Latin

რკინის თეატრი - 18

Total number of words is 3656
Total number of unique words is 2118
30.5 of words are in the 2000 most common words
44.8 of words are in the 5000 most common words
52.2 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
გრძნობასაც უსპობს, ყველა უმცროსს რომ უნდა ჰქონდეს ყველა უფროსის მიმართ; უნდა ჰქონდეს, მაგრამ უმცროსის ბრალია თუ უფროსისა, ჯერჯერობით, მხოლოდ პირიქით ხდება. “ვეღარასოდეს ვეღარ გავაღწევ აქედანო” – ფიქრობს დამფრთხალი, დაბნეული,
შეურაცხყოფილი და ისევ ეჭიმება ტუჩები, ისევ უცახცახებს დანაოჭებული ნიკაპი. “მე რომ თქვენი მოკვლა მინდოდეს, მოგკლავდით კიდევაცო” – ამბობს უცებ და თვითონაც წინ იხრება, სათვალიანისკენ,
278
თითქოს თვალიც უნდა მიადევნოს საკუთარ ნათქვამს, ნახოს, როგორ იმოქმედებს იგი სათვალიანის სახეზეც.
– ერთი იცოდე, – ამბობს სათვალიანი. – შენ ჯერ არაფერი დაგიშავებია ისეთი, რისი პატიებაც არ შეიძლებოდეს, მაგრამ ყველა თავზე დაგაჯდება, ის შენი ბატონი პოლიცმეისტერი იქნება თუ სხვა, ვიდრე მართლა ისეთ რამეს არ ჩაიდენ, რისი მიტევებაც ძნელია. არ შეიძლება. მე ჩემი გითხარი. დანარჩენი შენ იცი. შენს სინდისზე იყოს.
– კბილს კბილზე აჭერს და ყბებზე კუნთები ებერება. ისეთი საცოდავი, ისეთი შეწუხებული სახე ადევს, გელა უნებურად თვალს არიდებს.
წესიერად არც გაეგება, რას ეუბნება სათვალიანი, მაგრამ მაინც აძრწუნებს იმისი ლაპარაკი. “თვითონაა დედალიო” – ფიქრობს საკუთარი შიშის მისაჩქმალად. “თქვენ თვითონა ხართ დედალი” – ამბობს ხმამაღლა და უკვირს, რადგან სრულებითაც არ აპირებდა ხმამაღლა ამის თქმას. მაგრამ, იმავე წამს, მისთვისაც მოულოდნელად,
იქამდე განუცდელი სიამაყისა და კმაყოფილების გრძნობა ეუფლება
უცებ: პირველად ეუბნება თავის სიცოცხლეში, არა საკუთარ თავს,
მეორე კაცს, თანაც მასზე უფროსს, მშიშარა ხარო, და არა ჯიბრით,
იმ მეორე კაცის აბუჩად აგდების მიზნით, არამედ იმიტომ, ასევე პირველად თავის სიცოცხლეში, თვალები რომ ეხილება ნამდვილი შიშის, შიშის კი არა, ნამდვილი სილაჩრის დასანახად. – ლაჩარი ხართ
– რაღაცნაირად გახალისებული, არ აგვიანებს ამ ახალი აღმოჩენის
გამომჟღავნებასაც.
– ვარ. – მაშინვე ეთანხმება სათვალიანი. ყველაფერზე თანახმაა,
რაც კიდევ უფრო ამაზრზენს გახდის ბავშვის თვალში, რომელსაც აშკარად ფეხებზე ჰკიდია იგი, არც მისი მსაჯულია და არც მისი გამკითხავი. – ვარ. – იმეორებს სხარტად, როგორც მოსწავლე ანდა პატიმარი სიის ამოკითხვისას. – ამასაც მოვითმენ, რამეთუ მშვიდ ვარ და
მდაბალ გულითა. მაგრამ შენ რაღა გამოდიხარ? აბა, დაუკვირდი.
უსინდისო. პატარა უსინდისო. ჩემთვის მოკვდიმეთქი, რომ მეთხოვა,
მაშინ რაღას იზამდი? სიმართლე თუ გინდა, შენ ჩვენზე უარესი გველი იზრდები. კაცს ან თავის მოკვლა უნდა შეეძლოს, ან სხვისი მოკ279
ვლა, ან სხვისთვის სიკვდილი. შენ კი სუფთა გინდა დარჩე, დედიკოს
ბიჭუნა… ყურის აწევა არ გსიამოვნებს, მაგრამ სხვას რომ ლაყუჩები
აქვს ახეული, არაფრად მიგაჩნია, ტყვიაც არ გემეტება იმისთვის.
ჩახმახის გამოკვრაც გეზარება, ბოლო რომ მოუღო იმის ტანჯვაწვალებას. დიახაც რომ ლაჩარი ვარ, თორემ მე ვიცი, რასაც გიზამდი.
მაგრამ არა მგონია, ისინიც ჩემსავით გაგიჩუმდენ. – თავს იქნევს კარისკენ. – როცა გაიგებენ, რევოლვერს რომ უმიზნებ მძინარეებს.
არა მგონია, ღმერთირჯული, არა მგონია. – ქირქილებს კამათში გამარჯვებული კაცივით.
– თოვლი გადნა, – ამბობს გელა. – თოვლი გადნა.
სათვალიანი გაოცებული უყურებს. უარესად დაძაბვია სახე. უარესად დანაოჭებია თვალებს ირგვლივ გაფერმკრთალებული კანი. გელა გრძნობს მის მზერას. მაგრამ ჯიუტად არ იყურება მისკენ. მოსწყინდა. აღარ უნდა საუბრის გაგრძელება, თითქოს სილაჩრე გადამდები სენი იყოს, და თითქოს ხმითაც შეიძლება გადაედოს. კარდალის შავი მუცლით გაჭყლეტილი ცეცხლი გამწარებული იბრძვის –
უაზროდ, ალალბედზე, გელასავით. დაძაბულობისგან ერთიანად
ცახცახებს. კარდალი კი აინუნშიც არ აგდებს იმის გაწამაწიას –
მკვრივი, მყარი, პირქუში, ორთქლიანი, მსუყე წვეთები შეფრქვევია,
თითქოს რკინაში გამოუჟონავს თოვლის ცრემლს. გელა ცეცხლს
უყურებს და მოუთმენლად ელოდება სათვალიანის ხმის გაგონებას,
რადგან ტანი უგრძნობს, სწორედ ახლა ეტყვის სათვალიანი იმას,
რისიც ყველაზე მეტად ეშინია, და რისი მოსმენაც ყველაზე ნაკლებად
ამ კაცისგან უნდა. ისევ თავისთავად ეჭიმება ტუჩები. ისევ უცახცახებს ნიკაპი. ისევ შფოთავს, წრიალებს მისი ჭეშმარიტი, ძალით მიჩქმალული, ძალით უარყოფილი ბუნება და უფრო ადრე უვარდება
ნერვიული სიცილი, ვიდრე ბოლომდე აღიქვამდეს სათვალიანის
ნათქვამს. “ჩვენს შორის მაინც შენა ხარ ყველაზე უბედურიო” – ეუბნება სათვალიანი; ის კი იცინის, იცინის, თითქოს სიცილით ჩაახშობს
დაუნდობელ სიმართლეს, თანაგრძნობის ნიღაბი რომ აუფარებია,
რათა უფრო თავისუფლად ჩამოადოს მხარზე თავისი მძიმე, დამ280
თრგუნველი მარჯვენა, უფრო იოლად დააჩოქოს საკუთარი თავმოყვარეობის, სიმტკიცის, სიჯიუტის კუბოსთან.
– შენ ჯერ დასაკარგიც არაფერი გაქვს, – აგრძელებს სათვალიანი
ცხარედ, თითქოს ანეკდოტს ყვება და კი არ უშლის, უარესად აქეზებს
მსმენელის სიცილი. – შენ ჯერ თვალიც არ აგხელია. ორმოცი წელი
ბრმად უნდა იხეტიალო უდაბნოში. ჯერ არაფერი გაგეგება, რადგან
რაც იცი, მხოლოდ უფროსების ნაამბობით იცი. შენთვის ჯერ კიდევ
საკითხავია, არსებობს თუ არა აღთქმული ქვეყანა. უდაბნოს კი გაჩენის დღიდანვე იცნობ. საკუთარ თავზე გიწვნევია იმისი სულისშემხუთავი სიცხეცა და ძვლების დამბზარავი სიცივეც. მრავალგზის გაგბერვია მუცელი შხამიანი წყლით და მრავალგზის ამოგირწყევია
უვარგისი საჭმელი. შენ ხომ ნამდვილი პურისა და წყლის არსებობაც
ზღაპრად გაგიგონია?! ამიტომ, სულერთია, საით წაგიყვანენ, წინ თუ
უკან; თავის დასაცავად გიჭირავს მახვილი თუ თავის მოსასპობად.
იცინე, იცინე, იცინე, საბრალო მონავ.
– რამდენი ვირიც ვიყიდე, ყველა ყროყინა გამოდგა. – ამბობს
აირწინაღიანი. გატყავებული ცხვრის ნახევარი თვითონ უჭირავს, ნახევარი – ბრტყელსახიანს. ორივეს ერთნაირად დასწითლებია თოვლით დაბანილი ხელები. – რაღას უყურებ, დაკეპე. – ეუბნება
ბრტყელსახიანს. თავის ნახევარ ცხვარს კი ჭერში კიდებს კაუჭზე,
მუხლში გადაჭრილი უკანა ფეხით. – ციხეში ერთი ნამინისტრალი იჯდა ჩემთან, დილიდან საღამომდე გაუთავებლად ლაპარაკობდა, შენსავით. პირს თუ არ ავუკრავდით, ისე არ გაჩუმდებოდა. სანამ
ქრთამს არ ვიღებდი, დამცინოდნენ, ავიღე და დამიჭირესო. არც დღე
გვქონდა მოსვენება, არც ღამე. სულერთი იყო, ვუსმენდით თუ არ
ვუსმენდით. მე რომ ინგლისელების აგენტი ვიყო, თქვენთან როგორ
გამაჩერებდნენო. აგენტობისა რა მოგახსენო და, ფუშიანი კი ნამდვილად იყო. შენც ფუშიანი ხომ არა ხარ, ჰა? – ეუბნება სათვალიანს და
იმის გვერდით ჯდება. ტუჩებზე შეკავებული ღიმილი დასთამაშებს.
თან დაწითლებულ ხელებს ისრესავს, ითბობს. – ჩემს წამალს ჯერ
ძალა არ დაუკარგავს და არც მარტო ქალებს უხდება, რომ იცოდე. –
281
ახლა ერთმანეთზე უპარტყუნებს გაშლილ ხელებს, თითქოს ტაშით
აჯილდოებს საკუთარ ხუმრობას. ფეხით დაკიდული ნახევარი ცხვარი
კაუჭზე ტრიალებს. ალაგ ვარდისფერსა და ალაგ ჩალურჯებულ
ხორცს თეთრი, სიფრიფანა, ქაფივით დაბუშტული აპკი გადაჰკვრია.
სიგრძეზე გაჩეხილ ხერხემალს ძვლის წვრილი ნამსხვრევები და შედედებული სისხლის ნაფლეთები შერჩენია. ქოხი ხორცის სუნით იჟღინთება. ნახევარი კისრიდან ჯერ ისევ წვეთავს სისხლი. ერთი წვეთი
მაგიდის კიდეზე ეცემა, მომდევნო – იატაკზე. – რაო? რა მინდაო? –
ეკითხება გელას.
გელა არ პასუხობს, თითქოს შეკითხვა არც გაუგია. საბედნიეროდ,
აღარც აირწინაღიანი აცივდება. კარდალში წყალი უკვე ბუყბუყებს,
ხორცის ნაჭრებს ატრიალებს. კუთხეში მიყუჟული ცხვარი დაძაბული,
დაეჭვებული იყურება კაცებისკენ. ბრტყელსახიანს ობით გამომწვანებული, მწყემსების დანატოვარი ქაფქირი უჭირავს ხელში. მაგიდის
კიდეზე სისხლის პატარა გუბე ბზინავს. ზუსტად ისეთივე გუბეა იატაკზეც, მაგიდის ფეხთან. გათიშული ტყუპები სევდიანად ბზინავენ უერთმანეთოდ. კაუჭზე დაკიდული ნახევარი ცხვარი აღარ ტრიალებს.
დაამთავრა, ბოლომდე ამოწურა ცხოვრება. კარდალიდან ამომავალ
ორთქლს სასიამოვნო, მადისაღმძვრელი სუნი დაჰკრავს. რაღაცნაირად ჩამყუდროვებულა, ჩაწყნარებულა, დამშვიდებულა ყველაფერი. კარდალის ოხშივარში, ერთი წამით, ისევ კრთება მამა; შეუკრავ ზონარს მიითრევს. აირწინაღიანს წიგნები წინ დაულაგებია, მაგიდაზე. აირწინაღის მოფუშული ჩანთა ისევ მხარიღლივ ჰკიდია. “წავიკითხო თუ წაიკითხავ?” – ეკითხება სათვალიანს. “ჯერ სათვალე
დამიბრუნე”, – გაბუტული ბავშვივით ბურდღუნებს სათვალიანი. “უი,
სათვალე! კიდევ კარგი გამახსენე. შენ ისა თქვი, თოვლში თუ წამომვარდა. – გახუნებულ ტილოს ჩანთაში იქექება. – არა. აქ არის. ბედი
გქონია! – ჩანთიდან სათვალე ამოაქვს, მაგრამ თითქმის მაშინვე
უკანვე აბრუნებს. თითქოს თავისი საკუთრება მოიძია და დამშვიდდა. – მოიცა, ჯერ პური ვჭამოთ და მერე. ჭამის დროს რომ ყბედობენ,
კუჭი მიპატარავდება. ისევ მე წავიკითხავ”. სათვალიანს სათვალის
282
ჩამოსართმევად გაშვერილი ხელი ჰაერში უშეშდება. აირწინაღიანი
იცინის და თვალს არიდებს. “სადილის წინ ვინ გესიამოვნებათ, მილედი, ემმა თუ… სულ მავიწყდება, რა ჰქვია იმ შობელძაღლს. რა
ჰქვია იმ გოგოს, დომენტი? შენ გეხსომება, წუწკი კაცი ხარ”, – ეძახის
ბრტყელსახიანს. “აბა, რომელს?!” – იღრიჭება ბრტყელსახიანი, კარდალთან დაყუდებული, სურნელოვან ორთქლში გახვეული, ქაფქირმომარჯვებული. მშვენივრად იცის, ვისზედაც ეკითხებიან, ყოველდღე
ასეა, მაგრამ აირწინაღიანს იწვევს ბილწსიტყვაობაში, მოსწონს იმისი უხამსი ლაპარაკი; გემრიელად, მარილიანად იტყვის რამეს. “აი,
მამამ რომ გადააყუდა ტყეში”… – ახსენებს აირწინაღიანი. “ჯანდაბას
იმის თავი!” – უარესად იღრიჭება ბრტყელსახიანი.
– შენ ბიჭი გყავს თუ გოგო? – ეკითხება სათვალიანი აირწინაღიანს.
მოულოდნელი შეკითხვა აირწინაღიანს ერთი წუთით აბნევს, აოგნებს. რამდენჯერმე იფურთხებს ცერა თითის მსუქან ბალიშზე, წიგნის
გადაფურცვლა კი ავიწყდება. ხან სათვალიანს ამოხედავს, ხან
ბრტყელსახიანისკენ აპარებს თვალს, თითქოს იმ გზას ადგენს, აზუსტებს, მისმა საიდუმლომ რომ გაიარა უიმისოდ; თითქოს არ იცის, რა
სჯობია: მოუყრუოს შეკითხვას, არ ჩათვალოს სათვალიანი პასუხის
ღირსად, თუ გამოამჟღავნოს კიდევ ერთი საიდუმლო, არანაკლებ
მნიშვნელოვანი – ყველაზე მტკივნეულ, ყველაზე დამალულ, ჩირქით
გაძიძგულ მუწუკზე რომ დაადგეს ფეხი. “შენ რა იცი, მე რომ შვილი
მყავს?” – ამბობს ბოლოს, ფრთხილად, შემპარავად, გაუბედავადაც.
იძულებულია, ჩაახველოს, ათრთოლებული, ძალმილეული ხმა
დაიმორჩილოს. სათვალიანს მიმართავს, თუმცა ბრტყელსახიანს
უყურებს, ბრტყელსახიანს ბურღავს ჯერ კიდევ მომღიმარი თვალებით: ჯერ კიდევ იმედი აქვს, ბრტყელსახიანი ანიშნებს რამენაირად –
არ გამიყიდიხარ, არ წამოეგო ანკესზე, შენი გამოტეხა უნდა სათვალიანსო; ნირწამხდარი, შემცბარი ბრტყელსახიანი გამალებული
ურევს ქაფქირს აბუყბუყებულ კარდალში, ვითომ თავისი საქმითაა
გართული და სხვა არაფერი ეყურება. “რა ენა ჩაგივარდა! ბიჭია თუ
283
გოგო? – არ ეშვება სათვალიანი აირწინაღიანს, სასაცილოდ, ყვინჩილასავით აფოფრილი, ატაცებული, ტუჩებათრთოლებული. სათვალე
გინდაც დაუბრუნონ, მაინც ვერაფერს დაინახავს ალბათ, ისეა საკუთარი სითამამით შეპყრობილი, დაბრმავებული. საერთოდ აღარ
ადევს ფერი. მხოლოდ ყურები უბრიალებს წითლად. “ბიჭია თუ გოგო. ბიჭია თუ გოგო. ბიჭია თუ გოგო?” – იმეორებს გიჟივით. “რამდენი მოგცეს, ბიჭო?” – ღვარძლიანად ცრის კბილებში აირწინაღიანი.
ბრტყელსახიანს მიმართავს, მაგრამ იმდენი სიძულვილი, იმდენი
ღვარძლი და რისხვაა მის ხმაში ჩატეული, უნებურად, გელასაც
ებურძგნება ხორცი. განძრევისაც კი ეშინია; კი არ ეშინია – არ შეუძლია, თითქოს თოკით დაუბამთ სკამზე, პირში კი ჩვარი ჩაუჩრიათ.
და ზის ასე: უსუსური, უმწეო, უმნიშვნელო; არაფრის შემძლე; არაფრის მაქნისი. “მე დღეს მოვკვდები”, – მოულოდნელად იბადება მის
გონებაში ცივი, ხორკლიანი, მაგრამ გადამრჩენელი, სასიამოვნოდ
შემაძრწუნებელი ფიქრი. “მედღესმოვკვდებიმედღესმოვკვდებიმედღესმოვკვდები”, – ზედიზედ იმეორებს გუნებაში, ერთსა და იმავეს,
როგორც გვირაბი – მატარებლის ბორბლების დგანდგარს. ჯიუტად,
გაუაზრებლად ებღაუჭება ამ ფიქრს, ამ ფიქრში ზის, როგორც მატარებელში და ბათუმისკენ მიქრის, ნატოსკენ! სარკმელში განვლილი
ცხოვრების ნაფლეთები ელავენ და ქრებიან მატარებლის საწინააღმდეგო მიმართულებით. ჩაიქროლა მამის კუბომ, დედის გამეხებულმა სახემ, შავად გაზინთულმა რეზერვუარებმა, ნურიის აყაყანებულმა
ბაზარმა, ფრანგების ეკლესიამ… ნატო კი არ ჩანს, არ ჩანს, რადგან
მატარებელი ბათუმის სადგურში კი არ ჩერდება, ისევ აქ დგანდგარებს, კედლებგამომპალ ქოხში, გელას გონებაში, კარდალის ოხშივარში, მოხარშული ხორცის, მოხარშული სისხლის, მოხარშული
ძვლის სუნში, ნელნელა რომ იზრდება, ღონიერდება და საგუბარიდან თავდაღწეული წყალივით შლის და არღვევს ყველაფერს; ამ სუნის ზვირთებში ბრუნავენ უთავბოლოდ: სახეები, საგნები, ხმები, როგორც ხორცის ნაჭრები მდუღარეში, წონადაკარგულნი, წონასწორობიდან გამოსულნი, ჩასახარშად, ჩასანთქმელად განწირულნი. ცალ284
კეული, ერთმანეთთან ძნელად დასაკავშირებელი სიტყვები იბურცებიან, ბუყბუყებენ და სკდებიან ამ უცნაური მდინარის ზედაპირზე,
დამხრჩვალთა უკანასკნელი ამონასუნთქივით, უკანასკნელი სულივით. მამაც აქ არის; ოღონდ მდინარიდან მარტო ხელებიღა მოუჩანს,
მაჯებს ზემოთ; სანახევროდ მოღუნულ თითებს თითქოს რაღაც
მრგვალი, უჩინარი საგანი უჭირავთ. გელა თავს არატრატებს, ეს შემზარავი ჩვენება რომ მოიშოროს, და მაშინვე უბრუნდება მხედველობა. სათვალიანი ფეხზე წამომდგარა. გაფითრებული, თვალებგადმოკარკლული, სასულეში ლუკმაგაჩხერილივით აბჩენს პირს; მაცოცხლებელ, არარსებულ ჰაერს დაეძებს პირით. აირწინაღიანი რქებში
ჩაფრენია ცხვრის თავს, ისიც გაფითრებული, ისიც თვალებგადმოკარკლული, ისიც არარსებული ჰაერის მაძიებელი. თითქოს იმათაც,
ეს წუთია, ამოუყურყუმალავებიათ ბნელი, უძირო მორევიდან.
ცხვრის თავი გალურჯებულ ენას უყოფს გელას და მაგიდაზე სისხლის ფართო, მბზინავ ზოლს ტოვებს; მერე მძიმედ, ზანტად მიფრინავს, როგორც ბუ დღისით, და რქებით გულმკერდში ეხეთქება სათვალიანს, ცხვრის სადგომისკენ მიდენის, სადაც თვითონაც იდგა ამ
ერთი საათის წინ და სადაც მისი ერთადერთი თანამოძმე გამწარებული არახუნებს თავს ქოხის გამომპალ მორებზე. სათვალიანი ბინძურ
თოკს აწყდება და თოკს იქით, ცხვრების დანატოვარ წუმპეში ვარდება. ერთი ფეხი თოკზე აქვს ჩამოდებული, ხელებით კი გაგიჟებულ
ცხვარს ებღაუჭება. ბეეე, ბეეე, ბეეე, – ბღავის თავზარდაცემული
ცხვარი. სათვალიანი ფართხალებს. ციგურებზე პირველად შემდგარი კაცივით, ვერაფრით ვერ მოუყრია თავი საკუთარი ფეხებისთვის.
ბოლოს ნელა, გაუბედავად იმართება ფეხებზე. აქოთებულ წუმპეში
ამოთხვრილი ხელები განზე უჭირავს. პატარა, მაგრამ ბრაზიანი ნადირივით აბურძგნულა, ჩიხში მიმწყვდეული, გზამოჭრილი, აღსასრულის შეგრძნებით გამძვინვარებული, გაძლიერებული. უსაშველოდ გადიდებული თვალებიდან ცეცხლს აკვესებს; კბილები დაუკრეჭია. ცხვარი კი შფოთავს, წრიალებს; შარდში აზელილ კურკლზე
იმასაც უსხლტება ფეხი და ქოხის დამპალ მორებზე არახუნებს თავს.
285
“გააჩუმეთ. გააჩუმეთ. თორემ მოვკლავ!” – ღრიალებს ქალთა მკურნალი და გელას სმენაც ეხსნება; მხოლოდ მაშინ სწვდება სათვალიანის ხმა. სათვალიანი ჩქარჩქარა, სულის მოუთქმელად ლაპარაკობს, მაგრამ ყოველ სიტყვას გარკვევით, მკაფიოდ გამოთქვამს:
წარღვნა, მიწისძვრა, ხანძარი მხოლოდ იმას ანგრევს, რისი აღდგენაც კიდევ შეიძლება. შენ კი მატლი ხარ რწმენისა, იმედისა, აზრისა,
ოცნებისა… და მაშინ გამოდიხარ ჭუპრიდან, როცა ქვეყანა ნანგრევებშია ჩამარხული, როცა ქვეყანა უპატრონო ბავშვთა თავშესაფრადაა ქცეული და შენს მატლურ ჟინს გამკითხავი არა ჰყავს, თავისუფლად დაბოგინობს ობლის საწოლში, პირზე ბალიშდაფარებული ობლის სხეულზე, რათა ტლანქად, დაუფიქრებლად, დაუნანებლად მიასრისოს იგი საწოლზე, ტალახიანი ფეხის ანაბეჭდივით შეატოვოს
იმისი ჯერ კიდევ კვირტგაუშლელი სიცოცხლე ნაცრისფერსა და ნესტიან ზეწარს, ჯერ კიდევ ბრმა, გულუბრყვილო, რომელმაც სიკვდილის წინ მამა დაგიძახა და რომელიც ნებისმიერ უცხო კაცს უმალ მამად ჩათვლიდა, ვიდრე… უცებ სათვალიანი მთელი ძალით აწყდება
კედელს და აქოთებულ წუმპეში ამოსვრილ ხელებს, იქამდე განზე
რომ ეჭირა, სახეზე იფარებს. სროლის ხმა მერე ესმის გელას, როცა
სათვალიანი უკვე მუხლებზე დგას, სახეზე ხელებაფარებული. სროლის ხმა თითქმის მაშინვე მეორდება და ამჯერად, არათუ შიში, არათუ გაკვირვება, ყველაფრისგან გამათავისუფლებელი, ყველაფრისგან გამომთიშველი სიმშვიდე ეუფლება გელას. გულგრილად უყურებს, როგორ უშეშდება თანდათანობით თვალები აირწინაღიანს,
როგორ ამაოდ ცდილობს, მოებღაუჭოს მაგიდას, თავი შეიმაგროს
სკამზე, რადგან ჯერ კიდევ არ იცის, რომ მკვდარია, ჯერ მხოლოდ
სათვალიანი ჰგონია მკვდარი და არაფერი არ არის ამაში გასაკვირი,
რადგან თვითონვე ესროლა სათვალიანს, იგრძნო კიდეც, როგორ
დაეძგერა სათვალიანს მისი რევოლვერიდან გამოვარდნილი ტყვია,
მაგრამ ამას რატომღა ექაჩება მიწისკენ სხეული? რა მოხდა? “გამაგებინეთ, რა მოხდა?” – ჰკივიან მისი გაშეშებული თვალები. მოხდა
ის, რაც უნდა მომხდარიყო: თივა შეჭამა თხამ, თხა შეჭამა მგელმა,
286
რომელიც ახლა გელასაც შეახრამუნებს და ტყეს მიაშურებს, თუკი
გელამ არ დაასწრო და სათვალიანის ნაჩუქარი რევოლვერით თავი
არ დაიცვა, ანუ იმას არ გაუხვრიტა თავი. მაგრამ გელას არც ახსოვს,
რევოლვერი რომ უდევს შარვლის სარტყელში, გინდაც ახსოვდეს,
მაინც არ ჩაერევა ამ სისხლიან თამაშში, რომელიც უიმისოდ დაიწყო
და უიმისოდ უნდა დამთავრდეს. ის მხოლოდ მაყურებელია, თანაც
გულგრილი; არც პიესა მოსწონს, არც მსახიობთა თამაში; მშვიდად
ელოდება სპექტაკლის დამთავრებას და მისთვის სულერთია, როგორ დამთავრდება იგი. აირწინაღიანი უკვე სანახევროდ გადავარდნილა სკამიდან. აირწინაღის ცარიელი ჩანთა ჰაერში კონწიალობს;
ხოლო მისი რევოლვერი ცხვრის სისხლის გუბეში აგდია, მაგიდის
ფეხთან; დაუსწრია პატრონისთვის და პატრონს ჯერ კიდევ ჰგონია,
კი არ ვკვდები, რევოლვერის ასაღებად ვიხრებიო. მაგრამ უკვე გაქვავებული, უკვე გამოთიშული გონება ისევ უნათებდა ერთი წამით;
მაინც ასწრებს მკვლელისკენ გახედვას, გაკვირვებისგან პირის გაღებას და ასე – გაკვირვებული, პირდაღებული, ბრტყელსახიანისკენ
კისერმოღრეცილი – ეზანყება მიწაზე. ბრტყელსახიანი კარდალთან
დგას; ერთ ხელში ქაფქირი უჭირავს, მეორეში – რევოლვერი, და გელას მისჩერებია გაღიმებული, თითქოს იმის გაუბედაობაზე ანდა
გულმავიწყობაზე ეღიმება და კი არ ახსენებს, ელოდება, როდის გაიხსენებს თვითონ, მისი ჯერი რომაა ახლა, იმან რომ უნდა დაუსვას
ყველაფერს წერტილი. მაგრამ გელა განა იმათი მსაჯულია? “მე რა
შუაში ვარ? რა ჩემი საქმეა? – ფიქრობს მშვიდად, აუღელვებლად. –
შემიძლია, მაგრამ არ მინდა. განა, რაც შეუძლია, ყველაფერი უნდა
გააკეთოს კაცმა?” – ახლა ეკითხება წეღან მოლანდებულ მამას, მაგრამ კარდალის ოხშივარში ბრტყელსახიანი დგას მხოლოდ – მოღიმარი, მომლოდინე. ბეეე, ბეეე, ბეეე… – ხავის თოკზე ყელჩამოდებული ცხვარი.
287
5
ყველა გოგოსავით, რა თქმა უნდა, ისიც ფიქრობდა ბიჭებზე, სიყვარულზე, გათხოვებაზე… მაგრამ ეს ფიქრები ისევე მოულოდნელად
ქრებოდნენ, როგორც იბადებოდნენ, უხორცონი იყვნენ, გაუბედავნი;
არც ძალა შესწევდათ, არც უნარი, უფრო მტკიცედ, უფრო საფუძვლიანად მოეკიდათ ფეხი პატარა გოგოს სულსა და გონებაში; თუმცა, მაინცდამაინც არც გოგო ცდილობდა იმათ შემოჩვევას, რადგან
არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო, ისევე ეცხოვრა, როგორც ცხოვრობდა, ვერაფერს ხედავდა განსაკუთრებულად საინტერესოს, რაღაცის, ახლისა და უცნაურის მაუწყებელს, იმ წამიერსა და ჰაერივით
გამჭვირვალე ფიქრებში, რომლებსაც ასევე წამიერი, ასეთივე გამჭვირვალე შეგრძნებების გაჩენა შეეძლოთ მხოლოდ. მაგრამ ეს ფიქრები თავის საქმეს მაინც აკეთებდნენ. უნდოდა თუ არ უნდოდა, ამჩნევდა თუ ვერ ამჩნევდა, გარშემო ყველაფერი იცვლებოდა, უფრო
სწორად – იხსნებოდა, ნამდვილ სახეს აჩენდა, რომლის აღსაქმელადაც მარტო თვალი აღარ კმაროდა; კიდევ სხვა რაღაცა იყო საჭირო
ჩასაწვდომად, ამოსახსნელად, გასაგებად, უკვე არა ბავშვური, არა
გონებისმიერი, არამედ სულისმიერი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად; თუმცა არავინ აძალებდა – ჩაწვდი, ამოხსენი, გაიგეო; იმის სურვილსა და ცოდნაზე იყო დამოკიდებული, უფრო მეტად
კი, გამბედაობაზე, რადგან სურვილი თავისთავად არაფერს ნიშნავდა, ხოლო ცოდნას ვერ შეიძენდა, თუკი არ გაბედავდა, თუკი ისევე
თამამად არ ჩაყურყუმალავდებოდა მიმზიდველ იდუმალებაში, როგორც ზღვაში; წყალზე მალაყების გადასვლა, ციბრუტივით ტრიალი
ანდა უხელოდ ცურვა – ბავშვური თამაშობანი იყო და მეტი არაფერი;
ის კი, უკვე სევდიანი სიამაყით, უკვე გაუცხოვებული, უკვე მონატრებული ხალისით ჩაუცუცქდებოდა ხოლმე წინ ბაღში მოთამაშე ბავშვს
– ხმელი ფოთლების გვირგვინს გაუსწორებდა, ისეთივე ფოთლების
სარტყელს უკეთესად მოარგებდა წელზე და გამომშვიდობებისას
ხელსაც მოუთათუნებდა ლოყაზე, როგორც ნამდვილად დიდი ქალე288
ბი იქცეოდნენ. ხოლო იმ დღეს, როცა თავს გამოუტყდა: გელა მიყვარსო, ისიც აღიარა, უფრო ადრე რომ უყვარდა გელა, ვიდრე გაბედავდა… უფრო ადრე, ვიდრე დედამისი გამოეცხადებოდა და ქარაგმულად ეტყოდა, გელა ჩემია, შენ კი არა, მე ველოდები გელასო; უფრო ადრე, ვიდრე პირველად გამოიქცეოდა ციხიდან გელა; უფრო
ადრე, ვიდრე პირველად დაიჭერდნენ; უფრო ადრე, ვიდრე ხავერდის
ლურჯ შარვალსა და ზოლებიან პერანგში გამოწყობილი მოულოდნელად დაადგებოდა თავზე; უფრო მეტიც: გელა იქამდე უყვარდა,
ვიდრე ის თბილისიდან ბათუმში ჩამოვიდოდა და, თუ გნებავთ, ჯერ
კიდევ იქამდე, ვიდრე საერთოდ მოევლინებოდა ქვეყანას. მაგრამ
სანამ ამას აღიარებდა, სანამ აქამდე მივიდოდა საქმე, გელა არაფრით გამოირჩეოდა სხვა ბიჭებისგან; ყოველ შემთხვევაში, ასე ირწმუნებდა თავს, რადგან გუმანით გრძნობდა, მთელი მისი მომავალი
ცხოვრება გელასთან იქნებოდა დაკავშირებული, როგორც ფოთოლი ხესთან, და მისი ბუნებისთვის დამახასიათებელი, მოჩვენებითი
გულგრილობით ცდილობდა, აერიდებინა თავი იმ განსაცდელისთვის, იმ რთული და მძიმე მოვალეობისათვის, რაც თავისთავად
დაიბადებოდა და ამოქმედდებოდა კიდეც, როგორც კი ზედმეტად დაინტერესდებოდა გელათი, როგორც კი მის განსაკუთრებულობას
იწამებდა, როგორც კი მეტ ყურადღებას გამოიჩენდა მის მიმართ,
ვიდრე ათი წლის გოგო ათი წლის ბიჭისადმი იჩენს და არაფერია
ამაში არც გასაკვირი და არც საგანგაშო. ლურჯი ხავერდის მოკლე
შარვალსა და ზოლიან პერანგში გამოწყობილი გელა, პირველად
რომ გამოეცხადა დღეობაზე, თანაც დაუპატიჟებლად (მერე უთხრა
მამამ, მე დავპატიჟე, შენი გაფრთხილება კი დამავიწყდაო), ცოტა
გაბრაზდა კიდეც; გოგოების შერცხვა, გოგოების მრავალმნიშვნელოვანი გამოხედვისა; მხრების აჩეჩვითა და თვალების გადატრიალებით, როგორც შეძლო, გამოხატა კიდეც, იმათზე ნაკლებად
თვითონაც რომ არ იყო გაკვირვებული, მაგრამ, როცა გოგოებს ბიჭებისადმი თანდაყოლილი “მტრობა” დაავიწყდათ და აქეთიქიდან
მიესივნენ ისედაც დამფრთხალსა და დაბნეულ გელას (მართლა დი289
დი ქალაქია თბილისი? მართლა დადის თბილისში ტრამვაი?), არც ეს
ესიამოვნა, რადგან გელა, ბოლოს და ბოლოს, მისი სტუმარი იყო და
არა იმათი, თვითონ იყო აქ მთავარი და არა ისინი; ამიტომაც შემოჰკრა პირველმა ტაში, როცა გელამ, ყველასათვის მოულოდნელად –
ალბათ მათი კლანჭებიდან თავის დასაღწევად და არა თავის გამოსაჩენად, როგორც ზოგიერთებს მოეჩვენათ – განაცხადა: თუ გინდათ,
სახურავიდან გადმოვხტებიო; თითქოს გელა მარტო იმისთვის უნდა
გადმომხტარიყო სახურავიდან, ანდა ჯერ იმისთვის, როგორც მასპინძლისთვის, და მერე დანარჩენებისთვის; ამიტომაც შეჰკივლა
მარტო იმან, როცა გელას კრამიტი მოუცურდა ფეხქვეშ, და მარტო
იმან აიფარა ყურებზე ხელი (ყურებზე და არა თვალებზე), სანამ დაცურებული კრამიტი უვნებლად, უხმაუროდ ჩაეფლობოდა მიწაში;
და, რაღა თქმა უნდა, ამის ბრალია ისიც, გელას ფეხებით გაჩენილ
ღრმულებთან რომ მიირბინა, ვიდრე სხვები მოეგებოდნენ გონს, და
მაშინვე შიგ ჩადგა, როგორც პატარაობისას დედის სრულსა და მაღალყელიან ბოტებში ჩადგებოდა ხოლმე. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ
იყო სიყვარული, თუმცა მისი ტოლი გოგოები უკვე მარტო სიყვარულზე ლაპარაკობდნენ, განსაკუთრებით გიმნაზიის საპირფარეშოში, თითქოს სიყვარულზე საუბრის მოთხოვნილებაც ისეთივე სამარცხვინო და დასამალი მოთხოვნილებაა, რისთვისაც საერთოდ შემოდიან აქ. “გოგოებო, გოგოებო, რა მოგიყვეთ!” – და ფაცაფუცით,
ფხუკუნით, სიცილითა და გადამდები მღელვარებით ყვებოდნენ
ოჯახში გაგებულ ჭორებს, არკვევდნენ ცოლქმრულ საიდუმლოებებს,
ანდა ახალი სატრფიალო სიმღერის სიტყვებს აზეპირებდნენ ერთმანეთს: დედავ, გამიშვი, ბაზარში წავალ, წამალს ვიყიდი, თავს მოვიწამლავ; ანდა – ბიჭმა გოგო დაპატიჟა, ჩიტის ბუდე ვიციო… “ასე მღეროდა, ა! კისერგადაგდებული, თვალდახუჭული. ბიიიჭმა გოგო
დააააპატიჟა… იმსიგრძე თითები ჰქონდა, გიტარაზე კი არ უკრავდა,
გულზე მიხიცინებდა თითქოს”. “მერე? მერე როგორ არის? თქვი,
დააყენე საშველი!..” – წიოკობდნენ დანარჩენები. “ვეეეერ წამოვალ
ბიიიიჭო ტყეეეეში, რაც მომივაააა ვიიიციო… დედაჩემის მეგობრის
290
საყვარელია. ყველამ იცის, იმის ცოლის გარდა. იმის ცოლს ჰგონია…” “რა მომივაო მაინც? რა მოუვა, გოგოებო, ტყეში?” – იკითხავდა
რომელიმე მათგანი და ახლა იმას მიესეოდნენ ყველანი ერთხმად:
თავს ნუ იკატუნებ, ბებიაშენი მოატყუეო. თან ცალი ყური კარისკენ
ჰქონდათ, დამლაგებელი ქალი არ დაგვადგეს თავზეო: კუდიანი დედაბერი, ულვაშა ალქაჯი. ჯოხზე ჩამოცმულ ტილოს დაათრევდა. ტილო სველ კვალს ტოვებდა ფილაქანზე. გოგოები ტანსაცმლის სწორებას მოჰყვებოდნენ ხოლმე მაშინვე, ის კი, ტილოჩამოცმულ ჯოხს
ნახერხის პატარა ბორცვსა და ვედროს შუა ააყუდებდა, ერთს გამოხედავდა კაბების სწორებით გართულ გოგოებს და უხმოდ გადიოდა
საპირფარეშოდან. დროც გადიოდა და ყველაფერი იცვლებოდა,
ფერმკრთალდებოდა, ანდა ახალ იერსა და მნიშვნელობას იძენდა
ისიც კი, რაც უკვე წარსულს ეკუთვნოდა და რასაც თითქოს აღარაფერი ესაქმებოდა დღევანდელთან. პირიქით, დღევანდელი იმდენად
იყო აუცილებელიცა და მნიშვნელოვანიც, რამდენადაც ყოფილთან,
გარდასულთან აბრუნებდა ჩაწვდომის, ამოხსნის, გაგების ჟინით
შეპყრობილი სულის თვალს. დღევანდელი გუშინდლიდან ამოდიოდა, როგორც ბალახი მიწიდან, და სულის თვალსაც, ძალაუნებურად, ხილულზე მეტად უხილავი აინტერესებდა, ის აინტერესებდა,
რაც ქმნიდა, წარმოშობდა და განაპირობებდა იმას, რაც დღეს, ამ წუთას, ამშვიდებდა ან აღელვებდა, აშინებდა ან აიმედებდა. “რა იფიქრე, პირველად რომ დამინახეო” – ჩააცივდებოდა ხოლმე გელას,
იმიტომ კი არა, უკვე სხვანაირად რომ ფიქრობდა თავად გელაზე,
არამედ – ჯერ რომ არაფერი გაეგებოდა სიყვარულისა, რომელიც
დღითი დღე იზრდებოდა, დღითი დღე აჩენდა თავის უკიდეგანო სივრცეს, და ისიც, ცუდ მოცურავესავით, წარამარა უკან იყურებოდა,
საიმედო, მყარი და, რაც მთავარია, ნაცნობი ნაპირისკენ, საიდანაც
ბრმად, ალალბედზე შეეცურა იდუმალი, უძირო და მშფოთვარე
გრძნობის ზღვაში. მაგრამ ჯერ კიდევ ბავშვი იყო და უკან მოხედვის
ნება ჰქონდა, ჯერ გაუბედაობას შეჰყავდა ზღვაში და არა გამბედაობას, გუმანსა და არა გადაწყვეტილებას. “რა ვიფიქრე? მე რა ვი291
ცი, რა ვიფიქრე”. – პასუხობდა გელა, მაგრამ ნატოს კი არ სწყინდა,
უკვირდა მეგობრის გულმავიწყობა, და გარეგნულად მშვიდი, ფაციფუცით, მღელვარებით, ჟინიანად დაეძებდა გონებაში ყველაზე მწარე, ყველაზე გესლიან, ყველაზე შეურაცხმყოფელ სიტყვას, გულმავიწყობისთვის, უყურადღებობისთვის რომ დაესაჯა მეგობარი. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ბავშვობა იყო, ორი ველურის შუღლი, სირეგვნისა
და გულუბრყვილობის გამო, ღირსების, პატივმოყვარეობის საქმედ
რომ თვლის მწარე, ბანგივით მათრობელა თაფლის ამოღებას დაუნდობელი ფუტკრებით სავსე ფუღუროდან, თანაც სახეზე ბადის აუფარებლად, შიშველი ხელებით. სიყვარული, ჯერჯერობით, გელას დაჩაგვრის, ჯობნის სურვილს უჩენდა მხოლოდ, თვითონაც დამსახურებულად, სამართლიანად, ბუნებრივად რომ ჩაეთვალა მერე ნებისმიერი მარცხი, ტკივილი, როცა სიყვარული სხვის გულში ჩახედვას
კი აღარ მოსთხოვდა, არამედ იმისი გულიდან ამოიხედავდა თავად,
გამოცარიელებული, სევდიანი, გამაოგნებელი თვალებით, როგორც
დილეგიდან – ტუსაღი, აუზიდან – ლომთევზა, თასიდან – შხამი. მოკლედ, როცა სიყვარული, ბრჭყვიალა და სათუთი სათამაშოდან,
ისეთსავე ტლანქ, გაუცვეთელ იარაღად იქცეოდა, რომლითაც ქვას
ამტვრევენ, ანდა ორმოებს თხრიან.
ბავშვი იყო, მაგრამ გოგო. თანდაყოლილი, მემკვიდრეობით მიღებული დედაკაცური ალღო, გუმანი გაცილებით მალე ზრდიდა,
ვიდრე ოჯახი ანდა გიმნაზია. გველივით ბრძენი სხეულით, ჯერ კიდევ
გელას დაჭერამდე გრძნობდა, გელას რომ დაკარგავდა. გელას პირველი დაჭერის დღესვე იცოდა, შემთხვევითი, დროებითი რომ არ
იყო მათი გათიშვა, განწირული რომ იყო გელა და, აქედან გამომდინარე, თვითონაც – იქამდე, ვიდრე თვალს დაადგამდა გელას, ვიდრე
თავისთვის ამოირჩევდა და ვიდრე თავს გამოუტყდებოდა – მიყვარსო, ჯერ თავს და მერე მთელ ქალაქს, რადგან უკეთესი ვერაფერი
მოიფიქრა, ეგონა, რაკი მთელ ქალაქს ეცოდინება ჩემი სიყვარულის
ამბავი, ისიც დამითმობს, ისიც ხელს აიღებს გელაზეო. მაგრამ იმან
ხელი კი არ აიღო, უარესად ჩააფრინდა; “უყურეთ, ამ კახპასო!” –
292
მუშტი მოუღერა ქვემოდან, გელას ფეხდაფეხ სახურავზე გასულს, გელას თავით ანგრეულ კრამიტებში გამძვრალს. იქამდეც იცოდა, ასე
რომ მოხდებოდა, რადგან იქამდე, არც გელა და არც თვითონ, არაფერს აკეთებდნენ საიმისოდ, ასე რომ არ მომხდარიყო. გელა ისევ
გამორბოდა ციხიდან და ესეც ისევ იპარავდა შინ საჭმელს, კიდევ ერთხელ გამოქცეულ გელას დასაპურებლად. გულხელდაკრეფილი, გაბედნიერებული, რაღაცნაირი, გამომწვევი სიამაყითაც დაჰყურებდა
ზემოდან, სანამ ის, სკივრზე ჩამომჯდარი, შიმშილს იკლავდა, სულს
იბრუნებდა, მშვიდდებოდა და ისევ ადამიანს ემსგავსებოდა. “ვითომ
შენი დედიკო ვარო” – ეუბნებოდა ხუმრობით და მაშინვე ქალბატონ
ელენეს მომხიბვლელად პირქუში, მომხიბვლელად გოროზი სახე
დაუდგებოდა ხოლმე თვალწინ. იმის ჯიბრზე ეუბნებოდა სწორედ, ვითომ შენი დედიკო ვარო, თანაც შემცვლელის მორიდებულობით კი
არა, არამედ ახლის, განუმეორებლის ღირსებით, რომელიც ძველს
მხოლოდ იმიტომ იშველიებს, თავისი სიუცხოვით, თავისი მოულოდნელობით რომ არ დააფრთხოს ის, ვინც მისი სიახლე და განუმეორებლობა, ადრე თუ გვიან, უნდა იწამოს და აღიაროს კიდეც. არ
შეიძლებოდა, არ ეგრძნო საკუთარი უპირატესობა ყველა ქალთან
შედარებით. არ მიმხვდარიყო, დედაზე მეტად ის რომ სჭირდებოდა
თუნდაც ასეთ გელას, მაგრამ ამის შეგრძნება, ამის მიხვედრა კი არ
აკრთობდა, კი არ ადანაშაულებდა უფროსი ქალის წინაშე, რომელსაც გულწრფელად სცემდა პატივს, არამედ კიდევ უფრო აღაგზნებდა
თავისი უპირატესობის განსამტკიცებლად და გამოსამჟღავნებლად,
როგორც ბავშვებს ემართებათ ხოლმე უფროსებთან თამაშისას, უფროსებზე გაცილებით სუსტად რომ ერკვევიან თამაშის წესებსა და
ფანდებში, მაგრამ მაინც უგებენ უფროსებს, რადგან შემთხვევითობისა თუ ბავშვური იღბლიანობის წყალობით უკეთესი კარტი მოსდით. მაგრამ, ჯერჯერობით, მაინც ვერ ჩათვლიდა ნატო თავს მოგებულად; უფროსები ბევრნი იყვნენ და ვიღაცას თუ უგებდა, ვიღაცასთან აგებდა კიდეც. მართალია, მოგება წაგებაზე მნიშვნელოვანი
იყო, მაგრამ წაგება გულში ხინჯს სტოვებდა და თუ ვერ აქრობდა, ყო293
ველ შემთხვევაში, საგრძნობლად ანელებდა საზეიმო განწყობას. რა
თქმა უნდა, გელა მხოლოდ თავშესაფარს არ დაეძებდა ნატოს სხვენში; არც მხოლოდ პურისთვის მოდიოდა და არც მხოლოდ გახეული
პერანგის ანდა აწყვეტილი ღილის დასაკერებლად – ამას სხვაგანაც
მოახერხებდა ალბათ – მაგრამ, სამწუხაროდ, სიყვარულზე არანაკლებ ძლიერი მიზეზიც არსებობდა, ასე, უპატრონო ძაღლივით რომ
დაარბენინებდა იმას წინ და უკან, ნატოს სხვენსა და ციხეს შორის.
ნატოსაც ვერ გაერკვია, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო გელასთვის;
სიყვარული თუ სიმართლე; “სატრფოს” ხილვისა თუ შურისძიების
სურვილი. ხოლო გელა ჯერ საერთოდ ვერ არჩევდა ერთმანეთისგან
სიყვარულსა და სიმართლეს, “სატრფოსთან” ყოფნისა და შურისძიების სურვილს; ანდა ორივე ერთნაირად სჭირდებოდა ციხიდან გამოსაქცევად, როგორც ორი ფეხი, ორი ფრთა; თითქოს იმიტომ უყვარდა, შური რომ ეძია და იმიტომ ცდილობდა შურისძიებას, რათა
ყვარებოდა. დაახლოებით ასე გამოდიოდა მისი ლაპარაკიდან, თუმცა სიყვარულს არც ახსენებდა, სიყვარული მხოლოდ იგულისხმებოდა და ისევ ქალური გუმანის წყალობით ამჩნევდა ნატო, როდის
ალაპარაკებდა გელას სიყვარული და როდის შურისძიების ჟინი; ამჩნევდა, მაგრამ სრულებითაც არ მოსწონდა, არ სიამოვნებდა მეგობრის გულის ამგვარი გაორება. შეურაცხყოფილადაც კი გრძნობდა
თავს, მოტყუებულად, გაწბილებულად, თუმცა გელას არასოდეს
შეუფიცია მისთვის სიყვარული, როგორც წიგნებში ხდებოდა და როგორც გიმნაზიელი გოგოები ყვებოდნენ ხოლმე ვიღაცებზე. არასოდეს უთქვამს, შენი გულისთვის ანდა შენი გულისთვისაც გამოვრბივარ ციხიდანო. “მგონი, ის უფრო სძულს, ვიდრე მე ვუყვარვარო” –
ფიქრობდა ნატო და, მოთმინებიდან გამოსული, დაუდევრად, უხეშად
გლეჯდა ხელიდან თეფშს, თავისი თავი რომ შეეხსენებინა, მაგრამ
გელა ვერც იმის სიუხეშეს ამჩნევდა და ვერც იმის მოთმინებას, ერთსა და იმავეს იმეორებდა, ერთსა და იმავეს: ახლა თუ დავთმე, ვერასოდეს ვეღარ დავამტკიცებ ჩემს სიმართლესო. ნატო უკვე სიყვარულის ტყვე იყო და საღად განსჯის უნარი აღარ ჰქონდა; თავკერძა
You have read 1 text from Georgian literature.
Next - რკინის თეატრი - 19
  • Parts
  • რკინის თეატრი - 01
    Total number of words is 3567
    Total number of unique words is 2235
    27.2 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 02
    Total number of words is 3649
    Total number of unique words is 2108
    32.5 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 1981
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 04
    Total number of words is 3630
    Total number of unique words is 2200
    28.9 of words are in the 2000 most common words
    42.7 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 05
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2058
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 06
    Total number of words is 3622
    Total number of unique words is 2149
    28.8 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 07
    Total number of words is 3490
    Total number of unique words is 2291
    24.7 of words are in the 2000 most common words
    35.7 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 08
    Total number of words is 3728
    Total number of unique words is 2153
    32.6 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 09
    Total number of words is 3681
    Total number of unique words is 2089
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 10
    Total number of words is 3699
    Total number of unique words is 2033
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 11
    Total number of words is 3712
    Total number of unique words is 2117
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 12
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2075
    32.3 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 13
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2087
    30.9 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 14
    Total number of words is 3744
    Total number of unique words is 2095
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    53.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 15
    Total number of words is 3682
    Total number of unique words is 2082
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 16
    Total number of words is 3641
    Total number of unique words is 1987
    29.7 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    53.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 17
    Total number of words is 3761
    Total number of unique words is 2000
    31.4 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 18
    Total number of words is 3656
    Total number of unique words is 2118
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 19
    Total number of words is 3664
    Total number of unique words is 2010
    32.0 of words are in the 2000 most common words
    47.1 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 20
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2042
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    53.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 21
    Total number of words is 3667
    Total number of unique words is 1947
    32.4 of words are in the 2000 most common words
    46.8 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 22
    Total number of words is 3663
    Total number of unique words is 2089
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 23
    Total number of words is 3714
    Total number of unique words is 1946
    31.5 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 24
    Total number of words is 3727
    Total number of unique words is 2061
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 25
    Total number of words is 3765
    Total number of unique words is 2022
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 26
    Total number of words is 3740
    Total number of unique words is 2080
    31.0 of words are in the 2000 most common words
    44.3 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 27
    Total number of words is 3737
    Total number of unique words is 2107
    31.3 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 28
    Total number of words is 3256
    Total number of unique words is 1894
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.