Latin

პორტნოის სინდრომი - 14

Total number of words is 3628
Total number of unique words is 2199
25.8 of words are in the 2000 most common words
37.9 of words are in the 5000 most common words
44.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
არის? აჰა,ჩვიდმეტი წლის ვარ და ტრაკით მტრის ტრაკს ვეხახუნები! რა შორს წავედი სექტემბრის მერე! ბაბილონის წყლებთან ვისხედით და ვტიროდით, ოდეს გიხსენებდით შენ, სიონო...რა სწორი
ყოფილა! ვზივარ უნიტაზზე ეჭვით და სინანულით გულდაღარული
და უცებ მთელი არსებით ვგრძნობ სახლის მონატრებას... მამაჩემი
რომ „ვაშლის ნამდვილი სიდრის“ საშოვნელად წავა და იუნიონში
235
ფერმერის გზისპირა სახლს რომ მიადგება, როგორ მინდა, მეც მასთან ერთად ვიყო! მადლიერების დღეს, დილით ჰანა და მორტი უჩემოდ როგორ წავლენ „უიქვეიკ-ჰილსაიდის“ თამაშზე, ვინ გაართობთ
და ვინ ახარხარებთ? ღმერთო, იმედი მაქვს, მოვიგებთ მაინც (ანუ
21 ქულაზე ნაკლები სხვაობით წავაგებთ). მიდი, დაანგრიეთ „ჰილსაიდი“, მამაძაღლებო! აბა, დავიწყეთ! გრძელი „ი“ – უიიიიიიქ!
ბერნი, სიდნი, ლეონ! მიდი, ბიჭებო, არ დაუთმოთ!
ა-ე-იიიიი, უ-რიიი-ებ-იიი, არ ვუყვარვართ არავის,
უიქვეიკის ბიჭები,
ა-ე-იიიიი უ-რიიიი-ებიიი.
ტრაკზე კოცნას ვითხოვთ
უიქვეიკელებიიიიი!
ხაზი გაამაგრეთ! ქულა დაიწერეთ! მუცელში ჩასცხეთ! მიდი,
უიქვეიკ, მიდი!
ხედავთ, თავის გამოჩენის შანსს ხელიდან ვუშვებ – ხომ შეიძლება, ახლა ტრიბუნაზე ვიდგე და ჩემი მწარე და მახვილი ენით ხალხს
ვაცინებდე! თამაშის შემდეგ მადლიერების დღის აღსანიშნავ ისტორიულ სადილზეც ვერ მოვხვდები! დედაჩემის, ჩემი პოლონელი ებრაელი ჟღალთმიანი და ჭორფლიანი დედიკოს კერძებს ვიკლებ! ეჰ,
როგორ გაფითრდება ყველა, როგორი სამარისებური სიჩუმე ჩამოწვება, დედაჩემი ჩანგალს დიდ ბარკალს რომ ჩაასობს და იტყვის: „აი,
ესეც! ერთი ვიღაცისთვის! “ ამ ერთ ვიღაცას კი ფეხი დაუკრავს და
მოუსავლეთში გაქცეულა! რატომ მივატოვე ოჯახი? შეიძლება,
სუფრას რომ ვუსხედვართ, ნორმან როკუელის ნახატს არ ვგავართ,
მაგრამ ჩვენც შეგვიძლია გართობა და დროის გატარება! მართალია, პლიმუთის კლდესთანარ იწყება ჩვენი გვარის ისტორია; რამდენადაც ვიცით, არც რომელიმე ჩვენს წინაპარს შეგებებიან ინდიელები სიმინდით, მაგრამ, აბა, ამ სატენს უსუნეთ! ნახეთ, შტოშის სოუსიც მაგიდის ორივე ბოლოში გვიდგას! და ჩვენს ინდაურსაც „ტომი“ ერქვა! ჰოდა, რატომ არ უნდა ვირწმუნო, რომ მადლიერების
236
დღის სადილიდან ჩემი წილი მეც მერგება ამერიკაში, რომ ნამდვილი
ამერიკა იქ არის, სადაც მე ვარ და არა რომელიმე სხვა ადგილას,
სადაც ერთ დღეს გავემგზავრები. სწორედ ასეთ სხვა ადგილას –
ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე იუნიონში მივემგზავრებით ხოლმე მე
და მამაჩემი ნოემბერში, რათა კომბინეზონებში გამოწყობილი იქაური ცოლ-ქმრისგან ნამდვილი სიდრი ვიყიდოთ.
– აიოვაში მივდივარ, – ვატყობინებ ჩემს მშობლებს ჩემი სართულის სატელეფონო ჯიხურიდან.
– სად?
– დევენპორტში, აიოვაში.
– პირველივე არდადეგებზე, არა?
– ჰო, ვიცი, მაგრამ ეს ისეთი კარგი შესაძლებლობაა. ამაზე უარს
ვერ ვიტყვი...
– შესაძლებლობა? ნეტავ რის შესაძლებლობა?
– მინდა, მადლიერების დღე ბილ კემპბელის ოჯახთან ერთად გავატარო.
– ვის ოჯახთან ერთად?
– კემპბელის. წვნიანის ქილებს რომ აწერია ხოლმე. აქ ერთ
ოთახში ვცხოვრობთ.
თურმე ძალიან მელოდებიან. ყველა მე მელოდება. მორტის ბილეთები უკვე უყიდია. ნეტავ რა შესაძლებლობაზე ვლაპარაკობ?
– ეს ბიჭი, კემპბელი, ასე უცებ საიდან გამოტყვრა?
– ჩემი მეგობარია! ბილი!
– ჰო, მაგრამ, – ამბობს მამაჩემი, – სიდრი?
ღმერთო ჩემო! დავიფიცე, რომ ასეთი რამ აღარასდროს დამემართებოდა. ცრემლები მომდის, ამის მიზეზი კი „სიდრია“ – ეს პატარა სიტყვა. არა, იცის ამ კაცმა თავისი საქმე. გრაუჩო მარქსის შოუში
რომ წავიდეს, სწორედ იმ დაფარულ სიტყვას გამოიცნობს და ფულსაც მოხვეტს! ჩემს სიტყვებს ყოველთვის იცნობს ხოლმე – ერთი არ
შეეშლება! პრიზად კი ჩემი სინანულის ჯეკპოტს იგებს.
237
– უარს ვერ ვეტყვი, მაპატიე. დაპატიჟებული ვარ და უნდა წავი-
დეთ!
– უნდა წახვიდეთ? როგორ, ალექს..? ამ შენი გეგმების ვერაფერი
გავიგე... – სიტყვას აწყვეტინებს დედაჩემი. – ნება მომეცი, ჩაგეკითხო, ვაჟბატონო: სად მიბრძანდები? და რით? კაბრიოლეტით, არა?
– არა!
– გზები რომ მოყინული იყოს, ალექს?
– ტანკით მივდივართ, დედა, „შერმანით“, გაიგე?
– ალექს, – მეუბნება მკაცრად, – არ მომწონს შენი ხმა, სიმართლეს ბოლომდე არ მეუბნები. ავტოსტოპით მიდიხართ, არა? გზაში
კაბრიოლეტს გააჩერებთ, ან რამე სხვა სიგიჟეს მოიფიქრებთ... ორი
თვეა, რაც სახლიდან გავუშვი. ჯერ ჩვიდმეტი წლისაა და უკვე გაველურდა!
ეს საუბარი თექვსმეტი წლის წინ შედგა. ახლა ორჯერ თექვსმეტი
წლის ვარ. 1950 წლის ნოემბერი მაჯაზე მაქვს ამოტვიფრული – მონობის გადავარდნის თარიღი ჩემს ცხოვრებაში. იმ წელს დაბადებული ბავშვები, მერომ დედაჩემს ტელეფონით შევატყობინე, შინ დაბრუნებას არ ვაპირებ-მეთქი, წელს შედიან კოლეჯში. მე კი დღემდე
მიწევს მშობლებთან რეკვა და ამ სიტყვების გამეორება! დღემდე
ვებრძვი საკუთარ ოჯახს! რა აზრი ჰქონდა დაწყებით სკოლაში ორი
კლასით წინ გადახტომას, ზოგადად, დიდი ნახტომების გაკეთებას ამ
ცხოვრებაში, როცა, საბოლოო ჯამში, მაინც სულ ბოლოში მივჩანჩალებ? როგორი იმედისმომცემი ბავშვი ვიყავი – ნამდვილი ლეგენდა!
როგორ ვბრწყინავდი სასკოლო წარმოდგენებში! თორმეტი წლის
ასაკში მთელი „ამერიკის რევოლუციის ქალიშვილები“ განვაცვიფრე! ჰოდა, მაშინ რატომ ვცხოვრობ დღემდე მარტო, შვილები რატომ
არ მყავს? არა, ეს ალოგიკური კითხვა სულაც არ არის! პროფესიული თვალსაზრისით, რაღაცას მივაღწიე, მაგრამ პირად ცხოვრებაში
რა მაქვს სატრაბახო? ხომ უნდა თამაშობდნენ დედამიწის გულზე
238
ბავშვები, რომლებიც ჩემი მსგავსები იქნებიან? რატომაც არა? ყველა შტუნკს, ვისაც ფარღალალა სახლ-კარი მაინც აქვს, შვილები
ჰყავს და მე არ უნდა მყავდნენ? სად არის ლოგიკა? სხვებმა სარბენი
ბილიკის ნახევარი გაირბინეს, მე კი ჯერ სტარტის ხაზთან ვდგავარ
– მე, რომელმაც ჩვილის სახვევები პირველმა მოვიშორე და მორბენალის ფორმა ყველაზე ადრე მოვირგე! ინტელექტის კოეფიციენტი
158 მაქვს, მაგრამ ორგანიზატორებს ისევ წესებისა და პირობების
გამო ვეკამათები! სარბენი ბილიკის მიმართულებაზე ვედავები,
მსაჯების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ ვაყენებ! ჰო, მართალი იყავი,
დედა, რომ მეუბნებოდი ხოლმე, რა მჟავე სიფათით ზიხარ, რას ჩამოგტირის ცხვირ-პირიო! ათიანში გაგირტყამს! ისტერიკა – ც’ესტ
მოი!
აი, კიდევ ერთი ისეთი სიტყვა, რომელიც ბავშვობაში ებრაული
მეგონა. „ისტერიკა“. „მიდი, დაიმართე ისტერიკა, – მეუბნებოდა
ხოლმე დედაჩემი, – ვნახოთ, ამით რამეს თუ მიაღწევ, ჩემო ძვირფასო ბიჭუნა“. როგორ ვცდილობდი! როგორ ვაწყდებოდი სამზარეულოს კედლებს! რა მეტსახელებს აღარ ვიღებდი დედაჩემისგან!
„ტანსაცმელში მოთუხთუხე“, „ჭერზე მოსიარულე“, „მუხრუჭაწყვეტილი“. . . „ღმერთმა ნუ ქნას, ალექს და ვინმემ ალმაცერად შემოგხედოს. სიცოცხლეს გაუმწარებ! “ „მამიკო, დღეს სახლში დუდღუნა
გვყავს, ერთ-ერთი შვიდი ჯუჯიდან! “ „ჰანა, ამ საღამოს შენმა ძმამ
პატივი დაგვდო და გამოგვეცხადა“. „რა სიხარულია დღეს თქვენი
ხილვა! “ „ჰო, ჰო, – ამოიოხრებდა ხოლმე, როცა გაცოფებული ჩემი
ოთახისკენ გავქანდებოდი, რომ საწოლის გადასაფარებელს კბილებით ჩავფრენოდი, – ისევ ჯორზე შეჯდა ეს ჯიუტი! “
პირველი კურსის დასასრულს ქეის ციკლი შეუწყდა და დიდი ხალისით, გატაცებით და ინტერესითაც კი – რაც მთავარია, ყოველგვარი პანიკის გარეშე – დაქორწინებაზე დავიწყეთ ფიქრი. ახალგაზრდა მასწავლებლებს, რომლებსაც ვუყვარდით, მომსახურებას
239
შევთავაზებდით: მათ სახლებში ძიძებად ვიმუშავებდით, სანაცვლოდ კი ისინი ბინას სხვენში მიგვიჩენდნენ და მაცივარში ერთ თაროს დაგვითმობდნენ. ძველ ტანისამოსს დავჯერდებოდით და სპაგეტის ვიმყოფინებდით. ქეი დედობაზე ლექსებს დაწერდა და საკურსოებს გადაბეჭდავდა, დამატებითი შემოსავალი რომ გვქონოდა.
სტიპენდია ორივეს გვქონდა, მეტი რაღა გვჭირდებოდა? (ლეიბი,
რამდენიმე აგური და ფიცრები წიგნის თაროების მოსაწყობად, ქეის
– დილან ტომასის ჩანაწერები და დრო რომ მოვიდოდა, ბავშვის საწოლი). ცხოვრებას ისე ვუყურებდით, როგორც თავგადასავალს.
– და მერე სარწმუნოებასაც შეიცვლი, არა? – ვკითხე ერთხელ.
კითხვა უფრო ირონიის გამოსაწვევად დავსვი, ან მაშინ მეგონა,
რომ – მხოლოდ ამიტომ. მაგრამ ქეიმ ძალიან სერიოზულად აღიქვა.
არა, ოფიციალურ შეკითხვად არ ჩაუთვლია, თუმცა მეტისმეტად სერიოზულად კი მოეკიდა.
ქეი კემპბელი, დევენპორტი, აიოვის შტატი:
– რატომ უნდა მომინდეს სარწმუნოების შეცვლა?
შესანიშნავი გოგო! საოცარი, გონიერი, გულწრფელი! რაც იყო,
ის იყო! ახლა ვხვდები, რატომ შეიძლება, ქალზე გაგიჟდე! „რატომ
უნდა მომინდეს სარწმუნოების შეცვლა? “ მის ხმაში არც უხეშობა იგრძნობოდა და არც თავდაცვის სურვილი, არც კეკლუცობა და არც
ქედმაღლობა – მხოლოდ საღი აზრის კარნახი.
თუმცა პორტნოიმ ისტერიკა დაიმართა – ჯორზე შეჯდა და აღარ
ჩამოვიდა. რას ნიშნავს, რატომ უნდა მოგინდეს? აბა, შენ რა გეგონა,
ორუჯრედიანო გოი! თუ არ იცი, წადი, შენს ძაღლს ჰკითხე. სპოტს
ჰკითხე. საინტერესოა, რას ფიქრობს ამ საკითხზე ოთხფეხა გენიოსი.
„სპოტ, გინდა, რომ ქეი-ქეი ებრაელი გახდეს? აბა, რას იტყვი? “ რატომ ხარ ასეთი თვითკმაყოფილი? რა გიხარია – ძაღლებთან ლაპარაკი რომ შეგიძლია? თუ ვერხვის ხეებს რომ სცნობ? თუ ის, მამაშენი რომ ხისძარიან ფურგონს ატარებს? რისთვის მიგიღწევია ამ
ცხოვრებაში? ეს დორის დეის ცხვირია შენი მიღწევა?
240
საბედნიეროდ, ჩემივე აღშფოთებამ ისე გამაოგნა, რომ ეს ყველაფერი ხმამაღლა არ მითქვამს. ნეტავ როგორ ვიგრძენი ჭრილობა იმ
ადგილას, სადაც მგრძნობელობა არც კი გამაჩნდა? მე და ქეის ყველაზე ნაკლებად ორი რამ გვადარდებდა: ფული და რელიგია. ჩვენი
საყვარელი ფილოსოფოსი ბერტრან რასელი იყო, ჩვენი რელიგია –
დილან ტომასის რელიგია: ჭეშმარიტება და სიხარული! ჩვენი შვილები ათეისტები იქნებოდნენ. ხუმრობით ვიკითხე, მეტი არაფერი!
ამ ყველაფრის მიუხედავად, მგონი, ქეის ის პასუხი ვერ ვაპატიე.
გაირკვა, რომ მისი ფეხმძიმობა ცრუ განგაში იყო. რამდენიმე კვირის
შემდეგ, საუბრისდროს, უკვე მოსაწყენად პროგნოზირებადი მეჩვენებოდა. საწოლში მედუზაზე მეტ სურვილს არ აღმიძრავდა. ამიტომ,
როცა საბოლოოდ ვუთხარი, რომ აღარ მიყვარდა, მისი რეაქციის
სიმძაფრემ გამაოგნა. მე ხომ პატიოსნად მოვექეცი – ისე, როგორც
ბერტრან რასელი მირჩევდა.
– შენი ნახვა აღარ მინდა, ქეი. ამ გრძნობის დამალვა არ შემიძლია, მაპატიე.
ქეიმ გულისმომკვლელად იტირა, მერე დიდხანს დაეხეტებოდა
კამპუსის შენობაში ჩაწითლებულ-ჩამოსივებული თვალებით, საჭმელად სასადილოში აღარ ჩამოდიოდა, ლექციებს აცდენდა... გაოგნებული ვიყავი. ყოველთვის ვთვლიდი, რომ მე ვიყავი შეყვარებული,
ის კი არა. რა სიურპრიზია იმის აღმოჩენა, რომ ყველაფერი პირიქით
ყოფილა და არა ისე, როგორც შენ გეგონა!
წარმოიდგინეთ, ოცი წლის ხარ და ერთი საყვარელი უკვე მიტოვებული გყავს – ეს ქალის მიმართ სადისტური მოპყრობით გამოწვეული პირველი თრთოლა და ჩრდილშეუდგამი სიამოვნება იყო!
სწორედ მაშინ გამიმძაფრდა იმ ქალებზე ოცნება, რომლებიც ცხოვრების გზაზე მელოდნენ. ნიუ-ჯერსიში იმ წლის ივნისში დავბრუნდი,
საკუთარი „ძლევამოსილებით“ რეტდასხმული. თან ჩემი თავის მიკვირდა: როგორ მომხიბლა ასეთმა ჩვეულებრივმა, მსუქანმა გოგომმეთქი.
241
მომდევნო არაებრაელი, რომელსაც გული ვატკინე, „პილიგრიმი“
სარა ებოტ მოლსბი იყო – ნიუ-კეინენიდან, ფოქსკროფტისა და ვასარ-კოლეჯის კურსდამთავრებული (პოკიპსის საჯინიბოში მეგობარი ჰყავდა, მასავით თავთუხისფერი ცხენი). მაღალი, სათნო, წესიერი და კარგად აღზრდილი ოცდაორი წლის გოგონა იყო. 1959 წლის
შემოდგომაზე, როცა ერთმანეთი გავიცანით, კოლეჯი ახალი დამთავრებული ჰქონდა და კონექტიკუტის შტატის სენატორის ოფისში
მდივნად მუშაობდა.
მაშინ წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთ ქვეკომისიაში ვმუშაობდი და ტელევიქტორინასთან დაკავშირებულ სკანდალს ვიკვლევდი. შესანიშნავი შანსი იყო სათბურში გაზრდილი ჩემნაირი სოციალისტისთვის: სახელმწიფო მასშტაბის კომერციული თაღლითობა, მაყურებლის გულუბრყვილობით სარგებლობა, დახვეწილი კორპორატიული მაქინაცია – მოკლედ, კარგად ნაცნობი კაპიტალისტური მომხვეჭელობა. და, რა თქმა უნდა, გაიძვერა ვან დორენი – დამაგვირგვინებელი პრიზი ჩემისთანა ახალბედასთვის. რა ხასიათი,
რა ტვინი და აღზრდა-განათლება! უმანკოების განსახიერება, რაღაც ბიჭური შარმით – მოკლედ, თხემით ტერფამდე არისტოკრატი.
უცებ ირკვევა, რომ ეს კაცი თაღლითია. აბა, ამაზე რა აზრის ხარ,
არაებრაულო ამერიკავ? სუპერგოი და გონიფი! ფულს იპარავს. ფული უნდა. ფული უყვარს და მის მოსაპოვებლად ყველაფერს კადრულობს. ღმერთო დიდებულო, ებრაელივით საძაგელი გამოდგა – უხ,
თქვე ფარისეველო პროტესტანტებო!
დიახ, ვაშინგტონში ერთი ბედნიერი კაცი გახლდით. დამოუკიდებლად ვმოქმედებდი – დაუღალავად ვანადგურებდი ჩარლის სახელსა და რეპუტაციას. ამავე დროს კი არისტოკრატი ლამაზმანი,
რომლის წინაპრებმაც ამ ქვეყნის მიწაზე მეჩვიდმეტე საუკუნეში
დადგეს ფეხი, საყვარლად მყავდა. ცნობილი ფენომენია: მძულხარ,
გოი და გილოკავ, გოი!
რატომ არ მოვიყვანე ცოლად ის ულამაზესი გოგო, რომელიც
242
მაღმერთებდა? მახსოვს სასამართლო დარბაზიდან მომზირალი მისი
ფერმკრთალი სახე. რა მომაჯადოებელი იყო ოქროსღილებიან
ზღვისფერ პიჯაკში, როგორი სიამაყითა და სიყვარულით მიყურებდა იმ დღეს, როცა ჩემს პირველ ჯვარედინ დაკითხვაზე წავიყვანე.
ერთი გაქნილი ტიპი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მყავდა გასაშავებელი. მართლაც შთამბეჭდავი გამოსვლა მქონდა
პირველსავე დღეს: აუღელვებლად ვდგავარ, შეუვალი გამომეტყველებით, მხოლოდ გულს გაუდის მცირე დაგიდუგი. არადა, ჯერ ოცდაექვსი წლის ვარ. ყველა კარტი ჩემს ხელთაა, ზურგს მორალი მიმაგრებს. მე თქვენ გიჩვენებთ სეირს, თაღლითებო! თვალებში ნაცარს ვერ შემაყრით! ვიცი, რომ ოთხასი პროცენტით მართალი ვარ!
რატომ არ მოვიყვანე ცოლად ის გოგო? ჯერ ერთი, მისი გადაპრანჭული მეტყველება და პანსიონის ჟარგონი მაგიჟებდა. ამას ვერ
ვიტანდი. ადამიანურად კი არ იტყოდა, გული მერევაო – არა, გულს
მაზიდებსო. გაბრაზებულ კაცზე იტყოდა, გულმოსულიაო, სასაცილო რამეზე – სახალისოაო. გიჟზე ამბობდა, შეშლილიაო, პატარაზე
– ერთი ციდააო. და კიდევ ეს „ღვთაებრივია! “ ( რაც მერი ჯეინ რიდის ენაზე „მხეცს“ ნიშნავს. ისე მოხდა, რომ ჩემს ქალებს ყოველთვის
მე ვასწავლიდი სწორად მეტყველებას – მე, ნიუ-ჯერსიდან გამოყოლილი ხუთასსიტყვიანი ლექსიკონის პატრონი). მისი მეგობრების
მეტსახელები! რატომ მხოლოდ მეტსახელები, თვითონ მეგობრებიც! პუდი და პიპი, პებლი და შრიმფი, ბრიუთი და თაგი, სქუიქი,
ბამფო და ბება – ეს სახელები რომ მესმოდა, ისეთი განცდა მქონდა,
რომ ვასარ-კოლეჯში დონალდ დაკის ძმისშვილებთან ერთად სწავლობდა. თუმცა ჩემი ჟარგონი იმასაც გულზე ხვდებოდა. როცა მისი
თანდასწრებით (მისი დაქალი პებლიც იქ იყო, „ჩევი ჩეიზ კლაბში“
ჩოგბურთის თამაშისგან ინდიელივით მზეზე დახრუკული და პიტერ
პენის საყელოიან ჟაკეტში გამოწყობილი) პირველად ვთქვი, შეუდომეთქი, პილიგრიმმა ისეთი ტანჯვით გამომხედა, თითქოს ეს ხუთი
243
ასო მისთვის ტანზე ამომეშანთოს. „რატომ? – მკითხა გულდაწყვეტილმა, როგორც კი მარტოები დავრჩით, – რატომ ცდილობ ყოველთვის, რომ ასეთი საძაგელი ჩანდე? რატომ განიჭებს სიამოვნებას ეს
უგვანი საქციელი? ასეთი ბინძური რომ ხარ, რის დამტკიცებას ცდილობ? “ ძალიან შეუფერებელი საქციელი იყოო, – გამომიცხადა. ჩვენი პირველი უთანხმოებაც სიტყვა „ბინძურს“ მოჰყვა.
საწოლში? არაფერი განსაკუთრებული. არანაირი აკრობატიკა,
არანაირი გამბედაობა თუ გამოცდილება. როგორი სექსიც გვქონდა
პირველ ჯერზე, მერეც ისეთივე გავაგრძელეთ: მე ვუტევდი, ის მითმობდა. თუმცა წითელი ხის საწოლზე (მოლსბების ოჯახის საგვარეულო ნივთი) ბოლოს ცეცხლს მაინც ვანთებდით. დამატებითი სიამოვნების წყარო სააბაზანოს კარზე მიმაგრებული გრძელი სარკე იყო.
ჩახუტებულები მის წინ ვდგებოდით და ამ დროს ყურში ვეჩურჩულებოდი: „შეხედე, სარა, შეხედე“. თავიდან მორცხვობდა და სარკეში
მხოლოდ იმიტომ იხედებოდა, რომ ჩემთვის ხათრი არ გაეტეხა, მაგრამ დროთა განმავლობაში სარკის მიმართ ერთგვარი ვნება გაუჩნდა. სექსის დროს ჩვენს გამოსახულებებს რაღაცნაირი შიშითა და
ჟინით აკვირდებოდა ხოლმე. ნეტავ იმას ხედავდა, რასაც მე? ქალბატონებო და ბატონებო, შავი ბოქვენის თმით გამოდის ალექსანდერ პორტნოი, შნოცი, ნიუარკი, ნიუ-ჯერსის შტატი; წონითი კატეგორია: ას სამოცდაათი ფუნტი, რომლის ნახევარს ჯერ კიდევ მოუნელებელი ჰალვა და ცხელი პასტარამი შეადგენს. მისი მეტოქე –
ქერა ბოქვენის თმით, ჩამოქნილი კიდურებითა და ბოტიჩელის ქალწულებრივად ნაზი სახით; სოციალური ზნეკეთილობის განსახიერება ამ ედემში; წონითი კატეგორია: ასთოთხმეტი ფუნტი რესპუბლიკელთა ტრადიციული რაფინირებულობისა; ყველაზე გამომწვევი
ძუძუსთავები მთელ ახალ ინგლისში! ნიუ-კეინენი, კონექტიკუტი,
სარა ებოტ მოლსბი!
იმის თქმა მინდა, ექიმო, რომ შედებით იმდენად ამ გოგოებს არ
244
ვუდებდი, რამდენადაც მათ წარმოშობას: თითქოს სექსის მეშვეობით ამერიკა უნდა აღმომეჩინა. „დაიპყარი ამერიკა! “ – უფრო ამას
ჰგავდა ეს ამბავი. კოლუმბი, კაპიტანი სმიტი, გუბერნატორი უინთროპი, გენერალი ვაშინგტონი და ბოლოს პორტნოი. თითქოს ასეთი
იყო განგების ნება: ორმოცდარვავე შტატიდან თითო გოგო მაინც
უნდა შემეცდინა. თუმცა ალასკელი და ჰავაელი ქალებისადმი დიდი
ინტერესი არ მქონია: არც ანგარიშსწორება მინდოდა, არც ფულის
გაკეთება, არც ოცნების ასრულება. ეს ესკიმოსი და კუნძულელი ქალები რა თავში უნდა მეხალა? მე ორმოციანების პირმშო გახლავართ, მეორე მსოფლიო ომის წლების, რადიო ტრანზისტორების
ეპოქის შვილი, როცა ბეისბოლის ლიგა რვა გუნდისაგან შედგებოდა,
ეს ქვეყანა კი – ორმოცდარვა შტატისაგან. „საზღვაო ჰიმნისა“ და
„სამხედრო-საჰაერო ძალების სიმღერის“ ყველა სიტყვა ვიცი. და კიდევ ეს: „ეშვებიან წყალში ჩვენი კესონები. . . “. შემიძლია საზღვაო
ავიაციის სიმღერაც გიმღეროთ: „ანძა აღმართეთ ცისკენ, წინ, წინისაკენ, ჩვენ ვართ ზეცის ნაოსნები. . . “ სამხედრო-საზღვაო ფლოტის
საინჟინრო ბატალიონის სიმღერასაც კი დაგიმღერებთ! მითხარით,
რომელ ჯარში მსახურობდით, შპილფოგელ, თქვენს სიმღერას წაგიღიღინებთ! ნება მომეცით, ვიმღერო – ფულს ამაში გიხდით, ბოლოს
და ბოლოს. მახსოვს, სკოლის სარდაფის დერეფანში, ბეტონის იატაკზე პალტოებს ვაფენდით და ყრუ კედელს მიყუდებულები თავის
გასამხნევებლად ხმაშეწყობით ვმღეროდით: „ჯონი ზერო“, „ადიდე
უფალი, ამხანაგს გადაეცი ტყვია-წამალი“, „მფრინავმა გითხრა, ენდე მის სიტყვას, შვილი იქნება არტილერისტის! “ დამისახელეთ ნებისმიერი სიმღერა და თუ ზოლიან-ვარსკვლავიანი დროშის სადიდებლადაა დაწერილი, ისე გიმღერებთ, სიტყვა არ გამომრჩება! დიახ, მე სასწავლო საჰაერო რეიდების ეპოქის შვილი ვარ, ექიმო, კორეხიდორიცმახსოვს, „ამერიკული კავალკადაც“და იმ დაწყევლილ
იოძიმაზე გულისმომკვლელად დაშვებული ჩვენი დროშებიც. კოლინ
245
კელის თვითმფრინავი რომ ჩამოვარდა, რვა წლის ვიყავი და თორმეტის – როცა ჰიროშიმა და ნაგასაკი ნაცარტუტად იქცა. ესენი იყო
ჩემი ბიჭობის მთავარი ამბები. ის წლები სულ ტოძიოს, ჰიტლერისა
და მუსოლინის სიძულვილსა და ჩვენი უდრეკი რესპუბლიკის სიყვარულში გავატარე! ამერიკულ დემოკრატიას რომ დასჭირვებოდა,
ჩემს პატარა ებრაულ გულს ამოვიგლეჯდი საგულედან! ჰო, გავიმარჯვეთ, მტერი ვილჰელმშტრასესთან გავანადგურეთ! დიახ,
მკვდარია მტერი, რადგან მე ვლოცულობდი, რომ მომკვდარიყო!
ჰოდა, ახლა მინდა, ის მივიღო, რაც „სამხედრო პირის შრომითი მოწყობისა და პრივილეგიებით უზრუნველყოფის აქტის“ თანახმად მეკუთვნის – ნამდვილი ამერიკული ტრაკი! ტრაკი და ყველა გემრიელი ხვრელი ამ ქვეყანაში! და ახლა ამერიკული მუტლის წინაშე, შეერთებული შტატებისა და იმ რესპუბლიკის წინაშე, რომლის იდეასაც ეს ქვეყანა იცავს, ერთგულების ფიცს ვდებ. მივმართავ: დევენპორტს აიოვაში! დეიტონს ოჰაიოში! სკენეკტადს ნიუ-იორკის
შტატში და იქვე, ახლოს მდებარე ტროის! ფორტ მაიერსს ფლორიდაში! ნიუ-კეინენს კონექტიკუტში! ჩიკაგოს ილინოისში! ალბერტლის მინესოტაში! პორტლანდს მეინის შტატში! მაუნდსვილს დასავლეთ ვირჯინიაში! შენ გიმღერი, შიკსეების ტკბილო მიწავ!
მაღალ მთებიდან პრერიებამდე,
აქაფებულ ოკეანეებამდე,
ღმერთო, დალოცე აა-მეეე-რიიი-კა!
ჩემი ქვეყანა, ტკბილი სამშობლოოო!
წარმოიდგინეთ, რა დამემართა, როცა გავიგე, რომ მოლსბის გვარის ყველა წარმომადგენელი ნიუბერიპორტის სასაფლაოზეა დაკრძალული, მასაჩუსეტსის შტატში, ებოტების გვარის ყველა წარმომადგენელი კი – სეილემში. „სად მამა-პაპა ჩემი მიცვლილა, სად განისვენებს პილიგრიმთა ძველი დიდება…“ აი, ზუსტად ეგ! და კიდევ,
ამ გოგოს დედას ელეონორ რუზველტის სახელის გაგონებაზე კრუნჩხვა ემართებოდა! 1942 წელს,მამაჩემი რომ როშ ჰაშანას დღეებში
246
ფრანკლინ დელანო რუზველტისთვის ლოცულობდა, დედაჩემი კი
ყოველ პარასკევ საღამოს მას სანთლებს უნთებდა, ამ გოგონას
ფლორიდაში, ჰოუბ საუნდში უენდელ უილკიმუხლებზე წამოსკუპებულს ათამაშებდა. კონექტიკუტის სენატორი მამამისთან ერთად
ცხოვრობდა ჰარვარდის საერთო საცხოვრებელში. მისი ძმა, მეტსახელად ღიპუცა, იელის კურსდამთავრებული, ნიუ-იორკის საფონდო
ბირჟაზე მოღვაწეობდა და კვირაობით უესტჩესტერში (ხედავთ, რა
ბედნიერება გავუშვი ხელიდან?) პოლოს (ჰო, იმ თამაშს, ცხენზე ამხედრებულები ბურთს რომ დასდევენ) თამაშობდა. მოკლედ, თავისუფლად შეიძლებოდა, ეს გოგო ერთ-ერთი ლინდბერიც ყოფილიყო
– მამაჩემის ბოსის ქალიშვილი! გოგო, რომელსაც ნიჩბოსნობაც
ეხერხებოდა და ვერცხლის კოვზით და ჩანგლით დესერტის მირთმევაც (უნდა გენახათ, რა რთული მანიპულაციებით ჭამდა ნამცხვარს,
რომელიც შეიძლება ხელით აიღო და ჩაკბიჩო; ჩანგალს და კოვზს
ისე ხმარობდა, როგორც ჩინელი – ჩხირებს! სხვას რას ისწავლიდა
შორეულ კონექტიკუტში! ). ისეთ რამეებს, რაც ეგზოტიკურ ან ტაბუდადებულ საქმიანობად მიმაჩნდა, ისე მარტივად უმკლავდებოდა,
ვითომც არაფერიო. მისი ყურება ისე მაოცებდა, როგორც (ჯერ სად
ხართ! ) დეზდემონას – კაციჭამიების ამბის მოსმენა. ერთხელ მის
ალბომში გაზეთიდან ამოჭრილ სტატიას გადავაწყდი. საგაზეთო
სვეტის სათაური იყო: „დებიუტანტის დღე. სარა ებოტ მოლსბი“ და
ასე იწყებოდა: „იხვებს, მწყრებს და ხოხბებს ურჩევნიათ, ამ შემოდგომით ნიუ-კეინენის მიდამოებს გაერიდონ, რადგან სალი, მისტერ
და მისის მოლსბების (გრინლი როუდი) ქალიშვილი ფრინველზე სანადიროდ ემზადება“. ექიმო, გესმით? თოფით სანადიროდ! „ნადირობა სალის ერთ-ერთი ჰობი გახლავთ. მას ცხენით ჯირითიც უყვარს, ამ ზაფხულს კი თევზაობის მოსინჯვაც სურს. . . “. რას აღარ გაიგებს კაცი! „იმედი აქვს, რომ იმ კალმახს დაიჭერს, რომელიც მათი
სააგარაკო სახლის სიახლოვეს, გუბურაში ბინადრობს“.
სალის მარტო ჩემი სირისთვის არ უნდოდა გემოს გასინჯვა.
247
მწყრებისთვის თოფის სროლა – კი, ბატონო, მაგრამ ჩემი სირის პირში ჩადება – არა, ამას თავში როგორ გაივლებდა. მაპატიე, ჩემს უარს
საწყენად ნუ მიიღებო, – მეუბნებოდა. ამის მოსინჯვაც კი არ უნდოდა. ეს პირადად შენ არ გიკავშირდება და შეურაცხყოფად ნუ მიიღებო... კარგი ერთი! ვის ატყუებ, გოგონი! ყველაზე მეტად სწორედ ის
მაღიზიანებდა, რომ დარწმუნებული ვიყავი: სწორედ ჩემს დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი! როგორც მამაჩემს არ მისცეს დაწინაურების შესაძლებლობა „ბოსტონ & ნორსისტერნში“, ისე არ კადრულობდა სალი მოლსბი მუხლებზე დადგომას და ჩემი სირის პირში ჩადებას. სად იყო სამართალი ამ ქვეყანაში? სად იყო „ანტიდიფამაციის ლიგა“?
– მე ხომ ამას გიკეთებ, – ვუთხარი ერთხელ.
პილიგრიმმა მხრები აიჩეჩა და მშვიდად მიპასუხა:
– ვალდებული არ ხარ, რომ გამიკეთო. თუ არ გინდა...
– საქმეც ეგ არის, რომ მინდა! ვალდებულების გამო არ ვაკეთებ.
მინდა!
– კარგი, – მიპასუხა, – მე კი არ მინდა.
– რატომ არ გინდა?
– იმიტომ. არ მინდა.
– ოხ, ამის... სარა, რა ბავშვური პასუხია? „ იმიტომ“! მიზეზი დამისახელე!
– უბრალოდ, არ შემიძლია ამის გაკეთება.
– შენი პასუხი ისევ იმასთან გვაბრუნებს, თუ რატომ არ შეგიძლია. მითხარი, რატომ?
– ალექს, არ შემიძლია. უბრალოდ, არ შემიძლია.
– ერთი გასაგები მიზეზი მაინც მითხარი!
– კარგი, გეყოფა. ვალდებული არ ვარ, მიზეზი დაგისახელო.
ჰო, საკუთარი უფლებები კარგად იცოდა.
რასაკვირველია, ვალდებული არ იყო, რამე აეხსნა. ნებისმიერ
შემთხვევაში, პასუხი ისედაც ცხადი იყო: იმიტომ, რომ მე არ ვიცი,
248
როგორ უნდა ვიცურო იახტით ქარის საპირისპირო მიმართულებით
და არც ის ვიცი, კლივერი რა არის, არც ფრაკი მცმია ოდესმე და არც
კოტილიონი მიცეკვია... აბა, ერთი ვარდისფერ საცხენოსნო კოსტიუმსა და ასდოლარიან სანადირო ჩექმებში გამოწყობილი ქერათმიანი ახმახი გოი ვიყო! მაშინ კი კეთილს ინებებდა, დამიდგებოდა მუხლებზე!
შევცდი. სამი თვე ისე გავიდა, რომ მისი კეფიდან ხელი არ ამიღია
– ვაწვებოდი და ვაწვებოდი მოუბეზრებლად (ამ დროს საოცარ წინააღმდეგობას ვაწყდებოდი, მისნაირი რბილი და დამყოლი ადამიანისგან ასეთი გაჯიქება შთამბეჭდავი და ამაღელვებელიც კი მეჩვენებოდა). სამი თვის განმავლობაში ვუტევდი ახალ-ახალი არგუმენტებით და ღამ-ღამობით ყურებს უხეშად ვქაჩავდი. ერთ საღამოსაც
კონგრესის ბიბლიოთეკაში ბუდაპეშტის სიმებიანი კვარტეტის მოსასმენად დამპატიჟა. მოცარტს უკრავდნენ. როგორც კი ბოლო
აკორდები გაისმა, სალიმ ხელი ჩამჭიდა. სახე წამოწითლებოდა...
მის ბინაში რომ დავბრუნდით და საწოლში ჩავწექით, მითხრა:
– ალექს, ახლა გაგიკეთებ... იმას.
რას-მეთქი, – კითხვა ძლივს მოვასწარი. საბნის ქვეშ ჩაძვრა და
წარმოიდგინეთ, გაქრა: მინეტს მიკეთებდა! ანუ ჩემი ასო პირში ჩაიდო და ცოტა ხანი ასე ედო, თერმომეტრივით, ექიმო. სამოცამდე
დათვლას მოასწრებდა კაცი. საბანი გადავიძვრე – ამ სანახაობის გამოტოვება როგორ იქნებოდა! შეგრძნებების რა მოგახსენოთ, შესაგრძნობი ბევრი არაფერი ყოფილა, მაგრამ რა სანახავი უნდა ყოფილიყო! ოღონდ სალის ყველაფერიუკვე დაემთავრებინა: ასო პირიდან გამოეღო და ლოყაზე ჰილმან-მინქსის სიჩქარის გადამრთველივით ჰქონდა მიდებული, თვალებიდან კი ცრემლები ჩამოსდიოდა.
– აი, გავაკეთე, – მითხრა.
– სალი, სარა, არ იტირო რა.
– აჰა, გავაკეთე, ალექს.
– რაა?... – თავი ვერ შევიკავე, – სულ ეგ იყო?
249
– შენ რაღაც მეტი გინდოდა? – აღმოხდა სალის.
– გულწრფელად რომ გითხრა, ცოტა მეტი მართლა მინდა და და-
გიფასებ კიდეც...
– ჰო, მაგრამ პირში ისე იზრდებოდა. დავიხრჩობი.
ებრაელმა ქალიშვილი ასოთი დაახრჩო. ვასარ-კოლეჯის კურსდამთავრებული ჯორჯტაუნში ასფიქსიით დაიღუპა. დოყლაპია იურისტი დაპატიმრებულია.
– თუ ისუნთქებ, არ დაიხრჩობი.
– დავიხრჩობი, სუნთქვა შემეკვრება...
– სარა, ასფიქსიის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალება სუნთქვაა. უბრალოდ, ისუნთქე. სხვა არაფერი მოგეთხოვება.
თითქმის არაფერი.
ღმერთია მოწმე, ეწვალა. მაგრამ ბოლოს მაინც სუნთქვა შეეკრა.
– ხომ გეუბნებოდი, – ამოიკვნესა.
– ჰო, მაგრამ, არ სუნთქავდი და...
– როცა პირში ის მაქვს, სუნთქვა არ შემიძლია.
– ცხვირით უნდა ისუნთქო. უნდა წარმოიდგინო, ვითომ მიცურავ.
– რომ არ მივცურავ?
– ვითომ-მეთქი!
ჩემს რჩევას კიდევ ერთი გაბედული მცდელობა მოჰყვა, რომელიც რამდენიმე წამში ხველებითა და ცრემლებით დამთავრდა (საყვარელი, მონდომებული გოგო! მოცარტმა შთააგონა, რომ ალექსისთვის მინეტი გაეკეთებინა! ნატაშა როსტოვა ტოლსტოის რომანიდან – გრაფის ნაზი, ნორჩი ქალიშვილი). მერე ვარწევდი, ვეხუმრებოდი და ვაცინებდი. მეც მიყვარხარ, პატარა-მეთქი, – ასეთი რამე
პირველად ვუთხარი, თუმცა მისი მომხიბვლელობის, მისი უამრავი
ღირსების – ერთგულების, სილამაზის, შვლისებრი მოხდენილობის,
ამერიკის ისტორიაში მისი როლის მიუხედავად, იმ დღეს ცხადად გავაცნობიერე, რომ პილიგრიმის მიმართ „სიყვარულს“ ვერასდროს
250
ვიგრძნობდი. მის სუსტ მხარეებს ვერ ვიტანდი. მისი მიღწევები შურით მავსებდა. მისი ოჯახი მაღიზიანებდა. არა, სიყვარული გამორიცხული იყო.
არადა, სალი მოლსბი იყო, თუ იყო – რითიც ვაჟიშვილი მამას
გულს გაუხარებდა! აი, ეგ იქნებოდა ჯეკ პორტნოის შურისძიება
მისტერ ლინდბერიზე იმ საღამოებისა და კვირადღეების გამო, ფერადკანიანთა უბნებში კარდაკარ სირბილში რომ ატარებინებდა –
„ბოსტონ & ნორსისტერნის“ ხელიდან გაგდებინებული პატარა პრიზი
მრავალწლიანი მსახურებისა და ექსპლუატაციის სანაცვლოდ.
251
დევნილობაში
კვირა დილით, კარგად რომ მოთბება, ჩვენი უბნის ოცი კაცი შვიდინინგიანი სოფტბოლის თამაშს იწყებს (ის წლებია, მოედნის ცენტრალური ნაწილი მოკლე რომ იყო). ცხრაზე შეუდგებიან და შუადღის პირველი საათისთვის ამთავრებენ ხოლმე. თითოეულ თამაშზე
ფსონად დოლარი იდება. მსაჯობით უბნის კბილის ექიმი, მოხუცი
ვოლფენბერგი მსაჯობს, რომელსაც კოლეჯი აქვე, ახლოს აქვს დამთავრებული – საღამოს კურსები ჰაი სტრიტზე გაუვლია, მაგრამ
ჩვენთვის აქაური დიპლომი ოქსფორდისაზე ნაკლებად არ ფასობს.
მოთამაშეებს შორის არიან: ჩვენი ყასაბი, მისი ტყუპისცალი სანტექნიკოსი, უბნის ბაყალი და იმ ბენზინგასამართი სადგურის მფლობელი, სადაც მამაჩემი ბენზინს ყიდულობს ხოლმე – ოცდაათიდან ორმოცდაათ წლამდე მამაკაცები. თუმცა მათ ასაკს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჩემს თვალში ესენი მხოლოდ „კაცები“ არიან. დანესტიანებული სიგარები თამაშის დროსაც პირში აქვთ გაჩრილი, ბოლოებს უღეჭავენ. ბიჭები კი არა, კაცები! ღიპები! კუნთები! შავი
ბალნით დაფარული მკლავები! მელოტი თავები! ახლა რა ხმები
აქვთ? ერთი კვარტალის იქით ისმის მათი შეძახილები, ზარბაზანი
252
რომ დააქუხო, უფრო შორს მისი ხმაც ვერ გაისმება. წარმომიდგენია,
რა ხმის იოგები აქვთ – სარეცხის თოკებივით მსხვილ-მსხვილი! დირიჟაბლებივით დაბერილი ფილტვები! ამათ ცხოვრებაში ვერავინ
ეტყვის: „რას დუდღუნებ შენთვის, ხმა ამოიღე! “ თან როგორ ბილწსიტყვაობენ! მოედანზე რომ სიტყვები ისმის, უბრალო ღლაბუცი
არ გეგონოთ, ეს უკვე ღადაობის კასკადია და ჩემნაირ ბიჭუნას, რომელიც მახვილსიტყვაობის ხელოვნებას ახლა ეუფლება, წარმოუდგენლად აღაფრთოვანებს. განსაკუთრებით ბიდერმანი იკურთხება –
კაცი, რომელსაც მამაჩემი „გადარეულ რუსს“ ეძახის. კუთხის საკონდიტროსა და საბუკმეკეროს მფლობელი ბიდერმანი, რომელმაც რაღაცნაირი „ჭოჭმანით“ იცის ხოლმე ჩაწოდება და ეს მხოლოდ სასაცილო კი არა, ძალიან მაგარი სანახავია. „აბრაკადაბრა! “ – დაიძახებს ერთს და ბურთს ღონივრად მოისვრის ხოლმე. ექიმ ვოლფენბერგს სულ ასე ეუბნება: „ბრმა მსაჯი გამიგია, მაგრამ ბრმა კბილის
ექიმი? “ ამის წარმოდგენისას ხელთათმანს იხდის და შიგ შუბლში
იტყაპუნებს. „მიდი, ითამაშე! მასხარა! – გამოსძახებს ექიმი ვოლფენბერგი, ალი-კვალი კონი მექიორფერი ტყავის დასვრეტილ ფეხსაცმელსა და პანამაში. – ითამაშე-მეთქი, ბიდერმან, თუ არ გინდა,
რომ ენის წაგდებისთვის გაგაპანღუროთ! “ „ნეტავ, ხელობას როგორ
გასწავლიდნენ, დოკ? სტომატოლოგიურ სასწავლებელში ბრაილის
შრიფტით აკითხებენ? “
ამ დროს მოედანზე ხმაურითა და გნიასით შემოდის კაცი, რომელიც ბეტონის სარევ მანქანას უფრო ჰგავს, ვიდრე ჰომო საპიენსს –
ხილ-ბოსტნეულის ბაზრის მეფე, ელი სოკოლოვი. უჰ, რა პისკსაღებს
და რა სიტყვებს უშვებს (როგორც დედაჩემი იტყოდა)! ნახევარი
ინინგის განმავლობაში მოედნის ცენტრიდან მთავარი ბაზის მისამართით სულ გინება ისმის, მერე კი, როცა მისი გუნდი გადადის შეტევაზე, ელი პირველ ბაზაზე დგება და ახლა საპირისპირო მხარეს
მიედინება გინების ნიაღვარი. სხვათა შორის, რასაც ელი პირიდან
253
უშვებს, არაფრით უკავშირდება იმას, რაც ამ დროს მოედანზე ხდება. თუ კვირა დილით არ მუშაობს, მოედანზე მამაჩემიც მოდის და
რამდენიმე ინინგს ჩემთან ერთად უყურებს ხოლმე. ელი სოკოლოვს
(ისევე, როგორც სხვა მოთამაშეებს) ბავშვობიდან იცნობს. ადრე
ყველანი ნიუარკის ცენტრში ცხოვრობდნენ – სანამ დედაჩემს გაიცნობდა და ჯერსი სიტიში გადმოვიდოდა. მამაჩემი ამბობს, რომ ელი
ყოველთვის ასეთი იყო: „ნამდვილი შოუმენი“. როცა ელი მეორე ბაზისკენ გარბის და მთავარი ბაზის მისამართით უწმაწური სიტყვების
კორიანტელს აფრქვევს (სადაც ჯერ ბეტერიც კი არ დგას – მხოლოდ
ექიმი ვოლფენბერგია, რომელიც იქაურობას ცოცხით გვის), ტრიბუნაზე ხალხი აღფრთოვანებისგან ჭკუას კარგავს: იცინიან, ტაშს უკრავენ და ყვირიან: „ერთი-ორი ტკბილი სიტყვა უთხარი, ელი! მიდი,
სოკოლოვ, არ დაინდო! “ ბოლოს ექიმი ვოლფენბერგი, რომელიც საკუთარ მოვალეობას, არაპროფესიონალი მსაჯის კვალობაზე, მეტისმეტად სერიოზულად ეკიდება (იმიტომ, რომ გერმანელი ებრაელია), ხელს მაღლა სწევს, თამაშს აჩერებს, რომელიც სოკოლოვმა
ისედაც თავდაყირა დააყენა, და ბიდერმანს მიმართავს: „ამ მეშუგენესმოედნის ბოლოში ხომ ვერ გაისტუმრებ? “
რა საყვარლები არიან ყველანი! ამ დროს მე პირველ ბაზასთან
ხის ტრიბუნაზე ვზივარ, გაზაფხულის სურნელთან ერთად ბეისბოლის ხელთათმანის მომჟავო სუნი მომდის – ოფლის, ტყავისა და ვაზელინის – და სიცილით ვკვდები. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა
ვიცხოვრო ოდესმე სხვა ადგილას. რატომ უნდა წავიდე აქედან? რატომ უნდა ვიცხოვრო სხვაგან, როცა ყველაფერი, რაც შეიძლება ამ
ცხოვრებაში მომინდეს, აქ მაქვს? მასხრობა, ხუმრობა, ღადაობა –
თუ გართობა და სიცილი გინდა, აქ უნდა იყო! მიყვარს აქაურობა!
You have read 1 text from Georgian literature.
Next - პორტნოის სინდრომი - 15
  • Parts
  • პორტნოის სინდრომი - 01
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2217
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.0 of words are in the 5000 most common words
    45.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 02
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2131
    30.7 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 03
    Total number of words is 3812
    Total number of unique words is 2198
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 04
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2076
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 05
    Total number of words is 3875
    Total number of unique words is 2105
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 06
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 2077
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 07
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2090
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 08
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2190
    26.8 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 09
    Total number of words is 3779
    Total number of unique words is 2242
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.5 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 10
    Total number of words is 3710
    Total number of unique words is 2228
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 11
    Total number of words is 3768
    Total number of unique words is 2095
    28.2 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    46.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 12
    Total number of words is 3758
    Total number of unique words is 2132
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 13
    Total number of words is 3750
    Total number of unique words is 2178
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 14
    Total number of words is 3628
    Total number of unique words is 2199
    25.8 of words are in the 2000 most common words
    37.9 of words are in the 5000 most common words
    44.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 15
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2229
    26.5 of words are in the 2000 most common words
    37.3 of words are in the 5000 most common words
    44.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 16
    Total number of words is 2820
    Total number of unique words is 1682
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.