Latin

რკინის თეატრი - 11

Total number of words is 3712
Total number of unique words is 2117
29.5 of words are in the 2000 most common words
41.7 of words are in the 5000 most common words
49.5 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
და წარმმართველიც მის გულსა და გონებას, სხვა – უმეცართა, გულუბრყვილოთა, მეოცნებეთა და მოიმედეთა პირსისხლიანი კერპი,
ბელადი – ნებისმიერი ნათესაური კავშირის დამარღვეველი, ნებისმიერი ადამიანური ურთიერთობის შემბღალავი – რომლისაც ბრმად
სჯერათ და რომელსაც ბრმად ეწირებიან. საკუთარ კისერზე ჰქონდა
165
ნაწვნევი იმისი დამღუპველი ძალა; კარგად იცნობდა იმის ვერაგულ
ბუნებას, ძალაუნებურად რომ გაკეთებინებს და გალაპარაკებს, რისი
თქმაცა და გაკეთებაც თავად სურს, და რასაც არასოდეს გააკეთებდი
ან იტყოდი, მხოლოდ შენს ნებაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული.
მაგრამ რაკი უკვე იმისი ტყვე ხარ, რაკი უკვე დაგაბრმავა და დაგაყრუა, ვერ ფიქრობ იმაზე, რაზედაც ლაპარაკობ, და ვერ ამბობ იმას,
რასაც ფიქრობ. არც სხვისი გეყურება; სხვისი კი არა – შენიანების,
შენი სიბრმავითა და შენი სიყრუით შეწუხებული ხალხისა; არავისი
არ გჯერა; არავინ არ გინდა; დაუფიქრებლად სპობ, აჩანაგებ ყველაფერს, რითაც იქამდე გიცხოვრია; თუმცა ჯერ საკითხავია, სანაცვლოდ რას მოიპოვებ; ჯერ საკითხავია, რას გააკეთებ, ის რომ არ
აკეთო, რასაც აქამდე აკეთებდი. მშობლიური სახლი ციხე გგონია. კი
არ გწყინს, გსიამოვნებს, რაღაცნაირად გიხარია, როცა დედაშენი,
ქუჩაში არ გავიდეს ხმაო, დარაბებს ხურავს და თმააწეწილი, ხელებასავსავებული დაგყვირის თავზე: მირჩევნია, მომიკვდე, გიტირებ
მაინც ჩემს გემოზეო. შენც ასე გირჩევნია, რადგან ცოცხალი თუ ვერ
გააღწევ, მკვდარს ხომ ნამდვილად გაგიტანენ აქედან, თანაც სამუდამოდ. დღეებს ითვლი, ტუსაღივით; მოლოდინით გულგაწყალებული, სიგიჟემდე მისული; ყოველღამე, დაძინებამდე (თუკი ძილი გეღირსა), იმ კედელზე, რომელმაც უნდა დაგიცვას შენ და რომელთანაც შენი ქალიშვილობის საწოლია მიდგმული, ფრჩხილით ჩამოფხაჭნილ ხაზებს კიდევ ერთს უმატებ, კიდევ ერთი, გადატანილი, მოშორებული დღის აღსანიშნავად, რადგან სული მიგდის, როდის გააღწევ, როდის მოეღება ბოლო შენს ტყვეობას. სინამდვილეში კი,
თურმე, ასაკს უჯანყდები მხოლოდ; გრძნობის ტყვე ხარ და არა ცოდვის მონა; ჯერ ბუნება წარმართავს შენს არსებას და არა საკუთარი
ნაფიქრალი და ნამოღვაწარი; შენ კი (უფრო სწორედ, შენც – რადგან, თურმე, არც ამით გამოირჩევი სხვა შენი ასაკის გოგოსაგან) ბუნების ტყვეობას, საკუთარი ნაფიქრალისა და ნამოღვაწარის მონობა
გირჩევნია; გაურკვეველს – გარკვეული; შეუცნობელს – შეცნობილი; რამდენადაც პირველი გეჩოთირება, მეორე კი – გხიბლავს, გი166
ზიდავს, საერთო საკნიდან, სადაც მეტნაკლებად გარკვეული დრო
უნდა გაგეტარებინა, ვიდრე სახიფათო, მაგრამ ბუნებისგან დადგენილი და ყველასათვის სავალდებულო ასაკი გაგივლიდა, ერთადგილიან საკანში გადაყვანას გპირდება, რაც, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი არსებობის უარყოფაა და მეტი არაფერი. მაგრამ ამდენი ჯერ
არ გაგეგება, ჯერ არაფერი არ იცი, ჯერ ბრმა ხარ, ყრუ ხარ, და
საათობით, უსასრულოდ იჭყიტები ჯიბის მრგვალ სარკეში, გაზარმაცებული, დასუსტებული, გაოგნებული… საკუთარი სახის ცქერაც დედის წყევლასავით გსიამოვნებს, რადგან მალე იმასაც უნდა გამოეთხოვო სამუდამოდ; მალე ისეთი აღარ იქნები; აღარასოდეს აღარ იქნები ისეთი და როცა დედა, მამა ანდა ლიზა გეძახის, გიხმობს, გახსენებს, ჯერ კიდევ აქა ხარ, ჯერ ისევ ჩვენ გვეკუთვნიო, იმათ კი არ ეპასუხები – იძახონ რამდენიც უნდათ, სანამ არ მობეზრდებათ – სარკეს
ელაპარაკები, საკუთარ გამოსახულებას ეჩურჩულები სარკეში: ფაფუ, აღარ არის თქვენი ელენეო. დედის ხმაც კი გაღიზიანებს, რადგან
იმას არ გეუბნება, რისი მოსმენაც გინდა, მაინცდამაინც იმისი პირიდან, მაინცდამაინც დედის, შენზე გამოცდილი და შენთვის ყველაზე
ახლობელი ქალის პირიდან გინდა გაიგონო: წადი, დაიღუპე, ჩავარდი ტალახშიო; სიგიჟემდე გინდა, ნატრულობ, ოცნებობ, ასე რომ
გითხრას დედამ, რადგან წასვლა დაბრუნება გგონია, დაღუპვა – გადარჩენა და ტალახი – ბროლის ციხედარბაზი, არა – თეატრი! – ხავერდის ფარდებითა და სარკეებით მორთული, ლამპიონებით გაჩაღებული, აღთქმული ქვეყნის კარიბჭე, სადაც შენი გმირი (მომავალი
მაჩაბელი) ვარსკვლავებს სწყვეტს და შენკენ ისვრის მღელვარებისგან, აღტაცებისგან სუნთქვაშეგუბულ დარბაზში, მთელი საქალეთის
გულის გასახეთქად. “გაიგე? გაიგე? – უყვირის დედაშენი მამაშენს. –
შენი სანაქებო ქალიშვილი შარვალგამოხეულ მსახიობს მიჰყვება
თურმეო”. შენ უკვე სარკეში იყურები, სარკეში ხარ შეხიზნული; შენდა უნებურად, თავისთავად გამოგიმუშავდა თავდაცვის ეს ერთადერთი ხერხი (“გარდასახვის უნარი” – როგორც შენი გმირი იტყოდა) და
ამიტომაც არ იშორებ სარკეს: ქუჩაში ჩანთით დაატარებ, შინ ხალა167
თის ჯიბეში გიდევს, ღამით კი – ბალიშის ქვეშ ინახავ, მარტო რომ არ
დარჩე შენთვის ყველაზე მძიმე წუთებში, უფრო სწორად, გარდასახვა
მოასწრო და შემცბარი, დამფრთხალი, კიკოსავით არ იდგე ბრძოლის ველზე, სადაც შენი ყოფნაარყოფნის საკითხი წყდება; “მტრის”
სიმრავლემ არ წაგახდინოს; საცოდავი, უმწეო, უნებისყოფო არ მოეჩვენო მტერს; წარბი არ შეგიკრთეს, ფერი არ დაგეკარგოს, ტუჩი არ
აგიცახცახდეს ამაზრზენად (როგორც მსახიობებს ემართებათ თურმე, ვიდრე როლში შესვლას მოასწრებენ); თვალები არ ამოგიქოლოს შებრალების, პატიების მავედრებელმა ცრემლმა. საკმარისია,
ჩაიხედო სარკეში, ენა გამოუყო შენს დაბნეულ, დამფრთხალ ორეულს, და გათავდა, ორივენი, შენცა და შენი ორეულიც მზადა ხართ
უარესის მოსასმენად, მოსათმენად, გადასატანად. “რა გვჭირდა
საამისო, რა გვჭირდა! რა გვჭირდა!” – ყვირის დედა. მამაშენი კი
იცინის, სასაცილოდ არ ყოფნის ქალიშვილის “დანაშაული” თბილისის გუბერნიის მთავარ მოსამართლეს, უარეს დანაშაულთა მცოდნეს, მომსწრეს, გამომჩხრეკელს… ანდა არ სჯერა, ვერ დაუჯერებია,
არ უნდა დაიჯეროს, მართლა ასეთი სულელი თუა მისი ქალიშვილი
– სხვათა, უცხოთა, შემთხვევითთა ბედის წარმმართველის, იმპერიის ბეჭდისა და კვერთხის მპყრობელის ქალიშვილი. ჩვეულებისამებრ, როგორც ყველა სხვა ოჯახური უსიამოვნება, ხუმრობად უნდა
აქციოს ესეც და, გაზეთზე თავდახრილი (გაზეთიდანაც არ სწევს
თავს, ამდენი ყურადღების ღირსადაც არ თვლის ამ მორიგ უსიამოვნებას), სიცილით პასუხობს დედაშენს: შენ რას ღელავ, შენ რას განიცდი, ეგ მიყვება, შენ ხომ არაო. “დარწმუნებული ვარ, ჩემი ქალიშვილი ცუდს არაფერს ჩაიდენს” – აგრძელებს ცოტა ხნის შემდეგ, უსიცოცხლოდ, ყრუდ, ყოველგვარი ვნებისაგან, გრძნობისაგან, განცდისაგან განტვირთული ხმით, თითქოს თავის ღრმა რწმენას კი არ გამოთქვამს, გაზეთიდან კითხულობს მოარულსა და გაცვეთილ ფრაზას. მაგრამ ყველაფერი ეს, უშენოდ ხდება, შენი არსების გარეთ; შენ
სარკეში იჭყიტები. არა, შენ იქა ხარ, შარვალგამოხეულთან. შარვალგამოხეულთან! გუნებაში ეფერები, ელოლიავები ამ სიტყვას,
168
ბრაზით, ღვარძლიანად რომ წამოისროლა წეღან დედაშენმა; თითქოს უმიზეზოდ დატუქსულსა და სატირლად გამზადებულ ბავშვს ამშვიდებ, თავზე ხელს უსვამ, ამხნევებ, ათამამებ, აქეზებ: მოდი, ამათაც დავუმტკიცოთ, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე წესიერი, ყველაზე
კარგი ბავშვი რომ ხარ მთელს ქვეყანაზეო, და განუწყვეტლივ ის
გიდგას თვალწინ, ვისი მისამართითაც ეს სიტყვა წამოისროლეს წეღან, საერთო საცხოვრებლის ოთახში გამომწყვდეული, უჰაერობისგან, პაპიროსის ბოლისგან გადაფითრებული, ახალი როლით შეპყრობილი, სხვის ცხოვრებაში ჩაფლული, ჩაკარგული, სხვისი ნაკლისა თუ ღირსების შემსისხლხორცებელი, სხვათა ნათქვამისა და ნაფიქრალის გამზუთხველი, ბედნიერი, ნეტარი წამებული, იმდენად
მოწყვეტილი ყველასა და ყველაფერს, შენთვისაც კი ვერ მოუცლია –
ეს დღეები ვერ გნახავო – რადგან უნდა შეძლოს, უნდა დაძლიოს საკუთარი სისუსტე და სხვათა სისუსტის მამხილებლად, მგმობელად
იქცეს, რა თქმა უნდა, სხვისი სახელით, სხვის სახეს ამოფარებული,
სხვისი კაბაჯუბით შენიღბული. შენ ვითომ მშობლებს უსმენ, მაგრამ
იმის ხმა გიტრიალებს ყურში, შენთვის ბოლომდე გაუგებარი, მაგრამ
თავზარდამცემი, შემაწუხებელი, შემაშფოთებელი სიმართლით გაჟღენთილი, როგორც სახვევი სისხლით, რომელსაც, გინდა თუ არა,
მაინც უნდა მიაქციო ყურადღება, აუცილებლად უნდა მოიხსნა,
მოიშორო, ახლით შეცვალო, ჭრილობაც რომ დაგიმშვიდდეს და გულიც. მაგრამ ახალი სახვევი აღარა გაქვს; უფრო სწორად, იმ ტკივილის გეშინია, ჭრილობაზე მიწებებული სახვევის აძრობას რომ ახლავს, და ჯიუტად ამბობ უარს გამოცვლაზე, რადგან “სახვევის გამოცვლა” იმის დაჯერებასაც ნიშნავს, რასაც შენიანები, შენი “მკურნალები” გეუბნებიან, ესე იგი – შინ დარჩენას, მამის პატივისა და დედის ქარაფშუტობის გაზიარებას, იმის სამუდამოდ დავიწყებას, ვისი
დავიწყებაც არ შეგიძლია, რაც შენს ძალღონეს აღემატება, გინდაც
იმას როლის დაზუთხვა ერჩივნოს შენთან ყოფნას და სცენაზე, წამიერი აღმაფრენისას განცდილი თავისუფლება – შენს მარადიულ
მონობას. შეიძლება, გრძნობ კიდეც “სახვევის გამოცვლის” აუცი169
ლებლობას, შეიძლება, დედის გაუთავებელმა შეგონებებმა შენს
გულშიაც აღძრა რაღაც ეჭვის მაგვარი, მაგრამ მშობლის სიმართლეს – მრავალგზის შემოწმებულს, შეურყეველს, შეუვალს – მაინც
იმისი ზღაპარი, ოცნება და სიზმარი გირჩევნია, და თუმცა თვითონვე
არ გჯერა, გინდა – ყველას სჯეროდეს, შენი რჩეული, შენი გმირი
მართლა რომ შესძლებს შეუძლებელს და, ერთხელაც იქნება, ხმალშემართული ისკუპებს სცენიდან, როგორც ნაპირსმომდგარი ხომალდიდან, რათა ნაკუწნაკუწ აქნას, აჩეხოს ცხრათავიანი გველეშაპი,
სამშობლოს სულის წყაროს რომ შემოხვევია, კუდი თავზე გადაუგდია და ოხშივრიანი, შხამიანი ამონასუნთქით განუსჯელად წამლავს
ყველაფერს, ბანგივით ეკიდება გულს, თვალს, ენას, მახსოვრობას.
“ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო” – შეშფოთებული იძახი გუნებაში და
არა იმიტომ, ასე შემზარავად რომ გიხატავს შენი გმირი სინამდვილეს, არამედ იმიტომ, ძალიან რომ დაგწყდება გული, ძალიან რომ
გაწბილდები თუკი ამგვარი გმირობის ჩადენის საშუალება არ მიეცემა იმას, გინდაც მამაშენის საზიანოდ. ვერაგი, დაუნდობელი ძალის
კლანჭებში ხარ მოქცეული და იმას არ აკეთებ, რაც უნდა გააკეთო;
ნათქვამს არ უფიქრდები და იმას არ ამბობ, რასაც ფიქრობ. “მივდივარ. ერთი დღე აღარ გავჩერდები აქ!” – ყვირი, მოწაფეთა მიუხვედრელობით მოთმინებიდან გამოსული მასწავლებელივით; დედის საერთო რვეულს, რომელიც ჟურნალგაზეთებიდან გადმოწერილი
ლექსებითა და მკვდარი ფოთლებითაა სავსე, მაგიდაზე ანარცხებ და
ოთახიდან გამორბიხარ; მაგრამ იქამდე მაინც ასწრებ დაინახო, ჰაერშივე როგორ იფშხვნება რვეულიდან გამოვარდნილი ხმელი ფოთოლი, და ერთი წუთით თვითონაც რომ არ იცი – რაზე, გული გწყდება, წამიერი სევდა და სინანულის გრძნობა გეუფლება ოთახიდან გამოსულს (ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო) და აი, უკვე ტრამვაიში ხარ;
მამისეულ ეტლში კი არა, როგორც მიგაჩვიეს თავიდანვე, არამედ –
ტრამვაიში, სადაც ძნელი გასარჩევია ქალბატონი და ქუჩის ქალი.
თანაც კი არ ზიხარ, ფეხზე დგახარ, თითქოს პირველსავე გაჩერებაზე
აპირებ ჩამოსვლას. “გათავდა. მეყოფა. მართალი ვარ!” – ბრა170
ზიანად, ჯიუტად იმეორებ გუნებაში, თუმცა, მშობლიური ციხიდან
თავდაღწეულმა, უკვე საკუთარი თავის ბატონპატრონმა, წესიერად
აღარ იცი, რა გათავდა, რა გეყო, რაში ხარ მართალი. ტრამვაი კი
მიღრჭიალებს, მიბორძიკობს, მიკანკალებს: აღარ თავდება ნაცრისფრად, ლურჯად, მწვანედ, აგურისფრად გადაღებილი სახლების რიგი, მღვიმეებივით თვალგამოშავებული სადარბაზოები, დარაბებით
დაგმანული თუ მძიმე, სქელი ფარდებით ამოქოლილი ფანჯრები –
თითქოს იმათ იქით ისეთი რამე ხდება, კაცის თვალს არ ენახვება.
ლამის თავით წამოედო ათასნაირი ხარახურით დატვირთულსა და
ჩამოსაქცევად გამზადებულ აივნებს. სკლინტშემხმარი გალია ანდა
კიდეჩამომტვრეული, ყვავილჩამჭკნარი ქოთანი გხვდება თვალში
წარამარა და შენც ტრამვაისთან ერთად მიღრჭიალებ, მიბორძიკომ,
მიკანკალებ სინათლის გაუთავებელ გვირაბში, მახეში გაბმული ნადირივით გიძრწის სხეული, თითქოს ტრამვაიში კი არა, სასამართლოს დარბაზში ხარ და თითქოს ვატმანი კი არა, მამაშენი აწკრიალებს ასე შემაწუხებლად ზარს, აყაყანებული ხალხი რომ ჩააწყნაროს და მშრალი, მაგრამ ლითონივით მტკიცე ხმით ერთხელ კიდევ გკითხოს: სად მიდიხარ და რატომო. “სადაც მინდა. ვისთანაც
მინდა” – პასუხობ ბავშვური სიჯიუტით, ახლა უფრო ხალხის ჯიბრით,
კვიმატურად მოღიმარი, ხან შენ რომ შემოგხედავს, ხან – მამაშენს,
ხან ბრალდებულს, ხან ბრალმდებელს, და ერთი სული აქვს, შეიტყოს, როგორ გათავდება ეს უჩვეულო სანახაობა, რა გადასძლევს
მართლმსაჯულების სასწორს, ვალდებულება თუ მამაშვილობა. უნებურად, ის შორეული დღე გახსენდება, პატარა გოგო მამამ სამსახურში რომ წაგიყვანა. “აი, აქ წყდება ადამიანის ბედიო” – გითხრა
და ხელი ჰაერში მოატარა. შენ მამის ხელს თვალი გააყოლე და ჩიტი
დაინახე. ქუჩიდან შემოფრენილი, ცარიელი სკამების ზღვაზე დაფრთხიალებდა. ალბათ ვეღარ მიეკვლია იმ ადგილისთვის, საიდანაც
ეს წუთია შემოფრენილიყო. ძლივძლივობით, ფრთების გამალებული ფართხუნით მოიკიდებდა ფეხს დაბღვერილი კარიატიდის თავზე,
ერთს დაიჭყივლებდა და ისევ წამოფრინდებოდა. წინ და უკან დაქ171
როდა უზარმაზარ დარბაზში. ვერ ხედავდა პირთამდე მოღებულ, თაღიან სარკმლებს, საიდანაც უხვად იღვრებოდა სივრცე, როგორც ნათურიდან – შუქი (მას მერე, რატომღაც, დარწმუნებული იყავი, სასამართლოს დარბაზში ყოველთვის დაფრინავდა გზააბნეული ჩიტი,
როგორც შეცდომილი სულის სიმბოლო, და სულ ასე იფრენდა, ვიდრე გული გაუსკდებოდა, ვიდრე ცარიელი სკამების ზღვაში ჩაინთქმებოდა სამუდამოდ). მკლავებდაკაპიწებულმა, ვედროზე დახრილმა
დედაბერმა გაწურული ტილო მკვდარი, ყავისფერი თევზივით
ამოიღო ვედროდან და მოგაძახა: “გაიზარდე დიდი გოგოო”. “სადაც
მინდა. ვისთანაც მინდა” – იმეორებ გუნებაში ამ უჩვეულო,
მოულოდნელი ჩვენებით, ცოტა არ იყოს, შემცბარი, ნირწამხდარი,
მაგრამ მაინც თავზეხელაღებული კაცის სიმკაცრით, სიუხეშით,
მრისხანებით მიისწრაფი შენი ცხოვრებისთვის ყველაზე დიადი წამისკენ, თუმცა ძალით დათრგუნული, შეგნებულად მიჩქმალული, ვინ
იცის, რა გზებითა და რა სასწაულებით გადარჩენილი ნასახი შენი
ბავშვობისა, გამწარებული გექაჩება უკან, წუხს, წრიალებს, შფოთავს, კენწეროზე შერჩენილი ერთადერთი ფოთოლივით, სადღაც,
შენი გაოგნებული არსების სიბნელეში, თითქოს იცის, თითქოს გული
უგრძნობს, ეს გზა მომაკვდინებელი იქნება მისთვის, ამ გზის მერე ვეღარ დამალავს, ვეღარ შეინახავს თავს და ისედაც გატიტვლებულ
ხეს, ისიც სამუდამოდ მოწყდება. მაგრამ შენ, სწორედ საკუთარ არსებაში საკუთარი ბავშვობის უკანასკნელი ნასახის აღმოსაფხვრელად
მიდიხარ, ყოყმანისა და გაურკვევლობისგან გასათავისუფლებლად,
და ვეღარაფერი შეგაჩერებს, ვერც გამოფხიზლდები, ვიდრე თავისთავად არ გამოგნელდება სიმთვრალე, ვიდრე ცხვირს არ ჩაყოფ ტალახში, ვიდრე არ დარწმუნდები, გმირები მხოლოდ ზღაპრებში რომ
არსებობენ და თვითონვე არ ირწმუნებ იმას, რასაც შენი კეთილისმსურველები იქამდეც გიმტკიცებდნენ. მაგრამ შენ იმას არ აკეთებ,
რაც უნდა გააკეთო, ანუ იმას აკეთებ, რის გაკეთებასაც ვერაგი, დამღუპველი ძალა გაიძულებს, და ამიტომ, აღარაფერს შეუძლია, ხელი
აგაღებინოს განზრახვაზე, არც საერთო საცხოვრებლის წინ აკაციის
172
ხეზე აჟივჟივებულ ჩიტს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულების ტაძარში გამომწყვდეულ ჩიტთან, წეღან რომ მოგელანდა ტრამვაიში, და რომელიც მინდვრებიდან სხვებზე ადრე თითქოს მხოლოდ იმიტომ დაბრუნებულა, შენ რომ ჩამოგძახოს ხიდან:
რას სჩადიხარ, გოგო, გონს მოდიო; არც ტრამვაის, შენ რომ მოგიყვანა და ახლა ნელა, ზარის გაუთავებელი წკრიალით უხვევს პატარა
მოედანზე, თითქოს შენ რომ მოგახედოს, გაგახსენოს გადამრჩენელი გზის არსებობა; და არც მთვრალს, ორმა მეეზოვემ რომ გადაათრია ლიანდაგზე, თითქოს მხოლოდ იმიტომ, თვალნათელი მაგალითით რომ ეჩვენებინათ შენთვის, თუ რა მოსდევს უგონო სიმთვრალეს. სირცხვილით შენც გრცხვენია, ფეხები უკან გრჩება, მაგრამ
თავს ძალას ატან და მაინც მიდიხარ (გმირს უნდა მიეხმარო ლაბირინთიდან გამოსვლაში), ისე მტკიცედ აბიჯებ ფეხებს, ლოყები გითრთის. ერთ სიკვდილს გაათავებ, ვიდრე საერთო საცხოვრებლის
ეზოს გადაჭრი, მოჩვენებითი გულგრილობით გაივლი ეზოში გამოფენილ კაცებს შორის – ბილწი ცნობისმოყვარეობით რომ გაყოლებენ თვალს მათ სამფლობელოში შემოფრენილ უცხო ჩიტუნიას –
ვიდრე კიბეს აათავებ, ვიდრე, გარეგნულად მშვიდი, ამაყი, უკარება,
მაგრამ უკვე ფარხმალდაყრილი, დაბნეული შეაბიჯებ მარტოხელა
კაცების სუნით გაჟღენთილ დერეფანში, შენი ფეხის ხმაზე გამოჭყეტილი ბიჭის დაყვლეპილ თვალებში – ჯარისკაცის ძველი მაზარა
რომ მოუგდია შიშველ მხრებზე, ხელში უთო რომ უჭირავს და ისე ძალიან უნდა იმასთან მიდიოდე, ვითომ ზრდილობისთვისაც ვერ უკითხავს: ვის ეძებთ, ქალიშვილოო. საუკუნე გავა, ვიდრე დერეფნის ბოლოში გახვალ, ვიდრე მისი ოთახის კარს მონახავ, მხოლოდ და მხოლოდ ქალური გუმანისა და ყნოსვის წყალობით, და კი არ შეაღებ,
შეგლეჯ; მაგრამ, მიუხედავად გადატანილი შიშისა და მღელვარებისა, შენი უპირველესი მიზანი ერთი წუთითაც არ გავიწყდება. სირცხვილისგან, გადატანილისგან მოგვრილ სიწითლეს სიცხესა და
ჩქარ სიარულს აბრალებ. ისევ ის ვერაგი და დამღუპველი ძალა
გაიძულებს ითვალთმაქცო და იმას, შენი მოულოდნელი გამოცხადე173
ბით არანაკლებ დაბნეულსა და დამფრთხალს, ჯერ ცივი წყლის ამოსატანად აგზავნი ეზოში – ცოტა დრო რომ მოიგო, დამშვიდდე, დალაგდე, საბრძოლველად მოემზადო, თანაც, ერთხელ კიდევ შეამოწმო, რამდენად უყვარხარ, რამდენად გცემს პატივს და რამდენად იქნება შენი მორჩილი სულ, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე – დევთა და გველეშაპთა შემმუსვრელი – მერე კი, პირთან მიტანილ ჭიქას
(მაინც ვერ ენდობი აქაურ ჭურჭელს) ისევ მაგიდაზე დგამ და ისე ეუბნები იმას, მკვდარივით გაფითრებულს, მოწიწებით, სურვილით, სიყვარულით სავსე თვალებად ქცეულს, ჯერ შემომფიცე, ხელს რომ არ
დამაკარებო, თითქოს ამისთვის არ იყო აქ მოსული.
დიახაც რომ იცოდა გელას დედამ, რა მოსდევს სიყვარულს; იცოდა, რას მოითხოვდა უმეცართა, მეოცნებეთა, მოიმედეთა ტომის ეს
გულქვა, გულღრძო, სისხლისმსმელი ბელადი ტომის ყველა წევრისაგან, წამიერი სიმთვრალის, გაწბილებული ოცნებისა და საწინააღმდეგოდ ახდენილი სიზმრის საფასურად. ისიც იცოდა, ყველა ქალი,
როგორც კი თავის ნებაზე მიუშვებს ამ გრძნობას, მაშინვე სიკვდილის მატარებელი რომ ხდება, იმ კაცის სიკვდილს ატარებს ნაყოფივით, ვინც უყვარს, ანდა ჰგონია, რომ უყვარს, რადგან მთავარი თვითონაა და არა ის; ის იმდენად სჭირდება, რამდენადაც იალქანს – ქარი, წისქვილის ბორბალს – მდინარე, ანდა ჯალათს – მსხვერპლი,
რათა ამოქმედდეს, მოლოდინისგან, ყოყმანისგან, გაურკვევლობისგან გათავისუფლდეს და შეუდგეს თავისი მოვალეობის აღსრულებას: ხომალდი ზღვაში გაიყვანოს, ხორბალი დაფქვას, მსხვერპლი კი
– ერთხელ და სამუდამოდ მოასვენოს. ამიტომაც გაფითრდა ალბათ
ის – გელას მამა, იმ დღეს, გელას დედის დანახვაზე; თავისი სიკვდილი დაინახა, თავისი აღსასრული იგრძნო, აღსასრული კი არა, უაზრობა ლოდინისა, თმენისა, ოცნებისა. იგრძნო, მისმა ჟამმა დაჰკრა,
უფრო დიდსა და უფრო დაუნდობელ სცენაზე მოუხმეს, ვიდრე თეატრის სცენაა, და ამან ააღელვა, ამან ააფორიაქა, როგორც სნეული,
დღედათვლილი პატიმარი – ამნისტიამ. საკუთარ სიკვდილს ეხვეოდა ის და არა საყვარელ, სასურველ ქალს, რომელსაც წარმოდ174
გენილი თავისუფლების კალთის ქვეშ მისთვის განკუთვნილი მოოქროვილი ბორკილები უჟღრიალებდა. აღგზნებული, ბედნიერი, საკუთარ სიკვდილს ეჩურჩულებოდა ყურში ლექსებს, რადგან სიკვდილიც თავისებური ბედნიერებაა, როცა ადამიანს სხვა გამოსავალი
აღარა აქვს. მუცელი შენი, ვითარცა ხვავი იფქლისაო; ძუძუნი შენნი
უმჯობეს ღვინისაო – ჩურჩულებდა, ჩურჩულებდა, აღგზნებული; ეს
კი ბედნიერი იყო, რადგან უკვე მტკიცედ იცოდა, საითაც მოესურვებოდა, იქით წაიყვანდა ხომალდს; იმ ხორბალს დაფქვავდა, რომლისგანაც მისი პური გამოცხვებოდა მხოლოდ; ხოლო მზის ქვეშ
თავზე საყრელადაა დროცა და ადგილიც სასჯელისა. “ეს გადასაგდებია. ესეც. ესეც. ლიზამ ისეთი რეცხვა იცის, მაინც ხელში შემოეფლითებაო” – იძახდა გამარჯვების სიხარულით ღაწვშეფაკლული და გელას მამის საკეტმოშლილი ჩემოდნიდან, მკვდარი კნუტებივით, ორი
თითით ამოჰქონდა ქუსლგამოხეული წინდა, დაჭმუჭნული, წვინტლშემხმარი ცხვირსახოცი თუ საყელოგაცრეცილი პერანგი. არ უკვირდებოდა, ვერ ამჩნევდა, გელას მამა, “საკუთარ ოჯახში”, დაძაბული, დამფრთხალი რომ იჯდა სკამის კიდეზე, არა როგორც გმირი
დაპყრობილ მიწაზე, არამედ – სემინარიელი რექტორის მოსაცდელში. გულიანად კისკისებდა, როცა ის, დაბნეული, დარცხვენილი შლიდა ხელებს, სიმამრის გამონაცვალ კოსტუმში გამოწყობილი
(მთლად ახალივითააო – იძახდა ლიზა), რადგან სიყვარულით იყო
დაბრმავებული, დაყრუებული, გულგაქვავებული; განუსჯელად ასრულებდა ბელადის ყოველ ბრძანებასა და მითითებას – სიყვარულით სიყვარულის დამთრგუნველი – და როცა ლიზა იტყოდა ხოლმე, ეს ბიჭი აქ გამჩერებელი არ არისო, გაკაპასებული ეცემოდა პირში, თითქოს ლიზას ეკითხებოდა მათი პირადი ბედნიერება, თითქოს
ისე იქნებოდა, როგორც ლიზა იტყოდა. სხვათა შორის, ასედაც გამოვიდა ბოლოს. რაც არ უნდა ბრიყვი ყოფილიყო ლიზა, მაინც ამაზე საღად აზროვნებდა, რადგან ამას უყვარდა, ლიზას კი – არა. ლიზა იმას
ამჩნევდა, რასაც ხედავდა; ეს კი წარმოდგენილს ელოლიავებოდა.
ლიზა მართალი აღმოჩნდა, ლიზას ნათქვამი გამართლდა, გაწ175
ვრთნილი კაჭკაჭივით რომ იმეორებდა სულ: ეს ბიჭი აქ გამჩერებელი არ არის, დღეში სამჯერ მესალმება და სტუმარივით ყველაფერზე
მადლობას მიხდისო. თანაც როდის ამბობდა! როცა ჯერ კიდევ მოდიოდნენ მომლოცველები; როცა ჯერ კიდევ საქორწილო ერქვა სუფრას; როცა იმას, გელას მამას, ჯერ კიდევ ყველაზე გამოსაჩენ ადგილას სვამდნენ: აი, ეს გახლავთ ჩვენი სიძე, თუმცა ჩვენ უკეთესის
ღირსნი ვიყავითო. არა, ამას ხმამაღლა არ ამბობდნენ, დიდიდიდი
ერთმანეთში თუ წამოცდებოდათ ოჯახის ნამდვილ წევრებს, როცა
ის, გელას მამა, მათი ქალიშვილის სისულელით, დაუფიქრებლობით
შენაძენი, შინ არ იყო და ყველას შეეძლო, გულახდილად გამოეთქვა
თავისი აზრი. “აბა, მე თუ მკითხავთ, რაც მეტს მოეფერებით, უფრო
თავზე დაგაჯდებათ ეგ თქვენი მოწონებული სიძეო” – იძახდა ლიზა.
“მდაააო” – გაბზარული ზარივით, ყრუდ გაიჟღრიალებდა გაზეთზე
დახრილი მამა, თითქოს ლიზა იმას არ ამბობდა, რასაც თვითონაც
ფიქრობდა, ანდა თითქოს ლიზამ იცოდა, რას ამბობდა და თითქოს
წინასწარ არ დაესწავლებინათ იმისთვის სათქმელი – კეთილები,
გამგებები, მიმტევებლები რომ გამოსულიყვნენ თავად ქალიშვილის
თვალში და, იმავე დროს, შეეხსენებინათ კიდეც იმისთვის, აზრთა
სხვაობა რომ არსებობდა ოჯახში და საზეიმო და საამაყო არაფერი
სჭირდათ, თუკი მათი ქალიშვილის არჩევანი, შეიძლებოდა, არ მოსწონებოდა ვინმეს, თუნდაც იმავე ლიზას. “მოიცა, ლიზა, დაგვალაპარაკეო” – ყასიდად, მაღალფარდოვნად იცინოდა დედა, ვითომ ჩვენც
ვიცით ცუდისა და კარგის გარჩევაო, ჩვენც ვიცით, გუბერნატორის
ვაჟი რომ სჯობია შარვალგამოხეულ მსახიობსო, მაგრამ როცა შენი
სულელი ქალიშვილი, შენივე გადამეტებული სიყვარულითა და
მზრუნველობით გარყვნილი, გათავხედებული, ორიდან მაინცდამაინც მეორეს აირჩევს, თავი ისე უნდა დაიჭირო, თითქოს სისულელით, სულსწრაფობითა და სიბეცით კი არ მოსვლია ეს, არამედ – გადამეტებული სიჭკვიანით, მოთმინებითა და შორსმჭვრეტელობითო.
“რა ცუდები ვართ, რა ცუდები ვართ. ღმერთო ჩემო, რა ცუდები ვართ
ყველანი” – ფიქრობდა გელას დედა; საკუთარი თავიც ეზიზღებოდა,
176
რადგან ვერც ამ გამომათაყვანებელ ბრჭყვიალებას, მინის კარადებში გამოკეტილ უმაქნისობას – გულგრილობის სარკოფაგში ჩასვენებულ კეთილდღეობის მუმიას – შელეოდა და ვერც ოცნებას. თუმცა
ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა; ის უკვე ოცნებიდან გამოჩეკილი სინამდვილეა; გლუვი, სასიამოვნოდ თბილი ბირთვი კი არა, –
უსასრულობის, მარადიულობის განსახიერება – არამედ, სველი, გაბურძგნული, მწივანა წიწილი, ერთნაირი სულსწრაფობით, ერთნაირი სიხარბით რომ კენკავს ღვარძლსაც და სიკეთესაც; როცა
მოეპრიანება, მაშინ რომ შემოეხეტება შენს ოთახში და სადაც
მოესურვება, იქ მოგისკლინტავს. მაგრამ როგორც წიწილის გამოჩეკვას, ისევე ბედნიერებიდან გამორკვევასაც გარკვეული დრო
სჭირდება და ისიც ჯერჯერობით ითმენდა ლიზას უტიფრობასაც და
მშობლების “გულისხმიერებასაც”; ჯერ კიდევ სჯეროდა, უსამართლოდ ათვალწუნებული და დატუქსული ბიჭი მოლოდინსა და ნდობას გაუმართლებდა და დაუმტკიცებდა, ყველაზე კარგი ბიჭი რომ
იყო მთელს ქვეყანაზე. ოღონდ ჯერ დრო უნდა გასულიყო; დრო იყო
საჭირო, გადატანილი მღელვარების დასაცხრომად, მოულოდნელი
წარმატებისგან მოგვრილი თავბრუსხვევის გადასავლელად, მორიდების, მოკრძალების, სიუცხოვის დასაძლევად და, რაც მთავარია,
ოჯახის ნამდვილი, სისხლხორციელი წევრის არა მარტო სახელის,
არამედ რწმენის, შეგრძნების მოსაპოვებლად, რის შემდეგაც, არათუ
ამ ოჯახში დამკვიდრების, არამედ ამ ოჯახის დანგრევის უფლებაც
ექნებოდა; თავისას დაანგრევდა და არა სხვისას; მაგრამ გელას მამა, იმის ნაცვლად, როგორმე მორეოდა თავს, მოეშორებინა უკვე
ყოვლად უსაფუძვლო მორიდებისა და სიმორცხვის გრძნობა, დღითი
დღე კიდევ უფრო იბორკებოდა, გმირისთვის შეუფერებელი მოწიწებითა და გულისხმიერებით ისმენდა სიდედრისა თუ სიმამრისგან ღიმილით მოწოდებულ შენიშვნას, რჩევას, იმის მაგალითს, თუ როდის
როგორ უნდა მოქცეულიყო კაცი, რაც საბრძოლველად კი არ აღაგზნებდა, ისევ და ისევ, აქაურობასთან შეგუების, შეხამების სურვილს
უღვიძებდა მხოლოდ, და ესეც, გელას დედა, თავს ძლივს იკავებდა
177
(თუმცა ღიმილი არ შორდებოდა სახიდან), ქმრისთვის რომ არ
დაეცინა, როცა ის, სიმწრის ოფლში გაწურული, ყურებამდე გაწითლებული, სიდედრის საერთო რვეულს ფურცლავდა და იმის შიში
კლავდა, ხმელი ფოთოლი არ ჩამეფშხვნას ხელშიო; ანდა როცა სუფრასთან იჯდა და მღელვარებისგან, დაძაბულობისგან, ხან ჭიქა უბრუნდებოდა, ხან სამარილე; ირგვლივ კი სანიმუშო წესრიგი სუფევდა; ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი, ერთხელ და სამუდამოდ. ლიზა სამზარეულოში ჭურჭელს რეცხავდა; მამა სავარძელში თვლემდა; დედა პატარა კალათიდან საერთო რვეულში ჩასაწყობ ფოთლებს არჩევდა და ხანდახან თავისთვის შესძახებდა ხოლმე: ვიშ, რა ლამაზი ფოთოლიაო; გელას მამა შინ არ იყო,
ან, როცა შინ იყო, ფლოსტებში ფეხწაყოფილი, სარკმლიდან გასცქეროდა ქუჩას; თვითონ კი, გელას დედა, წიგნს კითხულობდა, ანდა პატარა, მრგვალ სარკეში იჭყიტებოდა, ტახტზე მიწოლილი; ვერ
მოიშალა ეს ჩვეულება, რადგან ბევრი არაფერი შეცვლილა მის
ცხოვრებაში: ისევ მშობლიური ციხის ტუსაღი იყო და ახლა ალბათ
უფრო მეტადაც, რადგან ახლა ისიც ციხის კედელს აქეთ ჰყავდა, ვისი
იმედითაც საერთოდ აპირებდა ტყვეობიდან თავის დახსნას (სარკმლიდან გასცქეროდა ქუჩას, ფლოსტებში ფეხწაყრილი). ეს კი ლიზაზე ბრაზობდა, ლიზას ედგა ჯიბრში. სხვა არაფერზე ფიქრობდა,
ოღონდ ლიზასთვის ჩაეწყვეტინებინა ხმა, ლიზას წინასწარმეტყველება გაებათილებინა, ლიზასთვის დაემტკიცებინა, ერთი ჭკუანაკლული დედაკაცი რომ იყო მხოლოდ და ოჯახისა არაფერი გაეგებოდა, ჭურჭლის რეცხვისა და იატაკის ხეხვის მეტი. მაგრამ ლიზა მართალი აღმოჩნდა ბოლომდე, და არა მარტო იმიტომ, ყველაზე ადრე
რომ იწინასწარმეტყველა, ეს კაცი აქ გამჩერებელი არ არისო, არამედ იმიტომაც, თავიდანვე რომ შეატყო, როგორი გმირი იყო ის და
დაურიდებლად მიუკაკუნებდა ხოლმე საპირფარეშოში მეოცნებეს –
იქნება სხვასაც უჭირსო. ამას ცეცხლი ეკიდა გულზე, მაგრამ ლიზასთან ქმრის დაცვა და გამართლებაც ეთაკილებოდა, არ უნდოდა, ასე
დაემცირებინა ქმარი, რომელსაც მისი გადარჩენა დაესახა მიზნად
178
და თუ ითმენდა, ისევ მისი გულისთვის ითმენდა ყველაფერს. “მხოლოდ შენი გულისთვის, მხოლოდ ჩვენი სიყვარულის გულისთვისო”
– ეჩურჩულებოდა ლოგინში და ამასაც იმედი ჰქონდა, როდისმე
ამოიწურებოდა მისი ქმრის მოთმინება, როდისმე მისცემდა იმის საშუალებას, ლიზასთვის ნიშნი მოეგო და ეთქვა: ახლა რაღას იტყვი,
ახლა ხომ დარწმუნდი, ჭკუაც რომ მეტი მაქვს შენზე და გემოვნებაცო. მაგრამ ხანდახან თვითონაც ეჭვდებოდა, ერთი წუთით იმის
სულშიც წამოყოფდა ხოლმე ბოროტი, შეურაცხმყოფელი ეჭვი თავს
და გველივით სისინებდა: ხომ შეიძლება, ხომ შეიძლება, ლიზა კი არ
იგონებდეს, მართლა მამაშენის სახელისთვის, გავლენისთვის და
ქონებისთვის უნდოდე შენს გმირსო. მზად იყო, ცეცხლისთვის მიეცა
ყველაფერი, ქმარიც მოეკლა და თავიც, მაგრამ, საბედნიეროდ, პატივმოყვარეობა არ აძლევდა ნებას, დიდხანს აჰყოლოდა ამ ეჭვს,
თავი გაეყადრებინა იმისთვის, ოღონდ ისე მოულოდნელად, ისეთ
დროს განუდგებოდა ხოლმე ქმარს, თვითონვე იტანჯებოდა, ქმრის
დაბნეულობისა და უმწეობის შემყურე, საკუთარი სიმკაცრით, სივერაგით, უხამსობით დათრგუნული. ბათუმშიც ლიზას ჯიბრით წაჰყვა
ქმარს, თუმცა ბოლოს სამთვიანი გასეირნება გამოუვიდა, დამოუკიდებელი ოჯახის შესაქმნელად აბარგებულს; იმიტომ, რომ ქმარს კი
არ წაჰყვა, ლიზას გაექცა; თუმცა, ლიზამ იმათ გამგზავრებამდეც
იცოდა, მალე უკანვე რომ მობრუნდებოდა კუდამოძუებული. “წადი,
რა გენაღვლება, თვალს წყალს დაალევინებ და ყველაფერს უკეთ გაარკვევ ადგილზეო” – უთხრა ლიზამ სადგურში (ალბათ წინასწარ დარიგებულმა) და მართლაც, პირველი, რაც “ადგილზე” გაარკვია, ის
იყო, ვერასოდეს რომ ვერ შეეგუებოდა იქაურობას. გინდაც იმ სახლში ეშოვათ ბინა, რომელიც თვითონ მოეწონა: თუმცა, იმ სახლსაც
იმიტომ აქებდა და შენატროდა განუწყვეტლივ, “თავისი” რომ დაეკნინებინა, ქმრისთვის რომ გაეგებინებინა: დაგიჯერე, წამოგყევი,
მაგრამ იქ არ ვცხოვრობ, სადაც მინდაო; შენ თუ ჩემი, ნამდვილად
ჩემი ფუფუნება ვერ აიტანე, მე სრულებითაც არა ვარ ვალდებული,
ნასხვისარ ნივთებს ვეფერო და ველოლიავოო. არადა, იმ საღამოს,
179
როცა მისი ქმარი უჩვეულოდ აღელვებული, აფორიაქებული მობრუნდა თეატრიდან და განაცხადა: ბათუმში გადავდივარ საცხოვრებლადო, ეს სიხარულით ცას ეწია, ერთი წამითაც არ დაფიქრებულა
იმაზე, რამაც მისი მშობლები და, რა თქმა უნდა, ლიზაც შეაშფოთა.
ნიცა რომ სჯობდა ბათუმს, თვითონაც იცოდა, მაგრამ “საქმენი საგმირონი” ბათუმში ელოდებოდნენ მის ქარს და არა ნიცაში, რაც არ ესმოდა, ანდა განგებ არ უნდოდა გაეგო დედამისს. არც იმისთვის მიუქცევია ყურადღება, რამდენჯერმე რომ გაიმეორა გუბერნიის მთავარმა მოსამართლემ – რომელსაც ამ საკითხში ნამდვილად დაეჯერებოდა – ბათუმი ავაზაკობისა და გარყვნილების ბუდეაო. ბოლოს და
ბოლოს, უკვე გათხოვილი ქალი იყო და, ბოლოს და ბოლოს, ქმრის
მხარი უნდა დაეჭირა, მით უფრო, რომ თვითონვე ამოერჩია იგი. იმისი გამტყუნება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი უჭკუობისა და უგემოვნობის აღიარება იქნებოდა და მეტი არაფერი, რითაც ლიზას
გულს გაახარებდა ისევ, ლიზას შემოაკვრევინებდა ტაშს: აი, ახლა კი
კარგი გოგო ხარ, ისე იქცევი, როგორც შენს მშობლებს ეკადრებათ
და გაუხარდებათო. ნახევარი არც ესმოდა ქმრის ნალაპარაკევი;
მისთვის მთავარი ის კი არ იყო, დიდი მამულიშვილობა რომ იქნებოდა მისი ქმრისგან ბათუმში გადაკარგვა და იქაურ თეატრში სამსახური, რომელიც თურმე ჯერ მხოლოდ იდგამდა ფეხს და ხელის შემშველებელი, გამამხნევებელი სჭირდებოდა, არამედ ისევ მხსნელისა და
გადამრჩენელის სახე რომ აღედგინა იმას ცოლის თვალში. “ახლავე
უნდა დავსვა ლიზა და ყველა კაბა გადავაკეთებინო, ზღვაზე რომ ჩაიცმეოდესო” – ტიკტიკებდა სულელი ბავშვივით და თან პატარა,
მრგვალ სარკეში წარამარა უყოფდა ენას საკუთარ გამოსახულებას.
მაგრამ, მართლაც რომ სულელი ბავშვი იყო მაშინ, არ ესმოდა, ვერ
ხვდებოდა, მისი ქმრის აღზევება განწირულის უკანასკნელი, საბედისწერო გაბრძოლება რომ იყო და უჩვეულო მღელვარებით იმას კი
არ აუწყებდა ცოლოურს, რაც უნდოდა, რაც გადაეწყვიტა – შეფარულად თხოულობდა რჩევას, შველას: გამარკვიეთ, გამაგებინეთ, როგორ მოვიქცეო. ამიტომაც მოაყოლა ალბათ ბოლოს: სჯობია, გინ180
დოდეს და არ შეგეძლოს, ვიდრე შეგეძლოს და არ გინდოდესო. მისთვის შეუფერებელ ტვირთს ეჭიდებოდა, როგორც ჭიანჭველა დამწვარი ასანთის ღერს, და თან გულში იმისი იმედი ჰქონდა, მაინც არ
მიმატანინებენ ბოლომდეო, არა იმიტომ, დამწვარი ასანთის ღერს
რომ ვერ შეელეოდნენ, ანდა ჭიანჭველას დაზოგავდნენ, გაუფრთხილდებოდნენ, არამედ იმიტომ, ტვირთისა და მტვირთავის
შეუსაბამობა მაშინვე თვალში რომ ეცემოდათ და გააოცებდათ (თუ
არ გააბრაზებდათ), რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა ტვირთისა
და მტვირთავის გასათიშად, როგორც მოხდა კიდეც. “თავისუფლება
მონატრებია ჩემს სიძესო” – ჩვეულებისამებრ გაიხუმრა მამამ, გუბერნიის მთავარმა მოსამართლემ; მერე ცხვირსახოცში ცხვირი ხმით
მოიხოცა და გააგრძელა: თავისუფლება ლამაზი ქალივითაა, შენთანაა – ვერ აფასებ, სხვასთანაა და გშურსო. მაშინ კი, ცოტა არ იყოს,
შეცბა მისი ქალიშვილი, თავის თავზე მიიღო მამის ქარაგმა, რადგან
ქმრისთვის ყველაზე ლამაზი ქალიც ის იყო და თავისუფლებაც. თითქოს მამა იმას ეუბნებოდა, შენმა ქმარმა არც შენი ფასი იცის და ვერც
ის სიკეთე დაუნახავს, იმისთვის რომ გაიღეო. თავისებურად მამაც
მართალი იყო: მადლობის მაგიერ, ედიდგულებოდნენ, გაურბოდნენ;
თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე ოცნებობდნენ, როცა არც ერთისთვის იყვნენ მზად და არც მეორისთვის. ერთი უსაქმურობაში ეშლებოდათ, მეორე კი – უპატრონობაში. ოჯახი ერთ ლოგინში წოლა
ეგონათ, ის კი ავიწყდებოდათ, სად იდგა ის ლოგინი, ვის ეკუთვნიდა,
ვინ უცვლიდა თეთრეულს ყოველ მესამე დღეს; როგორ დააყვედრიდა რამეს ან ქალიშვილს, ან სიძეს, მაგრამ აღარც ისეთი პატარები
You have read 1 text from Georgian literature.
Next - რკინის თეატრი - 12
  • Parts
  • რკინის თეატრი - 01
    Total number of words is 3567
    Total number of unique words is 2235
    27.2 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 02
    Total number of words is 3649
    Total number of unique words is 2108
    32.5 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 1981
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 04
    Total number of words is 3630
    Total number of unique words is 2200
    28.9 of words are in the 2000 most common words
    42.7 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 05
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2058
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 06
    Total number of words is 3622
    Total number of unique words is 2149
    28.8 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 07
    Total number of words is 3490
    Total number of unique words is 2291
    24.7 of words are in the 2000 most common words
    35.7 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 08
    Total number of words is 3728
    Total number of unique words is 2153
    32.6 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 09
    Total number of words is 3681
    Total number of unique words is 2089
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 10
    Total number of words is 3699
    Total number of unique words is 2033
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 11
    Total number of words is 3712
    Total number of unique words is 2117
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 12
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2075
    32.3 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 13
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2087
    30.9 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 14
    Total number of words is 3744
    Total number of unique words is 2095
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    53.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 15
    Total number of words is 3682
    Total number of unique words is 2082
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 16
    Total number of words is 3641
    Total number of unique words is 1987
    29.7 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    53.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 17
    Total number of words is 3761
    Total number of unique words is 2000
    31.4 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 18
    Total number of words is 3656
    Total number of unique words is 2118
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 19
    Total number of words is 3664
    Total number of unique words is 2010
    32.0 of words are in the 2000 most common words
    47.1 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 20
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2042
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    53.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 21
    Total number of words is 3667
    Total number of unique words is 1947
    32.4 of words are in the 2000 most common words
    46.8 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 22
    Total number of words is 3663
    Total number of unique words is 2089
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 23
    Total number of words is 3714
    Total number of unique words is 1946
    31.5 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 24
    Total number of words is 3727
    Total number of unique words is 2061
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 25
    Total number of words is 3765
    Total number of unique words is 2022
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 26
    Total number of words is 3740
    Total number of unique words is 2080
    31.0 of words are in the 2000 most common words
    44.3 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 27
    Total number of words is 3737
    Total number of unique words is 2107
    31.3 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 28
    Total number of words is 3256
    Total number of unique words is 1894
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.