Latin

პორტნოის სინდრომი - 11

Total number of words is 3768
Total number of unique words is 2095
28.2 of words are in the 2000 most common words
39.4 of words are in the 5000 most common words
46.1 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
დამხვდეს და სიჩქარეში ზედ ჩამოვეგო. რა თქმა უნდა, ასეთი ღობე
სინამდვილეში აქ კი არა, ლაიონზ ავენიუზეა, ობლების კათოლიკურ
თავშესაფარს არტყია, მაგრამ ახლა ჰალუცინაციებსა და კომატოზურ მდგომარეობას შორის ვარ. თავბრუ მეხვევა, თითქოს დიდი
ხნის უჭმელი ვიყო. თვალწინ „ნიუარკ ნიუზში“ დაბეჭდილი ფოტო
მიდგას, რომელზეც ეს ღობე და ტროტუარზე დანთხეული ჩემი სისხლის გუბეა გამოსახული, ქვეშ კი მინაწერია, რომელსაც ჩემები ვერასდროს მოინელებენ: „დაზღვევის აგენტის ვაჟის სასიკვდილო ნახტომი“.
სანამ მე ამ ჩემს იგლუში ვიყინები, მენდელი ოფლად იღვრება.
180
ზოგადად, ზანგის სუნი თანაგრძნობით აღმავსებს და „პროზაული
პოეზიის“ განწყობაზე მაყენებს, მაგრამ მენდელის სუნის მიმართ დიდად შემწყნარებელი ვერ ვარ: ეს ბიჭი გულს მირევს (როგორც დედაჩემი ამბობს ხოლმე), რაც სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ჩემთვის სმოლკასავით მომნუსხველ არსებად რჩებოდეს. ისიც ჩემსავით
თექვსმეტი წლისაა და ებრაელია, თუმცა ჩვენი მსგავსება ამით
მთავრდება: თმა „იხვის კუდის“ სტილში აქვს შეჭრილი, ბაკები ყბებზე ჩამოზრდია, სპორტულ, ცალღილიან პიჯაკებსა და წვეტიან შავ
ფეხსაცმელს იცვამს, ბილი ეკსტაინისებური საყელოებით დადის,
რომლებიც იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე თავად ბილი ეკსტაინისა... მაგრამ მაინც ებრაელია. დაუჯერებელი ამბავია! ერთხელ მასწავლებელს ჩვენთან წამოსცდა, არნოლდ მენდელის ინტელექტის
კოეფიციენტი გენიოსისას უტოლდებაო, მაგრამ ამას მოპარული
მანქანებით გრიალი, სიგარეტის მოწევა და რწყევამდე ლუდის სმა
ურჩევნია. დაუჯერებლად გეჩვენებათ, არა? ებრაელი ბიჭი და ასეთი ამბები? მენდელი წრეში მნძრეველთა იმ ჯგუფის წევრიცაა, რომელიც დახურული დარაბების მიღმა, სმოლკას სასტუმრო ოთახში
იკრიბება ხოლმე სკოლის შემდეგ, სანამ სმოლკას მშობლები სამკერვალოში ქანცგაწყვეტამდე მუშაობენ. ბევრი მსმენია ამის შესახებ,
მაგრამ (მიუხედავად ჩემი ონანისტობის, ექსჰიბიციონიზმისა და
ვუაიერიზმისა, ფეტიშიზმზე რომ აღარაფერი ვთქვა) მაინც ვერ ვიჯერებ და არც მინდა დაჯერება. ოთხი თუ ხუთი ტიპი წრეში ჯდება
იატაკზე და სმოლკას ნიშანზე ნძრევას იწყებს. ვინც პირველი გაათავებს, მანამდე თითოეულის დადებულ დოლარს იჯიბავს.
ღორები!
მენდელის საქციელს მხოლოდ იმით ვხსნი, რომ ათი წლის იყო,
როცა მამა გარდაეცვალა. რა თქმა უნდა, ეს ფენომენი სრულიად
მომნუსხველად მეჩვენება: ბიჭი, რომელსაც მამა არ ჰყავს.
სმოლკას სიმამაცეს როგორღა ავხსნი? სმოლკას დედა მუშაობს.
181
დედაჩემი, ხომ გახსოვთ, მთელი თავისი დღე და მოსწრება ჩვენი ექვსი ოთახის პატრულირებას ეწევა – ასე ამოწმებს ხოლმე პარტიზანული არმია დაკავებული ტერიტორიის ყოველ კუთხე-კუნჭულს.
ჩვენს ოჯახში კარადა და უჯრა არ არის, რომ დედაჩემს ფოტოგრაფიულად არ ახსოვდეს მისი შიგთავსი. სმოლკას დედა კი მთელი დღე
სმოლკას მამის სამკერვალოს სუსტად განათებულ კუთხეში ზის პატარა სკამზე და კერავს და კერავს. ამიტომ საღამოს, როცა შინ
ბრუნდება, იმის თავი აღარ აქვს, რომ გეიგერის მრიცხველი დააძროს და შვილის ფრანგული პრეზერვატივების ძიება დაიწყოს, რომელთა დანახვაზეც თმა ყალყზე დაუდგებოდა. სმოლკები, ალბათ
გესმით, ჩვენსავით შეძლებულები არ არიან და ჩვენ ორს შორის საბოლოო განსხვავებაც ესაა. სმოლკას დედა მუშაობს, მათ სახლს კი
ჟალუზები არ აქვს. ჰო, ეს ჩემთვის ყველაფერს ნათელს ხდის: რატომ დადის სმოლკა ოლიმპიკ-პარკში საცურაოდ და რატომ უყვარს
სხვების სირებზე ხელის წავლება. „ჰოუსტისის“ კექსებისა და საკუთარი მახვილი ჭკუის ამარაადარჩენილი ამ ცხოვრებაში. მე კი ყოველდღე ცხელ-ცხელი სადილი და ახალ-ახალი კომპლექსები მაქვს
გამოწერილი. თუმცა სწორად გამიგეთ (ისე ვამბობ, თითქოს ადვილი საქმე იყოს): რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, ზამთრის ქარბუქში საკუთარი სახლის ზღურბლს რომ გადააბიჯებ და გაზქურაზე გასაცხელებლად შემოდგმული პამიდვრიანი წვნიანის სურნელს იგრძნობ, სამზარეულოს რადიოდან კი „დეიდა ჯენი“ შემოგესმება? რა
შეედრება ახლად გარეცხილ და გაუთოებულ პიჟამას ან ავეჯის საწმენდის სუნით ზამთარ-ზაფხულ გაჟღენთილ საძინებელს? ნუთუ მომეწონებოდა, ჩემს უჯრაში უწესრიგოდ შეყრილი, მონაცრისფრო
ქვედა საცვლები რომ დამხვედროდა, როგორც სმოლკას? არა, არ
მომეწონებოდა. ან ის როგორი იქნებოდა, თითებთან გამოხეული
წინდებით რომ მევლო და ცხელი თაფლიანი სასმელი არავის მოეტანა, როცა ავად ვიქნებოდი და ყელი მეტკიებოდა?
მეორე მხრივ, აბა, როგორ მოვიდოდა ასეთ სახლში, დღისით,
182
მზისით, ბაბლზ ჯირარდი და როგორ გამიკეთებდა მინეტს ისე, როგორც სმოლკას გაუკეთა საკუთარ საწოლში?
ბედის ირონიაც ეს არის! შარშან, გაზაფხულზე, უორთ სტრიტს
მივუყვები და როგორ გგონიათ, ვის ვხვდები? ძველ მნძრეველსა და
წრეში დაქნევის მოყვარულს, თვით მისტერ მენდელს. ხელში არტახებით, აჭიმებითა და ასეთი რამეებით სავსე შეკვრა უჭირავს. იცით,
სრულიად განმაცვიფრა იმან, რომ ცოცხალი და საღ-სალამათი დავინახე. ეს ამბავი ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია. თურმე ცოლი შეურთავს და ორი პატარა შვილიც ჰყავს; მეფლვუდში, ნიუ-ჯერსიში სახლი უყიდია, სადაც ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს. მოკლედ, ცოცხალია, ისევ ბაღის შლანგისხელა აბია და ეზოში ბარბექიუსაც წვავს
ხოლმე! მენდელი, რომელიც ისე გიჟდებოდა პუპი კამპოსა და ტიტო
ვალდესზე, რომ სკოლის დამთავრების მომდევნო დღესვე ქალაქის
მერიაში წავიდა და სახელი ოფიციალურად შეიცვალა: არნოლდის
ნაცვლად ბა-ბა-ლუ მენდელი გახდა. დღეში ექვს ქილა ლუდს სვამდა! სასწაული! დაუჯერებელი ამბავი! როგორ მოხდა, რომ ამ ყველაფრისთვის სასჯელი ასცდა? დალაყუნობდა ასე: ერთ წელს სკოლაში იყო, მეორე წელს რიცხავდნენ. სულ ჩენსელორ სტრიტისა და
ლესლი სტრიტის გადაკვეთაზე იდგა – უაზროდ და უსაქმოდ; ან თავის აფრიკულ დოლზე იჯდა შავი მუშასავით და „იხვის კუდი“ ცისკენ
ჰქონდა აშვერილი. აჰა, არც მეხი დასცემია და არც არაფერი. ახლა
კი ჩემსავით ოცდაცამეტი წლისაა და სავაჭრო აგენტად მუშაობს სიმამრთან, რომელსაც ქირურგიული ინსტრუმენტების მაღაზია აქვს
მარკეტ სტრიტზე, ნიუარკში. მეკითხება, რას საქმიანობ, რით გაგაქვს თავი ამ ცხოვრებაშიო. ნუთუ მართლა არ იცის? ნუთუ ჩემს
მშობლებს იმ ხალხის სიაში არ შეუყვანიათ, ვისაც წერილებს უგზავნიან ხოლმე? განა ყველამ არ იცის, რომ ამხელა ნიუ-იორკში ზნეობრივად ყველაზე სრულყოფილი კაცი ვარ და მხოლოდ ჰუმანიზმისა
და თანაგრძნობის უწმინდესი იდეალებით ვცოცხლობ? როგორ არ
იცის, რომ თავი ჩემი სიკარგით გამაქვს?
183
– სახელმწიფო სამსახურში ვარ, – ვპასუხობ და ხელს უორთ
სტრიტის ოცდამეათე ნომრისკენ ვიშვერ. თავმდაბლობის განსახიერება ვარ.
– ბიჭებიდან თუ ხედავ რომელიმეს? – მეკითხება ბა-ბა-ლუ. –
ცოლი მოიყვანე?
– არა, არა.
უცებ ახალი სიფათის მიღმა ის ძველი ლათინურამერიკელი ხეპრე იღვიძებს.
– აბა, რას აკეთებ, სად უდებ, ვის უდებ...?
– ქალები მყავს, არნი. ხანაც ვანძრევ.
იმწუთასვე ვხვდები, რომ მივქარე. მივქარე! ახლა რომ ამან პირი
მოაღოს და „დეილი ნიუზს“ ჩაუკაკლოს ჩემი ნათქვამი? თანაბარი
შესაძლებლობების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე თვალთმაქცი აღმოჩნდა! იგი ცოდვილის ცხოვრებით ცხოვრობს, – გვატყობინებს მისი ძველი მეგობარი.
ისევ საგაზეთო სათაურები. ჩემს ბინძურ საიდუმლოებებს ყოველთვის საგაზეთო სათაურებით იტყობს შოკირებული და იმედგაცრუებული სამყარო.
– მისმინე, – მეუბნება ბა-ბა-ლუ, – რიტა ჯირარდი გახსოვს? ყველას მინეტს რომ გვიკეთებდა.
– ...რა დაემართა? ხმას დაუწიე, ბა-ბა-ლუ! რა დაემართა-მეთქი?
– „ნიუზში“ არ წაგიკითხავს?
– რომელ „ნიუზში“?
– „ნიუარკ ნიუზში“.
– კარგა ხანია, „ნიუარკ ნიუზი“ თვალით აღარ მინახავს. რა დაემართა იმ გოგოს?
– მოკლეს. ჰოთორნ ავენიუზე ბარში იჯდა ვიღაც მონსტრთან ერთად. მერე მეორე მონსტრი შესულა იმ ბარში და ორივესთვის შუბლში ტყვია დაუხლია. როგორ მოგწონს ეს ამბავი? რა ხალხს აძლევდა, აზრზე ხარ?
184
– ვაა, – ვამბობ. გაოგნებული ვარ. მერე ვეკითხები: – მისმინე,
ბა-ბა-ლუ, სმოლკასი რა ისმის?
– რა გითხრა, – მპასუხობს ბა-ბა-ლუ, – ეგ პროფესორი არ არის?
ვიღაცამ მითხრა, სმოლკა პროფესორი გახდაო.
– პროფესორი? სმოლკა?
– მგონი, რომელიღაც კოლეჯში ასწავლის.
– შეუძლებელია! – ვპასუხობ ქედმაღლურად.
– კი, ესე მითხრეს. სად ასწავლის და პრინსტონში.
– პრინსტონში?
შეუძლებელია! ცივ დღეებში სადილად დახვედრებული ცხელი
პამიდვრიანი წვნიანის გარეშე? სუფთა პიჟამები რომ არ ეცვა ხოლმე? სმოლკა, ბუსუსებიან წითელ პრეზერვატივებს რომ ინახავდა,
რომლებითაც პარიზელ კაცებს, მისივე თქმით, ქალები მეცხრე ცაზე
აჰყავდათ? ოლიმპიკ-პარკის აუზში მოცურავე სმოლკა ცოცხალია?
და თან პრინსტონის პროფესორია? რას ასწავლის – კლასიკურ ენებს თუ ასტროფიზიკას? დედაჩემივით ლაპარაკობ, ბა-ბა-ლუ. ალბათ
სანტექნიკოსი ან ელექტრიკოსი უნდა გეთქვა. არა, ამას ვერ დავიჯერებ! იმიტომ, რომ მთელი ჩემი ორგანიზმი, ჩემი ყველა გრძნობა,
ჩემში ბავშვობიდან გამჯდარი შეხედულებები ამ აზრთან შეგუებას
ეწინააღმდეგება. კარგად ვიცი, რომ სმოლკა და მენდელი საკუთარ
სახლებში ცხოვრობენ და საკუთარი საქმეებიც აქვთ, როგორც ამ
პლანეტის ყველა მამაკაცს, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი
უწესო ბიჭები დღემდე ცოცხლები არიან. ესენი, წესით, ციხეში ან
გზისპირა არხში უნდა ეყარონ. ამის დედა ვატირე, საშინაო დავალებებს ესენი არ წერდნენ – კარგი, სმოლკა ჩემგან ესპანურს მაინც
იწერდა ხოლმე, მენდელი თავს ამისთვისაც არ იწუხებდა, სულ ფეხებზე ეკიდა... ჭამის წინ ხელების დაბანაზე აღარაფერს ვიტყვი...
ვერ ხვდებით, რომ ეს ორი ბიჭი, წესით, მკვდარი უნდა იყოს? ბაბლზივით! ეს ერთი ცხოვრება მაინც დამთავრდა ლოგიკურად. ამ ამბის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამტკიცებს ჩემს წარმოდგენას
185
იმის შესახებ, რომ ადამიანი განვლილი ცხოვრების მიხედვით იმკის!
ცუდი და გარყვნილი იყავი, არა? ბოლოს მაგ სირის მწოველ თავში
ვიღაც მონსტრები ტყვიას დაგახლიან. ასეა მოწყობილი ეს სამყარო!
სმოლკა სამზარეულოში ბრუნდება და გვეუბნება, ბაბლზი უარზეაო.
– კი, მაგრამ შენ არ გვითხარი, ეგ გოგო მოგცემთო?! – ყვირის
მენდელი. – ხომ გვითხარი, პირში აიღებსო! მოგიწოვთო, შეგადებინებთ კიდეცო – ვინ გვეუბნებოდა?!
– ამის დედაც, – ვამბობ მე, – თუ არ უნდა, ვინ ეხვეწება. წავედით.
– როგორ თუ წავედით, ერთი კვირაა ამის წარმოდგენაზე ვანძრევ! არსად არ მოვდივარ! რა ხდება, სმოლკა, ვერ გავიგე? მე მაინც არ დამინძრევს?
– თუ არ უნდა, ნუ უნდა, წავედით რა, – რეფრენივით ვიმეორებ.
– ვინ ჩემი ფეხებია, უარს რომ გვეუბნება! ხელით მაინც არ უნდა
დაგვინძრიოს? ერთი დანძრევა რა გახდა! დიდ რამეს ვთხოვთ? არა,
აქედან ფეხს არ მოვიცვლი. ან პირში აიღებს ან დამინძრევს. აირჩიოს: ან ერთი, ან მეორე! ეგ ბოზანდარა!
სმოლკა კიდევ ერთხელ შედის მეორე ოთახში მოსალაპარაკებლად, დაახლოებით ნახევარ საათში კი იქიდან ახალი ამბავი გამოაქვს: გოგოს გადაუფიქრებია, ერთ-ერთს დავუნძრევ, ოღონდ შარვალი არ უნდა გაიხადოსო. სულ ეს არის. მონეტას ჰაერში ვაგდებთ
და სიფილისის აკიდების შანსს მე ვიგებ! მენდელი გვიმტკიცებს, მონეტა ჭერს მოხვდაო. მზად არის, მიმახრჩოს. წესის დარღვევაზე გაჰყვირის მაშინაც კი, როცა სასტუმრო ოთახში კუთვნილი პრიზის მისაღებად შევდივარ.
ბაბლზი, პერანგის ამარა, ოთახის მეორე ბოლოში, დივანზე ზის.
ასე, ას სამოცდაათი ფუნტი იქნება. ულვაშიც აქვს. თუ მკითხავს, რა
გქვიაო, ვუპასუხებ, ენტონი პერუტა-მეთქი, მაგრამ სახელს არ მეკითხება.
186
– მისმინე, – მეუბნება, – მოდი, ახლავე გავარკვიოთ: ამას მარტო
შენ გიკეთებ, მეტს არავის.
– ეგ თქვენი გადასაწყვეტია, – ვეუბნები თავაზიანად.
– კარგი, ამოიღე, ოღონდ შარვალი არ ჩაიხადო. გესმის, რას გეუბნები? გასაგებად ვუთხარი შენს ძმაკაცს: არავის ყვერებს არ შევეხები-მეთქი.
– კარგი, კარგი, როგორც გინდა.
– და არ შემეხო, არც კი სცადო!
– მისმინეთ, თუ გინდათ, წავალ.
– მიდი, ამოიღე.
– კარგი, თუ ასე გინდათ, აი... აი... – ვეუბნები, მაგრამ ენა აშკარად წინ მისწრებს, – ახლავე ამოვიღებ...
კი, მაგრამ სად არის? კლასში ზოგჯერ სიკვდილზე, საავადმყოფოებსა და საშინელ ავტოავარიებზე ვიწყებდი ფიქრს იმ იმედით,
რომ ჩემი შავბნელი ფიქრები ამ თავხედს თავს მანამდე ჩააქინდრინებდა, სანამ ზარი დაირეკებოდა და წამოდგომას შევძლებდი. საკმარისი იყო, დაფასთან გავსულიყავი ან ავტობუსიდან ჩამოვსულიყავი, რომ ეს მაშინვე თავს წამოყოფდა: „ჭიტა! აბა, ყველამ შემომხედეთ! “ ახლა კი ვეძებ და ვერ მიპოვია!
– აი! – ვიძახი ბოლოს.
– სულ ეს არის?
– ხოო... – ვპასუხობ აწითლებული, – როცა მაგრდება, უფრო
დიდდება ხოლმე...
– ამის გასადიდებლად მთელი ღამე ვერ ვიწვალებ.
– არა მგონია, მთელი ღამე დაჭირდეს... – ვამბობ თავაზიანად.
– დაწექი!
უკმაყოფილო ბაბლზი სკამზე ჯდება, მე კი მის გვერდით, დივანზე ვიშოტები. უცებ ისე ბღუჯავს ჩემს ასოს, თითქოს ეს უბედური
რაღაც მექანიკურ ხელსაწყოში მომყვა. განსაცდელი, რბილად რომ
187
ვთქვათ, ერთობ ენერგიულად იწყება. მაგრამ რა მედუზა დაუნძრევია და რა ეს ჩემი სირი.
– რა დაგემართა? – მეკითხება ბაბლზი, – რით ვეღარ გაათავე?
არ შეგიძლია გათავება?
– როგორ არ შემიძლია...
– ჰოდა, თავს ნუ იკავებ.
– თავს არ ვიკავებ, ვცდილობ, ბაბლზ.
– ახლა ორმოცდაათამდე დავთვლი და თუ მანამდე ვერ მოასწარი, შენს თავს დააბრალე.
ორმოცდაათამდე? მაგრად გამიმართლებს, ორმოცდაათზე ეგ
თუ კიდევ ჩემს ტანს ებმება! „ცოტა ნელა, – მინდა წამოვიყვირო, –
თავს ეგრე უხეშად ნუ ეხები! “
– თერთმეტი, თორმეტი, ცამეტი...
მე კი ვფიქრობ, მადლობა ღმერთს, მალე ყველაფერი დამთავრდება, ასე, ორმოცი წამიც უნდა გავუძლო-მეთქი. შვების განცდასთან ერთად კი იმედგაცრუების გრძნობაც მეუფლება: ამწუთას ის
ხდება, რაზეც ცამეტი წლის ასაკიდან დღე და ღამე ვოცნებობდი.
ბოლოს და ბოლოს, მეღირსა და სექსი გულამოცლილ ვაშლთან ან
ვაზელინით გაპოხილ რძის ბოთლთან კი არ მაქვს, არამედ ნამდვილ
გოგოსთან, რომელსაც პერანგი აცვია, ორი ძუძუ და საშო აქვს და
კიდევ ულვაში, მაგრამ მე ვინ ვარ, რომ ულვაშის გამო გოგო დავიწუნო? აი, ტვინში სულ ეს მიტრიალებდა და...
უცებ ვხვდები, რაც უნდა ვქნა. უნდა დავივიწყო, რომ ბაბლზი
მინძრევს, უნდა წარმოვიდგინო, ვითომ მე თვითონ ვანძრევ! აჰა, ჩამუქებულ ჭერს ვაშტერდები და იმის ნაცვლად, რომ წარმოვიდგინო,
თითქოს გოგოს ვუდებ (რასაც ნძრევის დროს ვაკეთებ ხოლმე), თავს
ვირწმუნებ, რომ საკუთარი ხელით ვანძრევ.
შედეგიც არ ახანებს. თუმცა როგორც კი სასურველ მდგომარეობას ვაღწევ, ბაბლზის სამუშაო დღე მთავრდება.
– აჰა, მორჩა. ორმოცდაათი! – ამბობს და ჩერდება.
188
– არა! – ვყვირი, – კიდევ მინდა!
– იცი, რას გეტყვი? სანამ მოხვიდოდით, ორი საათი ვაუთოვე!
– ერთხელაც, რა! გთხოვ! კიდევ ერთი! ორი! გეხვეწები!
– არა-მეთქი!
როგორც ყოველთვის, იმედგაცრუებას და გეგმების ჩაშლას ახლაც ვერ ვეგუები – სირს ვწვდები, ვბღუჯავ და ეგრევე ვათავებ!
ოღონდ შესხმით საკუთარ თვალში ვისხამ. პატრონის ხელის ერთი შევლებაც საკმარისი იყო! მუნჯის ენა დედამ იცის! აბა, ვინ დამინძრევს საკუთარ თავზე უკეთესად? თუმცა რაკი გაწოლილი ვიყავი, სპერმის ნაკადი ჰორიზონტალურად წამოვიდა, ტანს ზემოთ გადამევლო და ცხელი, ბლანტი მასა ზედ თვალზე დამეტყეპა.
– შე ნაბიჭვარო ურია! – მიყვირის ბაბლზი, – მთელი დივანი დამისვარე! კედლებიც! ლამფაც!
– თვალში მომხვდა! .. და ურია აღარ დამიძახო, გაიგე?
– ურია ხარ, აბა, ვინ ხარ! ურია! ყველაფერი დამისვარე, შე ნაბიჭვარო! ხელსახოცებს ვერ ხედავ?
ზუსტად ისე ხდება ყველაფერი, როგორც მშობლები მაფრთხილებდნენ: პირველივე უთანხმოებისას, როგორი უმნიშვნელოც არ
უნდა იყოს მისი მიზეზი, შიკსე ბინძურ ურიას დაგიძახებსო. რა საშინელი აღმოჩენა გავაკეთე – ჩემი მშობლები, რომლებიც, როგორც
წესი, ყოველთვის ცდებოდნენ... მართლები გამოდგნენ! თვალი კი
ისე მეწვის, თითქოს ცეცხლი მიკიდია და უცებ ვხვდები, რატომ. ერთხელ სმოლკამ გვითხრა, ეშმაკის კუნძულებზე მცველები ასე ერთობოდნენ, პატიმრებს თვალებში სპერმას აზელდნენ და აბრმავებდნენო. ჰოდა, ვბრმავდები! შიკსე ასოზე შიშველი ხელით შემეხო –
ახლა სამუდამოდ დავბრმავდები! ექიმო, ჩემი ფსიქიკის გაგება ისეთივე იოლია, როგორც პირველკლასელის ფსიქიკისა. ვის სჭირდება
სიზმრები, გეკითხებით? ვის სჭირდება ფროიდი? ჩემნაირი ტიპის
გაანალიზებას „ნიუ-იორკ პოსტის“ მიმომხილველის, როზა ფრანცბლაუს ტვინიც ეყოფა.
189
– წინდაცვეთილო ურია! გათავებაც არ შეგიძლია, თუ შენი ხე-
ლით არ დაინძრიე, შე მართლა ურია!
საკმარისია! სად არის მისი ადამიანური თანაგრძნობა?
– რა დროს ეგაა, თვალი! – ვყვირი და სამზარეულოსკენ გავრბივარ, სადაც სმოლკა და მენდელი სიცილით კედლებს აწყდებიან.
– პირდაპირ თვალს დაუმიზნე? – ხარხარებს მენდელი და იატაკზე ჩაკეცილი ლინოლეუმს მუშტებს უბრახუნებს. – თვალში შეისხა...
– წყალი, ვირისთავებო, ვბრმავდები! ისე მეწვის, ცეცხლი მიკიდია! – მენდელს ვახტები, უსწრაფესად მივქრივარ ნიჟარისკენ და
სახეს წყლის ჭავლს ვუშვერ. ნიჟარის თავზე ვარდისფერპერანგიანი
იესო ქრისტე ცად ამაღლებას განაგრძობს. უმაქნისი ნაბიჭვარი!
ქრისტიანებისთვის ცოტა სიკეთე და თანაგრძნობა მაინც ესწავლებინა. მე მეგონა, თავის მიმდევრებს იმას სთხოვდა, რომ სხვა ადამიანების ტანჯვა გულთან მიეტანათ! ჩემი ფეხები! მე რომ დავბრმავდე, მაგის ბრალი იქნება! უცებ ვხვდები, რომ ჩემს თავს დატეხილი
ტკივილისა და უბედურების მთავარი მიზეზი იესო ქრისტეა... და სანამ სახეზე ცივი წყლის ჭავლი ჩამომდის, იმაზე ვფიქრობ, როგორ
უნდა ავუხსნა მშობლებს ჩემი დაბრმავების მიზეზი! დედაჩემს ნახევარი ცხოვრება ჩემი ტრაკის კვლევაში აქვს გატარებული, სულ ჩემი
განავლის დამზადების პროცესს აკვირდება – აბა, როგორ გამოვაპარებ იმას, რომ მხედველობა დავკარგე?
– კაკუნ-კაკუნ, მე ვარ, დედიკო! აი, ამ საყვარელმა ძაღლმა მომიყვანასახლში, ეს კი ჩემი ხელჯოხია.
– ძაღლი? ჩემს სახლში? ამწუთას გააგდე აქედან, სანამ ყველაფერი არ დაუსვრია! ჯეკ, სახლში ძაღლი გვყავს! მე კი სამზარეულოს იატაკი სულ ცოტა ხნის წინ მოვრეცხე!
– ჰო, მაგრამ, დედა, ეს ძაღლი აქ უნდა დარჩეს. გამცილებელი
ძაღლია, რომელიც ბრმებს ეხმარება. მე დავბრმავდი!
– ღმერთო ჩემო, ჯეკ! – გასძახის დედაჩემი მამაჩემს სააბაზანოში. – ჯეკ, ალექსმა სახლში ძაღლი მოიყვანა. ალექსი დაბრმავდა!
190
– ვინ დაბრმავდა, ესა? – პასუხობს მამაჩემი. – ისედაც ბრმა არ
იყო, სახლში შუქის ჩაქრობა ვერ ვასწავლე!
– როგორ? – მოთქვამს დედაჩემი, – როგორ დაგემართა ეს უბედურება?
„როგორ? ამას რა კითხვა უნდა? ქრისტიან გოგოებში სიარულით“.
მომდევნო დღეს მენდელი მიყვება, რომ მას შემდეგ, რაც ჯირარდების სახლიდან გიჟივით გამოვიქეცი, ნახევარ საათში ბაბლზს კეთილი უნებებია, მუხლებზე დამდგარა და მისთვის მინეტი გაუკეთებია.
– მართლა? – ვეკითხები სახტად დარჩენილი.
– იკადრა და მუხლებზე დადგა, – მპასუხობს მენდელი. – სახლში
რას გარბოდი, შე შმუკო, შენა!
– ურია დამიძახა, – საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ვპასუხობ. – მეგონა, რომ ვბრმავდებოდი. მისმინე, ეგ გოგო ანტისემიტია, ბა-ბა-ლუ.
– მერე რა, არ მკიდია? – მპასუხობს მენდელი, რომელმაც, ალბათ, სიტყვა „ანტისემიტის“ მნიშვნელობა არც კი იცის. – მე მარტო
ის ვიცი, რომ ორჯერ შევუდე.
– შეუდე? პრეზერვატივით?
– არა, არაფერი მიხმარია.
– ჰო, მაგრამ დაფეხმძიმდება! – ვყვირი შეშფოთებული, თითქოს
ამისთვის პასუხს ვინმე მე მომთხოვდეს.
– არ მკიდია? – მპასუხობს მენდელი.
მე რაღა მანერვიულებს? მარტო მე რატომ ვატარებ სარდაფში
ექსპერიმენტებს პრეზერვატივების გამოსაცდელად? სიფილისის
აკიდების საშიშროება მარტო მე რატომ მზაფრავს? თვალი ამეწვება
თუ არა, სახლში რატომ გავრბივარ? რატომ მგონია, რომ სამუდამოდ დავბრმავდი? სად გავრბივარ, როცა ნახევარ საათში ბაბლზი
მუხლებზე დადგება და პირში ყლეს მთლიანად ჩაიდებს? სახლში,
191
დედიკოსთან! ფხვიერ ნამცხვრებთან და ჭიქა რძესთან, ჩემს სუფთა
საწოლთან! ოი, ოი, რა არის მაინც ეს ცივილიზაცია და რამდენი სიმწარე ახლავს! მიდი რა, ბა-ბა-ლუ, მელაპარაკე, მომიყევი, მითხარი,
რას გრძნობდი, როცა ის გოგო მინეტს გიკეთებდა? არც ერთი
წვრილმანი არ გამოტოვო, ზუსტი დეტალები მინდა! როგორი ძუძუები აქვს? ძუძუსთავები? თეძოები? ბა-ბა-ლუ, მართლა ისე შემოგაჭდო ფეხები ტრაკზე, როგორც პორნოგრაფიულ წიგნებში წერენ
ხოლმე? თუ მაგრად შეატყუპა და სირზე ისე მოგიჭირა, რომ ყვირილი მოგინდა, როგორც ჩემს სიზმრებში ხდება ხოლმე? ქვემოთ როგორი თმა აქვს? ყველაფერი მომიყევი, რაც ბოქვენის თმასა და მის
სუნზე უნდა ვიცოდე. არა უშავს, თუ ეს ადრეც მომისმენია. მართლა
მუხლებზე დადგა თუ მაბოლებ? ეგ მაგრად მაინტერესებს, მუხლებზე მართლა დადგა? კბილები? კბილებს რას უშვრება მაგ დროს?
სირს გწოვს თუ გინძრევს? თუ ორივეს ერთდროულად აკეთებს? აუ,
ბა-ბა-ლუ, მართლა პირში შეასხი? აუუუ! მერე რა ქნა, მაშინვე გადაყლაპა, გადააფურთხა თუ სულ გაგიჟდა? თქვი, რა! რა უქნა შენს
ცხელ სპერმას? გააფრთხილე, ვათავებო თუ პირდაპირ გაასხი? ჰო,
სირი პირში თვითონ ჩაიდო, შენ ჩაუდე თუ თავისით შეუსრიალდა?
ამ დროს შენი ტანსაცმელი სად იყო – დივანზე დააწყვე თუ იატაკზე
დაყარე? ზუსტად მითხარი, სად იყო? ყველა წვრილმანი მჭირდება!
ყველანაირი წვრილმანი! დეტალები! ლიფი ვინ გახადა? ტრუსი ვინ
გახადა? შენ გახადე თუ თვითონ გაიხადა? სირი პირში რომ ედო, ბაბა-ლუ, ტანზე ეცვა რამე? ტრაკქვეშ ბალიში ამოუდე? ტრაკი ისე
დაადებინე ბალიშზე, როგორც ჩემი მშობლების წიგნში წერია – ახლად დაქორწინებულთა სახელმძღვანელოში? რომ გაათავე, მერე
რა მოხდა, იმანაც გაათავა? მენდელ, ერთი ამიხსენი – ეს აუცილებლად უნდა ვიცოდე – ქალებიც ათავებენ? რამე სითხე გამოსდით?
თუ, უბრალოდ, ბევრს კვნესიან ხოლმე? იმან როგორ გაათავა? როგორია ეს გათავება! სანამ ჭკუიდან გადავსულვარ, უნდა გავიგო,
როგორ ათავებენ ქალები!
192
სქესობრივი ცხოვრების დეგრადაციის
ყველაზე გავრცელებული ფორმა
მოკლედ, უკვე ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მანქი ლექსინგტონ ავენიუზე შემთხვევით გავიცანი და ჯერაც გრძნობების ნიაღვარი მიმაქანებს: ერთი მხრივ, თავბრუდამხვევ სურვილს ვყავარ
შეპყრობილი (ასეთ თავაშვებულ ქალს ცხოვრებაში არ გადავყრივარ! ), მეორე მხრივ კი, მის მიმართ რაღაც ზიზღისმაგვარს
ვგრძნობ. ერთი შესწორება: თუ მანამდე მანქისგან, სიფრთხილის
გამო, თავს შორს ვიჭერდი (ამის მიზეზი მოდის სამყაროს გლამურულობა, ამ გოგოს მდაბიური წარმოშობა და, პირველ რიგში, სექსუალური თავაშვებულობა იყო), ვერმონტში გატარებული წინა შაბათკვირის შემდეგ ეს დაძაბულობა და უნდობლობა ერთიანად მოზღვავებულმა სინაზემ და სიახლოვის გრძნობამ ჩაანაცვლა.
ბოლო დროს წაკითხული ესეს გავლენას განვიცდი, რომლის სათაურია: „სქესობრივი ცხოვრების დეგრადაციის ყველაზე გავრცელებული ფორმა“. როგორც ხვდებით, ფროიდის წიგნი ვიყიდე და ევროპიდან დაბრუნების შემდეგ ჩემს უქალო საწოლში მარტოობის
193
გრძნობას ასე ვიქარვებ. ხელში ხან ფროიდი მიჭირავს, ხან – ალექსი, ხშირად – ორივე ერთად. ჰო, ვწევარ მარტოდმარტო, ღილებჩახსნილი პიჟამა მაცვია და ოცნებებში წასული პატარა ბიჭივით ვატრიალებ ხელში ასოს – ვსრეს, ვზელ, ვღუნავ და ვაწვალებ, თან მონუსხულივით ვეწაფები წიგნს „ნარკვევები სექსუალობის შესახებ“,
ვეწაფები ყოველ წინადადებას, ყოველ ფრაზას, ყოველ სიტყვას,
რომლებიც იმ ყველაფრისგან გამათავისუფლებენ, რასაც ჩემი ფანტაზიები და აკვიატებული იდეები ეწოდება.
დეგრადაციის შესახებ დაწერილ ესეში ასეთი ფრაზა შემხვდა:
„გრძნობათა ნაკადი“. „სავსებით ნორმალური სასიყვარულო ურთიერთობის მისაღწევად. . . “ ეს „სავსებით ნორმალური“ საგულდაგულო
სემანტიკურ კვლევას მოითხოვს, თუმცა ვაგრძელებ... მოკლედ, ასეთი ურთიერთობის მისაღწევად, ფროიდის აზრით, აუცილებელია,
გრძნობათა ორი ნაკადი გაერთიანდეს: ნაზი, სასიყვარულო გრძნობები და სქესობრივი ლტოლვა. სამწუხაროა, რომ უმრავლეს შემთხვევაში ეს არ ხდებაო. „როცა ასეთ მამაკაცს ქალი უყვარს, მისი
სურვილი არ აქვს, ხოლო როცა სურს, მისი სიყვარული არ შეუძლია“.
შეკითხვა: ჩემი თავიც ამ უმრავლესობას უნდა მივაკუთვნო?
მარტივად და უხეშად რომ ვთქვა, უკავშირდება თუ არა ალექსანდერ პორტნოის სექსუალური ლტოლვა მის ინცესტურ ფანტაზიებს?
რას ფიქრობთ, ექიმო? ნუთუ სასურველი ობიექტის არჩევანი ასეთი
უბადრუკი აკრძალვით მაქვს შეზღუდული? ნუთუ მართალია, რომ
ჩემი სქესობრივი ლტოლვა გასაქანს მხოლოდ იმ შემთხვევაში პოულობს, თუ სექსუალური ობიექტი დეგრადირებულობის მოთხოვნას
აკმაყოფილებს? ამით ხომ არ აიხსნება შიკსეებით ჩემი უზომო გატაცება, ექიმო?
კი, მაგრამ თუ ასეა... ვერმონტში გატარებულ იმ შაბათ-კვირას
როგორღა ავხსნით? იქ ინცესტის ბარიერი მთლიანად გადავლახეთ
– ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა. სქესობრივი ლტოლვა ისე-
194
თი უწმინდესი და უდიდესი სინაზის ნაკადს შეერწყა, რომლის მსგავსიც არასდროს გამომეცადა! დამიჯერეთ, ამ ორი ნაკადის შერწყმა
მართლაც ფანტასტიკური იყო! ეს მხოლოდ ჩემში კი არა, მასშიც
მოხდა! თავისი პირით მითხრა!
იქნებ ფიქრობთ, რომ მხოლოდ მშვენიერი ფოთოლცვენა ან ვუდსტოკის სასტუმროს რესტორანში მოგუზგუზე ბუხარი იყო ამის მიზეზი? ამან ხომ არ გაგვაფაქიზა? ნაზი გრძნობები მართლაც დაგვეუფლა თუ შემოდგომამ დაგვირბილა, გოგრებივით დაგვიბერა გულები (ჯონ კიტსი), ის ხანმოკლე ტურისტული მოგზაურობა კი ექსტაზით აღსავსე ნოსტალგიად გვიქცია – უბრალო, ზნეკეთილი
ცხოვრებისადმი ნოსტალგიად? საინტერესოა, მხოლოდ საკუთარ ძირებს მოწყვეტილი, გაველურებული ეროტომანები ვიყავით, რომლებიც გახუნებული ჯინსებით დავეხეტებოდით ისტორიულ ახალ
ინგლისში და ნაქირავებ კაბრიოლეტში სოფლურ იდილიაზე ოცნებით ვტკბებოდით თუ მართლაც მივაღწიეთ „სავსებით ნორმალურ
სასიყვარულო ურთიერთობას“, როგორც მანქისთან ერთად ვერმონტში გატარებულ მზიან დღეებში მეჩვენებოდა?
მაინც რა მოხდა? ჰო, ძირითადად, გზაში ვიყავით და ყველაფერს
ვათვალიერებდით: ველ-მინდვრებს, მთებს, მზით განათებულ დაბლობებს და რა თქმა უნდა, ფოთლებს – აღფრთოვანების შეძახილებს ვერ ვიკავებდით. ერთხელ გავჩერდით და ვიღაც კაცს ვადევნებდით თვალს, რომელიც კიბეზე იდგა და ფარდულზე რაღაცას
აჭედებდა – ესეც ძალიან სახალისო იყო. ჰო, ნაქირავები მანქანა.
წარმოიდგინეთ, რატლენდში ჩამოვფრინდით და კაბრიოლეტი ვიქირავეთ. კაბრიოლეტი – წარმოგიდგენიათ? საუკუნის მესამედი ამერიკელი ბიჭის ცხოვრებით ვიცხოვრე და ეს პირველი კაბრიოლეტი
იყო, რომლის საჭესთანაც ვიჯექი. და იცით რატომ? იმიტომ, რომ
სადაზღვევო აგენტის ვაჟმა სხვებზე უკეთ იცის, რით შეიძლება დამთავრდეს ასეთი მანქანით ხეტიალი. ყველა საშინელი დეტალი იცის!
195
როცა საქმე კაბრიოლეტს ეხება, პატარა შეჯახებაც კი შეიძლება საბედისწერო გამოდგეს: სავარძლიდან ამოფრინდები (არაფერს ვაზვიადებ), თავის ქალას ასფალტს დაახლი და თუ იღბალი აღმოგაჩნდა, დარჩენილ ცხოვრებას ინვალიდის ეტლში გაატარებ. თუ კაბრიოლეტი ამოგიტრიალდა – აბა, რა გითხრა, შეგიძლია დარჩენილ
ცხოვრებას საბოლოოდ დაემშვიდობო. ასეთიასტატისტიკა (მამაჩემისგან ვიცი). მამაჩემი ამ მონაცემებს ვინმეს შესაშინებლად ან გასართობად არ იგონებს. „სადაზღვევო კომპანიები ბიზნესში იმიტომ
კი არ არიან, რომ ფული დაკარგონ. როცა ფაქტებს სადაზღვევო
კომპანია გაწვდის, ალექს, ესე იგი, იმ ფაქტებს წყალი არ გაუვა! “
ბრძენ მამაჩემს სიტყვა აუცილებლად ბრძენმადედაჩემმა უნდა
ჩამოართვას:
– ღამით მშვიდად რომ მეძინოს, გთხოვ, ეს ერთი თხოვნა შემისრულე. დედას ამ ერთ რამეს დაპირდი და სხვას არასდროს არაფერს
გთხოვს: ოჰაიოში რომ ჩახვალ, არაფრის დიდებით კაბრიოლეტში
არ ჩაჯდე. თუ ამას დამპირდები, ალექს, ღამით თვალის მოხუჭვას
შევძლებ. დამპირდი, რომ საკუთარ სიცოცხლეს გაუფრთხილდები
და ქარაფშუტულად არ მოეკიდები.
დედაჩემს ისევ მამაჩემი ცვლის.
– შენ ლოყაწითელი ვაშლი ხარ, ალექს! – მეუბნება ჩემი გარდაუვალი გამგზავრების გამო აღელვებული და ცრემლმორეული მამა, –
საუკეთესო ჯიშის ვაშლი ხარ და მე და დედაშენს არ გვინდა, რომ ეს
ვაშლი ხეს მანამდე მოწყდეს, სანამ სიმწიფე უწევს.
1. შეგვპირდი, ვაშლო, რომ კაბრიოლეტში არასდროს ჩაჯდები.
ასეთ უმნიშვნელო რამეს გთხოვთ და რა მოხდება, რომ შეგვპირდე?
2. რომ ჩახვალ, ჰოვარდ შუგერმანი მოძებნე, სილვიას დისშვილი.
არაჩვეულებრივი ბიჭია და თან „ჰილელის“პრეზიდენტია. იქაურობას დაგათვალიერებინებს. ძალიან გთხოვთ, მოძებნე შუგერმანი.
3. ძვირფასო ვაშლო, ჩვენო თვალის ჩინო, ხომ გახსოვს შენი ბი-
196
ძაშვილი ჰეში და ისიც, თუ როგორ დაიტანჯა თავი და როგორ დატანჯა მთელი ოჯახი იმ გოგოს გამო. ბიძაშენი ჰაიმი ნემსის ყუნწშიც
კი გაძვრა, რომ ბიჭი სიგიჟისგან გადაერჩინა. გახსოვს? რამის დამატება საჭიროა, ალექს? გასაგებია, რას ვგულისხმობ? ნუ გაიაფდები,
ალექს! ბრწყინვალე მომავალს ზურგს ნუ შეაქცევ! არა მგონია, კიდევ რამის თქმა იყოს საჭირო. ხომ მართალი ვარ? ჯერ სულ ბავშვი
ხარ, თექვსმეტი წლის ხარ და სკოლას ამთავრებ – ბავშვი ხარ, ალექს, აბა, ვინ ხარ? ჯერ არ იცი, რამხელა სიძულვილი ტრიალებს ამ
სამყაროში. არა, არა მგონია, კიდევ რაიმეს ახსნა იყოს საჭირო შენნაირი ჭკვიანი ბიჭისთვის. ყოველთვის სიფრთხილე უნდა გამოიჩინო ცხოვრებაში! შენი ნებით ნუ ჩაიგდებ თავს ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში! უნდა გვისმინო და დაიჯერო, რასაც გეუბნებით და ახლა
წარბი ნუ შეკარი. გმადლობ, შენებური ენის შემობრუნებაც არ იყოს.
ვიცით, რას ვამბობთ. მე და მამაშენმა საკმარისად ვიცხოვრეთ ამ
ქვეყანაზე! ავიც გვინახავს და კარგიც! მაინც არაფერი გამოგივა,
შვილო! ეგენი სულ სხვა ჯიშის და მოდგმის ხალხია! ცოცხლად შეგჭამენ, არ გაგახარებენ! ჰოვარდთან მიდი, „ჰილელში“ შეგიყვანს!
მაშინვე ქერა გოგოს კი ნუ გამოეკიდები! მისთვის კარგი საკბილო
ხარ! ყველაფერს გამოგწურავს და მერე გაუბედურებულს ჭუჭყსა
და ტალახში დაგტოვებს, რომ სისხლისგან დაიცალო! ასეთ ბრწყინვალე ბიჭს, ასეთ უმანკო ბიჭს ცოცხლად შეგჭამს!
დედაჩემი სხვაზე მეუბნება, ცოცხლად შეგჭამსო?
ოჰ, ჩვენც ვიცით სამაგიეროს გადახდა, ბრწყინვალე ბიჭებმა და
ლოყაწითელმა ვაშლებმა. ის ანეკდოტი, რა თქმა უნდა, გეცოდინებათ, რიგითი მილტი იაპონიიდან შინ რომ რეკავს. „დედა, მილტონი
ვარ, კარგი ამბები მაქვს! არაჩვეულებრივი იაპონელი გოგო გავიცანი და დღეს დავქორწინდით. როგორც კი სამსახურის ვადა გამივა,
ჩამოვალ და ცოლსაც ჩამოვიყვან. ხომ უნდა გაგაცნოთ ერთმანეთი! “
„უნდა ჩამოიყვანო, აბა, როგორ! “, – პასუხობს დედა. „რა კარგია,
დედი, – ეუბნება მილტი, – ოღონდ, იცი, რა მაინტერესებს? ძალიან
197
პატარა ბინა რომ გვაქვს, მე და მინგ ტოი სად დავიძინებთ? “ „სად და
რა თქმა უნდა, საძინებელში, – პასუხობს დედა, – აბა, სხვაგან სად
უნდა დაიძინოთ შენ და პატარძალმა? “ „შენ სადღა დაწვები, ჩვენ თუ
საძინებელში დავიძინებთ? სხვა საძინებელი რომ არ გვაქვს? “
„მილტ, საყვარელო, – პასუხობს დედა, – ყველაფერი კარგად იქნება,
არ იდარდო. დავკიდებ თუ არა ყურმილს, თავს მოვიკლავ! “
მილტი, საყვარელი, უმანკო ბიჭი! რას გამოშტერდებოდა იმ თავის იოკოჰამაში, დედამისის ნათქვამს რომ გაიგონებდა! კეთილი,
მორჩილი მილტონი. ბუზიც არ აგიფრენია ცხოვრებაში, არა, ტატელე? სისხლის დანახვაც არ შეგიძლია, აზრად არასდროს მოგსვლია,
რომ ვინმესთვის დაგერტყა, მით უფრო, ვინმე მოგეკლა. გეიშა იპოვე, რომელიც ამას შენ მაგიერ გააკეთებს, არა? ჭკვიანი ბიჭი ხარ,
მილტი, ჭკვიანი! გეიშას რომ მიუყვან, დამიჯერე, დედაშენი კარგა
ხანს გონს ვერ მოვა! გეიშას დანახვაზე სულ გადაირევა – ბუჰ!
აფეთქდება, ჰაჰა! ნახე, რა ჩაიდინე, მილტი, ისე, რომ თითიც არ გაგინძრევია! შიკსეზე იყოს მისი სისხლი! შენ მხოლოდ უდანაშაულო
მოწმე ხარ! ამ სროლაში სულ შემთხვევით მოყევი! მსხვერპლი ხარ,
მილტი, არა?
შესანიშნავი იყო, შესანიშნავი, ეს საძინებლის ამბავი!
დორსეტის სასტუმროში შესვლის წინ მანქის ვახსენებ, თან წამოღებული ათამდე ბეჭდიდან ერთ-ერთი შესაბამის თითზე ჩამოიცვას.
– საჯარო სივრცეში სიფრთხილე მოგვეთხოვება, – ვამბობ და
თან იმასაც ვატყობინებ, რომ ნომერი მისტერ და მისის არნოლდ მენდელების სახელით დავჯავშნე. იყო ასეთი ვინმე ნიუარკის წარსულში-მეთქი, – ვუხსნი.
სანამ რეგისტრაციით ვარ დაკავებული, მანქი (რომელიც ახალ
ინგლისში უკიდურესად სექსუალურად გამოიყურება) ვესტიბიულში
დასეირნობს, ვერმონტულ სუვენირებს ათვალიერებს.
– არნოლდ, – მეძახის.
– რაო, ძვირფასო? – ვტრიალდები და ვპასუხობ.
198
– დედაშენს... დედიკო მენდელს აქედან ნეკერჩხლის სიროფი უნ-
და ჩავუტანოთ. ძალიან უყვარს! – მეუბნება და სასტუმროს დაეჭვებულ ადმინისტრატორს იმ მაცდური ღიმილით ნუსხავს, „სანდი
ტაიმსის“ ქვედა საცვლების რეკლამებში მოდელებს სახეზე რომ დასთამაშებთ ხოლმე.
რა ღამე გვქონდა! არა, საწოლში ყველაფერი ჩვეულებრივად
იყო: ხვევნა-კოცნა, მანქის თმის ფრიალი და ვნებიანი ვოკალიზმი.
მთელ დრამას ის ვაგნერიანული დაძაბულობა ქმნიდა, რომელსაც
თანდათან შევეჩვიე: გრძნობების ნაკადი, ახალი, ფანტასტიკური
განცდები.
– შენთან ყოფნით ვერ ვძღები! – ყვიროდა მანქი, – ნეტავ ნიმფომანი ვარ თუ ამ საქორწინო ბეჭდის ბრალია?
You have read 1 text from Georgian literature.
Next - პორტნოის სინდრომი - 12
  • Parts
  • პორტნოის სინდრომი - 01
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2217
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.0 of words are in the 5000 most common words
    45.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 02
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2131
    30.7 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 03
    Total number of words is 3812
    Total number of unique words is 2198
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 04
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2076
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 05
    Total number of words is 3875
    Total number of unique words is 2105
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 06
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 2077
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 07
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2090
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 08
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2190
    26.8 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 09
    Total number of words is 3779
    Total number of unique words is 2242
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.5 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 10
    Total number of words is 3710
    Total number of unique words is 2228
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 11
    Total number of words is 3768
    Total number of unique words is 2095
    28.2 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    46.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 12
    Total number of words is 3758
    Total number of unique words is 2132
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 13
    Total number of words is 3750
    Total number of unique words is 2178
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 14
    Total number of words is 3628
    Total number of unique words is 2199
    25.8 of words are in the 2000 most common words
    37.9 of words are in the 5000 most common words
    44.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 15
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2229
    26.5 of words are in the 2000 most common words
    37.3 of words are in the 5000 most common words
    44.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 16
    Total number of words is 2820
    Total number of unique words is 1682
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.