Latin

პორტნოის სინდრომი - 03

Total number of words is 3812
Total number of unique words is 2198
28.6 of words are in the 2000 most common words
41.6 of words are in the 5000 most common words
48.9 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
არ მეცილებოდა არავინ. კარგი, ამას თავი დავანებოთ. უნდა გენახათ, რას აკეთებდა დედაჩემი, როცა დროდადრო პოლიომიელიტის
ინფექცია ვრცელდებოდა. აი, ვის ეკუთვნოდა „მარჩ ოვ დაიმსის“მედალი! ალექს, პირი გამიღე! ალექს, რატომ გაქვს ყელი წითელი?
თავი გტკივა და არ მეუბნები, არა? მორჩა, ალექს, ბეისბოლზე აღარ
წახვალ, სანამ არ დავინახავ, რომ კისერს თავისუფლად ამოძრავებ.
მითხარი, კისერი გაგიშეშდა, არა? მაშინ რატომ ხარ ასე გაშეშებული? ისე ჭამ, თითქოს სადაცაა, გული უნდა აგერიოს! ალექს, გულის
რევის შეგრძნება გაქვს? არა? აბა, ისე რატომ ჭამდი, თითქოს გული
უნდა აგრეოდა? არ მინდა, რომ სპორტულ მოედანზე სასმელი შადრევნიდან წყალი დალიო! თუ გწყურია, უნდა მოითმინო და წყალი
სახლში დალიო ხოლმე. ყელი აგტკივდა, არა? ახლა გეტყვი, როგორ
უნდა გადაყლაპო საჭმელი. გეტყვი, რა უნდა ქნა, მისტერ ჯო დიმეჯიო. ეს ხელთათმანები უნდა გაიხადო და საწოლში შეწვე. ხომ არ
გგონია, იმის უფლებას მოგცემ, რომ ამ სიცხეში გარეთ გახვიდე და
წინ და უკან ირბინო? სიცხე უნდა გაიზომო. რაღაც არ მომწონს შენი
ხმა, აბა, ისევ ყელში ჩამახედე! სიმართლე რომ გითხრა, ძალიან გაბრაზებული ვარ: მთელი დღე ამ მტკივანი ყელით დარბოდი და დედაშენს არ უთხარი, რომ ყელი გტკიოდა. რატომ დამიმალე, დედამ
39
არ უნდა იცოდეს? სხვათა შორის, ბეისბოლის თამაში პოლიომიელიტისგან ვერ დაგიცავს. იცოდე, დაგემართება და მთელი ცხოვრება
საპყარი დარჩები! არ მინდა, რომ ირბინო და მორჩა! არც ის მინდა,
რომ გარეთ ჰამბურგერები ჭამო. არც მაიონეზი. არც დაკეპილი
ღვიძლი. არც თინუსი. ყველა დედაშენივით სისუფთავეზე გადარეული კი არაა! შენ გაწკრიალებულ სახლში ცხოვრებას ხარ მიჩვეული.
სჯობს, არც კი დაინტერესდე, რას აჭმევენ ხალხს რესტორნებში!
რესტორანში რომ მივდივართ, გაინტერესებს, რატომ ზის დედაშენი
ყოველთვის სამზარეულოსკენ ზურგშექცევით? იმიტომ, რომ არ
მინდა, დავინახო, რაც იქ ხდება! ალექს, ყველაფერი კარგად უნდა
გაირეცხოს – ყველაფერი, გასაგებია? ღმერთმა იცის, ვინ მოჰკიდა
ხელი შენამდე!
ყური მიდგეთ, გგონიათ, ვაჭარბებ, როცა ვამბობ, რომ მხოლოდ
სასწაულის ძალით გამოვედი ნორმალური ადამიანი? მე, მუდმივი
ისტერიისა და ცრურწმენების გარემოში გაზრდილი ბიჭი! ამდენი
„ფრთხილად“ და ამდენი „არ შეიძლება“ როგორია?! ეს შეიძლება, ის
არ შეიძლება, ამის უფლება გაქვს, იმის არა – შემეშვით! ! ! „არ შეიძლება! ამწუთას ძალიან მნიშვნელოვან წესს არღვევ! ჩვენს ჩვეულებებს ღალატობ! “ კარგი ერთი, რა წესი, რა ჩვეულება! ვინ მოიგონა ეგ წესები? ხომ შეიძლებოდა, ამ ხალხს ყელზე რგოლები აესხა, ან მთელი ტანი ლურჯად შეეღება – ზოგიერთ ტომში ეგეც კარგ
რამედ ითვლება. ოჰ, მერე ეს მილხიკები და ფლეიშიკები, ეს სულელური წესები და შეზღუდვები – თითქოს ჩვენ-ჩვენი ოფოფები არ
გვყოფნიდეს! ოჯახში ანეკდოტივით ვიხსენებდით ხოლმე ამ ამბავს:
ერთხელ, პატარაობისას, ფანჯრიდან ქარბუქს შევცქეროდი, მერე
თურმე მოვბრუნებულვარ და იმედიანად მიკითხავს: „დედი, ჩვენ,
ებრაელებს ზამთრის არსებობა გვჯერა, ხო? “ გესმით, რას ვამბობ?
ღმერთო ჩემო! ჰოტენტოტებისა და ზულუსების გაზრდილი ვარ!
ერთი ჭიქა რძე და ძეხვიანი ბუტერბროდი არ შემრგებია, სულ იმის
მეშინოდა, სანამ ჩემთვის, წყნარად ვილუკმები, მამაზეციერს დიდ
40
შეურაცხყოფას ხომ არ ვაყენებ-მეთქი! ახლა წარმოიდგინეთ, როგორი დანაშაულის გრძნობა უნდა მქონოდა ამ დაუსრულებელი
ნძრევის გამო? სინდისის ქენჯნა, დანაშაულის განცდა დაშიშები!
შიში ხომ ძვალ-რბილში მქონდა გამჯდარი! ან კი რა იყო უფროსების სამყაროში ისეთი, რასაც საფრთხე არ ახლდა – ყველგან ეს სახიფათო ბაქტერიები და განსაცდელი იყო ჩასაფრებული! ღმერთო,
ცხოვრებას გემოს რატომ ვერ ატანდნენ! სად იყო სილაღე, სიხალისე, გამბედაობა! ვინ შთააგონა ჩემს მშობლებს, ცხოვრების საზრისი
შიშსა და სიფრთხილეშიაო! მამაჩემი, რომელიც ახლა პენსიონერია,
ერთადერთ რამეზეღა ილესავს კბილებს – ნიუ-ჯერსის ახალ ავტოსტრადაზე: „ფულიც რომ გადამიხადონ, მანდ მაინც არ გავივლი. გიჟი
უნდა იყო, რომ მანდ იარო – თვითმკვლელობის ლეგალიზებული
ხერხია და მეტი არაფერი! “ არ გაინტერესებთ, რას მეუბნება კვირაში სამჯერ, როცა მოსაკითხად მირეკავს ხოლმე? მხოლოდ იმ ზარებს
ვთვლი, რომლებსაც ვპასუხობ. ისე, ვინ მოთვლის, რამდენჯერ მირეკავს ყოველ საღამოს ხუთიდან ათ საათამდე! „არ გაყიდი მაგ მანქანას? ხომ გაქვს ჩემი ხათრი, ჰოდა, გაყიდე. არ გინდა, რომ მამაშენს ღამით მშვიდად ეძინოს? რაში გჭირდება მანქანა ამ ქალაქში –
ტვინს ვიჭყლეტ და ვერ გამიგია. ან დაზღვევის ფული რატომ უნდა
იხადო, ან გარაჟის და შეკეთების – ამას ვერასდროს გამაგებინებ. ეგ
კი არა, ისიც ვერ გავიგე, მაგ ჯუნგლში ცხოვრება რატომ მოგწონს!
გამახსენე, რამდენს უხდი ვიღაც მძარცველებს მაგ ერთი ციცქნა ბინაში ყოველთვიურად? ბინაში ორმოცდაათ დოლარზე ერთი პენსით
მეტის გადახდა როგორ შეიძლება – არ შემშალოთ, ხალხო! რატომ
არ გინდა, ისევ ჩრდილოეთ ჯერსიში გადმოხვიდე? აი, კიდევ ერთი
გამოცანა – მომკალი და ვერ ვიგებ! ეგ ნაგავი, გამონაბოლქვი და
დამნაშავეებით გაძეძგილი ქუჩები გირჩევნია, არა? “
დედაჩემი ჩურჩულით მიმეორებს ამ ყველაფერს. სოფის ჩურჩული უყვარს! მშობლებთან სასადილოდ თვეში ერთხელ დავდივარ და
რომ იცოდეთ, რა ბრძოლა გადამაქვს ხოლმე საკუთარ თავთან, რა
41
ძალა და თავშეკავება მჭირდება, რომ ასეთ რამეებს ამდენი წლის
განმავლობაში გავუძლო. წარმოუდგენელს ვუძლებ: თვეში ერთხელ
ზარს ვრეკავ, დედაჩემი კარს აღებს და ეგრევე ჩურჩულს იწყებს:
– არ მკითხო, რა გადავიტანე გუშინ მამაშენის გამო.
არ მკითხოო და მეც არ ვეკითხები.
– ალექს, – ძლივს გასაგონად ჩურჩულებს, – შენ არ იცი, ასეთ
დღეებში როგორ უცვლის გუნება-განწყობას შენი ერთი ზარი.
მე თავს ვუქნევ.
– ჰო, ისა, ალექს... – კიდევ ერთხელ ვუქნევ თავს, ჩემი რა მიდის?! ასე თავი ბევრჯერ დამიძვრენია, – ალექს, გახსენებ, იმ კვირაში მამაშენის დაბადების დღეა. დედის დღე და ჩემი დაბადების
დღე ისე მოვიდა და გავიდა, შენგან მოსალოც ბარათს ვერ ვეღირსე,
მაგრამ მე ასეთ რამეებს ყურადღებას არ ვაქცევ. მამაშენი კი წელს
სამოცდაექვსი წლის ხდება, ალექს! დიდი ხანია, პატარა ბიჭი აღარ
არის! გესმის, როგორი თარიღია? ამიტომ აუცილებლად უნდა გამოუგზავნო ღია ბარათი. ერთი ბარათის გამოგზავნა არ დაგაქცევს.
აი, რის თქმა მინდა: წარმოუდგენელი ხალხია, ექიმო! ენით აღუწერელი! ეს ორნი ჩვენი დროის ყველაზე დიდი პროდიუსერები და
მენეჯერები არიან: დანაშაულის გრძნობის საუკეთესო მწარმოებლები და შემფუთავები! ამ გრძნობას ისე ოსტატურად მწურავენ,
როგორც დედლისგან ცხიმს გამოწურავდნენ.
– დაგვირეკე, ალექს! ჩამოდი, ალექს! შენი ამბები გაგვაგებინე!
ისე არსად გაემგზავრო, რომ არაფერი გვითხრა. ამჯერად მაინც
შეგვატყობინე! წინა ჯერზე არაფერი გვითხარი და მამაშენმა კინაღამ პოლიციაში დარეკა. იცი, დღეში რამდენჯერ გირეკავდა? ყურმილი კი ერთხელაც არ აგიღია! აბა, გამოიცანი, რამდენჯერ დაგირეკა!
– დედა, – ვცრი ხოლმე კბილებიდან, – თუ მოვკვდი, სამოცდათორმეტ საათში ბინიდან ხრწნის სუნი გამოვა, დამიჯერე.
42
– ამას რას მეუბნები! ღმერთო, შენ დაგვიფარე! – ტირილს იწ-
ყებს დედაჩემი. თან რომ ტირის, თავი მოსწონს, იმიტომ, რომ ცრემლები უხდება. კაცმა რომ თქვას, სხვა რამეს ველოდი? შეიძლება, საკუთარ დედას შეუძლებელი მოსთხოვო? – ალექს, ყურმილის აღება
ძალიან მარტივი საქმეა. წარმოიდგინე: განა რამდენ ხანს ვიცოცხლებთ? კიდევ რამდენ წელს შეგაწუხებთ?
ეს ხომ ჩემი ცხოვრებაა, ექიმო შპილფოგელ, ერთადერთი ცხოვრება, რომელიც დღემდე რომელიღაც ებრაულ ანეკდოტში გავატარე! ჰო, მე ებრაული ანეკდოტების ტიპური შვილი ვარ, ებრაელი
მშობლების მორჩილი ვაჟი – ოღონდ ეს ანეკდოტი არ არის! ღმერთო, ვინ დაგვასახიჩრა ამნაირად? ვინ დაგვასნეულა, გაგვაფრენინა
და დაგვაუძლურა? რატომ მიყვირიან დღემდე მშობლები: „ფრთხილად! ხელი არ ახლო! ალექს! არ გაბედო! “ რატომ მაქვს მოსჯილი
ამხელა ნიუ-იორკში სიმარტოვე და ჩემს საწოლში გამუდმებით
ნძრევა? ექიმო, რას ეძახით ამ ავადმყოფობას? იქნებ ესაა ებრაელთა წყევლა, რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ? იქნებ პოგრომებისა
და დევნილობის დაღია? იქნებ გოების მხრიდან ორიათასწლოვანი
დაცინვა და აბუჩად აგდებაა ჩემი წვალების მიზეზი? ჩემი საიდუმლოს, ჩემი სირცხვილის, ჩემი ჭირის ოფლის მიზეზი. იმის, რომ ასე
ვპასუხობ ხოლმე პატარა ცხოვრებისეულ უკუღმართობებს. ექიმო,
აღარ შემიძლია შიშითა და კანკალით ცხოვრება! მოიღეთ მოწყალება – კაცობა, ადამიანობა დამიბრუნეთ! რამე იღონეთ, რომ გული
მომეცეს და წელში გავიმართო! თავი ძლიერად ვიგრძნო! მთლიანობა დამიბრუნეთ, ექიმო! კმარა, რაც ებრაელ დედიკოს ბიჭად
ვიცხოვრე, როცა სხვების დასანახად მშობლებს თვალებში შევციცინებდი, ხოლო როცა არავინ მხედავდა – ვანძრევდი და ვანძრევდი.
მორჩა! მეტი აღარ შემიძლია!
43
ებრაული სევდა
ცხრა წლის ვიყავი, როცა ჩემმა ერთმა კვერცხმა გადაწყვიტა,
რომ საკმაოდ დიდხანს იცხოვრა სათესლე პარკში და ჩრდილოეთის
გზას გაუდგა. თავიდან ვგრძნობდი, რომ სადღაც მენჯთან ბოლთას
სცემდა და თავის განზრახვაზე ფიქრობდა, მერე დაბნეულობამ გადაუარა, ფეხის და ტანის გასაყარს გასცდა და ზემოთ-ზემოთ წაიწია.
ალალბედზე მიცურავდა, გემის დაღუპვისას გადარჩენილი მგზავრივით. ძვლებს შეფარებულმა თავი უსაფრთხოდ იგრძნო, გაჩერდა და
იქვე დაბინავდა, მამაცი მეწყვილე კი მარტო დატოვა ბიჭური სამყაროს საფრთხეების – ფეხბურთის ბუცების, ღობეების, ჯოხების, ქვებისა და ჯაყვების – ერთი სიტყვით, ყველა იმ საშინელი განსაცდელის წინაშე, რომელთა წარმოდგენაც დედაჩემს ზაფრავდა და ცუდ
წინათგრძნობას უღვიძებდა. ჰოდა, მაფრთხილებდა და მაფრთხილებდა და მაფრთხილებდა... ამ გაფრთხილებებში გავატარე მთელი
ბავშვობა.
ჰო, იმას გეუბნებოდით, რომ ჩემმა ცალმა კვერცხმა ბუდე საზარდულის არხში დაიდო. მისი გაუჩინარების პირველ კვირებში, როცა
44
თითს ვიჭერდი, საზარდულსა და თეძოს შორის თანთალა სიმრგვალეს ვგრძნობდი. მერე კი ის საზარელი ღამეები დადგა, როცა ჩემს
ბურთულას ვეძებდი და ვერ ვპოულობდი, ნეკნებამდე თითებს სულ
ტყუილად ვიჭერდი. ვაგლახ, ჩემი მოგზაური რუკებზე დაუტანელ,
უცნობ მიწებზე გაჭრილიყო. ნეტავ სად ხარ ახლა-მეთქი, – ვფიქრობდი, – რა შორს წასულხარ, რა სიმაღლეებს შეთამაშებიხარ-მეთქი. ხომ შეიძლებოდა, რომ ერთხელაც დაფასთან გასულს პირი საპასუხოდ გამეღო და ბურთულა ენის წვერზე დამბზრიალებოდა! მახსოვს, იმ წელს სკოლაში ამას გვამღერებდნენ: „ჩემი ბედის კაპიტანი
მე ვარ, ჩემი სულის მეალმე მე ვარ“. ამ დროს კი რა ხდებოდა! ჩემი
სხეულის პაწაწინა გაანარქისტებული ნაწილი ჯანყს მიწყობდა და
მისი თავგასულობის წინაშე სრულიად უძლური ვიყავი!
ექვსი თვის განმავლობაში ჩემი ფიქრები სულ ამ ამბავს დასტრიალებდა, სანამ ყოველწლიური სავალდებულო გამოკვლევისას
ძებნილის საიდუმლო თავშესაფარი ჩვენი ოჯახის ექიმმა არ აღმოაჩინა. რა ვარაუდები აღარ მომდიოდა თავში, სულო და გულო! არა,
იმის არ მეშინოდა, რომ თავამდე ააღწევდა, მაგრამ ის კი წარმომედგინა, რომ ჩემი სათესლე ჯირკვალი ერთხელაც უკან დაბრუნებას
განიზრახავდა, გზას ნაწლავებში გაიკვლევდა, იქ დაიბუდებდა და
ისეთ ყვითელ კვერცხად გადაიქცეოდა, როგორსაც დედაჩემი აცლიდა ხოლმე გაფატრულ ქათამს შიგნეულთან ერთად. ხომ შეიძლებოდა ძუძუებიც წამომზრდოდა? ხომ შეიძლებოდა ჩემი პენისი თანდათან გამომშრალიყო და გამომხმარიყო, ერთ მშვენიერ დღეს კი, შუა
ფსმაში რომ ვიქნებოდი, მომტეხოდა და ხელში შემრჩენოდა? მერე
გოგოდ რომ გადავქცეულიყავი? ანდა ამაზე უარესი – ისეთ ბიჭად,
რობერტ რიფლი „გინდ დაიჯერეთ, გინდ არაში“ ასი ათას დოლარს
რომ შეპირდა (ამ ამბავს სპორტულ მოედანზე მოვკარი ყური)? გინდ
დაიჯერეთ, გინდ არა, ნიუ-ჯერსიში ერთი ცხრა წლის ბიჭი ცხოვრობს, რომელიც ყველა თვალსაზრისით ბიჭია, ერთი გამონაკლისის
გარდა: მას მშობიარობა შეუძლია!
45
საკითხავი ის იყო, ვინ მიიღებდა ამხელა ფულს – მე თუ ის ადამიანი, ვინც ჩემს ვინაობას გაამხელდა?
ექიმმა იზიმ სათესლე პარკი თითებით ისე მომისინჯა, თითქოს
კოსტიუმის შესაკერად ქსოვილს ირჩევსო და მერე მამაჩემს მიუბრუნდა: ამ ბიჭს მამაკაცის ჰორმონები აქვს შესაშხაპუნებელიო. ცალი კვერცხი სათესლე პარკში ბოლომდე ჩამოსული არასდროს ჰქონიაო. ასეთი რამეებიც ხდებაო... ექიმო, ჰორმონებმა რომ ვერ უშველოს, მერე რა მოხდებაო, – ჰკითხა დადარდიანებულმა მამაჩემმა.
„რა და. . . “ ამ დროს ექიმმა და მამაჩემმა მისაღებში გამიშვეს, რამე
ჟურნალი დაათვალიერეო.
თუმცა ნემსებმა მიშველა. დანას გადავურჩი (ამჯერადაც! ).
ეჰ, მამა, მამა! გულკეთილი, მუდამ შეშფოთებული, შეკრულობისგან გაწამებული მამაჩემი, რომელსაც წესიერად არც ესმოდა,
რას ეუბნებოდნენ! ამ ქვეყანაში, პროტესტანტიზმის ამ წმინდა იმპერიაში მარტოობისთვის განწირული კაცი, რომელსაც არც საკმარისი თავდაჯერება ჰქონდა, არც ცბიერება, არც ქედმაღლობა და
არც გავლენიან ნაცნობთა წრე – არაფერი იმ არსენალიდან, რაც მისი თაობის ქერა და ცისფერთვალება მამაკაცებს ძალაუფლების მოსაპოვებლად, ადამიანთა გულების ასანთებად, საჭიროების შემთხვევაში, ჩასაქრობად და დასაჩაგრადაც, დაბადებიდან დაჰყვათ.
არა, მამაჩემს იმათი ფორის მეასედიც არ დასიზმრებია. სხვას როგორ დაჩაგრავდა, როცა ყოველთვის თვითონ იყო დაჩაგრული. ძალაუფლებას მამაჩემთან ახლოს არ გაუჭაჭანია – მუდამ უძალო და
უსუსური იყო. საკუთარი ტრიუმფით როგორ დატკბებოდა, როცა
მთელი ცხოვრება გამარჯვებულები და მგონი, თვით გამარჯვების
არსიც კი სძულდა. „ალექს, ეს ხალხი ებრაელს ეთაყვანება, გესმის?
მთელი ამათი დიდი რელიგია ერთი კაცის თაყვანისცემას ემყარება,
რომელიც ებრაელი იყო. ხვდები, რა იდიოტები არიან? ხედავ, როგორ აყრიან ხალხს თვალებში ნაცარს? იესო ქრისტე, რომელზეც
46
ყველას ეუბნებიან, ღმერთიაო, სინამდვილეში ერთი ჩვენნაირი ებრაელი იყო! მკლავს და ბოლოს მიღებს ის ამბავი, რომ ამას არავინ
აქცევს ყურადღებას! ერთი ჩვეულებრივი ებრაელი, როგორებიც მე
და შენ ვართ. ეს კაცი ღმერთად დაისვეს, თან სიკვდილის შემდეგ –
და რაც ყველაზე ძალიან მაგიჟებს – თუ ვინმეა დამნაშავე მის სიკვდილში, ამ გარეწრების აზრით, თურმე ჩვენ, ებრაელები ვყოფილვართ! ვისზეა ამ კაცის სისხლი, ვის უღერებენ მუშტებსორი ათასი
წელი? ებრაელებს! მაშ, ის ვთქვათ, ვინ მისცა მაგათ საყვარელი
იესო? ებრაელებმა. ცხოვრებაში ვერ შეხვდები იმნაირ სისულელესა
და უნამუსობას, რაც ქრისტიანების რელიგიაშია. ამ გაბღენძილებს
კიდევ ეს ყველაფერი სწამთ და ჩვენ გვერჩიან! “
სამწუხაროდ, საოჯახო ფრონტზე თავდაცვის სტრატეგია ასე
მწყობრად ვერ ჰქონდა ჩამოყალიბებული, თან დროთა განმავლობაში გამოიკვეთა, რომ მთავარ მტრად ერთადერთი და საყვარელი ვაჟიშვილი ჰყავდა. ჩემი მოზარდობისა და მრისხანების გაწელილ
წლებში იმდენად მამაჩემის გაბრაზებისა არ მეშინოდა, რამდენადაც
იმის, რომ საშინელი სურვილები, რომლებსაც საღამოობით, ვახშმობის დროს უხვად ვუგზავნიდი, ერთ დღეს მართლაც აუხდებოდა. მეშინოდა, რომ ამ უვიცი ბარბაროსის გოგრას უბედურება დაატყდებოდა. როგორ მინდოდა, მაგრად დამეყვირა მისთვის, როცა ჩანგლით საერთო თეფშს წასწვდებოდა და ჭამას იქიდან იწყებდა, ან
როცა ცხელ წვნიანს ხვრეპდა იმის მაგიერ, რომ თავაზიანად დალოდებოდა მის გაგრილებას და მერე უხმაუროდ მოესვა კოვზიდან. ნაკლებად არც მაშინ მაღიზიანებდა, როცა – ღმერთმა დაგვიფაროს! –
რაღაცაზე მსჯელობას იწყებდა... ყველაზე საშინელი კი მაინც ეს
იყო: თავზე ხელი რომ ამეღო და მისი მოკვლა მეცადა, არ გამიჭირდებოდა! წინააღმდეგობასაც კი არ გამიწევდა, პირიქით, წამეხმარებოდა! მარტო თეფშებით სავსე მაგიდაზე უნდა გადავხრილიყავი,
ყელში ვწვდენოდი და თავის თეფშს ენაგადმოგდებული დაემხობოდა. არა, ყვირილი კარგად იცოდა, ხელების ქნევა, ჯაჯღანი, ცაცხანი
47
კარგად გამოსდიოდა. ეს ყველაფერი კი, მაგრამ თავის დაცვა? თან
ჩემგან? „ალექს, ენა დაიმოკლე“, – მაფრთხილებდა დედაჩემი, როცა
ატილასავით განრისხებული გავდიოდი სამზარეულოდან და სადილი სანახევროდ შეუჭმელი მრჩებოდა.
– კარგი, ბატონო, ენა არ გააჩერო და ამ კაცს ინფარქტს დამართებ!
– ძალიანაც კარგი! – ვუყვირი და ცხვირწინ კარს ვუკეტავ. კარადიდან მაინცდამაინც იმ ქურთუკს ვიღებ, რომელსაც აწეული საყელოთი ვიცვამ ხოლმე (ამ აწეულ საყელოებს დედაჩემი დღემდე ემტერება, ისევე, როგორც იოლად და ლაღად სატარებელ ნებისმიერ
ტანსაცმელს), – ძალიან კარგი! შესანიშნავი! – ვამატებ და აცრემლებული თვალებით ქუჩის კუთხისკენ მივრბივარ, რომ გაცოფება
პინბოლის ავტომატზე ამოვანთხიო.
ღმერთო, ნეტავ მამაჩემი დედაჩემი ყოფილიყო, დედაჩემი კიდევ
– მამაჩემი! მაგრამ ჩვენს ოჯახში სქესებს ფუნქციები გაცვლილი
ჰქონდათ. ვისაც მე უნდა დავერიგებინე, წინ გამძღოლოდა, ის განზე
იყო გამდგარი. ვინც ამ დროს განზე უნდა გამდგარიყო, ის მარიგებდა და წინ მიმიძღვოდა. ვისაც უნდა დავეტუქსე, უმწეოდ მოკუნტულიყო, საკუთარი გულჩვილობის მსხვერპლად ქცეულიყო. ვინც
გულჩვილი უნდა ყოფილიყო და ოჯახური უსიამოვნებების დროს
მომრიგებლობა უნდა ეკისრა, დიდ გულზე იყო, შენიშვნებს მაძლევდა, მაკრიტიკებდა, დანაშაულის განცდას მიმძაფრებდა, მოკლედ,
პატრიარქალურობის ვაკუუმს ავსებდა! ღმერთო, დიდება შენს სახელს! გმადლობ, ღმერთო! მამაჩემს ასო და კვერცხები მაინც ჰქონდა! იქ, ოქროსფერთმიანი და ენადაშაქრული გოების სამყაროში მისი მამაკაცობა რაღაცნაირად ითრგუნებოდა, მაგრამ (ღვთის წყალობით! ) ფეხებს შორის ისეთი რამე ება, რომ ყველა გავლენიან
ტიპს უკან მოიტოვებდა. ორი ისეთი ღონიერი, ჯანმრთელი კვერცხი
უქანავებდა, მეფეს არ შერცხვებოდა ამნაირის გამოჩენა! კვერცხე-
48
ბი და მეფის საკადრისი ასო, გინდა სიგრძეში და გინდა სისქეში. მართლაც მამაჩემის იყო ეს ყველაფერი – ამაში ეჭვს ვერ შეიტანდით!
– ფეხებს შორის ეკიდა, ტანზე ჰქონდა მიბმული და აი, ამ სიმდიდრეს
ვერავინ ვერასდროს წაართმევდა!
თუმცა ჩვენთან, სახლში მამაჩემის ვეებერთელა ინსტრუმენტზე
ხშირად დედაჩემის ეროგენულ ზონებს ვხედავდი. ერთხელ მისი მენსტრუალური სისხლიც კი ვნახე... სამზარეულოში, ნიჟარის წინ, გაცრეცილ ლინოლეუმზე მუქად ლაპლაპებდა. წარმოიდგინეთ, ორად
ორი წითელი ლაქა, რომლებიც ოცდახუთი წლის წინ ვნახე, დღემდე
კიაფობს დედაჩემის ხატზე, რომელიც ჩემი ვაებისა და გოდების მუზეუმში ინახება (დედაჩემის „კოტექსის“ კოლოფსა და ნეილონის წინდებთან ერთად – მოვა დრო და ამათზეც მოვყვები). ამ ხატზე სისხლის სხვა ლაქებიცაა: დედაჩემს საწური სულ ნიჟარის გვერდით ედგა და ხორციდან სისხლს დაუსრულებლად წურავდა, რომ კოშერული, ესე იგი, ჩვენთვის, ებრაელებისთვის საჭმელად გამოსადეგი
გამხდარიყო. შეიძლება, მეხსიერება მატყუებს და რაღაცას ვურევ –
სისხლზე ამ დაუსრულებელი ლაპარაკის გამო თავს ატრევსის სახლიკაცივით ვგრძნობ – მაგრამ ახლაც თვალწინ მიდგას ნიჟარაზე გადაყუდებული დედაჩემი, რომელიც ხორცს ამარილებს, წურავს, რომ
სისხლის ბოლო წვეთი გამოაცალოს და უცებ თავისი „ქალური ამბავი“ ეწყება, რის გამოც კვნესა-კვნესით მირბის საძინებლისკენ. მე
სულ ოთხი თუ ხუთი წლისა ვარ, მაგრამ იატაკზე დაცემული ის ორი
წვეთი დღემდე თვალწინ მიდგას... როგორც ის „კოტექსის“ კოლოფი... როგორც ის წინდები, ჩემ თვალწინ რომ ამოიცვამდა ხოლმე,
ან... არ ვიცი, ესეც უნდა ვთქვა თუ არა – პურის დანა, რომლითაც
მაშინ მემუქრებოდა, როცა საჭმელს არ ვჭამდი. ჰო, ის დანა! მშობელი დედა პურის დანას რომ მოგაბჯენს ყელზე... გასაგიჟებელი
იყო, რომ არ რცხვენოდა თავისი საქციელის. ერთხელ, უკვე საწოლში ვიწექი და გავიგონე, როგორ ეუბნებოდა მეგობრებს მაჯონგის
თამაშის დროს: „ჩემი ალექსი ისეთი ცუდი მჭამელია, თავზე დანით
49
ვადგავარ, რომ რამე მაინც შეჭამოს! “ წარმოიდგინეთ, არც ერთს
წარბი არ შეუხრია, თითქოს შვილისთვის დანის მოღერებაჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყოს. დანით ვადგავარო! არც გაუკვირდებოდათ, მაგათ სამყაროში ხომ ყველა ცუდად მჭამელს თავზე თითო დანიანი უნდა ადგეს!
ამ ამბიდან რამდენიმე წელი იყო გასული, სააბაზანოდან რომ გამომძახა, აფთიაქში გამეგზავნეო! „აფთიაქში გაიქეცი, ალექს, „კოტექსი“ მომიტანე! სასწრაფოდ! “ ხმაში პანიკა შერეოდა. გავიქეცი,
მაგრამ რა გავიქეცი! სახლში რომ მოვირბინე, აქოშინებულმა „კოტექსის“ კოლოფი სააბაზანოს კარის უკნიდან გამოყოფილ ხელში ჩავუდე... მერე კი გაირკვა, რომ მისი ქალური პრობლემის მოგვარება
მხოლოდ ქირურგიული ჩარევით შეიძლებოდა, მაგრამ მაინც ვერ ვაპატიებ, ჰიგიენური საფენების საყიდლად რომ გამგზავნა. მე რომ
მკითხოთ, სჯობდა, სააბაზანოს ცივ იატაკზე სისხლისგან დაცლილიყო, ჰო, ეს სჯობდა ჰიგიენურ საფენებზე თერთმეტი წლის ბიჭის გაგზავნას. ნეტავ ჩემი და ამ დროს სად დაბოდიალებდა? ან ამ საფენების მომარაგება არ შეიძლებოდა? სულ მაინტერესებს: რატომ იყო
ეს ქალი ასეთი უგრძნობი, როგორ ვერ ხვდებოდა, რა ტრიალებდა
მისი პატარა ბიჭის გულში? ერთი მხრივ, ვერაფერს გრძნობდა, მეორე მხრივ კი ასე მიღვივებდა მგრძნობელობას, ჩემს დაფარულ
სურვილებს ასე ეხმიანებოდა.
...ჯერ ისეთი პატარა ვარ, მგონი, იმასაც ვერ ვხვდები, რომელი
სქესისა ვარ. საღამოს პირია, გაზაფხულია – ჩემი ცხოვრების მეოთხე გაზაფხული. გარეთ, სახლის წინ, ყვავილები ხარობს. ფანჯრები
ბოლომდეა გამოღებული და ოთახებში ისეთი ნაზი და სასიამოვნო
სურნელი ტრიალებს, გაზაფხულზე რომ იცის ხოლმე. თუმცა დედაჩემის სასიცოცხლო ძალების სიჭარბის გამო მაინც რაღაც დაძაბულობა იგრძნობა. მთელი კვირის სარეცხი დარეცხა და თოკზე გაკიდა, ვახშმისთვის დესერტად „მარმარილოს“ ტორტი გამოაცხო და
50
თან სულ რაღაცას აწურწურებს: ტორტის მოსართავად გამდნარ შოკოლადს, ვანილიან კრემს. მე კი თვალწინ სულ სისხლი, სისხლის ნაკადები მიდგას, და კიდევ დანა, რომელსაც მიღერებდა! მიუხედავად ამისა, მისი საქმიანობა ისეთივე საოცრებად მეჩვენება, როგორც ატმის ჩაუძირავი ნაჭრები ჟელეს ზედა ფენებში. მოკლედ,
მთელი სარეცხი დარეცხილი აქვს, ტორტი – გამომცხვარი; სააბაზანოსა და სამზარეულოში იატაკი მოხეხა და ზედ გაშლილი გაზეთები
გაფინა. რა თქმა უნდა, ყველაფერი მტვერსასრუტით გაწმინდა, სადილობის მერე მორჩენილი თეფშებიც დარეცხა და (აქ მეც წავეხმარე) მთელი ჭურჭელი დააბინავა. ახლა ყველაფერი მილხიკების კარადაშია შედგმული. თან დილიდან იადონივით უსტვენს რომელიღაც ძნელად მოსახელთებელ მოტივს, რომელიც მთელ სახლს სიჯანსაღის, სიხარულის, სილაღის, უდარდელობისა და თვითკმარობის
განცდით ავსებს. სანამ მე ფანქრებით ნახატს ვუხატავ, დედაჩემი სააბაზანოში ბანაობს, მერე კი მზით განათებულ ოთახში საწოლზე
ჯდება და ჩაცმას იწყებს, რომ ქალაქის ცენტრში წამიყვანოს. მოკლედ, საწოლის კიდეზე ზის, ლიფი და წვივსაკრავი აცვია, დაგორგოლავებული წინდები მთელი ფეხის ამოყოლებაზე აუჩქარებლად
ამოჰყავს და თან გაუჩერებლად მეჟღურტულება. დედიკოს საყვარელი ბიჭუნა ვინ არის? ვინ უყვარს დედიკოს ყველაზე მეტად დედამიწის ზურგზე? ასეთი კარგი პატარა შვილიკო კიდევ რომელ დედიკოს ჰყავს? ნეტარებისგან სრულიად მიბნედილი ვარ და მისი ხელების ნელ, გულისწამღებ მოძრაობას თვალს ვადევნებ – როგორ
მიუყვებიან წინდიან ფეხს ბარძაყისაკენ. გამჭვირვალე წინდა კანზე
სრიალებს – განზომილებები ერთმანეთში ირევა. იმდენად ახლოს
ვუზივარ, რომ მისი ყელიდან პუდრის სუნი მომდის. კიდევ უფრო ახლოს ვიწევი, რომ წვივსაკრავზე შებმული წინდის შესაკრავები
უკეთ შევათვალიერო, გაწკაპუნების ხმასაც ველოდები. მაჰაგონის
საწოლის ხის ნაწილები საპრიალებელი ზეთითაა გაპოხილი და აი,
51
ეს სუნიც მომდის საწოლიდან, რომელზეც დედაჩემი იმ კაცთან ერთად წვება ხოლმე, ვინც საღამოობით, კვირა დღეებში კი მთელი
დღე ჩვენთან ერთად ცხოვრობს. ამბობენ, რომ ეს კაცი მამაჩემია.
მართალია, დედაჩემმა ხელები თბილი წყლით დასველებული ტილოთი გამიწმინდა, მაგრამ თითის წვერებზე მაინც საუზმეზე მირთმეული თევზიანი სალათის სუნი ამდის. თუმცა, არა, მგონი, ქალის
საშოს სუნი მომდის. მგონი ეგაა! წარმოიდგინეთ, ოთხი წლისა ვარ
და სიამოვნებისგან ლამისაა ამოვიგმინო. ჰო, ოთხი წლის ვარ და
სისხლში ვგრძნობ – ვაიმე, ისევ სისხლამდე მივედით! – როგორი
ყოვლისმომცველია ამწამს ჩემი ლტოლვა, რამდენი რამ შეიძლება
მოხდეს. მსუქანი, გრძელთმიანი არსება, რომელსაც ჩემს დას ეძახიან, სკოლაშია წასული. ის კაციც წასულია, მამაჩემად რომ ითვლება,
სადღაც ფულს შოულობს – შოვნა ხმამაღლა ნათქვამია, რისი თავიც
აქვს, ის მოაქვს. მოკლედ, ეს ორნი სახლში არ არიან და ვინ იცის,
თუ ბედმა გამიღიმა, იქნებ არც აღარასდროს დაბრუნდნენ... ამასობაში საღამოვდება, გაზაფხულია, შინ ზედმეტი არავინაა და ჩემთვის, მარტო ჩემთვის, ქალი ნელა და აუჩქარებლად იცვამს გრძელ
წინდებს, თან სიყვარულის სიმღერას მღერის. ვინ იქნება სულ დედიკოსთან მთელი ცხოვრება, სულ-სულ ბოლომდე? მე. ვინ იქნება
დედიკოსთან ერთად, სადაც არ უნდა წავიდეს დედიკო, თუნდაც
ქვეყნის დასალიერში? მე, რა თქმა უნდა, მე! რა სულელური კითხვაა. თან რომ იცოდეთ, ძალიან კარგად ვხვდები, რომ თამაშს ვთამაშობთ. ვინ ისადილა საყვარლად დედიკოსთან ერთად? რომელ
საყვარელ ბიჭიკოს მოკიდებს დედიკო ხელს და ავტობუსით ცენტრში წაიყვანს? დიდ მაღაზიებს დედიკოსთან ერთად ვინ დაივლის?... და ასე შემდეგ, დაუსრულებლად...
ეს კი არა, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ევროპიდან ახალი
დაბრუნებული ვარ და დედაჩემი მეუბნება:
– აბა, მოსინჯე!
– რა?
52
ვერ ვხვდები, რა უნდა: ხელში ხელს მკიდებს და ცდილობს, თავის
სხეულზე მიმადებინოს.
– დედა!
– ხედავ? რაც გაგაჩინე, მას მერე ხუთი ფუნტიც არ მომიმატია,
თითქმის არ გავსუქებულვარ.
ჩემს გაშეშებულ თითებს თეძოზე იდებს. ვერაფერს დაუწუნებ,
მართლაც კარგი თეძოები აქვს...
არა, ეს წინდები მაინც რა იცის! ოცდახუთ წელიწადზე მეტია გასული (მგონი, თამაშებიც დავამთავრეთ), დედაჩემი კი წინდების
ამოცმას მაინც თავისი პატარა ბიჭის თვალწინ იწყებს. უბრალოდ,
ახლა ეს ბიჭუნა თვალს არიდებს ხოლმე. როგორც კი ვიგრძნობ, რომ
ცოტაც და ჩემი დროშა ფლაგშტოკზე ასრიალებას დაიწყებს, მზერა
მაშინვე სხვა რამეზე გადამაქვს. ამ დროს მამაჩემზე ვფიქრობ ხოლმე. ჰო, სრულ სიმართლეს მოგახსენებთ, განზე იმიტომ კი არ ვიხედები, რომ ჩემს თავზე ვფიქრობ, ის საწყალი კაცი, მამაჩემი მახსენდება. თუმცა, კაცმა რომ თქვას, რა განსაკუთრებული უპირატესობით სარგებლობს? ვთქვათ, უცებ, სასტუმრო ოთახში მისმა გვარიანად წამოზრდილმა ბიჭუნამ დედა ხალიჩაზე აგორავა, რა მოხდება?
რას იზამს მამაჩემი? ახურუშებულ წყვილს თავზე ქვაბით მდუღარეს
გადაასხამს? დავიჯერო, მამაჩემიც დანას დააძრობს? თუ მეორე
ოთახში გავა და ტელევიზორის ყურებას დაიწყებს, სანამ ჩვენ ორნი
გორაობას დავამთავრებთ?
– თვალს რატომ მარიდებ, შვილო? – მეკითხება დედაჩემი, თან
წინდის ამოცმას აგრძელებს, – ოცდაერთი წლის გოგო კი აღარ ვარ!
მე არ ვიყავი, მაგ პატარა ტაკუნას რომ გიწმენდდი ხოლმე? მე არ
გკოცნიდი ტაკუნაზე? უყურე ერთი ამას!
მერე მამაჩემს მიუბრუნდება და თუ რომელიმე სატელევიზიო შოუს მისი ყურადღება ასი პროცენტით არ მიუპყრია, ხმამაღლა მიმართავს:
– ნახე ერთი, ისე იქცევა, გეგონება, დედამისი სამოცი წლის კი
53
არა, სილამაზის კონკურსზე გასაყვანი გოგო იყოს!
თვეში ერთხელ მამაჩემს თურქულ აბანოში დავყავდი. იქაური
ორთქლის, ხეხვა-ბანვის, მერე კი კაი გემრიელი გამოძინების წყალობით ცდილობდა რამდენიმეკვირიანი დაძაბულობის ჩამორეცხვას. ტანსაცმელს ზედა სართულზე, გასახდელში ვტოვებდით ხოლმე. იქვე, რიგებად ჩამწკრივებულ რკინის საწოლებზე უკვე ნაბანავები კაცები იწვნენ, საზარელ ავარიაში დაღუპულთა გვამებივით
თეთრ ზეწრებში გამოხვეულები. ვიღაცის მოულოდნელი გაკუება ან
ხვრინვა, ტყვიამფრქვევის ჯერივით ერთმანეთს მიწყობილი ეს ხმები რომ არა, ნამდვილად მეგონებოდა, რომ მორგში ვიყავით და რაღაც ძნელად ასახსნელი მიზეზის გამო გახდას მიცვალებულების წინ
ვიწყებდი. მიცვალებულებს საერთოდ არ ვუყურებდი, ფეხის წვერებზე დავდიოდი და ვცდილობდი, ტრუსი სხვების შეუმჩნევლად გამეხადა, რადგან, ჩემდა სამარცხვინოდ და თავის მოსაჭრელად, ყოველ გახდა-ჩახდაზე უბეში განავლის ლაქები მხვდებოდა – ღია ფერის, ოდნავ შესამჩნევი ლაქები. ვაიმე, ექიმო, თქვენ არ იცით, ვიწმენდდი ამ ტრაკს, ვიწმენდდი, ვიწმენდდი – ამ საქმეს ყოველ ჯერზე
იმდენ დროს ვანდომებდი, რამდენსაც ჭინთვას და მოსაქმებას ერთად, არა, უფრო მეტს! ტუალეტის ქაღალდს ისეთი რაოდენობით
ვხმარობდი, გეგონება, ხეზე უფასოდ იზრდებოდეს – ჩემი სიტყვები
არ გეგონოთ, შურით სავსე მამაჩემი მეუბნებოდა ხოლმე ასე. ქაღალდს მანამდე ვისვამდი, სანამ პატარა ხვრელი ჟოლოსავით არ გამიწითლდებოდა. როგორ მინდოდა, დედაჩემისთვის გასარეცხად
ისეთი ტრუსი დამეხვედრებინა, თითქოს ანგელოზს ჰქონოდა ტრაკზე ამოცმული, მაგრამ ამას ვერაფრით ვახერხებდი და სულ ჩემი
დასვრილი და სუნიანი (ნუთუ განზრახ ვაკეთებდი, ექიმო? თუ უნებლიეთ გამომდიოდა?) ტრუსების რეცხვა უხდებოდა.
თუმცა იქ, თურქულ აბანოში ნეტავ ვისი მერიდებოდა? იქ ხომ
ქალები არ იყვნენ. არც ქალები, არც გოები. დაუჯერებელი ამბავი!
ესე იგი, სანერვიულოც არაფერი მქონდა!
54
წარმოიდგინეთ, მამაჩემის თეთრ ტრაკს მივყვები, გასახდელიდან გავდივართ და რკინის კიბით ქვემოთ, განსაწმენდელში ვეშვებით, სადაც მისი ორგანიზმიდან ორთქლმა და მასაჟისტის მუშტებმა
ის დაძაბულობა უნდა გამოდევნონ, რასაც დაზღვევის აგენტად მუშაობა, ოჯახის მამობა და რაც მთავარია, ებრაელად ყოფნა გულისხმობს. ქვემოთ ჩასულები ქათქათა ზეწრებისა და პირსახოცების გორას გვერდს ვუვლით, მამაჩემი ერთ-ერთ მძიმე კარს მხრით აღებს
და სანახევროდ ჩაბნელებულ სივრცეში შევდივართ, რომელიც მარადმწვანე მცენარეების სუნით არის გაჟღენთილი. ისეთი ხმები
მოგვესმის, თითქოს დარბაზში კანტი-კუნტად გაფანტული მაყურებელი უხალისოდ უკრავდეს ტაშს სიკვდილის სცენას რომელიმე
ტრაგედიიდან – ოთახის სიღრმეში მარმარილოს მერხებზე გაწოლილ კაცებს ორი მასაჟისტი ზურგზე ხელებს უტყაპუნებს. მერე მათ
საგულდაგულოდ ზელენ და ხელ-ფეხს ისე აუჩქარებლად უტრიალებენ, თითქოს ბუდეებიდან უნდა ამოუყარონო – ამ სურათს მოჯადოებული შევცქერი და თან მამაჩემს მივყვები. გულისგამაჩერებლად ცივი წყლით ავსებულ პატარა აუზს გვერდს ვუვლით და ბოლოს ორთქლით სავსე ოთახში შევდივართ.
საკმარისია, მამაჩემმა ამ ოთახის კარი შეაღოს, რომ თვალწინ
სკოლაში ნასწავლი წინაისტორიული ხანა მიცოცხლდება, გამოქვაბულის ადამიანებსა და დამშრალი ტბების ძირას მცხოვრებ ტომებზე
ადრინდელი ხანა, როცადედამიწა ვეება ჭაობი იყო, მის თავზე გაწოლილი თეთრი აირები კი მზის სხივებს ზედაპირამდე არ უშვებდნენ. მარადისობა უნდა გავიდეს, რომ ეს პლანეტა ადამიანის საცხოვრებლად გამოდგეს. უცებ რაღაც მემართება: იმ ბიჭუნასთან,
სკოლიდან დედასთან ფრიადებით რომ გამორბის, იმ გულწრფელ,
უცოდველ ბიჭუნასთან, დედამისის გარდასახვის საიდუმლოს ამოხსნას რომ ცდილობს, საერთო აღარაფერი მაქვს. მეც იმ წყლის საუფლოს ნაწილი ვხდები, რომელიც მანამდეც არსებობდა, სანამ არც
55
ოჯახები იყო, იმ გაგებით, როგორითაც დღეს გვესმის, არც სააბაზანოები და არც ოჯახური ტრაგედიები. ეს ამფიბიების მსგავსი არსებების ხანაა – ვეებერთელა, უტვინო, ოხშივარში გახვეული არსებების ხანა. ახლა მეჩვენება, რომ ცივი შხაპიდან სქელ ორთქლამდე წინ
და უკან მოსიარულე ადამიანები ის ებრაელი მამაკაცები არიან,
რომლებიც დროის მანქანის წყალობით წარსულში მოხვდნენ, სადაც
ებრაელ ცხოველთა ჯოგებად ცხოვრობენ და მხოლოდ „ოი, ოი“-ს
წარმოთქმა შეუძლიათ. ზუსტად ეს ბგერები მესმის მათი პირიდან,
როცა ცივი შხაპის შემდეგ ცხელ ორთქლში შეაბიჯებენ, იქიდან გამოსულები კი ცივ აუზში ხტებიან. როგორც იქნა, ერთად არიან მამაჩემი და მის ბედქვეშ მყოფი, ტანჯული თანამოძმენი; როგორც იქნა, ბუნებრივ მდგომარეობას და იმ ადგილს დაუბრუნდნენ, სადაც
არც გოები არიან და არც ქალები.
მერე სარგადაყლაპულივით ვდგავარ და სანამ მარმარილოს
სკამზე ჩამომჯდარი მამაჩემი თავიდან ფეხებამდე საპნის სქელ ნაჭერს მისვამს, მის ავლადიდებას აღფრთოვანებული შევყურებ. მისი
სათესლე პარკი კვერცხებით პირგამოტენილი ბერიკაცის ჩამოგრძელებულ, ნაოჭებით დაღარულ სახეს წააგავს, მე კი ეგეთივე პარკი
გოგონას სათამაშო ვარდისფერი ქისასავით მკიდია. მამაჩემს კაი
მსხვილი შლანგი აქვს, მე კი ერთი ბეწო ჭუჭულიკა მაქვს, როგორც
დედაჩემს უყვარს ხოლმე ხალხში მისი მოხსენიება (ერთხელ და ორჯერ არა უშავს, მაგრამ მთელი ცხოვრება შეიძლება?). მამაჩემის
ამოდენა ავლადიდება მართლაც ჩვენი სკოლის დერეფანში გამოკიდებულ, დახვეულ სახანძრო შლანგს მაგონებს. ნახეთ, რა სიტყვაა –
შლანგი! სიტყვა, რომელიც რაღაც ცხოველურისა და ხორციანის
(რაც ძალიან მომწონს) ასოციაციას ბადებს – რაღაც ისეთის, ხელში
მძიმედ და მყარად რომ მოგხვდება; უტვინო, უგონო, ცოცხალი ხორცი, საიდანაც თოკის სიმსხო შარდის ნაკადი მოჩქეფს. ჩემი ჭუჭულიკიდან კი უწვრილესი ყვითელი ძაფი გამოდის, რომელსაც ევფემიზმების მოყვარული დედაჩემი ფიში-ფიშის ეძახის. ფიში-ფიში ისეთი
56
რამეა, რასაც მარტო ჩემი და უნდა აკეთებდეს, პატარა ყვითელ ძაფებს ეგ უნდა უშვებდეს, თუ გინდა, ქსოვდეს კიდეც ამ ძაფებით...
„მოგეხმარო ფიში-ფიშის გაკეთებაში? “ – მეკითხებოდა ხოლმე დედაჩემი. ფიში-ფიშიო? ეგ რა საკადრისია, წარღვნის მოწყობა მინდა.
მინდა, იმდენი ვქნა, რომ უნიტაზის კიდეებიდან გადმოდიოდეს!
You have read 1 text from Georgian literature.
Next - პორტნოის სინდრომი - 04
  • Parts
  • პორტნოის სინდრომი - 01
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2217
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.0 of words are in the 5000 most common words
    45.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 02
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2131
    30.7 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 03
    Total number of words is 3812
    Total number of unique words is 2198
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 04
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2076
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 05
    Total number of words is 3875
    Total number of unique words is 2105
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 06
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 2077
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 07
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2090
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 08
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2190
    26.8 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 09
    Total number of words is 3779
    Total number of unique words is 2242
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.5 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 10
    Total number of words is 3710
    Total number of unique words is 2228
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 11
    Total number of words is 3768
    Total number of unique words is 2095
    28.2 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    46.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 12
    Total number of words is 3758
    Total number of unique words is 2132
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 13
    Total number of words is 3750
    Total number of unique words is 2178
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 14
    Total number of words is 3628
    Total number of unique words is 2199
    25.8 of words are in the 2000 most common words
    37.9 of words are in the 5000 most common words
    44.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 15
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2229
    26.5 of words are in the 2000 most common words
    37.3 of words are in the 5000 most common words
    44.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 16
    Total number of words is 2820
    Total number of unique words is 1682
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.