Latin

რკინის თეატრი - 05

Total number of words is 3716
Total number of unique words is 2058
31.9 of words are in the 2000 most common words
46.0 of words are in the 5000 most common words
53.2 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მაინც მისცემოდა შესაძლებლობა, ბორძიკით, მუხლების კანკალითა
და გულის ფრიალით გაევლო ყველა გზაზე უგრძესი, ყველა გზაზე
სახიფათო გზა – კულისებიდან სცენამდე – და უკან – სცენიდან კულისებამდე. ხოლო იმ დღიდან მოყოლებული, როცა თეატრში თბილისელი მსახიობი მოვიდა, საერთოდ აღარ შეეძლო უთეატროდ
ცხოვრება, უბრალოდ, მოკვდებოდა, როგორც უჰაეროდ, დაწვებოდა
თავის საწოლზე, დაიკრეფდა გულხელს და მოკვდებოდა. მოჯადოებულს უფრო ჰგავდა, ვიდრე შეყვარებულს. შეყვარებულები სხვა
ქალები იყვნენ და არც მალავდნენ, შემთხვევას არ უშვებდნენ, თავიანთი სიყვარული რომ გამოემჟღავნებინათ, რანაირად აღარ იმტვრეოდნენ, რანაირად აღარ იგრიხებოდნენ და იმანჭებოდნენ, თბილისელი მსახიობის ყურადღება რომ მიექციათ; ხოლო როცა მარტო
მოიყრიდნენ ხოლმე თავს, უკაცებოდ, ისეთ სისულელეებს ამბობდნენ და ისეთ სისულელეებს ნატრობდნენ, ამალია კიდევ ერთხელ
67
რწმუნდებოდა, იმის გრძნობას არაფერი ჰქონდა საერთო სხვა ქალების გრძნობასთან. ნეტავი, ძაფი იყოს, მე კი ნემსიო; ნეტავი, ნამგალი იყოს, მე კი ყანაო; ნეტავი, გემი იყოს, მე კი ზღვაო; ნეტავი, ჩიტი
იყოს, მე კი გალიაო; ნეტავი, ღვინო იყოს, მე კი თასიო; ნეტავი, თითი
იყოს, მე კი სათითეო; ნეტავი, ნეტავი და ნეტავიო. ამალიას კი არაფერი არ უნდოდა, არაფერს არ ნატრობდა, გარდა იმისა, რომ თბილისელი მსახიობი სულ თბილისელი მსახიობი ყოფილიყო, თვითონ
კი – სულ ამალია, თვალდახუჭული, ქუთუთოებათრთოლებული
მდგარიყო იმის წინ, როგორც ბრმა – მოგუგუნე კოცონთან, და ესმინა, უსასრულოდ ესმინა, როგორ დაჰყვიროდა იგი, როგორ აღშფოთებდა იმას ამალიას უნიჭობა, მოუქნელობა, სიუშნოვე. თბილისელი
მსახიობი ამალიასთვის ღმერთივით მკაცრი და უფლებამოსილი
იყო; ღმერთივით სამართლიანიც, კეთილი და გამკითხავი. მართალია, რეპეტიციებზე ლანძღავდა, დასცინოდა, აწვალებდა, მაგრამ
ისე არ წავიდოდა თეატრიდან, რამე ქათინაური არ ეთქვა იმავე ამალიასთვის. “აგერ ნახავთ, ეს გოგო სასწაულს თუ არ მოახდენს სცენაზე. ტყუილად კი არ უდგას ძარღვებში (ამალიას დედა ბერძენი
ჰყავდა) ელექტრასა და ანტიგონეს სისხლიო” – ამბობდა ხოლმე
თბილისელი მსახიობი და ამალიას ისევე სჯეროდა მისი ქათინაურისა, როგორც მისი ლანძღვისა. სჯეროდა, მართლა რომ მოახდენდა
სასწაულს, თუმცა, რაკი თბილისელ მსახიობს ასე მიაჩნდა, ამალია
უბრალოდ ვალდებულადაც თვლიდა თავს, მოეხდინა სასწაული და
ახლა იმასაც უკვე მეტი ხალისით გაჰქონდა სცენაზე ლამპა, მეტი ხალისით შლიდა სუფრას და მეტი ხალისით მიართმევდა ხოლმე ნარგილეს მუთაქებზე მისვენებულ “სულთანს”, რომელიც, მიუხედავად
ამალიას თავგამოდებისა, ხშირად იძულებული ხდებოდა, წამომდგარიყო მუთაქებიდან, თავად ჩამოერთმია ნარგილე ამალიასთვის და
ფარული მჯულუგუნით დაეყენებინა იგი სცენიდან გასასვლელ გზაზე.
ხოლო ერთხელ, შუაღამისას, თავსხმაში, უგონოდ მთვრალი თბილისელი მსახიობი რომ გამოეცხადა შინ – თავფეხიანად გაწუწული,
ტალახში ამოგანგლული, ყვავილებით ხელდამშვენებული – ამალია
68
სამუდამოდ დაემონა ამ ღვთაებრივად განუსაზღვრელსა და ღვთაებრივად დაუნდობელ ბედნიერებას. “ელენე, ელენეო” – ჩასძახოდა
ბალიშს თბილისელი მსახიობი მის გათოშილ, ეკალდაყრილ მხართან, და ერთადერთი, რასაც ამალია მაშინ გრძნობდა, სველი ყვავილებისა და სველი მიწის სუნით გაჟღენთილ წყვდიადში, სიამაყის
გრძნობა იყო, ოღონდ არა ქალური სიამაყისა, არამედ საგნისმიერი,
თუკი შეიძლება, რომელიმე საგანს, მაგალითად ჭიქას, ეამაყებოდეს, წყურვილს რომ იკლავს ვიღაცა მისი მეშვეობით. როგორც ქალი, ამალია იმ წუთას სათვალავში არ ითვლებოდა, ის იდუმალ გზას
განასახიერებდა, ანდა სულაც გზის მონაკვეთს, რომლის მეშვეობითაც ერთი დიადი სული მეორე დიად სულს უკავშირდებოდა. აი, როგორი ბედნიერი იყო ამალია. ამხანაგები კი დასცინოდნენ. “რა
ვთქვა? მითხარით, რა გინდათ და გიპასუხებთო” – ამბობდა თავჩაღუნული, გაწითლებული, ჭირის ოფლგადამსკდარი, ხოლო თბილისელი მსახიობი მოღუშული იჯდა ცალკე და ჩაისავით ნელნელა სვამდა ღვინოს. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო იღუშებოდა, უფრო
და უფრო გულჩათხრობილი ხდებოდა, როცა სხვები ძველებურად
ილხენდნენ, ძველებურად მღეროდნენ, იცინოდნენ და ოხუნჯობდნენ, ვიდრე, ერთ მშვენიერ დღეს, ფოსტის მოხელე, თეთრწვერა
იასონი გამოეცხადებოდათ. თეთრწვერა იასონმა თბილისელ მსახიობს პოლიცმეისტერის ბარათი გადასცა. სანამ იქ იდგა, დაბნეულად
იღიმებოდა განუწყვეტლივ და განსაცდელში ჩავარდნილი კაცის
სულსწრაფობით ათვალიერებდა იქაურობას, ქურდულად, შიშით,
თითქოს არ იცოდა, საიდან და როდის გამოუვარდებოდა ხიფათი.
თბილისელი მსახიობი დიდხანს კითხულობდა ბარათს, თუმცა ღერბიან ფურცელზე სულ რამდენიმე სიტყვა ეწერა. პოლიცმეისტერი
ოჯახურ ვახშამზე ეპატიჟებოდა თბილისელ მსახიობს. ეგ იყო და ეგ.
მაგრამ თბილისელი მსახიობი მაინც ჯიუტად დასცქეროდა ათრთოლებულ ფურცელს და ძველებურად მოღუშული, თითქოს არაფრად
აგდებდა თანამებრძოლთა ცნობისმოყვარეობას, ცოცხალი სურათებივით გაშეშებულნი რომ შემოსცქეროდნენ მოუთმენლად. თბილი69
სელი მსახიობი კი ისევ ბარათს დასცქეროდა, თითქოს კითხულობსო, ანდა თითქოს ვერ კითხულობსო, და განრისხებული, გამწარებული, შეურაცხყოფილი აქუცმაცებდა გუნებაში, გლეჯდა და აქუცმაცებდა, როგორც მშიერი ლომი ნანადირევს. “ოჯახურ ზეიმზე”, “დიდად
გაგვაბედნიერებთ”, “თქვენი ნიჭის მარად თაყვანისმცემელი” –
იმეორებდა ბარათის ცალკეულ ნაგლეჯებს და არ იცოდა, როგორ
შეეხედა ამხანაგებისთვის სახეში. ბოლოს, ვითომც აქ არაფერიო,
ბარათი ჯიბეში ჩაიკუჭა, სკამიდან წამოდგა და თქვა: შეგიძლიათ
დაიშალოთ, პოლიცმეისტერი მოუთმენლად ელოდება ჩვენს მორიგ
წარმოდგენასო. “ვაშააა! გავიმარჯვეეეეეთ!” – ერთხმად შესძახეს
მსახიობთა გაცისკროვნებულმა, გაბედნიერებულმა, გამშვენიერებულმა სახეებმა, მაგრამ თბილისელ მსახიობს ხმა არ ამოუღია, ნელა, აუჩქარებლად გამოვიდა თეატრიდან – წვერმოშვებული, მოღუშული, მოტეხილი – როგორც პატიმარი ციხიდან.
ცოტა რომ გამოფხიზლდა, ზღვის პირას მიდიოდა. თვალთან თითს
ვერ მიიტანდა კაცი. “როდის დაღამდაო?” – გაუკვირდა გულწრფელად. ახსოვდა, დუქანში რომ შევიდა სატვირთო სადგურის გადაღმა,
მაგრამ არ ახსოვდა, როდის გამოვიდა იქიდან; ახსოვდა, მთელ ბათუმში ცნობილი გიჟი რომ გადაეკიდა, ორი შაური მომეცი და საქართველოს ისტორიას მოგიყვები თავიდან ბოლომდეო, მაგრამ არ ახსოვდა, როგორ დაშორდა იმ გიჟს, მოაყოლა თუ არა საქართველოს
ისტორია, თანაც ბოლომდე; ახსოვდა, დავით კლდიაშვილსა და გრიგოლ ვოლსკის რომ შეხვდა ფრანგების ეკლესიასთან, მაგრამ არ ახსოვდა, რაზე ელაპარაკა იმათ. თუმცა არა, ისიც ახსოვდა, დავით
კლდიაშვილმა რომ უთხრა: ნიჭს მოვლა უნდაო; ამას კი სიცილი
აუვარდა და მთლად გადარია ის პატიოსანი ხალხი. “ბატონო დავით,
არავის არ უნდა ჩვენი ნიჭი, ტაკიმასხრებისაა ქვეყანაო” – ახლა
ებოდიშებოდა გუნებაში და მიაჩხრიალებდა ქვიშას. პირი გაშრობოდა. სულს ვერ ითქვამდა, თითქოს ზღვის პირას კი არ მიდიოდა, ვიწრო ყუთში ჩაეჭეჭკათ, იონბაზის ბატივით. მიდიოდა, მიაჩხრიალებდა
ქვიშას. “ახლა თუ ზღვაზე არ გავედი, მართლა დავიხრჩობიო” – ფიქ70
რობდა ამ უეცარი განზრახვით აფორიაქებული, აღგზნებული და
დამფრთხალი, იმ ბავშვივით, სათავგადასავლო წიგნს რომ წაიკითხავს და შინიდან გაპარვას გადაწყვეტს, თუმცა დამოუკიდებლად ბაზარშიც არ გაიშვება ჯერ, დანაბარების ნაცვლად, კატის კნუტს მიიყვანს შინ, ანდა ძაღლის ლეკვს. “ახლა კი არ ავიჩემე, მთელი დღე
მინდოდა ზღვაზე გასვლა და იმიტომაც მოვედი აქო” – ირწმუნებდა
თავს და მიაჩხრიალებდა ქვიშას. უჭირდა გაუჩინარებულ ქვიშაზე
სიარული. მაგრამ მაინც მიდიოდა. ცოტა ხნის მერე მეთევზე ხასანას
უკაკუნებდა სარკმელზე და გული შიშით უსკდებოდა, ვაითუ, შინ არ
იყოსო. მეთევზე ხასანამ რომ გამოხედა, ცოტას მორჩა გადაეხვია,
ისე გაუხარდა მისი დანახვა. “ამ შუაღამისას ნავი რად გინდა, ჭოვ,
კონტრაბანდისტობა ხომ არ დაგიწყიაო” – გაუკვირდა ხასანას. მაგრამ თბილისელ მსახიობს ისე ძალიან უნდოდა ნავი, როგორც არ უნდა განემარტა მეთევზე ხასანასთვის, მაინც ვერ გააგებინებდა, ვერ
დაარწმუნებდა, ვერ გადასდებდა იმ უსაშველო, უკიდეგანო, ენით
უთქმელი ნეტარების აღმთქმელ ჟინს, სურვილსა თუ აჩემებას, რითაც თვითონ იყო იმ წუთას შეპყრობილი. “მინდა. აუცილებლად
მჭირდება!” – იმეორებდა მიზეზიანი ბავშვივით. მაგრამ მეთევზე ხასანამ, ეტყობა, მაინც გაუგო და ვიდრე უჩინარ ნავს უჩინარ ზღვამდე
მიათრევინებდა, ხმა აღარ ამოუღია. ბოლოს კი უთხრა, თუ რამე გიჭირს, წამოგყვებიო, მაგრამ ამან მხოლოდ გაუღიმა პასუხად, თუმცა
მაშინვე მიხვდა, ღიმილი მკვდარი, უმაქნისი ენა იყო ამ შეუვალ უკუნეთში. მერე ნავში იჯდა და გავეშებული უსვამდა ნიჩბებს, თუმცა
ვერც ზღვას ხედავდა, ვერც ნავს და ვერც ნიჩბებს. ისეთი გრძნობა
ჰქონდა, თითქოს ერთ ადგილზე ადიჩადიოდა ჰაერში, თითქოს
წყვდიადზე მიბმული, ნიჩბებს კი არ უსვამდა, თავის გათავისუფლებას ცდილობდა თოკებიდან; ანდა, კიდევ უარესი – თითქოს აიწონადაიწონას ეთამაშებოდა ვიღაცა, ისეთივე უჩინარი, როგორც ზღვა,
ნავი, ნიჩბები. მაგრამ უკან რომ მიიხედა და ნავსადგურის შუქურამ
ციცინათელასავით გაიელვა, მიხვდა, ძალიან ღრმად შეეცურა ზღვაში. ნიჩბებს ხელი შეუშვა და გაოფლილი, ტანზე მიწებებული პერანგი
71
გადაიძრო. ცოტა სული მოითქვა. ზღვის ნიავი ბუბუნით ეხეოდა ზედ.
ჯერ კიდევ უხაროდა რაღაცა, თუმცა არც იქ იგრძნობოდა გაშლილი
და თვალუწვდენელი სივრცე. თვალთანვე მთავრდებოდა. უფრო
სწორად, არ არსებობდა. არაფერი არ არსებობდა, სიბნელის მეტი.
ჯერ კიდევ უხაროდა რაღაცა და ნელნელა, აუჩქარებლად შიშვლდებოდა. ტანსაცმელს გულდაგულ კეცავდა, რამდენადაც ამის საშუალებას სიბნელე აძლევდა, და ნავის ფსკერზე ალაგებდა ფეხებთან. დედიშობილა იჯდა ნავში და ყოყმანობდა; ცოტა არ იყოს, ეშინოდა უჩინარი წყლისა. მობუბუნე ნიავის ნაფლეთებს განუწყვეტლივ
გრძნობდა ტუჩებზე, იღლიებში, ლაჯებში. “შეველ განსაწმენდელსაო” – შესძახა ბოლოს, ალბათ გასამხნევებლად, და თავდაყირა გადაეშვა ნავიდან, თუმცა საფუძვლიანად არც იყო დარწმუნებული, აუცილებლად ზღვა რომ დახვდებოდა სიბნელეში. უჩინარი წყალი გამდნარი კუპრივით შემოეტმასნა მაშინვე; სქელი, თბილი, ვერაგი;
ატორტმანდა, ახვნეშდა, ადგაფუნდა. მაგრამ წყლის ხმასაც ისევე
გრძნობდა, როგორც თავად წყალს: სმენაც დახშული ჰქონდა და
თვალიც. გრძნობის ამარა არსებობდა ბრმა, ყრუ, ტიტველი;
წყვდიადის ტყვე და, ამავე დროს, ყველაფრისგან თავისუფალი, როგორც ჩვილი დედის მუცელში. აი, რას მიელტვოდა თურმე; აი, როგორი ეშმაკი ყოფილა მაინც. “ვცხონდი. ვცხონდი, ვცხონდიო” – გაჰყვიროდა მთელი ხმით და მალაყებს გადადიოდა, წყვდიადის ნაჭუჭში მომწყვდეული. გული რომ იჯერა წყალთან თამაშით, გული რომ
მოიოხა ცხოველური, ბნელი თავისუფლებით და ერთი ორჯერ წყალიც ჩაყლაპა, სასწრაფოდ მიაშურა ნავს, მაგრამ ნავი იქ აღარ დაუხვდა, სადაც ეგულებოდა. დაფეთებული შემობრუნდა წყალში მთელი
სხეულით. იცოდა, ნავი თავისთავად ვერ გაქრებოდა, მაგრამ ამ
ყიამეთში ნავის ძებნა ისეთივე უაზრობა იყო ახლა, როგორც ნემსის
ძებნა თივაში. მაგრამ მაინც უნდა მოეძებნა, აუცილებლად, რადგან
უნავოდ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევდა ნაპირამდე, გინდაც
სცოდნოდა, საით იყო ნაპირი, თანაც, არა უახლოესი, არამედ თავისი, ერთადერთი, მშობლიური. “მთავარია, არ შევშინდეო” –
72
იმეორებდა ზედიზედ, უკვე შეშინებული, უკვე შიშს აყოლილი, უკვე
ელდანაცემი. ხან ერთ მხარეს გაცურავდა, ხან მეორეს, მაგრამ, ადვილი შესაძლებელია, ადგილზე ფართხალებდა და მხოლოდ ეგონა
– მივცურავო. ცოტაც და გონებას დაკარგავდა, თუ უკვე არ ჰქონდა
დაკარგული. ახლა ზედიზედ ყლაპავდა წყალს და ხელები ძლივსღა
ამოჰქონდა წყლიდან, თითქოს მართლა კუპრში მიცურავდა. აღარაფერზე აღარ ფიქრობდა. განუწყვეტლივ, შემზარავად უწიოდა რაღაცა გონებაში და ისიც აღარ ახსოვდა, რას დაეძებდა, მხოლოდ ნავს
თუ ყველაფერს ერთდროულად, რაც ნავამდე და ნავივით დაჰკარგვოდა. სწორედ ამ დროს ნიჩბის ბოლო მოხვდა ტუჩებში და, ტკივილისგან, შიშისგან თუ სიხარულისგან, ისე შეჰყვირა, საკუთარმა,
მაგრამ შემზარავად გაუცხოვებულმა, გატყიურებულმა ხმამ გამოაფხიზლა აღსასრულის წინამორბედი რინდიდან, ისევ ღამის წყვდიადში
დააბრუნა აღსასრულის თვალისმომჭრელი სინათლიდან. ნავის კიდეზე ეკიდა აძაგძაგებული ხელებით და ჭლექიანივით ახველებდა,
ყრუდ, გადაბმულად, სულის მოუთქმელად. “ცოტას მორჩა… ცოტას
მორჩა… ცოტას მორჩა…” – იმეორებდა გუნებაში უაზროდ, გაოგნებული, აღგზნებული, გახარებული, გაბითურებული. ძლივს აიტანა
სხეული წყლიდან და გვამივით ჩაშვავდა ნავში.
რკინის თეატრში ერთხელ კიდევ განახლდა წარმოდგენები. თბილისელი მსახიობიც ისევ ძველებურად ატყვევებდა, აჯადოებდა,
აფორიაქებდა მაყურებელს, ხან ბერძნულ ტოგაში, ხან ესპანურ ლაბადასა და ხან ქართულ ჩოხაში გამოწყობილი; რეცენზენტებიც ისევ
ძველებურად გამოყოფდნენ იმას წარმოდგენის სხვა მონაწილეებისაგან, “განსაკუთრებით მშვენიერი იყოო”, მაგრამ დაკვირვებული
თვალი იმასაც შეამჩნევდა, ძველი ხალისისა და ცეცხლისა ბევრი
აღარაფერი შერჩენოდა. ისევ ვულკანი იყო, მაგრამ უკვე ამოხეთქილი და ჩასანავლებლად, ჩასაწყნარებლად, ჩასაქრობად განწირული. ახლა უფრო იოლად ბრაზდებოდა, ყოველგვარ წვრილმანს ეკიდებოდა და ხშირად უსაფუძვლოდაც ლანძღავდა და სჯიდა მსახიობებს, გაოცებულნი რომ შლიდნენ ხელებს თავიანთი “ტირანის”
73
ზურგს უკან, ვითომ, გამაგებინე, თუ კაცი ხარ, რა უნდა, რა ბუზმა უკბინაო. მაგრამ მსახიობებს მაინც სჯეროდათ, მაინც ენდობოდნენ,
რაც მთავარია, მაინც უყვარდათ, და თავს არ იზოგავდნენ, იმისი გული რომ მოეგოთ როგორმე. ის კი, ბებერი მილიონერივით, დღითი
დღე ჭირვეული და მიზეზიანი ხდებოდა. ამალიამ რომ ცოლის წერილი შემოუტანა, მხარზე გადამსკდარ ტოგას კემსავდა გაბზარული
სარკის წინ და მართლა ბებერივით ბუზღუნებდა: ამ დამპალ ბარდელში ქალის საქმეც მე უნდა ვაკეთოო. იმ წუთას არც ახსოვდა,
თბილისი თუ არსებობდა, მაგრამ ამალიამ წერილი რომ გაუწოდა,
მაშინვე, რატომღაც, სიმამრის სახლის წინ ასვეტილი ჭადრები დაუდგა თვალწინ. იმასაც მიხვდა, ფრიად მნიშვნელოვანი ამბავი უნდა
ეუწყებინა იმ წერილს, და თუმცა ჯერ კიდევ ბრაზობდა გაქცეულ
ცოლზე, მაინც ისე აუფრიალდა გული, ისე აღელდა, ნემსი თითში
იტაკა უნებურად. მაგრამ თავი ისე დაიჭირა, თითქოს არაფრად ჩააგდო ეს ამბავი, თითქოს ყოველდღე იღებდა ცოლისგან წერილს. წერილი მშვიდად ჩაიდო ჯიბეში და სარკეში ჩაიხედა, მაგრამ საკუთარმა გამოსახულებამ, თანაც ორ არათანაბარ ნაწილად გაპობილმა,
ისე შეზარა, მაშინვე ცივად აარიდა თვალი. ვერ იქნა და ვეღარ დაიმშვიდა გული, მაგრამ ისევ სარკის წინ იჯდა, ვითომ ტოგის კემსვით
გართული. “იქნება მიხვდა თავის შეცდომას, იქნება ბოდიშს მიხდის
და პატიებას მთხოვსო” – წამოყოფდა ხოლმე თავს მაცდური იმედი
მის აფორიაქებულ გულში. “რაღას უდგას? რატომ არ მიდისო?” –
ბრაზობდა ამალიაზე და, ვითომც აქ არაფერიაო, ჯიბისკენ თავისთავად გაქცეულ ხელს თმაზე ისვამდა. “რამე უბედურება თუა, მაშინ დეპეშას გამომიგზავნიდნენ და არა წერილსო” – ფიქრობდა თან. მთელი წელი ისე გავიდა, ერთხელაც არ მოუკითხიათ, “აღიარეს ამისი
თავისუფლება”, ანდა თავი ისე ეჭირათ, თითქოს საერთოდ აღარ არსებობდა იმათთვის, საერთოდ ამოეშალათ ცოცხლების სიიდან, არც
ამართლებდნენ, არც ამტყუნებდნენ, თუმცა, ეტყობა, თვითონაც
ხელს აძლევდა ამგვარი ურთიერთობა ცოლთან და ცოლოურთან,
რადგანაც არც თვითონ გამოუდია თავი, არც თვითონ შეუხსენებია,
74
ჯერ კიდევ იმათ კანონიერ სიძედ რომ ითვლებოდა. კანონი მაინც
იცოდნენ, ღვთის წყალობით, ყოველ შემთხვევაში, ვალდებულები
იყვნენ, სცოდნოდათ. მის სიმამრს მართლმსაჯულების სასწორი ეჭირა ხელში, გუბერნიის მინოსი გახლდათ, ჩემო ბატონო; და აი, უცებ
ამხელა წერილი. კიდევ რაღაცა უბედურება დასტყდომოდა თავს, ის
კი, კეისრის ტოგას კემსავდა, საკეისროდ ემზადებოდა. “მდაააო” –
მიაბღავლა უცებ გაბზარულ სარკეს, როგორც საძოვრიდან დაბრუნებული ძროხა მიაბღავლებს ხოლმე საკუთარ ჭიშკარს. “მიდი და გაარკვიე, თუ ბიჭი ხარო” – გააგრძელა გუნებაში. გასაკვირი ის იქნებოდა, მის სიმამრს, თბილისის გუბერნიის მთავარ მოსამართლეს,
ისევ ქმართან დაბრუნება დაევალებინა ქალიშვილისთვის, თანაც
უვარგის ქმართან, რომელმაც სამი თვე ვერ შეინახა მათი ერთადერთი, თვალისჩინივით გასაფრთხილებელი და, თავისთავად იგულისხმება, უკეთესი ბედის ღირსი ქალიშვილი. ჯერ მარტო იმ სულელ
ლიზას რამდენჯერ გაუგონებია, ჩემს გაზრდილს ვინმემ რომ აწყენინოს, ფრჩხილებით გამოვჩიჩქნი თვალებსო. ახლა კი, მთავარი ქომაგებიც ჩაერეოდნენ საქმეში, ხოლო იმათი ერთი დაყეფება გაცილებით საშიში იყო, ვიდრე ლიზას გაუთავებელი წკავწკავი. ვინ იცის,
ამ ერთი წლის განმავლობაში, სულ იმაზე ჰქონდათ ბჭობა, როგორ
დაესაჯათ მათი ოჯახის შემარცხვენელი, და ახლა წერილით ატყობინებდნენ ოჯახური სასამართლოს გადაწყვეტილებას, რასაც, რა თქმა
უნდა, წერილი უფრო შეეფერებოდა, ვიდრე დეპეშა. მართლაც, არაფერია საჩოთირო, ან საგანგაშო, თუკი შენს პირად უბედურებას
სხვაც შეიტყობს, სხვაც წაიკითხავს, თუნდაც ფოსტაში, მაგრამ შენი
ოჯახურ საიდუმლოებათა საქვეყნოდ გამოჭენება თანაბრად აკნინებს, ხალხის თვალში თანაბრად სცხებს ჩირქს ორივე მხარეს, იმასაც, ვისაც “ასე ცხოვრება აღარ შეუძლია” და იმასაც, ვინც “ასეთ
ცხოვრებაში” იგულისხმება. ამიტომაც სდებენ წერილს კონვერტში
და ლუქავენ კიდეც. მაგრამ, ეტყობა, ქეყანა მართლა ჩალითაა დახურული, ანდა მის სიმამრს თავი მართლა მინოსი ჰგონია, მისი სამწყსო კი – აჩრდილები, გარდაცვლილთა სულები, და საითაც მოეპ75
რიანება, იქით გადასწევს თავის სასწორს. ვერ მოგართვით! ვერ მოგართვით! ბოლოს და ბოლოს, ეს კი არ გაიქცა, ამას გაექცნენ; ეს არ
ინდომეს, ეს გაწირეს, მარტო დატოვეს ბარიკადზე, და პირველ რიგში – ცოლმა. თუ სამართალია, ეს კი არ უნდა დასჯილიყო, ამას უნდა
დაესაჯა. ახლა კი რა გამოდიოდა? არაფერიც არ გამოდიოდა – სისულელე, უაზრობა, უმსგავსობა. წერილის წაკითხვასაც ვერ ბედავდა
და გამალებული კემსავდა კეისრის ტოგას, შიგ რომ შემალულიყო
დროებით, როგორც თაგვი – სოროში. სარკიდან ორად გაპობილი,
გაორებული სახე შემოსცქეროდა: უაზრო, უსიცოცხლო – წყლით გათიშული ორი კუნძული, თანაც ჯერ აღმოუჩენელი, დაუსახლებელი.
“კეისარს კეისრისაო” – უთხრა გაბზარულ სარკეს და წამოდგა. “მიბრძანდებით?” – ჰკითხა ამალიამ. “წავალ, შევჭამ რამეს” – უთხრა
ისევ სარკეს. – წერილს წავიკითხავო – გააგრძელა გუნებაში. ცოტა
ხნის მერე რესტორან “ფრანციაში” იჯდა და ვერ გადაეწყვიტა, სადილამდე წაეკითხა წერილი თუ ნასადილევს. რესტორანი ჯერ კიდევ
ცარიელი იყო და ახლა საითაც არ უნდა გაეხედა, ყველგან საკუთარ
სახეს ხედავდა სარკეებიან დარბაზში, ოღონდ ახლა უკვე გაერთიანებულს და ჩვეულებრივად მედიდურს. მაინცდამაინც არ უყვარდა ეს ქათქათა, ბრჭყვიალა, ხაზგასმულად “ევროპული” რესტორანი,
რომელიც ევროპული რესტორნის მდიდრულ დეკორაციას უფრო
ჰგავდა, მაგრამ რესტორნის პატრონს ეამაყებოდა მისი სტუმრობა
და ნისიად ასმევაჭმევდა, განუსაზღვრელი ვადით. მაგიდაზე, ფაიფურის თეფშებზე, გედებივით გაფუყულიყვნენ ლამაზად დაგრაგნილი
ხელსახოცები. მაგიდის შუაგულში მოოქროვილი შანდალი იდგა,
ახალი, თავადაც ოქროსფრად მბზინავი სანთლით. უცებ ოფიციანტის
მწითური, სიბერეშეპარული სახე დაინახა, ჭაღარა, ხშირი წარბებითა და აცქვეტილი ულვაშებით გაწყობილი. “როგორ ბრძანდებითმეთქი”, – თქვა ოფიციანტმა. შემცბარი იღიმებოდა. ეტყობა, დიდხანს ელოდებოდა, როდის გამოერკვეოდა ფიქრებისგან ბატონი
თბილისელი მსახიობი. “ააა… მადლობთ. თავად როგორ გიკითხოთ?” – მოიკითხა თვითონაც. “ევროპამ თუ არ გვიშველა რამე, წა76
სულია ჩვენი საქმეო” – თქვა ოფიციანტმა, ალბათ სტუმრის საამებლად, რამდენადაც კარგმა ოფიციანტმა, არა მარტო პირის გემო
იცის სტუმრისა, არამედ იმისი გულის დარდებიც (მეტი რა ესმოდა
ალბათ ამისგან, თანაც მთვრალისგან). “ევროპამ?!” – გაიკვირვა და
საბოლოოდ გამოფხიზლდა. “აბა, იაპონია იქითაა მისახედი!” – გახალისდა ოფიციანტი. მაგრამ თბილისელ მსახიობს ახლა არც ევროპისთვის ეცალა, არც იაპონიისთვის, თავისი პირადი სადარდელი
ჰქონდა, ცოლის წერილი ედო ჯიბეში და უცებ ყოველგვარი ინტერესი დაეკარგა ამ სუფთა, კოპწია, ყურადღებიანი კაცისადმი, ჯიუტად
რომ ცდილობდა მის გამოთრევას გამარინდებელი ფიქრიდან. ერთისაც და მეორისაცო – შეიგინა მოულოდნელად. ოფიციანტი შეცბა.
ცოტა ხნის მერე უკვე ცივად, საქმიანად ჰკითხა: რას ინებებთო. თბილისელი მსახიობიც შეწუხდა, საკუთარმა უხეშობამ შეაწუხა, ოფიციანტი კი შეეცოდა; “შინაურობის”, “ტკბილი ნაცნობმეგობრობის” აღსადგენად თვალი ჩაუკრა და უთხრა: პილატეს ცრემლები გექნებათ
კარგი, სოფლურიო. თან მუცელზე მიიდო ხელი, ვითომ წამლად უნდოდა. “რა დამალევინებს არაყს ამ შუადღისასო” – შეიცხადა ოფიციანტის წასვლისთანავე; მაგრამ არაყი ესიამოვნა და ვიდრე ოფიციანტი სუფრას გააწყობდა, პირწმინდად მოიხადა სამი სახარების ვალი. არაყმა გააბრუა. გაამხნევა კიდეც. “ავდგები და დავთვრებიო” –
გაიფიქრა ვიღაცის ჯიბრით, თუმცა დღეს სრულებითაც არ უნდოდა
დათრობა, წერილი ჰქონდა წასაკითხი, ტანი უგრძნობდა, დღეს
წყდებოდა მისი ბედი, მაგრამ ეს რომ გაიფიქრა, უკვე მთვრალი იყო,
უკვე თავში უბრწყინავდა გურული, სამნახადი ჭაჭა. ჯიბიდან კონვერტი თამამად ამოიღო და დანის პირით გახსნა. ოთხად გაკეცილი
ფურცელი შარიშურით გაშალა და დახედა. “გამარჯობა, მამიკო!” –
უთხრა წერილმა. ისე აღელდა, ისე დაიბნა, თითქოს სხვისი წერილის
კითხვისას მოულოდნელად წამოდგომოდა თავზე წერილის კანონიერი პატრონი. “გამარჯობა, მამიკო!” – გაიმეორა თვითონაც უნებურად. მაშინვე ყველაფერს მიხვდა. რაღაც სასიამოვნოდ ცხელი,
სასიამოვნოდ ამაფორიაქებელი ჩაეღვარა გულში. კარგა ხანს ვე77
ღარ მიუბრუნდა წერილს. ხოლო თვალში რომ გამოიხედა, ისევ
ოფიციანტი დაინახა. ოფიციანტმა ჭიქა გადაუვსო და ბოთლს ხელსახოცი მოუსვა თავზე. საქმიანად ირჯებოდა, მოღუშული; ძველი წყენა
ჯერ ისევ სახეზე ეხატა, ჯერ არ გამონელებოდა ბოლომდე. “გაგიმარჯოსო” – თქვა ამან გუნებაში. წესიერად თვითონაც არ იცოდა, ვის მიმართავდა: ოფიციანტს, საკუთარ თავს თუ ჯერ კიდევ უცნობ შვილს.
ჭიქა ბოლომდე დაცალა და ისევ ჩახედა წერილს. “მე უკვე დიდი ბიჭი
ვარ”, – უთხრა წერილმა. “ვითომ მართლა შეუძლია ევროპას ჩვენი
შველა?” – ჰკითხა ამან ოფიციანტს. ახლა ოფიციანტმა გამოხედა
გაკვირვებულმა. “მამათმავლების ყრილობა ვიღამ მოიწვიოს? ქალის ნიფხავი ვიღამ შეკეროს?” – უარესად ჩააცივდა ეს. ოფიციანტმა
მხრები აიჩეჩა, რა ვიცი, რა ჩემი საქმეაო. “მე და დედიკოს ძალიან
გვენატრები”, – თქვა წერილმა. ისევ სასიამოვნოდ ცხელმა ტალღამ
გადაუარა გულზე და სასწრაფოდ მოაშორა წერილს თვალი. ოფიციანტი ყურებჩამოყრილი იდგა. “როდის უკითხავს ევროპას ჩვენი ამბავი, ბიძიკო, ახლა რომ იკითხოს? რუკაზედაც ვერ გვიპოვის, სადა
ვართ. ჩვენი სახელიც არ იცის. აღამაჰმადხანმა თბილისი რომ დაანგრია, პარიზმა ტაში დასცხო”, – უთხრა ამან. “ღვინო ხომ არ დაგჭირდებათ კიდევ? ეს მესამე ბოთლია”, – ჩაიბურდღუნა ოფიციანტმა.
“მითვლი?” – გაუღიმა ამან. ოფიციანტს ესეც ეწყინა, თქვენთვის ვამბობ, თორემ რა ჩემი საქმეა, რამდენს დალევთო. ვერ იქნა და ვეღარ
მოინადირა იმისი გული; სხვას ცდილობდა და სხვა გამოსდიოდა;
იმიტომ, რომ ერთდროულად აქაც იყო და იქაც – წერილში – და იქ
გახარებული, აქ სიტყვებს ვეღარ ზომავდა, დაუმსახურებელ ტკივილს აყენებდა ვიღაცას, რომელიც სრულებითაც არ იმსახურებდა
მისგან ამგვარ უსამართლობას. “ღვინო კიდევ მოიტანე. დიდი ჭიქებიც გამოაყოლე ხელს. ჩვენი შერიგებისა უნდა დავლიოთ!” – უთხრა
ოფიციანტს. ოფიციანტმა ისევ აიჩეჩა მხრები. “მე, სახელოვანი მსახიობი…” – გაიფიქრა ამან, და მეორე წუთას – გამარჯობა, მამიკოო
– გამოაჯავრა ვიღაცას გუნებაში. აქ რომ შემოვიდა, დარბაზი ცარიელი იყო, ახლა კი, ჩვეულებრივი, რესტორნული ჟრიამული იდგა
78
ირგვლივ, ოღონდ ევროპული კი არა, ქართული. “რა დროა, ნეტავიო” – გაიფიქრა უინტერესოდ; არც უფიქრია საათზე დახედვა. ოფიციანტმა ცარიელ ჭიქას ხელი დააფარა. ოქროსფრად მბზინავი სანთელი სანახევროდ ჩამწვარიყო. პირველად ახლა იგრძნო გამდნარი
ცვილის სუნი. ესიამოვნა. “ჩვენვე უნდა მივხედოთ ჩვენს თავს, ბიძიკო”, – უთხრა ოფიციანტს. “ვინ გაჭმევს? ვინ გირეცხავს? სხვათა შორის, თეატრი აქაცაა”, – თქვა წერილმა. ოჰო! ეს უკვე სხვა ამბავია,
ეს უკვე იმის ნიმუშია, თუ როგორ უნდა ზრუნავდეს ცოლი ქმარზე…
ევროპა – პატარა, დაჩაგრულ ქვეყანაზე. “ევროპამ თავისი მისია დიდი ხანია დაკარგა, ბიძიკო. გაძღა ცხოვრებით. არაფერი აღარ უნდა.
არც იცის და არც აინტერესებს, რა ხდება აქ, რა დღეში ვართ მე და
შენ. კი ბატონო, მართალი ბრძანდები. სანამ სახლიდან არ დაიყვირებს ვინმე – მიშველეო – რა უფლება გაქვს, შეუვარდე. მაგრამ დიდ
პოლიტიკოსად რომ მოაქვს თავი, უსაშველოდ გავნათლდიო, რომ
იძახის, ისიც უნდა იცოდეს, მე პირზე ხელი რომ მაქვს აფარებული
და გინდაც მაინც მოვახერხო დაყვირება, იქამდე გამაძრობენ ტყავს,
ვიდრე ჩემი ხმა ევროპამდე ჩააღწევდეს. სანამ პავლე მოვიდა, პეტრეს ტყავი გააძრესო. თუ პირიქით. ხომ გაგიგონია? მადლობელი
ვარ. ძველ ანგარიშს მიათვალე. შენი დიდი მადლობელი ვარ, ბიძიკო”, – სხაპასხუპით მიაყარა ოფიციანტს და წამოდგა. ისევ რომ გამოერკვა, იმავე რესტორანში იჯდა, ოღონდ ახლა სხვა სუფრაზე, მისთვის თითქმის უცნობ ხალხში. მხოლოდ სახით ცნობდა ზოგიერთს.
ვიღაც ქალი ძალით აფრინდებოდა ხელში, გინდა თუ არა, მაჩვენეთ
თქვენი ხელისგული, გენიოსებს განსაკუთრებული ხელისგული აქვთო. ვიღაც კაცი საცობის ნაფშხვენს ნეკით იღებდა ჭიქიდან და უცინოდა: მეც ბიჭი მეყოლებაო. პიანისტი ტუშს უკრავდა, ისიც ამას უღიმოდა, კისერმოღრეცილი. პიანინოზე ღვინით სავსე ჭიქა იდგა. უცებ
პოლიცმეისტერი დაინახა, ვიღაც ზონზროხა, მოკლედ თმაშეჭრილი
ქალის გვერდით. მაშინვე ჭიქას დასტაცა ხელი, ფეხზე წამოვარდა და
დაიყვირა: გაუმარჯოს ბათუმის პოლიცმეისტერს და ვეზირიშვილის
ფაშატსო. დარბაზი უარესად აზრიალდა. აქაიქ ტაშიც დაუკრეს. მიტ79
კალივით გადაფითრებული პოლიცმეისტერი სადღაც გაქრა, თავის
ზონზროხა თანამგზავრიანად. კიდევ რომ გამოერკვა, შუა ქუჩაში იდგა. ქუჩაში ბნელოდა. შორს, ქუჩის ბოლოში, ოდნავ ბჟუტავდა ობოლი ნათურა, თუკი ნამდვილად ნათურა იყო. სიბნელეს რომელიღაც
ყვავილის მძაფრი სუნი დაჰკრავდა, მოტკბო, უსიამო. ოდნავ ილანდებოდა ფრანგების ეკლესიის წყვილი სამრეკლო, თითქოს სიმთვრალის წყალობით გაორებული. “ამალია მელოდებაო” – გაიფიქრა სულელურად. ამალია ყოველთვის სიმთვრალეში ახსენდებოდა.
თავს კი იტყუებდა, ცოლის ჯიბრით ვიქცევი ასეო, მაგრამ სიმთვრალეში ადვილი იყო თავის მოტყუება; სასიამოვნოც; რადგან ცოლის
გაქცევის მერე, მისი განახევრებული ხორცი განუწყვეტლივ იტანჯებოდა; უსინდისოდ, დაუმსახურებლად მიტოვებული, კარგამოკეტილი ძაღლივით წკავწკავებდა, გაქცეულ ნახევარს ეძახდა, მაგრამ ეს
შეგნებულად უყრუებდა; გაბრაზებული, შეურაცხყოფილი; ხოლო
სიმთვრალე, კუდიანი დედაბრის ბანგივით, მის მკაცრსა და ფხიზელ
გონებასაც ადვილად აძინებდა და მხოლოდ მაშინ ფხიზლდებოდა,
როცა ყველაფერი ერთხელ კიდევ მოთავებული ჰქონდა, როცა ამალია ჯერ ისევ ლოგინში იწვა და ცხვირამდე აწეულ საბანს ორივე ხელით ჩაფრენოდა, თითქოს ძალით გადახდიდა ვინმე. ეს კი, შემაძრწუნებლად გამოცარიელებული, დარცხვენილი, გაბითურებული –
ფაცაფუცით იკრავდა ფეხსაცმლის ზონრებს. სამაგიეროდ, ამალიასთვის მისი ყოველი გამოცხადება, თუნდაც ასეთი ხანმოკლე, უსულგულო და უხეში, ცის გახსნას უდრიდა, სასწაულს, ღვთის წყალობას,
რადგან ღრმად სჯეროდა, არაფრით არ იმსახურებდა თბილისელი
მსახიობის ყურადღებას; ფიქრშიაც არ დაუშვებდა, მეტოქე ყოფილიყო იმისი ცოლისა, რადგან ცოლსაც ისევე აღმერთებდა, როგორც
ქმარს. ერთად, ერთნაირად უყვარდა ორივე: გაქცეულიც და დარჩენილიც. კი არ უხაროდა, თავზარი ეცემოდა იმის დანახვაზე; კი არ
აბედნიერებდა იმის გამოჩენა, აფრთხობდა, აბნევდა და ამაღლებდა,
როგორც მორწმუნეს – ღმერთისა; დაჩოქების სურვილი იპყრობდა
მაშინვე და აღგზნებული, თვალებგადათეთრებული, ყელკისერდა80
ლაქავებული – ფეხებზე ეხვეოდა, გაშმაგებული უკოცნიდა მუხლებს,
სანამ ის ძალით წამოაყენებდა, ლეშივით მიათრევდა საწოლამდე,
სადაც, ხუთი წუთის მერე, მარტო დატოვებდა, კბილებაკაწკაწებულს,
დაულეველი ცრემლით სველსა და ბედნიერს, უსაზღვროდ, უთქმელად ბედნიერს.
– შეგიძლია მომილოცო. ვღებულობ მოლოცვებს! – თქვა თბილისელმა მსახიობმა და ამალიას ტუჩებს გარიდებული ხელები ზურგს
უკან დაიწყო.
– გილოცავ! სულითა და გულით გილოცავ! – მხურვალედ, გულწრფელად აღმოსთქვა ამალიამ.
– კი მაგრამ, რას მილოცავ? არ გაინტერესებს, რას მილოცავ? –
გაიღიმა თბილისელმა მსახიობმა.
მაგრამ ღიმილი მაშინვე პირზე შეეყინა, თვალი გაუშტერდა, რადგან იმავე წამს მიხვდა, რისთვისაც მოსულიყო აქ; არა მამაკაცური
ჟინის მოსაკლავად, რისი გაგებაცა და პატიებაც, ასე თუ ისე, კიდევ
შეიძლებოდა, არამედ საკუთარი პატივმოყვარეობის საამებლად;
ამალიასთვის უნდა დაემტკიცებინა, ამალიასთვის უნდა მოეგო ნიშნი
– ცოლისგან მიტოვებული, სხვათა შესაცოდი კაცი არ გეგონოო.
იმის მაგივრად, თვითონ დაეჩოქა ამ უბედური ქალის წინაშე, კაბის
კალთაზე მთხვეოდა, მადლობა ეთქვა, ბოდიში მოეხადა – ყველის
ვაჭარივით იკრიჭებოდა და თავის ბედნიერებას ახარბებდა. მერე
სკამზე იჯდა, თავჩაქინდრული, და წასვლა რცხვენოდა, თუმცა ერთი
სული ჰქონდა, როდის გააღწევდა აქედან, მარტოხელა ქალის სენაკიდან, სადაც აღარაფერი ესაქმებოდა და სადაც მისი დაყოვნება
გაქცეული ცოლის ღირსებას კი არ შეურაცხყოფდა, არამედ ცოლთა
მაგიერის მარადიულ, წმინდა სიმარტოვეს. ამის უფლება კი ნამდვილად არ ჰქონდა. “მე არასოდეს მექნება ოჯახიო” – თქვა ამალიამ
ისე მშვიდად, თითქოს ხმამაღლა ფიქრობსო, თითქოს მარტოა
ოთახშიო, და ამას უარესად დაემდუღრა გული. ამალიას ოთახში დაბადებული სევდა ქუჩაშიც გამოჰყვა, ჰაერზე კიდევ უფრო გაიზარდა,
გაფუვდა, და თავფეხიანად მოიქცია იგი თავის ტლანქსა და დაუნდო81
ბელ მარწუხებში. მაგრამ ამ სევდის მიზეზი ამალია კი აღარ იყო,
არამედ მისი ცოლი; სიმთვრალის ბრალი იყო თუ ბედნიერი კაცის
თავკერძობისა, ამალია კი არ ეცოდებოდა – საკუთარი თავი. ცოლი
ენატრებოდა. მთელი ეს ერთი წელი ცოლი ენატრებოდა მხოლოდ.
მაგრამ პირველად ახლა, ქუჩაში, ამალიას ოთახიდან გამოსულმა
იგრძნო ამ მონატრების ძალა და სიმძაფრე. პირველად ახლა იგრძნო, მთელი წელი ტყუილუბრალოდ რომ არ უტყდებოდა,
ტყუილუბრალოდ რომ იპამპულებდა თავს, რადგან, როგორც არ უნდა დაემალა, სხვები მაინც ატყობდნენ, ცოლი ენატრებოდა, და კიდევ უფრო საცოდავი, კიდევ უფრო სასაცილო ხდებოდა სხვების
თვალში. მხოლოდ და მხოლოდ მისთვის დამაკნინებელი სიბრალულის გრძნობა უჩნდებოდა ყველას: თუნდაც იმავე ამალიას, რომელიც სიტყვის შეუბრუნებლად უღებდა კარს, რა დროსაც არ უნდა
დასდგომოდა თავზე, უგონოდ მთვრალი, უპატრონო ძაღლივით ქუჩაქუჩა ნათრევი და ზღვისპირა ბაღში ნაქურდალი ყვავილით ხელდამშვენებული, იმიტომ, რომ ამალიას არც ცხოვრებაში შეეძლო თამაში და მხოლოდ იმას ასრულებდა, რაც ბუნებისგან ევალებოდა;
იმავე კოსტას, ცალფეხას, ხისფეხას, თავად უპატრონოს – ერთსა და
იმავეს რომ უმეორებდა ყოველ შეხვედრაზე – მეორე ფეხსაც მოვიჭრი, უკანვე თუ არ მობრუნდეს შენი ცოლიო – იმიტომ, რომ ხისფეხა
კოსტას არც თავისი უპატრონობისა რცხვენოდა და არც თავისი უმწეობისა; და იმავე დიმიტრისაც, უბილეთოდ და უდროო დროს რომ
უშვებდა თავის საყდარსა თუ მუზეუმში, რათა ერთხელ კიდევ
დაენახვებინა ამისთვის, რა ჰქონდა და რა დაჰკარგოდა, ანდა რა შეიძლებოდა ჰქონოდა და არ დაეკარგა, მარტო სცენაზე თუ დაყაბულდებოდა გმირობას. ყველანი იცოდებდნენ და ყველა მოწყალებას
იღებდა, მოწყალებას და არა ჯილდოს, როგორც თვითონ თვლიდა,
რადგან ადრე, ასე თუ ისე, კიდევ ერეოდა თავს, ყრუვდებოდა, ბრმავდებოდა, არ ტყდებოდა, უფრო სწორად, გულის ყველაზე საიდუმლო
კუნჭულშიც ეშინოდა იმის აღიარება, ვერც რომ წარმოიდგენდა უცოლოდ ცხოვრებას, თუმცა მათი ერთად ყოფნა ერთერთის დაღუპვას
82
ნიშნავდა მხოლოდ, რადგან ქაჯიც ვეღარ გაარკვევდა უკვე, რომელი
იყო გადასარჩენი და რომელი გადამრჩენელი, რომელი რომელს
ღუპავდა. მიდიოდა და შიშნაჭამი ბავშვივით უბაგუნებდა გული. ერთი მისი ნაცნობი დახლიდარი, თავად ლოთი და სხვათა გალოთების
მსურველი, დიდად საიდუმლო სიბრძნესავით გაანდობდა ხოლმე:
როცა ვთვრები – კაცი ვარ, როცა ვფხიზლდები – კაცუნაო. ის კი, ჯერ
ისევ მთვრალი, მაინც კაცუნად გრძნობდა თავს. ტირილი უნდოდა,
ერთიანად გამოცარიელებულს, ერთიანად გაოგნებულს, და ცოლის
წერილი რომ არ სდებოდა ჯიბეში, ალბათ ატირდებოდა. ატირდებოდა კი არა, ყმუილით გაიქცეოდა შინისკენ (დაქირავებული ოთახისკენ), რათა ცოლის ხელშენავლები ნივთები დაეკოცნა, ცოლის თავნადებ ბალიშზე დამხობილიყო პირქვე. წერილი აკავებდა, რადგან
წერილი უდასტურებდა, მისი ცოლი ნამდვილად რომ არსებობდა ამ
ქვეყანაზე, ნამდვილად მისი ცოლი იყო და ისევ ერთად იქნებოდნენ
მალე, სულ, უსასრულოდ, რომელიმე მათგანის და, აქედან გამომდინარე, ორივეს საბოლოო დაღუპვამდე. წერილი ჯიბიდან ამოიღო,
ტუჩებზე მიიდო და რამდენჯერმე აკოცა, ცხარედ, ვნებიანად. ერთი
წამითაც არ დაფიქრებულა, ვინმე დამინახავს, ვინმეს უცნაურად მოეჩვენება ჩემი საქციელიო. თუმცა ქუჩაში კაციშვილი არ ჭაჭანებდა.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - რკინის თეატრი - 06
  • Parts
  • რკინის თეატრი - 01
    Total number of words is 3567
    Total number of unique words is 2235
    27.2 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 02
    Total number of words is 3649
    Total number of unique words is 2108
    32.5 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 1981
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 04
    Total number of words is 3630
    Total number of unique words is 2200
    28.9 of words are in the 2000 most common words
    42.7 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 05
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2058
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 06
    Total number of words is 3622
    Total number of unique words is 2149
    28.8 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 07
    Total number of words is 3490
    Total number of unique words is 2291
    24.7 of words are in the 2000 most common words
    35.7 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 08
    Total number of words is 3728
    Total number of unique words is 2153
    32.6 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 09
    Total number of words is 3681
    Total number of unique words is 2089
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 10
    Total number of words is 3699
    Total number of unique words is 2033
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 11
    Total number of words is 3712
    Total number of unique words is 2117
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 12
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2075
    32.3 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 13
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2087
    30.9 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 14
    Total number of words is 3744
    Total number of unique words is 2095
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    53.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 15
    Total number of words is 3682
    Total number of unique words is 2082
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 16
    Total number of words is 3641
    Total number of unique words is 1987
    29.7 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    53.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 17
    Total number of words is 3761
    Total number of unique words is 2000
    31.4 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 18
    Total number of words is 3656
    Total number of unique words is 2118
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 19
    Total number of words is 3664
    Total number of unique words is 2010
    32.0 of words are in the 2000 most common words
    47.1 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 20
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2042
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    53.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 21
    Total number of words is 3667
    Total number of unique words is 1947
    32.4 of words are in the 2000 most common words
    46.8 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 22
    Total number of words is 3663
    Total number of unique words is 2089
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 23
    Total number of words is 3714
    Total number of unique words is 1946
    31.5 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 24
    Total number of words is 3727
    Total number of unique words is 2061
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 25
    Total number of words is 3765
    Total number of unique words is 2022
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 26
    Total number of words is 3740
    Total number of unique words is 2080
    31.0 of words are in the 2000 most common words
    44.3 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 27
    Total number of words is 3737
    Total number of unique words is 2107
    31.3 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 28
    Total number of words is 3256
    Total number of unique words is 1894
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.