Latin

რკინის თეატრი - 01

Total number of words is 3567
Total number of unique words is 2235
27.2 of words are in the 2000 most common words
40.1 of words are in the 5000 most common words
47.9 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ოთარ ჭილაძე
რკინის თეატრი
2
1
მიწას ურმებით ეზიდებოდნენ. ორმოებში ჭუჭყიანი, დაბუშტული
წყალი იდგა. ორმოების გასწვრივ ფესვებშეფუთვნილი ნერგები ეყარა. ვიღაც დამთხვეული გერმანელი ქვიშაზე ბაღს აშენებდა. ნავსადგურში ორიოდე ძირგამომპალი კარჭაპი ეხახუნებოდა ერთმანეთს.
მწვანე წყლის ზედაპირზე ანძის გამრუდებული ანარეკლი ტივტივებდა. თოლიები ჩხაოდნენ, ხარხარებდნენ. ნაპირზე მკვდარი ცხენი ეგდო. ცხენის გამოღადრული მუცლიდან ვირთხა გამოვარდებოდა
უცებ, ჭურვივით გაფხრეწდა ჰაერს და პირდაპირ ზღვაში მოადენდა
ტყაპანს. “მოუსვა თურქეთშიო” – ამბობდა მამა. მაგრამ ყველაზე დიდი საოცრება მაინც მერძევე იყო. მერძევის ბიდონი თეთრსა და ორთქლიან ენას გამოუყოფდა ხოლმე. მერძევეს თავი ყაბალახით ჰქონდა წაკრული. პირში ჭრელტარიანი ყალიონი ედო და განუწყვეტლივ
აქსუტუნებდა. “ჩაგსვამ ბიდონში და მამაშენიც ვეღარ გიპოვისო” –
ეუბნებოდა ღიმილით. გაცლილ ბიდონთან ერთად წუხანდელი ნასუფრალიც მიჰქონდა; აივანზე თბილსა და ნოტიო სურნელს ტოვებდა. ასე იწყებოდა დილა. საღამოს კი, ისევ ზედიზედ ჩერდებოდნენ
მხიარული სტუმრებით სავსე ეტლები მწვანედ შეღებილ ჭიშკართან.
იდგა ერთი გაუთავებელი ჟრიამული; ცხენების ფრუტუნი, ხვიხვინი;
მეეტლეების გინება, ქალების კისკისი, კაცების ხორხოცი და, რასაკვირველია, რევოლვერების ბათქაბუთქიც (მაშინდელი დაცხრილული ჭერი, მიუხედავად მრავალგზის შეკეთებისა, წვიმას დღემდე ატარებდა და წვიმის დროს, ანუ თითქმის ყოველ მეორე დღეს, სასტუმრო ოთახის იატაკი ტაშტებითა და ჯამებით იყო მოფენილი).
გრიალებდა პიანინო: ოქროსფერი შანდლებით გაწყობილი, საკურთხეველივით გაჩაღებული. სანთლებს ტკაცატკუცი გაუდიოდათ, ცხარე ცრემლით ტიროდნენ. კარადაში ჭურჭელი წკრიალებდა. მაგიდიდან გადმოვარდნილი ჩანგალი ობლად ეგდო ნოხზე, აცეკვებულ ფეხებთან, როგორც თოჯინის მოგლეჯილი მკლავი. ჯერ კიდევ გასარკვევი ჰქონდათ, მათი ორასწლიანი მონობა დამთავრებულიყო თუ
3
მათი მონობის მხოლოდ ორასი წელი, მაგრამ ასე იყო თუ ისე, ზეიმი
უფრო შეეფერებოდათ, ვიდრე გლოვა; სხვა თუ არაფერი, აქეთიქით
წანწალს მაინც გადარჩებოდნენ და იმისი შიში აღარ მოკლავდათ –
სახლებიანდუქნებიანწვიმებიანზღვიანად – ხვალ სად ამოყოფს თავს
ჩვენი ქალაქიო. და ისევ გრიალებდა პიანინო: მოვა ჩემი საყვარელი, მე დავხვდები თავშიშველი, ლა, ლა, ლა, ლა… ათი თითი გამწარებული დაქროდა თეთრად აელვებულ კლავიშებზე, აღმა და დაღმა,
აღმა და დაღმა, თითქოს ზღვაში მოტივტივე ფიცარზე შერჩენილი
თაგვები იყვნენ და ვერ მიმხვდარიყვნენ, ვერ შეეგნოთ, ამ მოკლე
ფიცრის ერთი ბოლო ისევე რომ მთავრდებოდა მათთვის დამღუპველი ზღვით, როგორც მეორე. მოულოდნელად რევოლვერი დაიჭექებდა და ქალები წივილკივილით წამოიშლებოდნენ. ქალების შესაკრთობად, სუფრის აღსაგზნებად გასროლილი რევოლვერის ტყვიით (რა თქმა უნდა, შემთხვევით) დაჭრილ ოფიცერს მუხლებზე მასპინძლის ბავშვი ეჯდა; გვერდზე ჩავლილი სიკვდილის გათოშილი,
ვნებიანი ამონასუნთქი ჯერ ისევ დასთამაშებდა მიტკალივით გადაფითრებულ სახეზე; ახლახან მოსმული ღვინით დანამული ტუჩები
ოდნავ, ძლივსშესამჩნევად უთრთოდა და მედიდურად, ამაყად იღიმებოდა, თუმცა მის მუხლზე მოკალათებული ბავშვი გაოფლილი კეფით გრძნობდა, რა გამალებით უცემდა გული სუფრის გმირს,
ჰაეროვანი კოცნით რომ აჯილდოვებდნენ ქალები, ხოლო კაცები
ფეხზე ამდგრები ადღეგრძელებდნენ, თავად კი, ყველაზე ლამაზი
მანდილოსნის – ალბათ ბავშვის დედის – ლეჩაქით გადახვეულ
ხელს (ტყვიას ოდნავ გაეგლიჯა ცერისა და საჩვენებელი თითის შემაერთებელი აპკი) მუხლზე დასკუპებულ ბავშვს ცხვირწინ უტრიალებდა და ერთსა და იმავეს უმეორებდა განუწყვეტლივ: აი, მე როგორი
ვავა მაქვს და აი, მე როგორი ვავა მაქვსო. ბავშვი ვერ ხვდებოდა,
თავს აწონებდა თუ თავს აცოდებდა ეს უცხო ძია, და, ღამის გრძელ
პერანგში ჩაკარგული, დაძაბულობისგან ფეხის თითებს კრუნჩხავდა,
ჯერ კიდევ გაოგნებული, დათრგუნული, ძილში ჩასმენილი სროლის
ხმით, ვერცხლის, ბროლის, ფაიფურის ჭურჭელზე ათასნაირად არეკ4
ლილი, აბრჭყვიალებული სინათლით, ნელსაცხებლისა და დამწვარი
დენთის სუნით. მაგრამ ბავშვური ალღოთი გრძნობდა, თვითონაც
უნდა დაემალა შიში, თვითონაც უნდა ეთვალთმაქცა, თუნდაც უცხო
ძიას ხათრით, ვის მუხლზედაც დაესკუპებინათ დიდის ამბით –
დაამახსოვრდებაო – და ვისაც სუფრის გმირად ნათლავდნენ თანამეინახეები, როცა ძიას გული ჩიტივით უფრთხიალებდა და ლაჯები
გამოსველებული ჰქონდა. ისიც რომ დაეზოგა და საკუთარი შიშიც
დაემალა, ძალაუნებურად, კოვზს იდებდა პირში, ვითომ ყალიონიაო,
და ყაბალახით თავწაკრულ მერძევესავით აწკლაპუნებდა ტუჩებს.
ყველანი იცინოდნენ. “უკვე მსახიობია, ეს ეშმაკის ფეხიო” – იძახდნენ დიასახლისის საამებლად:
მოვა ჩემი საყვარელი,
მე დავხვდები თავშიშველი,
ლა, ლა, ლა, ლა…
დრო კი გადიოდა. ახლა ღამღამობით ორთქლმავლების
მოულოდნელი შეკივლება აღვიძებდა. მიუჩვეველი იყო და მძინარეც
შეკრთებოდა ხოლმე. პირველი მატარებელი რომ შემოვიდა ბათუმში, მამამისმა სადგურში შეკრებილ ხალხს მიულოცა და თქვა: გათავდა, ფეხს ვეღარ მოიცვლის ჩვენი ქალაქიო. და მართლაც, იმ
დღიდან მოყოლებული, როცა ბათუმმა ოსმალეთის იმპერიის უკიდურესი ჩრდილოეთიდან რუსეთის იმპერიის უკიდურეს სამხრეთში გადაინაცვლა, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ ჯერ თბილისს გადააბა
იგი რკინიგზით, მერე კი, მიწისქვეშა მილებით ბაქოსაც დაუკავშირა,
ერთბაშად იმდენი ხალხი მოაწყდა აქაურობას, სადმე წასვლა კი
არა, ისიც საკვირველი იქნებოდა, თავის წამოწევა რომ მოეხერხებინა ამ მოხეტიალე ქალაქს. ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა. სატვირთო და სამგზავრო სადგურები დგანდგარებდნენ. ორთქლმავლებს შხუილით გასდიოდა თეთრი ორთქლი. ნავსადგურში ახლა
“სამუელ სამუელსონისა და ამხ.” ფირმის ნავთსაზიდი, სამბაქნიანი
გემები ღმუოდნენ – ერთი სული ჰქონდათ, როდის ამოივსებდნენ
მუცლებს შავი, ცეცხლოვანი სითხით. ნავთის რეზერვუარები თვალ5
სა და ხელს შუა ამოდიოდნენ მიწიდან, როგორც ნაწვიმარზე სოკოები. ნავთი ნავთად და მალე მწვანე კონცხამდე გადაიჭიმა ჩაისა
და ჩინური ჭინჭრის პლანტაციები. მიწას ჩალის ფასი ედო. აქაურობა
დაპყრობილს უფრო ჰგავდა, ვიდრე გათავისუფლებულს. მკვიდრი
გარბოდა, მოსული მკვიდრდებოდა. არავინ უშლიდა ხელს, არავინ
უძალიანდებოდა, ციების მეტი, მაგრამ არც ციებას ეპუებოდნენ ბედის მაძიებელთა, საქმოსანთა და უპოვართა ურდოები. ვიღას არ
იზიდავდა “აღთქმული ქვეყანა” – გადამდგარ გენერალსა თუ გიმნაზიის დირექტორს, ექიმსა თუ ნოტარიუსს, ბოგანოსა თუ ავაზაკს.
ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა. მოდიოდნენ, მოისწრაფოდნენ,
რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ღრმად რომ გაედგათ ფესვი
ახალ მიწაზე. ნავსადგურში ყურთასმენა აღარ იყო: ხვნეშოდნენ,
ღრჭიალებდნენ ტუმბოები; ჭრაჭუნობდა ფიცარნაგი; ცახცახებდა დაჭიმული ბაგირი; ლაპლაპებდნენ თუნუქის კასრები, ნავთის გუბეები,
მტვირთავების შიშველი ზურგები. გულუბრყვილო დელფინები მალაყებს გადადიოდნენ აქაფებულ წყალში. უსაქმურობისგან გაბეზრებული მეზღვაური გემის მოაჯირზე გადმოდგებოდა და ზღვის უწყინარ ცხოველებს თოფით ხოცავდა. სისხლის ნაფლეთები, მედუზების
ჯოგივით, ნელა, ტაატით მოიწევდა ქალაქისკენ. ძველებურად მხოლოდ მზე აცხუნებდა და თოლიები ჩხაოდნენ. ქალაქში კი ცხოვრება
დუღდა და გადმოდუღდა. გარნიზონის უფროსი, პოლკოვნიკი ვეზირიშვილი ყოველდღე მართავდა აღლუმებს. დოლს ბაგაბუგი
გაუდიოდა. ფანჯრები ზრიალებდნენ. პოლკოვნიკი ვეზირიშვილი
აცეკვებულ ცხენზე იჯდა, ცხენივით აქნევდა თავს აქეთიქით და ქუჩის
ორივე მხარეს ჩარიგებულ კოპწია ქოლგებს მჭახე ხმით დასძახოდა:
მაქვს პატივი, მაქვს პატივიო. სასტუმროებში “აღთქმული ქვეყნის”
დასაზვერად ჩამოსული უცხოელები ირეოდნენ: ცილინდრები, ბერეტები, ფესკები… “აღთქმული ქვეყანა” სამი ვეშაპის ზურგზე იდგა. ყველას პირზე ეკერა შესალოცი სიტყვებივით უცნაური და შთამბეჭდავი
სახელები: როტშილდი, მენთეშევი, ნობელი. მაგრამ ნახევარ ქალაქში წლიდან წლამდე მაინც ასკილი ყვაოდა. ასე ამბობდა დედა,
6
რომელიც ახლა რომელიღაც ღატაკის ქოხში იჯდა და მომაკვდავ
ბავშვს კრონშტანტელი დეკანოზის მოყვანას, უკვდავების წამალსა
და სკოლაში უფასო სწავლას ჰპირდებოდა. გაძვალტყავებული ბავშვი გაოცებული, გაბედნიერებული შემოსცქეროდა აქოთებული ძონძებიდან. თავი ალბათ სიზმარში ეგონა, ანდა ცაში; ხოლო ეს ლამაზი, ქათქათა და სურნელოვანი ქალი – ანგელოსი. მაგრამ მეორე
ქოხშიც ზუსტად ასეთივე ბავშვი ებრძოდა სიკვდილს და რამდენადაც
არ უნდა გაჭრილიყო დედა, ყველას მაინც ვერ გასწვდებოდა. პირზე
ვარდისფერი აბრეშუმის ცხვირსახოცი მიეფარებინა და სლუკუნებდა. გარეთ ეტლი ელოდებოდა. საღამოს თბილისიდან ჩამოსული
მსახიობები უნდა მოსვლოდნენ სტუმრად და კიდევ ათასი რამე უნდა
მოესწრო საღამომდე (დედას მხოლოდ დიასახლისობით როდი უყვარდა სტუმრებთან თავის გამოჩენა – უპირველეს ყოვლისა, ცოდნითა და განათლებით აცვიფრებდა სტუმრებს. მშვიდად, ღიმილით, ვითომ სხვათა შორის იტყოდა ხოლმე: ერისთავის ტასო ქართველი
ოფელია კი არა, თავად საქართველოა, რომელიც იმიტომ იღუპება,
იმის ნებასურვილს ანგარიშს რომ არ უწევენო; და როცა უკვე შეზარხოშებული, მაგრამ გულწრფელად მოხიბლული სტუმრები იტყოდნენ, ასეთი რამ არათუ პოლიცმეისტერის მეუღლისგან, ჩვენი განმანათლებლებისგანაც არ გაგვიგონიაო, სიხარულისა და სიამაყისაგან
მეცხრე ცაზე დაფრინავდა; სტუმრების წასვლის მერეც დიდხანს ვერ
მშვიდდებოდა და გულს უწყალებდა მეუღლეს: ხომ გაიგონე, რა
თქვა ჩვენმა სახელოვანმა ხალხმაო). ცხოვრება კი დუღდა და გადმოდუღდა. საბაჟო და პოლიცია ფეხზე იდგა, მაგრამ შავ ბაზარზე ჩიტის რძეს იშოვიდა კაცი. ვისაც ნავი ჰყავდა და ღამით შინიდან გამოსვლისა არ ეშინოდა, კონტრაბანდისტობას მისდევდა, როგორც
ადრე თევზის ჭერასა და სიმინდის მოყვანას. “ასე თუ გაგრძელდა,
მალე მთელი ქვეყანა შეიქნება დასაჭერი, ჩემი ჩათვლითო” – ამბობდა შეწუხებული პოლიცმეისტერი. მისი პოლიციელები აივანზე სცენას აწყობდნენ საოჯახო წარმოდგენისთვის; როგორც კი დროს
მოიხელთებდნენ, კარადიდან არაყს იპარავდნენ და პირდაპირ ბოთ7
ლით იყუდებდნენ; თან თვალს უპაჭუნებდნენ მასპინძლის ბავშვს.
ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა. ნატო გაბუნიას პირიდან იავარდი სცვიოდა. ახალგაზრდები კრეფდნენ და გულზე იბნევდნენ. ყაზბეგი ხანჯლებით ცეკვავდა. მეორე დღეს ნურიის ბაზარში ბუკინისტის
მაღაზიასთან რიგი იდგა: ყველა ყაზბეგის წიგნს დაეძებდა. ყაზბეგი
სასტუმროში გვიანობამდე იჯდა მაგიდასთან და ახალ მოთხრობას
წერდა. გვერდით “დროების” ის ნომერი ედო, რომელშიაც მთელი
მისი შემოქმედება მიწასთან იყო გასწორებული. ჩახედავდა და
გაუშეშდებოდა კალამი. ქუჩიდან მთვრალი მეზღვაურების ღრიანცელი ისმოდა. ხანდახან ქალი გადაიკისკისებდა გულიანად. დილით
ყელგამოჭრილ კაცს პოულობდა პოლიცია ქუჩაში. სისხლის გუბეს
მიწას წააყრიდნენ ხოლმე სასწრაფოდ. ცხოვრება კი დუღდა და გადმოდუღდა, როგორც შამპანური ტანწერწეტა ჭიქებში. მარინეს პროსპექტზე ეტლი უცებ სვლას შეანელებდა, მერე სულ გაჩერდებოდა და
ბეჭდიანი თითი ფოსტის წინ ატუზულ მეძავს მიიხმობდა.
ეს იყო და ეს, რისი დამახსოვრებაც ოდესაში გამგზავრებამდე მოასწრო. ხოლო შვიდი წლის მერე უკანვე რომ ჩამობრუნდა, უკვე განსწავლული და დაოჯახებული, კიდევ იმდენი რამე შეცვლილიყო აქ,
არათუ მისი ცოლი, რომელიც საერთოდ პირველად ჩამოვიდა ბათუმში, თვითონაც თავიდან უნდა შესჩვეოდა ყველაფერს. დამთხვეული გერმანელის გაშენებული ბაღი მწვანე ღრუბელივით ჩაწოლილიყო ზღვასა და ქალაქს შორის. “აქ, ადრე, ქვიშისა და ნაგვის
მეტი, არაფერი იყოო” – უხსნიდა ცოლს, არანაკლებ გაოცებული.
ფოთლების ზღვაზე გედებივით გაფუყულიყვნენ მაგნოლიის თეთრი
ყვავილები. ჭრიალებდნენ კანდამსკდარი ფიჭვები. ნოტიო, მსუყე
სიმწვანიდან ჩიტის სტვენა ანდა რომელიღაც ტროპიკული ყვავილის
მძაფრი სურნელი გამოსხლტებოდა მოულოდნელად და უჩვეულოდ
აგიფორიაქებდა სულს. ფართო, ლამის ქუჩის სიგანე ბილიკებზე
ხალხი დასეირნობდა. ბავშვები დარბოდნენ. სასიამოვნოდ
ჩხრიალებდა ფეხქვეშ ხმელი წიწვით მოფენილი ქვიშა. მაგრამ,
უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სახლს უნდა შესჩვეოდა, მამისეულ
8
სახლს, უსაშველოდ გამოცარიელებულს, გამოყრუებულს, სადაც
ყველაზე ცხადად გრძნობდა ჟამთასვლის დაუნდობლობასაც და ადამიანურ ვნებათა ამაოებასაც. აღარ იყვნენ, სამუდამოდ მიეტოვებინათ აქაურობა ქველმოქმედ დიასახლისსა და კაცთმოყვარე პოლიცმეისტერს, და ახლა, დაბნეულნი თუ დარცხვენილნი, იმზირებოდნენ
სურათის ჩარჩოდან, როგორც არარსებული ქვეყნის სარკმლიდან.
ერთი – ნებისმიერი, შარვალგამოხეული და მშიერი მსახიობის ჩამოსვლას გაცილებით დიდ მოვლენად თვლიდა ქალაქისთვის, ყოველ შემთხვევაში, საკუთარი ოჯახისთვის მაინც, ვიდრე – მეფისნაცვლის, ანდა თავად – მეფისა; თვეობით აცხოვრებდა ხოლმე თავისთან საგასტროლოდ ჩამოსულ დასს და გულისხმიერებით, თანაგრძნობით, ქებადიდებითა და ქათინაურებითაც აპურებდა, რაც პურზე
ნაკლებად როდი სჭირდებოდა თავქარიანთა, თავისუფალთა, “სინათლისა და სიკეთის თესლის გამავრცელებელთა” მოდგმას, რომელიც, არათუ სცენაზე, სინამდვილეშიც არაერთხელ ეკიდებოდა თოკზე, არაერთხელ ეგებოდა ხანჯალზე, არაერთხელ სვამდა სამსალას
და ათასნაირი უბედურების გადატანა უხდებოდა, ხანდახან მაინც,
ოფიციანტისთვის წინასწარ რომ არ ეკითხა სადილის ფასი. ხოლო
მეორე – პოლიცმეისტერი – იმდენად კაცთმოყვარე გახლდათ, უფრო სწორად, იმდენად გულუბრყვილო, რაც არ უნდა საშიში ბოროტმოქმედი დაეჭირა, ღამე ციხეში არ გააჩერებდა, ეცოდებოდა, შინ უშვებდა, ცოლშვილთან, თუკი პირობას მისცემდა, უკანვე რომ მობრუნდებოდა დილით. ვინ არ მისცემდა პირობას? მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, იყვნენ ისეთებიც, სიტყვას რომ ასრულებდნენ, თითქოს
მხოლოდ იმიტომ, კაცთმოყვარე თუ გულუბრყვილო პოლიცმეისტერს რწმენა არ შერყეოდა და თავისი “მეთოდის” გასამართლებლად, მსმენელთა გადმოსაბირებლადაც, ეთქვა: ოთხმოცდაცხრამეტი მამაძაღლისთვის რატომ უნდა დაიჩაგროს თუნდაც ერთი პატიოსანიო. მაგრამ წარმოდგენა დამთავრებულიყო, მაყურებელი
დაშლილიყო და იმათაც აღარაფერი ესაქმებოდათ აქ; ჩამოებანათ
გრიმი, მოეხსნათ პარიკები და ახლა არარსებული ქვეყნის სარკმლი9
დან უთვალთვალებდნენ, რა ნაყოფს გამოიღებდა მათი ნამოღვაწარი.
სახლი იგივე იყო: ერთსართულიანი, კრამიტით დახურული, ერთიანად ჩაფლული ხასხასა სიმწვანეში (გერმანელი მებაღის ნერგებზე ნაკლებად არც პოლიცმეისტერის ხელით ჩაყრილ ლიმონსა და
მანდარინს გაეხარა). ქვითკირის ღობეზე ლეღვის ხეს ჩამოეწყო
ხორკლიანი იდაყვები და, აქაურობის ყრუმუნჯი მცველივით, მოწყენილი იყურებოდა ქუჩაში. ჭიშკარიც ისევ მწვანედ შეეღებათ,
ოღონდ, გაღებისას, ახლა ქვანასროლი ძაღლივით წკავწკავებდა და
სახლის ახალმა ბინადრებმა იქამდე იცოდნენ მოსულის ვინაობა –
თუ მთლად უცხო არ იყო ის – ვიდრე ხრეშმოყრილ ბილიკს გამოივლიდა, ოდნავ თავდახრილი, ბილიკზე გადმოშვერილ ტოტებს რომ
არ წამოსდებოდა, და ორსაფეხურიანი კიბით აივანზე ამოვიდოდა.
თუმცა ბევრი აღარავინ მოდიოდა აქ. ამ ჭერქვეშ შემთხვევით დაჭრილი ოფიცერი, საბა ლაფაჩი თუ შემოიხედავდა ხანდახან, ზედმეტი
წესიერების, პატიოსნებისა და კეთილშობილების გამო, თავს ვალდებულად თვლიდა, არ მოეშალა ძველი ნაცნობობა. მაგრამ არც
ისაა გამორიცხული, მოურჩენელ წუხილს რომ მოჰყავდა იგი; რა გასაკვირია, თავმოყვარე ოფიცერს აქამდე ხსომებოდა თავისი უნებლიე შერცხვენა და აქამდე ჰქონოდა შიში თავისი უნებლიე შერცხვენის ასევე უნებლიე მოწმისა. თუმცა ეს მართლაც არასასიამოვნო
შემთხვევა არც იმას შეუხსენებია დიმიტრისთვის და არც დიმიტრის –
იმისთვის. სხვებს კი თავი ისე ეჭირათ (ალბათ ახალი პოლიცმეისტერის ხათრით, ანდა შიშით), თითქოს ჭიქაც არ აეწიათ ჟურულების
ოჯახში, თითქოს არასოდეს აებზიკათ გაქონილი ცერი დიასახლისის
შესაქებად და არასოდეს ეთქვათ: თქვენს ნახელავს მაინც სხვა გემო
აქვსო. მაგრამ სახლის ახალ ბინადრებს ნაკლებად ადარდებდათ ეს
ამბავი. დიმიტრის, ოჯახის ახალ უფროსს, გულის სიღრმეში არასოდეს მოსწონდა თავისი მშობლების ხმაურიანი ცხოვრება; გაუთავებელი, შემზარავი სიზმარივით ახსენდებოდა თავისი ბავშვობა და შეურყეველ სიმშვიდეზე ოცნებობდა მხოლოდ, რომლისთვისაც თანაბრად
10
მიუღებელია, როგორც შემთხვევით, სიცუღლუტით დაჭრილი, ლამაზი მანდილოსნის ლეჩაქით ხელგადახვეული ოფიცერი, ისევე სიბრიყვისა და სისასტიკის კეტით თავგაჩეხილი მეცნიერი. გული უკვე
აცრუებული ჰქონდა ყოველდღიურ და ამაო ფუსფუსზე. სხვას რომ
თავი გავანებოთ, მშობლების მაგალითით იცოდა, იქამდე რომ სჭირდებოდი მეორე კაცს, ვიდრე ფეხზე იდექი და სუფრის გაშლა შეგეძლო; და იქამდე რომ გივიწყებდა მეორე კაცი, ვიდრე შენი სამარე
პირს შეიკრავდა, თავად კი სასაფლაოდან გამოვიდოდა და იმაზე
ფიქრს შეუდგებოდა, დღეს ვისთან გავატარო დროო. სამსახურშიც
ერთბაშად გაუნელეს უნივერსიტეტიდან გამოყოლილი ცეცხლი და
სამართლიანობის, გაგების, ნდობის, ლმობიერებისა და მიმტევებლობის რაინდი ჩვეულებრივ ტაკიმასხარად აქციეს. მოისხამდა ვექილის მანტიას და ჩაებმებოდა ხელჩართულ ბრძოლაში, პროკურორისა და მოსამართლის წინააღმდეგ, კიდევ ერთი გზასამცდარი, ჩაწიხლული, განწირული სულის დასაცავად, გაკვირვებული და, ცოტა არ
იყოს, გაღიზიანებულიც რომ შემოსცქეროდა მის გაწამაწიას, ორ
ჟანდარმს შორის მომწყვდეული, და, შეიძლება, იმას უფრო ებრალებოდა თავისი ქომაგი, ვიდრე ქომაგს იგი, რადგან ქომაგს ჯერ კიდევ
სჯეროდა, იმას კი – აღარ; იმას იქამდე დაეკარგა რწმენა, ვიდრე
დააშავებდა, ვიდრე საბრალდებულო სკამზე აღმოჩნდებოდა; ხოლო
მისი ქომაგი უნივერსიტეტში გაზეპირებულსა და ცხოვრებაში ძალადაკარგულ ფრაზებს სეტყვასავით აყრიდა მართლმსაჯულების ტაძრის ყრუსა და შეუვალ კედლებს, და თუმცა იმანაც წინასწარ იცოდა,
განაჩენი უკვე გამოტანილი რომ იყო, მაინც სჯეროდა, სასწაულს მოახდენდა, ქვას შესძრავდა, ყინულს გაალხობდა და თუ ვერ დაარღვევდა წინასწარ დადგენილს, ოდნავ მაინც შეცვლიდა, ოდნავ მაინც
დაულბობდა, დაურბილებდა რკინის წახნაგებს; მაგრამ რამდენიც
არ უნდა ეფაფხურა, მეორე მხარე, მეორე ნაპირი, მეორე მოსაზრება,
მეორე ვარაუდი კი არ იყო სასამართლო პროცესისა, არამედ უუფლებო, მაგრამ აუცილებელი მონაწილე სასამართლო სპექტაკლისა,
რომელიც უიმისოდ ვერ დაიდგმებოდა, მაგრამ მისი მონაწილეობი11
თაც აუცილებლად ისე დამთავრდებოდა, როგორც სპექტაკლის დამდგმელებს ჰქონდათ ჩაფიქრებული. ამიტომაც, შინ ყოფნა ერჩია ყველაფერს. შინ იმაზე ოცნებობდა, რასაც გარეთ ვერ აკეთებდა. ცოლიც შესაფერი შეახვედრა ბედმა: თუ აუცილებელი არ იყო, საერთოდ არ გამოდიოდა შინიდან. ისე დაეშინებინა ცხოვრებას, ცდილობდა, რაც შეიძლება ნაკლებად მოხვედროდა თვალში. ბებიის ნაქონი გიშრის ჯვარი და აბრეშუმის ზონარი სათუთად ჰქონდა შენახული და გულუბრყვილოდ სჯეროდა იმათი ჯადოსნური ძალისა. მარჯვენა ხელის იდაყვით რეზინის სათბურს მიიჭერდა ფერდზე და, ქარგავდა თუ ქსოვდა, სულ იმის მოლოდინი ჰქონდა, როდის დაიწკავწკავებდა ჭიშკარი, ქვანასროლი ძაღლივით, თავადაც ერთგული
ძაღლივით, კართან რომ მიჰგებებოდა მეუღლეს, პატრონს, მეგობარს… უფრო მეტიც – ერთადერთ ადამიანს, რომელიც ნამდვილად
თავის ახლობლად შეეძლო ჩაეთვალა და რომლისაც არ ეშინოდა.
სხვა აღარავინ შერჩენოდა. დედა საერთოდ არ ახსოვდა, მუცელს გადაჰყოლოდა. ისიც ძლივს გადაურჩენიათ. მერე ბებია და პაპა
ზრდიდნენ კახეთში, ხოლო ისინიც რომ დაიხოცნენ, მამამ ოდესაში
წაიყვანა. მამა ოდესის უნივერსიტეტის ლაბორანტი იყო; მელიქიშვილი და პეტრიაშვილი მეცნიერების ამომავალ ვარსკვლავს ეძახდნენ
თურმე, მაგრამ ერთხელ ვიღაცას გამოექომაგა ქუჩაში და ხულიგნებმა რკინის კეტით გაუხეთქეს თავი. მარტო დარჩენილმა დარიამ
დიდხანს იავადმყოფა. ოდესის ქართველთა კოლონია პატრონობდა
სამადლოდ. ახლაც ძლივს გადაარჩინეს, თუმცა თვითონ აღარ იცოდა – რიღასთვის, რა უბედურება უნდა შეხვედროდა კიდევ. დიმიტრიმ რომ ხელი სთხოვა, ესეც ჩვეულებრივ მოწყალებად ჩათვალა და
მაშინვე მიზნად დაისახა, ქმრისთვის შეეწირა სიცოცხლე, ქმრის სამსახურით გადაეხადა კეთილი ხალხის ამაგი, რატომღაც, ასე თავგამოდებულები რომ ცდილობდნენ სიკვდილისთვის არ დაენებებინათ
იგი, როცა თავად შვების მეტს ვერაფერს ხედავდა სიკვდილში. და აი,
იმის მერე, რაც დიმიტრის ცოლი გახდა, რამე თუ ეხალისებოდა,
ქმრის სამსახური ეხალისებოდა მხოლოდ, და რამე თუ სიამოვნებდა
12
და ახარებდა, ისევ და ისევ, ქმრის სამსახური. მაგრამ ქალური ალღოთი გრძნობდა, მაინცდამაინც კარგ ამხანაგობას ვერ უწევდა
ქმარს, ევალებოდა და თვითონაც გულით სურდა, მამობაც განეცდევინებინა მეუღლისთვის, მაგრამ მთელი მისი არსება ცხოვრების სუსხიან ქარტეხილებს ისე დაეზრო და დაედამბლავებინა, როგორც არ
უნდა ელოცა და როგორც არ უნდა ენატრა, ვერაფრით ვერ ბედავდა
ახალი კვირტის გამოტანას. ქმარი ზოგავდა, არ საყვედურობდა, მაგრამ თავად, ქმრის უჩუმრა, ისევე მწარედ და მტკივნეულად განიცდიდა საკუთარ სიბერწეს, როგორც დედის, ბებიის, პაპისა და მამის სიკვდილს.
ცხოვრება კი გრძელდებოდა. “მაქვს პატივი, მაქვს პატივიო” –
ისევ დახვიხვინებდა აცეკვებული ცხენიდან პოლკოვნიკი ვეზირიშვილი კოპწია ფერადი ქოლგების ქვეშ შეყუჟულ ლამაზმანებს. სამაგიეროდ, ბარცხანაში, წვიმებისგან დაობებულ ქოხში, აგერ უკვე
მთელი წელი ფეხმოუცვლელად იჯდა მუშა სოღორაშვილი და ჭრაქის შუქით თვალამოღამებული, იდაყვებით, მუხლებით, მთელი
წლის გაუკრეჭავი თმაწვერით მაგიდას შეზრდილი, “კომუნისტურ მანიფესტს” თარგმნიდა. ასე რომ, ჯარის აღლუმები ერთადერთ გართობად აღარ ითვლებოდა ბათუმისთვის: შეიყრებოდნენ ლურჯხალათიანი მუშები, წაიმძღვარებდნენ წითელ დროშას და მარსელიოზას
სიმღერით გამოვიდოდნენ ქუჩაში. მუშები და მათ საყურებლად გამოფენილი ხალხი ერთმანეთს ელაზღანდარებოდა, ეკამათებოდა,
მაგრამ იმპერიას სრულებითაც არ ეცალა საკამათოდ, გრძნობდა
აღსასრულის მოახლოებას, გრძნობდა, დრო არ ეყოფოდა თავისი
იმპერიული მიზნების განსახორციელებლად და ერთბაშად, ძალითა
და ძალადობით ცდილობდა იმის გაკეთებას, რაც გეგმის მიხედვით,
დროთა განმავლობაში, თანდათანობით და ლამის თავისთავად უნდა მომხდარიყო. მეფისნაცვალთა შემპარავი, თაფლწასმული ვერაგობა თვითმმართველთა აშკარა და თავაშვებულმა სისასტიკემ შეცვალა. ციხე გმინავდა. ციხის ეზოში დროგმა დაპატიმრებული სტამბა
შემოარახრახა. ქვეყანა ციხედ იყო ქცეული. აყრილი სოფლების ნაც13
ვლად სამხედრო პლაცდარმები შენდებოდა. გაუქმებულ ეკლესიებსა
და მონასტრებში ჯარი იდგა. ჯარისკაცები მთვრალ მონაზონს აცეკვებდნენ. ახლა გიჟის მეტი აღარავინ იოცნებებდა ერთობასა, ნაფიც
მსაჯულთა სასამართლოსა და უმაღლესი სასწავლებლის გახსნაზე.
ცენზორებს კალამი მომარჯვებული ჰქონდათ, სიტყვა “საქართველო” რომ არ გაჰპარვოდათ. რამდენჯერმე გადაშლილ სიტყვას ზემოდან “ჩვენს მხარეს” ანდა “ჩვენს კუთხეს” დააწერდნენ ხოლმე ლამაზი, გაწაფული ხელით. მაგრამ ტყუილად ხომ არ არის ნათქვამი:
ზოგი ჭირი მარგებელიაო. საქართველო მკვდარი კი არ ყოფილა,
როგორც ეგონათ, როგორც უნდოდათ, თურმე მხოლოდ ეძინა;
ოღონდ ღრმად, საღათას ძილით, და რაკი ასე უხეშად გამოაღვიძეს,
ისიც იძულებული შეიქნა, განძრეულიყო, გაეხედგამოეხედა, საბოლოოდ გამოფხიზლებულიყო, გამოებერტყა თავიდან მაცდურად სასიამოვნო ბანგის ნალექი. ნურიის ბაზარზე, ბუკინისტის მაღაზიაში
ახლა საღამოობით ნემსი ვერ ჩავარდებოდა. კამათობდნენ ყველაფერზე, რაზეც კი კამათი შეიძლებოდა, რაზეც კი შეიძლებოდა ორი
აზრი არსებულიყო. მართალია, ჯერჯერობით ძირითადად ერთმანეთს ებრძოდნენ, ერთმანეთის გამტყუნებასა და გაბათილებას ცდილობდნენ, მაგრამ საქმე მაინც კეთდებოდა, იბადებოდა ახალი სიტყვა, მრწამსი, ვარაუდი… უფრო სწორად, დიდი ხნის წინათ დაბადებული და სულში ღრმად ჩამარხული, უჰაეროდ ვეღარ ძლებდა და
სამზეოზე გამოდიოდა, ხელახლა იბადებოდა, ახლა უკვე საფუძვლიანად. ყველა ერთნაირი მოუთმენლობით, ერთნაირი იმედით
ელოდებოდა გაზეთის ახალ ნომერს, როგორც მომაკვდავი – ჟანგბადის ბალიშს. ზოგს “ივერია” ეჭირა, ზოგს – “კვალი” და ოთხად
გაკეცილ გაზეთს ერთმანეთს უქნევდნენ კამათისას, ვითომ არ გეგონოს ჰაერში ვლაპარაკობდე, უსაფუძვლოდო. ეს ის დროა, როცა კიდევ ერთი საუკუნე, ღრმად მოხუცებული, სიბერისგან გამოჩურჩუტებული, ცოდვებისგან ზეზეურად გამომპალი, სიძველისა და უძლურობის სუნდაკრული – ამ ქვეყანას აღარ ეკუთვნოდა. ხოლო მეორე,
მომდევნო, ჯერ ისევ აკვანში იწვა და იქიდან იმუქრებოდა, იქიდან
14
უღერებდა ქვეყანას დალოღნილსა და დადორბლილ მჯიღებს. ხალხიც ორად იყო გაჭრილი: ერთი ხელით თუ მომაკვდავ საუკუნეს წამალს ასხამდა უკბილო პირში, მეორეთი მომავალს ურწევდა აკვანს.
ძველზე გული სწყდებოდა, რადგან შესჩვეოდა, ახლისა კი ეშინოდა,
რადგან ახალი ბევრ რამეს გადააჩვევდა, ბევრ რამეზე ააღებინებდა
ხელს, რის სანაცვლოდაც, ვინ იცის, რას შესთავაზებდა. კი არ ცხოვრობდნენ, დრო გაჰყავდათ, რაც შეიძლება მალე და უმტკივნეულოდ
რომ გამოსულიყვნენ გაურკვევლობის ბურუსიდან. საამისოდ კი,
მართლაც რომ ზედგამოჭრილია გაუთავებელი სტუმრიანობა, აულაგებელი სუფრა, უზომო ჭამასმა, თავშესაქცევი, სულელური თამაშობანი – ლოტო ანდა “ყვავილნარი” – და, რაც მთავარია, უაზრო,
გაუთავებელი სჯაბაასი ყოველდღიურ წვრილმან სისაძაგლეებზე,
თითქოს ორიოდე მეეტლის სითავხედე, ლაქიის სიხარბე და ვაჭრუკანას სიწუწკე ანგრევდა ქვეყანას, თითქოს ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ვირი ხეზე გავიდოდა, კატა ღვინოს მოიწველიდა, ძაღლი კი
ბატკნებს დაყრიდა. ელოდებოდნენ, არკი იცოდნენ – რას; საერთოდ
არ იცოდნენ, რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდათ და მაინც ელოდებოდნენ, უიმედოდ, ურწმენოდ, უმოქმედოდ, რადგან რაც თავი ახსოვდათ, სულ ასე ელოდებოდნენ რაღაცას, რაღაცას, რისი სახე და
სახელი უფრო ადრე დავიწყებოდათ, ვიდრე მოლოდინის უაზრობას
შეიგრძნობდნენ; უაზრო მოლოდინი უაზრო ცხოვრებას აიძულებდათ, ათვალთმაქცებდათ; ერთი დღე რომ არ გენახა ნათესავი – მომიძულეო – გეტყოდა; ერთხელ მაინც რომ არ დაგეპატიჟებინა შინ
ჩვეულებრივი ნაცნობი, სამკვდროსასიცოცხლოდ გადაგეკიდებოდა.
ასეთი იყო ცხოვრების წესი, ყაიდა… და არა იმიტომ, ერთმანეთზე
რომ ამოსდიოდათ მზე და მთვარე, არამედ – მარტო დარჩენისა რომ
ეშინოდათ. სიმარტოვე ფიქრს აჩენდა; ფიქრში კი, გაწბილებული
იმედების, შეუსრულებელი დაპირებების, შეცდომების, შერცხვენების ჯარი აიშლებოდა ხოლმე და სულის გამაწვრილებლად
შრიალებდა, შრიალებდა, შრიალებდა, როგორც უნაყოფო ქვიშაზე
გაშენებული ბაღი. წინაპრებს გაესწროთ და სამუდამოდ დამკვიდრე15
ბულიყვნენ, სამუდამოდ დამშვიდებულიყვნენ საოჯახო ალბომებსა
თუ სურათების შავ ჩარჩოებში. მაგრამ დრო არ ცხრებოდა. საუკუნიდან საუკუნეში გარდამავალი დრო, ლტოლვილივით, სულ ბარგზე
იჯდა. ნავსადგურში ტევა არ იყო. გაჭვარტლულ ლოცმანებს ზედიზედ
შემოჰყავდათ უზარმაზარი, მიწიერ ცხოვრებას დანატრებული ხომალდები, როგორც მაჭანკლებს – სასიძოები, და, ქალაქის საშოში
განუსჯელად იღვრებოდა ყველა ჯურის თესლი. ყავახანებში ფესკიანი თურქები, ტყავის გეტრებიანი გერმანელები თუ ჭრელ ქვედაკაბებში გამოწყობილი შოტლანდიელები ირეოდნენ. ქაჯი ვერ გაარკვევდა, ვინ ჩხიკვი იყო, ვინ ყვავი, ვინ ძმისწული, ვინ მამიდა. მოკლედ, ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობდა. მაგრამ ერთსართულიანი,
კრამიტით დახურული სახლი ჯერჯერობით გვერდზე იყო გამდგარი,
ხასხასა სიმწვანეში გატრუნულიყო თავისთვის. სამარისებური სიწყნარე გამეფებულიყო ირგვლივ და ვერც კი წარმოიდგენდით, ოდესღაც სამხიარულოდ თუ იკრიბებოდა აქ ხალხი, საოჯახო წარმოდგენები თუ იმართებოდა, ჩუმჩუმად თუ ხუხავდნენ ნაქურდალ არაყს
სცენის გასაწყობად მოყვანილი პოლიციელები. გამქრალიყო “ნაშთი ძველი დიდებისა” და ამ სახლის ახალი ბინადრების სიცოცხლეც
უკვალოდ გაქრებოდა ალბათ, თუკი რამე არ შეიცვლებოდა მათ
ცხოვრებაში. სიცოცხლის თითქმის ნახევარი გასულიყო უკვე, ხოლო
დარჩენილი, მეორე ნახევარი, მარტო იმისთვისღა თუ ივარგებდა,
მარადიულსა და შეურყეველ სიმშვიდეში, ანუ სიკვდილში რომ გადაზრდილიყო თანდათანობით, უხმაუროდ, შეუმჩნევლად, როგორც
ჩრდილი – ჩრდილში, ღრუბელი – ღრუბელში, არაფერი – არაფერში. ასეთი ფიქრით გაეღვიძა დიმიტრის ერთ მშვენიერ დღეს და ისიც
იგრძნო, მისი ოჯახი საერთოდ ამოშლილიყო სათვალავიდან, რადგან გაუნელებელ შიშსა და ოცნებას, უპირველეს ყოვლისა, მსგავსის,
გამგრძელებლის, მომავალთან დამაკავშირებლის შექმნის უნარი
წაერთმია და ისიცა და მისი ცოლიც გვერდზე ჩავლილი ცხოვრების
დანატოვარ დუმილში გამოემწყვდია, როგორც ბრმა ლეკვები – ტომარაში. რაც არ უნდა ეთვალთმაქცა, ცხადზე ცხადია, არავითარი აზ16
რი აღარ ჰქონდა მათ არსებობას, თუკი ასე გაგრძელდებოდა სულ,
თუკი აღარაფერი მოხდებოდა, თუნდაც ცუდი, ერთბაშად გამოცარიელებულსა და ერთბაშად გამოყრუებულ სახლში, სადაც გარდასულ ცხოვრებას ისეთივე შემაწუხებელი დუმილი დაეტოვებინა, როგორი ხმაურიანიც იყო თავის დროზე. მართალია, არასოდეს მოსწონდა მშობლების ცხოვრების ყაიდა, მაგრამ, ეტყობა, ცხოვრებისა
თავად არაფერი გაეგებოდა. ისინი ცხოვრობდნენ, თვითონ კი ოცნებობდა. იმათ უყვარდათ ცხოვრება, რის გამოც, შეიძლება უფრო გულუბრყვილოებიც იყვნენ, მაგრამ უფრო ძლიერებიც, ყოველ შემთხვევაში, ჯიუტები მაინც. შიშის გრძნობა ალბათ არც იმათთვის იყო
უცხო, მაგრამ სიყვარულის, იგივე გულუბრყვილობისა თუ სიჯიუტის
წყალობით უფრო იოლად ერეოდნენ ანდა უკეთესად მალავდნენ
შიშს. მამამისი სასიკვდილო სარეცელიდან იძლეოდა განკარგულებას, როგორ გამასპინძლებოდნენ მის დაკრძალვაზე ჩამოსულ
ხალხს, ვისთვის შეეტყობინებინათ და ვისთვის არა. ხოლო დედას,
ქმრის სიკვდილზე მეტად, ის ადარდებდა, ისეთი რამის ჩადება არ
დავიწყებოდა კუბოში, ურომლისოდაც მის მეუღლეს “იქ” ცხოვრება
გაუჭირდებოდა. მაგალითად – ბურნუთის კოლოფი, ანდა ქიშმირის
შალი, რომლითაც ძილის წინ წელს იხვევდა მოხუცი პოლიცმეისტერი. სიკვდილს ყველაფრის დასასრულად კი არ თვლიდნენ, არამედ
სიცოცხლის სახესხვაობად, თითქოს სიკვდილი ერთი ქვეყნიდან
მეორეში გადასახლებას ნიშნავდა მხოლოდ, როგორც პოლიტიკურ
პატიმრებს ასახლებდნენ ციმბირში, და იმ სხვა ქვეყანაშიც ისევ ერთად იქნებოდნენ, რაც მთავარია, ისევ ისეთები, როგორებიც აქედან
წავიდოდნენ. “მამაშენი ჩემზე ადრე იმიტომ წავიდა, სამარე თბილი
რომ დამახვედროსო”, – ამბობდა დედა, თავადაც წასასვლელად
გამზადებული, და დიმიტრის ვერ გაერკვია, მის დასამშვიდებლად,
მისი მწუხარების შესამსუბუქებლად ლაპარაკობდა დედა ასე, თუ
მართლა სჯეროდა, რასაც ამბობდა. ასე იყო თუ ისე, ცხოვრება იმათთვის ჭირისა და ლხინის განუწყვეტელსა და აუცილებელ მონაცვლეობას ნიშნავდა და, შეიძლება, არასწორი, მაგრამ მყარი წარ17
მოდგენა ჰქონდათ ყველაფერზე, არც ჭირს ემალებოდნენ, არც
ლხინს, არც გლოვისა ეშინოდათ და არც ზეიმისა. ხოლო მათ შვილს
ცხოვრება გლოვასა და ზეიმს შორის დროებით ჩამოვარდნილი სიწყნარე ეგონა და ვერც კი ხვდებოდა, ამით საერთოდ უარს რომ ამბობდა ცხოვრებაზე. დაბნეულმა მიმოიხედა ირგვლივ, უცხო ჭერქვეშ
გამოღვიძებული კაცივით. იგრძნო, როგორი დაჟინებით მოაჩერდნენ საგნები, კედლები, კედლებზე დაკიდებული სურათები, თითქოს
ისინიც მოუთმენლად ელოდებოდნენ, რას იტყოდა, რას მოიმოქმედებდა ხანგრძლივი ძილიდან მოულოდნელად გამოფხიზლებული.
უნებურად თავი აიქნია, თითქოს უსულო სამყაროს დააფრთხობდა,
მოიშორებდა მის დაძაბულსა და შემაწუხებელ მზერას. დარია სარკმელთან მიმჯდარიყო და ქარგავდა. მარჯვენა ხელის იდაყვით რეზინის სათბური ჰქონდა ფერდზე მიჭერილი და კიდევ უფრო ამძაფრებდა სახლში გამეფებულ დუმილს, არა უაღრესად ქალური, სამშვიდობო საქმიანობით, არამედ საგნისმიერი გულგრილობით, მოთმინებითა და მორჩილებით; თითქოს ისიც უსიცოცხლო სამყაროს ნაწილი
იყო, როგორც ყაისნაღი, რომლითაც ქარგავდა, და როგორც სკამი,
რომელზედაც იჯდა. დიმიტრი სასწრაფოდ წამოდგა, ფეხები ფლოსტებში წაყო და ხალათი შემოიცვა. დარიამ მაშინვე გამოხედა და ღიმილით ჰკითხა: პური ხომ არ გაგიხუხოო. სად იყავი, რაზე ფიქრობდიო, – გაუღიმა დიმიტრიმაც, როგორც უფროსები უღიმიან პატარებს, გამოსატეხად, მათი ბავშვური საიდუმლოს გამოსაცინცლად.
“პატარაობისას, რამე რომ მეტკინებოდა, პაპაჩემი ვირზე შემსვამდა
ხოლმე და მაშინვე მოვრჩებოდიო”, – თქვა დარიამ და საქარგავი
კალთაში მობოჭა. დიმიტრიმ ნაძალადევად გაიცინა: არ მეგონა,
ვირზე შეჯდომაც თუ წამალი იყოო. შუა ოთახში იდგა, ხალათის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. ესმოდა, როგორ არაკუნებდა ხუფს ნავთქურაზე შემოდგმული ჩაიდანი. “კი, წამალიაო”, – გაუხარდა დარიას.
“ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, სიკვდილს ველოდებითო”, – რატომღაც
გაბრაზდა დიმიტრი. დარიას თვალები ცრემლით აევსო. ასე ემართებოდა, რამე თუ დააბნევდა, შეაკრთობდა ანდა შეაშფოთებდა; თვა18
ლები მაშინვე ცრემლით აევსებოდა ხოლმე. “ვინ გაწყენინა, გოგო?
ერთი მოვიდე მანდა!” – დაუძახა პაპამ ვენახიდან; ზაფხულის
მტვრიანი სიმხურვალე შეაფრქვია სახეში, უარესად აუჩუყა გული და
უცებ ისევ პატარა გოგოდ აქცია; ბაფთებიანი ლურჯი კაბა ეცვა და წითელი, ჭრაჭუნა ფეხსაცმელები; ვითომ ვენახის წინ იჯდა, თალარში,
სელის სკამზე, და ელოდებოდა, როდის გამოუტანდა პაპა ვენახიდან
აბლაბუდიან ჩხასა თუ ბუსუსიან ატამს. თან აქაც იყო, ქმრის სახლში,
და გაკვირვებული უყურებდა ვიღაც უცხო კაცს, ხალათის ჯიბეებში
ხელებჩაწყობილი, თმააჩეჩილი, წვივებგაშიშვლებული, ოთახში
რომ დადიოდა წინ და უკან, დატყვევებული ნადირივით, და უთქმელი
You have read 1 text from Georgian literature.
Next - რკინის თეატრი - 02
  • Parts
  • რკინის თეატრი - 01
    Total number of words is 3567
    Total number of unique words is 2235
    27.2 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 02
    Total number of words is 3649
    Total number of unique words is 2108
    32.5 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 1981
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 04
    Total number of words is 3630
    Total number of unique words is 2200
    28.9 of words are in the 2000 most common words
    42.7 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 05
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2058
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 06
    Total number of words is 3622
    Total number of unique words is 2149
    28.8 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 07
    Total number of words is 3490
    Total number of unique words is 2291
    24.7 of words are in the 2000 most common words
    35.7 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 08
    Total number of words is 3728
    Total number of unique words is 2153
    32.6 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 09
    Total number of words is 3681
    Total number of unique words is 2089
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 10
    Total number of words is 3699
    Total number of unique words is 2033
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 11
    Total number of words is 3712
    Total number of unique words is 2117
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 12
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2075
    32.3 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 13
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2087
    30.9 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 14
    Total number of words is 3744
    Total number of unique words is 2095
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    53.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 15
    Total number of words is 3682
    Total number of unique words is 2082
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 16
    Total number of words is 3641
    Total number of unique words is 1987
    29.7 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    53.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 17
    Total number of words is 3761
    Total number of unique words is 2000
    31.4 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 18
    Total number of words is 3656
    Total number of unique words is 2118
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 19
    Total number of words is 3664
    Total number of unique words is 2010
    32.0 of words are in the 2000 most common words
    47.1 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 20
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2042
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    53.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 21
    Total number of words is 3667
    Total number of unique words is 1947
    32.4 of words are in the 2000 most common words
    46.8 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 22
    Total number of words is 3663
    Total number of unique words is 2089
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 23
    Total number of words is 3714
    Total number of unique words is 1946
    31.5 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 24
    Total number of words is 3727
    Total number of unique words is 2061
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 25
    Total number of words is 3765
    Total number of unique words is 2022
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 26
    Total number of words is 3740
    Total number of unique words is 2080
    31.0 of words are in the 2000 most common words
    44.3 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 27
    Total number of words is 3737
    Total number of unique words is 2107
    31.3 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 28
    Total number of words is 3256
    Total number of unique words is 1894
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.