Latin

პორტნოის სინდრომი - 02

Total number of words is 3799
Total number of unique words is 2131
30.7 of words are in the 2000 most common words
42.2 of words are in the 5000 most common words
48.2 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
კალათაში ვასხამდი, ხან კიდევ საოჯახო აფთიაქის სარკეს ვუშხაპუნებდი, რომლის წინაც შარვალჩახდილი ვიდექი, საკუთარ თავს ვუყურებდი და ვცდილობდი, უმცირესი წვრილმანიც არ გამომპარვოდა. ხანდახან თვალებს მაგრად ვხუჭავდი, წელში ვიხრებოდი და
თან ჩემს მარდ ხელს არ ვაჩერებდი, ამავე დროს პირს ფართოდ ვაღებდი, რომ დოსა და სარეცხის მათეთრებლის ნაზავის მსგავსი, წებოვანი სოუსი ენასა და კბილებზე მომხვედროდა. ამ ჩემს სიბრმავესა და თავდავიწყებაში ბევრჯერ მომსვლია, რომ თმის ჟელეს მსგავს
რაღაცაში თავფეხიანად ამოვსვრილვარ, თითქოს მთელი ფლაკონი
თავზე დაიცალაო. დაჭმუჭნული ცხვირსახოცების, „კლინექსებისა“
და დალაქავებული პიჟამების საუფლოში ჩემს უწვრთნელ და ნაწვალებ პენისს შიშისაგან ყურებდაცქვეტილი ვანძრევდი. ცალი ყური
კარისკენ მეჭირა, გული მისკდებოდა, ხმაურიანი გასროლის წამებ21
ში ვინმე შეუმჩნევლად არ მომპარვოდა. მიუხედავად ამისა, როგორც კი ასო თავს შემახსენებდა და მუცელთან ასატუზად დაიძვრებოდა, თავს ვერაფერს ვუხერხებდი, ხელი მისკენ თავისით გამირბოდა. შემეძლო შუა გაკვეთილზე ხელი ამეწია, ბოდიშის მოხდით გასვლა მეთხოვა და დერეფანში გასული პირდაპირ ტუალეტისკენ გავქცეულიყავი, მერე ათი-თხუთმეტი დაქნევა და პირდაპირ პისუარში
ვათავებდი. შაბათობით მეგობრებთან ერთად კინოში რომ წავიდოდი, შუა ფილმის დროს წამოვხტებოდი, ვითომ კანფეტების საყიდლად, მაგრამ, ჰმ, ვინ რა იცოდა – კინოთეატრის ცარიელ აივანს ვეძებდი და ნაჭამი შოკოლადის ქაღალდში საკუთარ თესლს ვახვევდი.
ვაშლი რომ ვაშლია, ერთხელ ნათესავების თავყრილობაზე ვაშლი
ჩავკბიჩე, დავხედე და ჰოი, საოცრებავ, იმან, რაც ხელში მეჭირა,
ჩემდა გასაკვირად (და ჩემი ატეხილობის წყალობით) ისეთი რამე
მომაგონა, რომ მაშინვე გარეთ გავვარდი და ხეებს შევერიე, რათა
მაცდურ ხილს იქვე, ბალახებში შევრწყმოდი. როგორც ვთქვი, ვაშლმა ისეთი რამე მომაგონა, რამაც თავი სრულად დამაკარგვინა –
ჩემს წარმოსახვაში შობილი მითიური არსების ფეხებს შუა მოთავსებული გრილი, სველი ნაპრალი. თავად ეს არსება ყოველთვის „დიდ
ბიჭს“ მეძახდა და მთხოვდა, ის, რაც კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ჯერ არც ერთ გოგოს არ ღირსებია, ფეხებს შორის შემიდეო.
აი, ახლაც! „მიდი, შემიცურე, დიდო ბიჭო“, – მთხოვა ჩაკბეჩილმა
ვაშლმა. „დიდო ბიჭო, ოჰ, დიდო ბიჭო, მომეცი, რაც გაქვს, არ დამინდო“, – ამ სიტყვებით მევედრებოდა საკუჭნაოს კუთხეში მალულად მიდგმული რძის ცარიელი ბოთლი, რომელთანაც თავდავიწყებას სკოლიდან დაბრუნებისთანავე ვეძლეოდი ხოლმე, მანამდე კი
ასოზე ვაზელინს საგულდაგულოდ ვისვამდი. „მოდი ჩემთან, დიდო
ბიჭო, მოდი“, – მეძახდა ახურუშებული ღვიძლის ნაჭერი, რომელიც
ერთ ნაშუადღევს, გახელების ჟამს, საყასბოში შევიძინე და ვიცი, გაუგონარი ამბავია, მაგრამ ბარ-მიცვას მოსამზადებელ გაკვეთილზე
მიმავალმა სარეკლამო სტენდის უკან გავაუპატიურე.
22
ჩემი უფროსკლასელობის პირველი წელიწადი იყო – და სხვათა
შორის, მასტრუბაციის ხელოვნებაშიც ახალბედა გახლდით – როცა
ჩუჩის შიდა მხარეს, ზედ პენისის ლაგამთან, პატარა უფერული წერტილი აღმოვაჩინე, რომელიც ბოლოს ხალი აღმოჩნდა. მაშინ კი საკუთარ თავს დიაგნოზი თავად დავუსვი: ჩემი მოკლე ჭკუით, კიბო
მქონდა. გადავწყვიტე, ამ უკურნებელ სენს ამდენი ნძრევა და ხახუნი
გამოიწვევდა-მეთქი. ჯერ თოთხმეტი წლისაც არა ვარ და უკვე კიბო
მაქვს-მეთქი. ღამ-ღამობით, საწოლში, თვალებზე ცრემლები მადგებოდა. „არა, სიკვდილი არ მინდა, ღმერთო, გთხოვ, ოღონდ ეს არა! “
– მოვთქვამდი უხმოდ. მერე კი, რაკი მალე მაინც დაღუპვა მეწერა,
მავნე ჩვევას ვუბრუნდებოდი და საკუთარ წინდებში ვათავებდი. გასარეცხი წინდები სააბაზანოდან საძინებელში გამქონდა და საწოლში ვიწყობდი, რომ პირველი ძილის წინ მეხმარა, მეორე კი – დილით,
გაღვიძებისთანავე.
ეჰ, რომ შემძლებოდა და ეს საცალხელო საქმე დღეში ერთ ჯერამდე დამეყვანა, ან ერთს ვინ ჩივის, ორ ან სამ ჯერს დავჯერებოდი! მაგრამ კარს მომდგარი აღსასრულის პერსპექტივამ თავზე ხელი სულ ამაღებინა და ამ საქმეში საკუთარ რეკორდებს ლამის ყოველდღე ვხსნიდი. ჭამის წინ. ჭამის მერე. ჭამის დროს არა, რო? სასადილო ოთახის მაგიდიდან წელში მოხრილი წამოვდგებოდი, ტრაგიკული გამომეტყველებით ვიტყოდი, კუჭი ამეშალა-მეთქი. წამოვიძახებდი: ვაიმე, ფაღარათი დამემართა-მეთქი! ასე, ფაღარათის
ძახილით, მუცელზე ხელებმიჭერილი სააბაზანოსკენ გავიქცეოდი,
შიგ შევვარდებოდი, კარს ჩავკეტავდი და წავიდააა... ერთხელ ხელს
ორი ტრუსიც გავაყოლე, რომლებიც ჩემს დას კომოდიდან ავწაპნე
და დაგორგოლავებულებსა და ცხვირსახოცში გამოკრულებს ჯიბით
დავატარებდი. თვით სიტყვათშეთანხმების „ქალის ტრუსი“ გაგონებას ჩემს ტვინში აფეთქების მოწყობა შეეძლო. აი, როგორ ხდებოდა
ეს საქმე: ტუჩებზე ჩემი მონაპოვარი მაქვს მიკრული, ასო ხელში მი-
23
ფეთქდება და ეაკულაციის ტრაექტორია ჭერს აღწევს – ჩემი გასაშვები აპარატიდან რაკეტასავით გამოვარდნილი სითხე ნათურისკენ
მიფრინავს, და რაც ყველაზე მეტად მაოცებს და მზარავს, პირდაპირ
მინას ხვდება და ზედ ეკრობა. თავს მაშინვე ხელებში ვმალავ, ნამდვილ აფეთქებას ველოდები: შუშის მსხვრევის ხმას და ცეცხლის
ენებს. მოგეხსენებათ, როცა კაცს სულ რაღაც აქვს დასამალი,კატასტროფის მოლოდინი მუდამ თან სდევს. მაგრამ კატასტროფა რატომღაც იგვიანებს და მეც, მეტ-ნაკლებად (რამდენადაც შესაძლებელია)
დამშვიდებული, რადიატორზე ვდგები და აშიშხინებულ მასას, რომელიც ფურთხს უფრო ჰგავს, ნათურას ტუალეტის ქაღალდის ნაგლეჯით ვაშორებ. მერე გაფაციცებული ვეძებ: აბაზანის ფარდას,
კბილის პასტას, იატაკის ფილებს, ოთხ კბილის ჯაგრისს – ერთი სიტყვით, ყველაფერს, რასაც ჩემი მზერა სწვდება, ციებიანივით ვათვალიერებ და ბოლოს, ის-ისაა, კარი უნდა გავაღო, რომ თვალში საკუთარი ფეხსაცმლის ჭვინტი მხვდება. იმის დანახვაზე, რაც ზედ წვინტლივით ჰკიდია, ლამის ინფარქტი დამემართოს. ფაქტობრივად,
ნძრევის რასკოლნიკოვი ვარ – გარშემო ყველაფერს ჩემი დანაშაულის ბლანტი კვალი აზის! იქნებ სახელოზეც მაქვს? ან თმაზე? ვაი
და ყურზე მკიდია? ამაზე მაშინაც ვფიქრობ, როცა სამზარეულოში
ვბრუნდები, გაავებული და გაღიზიანებული ისევ მაგიდასთან ვჯდები და წითელი ჟელეთი პირგამოტენილი მამაჩემის კითხვებს მართალი და ნატანჯი კაცის გამომეტყველებით ვპასუხობ.
– არ მესმის, რატომ კეტავ სააბაზანოს კარს? რა გაქვს დასამალი? გაუგებარი ამბავია. სად ვცხოვრობთ, ბოლოს და ბოლოს, სახლში თუ გრენდ-სენტრალზე? – მებუზღუნება მამაჩემი.
– პირადი სივრცის შეგრძნება... ადამიანს უფლება აქვს... ნუთუ
საკუთარ სახლში შეუძლებელია... – ვისვრი რაღაც სიტყვებს და
უცებ დესერტიან ლამბაქს ხელს გაავებით ვკრავ, – ცუდად ვარ! შემეშვით! თავი დამანებეთ!
24
დესერტის მერე – რომელსაც მაინც ვამთავრებ, იმიტომ, რომ ჟელე მიყვარს და მაშინაც კი ვჭამ, როცა ყველა ნერვებს მიშლის – ისევ
სააბაზანოსკენ მივიძურწები. ერთი კვირის ნაგროვებ სარეცხში ვიქექები, სანამ ხელში ჩემი დის ჭუჭყიანი ლიფი არ მომხვდება. ცალ
ბრეტელს კარის სახელურს გამოვდებ, მეორეს – სარეცხის კალათის
კიდეს და ახალი ზმანებაც არ ახანებს. „მიდი, დიდო ბიჭო, მიდი,
ღრმად შემიდე! “ – მევედრება ჰანას ლიფი სწორედ იმ დროს, როცა
ვიღაც დახვეულ გაზეთს სააბაზანოს კარს ურტყამს. იძულებული
ვხდები, ის, რაც ხელში მიჭირავს, უნიტაზისკენ მივმართო.
– ჩვენც ადამიანები ვართ! მაგ უნიტაზთან სხვაც მიუშვი ხანდახან! – იძახის გარეთ მამაჩემი. – ერთი კვირაა, კუჭს არ უმოქმედია.
ღმერთი აღარ არის?
ძნელი კია, მაგრამ წონასწორობას ჩივილების ფრქვევით ვიბრუნებ – ესეც თანდაყოლილი ნიჭია:
– საშინელი ფაღარათი მაქვს! ალბათ რაღაც მჭირს! ამ სახლში,
ეტყობა, ეს ყველას ფეხებზე ჰკიდია!
ამას გავყვირი და თან დამაგვირგვინებელ აკორდებს ვიახლოებ,
ნძრევის სიხშირეს ვზრდი, ჩემს სიმსივნემოდებულ ორგანოს კი ისევ
თრთოლა-ჟრუანტელი ედება.
მერე ჰანას ლიფიც ჰამაკივით იწყებს ქანაობას. თვალებს ვხუჭავ
და აჰა, ხილვა იგი! ლინორ ლაპიდუსი მეცხადება! გოგო, რომელსაც
მთელ კლასში ყველაზე დიდი ჯიქნები აქვს და როცა გაჩერებაზე
სკოლის ავტობუსი გაასწრებს ხოლმე, ეს ხელუხლებელი, უზარმაზარი რამე-რუმეები ბლუზის შიგნით ისე მძიმედ მიუდ-მოუდის... წარმოსახვას ბოლომდე ვძაბავ, რომ ესენი, ლინორ ლაპიდუსის ნამდვილი ძუძუები ბუდეებიდან ამოყრილები წარმომიდგნენ თვალწინ,
თუმცა ამავე წამს ვაცნობიერებ, რომ ჩემი მშობელი დედა კარის სახელურს ღონივრად ეჯაჯგურება. ვაი, ბოლოს მაინც გამომიჭირეს,
კარის ჩაკეტვა დამვიწყებია! ვიცოდი, ვიცოდი, რომ ერთხელაც ეგრე მოხდებოდა. ჩამავლეს! დავიღუპე!
25
– გააღე, ალექს! მოვითხოვ, რომ ახლავე, ამწამსვე გააღო ეს კა-
რი!
აჰა, ესე იგი, ჩაკეტილია. ვერ ჩამავლეს! და რაკი მხოლოდ საკუთარ ხელს კი არ ვხედავ, არამედ იმასაც, რაც ჩაბღუჯული მაქვს, ესე
იგი, დაღუპვას გადავურჩი, ცოცხალი ვარ! მაშინ გააგრძელე, კაცო!
გააგრძელე! „მოდი, ამლოკე, დიდო ბიჭო – შენი ცხელი ენა ამისვი!
ხომ არ დაგავიწყდი, ლინორ ლაპიდუსის სავსე ძუძუებზე მომდგარი,
ახურუშებული ლიფი ვარ! “
– ალექს, შენს პასუხს ველოდები. გამოტყდი, სკოლის მერე ფრანგული ჩიპსები ჭამე, არა? ხომ ამიტომ გაქვს ახლა კუჭი აშლილი?
– აარა, ააა...
– ალექს, ძლიერი ტკივილები გაქვს? ხომ არ სჯობს, ექიმი გამოვიძახო? გამაგებინე, გტკივა მუცელი თუ არ გტკივა? ზუსტად უნდა
ვიცოდე, რომელ არეში გაქვს ტკივილი. მიპასუხე!
– უუუ, უჰუჰ...
– ალექს, ყური მიგდე. უნიტაზი არ ჩარეცხო, გასაგებია? – მკაცრად მეუბნება დედაჩემი, – შიგნით უნდა ჩავიხედო! უნდა ვნახო,
როგორ გამოყურება შენი განავალი. ეს ხმები არ მომწონს.
– მე რაღა ვქნა? – ამბობს მამაჩემი, რომელსაც ჩემი მიღწევები
მუდამ გულთან ახლოს მიაქვს: სიამაყით ივსება და თან შურს კიდეც,
– ერთი კვირაა, კუჭს არ უმოქმედია!
სწორედ ამწამს უნიტაზთან ვბარბაცებ, ჯოხით ნაცემი ცხოველის
წკავწკავით ორიოდე საწყალობელ წვეთს გამოვყოფ და ლიფის ცალ
მხარეს იმ ადგილს ვაპოხიერებ, ჩემი ფიცარივით ბრტყელი დაიკოს
ძუძუსთავს რომ ეხება ხოლმე. ეს დღის განმავლობაში ჩემი მეოთხე
ორგაზმი იყო. ნეტავ სისხლის დანთხევას მერამდენე ჯერზე იწყებენ?
– გამობრძანდი გარეთ, – ამბობს კარს იქიდან დედაჩემი, – რატომ ჩარეცხე უნიტაზი, არ გითხარი, წყალი არ ჩაუშვა-მეთქი?
– დამავიწყდა.
26
– ნეტავ რა დაინახა შიგნით ისეთი, რომ ასე სასწრაფოდ ჩარეცხა,
ჰა?
– ტრაწი.
– როგორი იყო, წყალწყალა თუ უფრო კუკებს შერეული ლორ-
წო?
– არ ვიცი! უნიტაზში არ ვიყურები! ამ სიტყვის გაგონებაც აღარ
შემიძლია! რა დროს „კუკებია“, სადაცაა, სკოლას დავამთავრებ!
– მე ნუ მიყვირი, ალექს! შენ რომ ტრაწი გაქვს, ეგ ჩემი ბრალი
არ არის. იმას რომ სჯერდებოდე, რასაც ოჯახში გაჭმევენ, ტუალეტში დღეში ორმოცდაათჯერ არ ირბენდი. ჰანამ მითხრა, ვაჟბატონო,
რასაც მამაძაღლობ. ტყუილად გეგონა, რომ არ ვიცოდი!
ვაი! ჰანამ თავისი ტრუსები მოისაკლისა. ჩამავლეს! ნეტავ მიწა
გამისკდეს და თან ჩამიტანოს... თუმცა ცოტა ხანი და მაინც იქ აღმოვჩნდები.
– ჰოო? და რაო, რა მიმამაძაღლია?
– სკოლის მერე „ჰაროლდსში“ ჰოთდოგებს ვინ მიირთმევს? „ჩეზერაი პელისში“ მელვინ ვეინერთან ერთად ფრანგულ ჩიპსებს ვინ
ჭამს? შენ არა, ვაჟბატონო? ნუ მატყუებ! გამოტყდი: შენ არ იყორავ
მუცელს სკოლის მერე ფრანგული ჩიპსებით და კეტჩუპით ჰოთორნ
ავენიუზე? ჯეკ, მოდი აქ, მინდა, შენც გაიგონო, რასაც ვამბობ, – გასძახის დედაჩემი მამაჩემს, რომელიც ამასობაში სააბაზანოს დაუფლებია.
– მოიცა რა, ვცდილობ, კუჭში გავიდე, – იქიდან მშვიდად პასუხობს მამაჩემი, – ჩემი პრობლემები არ მეყოფა, რომ კართან ატუზული ცოლ-შვილი თავს არ დამჩახოდეს, სანამ მე აქ მოსაქმებას ვცდილობ?!
– იცი, რას აკეთებს შენი ვაჟი, შენი ფრიადოსანი ბიჭი გაკვეთილების მერე? ეს ზრდასრული და მოწიფული ვაჟბატონი, რომელიც
იმხელა გამხდარა, რომ საკუთარ დედას მისთვის სიტყვა „კუკები“
ვეღარ უთქვამს? აბა, გამოიცანი, რას აკეთებს შენი მოწიფული ვაჟი
27
იმ დროს, როცა ჰგონია, რომ ვერავინ ხედავს?
– ცოტა ხანს რომ შემეშვათ და ჩემს გასაჭირთან მარტო დამტოვოთ, არ შეიძლება? – ყვირის მამაჩემი. – იქნებ მომასვენოთ, რომ
დაწყებული საქმე წყნარად დავასრულო?
– კარგი, ბატონო, დაველოდოთ, რას იტყვის მამაშენი, როცა გამოვა და გაიგებს, რას უშვრები შენს ჯანმრთელობას. ალექს, ერთ
რამეზე მიპასუხე. ასეთი ჭკუა-გონების პატრონი ხარ, ყველაფერზე
პასუხი გაქვს, ჰოდა, ერთი ამაზეც გამეცი პასუხი: როგორ გგონია,
მელვინ ვეინერმა კოლიტი როგორ იშოვა? შენი აზრით, ეგ ბავშვი
ნახევარ ცხოვრებას საავადმყოფოებში რატომ ატარებს?
– როგორ იშოვა და „ჩეზერაი პელისში“ ჭამს.
– აბა! ენა დაიმოკლე და ნუ მეანგლები!
– კარგი! – ვგმინავ, – როგორ იშოვა მელვინ ვეინერმა კოლიტი?
– როგორ იშოვა და „ჩეზერაი პელისში“ ჭამს. ოღონდ მე არ ვხუმრობ! მაგ ბიჭის წარმოდგენით, საჭმელი ისაა, ჰოთდოგს რომ შეჭამს
და ზედ დაყოლებული პეპსით ჩარეცხავს. იმიტომ, რომ მაგის საუზმე... იცი, რას ჭამს ეგ ბავშვი დილაობით? საუზმეზე ადამიანმა –
ამას მარტო მე, დედაშენი კი არ ვამბობ, ალექს, საუკეთესო დიეტოლოგებიც დამემოწმებიან – დღიური ულუფის ყველაზე მეტი წილი
უნდა მიიღოს! ეგ ბავშვი კი, იცი, რას ჭამს საუზმის მაგიერ?
– ბლითებს.
– ყოჩაღ, სწორი პასუხია. ჭკვიანი ბიჭი. ბლითებს ჭამს და ყავას
სვამს. ესე იგი, რა გამოდის? დღეს სანახევროდ ცარიელი მუცლით
იწყებს ეს ცამეტი წლის პიშერი. შენ, მადლობა უფალს, სულ სხვანაირად ხარ გაზრდილი. დედაშენი ქუჩა-ქუჩა არ დაწანწალებს ზოგიერთებივით – სახელებს და გვარებს არ დავასახელებ – სახლში
რომ არ შედიან, სანამ მთელი ქალაქის მაღაზიებს არ მოივლიან. ერთი ეს მითხარი, ალექს, ალბათ დიდი საიდუმლო არ არის და თან გაგების უნარიც შემწევს, იმიტომ, რომ სულელი არა ვარ; მითხარი,
28
რას აკეთებ და რის დამტკიცებას ცდილობ, როცა კუჭს ამდენი საძაგლობით ივსებ, იმის მაგიერ, რომ სახლში მოხვიდე და დედიკოს
გამომცხვარი, ყაყაჩოს თესლმოყრილი ნამცხვარი და ერთი ჭიქა გადასარევი რძე მიირთვა? არაფრის მოსმენა არ მინდა სიმართლის
გარდა. სიმართლე მითხარი. მამაშენს არაფერს ვეტყვი, – მეუბნება
და ხმაში იდუმალება ეპარება, – სიმართლე უნდა ვიცოდე.
მერე მრავლისმთქმელი სიჩუმე დგება.
– მარტო ფრანგულ ჩიპსებს ჭამ, საყვარელო, თუ კიდევ არის რაღაც, რაც არ ვიცი?.. მითხარი, კიდევ რა ნაგავს იდებ პირში, რომ
ასეთი ფაღარათი გემართება? ამის მიზეზი ხომ უნდა გავიგოთ?
გულწრფელი პასუხი მჭირდება, ალექს. ქუჩაში ჰამბურგერებსაც
ჭამ? პასუხი გამეცი, თუ შეიძლება. იმიტომ ჩარეცხე უნიტაზი, რომ
განავალში ჰამბურგერის ნარჩენები ჩანდა?
– გითხარი, როცა უნიტაზს ვრეცხავ, შიგნით არ ვიყურები-მეთქი! შენგან განსხვავებით, არც ჩემი და არც სხვისი განავალი არ მაინტერესებს!
– ოჰ, ოჰ, ცამეტი წლისაა ეს ყმაწვილი და რამსიგრძე ენა მისცა
გამჩენმა! ოღონდ იმისთვის არა, რომ კეთილმოსურნე მშობელს,
რომელსაც მისი ჯანმრთელობისა და კარგად ყოფნის გარდა არაფერი უნდა, ასე უტარტაროს! – ვითარება სულ უფრო მძიმე და არაპროგნოზირებადი ხდება და დედაჩემს ორივე თვალი ცრემლებით ევსება. – ალექს, რატომ გახდი ასეთი? ვცდილობ, გავიგო. მიმახვედრე
მაინც. რა დაგიშავეთ, რა საშინელება ჩავიდინეთ, რომ ჩვენს დასასჯელად ასე იქცევი?
დარწმუნებული ვარ, ეს კითხვა ძალიან გონებამახვილური და
ორიგინალური ეჩვენება. ალბათ ჰგონია, რომ მას პასუხი არ მოეძებნება. რაცყველაზე უარესია, მეც ასე ვფიქრობ. მართლაც, რა დამიშავეს ჩემმა მშობლებმა, რომლებსაც მუდამ თავი ჰქონდათ ჩემთვის
გადადებული? ეს ის საზარელი კითხვაა, ექიმო, რომლის გააზრებაც
დღემდე ვერ შევძელი! წარმოგიდგენიათ? დღემდე არ მესმის!
29
ნელ-ნელა იმ წუთისთვის ვემზადები, როცა დედაჩემი ჩურჩულზე
გადავა. ამ ჩურჩულის მოახლოებას ერთ მილზე ვგრძნობ. სადაცაა,
მამაჩემის თავის ტკივილზე დაიწყებს ლაპარაკს.
– ალექს, ხომ გახსოვს, როგორ სტკიოდა დღეს მამას თავი? ისე
სტკიოდა, რომ კარგა ხანს თვალებში ვერ იხედებოდა, – თან ცალი
თვალი იქით უჭირავს, საიდანაც მამაჩემის გამოსვლას მოელის
(ღვთის წყალობით, საკუთარი მდგომარეობის სიმძიმე მამაჩემს საერთოდ არ ესმოდა. ნუ აბუქებო, დედაჩემს ეუბნებოდა). – არც ის
გახსოვს, რომ მომავალ კვირას ანალიზები უნდა გაიკეთოს, იმიტომ
რომ ექიმებს ეჭვი სიმსივნეზე აქვთ?
– სიმსივნეზე?
– ექიმმა მითხრა, მომიყვანეო. სიმსივნეს ვერ გამოვრიცხავ, ანალიზები უნდა გაიკეთოსო.
მაინც თავისას აღწევს. ტირილს ვიწყებ. სინამდვილეში უმცირესი მიზეზიც კი არ არსებობდა საიმისოდ, რომ იმ დღეს დედაჩემის
ნათქვამზე მეტირა, მაგრამ ჩვენს ოჯახში ყველა სათითაოდ ეძებდა
მიზეზს, რათა დღეში თითოჯერ მაინც წაეტირა და თუ გაუმართლებდა, სხვაც აეტირებინა. მამაჩემი... ახლა ისეთ რამეს ვიტყვი,
ექიმო, რაც ისედაც კარგად მოგეხსენებათ: ადამიანთა მოდგმის – და
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პაციენტების – უმეტეს
ნაწილს შანტაჟისადმი საოცრად დიდი მიდრეკილება აქვს. გამონაკლისი არც მამაჩემი იყო: რაც თავი მახსოვს, სულ იმ სიმსივნის გამოსარიცხ ანალიზებზე დადიოდა. რასაკვირველია, თავი იმიტომ სტკიოდა, რომ მთელი თავისი დღე და მოსწრება კუჭში იყო შეკრული.
შეკრული რატომ იყო? იმიტომ, რომ მის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს
ფირმა „შფოთვა, შიში & იმედგაცრუება“ დაპატრონებოდა. ერთხელ
ექიმმა დედაჩემს მართლაც ურჩია, რომ მამაჩემს სიმსივნის გამოსარიცხად ანალიზები გაეკეთებინა – თუ ეს გამოკვლევა დაგაწყნარებსო... დარწმუნებული ვარ, რაღაც ასეთს ეტყოდა. იმასაც აუხსნიდა,
30
რომ უფრო იაფი და ალბათ უფრო ეფექტური გამოსავალი ოყნის შეძენა იქნებოდა. ჰო, ვიცი, ვიცი ეს ყველაფერი, მაგრამ ცრემლები მაინც მომდის, იმიტომ, რომ წარმომიდგენია, როგორ უპობს მამაჩემს
თავის ქალას უზომოდ გაზრილი ავთვისებიანი წარმონაქმნი; წარმომიდგენია და მეტირება.
აჰა, მოახერხა დედაჩემმა, კედელთან მიმაყენა. იცის, რომ თავისას მიაღწია. მე კი ჩემი სიმსივნე სულ მავიწყდება, რადგან უფრო
დიდი დარდი და ნაღველი მერევა. ახლაც, ისევე, როგორც მაშინ,
ბავშვობაში, დავფიქრდები თუ არა, როგორ ჩაუარა მამაჩემს ცხოვრებამ განზე (თვითონ სწორედ ასე ამბობდა), რამდენი რამე დარჩა
გაუგებარი და გაუაზრებელი, როგორ გაატარა მთელი ცხოვრება
ყოფითი წვრილმანების მარწუხებში – ისე გამოვიდა, რომ არც ფული ჰქონდა, არც განათლება და არც წიგნიერება, ცნობისწადილი კი
ჰქონდა, მაგრამ შინაგანი კულტურა აკლდა, ჟინი ჰქონდა, მაგრამ
შესაძლებლობები – არა, გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ სიბრძნე
ვერ დააგროვა... ღმერთო, რა ადვილად მადგება თვალებზე ცრემლები... რა მალე მახრჩობს ბოღმა, როცა ამ შეუსაბამობებზე, ამ უსამართლობაზე ვფიქრობ!
თეატრის ცნობილი პროდიუსერი ბილი როუზი მოჰყავდა ხოლმე
იმის ნიმუშად, როგორ შეიძლება, კაცი არავინ იყოს და ყველაფერი
გახდეს. უოლტერ უინჩელის ნათქვამი გულში ჩარჩენოდა: ბერნარდ
ბარუქმა როუზი მდივნად მხოლოდ იმის გამო აიყვანა, რომ სტენოგრაფირება შეეძლოო. ეს ამბავი გულში ამოიჭრა და სკოლის ბოლო
კლასებში სულ იმას მიჩიჩინებდა, სტენოგრაფიის კურსებზე შედიო.
– ალექს, ვინ იქნებოდა ახლა ბილი როუზი, ეგ ხელობა რომ არ
ჰქონოდა? არავინ! ჰოდა, რატომ მეწინააღმდეგები?
მანამდე სხვა საძიძგილაო თემა გვქონდა: პიანინოზე დაკვრა. შინ
პატეფონი კი არა, ერთი ფირფიტაც არასდროს ჰქონია, ამიტომ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე ჭკუას კარგავდა. „არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანს მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა არ უნდოდეს?
31
შენი ბიძაშივილი ტობი პატარა გოგოა, მაგრამ ნახე, რას აგუგუნებს! პიანინოს მიუჯდება და რა სიმღერაც არ უნდა სთხოვონ, დაუკრავს. საკმარისია, „ჩაი ორისათვის“ დაუკრას, ყველას მასთან მეგობრობა უნდება. ამ გოგოს ცხოვრებაში მარტო ყოფნა არ ემუქრება, ალექს. ყოველთვის ხალხში მიღებული ადამიანი იქნება. მითხარი, რომ პიანინოზე დაკვრას ისწავლი და ხვალ დილითვე სახლში
დაგიდგამ. მისმენ საერთოდ, ალექს? ისეთ რამეს გთავაზობ, რაც
მთელ შენს ცხოვრებას შეცვლის! “
მე კი სწორედ ის არ მინდოდა, რასაც მამაჩემი მთავაზობდა და
რაც მე მინდოდა, იმას მამაჩემი ვერასდროს შემომთავაზებდა. ვის
გააკვირვებ ამით, ცხოვრებაში სულ ასე არ ხდება? ოღონდ რატომ
მაყენებს ეს ყველაფერი დღემდე ამხელა ტკივილს? იქნებ თქვენ
გაქვთ პასუხი, ექიმო? რაღაცაზე უნდა ვთქვა უარი, არა? ალბათ
გულიდან უნდა ამოვიშალო სიძულვილი... თუ სიყვარული? დააკვირდით, ამდენი ვილაპარაკე, მაგრამ რისი გახსენებაც მსიამოვნებს,
იმაზე ჯერ სიტყვაც არ მითქვამს – ისეთ რამეებზე, ექიმო, რომლების გამოც დანაკარგის მწველ განცდას ვერ ვიშორებ... ყველა ამ მოგონებას გარკვეული ამინდი, დღის გარკვეული მონაკვეთი მიღვიძებს ხოლმე. ასეთ წუთებში გონებაში რაღაც მიტრიალდება და უკვე
იქ კი აღარვარ, სადაც სინადვილეში ვიმყოფები, ვთქვათ, მეტროში,
საკუთარ ოფისში, ან სულაც რომელიმე მაგარ ქალთან ერთად რესტორანში – ჩემი ბავშვობის დღეებში ვინაცვლებ, იმათთან ვარ, ჩემებთან. შეიძლება, ეს სრულიად უსაგნო მოგონება იყოს და მაინც,
ჩემი, როგორც ადამიანის, წარსულის ისეთსავე მნიშვნელოვან
ფაქტს წარმოადგენდეს, როგორსაც ჩემივე ჩასახვა. გაგიკვირდებათ
და შეიძლება დედაჩემის კვერცხუჯრედთან მამაჩემის სპერმატოზოიდების დაჯახებაც კი მომაგონდეს. რა დიდია ამ დროს ჩემი მადლიერება – დიახ, ჩემი მადლიერება! – რაოდენ წამლეკავი და ენით
გამოუთქმელია ჩემი სიყვარული! დიახ, ჩემზე მოგახსენებთ, მე და
32
წამლეკავი, ენით გამოუთქმელი სიყვარული! მაგალითად, სამზარეულოში ვდგავარ (შეიძლება, სულაც პირველად ვდგავარ ჩემს
ცხოვრებაში) და დედაჩემი ხელს ფანჯრისკენ იშვერს: „გარეთ გაიხედე, შვილო“. მე ფანჯრიდან ვიჭყიტები. „ხედავ, როგორი მტრედისფერი ადევს ყველაფერს? ასეთია გვიანი შემოდგომის ცა“. პირველი
შეხვედრა პოეზიასთან, ლექსის პირველი პწკარი ჩემს ცხოვრებაში!
და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი მახსოვს! გვიანი შემოდგომის ცა... ჰო, კიდევ ცივზე ცივი იანვრის დღეა და... ბინდი მახსოვს. შებინდებების მოგონებებს ვერაფერს ვუხერხებ, შეიძლება
ერთ დღეს დამახრჩონ. ჭვავის პურზე წასმული ქათმის ქონი მახსოვს
– სადილის წინ მაჭმევდა ხოლმე დედაჩემი. გარეთ, ფანჯარაში
მთვარე მოჩანს, უკვე ცაზე ამოცურებულა. სახლში ახალი შემოსული ვარ, ლოყები გახურებული და აჭარხლებული მაქვს; ეზოს თოვლისგან ვწმენდდი და დოლარიც დავიმსახურე. „იცი, რა გექნება
დღეს სადილად? – ისეთი სიყვარულით, ისე თბილად მეღუღუნება
დედაჩემი, – იცი, რა ეკუთვნის შენნაირ დაუზარებელ ბიჭუნას? შენი
საყვარელი ზამთრის კერძი: ბატკნის ჩაშუშული“. . . ღამეა. მთელი
დღე ნიუ-იორკში გავატარეთ, „რეიდიო სიტიში“ ვიყავით, ჩაინათაუნში, ახლა კი შინ ვბრუნდებით, მანქანით ჯორჯ ვაშინგტონის ხიდზე გადავდივართ. პელ სტრიტსა და ჯერსი სიტის შორის უმოკლესი
გზა გვირაბ „ჰოლანდ ტანელზე“ გადის, მაგრამ მე ხიდზე გადასვლა
ავიტეხე, მშობლებს ძალიან ვეხვეწები და დედაჩემიც მთანხმდება,
მამაჩემს ეუბნება, ამ ხიდს „საგანმანათლებლო ღირებულება“ აქვსო.
მამაჩემმა მაშინ სახლის გზა ათი მილით მაინც დაიგრძელა, რომ ჩემთვის სურვილი აესრულებინა. წინ ჩემი და ზის და იმ ბიჯგების რაოდენობას ითვლის, რომლებზეც ლითონის წნელებისგან შეკრული,
„საგანმანათლებლო ღირებულების“ მქონე ეს სასწაულია გადებული, მე კი, ამასობაში, უკანა სავარძელზე დედაჩემის შავი წავის
ქურქზე მიხუტებულს მეძინება... ერთ ზამთარს, შაბათ-კვირას, ჩვე-
33
ნი მშობლების საკვირაო კლუბის, „ჯინ რამი ქლაბის“ წევრებთან ერთად ლეიკვუდში წავედით. ღამით ერთ განიერ საწოლში მე და მამა
შევწექით, მეორეში კი დედაჩემი და ჰანა მიუწვნენ ერთმანეთს. გამთენიისას მამაჩემი მაღვიძებს და გეგონება, გაქცევა გვქონდეს დათქმული, უხმაუროდ ვიცვამთ, მერე კი კარს უჩუმრად ვაღებთ და
ოთახიდან ვიძურწებით. „წამო, – მეუბნება ჩურჩულით და თან მანიშნებს, რომ ქუდს ყურები ჩამოვუწიო და პალტო შევიკრა, – რაღაც
მინდა გაჩვენო. იცი, რომ როცა თექვსმეტი წლის ვიყავი, აქ, ლეიკვუდში, მიმტანად ვმუშაობდი? “ სასტუმროდან გავდივართ. ულამაზესი, გარინდებული ტყისკენ იშვერს ხელს. „აბა, რას იტყვი? – მეუბნება, თან ბილიკზე მივსეირნობთ, – ყოჩაღად, მხნე ნაბიჯით! “
ვერცხლისფერ ტბას გარშემო ვუვლით. მარიგებს: „ახლა კარგად,
ღრმად ისუნთქე. ამნაირ ჰაერს დედამიწის ზურგზე ვერ იპოვი. ფიჭვის სურნელით გაჟღენთილი ზამთრის ჰაერია“. ეს სიტყვები, გადაბმით, ახლაც ყურში მიდგას; პოეტურობის კიდევ ერთი უეცარი გამოვლინება ჩემი მშობლისაგან... ფიჭვის სურნელით გაჟღენთილი
ზამთარი! უოდსუორთის შვილი რომ ვიყო, მღელვარება ამაზე მეტად ვერ ამიტანდა!
...ზაფხულობით მამაჩემი ქალაქში რჩება, ჩვენ სამნი კი ზღვაზე
მთელი თვით მივემგზავრებით და ავეჯით გაწყობილ ოთახებს ვქირაობთ. მამა ბოლო ორ კვირას შემოგვიერთდება ხოლმე, ისიც, თუ
შვებულება მისცეს... ჯერსი სიტიში ხანდახან საშინელი ტენიანობა
იცის, ჭაობების მხრიდან კოღოები მოსვენებას არ გვაძლევენ და მამაჩემი სამუშაო დღის დასრულებისთანავე ყოველდღე, ჩიზქეიქ ჰაივეის გავლით – წარმოიდგინეთ, რა სახელია ჩიზქეიქის გზატკეცილი! რას აღარ გაიგებს კაცის ყური! – სამოცდახუთ მილს გადის,
რომ ჩვენთან ჩამოვიდეს და ღამე გრილ და ნიავიან ბრედლი ბიჩში
ოჯახთან ერთად გაატაროს.
მამა ნასადილევს ჩამოდის, თუმცა მისი კუთვნილი ულუფა ყოველთვის ელოდება. მერე ოფლით გაჟღენთილ ტანსაცმელს იცვლის,
34
რომლითაც მთელი დღე ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში დარბოდა და საცურაო კოსტიუმს იცვამს. მე მისი პირსახოცი მომაქვს, როცა ქუჩას ზონარშეუკრავი ფეხსაცმელების ფრატუნით მოუყვება. ამ
დროს მე გაქათქათებული მოკლე შორტი და პოლოს მაისური მაცვია, ისიც თოვლივით თეთრი, ზედ ერთი ლაქაც არ ატყვია; მარილიანი წყალი ცოტა ხნის წინ ჩამოვიბანე, ჯერ კიდევ პატარა ბიჭის
რბილი, დამყოლი თმა მაქვს, რომელსაც ძალდაუტანებლად ვივარცხნი – შუაზე კოხტად გაყოფილი და გადავარცხნილი თმა. სანაპიროს გასწვრივ სასეირნო ბილიკს ჟანგმოდებული რკინის ბორდიური
მიუყვება და მეც ზედ ვჯდები. ქვემოთ მამაჩემი ისევ ისე მიაფრატუნებს ფეხსაცმელებს და ბოლოს ცარიელ პლაჟზე გადის. ვხედავ, რა
კოხტად აფენს პირსახოცს ქვიშაზე, წყალთან ახლოს. მაჯიდან საათს
იხსნის და ფეხსაცმელში დებს, მეორე ფეხსაცმელში სათვალეს აცურებს. აჰა, წყალში შესასვლელადაც მზადაა. წყალში მეც დღემდე
ისე შევდივარ, როგორც მამაჩემმა მასწავლა: ჯერ მაჯები უნდა ჩაყო, მერე წყალი იღლიებში უნდა შეიშხეფო, პეშვით უნდაამოიღო და
საფეთქლებსა და კისერზე მოისვა... ჰო, ოღონდ ნელა, აუჩქარებლად. ასე წყალსაც ეჩვევი და არც ორგანიზმი განიცდის სტრესს. დაახლოებით ამ სიტყვებით მიხსნიდა ხოლმე. ახლაც თვალწინ მიდგას,
როგორ აბრუნებს თავს უკვე წყალს მიჩვეული, სტრესგანუცდელი
მამაჩემი და რაღაც კომიკურ ჟესტს აკეთებს: იმ ადგილს უქნევს
ხელს, სადაც, როგორც ჰგონია, მე ვდგავარ, მერე კი ხელებგაშლილი
ზურგზე წვება და ტივტივს იწყებს. ცოტა ხანს ასე ტივტივებს – აბა,
წარმოიდგინეთ, სულ მუშაობს, მუშაობს და ვისთვის, თუ არა ჩემთვის? – ბოლოს კი მუცელზე ტრიალდება, რათა მკლავი რამდენჯერმე მაინც მოუსვას; ამ მოძრაობებს, რა თქმა უნდა, მისი ადგილიდან დაძვრა არ შეუძლია და მამაჩემიც ნაპირზე ამოდის. სველ,
მკვრივ ტორსზე მზის უკანასკნელი ათინათები უთამაშებს. მე ნაპირზე ვზივარ, მზე ჩემს ზურგს უკან ჩადის – ნიუ-ჯერსის ჩახუთული
ყურისკენ, საიდანაც სიცხეს გამოვექეცით.
35
ასეთები ბევრი მაქვს გასახსენებელი, ექიმო. ბევრად მეტი. დედაჩემისა და მამაჩემის ამბებს ვგულისხმობ.
მაგრამ... მაგრამ... მაგრამ... ნება მომეცით, სათქმელს თავი მოვუყარო. სხვა სურათებიც მიტივტივდება მეხსიერებაში... მამაჩემი
გახელებული გამოდის სააბაზანოდან, კეფას იქექავს და მოძალებულ გულძმარვას ნერწყვის ყლაპვით იხშობს.
– კარგი, აბა, რა უნდა გეთქვა ამისთანა, რომ ჩემს გამოსვლამდე
ვერ მოიცდიდა?
– არაფერი, – ამბობს დედაჩემი, – მოვაგვარეთ უკვე ის ამბავი.
მამაჩემი თვალს თვალში მიყრის – რომ იცოდეთ, როგორი იმედგაცრუება აწერია სახეზე! ჰო, მე ვარ, ვისთვისაც ცხოვრობს. ეგ ხომ
ისედაც ვიცი.
– არა, მითხარი, რა ქნა ასეთი!
– რაც ქნა, ქნა, დამთავრდა ეგ ამბავი, ღვთის წყალობით. ის
თქვი, შენ რა ქენი, კუჭმა თუ იმოქმედა? – ახლა დედაჩემი ეკითხება.
– რა თქმა უნდა, ვერ იმოქმედა.
– ჯეკ, რა გჭირს ამისთანა, კუჭმა ამდენ ხანს როგორ ვერ უნდა
იმოქმედოს?
– კუჭ-ნაწლავი ჩაბეტონებული მაქვს, ეგ არის, სხვა რა უნდა
მჭირდეს!
– იმიტომ რომ სულ ჩქარ-ჩქარა ჭამ!
– ჩქარ-ჩქარა სულაც არ ვჭამ!
– აბა, როგორ ჭამ, ნელა?
– ისე ვჭამ, როგორც საჭიროა!
– არა, ღორივით ჭამ. ეტყობა, ვიღაცას უნდა ეთქვა შენთვის ეს
ამბავი!
– ოჰოჰო, ხანდახან როგორ იცი ენის წაგრძელება! რა არის ეს,
რა გამოთქმაა!
– მე სიმართლის თქმა მიყვარს, – ამბობს დედაჩემი, – მთელი დღე
36
სამზარეულოში ფეხზე ვდგავარ, შენ კიდევ ისე ჭამ, გეგონება, ხანძარი გქონდეს ჩასაქრობი! და ამან კიდევ, აი, ამ ბიჭმა გადაწყვიტა,
რომ ჩემი გაკეთებული საჭმელი თურმე არ იჭმება. ურჩევნია, თავი
დაიავადმყოფოს და დედას სიცოცხლე შეუმოკლოს!
– აღარ იტყვი? რა ქნა-მეთქი ამისთანა, ამოღერღე!
– რა ვქნა, თუ არ მინდა, გული გატკინო? – ამბობს დედაჩემი, –
მოდი, დავივიწყოთ, ვითომ არაფერი მომხდარა.
დავიწყება კი თვითონვე არ შეუძლია და ამიტომ ახლა ის იწყებს
ტირილს. თურმე არც დედაჩემი ყოფილა ყველაზე ბედნიერი ქალი
დედამიწის ზურგზე. ერთ დროს მაღალი, შოლტივით გოგო იყო,
ალისფერი თმა ჰქონდა და ბიჭები „ცეცხლისფერას“ ეძახდნენ. ცხრაათი წლის ასაკში მისი სკოლის ალბომი ისე შემიყვარდა, რომ ხელიდან ვერ მგლეჯდნენ. კარგა ხანს ის ალბომი იმავე უჯრაში მქონდა
ჩაკეტილი, რომელშიც ჩემს ერთადერთ საგანძურს, მარკების ალბომს ვინახავდი.
სოფი გინსკის ჩვენ, ბიჭები, ცეცხლისფერას ვეძახით,
კარგი ტვინის პატრონია, თვალები აქვს ლამაზი,
ჰოდა, ვიცით, ძაან დიდი მომავალი მოელის.
აი, რას უწერდნენ ალბომში. და ეს გოგო დედაჩემი იყო!
მერე დედა ფეხბურთის გუნდის მწვრთნელის მდივნად მუშაობდა. ჩვენს დროში დიდი ვერაფერი საქმიანობაა, მაგრამ მაშინ, პირველი მსოფლიო ომის წლებში, ჯერსი სიტის კვალობაზე, კარგი სამსახური უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობდი, როცა იმ ალბომის გვერდებს ვფურცლავდი. ერთხელ დედამ მაშინდელი
შეყვარებულის, ლამაზი შავთვალება ბიჭის ფოტო მაჩვენა, რომელიც იმ დროს გუნდის კაპიტანი იყო, ახლა კი, როგორც სოფი ამბობს, „ნიუ-იორკში მდოგვის მთავარი მწარმოებელია“. „შემეძლო,
მამაშენს კი არა, ამას გავყოლოდი“, – გამომიტყდა ერთ დღეს დედაჩემი და მერეც რამდენჯერმე გაიმეორა. ძალიან მაინტერესებდა,
37
როგორ შეიცვლებოდა დედაჩემის და ჩემი ცხოვრება, სოფი მართლაც იმას რომ გაჰყოლოდა. ამნაირი ფიქრები, როგორც წესი, მაშინ მეძალებოდა, როცა მამას ჩვენი ქუჩის კუთხეში მდებარე დელიკატესების რესტორანში მივყავდით ხოლმე. მივიხედ-მოვიხედავდი
და გავიფიქრებდი, სადა ვზივარ, არადა, მთელი ქალაქის მდოგვი
ჩვენი უნდა ყოფილიყო-მეთქი! ეჭვი მაქვს, რომ დედაჩემსაც ეს სიტყვები უტრიალებდა თავში.
– ისევ ფრანგულ ჩიპსებს ჭამს ეს ბიჭი, – ამბობს დედა და სამზარეულოში სკამზე მოცელილივით ეშვება, რათა ჩემს საძაგელ მენიუსთან ერთად გამოიტიროს ყველაფერი, რაც ამ ცხოვრებაში აქვს
გამოსატირებელი. – სკოლის მერე მელვინ ვეინერთან ერთად მიდის
და მუცელს ფრანგულად შემწვარი კარტოფილით იყორავს. ჯეკ, შენ
უნდა უთხრა რაღაც, მე დედა ვარ, ჩემი ნათქვამი ამას არ ესმის...
ალექს, – მომმართავს უაღრესად შეშფოთებული და თან თვალით
მაცილებს, როგორ მივიძურწები ოთახიდან, – უბედურება ფაღარათით იწყება, მაგრამ იცი, რით მთავრდება? იცი, შენნაირი აზიზი კუჭის მქონე ბავშვს რა დაემართება ბოლოს? წელზე პოლიეთილენის
პაკეტს ჩამოგკიდებენ, სხვანაირად ვეღარ მოისაქმებ!
ვის ამარცხებდა ქალის ცრემლები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სწრაფად? მამაჩემს! მეორე მე ვარ.
– ხომ გაიგონე, რა თქვა დედაშენმა. აღარ ჭამო ფრანგული ჩიპსები მელვინ ვეინერთან ერთად სკოლის მერე! – მეუბნება მამაჩემი.
– არც სკოლის მერე და არც სხვა დროს, – ამატებს დედაჩემი.
– ჰო, არც სხვა დროს, – იმეორებს მამა.
– არც ჰამბურგერები ჭამო, – მოთქვამს დედა.
– არც ჰამბურგერები ჭამო, – ამბობს მამა.
სიტყვა ჰამბურგერებს დედაჩემი ისეთი მწველი სიძულვილით
წარმოთქვამს, როგორითაც, ვთქვათ, ჰიტლერს ახსენებდა:
– ჰამბურგერები, რომლებშიც ყველანაირ სისაძაგლეს ტენიან,
რაც კი ხელში მოხვდებათ! ეს ვაჟბატონი კი ამ სისაძაგლით მუცელს
38
იყორავს. ჯეკ, უთხარი, დაიფიცოს, რომ აღარ შეჭამს! მანამ შეგპირდეს, სანამ რაღაც საშინელება დამართვია! მერე გვიან იქნება!
– ვფიცავ, გპირდებით, მეტს აღარ შევჭამ! – ვყვირი და სამზარეულოდან გავრბივარ. საით გავრბივარ? რა ძნელი გამოსაცნობი
ეგაა!
თვალის დახამხამებაში ტრუსს მუხლებამდე ვიწევ, მოზარდის ნაწამებ-ნაწვალებ სირს ვათავისუფლებ და საქმეს მაშინაც არ ვწყვეტ,
როცა სააბაზანოს კარს მომდგარი დედაჩემი კივილს იწყებს:
– ახლა მაინც არ ჩარეცხო! გესმის, რას გეუბნები, ალექს? უნდა
ვნახო, რა დამხვდება უნიტაზში!
ექიმო, ხვდებით, რა დღეში ვიყავი? ესე იგი, მხოლოდ ჩემს ასოში
You have read 1 text from Georgian literature.
Next - პორტნოის სინდრომი - 03
  • Parts
  • პორტნოის სინდრომი - 01
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2217
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.0 of words are in the 5000 most common words
    45.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 02
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2131
    30.7 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 03
    Total number of words is 3812
    Total number of unique words is 2198
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 04
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2076
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 05
    Total number of words is 3875
    Total number of unique words is 2105
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 06
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 2077
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 07
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2090
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 08
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2190
    26.8 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 09
    Total number of words is 3779
    Total number of unique words is 2242
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.5 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 10
    Total number of words is 3710
    Total number of unique words is 2228
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 11
    Total number of words is 3768
    Total number of unique words is 2095
    28.2 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    46.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 12
    Total number of words is 3758
    Total number of unique words is 2132
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 13
    Total number of words is 3750
    Total number of unique words is 2178
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 14
    Total number of words is 3628
    Total number of unique words is 2199
    25.8 of words are in the 2000 most common words
    37.9 of words are in the 5000 most common words
    44.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 15
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2229
    26.5 of words are in the 2000 most common words
    37.3 of words are in the 5000 most common words
    44.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 16
    Total number of words is 2820
    Total number of unique words is 1682
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.