Latin

რკინის თეატრი - 08

Total number of words is 3728
Total number of unique words is 2153
32.6 of words are in the 2000 most common words
45.3 of words are in the 5000 most common words
52.1 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ენისა, რწმენისა და სახისა, მკვიდრი თუ სტუმარი კავკასიის ბაბილონისა. გუნდები მონაცვლეობით გალობდნენ. მონაცვლეობით უკრავდნენ სამგლოვიარო მარშს სხვადასხვა სასწავლებელთა ორკესტრებიც. გამოღებული სარკმლები ერთნაირად შემცბარ, ერთნაირად შეწუხებულ სახეებს ამოევსო. ხალხს გადაეშავებინა აივნებიც, სახურავებიც, ბანებიც. ფოტოგრაფებსაც სახურავზე აეტანათ თავიანთი აპარატები, პროცესიის გადასაღებად, რომელსაც არც თავი უჩანდა და
არც ბოლო. “ამდენნი თუ ვიყავით, სად ვიყავითო?” – წერდნენ
მეორე დღეს გაზეთები. მართალია, პოლიცია განზე იდგა, მაგრამ
ამოდენა ზღვა ხალხი თვითონვე აწესრიგებდა და თვითონვე წარმართავდა თავის მდინარებას, როგორც სტიქია. ადგილის სიმცირის
გამო, მამადავითის ეკლესიის გალავანში ხალხს ბილეთით უშვებ116
დნენ, მაგრამ ხალხი გალავანზე მიძვრებოდა, ერთხელ კიდევ რომ
მოეკრათ თვალი ტყვიით განგმირული შუბლისთვის, მათი სიამაყის,
მათი სინდისის შელეწილი ფარისთვის და ერთხელ კიდევ დარწმუნებულიყვნენ, ერთხელ კიდევ ეღიარებინათ, თუნდაც გუნებაში, რომ
გაღმა გასვლის მსურველთ, აქამდე, თურმე უკუღმა მიჰყავდათ ბორანი. მამადავითის აღმართზე გაქვავებული ჩანჩქერივით ეკიდა
ხალხი. მამადავითის ჭიშკრიდან სახაზინო თეატრამდე ყველამ ერთდროულად დაიჩოქა, როცა კუბოს სახურავზე მიწის პირველი ბელტები აგრუხუნდა.
მაგრამ ცხოვრება გრძელდებოდა და რაც არ უნდა ეთრია ხალხს
ფეხი მთაწმინდაზე, როგორც არ უნდა გასჭირვებოდა ახლახან პირმოკრულ სამარესთან გამოთხოვება, მაინც უნდა დაშვებულიყო
ძირს, მაინც უნდა დაბრუნებოდა ყოველდღიურ საქმესა და საზრუნავს. მსგავსი არაფერი განეცადა მრავალტანჯულ, მრავლისმნახველ თბილისს; ალბათ კარგა ხანს ვეღარაფერი შეძრავდა ასე საქართველოს; და მართლაც, ორი წლის შემდეგ, თბილისელი მსახიობის სიკვდილის ცნობა რომ გამოაქვეყნეს გაზეთებმა, ცრემლის
სალარო დაშრეტილი აღმოჩნდა; გულდასაწყვეტად, შემაწუხებლად
უმნიშვნელო აღმოჩნდა ეს ახალი ელდაც, ორი წლის წინათ გადატანილი ელდის გვერდით. “დაობლდა ქართველი მელპომენეს ტაძარიო” – წერდნენ გაზეთები, მაგრამ ეს სამწუხარო დანაკლისი “ღმერთის სიკვდილად” აღარ აღუქვამს ხალხს, ალბათ თავად თბილისელი
მსახიობის უიღბლობის გამოც, რადგან, სხვა თუ არაფერი, ილიას
შემდეგ სიკვდილსაც ფასი ჰქონდა დაკარგული, მით უფრო ჩვეულებრივ სიკვდილს, როგორითაც თბილისელი მსახიობი მომკვდარიყო
(იმავე გაზეთების ცნობით, თბილისელი მსახიობი გულის გაგანიერებას შესწირვოდა), საკუთარ ჭერქვეშ, საკუთარ საწოლში, ახლობლებითა და ექიმებით გარემოცული. მართალია, საქართველოს ყველა
კუთხიდან ამჯერადაც გამოგზავნეს დეპუტაციები, სამძიმრის დეპეშები თუ გვირგვინები, მაგრამ ეს უფრო ადამიანური ვალის მოხდა იყო
და არა ცოდვის ტირილი; არა საერთო გლოვა, არამედ საერთო ყუ117
რადღების გამომჟღავნება. რა თქმა უნდა, არც ბათუმს დაუტოვებია
უყურადღებოდ ეს სამწუხარო ამბავი. რკინის თეატრში, წარმოდგენის დაწყების წინ, მაყურებელმა ფეხზე ადგომით სცა პატივი თბილისელი მსახიობის ხსოვნას, რომელსაც, მიზეზთა სხვათა და სხვათა
გამო, აღარ მიეცა მათ წინაშე გამოსვლის საშუალება, რისი სურვილიც სიკვდილამდე არ განელებია თურმე. სიკვდილს კი, მართლაც
რომ კაპიკის ფასიც აღარ ედო. სტოლიპინის სახრჩობელების ოჩოფეხებზე შემდგარი იმპერია ერთი წლის სავალს ერთ დღეში გადიოდა – უფსკრულისკენ, აღსასრულისკენ. არავინ არ იცოდა, შინიდან გასულს, რა წუთას დაეძგერებოდა ტყვია, რა წუთას დაედევნებოდა ხმალშემართული ჟანდარმი. ყველა ერთმანეთს დასდევდა დასაჭერად, მოსაკლავად, მოსასპობად. რევოლუციონერებს ვიღა
ჩიოდა, მღვდლებსაც აღარ აჭაჭანებდნენ ქუჩაში. ეკლესიებში სანთლის ამნთებიც აღარავინ დარჩა. დამფრთხალი მღვდლები სასწრაფოდ იკრიჭებოდნენ, ანაფორებს იხდიდნენ და ხან რას გადაიცვამდნენ ხოლმე და ხან რას, ფაცაფუცით, მიუზომებლად ნაყიდს შავ ბაზარზე. ქართველ სამღვდელოებას ეგზარხოსი ნიკონის მოკვლა
ბრალდებოდა: რაკი ეგზარხოსი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის
წინააღმდეგი იყო, ისინიც ადგნენ და მოკლეს, როგორც ველურებს
სჩვევიათო. შავ ანაფორას თუ მოჰკრავდნენ თვალს მთვრალი კაზაკები, როგორც დასაკლავ ქათამს, ისე დაედევნებოდნენ ხოლმე,
თვალდაყვლეპილ, კბილდაკრეჭილ ცხენებს ზედ აგდებდნენ და მათრახებით უსისხლიანებდნენ თავპირს. ზურგზე ანაფორაგადაფხრეწილი მღვდელი ქოშინით გარბოდა ქუჩაში. აღარავინ მოსდევდა, მაგრამ მაინც გარბოდა, თავზარდაცემული, ნაცემი, ბეწვზე გადარჩენილი. მათრახით ატკეცილი, აფუებული ზურგი უხურდა. ბოლოს,
ალალბედზე, რომელიღაცა ჭიშკარი მხრით შეგლიჯა და ეზოში შევარდა. ცემენტის ნიშაში დატანებული ონკანიდან დედაბერი დოქს
ავსებდა. მღვდელმა სიგრილე იგრძნო, თუმცა ხელისგულისტოლა
ეზოში არც ხე იდგა, არც საჩრდილობელი. დედაბერს დოქი ხელიდან
გაუვარდა და პირჯვარი გადაიწერა. ხოლო მღვდელმა ზურგზე გა118
დამსკდარი ანაფორა მთლიანად შემოიხია და ყელკისერი წყალს შეუშვირა. ახლა ანაფორა კი არ ეცვა, წელზეღა ეკიდა, თითქოს ყასბის
ფეშტამალი აუფარებიაო. ტიტველ ზურგზე ნამათრახალი კანი ბებერებად ქცეულიყო. წყალი რომ შეეხო, ერთი კი შეჰყვირა ტკივილისგან, მაგრამ კიდევ უფრო ღრმად შეყო კისერი წყლის ქვეშ. ფრუტუნებდა, დგაფუნობდა, ხელებს ყელკისერზე იტყაპუნებდა და თან განუწყვეტლივ ლაპარაკობდა: “ტყუილად ირჯები, დედი, ახლა უკვე
გვიანია, დედი. მე რომ მცემდნენ, სად იყავით? რომელ სოროში
შეიმალეთ? ალბათ შვილის ნაქურდალს მალავდი მიწაში, ანდა რძალი დაგყავდა საბოზაოდ, უქმად არ მოცდეს, ერთიორი კაპიკი მეტი
შემოიტანოს ოჯახშიო, არა, დედი? არ შეგრჩებათ. არ შეგრჩებათ.
ოოოოი, რა ყინულივით წყალია. ამ წყეულ ქვეყანაში თავის კარზეც
ვერაფერი უთქვამს კაცს. ისრისმასრის სანდლის ქალო, გადმოყარე
გიშრის თმანი, ამიყვანე, შენთან დამსვი… შენი ძროხა შხამს მოიწველის, დედი. ჯერ სადა ხართ! შენი ქათამი გველის კვერცხს დადებს.
შარდით უნდა ზილო პური შენი არსობისა, დედი, რამეთუ წყაროს
გველეშაპი დაეპატრონა. ჭაფურია, ძირხვენა, მაჩიტა და თეროს ძირი იქნება თქვენი საჭმელი, დედი. არა არს შუბლსა თქვენს ზედა ნიშანი უფლისაი, არამედ ნიშანი ეშმაკისაი. ეშმაკმა ნუ მოგიშალოთ
ხელმწიფის ცხენის ჩონჩორიკი, დედი. ნაცარტუტა, ნაცარტუტა
აქაურობას, რამეთუ იქურდეთო და იქურდეთ; იმრუშეთო და იმრუშეთ; მოკალითო და მოკალით; მოიტყუეთო და მოიტყუეთ; დაასმინეთო და დაასმინეთ… მაგრამ ბოლოს, ისევ თქვენ მოგეკითხებათ პასუხი. უსმინეთ, უსმინეთ, რას ამბობს სული ეკლესიათა. დიდი არს
რისხვა კრავისაი. არ შეგრჩებათ კრავის გალახვა. ოოოოი, დაგაქციოს მამაზეციერმა, დედი, დედაღვთისამ, წმინდა გიორგიმ, ანჩისხატმა, ჩემი შეფარებისთვის, ჩემი მორჩენისთვის, ჩემი მადლის მოკიდებისთვის… ოოოოი, მოვედ სატანა, მოვედ, მოვედ, მოვედ”… – ფრუტუნებდა, დგაფუნობდა, ხვნეშოდა წყლის ვერცხლისფერ მტვერში
გახვეული, წყლის ქვეშ წაკუზული მღვდელი; ხოლო შიშისაგან ენაჩავარდნილი დედაბერი გამალებული იწერდა პირჯვარს.
119
ცხოვრება კი დუღდა და გადმოდუღდა. დრო ყველაფერს კურნავდა, ყველაფერს ავიწყებდა ხალხს. ასე იყო ბათუმშიც. ბავშვები იზრდებოდნენ. ცხრაას ხუთში მოთხრილი ხეების ნაცვლად ახალი
ხეები შრიალებდნენ. ნატყვიარი კედლები ხელახლა გადაელესათ.
ღია სარკმლიდან ქათქათა, გამჭვირვალე ფარდა გამოიბერებოდა
უცებ, ფეხმძიმე ქალის მუცელივით, მერე ბოლოებს ჰაერში ააფრიალებდა და ისევ სარკმელში შესრიალდებოდა. ქვიშაზე გაშენებულ ბაღში ორკესტრი გუგუნებდა. მოსეირნეთა ფეხქვეშ ისევ სასიამოვნოდ ჩხრიალებდა ხმელი წიწვით მოფენილი ქვიშა. ანძებივით ჭრიალებდნენ კანდამსკდარი ფიჭვები. მსუყე, ნოტიო სიმწვანიდან ნებიერი ყვავილები იჭყიტებოდნენ. ზღვის ნაპირზე პირველი
დამსვენებლები გამოჩნდნენ: თეთრ ზეწრებში გახვეულნი, საუზმით
სავსე კალათებით დატვირთულნი. ტიტლიკანა ბავშვი გამალებული
ქოქავდა სკამზე შემოდგმულ გრამოფონს. გრამოფონს თავისი
ვეება, ლობიოს ყვავილის მაგვარი ყური ქალაქისთვის მიეშვირა:
არაფერი გამომრჩესო. თვალუწვდენელი ზღვა თუნუქის ფურცელივით ლაპლაპებდა მზეზე. შიშველი ტერფების კვალი ტილოს ცარიელ
სავარძელთან იწყებოდა და ზღვაში იკარგებოდა. ჭილის ქუდში ჩაკბეჩილი მსხალი ეგდო. ბათუმში თბილისელი მსახიობის ცოლი ჩამოვიდა, ვაჟიშვილთან ერთად, და იმავე ოთახში დასახლდა, საიდანაც
ათი წლის წინ გაექცა ქმარს. დიახ, ათი წელი გასულიყო უკვე. ნატოს
ათი წელი უსრულდებოდა. დიმიტრი და დარია დღეობისთვის ემზადებოდნენ. დიმიტრი დიდ ოთახში, კარადის წინ, სკამზე იდგა და ზედა თაროდან ძველისძველი, მისი მშობლების დროინდელი ფაიფურის ლანგრის გადმოღებას აპირებდა, მეტი ლაზათი რომ მისცემოდა
სადღეობო სუფრას. აივანზე გამავალი კარი ღია იყო. კარის ჭრიალი
მზის თვალისმომჭრელ სინათლეს ამოევსო. სინათლიდან აბრჭყვიალებული ხოჭო გამოსხლტებოდა ხოლმე დაფეთებული, თითქოს ფრთებზე ცეცხლი წაჰკიდებიაო. ნატოს ოთახიდან ბავშვების
ჟრიამული ისმოდა. ბავშვების ხმები კიდევ უფრო ამძაფრებდა მზითა
და ხეების სუნით გაჟღენთილი სახლის სიმყუდროვეს. დარიას ხელე120
ბი უკვე გაეშვირა ლანგრის ჩამოსართმევად; სკამზე შემდგარ ქმარს
მშვიდი მოლოდინით აჰყურებდა, როგორც ფრესკის ანგელოზი –
უხილავსა და იდუმალს. დიმიტრი კი თითის წვერებზე იწეოდა, ცდილობდა, უკეთესად მოეკიდა ხელი ლანგრისათვის. დაძაბულობისგან
ფეხები უთრთოდა. გარეთ, ლიმონის ხის კენწეროზე დიდი, ჭრელი
ჩიტი იჯდა და გამწარებული უსტვენდა; თითქოს რაღაც შემაშფოთებელი ცნობა მოეტანა სახლის ბინადრებისთვის და თავადაც გადასდებოდა შეშფოთება, რადგან გრძნობდა, ამაოდ ირჯებოდა: არავინ
აქცევდა ყურადღებას, არავის ესმოდა მისი ენა. დიმიტრიმ ლანგარი
გადმოიღო, ქუსლებზე დაეშვა და სკამზე ფრთხილად შემობრუნდა.
სწორედ ამ დროს, აივანზე გამავალი კარის ჭრილში ვიღაცის შავი
ლანდი აისვეტა, თითქოს მზის თვალისმომჭრელმა სინათლემ გააჩინა იმ წუთას, რადგან, ავაზაკისა და ავი სულის მეტი ვერავინ შემოვიდოდა შეუმჩნევლად ეზოში – არც ჭიშკარს დაუწკავწკავებია და არც
ბილიკზე მოყრილი ხრეში ახრიალებულა მოსულის ფეხქვეშ. არადა,
კარის ჭრილში აშკარად ვიღაც იდგა. “ვინ ოხერიაო” – ერთი კი
გაიფიქრა დიმიტრიმ და უცებ პოლიცმეისტერის ხმა შემოესმა: ისა.
ფუი, დასწყევლოს ღმერთმა. შენ ხარ ჩემი ბატონი. დაპატიმრებული
ბრძანდებით. დიახ. დაპატიმრებული. დიმიტრის უნებურად ხელი შეუთრთოლდა, მერე შეუმსუბუქდა, ხოლო ლანგარი ისეთი ხმით დაიმსხვრა იატაკზე, გეგონებოდათ, ჭერი ჩამოიქცაო. კარის ჭრილში ასვეტილმა ლანდმა გაიცინა (ასე მოეჩვენა დიმიტრის), სინათლის
კვადრატიდან გადმოაბიჯა და თბილისელი მსახიობის ვაჟად იქცა.
ლურჯი ხავერდის მოკლე შარვალი და ზოლიანი პერანგი ეცვა. საგულდაგულოდ გადავარცხნილი თმა ჯერ ისევ სველი ჰქონდა. “ხომ
შეგაშინეთო” – თქვა და ისევ გაიცინა. დიმიტრის ამ ბიჭისა ჯერ კიდევ დილით შეეშინდა, ჯერ კიდევ დილით მიხვდა, შეცდომა რომ
ჩაიდინა, ერთხელ უკვე ჩადენილი შეცდომა რომ გაიმეორა, როცა ამ
ბიჭის შავად აწოწილ დედას გაუჩერდა და ახლობელივით გაუბა ლაპარაკი. მართალია, ძველი ნაცნობები იყვნენ, მაგრამ მეზობლებთან
დაახლოების სურვილი არც ათი წლის წინ გამოუმჟღავნებია ამ
121
ქალს, როცა ქმარმა პირველად ჩამოიყვანა ბათუმში, და არც ათი
წლის მერე, როცა უკვე დაქვრივებული, ყველასათვის მოულოდნელად, დაუბრუნდა ოდესღაც უარყოფილსა და ხელმეორედ დაქირავებულ ბუდეს. კაცია და გუნება. ვინ გაიგებს სხვის ამბავს, ან ვისი რა
საქმეა, მაგრამ დიმიტრი ამ ქალის ქმარსა და ამ ქალის ერთადერთი
ვაჟიშვილის მამას იმდენად ახლობლად თვლიდა თავის დროზე,
მიუხედავად სხვათა შემაწუხებელი თავქარიანობისა და თავქეიფობისა, იმდენად ეცოდებოდა, ცოლისგან მიტოვებული, გულმოკლული, შერცხვენილი, შეურაცხყოფილი, რის დამალვასაც ჯიუტად და
ამაოდ ცდილობდა იგი, მოგონილი არხეინობითა და გაუტეხლობით,
იმდენად უყვარდა იმასაც, უოჯახოს, ოჯახს დანატრებულს, დიმიტრის
ოჯახი, დარიას დამზადებული კერძი თუ, უბრალოდ, იმათთან ყოფნა
და საუბარი (თუნდაც უაზრო) – დიმიტრის არაფრით არ შეეძლო ახლა, ათი წლის მერეც, ჩვეულებრივი ნაცნობებივით მოქცეოდა იმის
ცოლშვილს, რაც არ უნდა უცხოდ დაეჭირათ იმათ თავი. იმდენად ბუნებრივად მიაჩნდა ეს ამბავი, შინ მობრუნებულს დარიასთვის არც კი
უთქვამს, ჩვენი ორგზის მეზობლის შვილი დავპატიჟეო; ხელში ნამცხვრით სავსე კოლოფი მეჭირა და შემრცხვა, გვერდი უბრად ვერ
ავუარეო. არც დარია დაძრახავდა და არც ნატო; მაგრამ თვითონ,
დილიდანვე, რატომღაც თავს დამნაშავედ გრძნობდა ცოლისა და ქალიშვილის წინაშე და, როგორც მალე გამოირკვა, არც მთლად უსაფუძვლოდ. რა თქმა უნდა, აჯობებდა, როგორმე დაეძლია იმ დილით,
უცაბედად გამომტყვრალი სიბრალულის გრძნობა, მარადიული
გლოვის ნიშნად შავი პირბადით სახედაფარული ქალისა და მისი
დამთხვეული ბიჭის მიმართ; ანდა, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ
სალმითა და მოკითხვით გამოეხატა თავისი ყურადღება, თუკი საერთოდ რამეში წაადგებოდა ვიღაცის ყურადღება ან ერთსა და ან
მეორეს. ასე რომ არ მომხდარიყო, ადვილი შესაძლებელია, მართლა სულ სხვანაირად წარმართულიყო მისი და მისიანების ცხოვრება, მაგრამ კაცს რომ ეშმაკი შეუჩნდება, სწორედ იმას გააკეთებინებს
და სწორედ იმას ათქმევინებს, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა
122
გააკეთოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას. მართლაც, რა
სჯიდა, ვინ ექაჩებოდა ენაზე, ვინ ათქმევინა, თუ არა ეშმაკმა, დღეს
ბედნიერი დღე მაქვს და, თუ შეიძლება, თქვენი ბიჭი ჩვენთან გამოუშვითო. თითქოს ბედნიერი ფეხისანი იყვნენ! თითქოს უიმათოდ ვერ
გადაიხდიდა ქალიშვილის დღეობას, ანდა ცუდ კაცობაში, ცუდ მეზობლობაში ჩაეთვლებოდა, კალთა რომ არ დაეხია, სადღაც, თავიანთ ბნელ საქმეზე მიმავალი დედაშვილისთვის. მაგრამ დიმიტრის
ეშმაკი უკვე ათი წლის წინათ ჰყავდა შეჩენილი, ჯერ კიდევ ამ ბიჭის
მამის სახით, და დღეს დილით, მხოლოდ და მხოლოდ სახეშეცვლილი გამოეცხადა, ოდნავ სახეშეცვლილი, მამიდან შვილში გადასახლებული. ქალს ისეთი გაკვირვებული სახე დაედო (პირბადეშიც ჩანდა), თითქოს პირველად ხედავდა დიმიტრის. უკვე ნახევარი წლის
ჩამოსულს, თავი ისე ეჭირა, ისე იშვიათად გამოდიოდა შინიდან
(სხვათა შორის, ისიც რკინის თეატრში მსახურობდა), აშკარად ეტყობოდა, ამჯერადაც არავისთან აპირებდა დაახლოებასა და დამეგობრებას. ის კი არა, მგონი გამწყრალიც იყო თავის ორგზის მეზობლებზე, თითქოს იმათი მიზეზით გაეუბედურებინა ასე ცხოვრებას. შენ
რომ თავს ვალდებულად თვლი, შეამჩნიო, ყურადღება აგრძნობინო
სხვას, იმ სხვას, შეიძლება, საერთოდ არაფრად ეპიტნავებოდე შენ,
შენი ყურადღებიანად. აკი თავიდან არც მიიღო დაპატიჟება! პირბადეშიც გამოჩნდა, როგორ შეიკრა კოპები, როგორ აწკიპა წარბები,
თითქოს ისეთი რამე აკადრეს, რასაც ფიქრშიაც არ დაუშვებდა. მადლობაც ძლივს გამოწირა, ისიც ზრდილობისთვის, თითქოს სხვა
მხრივ არაფერია სამადლობელი იმაში, უცხო ქალაქში ჩამოსულს
(თუნდაც მეორეჯერ), ჯერ კიდევ მოუწყობელს (ამჯერადაც), ჯერ კიდევ დასამკვიდრებელს (რაღა მაინცდამაინც ბათუმში!), კარს რომ
გიღებენ და გულს გიჩვენებენ. დიდი მადლობა, მაგრამ გელა დასჯილია და კარგა ხანს ვერსად გაადგამს ფეხსო. კეთილი და პატიოსანი.
თქვენ იცით თქვენი საქმისა. მე მხოლოდ მეზობლური ვალი მოვიხადე და ახლა ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ისე მოიქეცით, როგორც
გულმა და გონებამ გიკარნახოთო – აი, რა უნდა ეთქვა დიმიტრის,
123
გადარჩენა თუ უნდოდა. მაგრამ როცა ასე ფიქრობდა, ურემი უკვე გადაბრუნებული იყო, ერთი კი არა, ათასი გზა ჩანდა უბედურებისგან
თავის დასაღწევი; უფრო სწორად, დიმიტრის ეჩვენებოდა ათასი გადამრჩენელი გზა, უარესად რომ გახეთქვოდა გული, უარესად რომ
დატანჯულიყო, თორემ, სინამდვილეში, რაღა თქმა უნდა, ათასი კი
არა, ერთიც არ არსებობდა; არსებობდა მხოლოდ ტანჯვისა და უბედურების გზა. გარდა ამისა, იმ საბედისწერო დღეს, ქაფურის ხის ძირას გაჩერებული, ბეჭებზე მზედაცხუნებული, ათი წლის გოგოს მამა,
რომელსაც ათასნაირი ნამცხვრით სავსე მუყაოს კოლოფი ორივე ხელით ეჭირა – ასე ვერ იფიქრებდა, რადგან თავად ბედნიერს, უნდოდა, ყველა ბედნიერი ყოფილიყო; ყველა ბავშვისთვის, ნაცნობისთვის თუ უცნობისთვის, ზეიმად ქცეულიყო მისი ქალიშვილის დაბადების დღე; მუყაოს გატკბილული, სულდგმულივით თბილი კოლოფიდან ყველა ბავშვს შეხვედროდა თითო ნაჭერი ნატოს საყვარელი
ნამცხვრისა; ყველა ბავშვს ამოებოყინებინა მის ჭერქვეშ ლიმონათის
შუშხუნა, ნაპერწკლიანი გაზი… და ამის ბრალიცაა ალბათ, ლამის
უცნობი ქალის უცნობ შვილს ვექილად რომ დაუდგა შუა ქუჩაში.
იქამდე არ მოეშვა პატიოსან მანდილოსანს, თუნდაც მარტო თავისი
გოროზი და ამპარტავნული გარეგნობით უფრო მეტი თავშეკავებულობისკენ რომ მოუწოდებდა სხვებსაც, ვიდრე მოთმინებიდან გამოსულმა, ანდა იმიტომ, ამდენხანს უცხო მამაკაცთან ქუჩაში ლაპარაკი
რომ ეუხერხულა, არ შესძახა: გამოვუშვებ, ოღონდ იცოდეთ ჩემი
მხრიდან სიკეთე კი არ იქნება ეს, არამედ ბოროტებაო. კი არ თქვა,
შესძახა, რამაც, ცოტა არ იყოს, შეაცბუნა დიმიტრი და, მართალია
ერთი წუთით, მაგრამ მაინც აგრძნობინა, მოლიპულ გზაზე რომ იდგა, სიკეთის ჩადენის მსურველს, მართლაც რაღაც საწინააღმდეგო
გამოსდიოდა, როგორც სასამართლო პროცესებზე ემართებოდა
ხოლმე, მაგრამ რაკი უკვე მოლიპულ გზაზე იდგა, აღარც თავის შეკავება შეეძლო და აღარც უკან დახევა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი:
მუნჯის ენა დედამ იცისო; ხოდა, იმ ქალმაც სხვაზე უკეთ იცოდა, რანაირი ფიქრები ბუდობდნენ მისი ვაჟიშვილის თავში, ისიც იცოდა,
124
კარგს არაფერს მოუტანდა მისი გაცნობა დიმიტრის ქალიშვილს, და
საერთოდ – არავის, მაგრამ იმ საბედისწერო დღეს დიმიტრიმ ჯერ
არაფერი იცოდა იმ ბიჭისა, ის ბიჭიც ჩვეულებრივ ბავშვად ჩათვალა
და როგორც ჩვეულებრივ ბავშვს, ისე დაუყვავა იმასაც: ხომ მოხვალ
ჩვენთან სტუმრადო; ის კი არა, მეტი გულისხმიერების გამოსახატავად, ლოყაზე ხელის მოთათუნებაც დაუპირა, მაგრამ ბიჭი საკბენად
წაეტანა ხელზე და კი არ უთხრა, შეუღრინა – მოვალო – თითქოს კი
არ დაპირდა, დაემუქრა. აი, სწორედ მაშინ შეეშინდა დიმიტრის: ბავშვის თვალში წამიერად გამკრთალმა მრისხანებამ შეაკრთო;
გაუჭირდა ამ მრისხანების მიზეზის ამოცნობა და რაც მერე ილაპარაკა, პირწავარდნილი მლიქვნელობა იყო და მეტი არაფერი; იმდენი
და ისე ცხარედ, ისე აღგზნებულად არც ერთ პროცესზე არ ულაპარაკია, თუმცა მოლაპარაკე კაცის სახელი ჰქონდა დავარდნილი და
იმის პროცესებსაც ისევე ესწრებოდა ხალხი, როგორც ლექციებს,
ბრალდებულის ბედის გასარკვევად კი არა, მისი მჭევრმეტყველებით
დასატკბობად. მზე უკვე შემაწუხებლად აჭერდა კისერში, ზურგი უოფლიანდებოდა, ნამცხვრით სავსე კოლოფი უფრო და უფრო მძიმდებოდა – ლაპარაკისას ხან ერთ მუხლს შეაშველებდა, ხან მეორეს –
მაგრამ მაინც ვერ აბამდა სათქმელს თავს, რადგან მოსამართლის
და პროკურორის კი არა, ბავშვის გულის მოსაგებად ირჯებოდა, იმ
ყოვლად დაუმსახურებელი მრისხანების მოსასპობად, ბავშვის თვალებში რომ გადააწყდა მოულოდნელად, და ალბათ არანაკლებ უბედური იქნებოდა, არანაკლებ დაიტანჯებოდა, იმ “პროცესზეც” რომ
დამარცხებულიყო და თავისი ვერ გაეტანა. ის კი არა, ცოტას მორჩა,
ბავშვის მამაც მოიშველია; ძლივს შეიკავა უკვე ენაზე მომდგარი სიტყვები: მამაშენსაც უყვარდა ჩვენთან მოსვლაო, რადგან ტანმა უგრძნო, პროფესიულმა ალღომ უკარნახა, უარესად გააფუჭებდა იმ კაცის ხსენება საქმეს; კი არ დააახლოებდა იმათთან, კიდევ უფრო
დააშორებდა, როგორც იმათი უაღრესად პირადული საიდუმლოს
უნებლიე მცოდნეს. ბავშვის გულის მოსაგებად კი ლაპარაკობდა,
მაგრამ, საბედნიეროდ, არ ტყუოდა, არ თვალთმაქცობდა, რასაც ამ125
ბობდა, გულით ამბობდა და არა მარტო გულით – რწმენითაც, რადგან ნამდვილად წინააღმდეგი იყო ყოველგვარი დასჯისა, მით უფრო
– ბავშვის დასჯისა, და იქამდეც მტკიცედ იდგა იმ აზრზე, რაც იმ დღეს
ქუჩაში გამოთქვა ხმამაღლა. დიმიტრის აზრით, მშობელი გამოუსწორებელ ბოროტებას სჩადიოდა, როცა ბავშვს სჯიდა. მშობელს, ცხადია, ბავშვისთვის მხოლოდ კარგი უნდოდა, ბავშვის სიყვარული
აიძულებდა სიმკაცრესაც, მაგრამ შედეგი სრულებითაც არ შეესაბამებოდა მიზანს, რადგან სასჯელი კი არ “აჯანსაღებდა” ბავშვს, რისი
სურვილიც ამოქმედებდა მშობელს, არამედ, კიდევ უფრო “ასნეულებდა”, რისთვისაც, პირველ რიგში, მშობელს უნდა ეგო პასუხი.
ასეთი ფარული თვისების მატარებელი გახლავთ სასჯელი, ქალბატონო. კაცის გარდაქმნის უნარი კი შესწევს, მაგრამ გამოსწორებისა
რა მოგახსენოთ. ბავშვი და, აქედან გამომდინარე, საერთოდ ადამიანი, თუკი ბუნებით ზნედაცემული არ არის – თუმცა, ბოროტმოქმედებისკენ მიდრეკილებაც გარემოებისდა მიხედვით უვითარდება
ადამიანს, როგორც მუსიკალური სმენა ანდა კუჭის კატარი – დასჯის
შემდეგ, სრულიად სხვა პიროვნება ხდება, რადგან სასჯელის მოსახდელად განკუთვნილი, ანუ გაცდენილი დრო, რომელიც სამუდამოდ
რჩება მის შეგნებაში, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი არსებობის
აუცილებლობის რწმენას უკარგავს, რადგან ცხოვრება, რომელმაც
ერთხელ უკვე მოიშორა იგი, თუნდაც დროებით, სრულებითაც არ
არის ვალდებული და, მით უფრო, არც მოწოდებული, ერთ ადგილას
იდგეს და იცადოს, ვინ როდის მოიხდის სასჯელს. არც იმასა აქვს
არავითარი მნიშვნელობა, სად იხდის სასჯელს დასჯილი: ციხის კედლებში თუ ოთახის კუთხეში; დრო მაინც უიმისოდ გადის. ხოლო
ცხოვრება, ბუნებისა არ იყოს, სიცარიელეს ვერ იტანს; ასე რომ, დასჯილის კანონიერი ადგილი უკვე დაკავებულია, სხვამ შეავსო იმისი
წინდაუხედაობით, სიბრიყვით, ანდა თუნდაც სიცელქით გაჩენილი
სიცარიელე, და ახლა იმან, წინდაუხედავმა, ბრიყვმა ანდა ცელქმა,
კეთილი უნდა ინებოს და გვერდზე გადგეს, სხვებსაც არ გაებლანდოს ფეხებში, სხვებსაც, რომლებსაც წინდახედულობაც გააჩნიათ,
126
ჭკუაცა და თავშეკავების უნარიც; მოკლედ, გუდანაბადი უნდა აიკრას, ანდა თავიდან უნდა ჩადგეს რიგში, რაც ისევე შეუძლებელია,
როგორც გაცდენილი დროის აღდგენა, მეორედ დაბადება, რადგან
ქაჯმაც არ იცის, სად იწყება რიგი; ეს რომ გაიგო, უკანვე უნდა
გაიარო მთელი ის გზა, რაც უკვე გამოგივლია გაჩენის დღიდან;
უკუსვლით უნდა ჩაათავო ასაკობრივი კიბე, ხორციელი, სულიერი
და გონებრივი განვითარების ყველა საფეხური, და თუ ამას მოახერხებ, მერე მობრძანდი, მერე ვილაპარაკოთ, ვნახოთ… ასე რომ, ქალბატონო… ქალბატონო… (დიმიტრის ენა დაება; მისდა სამარცხვინოდ, დავიწყებოდა ქალის სახელი. “ელენე” – შეახსენა ქალმა). ასე
რომ, ქალბატონო ელენე, როგორი კეთილშობილი ზრახვებიც არ
უნდა გვამოქმედებდეს, სასჯელი, გარკვეული დროით თავისუფლების შეზღუდვას კი არ გულისხმობს მხოლოდ, არამედ საერთოდ ხაზს
გადაუსვამს ხოლმე პიროვნებას, თუნდაც უნებლიეთ, რადგან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ერთსა და იმავე პიროვნებად ჩაითვალოს ადამიანი სასჯელამდე და სასჯელის მოხდის შემდეგ… უუუჰ,
– ამოიქშინა დიმიტრიმ, როგორც პორტის მტვირთავებმა იციან სიმძიმის აწევის დროს, ჰაერით დაბერილი ფილტვები რომ არ დაუსკდეთ. ქალს (პირბადეშიც ჩანდა) აშკარად აღიზიანებდა მისი ლაპარაკი, ლაყბობა, მაგრამ ისევ ზრდილობის გამო, თავს იკავებდა. დიმიტრი კი, თან ლაპარაკობდა, თან ნამცხვრით სავსე კოლოფს დასცქეროდა, ქალსაც არიდებდა თვალს და ბიჭსაც, ქალისა რცხვენოდა, ბიჭის ეშინოდა: მთელი ტანით გრძნობდა იმის დამცინავ ღიმილს. მთელი ტანით გრძნობდა ხისფეხა კოსტას დაძაბულ მზერასაც, ქუჩის გადაღმა რომ იჯდა თავის ჯორკოზე და ცნობისმოყვარეობისგან სული მისდიოდა. მაგრამ დიმიტრიმ ღირსეულად აიტანა
ყველაფერი და მიზანს მაინც მიაღწია; როგორც იტყვიან – კატა გამოთხარა, და აი, კატა უკვე გამოსულიყო სანადიროდ. მის წინ იდგა
და თვალები ეშმაკურად უბრწყინავდა. “მე თქვენს სხვენშიც ვარ ნამყოფი, თანაც ბევრჯერ, თქვენ კი არაფერი გაგიგიათო” – თქვა ბოლოს.
127
– სხვენში?! – უარესად დაფრთხა, გაოცდა დიმიტრი.
– ხო, – მშვიდად დაეთანხმა გელა, – ძველ ჟურნალებს ვათვალიერებ. თქვენ ხომ იქ მთელი ბიბლიოთეკა გაქვთ… – გააგრძელა
ღიმილით, თითქოს ჩვეულებრივი ამბავია სხვის სხვენში ძრომიალი
და ძველი, დამტვერილი ჟურნალების თვალიერება.
ერთხელ მართლა აზიდა დიმიტრიმ სხვენში, რაც რამე ძველი
ჟურნალი და გაზეთი ჰქონდა. დაწვა ან გადაყრა დაენანა. მერე კი,
საერთოდ ამოუვარდა თავიდან, როგორც სხვა უვარგისი ხარახურა,
სხვენის მტვრითა და აბლაბუდით დაფარული. სხვენში, ათასში ერთხელ, ისიც კრამიტის გასასწორებლად თუ ავიდოდა, ხოლო რაც
ერთხელ აეტანა იქ, არასოდეს აღარ დასჭირვებია.
– კი მაგრამ… – ენა დაება დიმიტრის. უნდოდა ეთქვა, უნებართვოდ მარტო თაგვები და ობობები დაშლიგინობენ სხვის სახლშიო,
მაგრამ თავი შეიკავა, ბავშვისაც მოერიდა და ბავშვის მამის ხსოვნისაც. – კი მაგრამ, იქ ხომ ბნელა?! – თქვა ბოლოს.
– მით უკეთესი, – დედასავით აჭიმა წარბები ბიჭმა, – მე ბნელში
უკეთესად ვხედავ. ბავშვობიდან მივეჩვიე. საბანს წავიფარებდი თავზე, ვითომ მეძინა, და დილამდე ვკითხულობდი არხეინად.
დიმიტრიმ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო: მკაცრად, კატეგორიულად აეკრძალა ბიჭისთვის უნებართვოდ სხვენში ასვლა, რასაც,
შეიძლება, უარესად გაეღიზიანებინა იგი, თუ აგდებულად, ვითომ
სრულებით არ ადარდებდა ეს ამბავი, ეთქვა: რა ჩემი საქმეა, რამდენიც გინდოდეს, იმდენი იქექე ძველ ნაგავშიო, რის შემდეგაც ყველა
თავმოყვარე ბავშვს, წესით, უნდა შერცხვენოდა თავისი საქციელისა.
ერთი ცხადია: ეს ბიჭი უფრო ადრე შემოსულიყო მის ოჯახში, ვიდრე
დაპატიჟებდა (თანაც რანაირად!) და, მამამისის არ იყოს, მომავალშიც მაშინ შემოვიდოდა, როცა მოეპრიანებოდა. ეს კი, რასაკვირველია, ყველაზე მტკივნეული, ყველაზე შემაშფოთებელი აღმოჩენაა
სიმყუდროვეს დანატრებული კაცისთვის. შემკრთალი, დაბნეული
იდგა სკამზე, თითქოს გელა კი არა, თვითონ იყო დღეობაზე სტუმრად მოსული ბავშვი და სკამზე ლექსის სათქმელად შეეყენებინათ.
128
იმ დღეს ვერაფრით ვერ დააოკეს გელა. ოიამა, ნოგი, ტოგო და კუროკი ახლოსაც ვერ მოვიდოდა იმასთან. მთელი სახლი ყირაზე
დააყენა. ბავშვების გული ხომ ერთბაშად მოინადირა. აღტაცებისგან
კიოდნენ. რაც არ უნდა ეთქვა, რაც არ უნდა გაეკეთებინა, ყველაფერი მოსწონდათ. ისიც ზედიზედ იგონებდა ახალახალ ოინბაზობებს.
ხან სიარულში ბაძავდა ვიღაცას, ხან ლაპარაკში, და ვისაც ბაძავდა,
ბავშვები უშეცდომოდ ცნობდნენ მაშინვე. მერე ნატოს ნაწნავებში ჩაავლო ხელი და ოთახებში დააჯირითებდა, ვითომ ნატო ცხენია, მე კი
– მეეტლეო. “გზა მომეცით, ხაბარდა, გუბერნიის მამა მომყავს” –
ღრიალებდა ბებერი მეეტლის ჩახრინწული, ნაარყალი ხმით. მერე
საიდანღაც ჯოხი გამოაძვრინა, საიდანღაც – დარიას ხილაბანდი,
ხელდახელ დროშა შეაკოწიწა, თავს ზემოთ დაატრიალა და დაიყვირა: ბარიკადებზე! ბარიკადებზე! ვისაც გული ერჩის და მონობაში გადიდკაცებას, თავისუფლებისთვის სიკვდილი ურჩევნიაო. მერე ხელებზე იდგა; მობოშებულ, მოსავათებულ ფეხებს უნდილად აქანავებდა ჰაერში და წრიპინებდა: მიშველეთ, მეფე ვარ, თავდაყირა
გადმომაგდეს ტახტიდანო. დიმიტრი და დარია კუთხეში მიყუჟულიყვნენ და დაბნეული, დამფრთხალი ღიმილით შესცქეროდნენ ბავშვების ზედახორას. ბავშვები ჟივილხივილით დასდევდნენ გელას; სიცილისგან სულს ვერ ითქვამდნენ; ვერც ნამცხვარი შეჭამეს, ვერც ლიმონათი დალიეს: ნამცხვარი გულზე ადგებოდათ, ლიმონათი ცხვირიდან სდიოდათ. გელაც უფრო და უფრო შედიოდა როლში. ოთახები რომ აღარ ეყო, სახლის სახურავზე აძვრა და იქიდან გადმოხტა.
დიმიტრიმ ერთი სიკვდილი გაათავა, ვიდრე აივანზე გავიდოდა,
ღრმად დარწმუნებული, დალეწილდაჩეხილი, სისხლში ამოთხვრილი რომ დაუხვდებოდა გელა. მაგრამ გელა უკვე ლეღვის ხეზე გასულიყო, აქანავებულ, აშრიალებულ ტოტზე გადამჯდარი, ვითომ ცხენს
მოაცეკვებდა და ზუსტად პოლკოვნიკი ვეზირიშვილის ხმით დაჰყვიროდა ლეღვის ხის ძირას შეგროვილსა და აღტაცებისგან პირდაღებულ ბავშვებს: მაქვს პატივი, მაქვს პატივიო.
129
იმ დღის მერე დიმიტრის მოსვენება დაეკარგა. უნებურად, სულ
ჭიშკრისკენ გაურბოდა თვალი. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ჭერიდან, რევოლვერის ტყვიებით გაჩენილი ნახვრეტებიდან, ვიღაც
უთვალთვალებდა განუწყვეტლივ. სიზმარში კი, ვითომ თვითონ იჯდა
სხვენზე; ხან ობობა გადააცოცდებოდა სახეზე, ხან თაგვი ჩასწივლებდა ყურში. შეშფოთებული, სიმწრის ოფლგადამსკდარი წამოჯდებოდა საწოლში და დაძაბული, ჭერს მიშტერებული, რაღაცას უსმენდა.
გარეთ წვიმდა, ან ხეები შრიალებდნენ, საათის წიკწიკი ისმოდა, უჩვეულო არაფერი ხდებოდა და მისი საქციელით შეწუხებული, თავადაც შეშინებული დარია რომ ჰკითხავდა, რა იყო, რა მოგელანდაო,
დარცხვენილი ჩაიბურდღუნებდა ხოლმე: მგონი, ჭერში ვიღაც დადისო. “ტურა დადის, ტაკუნები უნდა შეგიჭამოს” – ნაძალადევად, და
ამიტომ უხეშადაც, ხუმრობდა დარია, მაგრამ ამას აღარ აქცევდა ყურადღებას, ოღონდ ქმრისა და საკუთარი შეშფოთება გაექარწყლებინა როგორმე. დრო კი გადიოდა. ამას საათზე უკეთესად თავად ნატო
ადასტურებდა. დღევანდელი ნატო ისევე ჰგავდა გუშინდელს, როგორც ერთი და იგივე ღრუბელი თავის წეღანდელ გამოსახულებას.
შესაძლებელი რომ ყოფილიყო გუშინდელი და დღევანდელი ნატოს
შეხვედრა, ერთმანეთს უცხოებივით აუვლიდნენ გვერდს. თუკი გუშინდელ ნატოს მამის ლოგინში ჩაგორება და უაზრო, უთავბოლო
ზღაპარი, რომელსაც მთქნარებამორეული მამამისი მოყოლისას
იგონებდა, ყველაფერს ერჩივნა, დღევანდელი ნატო, მშობლების
უჩუმრად, სქელტანიან რომანებს კითხულობდა და თვითონვე იგონებდა ზღაპრებს: კაცი მიუახლოვდა. ქალი გაუჩერდა. კაცმა ხელი
მოჰკიდა. ქალი არ გასძალიანებია. შეიყვანა ეზოში და შეიყვარეს
ერთმანეთი. რა მოგივიდა, რა გატირებს, გენაცვალე, ავად ხომ არ
ხარო – ჰკითხა კაცმა. არაფერია, ოღონდ თავი ამტკივდა შენს მოლოდინშიო – უპასუხა ქალმა. გათავდა, მორჩა, დღეიდან სულ ერთად ვიქნებით, ჩვენი გამთიშავი ძალა არ არსებობს ამ ქვეყანაზეო –
უთხრა კაცმა. ჯერ ნათლიასთან წავალ ცაში, იმას შევეკითხები და
მერე ისე იყოს, როგორც შენ გსურს და გინდაო – უპასუხა ქალმა.
130
ნათლიამ რომ ქალი დაინახა, გაიცინა: ამოდენა გზა რაღაზე გამოიარე, შენ რომ დაიბადე, მაშინვე იმისი ბედი იყავიო. ხოლო ერთხელ, შემთხვევით რომ შეიხედა დიმიტრიმ ქალიშვილის ოთახში,
ნატოს უცებ ისე შეეშინდა, უნებურად შეჰკივლა კიდეც, ხელები კი
მკერდზე აიფარა. შემცბარმა დიმიტრიმ უხმოდ გამოიხურა კარი. საკუთარ სახლში საკუთარი შვილიც ვეღარ სცნობდა, დარია კი ეუბნებოდა, ნუ შფოთავ, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნებაო.
მაგრამ, როგორც არ უნდა ენუგეშებინა დარიას, როგორც არ უნდა
გაებიაბრუებია იმისი შეშფოთება, დიმიტრიმ უკვე იცოდა, ყოველ
შემთხვევაში, უკვე გრძნობდა, კარგს არაფერს უქადდა მომავალი.
მართალია, ნატო სიცოცხლის განსახიერება იყო, მაგრამ სწორედ ეს
ცეცხლივით აბრიალებული, გამომზეურებული, დაუცველი და დაუდგრომელი სიცოცხლე აფრთხობდა დიმიტრის, როგორც თბილისელი
მსახიობისა და მისი მეუღლის პირველმა გამოცხადებამ დააფრთხო
ამ ათი წლის წინ და როგორც ათი წლის მერე გამოირკვა, არც
მთლად უსაფუძვლოდ. არეულსა და დასაღუპად განწირულ ქვეყანაში ყველაფერი უნდა დამალოს კაცმა: სულიც, ნიჭიც, სიცოცხლეც…
რაც არ უნდა უჭირდეს დამალვა, მაინც უნდა დამალოს და გამოიზოგოს, როგორც გრძელი გზის მგზავრმა – პური, გამოცდილმა
მეომარმა – თოფის წამალი, ღვინის ყადრის მცოდნემ – ღვინო, რადგან მეორე კაცისთვის სწორედ ისაა ყველაზე ძნელი ასატანი და, იმავე დროს, ადვილი მოსასპობი, რაც შენთვის უხვად მოუცია ღმერთს.
განა საკუთარი სულის, ნიჭისა და სიცოცხლის უყაირათოდ ხარჯვამ
არ დაღუპა მისი ორგზის მეზობლებიც? ათი წლის წინ ვინ იფიქრებდა, ათი წლის მერე ერთი მიწაში რომ იქნებოდა, მეორე კი, ასი წლის
დედაბერივით ჩაჟამულჩაშავებული ივლიდა? ასე კი იმიტომ მოხდა,
საკუთარ სიცოცხლეს, ჭარბ სიცოცხლეს რომ ვერ მოერივნენ, ვერ
დააცხრეს, ვერ ამოსდეს კეთილგონიერების აღვირი, ვერ ააფარეს
უძლურობის ნიღაბი; სიცოცხლეს კი არ უნდა მოეკვლევინო, თავად
უნდა მოკლა ის, თანდათანობით, ნაწილნაწილ, ნამცეცნამცეც, თუკი
მართლა გინდა, რომ გაძლო, გადარჩე, გააღწიო ამ ჯოჯოხეთიდან.
131
ნატოც იმათ ჰგავდა. ესეც თუ ბედის დაცინვა არ იყო, რატომ უნდა
დამსგავსებოდა ნატო იმათ? მაგრამ ნატოც იმათსავით “მფლანგველი” გამოვიდა და არა ნამდვილი, კანონიერი მშობლებივით “ყაირათიანად მხარჯველი”. იმიტომ, რომ თავიდანვე, მუცელშივე თავის
ჭკუაზე მოაქცია ისიც დამთხვეულმა თბილისელმა მსახიობმა და
იმის მაგივრად, დაეცლია, ვიდრე დედის სიმხდალესა და სიფრთხილეს შეიწოვდა, ცხრა თვე ლა, ლა, ლა, ლა აძახა იმასაც. ნატო მართლა არ ჰგავდა თავის მშობლებს. დიმიტრის შინ ყოფნა ყველაფერს
ერჩივნა, ნატოს კი სულ გარეთ ეჭირა თვალი; დარიას ზღვისკენ
ვერც გაახედებდით, ნატო კი ზღვიდან ვერ ამოჰყავდათ. ხანდახან
ისე ღრმად შედიოდა ზღვაში, თავი ლიმონისხელა მოუჩანდა (ესეც
ახალ უბედურებათა რიგს განეკუთვნებოდა, ევროპის წამხედურობითა და დიმიტრის ჯიბრით დამკვიდრებულს. დაეყრებოდა ამოდენა
დედიშობილა ხალხი მიწაზე და მზეს მიუშვერდა უკანალებს. ზღვის
პირას კი არა, შინ არ გაუხდია დარიას კაბა ქმრის თანდასწრებით).
სანამ ნატო ზღვიდან ამოვიდოდა, დიმიტრის თავისი ემართებოდა,
გიჟივით დარბოდა ნაპირზე წინ და უკან: ვერც ზღვაში შედიოდა,
რადგან ზღვაში შესვლა და დახრჩობა ერთი იქნებოდა, და არც შინ
წასვლა შეეძლო, ვიდრე ნატო ფეხს არ დაადგამდა მიწაზე. შვილი
ბედნიერებააო, მაგრამ ბედნიერებამდე ჯერ კიდევ შორს იყო; ჯერჯერობით, ნატოს ზრდასთან ერთად, დიმიტრის შეშფოთება, საწუხარი,
სადარდელი და ავი წინათგრძნობა იზრდებოდა, ნატომდე გაჩენილი,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - რკინის თეატრი - 09
  • Parts
  • რკინის თეატრი - 01
    Total number of words is 3567
    Total number of unique words is 2235
    27.2 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 02
    Total number of words is 3649
    Total number of unique words is 2108
    32.5 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 1981
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 04
    Total number of words is 3630
    Total number of unique words is 2200
    28.9 of words are in the 2000 most common words
    42.7 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 05
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2058
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 06
    Total number of words is 3622
    Total number of unique words is 2149
    28.8 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 07
    Total number of words is 3490
    Total number of unique words is 2291
    24.7 of words are in the 2000 most common words
    35.7 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 08
    Total number of words is 3728
    Total number of unique words is 2153
    32.6 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 09
    Total number of words is 3681
    Total number of unique words is 2089
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 10
    Total number of words is 3699
    Total number of unique words is 2033
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 11
    Total number of words is 3712
    Total number of unique words is 2117
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 12
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2075
    32.3 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 13
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2087
    30.9 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 14
    Total number of words is 3744
    Total number of unique words is 2095
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    53.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 15
    Total number of words is 3682
    Total number of unique words is 2082
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 16
    Total number of words is 3641
    Total number of unique words is 1987
    29.7 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    53.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 17
    Total number of words is 3761
    Total number of unique words is 2000
    31.4 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 18
    Total number of words is 3656
    Total number of unique words is 2118
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 19
    Total number of words is 3664
    Total number of unique words is 2010
    32.0 of words are in the 2000 most common words
    47.1 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 20
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2042
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    53.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 21
    Total number of words is 3667
    Total number of unique words is 1947
    32.4 of words are in the 2000 most common words
    46.8 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 22
    Total number of words is 3663
    Total number of unique words is 2089
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 23
    Total number of words is 3714
    Total number of unique words is 1946
    31.5 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 24
    Total number of words is 3727
    Total number of unique words is 2061
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 25
    Total number of words is 3765
    Total number of unique words is 2022
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 26
    Total number of words is 3740
    Total number of unique words is 2080
    31.0 of words are in the 2000 most common words
    44.3 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 27
    Total number of words is 3737
    Total number of unique words is 2107
    31.3 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 28
    Total number of words is 3256
    Total number of unique words is 1894
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.