Latin

რკინის თეატრი - 12

Total number of words is 3745
Total number of unique words is 2075
32.3 of words are in the 2000 most common words
45.8 of words are in the 5000 most common words
53.1 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
იყვნენ ისინი, თეთრი შავისგან ვერ გაერჩიათ, იმდენი არ სცოდნოდათ, დამოუკიდებლად არაფერი რომ არ არსებობს არც ბუნებაში და
არც ცხოვრებაში, ლომი იქნება თუ კოღო, კათალიკოსი თუ ტაძრის
გლახა. მშობლის სიმართლე ისევ მყარი, შეუვალი იყო, მაგრამ უფრო გამაღიზიანებელიც, სწორედ თავისი სამყაროსა და შეუვალობის
გამო. სარკეში იჭყიტებოდა და თან ტიტინებდა: ძალიან მიყვარს ჩემი
მამიკო, მაგრამ როგორც ქმარიკო გადაწყვეტს, მეც ისე მოვიქცევიო.
181
“აღარ გამაგონოთ ბათუმი!” – მუშტი დაჰკრა მაგიდას დედამ. მამამ
შუბლი შეიჭმუხნა, არ ესიამოვნა მუშტის დაბრახუნება. “ჩვენ ლექსებს ვათეთრებთ, აქ კი თურმე შეთქმულება მზადდებაო” – დაუძახა
ცოლს, მაგრამ მაშინვე გაიღიმა და პროფესიული სიდინჯით, ყურადღების, ნდობის, მორჩილების მომთხოვნი ხმით გააგრძელა: კარგმა
ცხოვრებამაც იცის მოყირჭებაო; მე თუ მკითხავთ, ჯობია შევირგოთ
ეს კარგი ცხოვრება, ვიდრე იმაზე ვიფიქროთ, თუ რითი შევცვალოთ
იგიო. იმ საღამოს სხვაც ბევრი ითქვა: სიტყვამ სიტყვა მოიყოლა, ჯიბრმა – ჯიბრი, წყენამ – წყენა, გაუგებრობამ – გაუგებრობა, და კართან ატუზული ლიზა ხან ერთს შეხედავდა, გაოცებისაგან პირდაღებული, და ხან მეორეს. მარტო იმან არ იცოდა, რა ხდებოდა, რა ეთქვა, რადგან იმდენად მოულოდნელად დაიწყო ყველასათვის ეს ამბავი, უბრალოდ, ვერც მოახერხებდნენ ლიზას დარიგებას და ვერც
ლიზა მოასწრებდა სათქმელის დაზეპირებას. დედამ ცოტა წაიტირა
კიდეც, თითქოს იმდღევანდელი უსიამოვნება მისი ყოვლად უწყინარი საქმიანობის უდიერად მოხსენებით იყო გამოწვეული და არა სიძის მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი ამბოხით. ბოლოს, უაზრო
სჯაბაასით გაბეზრებულმა მოსამართლემ გაზეთზე დაგდებული სათვალე ისევ მოირგო, გაზეთს ხელისგული გადაუსვა, ნაოჭი გაუსწორა, დააცქერდა და – მდააააო – ამოიჟღრიალა გაბზარული ზარივით; ეს კი უტყუარი დადასტურება გახლდათ იმისა, ბატონი მოსამართლე საჭიროდ რომ აღარ თვლიდა საუბრის გაგრძელებას და ყველას აფრთხილებდა, არ აჰყოლოდნენ მოუზომავ სიტყვას,
დროულად მოეთოკათ თავიანთი ვნებები. ასედაც აღიქვა ყველამ ამ
უაზრო ბგერების ჟღერადობა და მაშინვე, თავიანთ ოთახებს მიაშურეს, რათა ახლა იქ ეფიქრათ და ეცადათ, უფრო ღრმად ჩასწვდენოდნენ მოსამართლის “განაჩენის” აზრსა და მნიშვნელობას. ამ
ხმით იყვნენ სავსენი, როგორც ნიჟარები ზღვის გუგუნით. მაგრამ
ყველაზე ცუდ დღეში მაინც გელას მამა აღმოჩნდა: თუ ცოლოურს დაუთმობდა, ცოლის თვალში გაპამპულდებოდა სამუდამოდ, თუ არა
და, ცოლოურს გადაიკიდებდა, რადგან მართლმსაჯულება მორჩილ182
თა და მონანიეთა მიმართ არის მხოლოდ ლმობიერი, ხოლო ურჩთა
და განდგომილთ, ადრე თუ გვიან, მაინც აგებინებს პასუხს. ის ღამე
თეთრად გაათენეს ორივემ. მართალია, ჩურჩულით, მაგრამ შთაგონებული, აღგზნებული უმტკიცებდა ცოლს, ეს რომ იყო მათი გზა, სხვა
გზა რომ არ ჰქონდათ და არც უნდა ეძებნათ, თუკი მართლა უნდოდათ გაეგოთ, რანი იყვნენ, რა შეეძლოთ. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, თვითონვე იქნებოდნენ თავიანთი თავის პატრონი და იმას
შეჭამდნენ, რასაც იშოვიდნენ, იმას გააკეთებდნენ, რაც მოეპრიანებოდათ და იმას იტყოდნენ, რაც ენაზე მოადგებოდათ, რადგან თავისუფლება იმიტომაა თავისუფლება, იმაზე ფიქრით არ აიტკიო თავი,
ვისთან რა ვთქვა და როგორ ვთქვაო. იცოდა, განწირული იყო და ამხანაგს ეძებდა, მარტო ეშინოდა თავის გოლგოთაზე ასვლა. თუმცა,
ამასაც მოსწონდა ქმრის ნალაპარაკევი, უარს არ ამბობდა ამგვარ
ცხოვრებაზე; მეც თეატრში ვიმუშავებ, ბილეთებს გავყიდი და წარმოდგენაზე თუ არა, ჩემს სანახავად მაინც მოვა იმდენი ხალხი, შიმშილით რომ არ გაგვძვრეს სულიო – ტიტინებდა ქმრის მხარზე თავმიდებული, მაგრამ გულში უკვე იცოდა, ცუდად დამთავრდებოდა მათი დამოუკიდებლობა; და უკვე ისიც იცოდა, არასოდეს აპატიებდა
ქმარს იმ დამცირებასა და სირცხვილს, რომელიც მისი მიზეზით უნდა
გადაეტანა მშობლიურ ციხეში მობრუნებულს. მაგრამ ჯერ მაინც უნდა აჰყოლოდა ქმარს, თუნდაც იმიტომ, ბოლომდე გაერკვია, რა უნდოდა და რა შეეძლო იმას, ბოლომდე, ბოლომდე, რათა თვითონაც
მტკიცე და შეურყეველი ყოფილიყო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას; და თუ გამთენიისას მაინც ამოაყოლა მთქნარებას, ვნახოთ
ჯერ, რას იტყვიან ჩვენებიო, მხოლოდ იმიტომ, უარესად რომ გაექეზებინა ქმარი; ხოლო როცა ის საწოლიდან გადაუხტა, იმიტომ გადაჰყვა თან, იმიტომ მიეხვია ფეხზე და იმიტომ არ დაანება შარვლის
ტოტში ფეხის გაყრა, საერთოდ რომ მოესპო იმისთვის აქ დარჩენის
იმედი.
მაგრამ, შეძლებულსა და გავლენიან ოჯახში გაზრდილმა გოგომ,
დიდხანს მაინც ვერ გაუძლო დაქირავებულ ოთახში ოჯახობანას თა183
მაშს; ხოლო ფეხმძიმობა რომ იგრძნო, უარესად დაფრთხა, თავზარი
დაეცა, როცა საკუთარი შვილი წარმოიდგინა ამ უცხო კედლებსა და
საგნებს შორის, ნასხვისარი ცხოვრების ბურანიდან გულგრილად
რომ შემოსცქეროდნენ, და არათუ თავიანთ პატრონად თვლიდნენ,
საერთოდ არ აგდებდნენ არაფრად, ახლოს არ იკარებდნენ, იმდენი
მტვერი ედოთ, ამასაც ძალაუნებურად უკან მიჰქონდა ჩვრიანი ხელი,
რადგან მაინც ვერ მოერეოდა, არ ეყოფოდა, ვინ იცის, რამდენი სიცოცხლის დანატოვარ მტვერს. საათიამურიც უკვე გარდასულ, ანდა
სხვებისთვის განკუთვნილ დროს აღნიშნავდა და ყოველ თხუთმეტ
წუთში იმიტომ წკრიალებდა რომელიღაც მხიარული მელოდიის ნაგლეჯს, ერთხელ კიდევ შეეხსენებინა ამისთვის, შემთხვევითა ხარ აქ
მოხვედრილი და ვიდრე კვერცხის დებას დაიწყებ, ის გირჩევნია, ჯერ
საკუთარ ბუდეზე იზრუნოო. დაბნეული, დამფრთხალი, დაეჭვებული
შესცქეროდა უცხო სახეებს, ქართულ კაბებში გამოწყობილ ქალებს,
ჩოხიანსა თუ ქულაჯიან კაცებს, კედლებზე დაკიდებული სურათებიდან რომ შემოსცქეროდნენ, წარბებაწკეპილნი, ღიმილშეკავებულნი,
თავგადახრილნი – თითქოს უკვირდათ, ეს ვინ მობრძანებულა აქაო;
ანდა თითქოს დამცინავი მოთმინებით ელოდებოდნენ, როდის მიხვდებოდა თვითონვე, არაფერი რომ ესაქმებოდა იმათთან. “მუცელს
თუ მოიშლი, ჩვენს შორის ყველაფერი გათავდებაო” – ეუბნებოდა
ქმარი, მაგრამ იმ წუთას ქმარიც სძულდა, რადგან ქმრის უაზრო აჩემების ბრალი იყო, ამ დღეში რომ ჩავარდნილიყო; ქმარს კი არ გადაერჩინა (რა სჭირდა გადასარჩენი?), როგორც ჰპირდებოდა (როგორც ატყუებდა), გადასარჩენად გაეხადა ამისთვის საქმე, რადგან
თვითონ, ბოლოს და ბოლოს, არაფერი არაფერში გაეცვალა, ამას კი
ყველაფერზე ააღებინა ხელი, ყველაფერზე, რაც სიკვდილამდე ამის
საკუთრება უნდა ყოფილიყო. სისხლი გაეყინებოდა ხოლმე საათის
ყოველ დაწკრიალებაზე, თითქოს სხვის დროს ხარჯავდა, სხვის
დროს ითვისებდა, როცა საკუთარი უმეთვალყუროდ დაეგდო თბილისში. ნასხვისარ ტახტზე დაწოლილი, ქმრის მკლავებში მომწყვდეულიც კი, დევის მიზეზიანი ქალივით წუხდა სულ, ადამიანის სუ184
ნი მცემსო, რადგან მართლა განუწყვეტლივ სცემდა მძაღე, მდორე,
მტვერწაყრილი სუნი იმათი, მასზე ადრე რომ ეცხოვრათ ამ ოთახში,
ამ საათით რომ ითვლიდნენ დროს, ამ ტახტზე რომ წვებოდნენ, მაგრამ მისგან განსხვავებით, ნამდვილად შინ იყვნენ და გაურკვეველი,
ძნელად ასახსნელი, მაგრამ ასევე ძნელად დასაოკებელი შიშით არ
უფრიალებდათ გული, გახდისას, დაწოლისას – აი, ახლა გაიღება კარი და აი, ახლა შემოვა ვიღაცაო. ეს შეურაცხმყოფელი, დამაკნინებელი, გამაბითურებელი, გამაბინძურებელი შეგრძნება ერთხელ უკვე გადაეტანა და სწორედ იმიტომ გადაეტანა, საბოლოო რომ ყოფილიყო იგი, იმის მერე ყოველთვის იქ რომ დაწოლილიყო, სადაც ჭეშმარიტად მისი ადგილი იქნებოდა. ქმარს არ ესმოდა, არ უნდოდა გაგება. ისე იყო მოწადინებული, თავი გამოეჩინა, ვიღაცისთვის რაღაცა დაემტკიცებინა, ჭიანჭველა აქლემად ეჩვენებოდა, მგელი კი –
გოშიად. იმპერიას ებრძოდა და ზედსიძობისა ეშინოდა. “ჩვენი ადგილი იქ არის, სადაც ერთად ვართ და ერთ საქმეს ვემსახურებითო” –
ერთნაირად იმეორებდა, ჩხუბობდა თუ ხუმრობდა. არ აინტერესებდა, რას პასუხობდნენ, რადგან ალბათ თვითონაც ხვდებოდა, რა
იოლი გასანადგურებელია მრწამსი, რომლის მიხედვითაც, თავისუფლად შეიძლებოდა, ასევე ყოფილიყო მათი “ადგილი”, ანუ მათი ბინა,
მათი ოჯახი, ნებისმიერი ბნელი ქუჩა, ნებისმიერი ბაღის მიყრუებული კუთხე ანდა იგივე საერთო საცხოვრებლის ოთხსაწოლიანი ოთახი, სადაც, ყველა სიკეთესთან ერთად, სულ ცოტა, სამი მოწმე მაინც
ეყოლებოდა მათ ყოველ გაფაჩუნებას. თუმცა უმალ ასეთ ცხოვრებას
აირჩევდა, ვიდრე ცოლს დაუთმობდა, თუნდაც იმიტომ, ცოლისგან
ჯერჯერობით მხოლოდ დათმობას რომ იყო მიჩვეული. უმალ მტვირთავად დადგებოდა ნავსადგურში, ვიდრე ცოლოურთან დაბრუნდებოდა. მართალია, მისი ცოლი მამისეულ სახლს გათხოვებამდე
“მშობლიურ ციხეს” ეძახდა და წყალსა და შავ პურზეც თანხმდებოდა,
თუკი ვინმე გაათავისუფლებდა იქიდან, მაგრამ პაემანზე მოსული
გოგო სხვაა, ცოლი კი – სხვა, და გინდაც ის გოგო ცოლობაშიც ერთგული დარჩეს ნეტარი მღელვარების ჟამს წამოცდენილი სიტყვისა,
185
მისი ოჯახი არავის მისცემს ნებას, წყალსა და შავ პურზე ამყოფოს
იგი, თითქოს გათხოვება სასჯელია და არა ბედნიერება, რისი უფლებაც ისევე აქვს გუბერნიის მთავარი მოსამართლის ერთადერთ ქალიშვილსაც, როგორც ნებისმიერ სხვა გოგოს. გარდა ამისა, ქალები
გათხოვებამდე არასოდეს არ ფიქრობენ იმაზე, რაზედაც ლაპარაკობენ, ხოლო გათხოვების შემდეგ, არასოდეს არ ამბობენ იმას, რასაც
ფიქრობენ. მაგრამ გელას დედას მამისეულ სახლში, “მშობლიურ ციხეში”, თუკი მართლა დაღუპვა ელოდებოდა, თუკი დედამისის მსგავსად, თანდათანობით, ისიც ხმელი ფოთლებისა და გაზეთებიდან
გადმოწერილი ლექსების მხევლად იქცეოდა, მაშინ, რაღა თქმა უნდა, გელას მამა მართალი იყო; მაშინ ამ ერთი ქალის გადარჩენაც
ბევრს ნიშნავდა, რადგან ერთია საფუძველი მრავლისა, ერთით იწყება სათვალავი, და როგორც ხალხი შეიძლება დავიდეს ერთამდე,
ასევე შესაძლებელია, ერთი იქცეს ხალხად. ცხადია, გელას მამა აზვიადებდა, მაგრამ ასე იმიტომ ფიქრობდა, დამნაშავედ რომ გრძნობდა თავს ცოლის წინაშე, ვის გადარჩენასაც აპირებდა თავისი ჭკუით,
თუმცა ხმამაღლა რომ გამოეთქვა თავისი განზრახვა ათასი კაციდან
ათასივე ერთნაირად ეტყოდა ალბათ, არაფერი სჭირს შენი გადასარჩენიო. არა მარტო ეტყოდა, დაუმტკიცებდა კიდეც, რადგან გელას მამის გამოჩენამდე, გელას დედა ეგვიპტელ მონასავით სააგურე თიხას
კი არ ზელდა, ოთახის ყვავილივით, განუწყვეტელი ყურადღებითა და
მზრუნველობით გარემოცულს, ჩიტის რძეს არ აკლებდნენ და ცივ ნიავს არ აკარებდნენ. და ვერც ამას გაუმტყუნებდა ვინმე მის მშობლებს, რადგან ყველა დროისა და ყველა ჯურის ადამიანი იმისთვის
იღვწოდა და იმისთვის იღვწის ახლაც, ხვალ რომ მეტი ჰქონდეს, ვიდრე დღესა აქვს. ეს უდევს საფუძვლად სულჩამდგარი თიხის მარადიულ ლტოლვას ცოდვისკენ და ცოდვიდან ამოსვლის ასევე მარადიულ ჟინსაც; უფრო მარტივად – მარადიულ ტანჯვას, უსასრულოს,
რადგან წარსული ყოფილი მომავალია, ხოლო მომავალი – პოტენციური წარსული, და აქედან გამომდინარე, მომავლისკენ მისწრაფება წარსულში შებრუნებას ნიშნავს, გიჟი მათემატიკოსის სურვილსა
186
ჰგავს, რომელსაც უცნობის ამოხსნა უცნობისავე მეშვეობით განუზრახავს, რამდენადაც ადამიანი, დედამიწასავით, ორ ყინულოვან პოლუსს შორისაა მოქცეული, წარსულსა და მომავალს შორის, და წინაც ისაა, რაც უკან – გაყინული საიდუმლო, თეთრი, სუსხიანი სიცარიელე. მაგრამ ამის ცოდნა მაინც არ იყო საკმარისი, გელას მამა
უაზრო ფაფხურს რომ შეშვებოდა, ისევ სიდედრსიმამრთან მობრუნებულიყო და ეთქვა: მართლები ყოფილხართ, რაც მომივიდა, ახალგაზრდობითა და გამოუცდელობით მომივიდა, მაგრამ უკვე მზადა
ვარ, მთელი სიცოცხლე თქვენი თეფშიდან ვჭამო და მთელი სიცოცხლე თქვენი ნაბოძები ხალათი ვატაროო. არავითარ შემთხვევაში.
უმალ მოკვდებოდა, ვიდრე ასე დაკნინდებოდა. ზედსიძობას ისევ
“დამოუკიდებლობის დამთხვეული მაძიებლის” სახელი ერჩია, სიდედრმა რომ შეარქვა სადგურში, გამოსათხოვარი კოცნის წინ. თუმცა, არც ზედსიძობა იყო ისეთი სათაკილო და საგანგაშო ამბავი, როგორადაც მიაჩნდა; თითქოს ზედსიძედ შედგომას მხოლოდ ანგარება
განაპირობებდა და სიყვარული არაფერს ნიშნავდა, როგორც ლაპარაკობდნენ კიდეც მის ზურგს უკან ბოროტი ენები. მაგრამ ეს კი არ
ხეთქავდა გულზე გელას მამას, ის ვერ მოენელებინა, იმას ვერ შეჰგუებოდა, ჯერ კიდევ რომ არ იყო მზად თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, როგორც სიმამრმა უთხრა, და რომ, ერთადერთ ადგილს, სადაც მეტნაკლებად თავისუფალიც იქნებოდა და დამოუკიდებელიც, სწორედ სიმამრის ოჯახი, მისი მეუღლის “მშობლიური ციხე”
წარმოადგენდა, “მშობლიური ციხე”, რომელიც კიდევ ერთი კაცის კი
არა (თანაც სიძის), მთელი საერთო საცხოვრებლის თეთრეულს დარეცხავდა, სიამოვნებით, ოღონდ გელას დედა თავის ჭკუაზე მოექცია.
(შენ რომ ცხოვრებაში დამოუკიდებლად, სხვების დაუხმარებლად
აპირებდი ფეხის მოკიდებას, ჩემო ბატონო ქმარო, საერთოდ ყველაფერზე უნდა გეთქვა უარი, რაც, ასე თუ ისე, მაინც დაგაკავშირებდა
იმ სხვებთან. ბოლომდე უნდა გაგეძლო, მოგეთმინა საერთო საცხოვრებლის ბადეჩაგლეჯილ საწოლზე, რომელიც სულის საწვრთნე187
ლადაა გამიზნული და არა საცდუნებლად. შენ კი, ცდუნებას ვერ
გაუძელი და ამით თავიდანვე მოიკვეთე უკან დასახევი გზა, უფრო
სწორად, გზის არჩევის უფლება; სხვებს მიანდე შენი ბედი და არსებითად იმ დღეს თქვი უარი ნანატრ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე, როცა შენი მაცდუნებლის მუცელი იხილე, ვითარცა ხვავი
იფქლისაი, და იმის მაგივრად, რომ გამოგეპანღურებინა, უპატრონო
ძაღლივით აეტორღიალე. თუმცა, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო,
რაც თავისთავად იგულისხმებოდა შენი მაცდუნებლის გადასარჩენად წამოწყებულ ბრძოლაში, რადგან ვერავითარ შემთხვევაში ვერ
გამოიყვანდი მას “მშობლიური ციხიდან”, თუკი ჯერ თვითონაც არ
გახდებოდა იმ ციხის ტუსაღი. მაგრამ მოსახდენი დროზე ადრე მოხდა, ჩემო საბრალო ქმარო, რამაც შემდეგი ნაბიჯიც ასევე ადრე გადაგადგმევინა; ხოლო ყველაფერმა ამან დანაშაულის გრძნობა გაგიჩინა, უპირველეს ყოვლისა; ხოლო დამნაშავე, შენც კარგად მოგეხსენება, მეამბოხედ და მეომრად ვერ გამოდგება, მაშინვე თავში
ჩაუპარტყუნებენ, ჯერ გულში ჩაიხედე და მერე ისე ესროლე სხვას
ქვაო. ის გრძნობა კი, დანაშაულის მტანჯველი გრძნობა, აქეთიქით
რომ გახეთქებდა, თავგზას რომ გიბნევდა და ბოლოს სამარეშიც ჩაგიყვანა, დღითი დღე იზრდებოდა, ღონიერდებოდა, სხვა გრძნობებსაც აჩლუნგებდა, ანდა მათ ადგილსაც თვითონ იკავებდა და საერთოდ გიკარგავდა გულწრფელობასა და სითამამეს, არა მარტო ცოლის მიმართ, ცოლის მშობლების მიმართ, არამედ ყველასთან, ნაცნობთანაც და უცნობთანაც, შინ და გარეთ, ლოგინშიც და სცენაზეც.
ამ გრძნობამ მიგიყვანა შენთვის საძულველ გუბერნიის მთავარ მოსამართლესთან, ქალიშვილის ხელის სათხოვნელად; ეს გრძნობა
გაიძულებდა, კუდი გექიცინებინა ყველა ძაღლისა და მამაძაღლის
წინაშე, შენს სანახავად, შენს შესამოწმებლად რომ მოდიოდნენ და
ერთნაირი სიყალბით გაიძახოდნენ, მასპინძლის გულის მოსაგებად:
რას უწუნებთ, მშვენიერი ბიჭი ყოფილაო. ეს გრძნობა გკარნახობდა,
შენი გემოვნების, შეხედულების, მრწამსისა და ცოდნის საწინააღმდეგოდ, მოგწონებოდა ან დაგეწუნა ის, რაც შენს შემწყნარებელს
188
მოსწონდა ან არ მოსწონდა; ეს გრძნობა გავალდებულებდა, განსაკუთრებული ყურადღება გამოგემჟღავნებინა სიდედრის ხელით გადაწერილი, სააღლუმო ჯარის ნაწილებივით, ლამაზად ჩაწიკწიკებული ლექსებისა თუ დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი, გამოფიტული
ფოთლებისადმი; ამ გრძნობის ბრალია, გული შიშით რომ გისკდებოდა, ფურცელი არ დამეჭმუჭნოს ანდა ფოთოლი არ ჩამეფშხვნას ხელშიო; დაჯარიმებული გლეხივით, დაბნეული, გაოგნებული, დარცხვენილი რომ ისმენდი პოეზიის სიყვარულით ლოყებშეფაკლული სიდედრის შენიშვნებს, შეგონებებს, დაცინვასაც, და იმის მაგივრად,
იატაკზე დაგენარცხებინა ერთნაირად მკვდარი ლექსებისა თუ ფოთლების კუბო (როგორც, სხვათა შორის, მე მოვიქეცი ერთხელ), ნებას
აძლევდი, უსასრულოდ ეკეკლუცა შენს სიდედრს, ოღონდ არა როგორც ასაკოვან ქალს – ბიჭთან, არამედ მცოდნეს – უვიცთან. სიდედრს კი არა, ლიზასაც თვალებში შესციცინებდი, რამე ისე არ
ვთქვა, რამე ისე არ გავაკეთო, ლიზას შენიშვნა დავიმსახუროო. დანაშაულის გრძნობა გახუჭვინებდა თვალს, ჩემო სულელო ქმარო,
იმის შესამჩნევად, შენს სიდედრსაც სიმდიდრისადმი ჩვეულებრივი,
უაღრესად ადამიანური მიდრეკილება რომ დაატარებდა დუქანდუქან
– კიდევ ერთი ბროლის თასის, ვერცხლის საშაქრისა თუ ოქროს
კოვზის შესაძენად – და არა ხელოვნებისადმი, მშვენიერისადმი განსაკუთრებული სიყვარული. ხალხი ყიდდა, ის კი ყიდულობდა; დედაშენი ყანას თოხნიდა სოფელში, ის კი ძვირფას ნივთებს დაეძებდა
ლომბარდში; ძვირფასს კი არა – ძვირს, იმიტომ, რომ შენთვის ძვირფასი ნივთი (თუნდაც გვერდამოჭმული ჭიქა), შეიძლება, სხვისთვის
კაპიკიც არ ღირდეს, ხოლო შენთვის ძვირი ნივთი, სხვებისთვისაც
ძვირია, თანაც, გაჭირვების გამო გაყიდული ნივთი სინამდვილეში
გაცილებით მეტი ღირს და კიდევ უფრო მეტი ეღირება ხვალ. მაგრამ
ღმერთმა თუ არა, მე ხომ ვიცი, რომ შენ გელას დედა არც ბროლის
თასის, არც ვერცხლის საშაქრისა და არც ოქროს კოვზისთვის შეგირთავს; შენ შენი შემცდენელის გაწბილება მოგერიდა მხოლოდ და
აი, სწორედ მაშინ წაიტეხე კისერი. კი, მართალი ხარ, კეთილშობი189
ლებაა შენგან, საერთო საცხოვრებელში გაბახებულ გოგოს ზურგი
რომ არ შეაქციე და ცოლად შეირთე, მაგრამ ეს შეუღლება არა მარტო მთელი იმ სამყაროს აღიარებასაც გულისხმობდა, რომელმაც შენი შემცდენელი წარმოქმნა, არამედ გავალდებულებდა კიდეც, კეთილი გენება და, რაკი ასეთი მორიდებული ბრძანდებოდი, თავადაც
გაგეზიარებინა იმ სამყაროს ავიცა და კარგიც, დაგევიწყებინა, თუ
რამე მტრობა გქონდა იმისი და მშვიდად, უდრტვინველად, მორჩილად და მადლიერების გრძნობითაც კი, სამუდამოდ შერწყმოდი, შეერთებოდი, შემატებოდი გუბერნიის მთავარი მოსამართლის ოჯახს,
რომელიც სრულებითაც არ იქნებოდა წინააღმდეგი ამგვარი ნამატისა, პირიქით, ქალიშვილის გაჩენის დღიდან ამის მოლოდინი ჰქონდა
სულ, ოღონდ, ცხადია, იმისთვის სულერთი არ იყო, ვინ შეემატებოდა, შენ თუ სხვა. ისე, კაცმა რომ თქვას, ახია თქვენზე, ჩემო ძვირფასო მეუღლევ! ჯერ ერთი… ჯერ ერთი, წინააღმდეგი თუ იყავი ამგვარი
შერწყმისა, შემცდენელი ცოლად აღარ უნდა შეგერთო; ვერც ის დაგავალდებულებდა და ვერც იმის მამა მოგთხოვდა პასუხს, რამდენიც
არ უნდა ექექა თავისი კოდექსები, ვერავითარ მუხლს ვერ მიუყენებდა შენს “დანაშაულს”, რადგან შენს ადგილას ალბათ თვითონაც ასევე მოიქცეოდა, ასევე მოიქცეოდა ნებისმიერი მამაკაცი თხუთმეტიდან ოთხმოც წლამდე, რაც არ შეიძლება არ ჰქონდეთ გათვალისწინებული კანონმდებლებსა და მართლმსაჯულების მსახურებს, რამდენადაც თავადაც მამაკაცები არიან. მეორეც ერთი, თუ მაინცდამაინც გიყვარდა შენი შემცდენელი და უიმისოდ ცხოვრება ვერც კი წარმოგედგინა (როგორც არაერთგზის გითქვამს სიცოცხლეში), ბატონ
მოსამართლეს კი არ უნდა ხლებოდი, ქალიშვილის ხელის სათხოვნელად – მით უფრო, რომ ის ქალიშვილი უკვე შენ გეკუთვნოდა –
თავი ისე უნდა დაგეჭირა, აქეთ გხლებოდა ბატონი მოსამართლე საერთო საცხოვრებელში და, მოწმეების თანდასწრებით, ეღიარებინა
შენი უფლებები და კიდევ ერთი, ჩემო ძვირფასო, ჩემო საბრალო, ჩემო ტანჯულო ქმარო (გაანათლოს მამაზეციერმა შენი სული), გელას
დედის გადარჩენას მხოლოდ მაშინ ექნებოდა აზრი, თუკი დაარწმუ190
ნებდი, მართლა გადასარჩენად რომ ჰქონდა საქმე, თუკი დაარწმუნებდი, საერთოდ რამის გადარჩენა რომ შეგეძლო შენ. დიახ, თუნდაც ჭიქის, შენი საცოდავი ხელფასით ნაყიდი ჭიქისა! თუკი აგრძნობინებდი, მამამისზე ძლიერი რომ იყავი, იმის დანგრევა რომ შეგეძლო, რასაც ეჯაჯგურებოდი, რათა ისიც მთლიანად შენს მხარეზე გადმოსულიყო, ორ ცეცხლს შუა კი არ ყოფილიყო სულ გაბმული,
დაუფიქრებლად გაეკეთებინა არჩევანი მამასა და ქმარს შორის, რაც
საერთოდ ხვედრია ქალისა; მამისა და ქმრის ბრძოლის მოთვალთვალე კი არ ყოფილიყავი, არამედ ქმრის მოკავშირე ამ ბრძოლაში,
რაზედაც ყველა ქალი ოცნებობს; თანაც, ისეთი მოკავშირე, შეუძლებელს რომ შეგაძლებინებდა, რადგან მან უკეთ იცოდა საკუთარი მამის სისუსტეები და არც არავისზე ნაკლები ქალი იყო: აღარაფერს
მოერიდებოდა, აღარაფრის შერცხვებოდა, პირიქით, ვერც კი წარმოიდგენ, როგორი ბედნიერი იქნებოდა, როცა მისი მამის მტერს,
მაგრამ ღირსეულ მტერს, ჭეშმარიტ გმირს დაუძახებდა: მაღლა კი ნუ
სცემ სპილოსა, დაბლა შემოჰკარ რბილოსაო. და კიდევ ერთი, – შენ
მე მამის გაწირვის საშუალება არ მომეცი და ეს ვერ გაპატიე ვერც
ცოცხალს და ვერც მკვდარს. სიმართლე თუ გინდა, ესაა სიმართლე!).
ისიც სიმართლეა, ერთად ცხოვრება რომ უნდოდათ და არ შეეძლოთ; სხვადასხვა მხარეს იყურებოდნენ: ერთი ალთას, მეორე ბალთას; ერთი იმას ვერ ელეოდა, რასაც სხვაგან ვერ მოიპოვებდა, ხოლო მეორე იმის მოპოვებას ცდილობდა, რაც არასოდეს ჰქონია და
არც ექნებოდა. სიყვარულის მეტი არაფერი გააჩნდათ საერთო, არც
სიმდიდრე, არც სიღარიბე. სიყვარული კი – ვერაგი, გულღრძო, სისხლისმსმელი სიყვარული – სრულებითაც არ არის საკმარისი ერთად
ცხოვრებისთვის, პირიქით, სიყვარული ყველაზე დიდი ჯებირია ორ
სულელს შორის, რომლებსაც ერთად ცხოვრება განუზრახავთ სიყვარულის ანაბარა. პირველ რიგში სიყვარული უნდა დაანგრიო, სახლი
რომ აიშენო, ავეჯი რომ შეიძინო, კედლები რომ მოკაზმო, და, მტრების გულის გასახეთქად, ზიზილპიპილოებით გამოტენო კარადის თა191
როები. მაგრამ იმიტომ კი არ გამოექცა ის ქმარს, სიმდიდრე რომ
ერჩია სიყვარულს – როგორც ქმარმა უთხრა ერთხელ, მორიგი კინკლაობის ჟამს – სხვისას საკუთარი ამჯობინა, სიმდიდრე სიღარიბეს
კი არა, საკუთარი სხვისას, ისევე როგორც მისმა ქმარმა. საკუთარი
ოფლი გაცილებით ძვირი უღირდა, ვიდრე ცოლის ცრემლი. ცოლიც
ადგა და საკუთარ ბუდეს დაუბრუნდა, სადაც არც თეფშის გარეცხვას
შეახსენებდა ვინმე და არც იმაზე უნდა აეტკივებინა თავი, დღეს რა
გავაკეთო სადილადო. არაფერი ჩაუდენია წარმოუდგენელი ანდა გასაკვირი, რადგან ასევე მოიქცეოდა არა მხოლოდ გონიერი, არამედ
ნებისმიერი, ცოცხალი არსება. მინდვრის თაგვი რომ მინდვრის თაგვია, ისიც ირჩევს ადგილს, ისიც ცდილობს უკეთესად მოეწყოს, და რა
დანაშაულია, ამასაც უკეთესი აერჩია? თუმცა, უკეთესი უკან დარჩა
და ლიზას თქმისა არ იყოს, “ადგილზე” მიხვდა ამას. ჯერ კიდევ მატარებელში. მატარებლის სარკმლიდან შავად ახრჩოლებული ქალაქი
რომ დაინახა, ნავთის სუნი რომ ეცა ცხვირში, ისეთი გრძნობა
დაეუფლა, თითქოს მკვდარი იყო, თითქოს რკინის ყუთში ჩამწყვდეული მისი სული ჯოჯოხეთში მიჰქონდა მის ქმარს – მარადიულ,
გაუნელებელ ცეცხლზე შემოსადგმელად. არაფრის არ შეშინებია
ისე, როგორც ბათუმის დანახვამ შეაშინა. და მართლაც, ის სამი თვე,
ამ წყეულ ქალაქში რომ გაატარა, ერთი წუთით არ გადაჰყრია გულიდან შიში, ავის, საზარელის წინათგრძნობა. შუაღამისას, თითქოს
იმის ჯიბრზე, ხან სროლა ატყდებოდა, პორტსა თუ ბულვარში, ხან კი
– ქალი კიოდა, არაადამიანური, სისხლის გამყინავი ხმით. ძილგამკრთალი, აძაგძაგებული ეტმასნებოდა ქმრის გავარვარებულ ზურგს,
როგორც გზამოჭრილი – კედელს, და ისეთი ჩვენებები უტრიალებდა
თავში, საკვირველია, სული როგორ მიჰყვებოდა ხოლმე დილამდე.
ხან ვითომ ყაჩაღები მოსდევდნენ მოსაკლავად, ხან კი – მთვრალი
მეზღვაურები აუპატიურებდნენ. ლიზა კი ქირქილებდა: არა უშავს,
ასე უკეთ გაარკვევ ყველაფერსაო. რაღა უნდა გაერკვია: ფეხმძიმედ
იყო, ახალ სიცოცხლეს დაატარებდა მუცლით და იმ ახალი სიცოცხლისთვის უნდა ეზრუნა პირველ რიგში. ერთხელ, პატარაობისას,
192
მათ აივანზე, მის თვალწინ, მტრედმა ბუდე გაიკეთა. ნისკარტით ეზიდებოდა ხმელ წკირებს და დანჯღრეული, აივანზე გატანილი, ბოთლებითა და ქილებით გამოვსებული კარადის ქვეშ აწყობდა. ისიც იქვე იდგა, ორ ნაბიჯზე. აივანზე ერთი წუთით გასული, იმდენად
გააოცა, გააოგნა, მოხიბლა მტრედის საქმიანობამ, ფეხი ვეღარ მოიცვალა. არც მტრედს შეშინებია მისი; საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, თავისი საქმით გართული. ფაცაფუცით, ღუღუნით შეძვრებოდა ხოლმე კარადის ქვეშ და მეორე წუთას, ფრთების გამალებული
ბათქუნით, ახალი წკირის მოსატანად მიფრინავდა. “აღარ დაბრუნდებაო” – შიშობდა, წუხდა ეს, მაგრამ მტრედი ჯიუტად ბრუნდებოდა,
კიდევ ერთი წკირი მოჰქონდა მომავალი ბუდისთვის. პირით მოჰქონდა, როგორც ძაღლს – პატრონის გადაგდებული ჯოხი. არაფრად
აგდებდა მოთვალთვალე ბავშვს, საქმე ჰქონდა, კვერცხის დასადებად ემზადებოდა და სხვას ვერაფერს ამჩნევდა. მერე, უფრო მოგვიანებით, როცა უფროსებმაც შეიტყვეს მათ აივანზე დაბინავებული
მტრედის ამბავი და როცა, რატომღაც აღშფოთებულმა ლიზამ, აწკრიალებული კარადა უხეშად გადასწია, კარადის ქვეშ, ერთმანეთზე
მჭიდროდ დალაგებულ წკირებზე, სველი, ყვითელი, უშნოდ გაფარჩხული ბარტყი დაუხვდათ (მტრედის შვილს ხუნდი ჰქვიაო – გაუსწორა დედამ). ეს ამბავი დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდა, მაგრამ ბათუმში ჩამოსვლის პირველსავე დღეს, მისთვისაც მოულოდნელად,
სწორედ ის ჯიუტი, უშიშარი და, ცოტა არ იყოს, თავხედი მტრედი გაახსენდა, სხვის აივანზე, სხვისი კარადის ქვეშ ბუდე რომ მოიწყო და
თანაც უტიფრად, აშკარად, გამომწვევადაც კი, თითქოს თუკი კვერცხის დადებას მოასწრებდა, თავის მსგავსს შექმნიდა, აღარ დაგიდევდათ, რა შეემთხვეოდა მის ნაშიერს, დააცდიდნენ თუ არა გაზრდას,
ბოლომდე დაუთმობდნენ მშობლის სიჯიუტით, მშობლის სითავხედით მოპოვებულ ადგილს, თუ სკლინტშემხმარ წკირებთან ერთად
იმასაც ცოცხით გადახვეტავდნენ აივნიდან. იმ მტრედს ჰგავდა მისი
ქმარიც. ყოველ დილით ფართხაფურთხით გარბოდა შინიდან, ზეზეურად სვამდა ჩაის, და ხელცარიელი არასოდეს ბრუნდებოდა უკან;
193
ხან რა მოჰქონდა და ხან რა; ბუდეს აკოწიწებდა სხვის ჭერქვეშ; ბუდესაც არა – კვერცხის დასადებ ადგილს უმზადებდა ცოლს. ხოლო
მის ცოლს კი არ უხაროდა, აბრაზებდა, აცოფებდა ყოველი შენაძენი:
ყავის საფქვავი, თუ ხორცის საკეპი ფიცარი, მოჩუქურთმებულ ჩარჩოში ჩასმული, საკმაოდ უგემოვნო და უფერული ნახატი (შადრევანის ფონზე – გრძელთვალება, სანახევროდ შიშველი ქალები და
ყურდაცქვეტილი შველი), თუ ყანჩებივით მაღალ ფეხებზე შემდგარი
ჭიქები (პოლიცმეისტერმა რომ შეუჭამა ორი კვირის მერე, “ოჯახურ
ვახშამზე”). აბრაზებდა, აცოფებდა, რადგან ეს უბრალო, ჩვეულებრივი საოჯახო ნივთები, თავიანთი სიმრავლითა და სიმძიმით, კიდევ
უფრო ძირავდნენ ნასხვისარი ცხოვრების მტვერში, სუნში, ხმებში…
ნასხვისარი ცხოვრების აშმორებულ წყვდიადში.
– ასე ხომ? ასე ხომ? – გიჟივით იმეორებდა, მრისხანებისგან მართლა სულშეგუბებული.
– ასე, დიახ, ასე! – პასუხობდა ქმარი ჯიბრით.
სხვათა შორის, უფრო ადრე თუ გამოექცა ქმარს, ვიდრე უნდოდა,
ანდა აპირებდა, იმ ჭიქაჭამია პოლიცმეისტერსაც მიუძღვის გარკვეული დამსახურება, რომლის მსგავსი არც არაფერი უნახავს იქამდე და არც არაფერი გაუგონია. მთელი საღამო დამფრთხალი, დაბნეული, გაოგნებული, იჯდა სუფრასთან და ზრდილობის გამო, ანდა
სტუმართმოყვარეობის გამოსაჩენად კი არა, შიშისგან იღიმებოდა;
სულ ელოდებოდა, აი, ახლა წამოუვა პირიდან სისხლი და აი, ახლაო. ის კი, არხეინად ახრამუნებდა შუშას, ორცხობილასავით, და
თან გაუჩერებლად ლაპარაკობდა, ბორძიკით, ტკეპნით, უაზროდ და
უსასრულოდ, თითქოს მნიშვნელოვანს ამბობდა რამეს, თითქოს მოსასწრებად ჰქონდა საქმე და გაჩუმდებოდა თუ არა, სულსაც განუტევებდა. მაგრამ არ ჩუმდებოდა. წესიერად არც ახსოვს, ბოლოს და
ბოლოს, შეწყდა ის გამაღიზიანებელი, გამომათაყვანებელი ხმა იმ
საღამოს, თუ თვითონ გამოითიშა, თვითონ დაკარგა სინამდვილის
აღქმის უნარი, სინამდვილის, რომელსაც აღარ ეკუთვნოდა, აღარ
უნდოდა და იმიტომ. კბილებით დაფშხვნილი, დაღეჭილი შუშის ხმა
194
კანზე ეკალს აყრიდა, და თუ მაინც იღიმებოდა, მხოლოდ იმიტომ, საკუთარ არსებასთანაც რომ ვეღარ ამყარებდა კავშირს; არც ღიმილთან ესაქმებოდა რამე; უბრალოდ, სახეზე დარჩენოდა – შეძრწუნებამდე – და დავიწყებოდა. სახე იღიმებოდა მხოლოდ, როგორც კედელზე მიკიდული ნიღაბი, რომელიც იდუმალს, შეუღწეველს, უხილავს კი არ გამოხატავს, არამედ იმას აჩვენებს, რაც ზედ ახატია, თანაც სხვისი ხელით. “ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო”,
– ფიქრობდა გაღიმებული. ჭიქაჭამია კი, ისევ ისე ბორძიკობდა, იტკეპნებოდა, ხრაშუნობდა და ღრჭიალებდა. სავსე ჭიქას ხელს
ამოუდებდა ხოლმე, ვითომ უნებლიეთ ღვინო არ დამეწვეთოს სუფრაზეო, ვითომ ნამეტანი თავაზიანი და ზრდილი გახლდათ, მაგრამ
დაცლიდა თუ არა ჭიქას, მაშინვე ჩაკბეჩდა და ბაგაზე დაბმულ ძროხასავით იცოხნებოდა; იმდენი ხნით ჩუმდებოდა მხოლოდ, ჭიქის
დაცლას რომ სჭირდებოდა; მაგრამ მისი ხმა მაშინაც ჟღერდა ჰაერში, მძიმე, ტლანქი, ყოვლისმომცველი, ჰაერსაც დევნიდა ოთახიდან
და იმ ხმაში იყვნენ ყველანი ჩაფლულები, ჩაკარგულები, იმ ხმას
სუნთქავდნენ, იმ ხმით ჰქონდათ ფილტვები ამოვსებული. თუმცა
სხვები ყურადღებას არ აქცევდნენ ამ ამბავს, ეტყობა, უკვე შეჩვეოდნენ, როგორც იაპონელები მიწისძვრას, და თვითონაც ჭამდნენ,
სვამდნენ, იცინოდნენ და ესაუბრებოდნენ კიდეც ერთმანეთს. “არა.
ისა. შენ ხარ ჩემი ბატონი. ფუი. ეტალონი. დიახ. ეტალონი”, – ბუყბუყებდა, ბუტბუტებდა, ლუღლუღებდა და გზადაგზა ყველაფერს შუშის
სილაში მარხავდა უაზრობის მდინარე. ხრრრრშშშ და ხრრრრშშშ და
ხრრრრშშშ. “ეს უკვე სიგიჟეა. ეს უკვე სიგიჟეა”, – ფიქრობდა მოღიმარი ნიღაბი. ხოლო მის ძვირფას მეუღლეს ისე ჰქონდა შეფერებული ოჯახის უფროსობა და მასპინძლობა, უმსგავსობას, გაუგებრობას, სისულელეს, აღტაცებული, რაღაცნაირი მოწიწებითაც კი, უდგამდა წინ შეჭმული ჭიქის მაგიერს. “ლაქია. ლაქია. ლაქია. – ფიქრობდა მოღიმარი ნიღაბი. – მამაჩემს ეს ამჯობინა. ამას მიანდო თავისი ბედი. ამან უნდა მისცეს ნანატრი თავისუფლება. საკუთარი ოჯახის შექმნის ნება”. ასეთი ფიქრებით შეპყრობილს, ხანდახან თვითო195
ნაც უჭირდა გაერკვია, უყვარდა თუ სძულდა ქმარი, მაგრამ იმასაც
გრძნობდა, არსებობისთვის მარტო სიყვარული, ანდა მარტო სიძულვილი საკმარისი არ იყო; სულ გამწარებული იქნებოდა, დღენაკლული ბავშვის პატრონივით, ვიდრე სიყვარულს სიძულვილის ტალახში
არ გადაზელდა და ვიდრე ამ ორი გრძნობიდან ერთ ახალ გრძნობას
არ მიიღებდა, ერთ ახალ ძალას, რომელიც, თავისი ორბუნებიანობის
მიუხედავად, ყოველთვის ერთი და იმავე საგნისკენ, მოვლენისკენ,
ცნებისკენ ანდა მიზნისკენ იქნებოდა მიმართული და, რაც მთავარია,
მისი დაძვრაც, მისი ტარებაც შეეძლებოდა, როგორც საზიდარში შებმულ ჯორს… ცხენს კი არა, ანდა ვირს, არამედ სწორედ ჯორს, რადგან ჯორისა არ იყოს, არც ეს ძალა იბადება თავისთავად ბუნებაში;
როგორც ჯორის შესაქმნელად ცხენისა და ვირის შეჯვარებაა საჭირო, ასევე უნდა შეაჯვარო სიყვარული და სიძულვილი, ამგვარი ძალა რომ მოიპოვო; ხოლო ვინც ამას ვერ შეძლებს, ვინც “უჯოროდ”
დარჩება (როგორც მის ქმარს დაემართა), ის თავიდანვე დასაღუპადაა განწირული და კიდეც უნდა შეეგუოს ამას (როგორც მისი ქმარი
შეეგუა). ჯერ უნდა მიხვდე და მერე შეეგუო. მაგრამ ამას რომ მიხვდე,
დიდი გზა უნდა გაიარო საერთო საცხოვრებლის ბადეჩაგლეჯილი საწოლიდან ჭიქაჭამიების ქალაქამდე; გუბერნიის მთავარ მოსამართლეს ცხვირი უნდა აუბზუო, თავისიანად რომ არ ჩაგთვალოს იმან,
და მეძავებისა და კონტრაბანდისტების პოლიცმეისტერს კვერცხი უნდა უგორო, იატაკი რომ არ აგიყაროს თეატრში. ამასთანავე, კეთილშობილება უნდა დაუმტკიცო ქალს, რომელსაც ეს “კეთილშობილება” წინასწარვე გათვალისწინებული ჰქონდა, როცა საერთო საცხოვრებელში მოდიოდა, რათა, სიქალწულის საფასურად, ლაბირინთიდან გამოეყვანა თავისი ოცნების გმირი. დაბოლოს, “სულგრძელად”
უარი უნდა თქვა “კეთილშობილებით” მოპოვებულზე, მაგრამ ვერაფერი ვერ უნდა ჩაიდინო ისეთი, რაც შენს “კეთილშობილებასა” და
“სულგრძელობას” ბრჭყალებს მოხსნიდა. გმირი რომ არ იყო მისი
ქმარი, უკვე მშვენივრად იცოდა; ერთსა და იმავეს იმეორებდა სულ:
ჯობია, გინდოდეს და არ შეგეძლოს, ვიდრე შეგეძლოს და არ გინდო196
დესო, რადგან ხელს აძლევდა ასეთი ცხოვრება, ვიდრე მისი პირადი
თავისუფლება აღმოჩნდებოდა საფრთხეში, ვიდრე ჩამოაძუნძულებდნენ ბათუმიდან, ჩამოიტყუებდნენ, ვითომ თავის ნებაზე გაშვებულს.
ადამიანს ხომ, ნებისმიერი ცხოველივით, დატყვევების უფრო ეშინია,
ვიდრე თავად ტყვეობისა! აივანზე გასულ კაცს კარი რომ გადაუკეტო
ხუმრობით, მაშინვე აწრიალდება, მუშტებით ჩამოიღებს კარს, თითქოს კიდევ ერთი წუთით თუ შეყოვნდა აივანზე, ქვეყანა დაიქცევა,
თუმცა, კარი რომ არ გადაეკეტათ იმისთვის, ვინ იცის, როდის გაუჩნდებოდა ოთახში შემობრუნების სურვილი. მოკლედ, ისეთივე გმირი
იყო გელას მამა, როგორი ლაბირინთიდანაც გამოიყვანა იგი გელას
დედამ. რადგან ნამდვილი ლაბირინთიდან თავდაღწეული ნამდვილი
გმირები არასოდეს ირთავდნენ ცოლებად იმ სულელ გოგოებს,
დაუფიქრებლად რომ ღალატობდნენ მშობლებს, გიჟებივით რომ გამორბოდნენ მშვიდი, უზრუნველი ბავშვობიდან, როგორც ცეცხლწაკიდებული სახლიდან, რათა გადაერჩინათ და დაღუპულიყვნენ – მათი ბავშვობის სარკმლის წინ შემთხვევით ჩავლილი, მაჩაბელივით
ახოვანი, ლომის ფაფრიანი უცხო კაცი გადაერჩინათ, თავად კი დაღუპულიყვნენ, ბედნიერნი, ცხოვრებით გულსავსენი იმ ერთი ღამის
გამო, სიკვდილამდე სათუთად გადანახული იმ პერანგების გამო,
რომელთაც ლოგინში, გადიების უჩუმრად შეჭმული ალუბლის წვენით დალაქვა უფრო შეეფერებოდათ, ვიდრე უბიწოების სისხლით.
გელას მამისთვის კი, ყველაფერი პირიქით მოხდა: დაიღუპა, რათა
გადაერჩინა(!), რადგან თვითონ კი არა, გელას დედა იყო გმირი.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - რკინის თეატრი - 13
  • Parts
  • რკინის თეატრი - 01
    Total number of words is 3567
    Total number of unique words is 2235
    27.2 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 02
    Total number of words is 3649
    Total number of unique words is 2108
    32.5 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 1981
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 04
    Total number of words is 3630
    Total number of unique words is 2200
    28.9 of words are in the 2000 most common words
    42.7 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 05
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2058
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 06
    Total number of words is 3622
    Total number of unique words is 2149
    28.8 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 07
    Total number of words is 3490
    Total number of unique words is 2291
    24.7 of words are in the 2000 most common words
    35.7 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 08
    Total number of words is 3728
    Total number of unique words is 2153
    32.6 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 09
    Total number of words is 3681
    Total number of unique words is 2089
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 10
    Total number of words is 3699
    Total number of unique words is 2033
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 11
    Total number of words is 3712
    Total number of unique words is 2117
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 12
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2075
    32.3 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 13
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2087
    30.9 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 14
    Total number of words is 3744
    Total number of unique words is 2095
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    53.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 15
    Total number of words is 3682
    Total number of unique words is 2082
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 16
    Total number of words is 3641
    Total number of unique words is 1987
    29.7 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    53.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 17
    Total number of words is 3761
    Total number of unique words is 2000
    31.4 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 18
    Total number of words is 3656
    Total number of unique words is 2118
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 19
    Total number of words is 3664
    Total number of unique words is 2010
    32.0 of words are in the 2000 most common words
    47.1 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 20
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2042
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    53.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 21
    Total number of words is 3667
    Total number of unique words is 1947
    32.4 of words are in the 2000 most common words
    46.8 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 22
    Total number of words is 3663
    Total number of unique words is 2089
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 23
    Total number of words is 3714
    Total number of unique words is 1946
    31.5 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 24
    Total number of words is 3727
    Total number of unique words is 2061
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 25
    Total number of words is 3765
    Total number of unique words is 2022
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 26
    Total number of words is 3740
    Total number of unique words is 2080
    31.0 of words are in the 2000 most common words
    44.3 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 27
    Total number of words is 3737
    Total number of unique words is 2107
    31.3 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 28
    Total number of words is 3256
    Total number of unique words is 1894
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.