🕙 29-minute read
რკინის თეატრი - 23
Total number of words is 3714
Total number of unique words is 1946
31.5 of words are in the 2000 most common words
45.8 of words are in the 5000 most common words
54.2 of words are in the 8000 most common words
ხაფანგში. საცოდავები. ჰგონიათ, გავიქეცითო. მეგზურს ელოდებიან. თურქეთში აპირებენ გადასვლას, თავიანთი ჭკუით. იმათი მეგზური კი აგერ მიზის, მეორე ოთახში, ჩაის მიირთმევს, ჰა. ჰა. ჰა. ჰა… კანონი კი არ კლავს, ადამიანები ხოცავენ ერთმანეთს. საცოდავები.
საცოდავები”. ნატომ ჯერ ვერაფერი გაარჩია სურათებზე. დაძაბულობისგან თვალები სტკიოდა. მერე თანდათან გამოიკვეთნენ სახეები; ზოზინით, ნაძალადევად გამოვიდნენ მისი წამიერი სიბრმავიდან, როგორც დასაკითხად გამოხმობილი პატიმრები – საკნიდან.
ერთ სურათზე მართლა გელა იყო აღბეჭდილი, მაგრამ, ამავე დროს,
არც ჰგავდა გელას. არაბუნებრივად დამფრთხალი, დაეჭვებული
იყურებოდა. დანარჩენ სამს უფრო ჰგავდა, ვიდრე გელას, თითქოს
ერთი და იგივე სახე იყო გადაღებული ოთხჯერ, ოთხნაირად, ხან ანფასში, ხან პროფილში. მართალია, ერთს სათვალე ეკეთა, მაგრამ
არც ეს არღვევდა მსგავსებას. საერთო ბედის დამღას გადაეშალა ნებისმიერი გამოსარჩევი ნიშანი. ოთხივენი უპატრონო მგლებს ჰგავდნენ, თუკი შეიძლება, საერთოდ პატრონი ჰყავდეს მგელს. ნატოს
359
გალიის სუნი ეცა რატომღაც, და გამაოცებელი, გამაოგნებელი სიცხადით იგრძნო, აღარაფერი ეშველებოდა გელას. უცებ სკამიდან წამოვარდა, ქაღალდებს წაეტანა და იყვირა: არა, არა, არაო. პოლიცმეისტერი უნებურად უკან გადაიწია, საქაღალდეს ახლა ორივე ხელი
დააფარა და გაკვირვებულმა ამოხედა. მერე ისევ გაიღიმა და წვრილი, შავად მბზინავი ულვაშები უარესად დაუვიწროვდა, დაუგრძელდა. მაგიდაზე გადაჭიმული მაუდი აქაიქ დამსკდარიყო, აქერცლილიყო, ეგზემით დაავადებული კანივით. უაბაჟურო ნათურა ოდნავ ბჟუტავდა დამდგარ, დამყაყებულ ჰაერში. “მაშინ, ვინ? – თქვა პოლიცმეისტერმა და უცებ თვალები გაუდიდდა, ტუჩები ცალ მხარეს ამაზრზენად ჩაუნაოჭდა. ნატომ უკან მიიხედა, თითქოს რაცა თქვა, ვიღაცის
კარნახითა თქვა, მაგრამ უკან არავინ არ იყო. – რას მეუბნები?! ფუი,
დასწყევლოს ღმერთმა. ვერ უყურებ?!” – ვერაფრით ვერ დამალა
გაკვირვება პოლიცმეისტერმა. “დიახ! – გზამოჭრილივით იყვირა ნატომ. – დიახ, – გაიმეორა შემცბარმა, უკვე გამოფხიზლებულმა. –
დიახ, დიახ”, – გაიმეორა ზედიზედ, უკვე იმედმიცემულმა, რადგან მაშინვე მიხვდა, მის გონებას, უიმისოდ, სწორი გადაწყვეტილება
მიეღო, რაღაც ისეთი მოემოქმედებინა, რაც სამუდამოდ თუ არა,
დროებით მაინც აარიდებდა საფრთხეს მის უკანონოდ შობილ
შვილს. “აი, ხომ ხედავთ?” – გაიცინა პოლიცმეისტერმა. “დიახ”, –
თქვა ნატომ, დარცხვენილმა, გაბითურებულმა. “ვერ უყურებ?!” –
ისევ გაიკვირვა პოლიცმეისტერმა. “დიახ”, – გაიმეორა ნატომ. მერე
შინისკენ მირბოდა და ცდილობდა გაეხსენებინა, რა მოხდა პოლიცმეისტერის კაბინეტში, რითი დამთავრდა მათი საუბარი, გამოიქცა
თუ გამოუშვეს, და თუ გამოუშვეს, სამუდამოდ თუ დროებით. მირბოდა და ცდილობდა, როგორმე მოეშორებინა საბა ლაფაჩის სევდიანი,
მამაშვილურად მოღიმარი სახე, თუმცა, იმ წუთას, იმაზე ძვირფასი
ადამიანი არავინ არსებობდა მისთვის, იმაზე ახლობელი, იმაზე გულისხმიერი, იმაზე გამგები. ისე შეგლიჯა ჭიშკარი, დაწკავწკავებაც
ვერ მოასწრო ჭიშკარმა. ანდრო რომ დაინახა, გიჟივით ეცა, გულში
ჩაიხუტა და წინ და უკან წრიალს მოჰყვა ოთახში. წინ და უკან და360
დიოდა. ანდროს კოცნიდა და იცინოდა. “რამ გადაგრია, პალტო მაინც გაიხადეო” – ეძახდა დარია. ის კი, უფრო და უფრო იხუტებდა მისი საქციელით, ცოტა არ იყოს, შემკრთალსა და შეწუხებულ ანდროს
და წინ და უკან დაძრწოდა, გალიაში დამწყვდეული ძუ მგელივით.
მერე ანდრო ატირდა და ვიდრე დარიამ არ ჩამოართვა, დააყრუა
იქაურობა. თავი რომ სამშვიდობოს დაიგულა, თვალცრემლიანმა,
დაბღვერილმა, დაეჭვებულმა გამოხედა დედას. გაოფლილი თმა
შუბლზე მისწეპებოდა. “უყურეთ ამ საძაგელს. ბებია გირჩევნია
ხომ?!” – მიესიყვარულა ნატო. თან პალტოს ღილებს იხსნიდა. ანდრომ გაიღიმა, თავი სასწრაფოდ შეატრიალა და ბებიის კისერში ჩამალა სახე.
ერთადერთი, ვისაც ჯერ კიდევ არ ესმოდა და არც აინტერესებდა
ამქვეყნიური ვნებები, ანდრო იყო. ჯერ ისიც არ იცოდა, გადასარჩენად რომ ჰქონდა საქმე. მიუღებელი, გაუმართლებელი და არასასურველი რომ იყო მისი სიცოცხლე ამ ქვეყნისთვის; არ იცოდა, კონტრაბანდასავით რომ უპირებდნენ მისიანები უკეთეს ქვეყანაში გადაპარებას, ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ არ დაბადებულიყო, ჯერ
კიდევ უხილავი და მოუწყობელი, ქაოსის საშოში ფეთქავდა გაუბედავად და ჯერ კიდევ საკითხავია, შეძლებდა თუ არა დაბადებას. ჯერ
არაფერი არ იცოდა. არც აინტერესებდა. ჯერ ყველაზე დიდი საოცრება, ყველაზე საიმედო მიწა, ყველაზე ნათელი ცა, ყველაზე სურნელოვანი ბაღი გვერდით ეწვა და ყურში ჩასჩურჩულებდა: ახლა უნდა დავიძინოთ, კარგ ბიჭებს ამ დროს უკვე სძინავთო. და ისიც ტკბილად,
უდარდელად იძინებდა, დედის სურნელით გაჟღენთილი, საკუთარი
უვიცობითა და უმწეობით გაბღენძილი, გამედიდურებული. ასე გადიოდა დრო. ხოლო როცა ისევ გაიღვიძა, დედამ აივანზე გაიყვანა,
ხელში ატატებული, და უთხრა: აგე, ლიმონი ყვავისო. ისე აფორიაქდა, ისე აბუქნავდა დედის მკლავებზე, თითქოს იცოდა, რა იყო ლიმონი, ანდა რას ნიშნავდა – აყვავება. დედის თითს თვალი გააყოლა და
უსასრულო, ხასხასა, მსუყე სიმწვანე დაეძგერა თვალებში, თითქოს
აფოფრილი ტალღა ამოვარდა აივანზე, დედაშვილის გასატაცებ361
ლად. შეეშინდა და დედას მოეხვია კისერზე. დედამ გაიცინა და ნიკაპი ძალით მიუტრიალა ბაღისკენ. ბაღში ლიმონის ხე ცეცხლწაკიდებულივით ბუბუნებდა, ნაპერწკლებივით აფრქვევდა სიფრიფანა, გამჭვირვალე ყვავილსა და ოქროსფერ ბუსუსებს; ყვავილი პეპლების
ქარავანივით დაფარფატებდა ჰაერში და ნელა, ნაწილნაწილ, თითქოს სულის მოსათქმელად, თითქოს ფრთების დასასვენებლად, ეფინებოდა ბაღის მწვანე ზედაპირზე. ხოლო მეორედ რომ გაიყვანა დედამ აივანზე, იქაურობა თოვლს გადაეთეთრებინა. მარადმწვანე ხეებსაც თეთრი ნარმის შალითები ეცვათ; მაგრამ ჰაერში მოფარფატე
ფიფქებმა ისევ ლიმონის ყვავილობა გაახსენა და გაუხარდა, სიამაყით გაებერა გული, უკვე რაღაცა რომ იცოდა, უკვე რაღაცა რომ ახსოვდა, რაც მისთვის კიდევ მრავალ, წარუშლელ მოგონებას უნდა
დასდებოდა საფუძვლად და სიკვდილამდე გაჰყოლოდა; თუმცა მაშინ, რა თქმა უნდა, ამდენს ვერ ხვდებოდა; ფეხებზე წითელი თექის
ჩექმები ეცვა, ხელებზე – თოვლივით ქათქათა ხელთათმანები (ბებოს მოქსოვილი): ოთხი თითი ცალკე, ერთი – ცალკე; იმიტომ, რომ
ის ერთი – თავკერძა იყო: რაკი თქვენზე მსუქანი ვარ, ყველაფერი
მეტი მეკუთვნისო, ებუზღუნებოდა ძმებს, მაგრამ ძმებმა შინიდან გამოაბრძანეს: ერთი ვნახოთ, როგორ იცხოვრებ, ან როდემდე გაძლებ
უჩვენოთო; და მართლაც, ის თავკერძა თითი სულ იმის ფიქრში იყო,
როდის დაუბრუნდებოდა ძმებს; ეხამუშებოდა მარტო ყოფნა და მხოლოდ მაშინ მოისვენებდა ხოლმე, როცა ღუნღულა სიმარტოვეს თავს
დააღწევდა. ჩაცუცქულ დედას კალთაში ქუდი, პალტო და ხელთათმანები ეწყო, ახლა თექის ჩექმებს ხდიდა და სიცილით ეუბნებოდა:
თხა ხომ არა ხარ, გააჩერე ერთ ადგილას ფეხებიო. მაგრამ ანდროს
შიოდა, ვეღარ ითმენდა, მაგიდაზე ჩიტივით დასკუპებული, ჩიტივით
ნისკარტა სარძევესკენ გაურბოდა თვალი და ერთი სული ჰქონდა,
როდის გამოუყოფდა სარძევე თეთრსა და ორთქლიან ენას. სუფრაზეც უცნაური ჩიტები იყო ამოქარგული (ბებოს ჩიტები), უცნაურად
გრძელკისერა, უცნაურად ბოლოგაფოფრილი. ხელზე დაწვეთებულ
რძეს დედა კატასავით მადიანად აულოკავდა და პიანინოს მიუჯდე362
ბოდა. გრიალებდა პიანინო. წკრიალებდა ჭურჭელი. თრთოდა, ხტოდა, თახთახებდა პიანინოზე შემოდებული, უშნო, მეჭეჭებიანი ნარინჯი, რომელზედაც ისარგაყრილი გული ამოეჭრა ვიღაცას. ეს იყო
პირველი დღე ანდროს ცხოვრებისა და ალბათ ყველაზე ბედნიერიც.
ჯადოსნურ ხალიჩაზე იჯდა, ჯადოსნურ სარკეში იყურებოდა, ბალიშის
ქვეშ ჯადოსნური ბეჭედი ჰქონდა ამოდებული და რასაც ინატრებდა,
უსრულდებოდა: უფრო სწორად, იმას ნატრობდა, რაც უკვე ჰქონდა,
რადგან სხვა არაფერი არ უნდოდა; ის კი არ იყო მისთვის მთავარი,
რაც არ იცოდა, არამედ – რაც იცოდა. რაც სურდა – ჰქონდა და რაც
ჰქონდა, ის სურდა მხოლოდ. ვისაც ყოველდღიურად ხედავდა, ის უყვარდა, ის სჭირდებოდა და არავითარი სურვილი არ უჩნდებოდა იმისი ნახვისა, ვინც არასოდეს არ ენახა. კი არ აინტერესებდა, უბრალოდ, ხათრით უჩუმდებოდა დედას, როცა ის თანატოლივით ელაპარაკებოდა და ჭკუასაც ეკითხებოდა ხოლმე: რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, ორივე რომ დაბრუნდეს, ანდა ის არ დაბრუნდეს, რომელსაც
ჩვენ ველოდებით და რომელიც ნამდვილად ჩვენი მამააო. თვითონ
არც ერთს არ ელოდებოდა და არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა
მისთვის, რომელი დაბრუნდებოდა: ნამდვილი თუ ყალბი, თუ ორივე
ერთად, ერთი ციხიდან, მეორე ომიდან. ერჩივნა, იქ დარჩენილიყვნენ, სადაც იყვნენ. არც ციხისა გაეგებოდა რამე, არც ომისა; ნამდვილი მამაც ის იყო მისთვის, რაც ყალბი: უცხო, ზედმეტი, დედაში
შემცილებელი. არავინ არ უნდოდა, არაფერს არ ნატრობდა, გარდა
ერთისა: სულ ასე გვერდით ჰყოლოდა დედა. დედა ბნელში იხდიდა.
მაგრამ უჩინარიც ყველაზე ლამაზი იყო. “დედა” – ეძახდა ლოგინში
ჩათბუნებული, ლოყის ქვეშ ხელებამოწყობილი, ვითომ მაინც გხედავ, ვითომ ვერსად ვერ დამემალებიო. “ხო. ხო. ხო. აქა ვარ. დაიძინე”, – პასუხობდა დედა სიბნელიდან, მაგრამ დედას ხმაც ისეთი ცხადი, ისეთი ცოცხალი, ისეთი ნამდვილი ჰქონდა, არა მარტო ესმოდა,
ხედავდა კიდეც, აყვავებული ლიმონივით მობუბუნეს, სურნელოვანს;
კოცნიდა, ეფერებოდა; ცდილობდა – საბნის ქვეშ შეეტყუა, თავისთან
ჰყოლოდა, ვიდრე დედა გაიღვიძებდა და მოიკითხავდა. ასეთი ხმა
363
მხოლოდ დედას ჰქონდა, არც ბებიას, არც ბაბუას, მხოლოდ დედას,
და მის სულში ჩაღწეული, მის სულთან შეუღლებული, რაღაც სრულიად ახალ გრძნობას აჩენდა კიდევ: იდუმალს, შემაკრთობელს,
ამაფორიაქებელს, მაგრამ აუცილებელს, არა მარტო იმ წუთას, არამედ საერთოდ, სამუდამოდ, რადგან იმ გრძნობის გარეშე (მაშინ, რა
თქმა უნდა, ამასაც ვერ ხვდებოდა), ჰაერის თავისუფლად ჩასუნთქვაც გაუჭირდებოდა, ის არ იქნებოდა, ვინც უნდა ყოფილიყო, ის
არ ეცოდინებოდა, რაც უნდა სცოდნოდა, იმას არ გააკეთებდა, რისი
გაკეთებაც ევალებოდა. დედა ბნელში იხდიდა, მაგრამ მაინც ხედავდა, კეფაზე დაგრაგნილი თმიდან სათითაოდ როგორ იძრობდა რკინის ჩხირებს, როგორ ჩამოეღვრებოდა ხოლმე გათავისუფლებული
თმა შიშველ ზურგზე, როგორც თაფლი – ქილაზე, და როგორ მოისვამდა მხრებზე ხელებს, თითქოს ზღვაში აპირებს შესვლასო. მერე
ოდნავ, საიდუმლოდ გაიჭრაჭუნებდა დედის საწოლის ბადე და ეს
უნებურად თვალებს ხუჭავდა, ვითომ უკვე ეძინა, თითქოს დანაშაული იქნებოდა იმის გამომჟღავნება, რასაც იმ წუთას განიცდიდა.
“გძინავს?” – ჩაეკითხებოდა იდაყვზე დაყრდნობილი, მისკენ გადმოხრილი დედა და უცებ ისე აუფრიალდებოდა გული, ისე ამაფორიაქებლად მოუთათუნებდა სახეზე დედის ნაზი, სურნელოვანი ამონასუნთქი, მისთვისაც მოულოდნელად, ლამის ერთმანეთზე მიწებებული ქუთუთოებიდან, მაინც დაუსხლტებოდა ხოლმე გამყიდველი,
ბრმად შობილი, მაგრამ ერთბაშად დამამშვიდებელი ცრემლი;
ჭიამაიასავით ჩამოაცოცდებოდა ლოყაზე და სასიამოვნოდ დაუსუსხავდა კანს. დედა ერთხელ კიდევ აკოცებდა და მისი ხავერდოვანი
ტუჩების თითქოს ფრთხილი, მაგრამ ძირფესვიანად შემარყეველი,
თითქოს გაუბედავი, მაგრამ სულის ამომბრუნებელი შეხება მთელ
მის გატრუნულ არსებას ერთბაშად ანგრევდა და იმავე წამს კიდევ
უფრო მყარად აშენებდა; კლავდა, მაგრამ უფრო დიდ სულს უდგამდა
მაშინვე. თვალდახუჭული იწვა სიბნელეში, მაგრამ ამას არ ჰქონდა
არავითარი მნიშვნელობა, რადგან რაც ეკუთვნოდა, იმაზე მეტს მაინც ვერ დაინახავდა, მთლიანად მაინც არ შეიძლებოდა დედის და364
ნახვა, როგორც ჰაერისა, რომლითაც სუნთქავდა, რომლითაც იწმინდებოდა და რომელშიაც თავფეხიანად იყო ჩაკარგული. და ისიც,
თავფეხიანად ჩაკარგული დედის სურნელში, ნესტოებით, პირით, კანის ნასვრეტებით, მთელი არსებით იწოვდა მაცოცხლებელ სურნელს; ხედავდა, გრძნობდა, ესმოდა, რადგან მას ეკუთვნოდა, მხოლოდ მას, და არც საბანს, არც ზეწარს, არც ბალიშს უფლება არ
ჰქონდა შესცილებოდა, წილში ჩასდგომოდა, დაენარჩუნებინა თუნდაც უმნიშვნელო ნაწილი ამ სურნელისა. თითქოს გული უგრძნობდა, მოსასწრებად რომ ჰქონდა საქმე, ვერაფრით რომ ვეღარ მოიკლავდა მერე თავის დროზე მოუკვლელ შიმშილს; სულ ეშიებოდა,
რადგან, ჭკუაში ჩავარდნილს, სუფრა უკვე დიდი ხნის ალაგებული
დახვდებოდა, ხოლო მოშიშვლებულ მაგიდაზე საცოდავი ნაფხვენებიღა ეყრებოდა მხოლოდ, რითაც ერთი ბეღურაც ვერ ამოივსებდა
ჩიჩახვს. დრო კი გადიოდა, ვერაგულად, დაუნდობლად, შეუპოვრად,
და დღითი დღე იმასაც უფრო მეტად აღიზიანებდა მამის (თუ მამების?) არსებობა; ვერც მამას (მით უფრო – მამებს) ჩაიზიარებდა დედის სურნელში, როგორც არ უნდა დაერწმუნებინა დედას, მათი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ იმის (იმათ) დაბრუნებაზე რომ იყო
დამოკიდებული, რადგან თვითონ მეტოქის მეტს ვერაფერს ხედავდა
მამასა თუ მამებში, და არავითარი გრძნობა არ ჰქონდა, გარდა სიცარიელისა, რომლის არსებობაც უმალ ბუნების კანონს არღვევდა,
ვიდრე მის ბედნიერებას. მამის ცნება მისთვის ყოველთვის იდუმალი,
შორეული, მიუღწეველი დარჩებოდა, რადგან გაშინაურება, დაახლოება, მიწვდენა იმისა, რამაც შეგქმნა, ყოვლად შეუძლებელია, თუკი იქამდე არ იხილე და არ იგრძენი იგი, ვიდრე ფიქრს დაიწყებ იმაზე, ვიდრე საერთოდ დაიწყებ ფიქრს. ამასაც მერე მიხვდებოდა ანდრო, მერე მიხვდებოდა, როცა დედასაც დაკარგავდა; მერე მიხვდებოდა, როცა დედის დაკარგვით მამას დაიბრუნებდა: ერთადერთს,
ნამდვილს, შეუცვლელს, აუცილებელს; როცა შემაძრწუნებლად იგრძნობდა, ვალდებული რომ იყო ეცოცხლა, ერთადერთი დამამკვიდრებელი რომ იყო დედმამისა ამ ქვეყანაზე, ერთადერთი გამმარ365
თლებელი იმათი ცხოვრებისა, რაც არ უნდა უკანონოდ შობილი ყოფილიყო თავად; მერე მიხვდებოდა, როცა ენით უთქმელი შვებითა
და ტკივილით, ერთადერთ სახლად აღიქვამდა საკუთარ არსებას, სადაც მის მშობლებს ერთად ყოფნა შეეძლებოდათ, სადაც ყველაზე
წმინდა კავშირით შეეუღლებოდნენ ერთმანეთს, რადგან თვითონვე
გადასწერდა იმათ ჯვარს, ერთხელ და სამუდამოდ, უკუნითი უკუნისამდე, უკვე ჩაწვდენილი სიბრძნეს სიცრუისას, სიმარტივეს სირთულისას, სიტკბოს სიმწარისას, სინათლეს სიბნელისას; უკვე მიხვედრილი, მისთვის განკუთვნილი დროის ციფერბლატზე ისრებივით
სულ ერთ ადგილზე რომ იქნებოდნენ გალურსული მისი მშობლების
აჩრდილები, ვიდრე ბავშვური მრისხანებით, ბავშვური ეჭვითა და უნდობლობით სავსე თვალებს არ მოაშორებდა იმათ, უფრო სწორად,
ვიდრე საბოლოოდ არ აეხილებოდა, არა იმათი სახის, არამედ იმათი
სულის დასანახი თვალი; კიდევ უფრო ზუსტად, ვიდრე იმათი ბედი
შეძრავდა და არა საკუთარი სიობლე. მაგრამ ჯერ კიდევ შორს იყო
იქამდე. ერ ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა. პორტი და სადგური
ჯარისკაცებითა და ლტოლვილებით იყო სავსე. ბათუმი ზანზარებდა,
დგანდგარებდა. ზღვაში გერმანული წყალქვეშა ნავები დაძრწოდნენ.
ხან სად გამოირიყებოდა და ხან სად ჩაძირული გემის ნარჩენები.
რესტორნებში კი მუსიკა ქუხდა. კისკისებდნენ დაპეპლილი ქათმებივით გაჩეჩილი, სახეწამოჭარხლებული ქალები. კაცები ძაბრით ისხამდნენ პირში ღვინოს, გასისინებულ მუცლებზე ხელებს იტყაპუნებდნენ და მერე, საკუთარ ნარწყევში თავჩარგულნი, მკვდრებივით
იძინებდნენ. ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა. “ჩამიმატე ცხელი
წყალი, დარია, გამეთოშა ფეხებიო” – იძახდა შარვალდაკაპიწებული, ტაშტში ფეხებჩაყრილი დიმიტრი. “გეყოფა, ადამიანო, ჩაი უნდა
დავალევინო ბავშვებსო” – პასუხობდა დარია. ხოლო ბავშვები – ნატო და ანდრო – თავიანთ ოთახში იყვნენ შეკეტილნი, ერთმანეთს
სულში უძვრებოდნენ და არაფერი არ უნდოდათ, თუკი საერთოდ
გაანებებდათ ქვეყანა თავს. გელასი არაფერი არ ისმოდა, არც მისი
შემცვლელი ჩანდა, და ნატოს იმედი ჰქონდა, ისევე რომ შეიძლებო366
და, არ დაბრუნებულიყო საბა ლაფაჩი, როგორც გელა. არც ერთის
დაბრუნება არ უნდოდა, რადგან ორივესი ერთნაირად რცხვენოდა:
ერთისთვის მამობა წაერთმია, მეორისთვის კი, ძალით დაეკისრებინა. ამიტომ, თავისთავად, ერთ არსებად ქცეულიყვნენ ისინი, რამდენადაც ერთზე ფიქრი, ძალაუნებურად, მეორეზე ფიქრსაც ავალდებულებდა და ისიც ერთნაირად იტანჯებოდა, ერთნაირად შფოთავდა,
როგორც წარმოდგენილი გელასი, ისევე წარმოდგენილი საბა ლაფაჩის წინაშე. მართალია, ერთთან გულით იყო დაკავშირებული,
მეორესთან კი – გონებით, მაგრამ გრძნობაცა და აზრიც სინდისის
ქენჯნას უჩენდა მხოლოდ, როგორც ერთის, ისევე მეორის მიმართ;
ორივესთან დამნაშავედ თვლიდა თავს, რადგან უკვე ანგარება ედო
საფუძვლად მის გრძნობასაც და აზრსაც, ანგარება წარმართავდა, და
ამიტომ, ძველი გულწრფელობისა, ძველი სიმტკიცისა ნასახიც აღარ
შერჩენოდა. ერთსაც და მეორესაც ერთი და იმავე სიტყვებით უფიცავდა, სხვა გზა არ მქონდა, იძულებული ვიყავი, ასე მოვქცეულიყავიო. ორივესთან თავის მართლება სჭირდებოდა და ორივე ერთნაირად აღიზიანებდა, რადგან ფიქრშიც არ დაუშვებდა, სწორედ
იმათთან თუ დასჭირდებოდა თავის მართლება; ყველაზე ნაკლებად
იმათგან ელოდებოდა განსჯას, რამდენადაც ერთი უყვარდა,
მეორესთან კი, საერთოდ არაფერი აკავშირებდა, ჩვეულებრივი თავაზიანობის მეტი. მაგრამ იმათი დარწმუნება კი არ იყო მთავარი,
არამედ საკუთარი თავისა; საკუთარი თავის წინაშე ცდილობდა, ისევე გაემართლებინა პოლიცმეისტერის კაბინეტში მოულოდნელად
დაბადებული განზრახვა, როგორც ადრე, ჩახუთულსა და მტვრიან
სხვენში, არანაკლებ მოულოდნელად დაბადებულ გრძნობას ამართლებდა. მაგრამ განსხვავება მაინც არსებობდა მათ შორის, რაც,
თავისთავად, არჩევანის აუცილებლობასაც ნიშნავდა. გრძნობა მოწყალების გაღებას ავალდებულებდა, ხოლო განზრახვა – მოწყალების მიღებას; გრძნობას თავად დასდგომოდა მსახურად, განზრახვა
კი იძულება იყო, ცხოვრებისგან თავსმოხვეული; გრძნობა ოცნების
არარსებულ გზაზე დაატარებდა, განზრახვა კი გამოსავალი იყო, არა
367
მარტო ფუჭი, გამაბითურებელი ოცნებიდან, არამედ გაუთავებელი
შიშისა და გაურკვევლობის ბურუსიდანაც, რაც მთავარია, შეურაცხყოფისა და დამცირების იმ მტანჯველი შეგრძნებიდანაც, ყულფივით
რომ ჩამოაცვა კისერზე ქალბატონმა ელენემ. თუ ვინმე სძულდა,
ქალბატონი ელენე სძულდა, ხოლო მისი სიძულვილი საბა ლაფაჩისა
და გელას მიმართ, თავისი სიმარტოვის გამო, სიძულვილად არც ჩაითვლებოდა, სიბრაზისა და უმწეობის ნაშიერი, მეურმის სიძულვილს
ჰგავდა, გამეტებით რომ სცემს, უკანასკნელი სიტყვებით რომ აგინებს მარჩენალ ხარებს და, იმავე დროს, მხოლოდ მათი მეშვეობით
აპირებს ტალახიდან ურმის ამოთრევას. ასე რომ, ეტყობა, არჩევანი
უფრო ადრე ჰქონდა ნატოს გაკეთებული, ვიდრე პოლიციაში დაიბარებდნენ; ყოველ შემთხვევაში, ქვეცნობიერად უკვე მზად იყო ამგვარი ნაბიჯის გადასადგმელად, რადგან საამისოდ სხვა, შიშზე არანაკლებ ძლიერი მიზეზიც გააჩნდა: ქალური პატივმოყვარეობა და შურისძიების სურვილი. პოლიციასთან კი არ ჰქონდა საქმე, არამედ
ქალბატონ ელენესთან, რადგან პოლიცია, ბოლოს და ბოლოს, ისე
მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო, ის გააკეთა, რისი გაკეთებაც
ევალებოდა, ხოლო ქალბატონი ელენეს გულგრილობასა და სიმკაცრეს არავითარი გამართლება არ ჰქონდა, თუ არა პირადი შური და
სიძულვილი. ეს აბნევდა ყველაზე მეტად ნატოს, ეს ხეთქავდა გულზე
და ეს ვერ მოენელებინა, თუმცა ქალბატონი ელენეს გულგრილობა
და სიმკაცრე, გარკვეული თვალსაზრისით, ბიძგსაც აძლევდა, უარესად აღაგზნებდა საბრძოლველად და, რაც მთავარია, პოლიციაში,
წამიერი გამოთიშვის ჟამს მიღებული გადაწყვეტილების სისწორეშიც
არწმუნებდა. იმისი ჯიბრით ეჩურჩულებოდა ჯერ კიდევ უგნურ
შვილს: სწორად მოვიქეცით, ვისაც ჩვენ არ ვუნდივართ, ჩვენ რატომ
უნდა დავაგლიჯოთ კალთებიო. სხვათა შორის, თეატრში ჩაფლავებული სტუმრობის შემდეგ, ნატომ ერთხელ კიდევ სცადა უკარება დედამთილის გულის მოგება, ერთხელ კიდევ სცადა იმის ქვადქცეული
სიჯიუტის გატეხვა, ერთხელ კიდევ მიაფურთხა ეშმაკს და, ამჯერად,
შვილიანად ეახლა შინ. ეგონა, შვილიშვილის დანახვა მაინც შეს368
ძრავდა, დაანამუსებდა, მიახვედრებდა თავის უსამართლობას, ნატოსაც გულში ჩაიხუტებდა და ეტყოდა: რა გაეწყობა, რაკი მაინც შენი გაიტანე, ახლა უფრო მაგრად ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი და ერთად დაველოდოთ გელასო. მაგრამ ქალბატონ ელენეს წარბიც არ
შეუხრია, პირგამეხებული იჯდა, სკამიდანაც არ წამომდგარა, თითქოს მევალეები დასდგომოდნენ თავზე. მხოლოდ იმას ელოდებოდა,
როდის მოიფიქრებდნენ წასვლას მისი ძალადმაცხონე სტუმრები. ნატომ კი, აღარ იცოდა, როგორ მოეგო იმისი უგრძნობი, უსისხლო გული. ნახე, რა ლამაზი კატაა, ნახე, რა ლამაზი საათია, ნახე, რა ლამაზი ჭიქებიაო – აღტაცებული ეტიტინებოდა აჩხავლებულ ანდროს და
ოთახში დაატარებდა, თითქოს აქაურობის დასათვალიერებლად მოეყვანა მხოლოდ და არა სამათხოვროდ, როგორც ბოშა ქალს, ცალ
ძუძუსაც რომ მოიშიშვლებს ხოლმე განგებ, რათა კიდევ უფრო
თვალნათელი, უტყუარი გახადოს თავისი დედობა და მეტი გამოსცანცლოს მწყალობელს. რამდენადაც ბავშვიან ქალს მეტი სჭირდება, ბავშვიანი ქალის უარით გასტუმრება ცოდვად ითვლება, სირცხვილია, უსინდისობაა, და როგორც არ უნდა გეძნელებოდეს, მაინც
უნდა დაძლიო შენი სიწუწკე და მაინც უნდა გაიღო მოწყალება, თუნდაც სხვების დასანახად, აი, როგორი კეთილი, როგორი ღვთისნიერი ვარო. ანდროს კი ჯერ არაფერი გაეგებოდა, არც კატისა, არც
საათისა და არც ჭიქებისა; რა თქმა უნდა, არც ის იცოდა, საზარელი,
დაუნდობელი ორთაბრძოლის მოწმე რომ იყო, ერთსა და იმავე კაცში შეყვარებული, მაგრამ ამ სიყვარულით სხვადასხვანაირად გაუბედურებული ორი ქალის ორთაბრძოლისა, რომელიც არასოდეს დამთავრდებოდა, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, სიცარიელე, გაუთავებელი სიცარიელე, გაუთავებელი არაფერი იქნებოდა მისი ბოლო,
რადგან გაუთავებელი არაფერი იყო ისიც, რისი გულისთვისაც იბრძოდნენ, და იმიტომ იბრძოდნენ, თავადაც რომ არ ეღიარებინათ
ეს, რადგან ვიდრე იბრძოდნენ, გარკვეული თვალსაზრისით, ისიც
ინარჩუნებდა არსებობის უფლებას, ისიც, გაუთავებელი სიცარიელე,
გაუთავებელი არაფერი, ერთის შვილი და მეორის ქმარი, ორი ქა369
ლის სამუდამოდ დამაკავშირებელი ცოდვა, საერთო, მაგრამ, ამავე
დროს, განუყოფელი, რადგან იმისი გაყოფა იმისი სიკვდილის
აღიარებაც იქნებოდა, იმის სიკვდილთან შეგუება, რასაც არც ერთი
არ დაუშვებდა, თუნდაც იმიტომ, არარსებულისკენ, იდუმალისკენ
ლტოლვის ჟინს უკვე აუცილებელი რომ გაეხადა ისინი ერთმანეთისთვის, უფრო სწორად, თავის მოსატყუებლად სჭირდებოდათ ერთმანეთი, უპირველეს ყოვლისა, და არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორი ურთიერთობა ექნებოდათ ერთმანეთში: დედაშვილური, რძალდედამთილური თუ დანასისხლური, რამდენადაც ნებისმიერი ურთიერთობა თანაბრად ვარგოდა, არსებულის ნიღაბი რომ
აეფარებინათ არარსებულისთვის, ერთს დედობის უფლება შეენარჩუნებინა, მეორეს კი ცოლობისა. ქალბატონი ელენე კოპებშეკრული
იჯდა მაგიდასთან: ერთი ხელი კალთაში ჩაედო, მეორე მაგიდაზე დაესვენებინა. ნატო კი ლამის ყირაზე დამდგარიყო ამ პირქუში ქალის
წინ, ლაქუცა ფინიასავით ექიცინებინა კუდი, ოღონდ იმას, ერთი წამით, ზრდილობისთვის მაინც გაეხსნა შუბლი; ერთხელ მაინც აეყვანა
ხელში ანდრო, თუნდაც როგორც მეზობლის ბავშვი და არა როგორც
საკუთარი შვილიშვილი; ცალი ყბით მაინც დაემშვიდებინა ნატო;
რაიმეთი, რამენაირად მაინც გამოეხატა თავისი მხარდაჭერა, თანაგრძნობა, არა როგორც რძლის, არამედ როგორც მეორე ქალის მიმართ, მაგრამ, ქალბატონი ელენე ამის ღირსადაც არ თვლიდა ნატოს, რადგან საკუთარი უბედურებაც ჰყოფნიდა, საკუთარი უბედურებით ისე იყო გაამაყებული, ისე ავარდნოდა თავში, არც არაფრის დანახვა უნდოდა, არც არაფრის გაგონება. ნატო ჯერ კიდევ ერეოდა
თავს, მაგრამ უკვე აღარ იცოდა, როგორ მოიქცეოდა მეორე წუთას,
ისევ კუდის ქიცინსა და თვალთმაქცობას გააგრძელებდა, თუ ფრჩხილებით ჩააფრინდებოდა თავკერძა მეტოქეს, პირში მიახლიდა, რასაც იმაზე ფიქრობდა, რასაც ის იმსახურებდა, სისასტიკეში გადაზრდილი სამართლიანობითა და ბოროტებაში გადაზრდილი გულგრილობით. შავი კატაც მკვდარივით ეგდო ტახტზე. ერთი არ განძრეულა. თვალი არ გაუხელია. თითქოს იმასაც ფეხებზე ეკიდა ან370
დროს ჩხავილი და ნატოს გაწამაწია. ნატოს უნდოდა, კატა გადმოეგდო ტახტიდან, რამე გაეტეხა, მაგრამ შვილი აკავებდა, როგორც
ცხენს – აღვირი, ანდა არსებობდა კიდევ რაღაც უხილავი ძალა, რომელსაც მისი შეკავება შეეძლო იმ წუთას, კიდევ არსებობდა რაღაც,
ასევე უხილავი ჯებირი, სიყვარულსა და მოკრძალებაზე უფრო ძნელად გადასალახავი. და უცებ, თვითონაც რომ არ ელოდებოდა, თავზარდამცემი სიცხადით იგრძნო – ეს ჯებირი მხოლოდ და მხოლოდ
საკუთარი უპირატესობა იყო და მეტი არაფერი. “იმის მაგივრად,
რომ… იმის მაგივრად, რომ…” – ამოილუღლუღა ნირწამხდარმა,
რადგან იმასაც მიხვდა მაშინვე, თვითონ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე მისი მეტოქე: არარსებულს მისთვის შვილი
დაეტოვებინა, მეტოქისთვის კი – ფუყე, უაზრო, უიმედო მოლოდინი.
ახლა თავისმა უმადურობამ და სიხარბემ შეაწუხა, მაგრამ ამ ორმა
უაღრესად ადამიანურმა გრძნობამ კი არ შეუსუსტა, კიდევ უფრო გაუძლიერა უპირატესობის შეგრძნება, რადგან სიყვარულის მთელი
ავანჩავანიც მხოლოდ იმ წუთას გახდა მისთვის ნათელი; იქამდე,
თურმე, საერთოდ არაფერი გაეგებოდა სიყვარულისა, ანდა იმდენივე გაეგებოდა, რამდენიც სხვებს, რომლებსაც არაფერი ესაქმებოდათ მის სიყვარულთან; ეს კი, სწორედ იმ სხვების გულის მოსაგებად
ირჯებოდა იქამდე; ის ადარდებდა, რაზედაც უნდა გასცინებოდა მხოლოდ, რადგან მიტოვებული კი არ იყო თურმე, არამედ საქმისთვის
დატოვებული, მშრომელივით განმარტოებული; სიყვარულის თაკარა მზის ქვეშ, სიყვარულის უკაცურ მინდორზე სიყვარულის პური
მოჰყავდა თურმე, შეიძლება ცოტა, ერთი პეშვი, მაგრამ მაინც საკმარისი, სხვებს, მასზე უბედურებს, უსიყვარულოდ დარჩენილებს, სიყვარულზე ეფიქრათ, თუნდაც შურით, ღვარძლით, უსამართლოდ,
ოღონდ არ დავიწყებოდათ მისი არსებობა, ყოველთვის თვალში
ჰყოლოდათ გაჩხერილი მარტოხელა მუშაკი, რომელსაც ჯიუტად,
ოფლითა და ტანჯვით მოჰყავდა ერთი პეშვი ხორბალი გრძნობისა,
რომლისაც აღარაფერი გაეგებოდათ, მაგრამ იმ ხორბლისგან გამომცხვარი პურით მოწამლულთა ცქერა მაინც აღიზიანებდათ, მაინც
371
ანიჭებდათ გარკვეულ სიამოვნებას, ცვედანთათვის განკუთვნილს,
და ამიტომაც, სათაკილოს, ღრმად, საიმედოდ შენიღბულს შავი პირბადითა და ბებრული გულგრილობით. აი, რისი მპყრობელი იყო
თურმე ნატო და არ იცოდა; უსაფუძვლო, უსაფუძვლო კი არა, დასაცინი, დასაგმობი ეჭვით, შიშითა და სირცხვილით გაჩენილი ბავშვის
სიცოცხლე ეკიდა კისერზე, როგორც ძროხას ეჟვანი, პატრონს არ
დავეკარგოო, სხვა ძროხებში არ ავერიოო, დროზე გამომხედოს,
დროზე გამიღოს ჭიშკარიო – როცა, თურმე, სიყვარულს ჰყავდა თავის ხატად, თავის მუშაკად არჩეული, სიყვარულს, რომელიც სხვათა
აღიარების შემდეგ, ქალისა და კაცის ჩვეულებრივ, ბუნებრივ ურთიერთობად, ხორციელ კავშირად იქცევა მხოლოდ, მაგრამ უარყოფილი, ღვთაებასავით მიუღწეველი, ხელშეუხებელი, შესაშური და სანატრელი რჩება ბოლომდე, იმავე უარმყოფელის თვალში. მაგრამ
ამას რომ მიხვედრილიყო ნატო, მთლიანად რომ ეგრძნო იგი –
მტკივნეული, მტანჯველი, სულის შემხუთავი, გულის გამტყავებელი
და, ამავე დროს, ენით უთქმელი ნეტარების, შვების, სიმშვიდისა და
სიამაყის აღმძვრელი გრძნობა – საამისოდ უფრო მეტი იყო საჭირო,
ვიდრე იქამდე განეცადა, ვიდრე პირველი გაბედვა, მოულოდნელად
დაძლეული სიმორცხვე და საკუთარი სიშიშვლით მოგვრილი, წამიერი, სასიამოვნოდ შემაშფოთებელი გაოცებაა. ეს რომ გაეგო,
ამას რომ ჩაწვდენოდა ნატო, გელა უნდა გამქრალიყო საერთოდ და
თავადაც უნდა მომკვდარიყო გელას ოთახში, გელას დედის თვალწინ, რადგან იმ ნატოს, რომელიც ამდენს ვერ ხვდებოდა, არც სიცოცხლის უფლება ჰქონდა. სამაგიეროდ, იმავე ოთახში, იმავე ქალის
თვალწინ, ახალი ნატო უნდა დაბადებულიყო, კი არ დაბადებულიყო,
გელას გამჩენს, სიკვდილით ჩაშავებულსა და სიკვდილივით უხორცო ქალს უნდა შეექმნა, შეეკოწიწებინა ახალი ნატო, ოთახის ბინდით, გვერდამოჭმული ჭიქით, შავი კატითა და, რაც მთავარია, საკუთარი სიგიჟით, სისასტიკით, სიმარტოვითა და სიბეჩავით; სულელი,
გულუბრყვილო, სხვების ხელის შემყურე გოგო თავისნაირ ურჩხულად უნდა ექცია, ოღონდ ცოტა უარესად, უფრო ძლიერად, უფრო
372
სიცოცხლისუნარიანად, რადგან თავად აღარაფერი გააჩნდა სიყვარულის სამსხვერპლოზე მისატანი, მისი შვილის დანატოვარიც სხვას
ეჭირა ხელში და არა თავად; რაღაცა შეშლოდა, რაღაცა ვერ მოეზომა და იმიტომაც იჯდა ახლა ასე დაბღვერილი, ასე პირგამეხებული,
ასე გაბითურებული. არა, აქ აღარაფერი ესაქმებოდა ნატოს; პირიქით, რაც დროზე გააღწევდა აქედან, ის აჯობებდა მისთვისაც და მისი
შვილისთვისაც. მის უბედურებასთან შედარებით, სალაპარაკოდაც
არ ღირდა ქალბატონი ელენეს დახავსებული უბედურება, თუნდაც
იმიტომ, აღარაფერი რომ მიემატებოდა იმის უბედურებას, როცა ნატოსი ჯერ მხოლოდ იწყებოდა. უცებ საათმაამურმა მხიარული მელოდიის ნაგლეჯი დაიწკრიალა და ნატომ გულიანად გადაიკისკისა,
თითქოს მისი და მისი შვილის გასართობად, მათ გასაოცებლად
წკრიალებდა მასპინძლის საათი. “ნახე, ნახე, როგორ უკრავს, – უთხრა ანდროს. – ლა, ლა, ლა, ლა. – აჰყვა საათს. – გაჩუმდი! – უყვირა უცებ, თითქოს ანდროს ტირილი აფუჭებდა საქმეს, თითქოს ასე
რომ ჩხაოდა, იმიტომ არ მოსწონდა იგი ბებიამისს, თითქოს კიდევ
რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა, აღიარებდა თუ არა მის შვილს ქალბატონი ელენე. – მართლა ცუდი ბიჭი კი არა, ვარ, ბებო, ალბათ ჩავისვარე და იმიტომ ვტირი. ხო, წავალთ, წავალთ… აქ კი არ დაგტოვებ.
– გააგრძელა ჩვეულებრივი ხმით და გაღიმებულმა გამოხედა ქალბატონ ელენეს, როგორც ნებისმიერ ქალს გამოხედავდა იმ წუთას,
ყოველგვარი შეფარული განზრახვის გარეშე, უბრალოდ, როგორც
“დედის” ენის მცოდნეს და ამდენად, მისიანს, მხოლოდ და მხოლოდ
ერთნაირი ბუნების გამო. – გაჩუმდი. გაჩუმდი! – იყვირა ისევ და
თვალები ცრემლით აევსო, გული აუჩუყდა რატომღაც, რაღაც იდუმალი, გაურკვეველი სინანული დაეუფლა მოულოდნელად. – გაჩუმდი,
თორემ კატას მივუგდებ შენს თავს, აგე, როგორი ჭკვიანი ფისუნია
ჰყავს ქალბატონ ელენეს. ფისო, ფისო!” – დაიძახა ათრთოლებული,
ცრემლნარევი ხმით. “ნატო!” – ამოიხრიალა ქალბატონმა ელენემ.
“გაანებეთ ნატოს თავი, ყველამ გაანებეთ!..” – შეუღრინა ნატომ და
საკუთარი საქციელით შემცბარი, შერცხვენილი, გამოვარდა ოთახი373
დან, აჩხავლებულ შვილთან ერთად. იმის მერე ნატო აღარ მისულა
ქალბატონ ელენესთან. არც ის გაუგებინებია, პოლიციაში რომ
დაიბარეს და, რაღა თქმა უნდა, არც ის, თავად ნატომ რომ გაათავისუფლა იგი ბებიობის მოვალეობისგან, თუმცა თავს ძლივს ერეოდა,
ენა ექავებოდა, სული მისდიოდა, ისე უნდოდა ამის თქმა, ისე უნდოდა ენახა, რა სახე დაედებოდა ქალბატონ ელენეს, როცა ვითომ სხვათა შორის, აგდებულად ეტყოდა: შეგიძლიათ მშვიდად ბრძანდებოდეთ, ასაღელვებელი არაფერი გაქვთ, რადგან პოლიციამ უკვე გაარკვია, თქვენი შვილიშვილი თქვენი შვილიშვილი რომ არ არის და,
ამიტომაც, ცხადია, თქვენც აღარ ბრძანდებით თქვენი შვილიშვილის
ბებიაო. მაგრამ თავს თუ იკავებდა, თუ უძალიანდებოდა ამ მართლაც ძნელად დასაოკებელ ცდუნებას, მხოლოდ იმიტომ, არაფერი
რომ უმაგრებდა ზურგს, გარდა საკუთარი, ბრმად შობილი, გიჟური
განზრახვისა, რომელიც, ადვილი შესაძლებელია, ისევ მას დასტყდომოდა თავზე, კახპობასთან ერთად, გამომძალველობაც დაებრალებინა, რადგან არავითარი საფუძველი არ გააჩნდა საიმისოდ,
გულდამშვიდებული ყოფილიყო, საბა ლაფაჩიც სიტყვაზე რომ
დაუჯერებდა იმას, რაც პოლიციამ დაუჯერა. დაუჯერა? მართალია,
აღარ დაუბარებიათ, თავი გაანებეს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული,
ისინიც საბა ლაფაჩის დაბრუნებას რომ ელოდებოდნენ, რადგან
მხოლოდ მისგან შეიტყობდნენ სიმართლეს, ანუ მხოლოდ მისი მეშვეობით ამხელდნენ სიყალბეს, რის მერეც გაცილებით ძნელი დასადგენი გახდებოდა ანდროს ჭეშმარიტი ვინაობა, არა მარტო პოლიციისთვის, არამედ ქალბატონი ელენესთვისაც; ხოლო ქალბატონი
ელენე ერთხელ მაინც თუ დაუშვებდა, ანდრო არ ყოფილა ჩემი შვილიშვილიო, მაშინ ნატო უპირატესობის შეგრძნებასაც დაკარგავდა,
რადგან საერთოდ აღარ ექნებოდა იმასთან ბრძოლას აზრი, იმისი
აღიარებაც გაუფასურდებოდა და იმისი უარყოფაც. აქედან გამომდინარე, ისევ ნატო დარჩებოდა გაბითურებული. მისი განზრახვა, ჯერჯერობით, არაფერს ნიშნავდა, მთავარია, როგორ შეხედავდა საბა
ლაფაჩი მის განზრახვას. ასე რომ, უნდოდა თუ არ უნდოდა, ხვდებო374
და თუ ვერ ხვდებოდა, ნატოს არჩევანი თავისთავად იხრებოდა საბა
ლაფაჩისკენ და ნატოც სიყვარულის გზიდან, თანდათან, თითქმის შეუმჩნევლად, ვერაგობის გზაზე გადადიოდა, რომელიც ქარაფშუტა,
გრძნობას აყოლილი გოგოებისთვის კი არ არის განკუთვნილი, არამედ ცხოვრებისგან გამოქექილი, ჭკუადამჯდარი ქალბატონებისთვის. უფრო სწორად, ქარაფშუტა გოგოს გარდაქმნაც შეუძლია
ჭკუადამჯდარ ქალბატონად. დიახ, ქალბატონად! თუკი ნატოს უნდოდა, ქალბატონ ელენესავით თავაწეულს ევლო, თუკი უნდოდა, ქალბატონ ელენესთან ანგარიში გაესწორებინა, როგორც თანატოლსა
და თანასწორს, სხვა გზა არ არსებობდა, ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც მოიქცა: რაც გელას დასცანცლა, საბა ლაფაჩისთვის უნდა
მიესაღებინა, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებდა მეუღლისა
და დედის სახელს, პატივსა და ღირსებას. სიყვარული ის უპირატესობა იყო მხოლოდ, რომლითაც საკუთარ თვალში შეეძლო ამაღლება.
ამას ალბათ ქალბატონი ელენეც ხვდებოდა და იმიტომაც ტოვებდა
სიყვარულის ამარა, იმიტომაც არ აღიარებდა იმის დედობას, იმის
მეუღლეობას, რათა ყოველთვის ნატოზე მაღლა მდგარიყო სხვათა

You have read 1 text from Georgian literature.
Next - რკინის თეატრი - 24
- Parts
- რკინის თეატრი - 01
- რკინის თეატრი - 02
- რკინის თეატრი - 03
- რკინის თეატრი - 04
- რკინის თეატრი - 05
- რკინის თეატრი - 06
- რკინის თეატრი - 07
- რკინის თეატრი - 08
- რკინის თეატრი - 09
- რკინის თეატრი - 10
- რკინის თეატრი - 11
- რკინის თეატრი - 12
- რკინის თეატრი - 13
- რკინის თეატრი - 14
- რკინის თეატრი - 15
- რკინის თეატრი - 16
- რკინის თეატრი - 17
- რკინის თეატრი - 18
- რკინის თეატრი - 19
- რკინის თეატრი - 20
- რკინის თეატრი - 21
- რკინის თეატრი - 22
- რკინის თეატრი - 23
- რკინის თეატრი - 24
- რკინის თეატრი - 25
- რკინის თეატრი - 26
- რკინის თეატრი - 27
- რკინის თეატრი - 28