Latin

პორტნოის სინდრომი - 04

Total number of words is 3803
Total number of unique words is 2076
32.0 of words are in the 2000 most common words
44.0 of words are in the 5000 most common words
51.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
„ჯეკ, ტუალეტის კარის მიხურვა აზრად არ მოგდის? რა მაგალითს
აძლევ ზოგიერთებს? “ მეც მინდა ეგრე! ნეტავ მაგას მაგალითის მიცემა შველოდეს, დედიკო! ნეტავ იმ ზოგიერთს მამამისის ფსმის მანერით შთაგონება შველოდეს! ნეტავ მამაჩემის ვულგარულობის
სიღრმეებიდან, სირცხვილის გრძნობის გარდა, რამე სასარგებლოს
ამოხაფვაც შემეძლოს. სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი – საითაც არ უნდა გავიხედო, ყველგან რაღაც ისეთს ვხედავ, რისიც უნდა მრცხვენოდეს.
ბიძაჩემ ნეტის ტანსაცმლის მაღაზიაში ვართ, ნიუარკში, სპრინგფილდ ავენიუზე. ისეთი საბანაო ტრუსი მინდა, უბეში დატანებული
დამცავი ქსოვილი რომ ჰქონდეს. თერთმეტი წლის ვარ და ეგ საიდუმლო მაქვს: ტანზე მომდგარი საბანაო ტრუსი მინდა. ვიცი, რომ
ამის შესახებ ხმის ამოღება არ შეიძლება. სჯობს, ამაზე სიტყვაც არ
დამცდეს. მეორე მხრივ კი, რამეს როგორ მიიღებ, თუ არ ითხოვე?
ბიძაჩემი ნეტი, კაი ჩამცმელი, კაი ულვაშის პატრონი, ვიტრინის ქვემოდან ორ სპორტულ ტრუსს იღებს – ზუსტად ისეთებს, როგორებიც
მთელი ჩემი დღე და მოსწრება მაცვია. შენი ასაკის ბიჭებისთვის
ზედგამოჭრილია, მალე შრება და არაფერს გაგიღიზიანებსო, მეუბნება.
– რა ფერი გიყვარს? – მეკითხება ნეტი, – ხომ არ გინდა, შენი
სკოლის ფერებში აგირჩიო?
ვწითლდები, მაგრამ პასუხად სულ სხვა რამეს ვამბობ.
– არა, ეგეთები აღარ მინდა, – ვეუბნები და, აჰა, ჰაერში ჩემი
დამცირების სუნი ტრიალდება, მის მოახლოებას შორიდანვე
ვგრძნობ – შეიძლება ნებისმიერ წუთს დაატყდეს ჩემს უმწიფარ
57
თავს.
– ვითომ რატომ აღარ გინდა? – მეკითხება მამაჩემი, – არ გესმის,
რას გეუბნება ბიძაშენი? ესენი აქ საუკეთესოებია.
– მე ისეთი მინდა, ტანზე მომდგარი! – აი, ზუსტად ის ვთქვი, რაც
დედაჩემს გამოაცოცხლებდა და გაამხიარულებდა.
– ტანზე მომდგარი? მაგ პატარა ჭუჭულიკაზე რომ გქონდეს მომდგარი? – მიყურებს და სახეზე ეშმაკური ღიმილი ეფინება.
ჰო, დედა, შენ წარმოიდგინე: აი, ამ პატარა ჭუჭულიკაზე!
ოჯახში ყველაზე მეტი ძალაუფლება მამაჩემის უფროს ძმას, ჰაიმს ჰქონდა, რომელიც გარეთ წარმატებული ბიზნესმენი, შინ კი საშინელი ტირანი გახლდათ. ჩემი ბიძებიდან და დეიდებიდან ოკეანის
გადაღმა მხოლოდ ის დაიბადა და ამიტომ აქცენტით ლაპარაკობდა.
ძია ჰაიმი გაზიანი წყლების ბიზნესში იყო, ნახშირწყლით გაჯერებულ ტკბილ სასმელს, „სქუიზს“ ასხამდა და ყიდდა. ეს „სქუიზი“ სადილის სუფრაზე არასდროს დაგვკლებია. ჰაიმი, მისი ნევრასთენიკი
ცოლი კლარა, მათი ვაჟი ჰაროლდი და ქალიშვილი მარცია ნიუარკის
ებრაელებით მჭიდროდ დასახლებულ ნაწილშიცხოვრობდნენ, ორბინიანი კერძო სახლის მეორე სართულზე. 1941 წელს იმ სახლის
პირველ სართულზე მდებარე ბინაში ჩვენ გადავედით. ეს მაშინ მოხდა, როცა მამაჩემმა „ბოსტონ & ნორსისტერნის“ ესექსის ოფისში დაიწყო მუშაობა.
ჯერსი სიტიდან ომის წინა წლებში მომძლავრებული ანტისემიტური განწყობის გამო გადავედით, რადგან ჩვენი სახლიდან ერთი
კვარტალის იქით ადგილობრივმა ნაცისტებმა ლუდხანაში პიკნიკების მოწყობა დაიწყეს. როცა იმ ლუდხანას კვირაობით მანქანით ჩავუვლიდით, მამაჩემი ნაცისტებს მაგრად შეუკურთხებდა ხოლმე –
იმდენად ხმამაღლა, რომ მე გამეგონა და საკმარისად ხმადაბლა,
რომ მათ არ გაეგონათ. ერთ საღამოსაც ჩვენი სახლის კედელზე
სვასტიკა დაგვხვდა მიხატული. მერე სვასტიკები ჰანას კლასშიც
58
იპოვეს – იმ მერხებზე იყო ამოკვეთილი, რომლებსაც ებრაელი ბავშვები უსხდნენ. ერთ დღეს ჰანას სახლიდან სკოლამდე ბიჭების ჯოგმა სდია. ოჯახში დავასკვენით, რომ ესეც ანტისემიტიზმის ნიადაგზე
უნდა მომხდარიყო. ჩემმა მშობლებმა მოსვენება დაკარგეს. ბიძაჩემმა ჰაიმმა კი, ეს ამბავი რომ მოისმინა, ბევრი იცინა: თქვენი გამკვირვებია! ოთხივე მხრიდან გოებით ხართ გარშემორტყმული და ეგ გაგიკვირდათო? ერთადერთი ადგილი, სადაც ებრაელმა შეიძლება იცხოვროს, იქ არის, სადაც ბევრი ებრაელი ცხოვრობსო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახში ბავშვები იზრდებიან და საწინააღმდეგო
სქესის ბავშვებთან უხდებათ ურთიერთობაო. ასე თქვა ჰაიმმა და
სიტყვა „განსაკუთრებით“ ხაზგასმით წარმოთქვა, რაც ჩემს ყურს არ
გამოჰპარვია. ბიძაჩემს უყვარდა, როცა მამაჩემს საკუთარ უპირატესობას უჩვენებდა ხოლმე, ამიტომაც სიამოვნებით ახსენებდა, რომ
ნიუ-ჯერსიში ჩვენ იმ ერთადერთ სახლში ვცხოვრობდით, რომელშიც ყველა მოსახლე ებრაელი იყო, მაშინ, როცა ნიუარკში, სადაც
თავად ცხოვრობდა, მთელი უბანი ასეთი იყო, ამ უბანს კი უიქვეიკი
ერქვა. როდესაც ჩემმა ბიძაშვილმა მარციამ უიქვეიკის სკოლა დაამთავრა, იმ წელს ორასორმოცდაათ კურსდამთავრებულში მხოლოდ
თერთმეტი გოი და ერთი შავკანიანი იყო. აბა, ამაზე რას მეტყვითო,
თქვა ძია ჰაიმმა... ამიტომ მამაჩემმა ბევრი ფიქრის შემდეგ სამსახურში ითხოვა, რომ მშობლიურ ნიუარკში გადაეყვანათ. მის უშუალო უფროსს ამნაირი გულმოდგინე ხელქვეითის დაკარგვა ჭკუაში
არ უჯდებოდა (და თხოვნაზე პასუხი კარგა ხნით დაუგვიანა), მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს საქმეში დედაჩემი ჩაერთო, ტელეფონი აიღო და ბოსტონის სათავო ოფისში დარეკა. ამის მერე რა და როგორ
მოხდა, არ ვიცი, და დიდად არც მაინტერესებს, მაგრამ ფაქტია, რომ
მამაჩემის თხოვნა დააკმაყოფილეს. 1941 წელს ნიუარკში გადავსახლდით.
ჩემი ბიძაშვილი ჰაროლდი დაბალი და ჩასკვნილი იყო, როგორც
59
ჩვენი ოჯახის ყველა მამაკაცი ჩემ გარდა, და ძალიან ჰგავდა მსახიობ ჯონ გარფილდს. დედაჩემი ჰაროლდზე გიჟდებოდა და სულ
აწითლებდა ხოლმე (ეს ნიჭი ღმერთმა ქალებს უხვად მოამადლა).
ასე ამბობდა, ჰეშელეს (ესე იგი, ჰაროლდის) წამწამები მისცა რომელიმე გოგოს და ჰოლივუდში მილიონდოლარიან კონტრაქტს გამოჰკრავს ხელსო. სარდაფის კუთხეში, იქ, სადაც ბიძაჩემს „სქუიზით“
თაროები ჭერამდე ჰქონდა გავსებული, ჰეში ჰანტელებს ინახავდა
და სპორტული სეზონის გახსნამდე ყოველ საღამოს ვარჯიშობდა.
ჩვენი სკოლის გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო, შუბის ტყორცნაში კი ქალაქის რეკორდი ჰქონდა მოხსნილი. ჰეშის ცხოვრება დისკოსა და შუბის ტყორცნისგან, მიზანში სროლისგან და ამნაირი ამბებისგან შედგებოდა, მაგრამ ერთხელ, როცა სკოლის მოედანზე
მწვრთნელმა გუნდის ავადმყოფი წევრის შეცვლა დაავალა, დაბალ
ბარიერზე ბოლო გადახტომისას დაეცა და ხელი მოიტეხა. იმ წლებში
– ვითომ მარტო იმ წლებში? – ბიცოლაჩემ კლარას ნერვული აღგზნებადობა სჭირდა. ბიცოლაჩემთან შედარებით, სიცოცხლით სავსე დედაჩემი სიმშვიდის განსახიერება, ნამდვილი გერი კუპერიგახლდათ. იმ საღამოს, როცა ჰეში სახლში კისერზე ჩამოკონწიალებული ხელით დაბრუნდა, კლარა სამზარეულოს იატაკზე გაიშხლართა.
მერე ჰეშის თაბაშირზე ამბობდნენ, კლარასათვის ფიალის ბოლო
წვეთი აღმოჩნდაო. ბოლომდე ვერასდროს გავიგე, რა იგულისხმებოდა ამ სიტყვებში.
ჰეში ჩემთვის ყველაფერი იყო – ყველაფერი იმ მოკლე დროის
განმავლობაში, რაც ერთად ვიყავით. ვოცნებობდი, რომ ოდესმე მეც
ჰეშივით სკოლის მძლეოსნობის გუნდის წევრი გავხდებოდი, მეც ჩავიცვამდი დაკუნთულ ბარძაყებზე მჭიდროდ მომდგარ, გვერდებზე
ჩაჭრილ თეთრ შორტს.
1943 წელს, სანამ ჯარში გაიწვევდნენ, ჰეშიმ ერთ გოგოზე დანიშვნა გადაწყვიტა, რომელსაც ელის დემბოსკი ერქვა. ელისი ზედა
60
კლასების სასკოლო ორკესტრის მთავარი მედოლე იყო და განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა: თითებში ერთის ნაცვლად ორი ვერცხლისფერი დასარტყამი ჯოხის დატრიალება შეეძლო – მხრებზე გადაიტარებდა, ფეხებს შორის გველებივით ამოაცურებდა, თხუთმეტი-ოცი ფუტის სიმაღლეზე აისროდა და ჯერ ერთს დაიჭერდა ხოლმე ზურგსუკან, მერე კი – მეორეს. სარბენ ბილიკზე ჯოხი იშვიათად
უვარდებოდა, ხოლო თუ მაინც დაუვარდებოდა, თავს უკმაყოფილოდ გააქნევდა და ჩუმად ჩაილაპარაკებდა: „ოჰ, ელის! “ ამის შემხედვარე ჰეშის, ალბათ, სიყვარული უძლიერდებოდა. ეს ჩემზეც კი
რაღაცნაირად მოქმედებდა. „ოჰ, ელის“, და თან მშვენიერი, ზურგზე
დაფენილი გრძელი ქერა თმა! ასეთი სილამაზე სათამაშო მოედანის
ნახევარს რომ აივლიდა და ჩაივლიდა! ოჰ, ოჰ! ძალიან მოკლე თეთრი ქვედაკაბით, თეთრი ატლასის ტრუსით და თხელ წვივებზე მომდგარი თეთრი ჩექმებით! უფალო იესო, რა ფეხების პატრონი იყო
შენი მხევალი დემბოსკი! ქერა ქალების სულელური, გოური სილამაზე! ეგეც ხატივით იყო, ღმერთმანი!
ის, რომ ელისი ასე არაორაზროვნად შიკსეიყო, ჰეშის ოჯახში და
თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს ოჯახშიც კი უსასრულო გლოვის მიზეზი
გახდა. რაც შეეხება უფრო ფართო საზოგადოებას, ყველას, მგონი,
ერთგვარი სიამაყის გრძნობა გაუჩნდა იმის გამო, რომ სკოლაში, სადაც მასწავლებლებისა და მოსწავლეების ოთხმოცდათხუთმეტი
პროცენტი ებრაელი იყო, არაებრაელს ასეთი გამორჩეულობა ხვდა
წილად. როცა ელისი ყველაზე ცნობილ ნომერს ასრულებდა, რომელსაც წამყვანი ხმის გამაძლიერებელში წარმოდგენის მთავარ
ნომრად მოიხსენიებდა – ნავთში ამოვლებულბოლოებიან და ცეცხლწაკიდებულ ჯოხებს აბზრიალებდა – უიქვეიკის ფანები მქუხარე
ტაშით აღნიშნავდნენ მის გამბედაობასა და კონცენტრაციის უნარს.
დოლის გაბმული ბუმ, ბუმ, ბუმ-ის, გაოცებულთა შეძახილებისა და
შეშინებულთა წივილ-კივილის ფონზე ყოველ წუთს შეიძლებოდა,
61
მშვენიერ შიკსეს ორი სანეტარო ძუძუ დაეწვა, მაგრამ ამ გულწრფელი, შფოთვანარევი აღფრთოვანების მიუხედავად, ჩვენს მხარეს მაინც რჩებოდა რაღაც კომიკური გაუცხოების განცდა, რომელსაც ის
რწმენა აძლიერებდა, რომ ყველაფერი, რასაც გოგონა აკეთებდა, იმ
ნიჭის წყალობით გამოსდიოდა, რომლის განვითარებაც აზრად მხოლოდ გოებს მოსდიოდათ.
ჩვენს უბანში მშობლების ასეთი დამოკიდებულება, ზოგადად,
სპორტის ყველა სახეობაზე ვრცელდებოდა, განსაკუთრებით კი –
ფეხბურთზე: ეს ყველაფერი გოებისთვის იყო. ძალიან კარგი, უხათქუნონ ერთმანეთს თავები, თუ ბურთის თამაშში გამარჯვება რამედ
მიაჩნიათო. ბიცოლაჩემი კლარა ვიოლინოს ბგერასავით გაწელილი
და გაწვრილებული ხმით ამბობდა ხოლმე: „ჰეში! იცოდე, გოი ქალის
ფეხი არ იქნება ჩემს ოჯახში! “ ვის სჭირდება ეს ყველაფერი, რა სისულელეებით ირთობენ თავსო... ფეხბურთში ჩვენი სკოლის გუნდის
მდგომარეობა უიმედოდ მძიმე იყო (ამ დროს სკოლის ორკესტრი
პრიზს პრიზზე იღებდა). ჩვენ, ბავშვები ამას ძალიან განვიცდიდით,
მერე რა, რომ ჩვენს მშობლებს ეს ყველაფერი ფეხებზე ეკიდათ. და
მაინც, ბავშვიც კი მიხვდებოდა, რომ ფეხბურთის მატჩში წაგება ებრაელებისთვის მაინცდამაინც დიდი კატასტროფა არ იყო. თან ერთი
რამეც გვახალისებდა: ჩემი ბიძაშვილი და მისი ძმაკაცები კატასტროფული ანგარიშით წაგებული მორიგი თამაშის ბოლოსკენ ტრიბუნაზე სიმღერას იწყებდნენ. ამ დროს ბიჭებთან ერთად მეც ვმღეროდი ხოლმე. სიმღერის ტექსტი კი ასეთი იყო:
აიკი, მაიკი, ჯეიკი და სემი,
დღეს არის ჩვენი ბიჭების ზეიმი.
ჩვენ ღორის ხორცს არ ვჭამთ,
ჩვენ გოლები გაგვაქვს,
განჯინაში კი მაცა გვაქვს!
აბა, შენ იცი, უიქვეიკ ჰაი!
62
მერე რა, რომ ვაგებდით! სამაგიეროდ, სხვა რამეებით ხომ შეგვეძლო გვეამაყა. ღორის ხორცს არ ვჭამდით. მაცას განჯინებში ვინახავდით. არა, მართლა კი არ ვინახავდით, მაგრამ თუ მოგვინდებოდა, წინ რა დაგვიდგებოდა, ამიტომ თავისუფლად შეგვეძლო
გვეთქვა, რომ ვინახავდით! არ გვრცხვენოდა, გვეთქვა, რომ ებრაელები ვიყავით! ჰო, ებრაელები ვიყავით და გოებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ფეხბურთში დაგვანგრიეს, არათუ ჩამოვუვარდებოდით,
ძალიან დიდი იყო იმის ალბათობა, რომ მათზე მაგრებიც კი ვიყავით,
რადგან ასეთ იდიოტურ თამაშში წაგებას არაფრად ვთვლიდით,
გულთან ახლოს არ მიგვქონდა. ჩვენ ხომ მაინც ყველაზე მაგრები ვიყავით! ჩვენ ებრაელები ვიყავით – სხვებზე აღმატებული ხალხი!
თეთრი პური, ჭვავის პური,
შავი პური, ხალა,
უიქვეიკს გაუმარჯოს,
დღესაც, ხვალაც.
ჰეშისგან ეს პატარა სიმღერაც ვისწავლე – ოთხი მოკლე სტრიქონი, პოეზიის ნაკუწი, რომელმაც იმ უსამართლობებზე ამიხილა
თვალი, ჩვენს ხალხს რომ ტანჯავდა... ის მრისხანება, ზიზღი, რომელიც ჩემს მშობლებს არაებრაელების მიმართ ჰქონდათ, ჩემს თვალში უკვე გარკვეულ კონტურებს იძენდა: ამ გოებს თავი განსაკუთრებულ ხალხად მოჰქონდათ, მაშინ, როდესაც ჩვენ, მორალური თვალსაზრისით, მათზე აღმატებულები გახლდით. რა გვძენდა აღმატებულებას და ზუსტად ის სიძულვილი და უპატივცემულობა, რომლითაც
ისინი უხვად გვიმასპინძლდებოდნენ!
ოღონდ მაშინ იმ სიძულვილს რა ვუყოთ, რომელსაც არც ჩვენ ვიშურებდით?
ჰეშის და ელისის ამბავზე რაღა ვთქვათ? ნეტავ მათი ამბავი რის
მანიშნებელი იყო?
როცა სხვა ხერხებმა ვერ გაჭრა, კვირა საღამოს ოჯახმა რაბინი
უორსოუ მოიწვია, რომელსაც ჩვენი ჰეში უნდა დაერწმუნებინა, რომ
63
თავი არ დაეღუპა და უმოწყალო მტერს ხელში ნებით არ ჩავარდნოდა. სასტუმრო ოთახის კუთხეში მიმალულმა დავინახე, რა შთამბეჭდავად გადმოაბიჯა შავპალტოიანმა რაბინმა ჩვენი სახლის
ზღურბლს. ადრე ჰეშის ბარ-მიცვასთვის ამზადებდა და მზაფრავდა
ხოლმე იმის გაფიქრება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ჯერიც დადგებოდა. რაბინი უორსოუ გზააბნეულ ბიჭთან საუბარს სერიოზულად მიუდგა და მის სასოწარკვეთილ ოჯახში საათზე მეტი დაჰყო.
„საათიც და მეტიც“, – იმეორებდნენ მერე ჩემები, თითქოს ჰეშის დასაყოლიებლად მხოლოდ ეს გარემოებაც საკმარისი უნდა ყოფილიყო.მაგრამ ნურას უკაცრავად! რაბინს ჯერ სახლის კარი არ გაეხურა, რომ ზედა სართულზე რაღაც აბრაგუნდა და ჭერიდან გაჯმა ფენებად დაიწყო ცვენა. მერე კარის გაჯახუნების ხმა გაისმა და მეც
თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი ჩემი მშობლების საძინებლისაკენ,
რომ იქიდან მეთვალთვალა და საკუთარი თვალით დამენახა, რა
მოხდებოდა. აი, რა დავინახე: ჰეში გარეთ გავარდნილიყო და თავზე
თმას იგლეჯდა. მას მაშინვე მელოტი ბიძაჩემი ჰაიმი მიყვა, ცალ
მუშტს ჰაერში მრისხანედ იქნევდა – უჰ, როგორ ჰგავდა ლენინს! მერე მამა-შვილს შორის ბიძების, ბიცოლებისა და უფროსი ბიძაშვილების რაზმი ჩადგა, რომ ისინი ერთმანეთისთვის თავ-ყბის დალეწვისგან და ებრაულ მტვრად თუ ნაცრად ქცევისგან გადაერჩინათ.
ერთ შაბათს, მაისის პირველ რიცხვებში, ჰეში, რომელიც შტატის
მასშტაბით პირველობის მოსაპოვებლად იბრძოდა, შეჯიბრში გატარებული მთელი დღის შემდეგ, შებინდებისას, ნიუ-ბრანსვიკიდან
დაბრუნდა და მაშინვე ახალგაზრდების თავშეყრის ადგილისკენ გაიქცა, რომ იქიდან ელისისთვის დაერეკა და ეხარებინა, შუბის ტყორცნაში შტატის მასშტაბით მესამე ადგილი დავიკავეო. ელისმა კი
უპასუხა, სანამ ცოცხალი ხარ, შენი ნახვა არ მინდაო, და ყურმილი
დაუკიდა.
ბიძაჩემი ჰაიმი შინ იყო და ჰეშის მომზადებული ელოდებოდა.
რაც გავაკეთე, – უთხრა მაშინ ჰეშის, – სულ შენ გამო გავაკეთე, შენ
64
მაიძულეო. როგორც იქნა, ჰაროლდის გალაყებულ ტვინამდეც მიაღწია, თუ რის გაკეთება მოუხდა იმ დღეს მამამისს. მერე საშინელი ხმა
გავიგონეთ – ისეთი, თითქოს ნიუარკს დიდი ბომბი დაეცა. ჰეში
მშობლების ბინიდან გამოვარდა, კიბეზე ჩაირბინა და ბიძაჩემის სარდაფისკენ გაიქცა. სარდაფის კარი მიაჯახუნა და იქ ამბავი ატყდა!
მოგვიანებით ანჯამებიდან მოგლეჯილი კარი ჩემი თვალით ვნახე –
მხარის ერთი გაქნევით ჩამოეღო. ახლა კი ნამდვილად იყო შტატის
მასშტაბით მესამე ძალოსანი, ჯანიანი მხარ-მკლავის პატრონი. მოკლედ, სარდაფში შეიჭრა თუ არა, იქიდან მაშინვე შემოგვესმა შუშის
მტვრევის ხმა. ჰეში სარდაფის ერთი ბოლოდან მეორემდე დარბოდა
და ბიძაჩემის „სქუიზის“ მარაგიდან ბოთლს ბოთლზე ამტვრევდა.
როცა სარდაფში ჩასასვლელი კიბის ზედა საფეხურზე ბიძაჩემი
ჰაიმი გამოჩნდა, ჰეშიმ ბოთლი მოუღერა და ემუქრებოდა, კიბეს თუ
გამოსცდები, ამას სახეში შემოგალეწავო. ბიძაჩემმა გაფრთხილებას
ყური არ უგდო და ჰეშისკენ დაიძრა. მაშინ ჩემი ბიძაშვილი წინ და
უკან სირბილს და სარეცხი მანქანის გარშემო ტრიალს მოჰყვა, ისე,
რომ ჰაერში აღმართული „სქუიზი“ ძველებურად მოღერებული დარჩა. ბიძაჩემმა ის კუთხეში მიიმწყვდია, იატაკზე დააგდო, ბეჭებით
ზედ გააკრა და ასე იჭერდა, სანამ ჰეშიმ უკანასკნელი სალანძღავი
სიტყვა არ ამოიგმინა. ოჯახური ლეგენდის თანახმად, მამას თხუთმეტი წუთი ჰყავდა იატაკზე გართხმული, სანამ ჰეშის გრძელ, მუქ,
ჰოლივუდურ წამწამებს მარცხისა და სირცხვილის კურცხალი არ დაეკიდა. აი, ასეთი ოჯახი ვართ, ყველანაირი დეფექტის ბოლომდე აღმოფხვრა ვიცით.
იმ დილით ძია ჰაიმის ელის დემბოსკისთვის სახლში დაურეკავს
(უფრო კი გოლდსმიტ ავენიუზე მდებარე იმ მრავალბინიანი სახლის
ნახევარსარდაფში, რომლის დარაჯადაც მამამისი მუშაობდა) და
უთქვამს, რომ მასთან დალაპარაკება უნდოდა. შეხვედრა შუადღისთვის უიქვეიკ პარკში, ტბასთან დაუთქვამს. ძალიან მნიშვნელოვანი
65
და სასწრაფო საქმე მაქვს, ჰაროლდის ჯანმრთელობას ეხება და ტელეფონით ამაზე ვერ გესაუბრებით, მისის პორტნოისაც კი ვუმალავთ სიმართლესო. პარკში ბიძაჩემს ჩვენი ქერა სიფრიფანა გოგო
მანქანაში ჩაუსვამს და სანამ რამეს ეტყოდა, ყველა ფანჯარა ბოლომდე აუწევია. მერე ელისისთვის უთქვამს, რომ მის ვაჟს სისხლის
უკურნებელი დაავადება ჰქონდა, რომლის შესახებაც საწყალმა არაფერი იცოდა. აი, ასეთი ამბავი შეთხზა: სისხლის დაავადებაო, ახლა
შენ გადაწყვიტე, როგორ სჯობს მოქცევაო და ასე შემდეგ... ექიმმა
კი არ ურჩია, უბრძანა, რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო, ცოლის
შერთვაზე არც იფიქროო. კიდევ რამდენ წელს იცოცხლებს ჰაროლდი, აბა, მაგას ვინ იტყვისო. მისტერ პორტნოიმ დანამდვილებით
მხოლოდ ის იცოდა, რომ ტანჯვას, რომელიც მის შვილს ელოდა,
ელისისნაირი ნორჩი, უმანკო არსების ზურგზე არ უნდა გადაევლო.
ამ დარტყმის გადატანაში რომ დახმარებოდა, მისტერ პორტნოის
გოგონასთვის პატარა საჩუქრის გადაცემა სურდა – რა თქმა უნდა,
ბევრი არაფერი იყო, მაგრამ გოგონას შეეძლო, მისი საჩუქარი სურვილისამებრ გამოეყენებინა, იქნებ ეს ახალი მეგობრის პოვნაშიც კი
დახმარებოდა. ამის შემდეგ ბიძაჩემს ჯიბიდან კონვერტი ამოუღია,
რომელშიც ხუთი ოცდოლარიანი იდო, იმ სულელ, შეშინებულ გოგოს, ელის დემბოსკის კი კონვერტი გამოურთმევია. ამგვარად, ძია
ჰაიმიმ დაამტკიცა ის, რასაც ჰეშის (და ჩემ) გარდა საწყალ პოლონელ გოგოს ყველა აბრალებდა: რომ ჰეშისთვის მამის მთელი ფულის
გამოცინცვლა და ცხოვრების მოწამვლა ედო გუნებაში.
როცა ჰეში ომიდან აღარ დაბრუნდა, ბიცოლაჩემ კლარას და ბიძაჩემ ჰაიმის (თითქოს ეს მათთვის ერთადერთი ნუგეში ყოფილიყო)
ხალხი სულ ამას უმეორებდა: „კიდევ კარგი, ოჯახში შიკსე რძალი
არ დაგიტოვათ, მადლობა ღმერთს, გოი ბავშვები არ დაგრჩათ გასაზრდელი! “
ასე დასრულდა ჰეშის სიცოცხლე. ჩვენც აქ დავამთავროთ მისი
ამბავი.
66
– თუ ისეთი დიდი კაცი გახდი, რომ სინაგოგაში თხუთმეტ წუთს
(მეტს ნამდვილად არ გთხოვ) ვერ გაძლებ, – მეუბნება მამაჩემი, –
იმდენი პატივი მაინც დაგვდე, რომ დღევანდელი დღის შესაფერისად ჩაიცვა და თავი არ შეირცხვინო. ოჯახსა და რელიგიას პატივი
ეცი.
– ბოდიშს ვიხდი, – ვბურტყუნებ და ამ დროს, როგორც ყოველთვის, ზურგშექცევით ვდგავარ, – თქვენი რელიგია რომ არის, ეგ თავისთავად არ ნიშნავს, რომ ჩემი რელიგიაცაა.
– რაო, რას ბრძანებ? ერთი აქეთ შემობრუნდი, ვაჟბატონო,
ზრდილობა იქონიე, თვალებში მიყურე და ისე მიპასუხე.
– მე რელიგია არა მაქვს, – ვეუბნები და მისკენ მორჩილად ვტრიალდები, ასე, ერთი გრადუსით.
– ესე იგი, რელიგია არა გაქვს.
– ჰო, არ შემიძლია ეგეთი რამეები.
– სად შეძლებ ახლა შენ ასეთ რამეებს. და ისე, რატომ არა? განსაკუთრებული ჩამოსხმის ხარ, თუ როგორაა შენი საქმე? შემომხედე! განსაკუთრებული ვინმე ხარ, არა?
– ღმერთი არ მწამს.
– ჯერ ეს მუშის შარვალი გაიხადე, ალექს და კაცივით ჩაიცვი!
– მუშის შარვალი არ არის, „ლივაიზია“.
– დღეს როშ ჰაშანაა, ალექს, შენ კი ქარხნის მუშის ტანსაცმელი
გაცვია! წაბრძანდი, ჰალსტუხი გაიკეთე, პიჯაკი, შარვალი, სუფთა
პერანგი ჩაიცვი, კაცს დაემსგავსე და ისე დაბრუნდი! და რამე მაგარლანჩიანი ფესაცმლითაც დაგვდე პატივი, ვაჟბატონო.
– მშვენიერი სუფთა პერანგი მაცვია.
– დიდ გულზე კი ხართ, მისტერ. დამიჯერე, შვილო, ჯერ თოთხმეტი წლისა ხარ და ყველაფერი არ იცი, რაც უნდა იცოდე. მოაშორე
ერთი ეს მოკასინები! რა, ინდიელი გახდი?
– მისმინე, მამა. ღმერთი არ მწამს. იუდაიზმი, როგორც რელიგია,
ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. ისევე, როგორც სხვა რელიგიები.
67
ყველა რელიგია ცრუა! ყველა იტყუება!
– რას მელაპარაკები! ესე იგი, ცრუა.
– ნუ გგონია, რომ თავს მოვიშტერებ, თითქოს ეს დღესასწაულები ჩემთვის რამეს ნიშნავდეს. არაფერსაც არ ნიშნავს. მორჩა, უკვე
ვთქვი ჩემი სათქმელი.
– იქნებ იმიტომაც არ ნიშნავს შენთვის არაფერს, რომ ამ დღესასწაულებზე არაფერი იცი, ჰა? აბა, როშ ჰაშანას ისტორია თუ იცი?
ერთი ფაქტი მაინც მითხარი. ან ორი ფაქტი. რა იცი ებრაელი ხალხის
ისტორიიდან, რომ თავს უფლებას აძლევ, მათ რელიგიას ტყუილი
უწოდო? რელიგიას, რომელიც, სხვათა შორის, შენზე ბევრად ჭკვიანი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო – იმათთვის, ორი ათასი წლის წინ რომ ცხოვრობდნენ; შენ კი ამდენ ტანჯვასა და ტკივილს
ტყუილს უწოდებ!
– ღმერთი და ეგეთი რამეები საერთოდ არ არსებობს. არც არასდროს არსებობდა. ჰოდა, დიდი ბოდიში, მაგრამ ჩემს ლექსიკონში
ამას ტყუილი ჰქვია!
– მაშინ სამყარო ვინ შექმნა, ალექს? – დამცინავად მეკითხება მამაჩემი. – ისე, შეიქმნა, თავისით, არა? დარწმუნებული ვარ, ახლა
მაგას მეტყვი.
– ალექს, – ამბობს ამ დროს ჩემი და, – შეიძლება სულ არ გინდა
ამათთან ერთად წასვლა, მაგრამ ამწუთას ტანსაცმლის გამოცვლას
გთხოვენ, მამა მხოლოდ ამას გულისხმობს...
– კი, მაგრამ რისთვის? – უკვე გავკივი, – ტანსაცმელი გამოვიცვალო იმის პატივსაცემად, ვინც არ არსებობს? ქუჩაში გავარდნას და
მაწანწალა კატის ან რომელიმე ხის პატივსაცემად ტანზე გამოცვლას რატომ არ მთხოვთ – ისინი არსებობენ მაინც, სხვა თუ არაფერი!
– კითხვაზე პასუხს რატომ არ მცემ, პროფესორო, – აგრძელებს
მამაჩემი, – აბა, სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ! სამყარო და ადამიანები
ვინ შექმნა-მეთქი? არავინ?
68
– სწორია! არავინ!
– გადასარევი ამბავია, – ამბობს მამა. – კიდევ კარგი, სკოლა არ
დამიმთავრებია, თუ სკოლაში სიარული ტვინს ამისნაირად გამილაყებდა!
– ალექს, – მეუბნება ჩემი და ნაზად (ახლაც ასე იცის ლაპარაკი)
იმიტომ, რომ ამათ უკვე ცოტათი მოტეხილი ჰყავთ, – ფეხსაცმელი
რომ მაინც გამოგეცვალა...
– შენც ამათნაირად გაქვს ტვინი ნაღრძობი, ჰანა! თუ ღმერთი არ
არსებობს, რა აზრი აქვს, ფეხზე რას ჩავიცვამ?
– წელიწადში ერთხელ სთხოვ ამ ბიჭს, რომ შენი ხათრით რაღაც
გააკეთოს. მაშინაც დიდ გულზეა. აი, ეგ არის, ჰანა. ეგაა შენი ძმის
პატივისცემა და სიყვარული...
– არა, მამიკო, სინამდვილეში კარგი ბიჭია. პატივსაც გცემს და
უყვარხარ კიდეც...
– და ებრაელ ხალხზე რაღას იტყვი? – ყვირის ახლა მამაჩემი და
ხელებს იქნევს, რომ ცრემლები არ წასკდეს. სიტყვა „სიყვარულის“
გაგონებისას ხომ ჩვენს ოჯახში ყველა იცრემლება.
– ებრაელ ხალხს თუ სცემს პატივს, აი, ესაა საკითხავი. ალბათ
ისევე სცემს პატივს, როგორც... – უცებ გონება უნათდება, ახალი,
გენიალური იდეა მოსდის: – აბა, მომახსენე, თალმუდს თუ იცნობ,
განათლებულო ყმაწვილო? ისტორია იცი? ერთი ბარ-მიცვასთვის
მოემზადე და სულ ეგ არის შენი რელიგიური განათლება. იცი თუ
არა, რომ ადამიანები ებრაელების რელიგიას ზოგჯერ მთელი ცხოვრება სწავლობენ და ამ ქვეყნიდან ისე მიდიან, რომ მასზე ბევრი არაფერი იციან? ისე როგორ მოხდა, რომ თოთხმეტი წლისა ხარ და ებრაელობა უკვე მოგბეზრებია? ერთი პატარა ამბავი მაინც თუ იცი
შენი ხალხის ლამაზი ისტორიიდან? შენი ხალხისცხოვრების ტრაგიკული საგიდან?
ამას რომ ამბობს, მთელი სახე ცრემლებით აქვს დასველებული,
თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდის.
69
– სკოლაში წარჩინებული მოსწავლეა, – განაგრძობს მამაჩემი, –
მაგრამ ცხოვრებაში ისეთივე უვიცი და უგუნურია, როგორიც სიცოცხლის პირველ დღეებში იყო!
გული მიგრძნობს, ის წუთი ახლოვდება, როცა ბოლოს და ბოლოს
გულისნადები უნდა ამოვთქვა! ახლა რაღაც ისეთს ვიტყვი, რაც
კარგა ხანია, ვიცი.
– უვიცი მე კი არა, შენ ხარ! სწორედ უვიცი ხარ!
– ალექს! – მიყვირის ჩემი და და ხელზე მწვდება, თითქოს იმის
ეშინია, რომ მამაჩემს მუშტიც არ ვგლიჯო.
– არის და რა ვქნა! ამ თავისი ხალხის სულელური საგით ხომ
ტვინი წაიღო!
– ჩუმად! ხმა! ენა ჩაიგდე! – ტირის ჰანა, – ახლავე შენს ოთახში
გადი!
ამ დროს მამაჩემი უკვე სამზარეულოს მაგიდისკენ მიფრატუნებს
– თავჩაქინდრული, წელში ორად მოკეცილი, თითქოს მუცელში
ხელყუმბარა მოხვდაო. სინამდვილეში ვესროლე კიდეც. ამას კარგად ვაცნობიერებ.
– შეგიძლია, ძონძებით იარო, ნარკომოვაჭრესავით ჩაიცვა, შეგიძლია ყოველნაირად შემარცხვინო და თავს ლაფი დამასხა. თუ
გინდა, მაგინე კიდეც, ალექსანდერ, ფეხებზე დამიკიდე, ხელი დამარტყი, შემიძულე...
ასე ხდება ხოლმე. ამ დროს, როგორც წესი, დედაჩემი სამზარეულოში ტირის, მამაჩემი – დიდ ოთახში (თვალებს „ნიუარკ ნიუზის“
გადაშლილი ნომრით იფარავს), ჰანა კი – სააბაზანოში. მე შუა გზაზე
ვტირი, სანამ შინიდან გიჟივით გავარდნილი ქუჩის კუთხემდე, ანუ
პინბოლის ავტომატამდე მივაღწევ. აი, ამ როშ ჰაშანაზე კი ყველაფერი სულ სხვანაირად ხდება. რა გგონიათ, რატომ ტირის მამაჩემი
სამზარეულოში, იქ, სადაც, წესით, დედაჩემი უნდა ტიროდეს? რატომ ქვითინებს გაზეთში უმწეოდ თავჩარგული? თან ისეთი მრისხა-
70
ნებით, რომელიც მხოლოდ სიბრალულს იწვევს? იმიტომ, რომ დედაჩემი საავადმყოფოში წევს და ოპერაციის შემდეგ უკეთესობა არ ეტყობა. მხოლოდ ამის გამოც ხომ შეიძლება, რომ როშ ჰაშანაზე გულისმომკვლელი მარტოობა იგრძნოს და ჩემგან თანაგრძნობას, სიყვარულს და მორჩილებას ელოდეს. თუმცა ჩემი ოჯახის ისტორიის ამ
მომენტში – ამაზე დანაძლევებაც შეგიძლიათ, ფულზე დანაძლევება
– იმას, რაც ახლა სჭირდება, ჩემგან ვერ მიიღებს. რატომ? იმიტომ,
რომ ამის გაცემა მე არაფერში მჭირდება! მიდი, ბარემ ბოლომდე
დააჭირე წიხლი, ალექს, შე პატარა ნაბოზარო! ჰო, ალექსი ის პატარა ნაბოზარია, რომელმაც ახლა აღმოაჩინა, რომ მამამისის ყოველდღიური უმწეობა ერთ ფაქტს გაუათმაგებია: იმას, რომ ამ კაცის ცოლი (ჩემს ყურამდე ასე მოვიდა) ოპერაციას ძლივს გადაურჩა. პატარა ნაბოზარი ალექსი კი შანსს არ უშვებს, მამას დაწყლულებულ
გულში გაყრილი დანა უფრო ღრმად არ ჩაასოს. ყოჩაღ, ალექსანდერ, ალექსანდრე დიდი ხარ პრაქტიკულად!
რაც გულში მიტრიალებს, მოზარდის უბრალო ჟინიანობასა თუ
ოიდიპოსურ მრისხანებაზე მეტია! ჩემი პიროვნების ეგრეთ წოდებულ მთლიანობას ეწირება ეს კაცი! მე ხომ იმის გამკეთებელი არ
ვარ, რაც ჰეშიმ გააკეთა! მთელი ბავშვობა დარწმუნებული ვიყავი:
რომ ნდომებოდა, ჩემი ღონიერი ბიძაშვილი, ნიუ-ჯერსის მასშტაბით
მესამე შუბისმტყორცნელი (რა სიმბოლურია ეს წოდება პატარა ბიჭისათვის, რომელსაც თავში მხოლოდ ტანზე მომდგარი ტრუსები
უტრიალებს), ორმოცდაათი წლის ბიძაჩემს ბეჭებზე სულ იოლად
დადებდა, ან იმ სარდაფის კარზე მიაბრტყელებდა. ესე იგი (სხვა რა
უნდა მეფიქრა), გამოდიოდა, რომ ჰეშიმ შეგნებულად დაუთმო.
ოღონდ რატომ? ხომ იცოდა – ჰეში კი არა, ბავშვი ვიყავი, მაგრამ
მეც კი მივხვდი – რომ მამამისმა უკადრებელი იკადრა. რა, მოგების
ეშინოდა? კი, მაგრამ რატომ? მაშინ, როცა მამამისი ასე საძაგლად
მოიქცა, თანაც ჰეშის გულისათვის? რა იყო ეს – სილაჩრე? შიში?
თუ რაღაც სიბრძნე იყო ამაში – ჰეშის სიბრძნე? როცა ბიძაჩემის ამ
71
საქციელზე ჰყვებიან ხოლმე: აი, რის გაკეთება მოუხდა, რომ შვილისთვის თვალები აეხილაო, ან როცა ამ ამბავზე მე თვითონ ვფიქრობ, ვგრძნობ, რომ მის გულისგულში საიდუმლო იმალება – რაღაც
დიდი სიმართლე, რომლის მოხელთებას თუ შევძლებ, მე და მამაჩემს
საბოლოო, გამანადგურებელი დაპირისპირება აგვცდება. მაინც რატომ დანებდა ჰეში? ნუთუ მეც მასავით მომიწევს დანებება? შემიძლია ეს ისე გავაკეთო, რომ ჩემს თავთან მართალი დავრჩე? მეორე
მხრივ, ცდა ხომ მაინც შეიძლება? მიდი რა, შენც სცადე, შე პატარა
ნაბოზარო! ცხოვრებაში ნახევარი საათი მაინც შენს თავთან მართალი ნუ იქნები!
ჰო, უნდა დავუთმო. ვალდებული ვარ, დავუთმო. მე ხომ ვიცი,
რამდენის გადატანა მოუხდა მამაჩემს. ვიცი, რა გადაიტანა ათობით
ათასი წუთის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ექიმებმა შეატყობინეს, რომ დედაჩემს საშვილოსნოზე რაღაც ეზრდებოდა – სანამ გაარკვევდნენ, რას წარმოადგენდა ეს წარმონაქმნი, სანამ აღმოჩნდებოდა, რომ სიმსივნე კეთილთვისებიანი იყო... მაგრამ რაც არ უნდა
ყოფილიყო... ღმერთო, ერთმანეთის წინაშე ამ სიტყვის წარმოთქმაც
კი არ შეგვეძლო! მთელი მისი საშინელების გააზრებით, მთლიანად
ვერც კი გამოვთქვამდით და ევფემისტური შემოკლება გამოვუგონეთ, უფრო სწორად, დედაჩემმა დაგვიტოვა, სანამ გამოსაკვლევად
საავადმყოფოში დაწვებოდა: „კი“. „ბ“-ს და „ო“-ს გაგონებაც არ შეგვეძლო. რა ყოჩაღი ქალია, რომ ამ ორი ასოს წარმოთქმის არ ეშინიაო – ყველა ჩვენი ნათესავი ამას ამბობდა. არადა,რამდენი ისეთი სიტყვა იყო, დაკეტილი კარის უკან ჩურჩულით რომ ვამბობდით. ცუდი
სიტყვები! ცივი და საზიზღარი სიტყვები, რომლებსაც საავადმყოფოების გამოყინულ დერეფნებში დატრიალებული სპირტის სუნი ასდიოდათ – სტერილური ქირურგიული ინსტრუმენტების სუნი; ნაცხის, ბიოფსიის მსგავსი უსულგულო სიტყვები... ამავე დროს ისეთი
სიტყვებიც იყო, რომლებსაც შინ მარტო ყოფნისას ლექსიკონებში
ჩუმად ვეძებდი, მხოლოდ იმიტომ, რომ ბეჭდვითი ფორმით მეხილა
72
– შორეული, უცხო რეალობის არსებობის დამადასტურებელი სიტ-
ყვები: საშო, საშვილოსნო და ამათნაირები... კიდევ იყო ერთი სიტყვა, რომლის გაგონებასაც ველოდით, ველოდით, ველოდით – ამ
სიტყვას ჩვენი ოჯახისთვის სიცოცხლის დაბრუნება შეეძლო – ყველაზე მშვენიერი და ყველაზე დიდებული სიცოცხლის. რაღაც ებრაულიც კი ისმოდა ამ სიტყვაში: კეთილთვისებიანი. ბარუხ ათა
ადონაი, ჰქმენ სიმსივნე იგი კეთილთვისებიანი! კურთხეულ ხარ შენ,
უფალო ჩვენო, ჰქმენ იგი კეთილთვისებიანი! ისმინე, ო, ისრაელ და
მოიღე მოწყალება! ერთი არს უფალი, პატივი ეც მამასა და დედასა
შენსა და გპირდები, გპირდები, გპირდები, პატივს ვცემ, ოღონდ
ჰქმენ სიმსივნე იგი კეთილთვისებიანი!
ბოლოს მართლაც კეთილთვისებიანი გამოდგა. აი, საწოლის
გვერდით, პატარა მაგიდაზე დედაჩემს პერლ ბაკის „დრაკონის თესლი“ უდევს გადაშლილი და კიდევ ჯანჯაფილის ლიმონათით ნახევრად სავსე ჭიქა. ძალიან ცხელა და მეც ძალიან მწყურია, ამიტომ დედაჩემი, როგორც ყოველთვის, თითქოს ჩემს გულში იჯდაო, მეუბნება, მიდი, რაც დარჩა, დალიე, ჩემზე მეტად შენ გესიამოვნებაო...
წყურვილი კი მკლავს, მაგრამ იმ ჭიქიდან დალევა, რომელსაც მისი
ტუჩები ეხებოდა, ჭკუაში არ მიჯდება. ცხოვრებაში პირველად მირევს გულს ამის გაცნობიერება.
– დალიე.
– არ მწყურია.
– შეხედე, რა გაოფლილი ხარ.
– არ მწყურია.
– ოჰ, ასეთი ზრდილობიანი როდის გახდი?
– ჯანჯაფილის ლიმონათი არ მიყვარს.
– ჰოო? ჯანჯაფილის ლიმონათი არ გიყვარს?
– არა.
– ეს როდიდან?
ოჰ, ღმერთო! აი, გადარჩა დედაჩემი, ცოცხალია, ამას წყალი
73
აღარ გაუვა და ყველაფერი თავიდან იწყება. ცოცხალია და თავს
დავდებ, რომ ამ წუთებიდან ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება.
დედაჩემი მიყვება, რომ მის სანახავად რაბინი უორსოუ მოსულა,
გვერდით მოსჯდომია და ნახევარი საათი უსაუბრიათ, სანამ – ამას
ჟესტებით მიჩვენებს – ქირურგის დანის ქვეშ დაწვებოდა. როგორი
ყურადღება გამოუჩენია! როგორი მზრუნველობა! (წარმოიდგინეთ,
ნარკოზიდან წინა დღის გამოსულია და უკვე იცის, რომ დღესასწაულზე „ლივაიზი“ არ გავიხადე! ). ქალი, რომელიც პალატაში მასთან
ერთად წევს და რომლის მოსიყვარულე მზერასაც ვერსად ვემალები
– სხვათა შორის, მისთვის აზრის გამოთქმა არავის უთხოვია – თავს
უფლებას აძლევს და აცხადებს, რომ რაბინი უორსოუ მთელ ნიუარკში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი კაცია. პა-ტივ-სა-ცე-მი. ზუსტად ასე ამბობს. მარცვლები ისე ეწყობა ერთმანეთს, როგორც თავად რაბინი წარმოთქვამდა მათ შთამბეჭდავი ანგლო-მისნური მანერით. მე ამ დროს უკვე ბეისბოლის ხელთათმანზე თითებს მოუთმენლად ვაკაკუნებ, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ერთი სული მაქვს,
როდის გავიქცევი, მაგრამ ვინ გიშვებს?
– ჩემს ბიჭს ბეისბოლი უყვარს, – ეუბნება დედაჩემი მისის პატივ-სა-ცემ-ს, – შეუძლია, წელიწადში თორმეტი თვე ითამაშოს.
მე რაღაცას ვბუტბუტებ ლიგის პირველობაზე:
– ფინალური მატჩია. ჩემპიონი დღეს გამოვლინდება.
– კარგი, საყვარელო, – ტკბილად მეუბნება დედაჩემი, – ხომ მოხვედი, შენი ვალი მოიხადე. ახლა გაიქეცი შენს ფინალურ მატჩზე.
ხმის ტონალობით ვხვდები, რომ ბედნიერია, რადგან სექტემბრის
ამ მშვენიერ საღამოს გრძნობს, რომ ცოცხალია, სიკვდილს გადარჩა.
ჩემთვისაც შვება არ უნდა იყოს? ამისთვის არ ვლოცულობდი? იმ
ღმერთს არ მივმართავდი და ვემუდარებოდი, რომლის არსებობაც
არ მჯერა? როგორ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა ცხოვრება, თუ
დედა საჭმელს არ გაგვიკეთებდა, თუ სახლს არ დაალაგებდა, თუ...
74
თუ... ყველაფერს არ გაგვიკეთებდა, რაც გვჭირდებოდა! მეც ხომ
ამისთვის ვლოცულობდი: რომ ოპერაცია კარგად გადაეტანა, გადარჩენილიყო, შინ დაბრუნებულიყო და ადრინდელივით ჩვენი დედიკო ყოფილიყო.
– გაიქეცი, ჩემო ბიჭუნა! – მეუბნება ღუღუნით, ალერსიანად.
ოჰ, როგორი ალერსიანია ხოლმე ხანდახან – როგორი ნაზი, კეთილი და მზრუნველი! „კანასტას“ საათობით მეთამაშებოდა, როცა
ავად ვიყავი და საწოლში ვიწექი, როგორც ახლა თვითონ წევს. წარმოიდგინეთ, მედდამ ჯანჯაფილის ლიმონათი მოუტანა – ქალმა ხომ
სერიოზული ოპერაცია გადაიტანა – და იმასაც მე მითმობს, იმიტომ,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - პორტნოის სინდრომი - 05
  • Parts
  • პორტნოის სინდრომი - 01
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2217
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.0 of words are in the 5000 most common words
    45.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 02
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2131
    30.7 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 03
    Total number of words is 3812
    Total number of unique words is 2198
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 04
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2076
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 05
    Total number of words is 3875
    Total number of unique words is 2105
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 06
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 2077
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 07
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2090
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 08
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2190
    26.8 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 09
    Total number of words is 3779
    Total number of unique words is 2242
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.5 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 10
    Total number of words is 3710
    Total number of unique words is 2228
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 11
    Total number of words is 3768
    Total number of unique words is 2095
    28.2 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    46.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 12
    Total number of words is 3758
    Total number of unique words is 2132
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 13
    Total number of words is 3750
    Total number of unique words is 2178
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 14
    Total number of words is 3628
    Total number of unique words is 2199
    25.8 of words are in the 2000 most common words
    37.9 of words are in the 5000 most common words
    44.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 15
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2229
    26.5 of words are in the 2000 most common words
    37.3 of words are in the 5000 most common words
    44.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 16
    Total number of words is 2820
    Total number of unique words is 1682
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.