Latin

რკინის თეატრი - 04

Total number of words is 3630
Total number of unique words is 2200
28.9 of words are in the 2000 most common words
42.7 of words are in the 5000 most common words
49.8 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
არ დაიხია ხელისუფლების ჯიბრით, რის გამოც, ადვილი შესაძლებელია, საერთოდ ის გამოეყვანა ხელისუფლებას დღევანდელი
არეულობისა თუ “გაუგებრობის” მოთავედ (რატომ შეიპატიჟე ხალხი
იატაკაყრილ თეატრშიო) და დაესაჯა კიდეც, რაც არავის გააკვირვებდა ალბათ, მით უფრო პოლიცმეისტერის “გამოსვლამდე”, მაგრამ
პოლიცმეისტერის “გამოსვლამ” ორმო იმაშიც დაარწმუნა, თბილისელი მსახიობის ჭეშმარიტი ფასი იმავე ხელისუფლებამ უკეთესად რომ
იცოდა, ვიდრე თავად, რამაც კი არ შეურაცხყო, პირიქით, გაახარა
და გააბედნიერა კიდეც, შვილშექებული მშობელივით, ოღონდ იმ
გონებაშეზღუდული მშობელივით, საკუთარ თავზე მეტად ყოველთვის სხვისი რომ სჯერა, რადგან თუკი თავად მშობლიური უსამართლობა და მშობლიური უნდობლობა უშლის ხელს, იყოს მიუმხრობელი შემფასებელი შვილისა, სხვას არაფერი აიძულებს ტყუილუბრალოდ, უმიზეზოდ აქოს და ადიდოს მისი შვილი, არაფერი, არც
მშობლიური სიყვარული და არც მშობლიური ანგარება. ახლა კი, მისი “შვილი” არათუ აქო და ადიდა “სხვამ”, ცამდე აამაღლა და მიწამდე დაუკრა თავი. გარდა ამისა, ორმო უკვე მართლა თავისად, თავის
განუყრელ ნაწილად თვლიდა თბილისელ მსახიობს; მართალია, თა51
ვად აკლდებოდა ის ადგილი, თბილისელ მსახიობს რომ ეკავა,
ურომლისოდაც კიდევ უფრო უჭირდა განძრევაცა და სუნთქვაც, მაგრამ უკვე ისე შესჩვეოდა ამ დანაკლისს, თბილისელ მსახიობს ისევე
უცაბედად რომ გაეთავისუფლებინა ადგილი, როგორც დაიკავა, სიცარიელეს იგრძნობდა მხოლოდ და არა სიხალვათეს, რადგან, ცხოველური ალღოს ბრალი იყო თუ ერთად გადატანილი წყვდიადისა,
შეუმჩნევლად და სამუდამოდ გაეთავისებინა იგი, გაჟღენთილიყო
იმისი მედიდური, ამაყი დუმილით, როგორც ლომის ბუნაგი – ლომის
სუნით, ხოლო ეს უჩვეულო, მოულოდნელი, გადავიწყებული განცდა
სიდიადისა და ძალისა, უნებურად თავადაც სიამაყით ავსებდა, რაც,
თავის მხრივ, მადლიერების გრძნობასაც უჩენდა ამ თითქოს უცხო
კაცის მიმართ, გულხელდაკრეფილი რომ იდგა და მშვიდად, უდრტვინველად აჰყურებდა სცენას.
– ისა. ფუი, დასწყევლოს ღმერთმა. სხვათა შორის, თქვენ მანდ რა
გინდათ? – დაუძახა უცებ პოლიცმეისტერმა და ხელგაწვდილი გადაიხარა წინ, თითქოს სცენაზე უპირებდა ამოყვანას.
თბილისელმა მსახიობმა ჯერ ირგვლივ მიმოიხედა, დინჯად, აუჩქარებლად, ყურადღებით, თითქოს არ იცოდა და ახლა უნდა გაერკვია, სად იმყოფებოდა; მერე უმანკო ყრმის სახე მიიღო, თვალები
დახუჭა, მკერდზე გადაჯვარედინებული ხელის მტევნები ფრთებივით
ააფართხალა, თითქოს მტრედი დაჰფრენია მკერდზეო, და სასაცილოდ დაწვრილებული ხმით დაიწრიპინა: ვინათლები, მამაოო. ატყდა და რა ატყდა. ჰომერული სიცილი მოგონილი იყო იმასთან. დიმიტრი რას იფიქრებდა, ჭაღი თუ არ ჩამოწყდებოდა. კულისებიდან
გაოცებული, გაუბედავად მოღიმარი მსახიობები და პოლიციელები
გამოეფინენ სცენაზე. პოლიცმეისტერს სიცილისგან ცრემლი
სდიოდა – ერთი ხელით მუცელი ეჭირა, მეორე კი ისევ თბილისელი
მსახიობისთვის ჰქონდა მიშვერილი, ორმოსაც და სცენაზე გამოფენილ ხალხსაც თბილისელი მსახიობისკენ უთითებდა, ვითომ არავის
შეგეშალოთ, მე კი არა ვარ, აი, აგერ ბრძანდება ამ დაუოკებელი, ამ
ზღვა სიცილის მიზეზიო.
52
მეორე დღეს მთელ ქალაქში ელვასავით გავარდა თბილისელი
მსახიობის სახელი, რამაც გასახარზე მეტი სავალალო მოუტანა არა
მარტო თბილისელ მსახიობს, არამედ მის მაღიარებელ ქალაქსაც;
ხოლო ეს რომ ასე იქნებოდა, დიმიტრიმ უფრო ადრე იცოდა, ვიდრე
საკუთარ კისერზეც იწვნევდა ამ დიდების დამანგრეველ, დამღუპველ, გამანადგურებელ სიმძიმეს. მაგრამ ჯერ დიდების პირველი
დღე იდგა მხოლოდ და ყველანი ერთნაირად თავბრუდახვეულნი იყვნენ, განდიდებულიცა და განმადიდებლებიც. სანამ თეატრში იატაკს
დააგებდნენ, ხალხი ისევ მოდიოდა, ისევ ჩადიოდა ორმოში და სულგანაბული, აღელვებული, აღტაცებული უსმენდა თავის რჩეულს. საბედნიეროდ, თეატრში იატაკი მალე დააგეს. პოლიცმეისტერმა, სამუშაოს დასაჩქარებლად, მთელი ბატალიონი “ესესხა” პოლკოვნიკ
ვეზირიშვილს და არა მარტო თეატრის სიყვარულითა და პატივისცემით მოიქცა ასე, იმასაც ხელს აძლევდა, როგორც ხელისუფლების
წარმომადგენელს, თეატრი ისევ თეატრს დამსგავსებოდა და დამთხვეულთა, მეამბოხეთა, მორწმუნეთა და ურწმუნოთა თავშესაფრად
არ ქცეულიყო. წარმოდგენები განახლდა. თბილისელი მსახიობი
სცენაზე რომ გამოჩნდებოდა, ხან ბერძნულ ტოგაში, ხან ესპანურ
ლაბადასა და ხან ქართულ ჩოხაში გამოწყობილი, ფერდაკარგული
ქალები უფრო გამალებით იქნევდნენ მარაოებს. ქალაქში რომ ხმა
გავარდა, თბილისელ მსახიობს ცოლი გაექცაო, თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც, მხოლოდ და მხოლოდ, თბილისელი მსახიობის არაჩვეულებრიობის დამადასტურებელ მოვლენად ჩათვალა ქალაქმა და,
ცოტა არ იყოს, გაუხარდა კიდეც, თბილისელ მსახიობზე უიმედოდ
შეყვარებული ქალივით, თითქოს, რაკი ცოლი გაჰქცეოდა იმას, თვითონაც იმედი ჩასახვოდა გულში, ყოველ შემთხვევაში, ახლა უფრო
შესაძლებლად თვლიდა, როდისმე თვითონ რომ დაიკავებდა გაქცეულის ადგილს. ხოლო თბილისელი მსახიობი ცოლისაგან ათვალწუნებულ ბუდეში იჯდა ამ დროს, წინ სარკე დაედო და დაჟინებით
ჩასცქეროდა ორეულს თვალებში. ძალიან მარტო ვარო – ეუბნებოდა ორეული. როგორ გიშველო, განა არსებობს სიმარტოვის წამა53
ლიო – პასუხობდა თბილისელი მსახიობი. ხმაც რომ არ ამოეღო
ორეულს, სახეზედაც ეტყობოდა, მართლა რომ იტანჯებოდა. დამფრთხალი, აწრიალებული, შიშისაგან გადიდებული თვალებით იყურებოდა სარკის ფსკერიდან, თითქოს თბილისელი მსახიობისგან
ელოდებოდა რაღაც საზარელი საიდუმლოს გაგებას, რაც არა მარტო მის სიცოცხლეს, არამედ საერთოდ სამყაროს არსებობას შეეხებოდა. თბილისელმა მსახიობმა კი მხოლოდ ის იცოდა, ყველანი ერთნაირად უმწეონი რომ იყვნენ, მაგრამ რაკი გაჩენილიყვნენ, ბოლომდე უნდა გაეძლოთ: ამის უფლებაღა დაეტოვებინა იმათთვის
ბედსა თუ გარემოებას; ხოლო ვინც ბედსა და გარემოებას ჩაწვდენოდა, იმისთვის სიცოცხლე წამების სახეობა იყო მხოლოდ, მაგრამ რაკი ამდენი იცოდა, აღარც სისუსტე ეპატიებოდა; უნდა აეტანა წამება,
არ გამტყდარიყო, არ გამოტეხილიყო, არ ეღიარებინა დანაშაული,
რომელიც არასოდეს ჩაედინა და რომლისთვისაც ისჯებოდა. “ჩაუდენელი დანაშაულის ზიდვა მცოდნეთა და რჩეულთა ხვედრიაო” – ეუბნებოდა თავის ორეულს. მაგრამ მწარე, მტანჯველი, აუტანელი სიმარტოვე მაინც კუდიანი დედაბერივით ჩამოუჯდებოდა ხოლმე საწოლზე, გამოათრევდა ძლივს მოპოვებული ძილიდან, დაკრუნჩხული, გათოშილი თითებით გამოუწურავდა გულს, ღვიძლს, ფილტვებს, ოფლად გაღვრიდა, ნაპირზე ამოგდებული თევზივით ააფართხალებდა აწეწილ ლოგინში, თვალებდაყვლეპილს, კბილდაკრეჭილს, დამფრთხალს, დაუძლურებულს, დაბეჩავებულს, უსაშველოდ
მიტოვებულს ყველასაგან, საკუთარი ფულით ნაქირავებ ოთახში, საკუთარ ოჯახში, საკუთარ საწოლში; არადა, გაქცეული ცოლის ერთი
გამოხედვა, ერთი სიტყვა, ერთი უბრალო მოძრაობაც კმაროდა, უკვალოდ გამქრალიყო ეს უკბილო დედაბერი, წირპლიანი, ბინძური,
დაუნდობელი, კაცის უნახავად გამრუშებული, დედობაგანუცდელი,
თავადაც უსიყვარულოდ ჩასახული და უდედოდ გაჩენილი, ჯოჯოხეთის საშო, ღამურა, ჯოჯო, ქეციანი კატა, სიკვდილის ამხანაგი, სიკვდილის წინამორბედი, სიკვდილის მოციქული – არხეინად რომ დასკუპდებოდა სხვის საწოლზე და, უკბილო, დორბლიან პირზე ხელაფა54
რებული, ქირქილებდა, ბედნიერი, კმაყოფილი, მადლიერი მსხვერპლისა, რაკი ის ჯიუტად ითმენდა მის სტუმრობას; ხოლო მსხვერპლი,
მოთმინებისგან დამახინჯებული, გასაცოდავებული არსება, ღმერთის ხატად შექმნილი, ადამის ბრმა ლეკვი, ბრმად მაძიებელი სინათლისა, სიკეთისა, სიწმინდისა – საიდუმლო პაემანზე მოსულ სატრფოსავით ეჩურჩულებოდა ყურში (თითქოს სხვა ვინმე გაიგებდა
იმათ ლაპარაკს): არ ჯობია… არ ჯობია, ერთხელ და სამუდამოდ დავაყენო საშველიო? “არ ჯობიაო” – ქირქილებდა სიმარტოვე. დრო კი
გადიოდა. ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა. ბათუმში ისევ ყველანაირი ფული გადიოდა, მაგრამ ინგლისური გემი რომ მოაყვირებდა
ნავსადგურს, ყველანაირი ფული ერთბაშად უფასურდებოდა. ყველას
სტერლინგი უნდოდა. თურქულ ლირას ხომ მეძავებიც აღარ უყურებდნენ ზედ. – უკან მიიფარეო – ეუბნებოდნენ ლირის პატრონს და ჟივილხივილით მიისწრაფოდნენ ნავსადგურისკენ, შეძლებისდაგვარად დასუფთავებულდალამაზებულნი, მიისწრაფოდნენ, როგორც
პატარა გოგონები გადიის დაძახილზე. ახლა რეზერვუარებში ერთდროულად ორასი მილიონი ფუთი ნავთი ინახებოდა და უადგილო
ადგილას რომ გაეკრა ვინმეს ასანთი, მთელი ბათუმი დედაბუდიანად
გადაიბუგებოდა. მუშები ხელფასის მომატებას მოითხოვდნენ: მოკლა ჩვენი ცოლები ქვის ხარშვამ და ქვიშის ზელამო. ყველაზე მეტად
ვეშაპებს არ მოსწონდათ ეს ამბავი, გაბრაზებულები ატყლაშუნებდნენ კუდებს, სხვა ქვეყანაში გადავიტანთ ქარხნებს და საერთოდ
ულუკმაპუროდ დაგტოვებთო. მაგრამ მუშებს აღარ ეშინოდათ, იმდენს უკვე ხვდებოდნენ, ვეშაპებიც ვერაფერს გააწყობდნენ უიმათოდ: ვერც დაშლიდნენ და ვერც გემებზე დაუდებდნენ თავიანთ ქარხნებს. ქვიშაზე გაშენებულ ბაღში ორკესტრი ქუხდა. მსუყედ ნასადილევი ჩინოვნიკები ტილოს სავარძლებში თვლემდნენ. მოსეირნეთა
ფეხქვეშ სასიამოვნოდ ჩხრიალებდა ხმელი წიწვით მოფენილი ქვიშა. რა აზრისა ხართ ქალთა ემანსიპაციაზეო – ეკითხებოდა სერთუკიანი ვაჟი ქოლგიან ქალიშვილს. ქალიშვილი ქოლგას მხარზე იბზრიალებდა და სასაცილოდ აგრძელებდა ცალკეულ ბგერებს:
55
რრრრა აზრრრრისა ვარრრრ და, კარრრრგის, მხოოოოლოდ კარრრრგის. ქალი გაუფასურდება. სსსსხვათა შორისსსსს, კააააციც.
თბილისელი მსახიობი კი, ნავის კიჩოზე გულაღმა გადაწოლილიყო
და ცას აჰყურებდა. შიშველი ფეხები თევზში ეწყო. ერთმანეთში
არეული თევზი აქაიქ შეთრთოლდებოდა ხოლმე, მობოშებულ კუდს
გაუბედავად აბზეკდა და თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებდა მზეზე.
“ბაბუაჩემი ქართველად მოკვდა. მამაჩემი გათურქდა. მე ვინ გამოვდივარ, ჭოვ?” – ამბობდა მეთევზე ხასანა. ჭროღა თვალები ჰქონდა
და მიმინოს ნისკარტივით ცხვირი. გაოფლილი, გაწებილი თმა ყალყზე ედგა. მოხდილი ყაბალახი ჩიტის ბუდესავით ედო გვერდით.
პოლკოვნიკ ვეზირიშვილს აღლუმებისთვის აღარ ეცალა, ჯარი თოფქვეშ ეყენა, არ იცოდა, რა დროს დასჭირდებოდა. გათავხედებული
მუშები ზედიზედ იფიცებოდნენ. მიატოვებდნენ სამუშაოს და მოქუჩდებოდნენ ერთად. თან, ბოლომდე მტკიცენი და შეურყეველნი რომ
დარჩენილიყვნენ, თეატრში დაზეპირებული ფრაზებით ამხნევებდნენ, აქეზებდნენ ერთმანეთს. თბილისელ მსახიობს ბაძავდნენ და
იმასავით წარმოთქვამდნენ: ყოფნა, არ ყოფნა – საკითხავი, აი, ეს
არისო. ან: მე კარგად ვიცნობ ჩემს ხმალს, ის ამჯობინებს ჩემს გულში გადატრიალდეს, ვიდრე მტერს ემსახუროს… მე და ჩემი ხმალი –
ქართველები გახლავართ, დიდო შაჰოო. ან კიდევ: სასახლე საჯინიბოდ იქცა! კეისარი საზარელი და სულელი მასხარაა! რომაელები –
მთვრალი პირუტყვები. ჩემი ადგილი აქ არ არისო. მოკლედ, წერას
ჰყავდათ აყვანილნი, თითქოს არ იცოდნენ, გაცილებით ძვირი რომ
ჯდებოდა ცხოვრებაში იმის გამეორება, რისი ნახვაც თეატრში ხუთ
კაპიკადაც შეეძლოთ. პოლიცია გაფიცულთა მოთავეებს აპატიმრებდა. ციხეში ტევა აღარ იყო. ხოლო გარეთ დარჩენილი მუშები ციხის
ალაყაფზე მუშტებით აბრახუნებდნენ: ან ჩვენი ამხანაგები გამოუშვით, ან ჩვენც მაგათთან ერთად ჩაგვსვითო. “სადღა დავტიოო” –
მხრებს იჩეჩავდა ციხის უფროსი. ისიც ესწრებოდა საიდუმლო თათბირს, გუბერნატორის კაბინეტში, ხელისუფლების სხვა თვალსაჩინო
წარმომადგენლებთან ერთად. მათი სადილვახშამი რესტორან
56
“ფრანციიდან” მოჰქონდათ პოლიციელებს დიდი, ხელსახოცგადაფარებული ლანგრებით. კაბინეტში კი თათბირი გრძელდებოდა: “ერთი
ძირგახვრეტილი ბარკასი მიყენია ნავსადგურში. გავიყვან თქვენს პატიმრებს შუა ზღვაში და გათავდა. ციხეც გაგითავისუფლდებათ”. “მეყო. საკმარისია. ეს ბოლო ნაჭერია. გაგიკვირდებათ და, სალთისონი
მაშინვე კუჭში შემკრავს ხოლმე”, “ჩემი ფაშატი მგონი მაკედაა. მეჯინიბე კი იკლავს თავს, ულაყი სათოფეზე არ გამიკარებიაო, მაგრამ
ფაშატიც ქალი არ არის? ერთ მეჯინიბეს ვეღარ გააცურებდა? აბა, სულიწმინდა ხომ არ დაამაკებდა, დალოცვილო?!” “მოდიან და მოდიან. ისევ ციხეში გვირჩევნია, იქ უფასოდ მაინც გვაჭმევენო”. “იქნებ,
თავად თქვენმა მეჯინიბემ?” “ააა? ახ, ახ, ახ, ხა… შეიძლება, ხომ იცი.
ჩემი ხელით მოვაჭრი ძირში”. “ისა. ფუი, დასწყევლოს ეშმაკმა. შენ
ხარ ჩემი ბატონი. წითელი მამალი ხომ არ აგვეფრინა მეთქი”. მაგრამ მუშები მაინც არ იშლიდნენ თავისას, ძალით ვარდებოდნენ ციხეში, გალავანზე გადადიოდნენ, მიწაზე სხდებოდნენ და, ციხის უფროსის გულის გასახეთქად, ახლა პურისა და ხორცის ულუფის მომატებას მოითხოვდნენ. “იცოდე, ცუდად გათავდება ეს ამბებიო” – ეუბნებოდა დიმიტრი დარიას, თითქოს დარიაზე იყო რამე დამოკიდებული. თოფი უნდა გავარდნილიყო და გავარდა კიდეც. პატარა, ზღვისპირა ქალაქს კიდევ ერთხელ მიეშხეფა სახეში ადამიანის ცხელი სისხლი. “დაგვხოცეს! დაგვხოცესო!” – ყვირილით მორბოდა შუა ქუჩაში
თავფეხიანად გასისხლიანებული მუშა. ქალაქი გაილურსა, უფრო
ღრმად შეიყუჟა ნესტიანსა და სანახევროდ ბნელ ბინებში. ციხესაც
ენა ჩაუვარდა: ყველაფერს ელოდებოდა, ამას კი არა. მარინეს
პროსპექტზე ცხენოსანმა კაზაკებმა ჩაიქროლეს, თქარათქურით,
ჟღრიალით, ქოშინითა და ბუყბუყით. ცხენები დაბერილი ნესტოებიდან ცეცხლსა და კვამლს აფრქვევდნენ. მხედრებსაც ავად წამონთებოდათ გახვითქული სახეები. წაკუზულები იდგნენ უზანგებზე. შალითიანი კარაბინები ზურგებზე ეხათქუნებოდათ. იარაღის, ტყავისა და
ცხენის ოფლის სუნი დატოვეს მთელ სიგრძეზე, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე. მოხალისე მოწყალების დები გათენებამდე აგ57
როვებდნენ ქუჩებში მკვდრებსა და დაჭრილებს. მიირწეოდა, მიღრჭიალებდა, მიბაკუნობდა წითელი ჯვრის ეტლი ღამის უკუნეთში,
მიაპორწიალებდა მბჟუტავ ფანრებს და მხოლოდ მაშინ ჩერდებოდა,
დაჭრილის გმინვა თუ შემოესმებოდა ანდა გვამს თუ გადააწყდებოდა
და სამუდამოდ გაშეშებული თვალის გუგა ფანრის მოქანავე შუქს
აისხლეტდა. მოახლისე მოწყალების დებში, სხვათა შორის, დარიაც
ერია. დიმიტრიმ ვერ დაუშალა, ვერ გააჩერა, ვერ გაუბედა გაჩერება.
“მამაჩემიც ხომ ქუჩაში მოკლესო” – უთხრა დარიამ და წავიდა, რათა
ერთხელ კიდევ განეცადა მკვდარი მამის ძებნის სიმწარე, ცივი, გამთოშველი ელდა საცხედრეში, ხის სველ მაგიდაზე გაშოტილი გვამის
ხილვით მოგვრილი (რატომ იყო მაგიდა სველი?), გამაოგნებელი
უაზრობა, გამაბითურებელი სიმარტივე სიკვდილისა, გაშიშვლებული სიკვდილი, სიშიშვლე არაფრისა (ნუთუ ესაა მამაჩემი?), არაფრისა და მაინც მომნუსხველისა, მომაჯადოებელისა თავისი სიარაფრით, თავისი გულისგამხექთავი, სისხლის გამჩერებელი უძრაობითა
და უმწეობით. “დავით კლდიაშვილსა და საბა ლაფაჩს ბრძანება არ
შეუსრულებიათ, ჯარისკაცებისთვის სროლა აუკრძალიათ, თორემ
გაცილებით მეტი მსხვერპლი იქნებოდაო” – ყვებოდა ქალაქის თავის მეუღლე. ეტლი მიირწეოდა, მიღრჭიალებდა, მიძაგძაგებდა. ცხენები შეწყობილად მიაბაკუნებდნენ ფლოქვებს. დარიას კი, წყალში
დამბალი, რაღაცნაირად, აბედივით გაძენძილი ფიცრის მაგიდაზე
გაშოტილი მამის შიშველი სხეული ედგა ისევ თვალწინ. ჯვრიდან ჩამოხსნილი ნეშტი მაცხოვრისა? არა. არაფერი. საერთოდ არაფერი.
გაშეშებული, გათოშილი არაფერი. უპირველეს ყოვლისა, იმის უარმყოფელი, ვის აღმოჩენასაც ამაოდ ცდილობდა დარია საზარლად
პირდაბჩენილ, სისხლშემხმარ ჭრილობაში, მჭიდროდ მოკუმულ ტუჩებში, გულზე დაკრეფილ (ვერდაკრეფილ) ხელებში, გამოყვითლებულ ტერფებში… რასაც დარია ხედავდა, ის მხოლოდ ზიზღნარევი
სიბრალულის, შიშნარევი გაკვირვებისა და ტლანქი, უხამსი ხუმრობით გამოწვეული შეცბუნებისა თუ შეურაცხყოფის მაგვარ შეგრძნებას უჩენდა; იმას კი არ ეუბნებოდა: მოდი, ნუ გეშინია, მომკიდე ხე58
ლი, მე ვარ მამაშენიო, არამედ – მომშორდი, რას დამჩერებიხარ,
ტყუილად ეძებ, არ არსებობს, აღარ არსებობს, აღარასოდეს აღარ
იარსებებსო. აღარასოდეს? აბა, თბილისელი მსახიობი? მამაც ზუსტად ამხნისა იყო, როცა მოკლეს. კი არ მოკლეს, უბედურებას გაექცა, გაერიდა და… დაბრუნდა. “რატომ წევხარ? არც მკვდარი ხარ,
არც დაჭრილი!” – ჩაესმა უცებ ქალაქის თავის მეუღლის გაღიზიანებული ხმა. გაკვირვებულმა გაიხედა იქითკენ, საიდანაც ხმა შემოესმა. ეტლი იდგა. ყველანი გადასულიყვნენ ეტლიდან და ღობის ძირში
რაღაცას დასცქეროდნენ. მეეტლე ფანარს უნათებდათ. “სად გასკდი,
ასე ღორივით… ადექი. ადექი!” – ამბობდა ქალაქის თავის მეუღლე.
“ლაზარე, ლაზარე!” – თქვა დარიამ გუნებაში, რაღაცნაირი, ბავშვური მღელვარებითა და სიხარულით.
ის ღამე დიმიტრიმაც თეთრად გაათენა ეზოში და, ღმერთმა იცის,
რაღა არ იფიქრა, რაღა არ წარმოიდგინა, ვიდრე ცოცხალ დარიას
დაინახავდა. ლეღვის ხის ძირას შეყუჟულიყო და შფოთავდა, თითქოს უკანასკნელი ღამე იდგა ბათუმისა, სამყაროსი; თითქოს სადაცაა მიწა გაიპობოდა, ცა გაიხსნებოდა და აალებული, აბუყბუყებული,
აშხუვლებული, აღმუვლებული ლავა სამუდამოდ წალეკავდა, სამუდამოდ ჩაიმარხავდა თავის მდუღარე წიაღში ყველაფერს, რაც აქამდე არსებობდა, რასაც აქამდე, ავი იყო თუ კარგი, სიცოცხლე ერქვა.
ასე კი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოხდებოდა, თბილისელი მსახიობი რომ მოევლინა აქაურობას, ეშმაკის საყდრად რომ აქცია თეატრი და ჯოჯოხეთის ცეცხლში ყრიდა ყველას, განურჩევლად. “რა
ჭამა მაინც ამისთანა, ასე რამ გაუმწარა გულმუცელიო” – ფიქრობდა
აღრენილი, გაბოროტებული და მუშტს უღერებდა მომიჯნავე ყრუ კედელში დატანებულ ერთადერთ სარკმელს, უფრო სწორად, იმ ადგილს, სადაც ის ერთადერთი, ამოსაქოლი, ამოსაშანთი სარკმელი
ეგულებოდა. უკუნი ღამე იყო, უჩვეულოდ ბნელი, ღამე კი არა – კვამლი, კვამლი ჯურღმულისა, ქვესკნელისა, ჯოჯოხეთისა, ცათამდე აღმავალი, წამლეკავი მთათა, ტყეთა, ზღვათა და მდინარეთა – ყოველთა ტომთა, ერთა და ენათა. ქვითკირის ღობის გადაღმა გოდორში
59
დამწყვდეული მამალი თუ დაიყივლებდა ხანდახან, ხრინწიანად, უნდილად… თითქოს ისიც საიქიოდან ყიოდა. არც სხვამხრივ ეტყობოდა ქალაქს სიცოცხლის ნიშანწყალი. ლეღვის ძირას თავისთავად გაფაჩუნდებოდა ხოლმე შარშანდელი ფოთოლი და ესეც სიკვდილის
ხმა იყო, უსულო, უძარღვო, გამოფიტული. ესეც მხოლოდ სიკვდილს
ახსენებდა დიმიტრის. არაფერზე არ შეეძლო ეფიქრა, სიკვდილის
გარდა. ხანდახან ჭიშკარი თითქოს უხმაუროდ იღებოდა ყურთამდე
და ვიღაცებს დარიას გვამი შემოჰქონდათ ეზოში. დარიას თეთრი ხალათი და თავსაფარი სისხლში ამოსვროდა, ხოლო ფრთებივით გადაშლილ მკლავებს უმწეოდ მოაქანებდა ჰაერში. დიმიტრი თვალებს
ხუჭავდა, ხმამაღლა იწყებდა განგებ ლაპარაკს, ეს შემზარავი ჩვენება რომ დაეფრთხო როგორმე, მაგრამ ჩვენება კი არ ქრებოდა, სახეს
იცვლიდა მხოლოდ, აზრი კი იგივე რჩებოდა: დარია მკვდარი ბრუნდებოდა შინ. და მართლაც, რატომ არ შეიძლებოდა, ასე მომხდარიყო? რა არ უწყობდა ხელს? ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, როგორც ყველა შვილი, დარიაც რაღაცაში მაინც უნდა მგვანებოდა მამას, თუნდაც სიკვდილში. სიკვდილი კი ხრეშმოყრილ ბილიკზე იდგა
და ლიმონის ტოტს იწოდებდა. დიმიტრის სიკვდილის დანახვა კი არ
გაუკვირდა, არამედ – როდის შემოვიდა, როგორ ვერ გავიგეო. “ნუ
იმალები დიმიტრი, არ გეკადრება შენი მშობლების შვილსო” –
დაუძახა სიკვდილმა. თან ტოტს იწოდებდა, თითის წვერებზე აწეული.
“დარია მომიკლესო” – ახლა კი საბოლოოდ იწამა დიმიტრიმ და მუხლებაკანკალებული გადავიდა ბილიკზე. ისეთივე სუნი ეცა ცხვირში,
ორმოში რომ იდგა – შმორისა, მტვრისა, უაზრობისა. “ნუ გეშინია,
ამჯერად ამ ერთი ლიმონის მეტი არაფერი მოაკლდება შენს ოჯახსო”
– უთხრა სიკვდილმა. დიმიტრის ესეც გაუკვირდა, რა დროს ლიმონია ამ გაზაფხულზეო, მაგრამ უფრო დიდი საოცრების მოწმე გახდა
იმავე წუთას: ლიმონის ტოტმა მის თვალწინ გამოისხა ნაყოფი: დიდი,
ყვითელი, კრიალა, თითქოს ესესაა ჩამოუქნიათ ცვილისგანო. სიკვდილმა ნაყოფი მოწყვიტა და ტოტს ხელი გაუშვა. გათავისუფლებულმა ტოტმა შეშინებული, ძილგამკრთალი ფრინველივით გაიშ60
ხუილა სიბნელეში. სიკვდილმა ლიმონს ხელისგული გადაუსვა და
მადიანად ჩაკბიჩა. მაშინვე სახე დაეღრიჯა, თვალები მოეწკურა,
ნერწყვი ჩამოეწუწა ნიკაპზე. “აი, თუ რა დროსიაო” – ნიშნი მოუგო
დიმიტრის. გამალებული წუწნიდა ლიმონს. დიმიტრი უეცარი ტკივილისგან აიწურა, გაიოფლა, ვეღარც ჩაისუნთქა, ვეღარც ამოისუნთქა,
თითქოს აღარაფერი ჰქონდა შიგნით; თითქოს სიკვდილს გული
ამოეღო იმისთვის და სასწაულად გაჩენილ ლიმონს კი არა, იმის
გულს წუწნიდა ასე გამალებული. “სიცოცხლისა გეშინოდეს, დიმიტრი, სიცოცხლისა! – შეუყვირა სიკვდილმა და ტუჩები უსიამოდ გააწკლაპუნა. – ხარბია. ყველაფერი ბევრი უნდა. თანაც ახლავე. მე კი,
ვიცდი, ვიცდი და ვარ ამ ერთ ლიმონს მიჩერებული”. “რისი თქმა უნდა, ნეტავიო” – გაიფიქრა დიმიტრიმ და უცებ უსინდისო, მდაბალი,
ამაზრზენი შვება იგრძნო, რადგან მაშინვე იმასაც მიხვდა, ჯერ შემოუსვლელი, ჯერ არარსებული ლიმონის შეჭმა იმის სიკვდილს ნიშნავდა, ვინც ასევე ჯერ არ მოვლენოდა ქვეყანას და ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი მომავალში, მაინც უფრო ადვილი შესალევი, ადვილი გასაწირი იყო ახლა, ვიდრე დარია, ანდა ვიდრე თუნდაც საკუთარი სიცოცხლე, რადგან საერთოდ ასეთია ბუნება კაცისა: დღევანდელით
ცხოვრობს და არა ხვალინდელით; ტყუილად კი არ უთქვამს: ხვალემ
იკითხოს ხვალისაო, და ვერც გაამტყუნებ, რამდენადაც ნანახი და
განცდილი განაპირობებს მის ყოველ ნაბიჯს, განზრახვას, მიზანს,
ოცნებასა თუ იმედს, და არა ჯერ უნახავი, ჯერ განუცდელი, გინდაც ის
აღმოჩნდეს სწორედ აზრი და გამართლება მისი არსებობისა, შედეგი
და ჯამი ყველაფრისა, რაც იქამდე, უიმისოდ უნახავს და განუცდია.
სიკვდილმა გაიცინა. გამოწურული ლიმონის ქერქი გადააგდო და
ჰკითხა: ფეხსადგილი სადა გაქვსო. სიკვდილი წავიდა. ხოლო დიმიტრი ახლა უფრო მოუთმენლად ელოდებოდა დარიას, რადგან უკვე
მტკიცედ სჯეროდა, ნამდვილად დაბრუნდებოდა ის და ნამდვილად
ცოცხალი. ახლა იმის მოუთმენლობა კლავდა, როდის მოუყვებოდა
თავის უცნაურ ჩვენებას, როდის აახსნევინებდა, როგორც სიზმრებს
ახსნევინებდა ხოლმე, ბებიისგან განსწავლულს, ბებიის გიშრის
61
ჯვრისა და აბრეშუმის ზონარის მპყრობელს. გალიაში დამწყვდეული
ნადირივით დაძრწოდა წინ და უკან, ჭიშკარსა და ორსაფეხურიან კიბეს შორის, და თუმცა უკვე იცოდა, სიკვდილთან საუბარი მხოლოდ
და მხოლოდ მისივე აღგზნებული გონების ფუყე, მკვდრადშობილი
ნაყოფი იყო, ყოველ შემთხვევისთვის, ცალი თვალით მაინც დაეძებდა ლიმონის გამოწუწნულ ქერქს, ვითომ სიკვდილმა რომ გადააგდო
წეღან. ის კი არა, ფეხსადგილთანაც მიირბინა რამდენჯერმე და ვიდრე კარს გამოაღებდა, გარედან მიაყურადებდა ხოლმე, თუმცა ისიც
წინასწარ იცოდა, არაფერი დახვდებოდა იქ, ასისინებული, ნესტიანი
წყვდიადის მეტი.
მეორე დღეს აზიზეას მოედანზე ცამეტი კუბო დაასვენეს. ქალაქი
ერთად მარხავდა დახოცილებს, სამუდამოდ დაძმობილებულთ ერთნაირი, ერთდროული სიკვდილით, ერთი სიკვდილის შვილებს, ერთი და იმავე ქვეყნის ბინადრებს. ასე გამოხატავდა ქალაქი თავის თანაგრძნობასაც და გულისწყრომასაც: თანაგრძნობას – დახოცილთა,
ხოლო გულისწყრომას – ხელისუფლების მიმართ. ხელისუფლება კი
დუმდა. ყაზარმიდან და პოლიციიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. თავახდილ კუბოებში გადალურჯებული, ტუჩებშეშუპებული გვამები იწვნენ.
გულხელდაკრეფილნი – ჩვენ ჩვენს საქმეს მოვრჩითო. იმათთვის
ყველაფერი დამთავრებულიყო, ხოლო აზიზეას მოედანი ზღვასავით
ღელავდა. მის ატორტმანებულ ზედაპირზე ადიჩადიოდნენ იალქნებივით გამობერილი პლაკატები. დროშები ბუბუნებდნენ. მღვდელი,
პადრე, ხოჯა, რაბინი და ტერტერა ერთად წირავდა. ერთმანეთს
ენაცვლებოდნენ ორატორები. დიმიტრის შინ მოაკითხეს, ბათუმელი
ვექილების სახელით თქვენ უნდა თქვათ სიტყვაო, მაგრამ დიმიტრიმ
სიტყვა ვერ დაამთავრა, ტირილი აუვარდა და ორმა მუშამ გვერდით
გაიყვანა. “რა გატირებს, რა დროს ტირილიაო” – უწყრებოდნენ ბავშვივით აზლუქუნებულ დიმიტრის. დიმიტრის კი ცრემლმა შვება
მოუტანა; წუხანდელ უძინარს, წუხანდელ ჯოჯოხეთში გამოვლილს,
ცრემლი მალამოსავით ეცხებოდა გულზე, მაგრამ თვითონვე რცხვენოდა ამ მოულოდნელი, დაუმსახურებელი შვებისა, ისევე, როგორც
62
წუხელ შერცხვა, ჯერ კიდევ დაუბადებელი სიცოცხლის გამწირავს,
და სახეზე ხელებაფარებული ლუღლუღებდა: უკაცრავად, უკაცრავადო… ხოლო როცა ვიღაცამ დაიძახა – თეატრი მოდისო – და ცრემლით დასველებულ თითებს შორის თბილისელი მსახიობის სახე
დაინახა, ისე დაფრთხა, ისე დაფაცურდა, თითქოს თბილისელი მსახიობი, თავის დასს კი არა, კიდევ უფრო დიდ უბედურებას მოუძღოდა
წინ. ცოტას მორჩა, იყვირა: გააჩერეთ, გააბრუნეთო – მაგრამ გონზე
რომ მოეგო, უკვე შინისკენ მიისწრაფოდა, ლამის გარბოდა შემაშფოთებლად, დამაეჭვებლად გამოცარიელებულ ქუჩაში. ქალაქი უცხო ქალაქივით დუმდა. სადღაც, შორს, ერთნაირად ყრუდ გუგუნებდა
ზღვაცა და აზიზეას მოედანიც, ქვითკირის ღობეებს მწვანე ხავსი შესცოცებოდა. ერთმანეთზე გადაბმული სარკმლებიდან სიცარიელის
ტყუპი ძმები იმზირებოდნენ, გულგრილად, ბრიყვულად. დიმიტრიმ
უნებურად უკან მიიხედა, მაგრამ უკანაც ის დახვდა, რაც წინ. “ეს ხომ
გაქცევაა, ეს ხომ სილაჩრეა, ბატონო ვექილოო, – დასცინა საკუთარ
თავს, – დიახ, სილაჩრეა, სიმამაცეს აზრი რომ ჰქონდესო”, – გააგრძელა გაგულისებულმა. მიდიოდა და ფიქრობდა: მოდგება ახლა და
უარესად გადარევს ხალხსო… ხვალ აზიზეას მოედანზეც ვერ დატევენ
კუბოებსო. მიდიოდა და საკუთარი თავი ეჯავრებოდა. მაგრამ არც ამჯერად შემცდარა დიმიტრი. მართალია, თბილისელ მსახიობს იმ
დღეს სიტყვა არ უთქვამს მოედანზე, “უარესად არ გადაურევია” ხალხი, რომელსაც, დენთის საწყობივით, ერთი ნაპერწკალიღა უნდოდა,
არ გაუქეზებია თავისი აჩემებული “სახელოვანი სიკვდილით” (თითქოს სხვას არავის წაეკითხოს “ვეფხისტყაოსანი”), მაგრამ არც ნაკლები სისულელე ჩაუდენია: თეატრის შესასვლელში ბარიკადი
გაუმართა ხელისუფლებას, ვითომ ხელისუფლებას თეატრის დარბევა აქვს განზრახული და ჩვენც თეატრთან ერთად უნდა დავიღუპოთ,
როგორც ჭეშმარიტ მსახიობებს შეეფერებათო. მაჩაბლობდა. თითქოს ბათუმი მეორე კრწანისის ველი იყო. ანდა კიდევ უარესი – თითქოს ბათუმი პარიზი იყო, თვითონ და მისი მსახიობები კი – კომუნარები. კი აბა, კომუნარები! თამაშობდა. ხალხს ეკოპწიავებოდა. შემ63
თხვევას არ უშვებდა, ყურადღების ცენტრში რომ ყოფილიყო ყოველთვის, ყოველნაირად, ნებისმიერი მსხვერპლის საფასურად. თეატრის დარბევა კი არა, ერთი პოლიციელი, ერთი კაზაკი არ გამოჩენილა იმ დღეს ქუჩაში. “თავსაც დაიღუპავს და სხვებსაც დაღუპავს, ეგ
შეჩვენებულიო” – დარიას უყვიროდა დიმიტრი. დარიას კი თვალები
ცრემლით ჰქონდა სავსე და არც კარგს ამბობდა, არც ავს. და მართლაც, რა ეკითხებოდა, როგორ მოიქცეოდა თბილისელი მსახიობი;
თუ უნდოდა, ტყვიისთვის შეეშვირა შუბლი; მაგრამ დარია იმას ვერ
ხვდებოდა, ისინიც რომ საფრთხეში იგდებდნენ თავს, ხელისუფლებისთვის ისინიც რომ ბარიკადზე იდგნენ, იმ დამთხვეულთან ერთად,
რადგან როგორც კი მორჩებოდა თავის ბარიკადობანას, პირველ
რიგში ამათთან მოირბენდა, ახალახალი სისულელეების გუდით. ის
ერთი კვირა დიმიტრიც შეშლილს ჰგავდა. დღეში ათჯერ გავარდებოდა ხოლმე შინიდან, იმის დასახედად, ისევ დგას თუ უკვე მოშალეს
ბარიკადიო. “დგას, დგას. დგას!” – მართლა შეშლილივით ყვიროდა
შინ მობრუნებული და თვალცრემლიანი დარიაც მოთმინებით ელოდებოდა, როდის გაიცლიდა უსამართლო რისხვით გაბერილ გულს
მისი საბრალო, შიშისაგან თავგზააბნეული ქმარი. ის კი ყვიროდა:
გადი, ნახე, რა ხდებაო; რაც კი ქალაქში ძაღლი, კატა და ბავშვია, იქ
მოუყრია ყველას თავიო; ისეთი გნიასი დგას, მეორედ მოსვლა გეგონებაო; სიმართლე თუ გინდა, ქალაქის პამპულაა შენი თბილისელი
მსახიობი და მეტი არაფერიო; გაექცეოდა, აბა რას იზამდა ის პატიოსანი ქალიო! – დარიას უყვიროდა, თითქოს დარიას ბრალი იყო
რამე, თითქოს დარია იყო “ამბოხების” მოთავე და იმისი მითითებებით ხდებოდა, რაც ხდებოდა. არადა, დარიას იმიტომ უყვიროდა,
თავს რომ ერჩია იგი, არავინ რომ არ ჰყავდა სხვა, ვინც გაუგებდა და
მიუტევებდა. ამას დარიაც ხვდებოდა და კიდევ უფრო იტანჯებოდა,
კიდევ უფრო ეცოდებოდა ქმარი. მერე, ამ ამბავმაც რომ გადაიარა,
თბილისელი მსახიობი მაინც ჯიუტად უმტკიცებდა ხოლმე დიმიტრის,
ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ახლა თქვენს თეატრში ისევ რკინეულობის საწყობი იქნებოდაო, მაგრამ ხმაზეც ეტყობოდა და სახე64
ზეც, უმწეო სიბრაზე და შელახული პატივმოყვარეობა ალაპარაკებდა
ასე, რადგან არც ისეთი სულელი გახლდათ, იმდენს ვერ მიმხვდარიყო, ყოველ მის გაბრძოლებას არაფრად რომ აგდებდა ხელისუფლება, უბრალოდ, ზედაც არ აფურთხებდა, ბარიკადიც ისევე აპატია, როგორც ორმო, მაგრამ დიმიტრის ეჭვიც არ ეპარებოდა, ორივესთვის
პასუხს მოსთხოვდა როდისმე. საღად ფიქრობდა დიმიტრი, მაგრამ
ერთი რამე, თანაც მეტად მნიშვნელოვანი, მაინც ეშლებოდა. თბილისელი მსახიობი არც სისულელის, არც პატივმოყვარეობის გამო
მოქცეულა ასე; ისიც იმავე შიშმა აიყვანა ბარიკადზე, რომელმაც დიმიტრი აზიზეას მოედნიდან შინისკენ გამოაქცია. ორივემ საფრთხე
იგრძნო და ორივეს ბუნებრივად დაებადა სურვილი საფრთხისაგან
თავის დაღწევისა. ორივემ თავშესაფარს მიაშურა, ოღონდ იმ განსხვავებით, ერთს მზამზარეულად რომ ჰქონდა იგი, მეორეს კი უნდა
აეშენებინა, თანაც სასწრაფოდ. ასე რომ, დიმიტრის მამისეული სახლიცა და თბილისელი მსახიობის ბარიკადიც, საბოლოო ჯამში, ერთსა და იმავეს ნიშნავდა – თავშესაფარს. ხოლო შეშინებული კაცი
თავშესაფრისკენ, ანუ შინისკენ, მხოლოდ იმიტომ კი არ გარბის, იქ
რომ დაემალოს განსაცდელს, არამედ იქ რომ შეებრძოლოს, სწორედ იქ რომ გაუმართოს გადამწყვეტი, სამკვდროსასიცოცხლო
ბრძოლა, თუკი ფეხდაფეხ წამოჰყვება განსაცდელიც, რადგან სახლი
უკანასკნელი გოდოლია, უკანასკნელი მიჯნაა ყოფნაარყოფნას შორის და, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, თუნდაც მარტო ამის შეგრძნება და ცხოველური ჟინი სიცოცხლისა, გადარჩენისა – ყბადაღებულ ლაჩარსაც გმირად შეიქმს ხოლმე, მით უფრო, როცა ის სახლი
ნამდვილად შენი სახლია, მამისეული, გაჩენის დღიდან შესისხლხორცებული, ურომლისოდაც, რაც არ უნდა გიჭირდეს დათმობა,
მართლაც რომ კაპიკის ფასიც აღარ აქვს სიცოცხლეს; მაგრამ ვისაც
მსგავსი სახლი არ ეგულება, ვისაც ნაქირავებ ოთახში მხოლოდ და
მხოლოდ გაქცეული, მოღალატე ცოლის აჩრდილი ელოდება, რა
თქმა უნდა, იმისთვის ბარიკადიც იგივე სახლია, რომელიც, ყველა
სიკეთესთან ერთად, ერთ წუთში შეგიძლია აიშენო და ასევე ერთ
65
წუთში შეეწირო კიდეც, როგორც საუკუნოვანი მამისეული სახლის
სიმბოლოს. ამის ბრალიცაა, თბილისელი მსახიობი და მისი დასი უკვე თავქუდმოგლეჯილი რომ გარბოდა თეატრისკენ, როცა პროცესიის კუდი ჯერ კიდევ აზიზეას მოედანზე იტკეპნებოდა. პროცესიას აჭარელი ცხენოსნები მიუძღოდნენ, ასლან ბეგ აბაშიძის მეთაურობით.
ცამეტი კუბო ნელა მიირწეოდა, როგორც ზღვაზე მეთევზეთა ნავების
მწკრივი. შაოსან ქალებს მზე ძირს ჩამოჰქონდათ კივილით. ხოლო
რკინის თეატრში ისეთი ალიაქოთი იდგა, თითქოს მართლა მარბიელი რაზმი შესევიაო. “ჩქარა. ჩქარა! ყოველი წუთი ძვირფასია!” –
ყვიროდა თბილისელი მსახიობი, როგორც სცენაზე დეკორაციების
დაწყობისას იცოდა ხოლმე, და მისი “კომუნარებიც” თავს არ იზოგავდნენ, არბოდნენ და ჩამორბოდნენ კიბეებზე, აჯახუნებდნენ კარებსა
და ფანჯრებს, ეჯაჯგურებოდნენ დერეფანში გაჩხირულ მაგიდებსა თუ
ტახტებს და ბოლოს, ყველაფერი, რისი დაძვრაცა და გამოტანაც შეიძლებოდა, თეატრის შემოსასვლელში ხვავდებოდა ერთმანეთზე.
მიწით სავსე ტომრებსაც კი ეზიდებოდნენ, რათა მათი ბარიკადი, როგორც თბილისელმა მსახიობმა ბრძანა, შესახედავადაც შთამბეჭდავი ყოფილიყო. მაგრამ როგორც არ უნდა გამოედოთ თავი, ისინი მაინც ჩვეულებრივი მსახიობები იყვნენ და არა კომუნარები, ხოლო
ჩვეულებრივი მსახიობური ბუნების გამო – მტრის დასახვედრად ემზადებოდნენ ისინი თუ მაყურებლისა – ვერაფრით ჩაიკლავდნენ
ძვალრბილში გამჯდარ ჩვეულებას, სიცოცხლისკენ, მხიარულებისკენ პროფესიულ მიდრეკილებას, რამაც მათი ერთკვირიანი “ამბოხება”, ისევ და ისევ, ჩვეულებრივ მსახიობურ დროსტარებად გადააქცია. ქალები სულ საჭმლის კეთებაში იყვნენ. კაცები ერთმანეთს
ნარდს ეთამაშებოდნენ, ხოლო საჭმელსა და ღვინოს რომ დაიგულებდნენ, მერე გათენებამდე აკვნესებდნენ გიტარებს, მღეროდნენ,
იცინოდნენ და ოხუნჯობდნენ. დიდი ამბით სვამდნენ კიდევ ერთი მოგებული “ბრძოლის” სადღეგრძელოს და სახვალიო “ბრძოლისთვისაც” აწყობდნენ გეგმებს, ახალ და ახალ ხერხებს იგონებდნენ, თუ
როგორ დაეფრინათ, როგორ მოეშორებინათ იქაურობისთვის მათ
66
საყურებლად მოსული ბავშვები, რომელთა დაუდგრომელი, დაუოკებელი ბრბოები, მიუხედავად ბარიკადის დამცველთა შეურყეველი წინააღმდეგობისა, დღითი დღე მეტი ჟინით, მეტი აღტკინებით ეტანებოდნენ ბარიკადს, როგორც მუმლი სინათლეს. ხან წყალს ასხამდნენ, ხან ქვებსაც ესროდნენ იერიშზე გადმოსულ “მტერს”, მაგრამ,
ღამის მეტს, მაინც არაფერს შეეძლო მათი გაყრა, მათი გათიშვა. ამიტომაც, უფრო მეტი ხალისით ილხენდნენ ღამღამობით. “ხვალ იქნებ
ვკვდებით, გოგო, ახლა მაინც ამოიღე ხმა, სცენაზე ხომ არა ხარო” –
ეხუმრებოდნენ ამალიას, ყველაზე ჩუმსა და მორიდებულ მსახიობ
ქალს ანტიკური ხანიდან დღემდე. ამალია საერთოდ უსიტყვო როლებს ასრულებდა, რადგან სცენაზე გასვლა და იმისი დამუნჯება ერთი იყო. სხვა, იმის ადგილას, ათასჯერ მიატოვებდა ალბათ თეატრს,
სხვა საქმეს მოჰკიდებდა ხელს, თუნდაც მრეცხავად დადგებოდა,
მაგრამ, ასევე ანტიკური ხანიდან დღემდე, არც ერთი მსახიობი არ
ყოფილა ალბათ ისე შეყვარებული თეატრზე, როგორც ამალია. ყველაფერზე დაგთანხმდებოდათ, ყველაფერს მოითმენდა, ყველაფერს
აიტანდა, ოღონდ თეატრში დაეტოვებინათ, ოღონდ ათასში ერთხელ
You have read 1 text from Georgian literature.
Next - რკინის თეატრი - 05
  • Parts
  • რკინის თეატრი - 01
    Total number of words is 3567
    Total number of unique words is 2235
    27.2 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 02
    Total number of words is 3649
    Total number of unique words is 2108
    32.5 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 1981
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 04
    Total number of words is 3630
    Total number of unique words is 2200
    28.9 of words are in the 2000 most common words
    42.7 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 05
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2058
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 06
    Total number of words is 3622
    Total number of unique words is 2149
    28.8 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 07
    Total number of words is 3490
    Total number of unique words is 2291
    24.7 of words are in the 2000 most common words
    35.7 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 08
    Total number of words is 3728
    Total number of unique words is 2153
    32.6 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 09
    Total number of words is 3681
    Total number of unique words is 2089
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 10
    Total number of words is 3699
    Total number of unique words is 2033
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 11
    Total number of words is 3712
    Total number of unique words is 2117
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 12
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2075
    32.3 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 13
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2087
    30.9 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 14
    Total number of words is 3744
    Total number of unique words is 2095
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    53.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 15
    Total number of words is 3682
    Total number of unique words is 2082
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 16
    Total number of words is 3641
    Total number of unique words is 1987
    29.7 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    53.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 17
    Total number of words is 3761
    Total number of unique words is 2000
    31.4 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 18
    Total number of words is 3656
    Total number of unique words is 2118
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 19
    Total number of words is 3664
    Total number of unique words is 2010
    32.0 of words are in the 2000 most common words
    47.1 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 20
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2042
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    53.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 21
    Total number of words is 3667
    Total number of unique words is 1947
    32.4 of words are in the 2000 most common words
    46.8 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 22
    Total number of words is 3663
    Total number of unique words is 2089
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 23
    Total number of words is 3714
    Total number of unique words is 1946
    31.5 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 24
    Total number of words is 3727
    Total number of unique words is 2061
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 25
    Total number of words is 3765
    Total number of unique words is 2022
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 26
    Total number of words is 3740
    Total number of unique words is 2080
    31.0 of words are in the 2000 most common words
    44.3 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 27
    Total number of words is 3737
    Total number of unique words is 2107
    31.3 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 28
    Total number of words is 3256
    Total number of unique words is 1894
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.