Latin

პორტნოის სინდრომი - 07

Total number of words is 3745
Total number of unique words is 2090
30.3 of words are in the 2000 most common words
41.8 of words are in the 5000 most common words
48.6 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ცხოვრებაში ყველაფერი, ან თითქმის ყველაფერი ვერ გექნება, მაგრამ ახლა ერთი კითხვა მინდა დავსვა: მე მაქვს ყველაფერი? რამდენ
ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს ექსპერიმენტები, ქალების დაუსრულებლად ცვლა? რამდენ ხვრელში უნდა შევყო, რომ ეს ამბავი მომბეზრდეს? ნუთუ იმდენში, რამდენის პატრონიც უარს არ მეტყვის?
დღეს ერთი ხვრელი, ხვალ მეორე, ზეგ კიდევ სხვა? როდის დაესმება
წერტილი ამ ყველაფერს? თუმცა, მეორე მხრივ, რატომ უნდა დაესვას? დედაჩემმა და მამაჩემმა რომ გაიხარონ? გამაგებინეთ, რატომ
უნდა ვიცავდე თავს იმ მდგომარეობის გამო, რომელშიც ახლა ვარ –
სულ რამდენიმე წლის წინ ხომ „უცოლო მამაკაცი“ საპატიო წოდება
იყო? ბოლოს და ბოლოს, უცოლო ვარ, სხვა ხომ არაფერი? ამიხსნან,
რაში მდგომარეობს ჩემი დანაშაული? სექსუალურ თავისუფლებაში? ჩვენს დროში, ჩემს ასაკში? რატომ უნდა მოვუხარო ქედი
ბურჟუაზიულ საზოგადოებას? მე ვთხოვ მაგათ, ჩემს ჭკუაზე იარეთმეთქი? ჩემი ბოჰემური ბუნება თავის ჭიას ახარებს – რა ხდება, ხალხო, რამ გადაგრიათ? ვის რას უშავებს ჩემი ხურუში? ქალებს არ
ვცემ, მაჯებს არ ვუგრეხ და საწოლში ძალით არ ვიწვენ. მე, შეიძლება ითქვას, წესიერი და პატიოსანი, თანაგრძნობის უნარის მქონე მამაკაცი ვარ. მეტსაც გეტყვით, სხვა კაცებთან შედარებით... მოიცა,
თავს რატომ ვიმართლებ? ბოდიშს რატომ ვიხდი? რატომ უნდა გავამართლო ჩემი სურვილები პატიოსნებითა და თანაგრძნობით?
სურვილები, დიახაც, მაქვს – უთვალავი სურვილი! უთვალავი! ახ-
110
ლა შეიძლება ეს მთლად ღვთის წყალობას არ ჰგავდეს, თუ ფსიქოანალიტიკოსის თვალით შევხედავთ... მაგრამ არაცნობიერი ხომ
ჩვენს სურვილებში მჟღავნდება – ფროიდი სხვას რას გვეუბნება –
სწორედ სურვილებში! მხოლოდ სურვილებში! სურვილებში! რა
ნაცნობი ამბავია, ფროიდ! ამას მაგარი ტრაკი აქვს, მაგრამ ძალიან
ბევრს ლაპარაკობს. ის ხმას სულ არ იღებს და თუ ამოიღებს, აზრიანს არაფერს იტყვის, მაგრამ როგორ მინეტს აკეთებს! ამ საქმის ოსტატია! კიდევ ერთი გოგოა – თაფლივით ტკბილი გოგო, უნაზესი,
უვარდისფრესი, სულისშემძვრელი ძუძუსთავებით – ასეთი სათუთი
პირში არაფერი მდებია – მაგრამ, რად გინდა, წელს ქვემოთ ცოცხალი თავით არ ჩაგცდება. რა უცნაურია, არა? თუმცა – ადამიანს რას
გაუგებ! – სექსის დროს საჩვენებელი თითი ანუსში თუ შეუცურე,
ჭკუიდან გადადის. რამხელა იდუმალებაა მაინც ამ სექსში, ექიმო!
რამდენი მომაჯადოებელი ხვრელი და ნაპრალია! ხომ ხვდებით, უბრალოდ, ვეღარ ვჩერდები. ვერც ვჩერდები და ვერც ვერავის ვეჯაჭვები. ჰო, მქონია ისეთი თავგადასავლები, რომლებიც წელიწადი-წელიწადნახევარი გაგრძელებულა – სიყვარულის უსასრულო თვეები,
სინაზითა და გიჟური ვნებით სავსე თვეები, მაგრამ ბოლოს – ეს სიკვდილივით გარდაუვალია! – დროს თავისი მიაქვს და ლტოლვა ქრება. საბოლოო ჯამში, ქორწინებისკენ ნაბიჯის გადადგმა არ შემიძლია. თუმცა რატომ უნდა გადავდგა? რატომ? რომელ კანონში წერია, ალექს პორტნოი აუცილებლად ვიღაცის ქმარი და მამა უნდა
გახდესო? ექიმო, ზოგი ქალი ფანჯრის რაფაზე დგება და გემუქრება,
გადავხტები და ტროტუარს დავასკდებიო, ზოგი „სეკონალს“ კილოობით სვამს – შემიძლია კვირები გავატარო ასეთ ტერორში ქორწინებაზე გაგიჟებულ ქალებთან, რომლებიც დღე და ღამ მეტროს მატარებელს უვარდებიან ბორბლებში, მაგრამ, რა ვქნა, არ შემიძლია
ხელიმოვაწერო იმას, რომ დარჩენილ ცხოვრებას ერთ ქალთან გავატარებ. ვთქვათ, თავზე ხელი ავიღე და ა, ქორფა კერტებისა და სხვა
111
სიკეთეების პატრონი, ცოლად მოვიყვანე. ამ დროს გამოჩნდა ბ, რომელსაც უფრო ქორფა კერტები აქვს – ყოველ შემთხვევაში, ახალი
ხომ ნამდვილად იქნება? ან ჩ, რომელმაც იცის, როგორ იქნიოს ტრაკი ისე, რომ ჯერ გამოუცდელი ნეტარება განმაცდევინოს! ან დ, ე,
ფ... ვცდილობ, გული პატიოსნად გადაგიშალოთ, ექიმო. როცა საქმე
სექსზე მიდგება, ადამიანის ფანტაზია ძ-მდეც მიდისდა იმის იქითაც!
ძუძუები, საშოები, ფეხები, ტუჩები, პირები, ენები და უკანა ხვრელები! როგორ შეველიო იმ ყველაფერს, რისი გემოც ჯერ არ გამიგია? თან იმ გოგოს გულისთვის, რომელიც, როგორი გემრიელი და
გამომწვევიც არ უნდა იყოს, ადრე თუ გვიან პურის ნაჭერივით ჩვეულებრივი გახდება? სიყვარულის გამო? რომელი სიყვარულის?
იმის, რაც ჩვენთვის ნაცნობ წყვილებს დღემდე აკავშირებს? იმათ,
ვინც ერთმანეთს ხელ-ფეხი შეაკვრევინეს? განა ეს სისუსტე არ
არის? განა ეს შეჩვევა, აპათია და დანაშაულის განცდა არაა? განა
ეს შიში, გამოფიტულობა და ინერტულობა არ არის? სიყვარული
არაფერ შუაშია – ისეთი სიყვარული, როგორიც დაოჯახების სააგენტოს თანამშრომლებს, ფსიქოთერაპევტებსა და სიმღერების ავტორებს საოცნებოდ მიაჩნიათ. ამიტომ, მოდი, ერთმანეთს თვალში ნაცარს ნუ შევაყრით და „სიყვარულის“ უკვდავებაზე ნუ ვილაპარაკებთ. სწორედ ამიტომ გეკითხებით: როგორ მოვიყვანო ცოლად ის,
ვინც „მიყვარს“, როცა შესანიშნავად ვიცი, რომ გავა ხუთი, ექვსი,
შვიდი წელი და ისევ ქუჩაში გავვარდები საშოვარზე: ახალ, უცნობ
საშოებზე ვინადირებ, ამ დროს კი ჩემი ერთგული მეუღლე, რომელთან ერთადაც სამაგალითო ოჯახი შევქმენი, მედგრად აიტანს მიტოვებასა და მარტოობას? როგორ გავუსწორო თვალი ჩემი ცოლის საზარელ ცრემლებს? როგორ გავუსწორო თვალი ჩემს საყვარელ შვილებს? უნდა განვქორწინდე, არა? ალიმენტები. ფინანსური დახმარება. შვილების ნახვის უფლება. შესანიშნავი პერსპექტივაა, შესანიშნავი. თუ რომელიმე გოგო თავს იმიტომ მოიკლავს, რომ მომავალს ფხიზელი თვალით ვუყურებ, ეგ მისი პრობლემაა, კი ბატონო!
112
მაგრამ თვითმკვლელობით დამუქრებას იმის გამო, რომ მეტად
ჭკვიანი ვარ და კარგად ვხედავ, როგორი იმედგაცრუებები და
ბრალდებები მელის, გამართლება არ აქვს... კარგი რა, პატარავ, ეგრე ნუ ღნავი, თორემ ვინმე იფიქრებს, რომ ყელის გამოჭრას გიპირებ. ჩემო პატარა (ასე ჩამესმის საკუთარი მუდარა, ასე ვეხვეწებოდი ვიღაცას შარშან, ვიღაცას – ამასწინათ... და ზოგადად, ჩემი
ცხოვრების ყოველ წელს! ), ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნება, გეფიცები, მალე გაგივლის; არაჩვეულებრივად იქნები, კარგს ჩაიცვამ,
კარგს დაიხურავ, წინ არაჩვეულებრივი ცხოვრება გელის... ჰოდა,
ახლა მანდედან ჩამოდი, შე ბოზო და კარი გამიღე! . . „შე გარეწარო!
შე ახვარო! – ღრიალებს სულ ახლახან გაწბილებული ჩემი ცოლობის კანდიდატი (მისი წარმოდგენით), ჩემი უცნაური, დარტყმული,
მაღალი და ტანადი მეგობარი გოგო, რომელიც ტრუსების რეკლამისთვის პოზირებით საათში იმაზე მეტ ფულს იღებს, ვიდრე უწიგნურ მამამისს კვირაში უხდიან დასავლეთ ვირჯინიის ქვანახშირის
საბადოებზე. – როგორ მეგონა, რომ ყველაზე მაგარი ტიპი იქნებოდი, შე მუტლის ჭია, შე ნაბიჭვარო! “ ამ ლამაზ გოგოს, რომელმაც,
როგორც ხედავთ, სწორად ვერ გამიგო, მანქიჰქვია: ეს მეტსახელი
ერთ-ერთი პატარა პერვერსიიდან მომდინარეობს, რომელსაც სიამოვნებით ეძლეოდა ჩემს გაცნობამდე ცოტა ხნით ადრე, ახლა კი
გაცილებით მაგარი რამეებიც შეუძლია. ასეთი ქალი ცხოვრებაში არ
მყოლია, ექიმო, ჩემი მოზარდობის დროინდელი ყველაზე ავხორცი
ფანტაზიების განსახიერებაა, მაგრამ მაგის ცოლად შერთვა? ნუთუ
სერიოზულად აქვს ამის იმედი? ამდენი ხელი უძვირფასესი ტანსაცმლის, კოსმეტიკის და სუნამოების მიუხედავად, ძალიან დაბალი
თვითშეფასება აქვს, ჩემზე კი (აი, აქედან მომდინარეობს ყველა ჩვენი პრობლემა) – გადაჭარბებულად მაღალი წარმოდგენა. და ამავე
დროს, თუ ეს შესაძლებელია, ძალიან დაბალი წარმოდგენაც! ერთი
სიტყვით, გზააბნეული მაკაკაა, რომელიც, სამწუხაროდ, ჭკუა-გონებითაც არ ბრწყინავს. „ვითომ ინტელექტუალი! – მიყვირის ხოლმე,
113
– განათლება, სულიერება, რამე! შე საცოდავო ამდგარო სირო! ვი-
თომ რისი თქმა გინდა – ჰარლემის ზანგები ჩემზე მეტად გადარდებს? მთელი წელია, შენი სირი პირიდან არ გამომიღია! “ გზააბნეული, გონებაარეული, გულნატკენი, ერთი სიტყვით ჭკუიდან გადამცდარი ქალი. ამ სიტყვებს ათენის ერთ-ერთი სასტუმროს აივნიდან
მიყვირის, მე კი ნომრის კართან ვდგავარ, ორივე ხელში ჩემოდნები
მიჭირავს და ვეხვეწები, რომ ოთახში შემოვიდეს. მეშინია, აეროპორტში თვითმფრინავზე არ დამაგვიანდეს. ვხედავ, როგორ ამორბის სასტუმროს კიბეზე განრისხებული ულვაშა მენეჯერი, რომელიც
ზეითუნის ზეთით გაპრიალებულს ჰგავს – აღშფოთებისა და რესპექტაბელურობის განსახიერებაა, მორბის და ხელებს ასავსავებს. სხვა
რა დამრჩენია, ფილტვებს ჰაერით ვივსებ და ვეუბნები: „ესე იგი, გადახტომა გინდა, არა? ძალიან კარგი. მიდი, გადახტი! “ ნომრიდან
გავდივარ და ბოლო სიტყვებში, რომლებიც ჩემამდე აღწევს, ის აზრი
დევს, რომ თურმე მხოლოდ სიყვარულის გამო (სიყვარულის! – გაჰკივის) მთანხმდებოდა იმ საზიზღრობებზე, რის გაკეთებასაც ვაიძულებდი.
ტყუილია, ექიმო! არ დაიჯეროთ! მაგ შენძრეული ბოზის კიდევ
ერთი მცდელობაა, ნამუსზე შემაგდოს, თავი დამნაშავედ მაგრძნობინოს და ამ გზით ქმარი იშოვოს. ოცდაცხრა წლისაა და აი, რა უნდა.
მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქალის მიმართ რამე ვალდებულება მაქვს! „სექტემბერში ოცდაათი წლის გავხდები! ნაბიჭვარო! “ სწორია, მანქი, სწორია! ზუსტადამიტომ შენს უსაფუძვლო მოლოდინსა და იმედებზე პასუხისმგებელი შენ თვითონხარ და არა მე!
გასაგებია? „მთელ მსოფლიოს მოვუყვები, როგორი ხარ სინამდვილეში! ცივსისხლიანო ყლეო! მოვუყვები, რა გარყვნილი ნაბიჭვარი
ხარ, რაებს მაკეთებინებდი ლოგინში! “
ეგ ჩათლახი! კიდევ კარგი, ამ ქალთან ურთიერთობა ისე გავწყვიტე, რომ ცოცხალი დავრჩი. თუმცა გავწყვიტე კია?
114
მოდი, ისევ ჩემს მშობლებს დავუბრუნდეთ და იმ ამბავს, რომ ჩემი დაუოჯახებლობა ამ ორ ადამიანს დღემდე გულზე დარდად აწევს.
დედაჩემო და მამაჩემო, ამასწინათ ნიუ-იორკის მერმა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის საქალაქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ დამნიშნა, მაგრამ ამას, როგორც ჩანს, დიდ მიღწევად არ თვლით. თუმცა, არა, მთლად ასეც არაა: საკმარისია, „ტაიმსში“ ჩემი სახელი გაჭაჭანდეს, რომ გაზეთის ამონაჭრებით მთელი
ჩვენი სანათესაო იბომბება. მამაჩემის პენსიის ნახევარი საფოსტო
გზავნილებზე იხარჯება, დედაჩემი კი მთელ დღეებს ტელეფონზე ჩამოკიდებული ატარებს და ინტრავენურად უნდა გამოკვებო, რადგან
პირი სულ დაკავებული აქვს: თავის ალექსზე ლაპარაკობს. კაცმა
რომ თქვას, ყველაფერი ისევ ისე გრძელდება, როგორც ადრე იყო:
ჩემს მშობლებს პირზე აკერიათ, როგორი წარმატებული ვარ, როგორი გენიოსი, რომ ჩემი სახელი გაზეთების ფურცლებს არ შორდება,
რომ ახლა ნიუ-იორკის ახალგაზრდა, პოპულარული და სიმპათიური
მერის გუნდის წევრი ვარ, სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს
ვდგავარ, უპასუხისმგებლო ბინათმფლობელებს, ფანატიკოსებსა და
ვირთხებს ვებრძვი („ადამიანებისადმი თანასწორად მოპყრობა, დისკრიმინაციის ფაქტებთან ბრძოლა, ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს შექმნა. . . “ – ასეთნაირად არის დეკლარირებული ჩემი კომისიის ამოცანები ქალაქის საბჭოს მიერ შედგენილ საგანგებო აქტში), მაგრამ, როგორც ხვდებით, ბოლომდე
სრულყოფილი მაინც არ ვარ.
წარმოუდგენელია, არა? რამდენი რამე შემომწირეს, რამდენი
რამე გამიკეთეს, როგორ ტრაბახობენ ჩემით – საუკეთესო პიარჯგუფის როლს ასრულებენ (ამ სიტყვებს ამბობენ) ჩემს ცხოვრებაში,
მე კი სრულყოფილებას ვერა და ვერ მივუახლოვდი. გაგიგონიათ
ასეთი რამე? უბრალოდ, უარს ვამბობ სრულყოფილებაზე. ჯიუტი
და აუტანელი ბავშვი.
ვთქვათ, მესტუმრნენ.
115
– ეს რანაირი ნოხი დაგიგია! – მეუბნება მამაჩემი და იჭყანება. –
ძველმანების მაღაზიაში იყიდე, თუ ვინმემ გაჩუქა?
– მე მომწონს.
– კარგი ერთი, – მეუბნება მამაჩემი, – ერთი გახუნებული, გაცვეთილი ნოხია.
– ცოტა ნახმარი კია, მაგრამ გაცვეთილი და გახუნებული არ
არის. კარგი, დავანებოთ თავი, – ვცდილობ, რბილად ვუპასუხო.
– ალექს, – მეუბნება დედაჩემი, – ეს ნოხი მართლაც ძალიან გაცვეთილია.
– ერთხელაც ფეხს წამოჰკრავ, – აგრძელებს მამაჩემი, – მუხლს
დაარტყამ და მერე ძალიან ცუდად იქნება საქმე.
– შენს მუხლთან სიფრთხილეა საჭირო, ალექს, – ამბობს დედაჩემი მრავალმნიშვნელოვნად, – არ გაფრთხილდები და კარგად მეყოლე.
სადაცაა, ეს ორნი ჩემს ნოხს დასწვდებიან, დაახვევენ და ფანჯრიდან გადააგდებენ. მერე კი ხელს მომკიდებენ და შინ წამიყვანენ!
– ამ ნოხს არაფერი არ სჭირს. ჩემს მუხლსაც არაფერი არ სჭირს,
ხალხო.
– არ სჭირს, მაგრამ სჭირდა, – სასწრაფოდ მახსენებს დედაჩემი,
– ბარძაყამდე რომ თაბაშირი გედო... როგორ დაათრევდა იმ თაბაშირს! რა საცოდავად!
– მაშინ თოთხმეტი წლის ვიყავი, დედა.
– როცა თაბაშირი მოგხსნეს, – აგრძელებს მამაჩემი, – მუხლში
ფეხს ვერ ხრიდი. უკვე მეგონა, რომ მთელი ცხოვრება კოჭლი დარჩებოდი... სულ ვუმეორებდი: „ფეხი მუხლში მოხარე, მუხლში მოხარე! “ დილიდან საღამომდე ვემუდარებოდი: „თუ არ გინდა, მთელი
ცხოვრება კოჭლად დარჩე, ფეხი მოხარე! “
– ამ შენი მუხლის გამო ცხოვრება გვქონდა გამწარებული.
116
– ეს ამბავი ათას ცხრაას ორმოცდაშვიდ წელს მოხდა, ხალხო. ახ-
ლა ათას ცხრაას სამოცდაექვსი წელია. ის თაბაშირი ოცი წლის წინ
მომხსნეს!
გაინტერესებთ დედაჩემის დამაჯერებელი პასუხი?
– ერთ მშვენიერ დღეს შენც გახდები მშობელი და მიხვდები, ეს
რას ნიშნავს. მაშინ, ალბათ, აღარ დასცინებ შენს მშობლებს.
იცით, რა არის ამოტვიფრული ებრაულ მონეტაზე? ან თითოეული ებრაელი ბავშვის შუბლზე? „გვწამს ღმერთი“ კი არა – „ერთ
მშვენიერ დღეს შენც გახდები მშობელი და მიხვდები, ეს რას ნიშნავს“.
– აბა, რას გვეტყვი, – მამაჩემი უკვე იარაღად ირიონიას იმარჯვებს, – ეს ჩვენს სიცოცხლეში მოხდება, ალექს? მანამდე მოხდება,
სანამ მიწაში ჩავწვები? არა, ამას ჩვენ არ ვადარდებთ. ეს გაქუცული
ნოხი უფრო ადარდებს, რომელსაც ერთხელ აუცილებლად ფეხს წამოჰკრავს და თავ-პირს დაიმტვრევს. ერთი შეკითხვა უნდა დაგისვა,
ჩემო დამოუკიდებელო შვილო: ამბავს ვინ გამოიტანს ამ ბინიდან,
იატაკზე თავგატეხილი რომ ეგდო და სისხლისგან იცლებოდე? ამაზე
თუ დაფიქრებულხარ? ტელეფონს ისედაც სანახევროდ არ პასუხობ,
როგორ მივხვდე, რა ამბავია შენს თავს? ღმერთმა დაგიფაროს და
რამე რომ შეგემთხვეს, მომვლელად ვინ გეგულება? ცხელწვნიანს
ვინ მოგაწვდის?
– ჩემს თავს თვითონ მივხედავ! ზოგიერთებსკი არ ვგავარ! – ვაი,
მგონი, ხანში შესულ კაცს ძალიან უხეშად ველაპარაკები, – ზოგიერთებივით მთელი ჩემი დღე და მოსწრება კატასტროფის მოლოდინით
ხომ არ ვიცხოვრებ!
– კარგი, ბატონო. მაგასაც გამოსცდი, – თავს ნაღვლიანად მიქნევს მამაჩემი, – ერთ დღესაც ავად გახდები... – უცებ გული მოსდის
და ჩემ მიმართ აბსოლუტური სიძულვილი უჩნდება: – დაბერდები
და შენი დამოუკიდებლობით ყოყლოჩინობის სურვილიც დაგეკარგება!
117
– ალექს, ალექს, – იწყებს დედაჩემი, სანამ მამაჩემი სულის მო-
სათქმელად და დასამშვიდებლად ფანჯრისკენ მიემართება, ფანჯარასთან კი ზიზღით აღნიშნავს: „რა უბანში უწევს ამ ბიჭს ცხოვრება! “ წარმოიდგინეთ, მე ნიუ-იორკს ვემსახურები და ეს კაცი ისევ იმ
თავისი ლამაზი ნიუარკისკენ მექაჩება!
– დედა, უკვე ოცდაცამეტი წლის ვარ! ნიუ-იორკის მერიაში თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ვმუშაობ! იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა შორის საუკეთესო ვიყავი! გახსოვს? საერთოდ, სადაც კი მისწავლია, ყველგან საუკეთესო ვიყავი! ოცდახუთი წლის
ასაკში უკვე შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა
პალატის ქვეკომისიის საგანგებო მრჩეველი ვიყავი! ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის, დედა! უოლ სტრიტის მიმართ ინტერესი რომ მქონოდა, ახლა უოლ სტრიტზე ვიქნებოდი! ჩემს სფეროში
ანგარიშგასაწევ პროფესიონალად ვითვლები, მგონი, ეს ცხადია! აი,
ახლა, ნიუ-იორკის სამშენებლო ბიზნესში დისკრიმინაციული პრაქტიკის ფაქტებს ვიკვლევ – რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტებს!
ვცდილობ, მეტალურგების პროფკავშირის ხალხი ვამხილო. აი, რას
ვაკეთებდი დღეს, რომ იცოდე! ამასწინათ სატელევიზიო ვიქტორინასთან დაკავშირებულ სკანდალში დაზარალებულებს დავეხმარე,
ესეც გეხსომება! ..
ეჰ, რატომ ვამბობ ამ ყველაფერს, რა ძალა მადგას! რატომ არ
ვეშვები მოზარდივით ყოყლოჩინობას? უფალო იესო, რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ებრაელი კაცი, რომელსაც მშობლები ცოცხლები
ჰყავს, მაინც თხუთმეტი წლის ბიჭად დარჩება მანამდე, სანამ ისინი
არ დაიხოცებიან!
ამ დროს სოფი პორტნოის ჩემი ხელი უჭირავს და თვალებდანაბული ელოდება, როდის დავასრულებ საკუთარი მიღწევების ჩამოთვლას, იმ კეთილი საქმეების გახსენებას, რომლებიც გამიკეთებია.
118
– ჩვენთვის, მშობლებისთვის, მაინც ბავშვი ხარ, საყვარელო... –
მეუბნება ის და ჩურჩულით აგრძელებს (სოფი პორტნოის სახელგანთქმული ჩურჩული ხომ ოთახში ისე ისმის, რომ ყურთასმენის დაძაბვა არავის სჭირდება). – მიდი ახლა და ბოდიში მოუხადე. ლოყაზე
აკოცე. შენს კოცნას ჩვენთვის მთელი სამყაროს შეცვლა შეუძლია!
გესმით, ექიმო? ჩემს კოცნას თურმე მთელი სამყაროს შეცვლა
შეუძლია! თხუთმეტი წლის-მეთქი, არა? ბოდიშს ვიხდი, შემეშალა.
ათი წლის უნდა მეთქვა! არა, ხუთის! სულაც ნულის! ებრაელი მამაკაცი, რომლის მშობლებიც ცოცხლები არიან, თავს უსუსურ ბავშვად გრძნობს! მიშველეთ, ექიმო, დამეხმარეთ! ხომ დამეხმარებით? თანაც სასწრაფოდ! ებრაული ანეკდოტის პერსონაჟის – დათრგუნული ვაჟიშვილის როლიდან გამომიყვანეთ! ოცდაცამეტი წლის
ვარ და უკვე ყელში ამომივიდა! ეს როლი ტკივილს, პატარ-პატარა
ადამიანურ განცდებსაც გულისხმობს, თუმცა სემ ლევინსონი ანეკდოტის ამ ნაწილს ერთი სიტყვითაც არ ახსენებს. ჰო, მისი მსმენელები კაზინო „კონკორდში“ სხედან – წავის ქურქიანი ქალები, პრიალა
კოსტუმებში გამოწყობილი მამაკაცები და იცინიან, იცინიან, იცინიან. . . „მიშველეთ, ჩქარა, ჩემი შვილი... ექიმი... იხრჩობა! “ ჰა ჰა ჰა, ჰა
ჰა ჰა, ტკივილზე რას იტყვით, მაირონ კოენ? იმ ტიპზე რას იტყვით,
რომელიც იხრჩობა? საკუთარი მშობლების შეუვალობისა და შეუბრალებლობის ოკეანეში იძირება! ჰო, იმ კაცზე რას იტყვით, მაირონ
კოენ, რომელიც, როგორც ირკვევა, მე ვყოფილვარ. ექიმო, მიშველეთ, აღარ შემიძლია ვულგარული ღამის კლუბის კლოუნის თავში
წარმოშობილ შინაარსებსა და განზომილებებში ცხოვრება. თანაც
შავი იუმორის მოყვარულის თავში! არ იცით, რა ხალხია ეს იუმორისტები? რით ართობენ „ფონტენბლოს“ პუბლიკას ჰენი იანგმენზი
და მილტონ ბერლსი, კაცი რომ დაუკვირდეს? მკვლელობის ამბებით
და სხვა პათოლოგიებით! „მიშველეთ, – ყვირის ქალი და მაიამი ბიჩის პლაჟზე მირბის, – მიშველეთ, ჩემი შვილი... ექიმი... იხრჩობა! “
119
„ჰა ჰა ჰა! ამ შემთხვევაში თქვენი შვილი პაციენტი გამოდის, ქალბა-
ტონო! “ ბოლოს ეს კაცი მართლაც იხრჩობა! ექიმო, მომაშორეთ ეს
ხალხი! საშინელებები სცენაზე კარგი სანახავია, მაგრამ ასე ცხოვრება შეუძლებელია! მითხარით, რა უნდა გავაკეთო და გავაკეთებ!
მიკარნახეთ, რა უნდა ვუთხრა ამ ხალხს და გეფიცებით, სახეში მივახლი! „მოკეტე, სოფი! “ „გააჯვი, ჯეკ! “ ყველამ თავი დამანებეთ!
კიდევ ერთი ანეკდოტი მაქვს თქვენთვის. ქუჩაში მიდის სამი ებრაელი: დედაჩემი, მამაჩემი და მე. მოქმედება ზაფხულში ხდება,
შვებულებაში ჩემს გასვლამდე ცოტა ხნით ადრე. რესტორანში ვისადილეთ („ერთი ნაჭერი შემწვარი თევზი არ გაქვთ? “ – ეკითხება მამაჩემი მოდური ფრანგული რესტორნის მიმტანს – აქ მხოლოდ იმიტომ წამოვიყვანე, რომ ნახოს, როგორ გავიზარდე – „ოუი, მონსიეურ, დიახ, გვაქვს. . . “. „კარგი, ერთი ნაჭერი თევზი მომიტანეთ, – ეუბნება მამაჩემი, – აუცილებლად ცხელი იყოს! “). მოკლედ, ვისადილეთ. ჰოდა, „ტიტრალაკის“ ღეჭვით (კუჭის მჟავიანობას აწესრიგებს) ქუჩას მშობლებთან ერთად მივუყვები, სანამ „პორტ ოსორიტის“ ავტობუსის გაჩერებასთან მათ ტაქსიში ჩავსხამ. მამაჩემი ბუზღუნებს, რომ ხუთი კვირაა, ნიუარკში არ ჩავსულვარ (მეგონა, ეს თემა რესტორანში ამოვწურეთ – იმდროს, როცა დედაჩემი მიმტანს
ჩურჩულით სთხოვდა, მისი ბიჭისთვის – ეს მე ვარ, ხალხო! – კარგად
შემწვარი ნაჭერი მოეტანა), ცოტა ხანში კი ერთი თვით გავემგზავრები და საბოლოო ჯამში, გაუგებარია, როდის ეღირსებათ საკუთარი ვაჟიშვილის ნახვა. არადა, ქალიშვილიც ხომ ჰყავთ, მას და მის
შვილებს ხომ მაინც ხშირად ხედავენ, მაგრამ უკმაყოფილების მიზეზებს რა დალევს!
– კაცს ერთი სიძე გყავდეს და ეგეთი! – ოხრავს მამაჩემი. – თუ
მის შვილებს ფსიქოლოგივით არ ელაპარაკე, თუ ფსიქოლოგიურად
სწორი რამეები არ უთხარი, ციხით გემუქრება! არ მაინტერესებს,
თავი ვინ ჰგონია, ჩემს თვალში ეგ კაცი კომუნისტია! საკუთარ შვი-
120
ლიშვილებთან ხმა ვეღარ ამომიღია, გაგონილა? ცენზურა არ დამიწესა?!
მისი ქალიშვილი მისის ფეიბიშია, შვილიშვილები კი ფეიბიშები
არიან. აბა, სად არიან პატარა პორტნოები, რომლებზეც მამაჩემი
დღე და ღამ ოცნებობს? სად და ჩემს კვერცხებში.
– მომისმინე, – ვყვირი და სული მეხუთება, – აქ არ ვდგავარ? ამწუთას ხომ მხედავ. ახლა ხომ ჩემთან ერთად ხარ!
ამასობაში მამაჩემი ეშხში შედის და რადგან ყელში თევზის ფხის
გაჩხერის საფრთხე აღარ აშინებს, მისი გაჩერება შეუძლებელი ხდება.
– მისტერ და მისის შმუკებს ყოველ პარასკევ საღამოს სტუმრობენ სეიმური, მისი ლამაზი ცოლი და მათი შვიდი ათასი არაჩვეულებრივი, უმშვენიერესი ბავშვი...
– იცი რა, ძალიან დაკავებული ვარ. პორტფელი გადაუდებელი
საქმეების საბუთებით მაქვს გამოტენილი!
– კარგი ერთი, – მეუბნება მამაჩემი, – ჭამით ხომ მაინც ჭამ? ხომ
ვახშმობ ხოლმე ექვს საათზე? ჰოდა, კვირაში ერთხელ ჩამოდი და
ჩვენთან ივახშმე.
ამ დროს საუბარში სოფი პორტნოი ერთვება და მამაჩემს ეუბნება, რომ როცა პატარა გოგონა იყო, ოჯახში სულ ჭკუას ასწავლიდნენ და ეუბნებოდნენ, რა უნდა გაეკეთებინა და რა არა, ამიტომ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ძალდატანება. ამიტომ მამაჩემმა ძალა არ
უნდა დამატანოს.
– ალექსი უკვე დიდი ბიჭია, ჯეკ! უფლება აქვს, თვითონ მიიღოს
გადაწყვეტილებები – ყოველთვის ამას ვეუბნებოდი.
ყოველთვის რაო? რა თქვა ამწუთას?
რატომ ვლაქლაქებ ამდენს? რატომ ვერ ვთმობ ამ ახირებას? რატომ ვწვრილმანდები? არ შეიძლება, რომ სემ ლევინსონივით ხუმარა ვიყო, ყველაფერს ვამასხარავებდე და სიცილ-ხარხარში ვატარებდე?
121
თუმცა, მოიცათ, დამამთავრებინეთ. მოკლედ, ტაქსიში სხდებიან.
– მამას აკოცე, – მეჩურჩულება დედაჩემი, – ამხელა გზაზე დგახარ, ევროპაში მიდიხარ.
მამაჩემს, რა თქმა უნდა, ყველაფერი ესმის – დედაჩემი ხომ ხმადაბლა ლაპარაკს იმიტომ იწყებს, რომ მისი ნათქვამი ყველამ გაიგონოს – და პანიკა ეწყება. ყოველ წელს, სექტემბრიდან მოყოლებული,
სულ იმას მეკითხება, რა გეგმები მაქვს, სად ვიქნები მომდევნო წლის
აგვისტოში. ახლა კი ხვდება, რომ გააცურეს. რა თქმა უნდა, ცუდი
ამბავია, რომ სხვა კონტინენტზე შუა ღამით უნდა გავფრინდე, მაგრამ ამაზე უარესი ისაა, რომ წარმოდგენა არ აქვს, სად მივფრინავ.
როგორც იქნა, მოვახერხე! გავაცურე!
– ევროპაში? მაინც სად? ნახევარი პლანეტა ევროპაა! – მიყვირის, როცა ტაქსის კარს ცხვირწინ ვუხურავ.
– გითხარით, ჯერ არ ვიცი-მეთქი.
– რას ნიშნავს ეს? უნდა იცოდე! როგორ ჩახვალ, თუ ჯერ არ
იცი...
– ბოდიში, ბოდიში.
სასოწარკვეთილი მამაჩემი ჩემკენ მოიწევს, ცდილობს, დედაჩემს
გადმოაფორთხდეს. სწორედ ამ დროს ტაქსის კარს ვაჯახუნებ – ოი,
ოი, ოღონდ თითები გაწიოს, შიგ არ მოყვეს... ღმერთო, რა კაცია მამაჩემი! თან სამუდამოდ რომ მერგო! დილაობით ტუალეტში უნიტაზზე ჩაძინებულს ვპოულობდი ხოლმე. პიჟამის შარვალი მუხლებამდე ჰქონდა ჩახდილი და მკერდზე ნიკაპდაბჯენილს ეძინა. ექვსს
რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, მაშინ დგებოდა, ხელი რომ არავის შეეშალა და უნიტაზზე ერთი საათი მშვიდად გაეტარებინა იმ წრფელი
იმედით, რომ ნაწლავები ასეთ ზრუნვას და ყურადღებას დაუფასებდნენ, მოლბებოდნენ და ბოლოს ეტყოდნენ: „კარგი, ჯეკ, შენ გვაჯობე! “ – მერე კი ხუთი-ექვი საცოდავი კურკლით დააჯილდოებდნენ.
„ღმერთო ჩემო! “ – ამოიკვნესებდა ხოლმე მამაჩემი, როცა სკოლაში
122
წასასვლელად მზადებას ვიწყებდი, ხელ-პირის დასაბანად სააბაზანოს მივადგებოდი და ვაღვიძებდი. უცებ გაიაზრებდა, რომ უკვე
რვის ნახევარი იყო, უნიტაზში კი, რომელზეც საათზე მეტხანს ეძინა,
ერთადერთი საძაგელი ყავისფერი ცურცლი ტივტივებდა – ისეთი
ციცქნა, რომ კურდღლის უკანა ხვრელიდან გამოსრიალებული გეგონებოდა და არა იმ ტრაკიდან, რომლის პატრონიც ქუდს დაიხურავდა და თორმეტი საათის განმავლობაში საქმეებზე წინ და უკან
გადარეულივით ირბენდა.
– რვის ნახევარია? აქამდე რატომ არ მითხარი?
უნიტაზიდან წამოხტებოდა, პალტოს ჩაიცვამდა, შლაპას დაიხურავდა. ცალ ხელში ჩანაწერების სქელი შავი წიგნი ეჭირა, მეორეთი
კი ბურღულის ფაფას ჭამდა, ზედაც ქლიავის კომპოტს აყოლებდა
ხოლმე. ჯიბეში იმდენ ჩირს იყრიდა, რომ ჩვეულებრივ ადამიანს, ალბათ, დიზენტერიის მსგავსი რამე დაემართებოდა.
– ერთხელაც ტრაკში ხელყუმბარა უნდა შევიტენო, ეტყობა, ეგაა
გამოსავალი, – მხოლოდ მე მეჩურჩულებოდა ხოლმე, სანამ დედაჩემი სააბაზანოში იყო, ჩემი და კი თავის ოთახში იცვამდა და სკოლაში
წასასვლელად ემზადებოდა. – იმდენი ჩირი და ბურღული მაქვს ნაჭამი, რომ საბრძოლო გემს დაძრავდა. ყელამდე ვარ ჩირით დატენილი, კარგი რა, ღმერთი აღარაა?
აქ მე რომ გავემხიარულებინე – თუმცა თვითონაც გვარიანად
ეცინებოდა თავის მწარე ხუმრობებზე – პირს გააღებდა და შიგნით
მახედებდა ხოლმე. ცერა თითით ხახაზე მანიშნებდა:
– ამას ხედავ? ხედავ, სად იწყება შავი ფერი? უბრალო სიშავე კი
არ არის, ქლიავი იქამდე ამომდის ხოლმე, სადაც ადრე გლანდები
მქონდა. მადლობა ღმერთს, გლანდები ამოჭრილი მაქვს, თორემ
ქლიავისთვის ადგილი აღარ დამრჩებოდა.
– რა აზრიანი საუბარია, – გამოგვძახებდა დედაჩემი სააბაზანოდან, – მამა რომ შვილს უნდა ელაპარაკოს, ისეთი!
123
– საუბარი? ეს სიმართლეა! – ყვირის მამაჩემი და სახლში გაბრა-
ზებული დააბოტებს, – სად არის ჩემი შლაპა? მაგვიანდება. ვინმეს
ჩემი შლაპა ხომ არ დაუნახავს?
დედაჩემი სამზარეულოში შემოდის და, როგორც ყოველთვის,
შემწყნარებლური, მარადისობისკენ მიმართული, ყოვლისმცოდნე
სფინქსის მზერით მაკვირდება... და რაღაცას ელოდება... წუთიც არ
გადის, რომ მამაჩემი დერეფანში ბრუნდება – გაწიწმატებულია და
ლამისაა, კვნესა დაიწყოს, იმიტომ, რომ შლაპას ვერ პოულობს. „სად
არის ეს შლაპა? სად არის ეს შლაპა? “ – ასე ბუზღუნებს, სანამ დედაჩემი, თითქოს თავისი ყოვლისმცოდნე სულის სიღრმიდან, რამდენიმე სიტყვას ნაზად არ წარმოთქვამს: „საფრთხობელავ, თავზე გახურავს“. მამაჩემს თვალებში უცებ სიცარიელე უდგება, მისი მზერა
ადამიანთა მოდგმის ცოდნისა და გამოცდილების ყველა ნიშანს კარგავს. დგას ასე, გამოცარიელებული, უსულო საგანივით, თითქოს განავლით სავსე სხეული იყოს და მეტი არაფერი. მერე ცნობიერება
უბრუნდება – ჰო, გარეთ, სამყაროში უნდა გავიდეს. შლაპა ხომ იპოვა, რატომღაც მის თავზე აღმოჩნდა. „აჰ, ჰო“, – ამბობს მამა და ნაპოვნისკენ ხელს გაოგნებული იწვდის, მერე სახლიდან გადის და
„კაიზერში“ ჯდება: სუპერმენი საქმეებზე გავიდა, შეღამებამდე არ
დაბრუნდება.
ჰო, „კაიზერი“. „კაიზერის“ ამბის მოყოლის დროც დადგა. ომი ახალი დამთავრებულია, მამაჩემმა კი 1939 წლის გამოშვების „დოჯის“
გამოცვლა გადაწყვიტა და ახალი მანქანის საყიდლად სიამაყით მივყავარ. ახალი მანქანა, ახალი დიზაინი, ახალი ყველაფერი – ამაზე
უკეთეს ხერხს ამერიკელი მამა ამერიკელ ვაჟზე შთაბეჭდილების
მოსახდენად ვერ მოიფიქრებს! გამყიდველი ენას არ აჩერებს, ხან
ერთ აქსესუარს სთავაზობს, ხან მეორეს – თითქოს ვერ იჯერებს,
რომ მანქანა მართლა გაყიდა. მამაჩემი დანარჩენზე უარს ეუბნება.
„მე მხოლოდ ჩემს აზრს მოგახსენებთ, – ამბობს ის ნაბიჭვარი, – გირ-
124
ჩევთ, რის შეძენა ღირს ამ მანქანასთან ერთად. ასეთი თეთრკანტიანი ბორბლებით თქვენი მანქანა ორასჯერ უკეთესი სანახავი გახდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, ყმაწვილო? ხომ გინდათ, რომ მამათქვენმა ეს თეთრკანტიანი ბორბლები მაინც შეიძინოს? “ მაინცო. უჰ,
შე შენძრეულო ვირისთავო! ასე რომ მომიბრუნდი, გეგონა, მამაჩემს
გულს აუჩუყებდი? შე ქვეშქვეშა ნაბიჭვარო! ვინ ოხერი ხარ, შე
„კაიზერ-ფრეიზერის“ საცოდავო გამყიდველო, რომ გვკარნახობ,
როგორ უნდა მოვიქცეთ? ნეტავ ახლა სად ხარ, ქედმაღალო ნაბიჭვარო! „არა, არა, თეთრკანტიანი ბორბლები არ მინდა“, – მორცხვად
ბუტბუტებს საწყალი მამაჩემი. მე კი, უბრალოდ, მხრებს ვიჩეჩ –
მრცხვენია იმ კაცის უსუსურობისა, რომელსაც ჩემთვის და მთელი
ოჯახისთვის მშვენიერი ნივთების შეძენა არ შეუძლია.
ჰოდა, წავიდა ასე – ამ თავისი ახალი, ცარიელ-ტარიელი „კაიზერით“, რომლისთვისაც არც რადიო უყიდია და არც თეთრკანტიანი
ბორბლები. სამსახურში კარს ყოველთვის დამლაგებელი უღებდა.
გეკითხებით, რატომ უნდა მისულიყო ოფისში დილაუთენია – ფანჯრებზე ჟალუზები მაინცდამაინც მამაჩემს უნდა აეწია? რატომ უნდა ჰქონოდა ამ კაცს, როგორც დაზღვევის აგენტს, ყველაზე ხანგრძლივი სამუშაო დღე კაცობრიობის ისტორიაში? რისთვის ან ვისთვის? ჩემთვის? არა! თუ ჩემთვის... თუ მიზეზი მე ვიყავი, მაშინ
მართლა ძალიან მძიმეა ამის ატანა. ძალიან დიდი გაუგებრობაა. ჩემთვის? პატივი დამდე და ჩემთვის მაგას ნუ გააკეთებ! შენი ცხოვრების უბადრუკობის გასამართლებლად ალექსს ნუ მიადგები! არ მინდა, ვინმეს არსებობის გამართლება ან ცხოვრების მიზანი ვიყო!
მთელი ცხოვრება ამ ტვირთის ზიდვა არ მსურს! გესმის? უარს ვამბობ! და ნუ ბუზღუნებ, რომ ევროპაში, ანუ ათასობით მილის იქით
ჩემი გაფრენა გაუგებარია, რადგან უკვე სამოცდაექვსი წლის ხარ და
ყოველ წუთს შეიძლება ფეხები გაჭიმო! გეგონება, ასეთ რამეებს
ყოველ დილას „ტაიმში“ კითხულობდე. ჰო, მისი ასაკის ადამიანებიც
კვდებიან და უფრო ახალგაზრდებიც – ერთ წუთს არიან, მეორე
125
წუთს – აღარ. ამას კი ჰგონია, რომ თუ ჰუდსონის მეორე ნაპირას
ვიქნები და არა ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს... რა ვიცი, რა
ჰგონია! თუ მის გვერდით ვიქნები, სიკვდილი ასცდება? გამოვქანდები, ხელს ჩავკიდებ და სულს ჩავბერავ? ნუთუ სწამს, რომ სიკვდილის დათრგუნვის ძალა შემწევს? რომ მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე? მამაჩემო, აბა, ნამდვილი ქრისტიანი ყოფილხარ და არ გცოდნია!
მისი სიკვდილი. მოკლედ, მისი სიკვდილი და კუჭ-ნაწლავი სულ
თავში უნდა მიტრიალებდეს. მწარე სიმართლე ის არის, რომ ერთიც
და მეორეც მამაჩემზე ნაკლებად არ მადარდებს. როცა ტელეგრამას
ვიღებ, ან უდროო დროს ვინმე მირეკავს, ზაფრისაგან გულ-მუცელი
ამომიტრიალდება დახმამაღლა ვამბობ ხოლმე – დიახ, ხმამაღლა! –
„მოკვდა! მამაჩემი მოკვდა! “ როგორც ჩანს, ბოლოს მეც დავიჯერე,
რომ სიკვდილისგან მისი ხსნა შემიძლია. შემიძლია და უნდა ვიხსნა
კიდეც! ნეტავ საიდან გაუჩნდათ ჩემს მშობლებს ეჭვი, რომ ყოვლისშემძლე ვარ? ამ ნავში მარტო არ ვზივარ, რაც თავი მახსოვს, ერთ
დიდ სამხედრო ხომალდში ვსხედვართ ყველანი, მთელი ებრაელობა... ილუმინატორებში შემოიხედეთ და დაგვინახეთ, რა დღეში
ვართ ერთმანეთს მიკრულები, რას მოვთქვამთ და ვგმინავთ საკუთარი თავის სიბრალულით თვალებაწყლიანებული, ებრაული ნაღველით გულავსებული შვილები ებრაელი მშობლებისა. გული გვერევა ბრალდებათა ზღვაში რწევისას ჩვენ, მელანქოლიკებს, მესამე
კლასის კაიუტებში მოკუნტულ, წინაპრებივით დაბრძენებულ-დასევდიანებულ ხალხს. გული გვერევა და შიგადაშიგ წავუტირებთ
ხოლმე: „ეს რა ჩაიდინე, მამიკო? “ „დედიკო, ეს რა მიყავი? “ და სანამ
ჩვენი დიდი ხომალდი მიცურავს, ტალღებს მიაპობს, გულს ასე ვიოხებთ: ერთმანეთს ვეჯიბრებით, რომლის დედას გამოსდის კასტრაცია ყველაზე უკეთ და რომელს ჰყავს ყველაზე უმეცარი მამა. არც
მე დაგაკლებთ ხელს, ნაბიჭვრებო, დამცირება დამცირების წილ,
სირცხვილი სირცხვილის წილ... ვჭამთ თუ არა, ისევ გული გვერევა,
126
ორსართულიანი საწოლებიდან სიკვდილისწინა ისტერიული ხარხარი ისმის და ისევ ცრემლები, ცრემლები... მარცხნივ სინანულის
ცრემლების გუბე დამდგარა, მარჯვნივ – აღშფოთების ცრემლების
გუბე. ბინძურ ლეიბზე გაწოლილი კაცი (ბიჭუნას ტვინიანი კაცი) უმწეო გაავებით ცდილობს წამოდგომას, მაგრამ ზურგზე ეცემა და საკუთარი თავის მიმართ საყვედურებს არ იშურებს. ეჰ, ჩემო ებრაელო თანამოძმეებო, ჩემო ძმაკაცებო! ჩემო პირამყრალებულო, დამნაშავის კომპლექსით შეპყრობილო საძმოვ! ჩემო ძვირფასებო! გაჩერდება ოდესმე ეს დედამოტყნული ხომალდი? შეწყდება ოდესმე
ეს რყევები? როდის? როდის შევწყვეტთ იმაზე წუწუნს, თუ როგორ
გვერევა გული? როდის გადმოვდგამთ ფეხს მიწაზე, სუფთა ჰაერს
შევისუნთქავთ და უბრალოდ, ვიცხოვრებთ?
ექიმო შპილფოგელ, საყვედურები სულ მცირე შვებასაც ვერ
გგვრის – საყვედურობ და მაინც გული გტკივა, აბა, რა, აბა, რა. ნეტავ ეს როგორ მოახერხეს ჩვენმა ებრაელმა მშობლებმა: ებრაელი
ბიჭუნები დაგვარწმუნეს, რომ, ერთი მხრივ, სულ პრინცები, მარტორქებივით უნიკალური არსებები, გენიოსები, ციდან მოწყვეტილი
ვარსკვლავები, სრულყოფილები და სამყაროს მხსნელები ვიყავით,
მეორე მხრივ კი, ასეთ დონდლო, უსუსურ, ეგოისტ, უმადურ ნაბიჭვრებად გაგვზარდეს?
– კი, მაგრამ ევროპაში სად? – მომძახის მამაჩემი, ამ დროს კი
ტაქსი ნელ-ნელა ადგილიდან იძვრება.
– არ ვიცი, სად, – პასუხს ვადევნებ და ხელს სახეგაბადრული ვუქნევ. ოცდაცამეტი წლის ვარ და როგორც იქნა, მშობლებს თავი დავაღწიე! მთელი თვით!
– შენს მისამართს როგორ გავიგებთ?
ნეტარება! აბსოლუტური ნეტარება!
– ვერა! ვერ გაიგებთ!
– მაგრამ, ამასობაში რომ…?
– ამასობაში რა? – ვიცინი, – ახლა რაღა გაწუხებს?
127
– ამასობაში რომ...!
You have read 1 text from Georgian literature.
Next - პორტნოის სინდრომი - 08
  • Parts
  • პორტნოის სინდრომი - 01
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2217
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.0 of words are in the 5000 most common words
    45.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 02
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2131
    30.7 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 03
    Total number of words is 3812
    Total number of unique words is 2198
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 04
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2076
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 05
    Total number of words is 3875
    Total number of unique words is 2105
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 06
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 2077
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 07
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2090
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 08
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2190
    26.8 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 09
    Total number of words is 3779
    Total number of unique words is 2242
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.5 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 10
    Total number of words is 3710
    Total number of unique words is 2228
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 11
    Total number of words is 3768
    Total number of unique words is 2095
    28.2 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    46.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 12
    Total number of words is 3758
    Total number of unique words is 2132
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 13
    Total number of words is 3750
    Total number of unique words is 2178
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 14
    Total number of words is 3628
    Total number of unique words is 2199
    25.8 of words are in the 2000 most common words
    37.9 of words are in the 5000 most common words
    44.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 15
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2229
    26.5 of words are in the 2000 most common words
    37.3 of words are in the 5000 most common words
    44.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 16
    Total number of words is 2820
    Total number of unique words is 1682
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.