Latin

რკინის თეატრი - 10

Total number of words is 3699
Total number of unique words is 2033
31.9 of words are in the 2000 most common words
45.8 of words are in the 5000 most common words
53.8 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
თავის მეუღლედ, არც მაშინ (მით უფრო მაშინ) და არც მერე, როცა
ნატო გაიზარდა, იმდენად გაიზარდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბავშვიც გააჩინა, ერთბაშად გაუბათილა ასაკობრივი უპირატესობა და
გადაასწრო კიდეც, რა თქმა უნდა, მდგომარეობით, როგორც ჯარშია
მიღებული, სადაც ჩინი განსაზღვრავს ყველაფერს და არა ასაკი. ნატოს მეტი ჩინი ჰქონდა, რადგან უკვე შვილი ჰყავდა, ის კი, ისევ მარტო იდგა თავისი ცოდვის სანგარში; თუმცა, არც ესაა გასაკვირი, ასედაც უნდა მომხდარიყო, რადგან ნატო ღვთაება იყო, ის კი – რიგითი
148
მოკვდავი. პეგასზე ამხედრებული, პოეზიის ცისფერ ღრუბლებში
დაქროდა და მარადიულ ქალწულსა და უმანკო ჩასახვის სავანეზე
წერდა ლექსებს, ვიდრე ყაზარმიდან გამოგზავნილი ჯარისკაცი არ
მოუბრახუნებდა კარზე უხეშად, ჯარისკაცურად – გიბარებენო. ხოლო ქუჩაში გამოსულს, გამოფხიზლებულს, თავისი სიყვარულიც
ისეთსავე სიბილწედ მიაჩნდა, როგორი ცხოვრებაც დუღდა და გადმოდუღდა ირგვლივ. მაგრამ ასე იმიტომ მიაჩნდა, უარესად რომ დატანჯულიყო, როგორმე ჩაეხშო, ჩაეკლა თავისი სულელური, თავხედური, უმომავლო გრძნობა, თორემ, თუ იცოდა, რასაკვირველია,
მხოლოდ თვითონ იცოდა, რომ თუკი რამე შეიძლებოდა კიდევ ყოფილიყო სუფთა, ამაღლებული, წმინდა, უცოდველი და უბიწო მის ცხოვრებაში, სწორედ ეს გრძნობა იყო, რაზედაც უფლება არ ჰქონდა და
რის გარეშეც არაფერს წარმოადგენდა, არაფერს – სილის მარცვალს სილის ზღვაში. კიდევ კარგი, ქვეყანა აირია, კიდევ კარგი, უკვე კართან იდგა აღსასრულის დღე და სარაევოში დამბაჩის გავარდნაღა აკლდა, ერთმანეთს რომ დარეოდნენ კბილებამდე შეიარაღებული, წერას აყოლილი, გაპირუტყვებული სახელმწიფოები, რათა
მოესპოთ და მომსპარიყვნენ, შთაენთქათ და შთანთქმულიყვნენ, ქვა
ქვაზე არ დაეტოვებინათ, არაფერი არ დაეტოვებინათ – ნანგრევის,
ჩონჩხისა და ლეშით გამძღარი ყვავის ყრანტალის მეტი. მეტს არც
არაფერს იმსახურებდნენ, მაგრამ ერცჰერცოგის მკვლელი აგვიანებდა, ყოყმანობდა, აჭიანურებდა, თითქოს საბა ლაფაჩის ჯიბრზე და
ისიც ხელახლა ათეთრებდა ჯიბეში დაჭმუჭნულ “თხოვნას”, მთავარმართებლის სახელზე დაწერილს, რომელსაც, ომის დაწყებისთანავე,
პირველივე კოცონისთვის უნდა შეეკეთებინა იგი, როგორც ძველი,
მზეზე გამომშრალი, ქარით გამოფიტული ნაფოტი. გაოგნებული დაბორიალებდა უკაცურ ქუჩებში; მერე ზღვაზე გადიოდა და დაჟინებული ჩასცქეროდა წყვდიადში გაუჩინარებულ სტიქიას, გაუჩინარებულიც განუწყვეტლივ რომ ფეთქავდა, შფოთავდა, ბორგავდა მისი გულივით. “ღამღამობით ნუ დადიხართ მარტო, თორემ შეიძლება, ვინმემ ვერ გიცნოთ და გაუგებრობა მოხდესო” – აფრთხილებდნენ ტე149
რორისტები. “მადლს იზამსო” – სიცილით პასუხობდა საბა ლაფაჩი.
ასე კი იმიტომ ამბობდა, მართლა რომ უნდოდა სიკვდილი, სიკვდილი და არა თვითმკვლელობა, რადგან საკუთარი ხელით მკვდარი,
არათუ ვეღარ დამალავდა, საქვეყნოდ გამოაჭენებდა თავის სილაჩრეს, ყველას ერთნაირად ათქმევინებდა, ლაჩარი ყოფილაო. არადა,
არ იყო ლაჩარი, აღარ იყო; იმ დღის მერე, როცა პირველად აუჯანყდა მუნდირს, როცა, დავით კლდიაშვილთან ერთად, ბრძანება არ
შეასრულა, ტყვია არ დაუშინა უიარაღო დემონსტრანტებს, რისთვისაც განრისხებულმა ვეზირიშვილმა ახსნაგანმარტების დაწერა მოსთხოვა ორივეს, მაგრამ ფეხები ვერ მოსჭამა ვერც ერთსა და ვერც
მეორეს, რადგან არანაკლებ განრისხებულმა კლდიაშვილმა
ტყვიასავით მიახალა მაშინვე პირში – მე ჯერ ჩემს სინდისს ვუსმენ
და მერე თქვენს გიჟურ ბრძანებებსო – მთლად გათამამდა, მთლად
გაგულადდა და იმ დღის მერე ჯიუტად უმტკიცებდა საკუთარ თავს,
მისი გამბედაობა მისი ჭეშმარიტი ბუნების განუყოფელი თვისება
რომ იყო და არა წამიერი აღტკინების, ანდა სხვათა წამხედურობის
ნაყოფი. უბრალოდ, იქამდე გამბედაობაც ისევე ჰქონდა დაკარგული,
როგორც ჭეშმარიტი ბუნება. იმ დღის მერე, რამდენი შეხვდებოდა
კლდიაშვილი, ყოველთვის ღიმილით მიულექსავდა ხოლმე: ერთ
ბედს ქვეშა ვართ, საბავ, მე და შენ, ერთგულად ვზიდოთ ჭაპანი ჩვენიო, და ისიც ერთგულად ეწეოდა გამბედაობის ჭაპანს. შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო – ეუბნებოდა მასთან ჭკუის საკითხავად მოსულ
მუშებს, თუმცა თავად ისევ ორ ცეცხლს შუა გაბმულს, ისევ მუნდირი
ეცვა და არა მუშის ბლუზა. ვერ გადაეწყვიტა, ვისი ტყვიით მომკვდარიყო, მუშისა თუ ჯარისკაცისა, თუმცა, სულერთი იყო მისთვის, ვისი
ხელით მოკვდებოდა, რადგან მისი სატანჯველი არც მუშის სატანჯველს ესადაგებოდა და არც ჯარისკაცისას, ერთნაირად გაუგებარი
ერთისთვისაც და მეორისთვისაც. თვითონ კი, ამ მეორედ მოსვლის
ჟამს, ყოფნაარყოფნის მიჯნაზე, რძეშეუმშრალი გოგოს “კდემამოსილებაზე”, “სისპეტაკეზე”, “ღვთაებრივ სიდიადესა” და “გულთა გარდამქმნელ სიბრძნეზე” წერდა ლექსებს. “მე ადამიანის მხარეზე ვა150
რო” – ერთნაირად ეუბნებოდა მუშებსაც და ჯარისკაცებსაც და დარცხვენილი, დაბნეული ამატებდა: თუ კაცს არ გაუგე და არ აპატიე,
გინდა აქეთ იყოს, გინდა იქით, მაინც ერთნაირად გაპირუტყვდებაო.
მერე მაზარის საყელოს აიწევდა და დახეტიალობდა უკაცურ ქუჩებში. ზღვიდან ცივი, ნესტიანი ქარი უბერავდა. ძაღლი არ გაიგდებოდა
გარეთ. ხალხი თბილ ბინებში ელოდებოდა აღსასრულს, ის კი, მიდიოდა, მიუყვებოდა ქუჩებს, თავის საფიქრალში ჩაკეტილი, როგორც საიდუმლო საბუთი – სეიფში. უცებ სიბნელიდან ქალის ხმამ
დაუძახა – ეი, ხვლიკო, საით გაგიწევიაო. საბამ ხმისკენ მიიხედა. ქალი სადარბაზოსთან იდგა, ფეხი კიბეზე შემოედო და წვივსაკრავს ისწორებდა. საბას გაეღიმა და უფრო აუჩქარა ნაბიჯს. მიდიოდა და მეძავის ხრინწიანი, უსიამო ხმა ედგა ყურებში. მერე ნატოს ჭიშკარი
დაინახა და გაუკვირდა, გაუხარდა, დაფრთხა, გაჩერდა – ერთდროულად. გაუბედავად შეეხო სახელურს, მაგრამ ჭიშკარი არ
შეუღია. არც უფიქრია ჭიშკრის შეღება. უბრალოდ, მხოლოდ მიეფერა გათოშილ რკინას. მერე ჭიშკარს მოშორდა, ფაცაფუცით შეიხსნა
მაზარის ღილები და ქვითკირის ღობეს შეახტა. მეორე წუთას უკვე
ღობის იქით იდგა ნესტიან წყვდიადში. სახლი არ ჩანდა. არაფერი არ
ჩანდა. თვალთან ვერ მიიტანდა თითს. წინწახრილი იდგა და მძიმედ
სუნთქავდა. ცოტა ხნის მერე უკანვე გადმოევლო ღობეს, მაზარის ღილები შეიბნია და გზა გააგრძელა. “აი, თუ ბებერი ვარო” – ახლა
მოუგო ნიშნი მეძავს, თუმცა მეძავს სიტყვა “ბებერი” საერთოდ არ უხსენებია.
დრო კი გადიოდა. დასაღუპად განწირული ქვეყანა დღითი დღე,
ნაბიჯნაბიჯ უახლოვდებოდა აღსასრულს. დიმიტრიც უკვე განწირული იყო, უკვე ვეღარაფრით დააღწევდა თავს გარდაუვალ უბედურებას, თუმცა, გელა რომ დაიჭირეს პირველად, მიუხედავად თავისი
მრწამსისა, რაც ერთხელ უკვე გამოეთქვა ქუჩაში, თანაც გელას დასაცავად, ბუნებრივ წუხილთან და სინანულთან ერთად, რაღაცნაირი,
ძნელად გამოსახატავი, ძნელად გასამართლებელი შვებაც იგრძნო,
თითქოს ვიწრო ფეხსაცმელი გაიძრო და ერთმანეთზე მიჭყლეტილი
151
თითები თავისუფლად გაშალა: არადა, ეს წამიერი შეგრძნება შვებისა, თავისუფლებისა (სულ თავაწეული მაინც აღარ ივლიდა საკუთარ
სახლში), სწორედ შვებასთან და თავისუფლებასთან სამუდამოდ გამოთხოვებას ნიშნავდა. ასე მომაკვდავი გამოიხედავს ხოლმე თვალში ცოტა ხნით, ფუჭი იმედი რომ ჩაუსახოს ჭირისუფლებს და, მეორე
წუთას, უფრო მეტად დასწყვიტოს იმათ გული. სხვა საკითხია, რა
მოხდებოდა, გელას მოთმინების უნარი რომ ჰქონოდა, სასჯელი
პირნათლად მოეხადა და, დიმიტრის მრწამსის შესაბამისად, ახლა
უკვე სულ სხვა პიროვნება დაბრუნებულიყო უკან. მაგრამ არ შეიძლებოდა, ასე რომ მომხდარიყო, რადგან გელა (როგორც მალე დადასტურდა) არ იყო ამ ქვეყნისთვის გაჩენილი; არ შეეფერებოდა
აქაურობას, ანდა აქაურობა არ შეეფერებოდა იმას, როგორც უნაგირი ძროხას, ანდა ძროხა უნაგირს. მართალია, არავინ დაიჯერა გელას ქურდობა (ხალხში ხმა გავრცელდა, პოლიციამ ჩხრეკვისას
ქალთა გიმნაზიის გამგის სამკაულები აღმოუჩინაო. ქალთა გიმნაზიის გამგე ერთი წლის წინ გაექურდათ და ის საქმე თითქმის დახურულად ითვლებოდა), მაგრამ მაინც აღმაშფოთებელი იყო მისი საქციელი: არც მშობელს უწევდა ანგარიშს, არც კანონს. დაიჭერდნენ –
გაიქცეოდა. ისევ დაიჭერდნენ – ისევ გარბოდა. ხან მატარებლიდან
ჩამოათრევდნენ ხოლმე, ხან უცხოური გემიდან. არ შეეძლო შეჰგუებოდა იმას – უსამართლობა ერქვა თუ უსინდისობა – რასაც სხვა,
მასზე არაფრით ნაკლები, მილიონობით ბავშვი უმტკივნეულოდ და
უდრტვინველად ეგუებოდა. გადამეტებული სიამაყითა და ასევე გადამეტებული უნდობლობით შეპყრობილი, უნდოდა თუ არ უნდოდა,
ყოველთვის რაღაცას აშავებდა. ყოველ შემთხვევაში, გარედან მაყურებლის თვალში ასე გამოდიოდა, რაც, რა თქმა უნდა, ხელს აძლევდა პოლიციას, თუკი პოლიცია მართლა უგონებდა ქურდობას და რაღაც სხვა მიზეზთა გამო მართლა უპირებდა დაღუპვას. დანაშაულს,
ბუნებრივია, სასჯელი მოსდევდა, სასჯელს კი – ახალი დანაშაული,
რადგან სწორედ სასჯელთან შეურიგებლობა აბედვინებდა იმას, რაც
სეირის მაყურებელთა აღშფოთებას თუ არა, გაოცებას ყოველთვის
152
იწვევდა, ანუ სეირის მაყურებლებს თანდათან იმ აზრსაც უღვივებდა,
გარდაუვალი რომ იყო მისი დაღუპვა, თითქოს სამართლიანიც, რადგან სახელმწიფო კი არა, მამა არ მოგითმენს ამდენს. სხვათა შორის,
მამამისივით იყო ისიც ატეხილი. მამამისივით იმანაც ერთბაშად
ააფორიაქა, აალაპარაკა მთელი ბათუმი. ზოგი იცინოდა, ზოგი წუხდა, ზოგს ეცოდებოდა, ზოგი კი, სავსებით სერიოზულად მოითხოვდა,
სანიმუშოდ დაესაჯათ იგი აზიზეას მოედანზე, რათა სხვა ბავშვებსაც
ესწავლათ ჭკუა და უფროსების ხათრი და პატივისცემა ჰქონოდათ;
უარესად არ აერიათ ისედაც არეული ქვეყანა. პოლიცია რა შუაშია,
პოლიცია წესრიგს იცავდა, მაგრამ ვეღარ ერეოდა ამდენ დამთხვეულს. რა გახდა, ბოლოს და ბოლოსო – იძახდნენ გაგულისებულნი,
მსუყედ ნასადილევნი, საქვეყნო საქმეთა განსჯის გუნებაზე მოსულნი. რაც შეეხება ქალბატონ ელენეს (ალბათ ესეც აღიზიანებდა
ხალხს), გეგონებოდათ, ყველაზე ნაკლებად ისაა დაინტერესებული
ამ ამბითო. ისევ ისე თავაწეული, წელგამართული დადიოდა, გოროზი, ამპარტავანი, თითქოს ასე, უსიტყვოდ, მხოლოდ და მხოლოდ თავისი გარეგნობით არწმუნებდა ქალაქს, არაფრით არ შეიძლება ჩემი
შვილი ქურდი იყოსო; სხვა, რაც გნებავთ, ოღონდ ქურდი არაო; ქურდების დედები არც ასე წელგამართულები დადიან და არც ასე მშვიდად დუმანო. მაგრამ ქალაქმა ბევრი რამე არ იცოდა და ამიტომ,
ბევრი რამე ეშლებოდა. ყველაზე ნაკლებად ქალაქმა ის იცოდა, თუ
რა ცეცხლი ენთო ქალბატონ ელენეს გულში. ვიდრე ქალაქი წუხდა
თუ ბრაზობდა, იცავდა თუ კიცხავდა გელას, ქალბატონმა ელენემ უკვე იცოდა, განწირული რომ იყო მისი შვილი, უფრო ადრე იცოდა,
ვიდრე ის პირველად გაიქცეოდა ციხიდან, ვიდრე მისი დევნა და დაჭერა ჩვეულებრივ მოვლენად იქცეოდა ქალაქისთვის, ისევე როგორც ზღვის აღელვება და დაწყნარება. როგორც კი გელას დაჭერის
ამბავი შეიტყო და ჯერ კიდევ განრისხებულმა, ჯერ კიდევ შეურაცხყოფილმა პოლიცმეისტერის კაბინეტში შედგა ფეხი, მაშინვე მიხვდა, ტყუილუბრალოდ იმცირებდა თავს. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, უიმისოდაც გამოუშვებდნენ გელას, ანდა საერთოდ არ
153
დაიჭერდნენ, თუნდაც ბაბუამისის ხათრით, რადგან თბილისის გუბერნიის მთავარი მოსამართლე აქაური პოლიციისთვის იმდენად
დიდი და ანგარიშგასაწევი კაცი გახლდათ, არ შეიძლებოდა, აქაურ
პოლიციას არ სცოდნოდა, გელა, უპირველეს ყოვლისა, ვიღაც თვითმკვლელი მსახიობის შვილი კი არა, თბილისის გუბერნიის მთავარი
მოსამართლის შვილიშვილი რომ იყო. მაგრამ, ეტყობა, გელას დანაშაულის სიმძიმე აქაურ პოლიციას საშუალებას აძლევდა, მიუდგომელი და შეუვალი ყოფილიყო ზემდგომთათვისაც. მართალია, დიდი
დანაშაულია, უმსგავსობაა, ეკლესიაში აბიო მეფის სადიდებლის
სიმღერა, მაგრამ არც ისეთი მიუტევებელი, თანაც ბავშვისთვის, მოსწავლისთვის, მაშინვე ციხეში რომ გაექანებინათ, არც მშობლისთვის
ეკითხათ და არც მასწავლებლისთვის, თუ რატომ უნდა მოქცეულიყო
მოსწავლე ასე, რომელიც ჯერჯერობით არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო სახელმწიფოსთვის პოლიტიკურად საშიშ პიროვნებად (“ეს პოლიტიკური ცელქობაა, ქალბატონო”), თუნდაც მისი არასრულწლოვანების გამო. მაგრამ როცა პოლიცმეისტერისგან ისიც შეიტყო, გელას ქალთა გიმნაზიის გამგის გაძარცვაც რომ უმტკიცდებოდა, თავზარი დაეცა, სუნთქვა შეეკრა, თავში სისხლი აუვარდა და ორივე ხელით ჩააფრინდა იატაკზე დაბჯენილი ქოლგის ტარს, თითქოს სკამი
გამოეცლიათ უცებ, თითქოს საწამებლად შემოეყვანათ აქ და წამიწამზე კაბას შემოახევდნენ ტანზე, ძუძუებს დაუშანთავდნენ, თუმცა
პოლიცმეისტერი თავაზიანობისა და გულისხმიერების განსახიერება
იყო და მეტი არაფერი. “ისა. ფუი, დასწყევლოს ღმერთმა. ძალიან
ვწუხვარ, ქალბატონო. რომ იცოდეთ, როგორ ვწუხვარ. კიდევ კარგი,
მამამისი ვერ მოესწრო ამ ამბავსო” – ამბობდა გაღიმებული, სავარძლის საზურგეზე გადაწოლილი. მაგრამ, როგორც კი მისი ქმარი ახსენა პოლიცმეისტერმა, ერთბაშად ისეთი გამაოგნებელი, სასიამოვნოდ გამოცარიელებული სიმშვიდე დაეუფლა, თითქოს პოლიცმეისტერი მადლობას უხდიდა კარგი შვილის გაზრდისთვის. არათუ ქალთა გიმნაზიის გამგის გაძარცვა, არამედ ეკლესიაში ჩადენილი უმსგავსობაც, “პოლიტიკური ცელქობაც” მონაჭორად მოეჩვენა მაშინ154
ვე. ისევ მყარად დაჯდა სკამზე, ამაყი, გოროზი, ქოლგის ტარზე ხელჩამოდებული. რატომღაც იქით გაუგულისდა პოლიცმეისტერს, აგდებულად, დამცინავად შეხედა, როგორც სიცრუეში გამოჭერილ კაცს,
რადგან უკვე ისიც იცოდა, პოლიცმეისტერი რაღაც სხვა, ძნელად
ამოსაცნობი, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი მიზნით ხუჭავდა თვალს
გელას “უწესო საქციელზე” და დაბეჯითებით ცდილობდა, მაინცდამაინც ქურდად, მძარცველად გამოეყვანა იგი. ახლა ამან შეაწუხა, ვერ
მიხვდა, ვერ ამოხსნა უცებ, რა სჯიდა, რა ამოქმედებდა პოლიცმეისტერს ამგვარი სისაძაგლის ჩასადენად. აი, სად გამოადგებოდა ახლა
მამა! მაგრამ უმალ შვილს გაწირავდა, უმალ პოლიცმეისტერს აუბამდა მხარს, უმალ შვილის ქურდობას ირწმუნებდა, ვიდრე მამას გააგებინებდა თავის ახალ უბედურებას და ერთხელ კიდევ ათქმევინებდა:
მშობლის წინ მარბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს, ან მგლის შვილიო.
“რატომ გინდათ, მაინცდამაინც ჩემი შვილი რომ იყოს ქურდიო” –
მოღუშულმა, წარბებაწკეპილმა ჰკითხა პოლიცმეისტერს. პოლიცმეისტერმა სავარძელს ზურგით უბიძგა, წინ წამოვარდა და მაგიდას
იდაყვებით დაეყრდნო. ცოტა ხანს ასე იყო, მაგიდაზე იდაყვებით დაყრდნობილ ხელებს ასავსავებდა. მერე მსხვილი, საგულდაგულოდ
გათლილი ფანქარი აიღო, საქაღალდეზე რამდენიმე მკვეთრი ხაზი
ჩამოუსვა ზედიზედ და თქვა: დიახ, მართალი ბრძანდებით, მე მინდა,
ქურდი იყოს თქვენი შვილი და არა პოლიტიკური დამნაშავე, სხვათა
შორის, ისევ თქვენი შვილის სასარგებლოდო. პოლიცმეისტერის
მოულოდნელმა გულახდილობამ უარესად დააბნია ქალბატონი
ელენე; ეგონა, პასუხს თავს აარიდებდა, ანდა ისე არ უპასუხებდა,
როგორც უპასუხა. ერთი წამით ისიც იფიქრა, ხომ შეიძლება, მამაჩემს უკვე შეუთანხმდა და იმასთან ერთად შეიმუშავა გელას გადარჩენის გეგმაო. რა გასაკვირია, პოლიცმეისტერს პირველად თბილისის გუბერნიის მთავარი მოსამართლისთვის გაეგებინებინა მისი შვილიშვილის ამბავი და მერე ამისთვის, რადგან გელას რამე თუ უშველიდა, ან ვინმეს გამო თუ უშველიდნენ, უმალ ბაბუა იქნებოდა ის და
არა დედა; მით უფრო – მკვდარი მამა. გარდა ამისა, ეტყობა, მარ155
თლა არ არსებობდა სხვა გზა, ეტყობა, გელას გადარჩენა თუ უნდოდათ, აუცილებლად ქურდობა უნდა დაებრალებინათ მისთვის, რაც
ბაბუამისს, რა თქმა უნდა, არ შეეშლებოდა და რასაც, თუკი სხვა გზა
არ არსებობდა, ალბათ თვითონვე შესთავაზებდა პოლიცმეისტერს.
მოკლედ, მამამისიც და პოლიცმეისტერიც ალბათ ისე მოიქცეოდნენ,
როგორც გელასთვის იქნებოდა ხელსაყრელი. საწინააღმდეგოს
ფიქრშიაც ვერ დაუშვებდა. მაგრამ ისევ პოლიცმეისტერის ხმამ გამოარკვია ამ დაბნეული, ერთდროულად დამაიმედებელი და დამაბნეველი ფიქრებისგან. პოლიცმეისტერი ისევ პარალელურ ხაზებს ავლებდა საქაღალდეზე და ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა; კარგა ხანმა გაიარა, ვიდრე იმის ნალაპარაკევს ჩასწვდებოდა, ვიდრე ამოიცნობდა, რისი თქმა სურდა პოლიცმეისტერს. თუმცა ახალი არაფერი
უთქვამს, მის ნაფიქრალს იმეორებდა თითქოს ხმამაღლა. როგორც
იმის ნალაპარაკევიდან გამოდიოდა, ზოგი ჭირი მარგებელიცაა,
რადგან გელასთვის გაცილებით აჯობებდა, სისხლის სამართლის
დამნაშავე ყოფილიყო და არა პოლიტიკური; პოლიტიკურ დანაშაულს თურმე სიკვდილამდე არ აპატიებდნენ, არ დაუვიწყებდნენ, ლაქად წაყვებოდა მთელი სიცოცხლის მანძილზე და გინდაც ნემსის ყუნწში გამძვრალიყო, დღევანდელი, შეიძლება მართლაც ბავშვობით
ჩადენილი დანაშაულის გამოსასყიდად, მაინც ვერ მოიშორებდა, მაინც გაუჭირდებოდა მისი ოჯახისთვის შესაფერისი გავლენისა და პატივის მოპოვება მომავალში, როცა იმისი ქურდობა ხვალ აღარავის
ემახსოვრებოდა, ხოლო დღეს ათასნაირად შეიძლებოდა გამართლება, თუნდაც, ჰმ… ხელმოკლეობით. ჰმ… ობლობით. ანდა სულაც
სულსწრაფობით და ტოლამხანაგებში თავის გამოჩენის სურვილით.
ბავშვი რომ რაღაცას მოიპარავს, კიდევ შეიძლება იმის გაგება, ქალბატონო. ჩვენც ვყოფილვართ ბავშვები, ჩვენც მშობლები ვართ, ბოლოს და ბოლოს… ხომ შეიძლება, უცებ ისე მოსდომებოდა ლიმონათი ან ნამცხვარი, თვითონაც ვერ გაერკვია, ვის ჯიბეში ყოფდა ხელს.
შეიძლება, სულაც შეყვარებული ჰყავს, და იფიქრა, ლიმონათზე და
ნამცხვარზე დავპატიჟებო… თავი მოაწონა შეყვარებულს. ამ ასაკში
156
არიან სწორედ ბავშვები მისახედი, ქალბატონო. ყოყლოჩინობენ,
დიდობენ, ვაჟკაცობენ. მაგრამ ამის პატიება კიდევ შეიძლება. სიმღერაც კია, შეყვარებული ვის არ ჰყოლიაო… მაგრამ, მაგრამ და კიდევ
მაგრამ, ხელმწიფეს რომ აუჯანყდება ბავშვი, სახელმწიფოს რომ აიგდებს აბუჩად (სხვათა შორის, რა ვიცით, ვინ ოხერია, ან ვინ იგულისხმება აბიო მეფეში?), ჩვენ უმწეონი ვართ, ესე იგი, ჩვენ ვერაფრით
ვეღარ მივეხმარებით, ქალბატონო. ჩვენ ხელმწიფემ დაგვსვა აქ, მეცა და მამათქვენიც, და რბილად რომ ვთქვათ, ჩვენგან დიდი უმადურობა იქნება, კალთა ვაფაროთ იმის მტრებს, ბოლოს და ბოლოს, აქ
პოლიციაა და არა ხელმწიფის მტერთა აღსაზრდელი პანსიონი… ასე
რომ, როგორი პატივისმცემელიც არ უნდა ვიყო თქვენი და თქვენი
განსვენებული მეუღლისა… ახლაც ყურში მიდგას იმის ხმა, ქალბატონო. ახლაც თვალწინ მიდგას… არა, გათავდა, იმის ბადალი აღარ
მოევლინება ჩვენს სცენას, ქალბატონო. მაგრამ მაინც ბედნიერი ყოფილა, ამ დღეს რომ ვერ მოესწრო. ამ ამბავს რომ გაიგებდა, მაინც
გაუსკდებოდა გული, ქალბატონო…
– ჩემს ქმარს გული არ გასკდომია. ჩემმა ქმარმა თავი მოიკლა, –
თქვა ქალბატონმა ელენემ მშვიდად, აუღელვებლად. წელგამართული იჯდა, ქოლგის ტარზე ხელჩამოდებული და მამაზე ფიქრობდა,
ბრაზიანად, ღვარძლიანად: იმანაც გაწირა გელაო.
– რას მეუბნებით?! – შეიცხადა პოლიცმეისტერმა, ისე გულწრფელად, ისე ბუნებრივად, ქალბატონი ელენეც აღელდა, შეწუხდა ანაზდად.
– ჩემს ქმარს გული არ გასკდომია, – გაიმეორა სასწრაფოდ, – გაზეთებმა ყალბი ცნობა გამოაქვეყნეს. მამაჩემის ხათრით.
– ნუ ამბობთ! ნუ იტყვით! – იყვირა პოლიცმეისტერმა. – ვერ დავიჯერებ, ქალბატონო… ფუი. ისა, კი მაგრამ, რატომ უნდა მოეკლა თავი? რა სჭირდა საამისო? ხალხი ხელისგულზე ატარებდა… ჩემს შვილებს ახლაც კედელზე უკიდიათ იმისი სურათი… თუმცა, – უცებ
გაიღიმა. გამომცდელად გამოხედა ქალბატონ ელენეს და გააგრძელა, უკვე მშვიდად, უკვე ღიმილგარეული ხმით. – თუმცა… ჰმ. ჰმ. ვინ
157
რა იცის, რა ხდება ფარდის იქით. კულისებში. თქვენისთანა ლამაზი
ქალის ქმრობაც დიდი გმირობაა…
– ერთი თხოვნა შემისრულეთ მხოლოდ, – გააწყვეტინა ქალბატონმა ელენემ, თუმცა ჯერ თვითონაც არ ჰქონდა გარკვეული, ვის
შეეხებოდა მისი სათხოვარი: ქმარს თუ შვილს; მკვდარი ქმრის სახელზე ზრუნავდა თუ ცოცხალი შვილის მომავალზე. პოლიცმეისტერს სახე შეეცვალა: ყურადღებად, გულისხმიერად იქცა ისევ. ფანქრიანი ხელი საქაღალდეზე ედო, თითქოს დაწერამდე გუნებაში ერთხელ კიდევ იმეორებდა ფრაზას. – ერთი თხოვნა მხოლოდ, – გააგრძელა ქალბატონმა ელენემ, – იქნებ მაინც, როგორც თქვენვე
თქვით, “პოლიტიკური ცელქობისთვის” დაგესაჯათ ჩემი შვილი, ეს
ალბათ უფრო შეესაბამება სიმართლეს.
– როგორ გეკადრებათ! როგორ გეკადრებათ! – უარესად შეიცხადა პოლიცმეისტერმა. – ღუპავთ? ციმბირში გინდათ ჩაალპოთ? ვერა! არა! სხვას მიმართეთ. ბოლოს და ბოლოს, მამამისთან ვმეგობრობდი… მეც გამიწიეთ ანგარიში, მეც გამიგეთ, ქალბატონო!.. –
ფანქარი ბრაზიანად, უხეშად გაუსვგამოუსვა საქაღალდეზე, თითქოს
ადრე გავლებული ხაზების გადასაშლელად. ერთმანეთით გადაკვეთილი ხაზები გისოსებიან სარკმელსა თუ გალიის ბადეს დაემსგავსნენ. ყოველ შემთხვევაში, ასე მოეჩვენა ქალბატონ ელენეს.
– საკმარისია. დამარწმუნეთ, ბრწყინვალე კაზუისტი ყოფილხართ.
ვერც ერთი ვექილი ვერ მოვა თქვენთან! – შესძახა სხაპასხუპით,
ლაპარაკი რომ არ გაეგრძელებინა პოლიცმეისტერს.
უკვე ფეხზე იდგა: მაღალი, შავად აწოწილი, გოროზი. ფეხი უძაგძაგებდა, მაგრამ არაფერი შეტყობია გარეგნულად. პოლიცმეისტერი
კართან დაეწია. სხარტად გაუღო კარი და, გაღიმებულმა, მოწიწებით
დაუკრა თავი. თან მუნდირის კალთებს იქაჩავდა ძირს. ისე დაშორდნენ ერთმანეთს, თითქოს აღარაფერი ჰქონდათ გასარკვევი, თითქოს ორივეს ერთი და იგივე საზრუნავი მოეშორებინა თავიდან, თითქოს ორივეს ერთნაირად მიაჩნდა, გელასთვის ქურდობის დაბრალება ერთადერთი გამოსავალი რომ იქნებოდა, თუკი გელასთვის სიკე158
თე უნდოდათ, თუკი იმის მომავალი ადარდებდა და არა ის საჩოთირო, სწრაფწარმავალი უსიამოვნება, რაც პირადად შეხვდებოდათ გელას უწესობის გამო. ქალბატონ ელენეს უბრალოდ შეეშინდა ამ მოღიმარი, თავაზიანი (რამდენადაც შეეძლო) პოლიცმეისტერისა და
ტანმა უგრძნო, ნებისმიერი წინააღმდეგობა უფრო უარეს ბოროტებათა მოსაგონებლად აღაგზნებდა იმას. ის მუშაობდა, საქმე ჰქონდა და
ვინც ხელს შეუშლიდა, ისევ და ისევ მის წისქვილზე დაასხამდა
წყალს. ქუჩაში რომ გამოვიდა, საფუძვლიანად მერე მიხვდა, თვითონაც რომ გაეწირა შვილი, ყოველ შემთხვევაში, არაფერი ეთქვა და
მოემოქმედებინა შვილის სასარგებლოდ, რადგან გულის სიღრმეში
თვითონაც ყველაფერზე თანახმა იყო, თუკი გელას მართლა ეშველებოდა რამე; თუმცა იმასაც გრძნობდა, სწორედ ახლა, პოლიცმეისტერის კაბინეტში, მისი თანდასწრებით და თანხმობით – რამდენადაც დუმილი თანხმობის ნიშანია – სამუდამოდ გადაეწყვიტათ გელას ბედი, და არა გელას სასარგებლოდ, რის დაჯერებასაც ჯიუტად
ცდილობდა, არამედ – საზიანოდ, რისი დაჯერებაც არაფრით არ უნდოდა. “ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო!” – შეშფოთდა უნებურად. ერთი წამით უკანვე მიბრუნება დააპირა, გარკვევით რომ ეთქვა პოლიცმეისტერისთვის და კატეგორიულად მოეთხოვა: ჩემი შვილი
იმისთვის დასაჯეთ, რაც დააშავა, და არა იმისთვის, რაც არ დაუშავებიაო. მაგრამ უკვე თვითონაც არ შეეძლო აერჩია, რა სჯობდა პირადად მისი შვილისთვის: დაღუპვა თუ შერცხვენა. ალბათ მაინც – შერცხვენა, რადგან ფეხიც არ შეუნელებია და ამაყი, გოროზი, შავად
აწოწილი მიუყვებოდა ქუჩას.
გელას დაჭერა, სხვათა შორის, არც ნატოს შეუცხადებია მაინცდამაინც. ეგ იყო, რომ გუნებაცა და გარეგნობაც ერთბაშად გამოეცვალა, იმდენად მოულოდნელად, დიმიტრი თავისუფლად გამოლაპარაკებასაც ვეღარ უბედავდა, რაღაცნაირად დაბორკილად გრძნობდა იმასთან თავს. ადვილი შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ
გარდამავალი ასაკის ბრალი ყოფილიყო ნატოს უეცარი გარდაქმნა,
მაგრამ დიმიტრის, რატომღაც, ერჩია, გელას დაჭერით ყოფილიყო
159
გამოწვეული, ვიდრე მისთვის უცხო, მისთვის საიდუმლო ბუნების კანონზომიერებით, რაც თითქოს უფრო სახიფათო იქნებოდა თავად
ნატოსთვის, ვიდრე მეზობლისა და თანატოლის უბედურებაზე წუხილი. ნატო კი, არც სიტყვით გამოთქვამდა თავის წუხილს და არც
უსიტყვო ცრემლით, ასე უხვად რომ სდიოდა დედამისის თვალს. უბრალოდ – გულგრილი, გულჩათხრობილი და დაუდევარი გახდა. თუ
არ გაახსენებდი, ლუკმას არ ჩაიდებდა პირში, თუმცა მაშინაც უნდილად, უგემურად ილოღნებოდა და ერთი სული ჰქონდა, როდის წამოდგებოდა სკამიდან. ლოგინს გაუსწორებელს ტოვებდა. თმაგაჩეჩილი, პერანგის ამარა გამოდიოდა თავისი ოთახიდან და მთელი
დღე წუწუნით, ბუზღუნით დაეძებდა წიგნს, რომელიც ხელში ეჭირა.
ზღვაზე ისევ დადიოდა, მაგრამ ზღვიდან მობრუნებული, ძველებურად, თვითონვე კი არ გაფენდა გასაშრობად თავის საცურაო კოსტუმს, სადაც მოხვდებოდა, იქ მიაგდებდა, და, ლეკვის მოფსმულივით, ყოვლად შეუფერებელ ადგილას გაჩნდებოდა ხოლმე პატარა
გუბე. თვითონ კი პიანინოს მიუჯდებოდა და იქამდე უკრავდა (ადრე
ყელაწეული ეხვეწებოდა დედამისი, თუ არ დაუკრავ, ან რას სწავლობდი, ან რა ჯანდაბად გვინდა ეს შავი ყუთიო), სანამ თითის წვერები დაუბუჟდებოდა და ზურგი გაუშეშდებოდა. კი არ უკრავდა, აცოდვილებდა კლავიშებს; თითქოს კბილდაკრეჭილ პიანინოს აღიზიანებდა, აძლევდა და არც აძლევდა თავის ხელებს შესაჭმელად. პიანინო
წუხდა, კვნესოდა, მოთქვამდა და დიმიტრის, უნებურად, ისევ ძველი
დრო ახსენდებოდა, თავისი დამფრთხალი ბავშვობა, სტუმრების
ჟრიამულით გაოგნებულს, ვიღაც დამთხვეული ოფიცერი გასისხლიანებული ლეჩაქით გადახვეულ ხელს ცხვირწინ რომ უტრიალებდა და ახარბებდა: აი, მე როგორი ვავა მაქვსო. “შეიკვეხე შენი ვავაო” – ახლა პასუხობდა დიმიტრი, და მართლაც, იმისი ვავა დიმიტრის
სატკივართან, საფიქრალთან და სადარდელთან შედარებით მოგონილი იყო, სასაცილო. დიმიტრი ჯერჯერობით მხოლოდ გრძნობდა,
ჯერჯერობით კიდევ არ იცოდა, მაგრამ უკვე მოურჩენელი, მშიერი
ბარტყივით პირდაბჩენილი “ვავა” სჭირდა გულში და მთელი სიცოც160
ხლე საკუთარი ხორცით უნდა ერჩინა იგი, რადგან სხვას მაინც არაფერს მიირთმევდა – გაუმაძღარი, ღორმუცელა, კაციჭამია. გელა კი,
ამასობაში, ზედიზედ გამორბოდა ციხიდან. ქვას აპობდა, ქვითკირს
შლიდა, რკინას კვნეტდა და ისევ კანონის შეურყეველ კედელს აწყდებოდა ბოლოს. ხოლო იმ კედელს უფრო მეტი ხელი ესხა, ვიდრე
თვითონ, ერთ დარტყმას ასით პასუხობდა და, ბოლობოლო, ისევ
თვითონ ინგრეოდა, თვითონ ინაყებოდა და თავპირდასისხლიანებული ციხეს უბრუნდებოდა, რათა ერთხელ კიდევ გამოქცეულიყო იქიდან. ხოლო დიმიტრი, გელას მორიგი გამოქცევიდან მორიგ შეპყრობამდე, ისევ ფშუტი თავთავივით თავაწეული დადიოდა სახლში. გული უგრძნობდა, მის სხვენში აფარებდა თავს გამოქცეული გელა. საეჭვოდ, შემაშფოთებლად ჩაწყნარდებოდა ხოლმე სხვენი, მაგრამ
იმას როგორ იკადრებდა, ჯოხი მიეკაკუნებინა ჭერზე და სხვენში გატრუნული ბიჭისთვის დაეყვირა: ვიცი, რომ მანდა ხარ და გირჩევნია,
შენი ნებით გამეცალო, ვიდრე პოლიციისთვის დამიძახიაო. ხოლო
ერთ დღეს, როცა მისმა ქალიშვილმა ხელსახოცგადაფარებული
თეფში ოფიციანტის გულგრილობით ჩაუტარა ცხვირწინ და თავისი
დამთხვეული მეზობლის დასაპურებლად სხვენს მიაშურა, ჯერ სიცილი აუვარდა (უკვე შემჯდარი ჰყავდა ეშმაკი), მერე კი თავზარი
დაეცა, რადგან მთელი არსებით იგრძნო, ყოველი წამის დაყოვნება
გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა, დიდი ბოროტება იქნებოდა
საკუთარი შვილის წინაშე, რომელიც ისე დაებრმავებინა სიკეთესა
და სიყვარულს, ნებისმიერ ხაფანგში შეყოფდა თავს, ისევე გულგრილად, როგორც ხელსახოცგადაფარებული თეფში ჩაატარა წეღან.
დაყოვნება ნამდვილად დანაშაული იყო და თანაც ისეთივე ბინძური,
როგორც ბრმისთვის – ჯოხის, ანდა კოსტასთვის ხის ფეხის მოპარვა,
ხის ფეხისა, რომელიც ღამღამობით ბალიშის მაგივრობას უწევდა და
ურომლისოდაც დღისით სარდაფის კიბეზეც ვერ ამოვიდოდა, ქვეყანა რომ დაენახა. ამის ბრალიცაა, ლამის შუაღამისას, თავსხმაში, ფეთიანივით რომ გამოვარდა შინიდან და კი არ აჰყვა ეშმაკს, ზედ ჩამოეკიდა – მიშველეო, რადგან თვითონ თავი სად ება, არ იცოდა,
161
სად უნდა მისულიყო, ვისთვის უნდა მიემართა. მიდი, მიდი, მართალი ხარ, რომ იცოდე, რა სიკეთეს სჩადიხარო – აქეზებდა ეშმაკი –
გელას მაინც დაიჭერენ, მაგრამ რაც უფრო მალე დაიჭერენ, იმისთვისაც აჯობებს და შენთვისაცო, ვექილი კაცი ხარ, ჩემგან რა გესწავლებაო. მარტი იყო, ცა ფეხად ჩამოდიოდა. ქალაქი არ ჩანდა,
თითქოს წყალს წაუღიაო. არც ახსოვს, როგორ გარბოდა თავსხმაში,
როგორ შევარდა პოლიცმეისტერის კაბინეტში, როგორ მოითხოვა
მაშინვე წყალი, თითქოს ამის გულისთვის გამოქცეულიყო შინიდან,
წყურვილისთვის ვერ გაეძლო, და ახლა თან წყალს სვამდა, თან წარამარა მადლობას უხდიდა ვიღაც ყბაახვეულ ჟანდარმს, პოლიცმეისტერის ნიშანზე კედლიდან რომ გამოდიოდა თითქოს, ჭიქას უვსებდა და ისევ კედელში შედიოდა. არც ის ახსოვს, რა იბოდიალა, რას
მიედმოედო, ვიდრე, თავისი ჭკუით, მეტად მოხერხებულად შეაპარებდა პოლიცმეისტერს, თქვენ რომ პორტსა და სადგურში ეძებთ,
რატომ არ შეიძლება, ის კაცი სადმე სხვენში იმალებოდესო. თუ კაცი
ხარ, ერთი გამაგებინე, კაზუისტი რას ნიშნავსო – ჰკითხა პოლიცმეისტერმა. შერეკილი მარტი იყო, ცა ფეხად ჩამოდიოდა. ცარიელ ქუჩაში, სარკესავით მოკრიალებულ ასფალტზე, აკონწიალებული ნათურის მბჟუტავ შუქზე, მავთულს გადამწყდარი ჩიტი კვდებოდა. ნავსადგურში გემები ღმუოდნენ. სადგურიდან ორთქლმავლის შეკივლება ისმოდა, თორემ ისე უკაცურს ჰგავდა ქალაქი. მარტი იყო. ყველაზე გიჟი თვე, მტირალაზე თოვლი იდო. ნესტიანი სიცივე ძვალრბილში ატანდა. არაფერი ჯობდა ახლა შინ ყოფნას და ლოგინში წოლას. გინდაც არ დაგძინებოდა, არაფერი დაშავდებოდა, გაუყუჩდებოდი სითბოს, ჩაკიდებდი ხელს რომელიმე ფიქრს, როგორც გლეხი
– ურმის ჭალს, და ნელა, ტაატით, შეიძლება სასიამოვნოდაც კი, გაგეყვანა დრო. ის კი პოლიცმეისტერის კაბინეტში იჯდა და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა, ვერაფრით ვერ იკლავდა წყურვილს. თან დაბნეული
იმეორებდა გუნებაში: კაზუისტი, კაზუისტი, კაზუისტიო, როგორც
იდუმალებით მოსილ ბიბლიურ სიტყვას, რომელსაც, ხშირი გამეორებისგან, თავისთავად დაეკარგა იდუმალი აზრიცა და მნიშვნე162
ლობაც. ქუჩაში ჩამოვარდნილი ჩიტი უკვე მომკვდარიყო. სველი,
აჩეჩილი ბუმბულიდან მხრის გაშიშვლებული ძვალი გამოეყო, წკირივით გადატეხილი. ეგდო ასფალტზე, ელოდებოდა, როდის გაათრევდა მაწანწალა ძაღლი, ანდა ვინმე მადლიანი როდის ჩააგდებდა
სანაგვე ყუთში. წვიმა გაშმაგებული ტკეპნიდა მძიმე, ტყვიასავით მძიმე და სწრაფი წვეთებით, თითქოს ასფალტში უპირებდა ჩამარხვას,
ჩაგლესვას, ჩაკარგვას, გათენებამდე, მაწანწალა ძაღლის ანდა ვიღაც მადლიანის გამოჩენამდე რომ მოესპო ამ ბრმა სიკვდილის კვალი. დიმიტრი კი პოლიცმეისტერის კაბინეტში იჯდა და ალმური გადასდიოდა სახეზე. კეფაში თითქოს ჩაქუჩს ურტყამდა ვიღაცა და
ისიც უნებურად აბრუნებდა თავს, მართლა ხომ არ მიდგას ვინმე უკანო. ყბაახვეული ჟანდარმი მხოლოდ წყლის დასასხმელად გამოდიოდა კედლიდან; გადაუვსებდა ჭიქას და ისევ კედელში უჩინარდებოდა. ოთახში ისა და პოლიცმეისტერი იყვნენ მარტო. ერთმანეთის
პირისპირ ისხდნენ და უღიმოდნენ ერთმანეთს. დიმიტრის ცეცხლი
ეკიდა. კაზუისტი, კაზუისტი, კაზუისტიო – გიჟივით იმეორებდა გუნებაში. ცოტაც და ალი ავარდებოდა ალბათ. გაძლება რომ გაუჭირდა,
ზრდილობა ფეხებზე დაიკიდა, ცხვირსახოცს ჭიქიდან წყალი დაასხა
და გავარვარებულ კისერზე დაიფინა. “როგორ იცვლება ცხოვრება!
მამათქვენს, ჩემს პატივცემულ კოლეგას, თავზე ხელაღებული ავაზაკიც ანგელოზი ეგონა; ჩვენ კი, მის შვილებს, ანუ მე და თქვენ, ანგელოზის ცელქობაც ავაზაკობად გვეჩვენებაო” – ამბობდა პოლიცმეისტერი, ძალიან ნელა, ძალიან დიდხანს, ღეჭვით, ზოზინით. ათასი
ყოვლად უსარგებლო, ყოვლად შეუფერებელი სიტყვის მოშველიებით, მაგრამ დიმიტრის მაინც ესმოდა, მაინც პირდაპირ ტვინში
ურტყამდა პოლიცმეისტერის ნალაპარაკევი. “არავითარ შემთხვევაში. არავითარ შემთხვევაში. არავითარ შემთხვევაშიო” – ლუღლუღებდა უაზროდ, რადგან თვითონაც არ იცოდა წესიერად, რისი თქმა
უნდოდა, რას უარყოფდა: მამის გულუბრყვილობასა თუ საკუთარ
გულნამცეცობას. სროლა რომ ატყდა ქალაქში, დაფეთებული წამოვარდა ფეხზე და იყვირა: მოკლავენ, მოკლავენო! “ჩვენ არავის არ
163
ვკლავთ. ჩვენ თქვენს სიმშვიდეზე ვზრუნავთ!” – რატომღაც გაუბრაზდა პოლიცმეისტერი, მაგრამ მაშინვე გაიღიმა, თავი გადააქნია, ხელით ანიშნა, დაჯექიო, და გააგრძელა: ისა. ფუი. დასწყევლოს ღმერთმა. სპექტაკლია. დიახ, პატარა სპექტაკლიო.
164
3
ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ რომ ეთქვათ იმისთვის, ხუთი წლის მერე ასე და ასე მოხდება და თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ როგორ
გგონიათ, რამ შეიძლება გადაადგმევინოს თქვენს შვილს ამგვარად
სულელური, ყოვლად გაუმართლებელი და, რაც მთავარია, მისთვის
ესოდენ საზიანო ნაბიჯიო – სიყვარულმაო – უპასუხებდა დაუფიქრებლად, რადგან ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, ბაზრიდან მობრუნებულმა, იატაკზე, გაქუცულსა და კატის ბალნით მოფენილ ნოხზე,
მტაცებელი ნადირის ლეკვებივით, ერთმანეთს ჩაფრენილი, ოფლად
გახვითქული, ტანსაცმელშემოჩაჩული, ჯობნის, დაჩაგვრის, ძლევის,
გამარჯვების ჟინით თვალგადათეთრებული გელა და ნატო რომ
დაინახა, იმის მერე არ განელებია ავი წინათგრძნობა, ერთი წამითაც
არ დაუშვია, ეს ჩვეულებრივი ბავშვური თამაში რომ იყო და არა
პირველი იდუმალი ნიშანი, პირველი გამოძახილი, სულაც დასაწყისი ბევრად ძლიერი, ბევრად ხანგრძლივი, ბევრად დაუნდობელი და
სახიფათო მოვლენისა, ვიდრე ნებისმიერი თამაშია, ანდა თავად ბავშვობა. პირველად რომ გაიქცა გელა, არ გაჰკვირვებია, და იმასაც
მაშინვე შეეგუა, ახლა უფრო დიდხანს რომ მოუწევდა ლოდინი, თუკი
მისი მოლოდინი საერთოდ უსასრულობაში არ გადაიზრდებოდა, თუკი მისი შვილი როდისმე მაინც მოიხდიდა სასჯელს, ახალს აღარაფერს დააშავებდა, რაც ისეთივე ძნელი წარმოსადგენი, ძნელი დასაჯერებელი იყო მისთვის, როგორც მკვდარი ქმრის გაცოცხლება; მის
შვილს ახლა მეტი მიზეზი ჰქონდა დანაშაულის ჩასადენად. ახლა
იძულებულიც იყო ჩაედინა დანაშაული, რამდენადაც აღარც დედას
ეკუთვნოდა და აღარც საკუთარ თავს, სხვა ჰყავდა მბრძანებელიცა
You have read 1 text from Georgian literature.
Next - რკინის თეატრი - 11
  • Parts
  • რკინის თეატრი - 01
    Total number of words is 3567
    Total number of unique words is 2235
    27.2 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 02
    Total number of words is 3649
    Total number of unique words is 2108
    32.5 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 1981
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 04
    Total number of words is 3630
    Total number of unique words is 2200
    28.9 of words are in the 2000 most common words
    42.7 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 05
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2058
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 06
    Total number of words is 3622
    Total number of unique words is 2149
    28.8 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 07
    Total number of words is 3490
    Total number of unique words is 2291
    24.7 of words are in the 2000 most common words
    35.7 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 08
    Total number of words is 3728
    Total number of unique words is 2153
    32.6 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 09
    Total number of words is 3681
    Total number of unique words is 2089
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 10
    Total number of words is 3699
    Total number of unique words is 2033
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 11
    Total number of words is 3712
    Total number of unique words is 2117
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 12
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2075
    32.3 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 13
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2087
    30.9 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 14
    Total number of words is 3744
    Total number of unique words is 2095
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    53.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 15
    Total number of words is 3682
    Total number of unique words is 2082
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 16
    Total number of words is 3641
    Total number of unique words is 1987
    29.7 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    53.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 17
    Total number of words is 3761
    Total number of unique words is 2000
    31.4 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 18
    Total number of words is 3656
    Total number of unique words is 2118
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 19
    Total number of words is 3664
    Total number of unique words is 2010
    32.0 of words are in the 2000 most common words
    47.1 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 20
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2042
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    53.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 21
    Total number of words is 3667
    Total number of unique words is 1947
    32.4 of words are in the 2000 most common words
    46.8 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 22
    Total number of words is 3663
    Total number of unique words is 2089
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 23
    Total number of words is 3714
    Total number of unique words is 1946
    31.5 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 24
    Total number of words is 3727
    Total number of unique words is 2061
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 25
    Total number of words is 3765
    Total number of unique words is 2022
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 26
    Total number of words is 3740
    Total number of unique words is 2080
    31.0 of words are in the 2000 most common words
    44.3 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 27
    Total number of words is 3737
    Total number of unique words is 2107
    31.3 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 28
    Total number of words is 3256
    Total number of unique words is 1894
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.