Latin

პორტნოის სინდრომი - 10

Total number of words is 3710
Total number of unique words is 2228
27.8 of words are in the 2000 most common words
39.3 of words are in the 5000 most common words
46.6 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
წარსულიდან იცის), არც ლუდს სვამს გათენებამდე „ამერიკულ ლეგიონში“ ( რაც ცოლს სიღარიბეში გატარებული ახალგაზრდობის
უბადრუკი წლებიდან უნდა ახსოვდეს). არა და არა, ქალბატონებო
და ბატონებო, მოვლენა, რომელიც ჩვენს წინაშეა, საკუთარ ოჯახთან რეკორდულადხანგრძლივი და დამქანცველი ბრძოლის შედეგად
162
იშვა: ებრაელი ბიჭი კანიდან ძვრება, რათა უკვე საკუთარი ოჯახის
სანიმუშო, პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობებით აღსავსე წევრი იყოს. ისინი, ვინც ჰარი გოლდენი წარმოგიდგინეს „იაფფასიან საუბრებში“, ახალ შოუს წარმოგიდგენენ – ალექსანდერ
პორტნოის შოუს! თუ თქვენ მოგწონდათ არტურ მილერი გზააბნეული შიკსეების მხსნელის როლში, მაშინალექსიც მოგეწონებათ!
იცით რაშია საქმე, მე მანქის წარსულისგან – იმ პირობებისგან, რომელთა გაძლებაც უხდებოდა უილინგის სამხრეთით, თვრამეტ მილში მდებარე ნახშირის მაღაროებიან პატარა ქალაქ მაუნდსვილში –
სრულიად განსხვავებული წარსული მქონდა. როცა მე ნიუ-ჯერსიში
საალერსო სიტყვებით (და ებრაული სითბოთი, მანქის წარმოდგენით) ვიყავი გარემოცული, თვითონ დასავლეთ ვირჯინიაში, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, გაჭირვება ახრჩობდა. მამამისი ერთი რეგვენი ვინმე იყო, რომლისთვისაც შვილი ავეჯზე მეტად არ ფასობდა. დედამისს – კეთილ, მაგრამ ბრიყვ და გაუნათლებელ ქალს –
არც წერა-კითხვა ეხერხებოდა და არც თვლა; მისი წინაპრების მხოლოდ ბოლო თაობა ჩამოსულიყო მთიანი რეგიონიდან, თავად კი
პირში ერთი კბილიც არ უჭაჭანებდა. ქალიშვილი დედისათვის რაღაც გაუგებარი მოთხოვნილებების მქონე არსება იყო.
აი, მანქის მონაყოლი ერთ-ერთი ამბავი, რომელმაც ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა (თუმცა სისასტიკის, სიბრიყვისა და
ექსპლუატაციის შესახებ მოთხრობილი მისი სხვა ამბების მიმართაც
ჩემნაირი ნევროტიკი გულგრილი ვერ დარჩებოდა): ერთხელ, როცა
თერთმეტი წლის იყო, მამამისის უჩუმრად, შაბათ დღეს, საბალეტო
სკოლაში გაპარულა, სადაც ცეკვის გაკვეთილებს ადგილობრივი
„არტისტი“, ვინმე მისტერ მორისი ატარებდა. მალე სტუდიაში მამამისი ქამარმომარჯვებული მივარდნილა, შვილი სახლისკენ ცემა-ცემით გაუგდია, მისთვის წვივები აუჭრელებია, ფეხებშეკრული მთელი დღით ჩაუკეტავს საკუჭნაოში და გაუფრთხილებია, კიდევ ერთხელ რომ დაგინახო მაგ მეტრაკესთან მისული, იცოდე, ფეხების
163
შეკვრა მონაგონი იქნება, ისეთს გიზამო.
ნიუ-იორკში პირველად რომ ჩამოვიდა, მანქი თვრამეტი წლის
იყო, მაგრამ არც ერთი უკანა კბილი აღარ ჰქონდა. ყველა ამოეღო
(რატომ, ეს დღემდე ვერ გამაგებინა). მაუნდსვილელ კბილის ექიმს
სათითაოდ დაეძრო – უდავოდ ისეთივე ნიჭიერი დანტისტი უნდა
ყოფილიყო, როგორი მოცეკვავეც მისტერ მორისი გახლდათ. ერთმანეთი რომ გავიცანით დაახლოებით ერთი წლის წინ, მანქის უკვე
გათხოვებაც მოესწრო და განქორწინებაც. ქმარი, ორმოცდაათი
წლის ფრანგი მეწარმე, ფლორენციაში გაეცნო, სადაც პალაცო პიტიში მოწყობილ მოდების ჩვენებაში მონაწილეობდა. კაცს ერთ კვირაში მოეხერხებინა მისთვის თავბრუს დახვევა და მისი ცოლად მოყვანა. დაქორწინების შემდეგ გაირკვა, რომ ფრანგი მეწარმის სქესობრივი ცხოვრება ახალგაზრდა, ლამაზ ცოლთან ერთად საწოლში
ჩაწოლას და ორმოცდამეორე ქუჩიდან გამოწერილ ჟურნალ „წვივსაკრავზე“ მასტურბირებას გულისხმობდა. იმ პერიოდის ამბების, იმ
ექსცესების გახსენებისას, რომელთა შემსწრეც მაშინ გახდა, როცა
მაგნატის ცოლი გახლდათ, მანქი ბრიყვულ, ბინძურ, სოფლურ ბილწსიტყვაობას მიმართავს ხოლმე. იმ თოთხმეტი თვის აღწერას რომ
იწყებს, ხანდახან ძალიან სასაცილო ხდება, მიუხედავად იმისა, რა
დამთრგუნველი, მეტიც, ალბათ საშინელი თვეები აქვს გამოვლილი.
თუმცა ერთი კია: ქორწინების შემდეგ ქმარმა ჯერ ლონდონში წაიყვანა და ხუთი ათას დოლარად ყველა კბილი ჩაასმევინა, მერე პარიზში ყელზე რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ღირებულების სამკაული აასხა, რითაც, როგორც მანქი ამბობს, აიძულა, თავი დავალებულად კარგა ხნით ეგრძნო. ესო, – მომახსენა (მანამდე, სანამ
ისეთი სიტყვების ხმარებას ავუკრძალავდი, როგორიცაა „რამე“,
„მხეცი“, „დაცემა“, „გამისწორდა“), – ეთიკის ამბავი იყო და რამეო.
ბოლოს განქორწინება იმ პატარ-პატარა ორგიებმა გადააწყვეტინა, რომლების მოწყობაც ქმარმა მას შემდეგ დაიწყო, რაც „წვივსაკრავზე“ ( თუ „მაღალქუსლიანი ჩექმები“ იყო?) ნძრევა და გათავება
164
ორივეს ყელში ამოუვიდა. აი, რა ხდებოდა ამ ორგიების დროს: ვიღაც ქალი – სასურველი იყო, შავკანიანი ყოფილიყო – დიდი თანხის
საფასურად შუშის საჟურნალე მაგიდაზე შიშველი ჩაცუცქდებოდა
და მოსაქმებას დაიწყებდა, მაგიდის ქვეშ გულაღმა გაწოლილი მაგნატი კი ქვემოდან უყურებდა და ანძრევდა. ამ დროს მანქი, ჩვენი
საბრალო მანქი, ჩაცმულ-დახურული, წითელ დივანზე უნდა მჯდარიყო, კონიაკი უნდა ეწრუპა და თვალი უნდა ედევნებინა, როგორ
დაეტყეპებოდა განავალი მაგიდას მისი სატრფოს ცხვირიდან სულ
რაღაც ექვსიოდე დუიმით ზემოთ.
ნიუ-იორკში დაბრუნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ – თუ არ
მეშლება, ოცდაოთხი თუ ოცდახუთი წლის უნდა ყოფილიყო – მანქიმ
თავის მოკვლა სცადა და ვენებზე სამართებელი გადაისვა. ამის მიზეზი მისი მაშინდელი საყვარლის (რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდ ჩაცმულ ას მამაკაცს შორის იყო დასახელებული) უდიერი საქციელი იყო „ლე კლობში“, „ელ მოროკოსა“ თუ „ლ’ენტერდიში“. ასე
გაიკვალა გზა ცნობილი დოქტორ მორის ფრენკელის კაბინეტისაკენ,
რომელსაც ყოველთვის „ჰარპოდ“ მოიხსენიებდა ხოლმე. ბოლო ხუთი წელი მის დივანზე ბორგვაში გაატარა; ერთი სული ჰქონდა, მოესმინა, რა უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ ვიღაცის ცოლი და ვიღაცის დედა გამხდარიყო.
– რატომ? – მოთქმით შესჩიოდა მანქი ჰარპოს, – რატომ მაქვს
მოსჯილი სულ ამ საზიზღარ, ცივსისხლიან ნაგვებთან ურთიერთობა, ნორმალურიკაცები რატომ არ მხვდებიან? მითხარი რა, ჰარპო!
ხმა ამოიღე, რამე მაინც თქვი!
– არა, ცოცხალია, დარწმუნებული ვარ. აბა, ვის გაუგონია,
მკვდარს მდივანი ჰყავდეს, რომელიც სატელეფონო ზარებს პასუხობს? – მეუბნებოდა ხოლმე მანქიდა თხელი სახე ტკივილისგან ებრიცებოდა. თერაპიის (თუ რაც იყო) კურსს მაშინ აგრძელებდა, როცა ვიღაც ახალი ნაგავი გულს ატკენდა და მკურნალობას იმავე
165
წუთს წყვეტდა, როგორც კი მის ცხოვრებაში ახალი რაინდი გამოჩნდებოდა.
მე მის ცხოვრებაში „რევოლუციური გარღვევა“ გამოვდექი. ჰარპო მანქის ამ შეფასებას, რა თქმა უნდა, არ დათანხმებია, მაგრამ არც
შეწინააღმდეგებია. ერთი ჩაუხველებია და მანქიმ ის ჩახველება
თანხმობის ნიშნად მიიჩნია. ის კაცი ხან ჩაახველებდა, ხან ჩაიბურდღუნებდა, ხან ამოაბოყინებდა და შიგადაშიგ შეიძლება აკუებდა
კიდეც – განზრახ თუ შემთხვევით, რას გაიგებ. იქნებ მისი გაკუება
„არასაც“ ნიშნავდა, აბა, ვინ იცის.
– ჩემი საშველი! ჩემი გარღვევა! რა მაგარი ხარ! – ამას საწოლში
მეკრუტუნებოდა, როცა ფისუნია ხდებოდა ხოლმე, მაგრამ როცა თავისის გატანა უნდოდა და შეტევაზე გადმოდიოდა, მაშინ საქმე ასე
ტრიალდებოდა: – გესმის, შე ნაბიჭვარო ურია? გათხოვება მინდა!
მინდა, ადამიანად ვიგრძნო თავი ბოლოს და ბოლოს!
მოკლედ, მანქისთვის „გარღვევა“ თუ „საშველი“ უნდა ვყოფილიყავი... თუმცა, რა, თვითონ არ იყო ჩემთვის იგივე? რა, მანქისნაირი
ქალი შემხვედრია მანამდე თუ კიდევ შემხვდება? სწორედ ამისთვის
არ ვლოცულობდი? ასეა, ლოცულობ, ლოცულობ, ლოცულობ მთელი შენი ბიჭობის წლები, მხურვალედ, ვნებიანად, სანამ ღმერთს
უნიტაზის სამსხვერპლოსთან ლიტრობით სპერმას არ შესწირავ. მერე, ერთ მშვენიერ ღამეს, უფრო სწორად, შუაღამეს, მაშინ, როცა
სრულიად გადაწურული გაქვს იმედი, მას, ვისი წარმოდგენაც ოცდათორმეტი წლის ასაკშიც კი არ გაძლევს მოსვენებას, ლექსინგტონ
ავენიუსა და ორმოცდამეთორმეტე ქუჩის კუთხეში გადაეყრები. ღია
ყავისფერი შარვალი და პიჯაკი აცვია და ტაქსის გაჩერებას ცდილობს. მაღალი და აშოლტილია, მუქი, სქელი თმა აქვს, თხელ სახეზე
კი უკმაყოფილება ემჩნევა. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,
სრულიად ფანტასტიკური მოყვანილობის ტრაკი ამშვენებს.
რატომაც არა? რას კარგავ? ან რას იგებ, მაგრამ მაინც... ნუ აი-
166
წურე, ენა ნუ დაგება, შე ვირისთავო! მიდი, გამოელაპარაკე. ტრაკიც აქვს და ტრაკზე მეტიც – ის ნაპრალი, მსოფლიოში ყველაზე
ტკბილ ნექტარს რომ ინახავს! მიდი, ელაპარაკე!
– გამარჯობა! – ოდნავ გაოცებულმა ნაზად მივმართე, თითქოს
საიდანღაც მეცნობოდა.
– რა გინდა?
– მინდა, სასმელზე დაგპატიჟოთ.
– მახვევს! – თქვა და გველურად ჩაიცინა.
დამცინის! ზუსტად ორ წამში ორი შეურაცხყოფა მომაყენა! ამხელა ქალაქის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს!
– ის უნდა აგილოკო, რაც ფეხებს შორის გაქვს. აბა, რას იტყვი,
ჩემო პატარა?
„ღმერთო! ახლა პოლიციას გამოიძახებს! პირდაპირ მერთან გამაქანებენ! “
– ეგ სულ სხვა საქმეა! – მიპასუხა.
ჰოდა, ტაქსი დაიძრა და მალე მის ბინაში ამოვყავით თავი. იქ კი
ტანზე გაიხადა და მითხრა:
– მიდი, დაიწყე.
ჩემი უნდობლობის რა ვთქვი! ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა! რაც მე იმ დღეს ვლოკე! თავს ისე
ვგრძნობდი, თითქოს სველ ზმანებებში ვცხოვრობდი. როგორც იქნა,
იმ პორნოგრაფიული ფილმების ვარსკვლავს ვლოკავდი, რომლებიც
თავში მას მერე მიტრიალებდა, რაც ხელი სირზე პირველად მოვივლე...
– ახლა ჩემი ჯერია, – მითხრა მან, – ვალში არც მე დაგრჩები.
წარმოიდგინეთ, ექიმო, ამ უცხო ქალმა ისეთი მინეტი გამიკეთა,
თითქოს ეს საქმე, სხვა შესანიშნავ რამეებთან ერთად, საგანგებოდ
კოლეჯში ჰქონდა ნასწავლი! ჩემი სირი პირში მთლიანად ჩაიდო!
გავიფიქრე, ეს რა პირი ვნახე-მეთქი! მიდი და ამის მერე თანაბარ
167
შესაძლებლობებზე ილაპარაკე! ამავე დროს ვფიქრობდი, აქედან
უნდა გავიქცე, დავახვიო, რა ვიცი, ვინ ოხერია-მეთქი!
ცოტა ხნის შემდეგ სქესობრივი გადახრების შესახებ გრძელი, სერიოზული და ამაღელვებელი საუბარი წამოვიწყეთ. მკითხა, ოდესმე
კაცთან თუ წოლილხარო. ვუპასუხე, არა-მეთქი. მერე მეც ვკითხე
(მომეჩვენა, რომ ამ შეკითხვას ელოდა): შენ თუ წოლილხარ ქალთანმეთქი.
– არა.
– გინდა ამის გაკეთება?
– შენ გინდა, რომ გავაკეთო?
– რატომაც არა? რა თქმა უნდა, მინდა.
– გინდა, რომ მიყურო?
– მგონი, მინდა.
– ეგ სულ არაა ძნელი მოსახერხებელი.
– ჰოო?
– აბა, რა.
– რა ვიცი, წესით, უნდა მომეწონოს.
– მეც მგონია, რომ უნდა მოგეწონოს, – მიპასუხა სარკასტულად.
მიამბო, რომ ერთი თვის წინ, როცა ვირუსი შეეყარა, ნაცნობ
წყვილს მოუნახულებია და მისთვის სადილი გაუკეთებია. სადილობის შემდეგ უთქვამთ, გვინდა, რომ სექსის დროს გვიყუროო. სიცხიანი მანქი საწოლში წამომჯდარა, იმათ კი ტანზე გაუხდიათ და საძინებელში გაფენილ ნოხზე შესდგომიან საქმეს.
– იცი, რისი გაკეთება მთხოვეს, სანამ თვითონ ერთ ამბავში იყვნენ?
– არა.
– სამზარეულოში რამდენიმე ბანანი მქონდადა მთხოვეს, როცა
გვიყურებ, ბანანი ჭამეო.
– რა თქმა უნდა, არის ამაში რაღაც სიმბოლური.
– რა არის?
168
– არა, მართლა, ბანანის ჭამა რატომ გთხოვეს?
– აბა, რა ვიცი. ალბათ უნდოდათ, ჩემი იქ ყოფნა ეგრძნოთ. ჩემი
ხმა რომ გაეგონათ. ღეჭვის ხმა და რამე. მისმინე, შენ მარტო ლოკავ
თუ სხვა რამეებიც შეგიძლია?
ნამდვილი მაკკოი! „ემპაირ ბერლესკის“ ბოზი! ძუძუები არ აქვს,
მაგრამ რას დავეძებ, ისეთი ლამაზია!
– სხვა რამეებიც შემიძლია.
– ძალიან კარგი. მეც.
– რა დამთხვევაა, რომ მე და შენ ერთმანეთს გადავეყარეთ!
ეს რომ ვთქვი, პირველად გაეცინა. მე კი, იმის ნაცვლად, რომ
დავმშვიდებულიყავი, უცებ წარმოვიდგინე: ახლა ორიოდე წამში საძინებლის კარადიდან უზარმაზარი ზანგი გადმოხტება და გულში
დანას გამიყრის, ან ეს ქალი გაცოფდება და სიცილი ისტერიკაში გადაუვა... ღმერთმა იცის, რა კატასტროფა შეიძლება მომხდარიყო!
ედი უეიტკუსისამბავს რა დამავიწყებდა.
ნეტავ მაინც ვინ იყო – ბოზი? მანიაკი? ხომ შეიძლებოდა, ვიღაც
პუერტორიკოელ ნარკომოვაჭრესთან ყოფილიყო გარიგებული, რომელიც სწორედ ამწუთას ჩემს ცხოვრებაში შემოსავარდნად ემზადებოდა? შემოსავარდნად და მისთვის წერტილის დასასმელად, რათა
„კორვეტში“ შეძენილ მაჯის საათთან ერთად ის ორმოცი დოლარიც
ჩაეჯიბა, რომელიც საფულეში მედო?
– მისმინე, – ვუთხარი ჭკვიანური გამომეტყველებით, – ამას, რაც
ახლა მოხდა, ასე თუ ისე... მეტ-ნაკლებად... ყველასთან აკეთებ ხოლმე?
– რა კითხვაა! – მიყვირა უცებ. – რა ღორობაა! სხვებისგან არ
განსხვავდები, შენც დანარჩენებივით უგულო ნაბიჭვარი ხარ, არა?
არ გიფიქრია, რომ გრძნობები მეც მაქვს?
– ბოდიში, მაპატიე.
თუმცა მისი რისხვა და ბრაზი უმალვე ცრემლებმა ჩაანაცვლა. ნუ-
169
თუ მეტი საბუთი მჭირდებოდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ გოგოს, რბილად რომ ვთქვათ, არამყარი ფსიქიკა ჰქონდა? ჩემს ადგილას ნებისმიერი ჭკუათმყოფელი მაშინვე ადგებოდა, ტანზე ჩაიცვამდა და სანამ მთელი იყო, იქიდან დაახვევდა. გადარჩენისთვის
ღმერთს მადლობასაც შესწირავდა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩემი
ჭკუა იქვე იმყოფება, სადაც ჩემი შიშებია დაბუდებული! ეს საღი
გონება, შიშსა და შფოთვასთან ერთად, სამარცხვინო წარსულიდან
გამომყვა, რომელსაც ვერა და ვერ გავუსწორდი. ნაბიჭვარი ტირანი
– ჩემი სუპერეგო – სახრჩობელაზეა ჩამოსაკიდი! ფეხებით უნდა ჩამოკიდო, თავისი მოიერიშეთა ბატალიონის ჩექმებით, და ასე უნდა
ამოხადო სული! აბა, ვინ ცახცახებდა ქუჩაში, მე თუ ეს გოგო? მე!
აბა, ვინ იყო თამამი, გამბედავი და თავზეხელაღებული, მე თუ ეს
გოგო? გოგო! მაგის დედაც ვატირე...
– მისმინე, – მეუბნება უცებ და ცრემლებს ბალიშისპირით იწმენდს, – მისმინე, მე შენ მოგატყუე. თუ საერთოდ გაინტერესებს,
სადმე იწერ ან რამე ეგეთი...
– ჰოო? რა მომატყუე? – ვეკითხები და თან იმაზე ვფიქრობ, რომ
სადაცაა, კარადიდან ამის შვარცე გამოვა, სადაცაა, გაიელვებენ მისი თვალები, თეთრი კბილები და სამართებლის პირი! საგაზეთო სათაური: „თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის საქალაქო
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე თავმოჭრილი იპოვეს მეძავის
ბინაში! “
– რას გატყუებდი! შენ რაღას გატყუებდი!
– ვერ ვხვდები, რაზე მელაპარაკები.
– რაზე და, იმათ კი არ უნდოდათ, რომ ბანანი მეჭამა. ჩემს მეგობრებს კი არ უთხოვიათ, ბანანი ჭამეო, მე თვითონ მინდოდა.
ახლა კი იცით, რატომ შევარქვი მანქი.
რატომ მომატყუა? მე რატომ მომატყუა? ვვარაუდობ, რომ ამ
გზით ნახევრად გაუცნობიერებლად ცდილობდა, ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოეხდინა. ქუჩაში მასზე ბევრად განათლებულ მამაკაცს
170
შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევით გაიცნო, საწოლში
მინეტი მაინც მთელი გულით გაუკეთა და სპერმაც სულისშემძვრელად გადაყლაპა, მერე კი სქესობრივ გადახრებზეც ესაუბრა... როგორც ვხვდები, არ უნდოდა, რომ ამის გამო სექსზე გადარეულ, თავაწყვეტილ ქალად ჩამეთვალა. თვალი შემავლო თუ არა, ალბათ
უმალვე წარმოიდგინა, როგორი ცხოვრებით იცხოვრებდა ჩემთან...
მორჩა, დამთავრდა თავგადასავლები „პიერ კარდენის“კოსტიუმებში
გამოწყობილ, მხოლოდ საკუთარ თავზე შეყვარებულ მექალთანეებთან; ერთადერთი ღამის გატარება სასოწარკვეთამდე მისულ, ცოლშვილიან კონექტიკუტელ სარეკლამო აგენტებთან. დამთავრდა საუზმეზე ცხელ-ცხელი ღვიძლის კატლეტების მირთმევა „სერენდიფითიში“ და კოსმეტიკის სფეროში მოღვაწე, ხანში შესულ, გარყვნილ
მეწარმეებთან ერთად „ლე პავილიონში“ ვახშმობა, ასდოლარიანი
ვახშამი და მოხუცების გაუთავებელი ლაქლაქი... ამდენი წლის განმავლობაში მისი ზმანებების მკვიდრი, მისი საოცნებო მამაკაცი, რომელიც ერთგული ქმარი და მზრუნველი, მოსიყვარულე მამა იქნებოდა... ებრაელი გამოდგა! თან როგორი ებრაელი! ჯერ ფეხებშუა
ყველაფერი აულოკა, მერე ესაუბრა და უამრავი რამე აუხსნა, მოსაზრებები გაუზიარა, ურჩია, რომელი წიგნები წაეკითხა და ხმა ვისთვის მიეცა, ბოლოს კი ისიც ასწავლა, როგორ უნდა ეცხოვრა და
ისიც, თუ როგორ არ უნდა ეცხოვრა.
– საიდან იცი? – ფრთხილად მეკითხებოდა ხოლმე, – ეს ხომ მხოლოდშენი აზრია.
– რას ნიშნავს ჩემი აზრი? ეს, ჩემი აზრი კი არა, ჭეშმარიტებაა,
ჩემო გოგონა!
– ეგ ისეთი რამეა, რაც სხვებმაც იციან... თუ მარტო შენ იცი?
ებრაელი, რომელიც ნიუ-იორკის ღარიბ-ღატაკთა კეთილდღეობაზე ზრუნავს, ცოტა ხნის წინ ფეხებშუა ყველაფერს ულოკავდა!
კაცმა, რომელიც საგანმანათლებლო გადაცემებში მონაწილეობს,
მის პირში გაათავა! ექიმო, ნუთუ ეს ყველაფერი ერთ წამში ცხადად
171
დაინახა? შესაძლებელია ასეთი რამე? დავიჯერო, ქალები ასეთ
გათვლებს აკეთებენ? იქნებ მე საშოს მეტისმეტად მიამიტურად ვუყურებ? ეს ყველაფერი დაინახა და იქვე, ლექსინგტონ ავენიუზე დაგეგმა?.. ჩვენი სააგარაკო სახლის სასტუმრო ოთახში, წიგნის თაროების სიახლოვეს, ბუხარი ნაზად გუზგუზებს. ირლანდიელი ძიძა
ჩვენს შვილებს აბანავებს, რომლებსაც მალე დედიკო საწოლში ჩააწვენს. ეს მაღალი და ტანადი ყოფილი მოდელი, ერთ დროს მაღალ
საზოგადოებაში გარეული და სექსზე შეშლილი, დასავლეთ ვირჯინიის მთა-გორებისა და მაღაროების პირმშო, რომელსაც თავი ათობით ნაბიჭვრის მსხვერპლად მიაჩნდა, ახლა „სენ ლორანის“ პიჟამასა
და ტყავის საშინაო ფეხსაცმელში გამოწყობილი, ფიქრიანი გამომეტყველებით ჩაფლულა სემუელ ბეკეტის წიგნში... მის გვერდით მაღალბეწვიან ნოხზე მისი ქმარი მოკალათებულა, რომელზეც მთელი
ქვეყანა ლაპარაკობს – ნიუ-იორკის საქალაქო კომისიის ყველაზე
უმწიკვლო წევრი... პირში ჩიბუხგარჭობილი, შეთხელებული ებრაული კულულებით, ებრაული მესიანიზმის ხიბლსა და მგზნებარებას
გარემოუცავს...
ახლა იმას მივუბრუნდეთ, თუ რით დამთავრდა ირვინგტონ პარკში ჩემი სრიალი: ერთ შაბათ საღამოს აღმოვაჩინე, რომ მოყინულ
ტბაზე სრულიად მარტო ვსრიალებდი თოთხმეტი წლის შიკსესთან
ერთად, რომლის ვარჯიშსა და ყინულზე რვიანების ხაზვასაც ლანჩის
დროიდან ვადევნებდი თვალს. ამ გოგონას ჩემს თვალში მარგარეტ
ო’ბრაიენის ხიბლი ჰქონდა, მთელი ამერიკული ბურჟუაზიის ხიბლი
და მიმზიდველობა: დაჭორფლილი ცხვირი, მოციმციმე თვალები და
საყვარელი სახე. ამავე დროს საზოგადოების ქვედა ფენებისთვის
დამახასიათებელი უბრალოებითა და ხელმისაწვდომობითაც გამოირჩეოდა – პეგი ენ გარნერის სრიალა ქერა თმით. იცით, ისინი, ვინც
სხვების თვალში კინოვარსკვლავები იყვნენ, ჩემთვის შიკსეების განსხვავებულ ტიპებს წარმოადგენდნენ. კინოთეატრიდან გამოსულს
ხშირად წარმომიდგენია, ნიუარკის რომელ სკოლაში ივლიდნენ ჯეინ
172
კრეინი, კეტრინ გრეისონი და მათნაირები, ჩემი თანატოლები რომ
ყოფილიყვნენ. სად შეიძლებოდა ისეთი შიკსეს გაცნობა, როგორიც
ჯინ ტირნი იყო, რომელიც ხანდახან ებრაელიც კი მეგონა (შესაძლოა, ასეთივე წარმატებით, ჩინელიც ყოფილიყო)... პეგი ენ ო’ ბრაიენმა კი ყინულზე ბოლო რვიანი მოხაზა და გასახდელისკენ ზანტად
გასრიალდა. მთელი ზამთარი თითი არ გამინძრევია, რომ ამ გოგოს
ყურადღება მიმეპყრო, საერთოდ, რომელიმე გოგოს ყურადღება
რომ მიმეპყრო. არადა, სადაცაა, მარტი დადგება, ტბის პირას წითელ დროშას დაკიდებენ და ისევ პოლიომიელიტის სეზონი დაიწყება. შეიძლება, მომდევნო ზამთრამდე ვერც მივაღწიო! ნეტავ რას ველოდები? ან ახლა, ან არასოდეს! ჰოდა, კვალში ვუდგები გოგოს,
რომელიც ეს-ესაა, თვალს მიეფარა – მისკენ გადარეულივით მივსრიალებ. „ბოდიშს გიხდით, – ვეტყვი, – წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რომ სახლამდე მიგაცილოთ? “ მოიცა, „სახლამდე მიგაცილოთ“
თუ „სახლამდე გაგაცილოთ“ – რომელი იქნება სწორი? მე ხომ
სრულყოფილი ინგლისურით უნდა ვიმეტყველო. სიტყვა არ უნდა წამომცდეს ებრაული. „იქნებ ცხელი შოკოლადი დაგველია ერთად? შეიძლება, ტელეფონის ნომერი გკითხოთ და ერთ საღამოს დაგირეკოთ? ჩემი სახელი? ელტონ პეტერსონი“. ეს სახელი და გვარი ესექსის სატელეფონო ცნობარის მონტკლერის განყოფილებიდან ამოვირჩიე – ჩემი აზრით, აბსოლუტურად გოურად ჟღერდა, თითქმის
ჰანს ქრისტიან ანდერსენივით. ეს რა გავარტყი! მთელი ზამთარი
ელტონ პეტერსონის წერაში ჩუმ-ჩუმად ვვარჯიშობდი, მერე კი იმ
გვერდებს რვეულიდან ვხევდი და ვწვავდი, რათა ოჯახში არავისთვის არაფერი ამეხსნა. მე ელტონ პეტერსონი ვარ, მე ელტონ პეტერსონი ვარ – იქნებ ელტონ ქრისტიან პეტერსონი? მოიცა, ხომ არ
ვამლაშებ? ელტონ ქ. პეტერსონი ხომ არ სჯობს? იმდენად ვღელავდი იმაზე, რომ არ დამვიწყებოდა, ვინ უნდა ვყოფილიყავი, იმდენად
მაშფოთებდა ის, რომ გასახდელამდე მისვლა მანამდე მომესწრო, სა-
173
ნამ ის გოგო ციგურებს იცვლიდა – იმაზეც ვფიქრობდი, რა უნდა მეპასუხა, თუ ჩემისახის შუა ნაწილით დაინტერესდებოდა (ჰოკეის თამაშის დროს მიღებული ძველი ტრავმაა! .. საკვირაო წირვიდან ახალი გამოსული ვიყავი და პოლოს თამაშის დროს ცხენიდან ჩამოვვარდი... საუზმეზე სოსისი მომივიდა ბევრი და... ჰა ჰა ჰა! ) – რომ ვერც
კი შევნიშნე, როგორ აღმოჩნდა ჩემი ცალი ციგურის წვეტი ზედ ყინულის კიდეზე, ყინვისგან დამზრალ მიწაზე დავვარდი და წინა კბილი და წვივის ძვალი გავიტეხე.
მარჯვენა ფეხი კოჭიდან თეძომდე თაბაშირში ჩამისვეს. ასე გავატარე ექვსი კვირა. ექიმი ამბობდა, ოსგუდ შლატერერის დაავადება აქვსო. თაბაშირის მოხსნის შემდეგ ფეხს ომის ინვალიდივით მივათრევდი, მამაჩემი კი იდგა და მიყვიროდა: „ფეხი მოხარე ხოლმე!
გინდა, მთელი ცხოვრება ეგრე იარო? მოხარე ფეხი! ბუნებრივად
გაიარე, გესმის? იმვიღაც ოსკარ ფეხმოღრეცილის სიარულის მანერას ნუ დაამხეცებ, თორემ მთელი ცხოვრება ხეიბრად დარჩები! “
ასე იცის ყინულზე შიკსეების დევნამ, თანაც უცხო გვარით! მთელი ცხოვრება ხეიბრად დავრჩები!
კაცს რომ ასეთი ცხოვრება ექნება, ექიმო, აბა, იმას რაღა დაესიზმრება!
ჰო, კიდევ იყო ბაბლზ ჯირარდი, თვრამეტი წლის გოგო, რომელიც ჰილსაიდის სკოლიდან გამოაგდეს და ამის შემდეგ ოლიმპიკპარკის აუზში მოტივტივე გაიცნო ჩემმა ხურუშა კლასელმა, სმოლკამ, თერძის შვილმა...
რას უნდა დამპირებოდნენ, რომ იმ აუზს გავკარებოდი – იქაურობა პოლიომიელიტის და მენინგიტის გამომწვევი ვირუსების ბუდე
იყო, კანისა და უკანა ხვრელის ათასნაირ ინფექციაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. იმასაც კი ამბობდნენ, ერთმა უიქვეიკელმა ბავშვმა
აუზში ჩასვლამდე ფეხის აბაზანაში ფეხი ჩაყო და რომ ამოიღო, ყველა ფრჩხილი დამძვრალი ჰქონდაო. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ
აუზში შეიძლებოდა ისეთი გოგოების პოვნა, რომლებიც სექსზე
174
უარს არ გეტყოდნენ. იცოდით ეგ ამბავი? აქ ისეთ შიკსეებს ნახავდით, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რაც თავში აზრად მოგივიდოდა, რა თქმა უნდა, თუ გარისკავდი და აუზში – პოლიომიელიტის, ფეხის აბაზანაში – განგრენის, საპნიდან და პირსახოციდან კი
სპილოს დაავადების აკიდებას არ მოერიდებოდი.
მოკლედ, ვსხედვართ სამზარეულოში, სადაც ბაბლზი, პერანგის
ამარა, ჩვენს მისვლამდე რაღაცას აუთოებდა. მე და მენდელი ჟურნალ „რინგის“ ძველ ნომრებს ვფურცლავთ, ამასობაში კი სასტუმრო
ოთახში სმოლკა ცდილობს, ბაბლზი დაარწმუნოს, რომ მის ორ მეგობარს უარი არ უთხრას. სმოლკა გვარწმუნებს, რომ სანერვიულო
არაფერი გვაქვს: ბაბლზის ძმა, რომელიც წინა ცხოვრებაში მედესანტე-პარაშუტისტი იყო, ჰობოკენში წასულა: კრივის ტურნირში ჯონი
ჯირონიმო ჯირარდის სახელით გამოდის. მამამისი დღისით ტაქსის
მძღოლია, ღამით მაფიოზებს წინ და უკან დაატარებს; დღესაც განგსტერებს ასეირნებს და გვიან ღამემდე შინ არ დაბრუნდება. არც
დედამისის გამოჩენის უნდა გვეშინოდეს, რადგან ის დიდი ხნის წინ
გარდაიცვალა. შესანიშნავია, სმოლკა, შესანიშნავი, ამაზე უსაფრთხოდ თავი არსად მიგრძვნია. ახლა სანერვიულო აღარაფერი
მაქვს იმ პრეზერვატივის გარდა, რომელსაც დიდი ხანია, საფულით
დავატარებ და მეშინია, რომ გავხსნი, ობი არ ჰქონდეს მოკიდებული.
ერთი მოუზომავი მოძრაობა და ბაბლზ ჯირარდის შიგნით ნაფლეთებად რომ იქცეს, რაღა ვქნა?
ჩემი პრეზერვატივების გამძლეობა რომ შემემოწმებინა, სარდაფში მთელი კვირა ვიდექი და წყლით სათითაოდ ვავსებდი. ძვირი კი
მიჯდებოდა, მაგრამ ნძრევის დროსაც ვიყენებდი – ვამოწმებდი: მაინტერესებდა, გაუძლებდა თუ არა სექსთან მიახლოებულ პირობებს.
აქამდე ყველაფერი კარგად იყო. თუმცა კაციშვილმა არ იცის, როგორი გამოდგება ეს საკრალური, ლუბრიკანტიანი პრეზერვატივი,
რომელიც იმდენ ხანს ვატარე საფულით, რომ მასზე რგოლივით კვალი დატოვა. როგორ უნდა მქონდეს იმის იმედი, რომ დაუზიანებელი
175
იქნება – სკოლაში ხომ ზედ ვაჯექი, ნახევარი წელი საფულეში ჩატენილი ვატარე. თან ვინ თქვა, რომ ჯირონიმო ჰობოკენში მთელ ღამეს გაატარებს? იქნებ იმ კაცს, ვინც განგსტერებს უნდა მოეკლათ,
მათ მისვლამდე შიშისაგან უკვე გული გაუსკდა და მისტერ ჯირარდის შინ დროზე ადრე უშვებენ? იქნებ ამ გოგოს სიფილისი აქვს! მაშინ სმოლკასაც ხომ გადასდებდა! სმოლკას, რომელსაც სხვების
ბოთლებიდან ლიმონათის წრუპვა უყვარს და მეგობრებისთვის პუცზეხელის წავლების ჩვევა აქვს! ესღა მაკლდა! გეგონება, დედაჩემი
არ მეყოფოდა! „ალექს, ფეხქვეშ რას მალავ? “ „არაფერს! “ „ალექს,
აშკარად გავიგონე, რომ რაღაცამ გაიფაჩუნა! შარვლის ტოტიდან
რა გამოგვარდა, ახლა ფეხს რას ადგამ, მე რომ არ დავინახო? “ „არაფერია! შარვლის ტოტქვეშ ჩემი ფეხსაცმელია! თავი დამანებე! “
„როგორ იქცევი, ყმაწვილო! აბა, ერთი, მაჩვენე... ღმერთო ჩემო!
ჯეკ! მოდი, ჩქარა! იატაკზე, ამის ფეხსაცმელთან დაიხედე! “ მამაჩემი სააბაზანოდან სამზარეულოში შემორბის – მუხლებამდე შარვალჩახდილი, ნეკროლოგების გვერდზე გადაშლილი „ნიუარკ ნიუზით“
ხელში. „ახლა რაღა გეტაკათ? “ დედაჩემი კივის (ეს კივილია მისი პასუხი) და ხელს ჩემი სკამისკენ იშვერს. „რა არის ეს, ახალგაზრდავ,
სასკოლო ხუმრობაა? – მეკითხება გაშმაგებული მამაჩემი – რა არის
ეს შავი პლასტმასის რაღაც, სამზარეულოს იატაკზე რომ გდია? “
„პლასტმასის არ არის, – ვპასუხობ და თან ცრემლებად ვიღვრები, –
ჩემი ნაწილია. ჰილსაიდში თვრამეტი წლის იტალიელი გოგოსგან სიფილისი ავიკიდე და ახლა... ახლა პენისი აღარ მაააქვს! “ „ჩემი ბიჭის
ჭუჭულიკა! – კივის დედაჩემი – მე რომ ვუღუტუნებდი ხოლმე, ფიში-ფიშის გასაკეთებლად. . . “ „ხელი არ ახლოთ! არ გაინძრეთ! “ – ყვირის მამაჩემი, დედაჩემი კი სადაცაა,იატაკს ისე დაემხობა, როგორც
ქვრივი გარდაცვლილი ქმრის საფლავს. „დარეკეთ, მაშველთა კორპუსში დარეკეთ! “ „რატომ, ცოფიანი ძაღლია? “ – მოთქვამს დედაჩემი. „აბა, რა ვქნათ, სოფი? უჯრაში შევინახოთ და ამის შვილებს ვაჩ-
176
ვენოთ ხოლმე? “ „რა შვილები, ამას შვილები აღარ ეყოლება! “ დედაჩემი მთელი გრძნობით აგრძელებს მოთქმას, მამაჩემი კი ამ დროს...
მაგრამ უცებსცენა ბინდში ეხვევა, რადგან მე მხედველობას ვკარგავ, ერთ საათში კი ჩემი ტვინი ცხელი ფაფის კონსისტენციას იძენს.
ჯირარდების სამზარეულოში ნიჟარის თავზე ვიღაცას ჭიკარტით
იესო ქრისტეს სურათი მიუკრავს, რომელზეც ის, გრძელი ვარდისფერი ღამის პერანგის ამარა, ზეცაში ლივლივებს... რა გულისამრევი
არსებაა ხანდახან ადამიანი! ებრაელები მათი შეზღუდული აზროვნებისთვის მძულს – იმისთვის, რომ საკუთარ სიმართლეში ასე არიან
დარწმუნებულები; იმ აუხსნელი რწმენის გამო, რომ ეს გამოქვაბულის ადამიანები, ჩემი მშობლები და ნათესავები, რატომღაც, სხვებზე მაღლა დგანან. თუმცა როცა საქმე სიმდარესა და უგემოვნებაზე
მიდგება, ისეთ შეხედულებებზე, რომელთა გამო გორილაც კი სირცხვილით დაიწვებოდა, გოებს ვერავინ შეედრება. როგორი შმუკი
და უტვინო უნდა იყო, რომ ისეთი ვინმე გააღმერთო, ვინც 1. არასდროს არსებობდა და 2. თუ არსებობდა და ისეთი იყო, როგორადაც
ამ ნახატზეა გამოსახული, მაშინ ერთი ქალაჩუნა პალესტინელი უნდა ყოფილიყო. რა არის ეს: თმა „პაჟის“ სტილში შეუჭრია, სახე კი
ისეთი ვარდისფერი აქვს, თითქოს ეს-ესაა, „პალმოლივით“ დაიბანაო... ან რა ღამის პერანგი ჩაუცვამს – დღეს, ალბათ, ასეთებს „ფრედერიკს ოვ ჰოლივუდი“ უშვებს! კმარა ღმერთსა და ასეთ სისულელეებზე ლაპარაკი! ძირს რელიგია და ადამიანების დამცირება! გაუმარჯოს სოციალიზმს და ადამიანის ღირსებას! კაცმა რომ თქვას,
ჯირარდების ოჯახში იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ მათი ქალიშვილი ვიხმარო – ღმერთმა დამიფაროს! – არა, ჰენრი უოლესისა და
გლენ ტეილორის რწმენა უნდა ვუქადაგო. აბა რა! ჯირარდები ხომ
სწორედ ის ხალხია, ვისი უფლებების, თავისუფლებებისა და ღირსების დასაცავადაც მე და ჩემი მომავალი სიძე ხმის ჩახლეჩვამდე ვხავით ყოველ კვირადღეს, როცა უვიც უფროსებს (ხმას დემოკრატებს
177
რომ აძლევენ, მაგრამ ნეანდერტალელებივით აზროვნებენ), მამაჩემს და ბიძაჩემს ვეკამათებით. თუ აქ ცხოვრება არ მოგწონთ, მაშინ
რუსეთში რატომ არ ბრუნდებით, სადაც ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც თქვენ გინდათო? – გვეკითხებიან ხოლმე. შენ ამ ბიჭს
გამიკომუნისტებო, – თითს უქნევს მამაჩემი მორტის და ამ დროს მე
ვიწყებ ყვირილს: „როგორ არ გესმის არაფერი! ადამიანები ძმები
არიან! “ ღმერთო, აქვე მივახრჩობდი ამ კაცს, ისე მიშლის ნერვებს!
როგორ უნდა იყოს ისეთი ბრმა, რომ ადამიანთა ძმობის აშკარა ფაქტი ვერ დაინახოს?!
ახლა, რაკი ჩემი და მოჰყავს ცოლად, მორტი ბიძაჩემის საწყობში
მუშაობს და მისი სატვირთო მანქანა დაჰყავს. ისე გამოდის, რომ მეც
ამას ვაკეთებ: ზედიზედ სამი შაბათია, მზის ამოსვლამდე ვდგები და
ნიუ-ჯერსის შემოგარენში სოფელ-სოფელ მოსიარულე მორტის თან
დავყვები – იქაურ მაღაზიებში ბიძაჩემის „სქუიზის“ ჩამორიგებაში
ვეხმარები. ამასობაში რადიოპიესაც დავწერე – ჩემმა სათაყვანებელმა ნორმან კორვინმა და ევროპაში ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად დაწერილმა მისმა რადიოპიესამ „ტრიუმფის შეგრძნებით“ შთამაგონა (ეს წიგნი დაბადების დღეზე მორტიმ მაჩუქა). „აჰა,
აღსრულდა, მტერი ვილჰელმშტრასესთან აღესრულა. ქედს ვიხრით
შენ წინაშე, რიგითო, პატივს მოგაგებთ, პატარა ბიჭო. . . “ მისი რიტმიც კი საკმარისია, რომ მე ჩემი დამემართოს, ზუსტად ისე, როგორც
უძლეველი წითელი არმიის მარშის ან იმ სიმღერის მოსმენისას, ომის
დროს დაწყებით კლასებში რომ გვასწავლეს და მასწავლებლები ჩინეთის ეროვნულ ჰიმნს რომ ეძახდნენ: „აღსდექით ყველა, ვინც მონობას ვერ ეგუება. . . “ – ღმერთო, ეს გამომწვევი კადენცია! თითოეული გმირული სიტყვა მახსოვს! „ახალ დიდ კედელს ავაშენებთ! “ მერე ჩემი საყვარელი სტრიქონი მოდის, რომელიც ჩემი საყვარელი ინგლისური სიტყვით იწყება: „აღშფოთება ავსებს თითოეული ჩინელის გულს! აღსდექით! აღსდექით! აღსდექით! “
178
ჩემს პიესას პირველ გვერდზე ვშლი და მორტის ხმამაღლა ვუკითხავ, როცა სატვირთო მანქანით, ირვინგტონის გავლით, დასავლეთისკენ – ილინოისისკენ, ინდიანისკენ, აიოვისკენ მივემართებით! ო, ამერიკის მთებო, ველებო, მდინარეებო და კანიონებო... აი,
ასეთი პატრიოტული შელოცვებით ვიძინებ ღამით, როცა წინდაში
ნძრევას ვამთავრებ. „დე, იგუგუნოს თავისუფლებამ! “ – ასე ჰქვია
ჩემს რადიოპიესას. ერთგვარი მორალიტეა – ზნეობრივ-დამრიგებლური ხასიათის პიესა, რომლის ორ მთავარ პერსონაჟს ცრურწმენა
და შემწყნარებლობა ჰქვია. ისეთი სტილით არის დაწერილი, მე რომ
„პროზაულ პოეზიას“ ვეძახი. როცა სასადილოდ დოვერში, ნიუ-ჯერსის შტატში ვჩერდებით, ჩემი პერსონაჟი, შემწყნარებლობა ზანგებს
იმათგან იცავს, ვისაც მათთვის დამახასიათებელი სუნი არ მოსწონთ. ჩემი ჰუმანური, თანაგრძნობით გაჟღენთილი, ალიტერაციული, ფსევდო-ლათინური რიტორიკა, რომელიც უზომოდ არის დავალებული როჟეს „თეზაურუსით“ ( ჩემმა დამ მაჩუქა დაბადების
დღეზე); ამას დამატებული მზის ამოსვლა, რომელსაც საკუთარი
თვალით ვხედავ; სასადილოს ტატუირებული გამყიდველი, მორტი
რომ შეფს ეძახის; ის ამბავი, რომ საუზმეზე პირველად ვჭამ ოჯახურად შემწვარ კარტოფილს და თან სატვირთო მანქანის კაბინა საამოდ მარწევს; ტანზე „ლივაიზის“ შარვალი და კუბოკრული ქურთუკი მაცვია, ფეხზე კი – მოკასინები (ეს ყველაფერი ამ შარაგზაზე
ისეშთამბეჭდავად ვეღარ გამოიყურება, როგორც სკოლის დერეფნებში); ახლადამოსული მზე, რომელიც ნიუ-ჯერსის – ჩემი მშობლიური შტატის! – გორებსა და ველებს დანათის და აჰა, თითქოს
ხელახლა დავიბადე! თავისუფალი ვარ! თავისუფალი სამარცხვინო
საიდუმლოებებისგან! როგორი სუფთა, როგორი მძლავრი და დიდებულია ეს გრძნობა – როგორი ამერიკული! მორტი ისევ ტრასისკენ
უხვევს და სწორედ ამ დროს საკუთარი თავის წინაშე ფიცს ვდებ,
რომ მთელ ცხოვრებას უსამართლობასთან ბრძოლას და დაჩაგრული, პრივილეგიებს მოკლებული ადამიანების დაცვას, უკანონოდ
179
დაპატიმრებულთა გათავისუფლებას მივუძღვნი. მორტია მოწმე –
ჩემი ახლად შეძენილი უფროსი მემარცხენე ძმა – ცოცხალი მოწმე
იმისა, რომ შესაძლებელია, კაცობრიობა და ბეისბოლი ერთდროულად გიყვარდეს (და ჩემი უფროსი დაც, რომელიც ლამისაა, მეც შევიყვარო, იმიტომ, რომ სწორედ მან მოგვცა ორივეს გაქცევისა და
ამოსუნთქვის საშუალება). მორტი მაკავშირებს ამერიკელი ვეტერანების კომიტეტსა და ბილი მოლდინთან, რომელიც ჩემთვის ისეთივე
გმირია, როგორიც კორვინი თუ ჰოვარდ ფასტი. თვალებზე სიყვარულის (მორტის სიყვარულის, საკუთარი თავის სიყვარულის) ცრემლები მაქვს მომდგარი და მას ვეფიცები, რომ „კალმის ძალას“ გამოვიყენებ, რათა ჩემი ხალხი (აქ მბურძგლავს) უსამართლობისგან, ექსპლუატაციისგან, დამცირებისგან, სიღარიბისა და უმეცრებისგან
ვიხსნა.
შიშისგან სისხლი მეყინება. მეშინია ამ გოგოსი, მეშინია სიფილისის! მეშინია მამამისისა და მისი ძმაკაცების! მეშინია მისი ძმის მუშტების! (სმოლკა კი მარწმუნებს, ამისი ბოზობის ამბავი მამამაც იცის
და ძმამაც, მაგრამ ორივეს ფეხებზე ჰკიდიაო, რაც გოების კვალობაზეც კი დაუჯერებლად მეჩვენება). იმისიც მეშინია, რომ სამზარეულოს ფანჯრის ქვეშ – აქედან მაშინვე გადავხტები, როგორ კი კიბიდან ფეხის ხმა შემომესმება – შეიძლება რკინის წვეტიანი გისოსები
You have read 1 text from Georgian literature.
Next - პორტნოის სინდრომი - 11
  • Parts
  • პორტნოის სინდრომი - 01
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2217
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.0 of words are in the 5000 most common words
    45.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 02
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2131
    30.7 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 03
    Total number of words is 3812
    Total number of unique words is 2198
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 04
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2076
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 05
    Total number of words is 3875
    Total number of unique words is 2105
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 06
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 2077
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 07
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2090
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 08
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2190
    26.8 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 09
    Total number of words is 3779
    Total number of unique words is 2242
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.5 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 10
    Total number of words is 3710
    Total number of unique words is 2228
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 11
    Total number of words is 3768
    Total number of unique words is 2095
    28.2 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    46.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 12
    Total number of words is 3758
    Total number of unique words is 2132
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 13
    Total number of words is 3750
    Total number of unique words is 2178
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 14
    Total number of words is 3628
    Total number of unique words is 2199
    25.8 of words are in the 2000 most common words
    37.9 of words are in the 5000 most common words
    44.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 15
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2229
    26.5 of words are in the 2000 most common words
    37.3 of words are in the 5000 most common words
    44.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 16
    Total number of words is 2820
    Total number of unique words is 1682
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.