Latin

რკინის თეატრი - 07

Total number of words is 3490
Total number of unique words is 2291
24.7 of words are in the 2000 most common words
35.7 of words are in the 5000 most common words
42.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მობრუნებული, “განსაწმედელში” გამოვლილი, მწვანედ შეღებილ
ჭიშკარს რომ შეაღებდა, ჭიშკარი ქვანასროლი ძაღლივით რომ დაიწკავწკავებდა, გული ისე აუფრიალდებოდა, თითქოს შორეული, უცხო ცის ქვეშ ხანგრძლივი მოგზაურობიდან ბრუნდებოდა და ეს
უსიამო, მაგრამ უკვე ძვალრბილში გამჯდარი ხმა, ყველაზე ცხადი,
ყველაზე მყარი, ყველაზე უტყუარი დადასტურება იყო იმისა, ნამდვილად რომ მოეღწია შინამდე, ნამდვილად რომ დამთავრებულიყო
“უცხო ქვეყნებში”, “უცხო ცის ქვეშ” წანწალი და ერთხელ კიდევ
დაეზოგა ბედს – არ გაეძარცვა, არ გაელანძღა, არ მოეკლა – და რა100
კი შინამდე მოეღწია, ახლა აღარაფერი უჭირდა, ნამცხვრის კოლოფს მეუღლეს გადასცემდა, მარადიული ყურადღების, პატივისცემის, მადლობის ნიშნად, და ორი წუთის მერე, უკვე ცხელი წყლით
სავსე ტაშტში ფეხებჩაყრილი, სასიამოვნოდ მობოშებული, მოთენთილი, როგორც რძით გამძღარი ჩვილი – დედის მკლავებში, იმის
შესამოწმებლად, ყველაფერი ეს მართლა ცხადში რომ ხდებოდა და
არა სიზმრად, ვინ იცის მერამდენედ იტყოდა ხოლმე გუნებაში: ეს ჩემი სახლია, აქ მე ვცხოვრობ, ჩემს ძვირფას მეუღლესთან და ჩემს
ძვირფას ქალიშვილთან ერთადო. ნახევარსაათიანი გარინდება, გამოთიშვა, განცხრომა – ცხელ წყალში ფეხების ჩაყრა რომ ანიჭებდა
– ისეთივე აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო მისთვის, როგორც… როგორც, დავუშვათ, ღმერთისთვის უქმე, მეშვიდე დღე, როცა ყველაფერი შექმნილია, ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია, მაგრამ ცოტა სული თუ არ მოითქვი, შეიძლება, ყველაფერი თავიდან შესაქმნელი გაგიხდეს. სულის მოთქმა არა მარტო გადატანილის დავიწყებას გულისხმობს, არამედ შექმნილით ტკბობასაც; ხოლო
“ტკბობა”, თავის მხრივ, არა მარტო ძალასა და ხალისს გიბრუნებს,
არამედ ერთხელ კიდევ გარწმუნებს, რომ იმისთვის, რაც წლების
მანძილზე, წვეთწვეთობით, ნამცეცნამცეც მოაგროვე, შეაკოწიწე,
შექმენი – ნამდვილად ღირდა წვალება, ნამდვილად ღირდა ყოველდღე ერთი და იგივე საქმის კეთება, თუნდაც წინასწარ ჯვარდასმული
სიცოცხლის დაცვა და გამართლება, მოკლედ, ყველაფერი, რაც უკვე
გადაიტანე და რაც ჯერ კიდევ გადასატანი გაქვს. ასე ფიქრობდა
ცხელ წყალში ფეხებჩაყრილი დიმიტრი, რომელსაც მისივე შექმნილი ადამიანები და საგნები ეხვია გარშემო, და ცხელი, წებოვანი ორთქლის ზვირთებში გახვეული, მართლა ჰგავდა რომელიღაც შუმერულ ღვთაებას, საკუთარ არსებაში ჩანთქმულს, ჩაკარგულს, რაღაცაზე გამწყრალსა თუ რაღაცაზე ღრმად ჩაფიქრებულს. სკამის ზურგზე ბუსუსიანი, ღუნღულა პირსახოცი ეკიდა; ნავთქურაზე ჩაიდანი
დუღდა, გაცოფებული არაკუნებდა ხუფს – მეტი აღარ შემიძლია,
გადმომიღეთ ცეცხლიდანო; დარიაც იქვე ტრიალებდა – ცხელი
101
წყლის ჩამატება თუ დასჭირდებოდა ქმარს, ანდა პირსახოცის მიწოდება. “სი. სი. სიიიმეთქი, მადმაზელ!” – ისმოდა დიდი ოთახიდან მუსიკის მასწავლებლის ხმა; და როცა პატარა ნატოს ჯერ კიდევ სუსტი,
ჯერ კიდევ გაუბედავი თითის ქვეშ, ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყივით დაიწივლებდა კლავიში, ბედნიერი ცოლქმარი, რატომღაც,
ღიმილით გადახედავდა ხოლმე ერთმანეთს.
მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, ქვეყანაზე უფრო მნიშვნელოვანი ამბები ხდებოდა. მუშათა გაფიცვები ახლა მთელს იმპერიაში ჩვეულებრივ, ლამის ყოველდღიურ მოვლენად ითვლებოდა. იმპერია ომს
აპირებდა. სხვა გზა არც ჰქონდა: რომელიმე მეზობელს უნდა მიხტომოდა, თავისიანებს რომ არ გაეგლიჯათ. “თავისიანებში”, რა თქმა
უნდა, საქართველოც იგულისხმებოდა (ოხ, ეს ველური, მოურჯულებელი, ყბადაღებული საქართველო! აი, რა მოსდევს სიკეთესა და
ლმობიერებას! ჯერ თეატრიო, მერე ჟურნალიო, გაზეთიო, სკოლაო…
ახლა კი რესპუბლიკობაც მოინდომა!). საქართველოც წკიპზე იდგა.
აქაც განუწყვეტლივ შემოჰქონდათ იარაღი საზღვარგარეთიდან.
აქაც იბრძოდნენ, ერთიანდებოდნენ და ითიშებოდნენ პოლიტიკური
პარტიები: სოციალდემოკრატები, სოციალფედერალისტები, ანარქისტები, ესერები… გურია უკვე ცეცხლში იყო გახვეული. მოსკოვში,
პეტერბურგში, კიევში, ჰელსინკსა და ვარშავაში ქართველი კაცი თუ
გამოჩნდებოდა, მაშინვე გურიის ამბებს ეკითხებოდნენ. იასნაიაპოლიანაში მოღუშული ტოლსტოი გულისყურით უსმენდა ქართველ
სტუმარს, მიშო ყიფიანს. ხოლო, ამასობაში, იმპერიის გაცუღლუტებული გენერლები ზედიზედ იღებდნენ არარსებულ ციხესიმაგრეებს
აზიის თვალუწვდენელ ტრამალებში. არც პეტერბურგი უგვიანებდა
ჯილდოსა და დიდებას, იმასაც სჭირდებოდა გმირები, ხოლო ვინმე
თუ გაბედავდა და ამხელდა – ჩაქოლავდნენ, რაღას არ დასწამებდნენ – ეგ პოლონელი ან ებრაელი იქნება და იმიტომ თათხავს იმპერიის საუკეთესო შვილებსო. იმპერატორს უბრალო სერთუკი ეცვა.
ხელში უბრალო ქუდი ეჭირა. აგარაკზე მზე მოჰკიდებოდა. საშუალოზე დაბალი, ქერათმიანი, ცისფერთვალება – მორიდებულ სტუმარს
102
ჰგავდა. გაჯგიმულ კაპიტანს წმინდა გიორგის ჯვარზე თითი მიადო
და ჰკითხა: ტყვია მოგხვედრიათო? “დიახ, თქვენო აღმატებულებავ!”
– იყვირა კაპიტანმა. “გეტკინათ?” “არა, თქვენო აღმატებულებავ!” –
იყვირა კაპიტანმა. “შეგეშინდათ?” “არა, თქვენო აღმატებულებავ!” –
ისევ იყვირა კაპიტანმა, სხარტად, დაუფიქრებლად. იმპერატორი
სამხედრო მინისტრს მიუბრუნდა და კი არ უბრძანა, კი არ უთხრა –
სთხოვა: ჩინი მოუმატეთო. და აი, გაპოლკოვნიკებული კაპიტანი
იაპონიას დაეძგერა. “ჩვენთან არს უფალი” – გალობდნენ ტაძრები.
გაზეთები თავგამოდებულნი ფიცულობდნენ – წირვისას ბაირაღი თავისთავად გაიშალა და აშრიალდაო; ეს კი იმის ნიშანია, გამარჯვება
უსიკვდილოდ ჩვენ დაგვრჩებაო. მაგრამ გაზეთებს ხანდახან შემაშფოთებელი ცნობებიც ეპარებოდათ. ზედიზედ ამარცხებდნენ იმპერიის ძლევამოსილ არმიას, მიწაზეც და ზღვაზეც, პატარა იაპონელი ურჩხულები: ოიამა, ნოგი, ტოგო, კუროკი… (რა უცნაური სახელებია,
არა? სასაცილო). პარაკლისი პარაკლისს მოსდევდა. “ჩვენთან არს
უფალიო” – ისევ გალობდნენ მღვდლები. გალობდნენ ცალ მუხლზე
დაჩოქილი, თავშიშველი გენერლები, პოლკოვნიკები, მაიორები, კაპიტნები, პორუჩიკები, ფელდფებელები, ეფრეიტორები. ხმელეთზე
იმპერიის საუკეთესო გენერალი ინიშნებოდა მთავარსარდლად,
ზღვაზე კი – იმპერიის საუკეთესო ადმირალი, მაგრამ ერთს მალევე
უნდა დაეხია უკან, ხოლო მეორეს “მაკაკების” ტყვეობა ელოდებოდა.
“ვერ უყურებ, ამ ქონდრისკაცებსო” – იძახდნენ, ცოტა არ იყოს, შემცბარი გაზეთები. ვერაფრით ვერ აბამდნენ იაპონელ ნელსონს. იმპერიის ძველ ესკადრას უკვე ოკეანის ფსკერზე ეძინა, ახლისთვის კი,
ჯერ მხოლოდ გროვდებოდა ფული ურნებში. ხალხი უარესად იბოღმებოდა, ბრაზობდა, ქილიკაობდა: წვითა და დაგვით ორ კაპიკს
ძლივსა ვშოულობ, ეგენი კი წყალში ყრიანო. ხალხი ცალკე იდგა, ხელისუფლება – ცალკე. ერთი ალთას, მეორე ბალთას. მოსკოველმა
სტუდენტებმა თურმე მისალოცი დეპეშაც კი გაუგზავნეს მიკადოს,
ხოლო მთელი საქართველო აკაკის ლექსს მღეროდა: “ოი, ამას ვენაცვალეო”. ხისფეხა კოსტა ფილოსოფოსობდა, წინასწარმეტყვე103
ლებდა, მისნობდა: ის დროა, ჩემო დიმიტრი, ორმოს თხრიდე და შიგ
მიძვრებოდე ცოლშვილიანადო; მე რას მიყურებ, მე ისედაც სარდაფში ვცხოვრობო; ახლა რომ სისხლის წვიმები დაიწყება, წარღვნა და
მეორედ მოსვლა მოგონილი იქნებაო. იმპერია შეშფოთებას ვერ მალავდა. იმპერატორის ყოველ განძრევაზე ტახტი უსიამოდ, სახიფათოდ ჭრაჭუნობდა საჯდომის ქვეშ. შეშფოთებული იყო, რა თქმა უნდა, ბათუმის პოლიცმეისტერიც; ყოველ ნაბიჯზე შეთქმულება ელანდებოდა: ნაცნობი ნაცნობს ვერ უჩერდებოდა ქუჩაში, მაშინვე პოლიციელებს მიუქსევდა ხოლმე. უკეთეს დღეში არც პოლკოვნიკი ვეზირიშვილი გახლდათ: ჯარისკაცის რკინის მათლაფიდან ჭამდა, ჯარისკაცებთან ერთად, ეჭვი არ შეეპაროთ საჭმლის უვარგისობაშიო. მერე კი ინგლისურ მარილს სვამდა და ძლივს ასწრებდა საპირფარეშომდე მირბენას. აღარ იცოდა, როგორ მოეგო ჯარისკაცების გული,
კლუბიც კი გაუხსნათ ყაზარმაში, სადაც ჯარისკაცები კაპიკიან ჩაის
ყიდულობდნენ (მდუღარე უფასოდ ეძლეოდათ), შაშს თამაშობდნენ
და ბალალაიკაზე უკრავდნენ. იმდენად ეშინოდა ჯარისკაცების სიმშვიდის დარღვევისა, გადამდგარ ოფიცრებს, რომლებსაც უკვე სამუდამოდ გაედგათ ფესვი “აღთქმული ქვეყნის” მიწაში, ქათმებისა და
ინდაურების მოშენება აუკრძალა: ჯარისკაცებიც უყურებენ იმათ პეპლაობას და ზედმეტად ღიზიანდებიანო. თუმცა თავად, მაინც ვერ ღალატობდა ძველ, დაკანონებულ ჩვეულებას და ჯარისკაცს ცოლი
რომ ჩამოაკითხავდა, ჯერ თავის კაბინეტში შეჰყავდა, კაპიკიანი ჩაით უმასპინძლდებოდა, იქვე, მაგიდაზევე “პეპლავდა” თითქმის ქვეყნის მეორე ბოლოდან ფეხით ჩამოსულს, დაღლილსა და დამტვერილ
დედაკაცს და მხოლოდ მერე უშვებდა ქმართან. აი, ეს დაუოკებელი
ულაყი, ტახტის წაბაძვით, ჯარისკაცების გულის მოსაგებად, ახლა
თავს იკატუნებდა, სიბერესა და უძლურებას იგონებდა და ბებრული
ჩიფჩიფით ყოველდღე ახსენებდა ლარივით გაჭიმულ ჯარს ხელმწიფისათვის მიცემულ ფიცს, მამაშვილურად აფრთხილებდა, არ აჰყოლოდნენ ეშმაკს, არ აჰყოლოდნენ ვიგინდარა რევოლუციონერებს,
რომლებსაც ღმერთიც ფეხებზე ეკიდათ და ხელმწიფეც, რომლებიც,
104
თურმე, ტახტს არყევდნენ, მღვდელს კრეჭდნენ, ხატს აფურთხებდნენ, საფლავს ხნავდნენ, ბავშვებს ჭამდნენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, კეთილშობილ ქალიშვილებს ნაგანის ლულით აკარგვინებდნენ
უბიწოებას. სანამ ვეზირიშვილი და ვეზირიშვილისნაირები ოინბაზობდნენ, დროს იგებდნენ, ხელისუფლება გამალებული იქექებოდა
მმართველობის ჟანგიან სკივრში და ისევ ამოჰქონდა იქიდან ძველთაძველი, მრავალნაცადი ხერხები, მეთოდები, საშუალებანი: “პური
და სანახაობა”, “დაყავი და იბატონე”, “მიუქსიე ერთმანეთს”, “აუფრინე წითელი მამალი”, “დაპირდი და არ მისცე”, “გარყვენი და დასაჯე”, “გაღმა შეედავე და გამოღმა შეირჩინე”, “დაათვრე და ამღერე”,
“დაათვრე და აცეკვე”, დაათვრე და დაათვრე და დაათვრე და დაათვრე. “კასრები უკვე გზაშია, დღეს ყველამ ერთად უნდა დავლიოთ
ჩვენი ხელმწიფოს სადღეგრძელოო” – იძახდა პოლკოვნიკი ვეზირიშვილი და თან ასი წლის ბებერივით სლუკუნებდა, ხვნეშოდა, ოხრავდა, აცახცახებული ხელით ძლივსძლივობით ამოჰქონდა უბიდან
ბაღდადივით უშველებელი, ჭრელი ცხვირსახოცი და ნელა, გულისგამაწყალებლად ნელა იმშრალებდა “სველ” თვალებს, სათითაოდ,
ჯერ ერთსა და მერე მეორეს, ყველას რომ დაენახა, ყველა რომ
დაენამუსებინა ამ “კეთილი”, “გულისხმიერი”, “მამასავით საყვარელი მოხუცის” ცრემლს. ჯარი გაჭიმული იდგა, სარგადაყლაპულივით,
გუნებაში ეცინებოდა პოლკოვნიკის ჯამბაზობაზე, მაგრამ არაფერი
არ უნდოდა, ერთიორი წუთით თავს თუ მიადებინებდნენ სადმე, აქოთებული ჩექმის გახდის უფლებას თუ მისცემდნენ და მწარე თუთუნს
გააბოლებინებდნენ. მაგრამ ჯერ წარმოდგენა გრძელდებოდა. დოლები ბრაგუნობდნენ. პოლკის დროშა ურჩხულის კუდივით იფოფრებოდა ჰაერში. “ყველამ აკოცოს. ნებას ვაძლევ. დღეს განსაკუთრებული დღეაო” – მოწყალებას იღებდა პოლკოვნიკი. დროშა კი ნელა
მოიკლაკნებოდა, ტკაცუნობდა, ბუბუნებდა. ჯარისკაცები ჩოჩქოლებდნენ, თითქოს მართლა საჩუქრები უნდა დაერიგებინათ იმათთვის.
პირჯვარს იწერდნენ, იჩოქებოდნენ, კოცნიდნენ აფრიალებული
დროშის კალთას, ზოგი ვითომ, მაგრამ პოლკოვნიკიც ვითომ ვერა105
ფერს ამჩნევდა, ბებრულად ასავსავებდა თავს და ხრინწიანად ყვიროდა: ვინ ვატირე მე ჩვენი მტრისაო. “დედა!” – სჭექდა ჯარი.
“კიიიიდევ?” – ქათამივით იგრეხდა პოლკოვნიკი კისერს, თითქოს
უკეთესად რომ გაეგონა ჯარის პასუხი. “ცოლი!” – სჭექდა ჯარი, “კიდევ, კიიიიდევ?” – მადა ეხსნებოდა პოლკოვნიკს. “გვარშიგასათხოვარი!” – სხარტად, მხედრულად უმარცვლავდა ჯარი. მაგრამ ვეღარაფერი შეაჩერებდა წლობით, საუკუნეობით დაგროვილ რისხვას,
სიძულვილს, შურისძიების სურვილს, ჟინს, მოთხოვნილებას. იმპერიის თავზე საავდრო ღრუბლები იგრაგნებოდნენ. “ძირს მეფე და
მაღლა მუშაო” – გუგუნებდნენ ჯურღმულები, სარდაფები, დილეგები.
საძირკველი ირყეოდა. საფლავებში კუბოები სკდებოდნენ. ყურმოჭრილი მსახურები ამაოდ ქოლავდნენ სასახლის სარკმლებს – მიწისძვრის, ქარიშხლის, წარღვნის მაუწყებელი გუგუნი მაინც აღწევდა სასახლეში. ნელა, ზოზინით, უხალისოდ თენდებოდა სისხლიანი კვირა, მაგრამ მისი წითელი გამონაშუქი ერთბაშად გადასწვდა მთელს
იმპერიას. ისევ უნდა გავარდნილიყო თოფი და ისევ გავარდა. ბათუმი ბარიკადებით მოიფინა. ჭრიდნენ ელექტრონის ბოძებს, ხეებს; ახლომახლო სახლებიდან ავეჯს ეზიდებოდნენ; ტომრებს მიწით ავსებდნენ (გამოადგათ თბილისელი მსახიობის მაგალითი). სამი დღე ქალაქი მუშების ხელში იყო. თბილისიდან ბრძანების მოლოდინში, სამი დღე ათრობდა და აქეზებდა ჯარს პოლკოვნიკი ვეზირიშვილი.
ბრძანებამაც არ დააყოვნა და – “ძმებო, არწივებო, არ დაზოგოთ
ტყვიებიო” – აჭიხვინდა ძველებურად მხნე და გაუტეხავი – ულაყზე
ამხედრებული ულაყი. “მოვდივარ, გამაგრდიო” – ეძახდა ალიხანოვი და ცასა და მიწას მოაბნელებდა. წიფადან ზესტაფონამდე, რკინიგზის ორივე მხარეს, გაპარტახებული, გადამწვარი, გაუპატიურებული
სოფლები ბოლავდა. “აღწერაც გვიჭირსო” – წერდა “ცნობის ფურცელი”. მთვრალი კაზაკები დაწიოკებულ ბარიკადებზე ახტუნებდნენ
ოფლში გახვითქულ ცხენებს. გვამებს ყაზარმის დროგებით ეზიდებოდნენ. დაჭრილებს კონდახით უჩეჩქვავდნენ თავს. სისხლის გუბეებს მშიერი ძაღლები სვლეპდნენ. მძორის სუნით გაცოფებული კატე106
ბი სახლებში უვარდებოდნენ ხალხს. ხოლო რესტორან “ფრანციაში”
თავად პოლიცმეისტერი ხელმძღვანელობდა ალიხანოვის საპატივსაცემო სუფრის მორთვამოკაზმვას. “ისა. ფუი, დასწყევლოს ღმერთმა. ჭიქები. შენ ხარ ჩემი ბატონი. მეტი ჭიქები დააწყვეთო” – დასძახოდა აფუსფუსებულ, თეთრად გაქათქათებულ ოფიციანტებს. საბა
ლაფაჩი კი, დედის კალთაში პირჩამხობილი ტიროდა, ზუსტად ისევე,
როგორც იმ უხსოვარ დროს, როცა ცხრა წლის ბიჭს სასწავლებლად
რუსეთში აგზავნიდნენ და სამუდამოდ ეთხოვებოდა არა მარტო ბავშვობას, ცხრა წლის სიცოცხლესაც, რადგან ხვალიდან სრულიად
სხვა სიცოცხლე უნდა დაწყებულიყო იმისთვის. ახლაც ცხრა წლის
ბიჭივით დაბნეული, დამფრთხალი, უმწეო და დედის კალთაში პირჩამხობილი, მწარედ ქვითინებდა. დედა სიბერისა და სიამაყისგან
ათრთოლებული ხელით ეფერებოდა სამხრეებზე და ღიმილგარეული ხმით ეუბნებოდა: რაღა გატირებს, სულელო, ხომ გაიმარჯვა
ხელმწიფემო. ხელმწიფემ გაიმარჯვა, წელში გაიმართა და პასუხიც
მოიკითხა თავაშვებულობისთვის, უწესობისთვის, უმადურობისთვის.
ისევ გაიძეძგა ციხეები, საითაც არ უნდა გაგეხედა, ბორკილდადებული პატიმრის გადაფითრებული სახე მოგხვდებოდა თვალში. სახრჩობელებზე ფეხშიშველი გვამები ირწეოდნენ, ბზრიალებდნენ. მაგრამ არც დარბეულები ურიგდებოდნენ დამარცხებას და უკვე მომავალ ბრძოლებზე ფიქრობდნენ. არა მარტო საქართველოში, მთელს
იმპერიაში. სისხლი სისხლის წილ. თვალი თვალის წილ. კბილი კბილის წილ. პეტერბურგში პლევე მოკლეს, თბილისში – გრიაზნოვი.
“დედავ, ნუ სტირი, მამავ, ნუ ჩივი, მე მოვაშორე ქვეყანას ჭირიო” –
ახალგაზრდული გულუბრყვილობით მღეროდა საფლავში არსენ
ჯორჯიაშვილი. ჩია ბერიკაცს შავი სატინის ხალათი ნათხოვარივით
ეკიდა მხრებზე, ხელისგულზე პატარა, ოფლისგან გადაბინდული სურათი ედო, მკვდარ პეპელასავით, და გამვლელგამომვლელს აჩვენებდა: აი, ასეთი იყო ჩემი ბიჭიო. თეატრებში ცაგარელის “ქართველი დედა”, “ციმბირელი” და იბსენის “ხალხის მტერი” (იგივე “დოქტორი შტოკმანი”) იდგმებოდა. თბილისის ვაჟთა გიმნაზიის მოსწავ107
ლეებმა გიმნაზიის სარკმლიდან ყუმბარა ესროლეს პოლიცმეისტერის ეტლს. გიმნაზიის დირექტორს, შიო ჩიტაძეს, იმის გარკვევაც არ
დასცალდა, რა ხმაური ატყდა, რა ხდებოდა გიმნაზიაში: კაბინეტში
შემოვარდნილმა კაზაკმა შუბლში დაახალა ტყვია და ტვინი კედელზე
მიასხმევინა. შიოს ცოლმა, ეს ამბავი რომ გაიგო, საწამლავი დალია;
ისე შეეშინდა ამ გამხეცებულ ქვეყანაზე უქმროდ დარჩენისა, იმაზედაც აღარ დაფიქრებულა, მთლად უპატრონოდ, მთლად ბედის ამარა
რომ ტოვებდა ორ შვილს. მაგრამ მაინც არავინ ელოდებოდა იმას,
რაც ცხრაას შვიდის ოცდაათ აგვისტოს მოხდა. თავზარდამცემი, გამაოგნებელი ცნობა მეხივით გასკდა მთელს საქართველოში, დარუბანდიდან ნიკოფსიამდე, და მთელი საქართველო, ერთხელ კიდევ
გადათელილი, ერთხელ კიდევ ნაგვემნაცემი, ერთი კაცივით წამოაგდო ფეხზე.
ცხრაას შვიდის ოცდაათ აგვისტოს ილია ჭავჭავაძე, მეუღლესთან
და მსახურთან ერთად, თბილისიდან საგურამოს გამგზავრებულა.
“ნუ წავალთ, ქვეყანა არეულია, სახიფათოაო…” – რამდენჯერმე გაუფრთხილებია თურმე მეუღლეს, მაგრამ ილია მეუღლის შიშს არ აჰყოლია და, როგორც საერთოდ სჩვეოდა, ბოლოს მაინც თავისი
გაუტანია. ან რატომ არ უნდა გაეტანა? სამოცდაათი წლის მოხუცს
იმდენი კი დაემსახურებინა, საითაც სურდა, იქით მიბრუნებულიყო
საკუთარ ოჯახში. იმისი ოჯახი კი, სრულიად საქართველო გახლდათ,
დიახ, სრულიად საქართველო, და არა რომელიმე სახლი, თბილისში, ყვარელსა თუ საგურამოში. გარდა ამისა, რაც არ უნდა არეული
ყოფილიყო მისი ქვეყანა, ვერაფრით ვერ იფიქრებდა, ისე თუ გადასცდებოდა იგი ჭკუიდან, საკუთარ მამაზეც ამართავდა ხელს. ზაფხული იწურებოდა. გაქვავებულ კოცონს ჰგავდა სვეტიცხოველი. ეტლი
უკვე მცხეთას გამოსცდენოდა და ჩახურებულ, ჩაყუჩებულ ჭალაში
მშვიდად მიბაკუნობდა მტვრიან გზაზე. მთელი გზის გაყოლებაზე
ჭრიჭინები თითქოს ერთმანეთს გადასცემდნენ დაუქანცავ, დაულეველ ხმას, რათა ეტლში მსხდომთათვისაც გაეხანგრძლივებინათ
მომთენთავი, რულის მომგვრელი სიჩუმე და სიმყუდროვე ლომისფე108
რი ზაფხულის უკანასკნელი დღისა. ილიასაც ედო ჯიბეში რევოლვერი და მის მსახურ იაკობსაც, მაგრამ საფრთხესა და განსაცდელზე
აღარავინ ფიქრობდა, უკვე წიწამურთან მოსულიყვნენ, აქედან კი,
ხელის ერთი გაწვდენა იყო შინამდე. სადღაც გვრიტი კუთავდა.
მტვრიან ჰაერს აქაიქ იელის სუნი დაჰკრავდა; თავადაც გამოაჭყეტდა ხოლმე ყვითლად და ისევ გაქრებოდა, ამოეფარებოდა გაქუცულ
ბორცვს, თითქოს ლომმა თვალი დახუჭაო. “დავბერდი, დავჩაჩანაკდი, გამომერია ჭაღარაო” – საკუთარი ლექსივით იმეორებდა ეტლში
მისვენებული ილია, თითქოს ეს წუთია, მისი სულიდან დაბადებულიყო პირველად ეს სიტყვები, მისი მჭმუნვარე, დასევდიანებული სულიდან, რადგან, მეუღლისგან განსხვავებით, ქვეყნის არეულობა კი არ
აფრთხობდა, სიბერეს გრძნობდა და გული სწყდებოდა, სწორედ ამ
დროს, ამ არეულობის დროს რომ უნდა გამოთხოვებოდა იმას, რისკენაც სამოცდაათი წელი შეუჩერებლად ილტვოდა, რისთვისაც მჭედელივით ღვრიდა ოფლს, ექიმივით ფხიზლობდა, და რასაც ასე თუ
ისე, მიახლოებოდა კიდეც, თითქოს მხოლოდ იმიტომ, უარესად რომ
დასწყვეტოდა გული. “ოციოდე წელს რომ მომაკლებდეს ვინმე, იქნება შემეხედა ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვისო” – ფიქრობდა მოღუშული, ეტლში მისვენებული, ეტლის რწევას აყოლილი. მანჟეტზე
მწერი შესცოცებოდა, მაგრამ ხელის ოდნავი განძრევაც ეზარებოდა,
სასიამოვნოდ ჩაყუჟულს, ჩამტკბარს სევდიან ფიქრებში. ეტლი
მოულოდნელად შეჩერდა, არაბუნებრივად, ტლანქად; თითქოს კი
არ შეჩერდა, მოკვდაო. ცხენებმაც შემზარავად დაიჭიხვინეს. იაკობი
ეტლიდან გადახტა და ტყისკენ გაიქცა. მაშინვე თოფმა დაიჭექა. “რა
მოხდა? რა მოხდა?” – წამოვარდა ფეხზე ილია. ვიღაცა თოფს უმიზნებდა. იაკობი პირქვე ეგდო მიწაზე. “რა მოხდა? რას სჩადიხართ?!” –
ისევ იყვირა ილიამ და უცებ სინათლემ მოიმატა, თითქოს გაიელვაო.
იმავე წამს ყველაფერი თავიდან გამეორდა, იმავე თანამიმდევრობით: ჯერ ეტლი შეჩერდა. მერე ცხენებმა დაიჭიხვინეს. მერე იაკობი
გადახტა ეტლიდან და ტყისკენ გაიქცა. მერე ვიღაცამ თოფი დაუმიზნა. იაკობი კი, პირქვე ეგდო სისხლის გუბეში. ამ დროს, მეუღლის კი109
ვილი ჩაესმა და მაშინვე ყველაფერს მიხვდა. აღარ უკითხავს, რა
მოხდაო. სასწრაფოდ დახუჭა თვალები, ვიდრე სიკვდილი დაეუფლებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ილიას მოურავს ჩამოუვლია საგურამოდან, სამი ჩაფრის თანხლებით. გეგონებოდათ, იქვე, სადღაც,
ბუჩქებს იყვნენ ამოფარებულნი და მხოლოდ იმას ელოდებოდნენ,
როდის მოამთავრებდნენ მკვლელები თავიანთ ბინძურ საქმეს. სროლის ხმაზე, ცოტათი რომ აეჩქარებინათ ცხენები, შეიძლება აღარ
მომხდარიყო ეს უბედურება. მაგრამ, განგება იყო თუ რა, მოურავიცა
და ჩაფრებიც ისე დაყრუებულან, არაფერი გაუგიათ. არაფერი
გაუგია კაზაკების საგუშაგოსაც, ხოლო როცა გაუგია, უკვე გვიანი
ყოფილა. “აქეთაც გავვარდი და იქითაცო” – უთქვამს ურიადნიკს.
არაფერი გაუგიათ მეურმეებსაც, ლამის მოურავთან და ჩაფრებთან
ერთად რომ მოსულან მკვლელობის ადგილზე. “აგვიყვანეთ, წაგვიყვანეთ, ვითომ ეკლესია აგიშენებიათო” – დაუძახია იმათთვის ილიას
მეუღლეს და გონდაკარგული ჩამხობილა სისხლიან მტვერში. არავის არაფერი არ გაუგია. ერთი წუთით მთელი საქართველო დაყრუებულა თითქოს, ეგზარხოსი პავლეს წყევლა რომ ასრულებოდა
და დიდიანპატარიანად, ქალიანკაციანად, ერიანბერიანად ჩავარდნილიყო ამ ჯოჯოხეთურ ცოდვაში. “ოთხნი იყვნენ. შავგვრემანები.
შავი ტუჟურკები ეცვათო” – ძლივს უთქმევინებიათ მეეტლესთვის,
ერთადერთი მოწმისთვის, რომელიც მოურავსა და ჩაფრებს საღსალამათი, ისევ კოფოზე დახვედრიათ. გვამები სისხლის გუბეებში
ეყარნენ, ის კი კოფოზე იჯდა თურმე და ცხენების ალაპლაპებულ გავებს დასცქეროდა. სხვამ არავინ არაფერი იცოდა. ილიას მეუღლე
ისევ უგონოდ იყო. მთელი სახე კონდახებით ჰქონდა დაჩეჩქვილი.
მეორე დღეს, ასე გონდაკარგული წაიყვანეს თბილისში, ექიმი კიმონტის დაჟინებული მოთხოვნით. დილის ხუთ საათზე გამოუხედია
ერთი წამით და წამოუბოდებია: ურჩიეთ ილიას, ნუ წავა, საშიშიაო.
ილია კი, უკვე ერთი დღის მკვდარია, უფრო სწორედ, ერთი დღის
მოკლული, თავის მსახურთან ერთად, გულხელდაკრეფილი ესვენა
მეორე ოთახში. იმდროინდელ კაცს სისხლისა და დასახიჩრებული
110
გვამის ნახვა თითქოს არ უნდა გაჰკვირვებოდა, მაგრამ დახოცილთა
ოთახში გაზეთის კორესპონდენტები რომ შეუყვანია მოურავს, მაშინვე “თოფნაკრავებივით” გამოცვენილან უკანვე: ეს რა ნახეს ჩვენმა
თვალებმაო. აივანზე იდგნენ თურმე და ტიროდნენ, ერთმანეთს მიხუტებულნი, დაობლებული ლეკვებივით. მალე მთელი საქართველო
ტიროდა ასე. ილია არა მარტო მოეკლათ, გაეძარცვათ კიდეც. “არ
ჩანს ილიას პალტო, პიჯაკი, ჟილეტი, ოქროს საათი, სათვალე და პატარა ბოხჩა, სადაც საბუთის ქაღალდებს ინახავდა ხოლმე. აღარც
საფულე ქისაა. მხლებელისთვის კი ჩექმებიც გაუხდიათ. აღარ ჩანს
აგრეთვე რევოლვერები, რომლებიც ილიასა და მის მსახურს ჰქონდათ თანო” – წერდა გაზეთი. გზის პირას, სისხლის გუბეში, ცალი
მანჟეტი უპოვიათ მხოლოდ. “ოთხნი იყვნენ. თეთრი ჩოხები ეცვათ,
ოფიცრის ეპოლეტებიანიო” – უთქვამს მეეტლეს. სამაზრო ექიმის აზრით, რომელსაც გვამი გაუკვეთია, გინდათ არ მოეკლათ, დიდხანს
მაინც ვერ იცოცხლებდა თურმე ილია, “გაქონებული გულითა” და
“ზადიანი ფილტვებით”. მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია გამწარებული
ხალხისთვის. სხვაა, როცა პოეტი მოგიკვდება და სხვაა, როცა მოგიკლავენ, ქარდულად, ავაზაკურად, ვერაგულად. არა მარტო შენცა
გკლავენ იმასთან ერთად, კიდევ უარესი, შენც მკვლელობის თანამონაწილე გამოდიხარ უნებურად, კაენს უამხანაგდები და შენს სულში აძლევ თავშესაფარს, რაკი არც პოვნა შეგიძლია იმისი და არც ის
გამოგეყოფა თავისთავად. ტყიდან კი არ გამოუვარდა იგი პოეტს და
ისევ ტყეს კი არ შეაფარა თავი, არამედ – შენში შობილი, შენვე დაგიბრუნდა. “კაენ, გამოჩნდი, აღიარე, მოინანიეო” – გაჰყვიროდნენ
გაზეთები და ხალხს უფრო და უფრო ედრიკებოდა ქედი, უფრო და
უფრო ეუფლებოდა დანაშაულის გრძნობა, დანაშაულისა და სირცხვილისა, საკუთარი სიბრმავის, გულგრილობის, უყურადღებობის
და უმწეობის გამო, რადგან საკუთარი პოეტის მოვლაც არ შეძლებია
თურმე, როცა მიბარებულს მგელიც ინახავს. “სამს თეთრი ფიჯაკი ეცვა, ერთს კი, ძველი კურტკა და შავი შარვალიო” – იძახდა მეეტლე,
მაგრამ, კაცმა რომ თქვას, აზრიც აღარ ჰქონდა “ჩოხოსანთა”, “ტუ111
ჟურკოსანთა” და “ფიჯაკოსანთა” შორის ოთხი გატყიურებული სულის გამორჩევას, რომლებიც ციდან კი არ ჩამოვარდნილიყვნენ,
ცხოვრებას გაეჩინა, და იმ ოთხის ამოშანთვით მაინც არ განიკურნებოდა ქვეყანა, ვიდრე თავად ქვეყანა არ დაინგრეოდა და, თუკი ღირსი იქნებოდა ახალი სიცოცხლისა, ხელახლა არ დაიბადებოდა საკუთარი ნანგრევებიდან. პოლიტიკური პარტიები ეჭვის თვალით უყურებდნენ ერთმანეთს. ყველა ეჭვით იყო შეპყრობილი. ეკლესიის აშენებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ეკლესია რომ დანგრეოდათ თავზე,
ამას უკვე ყველა ხვდებოდა. არ დარჩენილა საქართველოს კუთხეკუნჭული, თბილისისკენ არ შემოებრუნებინოს სახე. თბილისი
პოეტის ცხედარს ელოდებოდა საგურამოდან. გუგუნებდნენ ზარები,
ფრიალებდნენ შავი დროშები, პარპალებდნენ სანთლები. ყველა გადარჩენილი ეკლესია იხდიდა პანაშვიდს. გალობდნენ მგალობლები,
გალობდა მცხეთის დედათა მონასტრის მონაზონთა გუნდი, ბავშვთა
გუნდი. გრძელი, მტვრით გადათეთრებული პროცესია წელში იღუნებოდა პოეტის კუბოს სიმძიმის ქვეშ. ძლივს მოჰქონდათ ჩამოხსნილი
ზარივით მძიმე, ჩამქრალი ჭაღივით პირქუში კუბო. დაცარიელებულ
სოფლებში ელდანაცემი ძაღლები ყეფდნენ და მამლები ყიოდნენ.
ხალხი კი მოდიოდა, მოისწრაფოდა თბილისისკენ, ტირილით,
ზმუილით, ვაითა და ვიშით, თითქოს ძალით აუყრიათ და თითქოს
უცხო ქვეყანაში მიერეკებიანო. ყველა ქალაქში დაიკეტა დუქნები და
მაღაზიები. ვინც, პოლიციის შიშით, ვერ გაბედა დაკეტვა, ძალით
დააკეტინეს. თბილისი ბორგავდა, ღელავდა, გლოვობდა. ცეცხლივით ამობრიალდებოდა ხოლმე ხალხის ზღვიდან მზემიშუქებული
ვერცხლის გვირგვინი. სახლები ძაძით შეემოსათ. ცაში გაბმული ყვავილებიდან პოეტის არშიაშემოვლებული სურათი იმზირებოდა, როგორც ღმერთი ღრუბლებიდან, ნათელი და უბრალო. თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებდნენ დროშათა ბუნიკები, ჯვრები, ხატები. და
აი, ჯერ პროცესიის წინამორბედი ეტლი მოვარდა – დამტვერილი,
გახვითქული – მერე კი, ხალხის აზმუვლებულმა მდინარემ კუბოს
თავი, გადაბრუნებული ნავივით, შემოიტანა თბილისში. პოეტის ცხე112
დარი სიონის ტაძარში დაასვენეს. გუგუნებდნენ ზარები. გალობდნენ
ბავშვები, მონაზვნები, ვაჟთა და ქალთა გუნდები. გლოვის დღე იდგა
საქართველოში. მთელი საქართველო სიონისკენ მოისწრაფოდა,
მთიდან, ბარიდან, ზღვისპირეთიდან, რათა უკანასკნელად (თუ პირველად!) მოეყარა მუხლი მოკლული ღმერთის წინაშე. ის კი კუბოში
იწვა, ჩვეულებრივად მედიდური, ამაყი, მშვიდი, ყვავილების ბორცვზე ამაღლებული, სიკვდილზე ამაღლებული, და ისევ იმედის, ისევ
რწმენის გამომშუქებელი სიკვდილის სიმაღლიდან. ქალებს ძუძუთა
ბავშვები მოჰყავდათ, მაღლა სწევდნენ აჩხავლებულ ბავშვებს, იქნება დაამახსოვრდეთ, იქნება იმის მადლი მოეცხოთო. ტაძრის სარკმელში ჩიტი ჟივჟივებდა. ფოტოგრაფები წარამარა უცვლიდნენ ადგილს თავიანთ აპარატებს. და ისევ გუგუნებდნენ ზარები, ისევ გალობდნენ მგალობლები, ისევ ჩხაოდნენ ძუძუთა ბავშვები, ისევ ჟივჟივებდა ჩიტი, ისევ ზმუოდა დაჩოქილი ხალხი, ისევ იხოკდა სახეს,
ისევ მიწას ახლიდა თავს და ისევ უბრუნდებოდა სიამაყის გრძნობა,
ასეთი დიდებული მიცვალებულის პატრონს, მიცვალებულისა, რომელმაც პირველმა უთხრა: შენი თავი შენადვე უნდა გეყუდნოდესო,
რომელმაც ლუკმალუკმა დაჭრილი, შესაჭმელად გამზადებული სამშობლო ხელახლა გამოუგონა, მკვდრეთით აღუდგინა, გაუცოცხლა
და განუბანა – პირში სიტყვა ჩაუდო, გულში ცეცხლი, ტვინში აზრი;
ვინც კუდით ქვა ასროლინა მის მთათხველებსა და მაგინებლებს,
სიბნელით რომ სარგებლობდნენ და გაჰქონდათ და გამოჰქონდათ
მისი სარჩოსაბადებელი, მისი სალოცავი და ძვალთშესალაგი; ვინც,
ტვირთაკიდებულს, ხელს შეაშველებდა ხოლმე აღმართში; ვინც ბაზალეთის ტბის ფსკერზე ოქროს აკვანი ჩაუდგა და შიგ იმედი ჩაუწვინა, სიჯიუტის, სიმტკიცის, გაუტეხლობის არტახებით გაკრული; ვინც
მის პურს კოცნიდა და მის ვაზს ლოცავდა; მის საქონელს შეჰფოფინებდა და მის საბძელბოსელს სიუხვესა და სიმრავლეს ამწყალობებდა; ვინც სიღარიბეს სიმდიდრედ უთვლიდა, უმწეობას კი სიძლიერედ, და ვინც, ბოლოს და ბოლოს, მისი იყო, სისხლიანხორციანად, მისგან შობილი და მისი მშობელი. აი, ვინ მოკვდომოდათ და
113
ბევრი პირველად მიხვედრილიყო ამას; მაგრამ მით უფრო ერეოდა
დაჩოქების სურვილი, მონანიების ჟინი. მით უფრო ერეოდა მწუხარება. ვერავითარი გვალვა, სეტყვა, წყალდიდობა თუ ხანძარი ვერ წაართმევდათ იმდენს, რამდენიც ერთი კაცის, ერთი სამოცდაათი
წლის მოხუცის სიკვდილს წაერთმია. აუწონავი, აღურიცხავი, აუნაზღაურებელი ზარალის შემაძრწუნებელი შეგრძნება მოერეკებოდათ.
მთელი საქართველო მოისწრაფოდა თბილისისკენ: ბავშვი და ბერი,
ქალი და კაცი, სწავლული და უსწავლელი. ხოლო ვისაც წამოსვლა
არ შეეძლო, ვისაც ბორკილი ედო, იქიდან, ციხიდან აწვდენდა ხმას
საერთო, გამომაფხიზლებელ, გამაღატაკებელ, მაგრამ, ამავე დროს,
გამაკეთილშობილებელ გლოვას – ქარს აბარებდა, ჩიტს აბარებდა,
მზის სხივს აბარებდა თავის სამძიმარს, თავის გულისტკივილს, თავისი გადარჩენილი ადამიანობის დამადასტურებელ ცრემლს. პოეტის
სიკვდილს აღესრულებინა ის, რასაც ამაოდ გადაჰყოლოდნენ და ბოლოს ტახტიც გადაეყოლებინათ საქართველოს უიღბლო მეფეებს.
მთელი საქართველო გაერთიანებულიყო პოეტის კუბოს გარშემო,
როგორც ოდესღაც, გულადნი და პურადნი, სეფე დროშის გარშემო
ერთიანდებოდნენ ხოლმე, კიდევ ერთი სახელოვანი ბრძოლის გადასახდელად. წარბს ქვემოდან გასცქეროდნენ ერთმანეთს, მალულად,
შეფარვით, ერთმანეთს გადაჩვეულნი, უმიზეზოდ, მხოლოდ და მხოლოდ საერთო სიძაბუნის გამო შემომწყრალნი ერთმანეთს, მაგრამ
მაინც ახლობლები, შინაგანად განუყოფლები, ერთი ხის ანაჭერნი.
მთელ საქართველოში გუგუნებდნენ სამრეკლოები, საიდანაც ჯერ
კიდევ არ ჩამოეხსნათ ზარები იმპერიის ზარბაზნებისთვის. ხალხი კი
მოდიოდა და მოდიოდა. თბილისის შვიდივე კარიბჭეში ხალხის შვიდი უწყვეტი მდინარე შემოდიოდა და ერთმანეთში არეული, ზღვად
ქცეული – ღელავდა, ბორგავდა. მოსულები იძახდნენ: ჩვენს უკან კიდევ უფრო მეტნი მოდიანო. დამკრძალავი კომისია იძულებული გახდა, გადაედო დასაფლავების დღე. თბილისი ლტოლვილთა ბანაკს
ჰგავდა. მოდიოდნენ ფეხით, ცხენით, ურმით, ტივით, მატარებლით,
თავიანთი საკლავსაკურთხით, როგორც ხატობაზე, როგორც წმინდა
114
ადგილის მოსალოცად. ხალხს გადაეშავებინა ვერეს, მუშტაიდის,
ორთაჭალის ბაღები, ქუჩები, მოედნები, ხიდები, ყაბახი და ნარიყალა, მტკვრის ნაპირები და მტკვარზე გაჩერებული ტივები, ბორნები,
წისქვილები. ჩაუქრობლად პარპალებდა წმინდა სანთლები ყოჩის
რქებზე, ურმის კოფოზე, სარკმლის რაფაზე, დუქნის დარაბაზე, ქვაზე,
ხეზე – ყველგან, სადაც კი სანთლის მიწებება შეიძლებოდა. ჩამოსულიცა და ადგილობრივიც ქუჩაში ათევდა ღამეს, თითქოს ცის ქვეშ,
კედლებს გარეთ უფრო ახლო იქნებოდა იმასთან, იმისი დაშლილი,
დაუძლურებული სხეულიდან ბერდანის ტყვიით გამოდევნილ სულთან. საითაც არ უნდა გაგეხედათ, ყველგან ცეცხლი ენთო, ცეცხლის
გარშემო ისხდნენ და ერთმანეთს უყვებოდნენ, რაც კი რამე იცოდნენ
განსვენებულისა, მოკლულისა, ტყუილი თუ მართალი. იქვე, ხელდახელ, ცხელ გულზე იგონებდნენ ზღაპრებს, ლეგენდებს და თვითონვე
სჯეროდათ თავიანთი გამონაგონისა. “ხელმწიფისთვის შეუთვლია,
საქართველო რაც მიწაზეა, ათი იმდენი მიწაშია, და ფრთხილად იყავი, გულზე არ დაგადგესო” – ჰყვებოდა ვიღაცა ვერეს ჯვართან და
იმის მონაყოლს, მეორე წუთას, უკვე მეტეხს ქვემოთ იმეორებდნენ,
ერთმანეთზე გადაბმულ ტივებზე. ტივებზედაც ენთო ცეცხლი. მეტეხის პიტალო კლდეზე უზარმაზარი ლანდები დაბორიალობდნენ. ცეცხლის ანარეკლი ირიბად ლივლივებდა წყალში, თითქოს წყალს ვერ
მიჰქონდა, როგორც ტივზე თოკით გამობმული, გასაციებლად ჩაგდებული ტიკჭორა. ჩაუმქრალი ცეცხლით აფორიაქებული, დაფლეთილი წყვდიადი ძუძუთა ბავშვებს უვარდებოდა სიზმრებში და ბავშვების ჩხავილით თენდებოდა კიდევ ერთი სამგლოვიარო დღე. ასე გაგრძელდა ცხრა სექტემბრამდე, ხოლო ცხრა სექტემბერს დიდებული
გვამი სიონიდან გამოასვენეს და ზარითა და გოდებით მთაწმინდაზე
აიტანეს, როგორც ჯვარი გოლგოთაზე. თავიანთი ჯვარი, თავიანთ
გოლგოთაზე. გუგუნებდნენ ზარები. ფრიალებდნენ შავი დროშები.
ტაძრის ღია კარიდან საკმევლის ბოლი გამოდიოდა. გალობდნენ
მგალობლები. ხოლო როცა საკმევლის ბოლიდან კუბომ გამოანათა,
როგორც მზემ ღრუბლებიდან, ქუჩაში მომლოდინე ხალხს გმინვა აღ115
მოხდა, თითქოს დაჩირქებულ წყლულზე უნებურად ხელი მოუხვდაო.
პროცესიას წინ დროშები, ჯვრები და ხატები მიუძღვოდა. მერე კუბოს
თავი მიჰქონდათ. კუბოს თავს მგალობელთა გუნდი მიჰყვებოდა,
მგალობელთა გუნდს – გვირგვინები, გვირგვინებს – ისევ მგალობელთა გუნდი, მგალობელთა გუნდს – ოთხოთხად დაწყობილი, თავშიშველი მოსწავლეები, და ისევ მგალობელთა გუნდი; მგალობელთა გუნდს – საზოგადო დაწესებულებათა, სასწავლებელთა, დაბაქალაქთა, კავშირთა და რედაქციათა ას ოთხმოცდახუთი დეპუტაცია –
თავთავიანთი გვირგვინებით; დეპუტაციებს სამღვდელოება მოსდევდა, სამღვდელოებას – ძაძებიან ეტლზე დასვენებული კუბო, ჭირისუფლებით, ცნობილი ლიტერატორებით, საზოგადო მოღვაწეებითა
და “ივერიის” ყოფილი თანამშრომლებით გარემოცული. მერე დანარჩენები მოდიოდნენ: თავადაზნაურთა თუ მოხელეთა, ვაჭართა
თუ ნაფიც ვექილთა, დრამატული დასის, ფილარმონიისა თუ ოპერის
მსახიობთა, გლეხთა თუ მუშათა, ქალთა თუ ვაჟთა გიმნაზიების, ყაზბეგის, წინამძღვრიანთ კარისა თუ ჭრაკერვის სკოლების, ქართველ
ოფიცერთა, “კახეთის”, “ძმობის”, “გეორგიის”, ნოქართა საზოგადოებისა თუ ამქართა კორპორაციათა წარმომადგენლები. და, რაც
მთავარია, ხალხი, ხალხი, ხალხი, უთვალავი ხალხი, ყველა ჯურისა,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - რკინის თეატრი - 08
  • Parts
  • რკინის თეატრი - 01
    Total number of words is 3567
    Total number of unique words is 2235
    27.2 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 02
    Total number of words is 3649
    Total number of unique words is 2108
    32.5 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 1981
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 04
    Total number of words is 3630
    Total number of unique words is 2200
    28.9 of words are in the 2000 most common words
    42.7 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 05
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2058
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 06
    Total number of words is 3622
    Total number of unique words is 2149
    28.8 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 07
    Total number of words is 3490
    Total number of unique words is 2291
    24.7 of words are in the 2000 most common words
    35.7 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 08
    Total number of words is 3728
    Total number of unique words is 2153
    32.6 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 09
    Total number of words is 3681
    Total number of unique words is 2089
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 10
    Total number of words is 3699
    Total number of unique words is 2033
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 11
    Total number of words is 3712
    Total number of unique words is 2117
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 12
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2075
    32.3 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 13
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2087
    30.9 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 14
    Total number of words is 3744
    Total number of unique words is 2095
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    53.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 15
    Total number of words is 3682
    Total number of unique words is 2082
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 16
    Total number of words is 3641
    Total number of unique words is 1987
    29.7 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    53.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 17
    Total number of words is 3761
    Total number of unique words is 2000
    31.4 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 18
    Total number of words is 3656
    Total number of unique words is 2118
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 19
    Total number of words is 3664
    Total number of unique words is 2010
    32.0 of words are in the 2000 most common words
    47.1 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 20
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2042
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    53.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 21
    Total number of words is 3667
    Total number of unique words is 1947
    32.4 of words are in the 2000 most common words
    46.8 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 22
    Total number of words is 3663
    Total number of unique words is 2089
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 23
    Total number of words is 3714
    Total number of unique words is 1946
    31.5 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 24
    Total number of words is 3727
    Total number of unique words is 2061
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 25
    Total number of words is 3765
    Total number of unique words is 2022
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 26
    Total number of words is 3740
    Total number of unique words is 2080
    31.0 of words are in the 2000 most common words
    44.3 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 27
    Total number of words is 3737
    Total number of unique words is 2107
    31.3 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 28
    Total number of words is 3256
    Total number of unique words is 1894
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.