🕙 28-minute read
რკინის თეატრი - 21
Total number of words is 3667
Total number of unique words is 1947
32.4 of words are in the 2000 most common words
46.8 of words are in the 5000 most common words
55.3 of words are in the 8000 most common words
რადგან ბავშვის გაჩენის უნარი, თავისთავად, ბავშვის გაჩენის უფლებასაც ნიშნავს, ხოლო სხვები, თუნდაც მშობლები, ვერც აუკრძალავდნენ და ვერც დაავალებდნენ საკუთარი უფლებით სარგებლობას. მაგრამ ნატო ბოროტად კი არ სარგებლობდა თავისი უფლებით,
ვალდებული იყო, ესარგებლა, ადამიანის გადასარჩენად გამოეყენებინა იგი, უფრო სწორად, სიმართლისა და სიყვარულის გადასარჩენად, რადგან მათი – სიმართლისა და სიყვარულის – შეუღლებით გაჩენილი ბავშვი, არათუ სიმართლისა და სიყვარულის არსებობასაც
დაადასტურებდა საერთოდ, არამედ სხვებსაც იძულებულს გახდიდა,
მეტი გულისხმიერებით, მეტი პატივისცემით მოჰკიდებოდნენ, როგორც გელას სიმართლეს, ისევე ნატოს სიყვარულსაც. ასე ფიქრობდა ნატო და ფიქრის ქარხანაში დაყურსული, თვალის დაუხამხამებლად შესცქეროდა მარად ჩართული კონვეიერის ბრტყელსა და მოცახცახე ზურგს, რომელიც ახლა მხოლოდ და მხოლოდ სამ სიტყვას
ეზიდებოდა განუწყვეტლივ და როგორც შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ისევე არ იცვლებოდა იმ სამ სიტყვაში განაწი327
ლებული აზრი, როგორი თანამიმდევრობითაც არ უნდა ჩამოევლოთ
ნატოს თვალწინ. “მე შვილი მეყოლება. მე შვილი მეყოლება. მე შვილი მეყოლება!..” – ფიქრობდა აღგზნებული, ატაცებული, გაამაყებული; შემცბარიც და დაბნეულიც იმავე დროს. უკვე რულმორეული,
დასაძინებლად გამზადებული, ფეთიანივით წამოვარდებოდა ხოლმე
საწოლიდან, სარკესთან მიირბენდა, ღამის პერანგს აიწევდა და გაფაციცებული ათვალიერებდა სარკეში საკუთარ მუცელს, თითქოს
ასე ერთბაშად, მის თვალწინ უნდა გაზრდილიყო იგი, პატარა, მკვრივი, შეკუმშული, ოქროსფერი ბუსუსით მოფენილი, მაგრამ უძრავი
(ალბათ სუნთქვას რომ იკავებდა, იმიტომ), უცვლელი, როგორც გამოქანდაკებული ღმერთქალის მუცელი. ოღონდ, გამოქანდაკებული
ღმერთქალისგან განსხვავებით, მის მუცელში ახალი სიცოცხლე იკიდებდა ფეხს, ჩუმად, საიდუმლოდ, შეუმჩნევლად. და თუ ახლა ნატოსთვისაც ძნელი დასანახი იყო, მალე, ძალიან მალე, ასევე ძნელი იქნებოდა იმისი არდანახვა, არა მარტო ნატოსთვის, არამედ მთელი
ქვეყნისთვის. ფეხმძიმედ რომ იყო, ეჭვიც აღარ ეპარებოდა, მაგრამ
გელასაც უნდა სცოდნოდა ეს, მათთვის, ორივესთვის მნიშვნელოვანი ამბავი, თუნდაც იმიტომ, ტყუილუბრალოდ რომ არ ედარდა, მარტო დავტოვე ნატოო, და ამ დარდს რაიმე წინდაუხედავი ნაბიჯი არ
გადაედგმევინებინა იმისთვის; უნდა სცოდნოდა, მარტო რომ აღარ
იყო ეს, მარტო რომ არ ეომებოდა ქვეყანას, რომელსაც ლუკმადაც
არ ეყოფოდა, ყურადღებასაც არ მიაქცევდა ალბათ ამის წკავწკავსა
და ყმუილს, მარტო რომ ყოფილიყო, და თუ არ მოკლავდა, არც დაარჩენდა, საკუთარ ხორცს შეაჭმევინებდა და საკუთარ სისხლს შეახვრეპინებდა; მაგრამ ახლა ასე იოლად ვეღარ ჩაუპარტყუნებდა თავში, რადგან აღარასოდეს აღარ იქნებოდა მარტო, არც გელას მორიგ
გამოქცევამდე და არც გელას მორიგი შეპყრობის შემდეგ, და ეს გელასაც აუცილებლად უნდა სცოდნოდა, რადგან ესეც გაეთვალისწინებინა გამოქცევამდე, რა თქმა უნდა, ისე, როგორც თვითონ უნდოდა, როგორც მისი სიმართლისთვის აჯობებდა, მაგრამ გაეთვალისწინებინა, სცოდნოდა, გამოქცეულს, ახლა ერთის ნაცვლად ორნი
328
დახვდებოდნენ, და ერთის ნაცვლად ორნი დაელოდებოდნენ მორიგ
გამოქცევამდე, თუკი სხვა ყველაფერი ძველებურად დარჩებოდა და
ვერც ორი ადამიანის სიცოცხლე გადასწონიდა იმის სიმართლეს,
თუკი ისევ სიმართლეს დააყენებდა მაღლა, არა მარტო ცოლზე, არამედ შვილზედაც. გარდა ამისა, იმიტომაც უნდა სცოდნოდა ეს ამბავი
გელას, “ეს ამბავი”, ერთგვარად, მისი გამართლებაც რომ იქნებოდა,
მისი ამნისტია, რეაბილიტაცია, რადგან, ნატოს ღრმა რწმენით, გელას შვილის დაბადება გელას ხელმეორედ დაბადებასაც ნიშნავდა,
რის შემდეგაც ქალაქსაც უნდა შეცვლოდა იმაზე აზრი და პოლიციასაც; “შვილი” არა მარტო შვილის მამას აიძულებდა, რაც შეიძლება მალე მოეხადა ბავშვობით დამსახურებული სასჯელი, საერთოდ
გააუქმებდა, გააქარწყლებდა სასჯელს, რამდენადაც “შვილის” მამა
ბავშვად აღარ ჩაითვლებოდა და, აქედან გამომდინარე, “შვილის”
დედასა და “შვილის” მამის ცოლსაც აღარაფერი ექნებოდა სადარდელი, დასამალი; პირიქით, ისევე ამაყად და თავისუფლად შეეძლებოდა ქუჩაში გავლა, როგორც ქალბატონ ელენეს: მანდილოსანს,
დედას… ასე რომ, “შვილში” ახალ, სრულიად ახალ სიცოცხლეს კი
არ გულისხმობდა ნატო, არამედ თავისას, განახლებულს, თითქოს
“შვილი” საპატიო წოდება, მაღალი ჩინი ანდა უფლებამოსილების
სიგელი იყო, რომლის გამოჩენაც საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი
დაბრკოლების გადასალახავად, რომლის ხსენებაზეც ყველას მისი
მანდილოსნობა, დედობა და ქალბატონობა უნდა დასდგომოდა
თვალწინ და არა უსუსური, უენო, უსახო და უსახელო არსება. მაგრამ, როგორც ნებისმიერ მოვლენას, “შვილსაც” ჰქონდა თავისი
მეორე მხარე, ნაკლებად მომხიბვლელი და ნაკლებად მომგებიანი
მხარე, და ადვილი შესაძლებელია, სწორედ იმ მხრიდან შეეხედა
“შვილისთვის” მამას, რომელიც გიჟი იყო თუ ჭკვიანი, არავის მისცემდა ნებას, უიმისოდ გადაეწყვიტათ მისი მომავალი, რადგან ჯერ
წარსული ჰქონდა გასარკვევი, უფრო სწორად, ჯერ თავისი უდანაშაულობა უნდა დაემტკიცებინა, რის უფლებასაც, როგორც თვითონვე ამბობდა, მხოლოდ სასჯელთან შეურიგებლობა უნარჩუნებდა და
329
რის უფლებასაც თავისთავად დაკარგავდა მაშინვე, როგორც კი, ერთხელ მაინც, ბოლომდე მოიხდიდა სასჯელს. იმას მხოლოდ სიმართლის დამტკიცების უფლება ჰქონდა და არა ბავშვის გაჩენისა, მაგრამ, როგორც ყველა მამაკაცი, ისიც იქ ეძებდა ხსნას, სადაც ხსნა არ
არსებობდა; ამიტომ, ნატოსთვის უნდა დაეცლია, ნატოსთვის უნდა
მიეცა დედობის უფლება, რადგან ეს იყო ახლა ერთადერთი ხსნა,
არა მარტო იმისი, არამედ ნატოს სიმართლისთვისაც. მაგრამ გელა
სიცოცხლის არავითარ ნიშანს არ ამჟღავნებდა, არც პოლიციამ იცოდა და არც დედამისმა იმისი ასავალდასავალი; არავინ არ იცოდა,
ცამ უყო პირი თუ მიწამ. ხოლო ნატო ჯერ ფიქრის ქარხნის მუშა იყო
მხოლოდ, კონვეიერის გუგუნი ედგა ყურებში და კონვეიერის ბრტყელი, მოცახცახე ზურგი ედგა თვალწინ განუწყვეტლივ, შარაგზასავით
გაჭიმული, ერთფეროვანი, რომელზედაც, თითქოს ერთფეროვნების
დასაფრთხობად, თითქოს მის გამოსაფხიზლებლად, ბატების მწკრივივით ჩაივლიდა ხოლმე სამი სიტყვა: მე შვილი მეყოლება. სულ ძილი უნდოდა, ძილად იყო მივარდნილი, მაგრამ ძილშიაც ვერ ითიშებოდა მთლიანად, როგორც ბატონის მომლოდინე, კოფოზე ჩამოძინებული მეეტლე, და როცა დედა, არ შევაშინოო, ფრთხილად, გაუბედავად გადაუსვამდა ხოლმე თავზე ხელს, მისი ჭკუით, წიგნზე ჩამოძინებულს, თვალდახუჭული იღიმებოდა და ქაჯიც ვერ გაიგებდა,
ტკბილ სიზმარს ხედავდა, დედის მოფერება სიამოვნებდა თუ რცხვენოდა, ამხელა გოგოს, ასე დამჯდარს რომ დასძინებოდა. უბრალოდ,
იჯდა და ელოდებოდა. ასე უნდა მჯდარიყო და დალოდებოდა იმ იდუმალ წამს, როცა ირგვლივ გარინდული, გაჩენის დღიდან ნაცნობი
საგნები, ერთმანეთის მიყოლებით, თანდათანობით გაქრებოდნენ,
გაითქვიფებოდნენ ვარდისფერ ბურუსში; როცა ის ვარდისფერი ბურუსი, კედლებიდან გამომავალი, ამაფორიაქებელი, სულის შემხუთავი და, იმავე დროს, ენით უთქმელი ნეტარების მომნიჭებელი,
მთლიანად ამოავსებდა ოთახს და მისი აჩურჩულებული, აფუტფუტებული წიაღიდან ერთხელ კიდევ დაიბადებოდა ლურჯი ხავერდის
მოკლე შარვალსა და ზოლიან პერანგში გამოწყობილი ბიჭი, დამ330
ფრთხალი, დაბნეული, მაგრამ უსაზღვროდ მადლიერი თავისი გამომხმობელისა, რომელსაც ყოველთვის ერთნაირად უკვირს და უხარია იმისი დანახვა, იმის გამოჩენისთანავე ყოველთვის უკვალოდ
უქრება უიმისოდ გადატანილი სევდა, წუხილი, უადგილობის, უმწეობის, საკუთარი უსარგებლობის შეგრძნება და იმის მაგივრად,
რჩევა ჰკითხოს, დახმარება სთხოვოს, ანდა სულაც მასთან ერთად
გაერკვეს თავსდამტყდარ უბედურებაში, რომელსაც დიადი გარდაქმნის გზაზე დამდგარი მისი არსება განუწყვეტლივ გრძნობს, მაგრამ
არ აღიარებს, ისევე როგორც ის – თავის დანაშაულს, ჯიუტად ეწინააღმდეგება, უძალიანდება, არ ნებდება, რადგან ვერ დაუჯერებია, არ
შეუძლია დაიჯეროს, ნამდვილად რომ იმსახურებს, ნამდვილად რომ
ღირსია უბედურებისა – ზის და იღიმება, როგორც ბედნიერი, თავისი
ბედით უსაზღვროდ კმაყოფილი დედა, რომელსაც მეზობელი გოგოს
დღეობაზე პირველად მიმავალი შვილი თავის გემოზე გამოუწყვია
და ახლა ერთხელ კიდევ ამოწმებს, კი არ ამოწმებს, ხარობს, ნეტარებს, ასეთი კარგი შვილი რომ აჩუქა ღმერთმა, ასეთი დაუდგრომელი სიცოცხლე რომ გამოსტაცა არარაობას თავისი სითამამისა და
გამბედაობის წყალობით. ნატო არ უკვირდებოდა, ასეთი ხილვები
უფრო ქალბატონ ელენეს რომ შეეფერებოდა, ვიდრე თვითონ, რადგან ასეთი გელა მარტო ქალბატონ ელენეს ეკუთვნოდა და არაფერი
ესაქმებოდა ნატოს გელასთან, რომელთანაც, თავის მხრივ, არაფერი ესაქმებოდა ქალბატონ ელენეს, ისიც არ იცოდა, თუ როგორ გამოიყურებოდა იგი. მაგრამ ნატო ისევ თავისი უტყუარი ალღოთი
გრძნობდა, ამ ორი გელადან, სწორედ მისი გელა გაეწირათ და, ძალაუნებურად, თვითონაც ქალბატონ ელენეს გელას ებღაუჭებოდა,
იმიტომ კი არა, ვერაფერს რომ ვერ უშველიდა განწირულს, იმიტომ,
რომ ხელი არ აეღო განზრახვაზე, საერთოდ უაზრობად არ ჩაეთვალა ახალი სიცოცხლის დაბადება. ნატოს შვილი უნდა გაეჩინა და ეს
იყო მისთვის მთავარი. ვერც ასაკი შეაფერხებდა, ვერც ოჯახი და
ვერც ქალაქი, რადგან სიყვარული მისთვის ვალდებულება იყო და
არა მოლოდინი, როგორც ქალბატონმა ელენემ უთხრა ერთხელ გა331
დაკრულად, რასაც ნატო მერე მიხვდებოდა თურმე, როცა კარგად
გამოიძინებდა და როცა ნამდვილად შეუყვარდებოდა ვიღაცა, გელა
კი არა – სხვა, რადგან ახლა ნატოს გელა კი არ უყვარდა თურმე
(წარმოგიდგენიათ?), არამედ სიყვარულობანას თამაშობდა, მომავლისთვის, ნამდვილი სიყვარულისთვის იწაფებოდა (კი მაგრამ, მუცელს რას უშვრებოდა?!) და ხვალ, ადვილი შესაძლებელია, ვეღარც
გაეხსენებინა გელა (კი აბა! თქვენ თუ იტყვით!). მაგრამ ნატო სწორედ მოლოდინს თვლიდა სიყვარულის ყველაზე დიდ მტრად; მოლოდინი იგივე უარყოფა იყო სიყვარულისა, დავიწყებასთან შეგუება და
მეტი არაფერი; უმოქმედობას გავალდებულებდა და არა ბრძოლას,
რადგან უმოქმედობის წილ ქალბატონობას გპირდებოდა, ბრძოლისთვის კი კახპად მოგნათლავდა. მაგრამ ნატო სიყვარულობანას კი არ
თამაშობდა, როგორც ქალბატონ ელენეს ეგონა ალბათ, სიყვარულის გადასარჩენად იბრძოდა, თუნდაც კახპის სახელით, რადგან სახელი კი არ აინტერესებდა, არამედ შედეგი, რასაც საქმითაც მალე
დაუმტკიცებდა იმავე ქალბატონ ელენეს, როცა გელას შვილის დედა
გახდებოდა, თუნდაც იმიტომ, მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონ
ელენეს შვილად რომ არ დარჩენილიყო გელა, თავადაც ჰყოლოდა
შვილი, გაგრძელება, გამართლება და, რაც მთავარია, უტყუარი,
შეუვალი საბუთი იმისა, ნამდვილად რომ არსებობდა, სული ედგა,
სუნთქავდა, დადიოდა, ლაპარაკობდა… მაგრამ, ეტყობა, ნატოს ბოლომდე მაინც არ სჯეროდა, სწორად რომ იქცეოდა, სხვაც რომ
გაიგებდა და დააფასებდა მის სიყვარულს, მის თავგანწირვას, რადგან იქამდე არ აპირებდა თავისი განზრახვის გამომჟღავნებას, ვიდრე თავისთავად არ გამომჟღავნდებოდა იგი. სხვა მხრივ, ყველაფერი
ძველებურად გრძელდებოდა: დღეს ღამე ცვლიდა, ღამეს დღე; ღამით დაწოლა უჭირდა, დღისით ადგომა. მაგრამ იმასაც ატყობდა,
დღითი დღე იცვლებოდა და დღითი დღე მეტი ეჭვი და დაბნეულობა
იბუდებდა მშობლების თვალებში. ნატოს მშობლები ეცოდებოდა,
მაგრამ ჯიუტად დუმდა, ყრუმუნჯივით უღიმოდა სადღაც, მისი ცხოვრების მიღმა დარჩენილ მშობლებს, ღიმილით ებოდიშებოდა, ახლო
332
მომავალში გადასატანი კიდევ უფრო დიდი ტკივილისთვის, კიდევ
უფრო დიდი სირცხვილისთვის, გამოგონილ სიყრუესა და სიმუნჯეში
ჩაკარგული თავად, როგორც მის არსებაში მისი სიყვარულის ნაყოფი. თუ დაიბადებოდნენ, ერთად დაიბადებოდნენ ორივენი, ისიცა და
მისი ნაყოფიც, არადა, ორივე ერთად მიაფურთხებდა ამ ქვეყანას, სადაც მთელი ხალხების დაპყრობა და განადგურება უფრო გამართლებულად მიაჩნდათ, ვიდრე ამგვარი თავნებური დაბადება, ერთი
მხრივ, უკანონო ბავშვისა და, მეორე მხრივ, უკანონო დედისა. არაფერი აღარ უნდოდა, არაფერი აღარ აინტერესებდა. ან პიანინოზე
უკრავდა, ან სხვენში იჯდა, ან უთავბოლოდ დაბორიალობდა ხრეშმოყრილ ბილიკზე, აივნის ორსაფეხურიან კიბესა და ჭიშკარს შორის,
თითქოს მოსალოგინებლად კი არ ემზადებოდა, საწამებლად უნდა
გაეყვანათ და თითქოს დროზე კი არა, პირადად მის ამტანობაზე, პირადად მის სიკერპეზე იყო დამოკიდებული, გასცემდა თუ არა იგი
თავის ყველაზე დიდ საიდუმლოს, სხვებისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელს, ღრმად, საიმედოდ ჩამალულს მის არსებაში. წუხდა, შფოთავდა, როგორც ბავშვი სიზმარში, რადგან ბავშვივით სწორედ იმისი
ეშინოდა, რაც სინამდვილეში არ ხდება, არ შეიძლება მოხდეს. იმისი
ეშინოდა, ერთ მშვენიერ დღეს, მართლა სიზმარი არ აღმოჩენილიყო
მისი ახლანდელი შფოთვა და წუხილი. დროსაც მისი შიში გადასდებოდა თითქოს, არ გადიოდა, ერთ ადგილზე იტკეპნებოდა. ხოლო
ერთი და იგივე გარემო კიდევ უფრო შეუმჩნეველს ხდიდა დროის დინებას. ხანდახან ქალბატონი ელენეს სარკმლისკენ გაექცეოდა თვალი და ძალიან უნდოდა, ქალბატონ ელენეს დაენახა ასეთი, პატიმარივით გამომწყვდეული, ყველასგან შერისხული; ოღონდ არ იცოდა,
რა ერჩია, შესცოდებოდა თუ კიდევ უფრო აეთვალწუნებინა იმას.
ალბათ ერთიცა და მეორეც, მაგრამ არ აინტერესებდა, თავი არ
ჰქონდა, ბოლომდე ჩასძიებოდა საკუთარ ფიქრებსა და შეგრძნებებს,
სურვილი მიზეზიანობისაგან განესხვავებინა, მიზეზიანობა – სურვილისგან. მოთმინებადაკარგული, გულგადაწურული, ჭიშკარს აეკვრებოდა და გამხმარი საღებავით სანახევროდ ამოვსებული ჭუჭრუ333
ტანიდან იყურებოდა ქუჩაში, თუმცა ვერც იქ ხედავდა ვერაფერს,
დროის დინების დამადასტურებელს, გარდაქმნათა, ცვლილებათა
მაუწყებელს. თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებდა ასფალტი, ათასში
ერთხელ, შემთხვევითი გამვლელის ჩრდილი თუ გადაუვლიდა, ხოლო მოპირდაპირე სახლის კედელთან კოსტა იჯდა ჯორკოზე და წინ
გაბზეკილი ხის ფეხით შლაგბაუმს უფრო ჰგავდა, ვიდრე ცოცხალ
ადამიანს. მარტო თვითონ იცვლებოდა, მარტო მისი საკუთარი დრო
მოქმედებდა და აიძულებდა, როგორმე დაეძლია, როგორმე დაერღვია მოლოდინი, შიშის, გაურკვევლობის, სილენჩისა და სიზარმაცის შლამში რომ მარხავდა თანდათანობით სიყვარულს. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის აწუხებდა, არაფერს რომ არ ეკითხებოდნენ
მშობლები. ყველაზე მეტად ის უკვირდა, რატომ არ აგდებდნენ შინიდან, რატომ აჩერებდნენ “სამოთხეში” (“შენ ჯერ კიდევ სამოთხის
მკვიდრი ხარ, ნატო. ჯერ არ გამოუგდიხარ მამაშენს იქიდან”). მაგრამ მამასაც და დედასაც თავი ისე ეჭირათ, თითქოს თავად დაეშავებინათ რაღაცა და მონური მორჩილებით, მონური გულისხმიერებით
ცდილობდნენ თავიანთი დანაშაულის გამოსყიდვას. “შეჭამე რამე.
უჭმელობა არ შეიძლება შენთვისო” – ეხვეწებოდა დედა და ისეთი
სიფრთხილით, ისეთი დაძაბული სიფრთხილით მოჰქონდა ჩაის ფინჯანი, თითქოს ეპარებოდა, ზედ რომ გადაესხა მდუღარე. მამა დაბნეული უღიმოდა, დედის ზურგს ამოფარებული. ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ოდესღაც, ბავშვობაში, როცა გაცივდებოდა, ანდა
რამე საყმაწვილო სენი შეხვდებოდა ხოლმე და მისი ნებისმიერი
სურვილი სიტყვის შეუბრუნებლად სრულდებოდა. მშობლების საქციელი ასევდიანებდა და აღიზიანებდა კიდეც; გამოგონილი სიბრმავისა და სიყრუის ჯავშანშიც ატანდა იმათი ღრმად შენიღბული წუხილი, შეშფოთება, და ღამღამობით, რისხვაში გადაზრდილი სიბრალულით უსმენდა, როგორ კვნესოდნენ და ოხრავდნენ, ქურდებივით
როგორ ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს საკუთარ სახლში. ნატოს ერჩივნა შერისხული ყოფილიყო, ვიდრე შეწყნარებული, რადგან შეწყნარება სიდიადისა და სიმშვენიერის იერს უკარგავდა მის გამბე334
დაობას და ჩვეულებრივ შეცდომამდე ანდა ჩვეულებრივ დანაშაულამდე ამდაბლებდა. მაგრამ, იმავე დროს, მთელი მისი არსება
მხოლოდ ყურადღებასა და პატივისცემას მოითხოვდა სხვებისგან,
ოღონდ ზიზღითა და ბუზღუნით იღებდა სხვათა სამსახურს, როგორც
გაზულუქებული დედოფალი, და ამიტომაც, ყველაზე მეტად, სწორედ
საკუთარი არსება ეჯავრებოდა: ზარმაცი, ხარბი, უმადური ცხოველი,
რომელსაც იმდენი კეთილშობილებაც აღარ შერჩენოდა, გულისხმიერება, დანდობა, გაგება დაეფასებინა და კიდევ იქით ებუტებოდა,
კიდევ იქით ედიდგულებოდა მშობლებს, თანაც ქალბატონი ელენეს
ჯიბრით, ვიღაცის ჯიბრით, რომელიც სრულებითაც არ არის ვალდებული, ყველა კახპის მზე იფიცოს, ვინც კი მის შვილს დაუწვება. დღითი დღე მეტი სიძულვილით, მძვინვარებით შესცქეროდა სარკეში საკუთარ გამოსახულებას და სულელური, უსაფუძვლო სიხარული ეუფლებოდა, რაც უფრო მახინჯდებოდა ის. “ეგრე გინდა, გაბერილო
გომბეშოო” – ღვარძლიანად ცრიდა კბილებში, თითქოს ისევ პატარა
იყო და მეზობელ გოგოს წაჰკიდებოდა რაღაცაზე. მაგრამ უსაფუძვლო სიხარულს საფუძვლიანი შეშფოთება მოსდევდა და, მეორე წუთას, გაუბედავად ისვამდა თითებს შეშუპებულ, დამსკდარ ტუჩებზე,
ჭორფლიან ლოყებზე, და ძლივს იკავებდა თავს, დედისთვის არ
შეეჩივლა, დედისთვის არ ეკითხა, რა არის, რა მჭირს ესო. ისეთი
გრძნობა ჰქონდა, თითქოს ერთხელ უკვე ეცხოვრა, ოდესღაც, დიდი
ხნის წინათ, და გარდაცვალების შემდეგ, მისი სული ამ ახალ სხეულში გადასახლებულიყო; ეუცხოვებოდა, ეჩოთირებოდა საკუთარი
სხეული და სარკის წინ პერანგაჩაჩული ამაოდ ძაბავდა გონებას, ამაოდ იტკივებდა თავს, რადგან ვერაფრით გაეხსენებინა, როგორ გამოიყურებოდა თავის პირველ სიცოცხლეში, გარდაცვალებამდე.
იმისკენ მიისწრაფოდა, იმის აღდგენას ცდილობდა, იმის, გარდასულის, გარდაცვლილის, ოდესღაც არსებულის, რადგან ყოველგვარი
საბუთის გარეშეც დარწმუნებული იყო, ის რომ ჯობნიდა სითამამითაც, სიძლიერითაც, უფლებამოსილებითაც. იმასაც შესჩვეოდა უკვე,
კარგი რომ არაფერი ელოდებოდა წინ, აღარაფერი შეიცვლებოდა
335
მისთვის, აღარაფერი, არასოდეს. მაგრამ ჩვილის ჩხავილი რომ ჩაესმა, ისე გამგელებული წამოვარდა სიმწრის ოფლით გაჟღენთილი
საწოლიდან, თითქოს ბებიაქალი მის შვილს განგებ აწვალებდა, ანდა თითქოს ბებიაქალი შვილს მოსტაცებდა. ძალით დააწვინეს,
ძლივს დაარწმუნეს, არავითარი საფრთხე არ ელოდებოდა ახალშობილს, ზღვიდან ამოთრეულივით რომ ფართხალებდა და ჩხაოდა,
წყალნაყლაპი, დახრჩობას გადარჩენილი, დედაზე არანაკლებ შეშინებული ახალი გარემოთი. “ბიჭია? მართლა ბიჭია?” – სულელივით
იმეორებდა ნატო და გაშმაგებული კოცნიდა დედის ხელს, დასუსტებული, ყინწმოწყვეტილი, აგანგაშებული და ბედნიერი.
ცხოვრება კი დუღდა და გადმოდუღდა. მსოფლიო საომრად ემზადებოდა, ჩახმახივით წკიპზე შემდგარი. “ჩვენთან არს უფალიო” –
გალობდნენ ტაძრები. “ძირს მეფე და მაღლა მუშაო” – გაჰყვიროდნენ ქუჩები. იმპერია ზანზარებდა. დიდი ჭკუა და ეშმაკობა მართებდა,
ამჯერადაც რომ გადაერჩინა თავი. რა თქმა უნდა, ზანზარებდა ბათუმიც; მიწა აქეთიქით დაუდიოდა ფეხქვეშ კაცსაც და ცხენსაც, ღელვაში მოხვედრილი ხომალდის გემბანივით. ახლა მხოლოდ იმაზე მსჯელობდნენ, თუ სად გადაისვრიდათ ომის ტალღა, ისევ თურქეთში, თუ
კიდევ უფრო შორს. არც ნატო ახსოვდა ვინმეს და არც მისი უკანონო
შვილი. ისევ გახშირდა აღლუმები. ცხენზე ამხედრებული პოლკოვნიკი ვეზირიშვილი ცხენივით ჭიხვინებდა: მაქვს პატივი, მაქვს პატივიო.
ხისფეხა კოსტა მეორედ მოსვლას წინასწარმეტყველებდა. მკვდრები
საფლავებიდან ამოვლენ და ცოცხლებს დაერევიანო – აშინებდა დიმიტრის. დიმიტრიც იძულებით უსმენდა. თავჩაქინდრული იდგა და
უსმენდა ამ უდარდელ, არხეინ ყბედს, რომელსაც თავისი უკვე
გაენაღდებინა, დასაკარგი დაეკარგა და ახლა სხვათა უბედურებათა
თვალთვალით ახარებდა თავის ჭიას. “ერთხელაც იქნებ, გადავაბიჯებ ხის ფეხზე და ამით გათავდება ყველაფერიო” – იმუქრებოდა გუნებაში, მაგრამ, მაინც მორჩილად იდგა და უსმენდა. კი არ იდგა,
სირცხვილის თოკზე ეკიდა გვამივით; შინ თავლაფდასხმული ქალიშვილი ეჯდა და, კაცმა რომ თქვას, რა კოსტას ბრალი იყო, ასე უკუღ336
მართად თუ წარიმართა მისი ცხოვრება; პირიქით, ახლა მეტი მოთმინება და მორჩილება მართებდა ყველასი, კოსტა იქნებოდა თუ
სხვა; პირში წყალი უნდა ჩაეგუბებინა და კვერცხი ეგორებინა ყველასთვის, თუკი დაუვიწყებდნენ, აპატიებდნენ ამ უბედურებას და ქვებით არ მოუვარდებოდნენ შინ. სახელმწიფოს ყურამდეც თუ მიაღწევდა, ვისი ნაშიერის ბაბუობა დაეკისრებინა ბედისწერას, რა თქმა უნდა, ყვავილების თაიგულს არ გამოუგზავნიდა საბა ლაფაჩივით; არც
ხისფეხა კოსტასავით შეაქებდა: ჯარისკაცს უზრდი ქვეყანასო, რადგან სახელმწიფოსთვის, შეიძლება, ერთნაირად ხელსაყრელია, კანონიერად შეემატება ჯარისკაცი თუ უკანონოდ, მაგრამ სრულებითაც არ არის სულერთი, ვინ შემატებს ჯარისკაცს უკანონოდ: მუსუსი
თუ მეამბოხე; ჩვეულებრივი თავშეუკავებულობის, ანდა ჩვეულებრივი გარყვნილების ნაყოფი იქნება ის, თუ მისი მოწინააღმდეგე, მისი
დამხობის მოწადინე სულისა. მაგრამ კოსტას ამდენი არ ესმოდა, ანდა მშვენივრად ესმოდა და ამის მოლოდინში ათენაღამებდა, რადგან
მისთვის ესეც ახალი სეირი იქნებოდა და მეტი არაფერი. “იღუპება
ქვეყანა, დიმიტრი. მაგრამ, მე თუ მკითხავ, ახია. აბაზიანი რომ
დაანახო ქალს, ქუჩაში აგიწევს ფეხს. ხომ ვარ მართალი?” – ამბობდა თავისი ცოდნით, შორსმჭვრეტელობითა და მიხვედრილობით აღგზნებული კოსტა და ეშმაკურად უჭუტავდა დიმიტრის თვალს. “მე
ქვეყანაზე ადრე დავიღუპე და ახლა, რაც უნდა, ის მოხდესო” – პასუხობდა დიმიტრი გუნებაში და თავჩაღუნული იდგა, მოთმინებით
ელოდებოდა, როდის მისცემდა ხისფეხა მეზობელი გზას, შინამდე
რომ მიეღწია, შვილიშვილისთვის დაეხედა და იმასთან ტიტინითა და
თამაშით დროებით მაინც ჩაეყუჩებინა ავი წინათგრძნობა. მერე ომი
დაიწყო და სულზე და სინდისზე საფიქრებლად დროც აღარ რჩებოდა
დიმიტრის, მუცელზე უნდა ეფიქრა პირველ რიგში და ისიც წელში
წყდებოდა, შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ, ვიდრე კანონი, ანდა
თავად უზნეო, მაგრამ სხვათა ზნეობაზე მზრუნველი ხალხი მოუღებდათ ბოლოს. მაგრამ, საბედნიეროდ, ომი დღითი დღე ძალას იკრებდა, დღითი დღე მეტ სივრცეს იპყრობდა და ყველგან თავის წესებს
337
ამკვიდრებდა. მართლაც, ვიღას ეცალა ერთი გზასამცდარი გოგოს
სადევნელად? სანგრებში მუხლებამდე წყალი იდგა. წყალზე მუზარადი ტივტივებდა. გაგლეჯილ მავთულხლართზე სისხლიანი ჩექმა კონწიალობდა. სიკვდილს სიქა ჰქონდა გაცლილი, მკვდრების მოგროვებას ვერ აუდიოდა. სიცოცხლეზე ბრაზობდა, უფროს ძმაზე, მე რომ
გამამწაროს, საკუთარ თავსაც აღარ ინდომებსო, ჩემი ჯიბრით აკეთებს ყველაფერსო.
ტრიალ მინდორზე მხედარი კვდებოდა. ხელში პირჩამტვრეული
ხმალი ეჭირა. თავზე ზურგწამხდარი ცხენი დახვიხვინებდა, თითქოს
სიმწრისგან იცინოდა, ეს რა დღეში ჩავცვივდითო. სიკვდილსაც უნებურად გაეღიმა: მოკითხე ქართველებს ჭკუაო. ახლა ამ მომაკვდავი
მხედრის გულუბრყვილობამ გააბრაზა, პირჩამტვრეული ხმლითა და
ჯაგლაგი ცხენით რომ გამოსულიყო ბრძოლის ველზე. თანაც, წესიერად არც იცოდა ალბათ, სად იყო, სად კვდებოდა. ყოველთვის
დამახინჯებულად წერდა წერილში იმ ქვეყნის სახელს, სადაც ომი გარიყავდა, არადა, ისევ სიკვდილს გაამტყუნებდნენ, რად მოკალი ასე
უდროოდ, თავისიანებისგან ასე შორსო. მაგრამ მხედარი არავის არ
ამტყუნებდა; თითქოს ამაყად, გამომწვევად იწვა, შუბლგახვრეტილი,
თითქოს კი არ კვდებოდა, სცენიდან აჩვენებდა მსოფლიოს, როგორ
უნდა მომკვდარიყო უკანასკნელი ნაშიერი იმ სახელოვანი მხედრებისა, რომლებსაც მარადიულ ქალაქშიც უდგამდნენ ძეგლს, წმინდა
ქალაქშიც აძლევდნენ ცხენდაცხენ შესვლის უფლებას. და აი, მათი
უკანასკნელი ნაშიერიც ტრიალ მინდორზე კვდებოდა, როგორც ნამდვილ მეომარს შეჰფერის. ხელში დაჩლუნგებული ხმალი ეჭირა და
ბებერი, ბეხრეკი, ზურგწამხდარი ცხენი დახვიხვინებდა თავზე. არც
არაფერზე დარდობდა, არც არაფრის ეშინოდა, არც არაფრის რცხვენოდა. მისი ხორცი მიჩვეული იყო უცხო ცის ქვეშ სიკვდილს, მისი
სისხლი – უცხო მიწაში ჩაწრეტას. ცხენისა და ხმლის დარდი მიჰყვებოდა მხოლოდ; მხოლოდ ის ეთაკილებოდა, ცხენს მგელი რომ
შეუჭამდა, ხმალს კი – ჟანგი. მაგრამ ომი გრძელდებოდა და დღითი
დღე მეტი საზარბაზნე ხორცი იგზავნებოდა ფრონტებზე. სატვირთო
338
ვაგონის კარიდან ცხენებსა და ჯარისკაცებს გამოეყოთ თავები. ერთნაირად მოწყენილები, ერთნაირად გულგრილები იმზირებოდნენ.
იწელებოდა, იწეწებოდა ორთქლმავლის ჭვარტლიანი ბოლი. ტელეგრაფის გადაბრეცილ ბოძზე ღრმად ჩაფიქრებული ყვავი იჯდა.
“პირჯვარი გადაიწერე, ნენა. თუ ძალიან გაგიჭირდეს, ნენა. ჩემი
ხათრით, ნენა”… – ტირილით მისდევდა მატარებელს თავშალგადამძვრალი ქალი, მისდევდა, სანამ შეეძლო, მისდევდა, სანამ მატარებელი თვალს მიეფარებოდა, თავად კი, ღონემიხდილი, მტვერში
ჩაიჩოქებდა.
მაგრამ სახელმწიფომ მაინც მოიცალა დიმიტრისთვის. ერთხელ,
სასამართლოში მიმავალ დიმიტრის პოლიცმეისტერმა ეტლი გაუჩერა და თუმცა დიდხანს იუარა დიმიტრიმ, არ ღირს თქვენი შეწუხება,
აგერ მივდივარ, ორ ნაბიჯზეო, მაინც არ მოეშვა, ვიდრე ეტლში არ
ჩაისვა. დიმიტრის თავიდანვე ცუდი უგრძნო ტანმა, მაგრამ რას გააწყობდა, პატივს სცემდნენ და უნდა დაეფასებინა პატივისცემა. პოლიცმეისტერმა შინაურულად, მეგობრულად მოიკითხა, როგორც მამამისის კოლეგამ, და მერე ქვეყნის ამბებს გადასწვდა, ისე, სხვათა
შორის, ზერელედ, თითქოს მხოლოდ თავაზიანობის გამო ლაპარაკობდა, უბრად რომ არ მჯდარიყო, ვიდრე დიმიტრის სასამართლომდე მიაცილებდა. მაგრამ როცა დიმიტრიც აღარ ელოდებოდა, სწორედ მაშინ შემოირტყა შუბლში ხელი: როგორ გამოვშტერდი, ბაბუობა რომ ვერ მოგილოცე აქამდეო. დიმიტრიმ მადლობა ძლივს
ამოილუღლუღა და ერთიანად გაიოფლა. პოლიცმეისტერი კი ისევ
ღობეყორეს მოედო. განუწყვეტლივ ლაპარაკობდა და თან გამალებული უქნევდა თავს გამვლელებს, ქუდის მოხდით რომ ესალმებოდნენ ქუჩის ორივე მხრიდან. ეტლი მშვიდად, არხეინად მიბაკუნობდა,
მაგრამ დიმიტრი უკვე დაძაბული იჯდა და მოუთმენლად ელოდებოდა, როდის მიუბრუნდებოდა პოლიცმეისტერი თავის მთავარ სათქმელს. დარწმუნებული იყო, შემთხვევით არ გახსენებია პოლიცმეისტერს მისი ბაბუობა და უფრო ადრე ჰქონდა გადაწყვეტილი “მილოცვა”, ვიდრე ეტლში ჩაისვამდა. თუმცა, პოლიცმეისტერს თავი
339
ისე ეჭირა, თითქოს აღარც ახსოვდა მისი ბაბუობა, ანდა რაკი თავაზიანობისთვის ხარკი გადაეხადა, სხვა აღარაფერი აინტერესებდა ამ
საკითხთან დაკავშირებული. ეტლი რომ გაჩერდა, პოლიცმეისტერმა
ღიმილით გამოუწოდა ხელი და დიმიტრის ცოტა გაუკვირდა კიდეც,
ასე მშვიდობიანად რომ შორდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ჩასულიც არ იყო ეტლიდან, ჯერ კიდევ ეტლის საფეხურზე ედგა ფეხი, პოლიცმეისტერმა ღიმილგარეული ხმით რომ უთხრა მის ზურგს: თუ არ
შეწუხდება და თუ დრო ექნება, ერთი წუთით გამოიაროს შენმა ქალიშვილმაო. “ისა. შენ ხარ ჩემი ბატონი. ფორმალობა. ჩვეულებრივი ფორმალობა”… – ჩაიხითხითასავით პოლიცმეისტერმა და დიმიტრის საძრაობა წაერთვა, გაშეშებული, უხერხულად გადახრილი იდგა
ეტლის საფეხურზე ცალი ფეხით, მეორე კი, ვერაფრით მიეწვდინა მიწისთვის. ბოლოს, როგორც იქნა, ჩამოვიდა ეტლიდან და ვიდრე ეტლისკენ შემობრუნდებოდა, უკვე იცოდა, მხოლოდ და მხოლოდ თავს
გაიბრიყვებდა, გაკვირვებული ანდა შეშფოთებული სახე რომ მიეღო
და გულუბრყვილოდ ეკითხა: რა დაგიშავათ ჩემმა ქალიშვილმაო.
თვითონაც აღარ იცოდა, რას ლაპარაკობდა, ან როდემდე იდგა ასე,
ვიდრე მხედველობა დაუბრუნდებოდა და საბოლოოდ დარწმუნდებოდა, ეტლი რომ აღარ იდგა მის წინ, უფრო სწორად, თვითონ რომ
აღარ იდგა ეტლის წინ, სასტუმროს ლაქიასავით. ის დღე მთვრალივით დაბორიალობდა, ხან პორტში ჩამომდგარ გემებს ათვალიერებდა, ხან ზღვისპირა ბაღში იჯდა, მაგრამ როგორც არ უნდა აეთრია
ფეხი, ბოლოს მაინც იქ უნდა მისულიყო, სადაც მისიანები იყვნენ, სადაც მისი რწმენითა და მრწამსით შექმნილი ქვეყანა ჯერ კიდევ არსებობდა. პოლიცმეისტერი არც ახსოვდა, ახსოვდა მხოლოდ, ახალი
უბედურება რომ უნდა დასტყდომოდა თავზე და თბილისელ მსახიობზე ბრაზობდა ისევე, როგორც ამ თექვსმეტი წლის წინათ. მთელი
დღე იმისი აჩრდილი მოყვებოდა გვერდით, გაწვრთნილი, მოთვინიერებული ლომივით, და მხოლოდ მაშინ ქრებოდა, ვინმე ნაცნობი
თუ გააჩერებდა დიმიტრის, რათა იმასაც, ადრე შეხვედრილი ნაცნობებივით, სულელურად ეკითხა: როგორ ფიქრობ, რომელი კოალიცი340
ის გამარჯვება აჯობებს ჩვენთვისო. “ნეტავი თქვენო” – ფიქრობდა
დიმიტრი გულში და თან წარამარა იყურებოდა უკან, გაფაციცებული
დაეძებდა თბილისელი მსახიობის აჩრდილს. მერე ისევ ერთად მიდიოდნენ, ერთად იდგნენ თევზის სუნით აქოთებულ პორტში, ერთად
ისხდნენ ზღვისპირა ბაღში და ერთად დახეტიალობდნენ ქუჩაში. “აი,
რა დღეში ჩაგვყარა შენმა ქარაფშუტობამო” – ეუბნებოდა დიმიტრი,
კი არ ეუბნებოდა, უყვიროდა, სიბრაზისგან გულგაბერილი, მაგრამ
თბილისელი მსახიობი ერთნაირი გულგრილობით იმეორებდა: მოთმინება. მოთმინება. მოთმინებაო. “თქვენ ტაში და ყვავილები, მე კი –
მოთმინება… კარგია, მე და ჩემმა ღმერთმა!” – უარესად ბრაზდებოდა დიმიტრი. მაგრამ თბილისელი მსახიობის გულგრილობა კი არ
აბრაზებდა, საკუთარი უმწეობის შეგრძნება ხეთქავდა გულზე. საკუთარ თავზე ბრაზობდა, რადგან ამ თექვსმეტი წლის განმავლობაში,
მართალია, განუწყვეტლივ ეკამათებოდა, განუწყვეტლივ გმობდა და
ამტყუნებდა თბილისელ მსახიობს, მაგრამ გულის სიღრმეში შემაწუხებლად, დამანამუსებლად ყოველთვის გრძნობდა თბილისელი მსახიობის უპირატესობასაც და სიძლიერესაც. თუმცა ამის აღიარება სამართლიანობის გზაზე კი არ შეაყენებდა, ჩვეულებრივ გარეწრად აქცევდა მაშინვე, ბავშვის დამსმენელად, საკუთარი შვილის გამწირავად, რისი გამართლებაც მხოლოდ იქამდე შეეძლო, ვიდრე მოთმინებისა და მორჩილების დროშით იბრძოდა, თუნდაც იმის გადასარჩენად, რაც მოთმინებასა და მორჩილებას, ანუ რაც დროს გაუძლებდა. მაგრამ არც იმის უარყოფა შეეძლო, ამ თექვსმეტი წლის განმავლობაში თბილისელი მსახიობი რომ წარმართავდა მის ცხოვრებას;
ცუდი უნდოდა მისთვის თუ კარგი, აცდუნებდა თუ აფხიზლებდა, ერთი
ცხადია – ნებისმიერ მის საქციელს თბილისელი მსახიობის ნებასურვილი განაპირობებდა, და არა მარტო მაშინ, როცა მეზობლად ცხოვრობდა და ყოველ წუთას შეეძლო დასდგომოდა თავზე, არამედ მერეც, თბილისიდანაც და, თუ გნებავთ, საფლავიდანაც. არც დრო
მოქმედებდა იმაზე, არც სივრცე და არც სიკვდილი. ან ღმერთი იყო
ან ეშმაკი. დიახ, დიახ, ან ღმერთი ან ეშმაკი! სხვანაირად ვერ იფიქ341
რებდა დიმიტრი, რაც არ უნდა განსწავლული ყოფილიყო, რაც არ
უნდა გულუბრყვილობად მოსჩვენებოდა დარიას მორწმუნეობა, დარიას გიშრის ჯვრისა და აბრეშუმის ზონარის ძლევამოსილება. თბილისელი მსახიობი ან ღმერთივით ცდიდა, ან ეშმაკივით აცდუნებდა,
მაგრამ ორივე შემთხვევაში დიმიტრიზე ძლიერი იყო და ორივე შემთხვევაში დიმიტრი იმის მსახური გამოდიოდა მხოლოდ, იმის ყურმოჭრილი მონა. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, განა შვილიც მან
არ გააჩენინა? იქამდე რას უცდიდა? ვის უმალავდა თავის ბედაურობას? იმან გააჩენინა და, რაც მთავარია – თავისთვის, საიმედო თავშესაფარი გაუნაღდა თავის შთამომავალს, რასაც სხვაგან და სხვანაირად ვერაფრით მოიპოვებდა, გინდაც ყოველ საღამოს ეხადა ბენეფისები. თბილისელმა მსახიობმა აღაგზნო, თბილისელმა მსახიობმა ააცუნდრუკა დიმიტრი და, ისა და მისი მშვენიერი ელენე ჯერ
გასულებიც არ იყვნენ “სამოთხიდან”, გიმნაზიელი ბიჭის სიშლეგით
რომ დაეძგერა ცოლს, როგორც ავაზაკი – სამკურნალო ბალახების
მოსაკრეფად ტყეში გამოსულ მონაზონს, როგორც აჯანყებული გლეხი კნეინას… არა, თითქოს დარიაც მშვენიერი ელენე იყო და მოსასწრებად ჰქონდა საქმე, ვიდრე მოსტაცებდნენ, უკანვე წაართმევდნენ,
ანდა ვიდრე ჯადო ძალას დაკარგავდა და დარია ისევ საბრალო დარიად იქცეოდა, მისი ცხოვრების ერთგულ ამხანაგად, ქმართან დაწოლამდეც ისევე რომ იწერს პირჯვარს, როგორც ეკლესიაში შესვლის წინ. თბილისელმა მსახიობმა მონუსხა, მოაჯადოვა ორივენი,
ისიცა და დარიაც, და ამ თექვსმეტი წლის განმავლობაში დღე არ დაღამებულა ისე, ერთხელ მაინც არ გაეხსენებინოთ ის, მომნუსხველი,
მომაჯადოებელი; ღამე არ გათენებულა ისე, საწოლში არ წამომჯდარიყვნენ, ხან ის, ხან დარია, და ჯერ კიდევ მძინარეებს, ჯერ კიდევ
სიზმრიდან გამოურკვევლებს, არ დაეყვიროთ: ადექი, მგონი, მოვიდაო. თუმცა თვითონ ერთხელაც აღარ უკითხავს ამათი ამბავი. აღარ
სჭირდებოდა და იმიტომ. უკვე განაღდებული ჰქონდა თავისი: ეკლის
გვირგვინიცა და სამუდამო თავშესაფარიც. რაც მთავარია, დიმიტრის მეშვეობით დაიბევა დიმიტრის შვილიც. დედის მუცელშივე, გა342
ჩენამდე გააწირინა მამას, არათუ გაწყრომის, არამედ ჭკუის დარიგების უფლებაც რომ წაერთმია მისთვის. აქაც აჯობა თბილისელმა მსახიობმა და თუკი თავის დროზე ოთახიც არ მიაქირავა დიმიტრიმ, ახლა დიმიტრიზე მეტ ადგილს იკავებდა დიმიტრის სახლში, მისი თესლი ღვიოდა იქ და დიმიტრისაც მისი თესლის გადასარჩენად უნდა
ეზრუნა მხოლოდ. იმისგან კი არ უნდა დაეცვა “სამოთხე”, მის სულს
უნდა დასდგომოდა მცველად “სამოთხეში”. ესღა ევალებოდა, ესღა
ამართლებდა საერთოდ დიმიტრის არსებობას და ესღა უტოვებდა
ცოტაოდენ იმედს, როგორმე რომ ამოვიდოდა გაჩენამდე განწირული ქალიშვილის ცოდვიდან. “კარგია, მე და ჩემმა ღმერთმა… კარგია, მე და ჩემმა ღმერთმა!” – იმეორებდა გაგულისებული. მოთმინება მოთმინებად, მაგრამ გაეფრთხილებინათ მაინც, რას უპირებდნენ.
ზურგს უკან დაუნათესავდნენ, ვირივით ჩასვეს აეროსტატში, თვითონ
კი, გულხელი დაიკრიფეს, მშვიდად მოკალათდნენ სამარეში – ახლა
შენ იცი და შენმა მოთმინებამო, ვნახოთ ერთი, ქვეყნის კი არა, ერთი, ჯერ კიდევ თვალაუხელელი ბავშვის გადარჩენა თუ შეგიძლიაო.

You have read 1 text from Georgian literature.
Next - რკინის თეატრი - 22
- Parts
- რკინის თეატრი - 01
- რკინის თეატრი - 02
- რკინის თეატრი - 03
- რკინის თეატრი - 04
- რკინის თეატრი - 05
- რკინის თეატრი - 06
- რკინის თეატრი - 07
- რკინის თეატრი - 08
- რკინის თეატრი - 09
- რკინის თეატრი - 10
- რკინის თეატრი - 11
- რკინის თეატრი - 12
- რკინის თეატრი - 13
- რკინის თეატრი - 14
- რკინის თეატრი - 15
- რკინის თეატრი - 16
- რკინის თეატრი - 17
- რკინის თეატრი - 18
- რკინის თეატრი - 19
- რკინის თეატრი - 20
- რკინის თეატრი - 21
- რკინის თეატრი - 22
- რკინის თეატრი - 23
- რკინის თეატრი - 24
- რკინის თეატრი - 25
- რკინის თეატრი - 26
- რკინის თეატრი - 27
- რკინის თეატრი - 28