Latin

პორტნოის სინდრომი - 12

Total number of words is 3758
Total number of unique words is 2132
27.6 of words are in the 2000 most common words
38.4 of words are in the 5000 most common words
44.7 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
– შეიძლება სასტუმროს ატმოსფერო მოქმედებს, ეს ანონიმურობა…
– სასწაულია! იცი, რას ვგრძნობ... ვგრძნობ, რომ ჭკუიდან გადავდივარ... და ისეთ სინაზეს ვგრძნობ, ისეთ არანორმალურ სინაზეს შენდამი! ჩემო პატარავ, მგონი, ახლა ავტირდები... ისეთი ბედნიერი ვარ!
შაბათს მანქანაში ჩავსხედით და ჩემპლეინის ტბაზე წავედით.
გზადაგზა ვჩერდებოდით, რომ მანქის თავისი „მინოქსით“ ფოტოები
გადაეღო. საღამოს ვუდსტოკისკენ გადავუხვიეთ, აქეთ-იქით ვიხედებოდით, ვოხრავდით, ვგმინავდით და აღტაცებას შეძახილებით
გამოვხატავდით. მანქი მთელი ტანით მეკვროდა. დილით სექსი ტბის
ნაპირას, მაღალი ბალახით დაფარულ მინდორზე გვქონდა, ნაშუადღევს კი სადღაც, ცენტრალური ვერმონტის მთებში, ტალახიან გზაზე მითხრა:
– გააჩერე, ალექს, აი, აქ... მინდა, რომ პირში გამითავო, – და მინეტი იქვე გამიკეთა, მთელი გულით და მონდომებით.
რის თქმა მინდა? იმის, რომ მაშინ ნამდვილად გაჩნდა გრძნობა
ჩვენს ურთიერთობაში, თან ამით ჩვენს სექსუალურ მადას არაფერი
199
დაკლებია!
– ერთი ლექსი გამახსენდა, – მივუბრუნდი მანქის. ისე ვლაპარაკობდი, თითქოს მთვრალი ვიყავი; მგონი, იმწუთას კაცსაც კი ავულოკავდი: – ახლა უნდა გითხრა.
მანქის თავი ჩემს მუხლებზე ედო, თვალები დაეხუჭა და ჩემი
მორბილებული ასო ლოყაზე პატარა ბარტყივით მიეკრა.
– მოიცა, რა დროს ლექსია, პოეზია საერთოდ არ მესმის, – ამოიკვნესა.
– ამ ლექსს გაიგებ. სექსზეა. გედისა და ერთი ლამაზი გოგოს სექსზეა.
ამომხედა და ხელოვნურად დაგრძელებული წამწამები დააფახულა.
– ღმერთო ჩემო!
– ეს სერიოზული ლექსია.
– ჰოო, – თქვა და ასოზე ენა ამისვა, – ეს სერიოზული გადახრაა.
– თქვენი ეშხით აღარა ვარ, ენაკვიმატო სამხრეთელო ლამაზმანებო! .. ახლა შენნაირი აშოლტილიც თუა ლამაზმანი...
– ნუ მეკაიფები, პორტნოი. მითხარი ის ბინძური ლექსი.
– პორტნოი კი არა, პორტ ნუარ! – შევუსწორე და დავიწყე:
A sudden blow: the great wings beating still
Above the staggering girl, her thighs caressed
By the dark webs, her nape caught in his bill,
He holds her helpless breast upon his breast.
– სად ისწავლე? – მკითხა მანქიმ.
– ჩუ, მომისმინე:
How can those terrified vague fingers push
The feathered glory from her loosening thighs ?
– ოჰო! თეძოები! – წამოიძახა მანქიმ.
– And how can body, laid in that white rush,
But feel the strange heart beating where it lies?
A shudder in the loins engenders there
200
The broken wall, the burning roof and tower
And Agamemnon dead.
Being so caught up, So mastered by the brute blood of the air,
Did she put on his knowledge with his power
Before the indifferent beak could let her drop ?
– აი, ასე, – ვთქვი ბოლოს.
პაუზა.
– ვინ დაწერა? – ჩაიცინა მანქიმ, – შენ?
– უილიამ ბატლერ იეიტსმა, – ვუპასუხე და უცებ მივხვდი, როგორ უტაქტოდ მოვიქეცი, როგორ გულგრილად გავუსვი ხაზი ჩვენ
შორის არსებულ სხვაობას: მე ჭკვიანი ვარ, შენ კი ბრიყვი ხარ-მეთქი, – ვაგრძნობინე. სწორედ ამას ნიშნავდა ამ ქალისთვის ერთ-ერთი
ლექსის დეკლამირება იმ სამად სამი ლექსიდან, რომლებიც ოცდაცამეტი წლის ასაკში ზეპირად ვიცოდი.
– ირლანდიელი პოეტია, – მორცხვად დავძინე.
– ჰოო? და სად ისწავლე, კალთაში ეჯექი? თურმე ირლანდიელი
ყოფილხარ და არ ვიცოდი.
– კოლეჯში, ჩემო პატარა.
ერთმა გოგომ მასწავლა, რომელსაც კოლეჯში ვიცნობდი. „ძალა,
რომელიც მწვანე პატრუქით ანთებს ყვავილებს“ესეც იმ გოგომ მასწავლა. საკმარისია! რა საჭიროა ორი ქალის შედარება? რატომ არ
უნდა მივცე მანქის იმის უფლება, რომ ის იყოს, ვინც არის? რა მაგარი იდეაა! ისეთი მიყვარდეს, როგორიც არის: არასრულყოფილი!
ბოლოს და ბოლოს, არასრულყოფილება ხომ ძალიან ადამიანურია!
– რა გითხრა, – მითხრა მანქიმ, რომელიც სატვირთო მანქანის
მძღოლის როლიდან არ გამოდიოდა, – კოლეჯში არასდროს მისწავლია, – მერე სამხრეთული ზლაზვნით გააგრძელა: – ჩვენთან, მაუნდსვილში, საყვარელო, ბავშვებმა მარტო ეს ლექსი ვიცოდით: „ვნახე
ლონდონი, ვნახე პარიზი, მერი ჯეინის ტრუსი და ტრაკი“. აი, ტრუსი
არც არასდროს მცმია... იცი, რა ვქენი, თხუთმეტი წლის რომ ვიყავი?
201
ქვემოთ თმა მოვიჭერი, კონვერტში ჩავდე და მარლონ ბრანდოს გავუგზავნე. იმ სირს იმდენი ზრდილობაც არ აღმოაჩნდა, რომ საპასუხოდ რამე მოეწერა“.
ჩუმად ვსხედვართ. იმის გააზრებას ვცდილობთ, რას ვაკეთებთ
ასეთი განსხვავებული ადამიანები ერთად, თან ვერმონტში.
– ჰო, აგამემნონი რა არის? – მეკითხება მანქი.
მეც ვუხსნი, როგორც შემიძლია. ზევსი, აგამემნონი, კლიტემნესტრა, ელენე, პარისი, ტროა... თავს საშინლად ვგრძნობ. ვხვდები, რა
ცრუ და ყალბი ვარ: ვიცი, რომ იმის ნახევარი მაინც, რასაც ვამბობ,
თავადაც არ მესმის.
სამაგიეროდ მანქია არაჩვეულებრივი.
– კარგი, – მეუბნება, – ახლა ყველაფერი თავიდან ამიხსენი.
– სერიოზულად მეუბნები?
– სერიოზულად! კიდევ ერთხელ! ოღონდ ახლა ცოტა ნელა.
ისევ ლექსს ვამბობ. მთელი ეს ხანი შარვალი ჩახდილი მაქვს. ბინდდება და მანქანაში, რომელიც გზიდან მოშორებით, ხეების ქვეშ გავაჩერე, ფოთლები ცვივა. დრამატული ფოთოლცვენაა. მანქი იმ
ბავშვს ჰგავს, რიცხვების გამრავლებას რომ ცდილობს, მაგრამ უტვინო ბავშვს კი არა – სხარტად მოაზროვნე, უჭკვიანეს პატარა გოგოს. სულელი სულაც არ არის! სრულიად განსაკუთრებული გოგოა.
მერე რა, რომ ქუჩაში ბოზივით მოვხსენი!
როცა ვჩუმდები, იცით, რას აკეთებს? ხელზე ხელს მკიდებს და
ჩემს თითებს ფეხებს შორის იდებს. მერი ჯეინს ტრუსი ახლაც არ აცვია.
– გრძნობ? შენ რომ გისმენდი, სულ დავსველდი.
– საყვარელო! გაგიგია პოეზია და ეგაა!
– მგონი, მართლა გავიგე! – ყვირის სკარლეტ ო’ ჰარა. – გავიგე!
ლექსი გავიგე!
– თან, არც მეტი, არც ნაკლები, საშოთი!
– ჩემი ხსნა და გარღვევა ვინ არის? შენი გადამკიდე, ჩემი საშო
202
გენიოსი გახდება! ჩემი ხსნა! ჩემი გარღვევა! მიდი, ამლოკე, საყვარელო, – ყვირის მანქი და თითებს პირში მიდებს, ქვედა ყბით თავისკენ მიზიდავს: – მიდი, მიდი, ალოკე ჩემი განათლებული საშო!
იდილიური სურათია, არა? თან თავზე წითელ-ყვითელი ფოთლები გვეყრება...
ვუდსტოკში, ჩვენს ნომერში, სანამ მე ვახშმობის წინ ვიპარსავ,
მანქი ცხელ აბაზანაში ნებივრობს და „სარდოს“ მიირთმევს. მაინც რა
ძალა აქვს ამ სუსტ სხეულში – რა გამაოგნებელ აკრობატულ ილეთებს ატარებს ჩემს ასოზე ამხედრებული! ექსტაზში რომ შედის, საწოლიდან ნახევარი ტანით ისე გადაეკიდება ხოლმე, იფიქრებ, ცოტაც და ხერხემალი გადაუტყდებაო. კიდევ კარგი, ტანვარჯიშის გაკვეთილებზე დადის! უჰ, რას აღარ აკეთებს საწოლში! რა სექსი
გვაქვს! და მაინც, როგორც ახლა ირკვევა, მანქი, ეს მაიმუნი ესა,
ადამიანიც ყოფილა – საამისოდ ყველა ნიშანს იძლევა! ადამიანი!
რომელიც შეიძლება შეგიყვარდეს!
მაგრამ ვის შეიძლება შეუყვარდეს – მე?
რატომაც არა?
მართლა?
რატომაც არა!
– იცი, რა უნდა გითხრა, – მეუბნება აბაზანიდან, – ისე მტკივა
ჩემი პატარა ხვრელი, რომ სუნთქვა მიჭირს.
– ვაიმე, საწყალი ხვრელი.
– მისმინე, მოდი, გემრიელად ვივახშმოთ, ბევრი ღვინო, შოკოლადის მუსი... მერე აქ ამოვიდეთ, ამ ორასი წლის საწოლში ჩავწვეთ
და... სექსი არ გვქონდეს.
– როგორ ხარ, არნი? – მეკითხება მოგვიანებით, როცა შუქი ჩავაქრეთ. – რა მაგარია, არა? ვითომ ოთხმოცი წლისები ვართ.
– ან რვის, – ვეუბნები. – მოიცა, რაღაც უნდა გაჩვენო.
– არა, არა, არნოლდ.
ღამით გამეღვიძა, ჩემკენ მოვწიე და ჩახუტება დავუპირე.
203
– კარგი რა, – დაიწუწუნა, – თავს ჩემი ქმრისთვის ვინახავ.
– გედს ეგ ფეხებზე ჰკიდია, ლედი.
– ოოოჰ... მომშორდი.
– შეიგრძენი ჩემი ბუმბული.
– აააჰ! ებრაელი გედი! – წამოიყვირა, როცა ხელში სირი მაინც
ჩავუტენე, და მეორე ხელი ცხვირზე წამატანა. – სანამ გულგრილი
ნისკარტი სადმე მოისროდა... დანარჩენი ლექსიც გავიგე! ... ხომ გავიგე?
– ღმერთო ჩემო, გასაგიჟებელი გოგო ხარ!
ამის გაგონებისას სუნთქვა ეკვრება.
– მართლა? გასაგიჟებელი ვარ?
– დიახ!
– მართლა?
– ჰო! ჰო! ჰო! ახლა შეიძლება შეგიდო?
– ოჰ, საყვარელო! ძვირფასო! – ყვირის მანქი, – სადაც გინდა, იქ
შემიდე! რომელ ხვრელშიც გინდა. შენი ვარ!
საუზმის შემდეგ ვუდსტოკში ვისეირნეთ. მანქი შეღებილი ლოყით მეკვროდა პიჯაკის სახელოზე.
– იცი, რა? – მითხრა მან. – მგონი, აღარ მძულხარ.
ნიუ-იორკში საღამოს გავემგზავრეთ, თან უიკენდი რომ გაგვეგრძელებინა, მთელი გზის გავლა მანქანით გადავწყვიტეთ. ვერმონტიდან ერთი საათის გამოსულები ვიყავით, რომ მანქიმ რადიოში
ჭაბჩ-სმიაგნო და ტანი როკის რიტმს ააყოლა. მერე მოულოდნელად
თქვა: „ძაან წაიღეს ყურები, ამის დედაც! “ – და რადიო გამორთო.
– რა კარგი იქნებოდა, უკან რომ არ ვბრუნდებოდეთ, არა?
– რა კარგი იქნებოდა სოფელში ისეთ ვინმესთან ერთად ცხოვრება, ვინც მართლა მოგწონს, არა?
– რა კარგი იქნებოდა, მზის ამოსვლისას ენერგიით სავსე რომ გაიღვიძებდი და მზის ჩასვლისას ძაღლივით ქანცგამძვრალი რომ დაიძინებდი, არა?
204
– რა კარგი იქნებოდა, უამრავი მოვალეობა რომ გქონოდა და
მთელი დღე საქმეების კეთებაში გაგეტარებინა, თან ვერც კი გაგეაზრებინა, რომ სავალდებულო საქმეებს აკეთებდი, არა?
– რა კარგი იქნებოდა, მთელი დღეები, კვირები, თვეები შენ თავზე ფიქრის დრო რომ არ გქონოდა, არა? ძველი ტანსაცმელით გევლო, მაკიაჟის გაკეთება არც კი გაგხსენებოდა და დღე და ღამე დაძაბული არ ყოფილიყავი, არა?
დრო გავიდა. მანქიმ სტვენა დაიწყო.
– რა მაგარი იქნებოდა, არა?
– ამჯერად რა?
– ზრდასრული ადამიანის ცხოვრებით ცხოვრება.
– გასაოცარია!
– რაზე ამბობ?
– თითქმის სამი დღეა, არც შენი სოფლური მეტყველება მესმის,
არც ბინძური სიტყვები...
ქათინაურის თქმა მინდოდა, მაგრამ მანქიმ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.
– ჩემი სიტყვები არც ბინძურია და არც სოფლური... ეს მე ვარ!
და თუ ჩემი ლაპარაკი და საქციელი არ მოგწონს... რა ვქნათ, ხდება
ხოლმე, უფლებათა დამცველო. ნუ მამცირებ, გაიგე? მარტო იმის გამო, რომ იმ ქალაქს ვუახლოვდებით, სადაც ძაან მნიშვნელოვანი ვინმე ხარ.
– მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ახლა გაცილებით ჭკვიანი
ხარ, ვიდრე მაშინ, როცა ქუჩის გოგოსავით იქცევი.
– მიდი, რა. სრულიად შეუძლებელია, ადამიანი ისეთი უტვინო
იყოს, როგორიც შენ გგონივარ! – მანქი წინ გადაიხარა და რადიო
ჩართო. თითქოს ეს შაბათ-კვირა არც ყოფილიყოს. ყველა სიმღერის
ტექსტი იცოდა. რა აღარ იღონა, რომ ეს გამეგო. „იე-იე-იე-იე-იე-იე“.
მშვენიერი წარმოდგენა იყო. დიდება ნათხემს და ზოგადად, ადამიანის ტვინს!
205
უკვე ბნელოდა, როცა „ჰოვარდ ჯონსონისკენ“ შევუხვიე.
– ხო არ გვეჭამა, – ვუთხარი, – საჭმელი, რამე. ცოტა არ ჩავუფინოთ?
– იცი, რას გეტყვი? შეიძლება, არ ვიცოდე, ვინ ვარ და რა ვარ,
მაგრამ არც შენ იცი, ვინ გინდა, რომ იყო. ნუ დაგავიწყდება!
– ეგ ძაან ფრაზა იყო.
– რა ყლე ხარ! ვერ ხედავ, რა ცხოვრებით ვცხოვრობ? გგონია,
მომწონს, რომ არავინ ვარ? გგონია, მომწონს ეს უბადრუკი ცხოვრება? მეზიზღება! მეზიზღება ნიუ-იორკი! დაბრუნებაც არ მინდა მაგ
სანეხვეში! ვერმონტში შენთან ერთად ცხოვრება მინდა. ზრდასრული ადამიანის ცხოვრებით მინდა ვიცხოვრო, რა ჯანდაბასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს! მინდა, მისაბაძი კაცის ცოლი ვიყო. ვიღაც ისეთის
ცოლი, ვისით აღფრთოვანება და ვისი მოსმენაც შემეძლება! – მანქი
ატირდა, – ვიღაც ისეთის ცოლი, ვინც ტვინს არ ამირევს! მგონი, მიყვარხარ, ალექს. მართლა მიყვარხარ. და ეს კარგს არაფერს მომიტანს!
სხვა სიტყვებით: მეც ხომ არ მეგონა, რომ მიყვარდა? ჩემი პასუხი: არა, არ მეგონა. გაგეცინებათ და ამ დროს იმაზე კი არ ვფიქრობდი, მეც მიყვარს თუ არა, ან შესაძლებელია, რომ შემიყვარდეს თუ
არა-მეთქი. თავში ეს აზრი მიტრიალებდა: უნდა მიყვარდეს თუ არამეთქი.
რესტორანში უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე და ვუთხარი, რომ
მინდოდა, ქალაქის მერთან ოფიციალურ სადილზე წამომყოლოდა.
– მოდი, რომანი გვქონდეს, არნოლდ, კარგი?
– რას გულისხმობ?
– კარგი რა, ნუ ხარ ეგეთი ფრთხილი. როგორ გგონია, რა იგულისხმება? უბრალოდ, რომანი. მე მარტო შენთან დავწვები, შენ –
მარტო ჩემთან.
– სულ ეგ არის?
– თითქმის ეს არის. და კიდევ, დღის განმავლობაში ასჯერ მაინც
206
დაგირეკავ. ამ ხშირ რეკვაზე შევჯდები. რა იყო, არ შეიძლება, „შევჯდები“ ვთქვა? კარგი, მაშინ ესე ვიტყვი: ამ ზარების გარეშე ცხოვრება აღარ შემეძლება. მოსულა? ანუ სამსახურში ძალიან ხშირად
დაგირეკავ. იმიტომ, რომ მინდა, ყველამ იცოდეს, რომ რომანი მაქვს.
აბა, რა გგონია, ორმოცდაათი ათასი რაში გადავიხადე! ფსიქოანალიტიკოსისგან ეგ ვისწავლე. სამსახურში რომ ვიქნები, ხშირ-ხშირად დაგირეკავ ხოლმე. და გეტყვი, რომ მიყვარხარ. გასაგებად ვამბობ?
– აბა რა.
– იმიტომ, რომ ყველაზე ძალიან ეგ მინდა:რომ ჩემი გესმოდეს.
ოჰ, ჩემო ხსნავ და გარღვევავ, ტვინი მეკეტება შენზე! ყოველ შემთხვევაში, ახლა. ეი, – გააგრძელა ჩურჩულით, – გინდა, რაღაცას
უსუნო? რაღაც გასაგიჟებელს? – მიიხედ-მოიხედა და როცა დარწმუნდა, რომ ჩვენს სიახლოვეს არც ერთი მიმტანი არ ტრიალებდა,
წინ გადმოიხარა, თითქოს მაგიდის ქვეშ წინდას ისწორებსო, მეორე
წუთს კი ხელი გამომიწოდა. მისი თითები ტუჩებზე მივიკარი.
– ჩემი ცოდვის სურნელი, ჩემო პატარა, მწნილი პირდაპირ კასრიდან... მხოლოდ შენთვის! სხვა არავისთვის!
ჰოდა, მიდი რა, შეიყვარე, რა მოხდება! მიდი, გაბედე! ფანტაზია
კარზე მოგდგომია და გეხვეწება, რეალობად მაქციეო! ეროტიკულობის განსახიერებაა! ასეთი გარყვნილი! ასეთი შეუდარებელი!
ჰო, კარგი, ცოტა ვულგარული, მაგრამ წარმოუდგენლად ლამაზი!
თუ სადმე ერთად გამოვჩნდით, გამვლელ-გამომვლელი თვალს ვერ
აშორებს, კაცები თვალებით ჭამენ, ქალები ჩურჩულს იწყებენ. ერთ
საღამოს გავიგონე, როგორ თქვა ვიღაცამ რესტორანში: „ეს ის არ
არის? რა ჰქვია? „ტკბილ ცხოვრებაში“ რომ თამაშობს? “ მივტრიალდი, რომ გამერკვია: ვისზე ლაპარაკობენ, ანუკ ემეზე-მეთქი? თურმე
ჩვენ გვიყურებენ, უფრო სწორად, მანქის, რომელიც მე მახლავს! რა,
ამაოებაა ეს ყველაფერი? იყოს მერე! ნუ წითლდები, მოიშორე ეს
207
სირცხვილის გრძნობა, დედიკოს საყვარელი ბიჭუნა აღარ ხარ! როცა საქმე სექსუალურ მიდრეკილებებს ეხება, ოცდაათი წლის მამაკაცი თავად არის საკუთარი თავის ბატონ-პატრონი! სწორედ ეს არის
ყველაზე მომხიბლავი ზრდასრულობაში. გინდა? აიღე! ცოტა
აურიე, ღმერთო ჩემო! გეყო საკუთარი ბუნების უარყოფა! გეყო სიმართლეზე თვალის დახუჭვა!
ჰო, კიდევ (აქ ქედი უნდა მოვიხაროთ) „ჩემი ღირსების გრძნობა“,
ჩემი უმწიკვლო სახელია ანგარიშგასაწევი. რას იფიქრებს ხალხი! მე
თვითონ რას ვიფიქრებ! ექიმო, ამ გოგომ ერთხელ ფული აიღო ამ
საქმეში! ფული! დიახ! მგონი, ამას უკვე პროსტიტუცია ჰქვია! ერთ
ღამეს მისი შექება მინდოდა (ყოველ შემთხვევაში, მეჩვენებოდა,
რომ სწორედ ეს მოტივი მამოძრავებდა) და ვუთხარი: ეს შენი ნიჭი
საბაზრო ამბავში უნდა გამოიყენო, ერთი კაცისთვის ბევრია-მეთქი.
ჩემი მხრიდან რაინდული საქციელი იყო, ხომ გესმით... თუ ინტუიციამ მიკარნახა? მოკლედ, ასე მიპასუხა: ერთხელ უკვე გამოვიყენეო.
არ შევეშვი, სანამ არ ამიხსნა, რა იგულისხმა. ჯერ იფიცებოდა, ვიხუმრეო, მაგრამ კითხვების კორიანტელი დავაყარე, წვრილად გამოვკითხე და ბოლოს ის ამბავი მაინც მოვაყოლე. სიმართლეს ჰგავს,
ყოველ შემთხვევაში, მისი დიდი ნაწილი მაინც. პარიზში გატარებული თვეებისა და განქორწინების შემდეგ მანქი ჰოლივუდში გადაფრენილა (თვითონ ასე ჰყვება) რომელიღაც ფილმის სინჯებში მონაწილეობის მისაღებად (ის როლი ვერ მიუღია; ყველანაირად ვეცადე,
რომ ფილმის სახელწოდება მეთქმევინებინა, მაგრამ მარწმუნებდა,
დამავიწყდაო, ის ფილმი აღარც გადაუღიათო). კალიფორნიიდან
ნიუ-იორკში ერთ გოგოსთან ერთად ბრუნდებოდა („ის გოგო ვინ
იყო? “ „ერთი გოგო იყო, რა! ვმეგობრობდით“. „იმ გოგოსთან ერთად
რატომ მგზავრობდი? “ „ვმგზავრობდი, რა! “) და ორივეს ლას ვეგასის
ნახვა გადაუწყვეტია. ვიღაც ახლად გაცნობილ ბიჭთან დავწექიო, –
მითხრა მანქიმ სრულიად უმანკო გამომეტყველებით. თუმცა, მო-
208
ულოდნელად, იმ ბიჭს მეორე დილით უკითხავს, რამდენი უნდა გადაგიხადოო. რამდენიც ღირს, შენი შეფასებითო, – უთქვამს მანქის.
ამბობს, ენიდან თავისით მომწყდაო. მოკლედ, ბიჭს სამი ასდოლარიანი დაუტოვებია.
– და შენც გამოართვი, არა?
– ოცი წლის ვიყავი. გამოვართვი, აბა რა. მაინტერესებდა, რა
გრძნობა იყო, მეტი არაფერი.
– და როგორი გრძნობა იყო, მერი ჯეინ?
– აღარ მახსოვს. არც არანაირი. მგონი, ვერაფერიც ვერ ვიგრძენი.
აბა, რას იტყვით? ამტკიცებს, ასეთი რამ ერთადერთხელ მოხდა,
ათი წლის წინ და ისიც შემთხვევით, გაუგებრობის გამოო. ვერ მიუხვდა ბიჭი ახირებას! გჯერათ? ან მე უნდა დავიჯერო? და ის რატომ
არ უნდა დავიჯერო, რომ ეს გოგო შეიძლება ერთ დროს ძვირადღირებული მეძავი ყოფილიყო? ღმერთო ჩემო! ახლა ვფიქრობ, ამ გოგოს თუ გული გავუხსენი, იმ მაფიოზებისა და მილიონერების დონემდე დავეშვები, რომლებიც ქალებს პირდაპირ ქუჩიდან ირჩევენ-მეთქი. ასეთი გოგოები, ჩვეულებრივ, მაფიოზებსა და კინოვარსკვლავებს დაჰყვებიან მკლავგაყრილები და არა უიქვეიკის სკოლის 1950
წლის გამოსაშვებ საღამოზე სიტყვით გამომსვლელ კურსდამთავრებულს! არც კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ალმანახის
რედაქტორს! არც ადამიანის უფლებების სულგრძელ და კეთილშობილ დამცველს! მოდი, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: რა მნიშვნელობა აქვს, ბოზია თუ არა, ხომ აშკარად ჩანს, რომ შეუფერებელი ყოფაქცევის ქალია? ვინც კი ერთად დაგვინახავს, მაშინვე მიხვდება, თუ რა არის ჩემი სისუსტე ამ ცხოვრებაში! მამაჩემი ეგეთებს
ჩათლახებს ეძახის. შემიძლია მე, ექიმო, ოჯახში ჩათლახის მიყვანა?
„დედა, მამა, ეს ჩემი ცოლია, ჩემი ჩათლახი! ნახეთ, რა ნაშაა? რა
ტრაკი აქვს? “ ეს ურთიერთობა რომ არ დავმალო, მთელი სამეზობლო გაიგებს სიმართლეს ჩემს ბინძურ ფანტაზიებზე! გენიოსად
209
აღიარებული ახალგაზრდა თავს გამოიჭენებს, მთელ თავის ღორულ
მიდრეკილებებს და ხურუშა ბუნებას სამზეოზე გამოიტანს! სააბაზანოს კარი (ჩაუკეტავი დამრჩენია! ) ფრიალით გამოიღება და აჰა,
იხილეთ, ქვეყნიერების მხსნელი აქ არ ზის?! ნიკაპზე დორბლი ჩამოსდის,თვალებში აზრის ნატამალი არ ეკითხება, ხელში ყლე უჭირავს და ნათურას სპერმას ულუფებად სტყორცნის! რა სიცილს დამაყრიან! საძაგელი ბიჭი! ოჯახის შანდე! დიახ, დიახ, ცხადად ვხედავ ამ სურათს: ჩემი ამაზრზენი საქციელის გამო ერთ მშვენიერ
დღეს ჯოჯოხეთში უნიტაზზე მიჯაჭვული გავიღვიძებ – მე და ამ
ქვეყნის სხვა ჩათლახთმტყვნელებიც... აბა, შტარკერებო, – გვეტყვის სატანა (ჩვენ თეთრ პერანგებში, „სულკას“ ჰალსტუხებსა და
ახალთახალ მოდურ აბრეშუმის პიჯაკებში ვიქნებით გამოწყობილები), – გრძელფეხება ქალების მოყვარულო ბობოლებო! კეთილი
იყოს თქვენი მობრძანება! ცხოვრებაში ნამდვილად ბევრს მიაღწიეთ, უდავოდ თავი გამოიჩინეთ. განსაკუთრებით შენ, – შემომხედავს
და წარბს დამცინავად აწევს, – თორმეტი წლისა უკვე უფროსკლასელებთან ერთად სწავლობდი, ნიუარკის ებრაული თემის ელჩი იყავი მსოფლიოში... – აჰ, ასეც ვიცოდი: ეს მთლად სატანა კი არ არის,
ჩასუქებული რაბინი უორსოუა, ჩემი გაქსუებული და მაღალფარდოვნად მოსაუბრე სულიერი მოძღვარი. მისი დაყენებული დიქცია
და „პელ მელით“ აქოთებული სუნთქვა ვიცანი! რაბინი პა-ტივ-საცე-მი! ჩემს ბარ-მიცვას აღვნიშნავთ და მე, დამორცხვებული, მის
გვერდით ვდგავარ, ოფლში ვიწურები და განწმენდის ამ რიტუალისგან რაღაც სიამოვნებასაც კი ვიღებ. ალექსანდერ პორტნოი ესაო,
ალექსანდერ პორტნოი ისაო – სიმართლე რომ გითხრათ, დამარცვლით ნათქვამი მისი სიტყვები, მისი გაწელილი სიტყვები და წინადადებები დღეს ისე არ მეხამუშება, როგორც სხვა დროს. შაბათის
ამ მზიან დილას დრო ნელა მიედინება, სანამ რაბინი ჩემს ღირსებებსა და მიღწევებს უთვლის სინაგოგაში შეკრებილ ჩემს ნათესავებსა
და მეგობრებს, სულ მარცვალ-მარცვალ ახსენებს. მიდი, დააბოლე
210
ეგ ხალხი, უორსოუ, არ იჩქარო. მე ახალგაზრდა ვარ, მთელი დღე აქ
ვიდგები, თუ საჭიროა...
– ერთგული შვილი, მოსიყვარულე ძმა, გამორჩეულად წარჩინებული მოსწავლე, გაზეთების თავგადაკლული მკითხველი; მიმდინარე მოვლენების შესახებ ყველაფერი იცის; უზენაესი სასამართლოს
ყველა მოსამართლის, მინისტრთა კაბინეტისა თუ კონგრესის ორივე
პალატის უმრავლესობისა და უმცირესობის წევრების, კონგრესის
უმნიშვნელოვანესი კომიტეტების თავმჯდომარეების სახელები და
გვარებიც იცის, თან სრულად; უიქვეიკის სასწავლებელში რომ მიიღეს, თორმეტი წლის იყო; ინტელექტის კოეფიციენტი – 158, ას-ორმოც-და-თვრა-მე-ტი, ხოლო ახლა... – მოახსენებს რაბინი მოწიწებით
სახეგაბრწყინებულ მსმენელს, რომლის აღფრთოვანებაც ჩემამდე
აღწევს და აქ, საკურთხეველთან მდგომს მელაციცება. სულ არ გამიკვირდება, ეს რომ ლაქლაქს დაამთავრებს, ამ ხალხმა ხელში ამიტაცოს და მთელი სინაგოგა ისე შემომატაროს, თითქოს თორა ვიყო!
მორწმუნეები გაწევ-გამოწევას დაიწყებენ, რომ „ორბახის“ ფირმის
ახალ ლურჯ პიჯაკზე ტუჩებით დამაკვდნენ, მოხუცები წინ-წინ წამოიწევენ, რომ ჩემს ლაპლაპა ლონდონურ ფეხსაცმელს ხელით შეეხონ. „გამატარეთ! მიმიშვით! უნდა შევეხო! “ როცა ჩემი სახელი
მთელ მსოფლიოში ყველას პირზე ეკერება, ესენი შვილიშვილებს
ეტყვიან: „მეც იქ ვიყავი, უზენაესი მსაჯულის ბარ-მიცვას ვესწრებოდი! “
– ჩვენი ელჩი, – ამბობს რაბინი უორსოუ, – ჩვენი არაჩვეულებრივი ელჩი... – მოულოდნელად ინტონაცია ეცვლება და აცხადებს: –
ახლა მას სუტენიორის აზროვნება აქვს! დოღის ჟოკეის ღირებულებები! აბა, ამხელა კაცი წინაპრების გამოცდილებას რა თავში იხლის! მთავარია, ვიღაც გრძელფეხება კურვესთანმკლავგაყრილმა
რესტორანში იაროს! იმ ბოზთან მკლავგაყრილმა, რომელსაც ტანზე
მომდგარი კომბინაცია აცვია!
– ოჰ, კარგი ერთი, პა-ტივ-სა-ცე-მო, უკვე დიდი ბიჭი ვარ. მიდი
211
რა, დაახვიე მაგ შენი რაბინული ჭკუის სწავლებით. დღეს ეგ შენი
შეგონებები, ცოტა არ იყოს, სასაცილოა! ჰო, მახინჯ და ფრიგიდულ
გოგოს ლამაზი და სექსუალური მირჩევნია – მერე რა? სად ხედავ აქ
ტრაგედიას? რა ეგრევე ლასვეგასელი შულერების სიაში შეგყავარ?
ან ამ უნიტაზზე რას დამაბი უკუნითი უკუნისამდე? მაგარი გოგო
რომ მიყვარს, ამიტომ?
– გიყვარს? შენ? ფუი, ფუი! შენ მარტო საკუთარი თავი გიყვარს,
ბიჭო! სა-კუ-თა-რი თა-ვი! აი, ასე, დავმარცვლავ კიდეც. გული მაცივარივით გაქვს გამოცარიელებული! სისხლი კი არა, ყინულის ნატეხები გაქვს მაგ ძარღვებში! მიკვირს, სიარულის დროს რომ არ
წკარუნობ! მაგარი გოგო, არა? თავს დავდებ, მაგარი იქნება! ალბათ ასოზე წამოსაცმელი სამშვენისი გგონია. ეგ არის ის გოგო შენთვის, მეტი არაფერი, ალექსანდერ პორტნოი! სად არის შენი დაპირება? ამაზრზენია! სიყვარულიო? ახლავე დაგიმარცვლავ სიმართლეს: ხუ-რუ-ში! სა-კუ-თა-რი თა-ვის სიყ-ვა-რუ-ლი!
– ჰო, მაგრამ „ჰოვარდ ჯონსონში“ ნამდვილად ვგრძნობდი, რომ
რაღაც მემართებოდა...
– შენს სირს ემართებოდა! აბა, რა!
– არა!
– კი! მხოლოდ მანდ არ დაგიკარგავს მგრძნობელობა! წუწუნა!
ბოღმით სავსე კასრი! პირველი კლასიდან მოყოლებული სულ საკუთარი თავით იყავი შეპყრობილი!
– არ ვიყავი!
– იყავი! იყავი! ეს არის შიშველი სიმართლე, მეგობარო! ტანჯული და ჩაგრული ხალხი სულ ფეხებზე გკიდია! ეს ყველაფერი მხოლოდ საბაბია შენთვის და მეტი არაფერი, ჰოდა, თავს ნუ ისულელებ! შენნაირებს ეუბნები, შემომხედეთ, ვის ვუდებ ამ ჩემს სირსო,
დაინახეთ, ვის ვხმარობო! აი, ამ თხუთმეტმეტრიან მოდელსო! სხვები რომ სამას დოლარს იხდიან, მე, აი, ეგუფასოდ მაქვსო! რა ტრიუმფია, არა? იმ სამასი დოლარის გახსენებაზეც ხომ არ იღგზნები,
212
ჰა? რას არა! ოღონდ სიყვარულზე ლაპარაკს შეეშვი, პორტნოი,
კარგი?
– „ნიუ-იორკ ტაიმსს“ არ კითხულობთ? მთელი შეგნებული ცხოვრება დაუცველთა უფლებების დაცვაში გავატარე! ხუთი წელი სამოქალაქო თავისუფლებათა დაცვის ამერიკულ ცენტრში ვიმუშავე.
პრაქტიკულად გროშებს ვიღებდი, მაგრამ ყველა წვრილმანზე ვიბრძოდი. მანამდე კონგრესის კომიტეტში ვმუშაობდი! კერძო პრაქტიკა რომ მქონოდა, ორჯერ, არა, სამჯერ მეტი ფული მექნებოდა,
მაგრამ არ მოვინდომე! მე არ მოვინდომე! ახლა კი – გაზეთებს მართლა არ კითხულობთ? – თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის საქალაქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ დამნიშნეს!
საგანგებო ანგარიშს ვამზადებ იმ მიკერძოებული დამოკიდებულების შესახებ, სამშენებლო ბიზნესში რომ...
– მე რას მაბოლებ, ბიჭო! საშოთა კვლევის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხარ, აი, ეგ ხარ! ნძრევის დიდოსტატი! განვითარების შეფერხების თვალსაჩინო ნიმუში! ყველაფერი ამაოებაა,
პორტნოი, მაგრამ შენ მაინც ყველას აჯობე! ინტელექტის კოეფიციენტის ას ორმოცდათვრამეტივე ქულა სულ წყალში ჩაგეყარა! ნეტავ
რა აზრი ჰქონდა იმას, რომ დაწყებით სკოლაში ორ კლასს გადაახტი,
შე სირო?
– რაო?
– მამაშენმა კიდევ ენტიოქ-კოლეჯში გაგგზავნა სასწავლებლად.
რა უაზრო ფულის ფლანგვა იყო! როგორ გასწვდა მაგ კოლეჯს მამაშენის ჯიბე! ყველა შენს უბედურებაში შენი მშობლები არიან დამნაშავეები, არა, ალექს? რაც ცუდია შენში, მათგან გამოგყვა, რაც
კარგია – ყველაფერს სულ შენით მიაღწიე, არა? შე უმადურო! გული კი არა, ყინული გიდევს საგულეში! გაინტერესებს, რატომ ხარ
უნიტაზზე მიჯაჭვული? მე გეტყვი, რატომ: ეს პოეტური სამართალია! ახლა შეგიძლია, ანძრიო და ანძრიო უკუნითი უკუნისამდე! იქ-
213
ნიე ეგ შენი ძვირფასი ასო – ად ინფინიტუმ! საქმეს შეუდექი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილევ, შე სუნიანო პუცო – მაინც ეგ არის
ერთადერთი საქმე, რასაც ყოველთვის მთელი გულით აკეთებდი!
როცა სმოკინგში გამოწყობილი ვაკითხავ, მანქი ჯერ კიდევ სააბაზანოშია და შხაპს იღებს. კარი არ დაუკეტავს – როგორც ჩანს,
იმიტომ, რომ ბინაში შემოსვლისას არ შემეწუხებინა. აღმოსავლეთ
სანაპიროს ერთ-ერთი მაღალი, თანამედროვე შენობის ბოლო სართულზე ცხოვრობს და მაღიზიანებს იმის წარმოდგენა, რომ ნებისმიერს შეეძლო დერეფნიდან აქ ჩემსავით შემოსულიყო. საშხაპე ფარდის მიღმა მობანავეს ვაფრთხილებ, შეიძლება ასე მომხდარიყომეთქი. სველი პატარა სახით ლოყაზე მეკრობა.
– რატომ უნდა შემომეჭრას ვინმე? მთელი ფული ბანკში მაქვს.
– ვერ არის დამაკმაყოფილებელი პასუხი! – ვპასუხობ, სასტუმრო ოთახში ვბრუნდები და ვცდილობ, არ გავბრაზდე. მერე ყავის მაგიდაზე ქაღალდის ნაგლეჯს ვამჩნევ. ნუთუ აქ ბავშვი იყო-მეთქი? –
ვფიქრობ. არა, რა ბავშვი, ამ წუთებში პირველად ვაწყდები მანქის
ხელწერის ნიმუშს. დამლაგებლისთვის წერილი დაუტოვებია. თუმცა, ერთი შეხედვით, დამლაგებლის წერილს უფრო ჰგავს.
რატომ? რატომ ჰგავს? რაკი მანქი „ჩემია“, ასეთ წერილს ვერ დაწერდა?
ძვრიფისო ქთხოვ იატაკი მორცხე აბაზანის გვერძე და ნუ დაივიწყეფ მტვერი ფანჯარებშიც რო არი მერი ჯეინი
სამჯერ ვკითხულობ ამ წინადადებას და როგორც ზოგიერთი
ტექსტის კითხვისას ხდება, ყოველ ჯერზე ახალ-ახალ ნიუანსებსა და
ქვეტექსტებს ვპოულობ. ყოველ ჯერზე ვგრძნობ, რომ მაგარ შარში
ვარ გახვეული! რატომ იმწამსვე არ გავწყვიტე ეს „რომანი“? ნეტავ
ვერმონტში რაზე ვფიქრობდი? ღმერთო ჩემო, რა არის ეს ქ სიტყვაში „ქთხოვ“? ფილმის დეკორაციის სიღრმეა! „ნუ დაივიწყეფ“! ალბათ პროფესიონალი მეძავები ასე წერენ! სიტყვა „ძვირფასო“ კი რო-
214
გორ გაუმეტებია – რა დღეში ჩაუგდია ნაზი გრძნობის გამომხატველი ეს სამი ნაზი მარცვალი! როგორი არაბუნებრივი შეიძლება იყოს
ადამიანების ურთიერთობა! ეს ქალი უწიგნურია და ამას აღარაფერი ეშველება! მის ბავშვობასთან შედარებით, ჩემი ბავშვობა ბოსტონელ ბრაჰმანებთანგატარებულად შეიძლება ჩაითვალოს! რა მესაქმება ამასთან? ერთმანეთთან რა საერთო გვაქვს? არც არაფერი!
თუნდაც სატელეფონო ზარები ავიღოთ. მაგიჟებს მისი ხშირი
რეკვა! როცა მაფრთხილებდა, რომ რეკვით ამიკლებდა, პატარა გოგოსავით საყვარელი იყო, მაგრამ – ჰეჰე! სიურპრიზი! – ზუსტად
ამას გულისხმობდა, რაც ახლა ხდება. ოფისში ვარ, წინ გაჭირვებული მშობლები მისხედან, ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვის
დედ-მამა, რომლებიც მიყვებიან, რომ მათ შვილს საავადმყოფოში
სისტემატურად აშიმშილებენ. საჩივრით ჯანმრთელობის დაცვის
დეპარტამენტს კი არა, ჩვენ მოგვმართეს, რადგან ბრონქსში ერთ შესანიშნავ იურისტს უთქვამს, რომ მათი შვილი აშკარა დისკრიმინაციის მსხვერპლია. საავადმყოფოს მთავარ ფსიქიატრს ვურეკავ და
ეს კაცი მეუბნება, რომ ბავშვი საჭმლის მიღებაზე უარს ამბობს –
პირში საათობით იჩერებს, მაგრამ ყლაპვით არ ყლაპავს. იძულებული ვარ, მშობლებს ვუთხრა, რომ არც მათი შვილი და არც თავად
ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლი არ არიან, ყოველ შემთხვევაში,
ისე და იმ აზრით არა, როგორც ეჭვობენ. აღშფოთებულებს ჩემი პასუხი ორაზროვანი ეჩვენებათ. ჩემი პასუხი მეც ორაზროვანი მეჩვენება. თან ვფიქრობ, ერთი დედაჩემის შვილი ყოფილიყო, იმასაც ვნახავდი, თუ არ გადაყლაპავდა-მეთქი. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ მშობლებს თანაგრძნობის სიტყვებით მივმართავ, მაგრამ ისინიამბობენ, ოფისიდან მანამდე არ გავალთ, სანამ მერს არ შევხვდებითო. ცოტა ხნის წინ ზუსტად ასე აცხადებდნენ, სოციალური მუშაკის ოთახიდან მანამდე არ გავალთ, სანამ კომისიის წევრი არ შეგვხვდებაო. ბავშვის მამა მემუქრება, რომ მეც სამსახურიდან გამაგ-
215
დებენ და მათაც, ვინც დაუცველი ბავშვი შიმშილით სიკვდილის პირას მხოლოდ იმიტომ მიიყვანა, რომ პუერტორიკოელია!
– ეს ცონტრარიო ა ლა ლეყ დისცრიმინარ ცონტრა ცუალქუიერ
პერსონა, – მიკითხავს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის კომისიის მიერ მომზადებული ორენოვანი ბროშურიდან, რომელიც ჩემი დაწერილია! აი, სწორედ ამ დროს რეკავს ტელეფონი. პუერტორიკოელი ესპანურად მიყვირის, დედაჩემი ბავშვობიდან დანას
მიღერებს, ჩემი მდივანი კი ხმამაღლა მიცხადებს, რომ მის რიდს ჩემთან საუბარი სურს და დღეს უკვე მესამედ მირეკავს.
– მომენატრე, არნოლდ, – მეჩურჩულება მანქი.
– სამწუხაროდ, ამწუთას ძალიან დაკავებული ვარ.
– ძალიან მიყვარხარ.
– შესანიშნავია. იქნებ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ?
– როგორ მინდა ახლა ეგ შენი დიდი და პრიალა სირი რომ შემიდო...
– უნდა დაგემშვიდობოთ!
ჰო, კიდევ რა... რაკი ამ თემაზე ჩამოვარდა საუბარი... რა და,
კითხვისას ტუჩებს აცმაცუნებს. წვრილმანია? ასე ფიქრობთ? გისადილიათ იმ ქალთან ერთად, რომელთანაც, ვთქვათ, რომანი
გაქვთ… ასე, ოცდაცხრა წლის ქალთან… და შეგიმჩნევიათ, რომ გაზეთში კინოს გვერდის თვალიერებისას და იმ ფილმის არჩევისას,
რომელიც ერთად უნდა ნახოთ, ტუჩებს ამოძრავებს? სანამ მეტყოდეს, მანამდე შემიძლია მისი არჩევანის გამოცნობა – ტუჩების მოძრაობით ვხვდები! წიგნებს, რომლებიც მისთვის მიმაქვს, გადაღებიდან გადაღებაზე ხელჩანთით დაატარებს – გგონიათ, წასაკითხად?
აბა, კი! რომელიმე ცისფერ ფოტოგრაფზე, გამვლელ-გამომვლელზე, სრულიად უცხო ხალხზე საკუთარი მრავალმხრივობით შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს! ნახეთ, გოგოს, რომელსაც უმაგრესი
ტრაკი აქვს, ხელში წიგნი უჭირავს! წიგნში კი ნამდვილი სიტყვები
216
წერია! იმ დღეს, როცა ვერმონტიდან დავბრუნდით, ეს წიგნი ვუყიდე: „ხოტბა შევასხათ სახელოვან ადამიანებს“. ბარათზე წავაწერე:
„საოცარ გოგოს“. მერე ბარათი წიგნში ჩავდე, რომელიც სასაჩუქრედ
გავახვევინე და საღამოსთვის შევინახე. „მითხარი, რა წიგნები წავიკითხო? – გულისამაჩუყებლად მთხოვა მანქიმ წინა დღეს, როცა
ნიუ-იორკში ვბრუნდებოდით, – რატომ უნდა ვიყო სულელი, თუ,
როგორც ამბობ ხოლმე, ასეთი გონიერი ვარ? “ ჰოდა, გადავწყვიტე,
მისთვის ეჯის წიგნი მეჩუქებინა, უოკერ ევანსის ფოტოებით: ბავშვობას გაახსენებდა, თვალსაწიერს გაუფართოებდა, საკუთარ ფესვებს სხვა პერსპექტივიდან დაანახებდა (თუმცა ეს ფესვები მემარცხენე შეხედულებების მქონე შესანიშნავ ებრაელ ყმაწვილს ბევრად
უფრო მიმზიდველი ეჩვენებოდა, ვიდრე თავად პროლეტარ გოგონას). როგორი შემართებით შევუდექი მისთვის საკითხავი სიის შედგენას! მანქი გონებრივად უნდა განმევითარებინა! ეჯის ადამიცის
„დინამიტი“ მოჰყვა – ჩემი კოლეჯისდროინდელი, სიყვითლეშეპარული წიგნი. წარმოვიდგინე, რომ ველებზე დატოვებული ჩემი სტუდენტური მინაწერები მანქისაც გამოადგებოდა, უკეთ გააგებინებდა
განსხვავებას რელევანტურსა და ტრივიალურს, გენერალიზაციასა
და ილუსტრაციას შორის და ა.შ. გარდა ამისა, მარტივი ენით დაწერილი წიგნი იყო და შეიძლებოდა მანქის სურვილი გასჩენოდა, რომ
ჩემ მიერ შერჩეული თავების გარდა, რომლებიც პირდაპირ ეხებოდა
მის წარსულს (ასე წარმომედგინა) – ძალადობა ქვანახშირის მაღაროებში, „მოლი მაგუაირის“ ამბავი, მსოფლიო ინდუსტრიის მუშებისადმი მიძღვნილი თავი – იმ ჩაგვრისა და ტერორის ისტორიაც წაეკითხა, რომელიც ამერიკის მუშათა კლასის მიმართ ხორციელდებოდა. მანქი ხომ ამ კლასის შვილი იყო. ნუთუ მართლა არ წაუკითხავს წიგნი, რომელსაც „აშშ“ ჰქვია? მორტიმერ სნერდი: „ნწუ, არასდროს არაფერი წამიკითხავს, მისტერ ბერგენ“. ამიტომ დოს პასოსიც
ვუყიდე – „თანამედროვე ბიბლიოთეკის“ სერიის მაგარყდიანი გამოცემა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, მარტივი წიგნები აურჩიე, მაგრამ
217
ისეთი, განათლებასა და თვითგანვითარებაში რომ დაეხმაროს-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, რომ სასურველ შედეგს მივაღწევდი.
ტექსტები? უ. ი. ბ. დიუბუას „შავი ხალხის სული“, „მრისხანების
მტევნები“, „ამერიკული ტრაგედია“, შერვუდ ანდერსონის წიგნი,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - პორტნოის სინდრომი - 13
  • Parts
  • პორტნოის სინდრომი - 01
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2217
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.0 of words are in the 5000 most common words
    45.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 02
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2131
    30.7 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 03
    Total number of words is 3812
    Total number of unique words is 2198
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 04
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2076
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 05
    Total number of words is 3875
    Total number of unique words is 2105
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 06
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 2077
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 07
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2090
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 08
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2190
    26.8 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 09
    Total number of words is 3779
    Total number of unique words is 2242
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.5 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 10
    Total number of words is 3710
    Total number of unique words is 2228
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 11
    Total number of words is 3768
    Total number of unique words is 2095
    28.2 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    46.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 12
    Total number of words is 3758
    Total number of unique words is 2132
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 13
    Total number of words is 3750
    Total number of unique words is 2178
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 14
    Total number of words is 3628
    Total number of unique words is 2199
    25.8 of words are in the 2000 most common words
    37.9 of words are in the 5000 most common words
    44.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 15
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2229
    26.5 of words are in the 2000 most common words
    37.3 of words are in the 5000 most common words
    44.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 16
    Total number of words is 2820
    Total number of unique words is 1682
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.