, მთელი უსიამოვნებებითა და შემაწუხებელი არეულობით, უკან
რჩებოდა; დავეხეტებოდი განძეულობათა შორის, რომელიც ოდესღაც ჩემი უნდა
გამხდარიყო. ასეთ წუთებში, ლაღსა და ნებიერას, ხშირად მაგონდებოდა დედა,
და სინდისის ქენჯნა ამიტანდა, რადგან ის შორს იყო და არ შეეძლო ჩემი
დატუქსვა ან დარიგება; დედა, განუყრელი ფერმით, მამამისით, დღენიადაგ
უკმაყოფილო, ხან განუსჯელი და ხან შორსმჭვრეტელი, ხან უგნური და ხან
გულთამხილავი, ხან - უბრალო, და ხან - მიუწვდომელი; დედა - ფართო
ჩაფიქრებული სახითა და მიწისა და ფაფის უცნაური, უმანკო სურნელით; დედა,
122
რომლის სისხლსაც არ ვრყვნიდი, ოლტონის ცენტრის მტვრიან ბანგში
ჩაფლული. ასეთ წუთებში სულს მიხუთავდა დამპალი ბრწყინვალება და შიში
მტანჯავდა. მაგრამ არ შემეძლო მასთან დაბრუნებით დანაშაულის შემსუბუქება,
რადგან მისივე ნება-სურვილის თანახმად ათი მილი გვაშორებდა; და რაკი მან
თვითონვე უარმყო, მე, ამაყი და გულგრილი, შურისძიებით აღვივსე, როგორც ეს
ნამდვილ მაწანწალას შეჰფერის.
უაიზერ-სტრიტზე ჩამწკრივებულ ოლტონისხუთ კინოთეატრს ერქვა: „ლოუი“,
„ემბესი“, „უორნერი“, „ასტორი“ და „რიცი“. მე „უორნერში“ წავედი, „ჭაბუკ
მესაყვირეზე“ კერკ დუგლასის, დორის დეისა და ლორენ ბეკელის
მონაწილეობით. მამა მართალს ამბობდა: იქ თბილოდა. თანაც, - იმ დღეს
ყველაზე მეტად ამან გამახარა, - როცა დარბაზში შევედი, მულტფილმს
უჩვენებდნენ. ცამეტი რიცხვი იყო და არ მოველოდი, თუ ბედი ასე გამიღიმებდა.
მულტი, რა თქმა უნდა, ბაჭიაზე იყო. „ლოუიში“ „ტომი და ჯერი“ გადიოდა.
„ემბესიში“ - თვალებგადმოკარკლული მეზღვაური, „ასტორიში“ უკეთეს
შემთხვევაში დისნეის ფილმი, უარეს შემთხვევაში კი - „პოლ ტერი“. ერთი პაკეტი
მოხალული სიმინდი და ერთი პაკეტიც ნუში ვიყიდე, თუმცა ჩემი კანისთვის
ორივე მავნებელი იყო. სათადარიგო გასასვლელები მკრთალად იყო
განათებული და დრო შეუმჩნევლად იწურებოდა. ფილმის დასასრულს, როცა
მთავარი გმირი, მესაყვირე, ბიქს ბეიდერბეკეს რომ ბაძავდა, როგორც იქნა
დაუსხლტა ხელიდან მანკიერი და შემპარავი ღიმილის მქონე მდიდარ ქალს
(ლორენ ბეკელი), რომელიც ტალახში სვრიდა მის ხელოვნებას და სათნო
ნიჭიერი ქალი (დორის დეი), დაბრუნებულ სატრფოს საკუთარი წკრიალა ხმით
ეჟღურტულებოდა, კერკ დუგლასს კი ხელთ ეპყრა საყვირი, რომელზეც
სინამდვილეში ჰარი ჯეიმზი უკრავდა და „ჩემი
გულის სიმღერა“ ვერცხლის შადრევნის წვეთებივით სულ უფრო და უფრო
მაღლა იჭრებოდა ჰაერში; როცა უკანასკნელი ბგერებიც მიწყდა და ექსტაზის
უმაღლეს საფეხურს გადავაბიჯე, მამა გამახსენდა. მოუსვენრობამ ამიტანა;
ვიგრძენი, რომ მაგვიანდებოდა.
კარზემოთ შუქი აკაშკაშდა. გაჩახჩახებულ ვესტიბიულში რომ გავრბოდი,
იატაკიდან ჭერამდე აზიდულ უზარმაზარ სარკეებში ჩემს ორეულს მოვკარი
თვალი - სახეზე ალმური ამდიოდა, თვალები დამწითლებოდა, მეწამული
პერანგის მხრები კი თავიდან ჩამოყრილ თეთრ მტვერს დაეფარა. ჩვეულებად
მქონდა თავის ქექვა, როცა არავინ მხედავდა.
ნირწამხდარმა მოუთმენლად ჩამოვიფერთხე თეთრი მტვერი და ქუჩის სუსხში
მოხვედრილი სახტად დავრჩი - ლანდებივით ფერმიხდილი და გალეული
მეჩვენა გამვლელთა სახეები მნათობივით უზარმაზარი, ბრჭყვიალა ლაქების
123
შემდეგ, რომელიც სულ ახლახან ჩემს თვალწინ ერთმანეთს უახლოვდებოდნენ,
ერთიმეორეში ინთქმებოდნენ და კვლავ შორდებოდნენ. სპორტკლუბისკენ
გავიქეცი. ის
უაიზერ-სტრიტზე იყო, ორ კვარტლის შემდეგ, პერკიომენისა და ბიჩის
მაღაზიასთან. რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ გავრბოდი. ვიწრო ქუჩაზე
უამრავი საპარიკმახერო და სასაუზმე იყო. სახურავების ზევით, ამღვრეულ
ყვითელ ცაზე, ფერდაკარგული ვარსკვლავები ბჟუტავდნენ. ხველის
საწინააღმდეგო აბების სუნი მოიჭრა და ჩემი შიში მასხრად აიგდო. მომავლის
ქალაქი, იდეალური ქალაქი, თვალსა და ხელს შუა გამიქრა - მკაცრმა
სინამდვილემ გადასანსლა უსაფუძვლო მწარე გამონაგონი.
სპორტკლუბში რეზინის ლანჩების სუნი ტრიალებდა. გაცრეცილ იატაკს
ნაცრისფერი დასდებოდა. შეყვითლებული განცხადებებითა და ძველთა-ძველი
სატურნირო ცხრილებით აჭრელებული დაფის ქვეშ, მაგიდასთან ზანგი ბიჭი
იჯდა და „კომიკსს“ კითხულობდა. დერეფანში, რომელსაც სიმწვანე დაჰკრავდა,
თითქოს ვენახის ფოთლებში ჩამალული ლამპიონებით იყო გაშუქებული,
ბილიარდის ბურთების კაკუნი არ ცხრებოდა. საწინააღმდეგო მხრიდან
გამუდმებული ტაკატუკი მოისმოდა. იქ პინგ-პონგს თამაშობდნენ. მაგიდასთან
მჯდომმა ბიჭმა კითხვა შეწყვიტა და თავი ასწია. შევკრთი; ოლინჯერში ზანგები
არ ცხოვრობდნენ და შეუცნობელი შიში მიპყრობდა მათ დანახვაზე. ისინი
ჯადოქრებად მეჩვენებოდნენ, რომლებიც ოსტატურად
ფლობდნენ სიყვარულისა და სიმღერის ბნელ საიდუმლოებებს. მაგრამ ამ ზანგს
სრულიად უწყინარი სახე ჰქონდა, ალაოიანი რძისფერი. „გაგიმარჯოს“ ვუთხარი და სუნთქვაშეკრულმა გავიარე დერეფანი ბეტონის კიბისკენ, რომლის
შემდეგაც გასახდელი იწყებოდა და მერე კი აუზი. ქვევით ჩავედი თუ არა,
მაშინვე წყლის, ქლორისა და კიდევ რაღაცის სუნი მეცა, ალბათ, შიშველი
სხეულის.
შორენკეცით მოპირკეთებულ ფართო აუზში მჭექარე რეზონანსი სიტყვებს მჭახე
ბგერებად ამსხვრევდა. დაბალ ხის სკამზე აუზის პირას წყლიდან ახლად
ამოსული ვიღაც ტიტველი ბიჭი და მამაჩემი ისხდნენ; დეიფენდორფი.
დეიფენდორფს მარტო შავი, ფორმის საბანაო ტრუსები ეცვა, სხეულზე მჭიდროდ
შემოტმასნილი, და მკვრივ თეძოებს შორის თავჩაქინდრული ბორცვი მოუჩანდა.
მკერდი, მხრები და ფეხები ხშირი ბალნით ჰქონდა დაფარული და შიშველი
ტერფების გარშემო ხის იატაკზე წურწურით იღვრებოდა წყალი. ზურგში
მოხრილი იყო, მაგრამ მისი თეთრი სხეულის ჰარმონიას მხოლოდ უხეში
124
წითელი ხელები აფუჭებდნენ. ის და მამა თითქმის ერთნაირი ღიმილით
შემხვდნენ: არაბუნებრივი, უაზრო ღიმილით, თითქოს შეთქმულება
განუზრახავთო. დეიფენდროფი რომ გამებრაზებინა, განზრახ ვკითხე:
- რა ჰქენი, მოიგე შეჯიბრება ბრასით და თავისუფალი სტილით ცურვაში?
- არა, შენა გგევარ! - შემომიღრინა მან.
- ჰო, მოიგო შეჯიბრება, - თქვა მამამ. - ვამაყობ შენით, დეიფი. ბრწყინვალედ
შეასრულე პირობა. კაციც შენა ყოფილხარ.
- მაგის რჯული არ იყოს, ის ბიჭი რომ დროზე შემენიშნა გრძელ ბილიკზე,
თავისუფალ სტილშიც მოვიგებდი. ის ნაბიჭვარი გველივით მომეპარა, მეგონა,
უკვე მოვიგდე და ეგ არის-მეთქი, არც კი ვჩქარობდი.
- ის ბიჭი კარგად ცურავდა, - თქვა მამამ, - პატიოსნად მოიგო შეჯიბრება. სწორი
ტემპი აიღო. ფოლი შესანიშნავი მწვრთნელია. მე ვარ უხეირო, დეიფი, თორემ ამ
ოლქის მეფე იქნებოდი; შენი წონა ოქრო ხარ. მე რომ მწვრთნელად ვვარგოდე და
თამბაქოს წევას რომ მოეშვებოდე...
- ნეტავ რა ოხრად მინდა! ისეც წუთ-ნახევარს შემიძლია სუნთქვის შეკავება, თქვა
დეიფენდორფმა.
ისე ელაქუცებოდნენ ერთმანეთს, რომ ნერვები ამეშალა. მამას გვერდით
ამოვუდექი და აუზს დავუწყე ცქერა: ის იყო მთავარი გმირი აქ. წყვეტილი
ელვარებით ავსებდა თავის უზარმაზარ, მიწისქვეშა გალიას და ირგვლივ
ქლორის მძაფრ სუნს აფრქვევდა, რომელიც თვალს მწვავდა. ტრიბუნა, სადაც
შეჯიბრების მონაწილე გუნდები და მსაჯები ისხდნენ, მოლივლივე წყალში
არეკლილიყო და ზოგჯერ ეს ანარეკლი გრძელწვერა სახეს ემსგავსებოდა. აქა-იქ
გაპობილი წყლის მბრწყინავი ზედაპირი ყოველთვის საოცარი სისწრაფით
მთელდებოდა. ყვირილი და დგაფუნი, რომლებსაც ექო და ისევ დგაფუნი
ახშობდა, შეჯახებისას უჩვეულო, ჩემთვის ცნობილ რომელიმე ენაში არარსებულ
სიტყვებს წარმოქმნიდნენ, უაზრო ყეფას, თითქოს ბურანში მყოფს რაღაც
მეკითხოს მათთვის, რაც უკვე აღარ მახსოვდა და ახლა მპასუხობდნენ ჩემს
შეკითხვაზე. კეკროპ! ინაჰ! დიი! არა, შეკითხვებს მე კი არ ვიძლეოდი, არამედ
მამაჩემი, რომელიც ჩემს გვერდით იდგა.
- ნეტავ რას გრძნობს გამარჯვებული? - იკითხა მან ხმამაღლა; შეკითხვა, ალბათ,
თანაბრად გვეხებოდა მე და დეიფენდორფს, რადგან მამა პირდაპირ
იყურებოდა. - დალახვროს ეშმაკმა, მე არ მიწერია ამის გამოცდა.
წყლის მთრთოლვარე ტყავზე ათინათები და ბუშტულები ბოლთასა სცემდნენ.
აუზის ფსკერზე გავლებული ხაზები, რომლებიც ბილიკებს ერთმანეთისგან
125
ჰყოფდა, იგრიხებოდნენ, ხტოდნენ და კლაკვნითა და მტვრევით მიიწევდნენ
ზედაპირისაკენ; ის-ის იყო გრძელწვერა სახე გარკვევით უნდა გამოჩენილიყო,
რომ ახალი სპორტსმენი ისკუპებდა წყალში. ერთი-ერთი მყვინთავი ჩვენი
უფროსკლასელი დენი ჰორსტი - დაბალი, შავ გრძელ ფაფრიანი, რომელიც
წყალში გადახტომის წინ, ბერძენი ქალივით, ბაფთით გაიკრა - ტრამპლინზე
გამოვიდა და კუნთებს ათამაშებდა; მერე წინ სალტო გააკეთა - მუხლებზე
ხელები შემოიჭდო, ფეხის წვერები გაჭიმა და ბერძნული ლარნაკის
სახელურივით ლამაზად მოხრილი ჩაეშვა წყალში. ერთმა მსაჯმა მაშინვე ათიანი
ჩართო დაფაზე.
- თხუთმეტი წელია არ მოვსწრებივარ, - თქვა მამამ, - რომ კაცს ათი ქულა
ჩაუთვალონ. ამაზე იტყვიან, მეორედ მოსვლააო. თორემ ამქვეყნად
სრულყოფილი არაფერია.
- უჰ, დენი, გენაცვალე სულში! - დაიღრიალა დეიფენდორმა და ორივე გუნდმა
ტაში დასცხო, როცა დენიმ წყლიდან ამოყვინთა, ამაყი მოძრაობით უკან
გადაიყარა თმა და
ხელის რამდენიმე მოსმით აუზის კიდესთან გაჩნდა. მაგრამ მეორეჯერ
გადახტომისას რაკი გრძნობდა, რომ მისგან კვლავ სასწაულს ველოდით,
მეტისმეტი მონდომებისაგან წონასწორობა დაკარგა და ერთ-ნახევრიანი სალტო
წამით ადრე დაასრულა, რის გამოც წყლის ზედაპირზე ზურგით მოადინა
ტყაპანი. ერთმა მსაჯმა სამი ქულა ჩაუთვალა, დანარჩენმა ორმა - ოთხ-ოთხი.
- რას იზამ, - თქვა მამამ, - რაც შეეძლო, გააკეთა საწყალმა. და როცა დენი წყლის
ზედაპირზე გამოჩნდა, მხოლოდ მამამ დაუკრა ტაში.
შეჯიბრება შემდეგი ანგარიშით დამთავრდა: დასავლეთ ოლტონი - 37,5;
ოლინჯერი -18. მამა აუზის ნაპირთან დადგა და თავის გუნდს მიმართა:
- ყოჩაღ, ბიჭებო, ვამაყობ თქვენით. ჯერ ის რადა ღირს, შეჯიბრებაზე რომ
გამოხვედით - ამით არც ფული ემატება ვინმეს და არც სახელი. ჩვენს ქალაქში
გუბურაც კი არ არის და წარმოუდგენელია, ასეთ წარმატებას როგორ მიაღწიეთ.
სკოლას რომ საკუთარი აუზი ჰქონდეს, როგორც ეს დასავლეთ ოლტონშია, - ამას
იმიტომ არ ვამბობ, რომ მათი
მიღწევები მივჩქმალო, - ყოველი თქვენგანი ჯონი ვეისმიულერი იქნებოდა. ჩემს
ჟურნალში ხართ კიდევაც! დენი, საუცხოო ნახტომი იყო. ჩემს სიცოცხლეში ასეთს
ვერაფერს ვნახავ.
126
უცნაური შესახედავი იყო მამაჩემი, როცა ამ სიტყვას ამბობდა: კოსტიუმსა და
ყელსახვევში გამოწყობილი იდგა ტიტლიკანა ბიჭებს შორის; ტრიბუნიდან
მამაჩემის მუქი, სერიოზული თავი შავ ლაქად მოჩანდა მწვანე ქვებით
მოკენჭილი თეთრი შორენკეცებისა და ფირუზისფერი წყლის ფონზე. გუნდის
წევრები უსმენდნენ და დროდადრო მხრებსა და მკერდზე კანი ნერვულად
უთრთოდათ, თითქოს წყლის ზედაპირზე მომდგარი ქაფი თრთის, ან
აღგზნებულ ცხენს ტყავი უცახცახებსო. დამარცხების მიუხედავად, ხმამაღლა
ლაზღანდარობდნენ და სიამაყით იყვნენ გამსჭვალულნი; ჩვენ ისინი საშხაპეში
დავტოვეთ, სადაც გასაპნულები, წვიმაში მოხვედრილი კვიცების რემასავით
კუნტრუშებდნენ.
- ვარჯიში ოთხშაბათს იქნება, როგორც ყოველთვის, - უთხრა მათ მამამ
გამომშვიდობებისას. - ამ დღეს რძის კოკტეილს ნუ დალევთ და ოთხ
ბიფშტექსზე მეტს ნუ შეჭამთ.
ყევლამ გაიცინა, მეც კი გამეღიმა, თუმცა მამაჩემის შემხედვარეს გული
დამიმძიმდა. იმ მოვლენებით მდიდარ ღამეს მამა სიმძიმედ და ინერციად იყო
ქცეული და ეს ყოველ წუთს ხელს მიშლიდა ამესრულებინა ჩემი უბრალო
სურვილი, მასთან ერთად სახლამდე მიმეღწია და მხრებზე ჩამოკიდებული
ტვირთი მომეხსნა.
როცა ბეტონის კიბეზე ავედით, დერეფანში ოლტონის გუნდის მწვრთნელი,
ფოლი დაგვეწია და მამაჩემი მთელ საათს მოუნდა მასთან ლაპარაკს. აუზის
გარშემო ჰაერი ნესტიანი იყო და კოსტიუმები მთლად დასრესოდათ.
სანახევროდ ბნელ დერეფანში ორივენი ნამით დაცვარულ მწყემსებს ჰგავდნენ.
- არაადამიანური შრომა ჩაგიტარებიათ ამ ბიჭებთან, - უთხა მამამ მისტერ
ფოლის. - თქვენი ნიჭის მეათედი რომ მქონდეს, გიჩვენებდით სეირს. წელს
მაინც ძალიან კარგი შემადგენლობაა. ოქრო ბიჭები მყვანან.
- თქვენც იტყვით, ერთი, ჯორჯ! - თქვა ფოლიმ, ჩასუქებულმა წითურმა კაცმა,
რომელიც ყოველ სიტყვაზე შაქარივით დნებოდა. - ჩემზე კარგად იცით, რომ
წვრთნა აქ არაფერ შუაშია; გაუშვი ბაყაყი წყალში და მორჩა. ყოველ ჩვენგანში
თევზი იმალება, მხოლოდ წყალში მოხვედრაა საჭირო.
- კარგი ნათქვამია, მეგობარო, - დასძინა მამამ. - ასეთი ჯერ არაფერი მსმენია. ჩემი ჩემპიონი როგორღა მოგეწონათ ბრასით ცურვაში?
- თავისუფალ სტილშიც უნდა მოეგო. ხომ გათათხეთ სიზარმაცისთვის?
127
- ის რეგვენია, მეგობარო, - მიუგო მამამ. - რეგვენი. ჩემზე მეტი ტვინი ღმერთს არც
მაგისთვის
მიუცია
და
გასალანძღავად
ვერ
ვიმეტებ
მაგ
უბედურს.
მოუთმენლობისაგან სული ყელში მომებჯინა.
- ჩემს ვაჟს, ალბათ, იცნობთ, არა? პიტერ, აქ მოდი, ხელი ჩამოართვი ამ ძვირფას
ადამიანს. შენ ასეთი მამა უნდა გყოლოდა.
- პიტერს როგორ არ ვიცნობ, - თქვა მისტერ ფოლიმ, და ისე მაგრად, გულითადად
ჩამომართვა ხელი, რომ უდიდესი სიამოვნება ვიგრძენი - კოლდუელის ვაჟს აქ
ყველა იცნობს.
მათ სევდიან სამყაროში, სადაც ახალგაზრდული სპორტკლუბის ერთფეროვან
ცხოვრებას არაფერი არღვევდა და მოსაწყენი სპორტული შეჯიბრებები და
აღლუმები ერთმანეთს ცვლიდა, ეს გაუთავებელი პირფერობა საუბრად
საღდებოდა. მისტერ ფოლიში ეს იმდენად არ მაღიზიანებდა, როგორც მამაჩემში,
რადგან ჩემი აზრით, მამაჩემის საოცარი მიდრეკილება ლაყბობისადმი
მორცხვობით იყო გამოწვეული.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ლაპარაკობდა, გულის სიღრმეში მამა ჩუმი კაცი
იყო. იმ დღეს ისეთ გუნებაზე იყო, რომ მხოლოდ მისი დუმილი დამამახსოვრდა.
ქუჩაში რომ მივდიოდით, პირი მაგრად ჰქონდა მოკუმული და მისი ქუსლები
უჩვეულო სიხარბით აცხრებოდნენ ქვაფენილს. ალბათ მამაჩემივით არავის
უყვარდა ასე აღმოსავლეთის უშნო ქალაქებში ხეტიალი; ტრენტონი,
ბრიჯპორტი, ბინგემტონი, ჯონდსტაუნი, ელმაირა, ალენტაუნი - ყველა ეს
ქალაქი მოიარა, როცა სატელეფონო კომპანიაში ქსელის ამწყობად მუშაობდა,
ჯერ კიდევ სანამ დედას შეირთავდა და მე დავიბადებოდი, მაგრამ ჰუვერის
კრიზისის შემდეგ მაინც მშრალზე დარჩა. ფაირტაუნისა ეშინოდა, ოლინჯერში
მიუსაფრად გრძნობდა თავს, ოლტონისთვის კი ჭკუას კარგავდა: ასფალტი,
ქუჩის ფარნები, სახლების სწორი ფასადები
დიდებულ შუაატლანტურ ცივილიზაციაზე მოუთხრობდნენ, ჩრდილოეთში,
ნიუ-ჰეივენში რომ იწყებოდა და სამხრეთით ჰეიჯერსტაუნამდე, ხოლო
აღმოსავლეთით უილინგამდე ვრცელდებოდა და ერთადერთი ნავთსაყუდარი
იყო მთელ მარადიულ სამყაროში; როცა მეექვსე ქუჩაზე მამის კვალდაკვალ
მივაბიჯებდი, მესმოდა, როგორ მღეროდა ასფალტი.
მამას რენტგენის ამბავი გამოვკითხე და მან პასუხის ნაცვლად მკითხა, მშიერი
ხომ არა ხარო. ვიგრძენი, რომ მართლა მშიოდა; სიმინდმა და ნუშმა პირში
128
მხოლოდ მჟავე გემო დამიტოვა. მაღაზია „აკმეს“ გვერდით ერთ მოძრავ
რესტორანთან გავჩერდით, რომელიც ტრამვაის წააგავდა. ქალაქში მამას
დამამშვიდებლად უბრალოდ ეჭირა თავი. დედა პირიქით - ყველაფერს
ართულებდა, თითქოს უცხო ენაზე გვიხსნიდა რაიმეს. სამაგიეროდ, ფერმაში
მამა ხდებოდა უხასიათო და გაუბედავი. მაგრამ აქ, ოლტონში საღამოს ცხრის
თხუთმეტ წუთზე ის ლაღად და თავისუფლად გრძნობდა თავს და კაცმა რომ
თქვას, ამაზე მეტი არც ერთ მამას არ მოეთხოვება; კარი ფართოდ იღება,
მუშტრების დაჟინებული მზერა უკუგდებულია, ორი სკამი ერთად იდგმება;
მენიუ ჩვეული მოძრაობით აიღება ერთხელვე მიჩენილი ადგილიდან,
ხელსაწმენდის ყუთსა
და კეტჩუპის ბოთლს შორის; რამდენიმე სიტყვა იხარჯება ბარმენის
მისამართით; არავითარი ყოყლოჩინობა ან ზედმეტი ლაყბობა. მერე უხმოდ,
როგორც ეს მამაკაცებს შეჰფერის, შევექცევით ბუტერბროდებს, ის - ომლეტით, მე
კი შემწვარი ლორით. მამამ მოურიდებლად გაილოკა მარჯევნა ხელის სამი თითი
და ქვედა ტუჩს ქაღალდის ხელსაწმენდით შეეხო.
- დიდი ხანია ასე გემრიელად არ მიჭამია, - თქვა მან.
ნასადილევს ჩემთვის ვაშლის ღვეზელი შევუკვეთეთ, მამასთვის კი - ყავა.
ანგარიში მწვანე მაგარ ქაღალდზე იყო დაწერილი, რომელიც, გაუგებარი
მიზეზის გამო, სამკუთხა კომპოსტერით გაეხვრიტათ. მამამ შარვლის ჯიბეში
გამუდმებით გდებისაგან გაღუნული გაქექილი საფულე ამოიღო და შიგ
დარჩენილი ორი დოლარიდან ერთით ანგარიში გაასწორა. წამოდგომისას
მეჭეჭებიანი ხელით შეუმჩნევლად შეაცურა თავისი ცარიელი ფინჯნის ქვეშ ორი
ათცენტიანი. მერე, ხანმოკლე ფიქრის შემდეგ, სამოცდახუთ ცენტად იტალიური
ბუტერბროდი იყიდა. გადაწყვიტა დედასთვის სიურპრიზი ეძღვნა. ამ მხრივ
დედას ძალიან მდაბიო გემოვნება ჰქონდა, უყვარდა ეს
ცხარე, ლიპი ბუტერბროდები და ეჭვმა გამკენწლა იმის გაფიქრებაზე, რომ ამ
საკითხში მამაჩემი ჩემზე კარგად უგებდა. ბუტერბროდისათვის მამამ
უკანასკნელი დოლარიც დაახურდავა და მითხრა:
- აღარაფერი აღარ დამრჩა. ახლა მე და შენ ობლებს ვგავართ, შვილო,
გროშიკაპიკიც არ გაგვაჩნია. ის მანქანისაკენ გამიძღვა და გზადაგზა ყავისფერ
პაკეტს მიიქნევდა.
„ბიუიკი“ ისევ მარტოდმარტო იდგა საკუთარ ჩრდილზე. ცხვირი მაღლა აეშვირა
ქვემოდან უხილავი ლიანდაგისაკენ. მსუსხავ ჰაერში მენთოლის სუნი
მთვარიდან ჩამოსული ნისლივით იღვრებოდა. აგურით და შუშით ნაგები
129
ფაბრიკის კედელი გამჭვირვალე კლდესავით აღმართულიყო. ზოგან კედელი
შუშის ნაცვლად ჩასმულ მუყაოს ანდა თუჯის ფურცელს უცნაურად
გამოეცოცხლებინა. აგური თავის ნამდვილ ფერს უმალავდა ქუჩის ფარანს,
რომელიც მოედანს ანათებდა და კედლის ადგილას თითქოს ისევ ის უკუნი
იდგა, ოღონდ გაცრეცილ-გაწყალებული და რაღაც არაამქვეყნიური, რუხი
სიფერმკრთალით მიბნედილი. მიწა კი იმავე ფარნის შუქზე
უცნაურად ელავდა ნახშირისა და წყლის ნამტვრევებით მოფენილი,
მშფოთვარედ გუგუნებდა, ტორტმანებდა და ფეხქვეშ ტკაცატკუცი გაუდიოდა,
თითქოს განუწყვეტლივ ფოცხით ფარცხავენო. ირგვლივ სიჩუმე იდგა. ჩვენს
მხარეს ფანჯრებში შუქი არ ჩანდა, მხოლოდ ფარბიკის სიღრმეში ციმციმებდა
ლურჯი შუქი. მე და მამა ამ ადგილას ვინმეს რომ მოვეკალით, დილამდე ვერავინ
გაიგებდა. ჩვენი გვამები ფაბრიკის კედელთან, თოვლზე მიყინული თმითა და
ხელებით თხრილში ეყრებოდა.
ყინვაში მანქანა ადგილიდან არ იძვროდა. „ტრ-ტრ-ტრ“ აქოთქოთდა ძრავა, ჯერ
გამომწვევად, მერე კი უფრო ხმადაბლა, უილაჯოდ.
- ღმერთო, შენ შემეწიე! - აღმოხდა მამას ორთქლის მთრთოლვარე ნაკადთან
ერთად. - ოღონდ ახლა ამუშავდეს და ხვალვე გამოვცვლი აკუმულატორს.
„ტრ-ტრ, ტრ-ტრ, ტრრ!..“ მამამ შუქი გამორთო და უხმოდ ვიჯექით ბნელში.
მან მჯიღი დაიორთქლა.
- აი, ხომ ხედავ, - ვუთხარი, - ჩაგეცვა ხელთათმანები და ამ დღეში არ იქნებოდი.
- ვინ იცის, შენ როგორღა გაითოშე, - მომიგო, - მოდი, ერთიც ვცადოთ. - ისევ
ჩართო ანმთები და სტარტერის კნოპს ცერი დააჭირა. ამასობაში
აკუმულატორმა სული მოითქვა, სტარტერი იმედიანად აძაგძაგდა.
„დრ-დრ, დრ-დრ, ტრ-ტრ, ტრრ, ტრრ“.
აკუმულატორი სულ დაჯდა.
მამამ ხელის მუხრუჭი უფრო მაგრად მოუჭირა და მითხრა:
- ხათაბალაში გავეხვიეთ. უკანასკნელი ღონე უნდა ვიხმაროთ. გადმოჯექი
საჭესთან, პიტერ, მე კი გადავალ და უკნიდან გიბიძგებ. რაღაც პატარა დაქანება
კი არის აქ, მაგრამ ჩვენ საწინააღმდეგო მიმართულებით ვდგავართ. უკანა
გადაცემა ჩართე. როგორც კი დავიყვირებ, პედალს ფეხი უშვი. ოღონდ, იცოდე,
ერთბაშად, ნუ დააყოვნებ.
130
- წავალ, მექანიკოსს მოვიყვან, სანამ გარაჟი არ დაუკეტიათ, - ვუპასუხე.
მეშინოდა, რომ თავს ვერ გავართმევდი.
- არაფერია, ვცადოთ, - მომიგო, - შენც შეგიძლია.
მამა მანქანიდან გადმოვიდა, მე ჩავიჩოჩე და შიშისაგან გაოგნებული ჩემს
წიგნებსა და პაკეტს დავაჯექი, რომელშიც დედასთვის განკუთვნილი
იტალიური ბუტერბროდი იდო. მამა კაპოტის წინ დადგა, დაიხარა, მთელი
სიმძიმით დააწვა მანქანას და ფარების ყვითელ შუქზე მისმა კბილებმა
ქონდრისკაცის კბილებივით გაიელვა. შუქი ისე ძლიერად სცემდა სახეში, რომ
შუბლის ადგილას მარტო კოპების გროვა მოუჩანდა და ემჩნეოდა, რომ
სტუდენტობის დროს, ოცდაათი წლის წინ, როცა ფეხბურთს მისდევდა, ცხვირი
You have read 1 text from Georgian literature.
Next - კენტავრი - 10
  • Parts
  • კენტავრი - 01
    Total number of words is 3340
    Total number of unique words is 2166
    24.6 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    44.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 02
    Total number of words is 3612
    Total number of unique words is 2290
    24.5 of words are in the 2000 most common words
    37.5 of words are in the 5000 most common words
    45.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 2221
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 04
    Total number of words is 3828
    Total number of unique words is 2253
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 05
    Total number of words is 3690
    Total number of unique words is 2293
    25.7 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 06
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2285
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 07
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2208
    28.2 of words are in the 2000 most common words
    40.8 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 08
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 2203
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 09
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2299
    26.9 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 10
    Total number of words is 3832
    Total number of unique words is 2203
    27.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 11
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2293
    26.4 of words are in the 2000 most common words
    39.1 of words are in the 5000 most common words
    46.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 12
    Total number of words is 3897
    Total number of unique words is 2212
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 13
    Total number of words is 3874
    Total number of unique words is 2126
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 14
    Total number of words is 3804
    Total number of unique words is 2211
    27.9 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 15
    Total number of words is 3813
    Total number of unique words is 2177
    28.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 16
    Total number of words is 3722
    Total number of unique words is 2183
    27.0 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 17
    Total number of words is 3736
    Total number of unique words is 2200
    28.7 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 18
    Total number of words is 3771
    Total number of unique words is 2310
    27.4 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • კენტავრი - 19
    Total number of words is 3048
    Total number of unique words is 1793
    25.5 of words are in the 2000 most common words
    36.6 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.