Latin

პორტნოის სინდრომი - 01

Total number of words is 3716
Total number of unique words is 2217
27.7 of words are in the 2000 most common words
39.0 of words are in the 5000 most common words
45.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
1
ფილიპ როთი
პორტნოის სინდრომი
ინგლისურიდან თარგმნა
ქეთი ქანთარიამ
2
1997 წელს ფილიპ როთს რომანისთვის „ამერიკული
პასტორალი“ პულიცერის პრემია მიენიჭა. 1998 წელს მწერალს თეთრ სახლში ხელოვნების ნაციონალური მედალი
გადაეცა, ხოლო 2002 წელს – ამერიკის ხელოვნებისა და
ლიტერატურის აკადემიის უმაღლესი ჯილდო – ოქროს მედალი მხატვრული ლიტერატურის დარგში, რომლითაც მანამდე, სხვადასხვა დროს, დოს პასოსი, უილიამ ფოლკნერი
და სოლ ბელოუ დაჯილდოვდნენ. როთს ორჯერ მიენიჭა
წიგნის ნაციონალური პრემია და წიგნის კრიტიკოსთა ნაციონალური ჯილდო. მწერალმა სამჯერ მიიღო ამერიკული პენკლუბის ფოლკნერის სახელობის პრემია. 2005
წელს მის რომანს „შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ“
ამერიკის ისტორიკოსთა საზოგადოებამ ჯილდო „2 0 0 3 2004 წლებში ამერიკის თემაზე დაწერილი გამორჩეული
ისტორიული რომანისთვის“ მიაკუთვნა.
რამდენიმე წლის წინ როთმა პენ-ის ორი ყველაზე
პრესტიჟული პრემია მიიღო: 2006 წელს – პენკლუბის ნაბოკოვის სახელობის ჯილდო „გაუხუნარი ორიგინალობითა და შეუდარებელი ოსტატობით აღბეჭდილი ნაწარმოებისთვის“, 2 0 0 7 წელს კი – პენკლუბის სოლ ბელოუს სახელობის პრემია ამერიკულ ლიტერატურაში გამორჩეული
მიღწევებისათვის. ამ პრემიის გადაცემისას აღინიშნა, რომ
როთის „მიღწევათა მასშტაბურობა ხანგრძლივი ლიტერატურული კარიერის განმავლობაში... მას ამერიკული ლიტერატურის კორიფეთა შორის უმკვიდრებს ადგილს“.
როთი ერთადერთი ცოცხალი მწერალია, რომლის
თხზულებათა სრულ კრებულსაც „ამერიკის ბიბლიოთეკა“
გამოსცემს. ამ მრავალტომეულის ბოლო რვა წიგნი 2013
წელს გამოვა. 2011 წელს ფილიპ როთს თეთრ სახლში ჰუმანიტარული სფეროს სახელმწიფო მედალი გადაეცა. ამ
მოვლენიდან ძალიან მალე კი იგი 2004 წელს დაარსებული
მენ-ბუკერის საერთაშორისო პრემიის მეოთხე მფლობელი
გახდა.
3
ჩემი ცხოვრების ყველაზე
დაუვიწყარი პერსონაჟი
წარმოიდგინეთ, ცნობიერებაში ისე ღრმად მყავდა ჩაბეჭდილი,
რომ სკოლაში სწავლის პირველ წელს, მგონი, მჯეროდა: ყოველი
მასწავლებელი დედაჩემი იყო, ოღონდ გადაცმულ-შენიღბული. გაისმებოდა თუ არა ბოლო ზარი, სახლში გამოვრბოდი და ენაგადმოგდებულს ყოველ ჯერზე ეს მაინტერესებდა: დედას მანამდე თუ მივუსწრებდი, სანამ გარდასახვას დაასრულებდა. შინ დაბრუნებულს
მუდამ სამზარეულოში მხვდებოდა და მაგიდაზე რძესა და ფხვიერ
ნამცხვარს მიდგამდა. მე კი იმის მაგივრად, რომ ეს წარმოდგენები
გამფანტვოდა, მისი ჯადოსნობის მიმართ მოწიწება მემატებოდა.
თან ერთი რამე მიხაროდა: ამ ინკარნაციებს შორის მისთვის თვალი
არასდროს მომიკრავს, მიუხედავად იმისა, რომ ცდა არ დამიკლია.
დარწმუნებული ვიყავი: ჩემს დასა და მამაჩემს წარმოდგენაც არ
ჰქონდათ დედაჩემის ნამდვილ ბუნებაზე, მე კი, ხუთი წლის ასაკში,
4
სულაც არ მსურდა, მოღალატეობის ტვირთი მეტარებინა, რომელიც, ჩემი წარმოდგენით, მაშინვე დამაწვებოდა მხრებზე, როგორც
კი მას მოულოდნელად გადავაწყდებოდი. მგონი, იმისიც კი მეშინოდა, რომ შეიძლებოდა თავიდან მოვეშორებინე, თუ ერთ მშვენიერ
დღეს თვალს მოვკრავდი, როგორ შემოფრინდებოდა სკოლიდან
დაბრუნებული საძინებელი ოთახის ფანჯარაში, ანდა უხილავ მდგომარეობაში მყოფი ხორცს ჩემს თვალწინ შეისხამდა და მერე წინსაფარსაც აიფარებდა.
რასაკვირველია, როცა საბავშვო ბაღში გატარებული დღის ამბებს მეკითხებოდა, ყველაფერს წვრილად ვუყვებოდი. თავს არ ვიტყუებდი: წარმოდგენა არ მქონდა, რას მოასწავებდა მისი ყველგანმყოფობა, მაგრამ ის, რომ რაღაცნაირად სულ ჩემ გარშემო ტრიალებდა და კარგად მოეხსენებოდა, რა ჩიტიც ვიყავი, ეჭვგარეშე
მეჩვენებოდა. ამ უცნაურმა წარმოდგენამ, პირველ რიგში, ის მომიტანა – რაც (სწორედ ასეთი ფორმით) პირველ კლასშიც გამომყვა –
რომ პატიოსანი ბავშვი გავხდი; თუმცა მაშინ მეჩვენებოდა, რომ სხვა
გზა არც მქონდა.
ჰო, პატიოსანი და ტვინიკოსი. ჩემს უფერულ, მსუქანა უფროს
დას, ჰანას დედაჩემი ასე ახასიათებდა (რა თქმა უნდა, მისივე თანდასწრებით: პატიოსნება ხომ მისი პოლიტიკის ნაწილი იყო): „ეს ბავშვი გენიოსი არ არის, მაგრამ შეუძლებელს არც ვთხოვთ. ღმერთი
უშველის, იმდენს მუშაობს, სამეცადინოს ტვინს ასხამს. ერთი სიტყვით, რაც შეუძლია, იმას აკეთებს და კარგადაც გამოსდის“. ჩემზე,
თავისი გრძელი ეგვიპტური ცხვირისა და ჭკვიანურად მოლაქლაქე
პირის მემკვიდრეზე, დამახასიათებელი თავშეკავებით ბრძანებდა:
„ეს ბანდიტი ესა! ამის გადაშლილი წიგნი არ მინახავს, მაგრამ ფრიადი, ფრიადი, ყოველდღე ფრიადი მოაქვს. მეორე აინშტაინია! “
როგორ უყურებდა ამ ამბებს მამაჩემი? სვამდა. ვისკის კი არა,
როგორც ვიღაც გოი– მამაჩემი მინერალურ ზეთსა და მაგნიუმის
5
ჰიდროქსიდს სვამდა, „ექს-ლაქსის“ ტაბლეტებს ღეჭავდა, დილა-საღამოს „ოლბრანის“ ქატოს ყლაპავდა და შერეულ ჩირს ჭამდა, დღეში ფუნტიან პაკეტს ამთავრებდა. შეკრულობა აწუხებდა, ექიმო.
თუმცა არ ვიცი, მართლაც აწუხებდა თუ არა. ყველგანმყოფი დედაჩემი და კუჭში შეკრული მამაჩემი. დედა, რომელიც შეიძლება საძინებლის ფანჯრიდან შემოფრინდეს და უნიტაზზე დაბუდებული მამა,
რომელსაც ტრაკში სანთელი აქვს შეთხრილი და საღამოს გაზეთს
კითხულობს... ეს, ექიმო, ჩემი მშობლების, იმათი ყოფისა და საიდუმლოს შესახებ პირველი შთაბეჭდილებებია. მამაჩემი სინამაქის
ხმელ ფოთლებს პატარა ქვაბში ხარშავდა და სულ ეგ იყო: მისი ჯადოქრობა ამ ნაყენისა და სწორ ნაწლავში დამდნარი სანთლის ერთობლივი მოქმედებით ამოიწურებოდა. ძარღვიან მწვანე ფოთლებს
რომ მოხარშავდა, აყროლებულ ნაყენს კოვზით მოურევდა, მერე კი
საწურში ფრთხილად გაატარებდა და იქიდან საჯდომდაცობილ ორგანიზმში ჩაისხამდა. ამ დროს სახეზე ყოველთვის ნატანჯი და მოქანცული კაცის გამომეტყველება ჰქონდა. ამის შემდეგ ცარიელ ჭიქას ცოტა ხანს მდუმარედ დაჰყურებდა, თითქოს შორეულ ჭექა-ქუხილს აყურადებდა და სასწაულს ელოდებოდა... პატარა რომ ვიყავი,
ხანდახან სამზარეულოში ჩამოვუჯდებოდი ხოლმე და თვალს ვადევნებდი. თუმცა ჩემს იქ ყოფნაში სასწაული არ მომხდარა, ყოველ შემთხვევაში, ისეთი ფორმით არა, ლოცვებში რომ ვითხოვთ და წარმოსახვით რომ ვატარებთ, სასიკვდილო განაჩენის გაუქმებასავით, ან
შავი ჭირისგან სრული განკურნებასავით რომ წარმოგვიდგენია.
მახსოვს, როცა რადიოთი პირველი ატომური ბომბის აფეთქების ამბავი გადმოსცეს, მამაჩემმა ხმამაღლა წამოიძახა: „იქნებ ამან მაინც
მიშველოს! “ ამ კაცს არანაირი კათარზისი არ უშველიდა: მრისხანება და იმედგაცრუება რკინის ხელებს უჭერდა მის ნაწლავებს. ბევრ
რამეში არ გაუმართლა, მათ შორის იმაში, რომ მისი ცოლის ფავორიტი მე გახლდით, თქვენი მონა-მორჩილი.
უბედურ მამაჩემს, თითქოს საკუთარი თავისთვის ცხოვრების
6
გართულება ჰქონოდა გადაწყვეტილი, ძალიან ვუყვარდი. ჩემში, საკუთარ ვაჟიშვილში, ჩვენი ოჯახის შანსს ხედავდა – შანსს, რომ
ოდესმე, ჩემი წყალობით, ისეთები გავხდებოდით, „როგორიც დანარჩენები“ და სახელსა და პატივისცემას მოვიპოვებდით, თუმცა კი,
პატარა რომ ვიყავი, ამ ამბიციას, უმთავრესად, ფულთან დაკავშირებული ტერმინებით გამოხატავდა. „მამაშენივით არ გამოყეყეჩდე,
– მეტყოდა ხოლმე ხუმრობით, როცა მუხლებზე ვეჯექი, – ლამაზიქალი არ მოიყვანო, ცოლი სიყვარულით არ შეირთო, ბიჭო – მდიდარი მამის შვილი მოიყვანე! “ ოჰ, როგორ არ უყვარდა,როცა ვინმე ზემოდან უყურებდა! მთელი დღე და მოსწრება წელებზე ფეხს იდგამდა და რისთვის – უკეთესი მომავლისთვის, რომელიც ვერა და ვერ
დადგა მის ცხოვრებაში. ამდენი იშრომა, მაგრამ ყველაფერი წყალში
ჩაეყარა: არც დედაჩემით მოსწონდა თავი, არც ჩემით და არც ჩემი
თბილი და მოსიყვარულე დით, რომლის ქმარსაც დღემდე კომუნისტად თვლის (მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიძე უალკოჰოლო სასმელების შემოსავლიანი საწარმოს თანამფლობელია და უესტ ორინჯში მშვენიერი კერძო სახლი აქვს). რა თქმა უნდა, მის პატივმოყვარეობას ვერც იმ უმდიდრესმა პროტესტანტულმა ორგანიზაციამ
(„ინსტიტუტმა“ – ამ ორგანიზაციის მესვეურებს მოსწონდათ, როცა
ასე მოიხსენიებდნენ) უსალბუნა, რომელმაც ჯანი და ყველაფერი გამოსწურა. „ამერიკის ყველაზე ხელგაშლილი და ქველმოქმედი ფინანსური ინსტიტუცია“, – მახსოვს, რა ომახიანად წარმოთქვა, როცა
„ბოსტონ & ნორსისტერნ ლაიფის“ თვალუწვდენელ ოფისში პირველად შემიძღვა და თავისი მოცუცქნული სამუშაო კუთხე – პატარა
საწერი მაგიდა და სკამი დამათვალიერებინა. ჰო, ჩემი თანდასწრებით „კომპანიას“ დიდი მოწიწებით მოიხსენიებდა: აბა, თავის სახალხოდ დამცირებას რა აზრი ჰქონდა. ისე, რაც მართალია, მართალია,
ის კომპანია ხელფასს დიდი დეპრესიის დროსაც კი უხდიდა. თანაც
საფოსტო ქაღალდის მთელი დასტა ჰქონდა გამოყოფილი, რომელზეც კომპანიის სახელწოდებისა და „მეიფლაუერის“ გამოსახულების
7
ქვეშ მისი სახელი და გვარი იყო დაბეჭდილი. „მეიფლაუერი“ იმათი
ემბლემა იყო (მაშასადამე, მამაჩემისაც, ჰა ჰა). ყოველ გაზაფხულზე,
როცა საქველმოქმედო საქმიანობა ყვაოდა, ინსტიტუცია მამაჩემს
და დედაჩემს კანზას-სითის გოების რომელიმე მოდურ სასტუმროში
ერთ უფასო შაბათ-კვირას ჩუქნიდა (მარტო მამაჩემს არა – შუა ატლანტიკური შტატების ფილიალებში მომუშავე იმ აგენტებსაც, რომლებიც სადაზღვევო პაკეტების გასაღების წლიურ ნორმას გადააჭარბებდნენ), რათა შემდეგ ეს უბედურები ყველას ერთიანად დაეფრთხოთ: პორტიეს, მიმტანს, მეკორიდორეს, რომ აღარაფერი
ვთქვათ სასტუმროს საგონებელში ჩავარდნილ სტუმრებზე, რომლებიც ფულს საკუთარი ჯიბიდან იხდიდნენ.
ვითომ ეგ არ იყო საკმარისი, მამაჩემს მთელი სულით და გულით
სწამდა იმისი, რასაც ყიდდა და რაც პურს აჭმევდა – დაზღვევის
პრინციპებისა, და ამ რწმენას ენერგიისა და ძალ-ღონის მონარჩენსაც სწირავდა. როცა ნასადილევს პალტოს იცვამდა, შლაპას იხურავდა და ისევ სამსახურის საქმეებს უბრუნდებოდა, უკვე საკუთარი
თავისა და ჯიბის კი არა, იმ ნაბიჭვრების სულების სახსნელად მიიჩქაროდა, ვისი დაზღვევის პოლისებსაც ვადა გასვლოდა და ვისაც
უნებლიეთ საკუთარი ოჯახის წევრები „წვიმაში მოსაყოლად გაემეტებინათ“. „ალექს, – მიხსნიდა ხოლმე, – კაცს წვიმიანი ამინდისთვის
ქოლგა უნდა ჰქონდეს გადანახული. შენც გამოიქექე ყურები, წვიმიან ამინდში ოჯახი უქოლგოდ არ დატოვო! “ მე, ხუთი-ექვსი წლის
ბავშვს მისი ნათქვამის დედააზრი მშვენივრად მესმოდა და მგონი,
გულიც მიჩუყდებოდა, თუმცა მის ამ წვიმისსაწინააღმდეგო გამოსვლას სულ სხვანაირად აღიქვამდნენ მოგლეხო პოლონელები, საკუთარი მუშტის მოიმედე ირლანდიელები და წერა-კითხვის უცოდინარი შავკანიანები, ანუ ის ხალხი, ამერიკის ყველაზე ხელგაშლილი და
ქველმოქმედი ფინანსური ინსტიტუციის მიერ მამაჩემისთვის გამოყოფილ უბანში რომ სახლობდა.
8
ეს ხალხი მათ ქოხმახებში მისულ მამაჩემს დასცინოდა და მასხარად იდგებდა. ყურსაც არავინ უგდებდა. კარზე რომ მიუკაკუნებდა,
შიგნიდან ცარიელ ბოთლებს ესროდნენ; წაეთრიე, სახლში არ ვართო, – უყვიროდნენ, გამობრძმედილ ებრაულ ტრაკს ძაღლებს უქსევდნენ. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში მამაჩემმა მოახერხა და კომპანიისგან მიღებული დეკორატიული თეფშების, სიგელებისა და მედლების ისეთი რაოდენობა დააგროვა, რომ უფანჯრებო შემოსასვლელში, სადაც ჩვენი პასექის ჭურჭელი მუყაოს ყუთებში ინახებოდა, ზაფხულობით კი მას რუბეროიდის სქელ სახვევებში მუმიებივით გამოხვეული „აღმოსავლური“ ნოხებიც ემატებოდა, ოთხივე კედელი ამ ავლა-დიდებით იყო დაფარული. ნუთუ ეს კაცი, რომელიც ქვას წვენს გამოადენდა, კომპანიას საპასუხო სასწაულით არ უნდა დაეჯილდოებინა? განა „პრეზიდენტს“ იქ, მაღლა, „სათავო ოფისში“ მისი მიღწევები არ უნდა დაენახა და ერთ დღესაც
წელიწადში ხუთიათასდოლარიანი შემოსავლის მქონე აგენტიდან
მენეჯერის თხუთმეტიათასდოლარიან თანამდებობაზე არ უნდა დაეწინაურებინა? მაგრამ იქ დატოვეს, სადაც მისი დატოვება ჭკვიანურად მოეჩვენათ. მამაჩემის გარდა სხვა ვინ მიაღწევდა წარმოუდგენელ შედეგებს იმ ყამირ მიწაზე? მეტსაც გეტყვით, „ბოსტონ & ნორსისტერნს“ თავისი არსებობის მანძილზე ებრაელი მენეჯერი არასდროს ჰყოლია (ჩვენი წრის ხალხი არ არისო – ასე იტყოდნენ ალბათ
„მეიფლაუერის“ გემბანზე). რვაწლიანი სასკოლო განათლების ამარა
დარჩენილმა მამაჩემმაც სადაზღვევო ბიზნესის ჯეკი რობინსონობავერ გაქაჩა.
„ბოსტონ & ნორსისტერნის“ პრეზიდენტი ნ. ევერეტ ლინდბერიც
ეკიდა ჩვენს შემოსასვლელში – რა თქმა უნდა, პორტრეტის სახით.
ეს ჩარჩოიანი ფოტოსურათი მამაჩემს მაშინ უსახსოვრეს, როცა პირველი მილიონიანი დაზღვევა გაყიდა. უფრო სწორად, არ მახსოვს –
შეიძლება ამნაირ საჩუქარს ათმილიონიანი დაზღვევის გაყიდვის
შემთხვევაში იძლეოდნენ. „მისტერ ლინდბერი“, „სათავო ოფისი“. . .
9
მამაჩემის გამოისობით, ამ სიტყვებს ჩემს ყურში ისეთი ჟღერადობა
ჰქონდა, როგორც ფრაზას: „რუზველტი თეთრსახლში, ვაშინგტონში“. არადა, ყველა სძაგდა, მისტერლინდბერი განსაკუთრებით – მისი თავთუხისფერი, პრიალა თმა, ახალი ინგლისიდან გამოყოლილი
ლაკონური მეტყველება, მისი ვაჟები ჰარვარდ კოლეჯში, გოგონები
იმ სკოლებში, სადაც იყვნენ და როგორც იყვნენ... უჰ, დედაბუდიანად, იმათი მასაჩუსეტსური ფესვები და შეიგეცურითავშექცევა, მელიებზე ნადირობა! პოლოს თამაში! (ერთხელ მშობლების საძინებელი ოთახის კარწინ გაწოლილმა ეს ყველაფერი ჩემი ყურით მოვისმინე) – ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც მამაჩემს საშუალებას არ
აძლევდა, საკუთარი ცოლ-შვილის თვალში თავი გმირად წარმოეჩინა. ღმერთო, რა მრისხანება იყო მის სიტყვებში! რა მძვინვარება!
თან ჯავრსაც მხოლოდ საკუთარ თავზე თუ იყრიდა: „კუჭშიც რომ
ვერ გავდივარ! პროჭამდე ვარ დატენილი შავი ქლიავით! ან ეს თავი რატომღა მტკივა წამდაუწუმ! ჩემი სათვალე სად ჯანდაბაშია!
ჩემი შლაპა ვინ აიღო! “
აი, ასე, თავისი თაობის სხვა ებრაელი მამაკაცების მსგავსად,
მრისხანებითა და თვითგვემით ემსახურებოდა მამაჩემი დედაჩემს,
ჩემს დას, ჰანას, ყველაზე მეტად კი – თქვენს მონა-მორჩილს. რაკი
თავად ცხოვრება დილეგში გაატარა, მე უნდა მეფრინა – აი, რაზე
ოცნებობდა მამაჩემი. ჩემი ოცნება მისი ნატვრიდან ლოგიკურად გამომდინარეობდა: ჩემი გათავისუფლება მისიც უნდა ყოფილიყო,
უცოდინრობისგან, ექსპლუატაციისგან, უსახელოდ ცხოვრებისგან
უნდა მეხსნა. ჩემს წარმოსახვაში ორივეს ბედი დღემდე გადაჯაჭვულია. როცა წიგნის ესა თუ ის პასაჟი გამორჩეული ლოგიკითა თუ
სიბრძნით ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს, მაშინვე მამაჩემი
მახსენდება. რამდენჯერ გამიფიქრია: „ნეტავ ახლა ამის წაკითხვა
შეეძლოს – წაკითხვა და გაგება! “ ოცდაცამეტი წლის ვარ და ეს იმედი ჯერ არ დამიკარგავს, ნატვრა ჯერ არ გამნელებია. იმ წელს ვიხსენებ, როცა კოლეჯის პირველ კურსზე ვსწავლობდი და როგორც
10
შვილს, სხვა იმედიც მქონდა: რომ საკუთარი მამა გამიგებდა. მახსოვს, იმ ინტელექტუალური ჟურნალებიდან, რომელთა არსებობაც,
კოლეჯის ბიბლიოთეკის გამოისობით, ახალი შეტყობილი მქონდა,
ერთ-ერთი ავიღე, გამოსაწერი ბლანკი ამოვხიე, შიგ მამაჩემის სახელი და ჩვენი სახლის მისამართი ჩავწერე და ფოსტით გავუგზავნე –
ერთგვარი ანონიმური საჩუქარი გავუკეთე. თუმცა საშობაო არდადეგებზე მშობლებთან დაბრუნებულმა, პირქუშმა და მამაჩემის გასაკიცხად მომზადებულმა შინ ვერანაირი „პარტიზენ რივიუ“ ვერ აღმოვაჩინე. „კოლიერზ ჰაიჯია“, „ლუკი“ და კიდევ რაღაც-რაღაცები კი
ვიპოვე, მაგრამ ჩემი „პარტიზენ რივიუ“ სად იყო? დახია ან შეიძლება
კონვერტი არც კი გაუხსნია-მეთქი, – გავიფიქრე ქედმაღლურად,
მაგრამ გულდაწყვეტით. ასეც იყო. წაუკითხავად გადააგდო, ჩვეულებრივი ნაგავი ეგონა, ფოსტით ხშირ-ხშირად რომ მოგვდის ხოლმე – ამ შმუკს, ამ სულელს, ამ ფილისტერ მამაჩემს!
მახსოვს – თუ მაინცდამაინც ძველი იმედგაცრუებების გუდაში
დავიწყებ ქექვას – ერთ კვირადღეს მამაჩემს ჩავაცივდი, ბეისბოლი
მეთამაშე-მეთქი და ბურთი ჩავაწოდე. ვდგავარ და ველოდები, ალბათ ისე დაარტყამს, თავს ზემოთ გადამატარებს-მეთქი. რვა წლის
ვარ და დაბადების დღეზე პირველი ბეისბოლის ხელთათმანი, ბურთი და კეტი მივიღე, რომელსაც წესიერად ვერც კი ვიქნევ – მაგდენი
ძალა ჯერ ვინ მომცა. მამაჩემი დილაუთენია გავიდა სახლიდან და
მთელი ქვეყნიერების შემოვლა მოასწრო. თავისი განუყრელი შლაპა
ახურავს, პალტო და შავი ფეხსაცმელი აცვია და ყელზე „პეპელა“ყელსახვევი შეუბამს. იღლიაში ჩანაწერების შავი წიგნი აქვს ამოჩრილი, რომელშიც წვრილად უწერია, ვის რამდენი მართებს მისტერ
ლინდბერის. დაიჭერს ამ წიგნს და ყოველ კვირადღეს შავკანიანების
უბნებში დადის. როგორც მეუბნება, იმ მამაძაღლების გამოსაჭერად,
ყოველთვიური ათი-თხუთმეტი ცენტის გადახდა რომ არ უნდათ, ეს
ყველაზე კარგი დროა. მამაჩემმა იმ ადგილის შორიახლო იცის ჩასაფრება, სადაც უბნის მამაკაცები კვირაობით მზეს ეფიცხებიან.
11
მათ თავზე დაადგება და რამდენიმე ათცენტიანს მანამდე წაგლეჯს
ხოლმე, სანამ ეს მონეტები „მორგან დევისის“ ბოთლებად გადაიქცევა, მათი პატრონები კი უგონოდ გაილეშებიან. ასე გამოუტყვრება
ხოლმე შუა გზაზე ეკლესიისკენ მიმავალ იმ ღვთისმოსავ მრეცხავ ქალებსაც, რომლებიც სადაგ დღეებში სხვათა სახლებს ალაგებენ, საღამოობით კი მამაჩემს ემალებიან. „ეჰეჰეჰე, – დაიყვირებს ვიღაც, –
დაზღვევის კაცი მოდის, ხალხო! “ დაიყვირებს და მარტო დიდები კი
არა, პატარებიც სადღაც ორთქლდებიან. „ჰო, ბავშვებიც, – ზიზღით
და აღშფოთებით იმეორებს მამაჩემი, – ამათი შემყურე ვკითხულობ:
ვინმეს კიდევ აქვს იმედი, რომ ეს ოხერი ზანგები ოდესმე ადამიანურად ცხოვრებას ისწავლიან? ადამიანურად ცხოვრებას როგორ ისწავლიან, როცა ისიც არ ესმით, რა მნიშვნელოვანია სიცოცხლის
დაზღვევა? ოდნავ მაინც არ ადარდებთ საკუთარი ოჯახის წევრები?
რომ დაიხოცებიან, ვის იმედად ტოვებენ? რა, არ დაიხოცებიან? ისე
დაიხოცებიან, შენი მოწონებული“. აბა რა, ის კაცი რა კაცია, მამაჩემო, შვილებს წვიმაში დასატოვებლად რომ გაიმეტებს და ერთი წესიერი ქოლგაც რომ არ ექნება გადანახული!
ერთი სიტყვით, სკოლის უკან დიდ ტალახიან მოედანზე ვდგავართ. მამაჩემი ჩანაწერების წიგნს მიწაზე დებს და არენაზე პალტოთი და ყავისფერი ფეტრის შლაპით გამოდის. სწორკუთხა, რკინისჩარჩოიანი სათვალე უკეთია, თმა (ახლა, მის ასაკში, მეც ზუსტად
მისნაირი თმა მაქვს) ერთ რამედ ღირს: ჯაგარს არა, ქვაბების სახეხს
უფრო მიუგავს, ველურად ნაზარდი ბუჩქია; კბილები კი, რომლებიც
წუხელ სააბაზანოში წყლიანი ქილიდან მეღრიჯებოდნენ, ახლა აქ,
ამ მინდორში მიღიმიან – მე, მის სისხლსა დახორცს, მის საყვარელ
პატარა ბიჭს, რომელსაც თავზე წვეთი წვიმა არ უნდა დაეცეს. „აბა,
დიდო ბეისბოლისტო! “ – მეუბნება მამაჩემი და ჩემს კეტს შუაში ჰკიდებს ხელს, ჩემდა გასაოცრად – მარცხენა ხელს, მაშინ, როცა კეტი,
წესით, მარჯვენა ხელით უნდა ეჭიროს. უცებ გული სევდით მევსება:
12
მინდა ვუთხრა, მამი, კეტი წესიერად დაიჭირე-მეთქი, მაგრამ არ შემიძლია; მეშინია, რომ ხმას თუ ამოვიღებ, ავტირდები, ან მამაჩემი
ატირდება.
– მიდი, დიდო ბეისბოლისტო, ბურთი ჩამომაწოდე, – მიყვირის
ისევ. მეც ვაწოდებ და იმავე წამს ვხვდები, რომ, როგორც ვეჭვობდი,
სხვა ყველაფერთან ერთად, მამაჩემი არც „კინგ კონგი“ ჩარლი კელერიყოფილა.
ჩემი მფარველი ქოლგა.
დედაჩემი კი დიდი ყოჩაღი ვინმე იყო: რასაც ხელს მოკიდებდა,
ყველაფერი გამოსდიოდა. თვითონაც აღიარებდა, რომ სრულყოფილება იყო. როგორ გგონიათ, იმ პატარა ბიჭს, მაშინ რომ ვიყავი –
გონიერებისა და დაკვირვებულობის განსახიერებას, ამ ამბავში ეჭვის შეტანა შეეძლო? მაგალითად, დედაჩემი რომ ჟელეს გააკეთებდა, თხლად დაჭრილი ატმები, დედამიწის მიზიდულობის ძალის მიუხედავად, ზუსტად მის შუა ნაწილში ჩერდებოდნენ. შეეძლო ისეთი
ნამცხვარი გამოეცხო, რომელსაც ბანანის სუნი და გემო ექნებოდა.
წვალებითა და ცრემლის ღვრით პირშუშხას თვითონ ხეხავდა, ოღონდ კი ის საძაგლობა არ ეყიდა, დელიკატესების მაღაზიაში ბოთლებით რომ იყიდებოდა. ყასაბს თავზე დაადგებოდა ხოლმე და, როგორც ამბობდა, შევარდენივით დასცქეროდა, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ ნაყიდი ხორცის რბილ ნაჭრებს კოშერულსაკეპში ატარებდნენ. მთელი სახლის ქალებს დაუზარებლად ჩამოურეკავდა –
ერთ ღირსსახსოვარ დღეს ზედა სართულის მეზობელს, ცოლს გაცილებულ გოისაც კი დაურეკა, რაფას წვიმის წვეთი დაეცა, სასწრაფოდ სარეცხი ჩამოხსენითო. ასეთი რა რადარი ჰქონდა! თანაც როდის? იმ დროს, როცა ჯერ რადარი გამოგონებულიც არ იყო. ან რა
ენერგიის პატრონი იყო! რა გულმოდგინე! მთელი სამყაროს შეცდომებს ჩემს რვეულებსა და დღიურებში ეძებდა, ნახვრეტებს – ჩემს
წინდებში, ჭუჭყსა და ზინტლს – ჩემს ყურებში, კისერზე, სხეულის
ყველა ნაკეცსა და თვალს მიფარებულ ადგილში. ყურის ნიჟარის
13
თვალისთვის მიუწვდომელ კუნჭულებსაც კი სწვდებოდა და თუ ვერ
სწვდებოდა, შიგნით – პრაქტიკულად, თავში – ცივ წყალბადის ზეჟანგს მასხამდა. რამდენიმე წამში თავის არეში შიშხინი, შხუილი, ქავილი და წვა მეწყებოდა, მერე კი ზედაპირზე ყვითელი გოგირდის
მანამდე უხილავი ნარჩენი ამოდიოდა, რომელიც, დედაჩემის თქმით,
ადამიანის სმენას საფრთხეს უქმნიდა. ამნაირ სამედიცინო პროცედურას, როგორ სისულელესაც არ უნდა ჰგავდეს, ბუნებრივია, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება; თუმცა, როცა საქმე ჯანმრთელობას და
სისუფთავეს, მიკრობებსა და გამონადენს ეხებოდა, დედაჩემი საკუთარ თავს ივიწყებდა, უფრო სწორად, თავფეხიანად მოყვასს უძღვნიდა. მიცვალებულებს სანთლებს ახლაც უნთებს ხოლმე, რაც
სხვებს აზრად არ მოსდით. დედაჩემს რელიგიური თარიღები ყოველთვის ახსენდება და ამისათვის კალენდარი არ სჭირდება. წესების გულმოდგინედ დაცვა სისხლში აქვს. როგორც ამბობს ხოლმე,
სასაფლაოზე იმისთვის დადის, რომ „საღი აზრისა“ და „ღირსების
გრძნობის“ კარნახით, ჩვენი ნათესავების საფლავები სარეველას არ
დაანებოს. გაზაფხულის პირველ დღეს დადგომას არ აცლის, შალის
ტანსაცმელს ამზეურებს, ნოხებს თოფებად ახვევს და შემოსასვლელში აბინავებს, მამაჩემის სიგელ-მედლებით დაფარულ კედლებზე
აყუდებს. დედაჩემი ის ქალია, სახლში უცხო ადამიანის შეშვებისა
რომ არ შერცხვება. რა დროც არ უნდა იყოს, იმ უცხოს ნებისმიერ
კარადაში, ნებისმიერ უჯრაში ჩაახედებს და მისი თვალი იქ ისეთს
ვერაფერს დაინახავს, რომ დედაჩემს შერცხვეს. სააბაზანო ისე აქვს
დაწკრიალებული, საჭირო რომ გახდეს, იატაკის ფილებს ალოკავ.
მაჯონგის თამაშის დროს რომ აგებს, ამ ამბავს სპორტსმენივით უყურებს, აბა, თავს ხომ არ მოიკლავს ზოგიერთებივით, არა, სახელსა
და გვარს არ დაასახელებს და არც ტილი ჰოხმანს ახსენებს, საერთოდაც, ისეთი სისულელეა ეს ყველაფერი, სათქმელადაც არ ღირს. დედაჩემი ჭრის და კერავს, ქსოვს და კემსავს, უთოობით ხომ შვარცეზეუკეთესად აუთოებს. შვარცე ჩვენი შავკანიანი მოსამსახურეა,
14
რომელიც დედაჩემის ყველა მეგობარს ემსახურება, მაგრამ დედაჩემი ამტკიცებს, რომ ამ ჩვენს მუდამ მომღიმარ, ბავშვურ, ბებერ შვარცეს ადამიანურად მხოლოდ თვითონ ექცევა. „მარტო ჩემგან ახსოვს
სიკეთე და კარგი მოპყრობა. ჩემ გარდა, ლანჩის დროს თინუსის
მთელ ქილას არავინ დაუდგამს. რაღაც ნაგავზე კი არ ვლაპარაკობ,
„ჩიკინ ოვ ზი სის“ თინუსზე ვამბობ, ალექს. დიდი ბოდიში, ძუნწი ვერაფრით ვერ ვიქნები! მაპატიეთ, მაგრამ მე ასე ვერ ვიცხოვრებ! “
ესთერ ვასერბერგი დოროთის (იგივე შვარცეს) მოსვლამდე კართან
ხუთცენტიანებს აწყობს და მერე ითვლის, რამე ხომ არ მოკლებია,
დოროთიმ ხელს ხომ არ გააყოლა. „არ ვიცი, შეიძლება ზედმეტად კეთილი ვარ, – ჩურჩულით მეუბნება, ცალი ხელით კი იმ თეფშს მდუღრავს, რომლიდანაც ჩვენმა დამლაგებელმა ცოტა ხნის წინ ჭამა, კეთროვანივით მარტოდმარტომ, – დიდი ბოდიში, მაგრამ მე ასეთი რამეების კეთება არ შემიძლია! “ ერთხელ ისე მოხდა, რომ დოროთი
სამზარეულოში ზუსტად მაშინ შემობრუნდა, როცა დედაჩემი ნიჟარასთან იდგა და შვარცეს სქელ ვარდისფერ ტუჩებში გამოვლებულ
დანასა და ჩანგალს მდუღარეს ასხამდა. დედაჩემი არ დაბნეულა:
„ხომ იცი, რა ძნელია ამ ბოლო დროს ჭურჭლიდან მაიონეზის მოშორება, დოროთი! “ მერე ეამაყებოდა, რომ თავისი საზრიანობის წყალობით მოახერხა და ფერადკანიანი ადამიანის გრძნობები არ შეურაცხყო.
ცუდად რომ მოვიქცეოდი, რამეს რომ დავაშავებდი, სახლიდანმაგდებდნენ და კარს მიკეტავდნენ. ვიდექი ასე, ზღურბლთან ატუზული, ვაბრახუნებდი და ვაბრახუნებდი, მაგრამ ყურსაც არავინ
იბერტყავდა, სანამ არ დავიფიცებდი, რომ იმ დღიდან ცხოვრებას
ახალი ფურცლიდან დავიწყებდი. ეგ კი ჭრიდა, მაგრამ მაინც სულ
ვფიქრობდი, ნეტავ ასეთიც რა ჩავიდინე-მეთქი? რას აღარ ვფიქრობდი: ყოველ დილით ფეხსაცმელს ლინოლეუმზე გაფენილ წინა
დღის გაზეთზე ვიპრიალებ, გაპრიალებას რომ მოვრჩები, არ მავიწ-
15
ყდება და საპრიალებელი საცხის თუნუქის ქილას თავსახურს მაგრად ვახურავ, მერე კი თავის ადგილას ვდებ; კბილის პასტას ჯაგრისზე მოზომილ ზოლებად ვაწვენ; კბილებს, როგორც წესი და რიგია, წრიულად ვიხეხავ და არა ზემოთ-ქვემოთ მოძრაობებით; მისალმებას, მადლობის თქმას, ბოდიშის მოხდას კაცი ვერ დამასწრებს, ნებართვის აღება არასდროს მავიწყდება, ჰოდა, რას მერჩიან-მეთქი? როცა ჰანა ავადაა, ან შინ არ არის, ვთქვათ, ვახშმობის
დრომდე ლურჯი თუნუქის ქილით გარე-გარე დაიარება და ებრაული ფონდისთვის შესაწირს აგროვებს, მე, ჩემი ნება-სურვილით,
სუფრას ვშლი – მაშინაც კი, როცა ჯერი არ მიწევს. არ მავიწყდება,
რომ დანა და კოვზი თეფშის მარჯვნივ უნდა დავაწყო, ჩანგალი მარცხნივ უნდა დავდო, ხელსახოცი კი ჩანგალს გვერდით, სამკუთხედად
გაკეცილი უნდა მივუდო. იმასაც ვიტყვი, რომ მილხიკებიდა ფლეიშიკებიერთად არასდროს მიჭამია – თავს დავდებ ამაზე – არასდროს! და მაინც, ამდენი დამსახურების მიუხედავად, თვე არ გავა,
რომ ბარგი-ბარხანის აკვრა და სახლიდან წავლა არ მიბრძანონ. ასეთი უპატიებელი რა ჩავიდინე? დედა, დედიკო, შემომხედე, ეს ხომ მე
ვარ, შენი პატარა ბიჭი, რომელიც ჯერ სკოლაში არ დადიოდა, რომ
დღე და ღამე ძველი ინგლისური ანბანის ასოები გამოჰყავდა! სავარცხელი და სუფთა ცხვირსახოცი სულ ჯიბით დამაქვს; წინდებს
ფეხსაცმელში არასდროს ვტენი, ამას განსაკუთრებით ვერიდები; საშინაო დავალებებს დავალების მოცემამდე რამდენიმე კვირით ადრე
ვასრულებ – შემომხედე, დედიკო! ყველაზე ჭკვიანი და მოწესრიგებული ბიჭუნა ვარ სკოლის არსებობის მანძილზე! მასწავლებლები
(ეგ კარგად მოგეხსნება, იმიტომ რომ თავიანთი პირით გეუბნებიან)
სკოლის მერე ქმრებს ბედნიერები უბრუნდებიან და ამის მიზეზი მე
ვარ, შენი შვილიკო! მითხარი, რა დავაშავე? ვინც ამის პასუხი იცის,
ხელი ასწიოს და ფეხზე წამოდგეს! უცებ ასეთი საძაგელი რატომ აღმოვჩნდი, რომ სახლში ერთ წუთსაც ვეღარ გამაჩერებ? როცა ჩემს
16
დას „ყაყა“ დავუძახე, პირი სარეცხის ყავისფერი საპნით გამომირეცხეთ. კი, გასაგებია, ეგ დავიმსახურე. მაგრამ ასეთი სასჯელი? ნეტავ
ახლა რა დავაშავე!
რაკი კეთილი ქალია, საჭმელს მაინც მიხვევს და საგზლად მატანს, მე კი კარი უნდა გამოვაღო და სადღაც უნდა წავიდე პალტოსა
და კალოშების ამარა. მერე რა მოხდება ჩემს თავს, ეგ დედაჩემს
აღარ აინტერესებს.
– კარგი, ბატონო, – ვეუბნები ბოლოს, – ეგრე იყოს, რაკი შვილზე
ხელი აგიღია! (მელოდრამები მეც მიყვარს – აბა, როგორ, ამ ოჯახში
ტყუილად კი არ გავიზარდე) ჩემთვის გამოხვეული საჭმელიც დაიტოვე! სულაც არ მჭირდება!
– აღარ მიყვარხარ. პატარა ბიჭი, რომელიც შენსავით იქცევა,
სულ არ არის საყვარელი. წადი, მე აქ მამიკოსთან და ჰანასთან ერთად ვიცხოვრებ, – მეუბნება დედაჩემი (რადგან ისეთი ფრაზების
დიდოსტატია, გულში დანად რომ გესობა და გკლავს). – სამშაბათობით, ჩემი მეგობრები რომ მოვლენ, მაჯონგის მაგიდას ჰანა გაგვიწყობს ხოლმე! შენი დახმარება აღარ დაგვჭირდება.
აჰა! გასაგებია. ჰოდა, მეც ფეხებზე მკიდიხართ! კარს ვშორდები
და გრძელ ჩაბნელებულ დერეფანს მივუყვები. სულ არ მენაღვლება!
ფეხშიშველა ვივლი და ქუჩაში გაზეთებს გავყიდი. მატარებლებში
ჩავჯდები – ვივლი ხოლმე ასე, საითაც გული გამიწევს, ტრიალ მინდორში დავიძინებ. მერე, საკმარისია, კართან გამწკრივებული რძის
ცარიელი ბოთლები დავინახო, რომ უეცრად ვაცნობიერებ, რამდენად დიდი და შეუვსებელია ჩემი დანაკარგი. „მძულხარ! – ვუყვირი
და კალოშწამოცმული ფეხით კარს წიხლებს ვუშენ, – საძაგელი
ხარ! “ ამ გაუგონარი სიტყვების, ამ ერესის საპასუხოდ, ჩვენი მრავალბინიანი სახლის დერეფნებში რომ გუგუნებს, სადაც დედაჩემი
ოცივე ბინაში მოსახლე ებრაელ ქალებს დედობისათვის თავგანწირვასა და მფარველი წმინდანის სახელის მოპოვებაში ეჯიბრება, ჩვენი
17
კარის მეორე საკეტიც ტრიალდება. აი, როდის ვიწყებ გაბმულ ბრახუნს, რომ როგორმე შემიშვას. ფეხის საწმენდ ტილოზე ვემხობი, რათა ჩადენილი ცოდვა (რომელი – მაინც ვერ გავიგე, მაგრამ რა დროს
ეგაა) მოვინანიო, ვპირდები, სიტყვას ვაძლევ, რომ სანამ პირში სული გვიდგას, სანამ ორივენი ცოცხლები ვართ (ამ ასაკში მგონია, რომ
სამუდამოდ ვიცოცხლებთ), სრულყოფილების განსახიერება ვიქნები.
კიდევ ის საღამოები მახსენდება, როცა ჭამაზე უარს ვამბობდი.
ოთხი წლით უფროსი და, ჰანა მარწმუნებს, რომ ყველაფერი ზუსტად
ისე მახსოვს, როგორც იყო: საჭმელზე უარს ვამბობ, დედაჩემი კი,
ბუნებრივია, ამნაირ თავნებობასა და იდიოტიზმს ვერაფრით შეეგუება. არ შეუძლია და არც აპირებს, ისევ ჩემივე ინტერესებიდან
გამომდინარე. მხოლოდ იმას მთხოვს, რომ რაღაც ვიღონო, დიახ, ჩემივე ინტერესებიდან გამომდინარე. მე კი როგორ ვიქცევი? ყველაფრის მიუხედავად, ჭამაზე უარს ვამბობ! ვითომ არ ვიცი, რომ უკანასკნელ ლუკმას იღებს პირიდან და მე მაძლევს! ამას როგორ ვერ
ვხვდები?
მე კიდევ, რა ვქნა, არ მინდა მისი პირიდან გამოღებული საჭმელი. საჭმელი საკუთარი თეფშიდან აღებულიც კი არ მინდა. ეს არის
და ეს!
ღმერთო! ჩემი პოტენციალის მქონე ბავშვი! ჩემი მიღწევების
მქონე! მერერა მომავალი მელის! ღმერთმა ამდენი რამ მომამადლა:
ცალკე შესანიშნავი გარეგნობა, ცალკე ტვინი – მაქვს მე უფლება,
ერთი წუთით მაინც წარმოვიდგინო, რომ ჩემნაირმა ბავშვმა – მერე
რისთვის! სულ უმიზეზოდ! – შეიძლება თავი შიმშილით მოიკლას?
უნდა ავირჩიო, რა მირჩევნია: გაძვალტყავებულ ბიჭუნას, რომელიც უჭმელობის გამო აღარ გაიზრდება, მთელი ცხოვრება ზემოდან
დამყურებდნენ, თუ ქვემოდან ზემოთ აღფრთოვანებით შემომყურებდნენ – კაის მჭამელ და კაის მსმელ მოწიფულ მამაკაცს?
18
მომეწონება, რომ თითს ყველა ჩემკენ იშვერდეს და დამცინოდეს? მინდა, რომ ცარიელი ძვალი, ტყავი და ყურები ვიყო და სხვები
თავში მიკაკუნებდნენ? რა სჯობს, როცა ყველა პატივს გცემს და
თვალებში შემოგციცინებს!
როგორი მინდა, ვიყო, რომ გავიზრდები: სუსტი და უსუსური, თუ
ძლიერი და ყოვლისშემძლე? უნდა გადავწყვიტო: წარმატებას ვირჩევ თუ დამარცხებას? კაცი მინდა ვიყო, თუ წრუწუნა, ბოლოს და
ბოლოს?
მე კი არ მშია და არ ვჭამ-მეთქი, – აი, ასეთ პასუხს ვიძლევი.
ჰოდა, მაშინ დედაჩემის ხელში პურის საჭრელი უზარმაზარი დანა ჩნდება. გვერდით მიჯდება და ასე, დანამომარჯვებული დამყურებს. უჟანგავი ფოლადის დანაა, საჭრელი პირი ხერხივით აქვს დაკბილული. ესე იგი, ვინ მინდა ვიყო: ძლიერი თუ სუსტი, კაცი თუ წრუწუნა?
ექიმო, რატომ, რატომ, რატომ, რატომ, რატომ უნდა აღმართოს
დედამ დანა ღვიძლ შვილზე? ექვსი თუ შვიდი წლის ვარ, როგორ
მივხვდე, მართლა დამარტყამს იმ დანას თუ დამინდობს? რა მომეთხოვება ამ ასაკში, თვალებში ნაცარი შევაყარო? შვიდი წლის ბავშვმა? გასაგებია, რომ ეგ დედაჩემის სტრატეგია იყო, მაგრამ ამ ასაკში რა მესმის, ღმერთო ჩემო – ჯერ სამოც ფუნტსაც არ ვიწონი! მარტო იმას ვხედავ, რომ დანას მიღერებენ. ამიტომ ძალიანაც მჯერა,
რომ დანის მქნეველს ჩემი დაჭრა განუზრახავს, სადაცაა ჩემი სისხლი დაიღვრება! ოღონდ რატომ? აბა, მე რა ვიცი, რა უტრიალებს
დედაჩემს თავში! იქნებ გაგიჟდა? ვთქვათ, დამითმო და ჩემი გავიტანე – მერე რა! ვის რა დაუშავდება? ეს დანა მაინც რა საჭიროა, ეს
სასიკვდილო მუქარა და ჩემი დაზაფვრა ნეტავ რას აძლევს? რაში
სჭირდება სრული და გამანადგურებელი გამარჯვება საკუთარ
შვილზე? გუშინ არ იყო, უთო რომ განზე გადადო და გაოცებული
ტაშს მიკრავდა, როცა მესამეკლასელების სპექტაკლისთვის მომზა-
19
დებული კოლუმბის როლი განვასახიერე და სამზარეულოში არტისტულობის ქარბუქი დავატრიალე? კლასის მასშტაბით ვარსკვლავი
ვარ, უჩემოდ სკოლაში სპექტაკლი არ იდგმება. ერთადერთხელ სცადეს, როცა ბრონქიტი დამემართა და მაშინაც მასწავლებელი დედაჩემს გამოსტყდომია, დადგმა კინაღამ ჩაგვივარდაო. ღმერთო, ნეტავ როგორ შეუძლია სამზარეულოში ჩემთან ერთად მშვენიერი საღამოების გატარება, ვერცხლის დანა-ჩანგლის გაპრიალება, ძროხის
ღვიძლის დაჭრა, ჩემი შორტისთვის რეზინის გამოცვლა და ამავე
დროს ისიც, რომ პიესების რეპლიკები დამაზეპირებინოს? როცა კოლუმბს ვასახიერებ, დედოფალ იზაბელად გადაიქცეს, თუ ვაშინგტონის როლი მაქვს, ჩემი ბეტსი როსი გახდეს, როცა ლუი ვარ, მისის
პასტერად გარდაისახოს? ღმერთო, როგორი მხვდება სკოლიდან მოსულს, როგორ ზღაპრულ საღამოებს ვატარებთ ერთად, ამ საათებში
ჩემი ტალანტის დიდი დამფასებელია, მერე კი, ერთ საღამოს, როცა
ჩაშუშული კარტოფილისა და ლობიოს ჭამაზე უარს ვამბობ, ხელში
დანას იღებს და გულზე მაბჯენს. აი, ეგ როგორ ხდება, ექიმო?
ან ნეტავ მამაჩემი რატომ არ აჩერებს?
20
დიდი ნძრევა
მერე სიყმაწვილეც მოვიდა, რომლის ნახევარი მაინც, ალბათ, სააბაზანოში მაქვს გატარებული: ჩაკეტილ კარს უკან ჩემს თეთრ სითხეს ხან უნიტაზში მოდგაფუნე წყალს ვატანდი, ხან სარეცხით სავსე
You have read 1 text from Georgian literature.
Next - პორტნოის სინდრომი - 02
  • Parts
  • პორტნოის სინდრომი - 01
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2217
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.0 of words are in the 5000 most common words
    45.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 02
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2131
    30.7 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 03
    Total number of words is 3812
    Total number of unique words is 2198
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 04
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2076
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 05
    Total number of words is 3875
    Total number of unique words is 2105
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 06
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 2077
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 07
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2090
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 08
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2190
    26.8 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 09
    Total number of words is 3779
    Total number of unique words is 2242
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.5 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 10
    Total number of words is 3710
    Total number of unique words is 2228
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 11
    Total number of words is 3768
    Total number of unique words is 2095
    28.2 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    46.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 12
    Total number of words is 3758
    Total number of unique words is 2132
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 13
    Total number of words is 3750
    Total number of unique words is 2178
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 14
    Total number of words is 3628
    Total number of unique words is 2199
    25.8 of words are in the 2000 most common words
    37.9 of words are in the 5000 most common words
    44.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 15
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2229
    26.5 of words are in the 2000 most common words
    37.3 of words are in the 5000 most common words
    44.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 16
    Total number of words is 2820
    Total number of unique words is 1682
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.