Latin

პორტნოის სინდრომი - 16

Total number of words is 2820
Total number of unique words is 1682
30.5 of words are in the 2000 most common words
41.7 of words are in the 5000 most common words
48.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
თურმე ღამით ტრიალ მინდორზე დაბანაკებას და საძილე ტომარაში დაძინებას აპირებდა. ერთკვირიან არდადეგებზე თავისი დასახლებიდან იმ რამდენიმე ფუნტის ამარა წამოსულიყო, დაბადების
დღეზე მშობლებს რომ ეჩუქებინათ. მითხრა, ჩემი მეგობრებიდან
ყველაზე ფანატიკურად განწყობილები მშობლებისგან ამ მცირე საჩუქარსაც არ მიიღებდნენ დაალბათ მეც გამკიცხავენ, ფულის აღება
რომ არ ვიუარეო. დაწვრილებით მომითხრო, მის ბავშვობაში როგორი ცხარე დისკუსია გაიმართა მისი მშობლების კიბუცში იმ ფაქტის
გამო, რომ დასახლებაში ზოგს ჰქონდა მაჯის საათი, ზოგს კი – არა.
კიბუცის წევრებს რამდენიმე ხმაურიანი თავყრილობის შემდეგ გადაუწყვეტიათ, რომ საათს ყოველ სამ თვეში ერთხელ პატრონი უნდა გამოეცვალა.
დღისით, სადილის დროს და საღამოს, როცა აკოს ნავსადგურის
რომანტიკული გალავნის გასწვრივ ვსეირნობდით, სულ ჩემს ცხოვრებაზე ვუამბობდი. მერე შევთავაზე, მოდი, ჰაიფაში, სასტუმროში
წამომყევი და რამე ერთად მოვწრუპოთ-მეთქი. დამთანხმდა. მითხრა, რომ ჩემი ნაამბობის შესახებ ბევრის თქმა სურდა. მინდოდა მეკოცნა, მაგრამ გავიფიქრე, ვაი და, რომელიმე ვენერიული დაავადება მართლა ავიკიდე-მეთქი. ექიმთან ჯერ არ ვიყავი ნამყოფი – ნაწილობრივ იმიტომ, რომ უცხო ადამიანისთვის ბოზებთან ჩემი ურთიერთობის შესახებ მოყოლა დიდად არ მეპიტნავებოდა. მთავარი კი
ის იყო, რომ სნეულების ვერანაირ ნიშანს თავს ვერ ვატყობდი. აშკარად არაფერი მჭირდა და ექიმი არ მჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, იმ გოგოს სასტუმროში რომ ვპატიჟებდი, თავს ძალა დავატანე,
რომ ცდუნებას არ ავყოლოდი და მის სპეტაკ სოციალისტურ ბაგეებს
არ დავწაფებოდი.
– ამერიკული საზოგადოება, – ნაომიმ ზურგჩანთა და საძილე ტო-
272
მარა იატაკზე დაყარა და ჰაიფას გზაზე დაწყებული ლექცია განაგრძო, – მხოლოდ თვალს კი არ ხუჭავს ადამიანთა შორის უთანასწორო ურთიერთობებზე, არამედ ხელსაც კი უწყობს მათ. განა შეიძლება ამის უარყოფა? არა! მუდმივი კონკურენცია, ქიშპი, შური, გაუტანლობა – ადამიანის ბუნებაში მთვლემარე ყველა ამ ბოროტებას
სისტემა კვებავს. ფული, საკუთრება, ქონება – ამგვარი მახინჯი
სტანდარტებით საზღვრავთ თქვენ, ადამიანები, ბედნიერებას და
წარმატებას. – საწოლზე ფეხმორთხმით მოკალათდა, საუბარს კი
ისევ აგრძელებდა: – თქვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმ მინიმალურ სახსარს არის მოკლებული, რომელიც ღირსეულად ცხოვრებისთვის სჭირდება. ესეც სიმართლე არ არის? თქვენი სისტემა
არსით ექსპლუატატორული, დამამცირებელი და უსამართლოა. მაშასადამე, ალექს, – ჩემს სახელს მკაცრი მასწავლებელივით ისე წარმოთქვამდა, თითქოს შენიშვნას მაძლევდა, – ასეთ გარემოში ნამდვილი თანასწორობის მსგავსიც კი ვერაფერი იარსებებს. ამაზე კამათს აზრი არ აქვს. უნდა დამეთანხმო, თუ პატიოსანი კაცი ხარ. მაგალითად, რას მიაღწიე იმ ტელევიქტორინებთან დაკავშირებული
სასამართლო მოსმენების დროს? მიაღწიე რამეს? ვერაფერსაც ვერ
მიაღწიე. მხოლოდ რამდენიმე უნებისყოფო პიროვნების კორუმპირებულობა გამოააშკარავე. სისტემა კი, რომელიც ამ ადამიანებს
რყვნის, ოდნავადაც არ შეგირყევია. სისტემას ძვრაც ვერ უყავი. სისტემა ხელშეუხებელი დარჩა. და იცი, რატომ? იმიტომ, ალექს, რომ
(ვაიმე, ახლა ნახეთ, რას იტყვის) სისტემამ შენც ისევე გაგრყვნა, როგორც ჩარლზ ვან ჰორნი(ჯანდაბა! ისევ არასრულყოფილებაში მადანაშაულებენ! ). შენ სისტემის მტერი არ ხარ. სისტემას უმცირეს
პრობლემასაც კი ვერ უქმნი. შენ მისი ერთ-ერთი მცველი ხარ – დაქირავებული მსახური, თანამზრახველი. ბოდიში, მაგრამ სიმართლე
უნდა გითხრა: შენ გგონია, რომ სამართლიანობას ემსახურები, სინამდვილეში კი ბურჟუაზიის ლაქია ხარ. შენი სისტემა ძირშივე ექ-
273
სპლუატატორული და უსამართლოა, ძირშივე სასტიკი და არაადამიანური, ადამიანური ღირებულებების გამთელავი. შენი სამსახური
კი ის არის, რომ ეს სისტემა კანონიერად და ზნეობრივად წარმოაჩინო. ისე იქცევი, თითქოს ასეთ საზოგადოებაში სამართლის არსებობა, ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების დაცვა შესაძლებელი იყოს, მაშინ, როცა ეს აშკარად შეუძლებელია. იცი, რას გეტყვი, ალექს (ახლა რაღა უნდა მითხრას-მეთქი, – გავიფიქრე)... იცი,
რატომ არ მადარდებს, ვის ეკეთება მაჯაზე საათი, ან ავიღებ თუ არა
ჩემი „შეძლებული“ მშობლებისგან იმ ხუთ ფუნტს? იცი, რატომ მგონია, რომ ასეთი კამათი სისულელეა, რატომ ვერ ვიტან ამ დისკუსიებს? იმიტომ, რომ ძირშივე... გესმის, ძირშივე... (კი, მესმის! ძალიან
უცნაურია, მაგრამ ინგლისური ჩემი მშობლიური ენაა! ) ძირშივე
სწორი და სამართლიანია ის სისტემა, რომლის ნაწილიც მე ვარ. ჩემივე ნება-სურვილით! ეს ძალიან მნიშვნელოვანია – ჩემივე ნებასურვილით! თუ კომუნა წარმოების საშუალებებს ფლობს, თუ ის
ყველა ადამიანის საჭიროებებს აკმაყოფილებს, თუ მის არც ერთ
წევრს არ ეძლევა ქონების დაგროვების ან სხვა ადამიანების შრომით გამდიდრების საშუალება, კიბუცის ყველა ძირითადი ნიშანთვისება შენარჩუნებულია. თითოეული ადამიანი ღირსეულად
ცხოვრობს. უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, ყველა თანასწორია. აი,
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
– ნაომი, მიყვარხარ.
ნაომის იდეალისტის ფართოდ გახელილი მუქი თვალები დაუწვრილდა.
– როგორ შეიძლება, შენ მე „გიყვარდე“? რას გულისხმობ?
– მინდა, ცოლად შეგირთო.
ნაომი წამოხტა. საწყალი სირიელი ტერორისტი, რომელიც ამაზე
თავდასხმას შეეცდება!
– რა დაგემართა? ეს სასაცილო გგონია?
– ცოლად გამომყევი. იყავი ჩემი შვილების დედა. ყველა შტუნკს,
274
ვისაც ფარღალალა სახლ-კარი მაინც აქვს, შვილები ჰყავს. ჰოდა, მე
რატომ არ უნდა მყავდეს? გვარი ხომ უნდა გავაგრძელო!
– ეტყობა სადილზე ძალიან ბევრი ლუდი დალიე. ჰო, ასეა. მგონი,
ჩემი წასვლის დროა.
– არ წახვიდე! – შევძახე და გოგოს, რომელსაც თითქმის არ ვიცნობდი და რომელიც არც კი მომწონდა, ხელახლა ავუხსენი სიყვარული. „სიყვარული“ – ოჰ, მაკანკალებს ამ სიტყვაზე! „სიიიყვააარუუული“. თითქოს ამ სიტყვას გულში გრძნობის გაჩენა შეეძლოს.
წასვლა დააპირა, მაგრამ წინ გადავუდექი და კართან არ მივუშვი. ვემუდარებოდი, დარჩენილიყო. ვეუბნებოდი, სადღაც, ნესტიან
პლაჟზე რატომ უნდა გაატარო ღამე, როცა შეგვიძლია, „ჰილტონის“
ამ უზარმაზარ, კომფორტულ საწოლში ერთად დავწვეთ-მეთქი.
– ბურჟუად გადაქცევას არ გიპირებ, ნაომი. თუ შენთვის საწოლი
მეტისმეტი ფუფუნებაა, მაშინ იატაკზე დავწვეთ!
– სქესობრივ კავშირს მთავაზობ? – წამოიძახა. – შენთან?
– ჰო! ჩემთან! ძირშივე უსამართლო სისტემის წარმომადგენელთან! სისტემის თანამზრახველთან! დიახ! პორტნოისთან, რომელიც
არასრულყოფილების განსახიერებაა!
– მისტერ პორტნოი, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თუ ამ სულელურ
ხუმრობებს...
აქ ჩვენ შორის პატარა ძიძგილაობა დაიწყო. მივვარდი და როგორც კი მისი ძუძუები ხელებში მოვიგდე, ქვემოდან თავი ამომარტყა: ყბის ძირში მწარე, ელვისებური დარტყმა მივიღე.
– ეს სად ჯანდაბაში ისწავლე! – წამოვიყვირე. – ჯარში?
– დიახ.
სკამზე მოწყვეტით დავეშვი.
– ასე უნდა გაწვრთნან გოგოები, აბა რა...
– იცი, – მითხრა ნაომიმ დაუნდობლად, – შენ რაღაც ძალიან მაგრად გიჭირს.
– ჰო, ენიდან სისხლი მომდის..!
275
– ყველაზე უბედური ადამიანი ხარ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია.
პატარა ბავშვს ჰგავხარ.
– არა! სულაც არა!
ნაომიმ ჩემი სავარაუდო განმარტებები ხელის აქნევით გაფანტა,
მერე კი ლექცია დაიწყო იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დამეძლია
ის ნაკლოვანებები, რომლებიც ჩემში იმ დღეს შენიშნა.
– შენი ცხოვრება არ მოგწონს! რატომ? საკუთარი თავით ასეთი
უკმაყოფილება ადამიანს არაფერს არგებს! მგონი, განსაკუთრებულ
სიამოვნებას განიჭებს, ერთგვარად გეამაყება კიდეც, როცა შენი
სპეციფიკური იუმორის ობიექტად საკუთარი თავი გამოგყავს. არა
მგონია, ცხოვრების შეცვლა მართლაც გინდოდეს. ყველაფერს, რასაც შენს თავზე ჰყვები, საბოლოოდ ისე აბრუნებ, რომ სასაცილოდ
გამოიყურებოდე. მთელი დღე სხვას არაფერს აკეთებ – ირონიით
ლაპარაკობ საკუთარ თავზე ან თავს იმცირებ. ხომ თავს იმცირებ?
– თავს ვიმცირებ. თავს ვისულელებ.
– სწორედაც! თავს ისულელებ! არადა, მეტისმეტად ჭკვიანი კაცი ხარ. ამის გამო ეს ყველაფერი კიდევ უფრო უსიამოვნოდ გამოიყურება. რამდენი სასარგებლო საქმის გაკეთება შეგეძლო! შენ კი
თავს ასე სულელურად იმცირებ! რა უსიამოვნოა!
– არც ვიცი, რა გითხრა, – ვუპასუხე, – ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავის დამცირება ებრაული იუმორის კლასიკური ხერხია.
– ებრაული იუმორის არა! ებრაული გეტოების იუმორის!
უნდა გითხრათ, რომ ამ შენიშვნაში დიდი სიყვარული არ იგრძნობოდა. მზის ამოსვლისას უკვე ვიცოდი, რომ იმ ყველაფრის განსახიერება ვიყავი, რაც კი ყველაზე სამარცხვინო იყო „დიასპორის კულტურაში“. უსამშობლოდ ცხოვრების საუკუნეებს უკვალოდ არ ჩაუვლიათ: ამან მამაკაცის ისეთი უსიამოვნო ტიპი წარმოშვა, როგორიც
მე ვარ – შეშინებული, დაუცველი, უთავმოყვარეო, უხერხემლო,
არაებრაულ სამყაროში ცხოვრებისგან გახრწნილი. სწორედ ჩემნაი-
276
რები იყვნენ ის ებრაელები, რომლებიც მილიონობით მიემართებოდნენ გაზის კამერებისკენ და ჯალათების წინააღმდეგ ხელის აღმართვა აზრადაც არ მოსდიოდათ, სისხლის ფასად საკუთარ სიცოცხლეს
ვერ იცავდნენ. დიასპორა! ამ სიტყვის გაგონებისას წონასწორობას
კარგავდა.
როცა დაამთავრა, ვუთხარი:
– ძალიან კარგი. ახლა გაიხადე და გვერდით მომიწექი.
– ამაზრზენი ხარ!
– მართალია! თანდათანობით შენც იწყებ რაღაც-რაღაცების მიხვედრას, მშვენიერო საბრა! მიდი, იცხოვრე მთებში მაგ შენი სამართლიანობით. აჩვენე მაგალითი კაცობრიობას! შექანებულო ებრაელო წმინდანო!
– მისტერ პორტნოი, – მითხრა და იატაკზე დაგდებულ ზურგჩანთას დასწვდა, – თქვენ ერთი თავმოძულე ებრაელი ხართ.
– ეჰ, ნაომი, შეიძლება ებრაელის საუკეთესო ტიპიც ეგ იყოს.
– ლაჩარო!
– ქალაბიჭა!
– შლემიელ!
ნაომი კარისკენ გაემართა, მაგრამ მე ზურგზე მოვახტი, ეს დიდი
ჟღალთმიანი დიდაქტიკოსი იატაკზე დავაგდე და ზედ გადავემხე.
ამას ვაჩვენებ, ვინ არის შლემიელი! და ბავშვი! მოიცა, ვენერიული
დაავადება რომ მქონდეს? ძალიანაც კარგი! გადასარევი! სისხლით
წაიღოს მთებში ინფექცია! გადასდოს იქაურ მამაც და კეთილგონიერ ებრაელ გოგოებს და ბიჭებს! ცოტა ტრიპერი არ აწყენთ! ახლა
გაიგებთ, რას ნიშნავს დიასპორა, უმწიკვლოგოგო-ბიჭებო! გაიგებთ, რას ნიშნავს დევნილობაში ცხოვრება! ცდუნებას და პატივის
აყრას! გარყვნილებას და საკუთარი თავის დაცინვას! თავის დამცირებას და თავზე ლაფის დასხმას! წუწუნს, ისტერიულობას, უკანდახევას, თავგზააბნეულობას, ავადმყოფობას! ჰო, ნაომი, მე გასვრილი ვარ, უწმინდური ვარ... თან საშინლად დავიღალე, ჩემო კარგო...
277
იმით, რომ რჩეული ხალხის ღირსი ვერ აღმოვჩნდი!
თქვენ არ იცით, ის სოფლელი ნაშა რას მეჭიდავა! ნაჯარისკაცარი ნაშა! მეორე დედაჩემი იყო! მისმინეთ, მართლა ასეა საქმე? ასე
მარტივად აიხსნება ეს ყველაფერი? არა, ჩემს შემთხვევაში – არა!
ამ შემთხვევაში შეუძლებელია, ყველაფერი მარტივად აიხსნას!
რადგან თავზე წითელი თმა და სახეზე ჭორფლი ჰქონდა, ჩემმა
სწორხაზოვანმა არაცნობიერმა დედაჩემთან გააიგივა? მხოლოდ
იმიტომ, რომ ესეც და ჩემი წარსულის ქალბატონიც პოლონელი ებრაელების ფერმკრთალი შთამომავლები იყვნენ? ეს უკვე ოიდიპოსის დრამის კულმინაციაა, არა, ექიმო? უფრო ფარსის, ჩემო მეგობარო! არა, მგონი, ეს ჩემთვისაც მეტისმეტია! „ოედიპუს ღეხ“ ცნობილი ტრაგედიაა, შე შმუკო, ანეკდოტი ხომ არ გგონია! შენ კი სადისტი, შარლატანი და საცოდავი კომედიანტი ხარ! იმის თქმა მინდა,
რომ ეს სასაცილო სულაც არ არის, ექიმო შპილფოგელ, ექიმო ფროიდ და ექიმო კრონკაიტ! ადამიანის ღირსების პატივისცემაზე როგორა ხართ, თქვე ნაბიჭვრებო! „ოედიპუს ღეხ“ ყველაზე საზარელი
და სერიოზული პიესაა ლიტერატურის ისტორიაში, კომედიური
სკეტჩი ხომ არ გგონიათ?
ასეა თუ ისე, ღმერთს მადლობას ვწირავ ჰეშის ჰანტელებისთვის.
ჰეშის სიკვდილის მერე ის ჰანტელები მე მერგო. თოთხმეტი-თხუთმეტი წლის რომ ვიყავი, უკანა ეზოში გამქონდა და მზის გულზე ვწევდი და ვწევდი.
– იმდენს იზამ, ამ ვარჯიშით რამე უბედურებას დაიმართებ, – გამომძახებდა ხოლმე დედაჩემი საძინებლის ფანჯრიდან. – გაცივდები
მაგ ტრუსის ამარა!
ჩარლზ ატლასისა და ჯო ბონომოს ბუკლეტები გამოვიწერე. ჩემი
ოთახის სარკეში საკუთარი გაოფლიანებული სხეულის ყურებით
ვსულდგმულობდი. სკოლაში ტანისამოსის ქვეშ კუნთებს ვათამაშებდი. ქუჩის კუთხეში რომ შევჩერდებოდი, მკლავებს ხელით ვისინჯავდი. ავტობუსში ჩემი ვენების თვალიერებით ვტკბებოდი. ერთ
278
მშვენიერ დღეს ვინმე მხარზე მუშტს თუ დამარტყამდა, ამას მთელი
დარჩენილი ცხოვრება ინანებდა! თუმცა, მადლობა ღმერთს, დარტყმით არავის დაურტყამს.
არავის – ნაომიმდე! გამოდის, რომ ამდენი ქშინვა და ხვნეშა, დედაჩემის უკმაყოფილო მზერის თანხლებით, იმისთვის ყოფილა საჭირო, რომ ნაომისთან მეჭიდავა. წვივებსა და ბარძაყებში ჩემზე ნაკლები ძალა არ ჰქონდა, მაგრამ მხრები და გულმკერდი მე უფრო ღონიერი მქონდა და ბოლოს ქვეშ მოვიქციე. ენის წვერი ყურში შევუყავი და მთელი დღის განმავლობაში დაგროვებული ქვიშა ამოვლოკე – ისრაელის წმინდა მიწა.
– ახლა კი შეგიდებ, – ვუჩურჩულე ბოროტად.
– გიჟი ხარ, ვიღაცა ხარ! – მიყვირა და ქვემოდან მთელი ძალით
მომაწვა, – დასაბმელი გიჟი!
– არა, ჩემო კარგო, – შევუღრინე ხორხიდან წამოსული ხმით, –
ახლა კარგ გაკვეთილს მიიღებ. ჭკუას გასწავლი, ნაომი, – ჭკუის
სასწავლებლად მას უფრო და უფრო მაგრად ვაწვებოდი. – როლები
შეიცვალა, ზნეკეთილო ებრაელო ქალწულო, ახლა შენ დაიცავი თავი, ცაცკელე! მთელ კიბუცს აუხსენი, რატომ გაქვს ვაგინალური გამონადენი! მაჯის საათების გამო ერთი ამბავი ატყდაო – ამის სუნი
რომ ეცემათ, წიოკობა მერე ნახე! რას არ მივცემდი იმ თავყრილობაზე მოსახვედრად, რომელზეც სიონის სიამაყის შებღალვისა და მისი მომავლის წაბილწვისათვის ბრალს წაგიყენებენ! იქნებ მაშინ ისწავლო ჩვენი, ზნედაცემული, ნევროზიანი ებრაელი მამაკაცების პატივისცემა! სოციალიზმი არსებობს, როგორ არ არსებობს, მაგრამ
სპიროქეტებიც არსებობენ, საყვარელო! ახლავე გაგაცნობ, ძვირფასო, ცხოვრების წებოვან და ლორწოვან მხარეს! ეგ შენი პატრიოტული ხაკისფერი შორტი ჩაიხადე, ფეხები გაშალე, სისხლო სისხლთაგანო, კარგად გადაშალე ეგ მიტყუპებული ფეხები და შენი მესიანისტური ებრაული ხვრელი დამანახე! მოემზადე, ნაომი, ახლა რეპრო-
279
დუქციული ორგანოები უნდა წაგიბილწო! ცოტაც და მთელი მოდგმის მომავალს შევცვლი!
რა თქმა უნდა, ვერაფერიც ვერ შევცვალე. ყურის ნიჟარებს ვულოკავდი, დაუბანელ ყელს ვუკოცნიდი, ნაწნავებზე ვკბენდი... მაგრამ სწორედ მაშინ, როცა წინააღმდეგობა თანდათან შეასუსტა, განზე გადავგორდი და დაღლილი და მარცხნაჭამი გულაღმა გავწექი
კედლის მხარეს.
– არაფერი გამომდის, – ვუთხარი, – აქ არ მიდგება.
ნაომი წამოდგა. წამოდგა და თავზე დამადგა. ჯერ სული მოითქვა, მერე მე დამხედა. გავიფიქრე, რომ სანდლიანი ტერფის მკერდში
ჩაზელას მიპირებდა, ან ცხვირ-პირის მინგრევას. გამახსენდა, პატარა ბიჭი რომ ვიყავი, ჟურნალებიდან ასეთ სურათებს ვჭრიდი და
რვეულში ვაკრავდი ხოლმე. აქამდე როგორ მივიდა საქმე?
– იმ-პო-ტენ-ტი ის-რა-ელ-ში, ლა ლა ლა ლა, – წავიღიღინე „ჩიტების იავნანას“ მელოდია.
– ისევ მაიმუნობ, არა? – მკითხა.
– კი, ისევ. ისევ და ისევ. ჩემს ცხოვრებაზე უარს ხომ არ ვიტყვი?
მერე ნაომიმ კარგი რამე მითხრა. თავზე მადგა და, რა თქმა უნდა,
შეეძლო ეს ეთქვა:
– შინ უნდა დაბრუნდე.
– ჰო, რა თქმა უნდა, სწორედ ეგ მჭირდება: დევნილობაში დაბრუნება.
ცალყბად ჩაეცინა. ჯანსაღი, მონუმენტური საბრა! ეს მუშა ფეხები, პრაქტიკული შორტი, ჭიდაობაში ღილებაწყვეტილი ზედატანი...
და გამარჯვებულის მოწყალე ღიმილი! მის გაუხეშებულ, სანდლებიან ტერფებთან კი... მოიცა, ეს ვინ არის? ვაჟიშვილი, ბიჭი, პატარა
ბიჭუკა! ალექსანდერ პორტნუა! პორტნუატრაკებ! პორტნოი, ოი,
ოი, ოი, ოი!
– ნახე, როგორი ხარ, – ვუთხარი, – როგორი დიდები ხართ ქალები! როგორი ხარ... როგორი პატრიოტი! ტკბები გამარჯვებით, არა,
280
საყვარელო? იცი, როგორ უნდა გაიტანო შენი! უჰ, როგორი უმანკო
ხარ! ვეცემი... დიდი პატივია შენი გაცნობა. მისმინე, თან წამიყვანე,
გმირო! მთებში. ქანცგაწყვეტამდე ვიმუშავებ, თქვენს ნიადაგს ლოდებს მოვაშორებ, თუ ეგაა საჭირო, რომ თქვენ შორის კარგ კაცად
ვითვლებოდე. კარგ კაცად ყოფნაზე უკეთესი რა უნდა იყოს ამ ქვეყნად? მხოლოდ პრინციპების კარნახით ცხოვრება! უკომპრომისოდ!
მოდი, ახლა სხვა იყოს გარეწარი! დაე, გოებმა აკეთონ საზიზღრობები, დაე, მხოლოდ მათი ბრალი იყოს ყველაფერი. თუ იმისთვის დავიბადე, რომ ასკეტივით ვიცხოვრო, დაე, ასე იყოს! მკაცრი და სასიამოვნო ზნეობრივი ცხოვრება, ყოველდღიური თავგანწირვა და
მოზომილი ვნება! აჰ, რა კარგად ჟღერს ეს სიტყვები! აჰ, ლამის იმ
ლოდების გემოც კი ვიგრძნო! რას იტყვი, ხომ წამიყვან? პორტნოიადას ასკეტურად გაგრძელებაში ხომ დამეხმარები?
– შინ უნდა დაბრუნდე.
– პირიქით! უნდა დავრჩე. ჰო, უნდა დავრჩე! ეგეთი ხაკისფერი
შორტი უნდა ვიყიდო და კაცად უნდა ვიქცე!
– როგორც გინდა, ისე მოიქეცი, – მითხრა ნაომიმ. – მე წავედი.
– არა, გმირო, არა, – წამოვიძახე, რადგან, მგონი, ეს გოგო უკვე
მომწონდა. – რა უაზრობაა ეს ყველაფერი!
ნაომის ეს სიტყვები მოეწონა. მოზეიმე ადამიანის იერით შემომხედა, თითქოს საკუთარი თავის შესახებ ბოლოს და ბოლოს სიმართლე ვაღიარე. ერთი მაგის დედაც.
– იმის თქმა მინდა, შენნაირი დიდი და ჯანმრთელი ქალი მოუტყნავი როგორ გავუშვა-მეთქი.
ნაომის ზიზღით გააჟრჟოლა.
– მითხარი, თუ შეიძლება: რატომ ამბობ ასეთ სიტყვებს ასე ხშირად?
– თქვენთან, მთებში, ბიჭები არ ამბობენ ასეთ სიტყვებს?
– არა, – მიპასუხა ქედმაღლურად, – ისე არა, როგორც შენ.
– აბა, რა გითხრა, ალბათ იმდენი რისხვა და ზიზღი არ უდევთ
281
გულში, რამდენიც მე, – ვუთხარი და ფეხში ვეძგერე.
მე ვერასდროს ვერ დავწყნარდები. ვერასდროს! მე ჩემი უნდა მივიღო!
ოღონდ ნეტავ რისი მიღება მინდა?
– არა! – დამკივლა ზემოდან.
– კი!
– არა!
– მაშინ, – ხვეწნაზე გადავედი, რადგან ნაომიმ თავისი ძლიერი
ფეხით კარისკენ წამათრია, – მაშინ ამალოკინე მაინც. ეგ მაინც შემიძლია, ზუსტად ვიცი.
– ღორო!
და მერე წიხლი მითავაზა. მთელი ძალით! პირველმოსახლის ფეხი პირდაპირ გულქვეშ ჩამაზილა. ნუთუ ჩემი ქცევით ასეთი დარტყმის მიღება მინდოდა? ნეტავ რისთვის ვიღვწოდი? შეიძლება, არც
არაფრის. შეიძლება, უბრალოდ, ის ვიყავი, ვინც ვარ. შეიძლება,
ზუსტად ეგა ვარ – მუტლის მლოკავი, ქალის ხვრელის მონა. დაე,
იყოს ასე! იქნებ ჩემთვის ყველაზე სწორი გამოსავალი ოთხით სიარულია? ასე უნდა ვიარო და საშოები ვლოკო ცხოვრების ბოლომდე, უსამართლობასთან ბრძოლა და ოჯახის მამობა კი ორ ფეხზე მოსიარულეებს უნდა დავუთმო! ჩემს სახელზე აღმართულ მონუმენტებს რა თავში ვიხლი, როცა ქუჩებში ნადიმის სუფრაა გამოფენილი!
კარგი, იფორთხე სიცოცხლის ბოლომდე – დღეს თუ გადარჩი! ..
თავბრუ მესხმოდა, ყელში რაღაც საძაგელი წვენი ამომდიოდა... ვაიმე, გული! თან სად – ისრაელში! იქ, სადაც დანარჩენმა ებრაელობამ თავშესაფარი, სიმშვიდე და მშვიდობა ჰპოვა, პორტნოი იღუპება! სადაც სხვა ებრაელები ყვავიან და იფურჩქნებიან, მე სულს ვღაფავ! არადა, მხოლოდ ის მინდოდა, რომ ამ გოგოსთვის სიამოვნება
მიმენიჭებინა და ცოტა სიამოვნება მეც მიმეღო. რატომ, რატომ არ
282
შემიძლია სიამოვნების ისე მიღება, რომ ამას საზღაურად მთელი ვაგონი უბედურება არ მოჰყვეს! ღოროო? ვინ არის ღორი – მე? უცებ
ყველაფერი მეორდება, წარსული მეორდება – ის, რაც იყო და რაც
აღარასდროს იქნება! კარის გაჯახუნების ხმა მესმის. წავიდა ჩემი
მხსნელი! ჩემი თანამემამულე! მე კი, მოგონებებში ჩაძირული, იატაკზე ვყმუი! ჩემი უსასრულო ბავშვობა! რომლისგანაც ვერასდროს გავთავისუფლდები, ან რომელიც ჩემგან ვერასდროს გათავისუფლდება! ზუსტად ასეა! რა სიყვარულით ვზრდიდი ბოლოკს ჩემს
„გამარჯვების ბოსტანში“, ჩვენი სარდაფის კართან. აი, ეგ იყო ჩემი
კიბუცი. ბოლოკი, ოხრახუში, სტაფილო – ჰო, მეც პატრიოტი ვარ,
გასაგებია? ოღონდ სხვა ქვეყანაში (თუმცა თავს შინ ვერც იქ
ვგრძნობ! )! ფოლგას რომ ვაგროვებდი, ამაზე რას იტყვი? სკოლაში
გაზეთები რომ დასტა-დასტა მიმქონდა? ალბომში სათუთად რომ
ვაკრავდი მარკებს, რომლებზეც ნაცისტების დამარცხება იყო ასახული? ჩემი თვითმფრინავების მოდელები – „პაიპერ კაბი“, „ჰოუკერ
ჰარიკეინი“, „სპიტფაირი“! ასეთი რამე როგორ უნდა დამართოდა
ჩემნაირ საყვარელ ბავშვს, რომელსაც დიდი ბრიტანეთის სამხედრო
ავიაცია და „ოთხითავისუფლება“უყვარდა! როგორი იმედი მქონდა
იალტის კონფერენციისა და დამბარტონ-ოუკსის კონფერენციის! გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე ვლოცულობდი! ახლა კი უნდა მოვკვდე? რატომ? სასჯელია? რისთვის? იმისთვის, რომ იმპოტენტი ვარ? რაიმე მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს!
მანქის შურისძიება – აბა, რა!
„ალექსანდერ პორტნოი, რომში გატარებული ორი ღამის განმავლობაში მერი ჯეინ რიდის ადამიანური ღირსების გათელვისთვის,
ასევე სხვა ურიცხვი დანაშაულისთვის (მისი საშოს ექსპლუატაციის
ჩათვლით), რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, თქვენ მოგესაჯათ იმპოტენციის ყველაზე საშინელი ფორმა. ისიამოვნეთ თქვენი
ახალი მდგომარეობით“. „ჰო, მაგრამ, თქვენო ღირსებავ, ეს ქალი
283
სრულწლოვანია და საკუთარ ქმედებებზე პასუხს აგებს. . . “ „კანონებზე საუბრით თვალს ვერ ამიხვევთ, პორტნოი. კარგისგან ცუდის
გარჩევა ხომ შეგეძლოთ. იცოდით, რომ მეორე ადამიანის ღირსებას
ფეხქვეშ თელავდით. იმის გამო, რაც გააკეთეთ და როგორც გააკეთეთ, სამართლიანად მოგესაჯათ ასოს მომჩვარება. ეძიეთ ახლა
ადამიანისთვის გულის ტკენის სხვა ხერხები“. „თუ ნებას მომცემთ,
თქვენო ღირსებავ, მოგახსენებთ: სანამ გავიცნობდი, მისი ადამიანური ღირსება მანამდეც გათელილი იყო. მოვყვე თუ ლას ვეგასის ხსნებაც საკმარისი იქნება? “ „ოჰ, არაჩვეულებრივი თავდაცვაა, არაჩვეულებრივი. სასამართლოს გადაწყვეტილების შერბილება გარანტირებული გაქვთ. ასე ექცევით ბედისაგან დაჩაგრულ ადამიანებს,
არა, საქალაქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილევ? ასე აძლევთ
ადამიანს – აქ თქვენივე დეფინიცია უნდა მოვიშველიო – ღირსეული
და ადამიანური ცხოვრების შანსს? ეს ნაბიჭვარი, ესა! “ „თქვენო
ღირსებავ, შეიძლება, რომ უფრო ახლოს მოვიდე და ისე მოგახსენოთ?... სხვას რას ვაკეთებდი, თუ არა... ყოველთვის მინდოდა... ჰმ,
რა მინდოდა?... ცოტა გართობა, სხვა არაფერი“. „ოჰ, შე მართლა ნაბიჭვარო! “ „ჯანდაბა! რატომ არ შეიძლება, რომ გავერთო? რატომ
ხდება, რომ სულ მცირე სიამოვნებაც კი, ჩემს შემთხვევაში, აუცილებლად უკანონობა აღმოჩნდება ხოლმე – მაშინ, როცა დანარჩენი
მსოფლიო სიცილით იხევა და ტალახში გორაობს? ღორიო? მაგას ის
საჩივრები და ბრალდებები უნდა ვაჩვენო, ჩემს ოფისში დილაობით
რომ გროვდება: რას აღარ უკეთებენ ადამიანები ერთმანეთს სიხარბითა და სიძულვილით! ფულის გამო! ძალაუფლების გამო! გაბოროტების გამო! ან სულაც არაფრის გამო! რამდენი წვალების გამოვლა უხდება ერთ ჩვეულებრივ შვარცეს, რომ სახლის შესაძენად
კრედიტი აიღოს! კაცს ის სჭირდება, რასაც მამაჩემი წვიმიანი დღისთვის გადანახულ ქოლგას უწოდებს, მაგრამ უნდა ნახოთ, ეს ღორები რა დღეში აგდებენ! მართლა ღორები არიან! პროფესიონალი
ღორები! როგორ გგონიათ, ვინ დაიყოლია ამ ქალაქში ბანკები, რომ
284
სამსახურში ზანგები და პუერტორიკოელები აეყვანათ? ვინ გაგზავნა კადრების განყოფილების ხალხი ჰარლემში კანდიდატებთან გასასაუბრებლად? ვინ და, ამ ღორმა, ქალბატონო – პორტნოიმ! თუ ღორებთან საუბარი გნებავთ, ოფისში შემომიარეთ, კვირის ნებისმიერ
დღეს ჩემს ნაგვის კალათაში ჩაიხედეთ – ღორებს მე გაჩვენებთ!
სხვები რას აღარ სჩადიან და ყველაფერი ხახვივით შერჩებათ ხოლმე! ჩადენილზე ფიქრითაც კი არ იწუხებენ თავს. დაუცველი კაცის
დაჩაგვრა ამ ადამიანებში ღიმილს იწვევს! ღმერთმანი! მთელი
დღით უხალისებს გუნება-განწყობას! ცრუობენ, თაღლითობენ,
ქრთამს იღებენ, ქურდობენ და ძარცვავენ, ექიმო, თან ისე, რომ
თვალსაც არ ახამხამებენ. გულგრილობა! სრული ზნეობრივი განურჩევლობა! ჩადენილი დანაშაულის გამო კი არც არაფერი ემართებათ – ხანდახან კუჭი თუ აეშლებათ ხოლმე! მე კი ნახეთ, რა დამემართა: გავბედე და ცოტა განსხვავებული სიამოვნების მიღება მოვინდომე – თანაც ამ დროს შვებულებაში ვიყავი! – და ახლა აღარ
მიდგება. ღმერთმა დამიფაროს, რომ საკუთარ ლეიბს ის იარლიყი
მოვაძრო, რომელსაც აწერია: „იარლიყის მოძრობა ისჯება კანონით“. ნეტავ ამისთვის რას მომისჯიან, ელექტროსკამზე დამსვამენ?
ასეთი შეუსაბამო სასჯელის გამო ყვირილი მინდა! შეიძლება, ვიყვირო? მოსაცდელში ხალხს ძალიან ხომ არ შევაწუხებ? ახლა ყველაზე მეტად ყმუილი მიშველიდა! მხოლოდ ყმუილი, უსიტყვებოდ. „პოლიცია გესაუბრებათ. თქვენ ალყაში ხართ, პორტნოი. სჯობს, გარეთ
გამოხვიდეთ და საზოგადოების წინაშე თქვენი ვალი მოიხადოთ“.
„ერთი მაგ საზოგადოების დედაც, ძაღლებო! “ „სამამდე ვითვლით.
სანამ „სამს“ ვიტყვით, ხელებაწეული გამოდი მანდედან, ცოფიანო
ძაღლო, თორემ შემოვალთ და ცეცხლსაც გავხსნით… ერთი! “ „გახსენი ცეცხლი, შე ნაბიჭვარო, სულ ცალ ფეხზე არ მკიდია? ახლა ჩემს
ლეიბს იარლიყს მოვაძრობ. . . “ „ორი! “ „ამ ცხოვრებას ხომ მაინც გემოზე ვირგებდი, სანამ ცოცხალი ვიყავი! “
აააააააააააააააააააააა! ! ! ! !
285
კულმინაცია
აბა, – თქვა ექიმმა, – ახლა შეგვიძლია დავიწყოთ, არა?
286
You have read 1 text from Georgian literature.
  • Parts
  • პორტნოის სინდრომი - 01
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2217
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.0 of words are in the 5000 most common words
    45.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 02
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2131
    30.7 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 03
    Total number of words is 3812
    Total number of unique words is 2198
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 04
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2076
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 05
    Total number of words is 3875
    Total number of unique words is 2105
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 06
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 2077
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 07
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2090
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 08
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2190
    26.8 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 09
    Total number of words is 3779
    Total number of unique words is 2242
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.5 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 10
    Total number of words is 3710
    Total number of unique words is 2228
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 11
    Total number of words is 3768
    Total number of unique words is 2095
    28.2 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    46.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 12
    Total number of words is 3758
    Total number of unique words is 2132
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 13
    Total number of words is 3750
    Total number of unique words is 2178
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 14
    Total number of words is 3628
    Total number of unique words is 2199
    25.8 of words are in the 2000 most common words
    37.9 of words are in the 5000 most common words
    44.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 15
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2229
    26.5 of words are in the 2000 most common words
    37.3 of words are in the 5000 most common words
    44.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 16
    Total number of words is 2820
    Total number of unique words is 1682
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.