Latin

პორტნოის სინდრომი - 13

Total number of words is 3750
Total number of unique words is 2178
28.0 of words are in the 2000 most common words
40.7 of words are in the 5000 most common words
47.1 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
რომელიც ძალიან მიყვარს: „ღარიბი თეთრკანიანი“ ( ჩავთვალე, რომ
სათაური მანქის ინტერესს გამოიწვევდა), ბოლდუინის „ამერიკის
შვილის ჩანაწერები“. რა ერქვა ამ კურსს? არ ვიცი, ღმერთმანი –
ალბათ პროფესორ პორტნოის „ჩაგრული უმცირესობები, შესავალი“, ან „სიძულვილის ისტორია და ფუნქცია ამერიკაში“. მიზანი?
შტერი შიკსეს ხსნა მისი მოდგმისთვის დამახასიათებელი უმეცრებისგან. უგულო მჩაგვრელის ქალიშვილი ტანჯვისა და ჩაგვრის ისტორიას დაეწაფება, თანაგრძნობას ისწავლის, მსოფლიო სევდას
ეზიარება. გასაგებია ახლა? იდეალური წყვილი ვიქნებით: ის ურიას
რია-რიას ასწავლის, მე კი გოის ოი-ს ვასწავლი!
სად გავჩერდი? ჰო, სმოკინგით მივედი-მეთქი. ვდგავარ ასე, საღამოს ტანისამოსში გამოწყობილი, ცივილიზებულობის განსახიერება და ხელში ჯერ კიდევ „ძვრიფისო ქთხოვ“ მიჭირავს. ამ დროს
მანქიც გამოდის, საგანგებოდ ამ წვეულებისთვის შეძენილი კაბა აცვია. ნეტავ რა ჰგონია, სად მიმყავს, პორნოფილმში გადასაღებად?
ექიმო, კაბა ტრაკს ძლივს უფარავს! ეს კაბა ოქროსფერი ლითონის
ძაფით არის მოქსოვილი და მხოლოდ ტანზემომდგარ კანისფერ კომბინაციას თუ დაუფარავს! რა აგვირგვინებს ამ მოკრძალებულ ჩაცმულობას? ვეება პარიკი (რომელიც აშკარად „პატარა ობოლი
ენის“პერსონაჟმა შთააგონა) – შავი კულულების შარავანდედი, რომლის შუაგულიდან ბრიყვულად შეღებილი სახე იყურება. როგორი
პატარა და საძაგელი ტუჩები მოუჩანს! მართლაც დასავლეთ ვირჯინიიდანაა! მაღაროელის ქალიშვილი ნეონების ქალაქში! „ასე უნდა წამომყვეს მერთან? – ვფიქრობ, – ასე? სტრიპტიზის გოგოსავით
ჩაცმული? „ძვირფასოს“ სწორად დაწერას რომ ვერ ახერხებს და ყოველ ოთხ ასოში ერთი რომ ეკარგება! მთელი კვირის განმავლობაში
218
ეჯის წიგნიდან ორი გვერდიც არ წაუკითხავს! სურათები მაინც თუ
დაათვალიერა? რაღაც ეჭვი მეპარება! . . “
„მივქარავ, – ვფიქრობ და მის წერილს ჯიბეში ვმალავ, სუვენირად უნდა შევინახო; ხვალ ოცდახუთ ცენტად ლამინირებას გავუკეთებ, – მივქარავ! ეს გოგო ხომ ქუჩაში ბოზივით მოვხსენი! ჩემი სახელიც არ იცოდა, მინეტი ისე გამიკეთა! ტრაკი გაყიდა ლას ვეგასში,
თუ სხვაგანაც არა! ერთი შეხედეთ, ბოზია, აბა, ვინ არის! თანაბარი
შესაძლებლობების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ბოზი! ეს რა სიზმარში ვცხოვრობ! ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა დიდი შეცდომაა! უ-აზ-რო-ბა-აა! ორივენი ამაოდ ვკარგავთ დროს, ნერვებს და ენერგიას! “
– კარგი, – მეუბნება მანქი ტაქსიში, – მითხარი, რა გიშლის ნერვებს, მაქს?
– არაფერი.
– რაღაც არ მოგწონს, როგორც გამოვიყურები.
– სასაცილოდ გამოიყურები.
– „პეკ ენდ პეკში“ წავედით, შოფერ.
– მოკეტე. „გრეისი მენშენთან“ მიგვიყვანეთ.
– ისე მიყურებ, ალექს, რადიაციულ დასხივებას მივიღებ!
– საერთოდ არ გიყურებ. გითხარი, ნერვებს არაფერი მიშლისმეთქი.
– ეგ შავი ებრაული თვალები გყიდიან, ალექს. შენ მაგიერ ამბობენ ყველაფერს.
– დამშვიდდი რა, მანქი.
– შენ თვითონ დამშვიდდი!
– მე მშვიდად ვარ! – თუმცა ეს მამაკაცური თავშეკავება მხოლოდ ერთ წუთს მყოფნის, მომდევნო წუთს კი მანქის ვეუბნები: –
ოღონდ ღმერთი არ გაგიწყრეს და მერი ლინდსეისთან მუტელი არ
ახსენო!
– რა?
219
– რაც გაიგე. იქ რომ მივალთ, პირველივე შემხვედრთან ნუ და-
იწყებ იმაზე ლაპარაკს, როგორ სველდები ფეხებს შორის! და სანამ
ნახევარი საათი მაინც არ გავა, დიდ ჯონს სირზე ნუ სწვდები, კარგი?
ამის თქმაა და მძღოლი ისე უსტვენს, თითქოს პნევმატური მუხრუჭის ხმა გაისმაო. გამძვინვარებული მანქი კი მანქანის უკანა კარს
ეჯაჯგურება.
– რასაც მინდა, იმას ვიტყვი! რასაც მინდა, იმას გავაკეთებ და
რასაც მინდა, იმას ჩავიცვამ! თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, შე
ამდგარო ებრაულო ყლეო!
ნეტავ გენახათ, როგორი სახით გამოგვხედა მძღოლმა, მენი შაპირომ, როცა მანქანიდან გადავდიოდით.
– მდიდარი იდიოტები! ნაცისტი ბოზი! – დაგვიყვირა და ისე მოსწყდა ადგილს, კინაღამ საბურავები დაწვა.
იმ სკამიდან, რომელზეც კარლ შურცის პარკში დავსხედით,
„გრეისი მენშენის“ კაშკაშა შუქები მოჩანს. შორიდან ვხედავ, როგორ
მოდიან ერთმანეთის მიყოლებით ახალი ადმინისტრაციის სხვა წევრები. მანქის ხელებზე ვეფერები, შუბლზე ვკოცნი, ვეუბნები, რომ
ტირილის მიზეზი არ აქვს. ყველაფერი ჩემი ბრალია, ჰო, ჩემი. მართლაც ამდგარი ებრაული ყლე ვარ და მეტი არაფერი. პატიებას
ვთხოვ, ათას ბოდიშს ვუხდი.
– სულ შარზე ხარ, სულ კრიჭაში მიდგახარ. რომ მიყურებ, უკვე
ვიცი, რომ რაღაცით გაღიზიანებ, ალექს! გუშინ საღამოს კარს რომ
ვაღებდი, ვგიჟდებოდი, ისე მინდოდა შენი ნახვა, მთელი დღე მარტო
შენზე ვფიქრობდი. შენ კი ყველაფერზე თვალებს მიბრიალებ, ისეთი
განცდა მაქვს, რომ ყველაფერს არასწორად ვაკეთებ! თუ წინდაუხედავად მოვიქცევი და რამის სათქმელად პირს გავაღებ, მაშინვე ეგ
გამომეტყველება გიჩნდება. მთელი დღე ეს გაწერია სახეზე: „ამის
დედა, ახლა კიდევ რაღაც სისულელეს წამოისვრის ეს უტვინო ბოზანდარა“! შვიდს აკლია ხუთი წუთი-მეთქი, რომ გითხრა, შენ მაინც
220
იმას გაიფიქრებ, რა შტერიაო. არც უტვინო ვარ და არც ბოზანდარა,
ალექს, უბრალოდ, იმ დედამოტყნულ ჰარვარდში არ მივლია! და
აღარასდროს მითხრა, როგორ უნდა მოვიქცე ლინდსეის ოჯახის წევრებთან. ვინ ჩემი ფეხები არიან ეგ ლინდსეები? სულ ფეხებზე მკიდია მერიც და მისი ცოლიც! თუ დაგავიწყდა, გაგახსენებ, რომ თვრამეტი წლისა საფრანგეთში ერთ-ერთი უმდიდრესი კაცის ცოლი ვიყავი. მე რომ ალი ხანთან ვსადილობდი, შენ ისევ ნიუ-ჯერსიში ცხოვრობდი და ნიუარკელ ებრაელ გოგოებს თითებს უყოფდი! გგონია,
ამას ვგულისხმობდი, როცა გთხოვე, რომანი გვქონდეს-მეთქი? რომანი იმას ნიშნავს, რომ ქალს კეთროვანივით მოექცე? – მითხრა მანქიმ და საცოდავად ატირდა.
მინდოდა მეთქვა, იქნებ მიხვდე, რომ ეს რომანი არ არის და იმას,
რაც ჩვენ შორის ხდება, შეცდომა ჰქვია-მეთქი. იქნებ სჯობს, რომ
ჩვენი გზები გაიყაროს და გულში წყენა არ დავიტოვოთ-მეთქი. მაგრამ არ ვუთხარი! მეშინოდა, თავი არ მოეკლა! ხუთიოდე წუთის წინ
კინაღამ ტაქსიდან არ გადახტა? ჰოდა, რომ მეთქვა, მისმინე, მანქი,
საქმე ასე და ასეა-მეთქი, ხელს რა შეუშლიდა, რომ პარკის მეორე
ბოლომდე მიერბინა და ისტ-რივერშიგადამხტარიყო? უნდა დამიჯეროთ, ექიმო, ეს სრულიად შესაძლებელი იყო – ამიტომ არ ვუთხარი
არაფერი. მერე კი მანქიმ ხელები მომხვია და, ოჰ, რა აღარ მითხრა!
– მიყვარხარ, ალექს! ვგიჟდები შენზე, გაღმერთებ! გთხოვ,
გულს ნუ მტკენ! იმიტომ, რომ ამას ვერ გადავიტან! შენ ყველაზე
კარგი ხარ ყველა კაცს, ქალსა და ბავშვს შორის, ვისაც კი ოდესმე
ვიცნობდი! ყველა სულიერს შორის! ჩემო ხსნავ და გარღვევავ, შენ
ყველაფერი დიდი გაქვს: ტვინიც და სირიც, და მე ძალიან მიყვარხარ!
მერე იქვე, პარკის გრძელ სკამზე, ლინდსეების რეზიდენციიდან
სულ რაღაც სამოც მეტრში, პარიკიანი თავი მუხლებში ჩამირგო და
მინეტის გაკეთება დამიპირა.
– არა, არა, მანქი, – ვეხვეწებოდი, სანამ შავი შარვლის შესაკრავს
221
გულმოდგინედ მიხსნიდა, – აქ სულ გადაცმული პოლიციელები დადიან! – „გრეისი მენშენისა“ და მისი შემოგარენის დაცვას ვგულისხმობდი, – საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დაგვიჭერენ! პოლიციელები, მანქი!
მანქიმ დაუცხრომელი ტუჩები საქმეს მოსწყვიტა და წამჩურჩულა:
– ეგ შენს ფანტაზიებში...
ერთობ მოსწრებული შენიშვნა კი იყო, ღმერთმანი. მერე შარვლის უბეში ისე მკვირცხლად ჩამიძვრა, როგორც პატარა ფუმფულა
ცხოველი მიძვრება ხოლმე თავის სოროში. და პირითვე დამამარცხა.
ვახშმობისას ყური მოვკარი, როგორ უთხრა მერს, დღისით მოდელად ვმუშაობ, საღამოობით კი „ჰანტერში“ ლექციებზე დავდივარო. როგორც ვიცი, სასქესო ორგანოებზე სიტყვაც არ დაუძრავს.
მომდევნო დღეს „ჰანტერში“ მართლაც წავიდა და იმ საღამოს, ჩემდა
გასაკვირად, ცხვირწინ იქიდან წამოღებული სააპლიკაციო ფორმა
ამიფრიალა. ძალიან შევაქე, მაგრამ ის ფორმა აღარ შეუვსია. მხოლოდ საკუთარი ასაკი ჩაწერა: 29 წელი.
ახლა მანქის ერთ-ერთი ფანტაზია, რომელიც იმ წლებით თარიღდება, მაუნდსვილის სკოლის მაღალ კლასებში რომ სწავლობდა. აი,
რა ფიქრები აწუხებდა, სანამ დანარჩენები წერა-კითხვას სწავლობდნენ:
დიდ მრგვალ მაგიდას ყველა ის დასავლეთ ვირჯინიელი ბიჭი
უზის, ვისაც უესტ პოინტში სწავლის გაგრძელება სურს. მათ მთელი
ყურადღება პოლკოვნიკისკენ მიუმართავთ. მაგიდის ქვეშ შიშველი,
მოუქნელი თინეიჯერი გოგო დაძვრება, რომელიც ეს ჩვენი უწიგნური მერი ჯეინ რიდი გახლავთ. უესტ პოინტელი პოლკოვნიკი, ხელჯოხის კაკუნით, მაგიდას გარს უვლის და ბიჭებს სახეებზე ყურადღებით აკვირდება. მერი ჯეინი კი მათ შარვლის შესაკრავებს უხსნის
და რიგრიგობით მინეტს უკეთებს. სამხედრო აკადემიაში მისაღებად
იმ ბიჭს შეარჩევენ, რომელიც მეომრულ სიმტკიცესა და ღირსების
222
გრძნობას ბოლომდე შეინარჩუნებს მერი ჯეინის პატარა, ჟინიან და
გამოცდილ პირში გათავებისას.
ათი თვე. წარმოუდგენელია. ამ დროის განმავლობაში დღე არ
გასულა – დღე კი არა, საათი – რომ საკუთარი თავისთვის არ მეკითხა: „რატომ აგრძელებ ამ ქალთან ურთიერთობას? ამ ველურ ქალთან! უხეშ, ნერვებაწეწილ, გზააბნეულ, ინდივიდუალურობას მოკლებულ ქალთან, რომელსაც საკუთარი თავი ეზიზღება. . . “ ჩამონათვალი ამოუწურავი იყო, მე კი მას უსასრულოდ ვავსებდი. როგორც
კი გამახსენდებოდა, რა ადვილად მოვხსენი ქუჩაში (ჩემი ცხოვრების
სექსუალური ტრიუმფი! ), მაშინვე ზიზღით კვნესას ვიწყებდი. როგორ შემიძლია ურთიერთობის გაგრძელება ადამიანთან, რომლის
გონებრივ შესაძლებლობებს, აზროვნების წესს და ქცევას პატივს არ
ვცემ? ადამიანთან, რომელიც უკმაყოფილო შეძახილებისთვის, მოულოდნელი შენიშვნებისთვის მიზეზს ყოველდღე და ყოველ საათს
მაძლევს? ეს ჩემი შეგონებებიც! თავი სკოლის დირექტორი მგონია!
როგორი ლექცია წავუკითხე თუნდაც მაშინ, დაბადების დღეზე იტალიური ფეხსაცმელი რომ მაჩუქა!
– მისმინე, – ვუთხარი მანქის, როგორც კი მაღაზიიდან გამოვედით, – პატარა რჩევას მოგცემ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ
უნდა მოიქცე მაღაზიებში: როცა ისეთ მარტივ რამეს აკეთებ, როგორიც შენაძენისთვის ფულის გადახდაა, აუცილებელი არ არის, ყველას ცხვირწინ უფრიალო, რაც მაგ ორ ფეხს შუა გაქვს, გასაგებია?
– რა ვუფრიალო? ვერ გავიგე, ვინ რა აფრიალა?
– ვინ და შენ, მერი ჯეინ! ის ადგილი, რომელიც ინტიმურად ითვლება!
– არაფერიც!
– მოიცა ერთი! ყოველი შენი წამოდგომისას და დაჯდომისას მეგონა, რომ მუტლით გამყიდველის ცხვირს წამოეგებოდი!
– ღმერთო! ხან უნდა დავჯდე და ხან უნდა ავდგე, აბა, რა ვქნა?
223
– ოღონდ ისე არა, თითქოს სადაცაა ცხენს უნდა მოახტე ან ცხე-
ნიდან უნდა ჩამოხტე!
– ვერ გავიგე, შენ რა კუჭი გეწვის. ის გამყიდველი მაინც ცისფერი იყო.
– მე კუჭი იმიტომ მეწვის, რომ „ჰანტლი და ბრინკლი“არ უნახავს
იმდენ ადამიანს, რამდენმაც დღეს შენი გაშლილი ლაჯები ნახა და
ისიც, რაც მაგ ლაჯებს შორის გაქვს! ჰოდა, იქნებ მანამდე წამოხვიდე სცენიდან, სანამ ჯერ კიდევ ფორმაში ხარ?
თუმცა შუა ბრალდებებში რომ ვიყავი, მაშინაც კი საკუთარ თავს
ვეუბნებოდი, გაჩუმდი, ბიჭო, თუ ბოზის მაგიერ ლედი გინდა, მიდი
და იპოვე, ხელს ვინ გიშლის-მეთქი. ეს ქალაქი ხომ სავსეა ისეთი გოგოებით, რომლებიც მერი ჯეინ რიდს არაფრით ჰგვანან: პერსპექტიული, გაურყვნელი ახალგაზრდა ქალებით, რომლებსაც პიროვნული
მთლიანობა არ დაუკარგავთ – მწველავებივით ჯანსაღი ქალებით.
ეს კარგად ვიცი, რადგან მერი ჯეინს წინამორბედებიც ჰყავდა. სხვა
საქმეა, რომ ვერც ისინი ვერ მაკმაყოფილებდნენ. მაშინაც რაღაც ისე
ვერ იყო, ექიმო შპილფოგელ. დამიჯერეთ, ცდა არ დამიკლია: რაც
მე იმათი კერძები მიჭამია და იმათ სააბაზანოებში გამიპარსავს, იმათი ბინის სათადარიგო გასაღებებიც მქონია და საკუთარი თაროც –
იმათ საოჯახო აფთიაქებში! კატებსაც კი ვუმეგობრდებოდი ხოლმე:
ზოგს სპინოზა ერქვა და ზოგს – კლიტემნესტრა, ზოგს – კანდიდი, ან
უბრალოდ, ფისო. დიახ, დიახ, ჭკვიანი, ნაკითხი გოგოები, რომლებისთვისაც სექსუალურ გამოცდილებას ცუდი კვალი არ დაუტყვია;
პრესტიჟული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები, სიცოცხლით სავსე, ინტელექტუალური, თავდაჯერებული, თავმოყვარე,
კარგად აღზრდილი ახალგაზრდა ქალები: სოციალური მუშაკები და
დამწყები მეცნიერები, მასწავლებლები და კორექტორები. გოგოები,
რომლებთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა არც დამამცირებელი
იყო და არც სამარცხვინო, რომლებისთვისაც არც მამობის გაწევა
224
მჭირდებოდა და არც დედობის. არც მათ განათლებაზე უნდა მეზრუნა და არც ხსნაზე. და მაინც, არც ერთთან არაფერი გამომივიდა!
ქეი კემპბელი, ჩემი იმდროინდელი შეყვარებული, ენტიოქ-კოლეჯში რომ ვსწავლობდი – აბა, მასზე სამაგალითო პიროვნება ვინ
შეიძლებოდა ყოფილიყო? სადა, სათნო, საყვარელი, ყოველმხრივ
მოსაწონი და ღირსეული ადამიანი, რომელსაც ეგოიზმის ნატამალი
არ გააჩნდა. ნეტავ სად ხარ ახლა, რომელ მხარეში? როგორ ხარ, ჩემო კვახუნა? ნეტავ რომელი შეიგეცი გააბედნიერე ცენტრალურ
შტატებში? არაჩვეულებრივი ცოლი იქნები, აბა, რა! ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორი, ინგლისური ლიტერატურის საუკეთესოდ მცოდნე ქეი ჩემთან და ჩემს გარეკილ მეგობრებთან ერთად
იელოუ სპრინგსში იმ საპარიკმახეროს პიკეტირებაში მონაწილეობდა, სადაც ზანგებს მომსახურებაზე უარს ეუბნებოდნენ – ძალ-ღონით სავსე, მხიარული, დიდი გულისა და დიდი ტრაკის პატრონი. საყვარელი ბავშვური სახე და ქერა თმა ჰქონდა – სამწუხაროდ, ძუძუები არ ჰქონია (როგორც ჩანს, უმკერდო ქალები ჩემი ბედისწერაა,
ნეტავ რატომ ხდება ასე? იქნებ რამე კვლევა არსებობს ამ საკითხზე,
რომ წავიკითხო? ეს მნიშვნელოვანია, ექიმო? გავაგრძელო?). ჰო,
და კიდევ გლეხური ფეხები! ბლუზა ქვედაკაბიდან ყოველთვის ეჩაჩებოდა ხოლმე. როგორი გულისამაჩუყებელი მეჩვენებოდა მისი ხალისი და სიცოცხლის სიყვარული! ისიც, თუ როგორ ემსგავსებოდა
ხეზე შერჩენილ კატას, როცა მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იცვამდა
– შავ დღეში იყო, საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. ენტიოქ-კოლეჯის
ნიმფებს შორის გაზაფხულობით ფეხებს პირველი ის იშიშვლებდა.
კვახუნას ვეძახდი – მისი კანის პიგმენტაციისა და ტრაკის ზომის გამო. მერე რა ურყევი იყო: როცა საქმე ზნეობრივ პრინციპებზე მიდგებოდა, ისეთი შეუვალი ხდებოდა, ისე მომხიბვლელად იცოდა გაჯიქება, შეუძლებელი იყო, შური და აღფრთოვანება არ მეგრძნო.
კამათის დროს ხმას არასდროს უწევდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს ამბავი ჩემზე, ჯეკ
225
პორტნოისა და სოფი პორტნოის სადისკუსიო კლუბიდან ახლად
თავდაღწეულ ჩვიდმეტი წლის ბიჭზე? მანამდე როგორ წარმოვიდგენდი, რომ პოლემიკის წარმოება ასე მშვიდად შეიძლებოდა? არ
მახსენდება, რომ კამათის დროს ოპონენტისთვის დაეცინოს! ან ამა
თუ იმ მოსაზრების გამო მის მიმართ ზიზღი გამოეხატოს! მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს თურმე გოების შვილობა, რას ნიშნავს, როცა სკოლა წარჩინებით აიოვაში გაქვს დამთავრებული და არა ნიუ-ჯერსიში. რაც აქვთ გოებს, აქვთ – ვერ წაართმევ! ავტორიტეტის მოპოვების უნარი უხეშობისა და სიფიცხის გარეშე. ღირსება თავმოწონების
გარეშე. თავდაჯერებულობა თვითკმაყოფილებისა და ქედმაღლობის გარეშე. მოდი, ვიყოთ სამართლიანები გოების მიმართ და პატივი დამსახურებისამებრ მივაგოთ, ექიმო: როდესაც შთაბეჭდილების
მოხდენა სურთ, მართლაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ. როგორი
უდრეკები და კეთილგონიერები არიან! ყოველთვის მომნუსხველ
შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე ქეის გულიანობა, სიმტკიცე, მოკლედ, მისი კვახობა! ნეტავ სად ხარ ახლა, ქეი-ქეი, ჩემო გულსაღო,
დიდტრაკა, ფეხშიშველო, ტუჩებშეუღებავო შიკსე! წვრილშვილის
დედა ხარ, არა? ნეტავ მაგრად აისხი ქონი? უჰ, მერე რა! სახლისხელაც რომ გამხდარიყავი – შენს დიდბუნებოვნებას დიდი გარსი დაჭირდებოდა, აბა რა! – მაინც ყველაზე კარგი გოგო იქნები ამერიკის
ცენტრალურ ნაწილში! არა, მაინც როგორ გავუშვი ხელიდან? ნუ
წუხხართ, აქამდეც მივალ; ჩვენ ხომ უკვე კარგად ვიცით, რომ ეს განუწყვეტელი მოგონებები საკუთარ ჭრილობაში თითის ტრიალია და
მეტი არაფერი. ნება მომეცით, ეს მონატრებული არსება მოვიგონო!
ეს ცხიმიანი კანი! ეს დაუვარცხნელი, გაწეწილი თმა! ორმოცდაათიანი წლების ამბებს გიყვებით – მაშინ გაჩეჩილი თმა მოდაში ჯერ
არ იყო! ეს ბუნებრივობა იყო, ექიმო! ჩემი ჩამრგვალებული, თეძოგანიერი, გარუჯული ქეი! თავს დავდებ, ახლა, ალბათ, ათამდე
ბღარტი მაინც ეკვრის მის ვეება ტრაკს (ამასთან რა მოსატანია მანქის ციცქნა, ხმელი, მოდელის ტრაკი, ხელისგულზე რომ მეტევა! ).
226
ალბათ პურსაც შენ თვითონ აცხობ, გამოვიცანი? (გახსოვს, გაზაფხულის ერთ ჩახუთულ საღამოს, იელოუ სფრინგსში, ჩემს ბინაში
რომ გამოაცხვე, ლიფისა და პერანგის ამარა რომ ტრიალებდი სამზარეულოში და გაოფლილს ყურებსა და თმაზე ფქვილი რომ გეკრობოდა? გინდოდა, ნამდვილი პურის გემო გამეგო და სიცხის მიუხედავად, გამასინჯე კიდეც. შეგეძლო, კარაქად ჩემი გული გეხმარა,
ისევდნებოდი შენი შემყურე! ). თავს დავდებ, ისეთ ადგილას ცხოვრობ, სადაც ჰაერი ჯერ არ წაბილწულა და სახლის კარს არავინ კეტავს, ალბათ არც ფული გადარდებს და არც სხვა რამ საკუთრება.
ეჰეი, კვახუნა, რომ იცოდე, არც მე დავხარბებივარ საშუალო კლასის
ამ და სხვა სიკეთეებს! როგორი სრულყოფილად არაპროპორციული
იყავი, ჩემო გოგო! ორმეტრიან მანეკენს კი არ ჰგავდი! ძუძუები
არც შენ გქონდა, მაგრამ მერე რა? წელს ზემოთ პეპელასავით სიფრიფანა იყავი, წელს ქვემოთ კი – დათვივით ჩასხმული! მკვიდრად
ჩასხმული – ასე ვიტყოდი! მაგ შენი მონტიორის ფეხებით მკვიდრად
იდექი ამერიკულ მიწაზე!
მაშინ უნდა მოგესმინათ ქეი კემპბელისთვის, როცა მეორე კურსის სტუდენტები გრინ-ქაუნთიში კარდაკარ დავდიოდით და სტივენსონის მხარდასაჭერად აგიტაციას ვეწეოდით. რესპუბლიკელების
საშინელ გონებაშეზღუდულობას, სიძუნწესა და უბადრუკ სულისკვეთებას რომ გადავაწყდებოდით, რომლისგანაც შეიძლება გონება
გადაგეკეტოს, კვახუნას თავდაჭერილობა მაშინაც არ ღალატობდა.
მე კი ნამდვილი ველური ვიყავი. როგორ აუღელვებლადაც არ უნდა
დამეწყო (ან ქედმაღლურად – რა ვქნა, სხვანაირად არ გამომდიოდა), ბოლოს აუცილებლად ოფლში ვცურავდი და გაავებისგან ენა
მებმოდა. ადრე თუ გვიან იმ საზარელ ხალხს მაინც დავცინებდი, შეურაცხვყოფდი, შევუკურთხებდი: ეგ თქვენი საყვარელი აიკი პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით სახიჩარი, იდიოტი და უწიგნურია-მეთქი. მგონი, სწორედ ჩემი წყალობით წააგო ასე პირწმინ-
227
დად ედლაიმ ის არჩევნები ოჰაიოში. კვახუნა კი მოწინააღმდეგე მხარის აზრს ისე აუღელვებლად, ისეთი სათნო სახით ისმენდა, რომ ველოდი, როდის მომიბრუნდებოდა და მეტყოდა: „ისე, ალექს, მგონი,
ეს ბატონი ხეპრე მართალია: შესაძლოა, სტივენსონს კომუნიზმის მიმართ მეტისმეტად რბილი პოზიცია აქვს“. მაგრამ არა! როგორც კი
ჩვენი კანდიდატის „სოციალისტობის“ ან „მოწითალო“ იდეების შესახებ ბოლო იდიოტობას მოვისმენდით, როგორც კი უკანასკნელად
გაკრავდნენ კბილს მის იუმორის გრძნობას, კვახუნა ლაპარაკს იწყებდა, ხმაში გამორეული საზეიმო ინტონაციით, სარკაზმის გარეშე
(ეს სრულიად ფანტასტიკური იყო! ). ეს გოგო ღვეზლების ცხობის
კონკურსშიც კი მშვენიერი წამყვანი იქნებოდა, საღი აზრისა და კარგი იუმორის ისეთი სრულყოფილი ნაზავი ჰქონდა. თანდათან ამზეურებდა ბატონი ხეპრეს შეცდომებს, ფაქტების უცოდინრობასა და
ლოგიკის ნაკლებობას, მოხდენილად გამოჰქონდა სააშკარაოზე მისი
ზნეობრივი უბადრუკობა. ქეი არც დაღვლარჭნილ აპოკალიფსურ
სინტაქსს მიმართავდა, არც სასოწარკვეთილი ადამიანის თავხედურ
ლექსიკას. არც ზედა ტუჩი დაცვარვია ოფლით, არც ჰაერის ნაკლებობა დამართია და არც შუბლი დაფოთლვია სიძულვილისგან, ათამდე ადამიანზე ზეგავლენის მოხდენა ისე მოახერხა. ღმერთო ჩემო,
ქეი უდავოდ უდიადეს შიკსეთა რიცხვს მიეკუთვნებოდა! ასეთი ადამიანის გვერდით რომ გამეტარებინა დარჩენილი ცხოვრება, ალბათ
რაღაცას მეც ვისწავლიდი. დიახ, ვისწავლიდი, სწავლის უნარი რომ
მქონოდა! ორალური სექსის, აღვირახსნილობის, სასიყვარულო ურთიერთობების, ფანტაზიისა და შურისძიების სურვილს რომ არ გადავყოლოდი, მუდამ ანგარიშსწორებაზე რომ არ მეფიქრა! ზმანებებს რომ არ გამოვკიდებოდი! არაფრისმომცემი, აზრსმოკლებული
მიდრეკილებებისთვის თავი დიდი ხნის წინ რომ დამეღწია!
1950 წელია, ჩვიდმეტი წლის ვარ და უკვე ორნახევარი წელია,
რაც ნიუარკი უკან მოვიტოვე (მთლად „უკანაც“ არა: დილაობით
228
ხელში მოქცეული უცხო საბნის კუთხის დანახვით და ნაცნობი ფანჯრის გაუჩინარებით გაოგნებული, დათრგუნული და გაგიჟებული
რამდენიმე წუთის განმავლობაში ვფიქრობ, რატომ შეცვალა დედაჩემმა ასე მოულოდნელად ყველაფერი ჩემს საძინებელში). ამ დროს
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გამომწვევად ვიქცევი: იმის მაგიერ, რომ
პირველივე არდადეგებზე შინ გავემგზავრო, მატარებლით აიოვაში
მივდივარ, რათა მადლიერების დღე კვახუნასა და მის მშობლებთან
ერთად გავატარო. სექტემბრამდე დასავლეთით ნიუ-ჯერსიში მდებარე ჰოპატკონგის ტბაზე შორს არ ვიყავი ნამყოფი, ახლა კი აიოვაში მივემგზავრები! თან ქერა გოგოს თანხლებით! ქრისტიანული რელიგიის აღმსარებელთან ერთად! ნეტავ ვინ უფრო გააოგნა ამ გაქცევამ, ჩემი ოჯახი თუ თავად მე? ღმერთო, რა გამბედაობაა! თუ ეს
მთვარეულის გამბედაობაა?
თეთრმა ფიცრულმა სახლმა, რომელშიც კვახუნა გაიზარდა, ისეთი ემოციები აღმიძრა, თითქოს ტაჯ-მაჰალი დამენახოს. ალბათ
მხოლოდ ბალბოათუ გაიგებდა, რა ვიგრძენი ვერანდის ჭერზე ჩამოკიდებული საქანელას დანახვისას. ესე იგი, ამ სახლში გაიზარდამეთქი, – გავიფიქრე. გოგო, რომელმაც ლიფის შეხსნის უფლება მომცა და რომელსაც საერთო საცხოვრებლის კართან ხელებს ვუფათურებდი, ამ სახლში დაბადებულა. ამ გოური ფარდების მიღმა! ნახე,
ჟალუზებიც ჰქონიათ!
– მამა, დედა, – ამბობს კვახუნა, როცა დევენპორტის სადგურში
მატარებლიდან ჩამოვდივართ, – ეს ჩვენი სტუმარია, შაბათ-კვირას
ჩვენთან გაატარებს. ეს ის მეგობარია კოლეჯიდან, მე რომ გწერდით...
რაო, სტუმარიო, შაბათ-კვირას ჩვენთან გაატარებსო? მეგობარია კოლეჯიდანო? ნეტავ რა ენაზე ლაპარაკობს ეს გოგო? მე ხომ
„ბანდიტი“ ვარ, „ ლაწირაკი“, დაზღვევის აგენტის ბიჭი, რაბინ უორსოუს ელჩი!
– როგორ გიკითხოთ, ალექს? – მეკითხებიან კვახუნას მშობლები.
229
– გმადლობთ! – ვპასუხობ მათ.
და რაც არ უნდა მითხრან აიოვაში ყოფნის პირველი ოცდაოთხი
საათისგანმავლობაში, ყველას ასე ვპასუხობ: „გმადლობთ! “ უსულო
საგნებსაც კი. სკამს რომ წამოვედები, ვეუბნები: „ბოდიში, გმადლობთ“. ხელსახოცი რომ დამივარდება, აწითლებული ასაღებად
ვიხრები და „გმადლობთ“ – მესმის, როგორ ვეუბნები ხელსახოცს. თუ
იატაკს მივმართავ? როგორ იამაყებდა დედაჩემი თავისი პატარა
ჯენტლმენით! ავეჯის მიმართაც კი რა თავაზიანი ვარ!
ინგლისურ ენაში არსებობს ასეთი გამოთქმა: „დილა მშვიდობისა“. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მითხრეს. ეს ფრაზა ცხოვრებაში მაინცდამაინც ხშირად არ გამომიყენებია. ან რატომ უნდა გამომეყენებინა? შინ, საუზმობის დროს, ოჯახის წევრები ასე მომმართავენ: „რა
მჟავე სიფათით ზიხარ! “ ან „რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი! “ აქ კი,
აიოვაში, მოულოდნელად, ადგილობრივი მაცხოვრებლების წაბაძვით, „დილა მშვიდობისას“ მფრქვეველ გეიზერად გადავიქეცი. აქაურებს ამ სიტყვების თქმას ვერ დაასწრებ – სახეზე თითქოს მზის შუქი
ეფინებათ, თითქოს რაღაც ქიმიური რეაქცია ეწყებათ: „დილა მშვიდობისა! დილა მშვიდობისა! დილა მშვიდობისა! “ ჩაგესმის ათამდე
სხვადასხვა ინტონაციით წარმოთქმული. ამის მერე ყველა ერთმანეთს ეკითხება: „როგორ გეძინა? “ მეც მეკითხებიან! როგორ მეძინა?
არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, უნდა დავფიქრდე – რაღაც ძალიან
მოულოდნელი კითხვაა. თუმცა რატომაც არა? მგონი, კი! კარგად
მეძინა. და თქვენ? გუდურასავით, – მპასუხობს მისტერ კემპბელი.
ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ, რა ძალა აქვს ღიმილს. ეს კაცი,
უძრავი ქონების მაკლერი და დევენპორტის ქალაქის საბჭოს წევრი,
მეუბნება, რომ გუდურასავით ეძინა და უცებ მთელი სიცხადით ვხედავ ამ რაღაც გუდურას. თვალწინ მიდგას! უმოძრაო გუდურა! „დილა მშვიდობისა“, – როცა ამ სიტყვებს მეუბნება, ისეთი განცდა მიჩნდება, რომ „დილა“ იმ მნიშვნელობით, რომლითაც ეს ხმარობს, რვი-
230
დან თორმეტ საათამდე შუალედს ჰქვია. ადრე ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ. ამ კაცს უნდა, რომ რვიდან თორმეტამდე საათები
მშვიდობისა იყოს – საამო, სახალისო, ნეტარებით სავსე. ჩვენ, ყველანი, ერთმანეთს სიმშვიდისა და ნეტარების ოთხ საათს ვუსურვებთ. და იცით რა, ფანტასტიკური ამბავია! ეჰეი, რა მაგარია! დილა მშვიდობისა! იგივე შეიძლება ითქვას „დღე მშვიდობისაზე“, „საღამო მშვიდობისასა“ და „ღამე მშვიდობისაზე“! ღმერთო ჩემო! ინგლისური ენა თურმე კომუნიკაციის საშუალება ყოფილა! თურმე საუბარი რამდენიმე მხრიდან ცეცხლის ერთდროულად გახსნას სულაც
არ ნიშნავს – როცა შენც ისვრი და სხვებიც გესვრიან, როცა თავის
გადასარჩენად უნდა ჩაიმალო და მოსაკლავად სხვას დაუმიზნო!
სიტყვები მარტო ბომბები და ტყვიები არ ყოფილა – არა, თურმე პატარა საჩუქრებია, რომლებშიც ადამიანები მნიშვნელობებს დებენ!
მოიცადეთ, ჯერ არ დამიმთავრებია. თითქოს ის არ მეყოფოდა,
რომ იმ გოური ფარდების მიღმა აღმოვჩნდი, რომლებსაც მთელი
ცხოვრება გარედან ვუყურებდი, თითქოს დასაბნევად და გასაოგნებლად საკმარისი არ იყო, რომ გოების მთელ ჯალაბობას საათების
განმავლობაში მშვიდობის ამას და მშვიდობის იმას ვუსურვებდი,
დეზორიენტაციის დამაგვირგვინებელი ექსტაზიც უნდა განმეცადა!
იცით, რა ჰქვია იმ ქუჩას, რომელზეც კემპბელების სახლი დგას? ქუჩას, რომელზეც ჩემი შეყვარებული გოგონა გაიზარდა! სადაც დახტოდა, კლასობანას თამაშობდა, ციგით სრიალებდა, სანამ მე ათას
ხუთასი მილის დაშორებით მასზე ვოცნებობდი, როგორც მიმტკიცებენ, ამავე ქვეყანაში. ქუჩის სახელი? არა, შანდუარა, ბევრად უფრო
აბსურდული და უცნაური: ვერხვების ქუჩა! ვერხვების! თითქოს
ჩვენს ძველ ფორთოხლისფერ „ზენიტში“ აღმოვჩნდი, პირდაპირ „ერთი კაცის ოჯახში“შევაბიჯე! ვერხვების ქუჩა. ქუჩა, სადაც ხეები
დგას – ვერხვები!
სიმართლე რომ ვთქვა, ოთხშაბათ საღამოს კემპბელების მანქა-
231
ნაში ასეთი დასკვნის გაკეთება არ შემიძლია. ჩვიდმეტი წელი დამჭირდა, მუხის ცნობა რომ მესწავლა, თუმცა თუ ქვეშ რკო არ უყრია,
მისი გარჩევაც მიჭირს. პირველი, რასაც პეიზაჟის ყურებისას ვამჩნევ, ფლორა კი არა, ფაუნაა, რომლისთვისაც, ადამიანისგან განსხვავებით, სექსი ბუნებრივი რამ არის: ხან თვითონ ახტება სხვას,
ხან მას ახტებიან. მწვანე საფარი ჩიტებისა და ფუტკრებისთვის დამითმია, მაგათ თავიანთი პრობლემები აქვთ, მე – ჩემი. აბა, ჩვენს
ოჯახში ვინ იცის, რომელი ხე იზრდება ჩვენი სახლის წინ, ტროტუარზე? ხეა და მორჩა. რა მნიშვნელობა აქვს, რა ჯიშისაა – მთავარია,
თავში არ დაგეცეს. შემოდგომაზე (თუ გაზაფხულზე? ერკვევით
ასეთ რამეებში, ექიმო? ზამთარში რომ არ ხდება ეს, დარწმუნებული
ვარ) ამ ხიდან ნახევარმთვარისებური გრძელი პარკები ცვივა, რომლებშიც პატარ-პატარა, კერკეტი მარცვლებია. კეთილი, ახლა ერთ
მეცნიერულ ფაქტს მოგაწვდით ამ ხის თაობაზე, რომელიც დედაჩემმა, სოფი ლინეიმ დაადგინა:
– თუ ამ მარცვლებს ვინმეს ჩალის ღეროთი ესვრი, შესაძლოა მას
თვალი ამოსთხარო და ცხოვრების ბოლომდე დააბრმავო (ამიტომ
არ დავინახო, რომ ეს გააკეთო! ასე თამაში არ გაბედო! და თუ ვინმემ შენ გესროლა, მაშინვე მე მითხარი! ).
ჰო, დაახლოებით ასეთი ცოდნა მქონდა ბოტანიკაში იმ კვირა საღამომდე, როცა კემპბელების სახლიდან რკინიგზის სადგურისკენ
გავემართე და თავი არქიმედედ ვიგრძენი: თუ ამ ქუჩას ვერხვების
ქუჩა ჰქვია... ესე იგი... ეს ხეები ვერხვები ყოფილა! რა ადვილია ყველაფერი! სულ არ არის აუცილებელი, ინტელექტის კოეფიციენტი
158 გქონდეს. აუცილებელი არაა, გენიოსი იყო, რომ ამ ცხოვრებას
გასაღები მოარგო!
ეს ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი შაბათ-კვირა იყო, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ქვის ხანიდან ადამიანის გამოსვლას თუ შეედრება.როგორც კი მისტერ კემპბელი ცოლს მერის დაუძახებდა,
სხეულის ტემპერატურა მაშინვე ას გრადუსამდე მიწევდა. იმ თეფშს,
232
რომლიდანაც სადილს შევექცეოდი, მანამდე ქრისტიანი ქალის ხელი
ეხებოდა, ქალის, რომელსაც მერიერქვა! (იქნებ სწორედ აქ არის
იმის გასაღები, თუ რატომ ვერიდები მანქისთვის სახელით მიმართვას, თუ მისთვის ჭკუა-დარიგება არ მაქვს გამზადებული? თქვენ
რას იტყვით?) დასავლეთისკენ მიმავალ მატარებელში რომ ვიჯექი,
გულში ვლოცულობდი, ნეტავ კემპბელების სახლში იესო ქრისტეს
გამოსახულებები არ დამხვდეს, ხომ შეიძლება, ეს შაბათ-კვირა ისე
გავატარო, რომ მისი საწყალობელი პუნიმი თვალში არ მეჩხირებოდეს-მეთქი; ან ისეთ ვინმესთან არ მომიხდეს ურთიერთობა, ვისაც
გულზე ჯვარი ეკიდება-მეთქი! მადლიერების დღეს სადილზე რომ
დეიდები და ბიძები მოვლენ, ნეტავ ვინმე ანტისემიტი არ გამოერიოს, რადგან თუ რომელიმეს „ტეტია ურია“ ან „ებრაული ვაჭრუკანობა“ წამოსცდა, მე მაგათ გავაურიავებ, საკუთარ კბილებს ხახაში ჩავთხრი-მეთქი. არა, რასაკვირველია, ძალადობას არ დავიწყებ
(თითქოს მოძალადეობის ნატამალი მაინც იყოს ჩემში), ძალადობა
მაგათთვის დამითმია, ეგ მაგათი წესი და რიგია. მე, უბრალოდ, ფეხზე წამოვდგები და (მერე-მერე?) სიტყვას წარმოვთქვამ! იმ ფანატიკოსებს დავამცირებ და შევარცხვენ! დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტიდან ციტატებს ვეტყვი! „ვინ ჩემი ფეხები ხართ საერთოდ? – ვკითხავ, – ეს მადლიერების დღე მხოლოდ თქვენი დღესასწაული ხომ არ გგონიათ? “
მაგრამ რკინიგზის სადგურზე კვახუნას მამამ მკითხა:
– აბა, როგორ გიკითხოთ, ყმაწვილო?
მე, რასაკვირველია, ვუპასუხე:
– გმადლობთ.
ასე კარგად რატომ მეპყრობა? იმიტომ, რომ წინასწარ გააფრთხილეს (არ ვიცი, ეს შეურაცხყოფად უნდა აღვიქვა თუ შვებით
უნდა ამოვისუნთქო), თუ იმიტომ, რომ ჯერ არ იცის? მანამდე ვუთხრა, სანამ მანქანაში ჩავსხდებით? ჰო, უნდა ვუთხრა! ვერ მოვიტყუები! „ძალიან კარგია თქვენთან, დევენპორტში ყოფნა, მისტერ და
233
მისის კემპბელ. მე, როგორც ებრაელს, მინდა. . . “ არა, კარგად არ
ჟღერს. „როგორც ქეის ებრაელ მეგობარს, მისტერ და მისის კემპბელ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ დაპატიჟებისთვის. . . “ გეყოფა
კუდის ქიცინი! მერე რას იზამ? იდიშზე აღაღადდები? როგორ?
იდიშზე სულ ოცდახუთი სიტყვა იცი – იქიდან ნახევარი ბინძური
სიტყვებია, დანარჩენებს კი სწორად ვერ წარმოთქვამ! ჰოდა, მოკეტე და მანქანაში ჩაეგდე.
– გმადლობთ, გმადლობთ, – ვამბობ, ჩანთას ვიღებ და ყველანი
მანქანისკენ მივემართებით.
მე და ქეი უკანა სავარძელზე ვსხდებით, ძაღლთან ერთად. ქეის
ძაღლთან ერთად! ძაღლს ისე ელაპარაკება, როგორც ადამიანს! უჰ,
ეს გოგო მართლა გოია! ძაღლთან ლაპარაკზე დიდი იდიოტობა არ
გამიგია – ოღონდ ქეი იდიოტი არ არის! სიმართლე რომ ვთქვა, ჩემზე ჭკვიანიც კია. და მაინც, ძაღლთან რა ალაპარაკებს? „რაც შეეხება ძაღლებს, მისტერ და მისის კემპბელ, ჩვენ, ებრაელები. . . “ არა, დაიკიდე. არ არის საჭირო. ნებისმიერ შემთხვევაში, ის მრავლისმეტყველი წანაზარდი გავიწყდება (ან ძალიან ცდილობ, დაივიწყო), რომელსაც ცხვირი ჰქვია. აფრო-ებრაულ თმოვან საფარზე რომ აღარაფერი ვთქვათ! რა თქმა უნდა, უკვე იციან. არ გეწყინოს, ჩემო ბუბი,
ადამიანს საკუთარი ბედისწერა ფეხდაფეხ დასდევს. მე გაქცევას
არც ვაპირებ! ძალიან კარგი, ესეც საქმეა – მაინც ვერ გაექცევი. ვინ
გითხრა, როგორ ვერ გავექცევი – თუ მომინდა! მაგრამ შენ ხომ
თქვი, რომ გაქცევა არ გინდა! რომ მინდოდეს-მეთქი, რომ მინდოდეს!
შევდივარ თუ არა კემპბელების სახლში, ჩუმ-ჩუმად ყველაფერს
ვყნოსავ (სიმართლე რომ გითხრათ, ეს თვითონვე მიკვირს): აბა, რისი სუნია? ჩაშუშული კარტოფილის? მოხუცი ქალის კაბის? ახლად
დასხმული ცემენტის? ვყნოსავ და ვყნოსავ, ვცდილობ, ყველა სუნი
მოვიხელთო. ეგ არის! ქრისიტიანობის სუნი მცემს, არა? თუ ძაღლის? რაც არ უნდა დავინახო, რასაც არ უნდა შევეხო, რისი გემოც
234
არ უნდა გავსინჯო, თავში ერთადერთი სიტყვა მიტრიალებს: გოური! პირველივე დილას „პეპსოდენტის“ ერთ სანტიმეტრს ნიჟარაში
ვღვრი, სანამ კბილის პასტას ჩემს ჯაგრისზე მოვათავსებდე – მასზე
პასტის ის ნაწილი არ უნდა მოხვდეს, რომელსაც ქეის მშობლების
ჯაგრისები შეეხო, რომლებითაც ისინი გოურ კბილებს იხეხავენ. საპონი აქაფებული დევს, ვიღაცას ხელები დაუბანია. ნეტავ ვის? მერის? ვფიქრობ, უბრალოდ ავიღო და ხელების დაბანა დავიწყო, თუ
ჯერ წყლის ჭავლს შევუშვირო, ისე, უსაფრთხოებისთვის? მოიცა,
რა უსაფრთხოებისთვის? საპნის გასარეცხად საპონი ხომ არ გჭირდება, შე შმუკო? ტუალეტში თითის წვერებზე შევდივარ და უნიტაზში დიდხანს ვიყურები: „აჰა, ესეც ნამდვილი გოური უნიტაზი. შენი
შეყვარებულის მამა ამაში თავის არაებრაულ კურკლებს უშვებს.
აბა, რას ფიქრობ? ძალიან შთამბეჭდავია“. მორიგი ახირებაა? ვერაფერს იტყვი!
ახლა უნდა გადავწყვიტო, უნიტაზზე დაჯდომამდე ქვეშ ქაღალდი გავიფინო თუ არა. ჰიგიენური მოსაზრებით არაა საჭირო – დარწმუნებული ვარ, აქაურობა სუფთა და გაკრიალებულია, ყველაფერს
განსაკუთრებული გოური ანტისეპტიკურობის კვალი ატყვია. საკითხავი სხვა რამეა: რა უნდა ვქნა, უნიტაზის რგოლი თბილი რომ
აღმოჩნდეს – რომელიმე კემპბელის საჯდომით შემთბარი? მაგალითად, დედამისის! მერის, რომელიც იესო ქრისტეს დედაცაა! კარგი,
საკუთარი ოჯახის ხათრით, კიდეზე ქაღალდის პატარა ნაგლეჯს მაინც დავაფენ. ჩემი რა მიდის, ან ვინ რას გაიგებს?
კარგი, დავჯდები! დავჯდები! ვჯდები და... მართლა თბილი არ
You have read 1 text from Georgian literature.
Next - პორტნოის სინდრომი - 14
  • Parts
  • პორტნოის სინდრომი - 01
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2217
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.0 of words are in the 5000 most common words
    45.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 02
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2131
    30.7 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 03
    Total number of words is 3812
    Total number of unique words is 2198
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 04
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2076
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 05
    Total number of words is 3875
    Total number of unique words is 2105
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 06
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 2077
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 07
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2090
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 08
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2190
    26.8 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 09
    Total number of words is 3779
    Total number of unique words is 2242
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.5 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 10
    Total number of words is 3710
    Total number of unique words is 2228
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 11
    Total number of words is 3768
    Total number of unique words is 2095
    28.2 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    46.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 12
    Total number of words is 3758
    Total number of unique words is 2132
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 13
    Total number of words is 3750
    Total number of unique words is 2178
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 14
    Total number of words is 3628
    Total number of unique words is 2199
    25.8 of words are in the 2000 most common words
    37.9 of words are in the 5000 most common words
    44.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 15
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2229
    26.5 of words are in the 2000 most common words
    37.3 of words are in the 5000 most common words
    44.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 16
    Total number of words is 2820
    Total number of unique words is 1682
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.